სოხუმსკი (3 თავი)
მათეს, ლევანის სახლის მისამართი მივწერე და მობილური მაგიდაზე მივაგდე. ჩაფიქრებული ვიჯექი ბუხართან ახლოს მდგომ ტყავის დივანში და ცეცხლის მოცეკვავე ალს ვაკვირდებოდი. ლევანი ტელეფონზე ელაპარაკებოდა ერთ-ერთ რიგით გასართობს და ჩემთვის ნამდვილად არ ეცალა. აზუზუნებულ ტელეფონს დავხედე. გოგოა იყო. არ ვუპასუხებთქო კი ვთქვი, მაგრამ მისი ანერვიულება არ მინდოდა. -გისმენ მა. -დიანა, მიხვედი სახლში? -ლევანთან ვჩები მა დღეს. წყნეთში ვარ ახლა. -რატომ არ დამირეკე? ვნერვიულობდი. -გადამავიწყდა. კარებზე ზარის ხმა გაისმა და მეც მამაჩემთან ლაპარაკით წავედი კარის გასაღებად. კარს მიღმა გუკა და მათე დამხვდნენ. ერთი დასტოინი, მეორე გამხიარულებული. -დიანა რამე ხდება? შენ არ გახასიათებს ასეთი საქციელი. მამაჩემის კითხვა ჩამესმა ყურმილში. ხელით ვანიშნე შემოდითთქო და კარი მივკეტე. -ნანა გახდა ცუდად. -რატომ? ხმა შეეცვალა. -ორსულადაა. ჩუმათ ვთქვი და დასერიოზულებულ გუკას გავხედე. -მა.. მა გაიგე? -გავიგე. რაღაცნაირი იყო ეს "გავიგე" -კაი დიანა მიულოცე ნანას ჩემგან და ხვალ დამირეკე აღარ გადაგავიწყდეს. -დაგირეკავ. მტკიცედ ვთქვი და მობილური გავთიშე. -გოგა იყო? აივნიდან შემოსულმა ლევანმა ღიმილით მკითხა და დივანში მჯდომ გუკას ზევიდან დახედა. -ხო. ვუთხარი. -ეეე რატო უთხარი? აბა ერთად უნდა გვეთქვა? -ახლა ნერვი არ ამიშალო. გაბრაზებულმა მობილური ხმაურით დავდე მინის მაგიდაზე. -რამეს არ დალევთ? ლეომ ბიჭებს კითხა. -გააჩნია. მათემ ისე შემომხედა გეგონება სასმელი მე შევთავაზე. -კონიაკი? კეკელიძემ ცალი წარბი ასწია და ზემოდან დააჩერდა ბოკუჩავას. -იყოს. გუკამ სულერთიას ტონით თქვა და ანერვიულებულმა სიგარეტს მოუკიდა. ლევანი სამზარეულოში გავიდა, მათეც მას გაყვა. -დიანა ბოდიში. სიჩუმე თვითონ დაარღვია. -უბრალოდ კონტროლი დავკარგე და ვერც ვიაზრებდი რას ვამბობდი. შენ ნამდვილად არ ხარ დამნაშავე ამ სიტუაციაში. მე არ შემიძლია ასე ადვილად შევეგუო. უჩვეულოა ყველაფერი. თავი ჩახარა. -დედაჩემის ადგილს ნანა ვერასოდეს დაიკავებს. ცრემლიანი თვალებით შემომხედა. -კარგად მესმის შენი. ჩემთვის ნანას ადგილს ვერც ლიკა დაიკავებს და ვერც მამაშენი შეცვლის გოგას. -ლიკა? -მამაჩემის ცოლია. გავუღიმე. -მამაშენს ცოლი ყავს? -შვილიც. -შენ უფრო არეული ყოფილხარ. -დალაგებული ამ ქვეყნად არავინაა. -როგორ არა. არიან მაგ... კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მისაღებში ლევანი და მათე, რომ გმოჩნდნენ და საუბარიც შეწყვიტა. -თუ ხელს გიშლით გავალთ. მათემ გუკას გახედა. -არა იყავით. სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა. -დიანა შენთან მიმართებაში შევცდი და ბოდიში რა. -კაი დავივიწყოთ. ახლა მომავალზე ჯობია დავფიქრდეთ ვიდრე წარსულზე. ლევანის წინ დადგმული ალკოჰოლით სავსე ჭიქა მოვიყუდე. ყელის დაწვასთან ერთად, ფილტვები შემეკრა და ჰაერიც სადღაც გაქრა. ასე მეგონა შინაგანად ვიწვოდი. ხველა ამივარდა. -რას გადაკარი კაი მსმელივით. ჩემი გამჭირვებოდა და ლევანის ბუზღუნის ატანაც მიწევდა. -აჰა დალიე. ბოკუჩავამ თავისი წვენის ჭიქა მომაწოდა. სწრაფად გამოვართვი და სულმოუთქმელად ჩავცალე. -მადლობა. ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დავდე და სიმწრის ცრემლები მოვიწმინდე. -გინდა წყალი მოგიტანო? ლევანმა მკითხა. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. ისიც უხმოდ ადგა და სამზარეულოში გავიდა. -გუკა გიორგის და ნანას ახლ.. დავიწყე, მაგრამ დასრულება არ მაცადა. -აღარ გვინდა რა დღეს ეგ თემა. მერეც გვეყოფა განსახილველად. თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. შევეშვი. თავისი საქმე თავადვე იცოდა. ჩემზე დიდი იყო და ესმოდა რა როგორ და რანაირად გაეკეთებინა. სწორი თუ არასწორი იმასაც გაარჩევდა და თუ არ გაარჩევდა არც ეგ მადარდებდა. ჩემი თავის გატანას ვცდილობდი ამ ქვეყანაზე და გუკა ლომიძის თავი არ მქონდა. მხოლოდ ერთი ვიცოდი, ნანასთვის კიდევ ერთხელ, რომ დაეყვირა ან რაიმე შეცდომა კვლავ დაეშვა, ასე წყნარად აღარ დაველაპარაკებოდი. არეული ვიყავი. სრული ქაოსი, არა მარტო ცხოვრებაში არამედ ჩემს თავშიც იყო. ყელში გაჩენილი ეს ცხოვრება უკვე მანადგურებდა. ჩემი ნება, რომ ყოფილიყო ყველაფერს შევცვლიდი.. სულ ყველაფერს. ლევანის მიერ მოტანილი წყალი მოვსვი. გუკას თვალებში ისევ იყო ის რაღაც უცნაური სხივი, რომელიც მაფორიაქებდა. აშკარად ეტყობოდა ნანას ვერ იტანდა. არც იყო გამორიცხული. დარწმუნებული ვიყავი გიორგის არ აპატიებდა იმ დარტყმას და არც მე შემომხედავდა დასავით. რაღაცას თამაშობდა და მეც ვყვებოდი. ვიცოდი ამ თამაშში ბოლოს ჯოკერი მე დამჩემოდა და წაგებული არ ვიქნებოდი. მხოლოდ დრო იყო საჭირო გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად. კეკელიძეც უცნაურად უყურებდა ლომიძეს და სწორედ ეს მზერა მიღვივებდა ეჭვებს. მათეს გამოხედვაშიც იყო რაღაც უცნაური და ვერ ვხვდებოდი ამ უცნაურობის მიზეზს. -მე გავალ ცოტახნით. ფეხზე წამოვდექი. -სად მიდიხარ? ლევანმა ჯერ მე შემომხედა მერე საათს გახედა. -გავივლი და მოვალ. -ცივა დიანა, თან ღამეა. ისეთი სახით მითხრა მე, რომ მიყვარდა. აი მთლად არას, რომ არ გეუბნება და კიზეც, რომ ვერ მიდის. მისი მზრუნველობა მათბობდა. -მე გავყვები, თან სიგარეტს მოვწევ. ბოკუჩავას ხმის გაგებისას, კურტკა ლამის ხელიდან გამივარდა. შენ რაღა გინდა სახით გავხედე. თვალები დააწვრილა, თითქოს ეს გონებაში გავლებული ფრაზა გაიგოო. -არ მინდა გამოყოლა. ხმა გავიმკაცრე. -მასე ჯობია.. მეც დავმშვიდდები. ნახე რომელი საათია. ლეომ შემომხედა და საათისკენ ხელი გაიშვირა, მერე მათეს გახედა და თავით ანიშნა წაყევიო. უაზროდ გაბრაზებულმა გამოვგლიჯე კარები და თითქმის სირბილით გავედი ეზოდან. ბოკუჩავა ჭიშკართან იდგა და მიყურებდა. ჩემდა გასაკვირად უკან არ მომყვებოდა. არა და გულის სიღრმესი მინდოდა კიდეც უკან გამომყოლოდა. რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გადავდგი, მერე გავჩერდი და უკან შევბრუნდი. ისევ იქ იდგა. ამჯერად სიგარეტს ეწეოდა. -რა უაზრო ხარ დინა. ირონიული სიცილით მივმართე ჩემს თავს. ისევ მივბრუნდი და გზა გავაგძელე. უკან აღარ მიმიხედია. სიმშვიდეს ვუსმენდი და ამ სიწყნარით ვივსებოდი. ბნელოდა. ცაზე ვარსკვლავები ლამაზად გაშლილიყვნენ. ღიმილით ვუყურებდი სავსე მთვარეს და ჩემს წარმოსახვაში, იქ არსებული სამყაროს თვალწინ წარმოდგენით, ვეთიშებოდი პრობლემებს. უეცარმა განათებამ გამომიყვანა წარმოდგენიდან. გვერდით მივიხედე. მათე იდგა გაღიებული, მობილურით ხელში და ფოტოებს მიღებდა. -წაშალე! -არა. -რა უფლებით გადამიღე? -უფლება? უფლება მჭირდება შენ, რომ ფოტო გადაგიღო? მობილური ჯიბეში ჩაიდო და ირონიულად მკითხა. -რა იყო არ იცოდი? -უნდა მცოდნოდა? -რა თქმა უნდა. -აი როცა მომინდება მაშინ გადაგიღებ ფოტოს. მისი ეს ტონი აუტანელი იყო. ხმა არ გამიცია. ტყუილად ნერვები უნდა ამშლოდა. გზა გავაგძელე. ახლა ნამდვილად მომყვებოდა უკან. ნაბიჯების ხმა მესმოდა და გულში ვითვლიდი კიდეც. -აქამდე, რატომ არ გიცნობდი? გვერდით ამომდგარმა სევდიანად გამომხედა. ღმად ამოისუნთქა და ძირს დაიხედა. -ახლა, რომ გამიცანი რა? რამე იცვლება? -შეიცვლება. -ვერ გავიგე? -რა ვერ გაიგე? -რა შეიცვლება? -ახლა სად გინდა, რომ იყო? ჩემ კითხვას გვერდი აუარა. -სადაც ჩიტები არიან იქ. -გიყვარს? -რა? -ჩიტები. -კი -კიდევ?! კიდევ მითხარი რაც გიყვარს!. ინტერესით შემომხედა. გამეღიმა. -მიყვარს წვიმა, როცა სახლში ვარ და ფანჯრიდან ჩაის ფინჯნით ხელში პლედ მოხვეული ვუყურებ. მიყვარს ზაფხულში შეგროვებულ ბაბუაწვერებს სულს, რომ ვუბერავ. იასამანი, რომლის სურბელიც მაბრუებს. მტრედების ღუღუნი. გვირილების გაპუტვა. სიცილით ვამბობ ჩემს საყვარელ ქმედებას და ხელის მოძრაობით ვაჩვენებ, როგორც ვპუტავ. -კიდევ ძილი, საქანელები, ხეები, მუსიკა, ჩარლი ჩაპლინის ყცელა კომედია, რძიანი ყავა, ფერადი ბამბის ნაყინი და ანანასი. გაჩერდა-გავჩერდი შემომხედა -შევხედე გაეცინა-გამეცინა -კიდევ თქვი! თმა ყურს უკან გადამიწია. -მეტი არაფერი არ მიყვარს. ჩაფიქრებულმა ვთქვი და გზა გავაგძელე. -შეგიყვარდება. დარწმუნებულმა თქვა და ფეხს აუჩქარა. -შესაძლოა. მთელი გზა იმეორებდა რაც მე მიყვარდა. თითქოს დაზეპირება უნდოდა ლექსივით. სახლისკენ მიმავალ გზას ვედექით და ნელი ნაბიჯით მივსეირნობდით. -დიანა ოდესმე გყვარებია? ეზოში შესვლისთანავე გამაჩერა და მკითხა. ნამდვილად არ ველოდი ამ კითხვას. მისმა დაჟინებულმა მზერამ უფრო დამაბნია. -არასდროს. ჩუმად ვთქვი და სახლისკენ წავედი. -მოხვედი უკვე? მკითხა ლევანმა. -არა გეჩვენები. ვიხუმრე ჩემი ჭკუით. კურტკა გავიხადე, საკიდზე დავკიდე და ლეოს გვერდით დავჯექი. მათეც მალევე გამოჩნდა. გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა და უარესად მაბნევდა. გუკა ტელეფონში იყო ჩამძვრალი. -არ წავიდეთ? ბოკუჩავამ გახედა ლომიძეს. -სად უნდა წახვიდეთ.. იყავით, უკვე თენდება რაღა დარჩა? ლევანი ფეხზე წამოდგა. -დიანა მიდი რა ოთახები გაამზადე. ხო იცი სად რა არის?. -კი. გავამზადებ ახლავე. ლევანს და გუკას ოთახები სწრაფად გავუმზადე. საწოლზე პლედებიც დავუტოვე და გვერდითა ოთახში გადავინაცვლე, მათესთვის საწოლი, რომ გამეშალა. ზეწარს ვაფარებდი ბოკუჩავას სიცილის ხმა, რომ მომესმა. გავიხედე. კარებში იდგა, მხრით კედელს ეყრდნობოდა და იცინოდა. -რა გაცინებს? დაღლილმა შევხედე. -უკუღმაა. თითით საწოლზე მანიშნა. მაშინვე ზეწარს დავხედე. რაღაც უაზრო ნახატი ეხატა, რომელიც უკუღმა გადავაფარე. გაბრაზებულმა დავავლე ხელი ზეწარს. -კაი შეეშვი მე გავშლი. გამიღიმა. -არა მე თვითონ. -საბანი და ბალიში სად დევს? მარტივად დააიგნორა ჩემი ნათქვამი. -სკამზე დევს. კუთხეში მდგომ ხის სკამზე ვანიშნე და კარებისკენ წავედი. -დიანა. კარებში გასული შემაჩერა. -გისმენ! -ძილინებისა. უბრალოდ გავუღიმე და ოთახიდან გამოვედი. ჩემთვის განკუთვნილ ოთახში შევედი და საწოლში ტანსაცმლიანად შევწექი. დილით გაღვიძებისთანავე მისაღებში გავედი. -დილამშვიდობის. გუკასა და მათეს მივესალმე და თვალით ლევანის ძებნა დავიწყე. -მაღაზიაში წავიდა. ბოკუჩავა მიმიხვდა თვალების ტრიალის მიზეზს. საათს გავხედე. ათი ხდებოდა. 1ზე უნიში უნდა ვყოფილიყავი. უნიზე იკაც გამახსენდა და მობილურზე სწრაფად ავკრიფე მისი ნომერი. -არ მაცადო დიანა ძილი. მომესმა მისი ახლად გაღვიძებილი ხმა და გამეღიმა. -არც გაცდი. როგორ ხარ? -არამიშავს რა. გითხრეს ხო უკვე? -გუშინ მითხრა გოგამ. -შეყარეს მთელი ქვეყანა ერთი პატარა ამბის გამო. -პატარა ამბავი ეძახე კი ხარ დალეწილი? -დალეწილი არა ის. ესენი აბუქებენ. -დღეს მოვალ და გნახავ ჩემივე თცალით. -მართლა? -არა ტყუილად. -სამზეა შემოშვება. -ამოვალ უნის მერე. -დიანა სიგარეტი წამომიღე რა თუ გიყვარვარ. -ბიჭო შენ თავი მაგრად დაარტყი ხო საჭეზე? -არა. თავი ვაფშე არ დამირტყია შენ თავს ვფიცავარ. ხო მიყიდი? -გაკლია შენ. -ერთი ღერი მაინც ამომიტანე გოგო. -არათქო. -ფუ კაცს არ გამოადგები რა. ტელეფონი გამითიშა. თავი გავაქნიე და იმ წამს შემოსულ ლევანს შევხედე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.