შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ტკივილი (სრულად)


17-12-2017, 21:13
ავტორი tasusuna
ნანახია 4 135

უსიცოცხლო სახეზე ვაკვირდებოდი და,
გული მეკუმშებოდა ტკივილისგან..
გულს მისერავდა მისი სიჩუმე..
მის თვალებს ვერ ვხედავდი,სული მილპებოდა.
ტუჩები გალურჯებული ჰქონდა უკვე..
სხეულზეც სიყინულე მოსდებოდა..
აღარ იყო ჩემი ილო,
ვგრძნობდი,მეც აღარ ვიქნებოდი მალე..
______
პანაშვიდის პირველი დღეა..
ძაძით მოსილი ვზივარ შავი კუბოს წინ.
ჯერ რა ადრეა და მე უკვე ცრემლიც გამიშრა..
თვალები საშინლად მეწვის..
ასე მგონია ლურსმნებს მარჭობენ..
მთელი სხეული დაჟრუებული მაქვს,უმოძრაოდ ვზივარ და მხოლოდ მას ვუცქერ..
დღეს ტუჩებიც აღარ აქვს ლურჯი,ცარცივით გაუთეთრდა..
სახეზე ტკვილი და ტანჯვააქ შეყინული და ეს უფრო მკლავს.
ვერ ავაცდინე.
ვერ დავიფარე..
ვერ მოვარიდე ტკივილს
ვერა!!
ჩემი ილოო!
ჩემი ტკივილი..
______
მეორე დღე სიმწრით გამითენდა..
მთელი ღამე თვალმოუცილებლად დავცქეროდი.
საათში ერთხელ ვგრძნობდი,როგორ მიმდიოდა გული და ხეზე დამხობილს ძლივსძლიობით ვახელდი თვალს..
-ილო,ილი!
რატო არ მპასუხობ ილი?-ჩემდაუნებურად დავიხარე,გაყინულ ლოყებზე ჩამოვისვი გამხდარი ხელი,უკვე სიყვითლე შეჰპარვოფა ღაწვებზე.
-ესე როგორ დამტოვე ილი?!-ძლივს გადმომიგორდა თვალიდან ცრემლი.
დამიდუღრა მთელი სახე..
-არ გცხვენია?
შენ ხომ შემპირდი ილო? ხომ დაიფიცე,რომ ყოველთვის ერთად ვიქნებოდით?
ხომ დაიფიცე არა?!
გახსოვს ილი?
24 დეკემბერი!
ჩვენი ქორწილი..
რა ბედნიერები ვიყავით მაშინ,გახსოვს?
იმ ზამთარში,ყინვასა და სიცივეში,შენი სიყვარულით რომ მათბობდი,გახსოვს ილო?
ახლა?
ახლა რაღას მიპირებ?
იცი როგორ მცივა?
გულ-მუცელი მაქ მოყინული და,ველოდები ილი,ველოდები როდის შემომხვევ ხელებს და როდის ჩამიკრავ გულში..
ნეტა კიდევ გიგრძნობ? ნეტავ კიდევ..
____
ხალხის ნაკადი არ წყდება დილიდან..
მესამე დღე გათენდა..
ყველას ტკივილი აქვს თვალებში ჩამდგარი..
ყველა ცრემლებს ღვრის ,მაგრამ,ვერავინ!
ვერავინ ვერ მოვა ჩემს ტკივილთან..
სასახლესთან ახლოში ვზივარ,ხელით ზედაპირს ვეყრდნობი.
არ მინდა სიმარტოვე იგრძნოს.
არ მინდა შეეშინდეს..
სახეზე ცვლილებას ვეღარ ვატყობ..
ისევ ისეა..
დახუჭული თვალები..
სიყვითლე შეპარული სახე და
ფერმკრთალი ტუჩები..
სისუსტეს ვატყობ ჩემ თავს,მაგრამ,ადგილიდან ვერ ვიძვრი.
ხალხის მზერა მაკრთობს..
ამზერით მიყურებენ,თვალს მარიდებენ..
თითქოს იქ არ ვიყო
თითქოს არ ვარსებობდე..
სად გაგონილა,ჭირში ზურს გაგცევდეს ადამიანი,მაგრამ,
მათგან წამოსულ სიძულვილს მთელი ტანით ვგრძნობ.
-უნამუსო ქალი-გავიგონე გვერდიდან ქალის ჩუმი ჩალაპარაკება-უსირცხვილო,გაუზრდელი.
როგორ ბედავს აქ ყოფნას..
დამესერა გული.
მწარედ მოუჭირე შავ კაბას ხელი,თვალები მაგრად დავხუჭე..
რა ამაზრზენია ღმერთო-სულში ალტერეგო ამიღრიალდა-არ იციან და ისე მკიცხავენ,ისე მცხებენ ჩირქს.
ეულად ჩამოგორებული ცრემლი ხელის გულით შევიმშრალე.
ისევ სარეცელს გავუსწორე მზერა,დავაიგნორე გვერდიდან წამოსული ირონია.
-შენ ხომ იცი ილი,შენ ხომ იცი,წყაროს წყალივით წმინდა ვარ..
შენს უსიყვარულობას მწამებენ ილი,
შენს ღალატს და მიტოვებას მაბრალებენ ილი,
რა სასაცილოა არა ,პატარა?
-თავი ჩავხარე უმწეოდ,ვეკითხებოდი,მაგრამ პასუხს ვერ ვიღებდი..
როგორ მი დოდა მისი ხმა წამიერად მაინც გამეგო,მაგრამ შემზარავი რეალობა სიცოცხლეს მართმევდა.
-დამელაპარაკე ილო-უიმედოთ დავხედე.
-ილო-ისევ ამოვიყვირე გულიდან..
გარეგნულად კი,ისევ ისე,მასთან ახლოს,თავჩახრილი,შავით მოსილი ვიჯექი და გაუთავებელ ჩუმ ქილიკს ვითმენდი..
______
მეოთხე დღე გათენდა..
ხვალ გასვენება იყო.
ხალხმა საგრძნობლად იმატა.
უჭმელობისგან სულ ჩამოვხმი.
წყალსაც გაჭირვებით ვსვამდი.
ჩხმარი მქონდა კისერი.
ვეღარც ვლაპარაკობდი,ვხაოდი სიმწრისგან.
მეზიზღებოდა ყველა.
როგორი სინანულით შემოდიოდნენ.
თავს აკანტურებდნენ დაღვრემილი სახით და,ამავდროულად,ცინიკურად გადმომხედავდნენ ხოლმე,ირონიული ღიმილით.
ღმერთო,როგორ მეზიზღებოდნენ.
ყელში მახრჩობდა ბოღმა,როცა ბინძური ხელებით ეხებოდნენ ილოს სახეს.
არააადამიანები!
ღმერთო,როგორ მძულს ყველა..
ისევ ახლოს ვიჯექი მასთან,იმდენად ახლოს,რომ მთლიანად ვეფარებოდი ფიცრებს,თითქოს ფარი ციყავი.
ჯავშანი,დამცავი ჯებირები რომ ბოღმა და რისხვა ამეშორებინა მისთვის..
ილო!
ილი!
მთელი სხეულით ამაკანკალა..
უღმერთოდ მენატრება.
მისი შეხება..
მისი კოცნა
ჩახუტება
მისი ლაპარაკი
მანერები
ყველაფერი მისი ..
უღმერთოდ მენატრება.
უღმერთოდ..
_____
გამოღამებული თვალებით შევხვდი პირველ მზის სხივებს..
ურეაქციოდ დავყურებდი მიტკალივით სახეს.
ჩემი საყვარელი პერანგი ეცვა..
სახე ოდნავ შეეფერადებინათ,მაგრამ,სიყვითლე ვერ დაეკარგათ..
უღონოდ დაკრეფილი ხელები გულს მიწვავდა.
სიმწრით ვიკბინე ტუჩებზე,როცა ვიგრძენი,გული მიმდიოდა.
ბურუსში წასული ნაცნობმა ხელებმა გამომაფხიზლეს.
-თამრი,დროა-თვალებჩაწითლებულმა გამომხედა ილოს უახლოესმა მეგობარმა.
გული შემიტოკდა.
ნაბიჯი ამერია.
დროა!
თითქოს თავში ჩამცხეს.
უღონოდ მოვეჭიდე სახელურებს.
ზიზღით მოვავლე თვალი ხალხს.
დროა!
უსევ ჩამცხეს გულში ბასრი დანა..
მოახლოებული ხალხი მუჭებით გავყარე.
-არავინ მოეკაროს!
არავინ მოეკაროს!
არავინ მოეკაროს!
მთელი ხმით დავიბღავლე.
მუხლებზე დავემხე ძალაგამოცლილი.
ამომშრალი ცრემლები ნიაღვარად წამომივიდა.
-ილო!-მთელი ხმით ვიყვირე.
მთელი ძალით ჩავეჭირე დაჩოქილმა სახელურებს.
-ილო!-ვიღრიალე რაც შემეძლო.
უკვე ვეღარ ვიცანი ჩემი ხმა.
-ილოო!-იოგების ჩახლეჩამდე ამოვიგმინე და ვიგრძენი,როგორ შემეხო საოცრად თბილი ხელი მხარზე.
დამაჟრჟოლა!
მთელი ტანით მივხვდი ვისაც ეკუთვნოდა სითბო.
-ილი!-ჩავიჩურჩულე ძლივს გასაგონად და ვიგრძენი,როგორ გადავეშვი ნაცრისფერ ბურუსში.
-თამრი!
_____


მოგესალმებით..
გულაჩქარებული,აღელვებული გელით!
მთელს ტანში მზარავს,მეც არ ვიცი რატომ..
გელით!
თუიარ მოგეწონებათ,გაგიგებთ..
თქვენი:ანასტასია



№1  offline წევრი თ. ა.

მომეწონა ძალინ კარგი იყო. იმაშიც გეთანხმები სხვას სხვისი დარდი ლხინი გონია ნამდვილად. წარმატებები!

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ლილიკო
მომეწონა ძალინ კარგი იყო. იმაშიც გეთანხმები სხვას სხვისი დარდი ლხინი გონია ნამდვილად. წარმატებები!

მადლობა!❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

რა სულისშემძვრელია გული გამეყინა თითქოს მეც განვიცადე ვაი რა მძიმე სურათია აღწერილი

 


№4  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ყველაფერს ამბობ , თითოეული შენი ისტორიით.
უფრო და უფრო მაჯერებ იმ დიდებული გრძნობის არსებობას რასაც სიყვარული ქვია :-*
და მაინც თავიდან ბოლომდე ხო რთული წასაკითხი იყო ჩემთვის ეს იატორია, მაგრამ მაინც ყველაზე ძნელად და მტკივნეულად წავიკითხე ეს მომენტი: "-უნამუსო ქალი-გავიგონე გვერდიდან ქალის ჩუმი ჩალაპარაკება-უსირცხვილო,გაუზრდელი.
როგორ ბედავს აქ ყოფნას.."
მწარე რეალობა დამანახა.
ამ ქალში დავინახე ის ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ ბევრი ყავს ჩვენს ქვეყანას
ლიჟბი ვინმე გაკიცხონ, დაადანაშაულონ და არ ფიქრობენ, თუ როგორ სტკივათ მათი დაუფიქრებელი სიტყვით გული სხვებს.

მგონი ბევრი ვიბოდიალე :დ
რავიცი იმედია ჩემი სათქმელი სწორედ და გასაგებად გადმოვეცი :))
ნუ რავიცი რაღა გითხრა ანასტასია რაც უკვე არ იცი შენ ნიჭთან დაკავშირებით და რას ვფიქრობ შენზე .
#გყვარობ მე შენ :*

 


№5  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Tskrialashvili Mariami
ყველაფერს ამბობ , თითოეული შენი ისტორიით.
უფრო და უფრო მაჯერებ იმ დიდებული გრძნობის არსებობას რასაც სიყვარული ქვია :-*
და მაინც თავიდან ბოლომდე ხო რთული წასაკითხი იყო ჩემთვის ეს იატორია, მაგრამ მაინც ყველაზე ძნელად და მტკივნეულად წავიკითხე ეს მომენტი: "-უნამუსო ქალი-გავიგონე გვერდიდან ქალის ჩუმი ჩალაპარაკება-უსირცხვილო,გაუზრდელი.
როგორ ბედავს აქ ყოფნას.."
მწარე რეალობა დამანახა.
ამ ქალში დავინახე ის ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ ბევრი ყავს ჩვენს ქვეყანას
ლიჟბი ვინმე გაკიცხონ, დაადანაშაულონ და არ ფიქრობენ, თუ როგორ სტკივათ მათი დაუფიქრებელი სიტყვით გული სხვებს.

მგონი ბევრი ვიბოდიალე :დ
რავიცი იმედია ჩემი სათქმელი სწორედ და გასაგებად გადმოვეცი :))
ნუ რავიცი რაღა გითხრა ანასტასია რაც უკვე არ იცი შენ ნიჭთან დაკავშირებით და რას ვფიქრობ შენზე .
#გყვარობ მე შენ :*

შენ რომ გელოდებოდი ისე არ ვიცი რა!!
მადლობარომ მაქსიმალურად გესმის ყველაფერი ❤️❤️❤️❤️❤️❤️
მადლობა!

 


№6  offline წევრი londoni

თითქოს მეც განვიცადე იგივე,ამეტირა:( კარგი იყო:*

 


№7 სტუმარი სტუმარი თინი

მაკანკალებს.
მთელი გულით შევიგრძენი..
ეს რა იყო??!
სასწაულიხარ
ემოციები ისე გადმოეცი,მეგონა საკუთავი თვალებით ვუყურებდი.
სასწაულიხარ!

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

londoni
თითქოს მეც განვიცადე იგივე,ამეტირა:( კარგი იყო:*

სტუმარი თინი
მაკანკალებს.
მთელი გულით შევიგრძენი..
ეს რა იყო??!
სასწაულიხარ
ემოციები ისე გადმოეცი,მეგონა საკუთავი თვალებით ვუყურებდი.
სასწაულიხარ!

მადლობა,
უღრმესი მადლობა ❤️❤️

 


№9  offline წევრი Barbare ❤

guli yelshi amomijda titqos amovardna unda... gasagijeblad, gasaocrad da ar vici sheudareblad wer. yvelaferi tvalnatliv davinaxe da vigrdzeni. guli damewva. dasasrulma ki egoisturad gamaxara ❤️❤️❤️

 


№10  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Barbare ❤
guli yelshi amomijda titqos amovardna unda... gasagijeblad, gasaocrad da ar vici sheudareblad wer. yvelaferi tvalnatliv davinaxe da vigrdzeni. guli damewva. dasasrulma ki egoisturad gamaxara ❤️❤️❤️

ძალიან გამახარე ბარბარე ❤️❤️ მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent