ყველას წინააღმდეგ (თავი 13)
საზიზღამა სუნმა მომიყვანა გონს, ცხვირი უსიამოვნოდ შევიჭმუხნე, ღმერთო ჩემო ასე რა ყარდა? იმდენად მტკიოდა ყველაფერი და გაბრუებული ვიყავი სხეულის ვერცერთ ნაწილს ვგრძნობდი. ბოლოსდაბოლოს თვალი გავახილე და პირველი რაც დავინახე სითეთრე იყო. ჯანდაბა, საავადმყოფოში ვარ, ბოლოს მომხდარი მოვლენები აღმიდგა და თვალბი დავხუჭე ვაიმე ლუკა, როგორ ინერვიულებდა, ნეტა დათო თუ გადარჩა? ხელის აწევა მოვინდომე თუმცა იმდენი რაღაც მქონდა შეკვეხებული მარტო წამოკვნესება გამომივიდა, ჩემს ხმაზე ფანჯარასთან მდგარი საკმაოდ სიმპათიური ქალი შემობრუნდა და თვალები გაუბრწყინდა: -როგორც იქნა საყვარელო, როგორ გვანერვიულე_ვერ ვიცანი, თუმცა თვალები მეცნო, ლუკასნაირი მწვანე ქონდა. -ლუკა? -აქაა, ვერაფრით ვაიძულე სახლში წასვლა_იქვე გაიშვირა ხელი და თავი გადავაბრუნე რომ დამენახა და ცრემლები წამომივიდა. დედაჩემის ბეჭზე თავი მიედო და ორივეს ასე ეძინა. -თქვენ? -მე ლუკას დედა ვარ ძვირფასო, ვწუხვარ ასე რომ გვიწევს ერთმანეთის გაცნობა, მაგრამ უბედნიერესი ვარ რომ გადავრჩით თორემ ორ შვილს ვკარგავდი_ ცრემლიანმა გადამისვა თავზე ხელი და ლუკასკენ წავიდა -დე გაიღვიძე -რაიყო დედა მილიცია მეძახის თუ ექიმი?_თვალები მოიფშვნიტა და მუხლებს დაეყრდნო, ასე უცებ როგორ დასუსტდა? -ლიკა შვილო -რა ლიკა დე, _ისევ გაბრუებული იყო რომ გამომხედა და თვალები გაუფარდოვდა გაღიმებული რომ დამინახა -გაიღვიძე? როგორც იქნა_შეყვირა გახარებულმა, მაგრამ გაბრაზებულმა დაამატა_მეგონა გონზე მოსულს ვეღარ წაგეჩხუბებოდი. ტუჩები მოვკუმე -ჰმ მეგონა ჩახუტებას და მოფერებას მივიღებდი, შენ კიდე მეჩხუბები_დედა გახარებული წამოხტა ჩამეხუტა თუმცა მალევე დაგვტოვეს მარტო მამაშენს დავუძახებო. -მოფერებას? ლიკა დამცინი? წარმოგიდგენია მაინც რა დღეები გადავიტანე? როგორ შემეშინდა? სად მეძებნე ისიც კი არ ვიცოდი, შენ კიდე ამდენი ხნის ნერვიულების მერე მოფერებას მთხოვ, მოფერებას კიარა ერთი სული მაქ როდის წამოდგები რომ გცემო და ისევ აქ დაგაბრუნო._გაბრაზებულმა ჩამოისვა ხელები სახეზე და ჩამომიჯდა. ახლა დავაკვირდი, მოზრდილი წვერი, გაბურძგნული თმა, დაღლილი, ღამენათევი თვალები, ასეთი ლუკა არასდროს მენახა: -ლუკა რამდენი დღეა მძინავს? -10 ლიკა, მთელი ათი დღე, როცა არ ვიცოდით გაიღვიძებდი თუ არა.ახლა გესმის?_ცრემლებით ამევსო თვალები, ღმერთო ჩემო როგორ ინერვიულებდა, როლები რომ გაგვეცვალა და ჩემი თავი მის ადგილზე დამეყენბინა ალბათ გავაფრენდი. ცრემლები წამომივიდა და სახეზე მოვეფერე, როგორც იქნა გამიღიმა და ჩემი ხელი ლოყაზე მიიკრა. -მაპატიე, წარმოდგენა არ მქონდა ასე თუ მოხდებოდა. -ვიცი ლიკა ვიცი, უბრალოდ იმდენად მიყვარხარ წარმოდგენაც არ მქონდა უშენოდ როგორ მეცხოვრა, ამას არასდროს გაპატიებდი. ბოლოსდაბოლოს რა უნდოდა ამჯერად? რატომ არ განებებს თავს? -ვაიმე დათო სულარ გამხსენებია, როგორაა გადარჩა? -ჰმ, დათო იკითხე ხო, არაფერი უჭირს, მხოლოდ ხელი აქვს მოტეხილი. -მოიცა და აბა მე რა მჭირს? -ლიკა რა არ გჭირს, ხელი მოტეხილი, ფეხი ნაღრძობი, ტვინის შერყევა, ამასთან ორი ნეკნი ჩამტვრეული, რამაც შინაგანი სისხლდენა გამოიწვია და ერთი კვირა კომაში იყავი, ამას დამატებული 3 ოპერაცია._ძლივს ამოილაპარაკა და ფანჯარაში გაიხედა ცრემლები რომ დაემალა. -რამე დამრჩა მთელი?_გაეღიმა და ნელა მომიახლოვდა -ტუჩები_და ზედ დამაცხრა, ეტყობოდა მონატრება ისე მკოცნიდა, თუმცა ვინ აცალა. 2წამში გოგოები შემოცვივდნენ კივილით, ასეთი სცენის დანახვისას სულაც არ უგრძვნიათ უხერხულობა მაინც ისე ჩამეკვრნენ. -რადგან თქვენ მოხვედით დაგაცლით ჭორაობას, მე პოლიციაში წავალ ამბავს გავიგებ და სახლშიც გავივლი გადავივლებ თორემ ექიმი აღარ შემომიშვებს _სიცილით გამომიგზავნა ჰაეროვანი კოცნა და გავიდა. -ლიკა წარმოდგენა არ გაქვს რა დღეში იყო, აქ ცხოვრობდა, დედამისმა ნახევარი საათითაც ვერ წაიყვანა სახლში, რომ გაიღვიძოს და სახლში ვიყო ამ დროს თავს როგორ ვაპატიოო, მართლა ძალიან უყვარხარ_ორივე ისე მეხუტებოდნენ მაგრამ რატომღაც ანუკი ჩუმად იყო, ხმაც არ ამოუღია. 10 წუთში კარი გაიღო და ჩემ გაოცებას საზღვარი არ ქონდა დათო რომ გამოჩნდა, გოგოები ჩუმად გავიდნენ და მარტო დაგვტოვეს. -ლიკა როგორ ხარ? -ახლა არამიშავს, შენ? -მეც კარგად, მაპატიე ამ დღეში ჩემ გამო ჩავარდი, ვიღაცას ჩემზე შურისძიება უნდოდა და შემთხვევით შენც აღმოჩნდი ამ ამბავში. მაპატიე კარგი? -შენი ბრალი არაა დათო, იმედია მალე გაირკვევა ვინაა -მეც მაგის იმედი მაქვს, ახლა კი მინდა მოკლედ გითხრა რისი თქმაც მინდოდა, ლუკას უკვე ვესაუბრე. მოკლედ მადლობა უნდა გითხრა, შენ გამომაფხიზლე და დამანახე სიყვარული როგორი უნდა იყოს, ამიტომაც შემიყვარდი, მაგრამ როცა გავიგე, რომ შენ და ლუკა დაინიშნეთ, სიმართლე გითხრა საერთოდ არ გამჩენია იმისი სურვილი დამეშორებინეთ, უბრალოდ შემშურდა, იმიტომ რომ მეც მინდა მქონდეს ისეთი რამ რაც თქვენ იპოვეთ.მეც მინდა ნამდვილი სიყვარული გამოვცადო და მგონია რომ ვიპოვე კიდეც_გამიღიმა მაგრამ ლაპარაკი ვერ დაასრულა ექიმი შემოვდა და ისევ დამამშვიდებელი გამიკეთა. ერთ კვირაში სახლში გამომწერეს, მთელი თვე ადგომის უფლება არ მქონდა, რაც სწავლაში უკან მხევდა, მაგრამ არ ვნებდებოდი და სახლში ჩემთვის ვმეცადინეობდი, გოგოებიც მეხმარებოდნენ, ლუკა კი საერთოდ არ მშორდებოდა და ერთად ვმეცადინეობდით, მხოლოდ კომპანიაში თუ გაიქცეოდა მამამისთან. ისე მოხდა რომ მამამისს რაღაც დაჭირდა, კომპანიის ნახევარი ისე გადაუფორმა შვილს ლუკამ არიცოდა, ახლა კი კომპანიონებმა მისი ჩართვაც მოთხოვეს და ხმას არ იღებდა ოღონდ ლუკა გვერდით დადგომოდა. ერთხელ ლუკა შავ კლასიკურ-სპორტულ შარვალ კოსტუმში რომ გამომეცხადა და ძლივს ვიცანი, მაშინ მივხვდი როგორ სერიოზულად იყო საქმე. პირველი რაც გააკეთა, ჩვენი ბუნაგის მთლიანი კორპუსი შეისყიდა, გაარემონტეს და თავიდან გაყიდეს, მისი წყალობით მათი კომპანია სამშენებლო დარგშიც გავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.