შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშობლიური კერა


22-12-2017, 15:01
ავტორი თამურა
ნანახია 1 170

თავი I
''დასაწყისის დასაწყისი''
''პირველი რასაც ცხოვრებაში სწავლობ არის ის , რომ სულელი ხარ ''
სხვებისთვის რომ გეკითხათ თამარა ფერაძის შესახებ გეტყოდნენ, რომ მასზე თბილი, მზრუნველი და საყვარელი არსება არ არსებობდა . მაგრამ მხოლოდ მე თუ ვიცი რეალურად რა იმალებოდა ამ სახის უკან . ხშირად ფიქრობს, რომ საკმარისზე მეტი იცის და თანამედროვე სამყაროში მოვლენილი '' ილიაა'' . რეალურად კი ეგოცენტრული , ამაყი და ცბიერია . მაგრამ მაინც, გაურკვეველი იყო მისი რეალური სახე . ბავშვობიდანვე უნდოდა თაღლითი ან ქვეყნის მშველელი ყოფილიყო. რომ გეკითხათ ''რატომ?'' გიპასუხებდათ , რომ თაღლითები ყველაზე ჭკვიანები არიან ,ხოლო კარგ ქვეყანაში კარგი ფულიც ბლომად იშოვება . ალბათ , ფიქრობთ რომ ფულს დახარბებულია,თუმცა, აქაც შეცდით . ნამდვილად უყვარდა ფული, მაგრამ თანამედროვე რობინ ჰუდის იდეოლოგიით უფრო იყო შეპყრობილი,
ყველაფერი კი მაშინ დაიწყო ,როცა საერთო საცხოვრებლის პატარა მოძველებული ნოუთბუქით ორთვიანი წვალების შემდეგ რექტორის კოპიუტერში შეაღწია და საინტერესო ფაილებს წააწყდა . ფაილებს , რომელმაც წარმოდგენა მის ყოველდრიურობაზე შეცვალა.
***
მე და ცოტნე ბიბლიოთეკის შეფარულ კუთხეში იატაკზე ვზივართ და გუშინდელ აღმოჩენაზე ჩურჩულით ვუყვები , ისიც გამალებით მისმენს . ხშირად ცხვირზე ჩამოცურებულ სათვალეს ისწორებს და გაოცების ნიშნად პირს აღებს მაგრამ არ მაწყვეტიებს .
- ხვდები რას გეუბნები ? სიები ...მოსწავლეების სიები , რომლის ერთი ნახევარი ჯერ კიდევ ჩაუტარებელ ოლიმპიადებში იმარჯვებს, და მეორე ნახევარი, სემესტრულად გადანაწილებულია უკვე გაცვლით პროგრამებისთვის . ბიუჯეტიდან თანხაც კი იყო გამოყოფილი . თავიდან ვიფიქრე რომ ჩვეულებრივი მოვლენა იყო გაცვლითებზე, მაგრამ ვფიქრობ თანხები გაბერილი იყო ...
- ანუ სიებით გზავნიან ვიღაცეებს და ხარჯებს ხელოვნურად ზრდიან , და ალბათ თანხებს თავიანთ ჯიბეებში გზავნიან
-ალბათ კი არა ეგრეა - გაცხარებულმა წამოვიძახე და შუბლზე მივუკაკუნე.
-ხელს მიშლით ! სანამ გააზრებას მოვასწრებდი ვინ ჩაგვეჭრა , ჩვენს წინ იურიდიულის თორნიკე არაბული გამოჩნდა . მაღალი , ყავისფერი აჩეჩილი თმებით და შავი თვალებით . სწავლის პირველ წელს მომწონდა ეს ბიჭი , ან ვის არ მოეწონებოდა სიმპატიური , განათლებული და ფულიანი ყმაწვილი . მეც სწორედ იმ ათობით ფაკულტეტის გოგოებში ვიყავი, ვისაც ეს ახალგაზრდა მოსწონდა. თუმცა , როგორც კი ჩემს გრძნობებზე ვუთხარი ცივი იუარით გამომისტუმრეს :
- თორნიკე ... მეუხერხულება ამას პირველი რომ ვამბობ ,მაგრამ მომწონხარ და თუ შენც ასევე გრძნობ ჩემს მიმართ ... იქნებ ... შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს?
- გიცნობ ?! ალბათ მარტო რომ ვყოფილიყავი ჩემივე სულელურ ქცევაზე ისტერიულად ვიცინებდი , თუმცა იმ მომენტში მეგონა რომ ცა თავზე ჩამომექცა . რეალობაში თორნიკეს ხმა მაბრუნებს:
-ხმას დაუწიეთ და სხვებს ხელს ნუ უშლით ! ისევ გამაფრთხილებლად სისინებს . ფეხზე უსიტყვოდ ვდგები და ცოტნეს ხელს ვუწვდი დასახმარებლად . მაგრამ ცოტნე ფეხზე გაბრაზებული დგება და თორნიკესკენ იწევს :
- ჯობია თავს მიხედო არაბული - გაბრაზებული უღრენს . სიმართლე ითქვას ძლივს ვიკავებ სიცილს , როცა ცოტნიკო ბრაზდება ან რაიმე სახის აგრესიას გამოხატავს . იმდენად შეუთავსებელია მისთვის ყოველივე ეს . წარმოიდგინეთ, მაღალი , ტანმომრჩილი ბიჭი შავი ოდნავ მოზრდილი თმებითა და სათვალით . ზოგჯერ ისეთი სუსტი და დაუცველი მეჩვენება, მგონია იქით უნდა დავიცვა და გავამხნევო . ვფიქრობ საყვარელიც კი არის, როცა იბნევა და სათვალეს გამუდმებითთ ისწორებს .მას შემდეგგ რაც პროექტზე ერტად მოვხვდით ერთმანეთს კარგად გავუგეთ, და უკვე ორი წელია რაც ჩემი საუკეთესო მეგობარია.
-ოჰ ცოტნე შენც აქ ხარ ბიჭოო?! დამშვიდდი ისევ შეტევა არ დაგეწყოს - უღიმის არაბული და დასამშვიდებლად მხარზე ხელს მეგობრულად ურტყამს , ცოტნეს მკლავზე ხელს ვუჭერ და ვანიშნებ რომ წავიდეთ . ისიც მორჩილად მიქნევს თავს და ბიბლიოთეკიდან გამოვდივართ .რეალური მიზეზი კი იმისა, თუ რატომ აღარ მომწონს არაბული მისი დამოკიდებულებაა ცოტნეს მიმართ.
- ცოტნე - გამოსვლისთანავე მისკენ ვბრუნდები
-კარგად ვარ, ნუ ღელავ - მიღიმის , აშკარად ცუდადაა - ოთახშ ავალ და დავისვენებ .თავს ვუქნევ და ველოდები როდის ავა კიბეებზე - თამარა , ფრთხილად იყავი და გამაგებიე რამეს თუ გადაწყვეტ ''იმ საკითხზე''.
-კარგი კარგი .მიდი ახლა, ადი . ხელს ვუქნევ და მეც ჩემი ოთახისკენ მივდივარ . გოგოების კორპუსი ბიჭების შენობის პირდაპირ მდებარეობს და საერთო დერეფნით უკავშირდება ერთმანეთს . აქ მხოლოდ ისინი რჩებიან ვინც სხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ სასწავლებლად და ჩარიცხვისას ქულები ეყოთ პირადი ოთახისთვის . ცოტნეს ოჯახი თბილისში ცხოვრობს მაგრამ მაინც საცხოვრებელში რჩება , ასე უკეთ ვგრძნობ თავსო. იმის მიუხედავად რომ ოთახი არ ეკუთვნოდა სასწავლებელმა პრივილეგიებით აღჭურვა ცოტნიკო , რადგან ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტი იყო იმ წელს . სიმართლე ითქვას ბევრ სახლსაც კი ჯობია აქ. აი , მაგალითად ჩემი ოთახი _ პატარა , მყუდრო , წყნარი და კომფორტულია . ზემოთხსენებულნი კი ჩემს განვლილ ცხოვრებას ნამდვილად აკლდა. ალბათ ყველას დააკლდებოდა ოთხ დედმამიშვილთან რომ ცხოვრობდეს . ყოველთვის საგიჟეთი იყო ჩვენს სახლში . სახლის გახსენებაზე კიბეებთან ვჩერდები და ტელეფონს ვიღებ.მამას ნომერს ვეძებ. ნოკია 220 ჩემი პირველი და განუყოფელი ტელეფონია , ჩემი მომავლის სულისჩამდგმელი ( რა თქმა უნდა ხუმრობით ) სწორედ მან გადამაწყვეტია კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე ჩამებარებია .
-მშივიდობაა, თამრიკოოო ?! მესმის ჩვეული ფრაზა და მეცინება - მაა დაგვალაპარაკეე - მესმის ფონად ტყუპების ხმა და წარმოვიდგინე , მათი სახეები.
-მშვიდობაა , მოსაკითხად დავრეკე . როგორ ხართ , დედა სად არის ?
-ქალბატონი ანნა საქმეებზეა წასული , ჩვენ კარგად ვართ. გიო და ნინო სამსახურში არიან , შენ როგორ ხარ ? ხომ არ შიმშილობ ? ახალ წელს იმედია ჩამოხვალ და მოკიდე ცოტნესაც ხელი და ჩამოიყვანე ეგეც , თორემ ამოგშლის ანნა ოჯახიდან წელსაც რომ არ ჩამოხვ... თამურაა , გუშინ ათიანი მივიღე მე, და ნიკამ ორიანი ...გადი იქით , ნუ ატყუებ. პირიქით ლევანმა მიიღო ორიანი და კუთხეშიც იდგა - ისევ წარმოვიდგინე ლევანმა როგორ ''ჩაწია'' ნიკა და გულიანად ვიცინი.
- ბიჭებო უნდა წავიდე და არ იცუღლუტოთ.
-თამარა , თავს მიხედე მამი ...
იმის მიუხედავად , რომ ხშირად მრავალწევრიანი ოჯახი პირად სივრცეს გვავიწყებს მათ გარეშე ცხოვრება ძალიან მიჭირს . კიბეები ავათავე , როცა ჩემი ოთახიდან გამომავალ გოგოს ვხედავ. ინსტიქტურად კედელს ვეფარები და ველოდები როდის ჩაივლის. ფსიქოლოგიის სტუდენტი ლილე ქარაბაკი , მოსიარულე იდეალურობა . მაღალი , გრძელი შავი თმებითა და მიტკალივით თეთრი კანით. ისეთი ლამაზია, ბიჭი კი არა ზოგჯერ მეც მაშეშებს . სწორედ ასეთმა იდეალურობამ ჩამიარა გვერდით და ვიღაცას დაურეკა
-ავიღე ... კი , ნამდვილად მასთან იყო. არ ვიცი ამ სულელ გოგოს საიდან ჩაუვარდა ... არა... პირდაპირ შეხვედრის ადგილზე მოვდივარ .
გაურკვეველ შიშს ვყავდი შეპყრობი და ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში და მაინც : '' რას აკეთებდა ლილე ჩემს ოთახში ? '' ფაილები ! ვერ დავუშვებდი ეს სხვასაც ჩავარდნოდა ხელში. შეიძლება ამან პრობლემები მეც შემიქმნას . ზედმეტი ფიქრს გარეშე უკან ავედევნე , ჯანდაბა როგორმე უნდა შევაჩერო ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent