შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხაფანგი ~2~


15-12-2017, 17:11
ავტორი მერცხალი.
ნანახია 1 670

მეორე თავი
მირანდას მშობლების სახლის წინ იდგნენ. ბოლომდე არ ჰქონდათ გააზრებული, რას აკეთებდნენ, თუმცა სხვა გზას ვერც ერთმა მიაკვლია ხანგრძლივი ფიქრის შედეგად.
მირანდას ერჩივნა მშობლების სახეზე ბედნიერება დაენახა, ვიდრე ტკივილი და უსაზღვრო იმედგაცრუება, რომელსაც სიმართლის გაგება მოჰგვრიდა მათ.
აკანკალებულ სხეულს ვერაფრით იმორჩილებდა. ყველაფერი ისე იყო, როგორც მის ოცნებაში. გვერდით ედგა ლევანი მომავალი ქმრის ამპლუაში, მუცლით მის შვილს ატარებდა. ეს ძველ მირანდას აუცილებლად გაუხარდებოდა, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. იმ სიყვარულმა, რომლის გამოც ბედნიერი უნდა ყოფილიყო, ფერი დაკარგა და ნელ-ნელა საერთოდ შემოეცალა თითქოს. გულის სიღრმეში კარგად უწყოდა, შეუძლებელი იყო ისეთი სიყვარულის დაკარგვა, მას რომ გულში ჩაჭედვოდა, თუმცა წყენა, იმედგაცრუება, ბრაზი და ტკივილი არ აძლევდა საშუალებას ბედნიერი ყოფილიყო, ან ეს სიყვარული მაინც ეგრძნო.
კარზე ზარი დარეკა ლევანმა და ზემოდან დახედა ჩაფიქრებულ, დანაღვლიანებულ ქალს, რომელიც ნანობდა გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა სხვა არჩევანის საშუალება არ ჰქონდა.
რომ შეძლებოდა მისთვის ყველაფრის ახსნა, ალბათ, საკუთარ სულს მოაცილებდა ტყუილის სიმძიმეს, მაგრამ იქნებოდა კი სიმართლე ტკბილი? იცოდა, ტკივილი გარდაუვალი იყო, ამიტომ ერჩივნა მასზე გაბრაზებული და ნაწყენი დაეტოვებინა მირანდა, ვიდრე - დამწუხრებული და დაღონებული.

კარი გააღო ნათიამ, აცრემლიანებული ღიმილით შეიპატიჟა შინ შვილი და მომავალი სიძე. გოგონას განსაკუთრებით დიდხანს ეხუტებოდა და ლოყებზე კოცნიდა. ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ეს ის პატარა გოგონა იყო, რომელსაც თავად აწოვებდა ძუძუს, რომლის ბალღობის სუნიც ახლაც შთამბეჭდავად უღუტუნებს ცხვირში... ეს ის პატარა გოგონა იყო, უკვე დაქალებული, დამშვენებული და ისეთად ხორცშესხმული, რომ ყველას ეამაყა მისი არსებობით.
ჩუმად შეიმშრალა ცრემლები ნათიამ და სახლის სიღრმისაკენ შეუძღვა წყვილს.
მირანდა გრძნობდა, როგორ გასტუმარდა იმ სახლში, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ეს ეხამუშებოდა და ცოტა უხერხულობასაც კი ჰგვრიდა.

-სიმართლე გითხრათ, ჩვენ უკვე ველოდებოდით, რომ ამ წინადადებით მოხვიდოდით ჩვენთან. -დაიწყო დავითმა, ოჯახის უფროსმა და ღიმილით შეხედა ჯერ სასიძოს, შემდეგ დარცხვენილ ქალიშვილს. -ძალიან მიხარია, რომ შენ ხარ ის კაცი, ვისაც ჩემი შვილი უნდა ჩავაბარო, ლევან.

-მეც მიხარია, რომ ის კაცი ვარ, ვინც მირანდას გვერდით უნდა იყოს მთელი ცხოვრება.

გააღიზიანა ლევანის სიტყვებმა ქალი, თუმცაღა რას იტყოდა? ოცნებობდა ის მოსარსალე ენა შუაზე გაეჭრა, უფრო მეტად რომ დამგვანებოდა შხამიან გველს, მაგრამ საკუთარ სურვილებსა და ფიქრებს ასე თუ ისე უმკლავდებოდა. მარტო რომ დაიგულებს ამ თვალთმაქც კაცს, კარგადაც მოშხამავს, არაფერს დააკლებს.

-მახსოვს, საიდან დაიწყეთ ყველაფერი. ჩემი შვილის ყველა მიმიკა და ემოცია მახსოვს, ლევან. შენც გახდები მამა, ეს არ არის შორს, და მიხვდები, რა მარტივია გახსოვდეს საყვარელი ადამიანის ყველა გაღიმება, ყველა მძაფრი ემოცია... ამ დროს გონება არ ემორჩილება დაწესებულ საზღვრებს. შენთვის საკმარისია ერთი გადამეტებული ქცევა და უკვე ყველაფერს ხვდები და ყველაფერი იცი... ჩემი თუ არ გჯერა, ამას თავად მიხვდები და, როდესაც მიხვდები, ჩემთან მოდი, მარანში სადღესასწაულო ცოლიკაური მაქვს შენახული და იმას გაგიხსნი.

-რაღა მაგას ელოდები, შეკაცო, ნაკლები დღესასწაული გელოდება წინ? -გაუცინა ქმარს ნათიამ.

მირანდას იმ წამს მოეჩვენა, რომ დედამისს ცრემლები არ უშრებოდა თვალებიდან და ეს პირველად შეამჩნია. რა ბედნიერი იყო....

-ესეც არ არის ნაკლები დღესასწაული, მაგრამ... -სერიოზულად გააგრძელა დავითმა, -თქვენ ახლა ისეთ კიბეს შესდგომიხართ, სადაც სრულებით შესაძლებელია საფეხურის ჩამოტყდომა.

-დედა, რა საფეხურის ჩამოტყდომაზე ელაპარაკები ამ დასაოჯახებელ წყვილს? ღმერთი გიწყენს, დათო! -გაწბილდა ნათია. იცოდა, საითაც მიჰყავდა ქმარს საუბარი.

-მე თუ ღმერთი მიწყენს, მხოლოდ იმისთვის, რომ ამას არ ვეტყვი ჩემს შვილს და სიძეს. იცოდეთ, ჩამოტეხილმა საფეხურმა ძირს კი არ უნდა დაგანარცხოთ, იმის სურვილი უნდა გაგიჩინოთ, რომ შემდეგის სიმყარე გამოსცადოთ. თქვენი ბედნიერება ჩემზე მეტად არავის უნდა. გიყვარდეთ ერთმანეთი ყოველთვის ყველაზე მეტად, დაუსრულებლად... ისე გიყვარდეთ, რომ დილით გაღვიძებულებს ერთმანეთის სახის დანახვა გაგიხარდეთ, თუნდაც შიმშილით კვდებოდეთ. და თუ ოდესმე დადგება დღე, როდესაც იგრძნობთ, რომ ერთმანეთის სიახლოვე გაღიზიანებთ, მაშინვე დაცილდით ერთმანეთს, სანამ შეგზიზღებიათ....

-გაგიჟდა, მამაშენი უეჭველად გაგიჟდა! -ამოიკვნესა ნათიამ და ცრემლები წასკდა. -რა ჯანდაბაზე ლაპარაკობ, კაცო, ჰა?! მითხარი ერთი!

-კარგი ახლა, ნუ აქვითინდი! -თავზე ხელი გადაუსვა გაფითრებულ ცოლს დავითმა. -მე ამ სიტყვებზე ყოველთვის ვფიქრობდი და ვიცი, რასაც ვამბობ. ყველა ქალიშვილის მამა ფიქრობს, რას ეტყვის სასიძოს, მისი გოგოს ხელის სათხოვნელად რომ მივა. მე კი ამის თქმა მსურდა. არ მინდა სიყვარულმა სიძულვილამდე მიგიყვანოთ. თუმცა იმედი მაქვს, ჩემი სიტყვების გააზრება არასოდეს დაგჭირდებათ!

მამის სიტყვები ეკალივით მოედო გულზე მირანდას. ძლივს შეიკავა თავი ტირილისაგან. კაცი ასეთ სიტყვებს ეუბნებოდა, ის კი ეფარისევლებოდა და ატყუებდა. ო, როგორ რცხვენოდა და როგორ არ იყო დარწმუნებული, რომ სიძულვილი შორეულ მოლანდებას წარმოადგენდა... არადა, წამი-წამზე ელოდებოდა ზიზღს, რომელსაც ლევანის მიმართ იგრძნობდა მისი საქციელის გამო, თუმცა სტუმარი ძალიან იგვიანებდა...

***

-იმედი მაქვს, მეც მამაშენისნაირი მამა ვიქნები. -თქვა ლევანმა, ბინაში რომ შევიდნენ.

-მაგაზე მხოლოდ ოცნება შეგიძლია. -ამოისისინა მირანდამ, ცდილობდა, რაც შეიძლებოდა მეტი შხამი გადაენთხია კაცზე, თავისი ტკივილიც რომ ამოეყოლებინა, მაგრამ ლევანი მის ყოველ მცდელობას აინუნშიაც არ აგდებდა.
იცოდა, არ იყო გულწრფელი მირანდა და გულთან ახლოს არ მიჰქონდა მისი სიტყვები.

-რატომ? გგონია, რომ ცუდი მამა ვიქნები? -ოთახში შეჰყვა ქალს და საწოლზე ჩამოჯდა, რომელიც მას აღარ ეკუთვნოდა.

-მე რაც გამიკეთე, იმის შემდეგ არაფერში არ ვარ დარწმუნებული შეთან დაკავშირებით. -მანტო გაიძრო, თბილი სვიტერიც ზედ მიაყოლა და თმაც დაიშალა.

-და ამის შემდეგ იტყვი, რომ ჩემი ბავშვის მიმართ ურთიერთობა ობიექტურად გაქვს შეფასებული. ყველაფერს საკუთარი თავის მიხედვით სჯი, მირანდა. ალბათ, ისიც გგონია, რომ დედამიწა შენ გარშემო ბრუნავს, მაგრამ სამწუხაროდ, მეცნიერულ კვლევებს საუკუნეებით ჩამორჩენილხარ.

-გადი ოთახიდან, უნდა დავიძინო. -შხამივით ჩაეწვეთა ლევანის სიტყვები ტვინში და სანამ საკუთარ თავზე კონტროლის სადავეები ხელში ეჭირა, არ უნდოდა, ბოლომდე გაეაზრებინა ნათქვამი.

-ექიმთან როდის მიდიხარ? -ჰკითხა კარის ჩარჩოზე მიყუდებულმა. მინავლებული თვალებით აკვირდებოდა მის ყოველ მოძრაობას და ეცინებოდა ბრაზის დაოკების ყოველ მცდელობაზე.

-ხვალ და არ მჭირდება წამოყოლა. -კარები ცხვირწინ მიუჯახუნა. -იდიოტი!

-შენ არც მოგყვებოდი. -ჩაიბურტყუნა ლევანმა და მეზობელ ოთახში გავიდა დასაძინებლად, რომელიც ისე ეპატარავებოდა, რომ ეგონა, სასუნთქად საკმარისი ჰაერი არ იყო შიგნით.

* * *

არ სჯერა, რომ მის გვერდით ოთახში წევს და მისი ცოლი ჰქვია. ასეთ ურთიერთობაზე ხომ არ ოცნებობდა, ეს ხომ არ იყო სასურველი მომავალი და ის ცხოვრება, რომელიც გააბედნირებდა.
ცდილობდა, გულის სიღრმეში ჩამალული მონატრებისთვის მიწა მიეყარა და საერთოდ დაემარხა, თუმცა იცოდა, ვერასოდეს გაანადგურებდა.
ენატრებოდა ის ლევანი, ვინც აგრძნობინებდა, რომ იყო გამორჩეულად ლამაზი, გამორჩეულად ჭკვიანი და სხვანაირი ქალი. მისი შემოხედვა ენატრებოდა, მისი სიტყვები და ღიმილი, მისი შეხება... უნდოდა თავადაც ისეთი ყოფილიყო, როგორიც მის გვერდით იყო. საკუთარი თავი ლევანის გვერდით იპოვა, იმ ნაჭუჭში იგრძნო თავი ხორცშესხმულ ბედნიერებად , რომელშიც მასთან ერთად გამოიკეტა. მოენატრა ყველა შეკავებული ცრემლი, ყველა მონატრება და ეჭვიანობაც კი.
ახლა გასაოცრად მოუნდა ფეხზე ამდგარიყო, გვერდით მისწოლოდა და მისი სუნთქვა ეგრძნო საკუთარ ყელზე, მაგრამ უსიყვარულობამ იმხელა ბარიერი აუშენა ცხვირწინ, რომ მის გადალახვას ვერასოდეს შესძლებდა.
ყელში მოაწვა ცრემლები და საკუთარი სხეულის დაკაწვრის სურვილი გაუჩნდა, როგორმე სხვა ტკვილით რომ აენაზღაურებინა სულიერით გამოწვეული სიმწარე. საცოდავად მოიკუნტა საწოლში და პატარა კნუტივით აკრუსუნდა. როგორ უნდოდა, ახლა მაგრად ეწვიმა, ჭექა-ქუხილს ცა მიწაზე ჩამოეტანა, რომ მის ოთახში შესასვლელად ერთი მიზეზი მაინც ჰქონოდა, რასაც მონატრებასთან არ ექნებოდა საერთო.
მაგრამ მონატრებაზე მეტად ცალმხრივი გრძნობები ანადგურებდა. იმის გააზრება, რომ ლევანი არ ფიქრობდა მასავით, არ გრძნობდა მისნაირად, ბოლოს უღებდა. თითქოს დაკარგა საკუთარი თავის სხვებისგან გამორჩევის უნარი. აღარც განსაკუთრებული იყო და აღარც სხვანაირი....
ტირილით რომ გული იჯერა და ძილიც ვერაფრით მოიწვია, ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსაკენ გასწია.
იჯდა მაგიდის წინ, სკამზე ფეხებშემოკეცილი და იაზრებდა, რომ არ შეეძლო იმ სახლში მარტო წოლილიყო, რომელშიც მისი საყვარელი ადამიანი ცხოვრობდა.
პატარა ბავშვივით აფშლუკუნდა, ქვედატუჩგადმობრუნებული მუშტებით რომ ისრესს თვალებს და დაკარგულ სათამაშოს ხმაჩახრენწილი უხმობს.

ხმაური საძინებელშიც კი მოესმა ლევანს. ჯერ გაკვირვებით შეარხია წარბები. ბოლომდე ვერ შეჩვეოდა, რომ მირანდა მის სახლში ცხოვრობდა უკვე. შემდეგ დაფეთებული წამოხტა ფეხზე, საკუთარი სიშიშვლეც კი დაავიწყდა, ისე გავარდა სამზარეულოში და თვალებჩაწითლებული მირანდა რომ დაინახა სკამზე შემოსკუპებული, გულმა ლამის კედელი გამოამტვრია, ისე აუძგერდა.

-რა მოხდა, რა გჭირს? რამე გტკივა? -მის წინ ჩაიმუხლა და სახეზე აფარებული ხელები ჩამოაწევინა.

-გამანებე თავი, ტირილი მაინც მაცადე! -ამოიკვნესა და სანამ ლევანი ეხლაფორთებოდა ხელების ჩამოსახსნელად, ისე ახვანცალდა სკამზე ამხედრებული, რომ არა მამაკაცის დროული და სხარტი მოქმედება, ვინ იცის, რა საშინელება დაატყდებოდა თავს იატაკზე გაშხლართულს.

ისე გაბრაზდა ლევანი მისი ბავშვური გამოხტომის გამო, თავი ძლივს შეიკავა, რომ არ წაჩხუბებოდა, თუმცა ისედაც აღელვებულს ზედ აღარ დაუმატა. ხელში ატატებული შეიყვანა საძინებელში და საწოლზე დააწვინა.
თვითონაც აპირებდა მის გვერდით დაწოლას, თუმცა ძალიან უნდოდა - მაინც გადაიფიქრა.
მანამ არ მოშორებია თავიდან, სანამ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას შორის ინტერვალი არ გათანაბრდა და არ იგრძნო, რომ მშვიდად ჩაეძინა.
არ აპირებდა, მაგრამ საკუთარ სურვილებს ანგარიში გაუწია და ოდნავ შეეხო გამობურცულ, თბილ ტუჩებზე ჯერ კიდევ რომ არ შეშრობოდა ცრემლები. რაღაც ძალიან მტკივნეული იგრძნო, რომელსაც ვერ ერეოდა. უნდოდა მის გვერდით წოლის და მასთან ჩახუტების შესაძლებლობა ჰქონოდა, თუმცა ისევ მირანდას მშვიდად ყოფნა აკავებდა....
რამდენ ხანს გაძლებდა ასე, თავადაც არ იცოდა. ალბათ, სანამ სიცოცხლე ეყოფოდა საამისოდ.
................
ჰა, აბა, რას ფიქრობთ? :)))) როგორ ვითარდება მოვლენები? მართლდება თქვენი იმედები?
ძალიან დიდი მადლობა ყველას თითოეული კომენტარისათვის. ამან დამაწერინა დღეს ძალიან დაღლილს ახალი თავი. ნელ-ნელა სიუჟეტი გაიხსნება და თავების სიდიდეც მოიმატებს. თქვენი აზრი მაინტერესებს და არ დაგეზაროთ დაფიქსირებაა :)))
პ.ს მომიტევეთ გრამატიკული შეცდომები, გასწორებისთვის დრო არ მქონდა.....



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მორჩა აწი მივეწეპები ამ საიტს ახალი თავის მოლოდინში. აი ისეთია, რაღაცას ღრმად, რომ შეგირხევს მკერდში. წინა თავში ერთმა წინადადებამ მიმახვედრა, რომ ლევანი რაღაცას მალავს. მაგრამ მირანდა ძალიან ცოდოა. რა უნდა იყოს ისეთი მძიმე სიმართლე, რომელსაც ქალი ვერ გაუძლებს?
შეცდომებზე საერთოდ არაფერი თქვა. არაჩვეულებრივად წერ და მოლოდინს კაარგად გადააჭარბე ნამდვილად.

 


№2 სტუმარი მოა

კარგიაა ლევანს რამე შჭიირს რატომ ეწინააღმსდეგება თავის გრძნობეებს

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Ise mainteresebs ra aizulebs levans ase moiqcess. Avadmyofoba aramgoniaaa. Satauridan gamomdinare sxva problema unda oyoss. Zalian kargad cer. Velodebi shemdeg tavsss. Nudaagvianeb gtxovv. Saintereso siijetiaa

 


№4  offline წევრი ))♡

ოჰოო რაკაიიყოოოო????????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№5 სტუმარი სტუმარი lia

Vფიქრობ ლევანი ავადაა,იმედი მაქვს მოვლენები სიკეტისკენ განვიტარდება.
არ გვანერვიულო.❤❤❤

 


№6 სტუმარი nini

Dzalian momwons.warmatebebi

 


№7  offline წევრი tatiko.1995

dzalian magaria

 


№8 სტუმარი სტუმარი bells

hmm...vatyob dzalian gemrieli wasakitxia d veli shemdegs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent