ერთხელ (თავი მეათე)
და რეალურად, არ არსებობს არანიარი ფილოსოფია, დაუწერელი კანონი თუ მაგალითი, რის მიხედვითაც ხელმძღვანელობს ადამიანის ცნობიერი, მაშინ როდესაც უყვარს. ეს გრძნობა შეუცნობელი და ცვალებადია. მას მაგიურ, გარდაქმნად ცეცხლს თუ შევადარებ, ისეთს რომელიც ყველაზე, თითოეულ ინდივიდზე განსხვავებულ ზეგავლენას ახდენს. სიყვარული უსასრულო, სასიამოვნო ჰიპნოზია. რომლიდანაც გამოსვლა არ გვსურს. **************************************************** ჩვენი მრავალისმეტყველი საუბრის შემდგომ, მანქანაში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. პირადად მე, ამ დუმილის წინააღმდეგი არ ვიყავი. ფუტკრების სკასავით აზუზუნებული თავის დაწყნარება, ყველაფრის გადახარშვა და გადააზრება მინდოდა. თითქოს, ჩემი ტვინი ოფისი იყო, რომელშიც არქივებს ვანახლებდი, უსარგებლო ფაილებს ვანადგურებდი და საჭირო დოკუმენტების საძებნელად ყველაზე ღრმად ვიჩხრიკებოდი. არადა უმთავრესი ინფორმაცია იმ სეიფში ჩამეკეტა, რომლის კოდიც დიდი ხნის წინ დამავიწყდა. მხოლოდ ერთი ადამიანი გამახსენებდა ციფრთა სწორ კომბინაციას. ეს ადამიანი კი უჩვეულოდ მშვიდი, უხასიათო დემნა იყო. რეალურად, არ არსებობდა მიზეზი, რის გამოც უკან ვიხევდი და ურთიერთობის გაღრმავებას, განვითარებას, მის ახალ საფეხურზე აყვანას ვაყოვნებდი. მართლა სულელი უნდა ვყოფილიყავი, რომ თავი დამერწმუნებინა, დემნასა და ჩემს შორის საერთოდ არაფერი არ ხდება მეთქი. ქიმიას, რომელიც ამ ურთიერთობაში გაჩნდა ვერაფერს მოვუხერხებდი. მისი გაქრობა ჩემს ძალებს აღემატებოდა.თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ეს გარემოება კიდევ უფრო მეტად მაშფოთებდა. როგორ უნდა ვყოფილიყავი დემნასთან მაშინ, როცა მის გვერდით გამუდმებით ვნერვიულობდი, ვწრიალებდი, ვფრთხილობდი და ეს მაზოხისტურ სიამოვნებას მანიჭებდა?! -ერთი წუთით გააჩერე.-წარმოვთქვი ხმადაბლა, მაგრამ ჩემმა სიტყვებმა მაინც სამართებელივით გაკვეთა ჰაერი, მათრახის ბოლოსავით გაიშხუილა და თითქოს შედედებული ჩამოეკიდა. -მგზავრობისას ავადმყოფობ?-რა დროს ეს იყო, თუმცა მის ხმაში გარეული შფოთვა იდიოტივით მესიამოვნა და გამეღიმა. ყბები საჩქაროდ მივაახლოვე, კრიჭა შევკარი და ენას კბილი მაგრად დავაჭირე. დავაკვრიდი, თურმე ჩემი სხეული უნებურად მისი მიმართულებით შემეტრიალებინა და მის პროფილს კრეტინივით მივშტერებოდუ. ახლავე შეწყვიტე ეს მატრაკვეცობა ქეთი! საქმეს უფრო სერიუზულ ჭრილში შეხედე!“ ჩაისისინა ალტერეგომ. გონებაში აკივლებულ მეორე მეს ვერაფრით ვერ მოვაკეტვინე. -ქეთი?-ყრუდ ჩამესმა დემნას ძახილი. -ერთი წუთით გამიჩერე, გთხოვ.-გავიმეორე სუსტად და ფანჯარა ჩაწიე. სუფთა ჰაერი მთელი ძალით შევისუნთქე. ჟანგბადმა ფილტვებამდე გაჭირვებით მიაღწია. თავი ამიგუგუნდა. ბავშვობის შემდეგ, არასოედს ვყოფილვარ მგზავრობისას ცუდად. ვგონებ, ეს მდგომარეობა სულაც არ იყო გრძელი, მომქანცველი, მაგრამ გარკვეუწილად მაზოხისტურად სასიამოვნო გზის ბრალი. პრობლემა ცემში, ჩემს ცნობიერსა და ქვეცნობიერში იყო და არა ასფალტის მონაკვეთში. დემნამ მანქანა გადააყენა და გაკვირვებულმა შემომხედა. -მე..მაპატიე..ახლავე.მოვალ...-დავიკრუსუნე და გადავედი. მოწყვეტით დავეშვი. ისე მომენტალურად ჩავიკეცე, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი რა დამემართა. მუხლებში სისუსტე ასეტი დოზით აქამდე არასოდეს მიგრძვნია. მგონი თავი ძირს დავარტყი, თუმცა რას ან როგორ ჩამოვცხე ნამდვილად არ მახსოვს. -ქეთი!-ისევ, ისევ და ისევ დემნას ხმა! თვალები გავახილე და საკუტარ თმებში გახლართული სახე უკმაყოფილოდ შევჭმუხნე. ცხვირი ავაცმაცუნე, ქუთუთოები ურთიერთს მჭიდროდ დავაჭირე და ვცადე უფრო თავისუფლად მემოძრავა. -საჭირო არ არის გამგუდო, უკვე კარგად ვარ!-დავიხრიალა და ბიჭს მკლავებიდან დავუძვერი. ძლიერმა თავბრუსხვევამ მაიძულა ისევ ხელებში ჩავვარდნოდი. რა თქმა უნდა ბედმა კვლავ მიმუხთლა და ისე დავბორიალდი, როგორც მას მოეპრიანა. -აჯობებს თუ არ წამოჯდები, ჯერ ისევ ფერმკრათალი ხარ.-მირჩია დემნამ. თავად რა ენაღვლებოდა. სუფტა სისხლის დეგენერატი ბრძანდებოდა და თავად კი არ იყო შფოთვის გამომწვევის მკლავებში გათხლეშილი. -კორლეონე, ნებას დამრთავ ავდგე?-სუსტი ხმით მივმართე და ფრთხილად წამოვჯექი. -კარგი, როგორც გნებავს ისტერიკავ.-მხრები აიჩეჩა და ხელი მომაშველა. -უნდა გეთქვა!-გამიჯავრდა. -რა?-ვერ მივხვდი. -რ და თურმე მანქანა შენზე უარყოფითად მოქმედებს. -მშიერი ვარ, ალბათ მაგის ბრალია.-ვიცრუე წამში. -მაშინ ეგ უნდა გეთქვა.-მაინც ცხარობდა. -ბოდიში.-დაუფიქრებლად წავიბლუყუნე. -სისულელეებზე ნუ მებოდიშები. ანაზდად, ხელში ამიტაცა და უცერემონიოდ შემტენა ავტომობილში. -ჰა?-დავიწივლე გაოგნებულმა. -გინდა, რომ კვლავ ძირს დაებრეხვო?-მიაყარა თავისებურად. -ადამიანო, ცოტა ნელა ისაუბრე! -შენ კიდევ ხმადაბლა იმეტყველე! სადრაც ხაჭაპური და კოკა-კოლა იყიდა. დაახლებით ათი წუთი კვლავ პირგაკერილმა და პირგამოტენილმა გავატარე. -მანქანა გააჩერე.-მშვიდად განვაცხადე. -რა გჭირს? ფერი ისევ წაგივიდა.-დაფაცურდა. -კარგად ვარ, უბრალოდ გააჩერე.-ოლიმპიური სიმშვიდიტ განვუცხადე. მანქანიდანაც ძალიან არისტოკრატულად გადავედი. -რას ნიშნავდა შენი წეღანდელი სიტყვები?-პირდაპირ ვაჯახე. -რას გულისხმობ?-თვალებში შემომხედა და გვეძე გაიხედა. მთელი გზა თვალებში ვერ მიყურებდა, ვინმე ამიხსნის რატომ სცხვენოდა ჩემი?! -მშვენივრად იცი!-ცოტაც და ვიტირებდი. -ჰოდა მე უკვე ყველაფერი ვთქვი.-ჯიქურ მომაშტერდა. -კიდევ თქვი? -რა? მე სიტყვებს აბრამის ტაბლასავით არ ვარიგებ, ყოველ შემთხვევაში მაშინ, როცა საქმეს სერიოზულად ვუდგები.-განაწყენდა და ოდნავ გაბრაზდა კიდეც. -მოგწონვარ?-დაუფიქრებლად წამომცდა. იდიოტო! ეს რამ მათქმევინა? როდის მერე გავხდი ასეთი თამამი?!! -ჰო, მომწონხარ. იმაზე მეტად ვიდრე მომწონებიხარ. ძალიან, ძალიან, ძალიან მომწონხარ!-თვალებში ცამხედა და ეს სიტყვები პირდაპირ, ყოყმანის გარეშე მითხრა. -ეს რას ნიშნავს?-დავიბენი, ვცადე დისტანცია გამეზარდა. -იმას-უფრო მომიახლოვდა-რასაც სიტყვა „მომწონხარ“ ნიშნავს ხოლმე. ამ ფრაზის კლასიკური გაგებით ქეთი. -მე არ მომწონხარ.-ვთქვიფე. სახე გაუწითლდა. -ასე არა?-ისევ ახლოა. ღმერთო, ლამის ცხვირი ცხვირზე დამადოს.-ოდნავადაც არ მოგწონვარ, საერთოდ არ მოგწონვარ ხომ?-ეშმაკურად გამიღიმა და ტუჩის კუთხეში მაკოცა. -ეს.-ავღშფოთდი. ტუჩებისაკენ გადაინაცვლა..მისი სუნტქვა სახეზე დამეტაკა და... -მეტს მაშინ მიიღებ, როდესაც დაიმსახურებ და მწარე ლაპარაკს მოიშლი ისტერიკავ!-გამიცინა და უკან დაიხია. გაქვავებული ვიდეგი. თიტქოს მიწას მიმალუსრმეს, სარდაჭმულივით გამეხებულს, მხოლოდ დემურის კატის კნუტივით მოხრჩობა მსურდა. ირგვლივ ყველაფერი წითლად მეჩვენებოდა, ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა. მივედი, ლოყაზე ვაკოცე. თვალები ელექტრო ენერგიის მარეგულირებელივიტ გადმოკარკლა. -მეტს მაშინ მიიღებ, როცა ისწავლი როგორ უნდა მოიქცე და მიხვდები, რომ მე სხვა გოგოებს არ ვგავარ, შენ კი შენი სტერეოტიპული აზროვნებით შორს ვერ წახვალ.-გავუცინე და სილა ვტკიცე. -შენ ნორმალური ხარ? -ვინ თქვა ნორმალურობაზე რამე? მომესმა?-გავიბადრე. -სხვა დროს, გასწავლი ჭკუას ქეთევან! -მოუთმენლად დაველოდები დემური! ************************************************ იქიდან გამომდინარე, რომ სავარაუდოდ მალე მთავრდება, მსურს უკლებლივ ყველამ, ვინც კი თვალი შეავლეტ ჩემ ნაჯღაბნს საკუტარი აზრი დააფიქსიროთ პერსონაჟებზე, ავტორზე და მთლიან ისტორიაზე მაქსიმალურად ვრცლად. იმედია თქვენს განწყობაზე ოდნავ მაინც დადებითი გავლენა ვიქონიე და გაგამხიარულეთ. მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.