შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბალთაზარი


20-12-2017, 19:20
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 236

შესავალი


ძლიერ ვწუხვარ, ჩემო ტკბილო და მურაბა მკითხველო, რომ ამდენი ხანი გალოდინეთ მას მერე, რაც ასე გულანთებული მოჰყვებოდით ჩვენი ცხოვრების გზას. არ ვიცი, რას გრძნობს ადამიანი, როცა პატარა, საცალფეხო ბილიკს მიუყვება, არ იცის, სად მიიყვანს ეს პატარა, სიმწვანეშერეული, სურნელოვანი ბილიკი, მაგრამ დანდობილად, ფარული იმედით აკიაფებული თვალებით განაგრძობს გზას.
თითქოსდა გვჯერა, იქ, სადღაც, ამ პატარა ბილიკის მიღმა, ვიპოვით ყველაფერს, რაც ასე გვჭირდება, ყველაფერს, რაც ასე გვაკლია, ასე გვენატრება, გვეოცნებება...
თითქოსდა ეს მწვანე, საცალფეხო ბილიკი მიდიოდეს იმ ზღაპარში, რომელში მოხვედრაზეც თითოეულ ჩვენგანს გვიოცნებია, თითოეულ ჩვენგანს მოგვნატრებია და თითოეულ ჩვენგანს გვიძებნია მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე.
გადის დრო.. მიდის ულმობლად, უანგარიშოდ, ისე სწრაფად რომ პატარა, მოფარფატე პეპლებს ვგავართ ამ უცნაურ პლანეტაზე, დღემოკლენი, მაგრამ ლამაზნი და უდარდელნი.. ხშირად მარტონი, სევდიანნი, ვაწყდებით აქეთ იქით, დავფარფატებთ, ვეძებთ დაკარგულ ცხოვრებას, მაგრამ მაინცდამაინც მაშინ, როცა მივაგნებთ მას, მოდის აღსასრული.. უხმოდ ვეცემით ყვავილების სურნელით გაჟღენთილ მიწაზე და თვალს ვხუჭავთ. ვხუჭავთ სამუდამოდ, ისე, რომ ვეღარასდროს შეისხას ფრთები ჩვენმა ოცნებამ, რომელსაც ოდესღაც სიყვარული ერქვა.
სასტიკია დედამიწა.. სასტიკია იმდენად, რამდენადაც არც კედლები აქვს, არც გისოსები, სადაც გინდა წახვალ, მაგრამ მაინც ციხეა ეული ადამიანებისათვის. მე არ ვიცი, ან იქნებ არ მსურს შეგაშინოთ, გითხრათ, ამაზე საშინელ წამებას თვით ჯოჯოხეთშიც კი ვერ მოგისჯიდნენ.. ან კი განა რითი განსხვავდება ჯოჯოხეთის მუდმივი ცეცხლი იმ სიყვარულის ცეცხლისაგან, მთელი ცხოვრება რომ გიფერფლავს ყველაფერ ადამიანურს?
კარგია, რომ ცინიკოსია სატანა, თორემ ვერასდროს გაბედავდა ამ კითხვაზე ასეთ თავხედურ პასუხს - მაშტაბებით, ბატონო ჩემო, მაშტაბებით.. განა რა გვიშლის ხელს, მუდმივ ცეცხლს სხვა გასართობებიც მივუმატოთ?! მაგალითად, რა სჯობს, იხრაკები ცეცხლზე, ცოცხლად, ცეცხლის ენები ედება შენს გულ-ღვიძლს, თვალები კი.. ოო, თვალები უყურებენ, როგორ კისკისებს შენი სატრფო ვიღაცის კოტიტა, ქონით გაბერილი თითების ყოველ შეხებაზე და მადიანად.. - მაგრამ კმარა, მისი მოსმენა, ძვირფასო მკითხველო, გული აგვერევა.. ან კი რა საამოა ისმინო როგორ ცვლიან ადამიანებს არარაობებში...
მე ხომ აკი მადლობას ვიხდიდი რათა ბოლომდე მოგვყევი იმ საცალფეხო ბილიკზე, სიცოცხლე რომ ჰქვია. სამწუხაროდ, ჩემო ტკბილო და მურაბა ადამიანებო, ბილიკი არსად მიდის. დიახ, ყველა გზას, იქნება ეს ასფალტიანი თუ პატარა, საცალფეხო ტყის ბილიკი, მხოლოდ ერთი რამ აქვს საერთო, დასასრული... დიახ, მიზეზი ჩვენი არგამოჩენისა და პაუზისა, სწორედ დასასრული გახლავთ. სიცოცხლესაც აქვს დასასრული, ისევე, როგორც ყველაფერს ამ დედამიწაზე..
სამწუხაროდ, ანგელოზი და ადამიანი ერთობისთვის არ არიან გაჩენილნი. მათი გზები მუდმივად იკვეთება, მაგრამ ორი სხვადასხვა სამყაროს შეერთება ისეთივე შეუძლებელი აღმოჩნდა, როგორც წყლისა და ცეცხლის.. იერუშალაიმიდან მომავალი ბილიკი, უბრალოდ დასრულდა..
ალბათ გქონიათ შეგრძნება, ყველაფრის მიუხედავად, როცა იცი, არაფერი არ არის რიგზე, გეშინია, რომ გათენდება და ყველაფერი გაქრება. იძინებ იმის შიშით, რომ მარტო გაიღვიძებ. და თუ ეს დაგმართნიათ, მიხვდებით, რა დამემართა, როცა ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი რომ დიდი ხანია, ის ჩემთან აღარ იყო.. ვერ გეტყვით სად ან როდის, თუნდაც როგორ წავიდა.. არაფერი მახსოვდა, მაგრამ ის აღარ იყო. ადამიანი, რომელიც მიყურებდა, უბრალოდ არასდროს მიცნობდა და წასვლა სურდა. დასვენება სურდა.. თავისუფლება სურდა..
ვგრძნობდი ნაცნობ სურნელს, ვხედავდი ნაცნობ თვალებს, ვერაფერი გამეგო, მაგრამ არ მიტირია. რატომღაც გავქვავდი. დავინახე საჭიროება, გავცლოდი მას, გავცლოდი რაც შეიძლება მალე, არ ვიცი რატომ, საშინლად მინდოდა, მის თვალებში არაკლილი ტანჯვა აღარ მენახა.. აღარ მენახა ეს სიცარიელე.. ავმოქმედდი. გავაკეთე ყველაფერი საჭირო.. ზუსტად, სწრაფად, შეუბრალებლად და უყოყმანოდ.. არაფერს მოვრიდებივარ, არ მეგონა, ვინმესთან რაიმეს თქმა ასე გულახდილად თუ შემეძლო, ვხედავდი როგორ ეტკინა სიმართლე, მაგრამ ბოდიში არ მომიხდია. ვიცოდი, ბოდიში ყველაფერს გააფუჭებდა.
- თუ გიყვარს, გაუშვი!
- უნდა გამიშვა!
- ტყუილია..
- ვერ შეძლებს..
- შვილო...
არ ვიცი, ვისი იყო ფრაზები. ყველაფერი აირია, მერე უცებ სამყარო დაიშალა და ისე, როგორც ძველად, ბავშვობაში, უკიდეგანო წყვდიადში ჩავეშვი.. გული მიფრთხიალებდა, ვგრძნობდი, როგორ ირყეოდა სამყარო, ვიღაცამ გულს ხელი მაგრად მოუჭირა და...
რაღაც თეთრის ფრიალმა მომახედა.. ექთანი იყო.. არც დავფიქრებულვარ, ტელეფონი ვითხოვე და აფორიაქებულმა მოვუხადე ბოდიში.. საოცრად მეშინოდა წავსულიყავი მარტო, წყვდიადში და რატომღაც ძალიან მინდოდა ეპატიებინა, თუმცა კი სწორი იყო და.. რაღა აზრი ჰქონდა..
როცა ოთახში ექიმი შემოვიდა, მოსალმების მაგიერ მკითხა:
ყველა კარგადაა, ვაჟკაც?! - დავიბენი. თურმე, მთელი საღამო ერთადერთ სიტყვას ვატრიალებდი პირში
- მნიშვნელოვანია..
ერთი თვე საწოლში გავატარე.. უცნაური შეგრძნება ის იყო რომ ყველა მეკითხებოდა ვიღაც უცნობ გოგონაზე, რომელსაც დავშორდი.. ვერაფერს ვიხსენებდი.. მიკრო ინფაქტი.. ესაა მდგომარეობა, როცა ყოველ წელს მეხსიერების ნაწილს სამუდამოდ ვკარგავ. არ ვიცი რა კრიტერიუმით ვარჩევ ამ ნაწილს, მაგრამ შემდეგ.. ახლაც ასე მოხდა.. არაფერი მახსოვდა, სანამ სახლში დაბრუნებული არ წავაწყდი ერთადერთს, რაც ჩემთვის დაიწერა და გავიხსენე..
ახლა, როცა მარტო ვარ, გადავწყვიტე სიკეთე სიკეთით გადავიხადო და დავუბრუნო მას ის, რაც მოვპარე.. ბედნიერება.. მინდა იცოდე, მკითხველო, ეს დასასრულია. ბოლო წიგნია იმ მოთხრობისა, რომელიც ასე შეიყვარე და მადლობელი ვარ ამის გამო. მე მინდა, კეთილი სურვილებით მივუძღვნა ის ადამიანს, რომელსაც არაფერი დანანებია, რათა თუნდაც მცირე ხნით გავებედნიერებინე. მინდა სიმბოლური იყოს ჩემი სურვილი, ამიტომ, ყოველ კვირა საღამოს, როგორც კი წვდიადის ზარები ჩამორეკენ, მე გაჩუქებ, მკითხველო არცთუ ბედნიერი დასასრულის ერთ ეპიზოდს და ვიმედოვნებ, ჩემი არსებობა ამ ამბის ბოლო მრავალწერტილთან დასრულდება.
ახლა კი, დროა პირობისამებრ დავასრულო ამბავი სიყვარულისა, რომელსაც ასრულება არ ეწერა. და თუ რატომ, თავად განსაჯეთ, აკი ყოველთვის შეეძლო ადამიანს ყოფილიყო ბრძენი სხვის ომში, მაგრამ ნუ გადავუხვევთ და დავიწყოთ.
მაშ ასე...

თავი პირველი
"ცოდვათა ქალაქი"


შემოდგომის ჯანღიანი საღამოა. შემცივნული დედამიწა ნისლის მანტიაში გახვეულა. ცის ნებიერ ქალღმერთს ფირუზ-ვარსკვლავებით გაწყობილი, მოიისფრო, ხავერდოვანი კაბა ჩაუცვამს. შავი ლაბადა, რომელიც თითქმის მთლიანად უფარავს ნატიფ სახეს, ახალი მთვარის ფორმის ფოსფორისფერი ქინძისთავით შეუკრავს და ღამეულ წყვდიადში, თითქოს ხელის ცეცებით, ნელა მიიწევს დანიშნულების ადგილისაკენ. ღაწვები ეფაკლება, მისი სუნთქვით გამთბარი ღრუბლები ეფინებიან ფეხქვეშ ფიანდაზად, საამო სიო ხანდისხან შეეთამაშება მისი ლაბადს კალთებს, ნორჩი ასული კრთება ყოველ შეხვედრაზე, იბუზება და თითქოს უხმოდ ეძახის ვისმე, მერე ღონეს იკრებს, მშვიდდება, აბობოქრებულ გულს უკან, საგულეში აბრუნებს და ტაატით განაგრძობს გზას..
გზა.. ო, როგორი საამოა სამზერად, ერთი მივიწყებული, მტვერში ამოგანგლული, გადაღლილი, ტკივილიანი ღიმილით მიძინებული პატარა, აღმოსავლური, უფრო ზუსტად კავკასიური ქალაქის ერთი უბრალო, ჩონჩხადქცეული კორპუსის ხისჩარჩოიან, ნახევრად მოყინულ, ადამიანის სუნთქვით უცაბედად შემთბარი ფანჯრიდან.. აკი უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ყველა თავისუფალი სულის მქონე, თავისი საუკუნისათვის შეუფერებლად კაცთმოყვარე, დიდი გონების ადამიანი უცქერდა თავის სახლის, ციხის, გალიის თუ სხვა სამყოფელის ფანჯრიდან ამ დიდებულ სურათს და ფიქრობდა უკვდავებაზე..
უკვდავება კი.. აკი ვერც ერთი მათგანი ვერ ჩარეცხა დრომ საუკუნეთა, ათასწლეულთა, ცივილიზაციათა ჭაობში.. დიახ, ვერ ჩარეცხა.. უკვდავება ხომ იმითაა გამორჩეული რომ მარადიულია და მაინც.. შევყურებ ფანჯრიდან ამ დიდებულ სურათს და არაფერი მახსენდება გარდა ჩემთვის ესოდენ საყვარელი ორი დიდი ადამიანის სიტყვები "უკვდავება.. ო, დიდებულო ღმერთებო, საწამლავი მომეცით, საწამლავი" და "საით, საით მიილტვით, უგუნურნო?!" ბულგაკოვი და ჰორაციუსი.. არადა რა ირონიაა ბედისა, ორივე დასცინოდა სიბრძნეს ამა სოფლისას, უკვდავებას და ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, ორივე მათგანი მიიღეს სასჯელად თუ საჩუქრად.. გამორჩევა მათვე მივანდოთ.
ლამაზია ღამეული ცა. თვალს იტაცებს, გონებას ნისლავს, თუმცა.. არ მეძინება.. არა და არა. არასდიდებით. ვერ ვიტყოდი ამპარტავანი ვარ მეთქი, თუმცა არც ერთ ლოყაში არ გაურტყამთ არასდროს დღევანდელ დღემდე, მაგრამ მკვდართა გამოსაფხიზლებელი შეძახილების საქილიკოდ ვერ გავიხდი თავს. მე არ მძინავს. დაე იცოდნენ. მოჰკლეს ილია და უნებურად აკაკის სიტყვები მახსენდება, წავშლი გადამდგარს და გამოგდებულს ჩავწერო, უკეთუ კარგი ყოფილიყო, სამსახურრში იქნებოდაო. თუმცა, თავო უგუნურო, ვის განიკითხავ, ისინი ხომ მკვდარნიც კი უფრო საჭირონი არიან ვიდრე შენ დღეს ცოცხალი.. ალბათ ყველა დიდი ადამიანის ცხოვრებაში დამდგარა მომენტი, როცა უნდა დაასრულო. ჯერ პატარა ვარ, თუმცა დასასრული მეც შეუმჩნევლად მომიახლოვდა, უფრო სწორად, საკმაოდ შესამჩნევად, დედაჩემმა, ფრთხილად შემახო მხარზე ხელი და ღიმილით მითხრა:
-დაწექი დეე, ძილის დროა.. - თუკი ოდესმე უკოცნია დედას თქვენთვის შუბლზე, მიხვდებით რომ ეს სრული კაპიტულაციაა. ვერაფერს გააკეთებ, გარდა უსიტყვო მორჩილებისა. დედას ძილი ნებისა ვუსურვე და ჩემი ოთახისკენ წავედი.. ჩემს ძმას უკვე ტკბილად ეძინა. შემეხარბა მისი უშფოთველი
ძილი, ერთი ავხედე საათს და და დავწექი. იქნებოდა ათი საათი..

*****

- საღამო მშვიდობისა, მილორდ - დიდი ხნის პაუზის შემდეგ, პირველად გავიგონე ნაცნობი ხმა. თვალები მფრთხალად გავახილე და ჰოი საოცრებავ, ისევ კუთვნილ, მშობლიურ ქვის სავარძელში ვიჯექი. საკუთარ ხელზე დაყრდნობილი ვთვლემდი.
უხმოდ მიღიმოდნენ შავი მარმარილოს თავისქალები.
ყველაფერი ძველი და ნაცნობი იყო. სავარძელი ისევ შავი იყო, ნაქანდაკი, ჩუქურთმიანი. საზურგე ადამიანთა ძვლებით ნაგები გვირგვინით ბოლოვდებოდა, საყრდენად ორი შავი ხელი იყო, რომლებიც თითებით თითქოსდა თავისქალებს კეფაზე ეფერებოდნენ. დარბაზში ყრუ კვნესის და ვიღაცის გამყინავი სიცილის ხმები ირეოდა. შავში გარდამავალი მეწამული ფერის მდიდრული მანტია მემოსა, ზედ ჩემივე გერბი იყო ამოტვიფრული. დიახ, არა ამოქარგული, არამედ ამოტვიფრული და სჯობს არ იკითხოთ რისგან. არ მინდა განწყობა გაგიფუჭო, მკითხველო, მერე რა ვუყოთ თუ მე ბედმა დამცინა და საღიმილოდ აღარ აქვთ საქმე ჩემს ბაგეებს, შენ ხომ არ გიღალატია, მაშ მომყევი, მინდა ჩემი დიდებული, თუმცა ძველმოდური სამეფო დაგათვალიერებინო.
ჩემს სეფე დარბაზში არაფერი შეცვლილიყო. დიდი, შავი, მართკუთხა, ეგვიპტელ ოსტატთა ნახელავი სვეტებიანი დარბაზის ცენტრში უზარმაზარი ბუხარი იწონებდა თავს, სადაც ცისფერი ცეცხლი ენთო. არ მოგესმა, ჩემო ერთგულო მკითხველო, ლეგენდარული ცისფერი ცეცხლი, ღვიძლი ძმა იმ ოლიმპიური ცეცხლისა, ვის გამოც კავკასიონზე მიაჯაჭვეს პრომეთე, გინა ამირანი. ოღონდაც, ეს ცეცხლი ადამიანთა სასიცოცხლო ძალით ანთია. დაეჭვდება კაცი, განა ადამიანი უკვდავიაო?!.. არა, ჩემო მეგობრებო.. ადამიანი, მოკვდავია.. ეგაა მხოლოდ, სასიცოცხლო ციკლი ადამიანური რასისა მუდმივია და უწყვეტი. ამიტომ, ცისფერი ცეცხლი არასდროს ქრება. დიახ, არსებობს სიკვდილი, მაგრამ განა სიკვდილს შეუძლია მოკლას სიყვარული?! ჰოო, სიყვარული.. არ მინდა ახლა ამ სიტყვის გაგონებაც კი.. ჩემს წინ პატარა ტაბლა დგას, რომელზეც სეფისკვერი, ნაკურთხი ღვინო, წანდილი, და სხვა მოსაკითხის წილი ალაგია.
- დიდი ხანია, აღარ გვწყალობს მბრძანებელი - განაგრძობდა ნაცნობი ხმა - რამ შეგაწუხათ, მიგატოვეს განა?! მარტო დაგტოვეს ამ უსასო მარადისობაში?! იქნებ შეურაცხგყოთ ვინმემ ანდა გაბედეს იმ მიწაზე თავდასხმა სადაც იმყოფებით?! ოო, ბრძანეთ, მილორდ, სიკვდილის სამეფო მიესალმება თავის მეუფეს, რა ეამება თქვენს აფორიაქებულ სულს?! - ავალდი. ვგრძნობდი, როგორ ფარავდა ჩემი ცივი, სუსხიანი აურა საბრძანებელს. ო, რამდენი რამ მინდოდა მეთქვა, რამდენი ადამიანის სისხლი მსურდა შემესვა დიდი ხნის ცარიელი თასით.. მე, რომელმაც ადამის ტომის კეთილდღეობისთვის დავთმე ჩემი უზენაესი მოვალეობაც კი და.. ეს დაწყევლილი სინანული მაინც არსად სჩანდა.. არაფერს ვნანობდი.. მეტიც, ახლა, როცა დავბრუნდი, ყველაფერს გავიღებდი იმისთვის რომ კიდევ ცოტა ხნით ვყოფილიყავი არავინ..
- მილორდ - წყვდიადში ნაცნობი სილუეტი გამოიკვეთა და საბოლოოდ ვიცანი. სებასტიანი იყო. ვხედავდი მის ცივ, უემოციო სახეს, ალისფერ, დემონურ თვალებს, უნაკლო, მოხრილ სილუეტს და სისხლის წყურვილი მიპყრობდა. პირველად, ცხოვრებაში ვიგრძენი უღვთო შიმშილი.. ო, ისე მსურდა მომეკლა..
- მოემზადე, სებასტიან, დღეს სანადიროდ გავალთ.. ამის თქმისთანავე წამოვდექი და გავუყევი ცისფერი ცეცხლით განათებულ ტალანს, იქით, არსენალისკენ.. ჩემი ლამაზი, პატარა ლაისტი.. ოო, როგორ თრთოდა მწვანე აურა მის ყოვლისმმუსვრელ პირზე..
- მომნატრებიხარ, ალტმერ - მივეფერე ჩემს ცოცხალ იარაღს - ლაისტ, სიკვდილისა და ქაოსის სახელით, დაე ჩამოეფაროს დედამიწას მეწამული თალხი, დაე ვერავინ, ვინც იხილავს შენს მწვანე თვალებს, ვეღარ იხილოს განთიადი, აღსდექ და მემსახურე სიკვდილის პირველო ქალღმერთო, ალლანონნ...
მწვანე მშვენიერებამ ააფორეჯა არსენალიც და მთელი სამეფოც. ლოტოსის მწვანე ყვავილებმა დაფარა მთელი დარბაზი და ჩემს წინ მუხლმოყრილი უმშვენიერესი ქალთმერთი გაჩნდა. უძირო მწვანე თვალებითა და უნაკლო სხეულით, რომელსაც ლოტოსის კაბა უფარავდა. თმებში წინარე ეგვიპტური და სხვა ცივილიზაციათა თილისმები ჰქონდა ჩაწნული. ხელებზე და კისერზე ფოსფორისფერი გველის სამაჯურები მოეხვია და ხელში, სამყაროსთვის აწ მივიწყებული სითეასის ლახტი და სამატუს დანა ეპყრა.
-გისმენთ და გემორჩილებით, ჩემო მეუფევ - გამიღიმა სატანურად - ვის სიცოცხლეს ინებებს მბრძანებელი ვახშმად?!..
-დღეს დავალება გვაქვს, ტკბილი და საამო. თავად უზენაესმა ისურვა რამდენიმე ათეული გვამის დასჯა. მოემზადე, შურინთუს პატარები გამოართვი და ჭიშკართან დამელოდე. იქ სინგური და სიგურე დაგხვდებიან და არ შემიშინო ჩემი პატარები. ხომ იცი, ვერ იტანს სინგური შურინთუს ნებიერებს.
-აღსრულებული იქნება, მბრძანებელო - გაიღიმა ჩემმა ნებიერამ - ვიცოდი, რომ არასდროს მიგვატოვებდი, შენ ხომ გვიშვილე, შვილებს კი არ ტოვებენ ბედის ანაბარად. როგორ არის შენი რჩეული მამიკო?! რამდენი პატარა გყავთ?! ხომ..
- ალტი.. - ჩავიჩურჩულე ისე, თავად შემრცხვა - ალლ, არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი.. მე.. მერე აგიხსნი ყველაფერს, რაღაც მოხდა, რაღაც..
უჩვეულოდ ავფორიაქდი. პატარამ შეატყო ჩემს ხმას სილბო და უფრო დახარა თავი
-მამიკო ცუდს არაფერს ჩაიდენდა. სიკვდილის მეუფე თავს არ იმართლებს, მბრძანებელო - მწვანე ალი ასდიოდა მის თვალებს- მიბრძანეთ, შევუდგე თქვენი დავალების შესრულებას, კართან დაგელოდებით..
გავიღიმე.. -კარგი. წადი, გრძელი ღამე გველის წინ.. - ლაისტი გამეცალა. მწუხარება გულში ჩავაბრუნე. უკვე ვიცი, რატომ დავბრუნდი ამდენი ხნის შემდეგ აქ. მხოლოდ მათ ესმოდათ ჩემი ყოველთვის.. ადამიანი კი.. მოკვდავია და უბედური...

ცოდვათა ქალაქი..

2017 წლის 11 მარტი
დღის პირველი საათი..

-ლაზი, ნახე, ახალი ზედა ვიყიდე, ხო მიხდება?! - მიღიმის ჩატში ჩემი ფერია და თან თავის სურათს მიგზავნის. სიახლე ვერაფერს მატებს მის მშვენიერებას, მხოლოდ ხაზს უსვამს იმ ფაქტს რომ ულამაზესია ამქვეყნად და ოცნებებში ვიძირები ჩემდაუნებურად.
- რას აკეთებ?!- მისი მესიჯივე მაფხიზლებს და მეღიმება - არაფერს სულო, ისე, ვფიქრობდი..
- ოო, რა დროს ფიქრია რაა, მომიყევი რამე, ამ ბოლო დროს აღარაფერს მიყვები - მებუტება
- ფერია, რაღა მოგიყვე იმაზე დიდებული, რაც ნახე? - ვუღიმი მეც.
- მე მინდა რომ რამე მომიყვე - არ თმობს პოზიციას
- მმ, კარგი ხოო - ვნებდები - შენთვის ცოდვათა ქალაქზე მომიყოლია ოდისმე?
- არ მახსოვს, რომელი ქალაქია? - უკვე ცდილობს მოყოლა დამაწყებინოს, ოჰ, ჩემო, რა ბედნიერი ვარ რომ მყავხარ, ნეტა კი ჩვენი ბედნიერება არავის შეშურდებოდეს და სულ ერთად ვიყოთ..
- ლაზიი, მითხარი, სად წახვედი? - ბუზღუნებს უკვე და თან ლოყები ებერება.
- კარგი, ჩემო სიცოცხლე, ახლავე მოგიყვები. დაკავებული ხომ არ ხარ? - ხავსს ვებღაუჭები მე
- არა, დაიწყე - მიცინის იქიდან. ვხედავ, როგორ უბრწყინავს გამარჯვებისგან თვალები და ერთი სული აქვს მოისმინოს კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ჩემი წარსულიდან..
ოდესღაც, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანს ღმერთთან საუბარი ნებისმიერ დროს შეეძლო, ახლანდელი ის ტერიტორიაზე დაუღამდა სამ მგზავრს. უმთვარო, ცივი ღამე იყო და რომ არ გათოშილიყვნენ, დიდი კოცონი გააჩაღეს და ვახშმის სამზადისს შეუდგნენ. ღამის გასათევად იდეალური ადგილი კი შეერჩიათ. ბანაკის მახლობლად, ანკარა წყარო მოჩუხჩუხებდა, რაც მართლა ღვთის წყალობასავით იყო იმ უდაბურ ადგილას, წყაროს მახლობლად ორი სამი პალმა და ორიოდ ფინიკი გაზრდილიყო და ერთგვარ მწვანე სახლს ქმნიდა ზედ დაკიდული და ერთმანეთში ჩახვეული ხვიარა მცენარეებითურთ. აქ შეფარებულ ადამიანს წვიმა არ შეაწუხებდა და ვერც უცხო თვალი მიაგნებდა ადვილად, რაც მთავარია, დაცულნი იყვნენ აბეზარი მწერებისგან ლიანეას წყალობით, რომელიც ამ მწვანე სახლის ნაწილი იყო და დამსახურებულ რისხვად ითვლებოდა აბეზარი არსებებისთვის. ულამაზესმა ადგილმა და ორიოდე ჭიქა ტკბილმა ღვინომ ლაპარაკის სურვილი გაუღვიძა მეინახეთ. პირველად სიტყვა სამს შორის უხუცესმა აიღო, როგორც შემდგომ ბრძანა, მეტსახელად ალიმ და მგზავრებს მოუყვა რომ თურმე, იქამდე, სანამ ამ იძულებით მოგზაურობას წამოიწყებდა, ირანში უცხოვრია. ახსენა ისიც რომ მისი ოჯახი საკმაოდ ძველი და დიდი იყო, თუმცა, თანამეინახეებმა ვერაფრით დააცდევინეს გვარი, ჩაცმაზე და საუბრის მანერაზევე ეტყობოდა, დიდად განსწავლული უნდა ყოფილიყო. თავად მოსაუბრე, მისი ასაკის შესაფერისად თავს იმდაბლებდა, ამბობდა, ერთი უბრალო ისტორიკოსი ვარო, თუმცაღა ამ უბრალო ისტორიკოსმა ზედმიწევნით კარგად იცოდა რამდენიმე ენა, რაშიც არაერთხელ დარწმუნდნენ მგზავრები, ასევე ერკვეოდა რუკებში და შეუცდომლად მიჰყავდა ისინი ოაზისამდე, გარდა ამისა, ისე იცოდა ადგილობრივი ფლორა და ფაუნა, მხოლოდ სულელი თუ ირწმუნებდა მის ისტორიკოსობას. მეორე მგზავრი, შუახნის იყო, თუმცა ბევრად სიტყვაძუნწი, ვიდრე უხუცესი. განმარტა რომ ბაბილონიდან მოდიოდა საქმეზე, თუმცა სად მიდიოდა, ამაზე დუმდა, მელხიორი ერქვა მას და დევრიშად ყოფილა ბაბილონში. მესამე, ასაკით ყველაზე პატარა, არაბთა ტომიდან იყო, ამას მისი ცხენი და მწევარიც გამცნობდათ, საომარ შავარდენთან ერთად. სელიმი ერქვა, ვაჭრის შვილი იყო და ეძებდა ომს, რათა სახელი მოეხვეჭა და ათასეულს ჩადგომოდა სათავეში. მანვე აღნიშნა, რომ ოდესმე, საკუთარ ქალაქს ააშენებდა და იქ იცხოვრებდა ფუფუნებაში.
სამივე შეთანხმდა, ქალაქისთვის ეს ადგილი დაეხსომებინათ, მათ ნახევრადხუმრობით აღუთქვეს სელიმს დახმარება ქალაქის გაშენებაში, სელიმმა მადლი მოახსენა და თავის მხრივ დაჰპირდა, ქალაქის უხუცესებად დანიშვნას. სულო, საოცარი აქ ის იყო, რომ აქამდე ალი მეგზურობდა, სელიმი იცავდა მათ და ნადირობდა, მელხიორს კი ჯერ არა ექნა რა, ამადაც, მგზავრები ეჭვობდნენ რომ ის უბრალო დევრიში არ იყო. როცა ჩაეძინათ, მელხიორი წამოდგა, მტვერი ჩამოიბერთხა, აღმოსავლეთით მიწას ემთხვია და რაღაც შელოცვა ჩაიბუტბუტა, დაწვა და არხეინად დაიძინა.
განთიადმა არნახული სიხარული მოუტანა გამოღვიძებულთ. სამივენი აღმოსავლურ ყაიდაზე მორთულ მდიდრულ საწოლზე იწვნენ, იქვე თურქმენული ბუხარი გიზგიზებდა, მარმარილოს შადრევნებიდან ღვინო გადმოჩქეფდა, დარბაზი კი სამეფო სასახლესავით მოერთოთ. გაოცებულები წამოდგნენ, ორს ვერ გაეგო მომხდარი, მელხიორი კი კმაყოფილი იღიმოდა. მან თანამგზავრები ხორაგით დატვირთულ სუფრასთან მიიპატიჟა, ასაუზმა და აივანზე გაიყვანა.
ჰოი, ძალნო ციურნო, რა იხილა იქ ორთა თვალებმა.. მათ თვალწინ ნამდვილი აღმოსავლური ქალაქი გადაშლილიყო.. თვალს იტაცებდა მდიდრული მეიდნები, ქარვასლები, მოკირწყლული მოედნები და აღმოსავლური სტილის შენობები. ქალაქის ოთხივე მხარეს ულამაზესი მეჩეთი აღემართა ვიღაცის ჯადოსნურ ხელს, რომლის მინარეთებიდანაც სალოცავად მოუხმობდნენ მსურველებს. ქალაქი სამმაგი ქვის გალავნით შემოეზღუდათ. კოშკები ისე იყო ჩაკირული გალავანში, თითქოს გალავანთან ერთად გამოეძერწოთ. ქონგურებზე მდიდრულად ჩაცმული მემშვილდენი იდგნენ, თუმცა მათი მორთულობა ვერას ჰმატებდა მათ ოსტატობას. გაოცებულებს სიტყვის დაძვრა ვერ მოეხერხებინათ, რომ დარბაზისაკენ მომავალი ნაბიჯების ხმა მოესმათ. სასწრაფოდ შევიდნენ შიგნით. შესვლა და კარის გაღება ერთი იყო. დარბაზში თავიდან ფეხამდე აბჯარ-იარაღში ჩამჯდარი კაცი შემოვიდა ოთხი მცველითურთ და მელხიორს დაუკრა თავი.
- რას ინებებთ მბრძანებელო?! - იკითხა მოსულმა
მელხიორმა სელიმზე მიუთითა - გამოსცადე ყმაწვილი და რა თანამდებობასაც დაიმსახურებს, ის მიეცი.
სამხედრო პირმა წაიყვანა გაოცებული სელიმი და წავიდა.
- დიდო სწავლულო - მიმართა ჯადოქარმა ალის - ვუწყი რა შენი ვინაობა, ჩამიბარებია შენთვის ეს ქალაქი, გაუძეხ უხუცესთა საბჭოს და იცხოვრე ისეთ პატივში, როგორიც შენ სიბრძნეს ეკადრება, გახსოვდეს, არ უღალატო ჩვენს მეგობრობას და კურთხეული იქნება შენი შთამომავლობა
ალიმ მადლობის გადახდაც ვერ მოასწრო, მისანი ისე განქარდა.
სანამ ჩაფიქრებული სწავლული ფიქრობდა, რა ექნა, სელიმი იმ კაცმა მოედანზე გაიყვანა...
- აუ ლაზი, რა საინტერესოაა - უცებ დაავიწყდა რომ გაბუტული იყო, ჩემი ფერია, მაინც როგორი უბოროტოა.. - მგონი, უფროსი მეძახის, მერე მომიყევი, კარგი?! წავედი მეე, მიყვარხარ - დღემდე ვერ ავითვისე მისი უნარი ერთი საქმის მეორეთი სწრაფად ჩანაცვლებისა.
მეც მიყვარხარ, ჩემო - ვუღიმი და ვხვდები რომ ძალიან მშია.. უცნაურია, მასთან არც მშია და არც მწყურია, თითქოს ისევ სამოთხეში ვიყო..
- ეჰ, ისევ ჩავუღრმავდი - ამოვიოხრე და წამოვდექი...


******
ა.
ჩვენი დრო.
ღამის ორი საათი და ოცდათხუთმეტი წუთი
ცოდვათა ქალაქი.

როგორც ყოველთვის, წინ მივდივარ, მცირე დისტანციით ლაისტი და სებასტიანი მომყვებიან..
ლამაზი, მთვარიანი ღამეა, ზუსტად ისეთი, როგორც მაშინ, როცა ჩემი სიცოცხლე იერუშალაიმში წავიყვანე..
იერუშალაიმი ახლოსაა, თუმცა ახლა იქ არ წავალთ.. აღარასდროს წავალთ იქ, იმიტომ რომ მარტო ვარ..
- მილორდ - ბავშვის ხმით მეძახის ლაისტი - რა დაგვრჩენია აში, მაინც სად მივდივართ?!
- ცოდვათა ქალაქში მივდივართ, ლაისტ - ვუთხარი ყრუდ - არ მოდუნდე, აქ საშიშია..
- ცოდვათა ქალაქი?! და რა სურს იქ, ჩემს მბრძანებელს, იქ მისვლა რა თქვენი საკადრისია, რატომ არავინ გავგზავნეთ?
- იმიტომ რომ ასე ისურვა მამაჩემმა და პატარა გოგონამ, მათ პირადად დავსჯი..
- განა ბრძანებებს ბავშვისგან ვიღებთ? - გაოცდა იგი - ლაისტ, შეწყვიტე საუბარი - შევუღრინე უკვე..
დისტანცია ჩემსა და მათ შორის ნახევარ მეტრამდე გაიზარდა. ახლა უხმოდ მომყვებოდნენ, სებასტიანი ღიმილით, ლაისტი გი დაბერილი ლოყებით და ღაბუა გამომეტყველებით.
ნელ ნელა, ღამის ბინდში გამოჩნდა წყვდიადში ჩაძირული უძველესი ქალაქი ბაღდადი, უფრო სწორედ ის, რაც მისგან დარჩა. ქალაქი ქვიშაში ჩაკარგულა. გალავანი დიდი ხანია დანგრეულია, აქა იქ, ქვიშიდან თავი ამოუყვიათ ქონგურმონგრეულ კოშკებს, მეიდნები აღარსადაა, აღარც ქუჩებია.. მეომართა ძვლები მოსჩანს ყვითელ ქვიშაში. მხოლოდ სამხრეთით მდგარი მეჩეთი დგას უძრავად... თუმცა აღარსად ჩანს მოლა.. უკაცრიელია ტაძარი და მაინც ურყევი. ქვიშა ვერაფერს აკლებს უფლის სამყოფელს. კიდევ ერთი რამ გადარჩენია დროს, ესაა სამეფო აკლდამა. ამაყად გამოიცქირება ქვაზე ამოკვეთილი ხალიფა ამ ქვიშრობიდან და ისე იღიმის მეფური ღირსებით, თითქოს ქალაქი კი არ მოესპოს დროს, დრო მოესპოს ქალაქს..
ჯერაც ეცინება მონღოლი ნოინის დაჯღანულ სახეზე, როცა ტყვე ხალიფას წაართვეს ოჯახი.. სამეფო, მაგრამ ვერ აართვეს ღირსება..
სწორედ ამ აკლდამას მოაკითხა უფლის ცელმა, უფრო სწორედ იმ ბოროტებას, რამაც შებღალა მისი მეფური სიდიადე..
დიახ, ჩვენ მკვლელებს მოვაკითხეთ...



№1  offline წევრი miyvarxar1992

Vici vicii da viciiiiiooooo.gmertooo es isaa xo rac vicii.gavgijdebiii

Maxsovs da veraferi damaviwyebs am istoriass ❤❤❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

თითქოს ვიცი მაგრამ ვერა?! არ მახსოვს! ისეთი შესავალიაქ ცუდად სრულდება?!

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

miyvarxar1992
Vici vicii da viciiiiiooooo.gmertooo es isaa xo rac vicii.gavgijdebiii

Maxsovs da veraferi damaviwyebs am istoriass ❤❤❤


კი, ისაა და ძალიან მიხარია რომ გახსოვს. ეს ბოლო ნაწილია. დიდი მადლობა რომ ელოდებოდით და ჩვენთან ხართ heart_eyes

ანი ანი
თითქოს ვიცი მაგრამ ვერა?! არ მახსოვს! ისეთი შესავალიაქ ცუდად სრულდება?!


მახსოვხარ, ანი, კომენტარებში შენც იყავი, ცუდად არა, უფრო ლოგიკურად, უბრალოდ, როგორც ყველაფერი, ესეც სრულდება. მადლობა რომ ჩვენთან ხარ ბოლომდე. სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიის პირველი ნაწილი საიტზე აღარ დევს. ამიტომ ვერ იხსენებ, დიდი დრო გავიდა blush

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ლაზარე 13
miyvarxar1992
Vici vicii da viciiiiiooooo.gmertooo es isaa xo rac vicii.gavgijdebiii

Maxsovs da veraferi damaviwyebs am istoriass ❤❤❤


კი, ისაა და ძალიან მიხარია რომ გახსოვს. ეს ბოლო ნაწილია. დიდი მადლობა რომ ელოდებოდით და ჩვენთან ხართ heart_eyes

ანი ანი
თითქოს ვიცი მაგრამ ვერა?! არ მახსოვს! ისეთი შესავალიაქ ცუდად სრულდება?!


მახსოვხარ, ანი, კომენტარებში შენც იყავი, ცუდად არა, უფრო ლოგიკურად, უბრალოდ, როგორც ყველაფერი, ესეც სრულდება. მადლობა რომ ჩვენთან ხარ ბოლომდე. სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიის პირველი ნაწილი საიტზე აღარ დევს. ამიტომ ვერ იხსენებ, დიდი დრო გავიდა blush

ხო ხო ამ სათაურით ვკითხულობდი ერთ ისტორიას და ისაა მგონი.. ზუსტად ბოლო ნაწილი არ მაქ წაკითხული ამ ისტორიის :/ ვერ მივხვდი ლოგიკური დასასრული როგორი შეიძლება იყოს... ვნახოთ რავი

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ანი ანი
ლაზარე 13
miyvarxar1992
Vici vicii da viciiiiiooooo.gmertooo es isaa xo rac vicii.gavgijdebiii

Maxsovs da veraferi damaviwyebs am istoriass ❤❤❤


კი, ისაა და ძალიან მიხარია რომ გახსოვს. ეს ბოლო ნაწილია. დიდი მადლობა რომ ელოდებოდით და ჩვენთან ხართ heart_eyes

ანი ანი
თითქოს ვიცი მაგრამ ვერა?! არ მახსოვს! ისეთი შესავალიაქ ცუდად სრულდება?!


მახსოვხარ, ანი, კომენტარებში შენც იყავი, ცუდად არა, უფრო ლოგიკურად, უბრალოდ, როგორც ყველაფერი, ესეც სრულდება. მადლობა რომ ჩვენთან ხარ ბოლომდე. სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიის პირველი ნაწილი საიტზე აღარ დევს. ამიტომ ვერ იხსენებ, დიდი დრო გავიდა blush

ხო ხო ამ სათაურით ვკითხულობდი ერთ ისტორიას და ისაა მგონი.. ზუსტად ბოლო ნაწილი არ მაქ წაკითხული ამ ისტორიის :/ ვერ მივხვდი ლოგიკური დასასრული როგორი შეიძლება იყოს... ვნახოთ რავი


ჰო, პირველი ნაწილი თანამოკალმეს ჰქონდა გამოქვეყნებული blush ვეცდები იმედი არ გაგიცრუო, არც შენ და არც სხვას blush

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ლაზარე 13
ანი ანი
ლაზარე 13
miyvarxar1992
Vici vicii da viciiiiiooooo.gmertooo es isaa xo rac vicii.gavgijdebiii

Maxsovs da veraferi damaviwyebs am istoriass ❤❤❤


კი, ისაა და ძალიან მიხარია რომ გახსოვს. ეს ბოლო ნაწილია. დიდი მადლობა რომ ელოდებოდით და ჩვენთან ხართ heart_eyes

ანი ანი
თითქოს ვიცი მაგრამ ვერა?! არ მახსოვს! ისეთი შესავალიაქ ცუდად სრულდება?!


მახსოვხარ, ანი, კომენტარებში შენც იყავი, ცუდად არა, უფრო ლოგიკურად, უბრალოდ, როგორც ყველაფერი, ესეც სრულდება. მადლობა რომ ჩვენთან ხარ ბოლომდე. სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიის პირველი ნაწილი საიტზე აღარ დევს. ამიტომ ვერ იხსენებ, დიდი დრო გავიდა blush

ხო ხო ამ სათაურით ვკითხულობდი ერთ ისტორიას და ისაა მგონი.. ზუსტად ბოლო ნაწილი არ მაქ წაკითხული ამ ისტორიის :/ ვერ მივხვდი ლოგიკური დასასრული როგორი შეიძლება იყოს... ვნახოთ რავი


ჰო, პირველი ნაწილი თანამოკალმეს ჰქონდა გამოქვეყნებული blush ვეცდები იმედი არ გაგიცრუო, არც შენ და არც სხვას blush

და ის პირველი ნაწილი აღარსად არ დევს?!

 


№7  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ჯერჯერობით, მხოლოდ ჩვენს გულებში და მომავალში დავდებ საიტზე blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent