დასავლური გრძნობები შუა აღმოსავლეთში V
შემდეგ დილას ამინას გამზადება დაიწყეს,რადგან ქორწილი ქონდა.სორაია და ჯამალის ცოლები სამზარეულოში შევიდნენ და მზადება დაიწყეს.სამზარეულოში გახარებული ადილა შევიდა,სორაიას მოეხვია,რომელიც გაზქურასთან იდგა და რაღაცას ხარშავდა. -სორაია,ეს რა არის? - იკითხა ადილამ -ეს შაქრის და თაფლის ნახარშია.ეპილაციისთვისაა,ამით თმას მოვაშორებთ.ეს აუცილებელია,რადგან პირველ ღამეს ქალი სუფთა და მოვლილი უნდა იყოს,რომ კაცს უფრო მოეწონოს. ცვილის მომზადების შემდეგ ყველანი დიდ,მოწყობილ სააბაზანოში შევიდნენ.ამინა სკამზე იჯდა და ეპილაციისთვის ჯამალის ერთ-ერთი ცოლი ცვილს უსვამდა,დანარჩენები კი ცეკვავდნენ,მღეროდნენ და უსტვენდნენ.ამინას ფეხიდან ცვილის აძრობას მისი განწირული ყვირილი მოყვა.ამინა ტკივილისგან ლამის ტიროდა. -ძალიან მტკივა - განაცხადა ამინამ და სააბაზანოში სიწყნარე ჩამოვარდა.ყველა გაჩუმდა - მაგრამ უნდა გავუძლო,პირველ ღამეს ლამაზი უნდა ვიყო მუჰამედისთვის - თქვა ამინამ და შემდეგ ქალებმა ისევ შემოსძახეს სიმღერა და ყიჟინა.ეპილაციის შემდეგ ბანაობის დროც მოვიდა.ამინამ თეთრი ნაჭრის შარვალი და დიდი ზომის მაისური გაიხადა და ხისგან დამზადებულ სააბაზანოში ჩაწვა,სადაც ქალებმა ნაირ-ნაირი ყვავილები ჩაყარეს,რომ პატარძალს კარგი სუნი ქონოდა.სანამ სორაია ამინას აბანავებდა,ჯამალის ცოლები ცეკვავდნენ და მღეროდნენ.ბანაობის შემდეგ ამინას ვარცხნილობა დაუყენეს,კრემისფერი,მაგრალიტებით გაწყობილი კაბა ჩააცვეს,გვირგვინი დაადგეს და ხელები ხნით მოუხატეს,რაც ნაყოფიერების სიმბოლოა.ადილა კარებში იდგა და ამ ყველაფერზე მხოლოდ მას არ ეღიმებოდა.გულში გაიფიქრა,რომ ასეთი ქორწილი მას არასოდეს ექნებოდა,თუმცა ამინას სიხარულს იზიარებდა.სანამ ქალების ყურადღება ამინასკენ იყო გადატანილი,ჩადრი ჩაიცვა,სახლიდან გაიპარა და ნანგრევებში ტონისთან შესახვედრად გაეშურა. ტონი უკვე მისულიყო.ადილამ ჩადრი ხმის ამოუღებლად გაიხადა და ტონის წინ წითელ საცეკვაო კოსტუმში გამოწყობილი დადგა. -ყველაფერს მირჩევნიხარ - უთხრა ტონიმ - ყველაფერს. ადილა მისკენ მიიწია,თავი მის კისერში ჩარგო და ცრემლები წამოუვიდა,შემდეგ ტონისგან უკან გაიწია და მისთვის იცეკვა.ტონი ღიმილით უყურებდა მისი მუცლის და თეძოების ლამაზ რხევას.გრძნობდა,რომ ეს ქალი უნდოდა,ძალიან უნდოდა.როგორ უნდოდა შეხებოდა,გულში ჩაეკრა,ძალიან ძლიერად ჩაეკრა და აღარასოდეს გაეშვა.ბედნიერებასთან ერთად ტკივილსაც გრძნობდა,რომ ადილა მისი ვერასოდეს ვერ გახდებოდა,ადილასთან შეხვედრა ხომ დასავლეთის და აღმოსავლეთის შეტაკებას ნიშნავდა.ეს ტკივილი გულს დანასავით უფატრავდა.ტონის ლოყაზე ცრემლები მოცურავდა.ახლა მასზე ბედნიერი და უბედური არავინ იყო მთელს სამყაროში.განა რა ჯობდა მთელს სამყაროში ადილას ცეკვის ყურებას,რა იქნებოდა ამაზე უფრო უკეთესი,ფიქრობდა ტონი. ცეკვის დასრულებისას ადილა ტონისკენ მიიწია და აკოცა.თვალებიდან ისევ ცრემლები წამოუვიდა. *** ამინა საქორწინოდ უკვე მზად იყო.ქალები დაეხმარნენ ქვემოთ ფრთხილად ჩასვლაში,სადაც ძია ჯამალი ელოდა.ჯამალის დანახვაზე ქალებმა სიმღერა შეწყვიტეს და თავი ჩაღუნეს.ოთახში სიჩუმემ დაისადგურა.ჯამალს ამინას დანახვაზე ცრემლები წამოუვიდა. -რა ლამაზი ხარ ჩემი გოგონა.შენს ქმარს ძალიან მოეწონები.ჩემი ამინა უკვე დიდია,უკვე ქორწილი აქვს.ჩემო ამინა,ახლა მალე გათხოვილი ქალი გექნება.ალაჰმა დალოცოს შენი მომავალი ოჯახი.იცოდე,კარგი ოჯახი უნდა შექმნა,საამაყო და სასახელო ცოლი უნდა იყო - უთხრა ჯამალმა,მისი ხელები თავის ხელებით დაიჭირა და შუბლზე აკოცა - ახლა წადით და სორაიასთან მარტო დამტოვეთ ქალები მისაღებიდან გავიდნენ და ოთახში მხოლოდ ჯამალი და სორაია დარჩნენ. -სორაია,ადილა მოძებნე და გადაეცი,რომ ქორწილში წამოსვლა შეუძლია - უთხრა ჯამალმა -კარგით,მოვძებნი -სად არის? - დაეჭვებით კითხა ჯამალმა -არ ვიცი,ალბათ სააბაზანოს ალაგებს - უთხრა თავჩაღუნულმა სორაიამ და მაშინვე მიხვდა,რომ ადილა ტონისთან შესახვედრად იყო წასული. *** -მუჰამედ,მოდი ჩემთან - იმამმა შავ შარვალსა და კოსტუმში გამოწყობილი მუჰამედი თავისთან იხმო. მუჰამედი მის წინ ჩამოჯდა და ყურადღებით უსმენდა. -შენ მალე ცოლიანი კაცი გახდები.კარგად დაიმახსოვრე,ქალს უნდა გაუფრთხილდე,ასიამოვნო,მაგრამ ბევრის უფლება არ უნდა მისცე.ოჯახს მოუფრთხილდი.გახსოვდეს შენს ოჯახზე,ცოლზე,შვილებზე ძვირფასი არასოდეს არავინ და არაფერი გეყოლება.სახლი ის წმინდა ადგილია,სადაც თავი მშვიდად უნდა იგრძნო და ამაში შენი ცოლიც უნდა დაგეხმაროს.კარგად დაიმახსოვრე,პირველ ღამეს არ ინერვიულო,არ უნდა შეგეტყოს,რომ ღელავ.ახლა კი წასვლის დროა. -მადლობა,ძია აბდულ -ახლა კი შენთვის სიურპრიზი მაქვს -რა სიურპრიზი? აბდული სახლის კარს მიუახლოვდა და გააღო -ნახე,ვინ ჩამოვიდა - ახარა აბდულმა კარში მაღალი,გამხდარი,შავთმიანი,თუმცა აქა-იქ ჭაღარაშერეული სიმპატიური მამაკაცი იდგა.კაცს შავი შარვალ-კოსტუმი და ვარსიდფერი პიჯაკი ეცვა და ჩემოდანიც თან ქონდა. -რეზა - აღტაცებით წამოიყვირა მუჰამედმა -ძმაო,მთელი დღეა გელოდი,როგორ გამახარე,რომ ჩამოხვედი -მუჰამედ,შენს ქორწილს როგორ გამოვტოვებდი - ჩაეხუტა რეზა - ყველანი ძალიან მომენატრეთ -ჩვენც ძალიან მოგვენატრე.როგორ მიდის შენი საქმეები?მითხარი,რომ ცოტა ხნით მაინც დარჩები ჩვენთან -ძალიან მინდა,მაგრამ ხომ იცი,არ შემიძლია.ქოწრილის შემდეგ ისევ თეირანში მომიწევს დაბრუნება -რა?ალბათ მეხუმრები - გაღიზიანდა მუჰამედი -სამწუხაროდ არა,მუჰამედ - დაღონდა რეზა *** ზოგიერთი სტუმარი უკვე მოსულიყო,მათ შორის ტონიც.ამინას გარშემო ქალები და მოსული სტუმრები შემოხვეოდნენ,თვითონ კი შუაში იდგა და ცეკვავდა.ადილას და ტონი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და მათი თვალები ყოველ წამს ერთმანეთს ხვდებოდნენ.ადილა შუაში მდგომ ამინასთან მივიდა და ცეკვაში შეუერთდა.ტონის თვალები მხოლოდ ადილასკენ იყო მიპყრობილი.ოთახში ჯამალი შევიდა და ამინა ცაკლე გაიყვანა,სხვა ოთახში. -ამინა,კარგად გახსოვდეს რაც დაგარიგე.გახსოვდეს,როგორ უნდა მოუარო ოთახს.როცა პირველ ღამეს ქმარი ლოგინზე დაგაწვენს,არ აღელდე და მას მიენდე.სითამამე არ უნდა გამოიჩინო.ასევე იცოდე,გათხოვილმა ქალმა ჩადრით უნდა იაროს ქუჩაში,მხოლოდ ქმართან შეუძლია ჩადრის გახდა.ალაჰმა დალოცოს თქვენი ოჯახი. ჯამალი და ამინა ქვემოთ ჩავიდნენ.სტუმრები უკვე მოსულიყვნენ.ქორწილი ის ადგილია,სადაც დიდსა თუ პატარას,გასათხოვარს თუ გათხოვილს,ქალიშვილსა თუ არაქალიშვილს თავსაბურავის გარეშე მისვლა შეუძლიათ.მუსიკოსები ტამტამებზე უკრავდნენ,ქალები კი ცეკვავდნენ და ნეფე-დედოფლის გამოჩენას ელოდებოდნენ. ამასობაში ამინა და მუჰამედი მისაღებში ერთად ჩემოვიდნენ და სტუმრებმა გზა გაუთავისუფლეს.ამინა თავჩაღუნული და თავშეკავებული მოემართებოდა,როგორც მუსლიმ ქალს შეეფერება.წყვილი გზადაზგა თავაზიანად იხდიდა მადლობას.მისაღებში მოცეკვავე ქალები შემოვიდნენ.ახლა ყველას ყურადღება მათი მუცლის ცეკვებისკენ იყო მიპყრობილი,ტონი და ადილა კი მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ და იღიმოდნენ. დაიწყო ხანგრძლივი ზეიმი.პატარძალს საგანგებოდ მოკაზმულ ტახტზე დასვეს,ძვირფასი თვლებით მორთული გვირგვინი დაადგეს და შემდეგ სიმღერის თანხლებით მთელი დარბაზი ტახტით შემოატარეს. ზეიმი დასასრულს უახლოვდებოდა.ტონის არ უნდოდა დაჯერება,რომ ადილასაც ასეთი ქორწილი ექნებოდა. ,,ახლად დაქორწინებულ წყვილს ყველანი თვალცრემლიანი უყურებნენ.რადგან არ ვიცით, რა ელის, თუ დედოფალი ქალწული არ აღმოჩნდა.გულდამშვიდებული არავინ არის იმ წუთს უნდა ელოდონ,როდესაც ქმარი გასისხლიანებულ ზეწარს აივანზე გადმოფენს ან ფანჯარაში გადმოკიდებს მთელი მოსახლეობის დასანახად, რომ ყველამ დაინახოს ქალწულის სისხლი.ეს სპეციალური ზეწარია, რომელსაც საწოლზე პირველ ღამეს აფენენ.ღმერთო,ეს ხომ საშინელებაა“ ფიქრობდა ტონი. სტუმრები უკვე წასულიყვნენ,მათ შორის ტონიც.ახლა ნეფე-დედოფალი პირველი ღამისთვის ემზადებოდა.ამასობაში ნათესავები შეიკრიბნენ და საიდმა და მუჰამედმა ამინას ოჯახს ნახევარ ძმა,რეზა გააცნეს. -ძია ჯამალ,გაიცანით,ეს ჩემი ძმაა,რეზა - უთხრა ჯამალს მუჰამედმა,რომელსაც ძმისთვის ხელი ქონდა გადახვეული -რა?აქამდე რატომ არ გამაცანი? - გაოცდა ჯამალი და რეზას ხელი ჩამოართვა - As-salamu alaykum -Mualaikumsalam -უპასუხა რეზამ - დიდი ხანია მაროკოში არ ვყოფილვარ და ძალიან მომნატრებია აქაურობა,ყველაფერი შეცვლილია -იმედია ხშირად გვესტუმრებით - უთხრა თავაზიანად ჯამალმა -შეძლებისდაგვარად - თბილად გაუღიმა რეზამ -როგორც შენმა ძმამ მითხრა სპარსულის და მათემატიკის მასწავლებელი ხარ რეზა,არა? -დიახ -სად მუშაობ? -თეირანის უნივერსიტეტში -დაოჯახებული ბრძანდებით? - ღიმილით და ინტერესით კითხა ჯამალმა -არა,უცოლო ვარ - გაუღიმა რეზამ -კი,მაგრამ რაღას ელოდებით? -არ მეჩქარება ცოლის მოყვანა.ჯერ არ ვფიქრობ დაოჯახებაზე -რამდენი წლის ხარ? -38 -ძალიან დიდი ყოფილხარ,დროა დაოჯახდე - აღშფოთდა ჯამალი რეზამ თავაზიანად გაუღიმა და აღარაფერი უპასუხა,რადგან ჯამალი ვერ მიხვდა,რომ რეზა ყველა მუსლიმანურ წეს-ჩვეულებას არ ემორჩილებოდა. ახლა ცოლ-ქმარისთვის ოთახში შესვლის დრო მოვიდა.ნათესავებმა ოთახისკენ მიმავალი სიძე და პატარძალი ყვირილით და ოვაციებით გააცილეს და ახლა საძინებელში შევიდნენ.მუჰამედმა კარი გასაღებით გააღოდა გზა პირველად ამინას დაუთმო.მათი სიმორცხვე შექმნილ სიტუაციას უფრო სასაცილოს ხდიდა.ორივეს უნდოდა გაცინება,თუმცა ორივემ თავი შეიკავა.გარეთ ნათესავები ელოდნენ სიძეს,თუ როდის გამოიტანდა სისხლიან ზეწარს.წყვილი ოთახში შევიდა და საწოლზე ჩამოჯდნენ. -აქ ძალიან ცხელა - ღიმილით თქვა მუჰამედმა - ძილის დროა,დროა გავიხადოთ -ჯერ შენ - სთხოვა ამინამ -არა,ჯერ შენ -არა,პირველი შენ -მაშინ ჯერ სააბაზანოში შევიდეთ და გამოვიცვალოთ -ჰო,რათქმაუნდა - წამოიყვირა მუჰამედმა,თითქოს რაღაც გაახსენდაო ორივე სხვადასხვა,თავიანთთვის განკუთვნილ სააბაზანოში შევიდა,გამოიცვალეს,პერანგები ჩაიცვეს და სარკეში ჩაიხედეს.ორივე ძალიან ნერვიულობდა.მუჰამედმა საკუთარი თავი შეათვალიერა სარკეში.ამინამ თმა გაისწორა,წინ გადმოიყარა და შეეცადა ქმრისთვის სასურველ ქალს დამსგავსებოდა.სააბაზანოდამ ჯერ მუჰამედი გავიდა და ელოდებოდა მეორე სააბაზანოდან როდის გამოვიდოდა მისი ცოლი.ამინამ იქ ყოფნა დიდხანს არ დააყოვნა და გამოვიდა.ორივე ფეხზე იდგა და ერთმანეთს მორცხვად უღიმოდნენ. -ახლა ფეხებს დაგბან - მუჰამედს პირველი ღამის ტრადიცია გაახსენდა და პირსახოცი აიღო,შემდეგ ტაშტი და ჩაიდნით თბილი წყალი მიიტანა საწოლთან. ამინა საწოლზე ჩამოჯდა,მუჰამედი კი მუხლებზე დადგა.ამინამ ფეხი ტაშტში ჩაყო და გრძელი პერანგი კოჭებს ზემოთ აიწია.მუჰამედმა მისი ტერფი ხელში მოიქცია და ნაზად მოეფერა.ამაზე ამინას ტანში სასიამოვნოდ დაუარა ჟრუანტელმ და მისმა გულისცემამ უფრო იმატა.ესიამოვნა და მოულოდნელად ღრმად ამოისუნთქა,როდესაც თბილი წყლის დასხმა იგრძნო ფეხზე. -ცივია? - მზრუნველად კითხა მუჰამედმა -არა - გაუცინა ამინამ -სასიამოვნოა? -არ ვიცი - გაეცინა ამინას და პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. მუჰამედმა ფეხების დაბანა განაგრძო.როცა დაამთავრა ფეხები პირსახოცით შეუმშრალა და ამინას ტერფზე ფრთხილად აკოცა.ამინას მუჰამედის კოცნაზე ღრმა სუნთქვა აღმოხდა და გაიფიქრა შეყვარებული ვარ ამ კაცზეო.ერთმანეთს თვალებში შეხედეს,მუჰამედმა თავის სახე ამინას სახესთან ახლოს მიიტანა,შემდეგ კიდევ უფრო ახლოს,ხელები ჩაკიდა და ტუჩებში აკოცა.ერთმანეთს მოეხვივნენ.ამინა ამინა ფეხზე წამოაყენა,პერანგი გახადა,ლოგინზე დაწვნენ და მუჰამედი მის ფეხებს შორის მოექცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.