შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Demon


15-12-2017, 21:35
ავტორი Constance
ნანახია 1 335

Demon


(კაენი)
საქმის დიდი ნაწილი გუშინვე დავასრულე, რაც ჰანას ეკლესიაში წაყვანის საშუალებას მაძლევდა. ამჯერად ტყავის ხელთათმანი ჩავიცვი, რომ არც მაიკლის და არც რაიმე წმინდის შეხებას არ დავეწვი. როცა გავემზადე ჰანას ოთახში გავედი და კარი შევაღე.... გაოცებული დავრჩი, როცა დავინახე, რომ ბავშვი თავისით ცდილობდა ჩაცმას.
- ჰანა?
ფართოდ გამიღიმა და მაისურს ისე საყვარლად დაეჯაჯგურა, რომ ხმის ამოღება ვერ გავბედე და გამეცინა.
- შენით ჩაგიცვამს.
როცა დაამთავრა ჩემთან გამოიქცა, რომ ხელში ამეყვანა. ჩემს მკლავებშ რომ მოექცა, შევნიშნე მაისური უკუღმა ეცვა, მაგრამ მისი ბედნიერი სახის შემხედვარემ არ შევუსწორე.
"მოიცადე, მოიცადე"
როცა დავხედე შევნიშნე, რომ შორტებიც ეცვა და წარბი ავწიე.
- ესეც შენით ჩაიცვი თუ ეგრე გეძინა?
ხმაში ოდნავი გაღიზიანება შემეტყო, რადგან თითქმის დარწმუნებული ვიყავი რასაც მეტყოდა, მაგრამ ამ ერთხელ ვაპატიე და არაფერი ვუთხარი. პატარა ტუჩები გამობურცა და ჩამეხუტა, რითიც ის დამიდასტრა რასაც ვეჭვობდი.
- კარგიი, მაშ ბანაობის შემდეგ წავიდეთ.
ყოველ დილით ვაბანავებდი, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით არ მთანხმდებოდა, იმედი მქონდა ეკლესიაში წასვლა აზრს შეაცვლევინებდა.

- მზად ხარ?
- კიიიი!
ოთახიდან ხელშიაყვანილი გავიყვანე, სამზარეულოში შევიარე, რომ ჰანასთვის წვენი ამეღო და მანქანასთან გავედი. ჩემი მოტოციკლეტი მენატრებოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ჰანა სახლში წამოვიყვანე და თითქმის ყველგან თან დამყავდა, მოტოციკლეტზე ოცნებაც კი არ შემეძლო.
როცა ბავშვების სავარძელში ჩავსვი და ღვედი შევუკარი, საჭესთან დავჯექი და მანქანა დავძარი.
- კენ?
- ჰმ?
სარკიდან გავხედე და დავინახე, რომ პირში ცერა თითი ედო.
- ხომ იცი რომ ასე როცა მელაპარაკები ვერაფერს ვიგებ.
დაიჯღანა, მაგრამ ხელები დაუშვა და ფეხსაცმლის თასმით დაიწყო თამაში.
- იქ ვართ?
თვალები გადავატრიალე - მალე მივალთ.
ჩაიბუზღუნა და თავი დამიქნია. ამის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია, სანამ ეკლესიაში არ მივედით.
- მოვედით, მაგრამ სანამ შევალთ ვიღაცას თასმები აქვს შესაკვრელი.
მანქანიდან გადავედი, კარი დავკეტე და უკანა გავაღე. გავიცინე, როცა ჰანას გაბუტულ სახეს მოვკარი თვალი. ბუზღუნის მიუხედავად, ფეხები გადმოსწია და შეკვრის საშუალება მომცა.
- ხომ არ გინდა რომ წაიქცე და რამე დაიშავო, ჰოდა თასმების შეკვრა მოგიწევს.
მაინც გაბრაზებული შემომყურებდა.
- ესეც ასე, ახლა შეგვიძლია წავიდეთ.
ხელებში ამისკუპდა, მაგრამ მაინც ცდილობდა გაბუტული სახის შენარჩნუბეას. ეკლესიის დანახვისთანავე გაიღიმა. შვება იყო კიბის თავზე მაიკლის დანახვა. ადამიანი დიდად გულზე არ მეხატებოდა, მაგრამ იმედი მქონდა ჰანაზე ზრუნვას შეძლებდა.
- დილა მშვიდობის, ადამიანო.
თვალებს დამიბრიალა, სანამ ჰანას დაინახავდა.
- სალამი ჰანა, როგორ ხარ?
თავიდან თითქოს ჰანა პასუხის გაცემას აპირებდა, მაგრამ შემდეგ მკერდზე მომეკრო და მაისურში თავი ჩამალა. ჩავიღიმე და მაიკლს შევხედე, რომელიც ისევ მიბღვერდა როცა ეკლესიაში შევდიოდით.
- პატარა ოთახია, სადაც სხვა ბავშვებთან თამაშს შეძლებს.
- იქ წაგვიყვანე.
მაიკლმა თავი დამიქნია და დიდი სამლოცველოს გავლის შემდეგ პატარა ოთახში შევიდა. კარის გაღებისთანავე გამაღიზიანებლად ნათელი ოთახი გამოჩნდა.
" ღმერთო, თითქოს ზღაპრულმა მარტორქამ კედლებზე აღებინა."
- დილა მშვიდობის მაიკლ!
ძალიან ჩაპუტკუნებული, წითელლოყება ქალი გამოგვეგება და მაიკლი ლამის გაჭყლიტა როცა ჩახუტება სცადა. ერთი თავით დაბალი იყო, მაგრამ ისეთი ენთუზიაზმით მოძრაობდა...
- და ეს პატარა, საყვარელი არსება ვინ არის?
ჰანა შეხტა და უფრო ძლიერ მომეკრო.
- ჰანა ჰქვია და ხალხის გარემოცვას ვერ ეგუება.
- მაინც გვინდოდა გვენახა ბავშვებთან თუ დარჩებოდა ცოტა ხნით? - სწრაფად ჩაერთო მაიკლი.
" უუუჰ, ამ საშინელ ოთახში და სუნიან ბავშვებში დარჩენა არ მინდა"
- რა თქმა უნდა! ბავშვების უმეტესობა სატამაშოებით თამაშობს, შეგიძლიათ კუთხეში მიიყვანოთ, სადაც პუფებია, რომ ცოტა დამშვიდდეს.
გაღიზიანებულმა გადავხედე, მაგრამ თავი დავუქნიე, ჰანა იმ კუთხისკენ წავიყვანე და წითელ, ფუმფულა სკამში ჩავჯექი.
" ამ სკამებს არასდროს ვიყიდი"
- კეეენ.
როცა დავხედე მისი ცრემლიანი თვალები შევნიშნე და ვეცადე გამეღიმა.
- რა მოხდა ჰანა?
- საშისია....
- ვიცი ძვირფასო, გინდა წავიდეთ?
თავი დამიქნია, მაგრამ როცა წამოდგომა ვცადე, ისევ უკან გადავვარდი და უფრო მეტად ჩავეფალი ამ უაზრო სკამში.
- მაპატიე ჰანა, უცნაური რაღაცაა.
ჰანა კალთიდან ჩამიცურდა, მეგონა შეეშინდებოდა, მაგრამ ჩემს გვერდით დახტა ფუმფულა სკამში და ..... ჩაიხითხითა?
- ჰანა?
დიდი ყავისფერი თვალებით შემომხედა და გამიღიმა.
- კენ?
- ჰმ... დიახ??
- ვითამასოთ?
ოთახში მორბენალ ბავშვებს შევხედე, რამდენიმე ჩვენ გვიყურებდა და შემდეგ ისევ ჰანაზე გადავიტანე მზერა.
- გინდა მათთან ერთად ითამაშო?
ჰანამ მაშინვე თავი გაიქნია და ლამაზი კულულები თავზე შეუთამაშდა.
- არა!
- ჰმ... ჩემთან.. უმმ... თამაში გინდა?
თავი დამიქნია.
" ბავშვებთან მოთამაშე დემონი საერთოდ არ ვარ"
- ჰანა!
მაიკლი ჩვენს გვერდით ჩაიკუზა და მშვიდი ღიმილით ასწია ლურჯი ბურთი.
- ჩემთან ერთად ითამაშებ?
ჰანას სახეზე ჭოჭმანი გამოიმსჭვალა, ისიც ვერ გაეგო უნდა გაჰხარებოდა თუ შეშინებულიყო. თამაში უნდოდა, მაგრამ მაიკლის ეშინოდა.
- ეთამაშე ჰანა. აქ ვიქნები.
ფეხიდან ფეხზე მოძრაობდა, შემდეგ ისევ პუფზე ამოცოცდა და ჩემს მკლავებში მოქცევა სცადა. წამით ნება მივეცი დამშვიდებულიყო, მერე ისევ ფეხზე დავაყენე.
- მაიკლს ეთამაშე და ლანჩის შემდეგ დესერტს მიიღებ.
ამის გაკეთება არ უნდოდა, დესერტის გამოც კი, მაგრამ ბოლოს ყოყმანით მაინც წავიდა მაიკლისკენ.

(მაიკლი)
"ღმერთო, შეიძლება ბავშვებთან კარგი არ ვიყო, მაგრამ ჰანა უსაყვარლესი არსებაა იმისთვის რომ არ გიყვარდეს."
ბურთი ავიღე და გავუღიმე, შემდეგ დავაგდე და ბიჭისკენ ნელა გავაგორე. არ ველოდი, რომ თამაშში ამყვებოდა, მაგრამ როცა ბურთი მიუახლოვდა, როგორც წინა დღისით, ახლაც ზედ დაახტა და წაიქცა. ძლივს დავიჭირე, რომ იატაკზე თავი არ დაერტყა.
ჰანა ძირს დავსვი, მან კი პირში ცერა თითი ჩაიდო და ისევ კაენს მიუახლოვდა.
- ასე შვრება როცა არ იცის რა გააკეთოს.
კაენს შევხედე როცა დამელაპარაკა. ბურთი აიღო და ჰანას მიუბრუნდა.
- ჰანა, დაჯექი.
ბავშვი მაშინვე დაემორჩილა. კაენმა თავი დაუქნია და ბურთი ჰანასკენ გააგორა. პატარა ბიჭმა მაშინვე უკან გაუგორა. რამდენიმე წუთს ასე აკეთებდნენ, სანამ ნელა ისე დავჯექი, რომ სამკუთხედი შეგვეკრა.
- შეიძლება მეც ვითამაშო ჰანა?
კაენმა ბურთი ჩემსკენ გამოაგორა, მეც დავიჭირე.
" როგორც ჩანს ეს 'კი'ს ნიშნავს"
- აი, შენსკენ მოდის ჰანა.
პატარამ წამოდგომა დაიწყო, მაგრამ კაენმა თავი გააქნია და გააჩერდა.
- არა, ჰანა. ყოველთვის როცა ბურთს ზედ დაახტები, რამეს იტკენ თუ ჩვენ ვერ დაგიჭერთ. დაჯექი.
ჰანამ თითი პირში ჩაიდო და ისევ ძირს დაჯდა.
- ეხლა კი ბურთი დაიჭირე, როცა შენსკენ წამოვა.
გაგორებას ვაპირებდი, როცა ჩემს გვერდზე წყნარი, ჩუმი ხმა მომესმა.
- ამმმ... შეიძლება მეც ვითამაშო?
პატარა ბიჭს შევხედე, მუქი წითელი თმით და ჭორფლებით, რომელიც ნერვიული ღიმილით შემომყურებდა.
- რა თქმა უნდა.
რაღაც ხმამ ჩემი ყურადღება მიიპყრო და ჰანას შევხედე, რომელიც ისევ კაენთან მიცოცდა.
- ჰანა ჩემთან დაჯექი.
ვიცოდი კაენს დიდად არ სიამოვნებდა თამაში და თავისი სამოსის გაჭუჭყიანება, მაგრამ მაინც იატაკზე იჯდა და ჰანა წინ დაესვა. ბიჭის ხელი ფრთხილად აიღო და ისე ააწევინა, რომ ბურთის დაჭერა შესძლებოდა.
- გამოაგორე მაიკლ.
ის გავაკეთე რაც მითხრა და გავიღიმე, როცა კაენმა ჰანას ხელით გააჩერდა.
- ეხლა კი გაუგორე...
- რემი.
- რემის გაუგორე ჰანა. სამ თვლაზე ხელი ჰკარი კარგი?
ბიჭი შეშინებული იყურებოდა, მაგრამ მაინც დააქნია თავი და კაენს ნება მისცა ბურთისთვის ხელი დაერტყა.
როცა ცუდი არაფერი მოხდა ბავშვმა კაენს შეხედა, შემდეგ რემის და ბოლოს მე. მეც და პატარა ბიჭმაც გავუღიმეთ და ჰანამაც, ძლივს, ოდნავ ჩაიცინა.
- ესეც ასე.
ვანიშნე, რომ შემდეგი მე ვიყავი და რემი გამოგორებული ბურთი დავიჭირე. შემდეგი ოცი წუთის მანძილზე ესე ვთამაშობდით და კიდევ ერთი ბავშვიც კი მოვიდა.
- კარგით, იმედი მაქვს იმხიარულეთ.
რამდენიმე წამოძახილი გაისმა, როცა ყველა ბავშვი წამოდგა, რემის ჩათვლით, და მშობლებს გარეთ გაჰყვნენ. ჰანას შევხედე, რომელიც კაენის კლავებში მოკუნტულიყო.
"ალბათ ბავშვების ხმაურმა შეაშიინა"
ფეხზე წამოვდექი და კაენიც ადგა, გავიღიმე როცა ჰანამ თვალი ჩემსკენ გამოაპარა. კაენმა ბავშვების გარემოცვაში გზა გაიკვლია და კარისკენ წავედით. ორივეს გაგვიკვირდა როცა დავინახეთ, რომ უკვე მოსაღამოვებულიყო და მალე წვიმა დაიწყებოდა.
- მადლობა, ეკლესია არ დაგვითვალიერებია, მაგრამ ვფიქრობ ამას სხვა დროსაც მოვასწრებთ.
ჰანას დახედა და თბილად გაუღიმა.
- კარგად გაერთე?
ჰანამ თავი დააქნია და მეც ამოვისუნთქე.
- კარგია, ეხლა კი ლანჩის დროა. ხვალ გნახავ რვაზე, ადამიანო.
" ჯანდაბა, კიდევ ამას რატომ მეძახის... მოიცადე ერთი წუთი... ხვალ.."
- ს...სამუშაოზე მიმიღე?
მეგონა შემობრუნდებოდა და რამე მწარეს მეტყოდა, მაგრამ ამის მაგივრად ჰანა ხელებში მომაჩეჩა და ეკლესიაში უხეშად შემაგდო. წავბარბაცდი და თავის შეკავება მაინც შევძელი, მაგრამ რა ჯანდაბა მოხდა?!
- სალამი კაენ! აქ რას აკეთებ?
- არაფერს, უბრალოდ საქმე მქონდა.
- აჰ, ამ საზიზღარ ადგილზე ფერფლად ქცევის გარეშე როგორ შედიხარ? ჩვენს შორის ყველაზე საშინელი ხარ.
- ჰაჰ, აქ რას აკეთებთ?
ხმები უფრო და უფრო შორიდან მოდიოდა, რაც იმას ნიშნავდა რომ კაენი დემონების ჯგუფთან ერთად მიდიოდა.
- საღამოს ნადირობისთვის მოგაკითხეთ. იმედია ისევ არ აპირებ ჩვენს გადაგდებას ...
"ჰანასთან ერთად ადამიანებზე სანადიროდ არ წავა."
- ნაჰ, თქვენთან ვარ. გასული თვეების შემდეგ ისევ კარგი იქნებოდა რამის მოკვლა.
- კენ??
ჰანას შევხედე. თვალებიდან უკვე ცრემლები ჩამოსდიოდა და ღია კარს უყურებდა, შემდეგ მე შემომხედა.
- კე...კენი წავიდა... კენ... კენთან მინდა!
გონებაში გამიელვა აზრმა, რომ მისთვის მეთქვა "ძვირფასი კენი" რის გაკეთებასაც აპირებდა მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემგან ამის მოსმენა მისთვის არაფერს შეცვლიდა. ამიტომ თავს ვაიძულე გამეღიმა სანამ ხმები საბოლოოდ მიწყდებოდა და ეკლესიიდან ჩემი მანქანისკენ წავედი.
- კაენმა თქვა, რომ ამ ღამით ბატონ მაიკლთან დაიძინებ და ხვალ ისევ მასთან მივალთ, კარგი?
ჰანამ თავი გააქნია, როცა მანქანაში ჩავსვი და ღვედი შევუკარი.
- მაპატიე ძვირფასო, მაგრამ ესეა საჭირო.
ვიცოდი, რომ ვატყუებდი და ეს კარგი არ იყო, მაგრამ არ შემეძლო მისთვის მეთქვა, რომ იმ ერთადერთ ადამიანს... ან არსებას ვაშორებდი, რომელსაც ენდობოდა. მის ნდობას მოვიპოვებდი და შემდეგ თავშესაფარში გავგზავნიდი
"ჰმმ... ამას ხვალ გადავწყვეტ. დღეს კი დარწმუნებული ვარ კაენის გარეშე კარგად იქნება."



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Moenatree. Ramdeni xania ar gamochenilxar......
Dzalian saintereso istpria dagiwyia da erti suli maqvs rodis wavikitxav gagrdzelebas.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent