შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Demon (7)


23-12-2017, 19:17
ავტორი Constance
ნანახია 1 310

(მაიკლი)
საწოლზე წამოვჯექი, გავიზმორე და დავამთქნარე.
"მმმმ, საუკუნეა ესე კარგად არ მძინებია..."
საწოლიდან ავდექი და კიდევ ერთხელ გავიზმორე. წარმოდგენა არ მქონდა ტანსაცმელი როდის გავიხადე, მაგრამ ჩვეულებრივ საცვლით მძინავს, ასე რომ ალბათ ძილში მოვისროლე სადმე. მაგრამ ჩაცმა არც მჭირდებოდა, აი ცხელი აბაზანა კი...ცხელი.აბაზანა.
"ღმერთო რა კარგად ჟღერს"
მდუღარე წყლის შეხებაზე ვფიქრობდი და უკვე ლამის ვგრძნობდი როგორ მიწვავდა მხრებს.
" ჰმ, რა კარგია, წყალი უკვე მოშვებულია..."
საცვალი ძირს დავაგდე და ცხელი წყლის ქვეშ შევაბიჯე.
- მმმმ...
- კარგია ჩემი აბაზანა?
- აჰამმ..
- შამპუნი შენს უკან, მარცხენა რაფაზე დევს.
მძინარემ თავი დავაქნიე და შამპუნი ავიღე. ეს ჩემი საყვარელი მომენტია ბანაობისას. ხელები ავწიე და თავის მასაჟს შევუდექი. ოდნავ უკან გადავიხარე, და წყლის ქვეშ გავჩერდი.
- არასდროს მინახავს ვინმე ესეთი სიამოვნებით იბანდეს თავს... როგორც ჩანს ყოველდღე ახალ რაღაცას იგებ.
- მმმ, ჰო...
ისევ უკან ვიხრებოდი, რომ შამპუნი ჩამომებანა, როცა თვალები გავახილე.... და ჩემს წინ მდგარ, საოცრად გახალისებულ კაენს შევეჩეხე.
წამიც და ზურგით კედელს ვეკროდი. მადლობა ღმერთს, შამპუნი თვალებში არ ჩამივიდა და არ ამეწვა.
ძალიან ბევრი რამ იყო, რაც მინდოდა კაენისთვის მეყვირა... ბევრი კითხვა... ბევრი რაღაც... ბევრი კუნთები.... და უზარმაზარი.... - ჩემი სახე ცოტა ზემოთაა ადამიანო.
გავწითლდი, როცა გავაანალიზე რომ იმას ვუყურებდი, რისთვისაც არ უნდა შემეხედა! თავი ავწიე და საკმაო გამბედაობა დამჭირდა, რომ თვალებში შემეხედა.
- რ..რას აკეთებ ჩ..ჩემს სახლში?
ვიკითხე ჩუმად, მაგრამ ვიცოდი გაიგო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ჩურჩულს წყლის ხმაც ახშობდა.
- შენს სახლში არა?
დაბნეულმა დავუქნიე თავი და სუსტი ხმით ვუპასუხე.
- ჰ...ჰო?
ცივ კედელს კიდევ უფრო მივეკარი, როცა ჩემსკენ ოდნავ დაიხარა.
- მარცხნივ გაიხედე.
ის გავაკეთე რაც მითხრა და შამპუნი, ბალზამი, ტანის საპონი და სხვა რაღაცეები შევნიშნე.
- ესენი შენებია?
თავი მანამდე გავაქნიე, სანამ გავიაზრებდი რომ მართლა არ იყო ჩემი ნივთები.
- ეხლა მარჯვნივ გაიხედე. ეს შენი აბაზანის ჩამოსაფარებელია?
ისევ დავემორჩილე მის ნათქვამს და რამდენიმე წუთის შემდეგ, ყავისფერი ფარდის ყურებისას, თავი გავაქნიე.
- კარგი, ეხლა კი ჩემი აბაზანიდან გაეთრიე, სანამ მე თვითონვე გაგაგდებდე.
მუქარამ გამომაფხიზლა ჩემი მძინარე მდგომარეობიდან და მაშინღა გავაცნობიერე სად ვიყავი და ვინ იდგა ჩემს წინ... და ის რომ ეს ვიღაც ვერ შემეხებოდა. ამ აზრზე კი გამეღიმა, რაც კაენს საერთოდ არ მოეწონა, თუ მის ღრენისმაგვარ ხმას გავითვალისწინებთ. კმაყოფილი გამომეტყველებით ისევ წყლის ქვეშ დავდექი. ღიმილი ვერ შევიკავე, როცა თვალები გავახილე და დავინახე, რომ დემონმა უკან დაიხია რომ არ შემხებოდა.
- მოდი, ბეჭებს გაგიხეხავ.
ტანის სახეხი ავიღე, მან კი ჩაისისინა. მაგრამ როცა ხელი მისკენ გავიწვდინე, მარჯვენა ხელით მაჯა დამიჭირა.... და არ დაიწვა?
დემონიც ისეთივე გაოცებული ჩანდა, როგორიც მე ვიყავი. კაენი, როგორც ჩანს ჩემზე ადრე გამოფხიზლდა შოკიდან, რადგან მომიახლოვდა და სცადა უპირატესობა მოეპოვებინა... რაც გამოუვიდა.
- ვიღაც ისეთივე "წმინდა" აღარაა, როგორიც იყო? ცოტა დიდხანს მოუვიდა იმისთვის ყურება, რაც აკრძალული იყო მისთვის... და როგორც ჩანს მოეწონა კიდეც?
მის სიტყვებზე გული ამიჩქარდა... მ.მისი არაფერიც არ მომწონდა! განსაკუთრებით ისე როგორც ის გულისხმობდა!!! სანამ მისთვის დაყვირებას მოვასწრებდი, ზარმა დარეკა.
საბაზანოს კარისკენ გავიხედე, მაგრამ როცა კაენს შევხედე, ისევ მე მიყურებდა, თუმცა აშკარად უსმენდა გარეთ რა ხდებოდა. დაძაბული მომენტის შემდეგ ზარმა ისევ დარეკა და კაენმა ამოიოხრა. მეგონა გარეთ მომისროდა, როგორც მანამდე დამპირდა, მაგრამ თვითონ გავიდა, პირსახოცი მოიხვია და კარი გააღო. შევნიშნე ხელები ოდნავ გასწითლებოდა, ანუ ჩემი შეხება მაინც ტოვებდა რაღაც კვალს.
შანსი რომ მომეცა, მაშინვე დავასრულე ბანაობა და საშხაპიდან გავედი. ახალი პირსახოცი ვერ ვიპოვე, ამიტომ საძინებელში, რომელიც უკვე ვიცოდი რომ კაენის იყო, სწრაფად გავიქეცი და ჩემი საცვლები ამოვიცვი.

(კაენი)
ვიღაცის სტუმრობის ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი. რა ჯანდაბას აკეთებდნენ ადამიანები ჩემს კართან? ჩავიბუზღუნე და კარი გამოვაღე.
- რა გინდათ?
ჩემს ხმაში უკმაყოფილობა იგრძნობოდა. ორმა კაცმა ოფიცრის ნიშანი მაჩვენა, მაგრამ პოლიციის ფორმაში არ იყვნენ გამოწყობილნი. ორივეს პიჯაკი და ჰალსტუხი ეკეთა, მაგრამ შარვლები, შავის ნაცვლად მუქი ყავისფერი ეცვათ. გაღიზიანებულმა ამოვიოხრე, ხელები მკერდზე გადავაჯვარედინე და წარბი ავწიე.
- რით შემიძლია დაგეხმაროთ, ოფიცრებო?
ერთ ერთმა, რომელიც ორმოცდაათ წლამდე იქნებოდა და ყავისფერი თმა ჰქონდა, წინ გამოაბიჯა და ფურცელი გამომიწოდა. მაშინვე მივხვდი რაც უნდოდათ. ნუ მთლად 'რა' არა უფრო 'ვინ'.. ჰანას მომღიმარი სურათის ქვეშ 'დაკარგულია' ეწერა დიდი ასოებით.
- ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს პატარა ბიჭი თქვენთან ცხოვრობს...
" ეს კი მართლა არ მაწყობს."
- დიახ, ის აქ არის.
მეორე პოლიციელმა, რომელსაც წითელი თმა ჰქონდა, ქედმაღლურად შემომხედა, რაც დიდად არ მესიამოვნა.
- ამ ხნის მანძილზე შენ გყავს და ერთი გადაცემა ან ჟურნალი არ გნახავს, სადაც მის დაკარგვაზე იყო საუბარი?
- ნამდვილად არ მინახავს, ბატონო. ძალიან დაკავებული ვარ და საერთოდ არ მაინტერესებს ტელევიზიაში რა ხდება. ასევე არ ვკარგავ დროს გაზეთების კითხვაში, უმეტესად სულ პოლიტიკური პროპაგანდაა და სხვა არაფერი.
ორივემ ერთმანეთს გადახედეს, სანამ გამხდარი კალამსა და ბლოკნოტს ამოიღებდა.
- რა გქვიათ ბატონო?
- კაენ რემარო.
პოლიციელებმა თვალები დაახამხამეს და ჩემი სახელი რომ იცნეს თვალები გაუფართოვდათ.
- კ.კარგით მაშინ ბატონო რემარო. გვინდა ჰანა წავიყვანოთ. შეგიძლიათ გამოიყვანოთ?
- როგორც არ უნდა მინდოდეს ამ ბავშვის თავიდან მოშორება, ჩემს გარდა ყველა და ყველაფერი აშინებს.
პასუხმა ორივე გააღიზიანა, მაგრამ მსუქანმა მხრები აიჩეჩა და ყურადღება არ მიაქცია ჩემს ნათქვამს.
- თავშესაფარს შეუძლია მორცხვი ბავშვების პატრონობა, გთხოვთ მოიყვანეთ ბიჭი.
მუცელში რაღაც უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, თუმცა თავს ვაიძულე დავთანხმებოდი და უკან, ჰანას ოთახისკენ წავედი. კარი ღია დავტოვე, რადგან ვიცოდი პოლიცია ვერაფერს გამიბედავდა, სანამ იმას გავაკეთებდი რაც მითხრეს.
ჰანა ოთახში, საწოლზე წამომჯდარი დამხვდა. თვალებს იზელდა და ცდილობდა გამოფხიზლებულიყო.
- ჰანა..
დიდი ყავისფერი თვალებით ამომხედა. მუქი კულულები, ძილის მიუხედავად, მაინც ლამაზად ეფინა სახის გარშემო.
- კეეენ.
გავიღიმე და მისკენ დავიხარე, მან კი ხელები გამოიწვდინა და კისერზე ჩამომეკიდა.
- აქ ვიღაცეები არიან შენთან შესახვედრად მოსულები.
ნამდვილად გაიგიჟებდა თავს, მაგრამ ჯობდა გამეფრთხილებინა და ეგრევე არ გამეყვანა. თვალები გაუფართოვდა და მჭიდროდ მომეკრო ზედ.
- არაააა კეეენ!
- არაფერია, შენთან ერთად ვიქნები, კარგად მოიქეცი კარგი?
თავი გააქნია და ცხვირი ჩემს კისერში ჩარგო.
"რა თქმა უნდა, სხვას რას ველოდი"
მაინც გავიყვანე მისაღებში და ღია კართან შევჩერდი. ოფიცრები მის დანახვაზე დამშვიდდნენ.
- როგორც ჩანს კარგად უვლიდით, მადლობა, რომ მასზე იზრუნეთ.
- არაფერია.
მსუქანმა ხელები გამოიწვდინა, რომ ჰანა აეყვანა, მაგრამ თითები შეახო თუ არა, ბავშვმა კივილი დაიწყო და ისე ამაცოცდა, ფეხები ლამის კისერზე შემომაწყო.
- აჰ.. ხომ გითხარით, ხალხს ვერ ეგუება.
ორივე კაცი გაოცებული გვიყურებდა.
- მ..მისი საქმის განხილვისას ვნახეთ, რომ ჩვეულებრივი ბავშვი იყო, რომელსაც ყურადღება უყვარდა.
- ჰო, რაც არ უნდა გადახდომოდა თავს, ამან აშკარად დაუტოვა კვალი.
მაღალმა ოფიცერმა თვალები გადაატრიალა და ჰანას ასაყვანად გამოიწია, მაგრამ როგორც კი ხელიდან გამომტაცა, ბავშვი უფრო შეშინდა და ხმამაღალი ყვირილი დაიწყო. უნდა ვაღიარო, ამ ბავშვის დამორჩილება ნამდვილად ძნელი იყო. რამდენიმე წუთს ეჭირა პოლიციელს ბიჭი და მთელი სახე უკვე დაკაწრული ჰქონდა. თავი ძლივს შევიკავე, რომ კაცი არ მომეკლა, როცა ჰანა ძირს დაუვარდა, მაგრამ ბავშვი მაშინვე წამოხტა და სახლში შევარდა. დარწმუნებული ვიყავი ჩემი საწოლის ქვეშ დაიმალებოდა.
- ისევ უნდა გამამეორებინოთ თუ გაიგეთ, რომ ხალხი არ მოსწონს.
კაცმა ჩაიბუზღუნა და ხელი მკრა, რომ სახლში შესულიყო. გაბრაზებული მეც გავყევი და ჰანა ზუსტად იქ ვიპოვეთ, სადაც ვიფიქრე რომ იქნებოდა. თავიდან რომ მოვიყვანე სახლში, რამდენიმე დღე აქ იმალებოდა და მხოლოდ საპირფარეშოში გადიოდა. არც კი ჭამდა თუ საწოლის ქვეშ არ მივართმევდი.
ოფიცრები დაიხარნენ, მე კი მაიკლს გავხედე, რომელიც ცოტა არ იყოს გაბრაზებული უყურებდა პოლიციას.
- უნდა გამოიყვანოთ.
- რატომ უნდა წაიყვანოთ თავშესაფარში?
ამ კითხვაზე, გამხდარმა პოლიციელმა მაიკლს თვალები დაუბრიალა.
- იმიტომ რომ ობოლია?
ამან კი ნამდვილად გააბრაზა მღვდელი.
- ეს გავიგე, მაგრამ რატომ არ შეიძლება აქ დარჩეს სანამ ხალხს ცოტა არ შეგუება? კაენი თავისი კომპანიის გამო ვერ გაქრება, ჰანა კი მშვენივრად გრძნობს თავს მასთან. უბრალოდ დრო სჭირდება, რომ ხალხს ისევ დაუახლოვდეს.
შოკში ვიყავი, რომ მაიკლი ჩემს მხარეს იჭერდა, ნუ მეთანხმებოდა მაინც, რომ ჰანა ჩემთან უკეთესად იყო. მართალიც იყო, რადგან ჰანა სხვებს ისევ ვერ ეკარებოდა პანიკური შეტევების გარეშე. უფროსი კაცი წამოდგა და პარტნიორმაც მას მიბაძა. ორივე გაღიზიანებული ჩანდა და ბოლოს ამოიოხრეს.
- კარგით. მისი ადგილსამყოფელი უკვე ვიცით და ისიც შევამოწმეთ დაშავებული ხომარაა ან ცუდ პირობებში ხომ არ უწევს ცხოვრება. გასაგებია, დრო სჭირდება ხალხთან შესაგუებლად, მაგრამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამეს აკეთებთ?
- კი, ეკლესიაში დაგვყავს და როგორც ჩანს მოსწონს კიდეც იქაურობა. სხვა ბავშვთანაც კი ითამაშა, მაგრამ უფროს ხალხთან უჭირს ურთიერთობა. - უთხრა მაიკლმა, მე კი ისევ ჩუმად ვუსმენდი.
გამხდარმა ოფიცერმა რაღაც ჩაიწერა და ბლოკნოტი ისევ ჯიბეში ჩაიდო.
- კარგით, დროდადრო შევამოწმებთ და როცა მზად იქნება თავშესაფარში წავიყვანთ, რომ ვინმემ იშვილოს. ამჟამად თქვენ ხართ მასზე პასუხისმგებელი. თუ ფინანსური დახმარება დაგჭირდებათ, გთხოვთ, თავშესაფარს დაუკავშირდეთ.
თავი დავუქნიე, თუმცა ვიცოდი არანაირი დახმარება რომ არ დამჭირდებოდა.
- კარგით მეტად აღარ შევაშინებთ ბავშვს. მაგრამ მალე შევხვდებით.
თავი ისევ დავუქნიე და გავაცილე. კარის დაკეტვისთანავე ჩავისისინე და ჩემი ოთახისკენ წავედი. მუხლებზე დავდექი, ხელები გავშალე და ჰანას დავუძახე.
- მოდი აქ ჰანა. წავიდნენ, კენს კი ჩახუტება სჭირდება.
ბიჭი მაშინვე ზედ შემომახტა, როგორც კი გაიგო რომ ბოროტი ხალხი წავიდა. მის შარვალზე სისველე ვიგრძენი.
"რა თქმა უნდა.."
- გინდა ბუშტების აბაზანა ჰანა?
თავი არ დამიქნია, მაგრამ არც უარყო, რადგან ისევ ტიროდა და პასუხის თავი სულ არ ჰქონდა.
"ამას თანხმობად მივიღებ"
სააბაზანოში შევიყვანე და თავისუფალი ხელით წყალი მოვუშვი. ჰანა ძირს დავსვი და სველი ტანსაცმელი გავხადე.
- მაპატიე, მაპატიეე.
- ჩშშშ. არაუშავს ჰანა, შემომხედე.
წუთი დასჭირდა რომ თვალებში შემოეხედა, მაგრამ როცა საბოლოოდ შემომხედა გავუღიმე და პატარა ცხვირზე ვაკოცე.
- არაუშავს, არ გიბრაზდები ჰანა.
ჩაისრუტუნა და მეც შარვალი გავხადე, რომელიც აშკარად ღამეც ეცვა, ისევ! მაგრამ ეს ალბათ ჩემი ბრალი უფრო იყო, რადგან მე თვითონვე ჩავაწვინე საწოლში. აბაზანა ნახევრად სავსე იყო და ბუშტებიც წყლის ზემოთ ტივტივებდნენ.
"მაიკლი გაამზადებდა"
შევნიშნე, რომ მღვდელი საპირფარეშოზე ჩუმად იჯდა და ხელში ბუშტების ბოთლი ეჭირა. თავი მადლიერების ნიშნად ოდნავ დავუქნიე და ჰანა აბაზანაში ფრთხილად ჩავსვი. ბანაობა არ უყვარდა, მაგრმა ბუშტების აბაზანა ზოგჯერ მაინც სიამოვნებდა, მე კი მძულდა. ძლივს ვბანდი!
- სათამაშოები არ აქვს?
გვერდით გავიხედე და მაიკლს წარბი ავუწიე.
- არა.
თითქოს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ამის მაგივრად დაიხარა და ტანის საპონი მომაწოდა ჰანასთვის. სწრაფად დავბანდე, ბავშვი კი ბუშტებით ერთობოდა. როცა მოვრჩი, წყლიდან ნელა ამოვიყვანე და პირსახოცში გავახვიე, მაიკლმა კი აბაზანა დაცალა.
ველოდი რომ დარჩებოდა და დამეხმარებოდა, შემდეგ კი სამუშაოზე გამომყვებოდა, მაგრამ როცა გარეთ გავიდა უკმაყოფილოდ ამოვიოხრე. წუთის შემდეგ შევნიშნე, რომ გასასვლელისკენ, ამჯერად წინა დღის ტანსაცმელში გამოწყობილი, წავიდა.
- სად მიდიხარ?
- აღსარების ჩასაბარებლად, ეკლესიაში - მომაძახა გასვლამდე.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მე მომეოწნს ეს მომთხრობა ძალიან მომწონს პერსონაჟები, სიუჟეტი და რავი ყველაფერი ერთი სული მაქვს გაგარძელებას როდის ავიკითხავ!!!

 


№2  offline წევრი skida

მართლაც საოცარი მოთხრობა იყო მოუტმენლად ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent