შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რიტა (თავი მეოთხე)


23-12-2017, 13:11
ავტორი TrustYourSoul
ნანახია 1 233

უკვე 2 წუთია ვუყურებ,მთელი სხეულით ტრიალდება,გულ-მკერდზე იკრეფს ხელებს და ისიც ჯიუტად მაკვირდება,თითქოს მისი საქციელი მაუწყებს,გონზე მოსვლის დრო,რომ არის და ახლა მის უკან მდგარ მუქ ბორდოსფერ Hyundai - ს ჯიპს ვავლებ თვალს.
- შემიძლია რამით დაგეხმაროთ?- თვალებს ატრიალებს,ხელებს უღონოდ უშვებს და კაბის ბოლოებს ხელში იქცევს.
- ასე ყურებით ვერ დამეხმარებით ბატონო - მისი ხმა სწვდება ყურთასმენას,გაციებულია,თან ძალიან,ხმა ჩახვლეჩია და საუბრის დროს ხელს ყელს აბჯენს.მანქანის წინა საბურავი დაშვებულია და უკვე ვიცი,მისი ლანძღვა-გინების მიზეზი - ღმერთოოო,თქვენ რა დიდხანს უნდა მიყუროთ?საბურავი დაეშვა მაქანას და ეზოში ვერ შემომყავს,ძნელი მისახვედრია?
- როგორც მივხვდი,გაბაშვილების სტუმარი უნდა იყოთ - ადგილიდან ვიძვრები,გვერდს ვუვლი ,ზუსტად მის წინ ვიხრები და საბურავს ვსინჯავ
- არა, მაჩაბელის,ქეთო და აჩი მაჩაბელების სტუმარი ვარ
- აჰ,კიდევ წავიწინასწარმეტყველებ - სიჩუმეა,მისი მწვანე თვალები ურცხვად დაძრწის ჩემ სხეულზე,მეღიმება - და გეტყვით - ვიწევი,სიცივისაგან გათოშილ ხელებს ჯიბეებში ვიწყობ და წინ ვუდგები - ქალბატონო რიტა - მის სახელს გამოვკვეთ,თვალები უფართოვდება,სახეს უფრო ახლოს ვწევ და ყურის ძირში,ვჩურჩულებ - რომ თქვენს მანქანას,საბურავის გამოცვლამდე ეზოში ვერ შემოიყვანთ - მეღიმება,ჩემ ნათქვამზე ფეთიანივით, უკან ხტება.
- მე...ეს მეც ხომ ვიცოდი,თქვენ,რა დამცინით? - ენის ბორძიკით იწყებს,მკაცრ იერს ინარჩუნებს და წარბებს კრავს,ჭიშკრისკენ მიმავალი ვჩერდები,უკან ვიხედები,მიყურებს,მეც ვუყურებ,ტუჩის კუთხეში ღიმილს ვატარებ და სვლას განვაგრძობ - იდიოტი,თავხედი....მე შენ განახებ - ჭიშკრის ზღურბლს კარგად გადაცდენილს ქალბატონი რიტას ხმა,ისევ მესმის.
------------------------------------------------------------------------------------------------
კარზე ზარია,ქალბატონი რიტა უნდა იყოს,არა მე არ გავაღებ,ახლა ხელში ისევ მე,რომ შევრჩე ისეთ ამბავს დამაწევს,გაფიქრებაც,კი მზარავს.
- მე გავაღეებ - ყვირის ქეთო,თორემ ისეთი ხმაურია,თოფის გასროლასაც ვერ გაიგებს კაცი - რიტაააა,ჩემო საყვარელოოო,როგორ ხარ? - მესმის ქეთოს ხმა
- ქეთო,გილოცავ მოგვიანებით ახალ წელს და ახლა უკვე შობას ტკბილოო, როგორ უნდა ვიყო? ძალიან კარგაად,ხომ იცი,მიყვარს დღესასაწაულები
- ვაიმე რიტა,რა ხმა გაქვს,მოდი შემოდი,თან კაბით მოპარპაშებულა,შემოდი,შემოდი ჩაგაცვამ რამეს - სასტუმრო ოთახისკენ უძღვება,შემოდის ოთახის სივრცეს თვალს ავლებს და მკვლელი მზერით მაკვირდება.
- გამარჯობა - ესალმება ყველას და მათგანაც საპასუხოდ იღებს სალამს - მიდი მართლა ჩამაცვი რამე,თორემ ასეთი თბილი და ტკბილი სტუმრების გადამკიდე,ფილტვების ანთებას ავიკიდებ - ჩემკენ აპარებს თვალს.
- ვის გადამკიდე? - იბნევა ქეთო - ჩვენ სტუმრებს რას ერჩი? ახლა არ მოხვედი? - იცინის ,მალევე სერიოზულდება და არა ნაკლებ სერიოზულ მზერას აგებებს რიტას.
- ვის და...კარგი რა მნიშვნელობა აქვს,რაღცეებს ვროშავ,მოდი ავიდეთ,თორემ სადაცაა გავიყინები.
- კარგი - ყოყმანით თანხმდება,ქეთო.
ცოტახანში,უკვე საკმაოდ შეზარხოშებული მამუკა მეძახის,ნოეს მამა,მეც მივდივარ.
- რაო მამუუკ?
- მოდი დაგვილიე შენც კიდევ ერთი,რა მოხდება?ასაკოვანი ხალხი მაინც გვადღეგრძელე
- საჭესთან ვარ მეთქი,თორემ არ გრცხვენია?მაგაზე გაწყენინებდი?
- დარჩი კაცო აქ! - ამბობს მტკიცედ.
- სად მამი თავზე დაგვაჯდეს? - ახლა ნოე ერთვება
- ოხ რა უჟმურები ხართ რაა,ამხელა სახლში ადგილს,როგორ ვერ გამოვძებნით,ჩვენ ახალგაზრდობაში,ერთ კუკნუკელა ოთახში ხუთნიც მშვენივრად ვეტეოდით.
- ოო ნუ იცი ასე რაა,საქმეები მაქვს ხვალო და ვერ დარჩება
- ხო კარგი! ვაიმე ცოტნე ამის აკიდებას ეშმაკი აიკიდოს კაცმა ჯობია - თვალს მიკრავს,ნოე დგება,თვალებით მანიშნებს გარეთ გავიდეთო,სიგარეტის მოწევა უნდა ალბათ.
- აბა?ხვალ რას აპირებ? - კარებთან მობუზულები ვდგავართ,ისე ყინავს მოწევის სურვილსაც დაგაკარგვინებს.
- რა და იმ რქაწითელის საქმეზე უნდა გავიდე,კახეთში შექმნიათ რაღაც პრობლემები.
- ხოო,ჩვენ სვანეთში,რომ გვინდოდა წასვლა ხომ იცი?
- კი როგორ არა, მევ მოვდვიარ და თათასაც ვუთხრა ხო?თუ ეტყოდა ქეთო?
- ქეთომ უთხრა კაცო,ერთი ის პრობლემაა დაჯავშნილი,რომ არ გვაქვს,სესილი მაგაზე მეჩხუბება,აქამდე როგორ არ დაჯავშნეო,მე კიდევ სულ გადამავიწყდა ჯერ ქორწილის და შემდეგ ამ საახალწლო სამზადისის გადამკიდე,ხოდა ვიფიქრე ცოტნესთან წავალთ ბაკურიანში მეთქი.
- წავიდეთ მერე,ბაბუს ნახვა ისედაც მინდოდა და მოკლედ წავიდეთ ხო,თქვენ დრო მითხარით და მერე ჩემზე იყოს.
- აუ თომა,როგორ მომენატრა რაც შენ წახვედი 20 - ჯერ თუ მეყოლება ნანახი,ისე მრცხვენია,საქმეებზე,რომ ჩავდიოდი მაშინ შევუვლიდი ხოლმე,მხოლოდ.
- არაუშავს,ახლა ავანაზღაურებთ და წამო ახლა გავიყინე.
შესვლისას,რიტა უკვე სასტუმრო ოთახში დაგვხვდა,სესილის ელაპარაკებოდა რაღაცაზე და კისკისებდა,ხელი ისევ ყელთან ქონდა მიტანილი და ყელიან ზედას, საყელოს უწვალებდა.გვერდით მივუჯექი,დივნის საზურგეს მივეყუდე,თავი უკან გადავწიე და თალები დავხუჭე,ვიგრძენი მიყურებდა,თვალები გავახილე და წამოვიწიე.
- მოხდა რამე? - ისე უცებ ვკითხე,შეხტა.
- ჰა?..არა რა უნდა მომხდარიყო...უბრალოდ,ხანდახან თვალი მიშტერდება ხოლმე და... - თავი იმართლა,სესილის მიუტრიალდა ისევ განაგრძო საუბარი.
- ახლა რას აპირებ რიტა? - უსაქმურმა მათ საუბარს მივაყურადე.
- არც არაფერს,ის ინგლისში ბოლო საქმე იყო,ქმარს უძალადია შვილზე და ცოლზე,ეგ არაკაცი,ჰოდა ეს ქალიც არაფერს არ ამბობდა,კიდევ კარგი მეზობლებმა იჩივლეს,თორემ წარმოდგენაც არ მაქვს რა მოხდებოდა,12 წელი აქვს მისჯილი,განზრახ ძალადობისთვის,თან ორ პიროვნებაზე - ჩუმდება,გოგონებს თვალს ავლებს და ისევ აგრძელებს - ამ საქმით დავასრულე შემოდგომის სეზონი და ახლა ჩაის სახლს უნდა მივხედო გოგონებმა რაღაც პრობლემებია,ღვინოსთან დაკავშირებითო.
- აქეთ უნდა იყო ხო ანუ?
- როდის არ ვიყავი შენ კიდევ,უბრალოდ იქ საქმეებზე ჩავდიოდი
- ვაიმე რიტა,თებერვალში ხდები ხო 24 - ის? - უცებ წამოჭრა ახალი თემა ქეთომ.
- ჯერ რა პატარა ხააარ - გაოცებას ვერ მალავს სესილი.
- ხოო - მორცხვად იღიმის - მადლობაა?
- კი კი მადლობა,კონპლიმენტი იყო - ეცინება სესილის.
- საპირფარეშო საითაა?
- სასტუმრო ოთახიდან,რომ გახვალ ხელ მარჯვნივ - უხსნის ქეთო.
- კარგიი,მოვალ ახლავე.
ოთახიდან გადის,მეც წყურვილს ვიმიზეზებ და უკან ვეკიდები,საპირფარეშოს გასცდა უკვე და დაბნეული აცეცებს თვალებს.
- ხელ მარჯვნივო არ თქვეს? აქ ოთახიაა - ბუტბუტებს თავისთვის
- შინდისფერი კარია - ვამბობ მე და ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ ხტება ჩემ ნათქვამზე.
- შენ რა გინდა გული გამისკდეს? ცოტა ხმაურიანად მაინც იარე - მიბღვერს და კარის სახელურს სწვდება, შეიგნით შესული ისევ უკან ბრუნდება,ცინიკური ღიმილი დასთამაშებს სახეზე - მადლობა,ბატონო ცოტნე - ჩემი სახელიც გაუგია.
------------------------------------------------------------------------------------------------------
8.01.2012 15:43
ჩაის სახლში ვარ,აღმოჩნდა კახეთიდან რქაწითელი აქ ჩამოჰქონდათ და სწორედ ამასთან დაკავშირებით ახსენა რიტამ შობაზე ღვინოსთან დაკავშირებული პრობლემები,ახლა წინ მიზის და სწორად ისე,როგორც ქეთომ ამიხსნა,გაცხარებული ითვლის ქვითრებს,თან ნერვიულად ფრჩხილებს იკვნეტს.
- არ გამოდის,ნინაა მოდი ერთ წამს - მიმტან გოგონას უხმობს
- გისმენთ ქალ.. - საბუთებიდან თავს წევს და როგორც მე მაკვირდებოდა გუშინ მკვლელი მზერით,ისე უყურებს,ნინას. - უკაცრავად - მორცხვად იღიმის გოგონა - გისმენ რიტა უნდა მეთქვა.
- კარგია,მოკლედ ნინა ხარჯთაღრიცხვას გადავხედე და რაღაც საბუთები აკლია,რა თანხაც გაქვთ დახარჯული წესით იმდენი უნდა მეანგარიშა მე აქ,მაგრამ ნაკლებია ახლა ამ ბატონთან,ერთად რაღაც საქმეს განვიხილავ და თეკოს უთხარი საღამოთი მიხედავსო,კარგი?
- კარგიი - უღიმის საბუთებს ხელს ავლებს და მალევე უჩინარდება ადგილიდან,რიტა ბოკალში ჩასხმულ რქაწითელს აგემოვნებს
- კარგია,თან ძალიან, რა თქმა უნდა ავიღებთ ბატონო ცოტნე, უბრალოდ ახლა რაღაც ვერ არის ნორმაში და ყველაფერი,რომ დალაგდება თვითონ დაგირეკავთ ხელ-შეკრულებაზე
- ადვოკატი ხარ ხო? - თემას ვუხვევ,დავიღალე ამდენი ბატონსო და ქალბატონოს ძახილით
- ამის ცოდნა რაიმე არსებით მნიშვნელობას წარმოადგენს? - არ ნებდება და ისევ მკადრად მიბრუნებს პასუხს.
- გეყოფა რიტა,ბიჭი პირველად წაგეფლირტავა თუ? - სახეზე მალევე ვამჩნევ ჩემი ნათქვამიდან გამოწვეულ სიწითილეებს,წყნარდება და ისევ მშვიდი ტონით მეუბნება.
- წაფლირტავება,ყინვაში მდგარ გოგოსთან,ჩუმი ლაპარაკით განისაზღვრება შენთვის? - ჩუმად ვარ - მაშინ მგონი კითხვა შებრუნებული ვარიანტით უფრო მართობილი იქნება,ბატონო ცოტნე,გოგონას პირველად წაეფლირტავეთ? - იცინის,რაღაცის თქმას ვაპირებ,რიტას ძახილითა და ხელების ქნევით,რომ გვიახლოვდება გოგონა.როგორც აღმოჩნდა ეს თეკოაა,კაფის ერთ-ერთი მეწილე და რიტას ბავშვობის მეგობარი,ის მალე გვტოვებს და რიტაც 5 წუთში დგება,თან რაღაცის სათქმელად ემზადება.
- მოკლედ, ბატონო ცოტნე - მუქ მწვანე,მანტოს იღებს,ცალ ხელზე იკიდებს და ცილინდრის მაგვარ ქუდს, ირგებს თავზე - ვერ გეტყვით დიდად მოხიბლული დავრჩი,ჩვენი მსუბუქი ფლირტით მეთქი,მაგრამ,არაუშავს დაიხვეწები,ხომ გაგიგია სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო - ეცინება,მეც მასთან ერთად ვდგები,რქაწითელს ბოლომდე ვცლი,მაგიდას გვერდს ვუვლი და წინ ვუდგები
- რიტა - სასიამოვნოდ ჟღერს,ჩემი ბაგეებიდან წარმოთქმული,მისი სახელი - სიმპატიური სახელი,რომ გაქვს იცი? - იბნევა,მე კი ვაგრძელებ - დღეს ექვსზე გამოგიგვლი და მზად დამხვდი,კახეთი გიხმობს,არ ინერვიულო, მხოლოდ ერთი დღით მოგაცდენ - მისი სუნით ვივსებ ფულტვებს და კაფიდან გამოვდივარ,მსუბუქი ფლირტი,ჩემთვის სხვა მნიშვნელობის მქონეა,ვამბობ გულში და მანქანაში ვჯდები.2 საათი საკმარისი უნდა იყოს მგონი, მოსამზადებლად.
______________________________________________________________________________
ექვსზე უკვე,ზუბალაშვილის 6 ნომერთან ვარ და მანქანაში მჯდარი ველოდები რიტას გამოსვლას,ესეც ასეე,კარებთან მდგარი კარის დაკეტვას ცდილობს,მეც მანქანიდან გადმოვდივარ,ჯელტმენურად ვუკრავ თავს და კარს ვუღებ,უკვე ჩაჯდომას აპირებს,საჩვენებელ თითს,რომ მიღერებს და მაფრთხილებს მხოლოდ 4 საათი გაქვსო,ვუღიმი, მანქანას ვუვლი,მის გვერდით ვიკავებ ადგილს და მანქანას ვქოქავ.
- აბა სად მივდვიართ? - მეკითხება ხუთ წუთიანი დუმილის შემდეგ.
- კახეთში - მოკლედ ვუჭრი მე.
- შენ ბავშვობიდან ასეთი სიტყვა ძუნწი ხარ? კახეთში,რომ მივდვიართ როგორღაც მეც ვიცი
- კარგი ქალბატონო რიტა,ნუ აღშფოთდებით,კი არ გიტაცებ,ჩემი მარანი უნდა დაგათვალიერებინოთ,ღვინოები თქვენს მწარე შეფასებებს ელიან - თვალს ვუკრავ და თავს ისევ საჭისკენ ვატრიალებ.საათ ნახევარში,უკვე ვასწრებთ ერთმანეთზე მცირე ინფორმაციის, ვაი ვაგლხაით გამოტყუებას,მართლა საშინლად მწარე გოგოა,ახლა ქინძმარაულით ხელში,ვერანდიდან ათალიერებს ვენახს და გაოცებას ვერ მალავს.
- ღმერთო,ძალიან ლამაზია,განტვირთვისთის კი მისწრებაა ეს ადგილი - წამით მიშტერებს მზერას,შემდეგ დაბნეული,გაჰყურებს უკიდეგანო სივრცეს.
- გინდა ჩავიდეთ?უფრო ახლოდან დაათვალიერე,სანამ დაბნელდება - ადგილზე ცქმუტავს,თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები აუკიაფდნენ.
- რა თქმა უნდა, მინდა - სირბილით ჩადის,კიბეებზე და მანტოს იღებს,თბილად ეხვევა,სასიამოვნო მატერიაში,ტრიალდება და მიღიმის
- აბა? წავედით? - ტუჩის კუთხეში,ღიმილი მეპარება,თანხმობის ნიშნავს თავს ვუქნევ,ძალიან ბავშვური და უმანკო გოგოა,აი ისეთი,27 დეკემბერს ჩაის სახლში,რომ იჯდა და გაცხარებული ითვლიდა ქვითრებს.
- მომიყევი შენზე,რამდენი წლის ხარ? - სიჩუმეს ისევ მისი,მშვიდი და ნოტიო ხმა არღვევს.
- რამდენი წლის ვარ? - სახეზე მისი კითხვით გამოწვეულ ღიმილს ვერ ვმალავ - კარგი რა,რიტა ნუთუ პარტნიორის დოსიეში ჩაწერილი 25 წელი ვერ ამოიკითხე? - უერხულად იღიმის
- როგორ არა,უბრალოდ...კარგი, სხვა?ღვინის საქმეს რატომ მოკიდე ხელი?
- რატომაც შენ კაფის საქმეს,ბავშვობიდან ჩემი საყვარელი პროფესიაა,ვგიჟდები ღვინოზე,არა როგორც სასმელზე,რომელიც გაბრუებს და გავიწყებს ყველაფერს,არამედ სასმელზე რომელიც,ყველანაირ გემოს უტოვებს,სასურველ ტუჩებს,ცოტა შეფერილობას მატებს,მაგრამ არ გავიწყებს,არასდროს,არც კი ცდილობს ამას,უბრალოდ ზოგს ჰგონია,რომ ღვინო სასოწარკვეთილებიდან თავის დახსნაში უშველის,არა და ყველაზე ეშმაკი ღვინოაა,ისე გითრევს მორევში,აზრზე მოსვლის საშუალებსაც არ გაძლევს. - გაშტერებული მისმენდა,უცებ მზერა მისი ტუჩებისკენ გამექცა და საშინლად ვინანე,მუქი სითხე,შინდისფრად გადაჰკვრია ტუჩებს,მაგრამ გონებამ მისი დაპატრონების სურვილს სძლია,თვალი უცებ მოვარიდე - მოდი,ნახე - ვაზთან ჩავიმუხლე და ქვიშა ხელებში მოვიქციე,ისიც მომიალოვდა - დაყნოსე - ახლოს მოიწია და მიწის სურნელი,მკაფიოდ შეიგრძნო - გრძნოობ? თითქოს მიწაშივე,გაუდგამს სურნელს ფესვები და ხალახს მისკენ იხმობს. შემომხედა,ნელ-ნელა მომიახლოვდა,მაგრამ უცებ გამოფხიზლდა და წამოდგა,მეც მას მივბაძე.
- იცი სულ მინ...- შებრუნებული იწყებს საუბარს, როცა ვგრძნობ,გონება სურვილს აშკარად ვერ ჯობნის,ჩემსკენ ვატრიალებ სხეულზე მარდად ვიკრავ და მის დაწყებულს ვასრულებ,ტუჩებზე ვნებიანად და მომთხოვნად ვეტანები.
როგორ ხართ? დიდი ბოდიში ასე,რომ დავაგვიანე უბრალოდ საკონტროლები მქონდა ეს კვირაა სუულ და დადებას კი არა,დაწერასაც ვერ ვასწრებდი იმედია მოგეწონებათ ისიამოვნეთ და გამიზიარეთ თქვენი შეხედულებები



№1 სტუმარი სტუმარი shalo

setyvasvit wamova siaxleebi

 


№2  offline წევრი TrustYourSoul

სტუმარი shalo
setyvasvit wamova siaxleebi

ანუ?ვერ მიგიხვდით

 


№3  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვააიმეეე საად გაწყვიიიტეეე!!!!! ჩემიი ნერვებიი უნდა შეიწიირო შეენ? -,- მაგრაამ მაინც რომ ვგიჟდები ამ ისტორიაზე რა ვქნა ? ეს ბიჭიც შემიწირავს მე -,- არა ბოლოს კარგად მოატკბეე რა ისე მომეწონა აქეთ გადავმწვანდი :დდ ჰოდა ჩემო შაქარო და შოკოლადო სასწრაფოდ შემდეგ თავს ვითხოვ ! აი ისე ვარ ვეღარ ვითმენ ისე დამაინტრიგე -,- არაჩვეულებრივი თავი იყო და მიყვარხარ ცუნცულ ♥♥♥♥

 


№4  offline წევრი TrustYourSoul

ტკბილიწიწაკა
ვააიმეეე საად გაწყვიიიტეეე!!!!! ჩემიი ნერვებიი უნდა შეიწიირო შეენ? -,- მაგრაამ მაინც რომ ვგიჟდები ამ ისტორიაზე რა ვქნა ? ეს ბიჭიც შემიწირავს მე -,- არა ბოლოს კარგად მოატკბეე რა ისე მომეწონა აქეთ გადავმწვანდი :დდ ჰოდა ჩემო შაქარო და შოკოლადო სასწრაფოდ შემდეგ თავს ვითხოვ ! აი ისე ვარ ვეღარ ვითმენ ისე დამაინტრიგე -,- არაჩვეულებრივი თავი იყო და მიყვარხარ ცუნცულ ♥♥♥♥

ტკბილოოო❤ვიმედოვნებ მალე იქნება შემდეგი❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent