ანუკი(13)
ანუკი ადგა და ოთახში გავიდა, ალექსანდრეც უკან გაეკიდა. -რა იმ კოცნის გამო გადამაყოლე?! რა იყო ცხოვრებაში ბიჭისთვის არ გიკოცნია ტო?-ალექსანდრეს გაეცინა-რა დაგემართა? ენა გადაყლაპე? ანუკი სიბრაზისგან სულ გაწითლდა, ოთახიდან გააგდო და კარი მთელი სიმწრით მოიჯახუნა. ალექსანდრე წამით კართან შეყოვნდა შემდეგ ისევ წავიდა, ამჯერად ლიზისთან. ლიზი ცალკე ცხოვრობდა, ამიტომ ალექსი მთელ თავისუფალ დროს მასთან ატარებდა. -რატო დაბრუნდი?-ლიზიმ აკოცა და შიგნით შემოუშვა-ცოლუშკამ გაგაბრაზა? ალექს, ხო იცი ორ მე საყვარლის პონტში არ გეყოლები. რამდენჯერაც გაგაბრაზებს იმდენჯერ ვერ მოხვალ ჩემთან. -ლიზი, ნუ მიგაქ ტვინი. ისე მოსვლა არ შეილება? -როგორ არა. კაი რა გჭირს, რა სახე გაქ? ალექსი სავარძელში ჩაჯდა. -მოდი რა ჩემთან-ლიზი მივიდა და კალთაში ჩაუჯდა-აი ხო იცი რო შენზე მეტად არავინ არ მიყვარს. -ვიცი, მეც. -ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ შენ რო მყავხარ, ვაფშე არავინ არ აიტანდა ამდენს რასაც შენ. -მაგაში მართალი ხარ, მაგრამ დაიკიდე ეხლა ეგ-ლიზიმ თმაში ხელი შეუცურა, შემდეგ მისი სახე ხელებში მოიქცია და აკოცა. *** 1თვის განმალობაში ანუკი ალექსს, მხოლოდ დილით და საღამოს ხედავდა, როდესაც იღვიძებდა და როდესაც დასაძინებლად მიდიოდა. ერთმანეთს ხმასაც არ ცემდნენ. ანუკის კი არავინს ნახვის სურვილიც კი არ ჰქონდა. ანუკი განადგურებული იყო. ხმა სულ გაუბედურებული ჰქონდა, დღეში მთლიან პაჩკა სიგარეტს ეწეოდა. ზოგჯერ სასმელსაც ამატებდა, გარეთ არ გადიოდა. ალექსანდრე კი ისე იქცეოდა თითქოს ეს არც ადარდებდა. ზოგჯერ საღამოს სახლში არც კი ბრუნდებოდა, დაცვისთვის კი ნაბრძანები ჰქონდა რომ ანუკის სანამ გაუშვებდნენ გარეთ ის გაეფრთხილებინათ და თან გაყოლოდნენ. ყოველ დღეს ლიზასთან ერთად ატარებდა. ერთ საღამოსაც ტატომ მოაკითხა. კარი ჩამოუღო სანამ ანუკიმ არ გააღო. ტატო გაოგნებული უყურებდა ანუკის. თვალები ჩაშავებული ჰქონდა, სახე სულ წითელი, ფერი არ ედო. შიგნით შევიდა და კარი მოიხურა. -ანუკი.. რა ხდება. -არაფერი. დალევ?-ანუკი სამზარეულოში გავიდა და ვისკი დაისხა. -რა დავლევ, შენ სვამ? -დიდი ამბავი-შემდეგ მისაღებში სავარძელზე ჩამოჯდა და ვისკი გადაიყუდა. ტატო წინ დაუჯდა. -მისმინე, თუ რამე პრობლემა გაქ, დაგეხმარები. მითხარი რა ხდება? -არაფერი არ ხდება. ძაან კარგად ვგრძნობ თავს, შენ? -ნუკი, ნერვებს ნუ მიშლი. რას გავხარ, ერთი თვეა არავის არ უნახიხარ, სვამ, სახლში ხარ ჩაკეტილი. რა მოხდა? რა გავაკეთო ალექსანდრეს დავურეკო? -ალექსანდრე მამაჩემია? -შენი ქმარია!-ტატო წყობიდან გამოვიდა-დღესვე დაველაპარაკები მამაშენს და ვეტყვი რა მდგომარეობაშიც ხარ. -აი ეგ არ გინდა-ანუკიმ უცებ დადო ჭიქა მაგიდაზე-არ არის საჭირო. -რატო? -იმიტო. გადასარევად ვგრძნობ თავს. და საერთოდ შემდეგზე დარეკე სანამ მოხვალ. რადგან არ გავდივარ გარეთ ესე იგი არავის ნახვა არ მინდა. -ოდესმე მაინც მოდის სახლში?-ვაკო არანაირ ყურადღებას არ აქცევდა, რადგან ხვდებოდა რომ ანუკი ამ სიტყვებს მართლა არ გულისხმობდა. -ზოგჯერ, საღამოობით. -წავედით. -სად? -სახლში, აქ არ დარჩები. -გეყოფა რა ტატო. მამა მომკლავს ესე რო დამინახავს. -არ არის, მივლინებაში, ეგეც და დედაშენიც. მარტო მე და ნინო ვართ. რამდენიც არ უნდა ილაპარაკო აქ არ დაგტოვებ. დროზე ჩაიცვი. -ტატო, მართლა კარგად ვარ, აღარ დავლევ, პროსტა ცოტახანი დასვენება მჭირდებოდა. -ანუკი, დროზე-ტატომ ხელი ჩასჭიდა, ააყენა და ოთახში შეიყვანა-ჩაალაგე რაც გჭირდება, მანქანაში გელოდები. -დაცვა არ გამომიშვებს. -ჩემი დაცვაც თან მყავს-ტატომ გაუღიმა და გავიდა. ანუკის სხვა გზა არ ჰქონდა, ტატო რაღაცას რო ამბობდა აღარ იცოდა გადაფიქრება. ჩანთა ჩაალაგა და გარეთ გავიდა. შემდეგ კი ტატოს მანქანაში ჩაჯდა. ტატო ძლივს უყურებდა ანუკის, არ შეეძლო მისი ესეთ მდგომარეობაში ნახვა. -გინდა რამე? მაღაზიაში უნდა გადავიდე. -სიგარეტი. -გინდა რამე? -ხო გითხარი, სიგარეტი. -ანუ არაფერი. ანუკის გაეცინა. -კიდე ორი წლის ბავშვივით მექცევი. -როდესც მოიქცევი როგორც 18წლისას შეეფერება, მერე ვილაპარაკებთ. -მადლობა. როდის შემეძლება დაბრუნება სახლში? -როდესაც პატრონი მოგაკითხავს. მარტო იმ სახლში არ დარჩები. მალე მივიდნენ. ტატომ ანუკის ჩანთა გადმოიღო მანქანიდან და შიგნით შეიტანა. ორივეს კართან ნინო შემოეგება. -დედა...ანუკი რა დაემართა? -ამის ... ქმარს ჰკითხე-ტატო შიგნით შევიდა. -შემოდი, ეხლავე მოგხედავ. ჯერ სახე ჩამოვიბანოთ-ნინომ ხელი მოჰკიდა და შიგნით შეიყვანა. სახე ჩამობანა, სუფთა ტანსაცმელი მისცა, შემდეგ კი ვახშამი მოუმზადა. ვახშმისას ტატოც და ნინოც ხმას არ იღებდნენ. -გეყოფათ, ჯერ ცოცხალი ვარ. -ანუკი, შვილო, რატო იტანჯავ თავს? -ნინო, აბა რა ვქნა? გაშორების უფლებას ვინ მომცემს. უკვე შევეგუე, ეს არის ჩემი ცხოვრება. -მე დაველაპარაკები მამაშენს, ყველაფერს ავუხსნით, არა მგონია იმ გოგოზე იცოდეს-ნინომ უთხრა-მას ეგონა პატიოსან ბიჭს აყოლებდა შვილს.- -შეცდა. -ნუკი,აბა რას აპირებ? მთელი ცხოვრება ლოთობას, სახლში მარტო ჯდომას დამერე ალბათ სიგარეტიდან სხვა რამეზე გადახვალ, პირდაპირ ხომ არ მოგიტანო? -ტატო გეყოფა-ნინომ შეაჩერა-შენ გარეშეც ვერ არის ეს ეხლა კარგად, დაისვენებს, ცოტა გონზე მოვა. ეხლავე მოგიტან ყავას. ნინო ოთახიდან გავიდა. -ტატო, შენ გგონია აქ რო მომიყვანე რამე შეიცვლება? -მე ერთი ვიცი რო შენ სუ გამოდებილდი და ის შენი ქმარი შეგიყვარდა. ანუკის ჩანგალი გაუვარდა ხელიდან. -რა ... შემიყვარდა. თავი რას მიარტყი. -შენთვის მისი ესეთი ქცევა ტანჯვაა, მირჩევნია არ იცოდე როდის სად არის და როდის მოდის სახლში. სანამ გონზე არ მოვა არც ის და არც შენ, აქ იქნები. და ზურას ჩამოსვლამდე თუ არ მოხდება ეს ყველაფერი, მერე ერთად დაველაპარაკებით მამაშენს. ანუკი გაწითლდა, არაფერი უპასუხა. შერცხვა, როდესაც გაიგო რომ ტატომ ყველაფერი იცოდა. -ტატო... მე... -ტყუილად წითლდები-ტატოს გაეღიმა-ეს ტრაგედია არაა. -ხო... არ არის. შემდეგ ნინომ ყავა შემოიტანა და ისევ გავიდა. ანუკიმ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. -ძაან გთხოვ არ დაიწყო. ცოტახანი მაცადე-ანუკიმ თხოვა-და ნოტაციების გარეშე. -არც ვაპირებდი. დარწმუნებული ვარ შენთითონაც იცი ყველაფერი რაც უნდა მეთქვა. -მართალი ხარ, ვიცი. ანუკი ვახშმის შემდეგ ოთახში გავიდა, როდესაც სანდრომ დაურეკა. ერთი თვის განმალობაში რამოდენიმეჯერ სცადა დაკავშირება, მაგრამ ანუკი არ პასუხობდა. როგორც იქნა აიღო. -როგორ ხარ. -რავი. შენ? -რადგან მიპასუხე. და ღირსად ჩამთვალე. რამე ხდება? -არც არაფერი, შენკენ? -არ ვიცოდი, თუ ესე სერიოზულად იყო ყველაფერი. ნინიმ კი მითხრა უყვარს თუ რაღაცო, მარა ისე რო ერთი თვე ვაფშე არავის არ უნახიხარ. -იქნება და ფეხმძიმედ ვარ და გარეთ არ მინდა გასვლა?-ანუკის გაეცინა. -ხო ეგეც ვიფიქრე, მაგრამ მირჩევნია მაგაზე არ ვიფიქრო-სანდროსაც გაეცინა. -სან, ძაან მომენატრე. შენ გარდა არავის არ ესმის ჩემი. როდის ჩამოხვალ? -ახალი წლებისთვის. -მანამდე არა? -გამოცდები მაქ, პირიქით ჩამოდი. -ეხლავე, ჯერ სახლიდან ოდესმე გავალ და ვნახოთ. -მიხარია რო ცოცხალი ხარ. კაი წავედი, მოგწერ მერე. -კაი. -მიყვარხარ და გადი გარეთ, თორე ვამპირი გახდები. -კაი, მეც-გათიშა და დასაძინებლად დაწვა. მეორე დღეს ანუკის იმედი ჰქონდა რომ ალექსანდრე დახვდებოდა მისაღებში, რომ მის წასაყვანად იყო მოსული მაგრამ შეცდა. მაშინ გადაწყვიტა ცოტახნით გადაეტანა ყურადღება და მართლა გასართობად წასულიყო. ვაკოს დაურეკა და მასთან ერთად ავიდა საბასთან წყნეთში. -თვით ანუკი, ხოლო ალექსანდრე კი არსად ჩანს. ქმარი სად დაგეკარგა სიხარულო?-საბა ღიმილით შეეგება ანუკის. -რავი, მეც მაინტერესებს-გადაკოცნა და ჩაეხუტა. -დავურეკო, ვცემო შენ გამო? -შეყვარებულს მიხედე. -ვაკო, გამოგიშვეს-საბას გაეცინა. -აბა როგორ, იქ მე არ გავჩერდებოდი. წამო შევიდეთ. როგორც ყოველთვის საბასთან ბევრი ხალხი იყო, ანუკიმ იქ სასმელიც იპოვა და სიგარეტიც. მეტი არაფერი არ უნდოდა, სასმელს მოკიდა ხელი და უკანა ეზოში გავიდა. ღამით იქ აპირებდა დარჩენას. სიგარეტს მოუკიდა და მოწევა დაიწყო. 2თვის უკან თავში აზრად არ მოუვიდოდა რომ ესეთ სიტუაციაში იქნებოდა. რომ მოწევას დაიწყებდა, დალევას, ქმარი რომ ეყოლებოდა და რომ შეუყვარდებოდა ვინმე. ეს რომ ვინმეს ეთქვა, ძალიან მაგრა დასცინებდა. ახლა კი საერთოდ არ ეცინებოდა. ალექსანდრე მისი პირველი სიყვარული იყო, ანუკის კი ბოლო ეგონა. ისე თავდავიწყებით უყვარდა. ნატრობდა რომ რამე მაინც ჰქონოდა გასახსენებელი... მომენტი როდესაც ალექსანდრე მის მიმართ თბილი და რომანტიული იყო, მაგრამ არა. მისგან მხოლოდ ცუდი რამეები ახსოვდა. ყველაზე ცუდად კი ის საღამო ახსოვდა, როდესაც ალექსი მის ოთახში შევიდა. და ისე ელაპარაკა თითქოს არაფერი მომხდარა. შემდეგ კი ყველაზე საწყენი სიტყვები ჰქონდა. ალექსანდრემ გადასარევად იცოდა ანუკის გრძნობების შესახებ, და ზუსტად ამით მანიპულირებდა. ცოტახანში ერთ-ერთი ბიჭი გამოვიდა სახლიდან და უკანა ეზოში გავიდა. -მე მეგონა მარტო მე მიყვარდა აქ ყოფნა. ანუკიმ ბიჭს ახედა და იცნო, ეს ვაკოს ძმაკაცი ნიკა იყო. -ჰომ... -კაი რა სახე ჩამოგტირის. -არ ჩამომტირის, სასმელია ბანძი-ანუკის გაეცინა. -გინდა რამე უკეთესი მოგცე? -მაინც? ნიკამ ჯიბიდან პატარა პაკეტი ამოიღო და ანუკის მიაწოდა. -ეს რა არის? -მაშინვე დაგეხმარება გართობაში, პროსტა არ თქვა რო მე მოგეცი. ვაკო დამბრიდავს. ალკოჰოლთან ერთად არ მიიღო. -ნარკოტიკს მტენი? -რავი, არ გინდა? -ადრე უარს გეტყოდი, ეხლა . -კაი, შევედი მე, წამოხვალ? -ცოტახანში. -კაი. ანუკიმ პაკეტიდან ტაბლეტი ამოიღო, პირში ჩაიდო და სასმელი მიაყოლა. ნიკას ტყუილი არ უთქვამს ანუკი მართლა ხასიათზე მოვიდა, სახლში შევიდა, ხალხში შეერია და ცეკვა დაიწყო. ისეთ კარგ ხასიათზე იყო რომ მაგიდაზე ცეკვავდა. ვაკოს თავიდან გაუხარდა რომ ანუკი ძლივს ხასიათზე დადგა, მაგრამ შემდეგ დაფიქრდა და ანუკისთან მივიდა. მაგიდიდან ჩამოიყვანა და ჩუმ ადგილას გაიყვანა. -ნუკი, შემომხედე-ნუკი ისეთ ენერგიაზე იყო ერთ ადგილზე ძლივს ჩერდებოდა. -წამო, ვიცეკვოთ, არ გინდაა-ნუკიმ ვაკოს ხელები მოკიდა და ცეკვა დაიწყო. ვაკომ კი გააჩერა და მისი სახე ხელებში მოიქცია, შემდეგ კი თვალებში ჩახედა. -რა ჯანდაბა დალიე? -ჰა? ნუ... კოკაკოლა რაღაცით, მერე ვისკი, მერე... აღარ მახსოვს. ვაკო, წამო რა ვიცეკვოთ. -ანუკი, დაფიქრდი ვინმემ მოგცა რამე წამალი? -წამალი? ნიკამ რაღაცა ძაან კაი მომცა, შენც ცადე აჰა-ანუკიმ პაკეტი ამოიღო ჯიბიდან და ვაკოს გაუწოდა. -ამის დედ.... აქ დარჩი-ვაკო შიგნით შევიდა-ნიკა!!-ისიც გარეთ გამოათრია-შენ შ*გ ხო არ გაქ?! ანუკის წამალი რა პონტში მიეცი?! -დამშვიდდი, როდიდან გახდი ესეთი წესიერი? ცოტა გაერთობა სახე ჩამოსტირის. -გაერთობა?! რამე რო მოუვიდეს იცი რა დატრიალდება? წარმოდგენა გაქ ვისი შვილია?!! დედა შევე*ი. გააფრთხილე მაინც რო სასმელი არ მიეყოლებინა? -კი. -როდის მიეცი. -2 საათის უკან მემგონი, ვაკო გეყოფა, შენც მოგცემ თუ ესე გინდა. ვაკომ მუშტი გაარტყა სახეში, ანუკის მიუბრუნდა, ხელი ჩაავლო და ოთახში აიყვანა. -ვაკოო, რა საყვარელი ხარ. შენ შეყვარებულს გაუმართლა, აი მე კი არა. ჩემ ქმარს შეყვარებული ყავს, მაგრა ვკიდივარ. მამაჩემმა იარაღი დამადო შუბლზე... ა... -ნუკი, თავბრუ გეხვევა?-ოთახში შეიყვანა და საწოლში ჩააწვინა. -არა, მარა... მეძინება. დავიღალე. შენ? ვაკომ ისევ თვალებში ჩახედა. -გაიხსენე, სასმელი მიაყოლე წამალს? ანუკის არაფერი უპასუხია, თვალები ეხუჭებოდა. -ნუკი, არ დაიძინო და მიპასუხე. -ჰმ.. -არაფერი არ უთქვამს, რადგან ჩაეძინა. -ნუკიი!-ვაკომ ოდნავ შემოარტყა სახეში-ნუკი გამოფხიზლდი. ნუკი! *** ნუკის საავადმყოფოში გაეღვიძა. უცებ შეეშინდა, ვერ მიხვდა რა ხდებოდა, წამოხტა და კარს ეცა. შიგნით ტატო და ვაკო შევიდნენ. -ნუკი, რატო ადექი? -გამატარე... რა ჯანდაბა... -ნუკი დამშვიდდი, დაწექი და ყველაფერს აგიხსნი-ტატომ ვაკოს ანიშნა გარეთ დამელოდეო. ვაკოც გავიდა. ტატომ ნუკი ხელში აიყვანა და ლოგინში დააწვინა. -რა ხდება? -რა დალიე გუშინ? -არ მახსოვს... საბასთან ვიყავი... მერე გამოვედი და აღარაფერი მახსოვს. -ექიმებმა რაღაც ნარკოტიკი აღმოაჩინეს შენ სისხლში. -ნარკოტიკი? თავი რას მიარტყი ტატო? რა ნარკოტიკი? მაქსიმუმ ბევრი დავლიე და იმიტომ მომიყვანეს აქ. ტატომ ღრმად ამოისუნთქა. -ტატო, არ გჯერა ჩემი? -მე ვიცი რო ძაან გაგივიდა თავს. ნარკოტიკებთან გაქ პრობლემა? -კაი, დაუშვად ერთხელ დავლიე. აუცილებლად ნარკომანი ვარ? ტატო 18წლის ვარ და არა 2ის. რასაც მინდა იმას გავაკეთებ, გესმის? არ მჭირდება ძიძა. ვინ დაგირეკა? ა... ვაკომ.ვაკო ნომერ პირველი ნარკომანია! იქნება და თვითონ მომცა? -გეყოფა სხვაზე გადაბრალება. დახმარება გჭირდება. -დახმარება გჭირდება შენ, საქმე არ გაქ გარდა იმისა რომ ჩემ ცხოვრებაში ჩაერიო? სადაც ჩემ მშობლებს ვკიდივარ, იქაც შენ უნდა დამიკიდო. როდის გამომწერენ ამ ჯანდაბა საავადმყოფოდან. -ანუკი. -ანუკი რა? ტატო დაუძახე ექიმს, გადასარევად ვგრძნობ თავს და აქ არ დავრჩები. ამ დროს ალექსანდრე შემოვიდა. -გადაწყვიტე ხო მოსვლა? შენი ცოლი სიკვდილს გადარჩა!! შენ რო არა აქ არც იქნებოდა!!! -ტატო, გადით ორივე გარეთ. და იქ იჩხუბეთ-ანუკი მეორე მხარეს გადაბრუნდა. -ჩემ ცოლთან მინდა ლაპარაკი. -გაგახსენდა რო გყავს ხო? -ტატო-ანუკიმ ანიშნა გადიო. ალექსანდრე შიგნით შევიდა და გვერდით დაუჯდა. -ნუკი, შემომხედე-ნუკი ადგილიდანაც არ დაძრულა, მაშინ მეორე მხრიდან მივიდა- გინდოდა? ანუკის გაეცინა. -რატო უნდა მომეკლა თავი? შენ გამო? დიდი წარმოდგენა გაქვს თავზე. -მაშინ როდიდან დაიწყე ნარკოტიკების ყლაპვა? ან სმა? -დიდიხანია. ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა. -დამოკიდებული ხარ? -არა. -და უნდა დაგიჯერო? -ალექსანდრე, წადი ლიზისთან. -არსად არ წავალ, სანამ არ გავიგებ რა გჭირს. არ მეუბნები? კარგი, კლინიკაში საკმარისი ექიმები და ფსიქოლოგებია, იმათ დაელაპარაკები. -რააა? -არავის არ ელაპარაკები, იქნებ ფსიქოლოგს მაინც დაელაპარაკო. -ჩემი თანხმობის გარეშე ვერსად ვერ დამაწვენთ. -არც არის საჭირო, შენი ქმარი ვარ. ვიტყვი რომ იმ მდგომარეობაში არ ხარ რომ შენთითონ შეგეძლოს რამის გადაწყვეტა. -რატო მიკეთებ ამას? საკმარისად არ გამინადგურე ცხოვრება? შენ გეგონა მე ყოცელ დღე სახლში ვიჯდებოდი როგორც დამჯერი ცოლი სანამ შენ ლიზისთან ატარებდი ყოცელდღეს? მე შენგან არაფერს ვითხოვ, ნურც შენ მომთხოვ გულახდილობას და სიმართლის თქმას. ალექსანდრე წამით დაფიქრდა, წამოდგა და კართან მივიდა. -ექიმებს ვეტყვი და ჩემ მოსვლამდე აქედან ვერავინ გაგიყვანს-ალექსანდრე ოთახიდან გავიდა. ანუკის თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. -რატო არ მოვკვდი?-ძლივს წარმოთქვა ეს სიტყვები და ტირილი დაიწყო. იმ მომენტში სიკვდილს ნატრობდა, შემდეგ საწოლიდან წამოდგა და შარვალში იმ პაკეტის ძებნა დაიწყო. -ამას ეძებ?-ვაკო იყო შემოსული, ხელში მისი სიგარეტის პაჩკა და წამალი ეჭირა.-მომეცი. -რათ გინდა ეს?-ტაბლეტი ამოიღო პაკეტიდან. -რა მნიშვნელობა აქვს? ვაკომ ტაბლეტი მაგიდაზე დადო, ბოთლი აიღო და იქამდე ურტყა სანამ არ დაფშვნა,შემდეგ ტვალეტში შეიტანა, ჩაყარა და ჩარეცხა. -ვაკო, გეხვეწები სიგარეტი მაინც მომეცი. -დიდიხანი მეც შენნაირად ვიყავი, მარა დამეხმარნენ და დღეს არაფერზე არ ვარ დამოკიდებული. ეს შენ არაფერში არ დაგეხმარება. ანუკიმ სახეზე აიფარა ხელები და ისევ ტირილი დაიწყო. -ანუკი, დაწექი საწოლში და დაელოდე ალექსანდრეს. -ნეტა მოვმკვდარიყავი. ვაკო ადგომაში დაეხმარა და ლოგინში დააწვინა. შემდეგ კი ოთახიდან გავიდა. ანუკის ძალა ჰქონდა გამოლეული, ამიტომ დიდიხნის ტირილის შემდეგ ჩაეძინა. ალექსანდრე მხოლოდ გვიან დაბრუნდა და ანუკის პალატაში შევიდა. საწოლის გვერდით დაუჯდა. საკუთარი თავი ეზიზღებოდა, ესეთ მდგომარეობაში რო ჩააგდო ანუკი. მისი ხელი, თავის ხელებში მოიქცია. -ლიზის დავშორდი. მესმის ეს ყველაზე ცოტაა რისი გაკეთებაც შემილია. არ მეგონა თუ ესეთ მდგომარეობამდე მიგიყვანდი-ჩურჩულით უთხრა-ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება. დილით ანუკის სკამზე ჩაძინებული ალექსანდრე დახვდა. ხელი ისევ მის ხელებში ჰქონდა მოქცეული, ნელა გამოაცალა და წამოდგა. ალექსანდრეს მაშინვე გაეღვიძა. -რა გინდოდა აქ-ანუკიმ ცივად ჰკითხა. -რო არ გაქცეულიყავი-ალექსს გაეღიმა-ექიმებმა იმაზე მეტი ალკოჰოლი აღმოაჩინეს შენ ორგანიზმში ვიდრე მე დამილევია მთელი ცხოვრების განმალობაში. მე კიდე მიკვირდა ვისკი სად ქრებოდა. -ნოტაციები უნდა წამიკითხო? -აი როგორ მოვიქცევით, წავალთ სახლში. სადაც ალკოჰოლს ახლოსაც არ გაეკარები, არც სიგარეტს და ნარკოტიკებზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. თუ შენ ეს ერთი კვირა გაძლებ ამ ყველაფრის გარეშე, კლინიკაშ არ დაგაწვენ. -შენ წახვალ და მე ისევ დავლევ. -მცდარი ინფორმაცია გაქვს. -რა? დაშორდი ლიზის? -შენთვის ამას რამე მნიშვნელობა აქვს? -არა. -თანახმა ხარ? თუ დაგტოვო აქ. -არჩევანი მაქვს? -ან კლინიკა, ან სახლი. -რამე შუაში. -ანუკი. -კაი, ჯანდაბას. -ჩაიცვი, მე გარეთ დაგელოდები-ალექსანდრე ოთახიდან გავიდა. ანუკი წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. შემდეგ ჩანთა მოიკიდა და გარეთ გავიდა. ალექსანდრე ექიმთან ლაპარაკობდა, გამოწერის დოკუმენტებს ხელი მოაწერა და ანუკისთან მივიდა. ხელი მოკიდა და გარეთ გაიყვანა, მანქანაში ჩასვა და სახლში წაიყვანა. -ანუკი, ღიმილი იცი? თუ გასწავლო. შემომხედე-ალექსანდრე დაეჯღანა და ანუკის გაცინებას ეცადა. ანუკიმ ღიმილი ვერ შეიკავა-გინდა ბაკურიანში ავიდეთ ეს დღეები? იქ არც მოგინდე ა არაფერი, სუფთა ჰაერი, თხილამურები. ანუკიმ მისკენ გაიხედა და თვალებში ჩახედა. წამით ეგონა რომ ალექსანდრე შეიცვალა, მაგრამ მაშინვე მიხვდა რაც ხდებოდა. -არავის შეცოდება არ მჭირდება. წადი და შეურიგდი ლიზის, მას უფრო ჭირდები ვიდრე მწ-უკვე სახლთან იყვნენ, ანუკიმ მანქანის კარი გააღო და გადავიდა. *** იმედი მაქვს მოგეწონათ. ვიცი ყველა ამათ ურთიერთობას ელოდებით,მმაგრამ ჩემი აზრით რეალურად როდესაც ადამიანები ესეთ სიტუაციაში ხვდებიან ერთმანეთს, ესე მალე ერთმანეთის შეყვარება შეუძლებელია. წარმოიდგინეთ ალექსის ადგილას თავი. რამდენი ხანი იყო ლიზისთან, იქნება და ცოლადაც მოყავდა, ანუკი რომ არა. ამიტომ არ ვაჩქარებ მათ ურთიერთობას.მემგონი ეს არარეალური იქნებოდა. მადლობა რომ მაინც კითხულობთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.