ანუკი(19)
-მე მინდიხარ...- ალექსანდრემ გააჩუმა და აკოცა. ანუკიც აღარ წეშინააღმდეგებია, ნელ-ნელა წამოდგნენ და ოთახში გავიდნენ. ცოტახანში ორივე იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა რომელშიც ბაკურიანში მოხვდნენ. ამჯერად ალექსანდრეს არ დაუტოვებია ანუკი. პირიქით ერთად ჩაეძინათ. დილით კი რაღაც ხმაურმა გააღვიძათ, დიტო იყო. -აუ დიტოა... გასაღები აქ. -ჰმჰმ... -რაღაც წაიბურდღუნა და გადაბრუნდა. -მეც მიყვარხარ საყვარელო-ალექსანდრე წამოდგა, ხალათი შემოიცვა და გავიდა. -ანუკი სახლში არ არი?-დიტომ ჰკითხა. -არი. -აბა ერთ ოთახ... ოუ.. ვააა, მოგილოცოთ? აბა ლიზი? -მოკეტე რა, რას მოხვედი ესე ადრე? გასაღები არ უნდა მომეცა საერთოდ. -ესე ადრე? ბატონო ლექსო 2საათია უკვე. კომპანიაში დაგაგვიანდა. ზურამ გამომიშვა. -სულ გავითიშე. -არა უშავს, გაპატიებს. დამღლელი ღამე გქონდა. -დიტო, გაა*ვი. -ეხლავე, დროზე მოდი. მთელი კომპანია შენ გელოდება. -ხოდა მელოდონ. -ლექსო. -ლექსოს ნუ მეძახი, ეგ ერთი, მეორე მოვალ, მერე კიდე გაა*ვი თქო გითხარი. -მივდივარ ხო-დიტო ადგა და წავიდა. ალექსმა ყავა დაადგა და ნუკისთან გავიდა. ტანსაცმელს ხელი მოკიდა და ჩაცმა დაიწყო. -სად მიდიხარ... -კომპანიაში, დამაგვიანდა. -რომელია... -პირველი. -კაი, პაკა. -ადექი რა შენც, ისაუზმე, ან თუ გინდა მალე მოვაგვარებ და ერთად გავიდეთ სადმე. -ხო... ეგრე იყოს...-ალექსმა აკოცა და გავიდა. ანუკიმ თვალები დააჭყიდა, ვერ მიხვდა რა მოხდა. მას ეს მხოლოდ ერთჯერად ღამედ მიაჩნდა. წამოხტა და ნინის დაურეკა. -ალო? -ნინ, სახლში ხარ? -კი. -გამოვალ რა, ოღონდ რამე გაქ თუ ამოვიტანო? -კი ყველაფერი მაქ. -კაი, მოვდივარ. -რამე მოხდა? -მოგიყვები. გათიშა, ისიც მალე წამოდგა და ჩაიცვა. გასაღებით ჩაკეტა კარი და ეზოში გავიდა. -დილა მშვიდობის ქალბატონო ანუკი. -მე მივდივარ. -ჩვენ წაგიყვანთ. სად? -როგორც ყოველთვის... ჯანდაბა. მისამართს გზაში გეტყვით-მანქანაში ჩაჯდა და ნინისთან ავიდა, ის სანდრო, რეზი და ტატო იყვნენ. ნუკი გაკვირვებული დარჩა ტატოც რო იქ იყო. -ვაა, გაიღვიძე?-რეზიმ გადაკოცნა. -ნინ, აუ... გამო რა ორი წუთი გარეთ ვილაპარაკოთ. -რას გვიმალავ?-სანდრომ გამომწვევად შეხედა, ანუკი თვალებში ვერც ერთს ვერ უყურებდა ნინის გარდა. -კაი რა გჭირს, გავიდეთ. ტატოს კი წარბიც არ შეურხევია, მისკენაც კი არ გაუხედავს. თავისთვის იჯდა და ხან სანდროს ელაპარაკებოდა და ხან რეზის. ესენი კი გარეთ გავიდნენ. -რა ხდება?-ნინიმ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. -მოკლედ... მე და ალექსანდრე... -სექსი გქონდათ?!!!!-ნინიმ იმხელაზე დაიკივლა რომ მთელმა სახლმა გაიგო. ანუკიმ თავში შემოირტყა ხელი და გამწარდა. -შენ მატორზე ხაარ?! რა გამიკეთე-სახეზე აიფარა ხელები ისე გაბრაზდა. -აუ... ბოდიში უეჭველი არ გაუგიათ... -ნინი, დებილი ხარ. იცი? -აუ, ღადააობ? ძლიივს. არავინ არ იცოდა იმის შესახებ რაც ბაკურიანში მოხდა, 1-2 გამონაკლისის გარდა. -ამის მერე არაფერს მოგიყვები. -მარა შენი გეგმა? -ნუ... ესეც ერთ-ერთი კომპონენტია. -კიდე შენსას აწვები ხო? -ნინი, კი. იმიტომ გვქონდა სექსი რომ გუშინ დაშორდა ლიზის. ყოველთვის ესე აკეთებს, როდესაც მას შორდება ჩემთან მოდის.ეხლა ჭკუას ისწავლის. -რო დაფეხმძიმდე? -არ დავფეხმძიმდები. ეგეთი დებილიც არ ვარ. ამისგან ბავშვი არ მინდა. დამიჯერე, როდესაც დავამთავრებ, გაშორებას თვითონ მომთხოვს. -და დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა? -ნუ მისვამ ესეთ დებილურ კითხვებს. ინტერვიუს იღებ? უბრალოდ მინდოდა რომ მომეყოლა... -მოდი აღიარე რო შენ გეგმაში არ შედიოდა. -არ შედიოდა, მომაწევინე-ნინის გამოართვა სიგარეტი-არ შედიოდა... -ნაპასი ჩაარტყა და გააგრძელა-მაგრამ არც ხელს არ უშლის. -ოხ ანუკი... -ისე, სანდრო რატო არ იყო გუშინ თათასთან ერთად? -თათას არ ეცალა. დაიჯერა თქვენი ჩხუბი? -კი. ისე კაი მსახიობი გამოდგა სანდრო. მართლა იჩხუბეს მან და თათამ? -არ ვიცი, ისე დიდიხანია ერთად არ დადიან. და არც შეეფერებიან ერთმანეთს. -ალბათ, არ დავკირვებივარ. მე და ალექსანდრე ხო შევეფერებით ერთმანეთს რა. ამ დროს ტატოც გამოვიდა, წასვლას აპირებდა, ანუკის წამით შეხედა და გავიდა. მას კი სანდრო გამოყვა. -ამის კონფისკაციას მოვახდენ-სიგარეტი წაართვა და გადატეხა. შემდეგ კი ისიც წავიდა. -ჯანდაბა. ტატომ ყველაფერი გაიგო... -რა დარწმუნებული ხარ? -ესღა მაკლდა. ნინი ისედაც ხმას არ მცემს რამდენი ხანია... ეხლა ეს. რო გაიგოს რას ვაპირებ საერთოდ ცოცხალს არ დამტოვებს. უკვე კლინიკაში კი არა საგიჟეთში გამაგზავნის, და ამჯერად მშობლებსაც ეტყვის. -არაფერს არ იზავს, მაქსიმუმ ისევ არ დაგელაპარაკოს. -ნეტა მარტო ეგ ქნას და ხმა თუ ამოვიღო. -კაი, დამშვიდდი. წამო ყავას დაგალევინებ, ისაუზმებ და მერე წესიერად მოყვები ყველაფერს. ნუკი შიგნით შეყვა, რეზიც იქ იჯდა. სამივე სამზარეულოში შევიდა.რეზიმ ყველაფერი გაიგო, მაგრამ არ იმჩნევდა, რადგან არ უნდოდა ანუკის შერცხვენა. -რატო წავიდნენ სანდრო და ტატო? ან ვაფშე ტატო ორი წუთით ვერ დატოვე? -კომპანიაში მიდიოდა, შენი ქმარი მივიდა და. -უნდა ცემოს? -არა, მამაშენმა დაურეკა. ყველას კრიბავს ვინც იქ მუშაობს. -აა. ხომ.. -პრინციპში, მეც მეჩქარება. მერე შემოვივლი, აბა თქვენ იცით-ორივე გადაკოცნა და წავიდა. -მოყევი. -არაფერი, ვიჩხუბეთ... სწერვა თუ რაღაც მიწოდა, ვცდილობდი კარგად მოვქცეოდი და ამაზე ნერვები ამეშალა და ოთახში გავედი. შემდეგ თავისი რაღაცეების მოყოლა დაიწყო, ოჯახში ჰქონდა პრობლემები. გიორგიზე ჰქონდათ სულ აქცენტი გაკეთებული, ეს ეკიდათ. შეილება ამის გამო არის ეგოისტი. კიდე ბევრი რამე მოყვა, მაგრამ რეალურად არც მახსოვს. -მოგიყვა? თავისი ბავშვობა? ნუკი... უყვარხაარ. -არ ვუყვარვარ, არავინ არ უყვარს საკუთარი თავის გარდა. ის საწყალი ბავშვიც კი რომელიც მალე დაიბადება. -ძაან შორს წახვალ, ლიზის ხო უკვე დააშორე. -ვის მხარეზე ხარ? -და ალექსანდრეს რო დაშორდები ამით რა? -განვთავისუფლდები, თავმოყვარეობას დავიბრუნებ. -ხალხი ილაპარაკებს ალექსანდრე თვითონ გაშორდაო, იმდენად აუტანელი გახდა ანუკიო. -ჯერ იმაზე ილაპარაკებენ რასაც მე გავუკეთებ. ეგეც რო არა, თვითონ ეცოდინება სიმართლე. სხვისი აზრი არ მაინტერესებს. -მაშინებ. -ძაან კაი. მე დიდიხანი ვუთმენდი ამ ცხოველს და მაგის საყვარელს ამ ყველაფერს. მე ისე ვიქცევი როგორც ნებისმიერი ცოლი, დააშორებდა თავის ქმარს საყვარელთან. -ჰო, რა ვიცი. შენი საქმის შენ იცი. ამ დროს ანუკის ტელეფონზე ალექსმა დაურეკა. -ალო? -სად ხარ? -რავი, ნინისთან. -მანდ მოვიდე? დავამთავრე აქ ყველაფერი. -ესე მალე? აბა ტატო და სანდრო მანდ წამოვიდნენ. რეზიმ ყველა მანდ არისო. -არა, რა ყველა. მარტო მე და მამაშენი. გამოდის რეზიმ მოატყუა, ტატომ და სანდრომ ყველაფერი გაიგეს და არც ერთს არ ჰქონდა სურვილი იქ დარჩენის. -ჯანდაბა... -რამე მოხდა? -არა, შემეშალა რაღაცა. -მოვიდე? ხო ვაპირებდით გასვლას საჭმელად? -აა, არა. ნინი შეყვარებულს დაშორდა და ცოტა ცუდად არის. დღეს ღამე შეილება აქ დავრჩე. -კაი, დაცვას ვეტყვი რო წამოვიდეს მაშინ. -კაი. მიდი. შემდეგ გათიშა. -ეხა რა ჩაიფიქრე? -უნდა შევამოწმო. -რა? -ხო გონია რო დღეს არ ვიქნები, მაინტერესებს სახლში იქნება თუ ლიზისთან. -დამიჯერე არ გინდა პასუხის გაგება. -ნინი! უკვე ნერვებს მიშლი. -კარგი ჩუმად ვარ. -ეხლა შემდეგი პრობლემა. ადექი ტატოსთან უნდა გავიდეთ. ანუ ჩემ სახლში. -მე როგორ წამოვალ? ალექსს რო უთხარი რო ცუდად ვარ და აქ იქნები? -საიდან გაიგებს? ვინ ეტყვის? -მამაშენი? -მერე ვეტყვი რო მინდოდა ცოტა გონზე მომეყვანა, ჩემთან ყველაზე კარგად გავერთობოდით თქო. -კაი-ორივემ დაავლო ჩანთას ხელი და გარეთ გავიდნენ. -აუ, მანქანა ჩემმა ძმამ რო წაიყვანა. -ფეხით გავიდეთ. ისე შორს არც არის. ჩანთები აიღეს და ნუკის სახლში წავიდნენ. ტატო მართლაც რომ იქ დახვდათ, მამამისთან ერთად იჯდა მისაღებში და ლაპარაკობდნენ. -ვინ მოსულაა, ალექსანდრეც აქ არი შვილო?-ნუკიმ გადაკოცნა მამამისი და დაჯდა, ნინიც ანალოგიურად მოიქცა. -არა, ნინისთვან ვაპირებდით დარჩენას მაგრამ აქ მომინდა ხო არაა პრობლემა? -არა, რას ამბობ. ეხა ვეტყვი ნათიას რო ყველაფერი გაამზადოს-ზურა წამოდგა და ოთახიდან გავიდა, ტატოც აპირებდა გაყოლას, მაგრამ ნინიმ შეაჩერა. -მოიცა, მე გავალ. ნათიას მივეხმარები, თან დავიღალე და დავიძინებ-შემდეგ კი ოთახში გავიდა. -ტატო, რა ხდება? -რა ხდება? -რატო არ მელაპარაკები. -საიდან მოიტანე? -ერთი თვე რო გირეკავდი არ იღებდი ტელეფონს, ტატო რა დაგემართა? -და შენ? -მე? -კაროჩე, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქ. -ვერ გავიგე რა ხდება ამიხსენი? -ამას ახსნა არ ჭირდება. როგორ შეგილია იყო იმ .... იმ ადამიანთან რომელმაც ესე გატკინა გული? ნუკის რომელსაც მე ვიცნობდი, თავმოყვარეობა გააჩნდა, და არავის არ უჩმორდებოდა. ეხლა კი... შენ იცი ეგ გოგო რო ფეხმძიმედ არის?! ერთხელ უკვე მიგიყვანა სუიციდამდე! მეორეჯერაც გინდა? მოგეწონა კლინიკაში?! -ტატო... -ტატო რა?! ამიხსენი რა გინდა ალექსანდრესთან? ოღონდ არ მითხრა რო გიყვარს, სულ დაკარგე ხო თავმოყვარეობა?! მამაშენს რატო არ ეუბნები?! -ძნელი ასახსნელია... -ზუსტად, აი ამიტომ არ აქვს შენთან ლაპარაკს აზრი-ტატომ ისევ წასვლა დააპირა, მაგრამ ანუკიმ ხელზე მოქაჩა. -გეხვეწები, ახსნის გარეშე არ მენდობი? რადგან ჯერ კიდევ არ დავტოვე ესე იგი მიზეზი მაქვს. -მხოლოდ, მე შენი მიზეზები არ მესმის. ადრე ყველაფერს ვიგებდი, გეხმარებოდი, ეხლა... საერთოდ ვერ გცნობ. სრულიად საწინააღმდეგო ხარ იმ ადამიანის რომელსაც მე ვიცნობდი. -რატო ტატო? ერთხელ დავუშვი შეცდომა! მაპატიე რო ჩემი ცხოვრების დამთავრება მოვინდომე!? მაპატიე რო შემიყვარდა ვიღაც, უფრო ემტად ვიდრე შენ! სად იოყავი როდესაც გაიგე რომ ვიღაცას მაყოლებდნენ?! რატო არ გადმოხტი და არ დამიცავი?! ჩემი ბრალი არ არის. ეს არც ჩემი არჩევანი არ ყოფილა. არჩევით არ უყვარდებათ. როგორი საშინელი ადამიანიც არ უნდა იყოს, რა გავაკეთო?! მიყვარს! -ხოდა მაგას ვამბობ. არ აქვს აზრი შენთან ლაპარაკს და სურვილიც არ მაქვს. არ მინდა ჩხუბი, 1თვე დამრჩა და ისევ უცხოეთში მივდივარ. არც შენ დაიტანჯები, საერთოდ თუ იტანჯები და არც მე-ტატომ ხელი გააშვებინა და გავიდა. შემდეგ ნუკი ოთახში შევიდა. -არაფრის გაგება არ უნდა! წარმოუდგენელი ადამიანია! ეგოისტია! არ უნდა იმ ფაქტის გააზრება რომ მასზე მეტად ვიღაც შემიყვარდა. სანდროსთან რო ვიყავი პრობლემა არ ჰქონდა. -ხო მარა იცოდა რო შენ და სანდრო მაინც დაშორდებოდით. -ჰა? -კაი, ნუკი. არ უყვარდი ისე ძაან რო შეყვარებულის პონტში ყოლოდი. -რაა? -აუ... არ უნდა მეთქვა-ნინი წამში გაჩუმდა. -გაიმეორე? -უნივერსიტეტში რო ვიყავით... მაშინ მითხრა რო არ უყვარდი ისე როგორც შეყვარებული, უბრალოდ შეეცოდე მაშინ და ... -შევეცოდე?! ვინმეს შესაცოდს ვგავარ?! ნაგავი... ამპარტავანი საცოდაობა, ღმერთო როგორ ვენდე... ეხლავე დავურეკავ. -არა, არ გინდა. გეხვეწები მომკლავს. ანუკი, გევედრები. -აბა ესე შევარჩინო? -ეხლა არ დაურეკო... ძაან გთხოვ. -ნინი, მართლა გამაჩნია იცი თავმოყვარეობა? სულ არ დამიკარგავს! ყველა მიყენებს.აშკარად ეს ჩემი სიდებილის გამოა. ყველას ყველაფერს ვპატიობდი და ჩემთვის ,,მშვიდად’’ ვიჯექი. ვაი იმ ადამიანის ბრალი რომელიც კიდე აღმოჩნდება რომ ჩემ ზურგს უკან ლაპარაკობს. ურჩევნია გამასწროს. ნინის სახე შეეცვალა და ანუკის ვეღარ უყურებდა. მან მაინც არ მოუსმინა და ტელეფონი აიღო, შემდეგ კი სანდროს დაურეკა. -ხო ანუკი? -რას შვები? -რავი, ეხა მივედი სახლში. -რაღაც რო გკითხო ჩემი თავი დაიფიცე, რომ სიმართლეს მეტყვი. -არ მჭირდება დაფიცება, ისედაც სულ სიმართლეს ვამბობ. -ნინის მართლა უთხარი რო არ გიყვარდი? და პროსტა შეგეცოდე და იმიტო იყავი ჩემთან? სანდროს გაეცინა. -ისევ სასმელზე შეჯექი? თუ ეხა ნარკოტიკები. -არ მეცინება. -კაი, როდის ვუთხარი, ნინი დამალაპარაკე. -არა, მთხოვა რო არ მეთქვა. სანდრო უკვე აღარ იცინოდა, პირიქით ნერვები აეშალა. -მართლა ნინიმ გითხრა ეგ? -ხო, უნივერსიტეტში რო ვიყავითო. ერთი რამ დაიმახსოვრე, რომ ამას არასდროს გაპატიებ. შეილება იმდენად მიყვარხარ რომ ვერც შური ვიძიო და ვერაფერი ვერ გაგიკეთო. მაგრამ ხმა თუ ოდესმე გაგცე.. სანდრო შეილება ყველასგან წარმომედგინა მსგავსი რამ, დაჟე ტატოსგან, ან რეზისგან, მაგრამ აი შენგან. რავი. ბრავო. სულ მეგონა რომ ერთმანეთთან რაღაც კავშირი გვქონდა. სიტყვები არ მყოფნის, იმდენად მატკინა გული-ცრემლები ჩამოდიოდა ღაპაღუპით და სიტყვებს ძლივს გამოთქვამდა. -სად ხარ? -არ აქ მნიშვნელობა, ნახვამდის-გაუთიშა და უცებ ჩაიკუზა. ცრემლები ძლივს შეიკავა. სანდრო კი რეკვას აგრძელებდა, მაგრამ ის უთიშავდა, ბოლოს ისე აეშალა ნერვები ტელეფონი ისროლა, უცებ მანქანა შემოვიდა ეზოში და მას მოხვდა. ეს ალექსანდრე იყო, მანქანიდან გადმოვიდა და ტელეფონი აიღო.ანუკი მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. ისიც გაკვირვებული უყურებდა, საერთოდ არ ელოდებოდა აქ ანუკის დანახვას, მითუმეტეს ესეთ მდგომარეობაში. -რა გჭირს? *** ოდნავ არეული თავი იყო, ძლივს დამიმთავრდა სკოლა და უფრო ხშირად დავდებ ხოლმე. <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.