შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

(არა)ნორმალურად (არა)ჩვეულებრივი I


20-12-2017, 16:19
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 806

ეჭვიანობა- ეს მატყუარა გრძნობაა. შენ არ ეჭვიანობ, შენ გეშინია დაკარგვის. მაგრამ ნუ გეშინია, ეს უაზრობაა. იმიტომ, რომ თუ არ არის საბაბი, მაშინ ეჭვიანობას აზრი არ აქვს, და თუ საბაბი გაქვს, მაშინ უკვე გვიანია იეჭვიანო…
სხვა, რომ არაფერი, ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს ის "ძალიან მაგარი მომენტი", რომელიც იმ ადამიანის ნამდვილ სახეს დაგანახებს, რომლის ერთადერთი ნაკლი შენს წარმოდგენაში მხოლოდ ის იყო, რომ "ფრთები აკლდა“...
საქმროსთან და შორების შემდეგ ხშირად ვატარებდი დროს კლუბებში,ვცდილობდი ცარიელი ადგილი გართობით შემევსო.უნდა ვაღიარო ეს დიდად ეფექტური არ იყო,მაგრამ გარეგნულად ეს ასე სჩანდა და არ მაწუხებდნენ ზედმეტი კითხვებით „თავს როგორ გრძნობ?“ „დაივიწყე? „ ან იმედის მომცემი „ყველაფერი კარგად იქნება“ „ესეც გაივლის“ და კიდევ ათასი ბლა ბლა ბლააა.
ერთ-ერთ საღამოს კლუბში დასალევად გავედი,ტრადიციულად რამოდენიმე ჭიქა მარტინი ბევრი ძეთის ხილით მივირთვი და სახლში წასვლა დავაპირე. მანქანის გასაღები ძლივს ვიპოვნე ჩანთაში და უამრავ ბილწ სიტყვას ვბუტბუტებდი.
- ნასვამი აპირებ საჭესთან დაჯდე?-მომესმა ზურგს უკნიდან ხრინწიანი ხმა..
-მეგობარო შენს საქმეს მიხედე.-ვუთხარი და მისკენ შევტრიალდი რომ დამენახა რომელი თვხედი ბედავდა შენიშვნა მოეცა.
ზურგს უკან მაღალი ტიპი დამხვდა,სპორტული აღნაგობით.არც მთლად სპორტულ და არც გადაპრანჭულ სტილში,უშუალო,უზადო აი ჩემი ტიპის.შავი თმებით,თვალის ფერი ნამდვილად ვერ გავარჩიე.. მაშინვე ტუჩზე ვიკბინე და გამეღიმა.
-თუ ნებას მომცემ მე წაგიყვან..-მოულოდნელი შემოთავაზება იყო,ნამდვილად დავიბენი არ ვიცოდი რა მეპასუხა.
-შენ რა მანიაკი ხარ?-სიცილით ვნითხე.
-შეიძლება ასეც ითქვას.
-მადლობა.. არ მინდა.-ცინიკურად გავუღიმე და მანქანაში ჩვჯექი.
სიმპათიური იყო,მაგრამ თავხედი.. ასეთი ჩემი თავიც მეყოფოდა, სწორედ ამიტომ ვუთხარი უარი.ჩაფიქრებული და ნასვამი ვმართავდი მანქანას,არ ვიცი რამდენი დარღვევა მქონდა მაგრამ პატრულმა გადაყენების ბრძანება მომცა. „ჩესტი“ ამიღო და საბუთები მომთხოვა..
-თუ შეიძლება ჩაბერეთ..-მომაწოდა პატრულის თანამშრომელმა გივიმ რაღაც აპარატი.
-არ შეიძლება..-გამათამამა მარტინის გრადუსმა.
-მაშინ ჩვენთან ერთად უნდა წამობრძანდეთ განყოფილებაში.-ბატონი გივი უხასიატო ტიპი იყო
სარკეში დავინახე უკან მუქმინებიანი „ქამრი“ გაჩერდა და ფარები ჩააქრო.რამოდენიმე წამის შემდეგ კი ნაცნობი ხრინწიანი ხმა მომესმა..
-მე მივხედავ.. შეგიძლიათ წახვიდეთ..-შემდეგ მეორე თანამშრომელს გახედა და გასაღები ჰაეროვნად ესროლა.-ჩემს სახლთან დააყენე.-გასცა ბრძანება
-ჰეი რას აკეთებ?-გავაპროტესტე,როცა კარები გამიღო და ჩამოსვლა მომთხოვა
-კარგი თუ არ გინდა დავუძახებ და განყოფილებაში წაგიყვანენ.-მშვიდი ხმით მითხრა და მანქანისკენ შებრუნდა თითქოს მართლა აპირებდა დაძახებას.
-კარგი, კარგი გნებდები.-მხოლოდ ამის შემდეგ გავაცნობიერე რა ვთქვი როცა მან ხმამაღლა გაიცინა.
-კარგი არაუშავს ვიცი ეგ არ გიგულისხმია..-სცადა დავემშვიდებინე როცა ჩემი შეწითლებული და ალეწილი ახე დაინახა
მანქანას ნელა და დაკვირვებულად მართავდა,სასიამოვნო მუსიკა და გამათბობელმა +სასმელმა ჩემზე ძლიან იმოქმედა და თითქმის ჩამეძინა... სადღაც შორიდან მისი ხმა მომესმა „სად წაგიყვანო?“ მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და თავს უფლება მივეცი დამძინებოდა.
როგორც ჩანს სიმპათიურმა მამაკაცამა თავის სახლში წამიყვანა,მაგრამ დიდად სტუმართმოყვარე არ აღმოჩნდა და დივანზე მომიწია ძილის გაგრძელება.. დილით კი წვენსაწურის განწირულმა ხმამ გამაღვიძა.
-მაპატიე არ მინდოდა..-თქვა მან როცა თვალები გავახილე,მაგრამ აშკარად კმაყოფილი ჩანდა რომ გამეღიძა.
-მე რა დივანზე მეძინა?
-ამისთვისაც ბოდიში.. მაგრამ, ჩემთვის არც იმდენად მნიშვნელოვანი ხარ,რომ ჩემი საწოლი დამეთმო თანაც არ მიყვარს ნასვამი ქალები.-საკმაოდ უტაქტოდ ჟღერდა.
-რა საშინელი ადამიანი ხარ..-ვუთხარი და ავდექი დივნიდან.. ტანზე შემოწებილი ტყავის კაბა შევისწორე და იქვე უგულოდ მიყრილი ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩვიცვი.
-რას შეჭამ ბედის ირონიავ..
-ეგრე ჩემთვის არავის მოუმართავს.-ავღშფოთდი
-ალბათ მთვრალი არავის უნახიხარ.-დამცინა მან ისევ.
-არაფერს არ შევჭამ.. გასაღები მომეცი უნდა წავიდე..
-ჯერ დაიცადე.. ერთად წავიდეთ..-შემომთავაზა მან
-შენ რა ჩემი შეყვარებული ხარ თუ ერთად რატომ უნდა წავიდეთ.
-ღმერთმა დამიფაროს შენნაირი შეყვარებულისაგან.-თავი დამცირებულად ვიგრძენი.
-ჩემნაირს ტყუილად ნუ დაუწყებ ძებნას მანც ვერ იპოვნი..-თავდაჯერებულად გავუსვი ხაზი ჩემს ვიზუალს,მაგრამ ხასიათიც არანაკლებად მშვენიერი მქონდა.
-ეჭვიც არ მეპარება..-ისევ დამცინა მან
ძალიან გავბრაზდი და ჩანთას წავავლე ხელი,იქვე ჩემი გასაღებიც დავინახე და წამოვედი.. ცხოვრებაში არ შევხვედრილვარ ასეთ თავხედ პიროვნებას.. მაგრამ არც ასე დამმართნია,რომ უცხო მამაკაცის ასახლში გამღვიძებოდა,მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ იყო... თვითონ გამოთქვა სურვილი ჩემი წაყვანის..
-სად ბრძანდებოდი მთალი ღამით?-კარებში შემომხვდა მაკა(დედაჩემი),რომელიც სიბრაზისაგან ანათებდა.
-მაკა შემეშვი.
-ჯერ ერთი მე დედაშენი ვარ და სახელს ნუ მეძახი და მერე მეორეც სასტუმროში არ ცხოვრობ როცა გინდა მოხვიდე როცა გინდა წახვიდე.-უკვე სუნთქვას მიკრავდა ეს ქალი მისი წიკებით.ოთახში შევედი,მაგრამ მაკაც გამომეკიდა.-ვის ველაპარაკები?
-რა გინდა მაკა?
-სად იყავი?
-ერთ ძალიან სიმპათიურ კაცთან.-გავუღიმე და საწოლზე დავწექი.
-უსირცხვილო ხარ,რას ბოდავ თუ ხვდები... მამაშენი გიჟს გავდა...
-მაკა მაგრად თქვენ რა გინდათ და რაზე ღელავთ.
-ღმერთო ჩემო ჩემი ოცდაერთი წლის გოგო რას მეუბნება... -ჭერს ახედა და თითქოს ღმერთს ებუტბუტებოდა..-სად დავუშვი შეცდომა ღმერთო..
-რომ გამაჩინე აი იქ..-გამეცინა და სააბაზანოში შევედი,რადგან სხვაგვარად მაკას ვერ მოვიშორებდი.
დივანზე წოლისგან თირკმელები მტკიოდა,კისერიც დაჭიმული მქონდა ამიტომ ჩემს რბლ და კომფორტულ საწოლში კარგად გამოვიძინე.რომ გავიღვიძე უკვე საღამო იყო,მაგრამ რატომმღაც არ მშიოდა.. დეპრესიული პერიოდი მქონდა და მადა საერთოდ გამიქრა.. ისედაც სუსტი ვიყავი,მაგრამ ახლა ანორექსიის ზღვარზე ვიყავი.. ნუ არც მთლად ეგრე,მაგრამ ექიმები მაშნებდნენ თავიანთი ჭკუით.. ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში გავედი სადაც უკვე მამა და დედა რაღაცაზე ჩურჩულებდნენ..
-გაიღვიძე შვილო?-მამა ცდილობდა სიბრაზე მოეთოკა,ყოველთვის მშვიდად მელაპარაკებოდა
-კი მა გავიღვიძე,ყავა გინდა გაგიმზადო?-შევთავაზე და ჩემთვის მზადებას შევუდექი.
-არა!-წამის პაუზის შემდეგ განაგრძო..-მაკამ მითხრა რომ ღამე ვიღაც კაცთან გაგითევია...
-აუ მამა გთხოვ არ დაიწყო..
-რა არ დავიწყო მარიამ?
-იმაზე ხო არ გქონდათ პრეტენზია ზურასთან ერთად რომ გავდიოდი და კვირეები არ მოვდიოდი სახლში?-უკვე ძალიან გავღიზიანდი და ყავის მზადებასაც დავანებე თავი.
-ის სხვა სიტუაცია იყო..
-რა სიტუაცია იყო?-ცინიკურად ვკითხე.
-ზურა შენი საქმრო იყო!-უკვე მანაც ყვირილით მიპასუხა.
-საქმრო იყო და არა ქმარი,რომ არ მკითხულობდით და არ ინტერესდებოდით სად ვიყავი და რას ვაკეთებდი....მაგრამ ვიცი ამას რატომაც აკეთებდით,მისმა ფულმა დაგაბრმავათ ორივე ცოლ-ქმარი და არ გინდოდათ დაგეფრთხოთ ამდენი ზარებით და დაშლებით..-სიმრაზისგან ანთებულმა ლევანმა(მამაჩემმა) ერთი გვარიანი სილა მითავაზა სახეში.
ძალიან გავბრაზდი,რადგან სიმართლე მათტვის მწარე აღმოჩნდა და ისედაც განადგურებულს სილაც მითავაზეს ლაზათიანად სახეში.ამის მეტი აღარაფერი მითქვამს.. თავი ხელში ავიყვანე ცრემლები მოვიწმინე და ოთახშ გავიქეცი.
ნამდვილად არ ვაპირებდი ოთახში ჯდომას და ტირილს.. ისევ გამოვეწყვე და კლუბშ წასვლა დავაპირე,რა თქმა უნდა ჩემები ხელს ვერ შემიშლიდნენ..
-სად მიეთრევი?-დედაჩემის ხმა უფრო ნერვებს მიშლიდა
-მარიამ თუ ახლა წახვალ..-მამაჩემი სამზარეულოდან გამოვიდა და მუქარის ტონით მომართა..
-ახლა თუ წავალ რა მამა?აღარ დავბრუნდე?
-აღარ მობრუნდე...
გამეღიმა,რადგან მშობლებს ჩემში ყოველთვის ეჭვი ეპარებოდათ,რადგან კლუბში გავდიოდი მათთვის შემარცხვენელი შვილი ვიყავი და მეტიც ზურაზე რომ უარი ვთქვი იმ დიდი ღალატის შემდეგ ამაშიც მე მადანაშაულებდნენ.. ამიტომ ამოვიდნენ ყელში ორივე..
ისევ იმ კლუბში წავედი სადაც გუშინ,რადგან აქ არავინ მიცნობს და არავინ მჭამს ზედმეტი კითხვებით.
-მარტინი... არაყით და ბევრი ზეთის ხილით..-ბარმენმა შეკვეთა მიიღო.
-ისევ შენ?-ნაცმობი ხმა მომესმა.. გვერდით მივიხედე და ჩემი ხრინწიანი მეგობარი შემრჩა ხელში.
-კი ისევ მე..-ხასიათზე არ ვიყავი თორემ კარგად „გამოვეკიდებოდი“ ამ თავხედს.
-რა გჭირს?-ცნობისმოყვარე სახით მიყურებდა.
-ძალიან გთხოვ.. ნუ მელაპარაკები.-თავს კონტროლი ვეღარ გავუწიე და თვალებზე ხელი ავფარე..
-ტირი?-ხელები ძალით ჩამომაწევინა.
-არა ვიცინი..-ლამის ვუყვირე..-თავი დამანებე თქო
-მოდი უბრალოდ დავლიოთ.-ჩემს მარტინს თავისი ვისკი მიარტყა ერიანად გადაკრა.
არც მე და არც ის არ ვსაუბრობდით მხოლოდ ვსვამდით.. უკვე სათვალავი მქონდა არეულიმერამდენე ჭიქას ვსვამდით..
-ახლა მითხარი.. რა გჭირს?-მკითხა ამ სიმპათიურმა.არ ვიცი მართლა სიმპათიური იყო თუ ნასვამზე მეჩვენებოდა.
-სახლიდან წამოვედი.-სიცილით ვუპასუხე..
-მართლა?-გაკვირვებული მზერით რაღაცას ეძებდა.-შენი ბარგი სად არის?
-არ წამომიღია..-ისევ ვიცინოდი
-სად აპირებ წასვლას.. ვინმესთან თუ სასტუმროში..
-არ ვიცი.. არავინ მყავს.-ისევ ისტერიკულად ვიცინოდი და მასაც გაეცინა.-სასტუმროებში კი არ შემიშვებენ.
-რატომ?
-ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელის შვილის ყოფილი საცოლე ვარ ამიტომ ჰო იცი მაგათი შიდა მაფია თუ რაც ქვია.. -კაცი ჩფიქრებული მიყურებდა.
-გინდა ჩემთან წამოდი.. როდემდეც გინდა დარჩი.. მე მაინც არ ვარ ხშრად სახლში..-ამ შემოთავაზებაზე „პირი ღია დამრჩა“
-ღადაობ?
-არა მართლა.-მიპასუხა მან.შემდეგ ფეხზე ადგომაში მომეხმარა.-წამოდი ჯერ შენი ბარგი წამოვიღოთ.
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამოვშტერდი.რომელი საღად მოაზროვნე შესთავაზებს უცნობ მთვრალ გოგონას ასეთ რამეს?მაგრამ რომელი ნორმალური გოგონა დათანხმდებოდა მსგავს შემოთააზებას? ამ კითხვებზე პასუხი არ მქონდა,მაგრამ არც ღამის გასათევი ადგილი მქონდა... სწორედ ამიტომ დავთანხმდი და ჩემთან წავედით ბარგის წამოსაღებად.კარები მამამ გააღო და გაკვირვებული გვიყურებდა.
-მამიკოოო..
-შვილო რა დღეში ხარ.. ან ეს კაცი ვინაა.
-მაპატიეთ არ წარგიდგინეთ თავი..-მამაკაცმა ხელი გაუწოდა მამაჩემს.-მე ანდრეი სოფრომაძე ვარ.-მე მისი სახელიც არ ვიცოდი და გაკვირვებულმა შევხედე,მან რაღაც წოდება თქვა სახელის მერე.. კარგად ვერ გავიგონე მგონი მაიორიო.
-კი მაგრამ რა მოხდა რომ სახლში თქვენ მოაცილეთ?- განცვიფრებული სახე ჰქონდა ლევანს
-მამა რას ამბობ.. ანდრეიმ და მე ხელი მოვაწერეთ .. გაიცანით თქვენი სიძე.-ვიცრუე უყოყმანოდ და სახლში შევედი.. ვიგრძენი ანდრეის მზერა,რომელიც გაკვირვებული ჩანდა ჩემი ტყუილით,მაგრამ თამაშში ამყვა.
-დიახ.. სხვაგვარად მინდოდა თქვენი გაცნობა,მაგრამ არ გამოვიდა.-თითქოს თავის გამოყვანას ცდილობდა.
არ ვიცი როგორ და რანაირად მოახერხა ჩემი მშობლების გულის მოგება მაგრამ დედაჩემი აღტაცებული შემოვიდა ოთახში,როცა ბარგს ვალაგებდი.მას არაფერი უთქვამს მაგრამ ნამდვილად ბედნიერი იყო.
-იქნებ დღეს დარჩენილიყავით?-შემოგვთავაზა მამამ.
-მამა ამ ღამით მივემგზავრებით პარიზში თაფლობის თვეს იქ გავატარებთ.-ისევ ვიცრუე და ანდრეის თვაებს წავაწყდი,რომელიც დიდად გაკვირვებული ჩანდა ჩემი ამგვარი ტყუილებით.

მშობლებს დავემშვიდობეთ და მანქანაშ ჩავჯექით..მას არაფერი უკითხავს,მაგრამ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.. მე ისევ ჩამეძინა..
დილით საწოლში გავიღვიძე და გამეღიმა,რადგან მისი სიტყვები გამახსენდა,როცა ავღშფოთდი წინა დილით.ტანსაცმელი გავიძვრე და აბაზანაში შევედი... მალევე გამოვედი და სველი თმა მაღლა ავიკარი,ხალათიი მოვიცი და ოთახიდან გავედი..
-რას შეჭამ?-მკითხა ანდრეიმ სამზარეულოდან..
-რა გაქვს?
-ამ წუთას ომლეტი გავაკეთე
-ძალიან კარგი..
პატარა ნაჭერო ჩამოვჭერი და თეფშზე დავიდე,ანდრეი ისევ გაკვირვებული მიყურებდა,მაგრამ არც ამჯერად ამბობდა რამეს,ყავა გავიმზადე და მაგიდასთნ დავჯექი.
-ამდენი ტყუილები საიდან?-მკითხა საუზმობისას.
-სხვაგვარად თავს არ დამანებებდნენ,ვწუხვარ რომ ასეთ რამეში ჩაგითრიე.-თავი გავიმართლე.
-არაუშავს.
-შენ რატომ შემომთავაზე შენთან გადმოსვლა?-ჩემს კითხვაზე შეცბა,თითქოს არ მოელოდა
-აბა ქუჩაში დამეტოვებინე?
მთელი დღეები სახლში ვიყავი კლუბშიც კი აღარ გავსულვარ,არ ვიცი ალბათ მერიდებოდა მისი და ნასვამი რომ არ მოვსულიყავი მაგიტომაც ვრჩებოდი სახლში.ანდრეი სახლში ზოგჯერ გამთენიისას მოდიოდა ან საერთოდ იკარგებოდა ხოლმე,მე მხოლოდ ბარათებს მიტოვებდა.. მნიშვნელოვანი წარწერით „საჭმელი მაცივარშია“ „ ჭამა არ დაგავიწყდეს“ და კიდევ მსგავსი შინაარსის უამრავი ბარათი დამიგროვდა.
დაახლოებით ერთი თვე ასე გრძელდებოდა..
ერთ დღესაც კარებზე ზარი გაისმა.



პ.ს იმედია მოგეწონებათ, გსურთ ისტორიის გაგრძელება ?



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

რავი კარგად დაიწყო იმედია არ აურევ და არ გააბანალურებ ....ჯერ კერობით მომწონს

 


№2 სტუმარი სტუმარი თამო

მომეწონა.. კარგად დაიწყე ❤ ესე გააგრძელე ❤ წარმატებები ❤

 


№3 სტუმარი Vikacirekidze

Au gaagrdzele raa kaia

 


№4 სტუმარი ნინაი

კი გააგრძელეეე ^^^ და ეცადე მალე დადო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent