შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შუაღამის მზე (თავი პირველი)


26-08-2017, 01:03
ავტორი Yvavi.
ნანახია 1 629

გამთენიისას ძლივს ავწიე სხეული იატაკიდან, მთელი სხეული მტკიოდა და სიარული მიჭირდა. გადაგლეჯილი მაისური გავიხადე და ნელი ნაბიჯით გავედი ოთახიდან. ხელში ხალათი და პირსახოცი მეჭირა. დერეფანში, სარკეში ჩემი ნახევრად შიშველი სხეული შევათვალიერე. ზურგზე სისხლშემხმარი ზოლების დანახვისას ღებინების შეგრძნება მომაწვა. სწრაფი ნაბიჯით წავედი აბაზანისკენ და წყალი მოვუშვი.
ცხელი წყლის შეხებაზე უფრო ამტკივდა, ზოგი ჭრილობიდან სისხლმაც დაიწყო ისევ გამოჟონვა. მაშინვე გრილი წყალი მოვუშვი და შამპუნი ავიქაფე თავზე. ყელში ცრემლის ბურთს ვგრძნობდი, სუნთქვა მიჭირდა, ამას თან ერთვოდა გაუსაძლისი ტკივილი.
აბაზანიდან მალევე გამოვედი, უბრალოდ შემხმარი სისხლი ჩამოვიბანე. დიდხანს ვერ გავძელი შამპუნი და დუშგელი ჭრილობებს საშინლად მწვავდა. სველი, მხრებამდე შეჭრილი თმა მშვიდად ჩამოვივარცხნე და ხალათში გახვეულმა დავტოვე აბაზანა.
მისაღები ოთახიდან ტელევიზორის ხმა გამოდიოდა, როგორც ჩანს მამამ გაიღვიძა. საძინებელში შევედი და წინა დღეს გამზადებული ტანსაცმელი ჩავიცვი.
სამზარეულოში დედას სენდვიჩი და ჩაი გაეკეთებინა.
-სწრაფად ისაუზმე, სკოლაში არ დაგაგვიანდეს . - მომღიმარი სახით უთხრა დედამ და გაზქურას მიუტრიალდა, რომელზეც საოცარი არომატის მქონე წვინანს ამზადებდა.
რაც შემეძლო სწრაფად მოვათავე საუზმე, სახლიდან მინდოდა გამეღწია. წასვლამდე დედას ვაკოცე და ზურგჩანთას დავავლე ხელი.
ოთხი სართული სირბილით ჩავირბინე, მეორე სართულზე გავჩერდი და ბორდოსფერ კარზე დავაზარუნე.
კარი მალევე გამიღო მარიამმა, ჯერ კიდევ არ იყო მომზადებული. გაკვეთილების დაწყებამდე ერთი საათი იყო დარჩენილი. სახლში ოჯახის წევრივით თავისუფლად შევაბიჯე და მარიამის ოთახისკენ წავედი.
-წუხელი გირეკავდი, ვიფიქრე ჩემთან დარჩებოდი. - თან მესაუბრებოდა და თან კარადიდან ტანსაცმელს ქაოსურად ყრიდა.
-არც გამხსენებია ტელეფონი, უხმოზე მქონდა ჩართული და ჩანთაში მედო. - ღიმილით ავიჩეჩე მხრები. საშინელმა ტკივილმა მთელ ტანში დამიარა, სწრაფადვე დავუბრუნდი წელში გამართულ, გაუნძრეველ ჯდომას.
მარიამმა წარბშეკრულმა გადმომხედა. როგორც იქნა აერჩია ტანსაცმელი,ჩემს თვალწინ სწრაფად ჩაიცვა და საწოლის გვერდზე მდგარ ტუმბოს უჯრაში რაღაცას დაუწყო ძებნა.
მალევე იპოვა რასაც ეძებდა, ხელში პატარა მალამოს კოლოფი ეჭირა.
-გაიხადე მაისური, შეხორცებაში დაგეხმარე თან ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. - ხელით მანიშნა რომ შევბრუნებულიყვი.
მე და მარიამი ბავშვობიდან ვმეგობრობთ, ყოველთვის როცა სახლში სიტუაცია ირეოდა მასთან მოვდიოდი, ხანდახან ვერც ვაღწევდი სახლის სიტუაციას. ჭრილობებს მესამე წელია მალამოებით მიმუშავებს. თითქოს ყოველთვის იცის როდის რა მიჭირს.
სამი წლის ვიყავი როცა პირველად გავიცანი, ახალ გადმოსული ვიყავი ამ კორპუსში. მაშინ ბუთხუზა, მოუქნელი ბავშვი იყო. ყოველთვის იცინოდა და კარაქიან პურს ეთაყვანებოდა. საბავშვო ბაღში ერთად დავდიოდით, სათამაშო თოჯინას ოპერაციას ვუკეთებდით და პერიოდულად ბიჭბს ვეჩხუბებოდით, იმის გამო რომ მანქანებით არ გვათამაშებდნენ. სკოლაშიც ერთად მოვდივართ. ყოველთვის გვერდიგვერდ ვისხედით. ხანდახან ვჩხუბობდით კიდეც თუმცა საღამოს ან მე, ან მარი ვადგებოდით ერთმანეთს კართან შოკოლადით ხელში შერიგების ნიშნად. თინეიჯერობის პერიოდში შოკოლადი ლუდმა ჩაანაცვლა.
ჭრილობები მალამოთი დამიმუშავა, შემდგ უბრალოდ მომღიმარი სახით ადგა, ზურგჩანთას დაავლო ხელი და საზარეულოში გავიდა.
-არ მიჭამია ჯერ. - მაცივარში შეიხედა და შემომცინა.
-მე ვჭამე. - საპასუხოდ გავიცინე და სკამზე ჩამოვჯექი.
-ოჰ, არ გამაგონო. სოსისი მოვხარშე ღამე, გაციებულია მაგრამ უცებ შევჭამოთ და გავიქცეთ, თორემ ციური ფეხებით დაგვკიდებს სკოლის დერეფანში დაგვიანების გამო. - სწრაფად გაშალა სუფრა და მადინად დაიწყო ჭამა.
სკოლაში თავის დროზე მივედით და დამრიგებლის რისხვასაც გადავურჩით. როგორც ყოველთვის არეულობა იყო, ყველას ერთმანეთი ეზიზღებოდა და აღარ იცოდნენ რითი დაემცირებინათ ერთმანეთი. გაკვეთილებზე მასწავლებლების საყვარელი მოსწავლეები მონაყოლს ვუსმენდით. უფრო სწორედ ნახევარს, დანარჩენ დროს ან წიგნს ვკითხულობდით, ან კიდევ პატაარა ფერად ფურცლებზე ვწერდით ერთმანეთს. საუბარი კი შეგვეძლო მაგრამ ასე უფრო სახალისო იყო.
გაკვეთილების შემდეგ ჩვენ საყვარელ კაფეში დავსხედით. კუთხეში, ყველაზე მყუდრო ადგილას. მიმტანიც იმდენად შეეჩვია ჩვენს იქ ყოფნას ღიმილით გვესალმებოდა.
-ცეზარი და ალუბლის წვენი სოფის, შოკოლადის ნამცხვარი და ყავა მარიამს, ხო? - არც ჩაუწერია ისე გვკითხა, დადებითი პასუხის მიღებისთანავე სხვა მაგიდასთან გადაინაცვლა.
შეკვეთა მალევე მოგვიტანეს.
-გამაგებინე მაგ საზიზღარ წვენს როგორ სვამ. - წვენის დანახვაზე სახე დაემანჭა მარიამს და ნორმაზე მეტად დამტკბარი ყავა მოსვა. - აი ესაა ცხოვრება, ეგ მჟავე რაღაც კი არა. - თან ეცინებოდა, თან იმანჭებოდა.
-ოჰ, როცა თვრები კი კარგად სვამ ხოლმე. - ჩავიცინე და ცეზარის ჭამა დავიწყე.
-მე და ლუკა დავშორდით. - თითქმის დასრულებული გვქონდა ჭაა მოულოდნელად რომ დაიწყო საუბარი. ხმა დაუსევდიანდა და იმედგაცრუებული სახით იყურებოდა სივრცეში.
-რატო?
ლუკა და მარიამი დაახლოებით ხუთი წელია ერთად არიან. გიჟდებოდა მაგ ბიჭზე, უფრო სწორედ ერთმანეთზე. საათობით შეეძლოთ ყველაზე მოსაწყენი ფილმებისთვის ყურებაც კი. ერთმანეთზე უარესები იყვნენ, საზიზღარი ფილმების არჩევაში. ღამით ჩუმად იპარებოდნენ ხოლმე ერთმანეთის სანახავად.
-მითხრა რომ საკმარისი აღარ იყო მისი ჩემდამი სიყვრული და უბრალოდ თავისუფლება უნდოდა. - თვალები აემღვრა, თუმცა ცარიელი მზერით ყურება არ შეუწყვიტავს.
-თავისუფლება? პფფ,- ჩავიფურუტუნე და მაგიდაზე თითები ავაწკაპუნე.
-მაგ თავისუფლებას ელენე ქვია.
-გეყოფა, ნუ იტანჯავ თავს.
-ქერა თმა და თაფლისფერი თვალები აქვს, ქათქათა კანი და მდიდარი მამიკო.
-იქნებ უყვარს? - სევდიანად გავხედე და ხელი ხელზე მოვკიდე.
-რომ არ უყვარდეს ამდენ წლიან ურთიერთობას არ დაანგრევდა. - მოულოდნელად გაიცინა და მიმტანს ანგარიში მოსთხოვა. დაუკითხავად ორივეს თანხა გადაიხადა.
სახლიდან არც ისე შორს ვიყავით დედას შეტყობინება რომ მომივიდა. უიშვიათესად მწერდა, რაც იმას ნიშნავს რომ ახლა განსაკუთრებული სიტუაციაა.
„სახლში მალე მოდი“
ნაბიჯს ავუჩქარე, დაახლოებით ხუთ წუთში სახლის კართან ვიდექი. ყვირილის და ჩხუბის ხმა მთელ სართულზე ისმოდა.
ღრმად ჩავისუნთქე და სახლში შევედი.
დედასთან გამოსარჩლება და მისი დაცვა ვცადე.
მხოლოდ ვცადე. ისევე როგორც ყოველთვის ახლაც ვერაფერი შევძელი.



№1  offline წევრი buterfly

ნაცრისფერი
ჰეი.
ეს ამ საიტზე ჩემი პირველი ისტორიაა.
კეთილი იყოს ჩემი ფეხი <3


მომეწონა. კარგი დასაწყისია საინტერესო ჩანს.წარმატებები სიხარულო

 


№2  offline წევრი Frigga

ძალიან სასიამოვნოდ წასაკითხია ძალიან კარგად გაქვს ყველა გრძნობა აღწერილი, იმდენად კარგად რომ შეუძლებელიც კია შენც გმირის ემოციებით არ დაიმუხტო როცა ამას კითხულობ <3

 


№3  offline წევრი Kalina

როგორი სათაური აქვს...
უსაინტერესოესი.
მომწონხარ.
მაგარი ვინმე ჩანხარ.
:) <3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline მოდერი Yvavi.

მარიკუნაა♥️
როგორი სათაური აქვს...
უსაინტერესოესი.
მომწონხარ.
მაგარი ვინმე ჩანხარ.
:) <3

ვაიჰ <3
უძალიანმაგრესი მადლობა ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent