შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Demon


16-12-2017, 20:24
ავტორი Constance
ნანახია 1 625

სახლამდე მგზავრობა არც ისეთი ცუდი გამოდგა, მაგრამ როგორც კი კარი გავაღე, რომ ჰანა გადმომეყვანა, შევნიშნე რომ სკამზე აღარ იჯდა. ბავშვი იატაკზე ჩაცურებულიყო და მოკუნტულიყო.
- მანდ რას აკეთებ?
მინდოდა მისთვის მეყვირა, რომ მგზავრობის დროს სავარძლიდან ადგომა და ღვედის მოხსნა საშიში იყო! სერიოზულად? კაენს არ უსწავლებია როგორ უნდა მოქცეულიყო მანქანაში?
" ღრმად ჩაისუნთქე, დამშვიდდი პატარაა"
- გინდა შევიდეთ და რამე ვჭამოთ?
ჰანამ მაშინვე თავი გააქნია და მანქანის მეორე მხარეს გაცოცდა, რომ ჩემგან რაც შეიძლება შორს ყოფილიყო.
- ჰანა.. აქ ვერ დარჩები, მალე ძალიან დაცხება.
ჩემს შავ ჟაკეტს გადასწვდა და ჩემგან თავის დასაცავად გადაიფარა.
- ა..არა.
- ჰანა, წამოდი, ხვალ ისევ ნახავ კაენს.
თვალები ჩაუცრემლიანდა, მე კი უკვე ვგრძნობდი მეზობლების გამკიცხავ მზერას, რომლებიც ფანჯრებიდან გადმომცქეროდნენ.
" იჭორავეთ რამდენიც გინდათ"
ქვედა ტუჩზე ვიკბინე, ჰანას გადავწვდი და მანქანიდან გადმოვიყვანე. ბავშვმა მაშინვე კივილი დაიწყო. კარგად დავიჭირე რომ არ გამქცეოდა და გიჟივით გავიქეცი ჩემი ბინისკენ. მადლობა ღმერთს მანამდე მივაღწიე კარს, სანამ ვინმე გამოვიდოდა. როცა შიგნით შევედით, კარი დავკეტე და ჰანა დავსვი. ბავშვი მშინვე ისე შორს გაიქცა ჩემგან რამდენადაც შეეძლო...ისევ. როცა დაბალი მაგიდის ქვეშ შეძვრა, კარი დავკეტე და სამზარეულოსკენ წავედი.
- ლანჩისთვის რა გინდა? - გავძახე და მაცივარში შევიხედე.
პასუხად მხოლოდ ტირილის ხმა შემომესმა, სანამ თითქმის გაუგებრად დაიჩურჩულებდა - კე...კენი.
"რა თქმა უნდა"
გადავწყვიტე ყურადღება არ მიმექცია და მაკარონისა და ყველის შეკვრა ავიღე. მაკარონი ხომ ყველა ბავშვს უყვარს?
სპაგეტი მალევე გამზადდა და ყველიც დავუმატე.
- ლანჩი მზადაა!
როცა პასუხი ვერ გავიგე იმ ადგილისკენ მივიხედე, სადაც ბავშვი უნდა ყოფილიყო. ოთახს თვალი მოვავლე, მაგრამ ბიჭი ვერსად დავინახე და მისაღებ ოთახში გავედი.
" სად არის?"
საჭმლის თეფშიმაგიდაზე დავდე და მისაღებში ყველა ადგილი შევამოწმე, სადაც შეიძლება დამალულიყო. შემდეგ დერეფანში და სააბაზანოში შევამოწმე, მაგრამ არსად ჩანდა.
"ჩემს ოთახში იქნება"
ნელა მივუახლოვდი ოთახს, რადგან მხოლოდ აქ თუ შეიძლება ყოფილიყო. შუქის ანთების შემდეგ ვერაფერი დავინახე. ოთახი მოვათვალიერე, აქ უნდა ყოფილიყო.
'ჰანა?"
როცა კარადა შევამოწმე და იქაც არ დამხვდა, გავიღიმე და მუხლებზე დავდექი რომ საწოლის ქვეშ შემეხედა.
- აი სად ყოფილხარ.
ბიჭმა ქვითინი დაიწყო და ჩემგან მოშორებით გახოხდა.
- ყველი და მაკარონი არ გინდა?
თავი გააქნია და ისევ ტირილი დაიწყო.
- კარგი რა, მორჩი.
ტირილს უფრო მოუმატა, ასე რომ ავდექი და ისევ სამზარეულოში წავედი.
"ჯანდაბა, ბავშვის დამშვიდებას დემონი თუ ახერხებს, მეც გამომივა"
მაკარონის ულუფა ავიღე, შოკოლადის ნაყინიც გავიყოლე და ორივე საწოლის გვერდით მდგარ კომოდზე დავდე.
- მაკარონი და ცოტა ნაყინი მაქვს, გინდა ერთად ვჭამოთ?
დაახლოებით ერთ საათს ვიჯექი და მის ტირილს ვუსმენდი, როცა ნაყინი სულ დადნა, მაკარონი კი გაცივდა. შემეძლო ძალით გამომეყვანა, მაგრამ ამისთვის ლეიბის აცლა და საწოლის გაწევა მომიწევდა, რაც ბავშვს უარესად შეაშინებდა!
საღამოს ორი საათი ხდებოდა, როცა ორივე თეფში ავიღე და სამზარეულოში გავიტანე. როცა მოშივდებოდა მეტყოდა... იმედია. უბრალოდ არ მინდოდა ცივი საჭმელი ეჭამა. როცა დერეფნისკენ გავიხედე, ჰანას პატარა ხელს მოვკარი თვალი. ცდილობდა დაენახა სად ვიყავი.
მინდოდა მისთვის დამეძახა, მაგრამ ამან აქამდე არ გაჭრა, ამიტომ თეფშების რეცხვა განვაგრძე, თითქოს არც დამინახავს.
წუთის შემდეგ სააბაზანოს კარის მიჯახუნების ხმა გავიგე.
" მადლობა ღმერთს საპირფარეშოში შესვლას მიჩვეულა"
როცა კარი ისევ გაიღო, გავიხედე და დავინახე, როგორ გაუჩინარდა ჩემი ოთახისკენ. მინდოდა მოვწონებოდი, ალბათ იმიტო რომ ეკლესიაში ყველა ბავშვს ვუყვარდი მიუხედავად იმისა, რომ პატარებთან საერთო ენას ვერ ვნახულობდი.
ოთახი მივალაგე და როცა დავასრულე გარეთ უკვე ბნელდებოდა. ტელევიზორი ჩავრთე, რომ სიახლეები მომესმინა.
კიდევ ერთ დემონურ თავდასხმას განიხილავდნენ, ორი ადამიანი მომკვდარიყო. შემდეგ კი ისევ ორი თვის წინ დაკარგული ბავშვი ამბავზე გადავიდნენ..
ტელევიზორი გამოვრთე და დერეფნისკენ გავიხედე. ჰანას მოყავისფრო, მოქერაო თმის დანახვა მოვასწარი, სანამ ისევ კედელს ამოეფარებოდა.
"როგორ შეუძლია წავიდეს და ვიღაც მოკლას როცა ჰანას უვლის?"
ბრაზმა მთელი ჩემი სხეული მოიცვა, წამოვდექი და შუქი გამოვრთე რომ ჩემს ოთახში შევსულიყავი. ვიცოდი ჩუმად და მშვიდად უნდა მემოძრავა, რომ ჰანა არ დამეფრთხო და ჩემი უფრო მეტად არ შეშინებოდა. საწოლში ფრთხილად ჩავწექი, რომ ბავშვის პანიკა არ გამომეწვია.
- დაძინებას ვაპირებ ჰანა. შეგიძლია ჩემს საწოლში დაწვე თუ მოგინდება.
პასუხი ვერ მივიღე, არც ველოდი. დაღლილობისგან დავამთქნარე და თვალები დავხუჭე. ჰანას მუცლის ხმა მესმოდა, მაგრამ არ შემეძლო მისთვის ჭამა დამეძალებინა.
ჩაძინებას ვაპირებდი, როცა დემონური ღრენა შემომესმა. საწოლიდან წამოვხტი და აივნის მინის კარის მიღმა რაღაც არსება დავლანდე.
- ღმერთო დიდებულო...
დიდი ხის ჯვარი ავიღე. ვიცოდი, წმინდა ნივთს ვერ შეეხებოდა. დემონი მოაჯირზე აცოცდა, რაც სასაცილოდ მომეჩვენა მისი უზარმაზარი სხეულის კვალობაზე.
- აქედან მოშორდი დემონო!
შავი, ნიანგის მსგავსი პირი გააღო და ბასრი კბილები გამოანათა, რომლითაც ადვილად დამგლიჯავდა შანსი რომ ჰქონოდა. რადგან არ მოძრაობდა მისი მოკვლა გადავწყვიტე. სამყაროს მისნაისი ბინძური არსებები არ სჭირდებოდა.
თავდასხმას ვაპირებდი, როცა ჰანამ გვერდით ყვირილით ჩამიბინა - კეეეეეეეეენ!
"რ...რა?"
უზარმაზარი დემონი მოაჯირიდან ჩამოვიდა და შევცბი, როცა ჰანა აიყვანა რომელიც ამ არსებაზე ოთხჯერ პატარა იყო.
- კაენ?
დემონმა თავი ასწია და ჩაისისინა.
- როგორ გაიგე სადაც ვცხოვრობ?
ჩემს კითხვას ყურადღება არ მიაქცია და გვერდზე ჩამიარა. ჰანაც ისეთი გაბრწყინებული მიჰყვებოდა, როგორიც მანამდე არასდროს მენახა. სააბაზანოში შევიდნენ და ცოტახანში კაენის საუბარი მომესმა. ალბათ ადამიანად იქცა, ვინაიდან დემონები არ ლაპარაკობენ.
- წყლის გადავლება მჭირდება ჰანა, შეგიძლია გახვიდე და მისაღებში დაჯდე??
- კენი წავიდა!
- მაპატიე ჰანა. კენს რაღაც საქმე ჰქონდა. გპირდები ორ წუთში გამოვალ. ახლა კი წადი და გარეთ დამელოდე.
რამდენიმე ხანს სიჩუმემ დაისადგურა, შემდეგ ჰანა ყოყმანით გამოვიდა და მისაღებში გავიდა. შანსი გამოვიყენე და სააბაზანოში შევვარდი. კარი ჩავკეტე და შუქი ავანთე.
"ღმერთო ჩემო..."
კენი ონკანს უშვებდა როცა სინათლე აინთო, გასწორდა და გამომხედა. მის სიშიშვლეს არ გავუოცებივარ, რადგან ცოტა ხნის წინ შეიცვალა სხეული, მაგრამ მის ტანზე არსებულმა დიდი რაოდენობის სისხლმა შემაძრწუნა!
- შ...შენ ... შენი დახოცე ის ორი....
ნაბიჯი წინ გადმოდგა და ისევ ის დემონური ხმა გამოსცა. ჯვარი ისევ ავწიე და მაშინვე უკან დაიხია.
- შენ დახოცე! აღიარე!
- ადამიანო, ის რატომ უნდა ვაღიარო რაც ცხადზე ცხადია?
მისმა ამპარტავნულმა ტონმა ნერვები მომიშალა და ისევ წინ წავიწიე, მას კი საშხაპეში შესვლა მოუხდა რომ ჯვარს არ დაეწვა.
- ერთი კარგი მიზეზი მაინც მითხარი, რატომ არ უნდა მოგკლა?!
ამაყად გაიღიმა და ჩემს მხარს ზემოთ მიმითითა.
- ჰანა.
- შენს გარეშეც იცხოვრებს, დემონო.
- კარგი, სამუშაოს დაკარგვაზე რას იტყვი? მომკლავ და დაგითხოვენ, ჯერ კიდევ არ შემიყვანიხარ თანამშრომელთა სიაში.
ამაზე შევყოყმანდი. მან ეს ჩემს დამარცხებად ჩათვალა და შებრუნდა რომ წყლის ქვეშ დამდგარიყო.
"ღმერთმა დასწყევლოს! უნდა მოვკლა! ორი ადამიანი დახოცა!!"
კბილები ერთმანეთზე ძლიერად დავაჭირე, ისევ აბაზანაში შევხტი და ჯვრის აწევას ვაპირებდი თავდასხმისთვის როცა ადგილზე გავქვავდი და პირი ღია დამრჩა. ცხელ წყალს უკვე ჩამოერეცხა სისხლი და სხეულზე კუნთები გამოეკვეთა...
" ესეთი სხეული ხომ მხოლოდ მათ აქვთ, ვინც ჟურნალების გარეკანზე პოზიორობს"
- ხედით ტკბები, ადამიანო?
თავი გავაქნიე და გამოვფხიზლდი... და შევამჩნიე, რომ კედელზე ხელები მიედო და მათ შორის მოვემწყვიდე. ჩვენს სახეებს სულ მცირედი სივრცეღა აშორებდა და როცა კიდევ უფრო ახლოს მოვიდა, მკერდში გული უფრო სწრაფად ამიძგერდა. ის უნდა მომკვდარიყო...
"უნდა მოვკლა"
ხელი ჯვარს მაგრად ჩავჭიდე და მკერდზე მივადე.
შეხტა და დაიღრიალა, კედელს აეკრო და ძირს ჩაცურდა. მკერდზე ხელი მიიდო, როცა მისი კანზე ჯვრის ფორმის დამწვრობა გამოიკვეთა. შესაფერისი დრო იყო მის მოსაკლავად, მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, რომ ჯვარი კიდევ ერთხელ მიმედო, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებდი სააბაზანოს კარზე პატარა მუშტების ბრახუნის ხმა შემომესმა და შევხტი.
- კეეეენ?!
"ჰანა..."
ამოვიგმინე როცა უეცრად სველ კედელს მივენარცხე. ჯვარი ხელებიდან გამიცურდა და საშხაპის გარეთ გადავარდა. ვიგრძენი კანი როგორ ამეწვა, როცა კაენი უფრო მეტად მომიახლოვდა და დაიღმუვლა.
- შენი უკანასკნელი გაფრთხილებაა, ადამიანო. შეიძლება გგონია, რომ იცი რატოც ვკლავ, მაგრამ სინამდვილეში წარმოდგენაც არ გაქვს! თუ მომკლავ, ადამიანებისთვის ყველაფერი გაუარესდება.
- მკვლელ დემონს რატომ უნდა დავუჯერო?
წამით ჩაფიქრდა და თითქოს რაღაც გადაწყვიტა.
- იმიტომ რომ მთელი ქალაქის დემონების ლიდერი ვარ... მხოლოდ იმიტომ ვნადირობ, რომ ისინი შევაჩერო. ჩემთან დაკავშირებულები არიან, იმ ხალხს იმიტომ ვხოცავ, რომ მათი მოთხოვნილება დავაკმაყოფილო და შევაჩერო, რომ სასაკლაო არ მოაწყონ!
პასუხის გაცემა არ შემეძლო. რასაც ამბობდა სრულ სიგიჟეს გავდა! როგორ შეეძლო ერთს ასობით სხვა დემონის გაკონტროლება? ან ათასობით?
ოდნავ შეკრთა და მაჯებზე ხელი გამიშვა. როცა დავიხედე მისი დამწვარობები შევნიშნე.
- ამიერიდან დაფიქრდები სანამ რაიმე სისულელეს გააკეთებ. მე თუ არსებობას შევწყვეტ, ეს ქალაქიც განადგურდება.
საშხაპის იატაკზე ჩავცურდი, ის კი გავიდა და გაიმშრალა. ერთი თეთრი პირსახოცი წელზე შემოიხვია, კარი გააღო და ჰანა აიყვანა ხელში.
- კენ!
- ბატონ მაიკლს უჯერებდი?
- არა!
კაენმა გაიცინა და ხმა ოდნავ მიჩუმდა, როცა სამზარეულოში გავიდა ჰანასთან ერთად.
ფეხზე წამოვდექი, ონკანი დავკეტე და სველი ტანსაცმელი გამოვიცვალე, შემდეგ კი მისაღებში გავედი. კაენი დივანზე საცვლებისამარა იჯდა, რომელიც ჩემი ახლად გარეცხილი ტანსაცმლიდან აეღო.
ჰანა კალთაში უჯდა და ხილით სავსე თეფში მუხლებზე დაედო. კაენი იმ დემონს არაფრით აღარ ჰგავდა, რომელიც ცოტა ხნის წინ საააბაზანოში იყო. ეხლა მალინას აჭმევდა ბიჭს, როცა ბავშვი პირს აღებდა და შემდეგ ისიც ხითხითებდა.
"რატომ ის? ის დემონია და ბიჭი მაინც მის გარდა არავის ენდობა!"
- მაიკლისგანაც შეჭამ?
ჰანამ თავი გააქნია, რაზეც ჩავიბუზღუნე.
- გთხოვ ჰანა?
პატარა ბიჭმა შემომხედა, შემდეგ ისევ კაენს თხოვნის გამომხატველი თვალებით შეხედა.
- ჰანა... ეს თვალები ვერ გიშველის.
ბავშვმა დაიწუწუნა, მაგრამ როცა კაენმა შემომხედა და თავი დამიქნია, ღრმად ჩავისუნთე და მათკენ წავედი. დივანზე გვერდით დავუჯექი. თავს უხერხულად ვგრძნობდი რადგან წუთის წინ საშინლად დავწვი, მაგრამ ვიცოდი, რომ ჰანას თანდასწრებით არაფერს დამიშავებდა.
- გამომართვი.
ხილის თეფში მომაწოდა და მალინა ავიღე.
- ეგ არა, რაც უკვე შეჭამა ის აღარ მოსწონს.
წარბები შევჭმუხნე, მაგრამ ბანანის ნაჭერი ავიღე და ჰანას პირთან მივუტანე. შეჭამა თუ არა ისევ კენს მიეკრო.... მალევე წამოდგა და მარწყვი შეათვალიერა.
შევთავაზე და მანაც მონდომებით შეჭამა. როცა ღეჭავდა ხილს დავხედე და გამეცინა.
- ოოოჰ, ვაშლი არაქისის კარაქით??? ეს მეც მინდა - წამოვიყვირე უცებ.
დავინახე კაენმა როგორ ამიწია წარბი, თითქოს მეუბნევოდა " მართლა აპირებ ბავშვს ტკბილეული შეუჭამო?" მაგრამ როგორც კი ავწიე და ვაშლი პირისკენ წავიღე, ჰანა ჩემს კალთაში გადმოცოცდა და მარჯვენა ხელი დამიჭირა, რომ ვაშლი არ შემეჭამა.
- მმმ..... ჰან..ჰანასია!
გამარჯვებულივით გავიღიმე და წინ წავიწიე, რომ ოდნავ მომეკმიჩა.
- შეიძლება გავიყოთ? მხოლოდ პატარას შევჭამ, დანარჩენი შენი იყოს.
ჰანა გაოცებული შემომცქეროდა, შემდეგ კაენს გახედა და ისევ მე მომიბრუნდა.
- აი უყურე.
ვაშლის ნაჭერი ავირე, ორად გადავტეხე და უფრო მოზრდილი ჰანას გავუწოდე.
- გავიყოთ?
პატარა ნაწილი ავწიე და შევჭამე, ჰანამ კი თავისი ნაწილი შეჭამა.
- გემრიელია?
-ჰმმმ...
ჭამისას მარცხენა ხელი გაიწოდა, კაენიც მიუხვდა, მკლავებში მოიქცია და შუბლზე აკოცა.
- კარგია ჰანა.
მთელი ღამე ასე გრძელდებოდა. მე და კაენი რიგრიგობით ვაჭმევდით ჰანას. რამდენიმე ნაჭერი მეც მოვიპარე, რადგან მშიერი ვიყავი. არ მახსოვს რა მოხდა, როცა ჯამი დაცარიელდა რადგან თვალები დამეხუჭა და უსიზმრო ძილში ჩავიძირე.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

სააბაზანოს სცენა გაშიფრე თორე უკვე ძაან ავირიე..

 


№2  offline წევრი Constance

ანი ანი
სააბაზანოს სცენა გაშიფრე თორე უკვე ძაან ავირიე..

ამ ისტორიამდე რაც მიდევს იმათ გადაავლე თვალი და მიხვდები..

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Me ukve mivxvdi da mainteresebs ra moxdeba udzalianmagressddddd

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

AnaGodfrey
ანი ანი
სააბაზანოს სცენა გაშიფრე თორე უკვე ძაან ავირიე..

ამ ისტორიამდე რაც მიდევს იმათ გადაავლე თვალი და მიხვდები..

ჯანდაბა! მივხვდი... მაშინ წავედი

 


№5  offline წევრი Constance

ანი ანი
AnaGodfrey
ანი ანი
სააბაზანოს სცენა გაშიფრე თორე უკვე ძაან ავირიე..

ამ ისტორიამდე რაც მიდევს იმათ გადაავლე თვალი და მიხვდები..

ჯანდაბა! მივხვდი... მაშინ წავედი


შენი ნებაა

 


№6 სტუმარი ana

magari iyo malmale dade xolme da tavebi daawere torem yvelas yvelaferi agvereva

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent