შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოლიპულ გზაზე


17-12-2017, 18:43
ავტორი drogardasuli
ნანახია 1 182

საშინელი სისწრაფით ავრბივარ კიბეებზე ვუხვევ და.. პირდაპირ ვასკდები დამლაგებელს, რომელსაც ცალ ხელში იატაკის ჩვარი უჭირავს მეორეში კი ბინძური წყლით სავსე სათლი. წონასწორობას ვეღარ ინარჩუნებს სათლი ხელიდან უვარდება და პირდაპირ მესხმა ფეხებზე. გული სასტიკად მიცემს და პლიუს ამას ეს ქალი მკვლელი სახით მიყურებს.- რამდენი შემთხვევა ყოფილა როდესაც დამლაგებელმა სტუდენტი მოკლა?
ვეკითხები ჩემს თავს.
- თუ ასე ყოფილა მე ვიქნები პირველი- ვბურტყუნებ ჩემთვის.

- მაპატიეთ. მაგიჟებს, გავრბოდი და ვერ დაგინახეთ- მივაყარე და ქოშინი განვაგრძე.
ქალმა სახე დამანჭა და სრული სერიოზულობით მითხრა:
- ღმერთმა გაგიხმოს ფეხები თუ თვალებში გამოიხედო.
სიცილი ამივარდა. მართალია მე მას დავეჯახე მაგრამ ისიც დამეჯახა მე. თანაც მე ვაგვიანებ მას კი ძალიან ბევრი დრო აქვს იმისთვის რომ აქაურობა წმინდოს. ასევე ფეხებზე ბინძური წყალი გადამასხა და კიდევ მწყევლის თანაც სრულიად უსაფუძვლო შეთანხმებებით, რა შუაშია ერთმანეთთან ფეხები და გამოხედვა.
- დიდად გმადლობთ- მივუგე მკვახედ და გზა განვაგრძე... ნუ მინდოდა გამეგრძელებინა მაგრამ სველ იატაკზე ავსრიალდი და ძირს დავვარდი. დამლაგებელმა დაცინვით შემომხედა შემდეგ ზემოთ აიხედა და ღიმილით სივრცეს მიმართა:
- ღმერთო დიდი მადლობა. მართალია არ გაუხმა მაგრამ კინაღამ მოტყდა. ამასაც დავჯერდები. კიდევ ერთხელ გაიცინა. სათლს ხელი დაავლო და გზა განაგრძო.
ძლივს ავდექი ფეხზე და ჩემს პირდაპირ არსებულ კარზე ხმამაღლა დავაბრახუნე.. არავინ გამომეპასუხა ამიტომაც სახელურს ხელი დავავლე და ლამის გამოვგლიჯე კარები. გონს შუა კარებში სველი ფეხსაცმელებით და ალაგალაგ დასვრილი კაბით მდგომი მოვეგე. მაღალმა ჟღალთმიანმა კაცმა რომელსაც აწკეპილი ულვაშები ჰქონდა სათვალის ქვემოდან ამომხედა და პირდაპირ მომახალა:
- თქვენ 10 წუთით - შემდეგ საათს დახედა - და 29 წამით დააგვიანეთ. თუმცა გყოფნით თავხედობა და სრულიად შეუფერებელ ფორმაში მყოფი- აქ მან ზემოდან ქვემოთ ჩამათვალიერა და მზერა ჩემს ფეხებზე შეაჩერა რომელსაც ჯერ კიდევ ემჩნეოდა- ბინძური წყლის წვეთები- ცხადდებით და აზიანებთ უნივერსიტეტის საკუთრებას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
მეუბნება და საშინელ შავ კბილებს მიჩვენებს.
თავი დავხარე და ცრემლები შევიკავე. ამ კაცმა ჩემი მომავალი კურსელების წინაშე დამამცირა. ჩემს სმენას მიწვევა რამოდენიმე ადამიანის შეუკავებელი ხარხარი და ვიღაცის მიერ წამოსროლილი:

-შეგეშალა საყვარელო. მათხოვრები გაჩერებაზე დგანან.
ვხვდები როგორ მაწვება ნერვები. ამ ნაბიჯს ვდგამ და მესმის როგორ ჭრაჭუნებს ჩემი სველი ფეხსაცმელებით. ძალას ვიკრებ და ლექტორს სრულიად გაუაზრებელ სიტყვებს ვესვრი:
- იცით რა? ამ დილით ჩემი მაღვიძარის ბატარეა დაჯდა. მეორეც ამის გამო მაგვიანდებოდა და დამლაგებელს დავეჯახე რომელმაც ბინძური წყალი გადამავლოო და თან ღმერთს ჩემი დაინვალიდება შეუკვეთა. და ბოლოს თქვენ მე დამდეთ ბრალი რომ დავაგვიანე 10 წუთით და 29 წამით. მაშინ როდესაც ეგ 29 წუთი თავად მიუძღვენით საათზე ჩაშტერებას იმისათვის რომ ჩემთვის ზუსტი შენიშვნა მოგეცათ. ახლა კი ნება მიბოძეთ რომ მადლობა მოგახსენოთ ასეთი სტუმართმოყვარეობისათვის. თავი დავუკარი და სულ ბოლო რიგისაკენ გავემართე. ვგრძნობდი დამცინავ მხრებს რომელიც ზურგს მიხვრეტდა. ვხვდებოდი რომ ახლა ამ კაცს მთელი აარჩიოთ ვძულდი. მინდოდა მივსულიყავი და ბოდიში მომეხადა მაგრამ ჩემს თავს შევპირდი რომ ამას მოგვიანებით გავაკეთებდი. სულ ბოლო სკამზე დავჯექი და თავი ჩავკიდე რომ ათობით წყვილი თვალის მზერას არ შევჩეხბოდი. მე ჩემს მომავალ ლექტორს ვეჩხუბე. დიდებულია. მელანო როგორ ახერხებ ამდენი შარის აკიდებას ვერ ვხვდები.
ვგრძნობ როგორ მიტყაპუნებს ვიღაც ზურგზე ხელს. თავს მაღლა ვწევ და ჩემს ულვაშებიან ლექტორს ვეჩეხები. სათვალეს დემონსტრაციულად იძრობს შარვლის ჯიბიდან ლურჯ ცხვირსახოცს იღებს და სათვალის მინის წმენდას იწყებს თან მეუბნება:
-რომ შეგახსენოთ რომ ლექციაზე დაძინება გეკრძალებათ დანაშაული იქნება?
ჯანდაბა ის არ ვიმყოფინე რომ ლექციაზე დავაწვინე და კერის
ლექტორს ვეჩხუბე ამას ისიც დავუმატე რომ პირველივე ლექციაზე ჩამეძინა.
ბარბაცით ვდგები ფეხზე და მონოტონურად ვიწყებ საუბარს.
- იცით მე ძალიან ვწუხვარ, დღე საშინლად დაიწყო და თან როგორ ელოდებოდა ის ამ დღეს...
ვიგრძენი რომ კისერში ბურთი გამეჩხირა. ლექტორს თვალი ავარიდე და მზერა სივრცეს გავუსწორე. ლექტორმა მანიშნა დავმჯდარიყავი. მეც. დავემორჩილე. სკამი გამოსწია და ჩემს გვერდით კომფორტულად მოთავსდა. მგონი კარგი დროა ბოდიშის მოსახდელად. გავიფიქრე ჩემთვის. ნახევარი ტანით მისკენ შევტრიალდი და დავიწყე.
-მაპატიეთ უხეშად რომ მოგმართეთ. რათქმაუნდა თქვენი ბრალი არ არის რომ ჩემი მაღვიძარის ბატარეა დაჯდა. არც ის რომ დამლაგებელს დავეჯახე. და არც 29 წამი წყვეტდა რამეს მე ისედაც დავაგვიანე.
საუბარი დავასრულე მაგრამ ალბათ კიდევ ელოდა რაღაცას და მეც აღარ დავაყოვნე.
-მაპატიებთ?
ვკითხე ხმადაბლა
სასიამოვნოდ გაიღიმა-მიუხედავად იმისა რომ კბილები ისევ შავი ჰქონდა.
-ვინ იყო ის?- მკითხა ცნობისმოყვარე სახით
-ვინ ის? ვკითხე ინტერესით რადგან ვერც მივხვდი რა იგულისხმა.
-ის ვინც ამ დღეს ელოდა. ვინ იყო?
-თავი ჩემი და ხმადაბლა ვთქვი
-ბიძია ლევანი
-რა დაემართა მას? მკითხა დაუფარავი ინტერესით. რატომ არ არის ახლა ის შენთან?
- ის... ის... მოკვდა. ვთქვი ხმის კანკალით
მას... მას.. გული
-გაუჩერდა-სიტყვა შემაშველა.
მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ცოტაც და ტირილი ამივარდებოდა. ჩემმა გასაკვირად მხიარულად დამირტყა ზურგზე ხელი. და თბილად მითხრა:
-სახლში წადი ჩემო გოგონა.
ვიუხერხულე და მისგან შორს გავიწიე. ალბათ მიხვდა და მშვიდად მითხრა:
-ყველაფერს მივცემდი შენნაირი ქალიშვილი რომ მყოლოდა.
ვერ მივხვდი როგორ შეძლო ასე სწრაფად ბრაზიანი ლექტორიდან კეთილ მოხუცად ქცეულიყო.
ცალყბად გამიღიმა და მითხრა:
-შუბლზე რაღა გჭირს?
თავზე ხელი მივიდე და მტკივანი ადგილს შევეხ.
-ეს.. საწოლიდან გადმოვვარდი დილით.
გულიანად გაიცინა.
_ეს დღე შენი ნამდვილად არ არის. მითხრა რომლით
-დიახ ნამდვილად-დავეთანხმე.
-იცი? ჩემი დღეც ასე დაიწყო 42 წლის წინ.
-ვერ მიგიხვდით- ვუპასუხე დაბნეულმა.
- უნივერსიტეტის პირველ დღე ვგულისხმობ-ისიც ასე დაიწყო.
-გულისხმობთ რომ ლექტორს ეჩხუბეთ?
-უარესი. მისსავე მაგიდაზე მდგარი მინიატურული სპილო ვესროლე.
თვალები შუბლზე ამივიდა.
-მერე? - ვკითხე ინტერესით
-არაფერიც არ უთქვამს და ეს იყო საუკეთესო გაკვეთილი რაც მისგან მივიღე.
-ისევე როგრც მე-ჩავიბურტყუნე ჩემთვის.
გაიცინა და მითხრა.-მე ნუგზარი მქვია
თან ხელი გამომიწოდა.
-მე მელანო-ვუპასუხე და ხელი ჩამოვართვი.
-ახლა კი გაიქეცი სახლში.
-მაგრამ ლექციები?
-მასე არ იდარდო-მითხრა და კიდევ ერთხელ დამაჯილდოვა ღიმილით
მადლობა ვთქვი ხმადაბლა და წასასვლელად მოვემზადე.
-მელანო-დამიძახა უცებ
-დიახ ბატონო ნუგზარი
-ბატარეის გამოცვლა არ დაგავიწყდეს-მითხრა და კიდევ ერთხელ გამიღიმა



ვიმედოვნებ მოგეწონებათ. ველოდები შეფასებებს და ჯანსაღ კრიტიკას.



№1 სტუმარი სტუმარი gega

male dade ra❤️❤️ kai iyo ❤️❤️

 


№2  offline წევრი drogardasuli

მადლობააა <3 ხვალ დავდებ აუცილებლად <3 და კიდევ ერთხელ მადლობა რომ წაიკითხე

 


№3 სტუმარი სტუმარი nako

ზალიან კარგი იქნება საინტერესოა

 


№5  offline წევრი მმარიტა

მომდევნო თავს ველოდები ❤️ მომეწონა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent