რიტა (თავი მეორე)
17.12.2011 2011 წლის 17 დეკემბერს ჩამოვედი,უკვე ზრდასრული,სრულიად შეცვლილი,გაუფერულებული ცხოვრებით დავუბრუნდი სამშობლოს. - ცოტნე - აუღელვებლად წარმოთქვა,ნოემ ჩემი სახელი,სულ ასეთი იყო გრძნობდა უამრავს,მაგარამ შემჩნევა არ იცოდა ხოლმე,მხოლოდ ახლო მეგობრებმა ვიცოდით როგორი სიყვარული შეეძლო ნოე გაბაშვილს. - შენ ისევ ასეთი ქვა როგორ ხარ - ნელა ვუახლოვდები და მთელი ძალით ვხვევ განიერ მხრებზე ხელებს - წვერი გაგეზარდა თუ იმდენი ხანია არ მინახავხარ,შეცვლილ პატარა დეტალსაც კი ყურადღებას ვაქცევ? - ვიცინი,არა ჩემ ხუმრობაზე კი არა ამ ხუმრობით გამოწვეულ მის სახეზე,მგონი პირველად 16 წლის ასაკში შევამჩნიეთ წვერი,ისიც ძალიან ლაითად,რომ წამოზრდოდა ახლა უკვე ალმოდებულ სახეზე. - შენ ვერ გადაიჩვიე ასეთ მწარე ხუმრობებს? დიდი ხანია ჩაფსმას გადავეჩვიეთო? - ამის თქმისთვის ჩემ სულელ დას მეხუთე კლასიდან ვემდური,4 წლამდე ვიფსამდი და 10 წლის ნოეს ისე ბედნიერმა ახარა,ჩემი ძმა ქვეშაფსია იყოო,რამის მთელმა სამეზობლომ გაიგო. - ჰო კაი,სხვები სად არიან? - აუ რავი მაგათი არ იცი? სიურპრიზს ვუწყობთო და გამომაგდეს. - და შენც ასე ბედნიერმა ჩაუშალე სიურპრიზი ხო? - სიცილს ვერ ვწყვეტ, მისი უემოციო სახის შემხედვარე,არა რა ისევ ისეთი ქვაა მაგას კითხვა უნდა? - შენც ახლა მეცხრე ცას არ წვეოდი,მათი სიურპრიზის გადამკიდე. - რა გჭირს შენ,ყველაფერი კარგადაა? ასეთი უჟმურიც არ იყავი,რომ დაგტოვე. - ნერსე ატ*აკებს მაგრად - ამასობაში მის ჯიპსაც მივუახლოვდით და უკვე მანქანაში განვაგრძეთ ბაასი. - კაიი? და რატო მერე,არ ჩამოდის ქორწილისთვის? - არ ვიციო,რამის არის გადმოვიღო იმ კომპიუტერიდან,საქმეები მაქვსო, ნატალი გიჟს გავს როგორ თუ ჩემი ძმა არ ჩამოდისო,აქეთ კიდევ შოთაა დასაწყნარებელი,ნერსეს გამო ქორწილი ისევ,რომ გადამატანინოსო? გამიგიჟა ძმაც და ჩემ გარშემო ვინც კი სულიერია ყველა, მგონი. -ხო ეგ ცუდია ძაან,მაგრამ ნერსე?დის ქორწილში როგორ არ ჩამოვა. - აუ ხო იცი რა ტრიპაჩაა,ერთი ბიზნესი ითრია და უნდა ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდეს - ეგ ამბები ზუსტად არ ვიცი,რისი ბიზნესია?ნინამ ზამთრის პომიდორი შემოაქვს თურქეთიდანო თუ რაღაც და მასეა? - ხო, ან გერმანიში რათ უნდათ ეს თურქული პომიდორი, რომ წავიდა და აღარ ჩამოდის, კაი ამას მოვრჩეთ,შენ რას შვრები?გიშველა ინგლისის ჰაერმა? - რა მქონდა საშველი თორე კი - სიცილს ვიწყებ,მაგრამ ნოე ისევ სერიოზულია,იცის მივხვდი რა თემასაც ეხებოდა მისი კითხვა და მე მაინც თავის არიდება ვარჩიე - მოდი შევთანხმდეთ, ამიერიდან ამ თემას საბოლოოდ ვხურავთ. - კარგი ბატონო ცოტნე, ისე სანამ სხვისგან გაგიგია, რომ იცოდე თავისუფალია და ნინა ისევ გარიგებას აწვება - ეგ დრო დამთავრდა ჩემო ნოე, ნინას კიდევ ჩემი დანახვისასა ლეაზე ფიქრები ვეღარ შეაწუხებენ - ამასობაში მოვედით კიდეც - აუ გეხვეწები, რომ შეხვალ და შუქი ჩამქვრალი იქნება სანამ ამოხტებიან იქამდე დაიძახე გამოდითო - რა გინდა, ნინას შემოაკვდე? - სიცილ-სიცილში სახლის კარებსაც მივუახლოვდით და მე დაპირებას ვასრულებ - გამოდით ხალხოო - ვყვირი და კარის გაღების თანავე ვგრძნობ ბლანტ სითხეს თავზე,შემდეგ მხრებზე და უკვე ხელებზეც,რომ გადმოდის შუქიც ინთება,11 კაცი ერთად ხარხარებს მე და ნოე კი დებილივით ხან ერთმანეთს ვუყურებთ ხან წინ გადაშლილ საზოგადოებას - სიურპრიზიიი - ნინა მიახლოვდება და მთელი ძალით მიხუტებს - ვაიმე დეე, აი ყველაფერთან ერთად ხო ძალიან ტკბილი იყავი და ახლა ამ სითხემ სიტკბოება უფრო შეგმატა - აუ მეღადავებით ხო? ასე ხვდებიან სამი წლის უნახავ შვილს? - ვბუზღუნებ და მკვლელი მზერით ვშორდები ყველას, ნოეც პატარა ბავშვივით მედევნება კუდში, თან დუდუნებს თავისთვის. _____________________________________________________________________ - ცოტნეე - გამოცვლის პროცესში ვართ ნოე, რომ საუბარს იწყებს - რა? - ცოტაღა მაკლია და ავფეთქდები, არ მიყვარს ასეთი სიურპრიზები, თან დაღლილობამაც თავისი ქნა და ნერვებ მოშლილი უკვე მეასედ ვაბრუნებდი სვიტრს. - კაი შე*ემა მე რას მებღვირები? რაა და მაინტერესებდა ხვალ შოთას ქორწილის ამბებზე გაყვებოდი თუ არა, ეგეც მაგარია რაა ოთხი კაცი რათ უნდა ან პიჯაკის არჩევას ან რესტორნის საქმის მოგვარებას ვერ ვხვდები,მაგრამ გამომყევიო, მე კიდევ სესილი უნდა ვნახო კაბის არჩევა უნდა და მარტო ხომ არ წავალო - ეცინება, სესილის, რომ ახსენებს სულ ბედნიერია, სულელივით იცინის ხოლმე, მკითხველო, თავიდან კი დავწერე სიყვარული კლავს მეთქი, მაგრამ უფრო სწორი იქნებოდა დამეწერა, ცალმხრივი სიყვარული კლავს. - ამდენი რისთვის იბოდიალე მეტყვი? გავყვები აბა რას ვიზამ, წამო ახლა ჩავიდეთ. ______________________________________________________________________ 20.12.2011 ჩაის სახლში ვართ, მე, ნოე, სესილი, შოთა,ნატალი და ბიჭები,რეზი მიმტან გოგონას ანიშნებს ჩვენთან მოვიდეს, ისიც გვიახლოვდება და დინჯად გვიდგება წინ,მეცნობა,მწვანე თვალები და კარე შავი თმა, სადღაც მყავს ნანახი,თვალის მოუშორებლად ვუყურებ, იბნევა. - რას ინებებთ?- მორცხვად კითხულობს,ნოე ხვდება მიზეზს და კარგ მუჯლუგუნსაც ვიღებ - რა გჭირს ბიჭო,აჩის დაა ქეთო,ჩლუნგივით ნუ მიშტერებიხარ - აი საიდან მეცნობოდა - ქეთო - ხმამაღლა ამბობს რეზი - ქეთო შენ ხარ? - უარესად იბნევა გოგო - გიცნობთ? - როგორ არ გვიცნობ გოგო, აჩის და ხარ,ქეთო 14 წლის მახსოვხარ მე შენ,როგორ არ გახსოვარ კაი რაა - აჩის და ვარ მერე? თქვენ ვინ ხართ? - აჩის ძმაკაცები - სასიამოვნოა, მაგრამ ვერ გიხსენებთ უკაცრავად, რას შეუკვეთავთ? - ნელ-ნელა უკვეთავდა ყველა, ამ ხნის განმავლობაში როგორ არ სცადა რეზიმ ქეთოსთვის გაეხსენებინა ყველაფერი, მაგრამ უშედეგოდ, თავი ისე შეაწყინა, შემდეგზე სხვა გოგო გვემსახურებოდა. - აი როგორ ვერ გაგიხსენა რაა - დასცინოდა რატი ტყუპს,ჩვენც ყველა რეზის დაღონებულ სახეს ვუყურებდით და ვხალისობდით - ადამიანს მთელი ბავშვობა კუდში დასდევდი, აწვალებდი ყურადღება, რომ მიგექცია და არ ახსოვხარ. - აი ისე სერიოზულად, კარგი საქციელია ახლა ეეს? აჩი ვნახოთ რა, შენი დაბრუნება გაუხარდება, თან ამ ქეთოსაც ვანახებ დავიწყება, როგორ უნდა. - ჩემ გამო უნდა ვნახოთ აჩი თუ? - არ ვეშვები არც მე, მოსწონს? ალბათ თორე ესე ხომ არ ჩააცივდებოდა - შეენც ბრუტუს? მომწონდა და მორჩა, უბრალოდ მაინტერესებს რატომ ვერ გავახსენდით, ადვილი დასავიწყებლები ვართ თუ? - არ ტყდება მაინც. - კარგი რეზი,ვნახოთ აჩი და გავახსენოთ ქეთოს შენი თავი. 23.12.2011 ოპერაცია ქეთოს გავახსენოთ რეზი, წარმატებით განხორციელდა,რა ძნელი გოგოა, სანამ მომენტებში არ მოვუყევით ყველაფერი, იქამდე არ გატყდა, არა და ხომ ვიცოდი ახსოვდა, ძალით აწვალებდა. ახლაც აჩისთან ვიყავით სახლში და ქალბატონი ქეთოს ჩამობრძანებას ვუცდიდით, althaus - ში გვინდოდა წასვლა, დღეს ისვენებდა და მაინც თავის სამსახურში მივაბრძანებდით. - აი ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე, ამ ყინვაში გარეთ რატომ გავდივართ? - თუ გინდა დარჩი - არ ეშვებოდა რეზი - და წავალთ ჩვენ. - ჰოდა დავრჩები - აუ ქეთო მარტო, რომ არ დაგტოვებ ხომ იცი არა? შენ კიდე რა დარჩეს ბიჭო - ახლა აჩი ერევა - და რატოო 18 წლის ვარ,ბუები შემჭამენ? სასწავლი მაქვს და არ მაცლია ახლა გართობისთვის - იმ ქურდობის შემდეგ მარტო არ დაგტოვებ მეთქი და მორჩა, მოვალთ ორ საათში და ისწავლი - არ მინდა - ოხ რა ჯიუტი გოგოაა, რეზის სანამ არ ააფეთქებს არ მოისვენებს - კაი დავრჩეთ აბააა? - არა აუუ, აჩი ხანდახან როგორ მოქმედებ ნერვებზე რაა,15 წუთში მზად ვარ როგორღაც გამოვბარგდით სახლიდან და მივაღწიეთ ჩაის სახლამდეც. მაშინვე შემოგვეგება გოგონა, როგორც ჩანს ქეთოს კოლეგა. - ქეთო, მოკლედ ვერ გვწყდები ხო შენ? - სიცილით ეუბნება ქეთოს და დაღრეჯილ საეხეზე ჩქმეტს. - ხო, ვინ მომასვენა სახლში თორე - მკვლელი სახით გვიყურებს ყველას. - კარგი მიდი დასხედით იქეთ,ვაიმე ხო იცი რიტა იყო მოსული, მორჩენილა ირლანდიაში საქმეებს და ის საქმეც მოუგიათ დეტალებში მოგიყვები მერე მიდი ახლა მთლად ვერ წავართმევ შენ თავს იმათ. - რიტა უფროსია? - სესილიმ კითხა,ქეთოს - კი და აი ახალ წელს ხო ერთად შევხვდებით? გაგაცნობთ ისეთი საყვარელი და თბილი გოგოაა მე როგორც ყოველთვის ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი,რეზი გაგიჟებული იყო ქეთოს ასეთი უყურადღებობით შემდეგ კი, შემდეგ.... ესეც მეორე თავი <3 აბა როგორ ხართ? <3 ველი კომენტარებს, არ დაიშუროთ ჯანსაღი კრიტიკა <3 იმედია მოგეწონებათ <3 ფოტოზე არის ქეთო მაჩაბელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.