შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ (თავი მეცხრე)


16-12-2017, 00:38
ავტორი blue witch
ნანახია 1 476

შიში.
შიში ადამიანის ყველაზე დიადი მტერია. შიშს შეუძლია მოგვცეს საოცარი ძალა და ამასთანავე შეგვიბორკოს მთელი სხეული.
შიში უმატერიო, არარეალური და სრული ფარსია.
მაგრამ,
იგი მაინც უსაშინლესი რამაა და ოდესაც გვეუფლება, სწორედ რეალობის აღქმას გაკავშირებს.
შიშს შეუძლია ყველაფერი დაგაჯეროს. შეცდომაში შეგიყვანოს.
ყველაზე ცუდი კი ის შიშია, რომელიც რაღაც გარკვეულ ფობიის კი არა, არამედ შეცდომის დაშვების, არასწორი ნაბიჯის გადადგმის გამო აშინებს ჩვენს ცნობიერს.
როცა იცი, რომ შენს წინ, ულამაზესი, ფერადი კენჭებით მოკირწყლული ბილიკია, მაგრამ იმის გამო, რომ არ იცი რად დაგიჯდება მისი გავლა და ფინიშამდე მისვლა, იგი ეკალ-ბარდებით დაფარულად გეჩვენება და ეს გრძნობა მთლიანად გართმევს ხელიდან იმ ბაგირს რომელიც იმედით გიჭირავს. გაიძულებს გადააბიჯო და გააქრო ის ალისფერი ხაზი, რომელიც რეალურსა და ირეალურს, უტყუარსა და სიცრუეს შორისაა გავლებული.
თუ შენ შეგიძლია უკან ჩამოიტოვო საკუთარი შიში, მაშინ შენ ყოველგვარი მედლისა და აღიარების გარეშე ხდები მძლეოსანი.
თუმცა, არა.
გატყუებ.
შენ მსოფლიოს ისტორია გაღიარებს და დედამიწის გული ამ ამბავს სხვა გადაცვეთილ ისტორიასთან ერთად ინახავს.
შეინარჩუნე ბაგირი.
არ გადაკვეთო ზღვარი.
უკუაგდე შიში.
************************************************************************************************************************************
-რანაირად აგებნა გზა?-ვუმეორებ დამფრთხალ დემნას.
-კატასავით, რომ მომვარდი და დამპორჭყნე, ეს შენი აზრით გზის გაკვლევაში დაგვეხმარება?!-ბურტყუნებს დემნა და შუბლს იზელს.
ხორცშესხმული ცრუპენტელობის ვირთხაა, თორემ, სხვაგვარად უეჭველად დამეჯერებოდა მისი ეს ვითომ შეშფოთებული სიფათი.
-დემნა, მგონი საზავო შეთანხმების დროა.-ვოხრავ და ფეხებს დავყურებ.
-მგონი არა, დროა!-კვერს მიკრავს ის.
-რომელი საათია?-ვკითხულობ დაქანცული ხმით.
-თერთმეტი.
-ამდენი ხანი მოვანდომეთ მანქანის წუმპედან ამოთრევას?!-წარბები თავისით მიხტიან ზემოთ.
-ნახევარი საათი, შენს ნატოს სამიტზე გამოსატან მონოლოგს ვუსმინე.
-მე სულაც არ...
-კი აბა! ლანძღვა-გინების კორიანტელში გამხვიე. მთელი მონდომებით, სულითა და გული ჩამდე მიწაში.-ეცინება დემურის.
-ღირსიც იყავი.-მჭახედ ვგუგუნებ.-და სხვათაშორის, არ მიგინებია!-აღშფოთებული ვამატებ.
-რამხელა შეღავათია.-დრამატულად ქაჩავს თვალებს.
-აბა სადღაც გადაკარგულში, ბნელეთში შემტენე და აღარც გავბრაზდე?!- მე უფრო დრამატულად ვკარკლავ თვალის კაკლებს.
-ეს ხომ ჩემდაუნებურად მოხდა? რატომ, აი, რატომ მადანაშაულებ გამუდმებით?-ბრაზობს დემნა.
-ჯანდაბა! ახლა ამის დრო არაა! დავწყნარდეთ და რამე გონივრული მოვიფიქროთ.-ბრძნულად ვაცხადებ.
-გონივრული?-გაოცებულია დემნა.-სჯობს დავიძინოთ, ამ სიბნელეში ვერსად ვერ წავალთ!
შეწინააღმდეგებას ვაპირებ, თუმცა „ქეთინოსა და დემურის პაქტი თავდაუსხმელობის შესახებ“ მახსენდება და ხმას ვკმენდ. არა, მესამე მსოფლიო ომი არ მაწყობს, გარდა ამისა, პროტესტანტული აქციის ჩატარებას აზრი არა აქვს. აქაურობა ისეთ წყვდიადშია გახვეული, დაღლილობისაგან ისე მეძინება, რომ წარმოვიდგენ დემნა რა დღეში იქნება და სერიოზულად მეცოდება.
-კარგი!-მაინც ცხარე წიწაკასავით გამომდის.
-უკანა სავარძელზე გადადი, უფრო კომფორტულად მოთავსდები.-მირჩევს ბიჭი და უხერხულად იშმუშნება.
ჰმმ, მგონი ვწითლდები, რაც ძაალიან იშვიათია.
რა კარგია, რომ ასეთი მრუმე წყვდიადია ჩამოწოლილი.
გაჭირვებით ვბობღდები სავარძლებს შორის, ვლოცულობ არ გავიჭედო. ღმერთო... არის! უჰ! გადავრჩი.
მოკუნტული ვწვები, ხელებს ჯერ თავქვეშ ვიდებ, შემდეგ გულზე ვიკრებ. ვწრიალებ. ძილი საარჩევნო დაპირებებივით იოლად გამიკრთა. კურდღელივითთვალებდაჭყეტილი, ფხიზლად ვაგდივარ.
დემნას გახშირებული სუნთქვა ოდნავადაც არ ჰგავს მძინარისას.
სადღაც, ტყეში, ღრეში, ბარდში, შამბში დ ა სასიკვდილეთში გავიჭედე, სიმპათიის ობიექტ დემნასთან ერთად, რატომღაც მშვიდად უნდა დავიძინო.
ეჰ ქეთი, ახლა მამაშენმა დაგინახოს ცალი თვალით, მეტი არაფერი გინდა!
ისედაც უძინარს, კიდევ უფრო მიჭირს ფხიზლად ყოფნა, თუმცა თვალები არაფრით არ მეხუჭება!
სანამ ბუსავით თვალებგადმოკარკლული ვითვლი საათებს, დემნა სვარაუდოდ იძინებს. მიხარია. გამოუძინებელი გონება და გამოუძინებელი მძღოლი შეფერხებასთან და გაწელილ დროსთან ასოცირდება.
***************************************************************************************************************************************
*ლოლა*
სანამ გაბმულად ვკიოდი, ნიკამ სადღაც წამათრია.
ბრზაი ძარღვებს შხამივით ედება და გაგულისებულ, აფოფრილ კობრას სულ უფრო და უფრო მამსგავსებს.
მისი იდიოტიზმის, ინტრიგებისა და ცრუპენტელობის შემდეგ ძლივს შეკოწიწებულ ურთიერთობას, თვითონვე დაუსვა წერტილი ათასი სიშტერით. არ მესმის, რატომ ევლინება სამყაროს ბოროტი ასულისაგან დაჩაგრული პრინცის როლში?! ჩემთან მოსაღწევად არც მთები გადაულახავს, არც ფითრისფერი თოვლისა თუ ოქროსფერი ქვიშის უდაბნოები, არც დრაკონს შეჰბრძოლებია ჩემი მაღალი კოშკიდან გამოსახსნელად.
ეგ კიარა, მგონი მე მიწევდა ათასი ბარიერის გადარბენა და კოშკში გამოკეტილი ზღაპრული პრინცი კიარა-თავად იყო ცეცხლისმფრქვეველი და სისხლიმსელი დრაკონი!
და აი, ახლა როდესაც თითქმის გავუმკლავდი მრავალწლიანი უიმედო, რარაცნაირმხრივი სიყვარულის ისტორიას და თითქმის გადავლახე ჩემი ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი ეტაპი, ნიკანორი თეთრ ჯორზე ამხედრდა და ისე გამომეცხადა ასტარლის მოჩვენებასავით.
-მოვედით ლულუ, გადმოდი.-ნაზად მომართავს ნიკა.
„ლულუ“ ყურებს სამართებელივით მჭრის.
გამწარებული ვშლი ხუთ თითს და უსასტიკეს სილას ვაწნი, ძვლების ტკაცუნიც კი მესმის.
-სულ გაგიჟდი გოგო?!-ბღავის ის. აჰაა, ეს ძველბიჭური რაღაცები კვლავ მასთანაა, არადა მეგონა ბენდენაწაკრული აღარ დარბოდა.
-მე სახელი მაქვს და ლოლა მქვია.-მტკიცედ ვამბობ და მანქანაში აწურული ვჯდები.
-და ჩემი ლულუ ხარ!-ქვის ლოდივით უტეხია.
-მე ლულუ არა ვარ!-ვწივი გაკაპასებული შინაბერასავით.-მითუმეტეს შენი!
-შეეგუები ლულუ ამას!
-ნუ ღრიალებ! არაფერსაც არ შევეგუები! დამთავრდა! მეტი საქმე არ მაქვს აქ სენ პოემას ვუსმინო. რამდენი ხანი ფიქრობდი ტყულებზე?!კარგი აზრი დაგებადა და წაუმელოდრამე არა?! ისევ სულელი ბავშვი კი არ ვარ!-სასოწარკვეთილი ძროხის მსგავსად ვბღავი.
-მომისმინე!-მევედრება ნიკა.
-არ მინდა! მაინც ვერ დამაჯერებ. ძველი დრო წავიდა, წ ა ვ ი დ ა !-მეტი ეფექისათვის მკლავებს ვშლი და მანქანას მწარედ ვახვედრებ.
-ფრტხილად!
-ჯანდაბაში წაეთრიე შენი მზრუნველობიანდ.-დედამის რას ვერჩი, თორემ მზად ვარ ვაგინო!
-ლოლა,-ჩემი სახელის სწორი ფორმა მაკრთბს.-ძალიან გთხოვ, ბავშვური ღლაბუცი დაივიწყე დასულ ცოტა ხნით მიგდე ყური, არ შემირიგდე, არ მაპატიო, რაც გინდა ის მიწოდე მხოლოდ მომისმინე!-პირველად ვამჩნევ ხმაში ძლიერ მღელვარებას. პრინციპში, რას ვკარგავ თუ მოვუსმენ?
შიში მიპყრობს.
რა მოხდება თუკი თავისი მჭერმეტყველებით ისევ ამომიბრუნებს ტვინს?! მინდა კი ლამაზი ფარსი, სპექტაკლი, რომელიც მთავრდება?!
შენ ის აღარ გიყვარს, ვერაფერს გააწყობსო ჩამკივის შინაგანი ხმა.
თუმცა, აღარ მიყვარს?!
გული ამოვარდნაზე მაქვს.
ამდენი საფრტხე, ამდენი ხიფათი და აგიზგიზებული ცეცხლი.
თითქოს ათი თავი გამომება, ათასი აზრით დახუნძლული.
მტრედისფერ ზეცას ისე შევყურებ, თითქოს ჩემს კითხვებზე პასუხს იმ უღრუბლო, ლამაზ ნაგლეჯზე ამოვიკითხავ.
არ უნდა მეშინოდეს, თუ მართლა მიყვარს.
არ უნდა ვიკითხო მიყვარს თუ არა.
არ უნდა ვჯავრობდე შეცდომებზე.
შეცდომები გვქმნიან ჩვენ.
დაე ილაპარაკოს.
და ისე მოვიქცევი როგორც საჭიროდ ჩავთვლი იმ წუთას.
გადაწყვეტილებას ვიღებ.
უსაფუძვლო შიშს(თუკი ის მართლაც ისაფუძვლოა) უნდა გადავაბიჯო.(ამით დავასკვნი არის თუ არა ეს მართებული)
-ილაპარაკე.-ნერწყვს ვყლაპავ.
-აქ? გთხოვ, სახლში შემომყევი, იქ გიგანტური ტარანტული არ დაგხვდება, რომ გადაგსანსლოს.
ბუნების თვალიერებას ვერ ვახერხებ, უბრალოდ სასიამოვნო გარემოს ვგრძნობ.
სახლში ვზივარ, სკამზე, პლედითა და ცხელი ყავით.
ნიკა წინ მიჯდება.
ისე ვოხრავ თითქოს სამყაროს ბედი წყდებოდეს.
ჩემი სამყაროს, ცემი ჩამოქცეული სამყაროს ბედი წყდება.
*************************************************************************************
*ქეთი*
ცა ისეთი უკიდეგანოდ სუფთაა, რომ გაოცებას ვერ ვმალავ.
ჰაერს ვყლაპავ, ფილტვებში ვუშვებ და გულში ჟანგბადად ვაგზავნი.
არტერიებში სისუფთავეს ვგრძნობ. იმ აირისას, რომელსაც ჩავისუნთქავ.
იმ ცისას, რომელსაც მოწიწებით ვუმზერ.
იაგუნდისფერი მზსი სხივები თვალს მჭრის, თუმცა ზღვისფრად აბრიალებული ცარგვალი დამაბრმავებლად ლამაზია.
დემნა მანქანას ქოქავს და გზის გაგნებას ახერხებს.
კიდევ კარგი.
უხმოდ ვმგზავრობთ.
-უცნაურია, სხვა გოგოებს სენნაირად არ ვექცევი.-მეუბნება უეცრად.
-როგორ?-ვიფოფრები.
-კარგად. -ახეტქებს.-არა, ზოგიერთ ტერმინს, მოძრაობას ვიმეორებ, მაგრამ საერთო ჯამში, მაინც...-ვეღარ პოულობს სიტყვებს.
მგონი მართებულიამეც ვუპასუხო.
თუმცა ვიცი, დემნასნაირი ბიჭისათვის რას ნიშნავს პასუხი.
სიტყვებს პინაზე ვწონი.
მეშინია.
მასაც ეშინოდა.
ალბათ.
-არც მე ვუხტები ყველას მანქანაში საკატაოდ. თუნდაც ეს ბიძაშვილის გადასარჩენი მისია იყოს.-ტუჩს ვიკვნეტ.
ეღიმება.
-სხვანაირად გიყურებ მგონი, და ეს.. არ ვიცი ამას რა ჰქვია. იმიტომ, რომ ახლა არ გამიცვნიხარ, თითქოს პარალელების გავლებასა და ცამარხული რარაცების ამოთხრას ვცდილობ. იმის, რაშინ საკუთარ ტავს წლების წინაც ვერ ვუტყდებოდი.-ვგრძნობ დაძაბულობას და რატომრაც მისნაირი მატყუარისაც კი მჯერა.
ალბათ ვშტერდებ.
პასუხის გაცემის კვლავ მეშინია.
-ვფიქრობ..მეც იგივე მემართება დემური.
პ.ს ახალი თავი. დასასრულისკენ მიზუნზღულებს. ვიცი ადრეა, არ მივაყრრი, უბრალოდ ახალს დავიწყებ, დამარაგებულს და არდადეგებზე ყოველდრიურად ვეცდები დადებას.
მიყვარხართ ისინი, ვისაც წაკიტხვა და კომენტარის დატოვება არ გეზარებათ. ზარმაცუნებიც მიყვარხართ, ჩემნაირებოო!



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ხშირ-ხშირად რომ დაგედო, გაცილებით მეტი მკითხველი გეყოლებოდა. აწი გაითვალისწინე :დ მომწონს რასაც წერ და როგორც და არაა საკმარისი ასეთი პატარა თავები, მაგრამ მესმის შენიც. წარმატებებს გისურვებ

 


№2  offline წევრი blue witch

Chikochiko
ხშირ-ხშირად რომ დაგედო, გაცილებით მეტი მკითხველი გეყოლებოდა. აწი გაითვალისწინე :დ მომწონს რასაც წერ და როგორც და არაა საკმარისი ასეთი პატარა თავები, მაგრამ მესმის შენიც. წარმატებებს გისურვებ

დიდი მადლობა. სამწუხაროდ უფრო ხშირად ვერ ვდებ.

 


№3  offline წევრი მოცინარი

Maimuno shena ;dd >:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent