სოხუმსკი (5 თავი)
ილიკოს ვეთამაშებოდით გოგა, რომ შემოვიდა მისაღებში ღიმილით. ისე გამიხარდა მისი დანახვა გიჟივიდ წამოვფრინდი და კისერზე ჩამოვეკიდე. თავზე მაკოცა. -როგორ მომნატრებიხარ მა. თმაზე ხელი ჩამომისვა. -თმა გაგისწორებია. გიხდება. -მეც მომენატრე. ლოყაზე ვაკოცე და ოდნავ მოვცილდი. -ნუ იტყვი იმდენი ვიწვალე ამ თმების გადამკიდე. ჩემი ხუჭუჭა, აბურდული და გაწეწილი თმის გასწორებაზე ისე ვიწამე მგონი არც ღირდა გასწორებად. -როგორ ხარ გოგო ბიძია? ლევანი წამოდგა და ხელი გაუწოდა მამაჩემს. -არამიშავს. შენ როგორ ხარ? ხომ არ გაწვალებს ჩემი გოგო? -მეც არამიშავს. არა ეს ისეთი ჭკვიანია. ხელი გადამხვია ლეომ. -ლიკა გაშალე სუფრა? სამზარეულოში მყოფს კითხა -კი მზადაა. მოდით.. დასხედით. მაგიდასთან ვისხედით. ილიკო აქეთ-იქით დარბოდა და რაღაცეებს ბურდღუნებდა. გოგამ ლიკას გადახედა და რაღაც ანიშნა. თვალები დავაწვრილე და ინტერესით გავხედე მამას. -ლევან, ვიცი ილიკო რამდენად გიყვარს. ჩვენი ოჯახიც. ნუ ახლა ამ გიჟზე არაფერს ვამბობ. ჩაიცინა და თვალი ჩამიკრა. -ჩვენ ოჯახისწევრად ითვლები და დიანასგან არ განსხვავებ. ან როგორ გაგანსხვავებ ერთ დღეს დაიბადეთ და იმის შემდეგ ერთად იზრდებით. ეს შესავალი იყო, ახლა მთავარზე გადავალ. ლევან, მე და ლიკას გვინდა, რომ შენ იყო ილიკოს ნათლია, თუ თანახმა იქნები რა თქმა უნდა. ლევანი ჯერ მშვიდად ისმენდა და ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან, მარა ბოლო წინადადებისას საერთოდ გაგიჟდა სიხარულით. ფეხზე წამოხტა და მოკისკისე ილია ხელში ააფრიალა. -თანახმა ვარ აბა რა.. ლოყზე უჩქმიტა ილიკოს. -აუ როგორ მიხარია, მე არ მეგონა ასე თუ იქნებოდა.. არც ვიცი, როგორ გამოვხატო ახლა ეს გძნობა რასაც განვიცდი. ძაან მიხარია. ჩემი პირველი ნათლული. -ვაიმე რას მიკეთებ მამა ? ერთი გიჟი არ მყოფნიდა? ახლა ილიკოსაც დაანათლავს სიგიჟეს და უნდა ავიტანო ორი გიჟი. არტისტულად შევიცხადე ლიკასა და გოგას გადაწყვეტილება. ლევანი ისე იყო დაშოკილი ილიკოს ხელს აღარ უშვებდა, ლამის სახლშიც გაიყოლა ჯერ არ მონათლული, მაგრამ მომავალში მისი ნათლული. არც მე არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას.. ძალიან გამიხარდა, იმის მიუხედავად, რომ არ გამოვხატავდი ამ ბედნიერებას. მეორე ნათლია ლიკას მეგობარი გახლდათ, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა. ნათლობის ცერემონია იანვრის ბოლოს გაიმართებოდა, მანამდე კი ახალი წელი მოდიოდა და ის უნდა აგვეღნიშნა. -ლევანჩო მე მეჩვენება თუ თვალიდან ცრემლი მოგდის? სადარბაზოსთან დამშვიდობებისას შევამჩნიე კეკელიძის თვალზე ჩამოგორებული მარილიანი სითხე. -რაა? არა.. გეჩვენება. მანქანისკენ წავიდა. -სულელო რა გატირებს ამხელა მთასავით კაცს? გავიქეცი და უკნიდან მოვეხვიე. -მართლა ძაან გამიხარდა. თავისკენ შემაბრუნა და გაღიმებულმა მითხრა. -გეფიცები თუ მოველოდი. -ახლა ილიკოს ნათესავიც გახდები. ტუჩები ავაცმაცუნე. -ჩემი ნათლული. აზრობ? ნათლია ვიქნები გოგო. ნათლული მეყოლება ხალხოოოოო. თავი ზევით ასწია და დაიყვირა. -გაჩე ბიჭო სირცხვილია. კისკისით ავაფარე პირზე ხელი. -ყველამ უნდა გაიგოს ილუშკა კაი ბიჭის ნათლული, რომ იქნება. აგძელებდა თავისას, პირველი სართულიდან ვატომ, რომ გამოყო თავი -ხომ მშვიდობააო? -მშვიდობააა. მშვიდობა. ჩამო მიდი რა და დავლიოთ. -რატო? -მელევინება და.. -დიანა, ეს შენი მამიდაშვილი მაგრად ურევს. სიტუაციიდან დასკვდა ვერ გააკეთა ვატუკამ.. -მითხარი ახლა რა ხდება? -ილიკოს ვნათლავ. -შეენ? -არა პაპაჩემი ლევანი. -მართლა? ისე იკითხა მეც ეჭვი შემეპარა მართლა ლევანის დიდი პაპა ხომ არ მონათლავს ილიკოსთქო. -ახლა ვინ ურევს ის არის საკითხი. კეკელიძემ ხელი გადამხვია. -არ ჩამოხვალ? -ცივა ბიჭო? -აუ რა ქათამი ხარ.. ჩამო მიდი კაფეში შევიდეთ. -კაი მაშინ ქვევით რომაა იმ კაფეში შევიაროთ -რა მნიშვნელობა აქვს? მხრები ავიჩეჩე. -გოგო.. ახსნა დამიწყო.. -აქ ზოიას და ნაირას ჭორების მოსმენას არ მირჩევნია ქვევით ჩავიდე? -ქვედა უბნის ჭორები გაინტერესებს? წავკბინე -ქვედა უბნის ნაშები. გაიცინა და სახლში შევიდა. -ისე თვალს წყალს კი დაალევინებდა კაცი. თავი გააქნია ლევანმა. -შენც იმის ნაირი ხარ. გვედში ხელი მივარტყი და გავცილდი. მალევე ჩამობრძანდა ვაჟბატონი ქვევით. -ანუკი სადაა? -სამსახურშია. -ღამეც? -ხო. მორიგია. -დაღუპავს ეგ 112ი მაგას. გადავიდეს სხვაგან. -სად სხვაგან? მანდ ძლივს აიყვანეს. -არ გეცოდება ხო შენი და? -რა აქ გოგო შესაცოდი? -უნამუსო.. ადექი გაანძრიე ხელი და წაეხმარე ოჯახს. -ჩემთვის მუშაობა არ შეილება.. -ვითომ რატომ? -ალერგიული ვარ სამსახურის მიმართ. სერიოზული სახით თქვა და მოხარხარე ლევანს თვალი ჩაუკრა. -უაზრო. -აზრიანო. თმა მომწიწკნა. -კაი გაჩერდით ვინმემ საგიჟეთში არ დარეკოს ორი გიჟი დადის გარეთო. ლეომ დასტოინის იმიჯი მოირგო. -ხო და იქნებ დავისვენო თქვენ ორს, რომ წაგათრევენ. ჩემს სასიკეთოდ შემოვაბრუნე ლევანის ნათქვამი და სწრაფი ნაბიჯებით წავედი კაფისკენ. სანამ კაფე არ დაიკეტა მანამდე იქ ვიყავით. ბევრი ვილაპარაკეთ, ვიცინეთ და გავერთეთ.. მერე ვატომ ვიღაც გოგოს დაკერვა მოახერხა და ისე დატყდა კაფიდან ვერც გავაცნობიერეთ. კეკელიძეს ვიღაცამ დაურეკა და ისიც მალევე აორთქლდებოდა, მაგრამ მანამდე სახლში მიცილება არ დავიწყებია. -ხვალ გაემზადე.. სოხუმსკიმ მომწერა ორზეა თამაშიო. -ჰმ. ცხვირი ავიბზუე. -პირველზე მოგაკითხავ.. ცოტა ადრე, რომ მივიდეთ. ჩემი უარყოფითი ქმედება დააიგნორა. -ადი ახლა არ გაცივდე. ლოყაზე მაკოცა და მანქანისკენ წავიდა. სახლში შესულს გოგა და ლიკა მისაღებში დამხვდნენ. ილიკოს უკვე ეძინა. დაგვიანების მიზეზი ავუხსენი და ორივეს ძილინებისა ვუსურვე.. ოთახში შევედი. საწოლში, როგორც კი ჩავწექი მაშინვე კარი გაიღო და გოგა შემოვიდა. -დინა მა, ჩაგეძინა? ჩუმათ მკითხა. -არა, არ მძინავს. საწოლზე წამოვჯექი. -ძაან გამიხარდა თქვენი გადაწყვეტილება ილიკოს ნათლიად ლევანი, რომ დაასახელეთ. -ხო. ლოგინის კუთხეში ჩამოჯდა და თავი ჩახარა. -გოგა კარგად ხარ? შეშინებული ფეხზე წამოვდექი -კარგად ვარ. სევდიანად გამიღიმა -რაღაც გაწუხებს! რა ხდება? მითხარი! მის წინ ჩავიმუხლე. -მიყვარხარ მა. გამიღიმა, თავზე მაკოცა და კარებისკენ წავიდა. -არ მეტყვი? დაინტერესებულმა და დაბნეულმა ვკითხე. -არაფერია ისეთი. დაიძინე! კარები მიხურა. რა დამაძინებდა? მთელი ღამე ოთახში დავბორიალობდი. ყველაფერზე ერთად ვფიქრობდი. ცუდის მოლოდინში ვიყავი და მოსვენებას ვკარგავდი. გამთენიისას ჩამეძინა. დილით მობილურის ზუზუნმა გამაღვიძა. ლევანი იყო ჩამო გელოდებიო. ჯერ თვალები ძლივს გავახილე, მერე საათს შევხედე. ზუსტად პირველი იყო. ათი წუთი გამოშტერებული ვიჯექი ერთ წერტილზე მიშტერებული. კარებზე ზარის ხმამ გამომაფხიზლა, სწრაფად წამოვფრინდი ფეხზე და სააბაზანოში გავარდი. დილის პროცედურების შემდეგ ოთახში დავბრუნდი, სადაც ბატონი ლევანიკო იმყოფებოდა. -კიდევ არ ხარ გოგო მზაად? -რა ჩავიცვა? ყურადღება არ მივაქციე მის კითხვას. -რავი დიანა. რამე გძელი კაბა ჩაიცვი და სამკაულიც არ დაგავიწყდეს, რომ აისხა. მშვიდად მითხრა, მაგრამ ბოლოს აყვირდა.. -რა უნდა ჩაიცვა და შარვალი. რამე ჩვეულებრივი მაისური და კურტკდა და არა ქაჯივით მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მინი იუბკა. დროზე ახლა. მისაღებში დაგელოდები. არ მალოდინო. ოთახიდან გავიდა და კარი გაიჯახუნა. -ვააა რა ჩაატარა. ტაში დავუკარი მის გამოსვლას. შავი ჯინსის შარვალი, ამავე ფერის ბათინკები, მუქი წითელი, ნაქსოვი ჯემპრი, დუტის კურტკაც მოვიცვი და მისაღებში გავლასლასდი. -ჰა წავედით. ლევანს გავხედე ილიკოს, რომ ეთამაშებოდა. ფეხზე წამოდგა, ლიკას დაემშვიდობა და კარისკენ წავიდა. ილარიონს მივარდი ლოყაზე ვაკოცე და მეც უკან მივყევი ლევანს. სტადიონზე მისულებმა მალევე ვიპოვეთ ლევანის საძმაკაცო და მათ გვერდით დავიკავეთ ადგილი. თამაშის დაწყებამდე ათი წუთი იყო დარჩენილი. მთქნარების პროცესში ვიყავი ბოკუჩავა, რომ ამესვეტა წინ. მაშინვე პირზე ავიფარე ხელი და თავი გვერდით გავაბრუნე. -მიხარია, რომ მოხვედი. თვალებ გაბრწყინებულმა შემომხედა, მერე სასტავს გახედა და თავის დაკვრით მიესალმა. -აბა არ შეგვარცხვინო. იმ წამს მოსულმა გუკამ ხელი მხარზე მიკრა და ჩემს გვერდით დაჯდა. ბოკუჩავა არავის არ უყურებდა ჩემსკენ ქონდა მომართული მზერა და სხვის ნათქვამს აიგნორებდა. ხმა არ ამოუღია ისე წავიდა. თამაშის დაწყება და შეძახილები ერთი იყო. -მორაგბე. ესეც არ მყავდეს უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი. ჩავიდუდღუნე. თამაშს ვერ ვუყურებდი მათ მაგივრად მე მტკიოდა მთელი სხეული. განსაკუთრებით მაშინ ამეწვა მთელი ძვალ-რბილი, როცა ბოკუჩავამ ლელო დადო და ისე დახტა მიწაზე მეეჭვება ჩალურჯება არ გასჩენოდა ფეხზე. ლევანისა და გუკას აქეთ იქიდან ყვირილმა სულ მთლად დამაყრუა. ვერ ვიგებდი საერთოდ რა ტიპის თამაში იყო ეს რაგბი? ჩემთვის ნამდვილად არ იყო მოსაწონი და სახეზეც შემატყობდით. ამდენი მოზვინული ერთ სტადიონზე, რომლებიც ხარებივით ეტაკებოდნენ ერთმანეთს, ერთი უაზრო ფორმის ბურთის გამო. -დამთავდა ტო პირველი ტაიმი. ფეხზე წამოხტა ლევანი. ვიგებთ ეეე. სიხარულით გახედა გუკას და თავის საძმაკაცოს. -შენ რაღა გჭირს გოგო არ გიხარია? -რა უნდა გამიხარდეს ? -აუუუ აზრზე არ ხარ რა. ხელი ჩაიქნია. მეორე ტაიმის დაწყებისას ბოკუჩავა სტადიონზე, რომ ვერ დავლანდე წარბები შევკარი. -მე თუ მეძებ აქ ვარ..გვერდიდან მომესმა მისი ხმა. სწრაფად მივატრიალე თავი. გუკას ადგილას იჯდა, ძალა გამოცლილი და წყალს სვამდა. -მაგრად თამაშობ.. იმენა ჩაატარე. ლევანმა წამოყო თავი. გუკა წვენით ხელში მოვიდა და ბოკუჩავას გვერდით, თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა. -დაიწყო თამაში. მისთვის არც შემიხედია ისე ვთქვი. ხმა, რომ არ გამცა მაშინვე მიუბრუნდი. -არ გადიხარ? -ნწ. გაიღიმა. -მოგეწონა ჩემი თამაში? ჩუმათ მკითხა. -ააა ეგ თამაში იყო კარტოფილის მსგავს ბურთს რომ, დაარბენინებდი? -რაგბის აზრზე არ ხარ ხო? -არა. -არაუშავს გასწავლი. -რას? -რაგბს. -არ მინდა.. არ მომწინს. არ მიყვარს ეს მოზმანული ხალხი. თვალი ავაყოლ ჩავაყოლე და თავი გავატრიალე. -მოზმანული? -დიახ. -და არა მოზმანულები ვინები არიან, რომლებითაც მოხიბლული ხარ?.. სიბრაზე გაერია ხმაში. -კალათბურთელები. ეშმაკურად გავუღიმე. - კონკრეტულად ლუკა დონჩიჩი, რომლის თამაშითაც ნამდვილად მოხიბლული ვარ. ისეთი სახით გამომხედა ლამის იქედან შურდულივით გავარდი. ხელი მკლავში ჩამავლო, თავისკენ მიმწია და ყურში ჩამჩურჩულა "დღეიდან რაგბი გიყვარს და კალადბურთს ჯობია შეეშვაო". -მტკივა უხეშო. ხელის გაშვებისთანავე მკლავზე დავიხედე.. გაწითლებული მქონდა. -ნახე რა მიქენი. ხელი წინ ავუფრიალე. -ნუ გამაბრაზებ და უვნებელი იქნები. -მე გაბრაზებ? ვუყვირე გამწარებულმა. ლევანმა და გუკამ მაშინ მოგვაქციეს ყურადღება. -გაჩერდი დიანა. ლეო მე მამშვიდებდა. გუკა მათეს. როგორც იქნა დამთავდა და მეც ფეხზე წამოვხტი, წასასვლელად მომზადებული. -მოვიგეთ. ყვიროდა ლევანი და ხელებს ისე იქნევდა ჰაერში გეგონბა ჯეკპოტი მოხსნა. -რა გაღრიალებს მერე? შევუბღვირე და ისევ სკამზე დავჯექი სტადიონზე ჩემთვის უცნობი მამაკაცი , რომ დავინახე მიკროფონით ხელში. -ეს ვინღაა? ლევანს გავხედე. -მე რავი. მამაკაცი შუა სტადინონზე იდგა და ახალ წელს წინასწარ ულოცავდა იქ მისულ საზოგადოებას. "რადგანაც ახალი წელი მოდის, ამიტომ ათ იღბლიან ადამიანს ერგება წილათ ჩვენი რაგბის ბურთი, რომელზედაც ჩვენი გუნდის ყველა წევრის ხელმოწერაა და კიდევ, ვიდეო გართობა " ჩაიცინა და იქვე მდგომ მორაგბეებს ანიშნა ბურთები ესროლათ. ყველამ ფეხი ერთ დროულად დაარტყა და ბურთებიც უსწრაფესად წავიდნენ იმ იღბლიანი ადამიანებისკენ, რომლებიც მათ დაეპატრონებოდნენ. უაზროდ ვიჯექი და ვუყურებდი ლევანის გაშლილ ხელს, რომელსაც ის ბურთი ახლა ყველაზე მეტად თუ არა არც ნაკლებად არ უნდოდა. -შენ არ იდარდო რაგბის ბურთს მე გაჩუქებ, ჩემივე ხელმოწერით. მათეს ხმაზე თავი მისკენ შევატრიალე და ირონიულად გავუღიმე. -რა დიდი პატივია. -ვიცოდი, რომ გაგიხარდებოდა. -გავგიჟდი სიხარულით. ხელები გავშალე და თავი გადავაქნიე. ყველაფერი, რომ მიწყნარდა და მეგონა მორჩათქო აი მანდ შევცდი. ადგომას ვაპირებდი სტადიონზე კუთხეში დაკიდებულ დიდ ეკრანზე ჩემი და ბოკუჩავას გამოსახულება, რომ დავლანდე, წითელ გულში ჩასმული. -არ არსებობს? თვალები ლამის გადმომცვივდა. -რატომ ვართ იქ? თითი გავიშვირე წინ დაკიდებული ეკრანისკენ. ბოკუჩავამ ჩემს თითს გააყოლა თვალი და გაიცინა. ნერვები ამეშალა, ფეხზე წამოვხტი და წასვლა დავაპირე მათემ, რომ ჩამკიდა ხელი და თავისკენ მიმაბრუნა. ცხვირით მის ცხვირს ვეხებოდი. არაფრის გაგება არ მინდოდა, მაგრამ სტადიონზე აყაყანებული საზოგადოების კატეგორიული მოთხოვნა, რომელიც კოცნას ითხოვდა მაგიჟებდა. -მათე არ გაბედო. ხალხის მოთხოვნის გამო არ ღირს ეს უაზრობა. -ხალხი რა შუაშია? მე მინდა. გაიცინა და ტუჩებზე მეცა. სანამ მე გონს მოვიდოდი, ხელებს ავამოძრავებდი და ტვინს ავამუშავებდი, მანამდე კოცნაც დასრულდა, ეკრანზე ჩვენი გამუსახულება სხვებმაც ჩაანაცვლეს და ბოკუჩავას კმაყოფილ მზერასაც გადავაწყდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.