შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

(არა)ნორმალურად (არა)ჩვეულებრივი V


26-12-2017, 21:59
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 142

ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ანდრეის რაღაც გეგმა ჰქონდა ჩემი გულის მოსაგებად,ამიტომ ინტერესით ველოდი რას მოიმოქმედებდა...
შუადღისას დამიძახა...
-მარიამ,მინდა რომ შეთანხმება დავდოთ..
-უკაცრავად?..
-ჰო აი შეთანხმება უნდა დავდოთ,მე მინდა რომ შენი გული მოვიგო და ასეც იქნება,მაგრამ შენ ჩემს ნებისმიერ შემოთავაზებას უნდა დათანხმდე.-დაეჭვებული მზერით ვუყურებდი.
-ყველას?
-კი ყველას.-გამეღიმა,რადგან ეს გამოწვევა ცოტა გამახალისებდა ამიტომ დავთანხმდი იმ პირობით რომ შეურაცმყოფელი შემოთავაზება არ იქნებოდა.
საღამოს რესტორანში დამპატიჟა ვახშამზე. უარის თქმა არ შემეძლო რადგან შუადღისას შეთანხმება დავდეთ.გადავწყვიტე თვალისმომჭრელი ვყოფილიყავი ვახშამზე.
ანდრეიმ რომ დამინახა,გაეღიმა და მანქანის კარები გამიღო.
რესტორანთან გავჩერდით,მაგრამ ანდრეი ჩასვლას არ ჩქარობდა,თითქოს ჩაფიქრდა,ამიტომ მანქანის კარები მე გავაღე მინდოდა გადავსულიყავი მაგრამ ხელი ჩამავლო,ჩემკენ გადმოიხარა და კარები დახურა.
-რას აკეთებ?
-ერთი იდეა მაქვს.
-და რა იდეა?
-მოიცადე და ნახავ.
რა თქმა უნდა დავყევი მის სურვილს და არაფერი მიკითხავს.
-აქ რა გვინდა?-ვკითხე,როდესაც საციგურაო მოედნის წინ გავჩერდით.
-ყინულზე სრიალი იცი?
-არა და არც მინდა ვიცოდე.
-შენ მე პრობა მომეცი..
-მაგრამ,შესაფერისად არ გამოვიყურები.-დავხედე ჩემს გრძელ,საღაოს კაბას.
-შენ ყოველთვის იდეალურად გამოიყურები.-ხელი ჩამჭიდა და მოედანზე შევედით.
რა თქმა უნდა მე არ ვიცოდი დგომა და მით უმეტეს სრიალი,რითაც ანდრეიმ საკმაოდ ისარგებლა და წელზე ხელშემოხვეული მთელ მოედანზე ჩახუტებულები ვსრიალებდით.ვისიამოვნე დღევანდელი საღამოთი,მაგრამ ამას არ ვაღიარებდი და ანდრეის კმაყოფილებას არ მოვგვრიდი.შემდეგ კლუბში გავიარეთ და ბოლოს სახლში მივედით ისეთი დაღლილები ვიყავით რომ საძინებელში შესვლის თავიც არ გვქონდა.
მოულოდნელად ჩემმა ტელეფონმა დარეკა.საათს გავხედე ღამის ორი საათი იყო.
-გისმენთ.-ტელეფონისთვის არც კი შემიხედავს ისე ვუპასუხე,ანდრეის ცნობისმოყვარე სახეს ვუყურებდი.
-შეგიძლია შემხვდე?-ზურას ხმა შევიცანი ტელეფონში.
-ზურა ძალიან გვიანია დასაძნებლად ვწვები.
-დიდ დროს არ წაიღებს ჩვენი საუბარი,ჩამოდი ქვემოთ გელოდები.-მინდოდა ისევ უარი მეთქვა მაგრამ ტელეფონი გამითიშა.
ანდრეის სახეზე გაურკვევლობა ეწერა გაიგო ვისაც ვესაუბრებოდი,მაგრამ ვერ გაიგო რას გადავწყვეტდი,შევხვდებოდი თუ არა.ცოტა რომ მეეჭვიანებინა გადავწყვიტე ზურას შევხვედროდი,ამიტმ მოსაცმელს წავავლე ხელი.
-ნუთუ გგონია,რომ ასეთ დროს მასთან გაგიშვებ?-ხელი ჩამავლო ზურამ,მე კი მისი მოგერიება ვცადე.
-ნუთუ გგონია,რომ შენი ნებართვა მჭირდება?
-მარიამ,სანამ მშვიდად გესაუბრები ქურთუკი დადე.-მუქარაზე გადავიდა ანდრეი.
-თუ არა რას იზამ?
-კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამ და ნახავ რასაც ვიზამ.-ისევ იმუქრებოდა ანდრეი.გავუღიმე და კარებისაკენ წავედი.
მოულოდნელად ანდრეიმ ხელში ამიტაცა,ფეხები გამიკავა და ოთახისაკენ მიმათრევდა,მე კი ზურგზე ვურტყამდი და ვუყვიროდი,მაგრამ აზრი არ ჰქონდა.ოთახში შემიყვანა და მხოლოდ ამის შემდეგ დამსვა ძირს.
-პირუტყვო როგორ მიბედავ ამდენ?-აღშფოთებული ვწიკვინებდი.
-ამ პირუტყვს ბოდიშს მოუხდი და შეეხვეწები აქედან გამოგიშვას.
-არც იოცნებო.
-ჰოდა შენ თუ ჯიუტი ხარ,მე შენზე მეტი ჯიუტი ვაიქნები.-ამათვალიერა და ხელიდან ტელეფონი წამართვა,ამის შემდეგ კი ოთახიდან გავიდა.
გაბრაზებული დავჯექი საწოლზე,არ ვიცოდი რეა გამეკეთებინა,არ შევარჩენდი ამგვარ საქციელს,ძალიან გაბრაზებული ვიყავი მაგრამ მეტი ყვირილის თავი აღარ მქონდა და ჩამეძინა.
დილით საუზმე საწოლთან დამხვდათით,პატარა ბარათით „გემრიელად მიირთვი“
ცხვირაბზუებული შევედი სააბაზანოში,თავი მოვიწესრიგე და ოთახში დავბრუნდი.
მოწყენილობისაგან ლამის შევიშალე,აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა ,ამიტომ კარის სახელური მოვსინჯე თუ გაიღებოდა...
ჩემდა გასაკვირად კარები გაიღო..მისაღებში გავედი არავინ დამხვდა,მაგრამ ანდრეის ხმა მომესმა აივნიდან,რომელიც ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა.რადგან კარებ ღია იყო დივნის დეკორატულ ბალშს ხელი მოვკიდე და მთელი ძალით ვესროლე,ბალიში აცდა და აივნიდან გადავარდა.
-გოგო შეიშალე?-ტელეფონი ყურიდან მოიშორა და საკმაოდ ხმამაღლა მიყვირა,სწორედ ამიტომ ავიღე მეორე ბალიში და ისევ ვესროლე,რომელიც ისევ აიცდინა.-მარიამ!-დაიღრიალა და ჩემკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა.
ვეცადე მესამე ბალიშიც ამეღო და მესროლა,მაგრამ ვერ მოვასწარი.ხელი დამიჭირა და ბალიში გამაგდებინა,შემდეგ ორივე ხელი ზურგს უკან გამიკავა და სახე ჩემს სახესთან ძალიან ახლოს მოსწია.
-რას აკეთებ მარიამ?-მკითხა შედარებით მშვიდი ხმით
-შენ ნორმალური არ ხარ,როგორ გაბედე ოთახში ჩემი გამოკეტვა?
-მე შენ არ ჩამიკეტიხარ,ნუ მხოლოდ მანამდე სანამ ჩაგეძინებოდა,მთელი ამ დროის მანძილზე კარები ღია იყო.-ავღშფოთდი,რადგან მე ოთახში ვიყავი ამ დრომდე.
ანდრეი ხელს არ მიშვებდა,ამიტომ ვეცადე დამებნია.ზერა მის ტუჩებზე გადავიტანე და ჩემს ტუჩზე ვიკბინე.არ ვუარყობ კოცნა მართლა მინდოდა,მაგრამ ვცდილობდი თავი გამეკონტროლებინა.ანდრეი მიმიხვდა ჩანაფიქრს და ირონიულად ჩაიცინა.
-რა სულელი ხარ.-სიცილს ვერ იკავებდა ის.-გგონია თავბრუს დამახვევ და შენზე უფრო გამაგიჟებ? ძალიან ცდები.. მე იმდენად მინდა შენთან ყოფნა,რომ შენზე უარის თქმა შემიძლია..
-რაც გნდა ის ქენი ანდრეი მაგრად .
-მე რაც მინდა ის რომ ვქნა ნამდვილად ვეღარ დაიკიდებ,ან რა სიტყვებია.. მეორედ ენას ამოგაძრობ!
-ფუუ ეგ უფრო საშინელება.
ანდრეიმ ხელი გამიშვა და ზურგი მაქცია,შემდეგ ტელეფონი აიღო და ვიღაცას დაურეკა.მისი დიალოგი მესმოდა მხოლოდ.
-დღეს უკვე მცალია,ჩემი გეგმები ასე ვთქვათ ჩაიშალა.
_...
-აღარ ღირს
-...
-ერთად ვივახშმოდ ამ საღამოს.
-...
-გაკოცე.. ემც მიყვარხარ...
ოჰოოოო -გავიფიქრე და იქვე სამზარეულოში ჩამოვჯექი რომ კარგად გამეგო სად მიბრძანდებოდა ვაჟბატონი ან ვის ეფიცებოდა სიყვარულს,ნუთუ ეს თამაში იყო ჩემი ყურადღების მისაქცევად,ან ის არის თამაში მე რომ სიყვარულს მეფიცება.მე სერიოზული ადამიანი მეგონა და მისით აღფრთოვანებული ვიყავი,მისი ყოველი სიტყვა და საქციელი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა მაგრამ ახლა დავიგრუზე.
მისაღებ ოთახში გადმოვინაცვლე,როცა საძინებლიდან კლასიკურად ჩაცმული ანდრეი გამოვიდა,დაგრუზული თვალს არ ვაშორებდი.სარკეში ჩემი მზერა დაიჭირა როცა ჰალსტუხს ისწორებდა,მაგრამ ყურადღება არ მომაქცია.ისეთი სიმპათიური იყო,ნებისმიერ გოგოს თავბრუს დაახვევდა.გასვლისას ჩემს წინ აისვეტა შუბლზე მაკოცა და გამიღიმა
-ჭკვიანად მოიქეცი და სახლი არ გადაწვა.-ისე იქცეოდა თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი.სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი ისე გავიდა სახლიდან.
აივანზე გავედი,დავინახე როგორ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.
მთელი ღამე ველოდებოდი,როდის მოვიდოდა,მაინტერესებდა ვის შეხვდა.მართალია ასე პირდაპირ ვერ ვკითხავდი,მაგრამ რამეს მოვიფიქრებდი.
პირველი საათი სრულდებოდა,როცა მანქანის ხმა გავიგონე,მაშინვე აივანზე გავედი,ანდრეი სახლში მძღოლმა მოიყვანა,ანუ ნასვამი იყო.
მაშინვე საძინებელში შევვარდი,რომ არ გაეგო ველოდებოდი...
დილით რომ გამოვედი ანდრეის დივანზე ეძინა.პლედის დასაფარებლად რომ მივედი დავინახე პომადის კვალი.ისე გავბრაზდი რომ ის პლედი სახეში ვესროლე. ანდრეი მაშნვე ფეხზე წამოვარდა თვალების ფშვნეტით.
-რა არანორმალური ხარ,ხომ ხედავ მძინავს.
-კი მე ბევრ რამეს ვხედავ
-მაინც რას ხედავ?
-პომადის კვალს
-რა შენი საქმეა?
-ვის შეხვდი?-უეცრად წამომცდა ეს კითხვა
-რა შენი საქმეა ?
-მეტი არაფერი იცი რომ ჩახვიე?-სიბრაზისაგან ნელ ნელა ვინთებოდი
-შენც ასე არ იცი?
-ვის შეხვდიმეთქი.-გავიმეორე კითხვა
-ერთ დახვეწილ და ზრდასრულ მანდილოსანს,აი ისეთია სუნთქვას რომ შეუკრავს ნებისმიერ მამაკაცს.. შენ კი არ გგავს ველური.-ანდრეი დივნიდან წამოდგა და მხრები შეითამაშა.მე კი გაოგნებული და დაბნეული დავვარდი დივანზე...


პ.ს ხალხნო! მოგწონთ ისტორია? რა შენიშვნებ გექნებათ ავტორთან ?



№1 სტუმარი სტუმარი hera

გადასარევია ველოდები შემდეგსაც არ დაგვიგვიანო smiley heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი tamta

Auu dzaan momwons magariaa umagresi motxrobaa shemdeg tavvs rodis dadeb? heart_eyes

Aravitari shenishvna

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

კარგიაა მომწოონს ანდრეის ფიქრები და გრძნობებიც დაწერეე:)

 


№4  offline წევრი naniko mindia

Magaria istoria ♥♥♥cota gazarde tavebi .warmatebebi
--------------------
lomidze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent