ანუკი(20)
-არ აქ მნიშვნელობა, ნახვამდის-გაუთიშა და უცებ ჩაიკუზა. ცრემლები ძლივს შეიკავა. სანდრო კი რეკვას აგრძელებდა, მაგრამ ის უთიშავდა, ბოლოს ისე აეშალა ნერვები ტელეფონი ისროლა, უცებ მანქანა შემოვიდა ეზოში და მას მოხვდა. ეს ალექსანდრე იყო, მანქანიდან გადმოვიდა და ტელეფონი აიღო.ანუკი მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. ისიც გაკვირვებული უყურებდა, საერთოდ არ ელოდებოდა აქ ანუკის დანახვას, მითუმეტეს ესეთ მდგომარეობაში. -რა გჭირს? *** ორივე შიგნით შევიდა, ცოტახანში კი ანუკიც დამშვიდდა. -რა მოხდა? აქ რატო ხარ? -მე და ნინი წამოვედით-სახიდან ცრემლები მოიწმინდა და ჩაის დალევა დაიწყო-აქ გვირჩევნოდა. -და რა დაგემართა? -არაფერი, ისე, რაღაცაზე ამეშალა ნერვები და. -ტატოს გამო? -ხო, ჩემთან ლაპარაკი არ უნდა. დღეს ლამის დავუჩოქე. ალექსანდრე გამომწვევად უყურებდა, ჯერ აკვირდებოდა და ელოდებოდა თუ როდის იტყოდა სიმართლეს. შემდეგ გაუღიმა და მისი ხელი, თავის ხელებში მოიქცია. -კიდე გაგიმეორებ შეკითხვას, ამჯერად სწორ პასუხს ველოდები. -ალექსანდრე, მაპატიე, მაგრამ ეს შენ აღარ გეხება. -ანუ არ მეტყვი? მაშინ როგორ დაგეხმარო? -საქმე გქონდა მამაჩემთან? -ტატოსთან. -რააა? დაგირეკა? -ხო..-ტატოს არ დაურეკავს ალექსანდრესთვის, მან ნუკის მოატყუა, რადგან ნამდვილი მიზეზის თქმა არ უნდოდა-მითხრა რომ იჩხუბეთ, უნდოდა რო მოვსულიყავი, მარტო რო არ დარჩენილიყავი. -არა, ტატო ამას არ იზამდა. -ხო ხედავ როგორ უყვარხარ, შენ კიდე გეგონა რო ფეხზე ეკიდე. -ხო... არ ველოდი. რეალური მიზეზი კი ის იყო, რომ ალექსანდრე ხედავდა თუ როგოე იტანჯებოდა ანუკი ტატოს გარეშე და უნდოდა დახმარებოდა, მასთან მისულიყო და დალაპარაკებოდა, ყველაფერზე იყო წამსვლელი მისთვის. -დარჩები ღამე აქ, თუ წამოხვალ? ამ დროს ნინიც გამოვიდა. -უი, ალექსანდრე. როგორ ხარ?-ნინი ვერ ხვდებოდა უნდა შეშინებოდა ეომ მან ყველაფერი გაიგო თუ.. -შენ? თუ რამეში დაგჭირდა დახმარება, ჩემი იმედი გქონდეს. -ხო..-ნინიმ ნუკის დაბნეული სახით გადახედა-ჩემმა ძმამ დამირეკა, მთხოვა მოდი რაღაც საქმე მაქვსო. უნდა წავიდე. -კაი, არაუშავს. მიდი-ერთმანეთი გადაკოცნეს და ნინიც წავიდა. -აბა? კიდე დარჩები აქ? -შენც დარჩი. -რატო, სახლი არ გვაქ? -ისე, რა. ჩემებსაც უკეთ გაიცნობ. -დიტო და საბა უნდა გამოსულიყვნენ დღეს, წამო რა გაერთობი. -ალექსანდრე, ხშირად გთხოვ რამეს? -რადგან ესე კატეგორიულად მთხოვთ ჩემო ქალბატონო. ეხლავე დავურეკავ-აკოცა და გარეთ გავიდა დასარეკად. -შვილო? ანუკი? დედა-ელენე გაკვირვებული უყურებდა შვილს-თქვენ რა.. -ხო, ელენე. შენ საწყალ შვილს სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა რომ ესეთი მოღალატე და ორპირი ადამიანი შეეყვარებინა. -გიყვარს? -არა, ელენე ისე ვკოცნი. ჰობი მაქვს. -რატო მეჩხუბები ანუკი? -არ გეჩხუბები. ბოდიშს ვიხდი ესეთი საუბრისთვის. ალექსანდრე და მე აქ ვრჩებით საღამოს-ანუკი ადგა და გარეთ გავიდა, როდესაც ალექსის საუბარი მოისმინა ლიზისთან. -ლიზი, ეხლა ვერ მოვალ. თუ ესე ცუდად ხარ სასწრაფო გამოიძახე... მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვარ. დრო იყო ანუკის გეგმის მეორე ფაზაზე გადასულიყო, და კეთილი გოგოს როლი ეთამაშა. როდესაც ალექსანდრე ლაპარაკს მორჩა მასთან მივიდა. -რა ხდება? -ლიზი იყო... -რა მოხდა? -მუცელი ტკივა, სულ აღებინებს და ვერ არის კარგად. -უი? წადი მერე, ექიმი გამოუძახე ცუდად არ გახდეს. -მერე შენ? -ჩემი დანახვა არ ესიამოვნება ლიზის... მე გენდობი, და ვიცი რომ არაფერი მოხდება თქვენ შორის. -არ მჯერა, რომ ამას შენ მეუბნები. -ხომ, რას ვიზამთ. ბავშვმა რაღა დააშავა. -ძაან მიყვარხარ-უცებ აკოცა, პასუხს არც დაელოდა და მანქანაში ჩაჯდა.ვინმეს შეიძლება ჰგონებოდა რომ ანუკიზე ამ სიტყვებმა რამენაირად იმოქმედა. მაგრამ ცდებით. მისი ნერვიც არ შეტოკებულა, არც უფიქრია რამენაირად ეპასუხა ამაზე. ხვდებოდა რომ ყველაფერი ფანტასტიურად გამოდიოდა. ამ გეგმის დასასრულიც ახლოს იყო, საბოლოოდ გათავისუფლდებოდა და დაშორდებოდა მას. გეგმა მოსწონდა, მაგრამ დასასრულში ეჭვი ეპარებოდა... ბოლომდე არ იყო დარწმუნებული რომ მასთან გაშორებას გადაიტანდა მიუხედავად იმისა თუ როგორ ატკინა გული. ალექსანდრე სახლში გვიან დაბრუნდა, ოდნავ მთვრალი იყო, ხელში ყვავილები ეჭირა. კარი არავინ გაუღო, სანამ ნუკის არ გაეღვიძა კაკუნზე და არ გავიდა. -ჩემ საყვარელ და კეთილ ცოლს-ყვავილები ლამის სახეში მოარტყა, ისე სწრაფად შეაჩეჩა ხელებში და აკოცა. -შენ რა მთვრალი ხარ?-მას გაეღიმა ალექსის ესეთ ქცევებზე. -სიყვარულისგან. -ლიზი როგორ არის? -ელიზაბედი? გადასარევად, ნორმალურია ეს ყველაფერიო. მაგრამ ჩემი სიყვარული შენდამი... -ალექსანდრე, ჩემებს ძინავთ , გეხვეწები ცოტა ხმადაბლა. -რატომ? რატომ არ მპასუხობ? არ გიყვარვარ? -წამოდი შიგნით. -ჯერ მიპასუხე-ალექსანდრე დასერიოზულდა და ფეხზე ძლივს სწორად დადგა. შემდეგ კი სერიოზული გამომეტყველებით ჩახედა ანუკის თვალებში, თმა ყურზე გადაუწია და მისი სახე ხელებში მოიქცია. -რა გიპასუხო, შენთითონაც იცი. -არა, მინდა მოვისმინო. მიყვარხარ. -ხო... მეც . -შენც რა? აქ კი ემოციები მოაწვნენ, ეს იყო მისი დიდიხნის ოცნება, რომ ალექსისგან ეს სიტყვები მოესმინა, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერს გაუფუჭებდა. ხვდებოდა რომ მოუწევდა ემოციებისთვის აყოლა. ბოლოს მაინც თავი შეიკავა და ხმადაბლა უპასუხა. -მეც მიყვარხარ. ალექსანდრემ მასთან მიიზდა და აკოცა, მან კი უცებ გააჩერა. -ჩემი მშობლები. -ხოდა წავიდეთ ოთახში. -არა, ალექსს, მთვრალი ხარ, მეც დაღლილი ვარ. -ცოლო-თითი მიადო ტუჩებთან და გააჩუმა-შშ. ჩუმად წავიდეთ ოთახში. -ოთახში არა, სამზარეულოში ყავა უნდა გაგიკეთო-ანუკიმ სამზარეულოში გაიყვანა და ყავის მოდუღება დაიწყო. ალექსმაც ნელ-ნელა გამოფხიზლება დაიწყო. -მაპატიე... არ უნდა მოვსულიყავი შენთან მთვრალი. -არაუშავს-ოდნავ ცივად უპასუხა. -სულ დამავიწყდა. სვამ წამლებს? -კი-თავისთვისაც გაიკეთა ყავა და მის წინ დაჯდა-საავადმყოფოში დატოვე ლიზა? -ხო. თავის და მოვიდა და იმასთან ერთად არის. ნუკი, ვერ წარმოვიდგენ როგორ გატკინე გული... და შენ ვერ წარმოიდგენ ყოველდღე როგორ ვნანობ ლიზისთან ურთიერთობის გაგრძელებას... არაკაცი ვარ. -გეყოფა. არ გვინდა ამაზე. -არა, გვინდა. მე რომ თავის დროზე შემეჩერებინა ყველაფერი, ეს არ მოხდებოდა. შენ ისევ ისეთი სიცოცხლით სავსე იქნებოდი. -ეხლა კარგად ვარ. -არ ხარ, ხომ ვხედავ, დღითი დღე როგორ გიჭირს. რაღაც ხდება და არ მეუბნები, გაცდი რამდენ ხანსაც გინდა. მაგრამ ადრე თუ გვიან მოგიწევს მითხრა რა გჭირს. თუ ჩემ გამოა, მაპატიე, რაც გინდა ის მთხოვე ყველაფერს შეგისრულებ. ოღონდ შენი ღიმილი დავინახო, გულწრფელი და არა ისეთი როგორიც შენი მშობლების და სტუმრების წინაშე გაქვს ხოლმე მიკერილი სახეზე. თითქოს ყოველ დღე უფრო ცუდად ხდები, რაღაცა გჭამს შიგნიდან... -ალექსანდრე...-ამდენად კარგად აღარ შეეძლო მსახიობობა, ვერ ეტყოდა რომ კარგად იყო, ვერ მოატყუებდა ამდენს. რომ გასულიყო, ალექსანდრესაც ამ ყველაფერში ეჭვი შეეპარებოდა-ესე მგონია, ყველას და ყველაფერს ვკარგავ. ტატო... სანდრო... მე და ნინიც ამ ბოლო დროს რაღაც ვეღარ ვეწყობით. მხოლოდ ეს არის. -მეტი არაფერი? -არა. -ნაღდად? -ჰომ. მე აღარ დავლევ ყავს. დავიღალე. ხვალ ზურასთან სტუმრები მოდიან. უნდა დავიძინო. შენ არ წამოხვალ? -ცოტახანში შემოვალ. -კაი-ძლივს ამოისუნთქა და ოთახში შევიდა. ხვდებოდა რომ ბოლომდე დამაჯერებელი არ იყო, მას ეგონა რომ ამ ყველაფრის დამალვა კარგად გამოსდიოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს უკვე მის ძალებს აღემატებოდა. თავს იტყუებდა რომ ლიზის და ალექსანდრეს ბავშვი არ ადარდებდა, არც მისი გრძნობები ალექსის მიმართ. ახლა სულ მარტო უწევდა ამ ყველაფერთან გამკლავება, და ხვდებოდა რომ ნელ-ნელა იმსხვრეოდა, რომ შიგნიდან კვდებოდა. დილით საწოლზე წერილი დახვდა. ,,მე და მამაშენს კომპანიაში რაღაც საქმე გამოგვიჩნდა. 3ისთვის ვიქნები. თუ გინდა სახლში წადი , ან მანდ დარჩი, მაგრამ რომ გაიღვიძებ მომწერე. მიყვარხარ. -ალექსანდრე’’ წერილი ხელუხლებელი დატოვა, ხალათი შემოიცვა და მისაღებში გავიდა. სახლში სრული სიჩუმე იდგა, როგორც ჩანდა ყველა სამსახურში იყო. მაშინ ჩანთიდან სიგარეტის გაუხსნელი პაჩკა აიღო, იქიდან ერთი ღერი ამოაცურა და უკანა ეზოში გავიდა. მოუკიდა და მოწევა დაიწყო. მხოლოდ ამით თუ დაიმშვიდებდა ნერვებს, იცოდა რომ სასმელს თუ გაეკარებოდა ვერ მოიშორებდა, ეს კიდე ადვილი მოსაშორებელი მიაჩნდა. 3 ღერის შემდეგ, შებრუნდა და ტანსაცმელი ჩაიცვა. შემდეგ სუნამო დაისხა რომ სუნი გამქრალიყო. ცოტახანში კი მანქანის ხმა გაიგო, იქიდან სანდრო გადმოვიდა და სახლთან მოვიდა. კარზე კაკუნი გაისმა. ანუკის გაღება არ უნდოდა, ამიტომ ჩუმად დაჯდა და მის წასვლას დაელოდა. -ანუკი ვიცი რომ აქ ხარ, ტატოს ველაპარაკე. კარი გააღე! ამოიოხრა, კართან მივიდა და გააღო. -რა გინდა? -შემომიშვებ? კარისგან გამოიწია და ანიშნა შემოდიო. შემდეგ კი კარი ჩაკეტა. -არ ვიცი ნინიმ რა და რატო გითხრა, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მითქვას მისთვის. ანუკი რამდენი წელია გიცნობ, ძაან კარგად იცი რომ მიყვარხარ და არასოდეს არ ვიტყოდი შენზე მსგავს რამეს. -ნინის რაში უნდა დაჭირვებოდა ტყუილი? მესმის სანდრო, შეგეცოდე იფიქრე რა დღეშიაო, ცოტათი დავეხმარები, ვითამაშებ გმირის როლს და მერე მაინც მივდივარ უცხოეთში და დავშორდებიო. ზა ადნო ცოტა გაირთობდი თავს. არ არის პრობლემა, არ ვბრაზდები. -არაფერი მსგავსი არ მიფიქრია. მოდი დავურეკოთ ნინის და თვითონ მითხრას ყველაფერი პირში. -არ მჭირდება. რაც არ უნდა ყოფილიყო... შენი დანახვაც არ მინდა. -გეხვეწები მომისმინე... მე და ნინი თვეში ერთხელ თუ ვნახავდით ერთმანეთს, ცხოვრებაში მსგავს რამეს არ ვიტყოდი შენზე. თუ გახსოვს შენ დამშორდი და არა მე შენ? -ერთადერთი რამ რაც სწორად გამიკეთებია ამ ცხოვრებაში. გეხვეწები წადი, ალექსანდრე უნდა მოვიდეს და არ მინდა აქ გნახოს. -ეხლა ერთად ხართ ხომ? ამ ყველაფრის მერე? არ მესმის, ეს ყველაფერი იმისთვის მოიგონე რომ ალექსანდრესთან ხარ და ჩემი ნახვა არ გინდა? გიყვარს? -ეგ შენ არ გეხება. -... არ ველოდებოდი. ვიცოდი რომ გიყვარდა, მაგრამ თუ ამ დონემდე დავარდებოდი. -ნახვამდის სანდრო. -ერთი რამ მაინტერესებს, გეგმა ალექსანდრეზე შურისძიება იყო, თუ მისი შეყვარება და შვილების გაჩენა? ამაზე არაფერი უპასუხია. -ძალიან წელავ. ესე იგი ისევ გიყვარს. მე იცი ვინ მიყვარს? -თათა. გავიგე და არც მაინტერესებს. -მართლა ეგრე გგონია? ამდენი წელია მიცნობ და ბოლომდე მაინც...ანუკი ერთადერთი ხარ ვინც ოდესმე მყვარებია. სამწუხაროდ შენგან საპასუხო გრძნობები არასდროს მიმიღია. ბედნიერებას გისურვებ, მოახერხე ისე რომ ალექსანდრეს შეუყვარდი. წარმატებები ცხოვრებაში, არ მეგონა თუ ესე დავამთავრებდით. -არც მე. სანდრო გაბრუნდა და წავიდა. *** ანუკის დასვენება უნდოდა, იმდენად გადაღლილი იყო ყველაფრისგან რომ ცოტაც და გაგიჟდებოდა. ცოტახანში კი ისევ კაკუნი გაისმა, კართან მივიდა და დაიყვირა. -სანდრო აღარ მინდა მეთქი ლაპარაკი! -ლიზი ვარ. უცებ სახეზე გათეთრდა, რა უნდოდა ლიზის მასთან? ალექსს ხომ არ მოუვიდა რამე? ხო არ შერიგდნენ და ლიზი გამოაგზავნა ამის სათქმელად? იმდენმა აზრმა გაუელვა თავში რომ კარის გაღება სულ გადაავიწყდა. -შემომიშვებ? უცებ გააღო კარი და გამოშტერდა. -ერთი წამით, არ გეყო ის ფაქტი რომ ჩემ ქმართან ერთად იწექი, მერე დაფეხმძიმდი, შენთან დარბის ყოველ დღე საავადმყოფოებში და ეხლა აქ მივარდები?! სულ დაკარგე თავმოყვარეობა? -გეხვეწები, ორ წუთს წაგართმევ. -არ მჯერა... ღმერთო... კარგი შემოდი. მისაღებში შევიდნენ და დაჯდნენ. -მესმის... ძალიან ცუდად მოგექეცით მე და ალექსი. -ალექსანდრეს აქ ნუ ჩარევ, შენ უნდა დაშორებულიყავი თავის დროზე. -ხო... მინდა ბოდიში მოგიხადო იმ ტკივილისთვის რაც მოგაყენე... მე არ ვიცოდი რომ... -პირდაპირ საქმეზე გადადი, შეცოდება არ მჭირდება. მოთმინების ფიალა მეწურება. -ანუკი, ალექსანდრე ჩემი ბავშვის მამა... არ მინდა ბავშვი უმამოდ გაიზარდოს. ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარს... ყველაფერზე ვარ მისთვის წამსვლელი. 5წელია უკვე ერთად ვართ, ვიცი რომ მასაც ვუყვარვარ... ისიც ვიცი რომ ეხლა უზომოდ საშინლად გექცევი რომ ამას გთხოვ... მაგრამ თუ ოდნავ მაინც გიყვარს... მე მის გარეშე ცხოვრება არ შემილია, მის გარდა და ამ ბავშვი გარდა... არავინ არ მყავს. ისინი ჩემი ცხოვრება არიან, გევედრები თუ გიყვარს, გაშორდი. *** vici patara taviaa, magram male damtavrdeba <3 <3 <3 2 and 3tavshi |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.