შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Demon (5)


18-12-2017, 00:00
ავტორი Constance
ნანახია 1 308

(მაიკლი)
დილით მესმოდა როგორ დადიოდნენ, მაგრამ თვალების გახელა ვერ შევძელი. დარწმუნებული ვარ კაენმა იცოდა, რომ არ მეძინა, რადგან რამდენჯერმე გადავბრუნდი, კომფორტულად რომ დავწოლილიყავი. ნაბიჯების ხმით თუ ვიმსჯელებდი, ჰანა და ის სამზარეულოში უნდა ყოფილიყვნენ.
- კარგად დაიჭირე ჰანა, ხომ არ გინდა, რომ ხელი გაიჭრა?
- არაა!
- კარგია, ეხლა კი გაჭერი...
საჭრელ დაფაზე რაღაცის, თითქმის გაუგებარი, გაჭრის ხმა გაისმა.
- კარგია, მზად გაქვს?
- კი!
- კარგი, ზემოდან მოაყარე... მშვენიერია.. ჰო შეგიძლია ერთი შენც შეჭამო. ახლა კი დივნის გვერდზე, მაგიდაზე დაუდე.
- კარგი კენ!
- ჩშშშ, ხალხის გაღვიძება უზრდელობაა.
ჰანა ჩუმად დაეთანხმა და მისი სირბილის ხმა მომესმა. ცოტა ხანში მაგიდაზე რაღაც დადეს.
- კარგი, ახლა კი წავედით ჰანა. სამსახურამდე სახლში გავიაროთ და გამოვიცვალოთ.
პატარა ნაბიჯებით, სწრაფად გაემართა გასასვლელი კარისკენ. შემდეგ კაენის ამოოხვრის ხმა გავიგე, როცა დაიხარა და ბავშვი ხელში აიყვანა. ცოტა ხანში კარგი გაიღო და დაიხურა, ამან მაცნობა, რომ მარტო დავრჩი.
" მოიცადე.... ჯანდაბა! სამსახური!"
სწრაფად წამოვჯექი და უეცარი მოძრაობით თავბრუ დამეხვა. როცა დაბურული მხედველობა გამეწმინდა, შევნიშნე ჰანამ რაც დამიტოვა მაგიდაზე.
"აი თურმე რაზე ლაპარაკობდნენ."
თეთრ თეფშზე ორად დაჭრილი ბანანი და არაქისის კარაქი იყო, ზემოდან კი მთელს თეფშზე, უწესრიგოდ მიმოფატული ქიშმიში.
სააბაზანოსკენ მიმავალმა ჭამა დავიწყე, წყალი მოვუშვი და სანამ გათბებოდა თეფშიც დაცარიელდა. მინდოდა სამუშაოზე ცოტა ადრე მივსულიყავი, რომ ჰანა დამეტოვა და კაენს თავისი შეხვედრები მოეგვარებინა. რა თქმა უნდა, ისევ სკეპტიკურად ვიყავი დემონის მიმართ განწყობილი და ის ფაქტი, რომ ჰანა ისევ მასთან იყო, საერთოდ არ მომწონდა, მაგრამ ცოტაოდენი ფული მჭირდებოდა. თანაც დღე-დღეზე სახლიდან მაგდებდნენ ქირის გადაუხდელობის გამო. თანაც კაენი ჰანასთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.... მაგრამ სხვებს ხოცავდა. მისი თავის გასასამართლებელი მიზეზებიც არ მაინტერესებდა. მკვლელობა მკვლელობაა და ღმერთმაც ნათლად თქვა: "არა კაც კლა".
შხაპი სწრაფად მივიღე, ჩემს ერთადერთ კარგ კოსტუმში გამოვეწყე და სახლიდან გავედი. მგზავრობა გამიჭიანურდა, რადგან საცობები იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, როცა მივედი კარი ისევ დაკეტილი იყო.
"პირველი მოვედი!"
- კენ, მაიკლია.
შევბრუნდი და კაენი დავინახე, რომელიც მშვიდად მოუყვებოდა დერეფანს და შესანიშნავად გამოიყურებოდა. იმ სისხლიან, ძალაგამოცლილ დემონს არაფრით ჰგავდა, რომელიც წინა დღით ჩემს აივანზე იდგა. ამჯერად საოცრად სუფთა და სასიამოვნო მუქი ლურჯი კოსტუმი ეცვა, რომელიც ოთხჯერ უფრო ძვირი მაინც იქნებოდა ჩემს სამოსთან შედარებით. ჰანასაც კარგად ეცვა, სუფთა და ლამაზი ჯინსის შარვალი და.... მაიკის გარეშე?
- ამმ..
- ჩაცმა ვერაფრით ვაიძულა - ჩაიბუზღუნა კაენმა, კარი გააღო და დიდ ოფისში შეაბიჯა. შესვლისთანავე მაგიდასთან მივიდა, საბუთები აიღო და ჰანა ძირს ჩამოსვა.
- ჰანა, კაენს სერიოზული საქმეები აქვს და იმედია კარგი ბიჭი იქნები და ბატონ მაიკლს ეთამაშები სანამ დავბრუნდები.
- არა! - მაშინვე შეჰკივლა ჰანამ, კაენს ფეხზე ჩაეხუტა და ცრემლმორეული თვალები შეიმშრალა.
- კენი წავიდა.... არა, არა.
აჰ, ალბათ იმაზე დარდობა, რაც გუშინ მოხდა, როცა კაენი უეცრად წავიდა. ამაზეც ვფიქრობდი და მგონი მივხვდი რატოც მომაჩეჩა ბავშვი. ჰანას სხვა ძლიერი დემონებისგან მალავდა. ალბათ, დემონების ლიდერს ადამიანი ბავშვი არ უნდა ჰქყოლოდა. არამგონია რომ შეეტყოთ, ეს ყველაფერი კარგად დასრულებულიყო... განსაკუთრებით ჰანასთვის.
მივედი, კაენის გვერდით ჩავიკუზე და ბავშვს გავუღიმე.
ჰანა, ბატონ მაიკლთან უნდა დარჩე ცოტა ხნით.
- არა!!
- ჰანა, აქ დარჩები და კარგად მოიქცევი. თუ იტირებ უფრო დიდხანს მოვანდომებ დაბრუნებას.
ბავშვმა ჩაისრუტუნა და ქვედა ტუჩზე იკბინა, რა თქმა უნდა, არ უნდოდა კაენის წასვლა, მაგრამ ტირილის ეშინოდა, რადგან კაენი შეიძლება მართლა აღარ მოსულიყო.
- კარგია. ახლა კარგად მოიქეცი და მაიკს დაუჯერე.
მომღიმარი კაენი დაიხარა და ბავშვს შუბლზე აკოცა, სანამ წამოდგებოდა და ოფისს დატოვებდა.
- ჰეი...
დიდი, ყავისფერი თვალებით, რომელშიც შიში გამოიხატებოდა, ჰანამ ამომხედა.
- არაუშავს... გინდა ვითამაშოთ? დაჭერობანა?
თავი წამოყო და მოქერაო-მოყავისფრო თმა თვალებიდან გადაიწია.
- დ...დაჭერობანა?
- ჰო, დაჭერობანა. ვიღაცას მხარზე ხელი უნდა დადო, აი ესე..
მხარზე ოდნავ შევეხე, რომ ისედაც კაენის წასვლით განერვიულებული, არ შეშინებულიყო.
- შემდეგ დაიყვირებ "დაგიჭირე!" და ის ვიღაც უნდა გამოგეკიდოს.
პირი გაოცებისგან დააღო, შემდეგ კი სახეზე უზარმაზარი ღიმილი გამოესახა.
- მაიკლ, დაგიჭირე!
თავის შიშველ მხარს ხელი დაარტყა და ხმამაღალი ხითხითით სირბილი დაიწყო, მე კი გაოცებული შევყურებდი.
" ვიღაცას დაჭერობანა მოეწონა, მაგრამ სწორად ვერ გაიგო... რა აზრი აქვს."
წამოვდექი და ნელა დავედევნე, თითქოს იგებდა. ცოტა ხანში წამოვეწიე, მხარზე ხელი დავირტყი და დავიყვირე დაგიჭირე მეთქი.
ჰანა ისე უცებ შეჩერდა, რომ ხალიჩაზე დაეცა, მაგრამ მაშინვე წამოყო თავი, ხელებზე და ფეხებზე დადგა, უკანალით ჰაერში და შემომიღრინა.
"რა...?"
ჰანა სწრაფად გამომედევნა და ასე დავრბოდით შემდეგი თხუთმეტი წუთის მანძილზე. შემდეგ მომიახლოვდა, დაიყვირა დაგიჭირეო და რაღა თქმა უნდა, მხარზე ხელი ხმამაღალი ღრიალით დაირტყა. როგორც ველოდი, შებრუნდა და სირბილი დაიწყო, მაგრამ როცა კაენის მაგიდას შემოურბინა დაცემისა და წამოკვნესების ხმა გავიდა.
მის კვალს მივყევი და სირბილით დაღლილი კაენის სკამთან შევჩერდი. ჰანა ძირს მოკუნტულიყო და თავი ხელებში ჩაერგო, თითებს შორის კი სისხლი შევნიშნე.
-ჰანა!
პასუხად მხოლოდ ამოიკვნესა. მუხლებზე დავეცი, ჟაკეტი სწრაფად გავიხადე და თავზე ძლიერად მივაჭირე, რომ სისხლდენა შემეჩერებინა. ხელში ავიტაცე და თვალის დახამხამებაში შენობიდან გავვარდი. ვიცი სასწრაფოში უნდა დამერეკა, მაგრამ საავადმყოფო ერთი კორპუსის იქით იყო და ფეხით სამ წუთზე ნაკლებ დროში მივირბინე.
ქოშინით შევარდი სასწრაფო დახმარების ოთახში, რომელიც ჩემდასაბედნიეროდ ცარიელი იყო და ექიმიც მაშინვე მოვიდა ჰანას შესამოწმებლად.
- ე...ექიმო, სწრაფად, უნდა დაეხმაროთ!
ჩემი სასოწარკვეთილი ბოდვა არ შეიმჩნია, ბავშვი აიყვანა და ჭრილობა შეუმოწმა.
-კარგი ძვირფასო, ცოტა ხანს არ უნდა იმოძრაო. ოდნავ გეტკინება, მაგრამ გპირდები მალევე გაგივლის და შემდეგ ვეღარაფერს იგრძნობ.
ჰანა თავიდან ფეხებამდე კანკალებდა და თვალებში შიში ჩასდგომოდა.
ბავშვთან მივედი, ხელი ჩავჭიდე და მეორე ხელით ტელეფონი ამოვიღე, რომ კაენისთვის დამერეკა და ჰანას ჭრილობასა და ჩვენს ადგილსამყოფელზე მეთქვა. მოვრჩი თუ არა ლაპარაკს მაშინვე გამითიშა.
ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩავიდე და გათავისუფლებული ხელი ჰანას მეორე ხელს ჩავჭიდე.
- ჰანა, კაენი უკვე მოდის კარგი? ისე გაუხარდება ესეთ მამაცსა და უშიშარს რომ დაგინახავს.
ექიმი დაიხარა და სწრაფად გაუსუფთავა ჭრილობა. შემდეგ ახალი ბამბა აიღო, რომელსაც სპირტის სუნი აღარ ჰქონდა.
- ყველაფერი კარგადაა, ძვირფასო. ეს ტკივილს გაგიყუჩებს და ოდნავ უცნაურად იგრძნობ თავს.
კაცს, ჰანას შეძრწუნებულ გამომეტყველებაზე ჩაეცინა. ბავშვი თითებზე ძლიერ მიჭერდა, მაგრამ მთავარია პანიკაში არ ყოფილიყო და ეს სულ არ მადარდებდა.
- ყოჩაღ ჰანა.
ბავშვმა ამომხედა და ქვედა ტუჩზე იკბინა, როცა გამაყუჩებელმა მოქმედება დაიწყო.
- კარგი, ეხლა ნაკერებს დაგადებ, მაგრამ გპირდები ვერაფერს იგრძნობ, უბრალოდ წუთით არ უნდა გაინძრე.
როცა ჰანამ სახესთან მიახლოებული ნევსი დაინახა, ამოიკვნესა და თვალები მჭიდროდ დახუჭა. ხელი გავითავისუფლე და მხარზე მოვხვიე ისე, რომ ექიმისთვის ხელი არ შემეშალა. უნდა ვაღიარო, კაცმა კარგად იცოდა თავის საქმე. ოთხ თუ ხუთ წუთში ყველაფერს მორჩა, ჭრილობა დაამუშავა და ჰანას ნახატებიანი სახვევი დაადო თავზე. შემდეგ ჯიბეში ხელი ჩაიყო და ბავშვს საწუწნი კამფეტი მისცა.
- აიღე საყვარელო. მშვენივრად გაართვი თავი.
ექიმს მადლობა გადავუხადე, ვუთხარი რომ მაშინვე გადავიხდიდი როცა წავიდოდით, მაგრამ ცოტა ხანს გავჩერდებოდით, რომ ჰანა დამშვიდებულიყო. კაცმა თავი დამიქნია და დაგვტოვა, მე კი მთელი ყურადღება შეშინებულ ბავშვზე გადავიტანე.
- ჰანა, რატომ არ იტირე? ვიცი მტკივნეული იყო და არ გაგიბრაზდებოდი რომც გეტირა.
ჰანამ ტუჩები ნერვიულად გაილოკა და თავი გააქნია.
- კე-კენმა არ იტიროო...
"მმან...მან იმიტომ არ იტირა, რომ კაენმა ასე უთხრა სანამ წავიდოდა?"
ბავშვმა ჩაისრუტუნა და კამფეტს დახედა, რომელიც აშკარად არ ანაღვლებდა. რაც, თუ ვინც მართლა სჭირდებოდა, სწორედ მაშინ შემოვიდა კარიდან.
კაენმა ჰანა ხელში აიყვანა, ისე რომ ბავშვის დასვრილი ტანსაცმლისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. ბიჭმა ცხვირი დემონის ყელში ჩარგო და მაშინვე ტირილი დაიწყო. ისე ძლიერ ატირდა, რომ ექიმმა კიდევ ერთხელ შემოიხედა შესამოწმებლად, როცა მიხვდა, რომ კაენის ნახვით გახარებული ტიროდა, ისევ გავიდა და მარტო დაგვტოვა. როცა ბავშვი ოდნავ დამშვიდდა, ოთახიდან გავედით, მაგრამ ყველაფრის ახსნა დავიწყე თუ არა კაენმა შემომიბღვირა და გამაჩერა. ლაპარაკი შევწყვიტე და შეშინებულმა შევხედე.
- დათხოვილი ხარ. მისგან თავი შორს დაიჭირე, თორემ მოგკლავ!
ამის თქმის შემდეგ წავიდა და საავადმყოფოს შესასვლელთან, ყველაფრის გარეშე, დამტოვა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ნამდვილად ზალიან საინტერესო ურთიერთობები აქვთ შენს პერსონაჟებს და ეს ის შემთხვევაა რო მ თიტოეულ დეტალი მაინტერესებს თუ რა მოხდება.
წარმატებები და გელ მოUტბენლად!!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent