სოხუმსკი (4 თავი)
კეკელიძე პარკებით ხელდამშვენებული, გაღიმებული შემოვიდა მისაღებში. ფეხზე წამოვდექი, ხელში დაკავებული პოლიეთილენის, საკვები პროდუქტით სავსე პარკები გამოვართვი და სამზარეულოში გავედი. პროდუქტები ამოვალაგე და საჭმლის მომზადებას შევუდექი. -დიანა გამოცდაზე ხო მოდიხარ? მისაღებიდან გამომძახა ლევანმა. -კი.. მერე იკასთან ავიდეთ და საღამოს რუსული მაქვს. -ჰო ეგ კაი გამახსენე უნდა დავურეკო. -დავურეკე უკვე. -რაო? დაინტერესებული შემოვიდა სამზარეულოში. მათეც უკან მოყვა, წარბ შეკრული. -სიგარეტი წამომიღეო. -და რაიმე ჩასაკაიფებელიც ხო არ გამოვაყოლოთო? -ეგ არ უთქვია. გამეღიმა ლევანის დამანჭულ სახეზე. -მეც დამისხი რა ბარემ. ბოკუჩავას მივმართე, რომელიც ლევანის მიერ მოტანილ ფანტას, ჭიქაში ისხამდა. არაფერი უთქვამს. უბრალოდ შემომხედა უემოციო სახით, რამდენიმე წამში კი თავისთვის დასხმული წვენი გამომიწოდა და სამზარეულოდან გავიდა. თვალი გავაყოლე მიმავალს. ვერ გამეგო რა იყო მასში ისეთი, რაც მაგნიტივით მიზიდავდა და ჩემს გონებას რევდა. მაგიდა მალევე გავაწყვე. ჩუმათ ვისაუზმეთ, სრულ სიწყნარეში. გუკას ვაკვირდებოდი. რაღაცნაირი იყო. გუშინდელივით ეშმაკური თვალები აღარ ქონდა. რაღაც ხდებოდა მის თავს. მოსაწევად აივანზე გავიდა, მეც დრო ვიხელთე და უკან გავყევი. სივცეს გავუყურებდი.. -დიანა, მართლა ბოდიში რა. -კაი არ გვინდა ახლა ისევ იგივე თემა. -ამ თემას ვერ მოვშორდებით შენ ეგ იცი. -ვიცი. -მე არ ვიცი დიანა როგორ მოვიქცე. არეული ვარ. არ მეგონა დედაჩემის მერე გიორგი სხვას თუ მოიყვანდა. -მოიყვანა. -ხო მოიყვანა. ჩამწყდარი ხმით თქვა და სიგარეტი მოისროლა. -გიორგიზე ბრაზობ? -არ უნდა გავბრაზდე? -ალბათ არა. მოაჯირს მივეყუდე და თავი გვერდით მივაბრუნე მისთვის, რომ შემეხედა. -ამ ქვეყნიური ცხოვრებაც ესაა. ყველას გვჭირდება გვერდით მდგომი. გიორგიმ მარტო ყოფნას ნანასთან ყოფნა არჩია, როგორც ნანამ გიორგისთან. გუკა უბრალოდ შეეგუე. იცხოვრე შენი ცხოვრებით და შეეშვი შენს გარშემო უკვე არსებულ სიტუაციას. -რა ადვილად ამბობ. ირონიულად ჩაიცინა -შენ შეეგუე? -არ მეტყობა? სევდიანად გავუღიმე -არა.. შენ თვალებშიც ჩანს ის სხივი, რომელიც ახლა ჩემშია. შენც გინდოდა ერთიანი ოჯახი, ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანი, რომლითაც იამაყებდი და იტყოდი ეს ჩემი მშობლებიაო. ჩვენ გარიყულები ვართ დიანა. მამაშენი, თავისი ცოლი და იმ ორის უკვე მთლიანობა, მათი შვილი.. შენ ამოვარდნილი ხარ ხედავ? ნანა, გიორგი და ახლა კიდევ ის არსებული სიცოცხლე. მეც ამოვარდი . ჩვენ აღარ ვეკუთვნით სრულ შემადგენლობას. ვიცი გიორგის ვუყვარვარ, მეც მიყვარს. ის მამაა..მან გამზარდა დედის გარდაცვალების მერე და უფრო მეტად მივეჯაჭვე, მაგრამ მე მის ახალ ოჯახში მხოლოდ ზედმეტობა ვარ. გვერდით გადგმული ძველი ნივთი. -მე თუ მკითხავ ერთი ჭირვეული ბიჭი ხარ, რომელსაც მამის დათმობა უჭირს იმ ქალისთვის ვისაც უყვარს. ჩემს სულში ჩახედვით გაბრაზებულმა ვაჯახე. -ხო ეგეც არის. ეგოისტობის მწვერვალზე ვარ. გაეცინა. -რა თქმა უნდა არ მინდა გიორგის ვინმე ყავდეს , უფროსწორად ყოლოდა. -და შენი აზრით მე მინდოდა ? ვუყვირე გამწარებულმა.. -მე მინდოდა მამაჩემი და დედაჩემი გაცილებოდნენ? მინდოდა მათი ცალცალკე ყოფანა? არც მე მინდოდა. თვალიდან წამოსული ცრემლი მოვიწმინდე -ნანას და გოგას დაცილება ნამდვილად არ მინდოდა. ყოველ ახალწელს როცა მე და ლიკა ვამზადებთ საახალწლო სუფრას სულ ის პერიოდი მახსენდება როცა ნანასთან ერთად ვფუსფუსებდი, მასთან ერთად ვდგამდი ნაძვისხეს, მასთან ერთად ვხსნიდი საჩუქრებს და როგორც ერთი მთლიანი ოჯახი ისე ვისხედით იმ წყეულ მაგიდაზე, რომელიც ახლა სარდაფში დევს, რადგან მისი გადაგდებით ჩემს მოგონებებს ვერ ვანადგურებ? ჩემთვისაც ძნელი იყო.. იმ არჩევნის გაკეთება თუ ვისთან მეცხოვრა ძალიან რთული იყო.. ნანას ხელი მე მაშინ ვკარი როცა ვჭირდებოდი. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა . მე ერთი ვიყავი ისინი ორნი. ადვილი არაფერი ყოფილა. არც იქნება. არასოდეს იქნება ადვილი არაფერი. ცხოვრება რთულია და ამ სირთულეებს უნდა შევებრძოლოთ ან შევეგუოთ. ყვირილით ჩავამთავრე ჩემი გამოსვლა. -ბოდიში. ჩუმათ თქვა და თავი ჩახარა. -არ მინდა ყოველ წამს ნათქვამი ბოდიში. უბრალოდ შეეცადე, რომ გიორგის გაუგო.. ნანას ნორმალურად მოექცე და მიიღო მათი შვილი, როგორც შენი ნაწილი. ხმა არ ამოუღია. ჩაფიქრებული იდგა. -გაიგე რაც გითხარი? სრუტუნით ვკითხე. თავი დამიქნია და ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე. -მაოცებ. ყოველთვის როდესაც შენ გხვდები ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ შენით. მაშინ პირველად, რომ გნახე ისე იყავი გახარებული იმ ქორწილით, ლამის იყო მიმეხჩვე.. გაიცინა.. -ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ის ღიმილი ყალბი თუ იყო. -ის ღიმილი იმ ქორწილს კი არა ილიას უკავშირდებოდა. ჩემ ნახევარ ძმას. დაბადების დღე ქონდა მაგ დღეს როცა მე და შენ პირველად გავიცანით ერთმანეთი. -ა გასაგებია. ჩემზე პატარა ხარ, მაგრამ ჩემზე კარგად აზროვნებ. გულწფელად გაეცინა. -ცოტახნით თბილისში არ ვიქნები, სოფელში მივდივარ ბებიასთან. გამიღიმა.. -რომ ჩამოვალ მერე დაველაპარაკები ნანას. არ იდარდო მე ხელს აღარ შევუშლი მათ ოჯახს. თავი გვერდით გადახარა და რაღაცნაირად შემომანათა სისველით აბჭყვიალებული თვალები. -ბებია გყავს? გაკვირვებულმა შევხედე. -გიორგის დედა.. ჩემი ბებია ნანო. გამიღიმა და მოაჯირს დაეყრდნო. -ხედავ? და-ძმად ვითვლებით და ერთმანეთის შესახებ არაფერი ვიცით. გამეცინა. -გამოვასწორებთ. -დიანა, დაგვაგვიანდება გოგო უნიში? აივანზე გამოვიდა კეკელიძე. -უი.. გიჟივით გავარდი მისაღებში და საათს შევხედე. -ორმოც წუთში ხომ მივალთ? -კი თუ ჭედვა არ იყო. ლევანმა მითხრა მშვიდად. -სახლში უნდა გაიარო? -არა ვერ მოვასწრებ. შეთეს ვიღაცამ დაურეკა და აივანზე გავიდა. მე ოთახში შევედი. მისაღებიდან შეთეს ხმა გავიგე. -ჩვენ წავალთ. -ერთად გავიდეთ ბარემ. ლევანის ხმაც გაისმა. -არა, მჩქარება ვარჯიში მაქვს. -ოჰ ვარჯიში აქვს.. შენც არ მყავდე ახლა არნოლდ შვარცენეგერი . ჩავიდუდღუნე ჩემთვის და გამზადებული გავედი მისაღებში. -უკვე ჩვენთან ითმაშებ? ისეთი სიხარულით კითხა ბოკუჩავს კეკელიძემ გეგონება ომი მოიგო . -ხო. უკვე გავაფორმეთ კონტრაქტი. შეთემ მე შემომხედა. -ხვალ არის თამაში თუ მოხვა... -მოვალთ. კეკელიძემ სიტყვის დასრულებაც არ აცადა. -მე არ მცალია. ნიშნის მოგებით ვთქვი და ცხვირი ავიბზუე. -შენ ვინ დაგპატიჟა? ზემოდან დამხედა. თვალები გამიფართოვდა. გაეცინა და სახლიდან გავიდა. გაღიმებული გუკაც უკან მიყვა. -რა აუტანელი ვიღაცაა. ბრაზისგან გამწვანებულ გაწითებულ გაყვითლებულმა ამოვიღრინე. -ხვალ არაფერი დაგეგმო მივდივართ. მტკიცედ განმიცხადა ლევანმა და რომ დაინახა პირი გავაღე მაშინვე დაამატა -აზრი არ ექნება შენს უარს. წარბები აათამაშა და კარისკენ წავიდა. უნივერსიტეტში მისვლისთანავე ბიბლიოთეკაში ჩავედი, წიგნი გამოვიტანე, რომელიც მჭირდებოდა და მაშინვე მეშვიდეზე ავირბინე. ლევანი დერეფანში იჯდა თავის კურსელთან ერთად. როგორ მაღიზიანებდა ეს გოგო ვერც წარმოიდგენდით. -ლევ არ შესულხარ ? -შენ გელოდებოდი ერთად შევიდეთ. -წამო მერე. 18დან 13 ქულა ავიღე. უკმაყოფილო ნამდვილად არ ვიყავი, თან ამ საგანში ორჯერ ვიყავი შესული ლექციაზე. კიდევ კაი ქულა იყო. ლევანმა 16ი აიღო. -რა კითხვები იყო რა უბედურებაა, წიგნშიც არ იყო მგონი ეგ საკითხები. -იყო მარა მეორე წიგნი, რომაა 2009ის აი იმაში. ჯერ გაქვს წინ კიდევ ლექციები და ქულებსაც ააგროვებ თუ არა და გადააბარებ მე გასწავლი. გამიღიმა და თავზე მაკოცა. -ზეგ გაქვს ხო შენ კიდე? -ხო. წიგნი გამოვიტანე ბიბლიოთეკიდან დღეს ჩავუჯდები. შენ? -მეც ზეგ მაქვს. მანავიძის საგანში მერხევა. -რატო? -არ დავდიოდი და ეგ კიდე წინა ლექციებსაც არ იბარებს. -უიმე.. ავიდეთ იკასთან? -ხო აბა. -სამზეა შეშვებაო. -ორია. -წამო კაფეში ავიდეთ და დროსაც გავიყვანთ. -კაფეში ასვლას, ნანასთან წავიდეთ და მერე გამოვიდეთ იკასთან. -კაი. -საავადმყოფოშია? -არა. სახლშია უკვე. მაკას ველაპარაკე დილით. წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. კაი ახლა დიანა ნუ იგრუზები რა.. -არაფერი მითქვამს. -მაგრამ მაინც განიცდი. -დაღლილი ვარ ამ ქაოსით. -ყველაფერი ფეხებზე და ეგაა. გამიცინა და მანქანის კარი გამიღო. სადარბაზოს წინ გააჩერა ავტომობილი. ორივე ერთდროულად გადავედით. -ფეხით ავალ. -შემოდი ახლა ნერცებს ნუღარ ამიშლი. ლევანის ლიფტისადმი შიშმა უკვე ბოლო მომიღო. ფეხი ძლივს შემოადგა ლიფტში და ხელი მკლავში ჩამავლო. სანამ მეცხრეზე ავედით მანამ ხელიც ჩამილურჯდა. -რა წიკიანი ხარ რა. ბუზღუნით გამოვედი ლიფტიდან და კარებზე დავაკაკუნე. -ეს დაკაკუნება რა იცი. ადექი მიაჭირე თითი მაგ ზარს, რისთვისაა ეგ დედა აფეთქებული. ადუდღუნდა. -დაკაკუნებას უფრო ეფექტი აქვს. -მოდი დიანა.. კარები გიორგიმ გამიღო და გამიღიმა.- ოჰ როგორ ვიფიქრე მარტო იყავი. გაიცინა.. სადაც შენ ხარ იქ ლევანიცაა და პირიქით. -ჩვენ ცალცალკე წარმოუდგენლები ვართ. გააკეთა კომენტარი კეკელიძემ. -ნანა ოთახშია? -კი. თავი დამიქნია და ლევანთან ერთად მისაღებში გავიდა. ოთახთან მისულმა ღრმად ჩავისუნთქე და სახელური ხელის კანკალით ჩამოვწიე. -როგორ ხარ? ვკითხე კარის გაღებისთანავე. -არამიშავს. ეტყობოდა ნაწყენი იყო. -ნანა გეწყინა? -რა უნდა მწყენოდა? -რომ არ გნახე საავადმყოფოში. -არ მწყენია. -კაი რა ნანა. ხომ იცო, რომ გიცნობ ჩემი ხუთი თითივით. -არ გაგიხარდა ამ ბავშვის არსებობა? თვალცრემლიანმა მკითხა. -რას ქვია არ გამიხარდა? როგორც ილია მიყვარს ისე მეყვარება ეგ ბავშვიც. უბრალოდ მოულოდნელი ამბავი იყო. გუკასთვის მითუმეტეს. -არ მინდოდა გიორგის და გუკას ურთიერთობა გაფუჭებოდათ. -შერიგდებიან. მამა შვილია და მალე გაუვლით. დროთა განმავლობაში შეეგუება გუკა ამ სიტუაციას. -შენ შეეგუე? -არასდროს გიკითხავს ეგ. -იმიტომ, რომ არასოდეს გვილაპარაკია ამ საკითხზე. -აღარ მინდა შენი და გოგას ურთიერთიბის განხილვა. იყო და ვსო. ახლა ორივეს ოჯახები გყავთ და ახალი ცხოვრება გაქვთ. -შენ დიანა? რომელ ოჯახს ეკუთვნი? -მე ამოვარდნილი ვარ ოჯახური კალაპოტიდან.. გუკას სიტყვები გამახსენდა და ვთქვი, რაც იმ წამს რეალობა იყო. -დიანა, ძალიან მიყვარხარ. ტირილი დაიწყო ნანამ. მასთან მივედი და მოვეხვიე. -მაპატიე.. ცუდი დედა ვარ. -ყველაზე კარგი დედა ხარ. ლოყაზე ვაკოცე. ტელეფონი აზუზუნდა. მაშინვე ამოვაცურე ჯიბიდან და ვუპასუხე. -ხო მა. -დიანა ისევ დაგავიწყდი! -გამოცდაზე ვიყავი, მერე ნანასთან ამოვედი და ახლა უნდა დამერეკა. ვიცრუე. -ნანასთან ხარ? -ხო. იკასთან უნდა გავიდე ცოტახანში. თქვენ როგორ ხართ? როდის ჩამოხვალთ? -ჩამოვედით მამა უკვე. -მართლა? სახლშიხართ? -ახლახანს შემოვედით სახლში. -იკას ვნახავ მა და ეგრევე გამოვიქცევი. -მოიცა დიანა არ გათიშო. -რა ხდება? -რამდენი ქულა აიღე? -13. -არაუშავს. ლევანი შენთანერთადაა? -აბა მე და ლეო ცალცალკე წარმოგიდგენივართ? -წარმოდგენაც არ მინდა..ჩაიცინა.. ლევანთან მაქვს საქმე და ამოიაროს. -კაი ერთად მოვალთ საღამოსკენ. -კაი მა. მომიკითხე ნანა. -ჩამოვიდნენ? ტელეფონის გათიშვისთანავე მკითხა. -ხო. მოგიკითხა გოგამ. -უთხარი? -კი. მოგილოცა. -რა უცნაურად აეწყო ჩვენი ცხოვრება. სინანული გარეოდა მის ამ ნათქვამს. ერთ საათზე მეტი გავატარე ნანასთან ერთად. წასვლაც გადამავიწყდა ისე გავერთე ლაპარაკში. ლევანმა შემახსენა საათი და დღის გეგმა. ღიმილით დავემშვიდობე გიორგის და სახლიც დავტოვეთ. რუსულის მასწს დავურეკე და გაკვეთილი სხვა დღეს დავანიშნინე. იკასთან ავედით. ლევანმა დაიჩემა ხელცარიელი, ხომ არ მივალო და ყვევილები იყიდა. თან კვდებოდა სიცილით თეთრი ვარდების ბუკეტით ხელში, რომ მიიკვლევდა დერეფანს და სიმღერას, რომ ღიღინებდა. -თეთრი ვარდები შენთვის ვაგროვე... შიგცავაქსოვე მე ჩემი გულიიი. ხითხითებდა და არტისტულად იქნევდა ხელებს. -რა სულელი ბიჭი ხარ რა. თავი გავაქნიე.-რათ გინდოდა ეს ყვავილები.? კეკელიძის ყროყინის გასაჩერებლად დავუსვი კითხვა. -მოიცა რა. ხელი აიქნია და 304ე ოთახში შებრძანდა, მეც უკან მივყევი. -აუ რა როჟით ხარ. სიცილისგან მოიხარა კეკელიძე. -ეს თაბაშირი ორივე ფეხზე ვაფშე გხატავს. თანდათან უმატებდა სიცილს. კიდევ კაი იმ ოთახში არავინ იწვა თორე რა გაუძლებდა ლევანის როხროხს. მე ჯერ იკას თვალიერებაში ვიყავი. -შენ შ*გ ხო არ გაქვს?. რა ყვავილებით დამადექი ბიჭო კი არ მოვმკვდარვარ? შეუარაცხყოფილი მზერით გახედა ლევანს. -მაგ თაბაშირზე ეს თეთრი ვარდები შენ ძმობას ვფიცავარ დაგაკვდება. -დავაი რა. -ბიჭო ახლა ახალი პიპიით გაიჩითები ხო? -რა პიპიით? -ორბორბლიანი ეტლით. აროხროხდა. -აუ დიანა ჩაარტყი რა შენ დეიდაშვილს რაიმე. -კაი გაჩერდით ახლა ორივე, სირცხვილია. -ეს ყვავილები სად დავდო? -სად უნდა დადო.. მოაშორე აქედან. -ლარნაკში უნდა ჩავდო და გვერდით დაგიდო. -ისე დადე, ერთი მაგარი მედდა იმას ვაჩუქებ. ეშმაკურად გაიღიმა. -არც აქ მოისვენო. სკამზე ჩამოვჯექი და იკას გავხედე. -მე რა მომასვენებს დიანუკ? გოგო სიგარეტი არ მომიტანე? -ნერვებზე უკრავ რა.. სად არიან მამაშენი და დედაშენი? -სახლში წავიდა გურამი და ლენა კიდე ახლა მოვა მალე და დაიწყებს დამოძღვრას. -ისე რანაირად შეასკდი ბიჭო იმ მანქანას? კეკელიძემ ყვავილების თაიგული ტუმბოზე დადო და იკას დაინტერესებულმა შეხედა. -მე რავი წამებში მოხდა. -მთვრალი იყავი? -არა. ნუ ცოტა. ნიჟარაზის დაბადებისდღე იყო და იქედან მოვდიოდი. ე შენ რატო არ იყავი? -ვერ ვიტან ნიჟარაძის სასტავს ხომ იცი?. -არა და კაი ტიპები არიან. ნუ ნიჟარაძე ვაფშე ძმაა. -ერთი გეგია და მეორე ვალერი. ხელი აიქნია ლევანმა. -ხო ნიჟარაძე მართლა ჯიგარი ტიპია. -გეგი არ მიხსენოთ. -ეგ ისევ გწერს? -გიჟს გადააჩვევ ტვინში ჩაჩემებულ რაღაცეებს? -ყვავილების გამოგზავნას ხო შეეშვა და.. მხრები აიჩეჩა იკამ. -შეეშვა არა.. ლევანმა შეაშვებინა. -ცემე? გაიცინა ირაკლიმ -არა ბიჭოს და გადავავლევინებდი თავზე. ხელის ტრიალით თქვა. -რა უნდა ტო შენგან? -იმ ჩხუბში რო ჩაეჩარა მუხადგვერდისკენ რო მისეირნობდა ქალბატონი და თავის ჭკუით ივაშკაცა აი იმის მერე ამოიჩემა. -ბიჭო მოკლავდა ეგ ცხოველი იმ ბიჭს და ხმა არ უნდა ამომეღო? -დაგერეკა ჩემთვის. -სანამ შენ მოხვიდოდი გასვენებული იქნებოდა ის ბიჭი. -ხო და ახლა აიტანე ეგ სასიყვარულო წერილები და რეკვები. -არ ვპასუხობ არც ერთ მონაწერზე, მობეზდება და შემეშვება. თან გავიგე ნინოს დასდევსო. -ვინ ნინო? იკაც დასერიოზულდა. -ნოდია. -სდევს აბა მა რას იზამს, თავისი დეიდაშვილია ბოთე. -მე მეგონა.... -ტყუილად გეგონა. -კაი დავანებოთ მაგას თავი არ მაქვს ისედაც მაგისი ნერვები, თან ერთი თვია არ მინახია. -სად ნახავდი, ორი კვირაა ნაცემი გდია სახლში. -ჯანდაბაში წასულა. საღამომდე იკასთან ვიყავით. ლენაც ვნახე და მის ქოთქოთსაც გაღიმებულმა დავუგდე ყური. ირაკლის თვალების ატრიალებაზე სიცილს ვერ ვიკავებდი. ლენას ლევანიც ყვებოდა და ორ ხმაში ლანძრავდნენ ირაკლის ქმედებებს. იკას ისე აეშალა ნერვები დაცვას სთხოვა ჩვენი გაყრა.." მე სიმშვიდე მჭირდება და მაწუხებენ ვინ არიან არც ვიცნობო". სიცილ კისკისით დავტოვეთ საავადმყოფოს შენობა და სახლისკენ წავედით. კორპუსის წინ გამიჩერა და დამემშვიდობა. -რას მემშვიდობები ბიჭო ამოდი შენც. -კაი ტეხავს ისედაც სულ შენთან ვარ. -ლევან. არ მაწყენინო ახლა რა.. თან გოგამ საქმე მაქვს ლევანისთან და ამოვიდესო. -რა საქმე? -არ ვიცი. -კაი ჰო წამო. მანქანიდან გადმოვიდა, ხელი მხარზე გადამადო, თავზე მაკოცა და ასე ხელგადახვეულებმა ავიარეთ კიბეები. კარი ლიკამ გაგვიღო. -ლიკუ, როგორ მომნატრებიხართ. ლიკა გადავკოცნე და მის ხელში მოთავსებული მომცინარი ილიკო ხელში ავიტაცე. -ჩემი ბუშტულიკა. ლოყები დავუკოცნე. ლევანი მორცხვად შემოვიდა და დივანში ჩაჯდა. -გოგა სადაა? -ქვევით ჩავიდა რაღაცეების საყიდლად. გაგვიღიმა და სამზარეულოში გავიდა. -მომიყვა რა მე. ლევანმა ილიკო გამომართვა და ახლა მან გაუწითლა ლოყები იმდენი ჩქმიტა და კოცნა. ლიკამ წვენი გამოგვიტანა და მაგიდაზე დაგვიდგა. -როგორი დრო გაატარეთ ? -ამის ხელში რა დროს გაატარებდი სუ ჯუჯღუნებდა. ილიკოს დახედა გაბრაზებულმა. გამეცინა და მომცინარ ილიკოს ცხვირზე თითი დავკარი. ლევანმა ჰაერსი ააფრიალა ამასაც მეტი რა უნდოდა. გაიძახოდა "ტიდე.. ტიდეს"და ლევანიც უსრულებდა სურვილს. აფრიალებდა ქარში მოფარფატე ფოთოლივით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.