შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭის პატარა გოგო (19 თავი)


25-12-2017, 04:26
ავტორი niakonia6
ნანახია 6 260

19 თავი

ოთახში სიჩუმე იყო, საშინელი სიჩუმე.
ბიჭები ერთად ისხდნენ და ფიქრობდნენ მომხდარზე, წამითაც არ შეუძლიათ იმის გაფიქრება თუ ვინ მოიტაცა ნიაკო.
ყველა ჩუმად იყო, მიშტერებულები იყვნენ თავიანთ ძმაკაც სანდროზე, რომელიც უკვე ნახევარი საათია სკამზე ზის და თავი დაბლა აქვს ჩახრილი.
სანდრო აზრზე ვერ მოდიოდა რა ხდებოდა, მას ერთადერთი ადამიანი ჰყავს დარჩენილი ვინც ყველაზე ძალიან უყვარს და მისი დაცვა ვერ შეძლო..
ლაშამ მხარზე ხელი დაადო, უთანაგრძნობდა თავის ძმაკაცს, მაგრამ ისიც არანაკლებ ნერვიულობდა.
ბრძოლაში გამარჯვებულად სანდრო გამოცხადდა, მაგრამ ამისთვის ახლა აღარავის ეცალა.
თავიანთ სამალავ ადგილას იყვნენ და ერთად ფიქრობდნენ სად შეიძლებოდა ნიას პოვნა.
ესე ჩაფირებულები ისხდნენ როცა ერთერთი ბიჭის ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა.
-დემეტრეს ხალხი გვწერს, ჩვენ წინა შეხვედრის ადგილას მოდითო
წაიკითხა ლევანიმ და სანდროსკენ გაიხედა, აინტერესებდა როგორი რეაქცია ექნებოდა.
-წავედით
ერთი თქვა სანდრომ და ყველა შესახვედრად მოემზადა.
სანდრომ ზუსტად იცოდა, რომ დემეტრე და მისი ხალხი არ იყვნენ ამაში დამნაშავე, მაგრამ მაინც აინტერესებდა რა უნდოდა იმ ნაძირალას მისგან.

შეხვედრის ადგილას მივიდნენ და დაინახეს როგორ ელოდებოდა კაპიშონით თავზე წამოცული დემეტრე ბიჭებს.
დემეტრე თავის თავს აღარ გავდა, ვიღაცამ მისი პატარა გოგოს მოტაცება გაბედა. ესეთი გაბრაზებული არასდროს ყოფილა, დარწუნებული იყო არავის არ აცოცხლებდა ვინც ნიაკოს მოტაცებაში მონაწილეობა მიიღო.
სანდროს ნახვა ეხლა ერთადერთი გამოსავალი იყო ნიაკოს პოვნის.
რამდენადაც ვერ იტანდა საკუთარ და თავისი ბანდის მტერს, სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი.
დემეტრეს ძმაკაცები გაგიჟებულები იყვნენ, ჯერ მარტო იმით თავიანთმა ლიდერმა მარცხი რომ განიცადა, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ეს ერთი ადამიანის გამო გააკეთა.
ამაზე საშინლად გაბრაზებულები იყვნენ, მისი ძმაკაცები და ასევე დემეტრე მიიჩნევენ რო სიყვარული ადამიანის ერთერთი ყველაზე დიდი სისუსტეა, მაგრამ დემეტრემ უკვე აღარ იცის რა იფიქროს.
-ჩვენთან შეხვედრის უფლებას როგორ ითხოვ? მეგონა ყველაფერი გავარკვიეთ უკვე რინგზე
სანდრომ დემეტრეს საყელოში ხელი წაავლო და დამუქრება დაუწყო.
დემეტრემ კი მუშტი უთავაზა ყბაში.
სანდროს ძმაკაცები უკვე ჩხუბზე გადადიოდნენ, მაგრამ ლუკამ ხმამაღლა დაიყვირა
-აქ საჩხუბრად არ შევკრებილვართ
თქვა ლუკამ და დემეტრეს მეგობრულად დაარტყა ხელი ზურგზე, მის დამშვიდებას ცდიობდა.
ლუკა ერთერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც ყოველთვის დაიცავს და მხარში ამოუდგება დემეტრეს. ნდობა მაგ ორს შორის რაღაც საოცრებაა.
-ყვეაფერი შენი ბრალია, ეს სულელური ნიზლავი რომ არ დაგედო არაფერი არ მოხდებოდა
თქვა სანდრომ გაბრაზებული ხმით, ისევ ვერ ხვდებოდა რა უნდოდა დემეტრეს მისგან
-ჩემი ბრალია? იქნებ შენ რომ მიგექცია ყურადღება და უკან არ გამოგყოლოდა არაფერიც არ მოხდებოდა
დემეტრემაც არ შეიკავა თავი, მანაც სწრაფად და გაბრაზებულად დაუბრუნა პასუხი
-აქ იმისთვის დაგიძახეთ ნიაკოს პოვნაში, რომ დაგეხმაროთ
უპასუხა დემეტრემ ცოტათი უფრო წყნარი ხმით.
-და გგონია ამ ***ობას დავიჯერებ?
დაუყვირა სანდრომ, ნელნელა ალბათ თავის გაკონტროლებას ვეღარ შეძლებდა და ჩხუბს დაუწყებდა.
ეგონა დემეტრე ატყუებდა მას და მასთან თამაშს ცდილობდა, მაგრამ მის ძკაკაცების სახეზე სრული სერიოზულბა, რომ დაინახა გაკვირვებულმა კითხვების დასმა დაუწყო
-და ამას რის გამო აკეთებ? რა გინდა ამით, ჩემი ნდობის მოპოვება?
დემეტრემ არ იცოდა რა ეპასუხა.
იცოდა რომ მისი პატარა გოგო გაბრაზდებოდა ახლა მისთვის ყველაფერი რომ ეთქვა, ამიტომ ცდილობდა თავის შეკავებას არაფერი ზედმეტი რო არ წამოცდენოდა
-ამისთვის საკუთარი მიზეზი გამაჩნია
სანდრომ გაკვირვებული სახით შეხედა, ისევ ვერ ხვდებოდა რისი თქმა უნდოდა იმ ნაძირალას
-ჰაჰ, როგორ ვერ ხვდები? შენი საყვარელი დაიკო და დემეტრე ყოველდღე ერთად ერთობოდნენ შენს ზურგს უკან
დაიყვირა ერთერთმა ბიჭმა და ცინიკური სიცილიც მიაყოლა.
მისი სახელი დათო იყო და დემეტრეს მხარეს იყო, ძმაკაცები არასდროს ყოფილან, მაგრამ მაინც მისი ბანდის ერთერთი წევრი იყო.
ის საშინლად გაბრაზებული იყო დემეტრეზე, როგორ თუ ამ სანდროსთან წაგება გაბედაო. ნიაკო არასდროს არ უნახავს, მაგრამ ზუსტად იცოდა ყველაფერი მის გამო რომ ხდებოდა
-შენი ******
უთხრა ლუკამ და სახეში რამდენიმე მუშტი უთავაზა დათოს სანამ დემეტრე გააკეთებდა მაგას.
სანდრო გაცებული სახით უყურებდა მათ, ცოცხალი თავით ვერ იჯერებდა რაც ახლა მისმა ყურებმა გაიგონეს.
ათასმა ფიქრმა და აზრმა გაიარეს წამში მის თავში.
-ეს სიმართლეა? ჩემ დასთან რა გაკავშირებს?
დაუყვირა სანდრომ და დემეტრემაც ეგრევე უპასუხა
-ჩემი შეყვარებულია
ეს თქვა თუ არა სანდრო მისკენ გაექანა საჩხუბრად, მაგრამ ლაშამ მოახერხა მისი დაკავება.
არ უნდოდა კიდევ ერთხელ დატანჯულიყო მისი ძმაკაცი, ამიტომ ცდილობდა აერიდებინა ჩხუბისთვის.
დემეტრეს საერთოდ არ აღელვებდა ის რომ სანდრომ სიმართლე გაიგო, პირიქით რაღაც მომენტში გაუხარდა კიდეც. არ სიამოვნებდა ნიაკო მის გვერდით თავს სულ შეშინებული, რომ გრძნობდა ხოლმე. მასზე გაფიქრებისას თითქოს რაღაც ტკივილი იგრძნო, რას არ მიცემდა ეხლა მის მკლავებში რომ ყოფილიყო ყველასგან და ყველფრისგან დაცული..

სანდროს აღარაფერი აღარ უთქვამს, ერთ ადგილს იყო მიშტერებული და ფიქრი დაიწყო.
ვერ იჯერებდა რომ ნიაკომ მისი მოტყუება შეძლო, საშინლად გაბრაზდა თავიდან, მაგრამ ერთი მხრივ ფიქრობდა, რომ არ ჰქონდა უფლება მასზე გაბრაზებისთვის.
თვიონაც ხომ იგივეს აკეთებდა? თან უკვე რამდენი წელია
იმის გამო რომ კარგი ცხოვრება ჰქონოდათ მას ატყუებდა და ყოველ ღამე საჩხუბრად მიდიოდა.
სანდრო საშინლად ნანობდა ყველაფერს, ცხოვრებაში პირველად ლოცულობდა რომ მისი დის დაბრუნება შეძლოს და ყველაფერი თავიდან დაეწყოთ, ყველანაირი ტყუეილის გარეშე
-როგორ ვაპირებთ მის დაბრუნებას?
სანდრო დედამიწაზე დაბრუნდა და უკვე ბიჭებს მიუბრუნდა.
დემეტრეს სახე მართალია ნახევრად არ ჩანდა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა მის სახეზე გაკვირვება
სანდრომ დემეტრეს ხელი გაუწოდა და მანაც ხელი ჩამოართვა, ჯერ კიდევ გაკვირვებული ამ სიტუაციით
-დაიმახსოვრე ამ ყველაფერს ნიაკოსთვის ვაკეთებ, რომ დაბრუნდება მის ნახვას ვეღარასდროს შეძლებ გასაგებია?
უთხრა მკაცრად სანდრომ
მათი ხელის ჩამორთმევა უფრო თამაშს გავდა ვინ უფრო მწარედ მოუჭერდა მეორეს ხელს, რომელშიც ორივენი გამარჯვებულები იყვნენ..

უკვე რამდენიმე საათი გავიდა რაც ბიჭები ნიაკოს ეძებენ.
თითქმის ყველა დაცვა დაკითხეს ვინც თამაშზე იყო რამე ისეთი ხომ არ შეგიმჩნევიათო, მაგრამ რატომღაც ყველა დუმდა.
დემეტრე ადამიანს აღარ გავდა, მის ცხოვრებაში არასდროს უნერვიულია ასე ძალიან, თან მითუმეტეს ერთი ადამიანის გამო.
აღარ შეეძლო მათთან დარჩენა და იმ ადგილას წავიდა, სადაც ნიაკომ და მაგან ერთად გაატარეს ახალი წელი.
დემეტრე გაბრაზებული აქეთიქეთ დადიოდა, შემდეგ კი თავის ბრაზი ხეზე გადაიტანა და მუშტი დაარტყა, რათქმაუნდა ხეს არაფერი დაკლებია, აი თვითონ კი ისედაც ნატკენ ხელზე სისხლი წამოუვიდა.
ხის ძირში ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა, თავის თავს ადანაშაულებდა გამტაცებლის შეჩერება რო ვერ შეძლო.
დემეტრე ერთ ადგილას მიაშტერდა და ფიქრი დაიწყო.
ფიქრობდა ყველა იმ მომენტზე რაც ერთად გაატარეს..
მის გვერდით როცა იყო თავს ისე გრძნობდა თითქოსდა სხვა ადამიანი იყოსო. რამდენ ქალთან არ ყოფილა და ესეთი რამ ცხოვრებაში არავისთან არ უგრძნობია.
ის ისე განსხვავდებოდა ყველასგან ვინც შეხვედრია, ხანდახან ეგონა ეს ყველაფერი სიზმარია და მეჩვენებაო.
ის პირველი ადამიანი იყო ვინც მას აჩვენა სიყვარული რას ნიშნავდა..
რთულია მშობლების გარეშე, რომ დაიბადები და მთელი ბავშვობის მარტო გატარება გიწევს.
ბავშვობაში დიდი ბიჭები ყოველთვის ცემდნენ ხოლმე დემეტრეს და ამიტომ გაიზარად იგი ესეთი, არასდროს უნდოდა ვინმეზე სუსტი ყოფილიყო და ამიტომ დაიწყო ჩხუბი.
იმის შემდეგ კი რაც ნამდვილი მშობლები გამოუჩნდა ეგონა ყველაფერი კარგად იყო და დალაგდებოდა, მაგრამ რატომღაც ყველაფერი უარესობისკენ წავიდა.
მისი მშობლები მხოლოდ მათ კარიერაზე ფიქრობდნენ და აიძულებდნენ მას ყოველმხრივ იდეალური შვილი, რომ ყოფილიყო.
რათქმაუნდა მათ დემეტრე არაფერში არ აინტერესებდათ, უბრალოდ იცოდნენ რო სიმპათიური ბიჭი იყო და ძალიან ბევრ გოგოს უყვარდათ ის.
დემეტრეს სხვა გზა არ ჰქონდა და გადაწვიტა სიტუაცია თავის სასარგებლოდ შეეტრიალებინა.
მამამისთან შეთანხმება დადო, რომ გააგრძელებდა იდეალური შვილის როლის შესრულებას თუ იგი ხელს არ შეუშლიდა თავისი მიზნების განსახორციელებლად.
მამამისიც დათანხმდა ამ შემოთავაზებას და ყოველმხრივ დაეხმარა დემეტრეს ყოფილიყო იქ სადაც ეხლა არის.
დემეტრეს ახლა რამდენიმე საკუთარი კლუბი გააჩნია ქალაქში სადაც საქმეები ძალიან კარგად მიმდინარეობს. იმასაც თუ არ ჩავთვლით მოსაწევს და დასალევს, რომ ყიდიან მაგ კლუბებში.
ყველაფერი იდეალური იყო მისთვის, ყოველღამე ერთობოდა და ბევრ ფულსაც შოულობდა.
მის გულში კი არანაირი სიყვარული აღარ იყო შემორჩენილი.
ეს ყველაფერი კი მაშინ შეიცვალა როცა ერთი პატარა გოგო გამოჩნდა მის ცხოვრებაში.. დემეტრემ მის დანახვისას ეგრევე რაღაც იგრძნო გულში, თითქოსდა პეპლები დაფრინავდნენო.
პირველად გაუჩნდა იმის სურვილი რომ ადაიანზე ეზრუნა და მთელი დღეები მასთან ერთად გაეტარებინა..
ახლა კი ეს ადამიანი გაუჩინარდა მის ცხოვრებიდან და ყველაფერს იზამდა, რომ მისი დაბრუნება შეძლოს..


~~~~ნიაკო~~~~

ვგრძნობ როგორ ვწევარ ცივ იატაკზე და ვცდილობ გავიღვიძო ამ საშინელი სიზმარისგან.
თვალების გახელა მინდოდა მაგრამ რაღაც მიშლიდა ხელს, თითქოსდა რაღაც იყო ჩემ თვალებზე აფარებული.
ვინმე ამიხსნის რა ხდება?
ბოლოს რაც მახსოვს ეს ჩხუბი იყო..
ღმერთო..
ჩხუბი! ნეტა როგორ დამთავრდა ყველაფერი, სანდრო და დემეტრე როგორ არიან?
თავი საშინლად მტკიოდა, ისე სუსტად ვარ ნებისმიერ მომენტში შეიძლება გული წამივიდეს.
რა ხდება? რატომ ვარ ამ ცივ ოთახში ჩაკეტილი და რატომ მაქვს ხელ-ფეხი დაბმული?
ტირილი მინდა, მაგრამ ეგეც არ გამომდის
აქეთიქეთ ფართხალი დავიწყე და ეგრევე ტკივილი ვიგრძენი, ძალიან მაგრად იყო თოკი მოჭერილი, ამიტომ მტკივნეული იყო მოძრაობა..
ვინმემ მიშველეთ!

უკვე რამდენიმე საათი გავიდა რაც გონს მოვეგე, მაგრამ ჯერ კიდევ არავინ არ გამოჩენილა..
საცაა გავითიშებოდი და ძილი მომერეოდა, როცა ნაბიჯების ხმა გავიონე.
ყვირილი მინდოდა დახმარებისთვის, მაგრამ არ გამომდიოდა.
ნაბიჯების ხმა უფრო და უფრო ახლოვდებოდა, როცა კარის საკეტის ხმა გავიგონე.
გულმა ცუდი მიგრძნო, არამგონია აქ ჩემს დასახმარებლად იყვნენ მოსული
-გაიღვიძა ბიჭო, მიდი უფროსს დაუძახე
გავიგონე უცნობი ბოხი ხმა
-მოიცა, დარწმუნებული ხარ ჯერ უფროსის დაძახება რომ გინდა? შეხედე რა კარგი გოგოა, გავერთოთ ცოტა ხანი და მერე დავუძახოთ
მისი ნათქვამი, რომ გავიგე ეგრევე შიშისგან კანკალი დავიწყე.
აღარ შემიძლია, სახლში მინდა!
-სულელო, დროზე დაუძახე
გავიგონე როგორ წამოარტყა მეორემ თავში ხელი და მკაცრად უთრა, ისიც დაემორჩილა და ოთახიდან წავიდა.
ცხოვრებაში პირველად ვიყავი ჩემი გამტაცებლის მადლიერი, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა როცა უცებ უხეში შეხება ვიგრენი
-აეთრიე ფეხზე
მან უხეშად წამავლო მხრებში ხელი და ვიგრძენი როგორ დამახეთქა სკამზე
-ამ სკამიდან როგორ ჩამოვარდი?
ჩაილაპაკა მან თავისთვის და გავიგონე აქეთიქეთ როგორ დადიოდა.
რატომღაც ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მე მიყურებდა
-მართალია ის *ირი, მართლაც რომ კარგი ნაშა ხარ, მაგრამ უფროსმა გვითხრა ხელი არ ახლოთ ჩემი ნებართვის გარეშეო
საშინლად მტკიოდა ყველაფერი, მისი სიტყვების გაგონებისას კი უფრო მეტკინა.
ჩემი ცრემლებით ვიხრჩობი და ვლოცულობ, რომ აქედან ცოცხალი გავაღწიო

რამდენიმე წუთი გავიდა და მესმის, როგორ გაიღო რკინის კარები.
მძიმე ნაბიჯების ხმა იყო რომელიც უფრო და უფრო მიახლოვდებოდა
შემდეგ კი ვგრძნობ როგორ მომხსნა ის რაც თვალებზე და პირზე მეფარა
-შეხედეთ, გამოფხიზლებულა ჩვენი გოგო
გავიგონე ბიჭის ხმა და ეგრევე თვალები დავხუჭე ამდენი ხნის უნახავი შუქი, რომ დავინახე
რამდენიმე წამი დამჭირდა იმისთვის, რომ ნორმალური მხედველობა დამბრუნებოდა.
თვალი გავახილე და ეგრევე ახალგაზრდა ბიჭი დავინახე, რომელც ჩემ წინ იდგა და ცინიკური ღიმილით მაშტერდებოდა
მაღალი ბიჭი იყო, შავი თმა ჰქონდა და სვირინგებით მოხატული სხეული.
ის ჩემკენ ახლოს მოიწია და ჩემი სახე მის ხელში მოიქცია
-შეხედე როგორი საყვარელი სახე გაქვს, მაგრამ დემეტრესგან უფრო მეტს მოველოდი
თქვა მან და კიდევ განაგრძო ჩემი თვალიერება
-ვ-ვინ ხარ და რა გ-გინდა ჩემგან?
ძლივს ამოვილაპარაკე.
ძნელი იყო ლაპარაკი და თან ტირილი, ყელში თითქოს რაღაც მქონდა გაჩხერილი
-ოჰ ლაპარაკიც გვცოდნია
თქვა მან და გაიცინა
-იცი რაშია საქმე ლამაზო, დემეტრეს ბევრი ცუდი რამ აქვს ცხოვრებაში ჩადენილი, ამიტომ მისი საყვარელი ადამიანის განადგურებით ვაპირებ შურისძიებას
თქვა მან და ჩემკენ ახლოს მოიწია
-მართალია მეცოდები, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს
თქვა მან და ჯიბეში რაღაცის ძებნა დაიწყო
ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა ჯიბიდან დანა რო ამოიღო, შიშიგან ცრემლები წამომივიდა და სკამზე ხტუნაობა დავიწყე რომელიც საშინლად მტკივნეული იყო
-ჩემ შესახებ საიდან გაიგე? რა გინდა ჩემგან?
დავუყვირე მას, აღარ შემეძლო მშიშარა კურდღელივით ჯდომა და გადავწყვიტე ჩემი სიბრაზე მეჩვენებინა მისთვის
-უი, სულ დამავიწყდა
თქვა მან და ტელეფონში ნომრის ძებნა დაიწყო
-ჩამოდი სიყვარულო, გკითხულობენ
ეს თქვა და ღიმილით შემომხედა.
მეც გაკვირვებული სახით შევხდე მას, ვერ ვხდებოდი ვის გულისხმობდა
-არ მჯერა, რომ ამ ჭუჭყიან ადგილას შემოვედი შენ გამო
დაილაპარაკა საკმაოდ ნაცნობმა ხმამ და ოთახში გულის ამრევი სახით შემოვიდა.
-შ-შენ?
ვუთხარი გაკვირვებული სახით და მანაც გაბრაზებულმა შემომხედა.
ეს ის გოგო იყო დემეტრეს კლუბში ერთხელ თავს რომ დამესხა და დემეტრეს შეყვარებულად, რომ დაასახელა თავის თავი
-დიდი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი ხო? მე გაგაფრთხილე ჩემი შეყვარებულისგან თავი შორს დაიჭირე თქო, მაგრამ ახლა შენ თავს დააბრალე
თქვა მან და დამცინავი მზერით შემომხედა.
რათქმაუნდა.. რასაკვირველია ამ გიჟმა გოგომ მოუყვა ყველაფერი ამ არანორმალურ ტიპს!
რა სულელი ვარ, რატომ არ ვუთხარი ყველაფერი დემეტრეს ეს გოგო რო თავს დამესხა საპირფარეშოში
-დემეტრე შენი შეყვარებული არ არის, ვიცი ზუსტად ვინც ხარ დემეტრესთვის და დარწმუნებული ვარ შენც კარგადაც იცი
ვუთხარი ამ ბო*ს ის რასაც იმსახურებდა, შემდეგღა გავაანალიზე სულ დაუცველი და დაბმული რომ ვარ მათ წინაშე..
ნიაკო რა სულელი ხარ, დააჭირე მაგ ენას კბილი!
-ამას უყურეთ რა
თქვა მან და ჩემკენ დაიხარა, მისი სახე ძალიან ახლოს იყო ჩემთან.
მან თმაზე უხეშად მომქაჩა და მაიძულა სახეში შემეხედა
-დავიჯერო ესეთი კარგი ხარ საწოლში დემეტრე შენს გამო ჩხუბებს რომ მართავს? დაიმახსოვრე მას მხოლოდ ჩემთან ერთად უნდა და შენ არავინ არ ხარ მისთვის
აღარ ვაპირებდი მისი ნათქვამის ატანას და ისეთი რამ გავაკეთე რასაც დარწმუნებული ვარ სასტიკად ვინანებ..
ავდექი და სახეში შევაფურთხე!
რაღაც მომენტში ამაყად ვიგრძენი თავი, გამიხარდა ესეთი თამამი საქციელი, რომ ჩავიდინე
მაგრამ რამდენიმე წამი იყო გასული რაც გამწარებულმა იმ ბიჭს დანა გამოართვა ხელიდან და სწაფად ლოყასთან გამისვა
ძალიან მეტკინა, ეგრევე ცრემლების ჩანჩქერი წამომივიდა და უფრო მეტკინა ჩემი ცრემლი ჭრილობას, რომ მომხვდა.
ეს ნაკაწრი ალბათ შრამად დამჩება.
ცრემლებს ვყლაპავ და თავი დაბლა დავხარე
დემეტრე..
სად ხარ?



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

როგორ მახარებ შენ ვერ წარმოიდგენ.მალე დადე რა ნუ იკარგები

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

რა კარგი თავია და გავგიჟდები თუ დააგვიანებ გელოდები მაგარო

 


№3 სტუმარი ტინკი

ძალიააააააან გამიხარდა ამთავის დანახვა რო შემოვედი და შევანოწმე იდო თუარა და რომ ვნახე იდოოო იმხელა ვიკივლე როომმ სახლში ყველამ გაიღვიძა ???? ძალიან მახარეებ

 


№4  offline წევრი niakonia6

სტუმარი მარიამი
როგორ მახარებ შენ ვერ წარმოიდგენ.მალე დადე რა ნუ იკარგები

მადლობა <3 მალე დავდებ

სტუმარი მაკო
რა კარგი თავია და გავგიჟდები თუ დააგვიანებ გელოდები მაგარო

მადლობაა <33

ტინკი
ძალიააააააან გამიხარდა ამთავის დანახვა რო შემოვედი და შევანოწმე იდო თუარა და რომ ვნახე იდოოო იმხელა ვიკივლე როომმ სახლში ყველამ გაიღვიძა ???? ძალიან მახარეებ

:დდ მალდობა დიდიი <3

 


№5 სტუმარი სტუმარი gega

dzaan magaria male dade shemdegi tavi gtxov ❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი bubu

dzalian momwons es motxroba da dzalian gtxov am gogos cudi araferi damarto

 


№7 სტუმარი სტუმარი თაკო

აუუუუ ძაანნნ მაგარიააა დღეს კიდე დადე რა ძაან გთხოვ <3

 


№8 სტუმარი anna

Male dade momdevno tavi! Velodebi moutmenlad!❤️❤️

 


№9  offline წევრი niakonia6

სტუმარი gega
dzaan magaria male dade shemdegi tavi gtxov ❤️❤️

მადლობა <3 ვეცდები

სტუმარი bubu
dzalian momwons es motxroba da dzalian gtxov am gogos cudi araferi damarto

მადლობა <3 ცუდი არაფერი მოუვა <3 :დ

სტუმარი თაკო
აუუუუ ძაანნნ მაგარიააა დღეს კიდე დადე რა ძაან გთხოვ <3

მადლობა დიდი <3 დღეს არამგოინია მარა ვეცდები ხვალ დავდო ❣️

anna
Male dade momdevno tavi! Velodebi moutmenlad!❤️❤️

მადლობაა <33

 


№10 სტუმარი სტუმარი ლილე

ძაააააალიაააან მოწოოონს ყველაფეეეერი იდეალურიიაააა ჩემი საყვარელიიი მოთხრობააა ამ საიტზე

 


№11 სტუმარი bskd

უუუდადერა დღესსს

 


№12 სტუმარი ტინკი

აუუუუუდადერადღეეეს დავიტანჯეთ ყველაააა

 


№13 სტუმარი Mariam m.k

Auuuu zan magari iyo da male dade ra shemdegi chemo tkbilukela fisunia

 


№14 სტუმარი სტუმარი bells

დედაა რაიყო ეს ? რადაემართა გულს ? ნიაკო იცოდე ნიაკოს შრამი არდაუტოვო თორე გადავირევი joy joy ყველაზე მაგარი გოგოს, ყველაზე მაგარი მოთხრობის, ყველაზე მაგარი თავი heart_eyes რა გითხრა მეტი ? არდააგვიანო რა sweat

 


№15  offline წევრი niakonia6

სტუმარი ლილე
ძაააააალიაააან მოწოოონს ყველაფეეეერი იდეალურიიაააა ჩემი საყვარელიიი მოთხრობააა ამ საიტზე

ვაიმე ❤️ მადლობაა

სტუმარი bells
დედაა რაიყო ეს ? რადაემართა გულს ? ნიაკო იცოდე ნიაკოს შრამი არდაუტოვო თორე გადავირევი joy joy ყველაზე მაგარი გოგოს, ყველაზე მაგარი მოთხრობის, ყველაზე მაგარი თავი heart_eyes რა გითხრა მეტი ? არდააგვიანო რა sweat

მადლობაა დიდიი მიყვარხაარ❣️❤️❤️

Mariam m.k
Auuuu zan magari iyo da male dade ra shemdegi chemo tkbilukela fisunia

მადლობაა <3 დავდებ მალე

 


№16 სტუმარი czfsfs

auu naledaderaa gtxovvvv

 


№17 სტუმარი ლიკაა

რახარ გოგო ესეთი სასწაული ესეთ ისტორიას რომ წერრ შეუდარებელია გავოცდი ისე მომეწონაა ძალიან ძალიან მაგარია ????????????❤❤ მალე დადე რა გთხოვ დიდიხანს ვერ მოვითმენ ❤❤

 


№18 სტუმარი Mariam m.k

Auu tkbilo male dade davitanje

 


№19 სტუმარი სტუმარი თამო

აუუ მაედადე ყველაზემაგარია

 


№20 სტუმარი Natia

Auu umagresi motxrobaa yvelaze magari rac k wamikitxavs dzaan gtxov racsheidzleba maledade maaagaria motxroac da shennc arachveulebrivat saswauli heart_eyes

 


№21 სტუმარი )))))

როდის დადებ შემდეგ თავს??

 


№22 სტუმარი სტუმარი bells

ვკვდები, მალე ფერფლად ვიქცევი sob joy მალე დადე ნიი ნუგახდები ჩემი სიკვდილის მიზეზი თორე სამოთხიდან გიჩივლებ იცოდე joy kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№23 სტუმარი სტუმარი Tekla

Dzan magaria❤male Dade raaa

 


№24 სტუმარი saan

dade ra gtxov male

 


№25 სტუმარი სტუმარი Waka

Au dadd ra axali tavii

 


№26 სტუმარი ტინკიი

ააუუ მალე დადერაააა ან ისმაინც გითხარი როდის დეებ საბოლოოოდ?

 


№27 სტუმარი ნია

შემდეგს მალე დადებბ??

 


№28 სტუმარი დემე

მალე დადე რა შემდეგი თავი გთხოვ

 


№29 სტუმარი სტუმარი მარიამი

სად დაიკარგე

 


№30 სტუმარი Dea bolkvadze

Au gtoxvvv male dade ra ???????????? dzalian magariaa ???? sulmoutmenlad velodebi ???????? umagresiaa ???????? male dadeeeee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent