შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

(არა)ნორმალურად (არა)ჩეულებრივი II


21-12-2017, 21:11
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 267

-გისმენთ?..-კართან ვიღაც ფოტო მოდელივით ლამაზი ქალი იდგა დიდი შავი შლაპით და უზარმაზარი ჩემოდნით.
-შენ ვინ ხარ?-ქალი აშკარად უკმაყოფილო იყო როგორც ჩემი აღნაგობით,ასევე ჩემი არსებობით.. სწორედ მისი ცხვირაბზუებულობის გამო გადავწყვიტე მომეტყუებინა.
-მე ანდრეის ცოლი ვარ.. -ქალს სახე მოეღრიცა აღარ იცოდა რა ეთქვა..-თქვენ ვინ ბრძანდებით?
-სად არის?-სცადა სახლში შემოსვლა,მაგრამ წინ გადავუდექი.
-რას აკეთებ? ანდრეი სამსახურშია.. თუ გინდათ საღამოს შემოიარეთ.-ქალს კარი სწორედ აბზუებული ცხვირის წინ მივუხურე..
საღამოს სახლში უხასიათო ანდრეი მოვიდა,არასდროს მინახავს ასეთი უხასიათო,მაგრამ ცდილობდა მაინც გაეღიმა ჩემთვის, ან თავაზიანობის ანდა სიგიჟის ნიშნად.
-ვახშმად რა გვაქვს?-ოჰოო ბიჭი თურმე ჩემგან მზარეულობასაც მოელოდა.. ამ კითხვამ გამახალისა..
-ვახშამი? მაცივარშია..-ვუპასუხე ყოყანით.
ცოტახანში სამზარეულოდან ანდრეი გამოვიდა,დიდხანს ორჭოფობდა ეთქვა თუ არა რაიმე ბოლოს ვეღარ მოითმინა.
-ძალიან გემრიელი ყინული მოგიმზადებია,ალბათ როგორ დაიღალე მთელი დღე სამზარეულოში ფუსფუსით..
-სანამ მე გადმოვიდოდი რას ჭამდი?
-ვუკვეთავდი ან თავად ვამზადებდი.-როგორ მიყვარდა სამზარეულოში მოფუსფუსე მამაკაცები,მაგრამ ამას ხომ არ ვეტყოდი.
-ჰოდა ახლაც გაიმეორე ხოლმე ან შეუკვეთე ან მოამზადე.-ამოვიოხრე.-რა ვალდებული ვარ გიმზადო?
-ვალდებული ხარ ძვირფასო.-ცინიკურად მომღიმარი სახე ძალიან ახლოს მოსწია ჩემთან ისე ახლოს რომ მისი სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა.-შენ ხომ ჩემი ცოლი ხარ?
-რა ცოლი?-შევცბი და მაშინვე უკან დავიხიე.
-შენ ხომ ჩემს ცოლად ეცნობი ყველას?.. ჰოდა ამზადე კერძებიც როგორც ამას ყველა ნორმალური ცოლი აკეთებს..
-შენ ისეთ კაცებს განეკუთვნები „ცოლი ვიცი კუხნაში?“ და მსგავი დებილობები?
-არა.. მაგრამ შენგან ხეირი არ მაქვს არაფერი.. ჰოდა ნორმალურად მაინც მაჭამე ხოლმე..
-„მეტი არ ჭამეთ სოფრომაძეებმა“-გამახსენდა ბებიასეული წყევლა და გამეცინა.. მასაც გაეცინა
-მაგასაც ვნახავთ ვინ რას შეჭამს და როდის.-თქვა ორაზროვნად და მაცივრის კარები გააღო.
იქვე სამზარეულოში დავჯექი და ამერიკაში მცხოვრებ ჩემს საუკეთესო დაქალს ვწერდი,ხანდახან ანდრეისკენ ვაპარებდი თვალს და მეღიმებოდა ისე საყვარლად ფუსფუსებდა.. სწორედ ამ დროს გადავწყვიტე რომ ჩემი მომავალი მეუღლეც ასეთი „მოფუსფუსე“ უნდა ყოფილიყო. შევამჩნიე რომ ანდრეიც აპარებდა თვალს და ცდილობდა გაეგო ვის ვწერდი,მაგრამ არაფერი გამოუვიდა და წარბები შეიჭმუხნა.
დილით მაიკომ(ამერიკაში მცხოვრები დაქალი) დამირეკა,როგორც ყოველთვის სპიკერით ვსაუბრობდით.. ხალათი მოვიცვი,მაგრამ არ შემიკრავს რადგან სახლში ამ დროს სულ მარტო ვარ. სამზარეულოში გავედი და ყავა მოვიმზადე.
-მაკა და ლევანი არ გკითხულობენ ?
-კი ხანდახან.. შენ როდის ჩამოდიხარ?
-არ ვიცი ჯერ არ დამიგეგმავს.. თუ გინდა მოწვევას გამოგიგზხავნი და შენ ჩამოდი..
-სად აპირებ გამგზავრებას?-ზურგს უკან მომესმა ანდრეის ხმა.. შიშისაგან შევხტი და მაგიდაზე ცხელი ყავაც დამექცა,მაშნვე ფეხზე წამოვხტი რომ არ დავმწვარიყავი.
-ეს ვინ იყო?-იკითხა მაიკომ
-ეს... არავინ.-დავინახე ანდრეის ზემოთ აზიდული წარბები და ცინიკურად მომღიმარი სახე,როცა მაიკოს ტელეფონი გავუთიშე.-რა მოხდა?-ვკითე უცოდველი სახით.
-იმას თუ არ ჩავთვლით რომ თითქმის შიშველი დგეხარ ჩემს წინაშე და მე არავინ ვარ.. მაშინ არც არაფერი მომხდარა.-მაშინვე ტანზე დავიხედე და სწრაფი მოძრაობით ხალათის შეკვრა დავიწყე.
-რატომ არ ხარ სამსახურში?-ვკითხე დაბნეულმა.
-არ ვიცოდი შენგან ნებართვა თუ მჭირდებოდა თორემ არ დავრჩებოდი.
კარებზე ზარის ხმა გაისმა,რადგან მე თითქმის შიშველი ვიყავი ოთახშ შევედი ჩასაცმელად,ანდრეიმ კი კარები გააღო.
ტელეფონზე შეტყობინება დამხვდა ზურასაგან(ყოფილი საქმრო) „შევხვდეთ,სალაპარაკო მაქვს“ რა თქმა უნდა შეხვედრაზე არ წავიდოდი,მოღალატე იდიოტებთან სალაპარაკო არც არაფერი მქონდა.
-ბოლოს და ბოლოს ანდრეი ვინ არის ეს ქალი?-იკითხა ცხვირაბზუებულმა ფოტომოდელიმა,რომელიც გასულ დილით სახლში არ შემოვუშვი.ანდრეიმ შემომხედა,შემათვალიერა და ნიშნის მოგებით თქვა
-ეს... არავინ არ არის.-ამ სიტყვებზე გული დამწყდა,თურმე არც ისეთი სასიამოვნო ყოფილა,როცა შენზე ამბობენ „არავინ არ არისო“.
ცინიკურად გავუღიმე და ისევ ოთხში დავბრუნდი,არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ამიტომ მომზადება დავიწყე,გარეთ მინდოდა გავსულიყავი,სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა და ცოტა მეფიქრა,ჩემს უზარო ცხოვრებაზე. ვამბობ უაზროს,იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში ლოგიკური არაფერი არის.უნდა გავთხოვილიყავი საყვარელ მამაკაცზე და მიღალატა,ვცხოვრობ უცნობ მამაკაცთან და ყველას ჩემი ქმარი ჰქონია,სინამდვილეში კი ერთმანეთს თითქმის არც ვეკონტაქტებით,მხოლოდ მაშინ როცა სიტყვიერად ვცდილობთ ერთმანეთის „მოწამვლას“.
საათს გავხედე შუადღის ორი საათი სრულდებოდა,მოსაცმელი ავიღე და ოთახიდა გავედი.ქალი უკვე წასულიყო და ანდრეი ლეპროპში რაღაცას კითხულობდა.ჩემს დანახვაზე წაუსტვინა.
-საით ლამაზო?-ეს პირველი კომპლიმენტი იყო რაც კი ოდესმე უთქვამს,სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მომეტყუებინა,მაგრამ მან ისევ განაგრძო.-მოიცადე არ მითხრა.. მე გამოვიცნობ... პაემანზე მიდიხარ?
-მთლად პაემანზე არა,მაგრამ შეიძლება ასეც ვუწოდოთ.-ჩემს პასუხზე სახე აელეწა
-ეგრე ჩაცმული მე ვერ გაგიშვებ სახლიდან.-ყურადღება გაამახვილა ტანზე შემოწებილ ტყავის კაბაზე,რომელიც საკმაოდ მოკლე იყო.
-ნებართვა არ ვიცოდი თუ მჭრდებოდა თორემ აუცილებლად გკითხავდი.-კარები მაგრად გავიჯახუნე.
ვსეირნობდი და ვფიქრობდი დამერეკა თუ არა ზურასთან,მაგრამ მეშინოდა... მეშინოდა რომ ჩემში გრძნობები გაიღვიძებდა,ვაპატიებდი ის კი იგივე ადგილას მომაყენებდა ჭრილობას.. მოღალატეები ხომ გამოუსწორებლები არიან.
გადავწყვიტე მშობლებთან წავსულიყავი,რათა სისულელე არ გამეკეთებინა.
-საყვარელო მოხვედი?-ასე დიდიხანია დედას არ გახარებია ჩემი დანახვა.
-მარტო ხარ?-ვკითხე,როცა სახლში ვერავინ დავინახე
-კი სამსახურებში არიან მამა და ბებო.-დედამ ყავა გაამზადა და სასტუმრო ოთახში შემოვიდა.-აბა დედი როგორ გრძნობ თავს?
-მშვენივრად.. რატომ მეკითხები?
-მაინტერესებს როგორ მიდის შენი და ანდრეის თაანცხოვრება,შენ ისეთი მოუთმენელი,ენამწარე და არაფრის მაქნისი ხარ.. ხომ არ კამათობთ?
-მადობა მაკა ასეთი კარგი შეფასებისთვის.-აღშფოთებულმა ვუთხარი.
-რაც ხარ ყველაზე კარგად მე ვიცი და გაჩუმდი ახლა.. აბა მომიყევი
-მშვენიერი ქმარი მყავს დედიკო არაფერზე არ გაქვს სანერვიულო,თვითონ ამზადებს სულ .. მოკლედ განებივრებული ვყავარ.-ვეცადე არ შემტყობოდა რომ ვიტყუებოდი.
-ანდრეი წაგიყვანს დღეს?
-არა.. ანდრეი დაკავებულია ბევრი საქმე აქვს არამგონია მოიცალოს.
მე და დედამ ბევრი ვიჭრავეთ,არ ვიცი ალბათ იმის ბრალი იყო,რომ გათხოვილი ვეგონე თორემ ალბათ ჯვარზე გამაკრავდა,ლანძღვასაც არ დაიშურებდა.გამომადგა ჩემი ტყუილი,მშბლებთან ურთიერთობა მომიწესრიგდა და ამავდროულად ჩიტივით თავისუფლად ვგრძნობდი თავს.
საღამოს მამა და ბებოც მოვიდნენ,ბებო ათას რჩევას მაძლევდა როგორ „დავფეხმძმებულიყავი“ ამაზე კი სიცილს ვერ ვიკავებდი ის კი აგრძელებდა და არ ჩუმდებოდა.
კარებზე ზარის ხმა იყო...
-გამარჯობა შვილო შემოდი.-მამა ოვაციებით შეხვდა სტუმარს,დამაინტერესა ვინ იყო და გავედი.
-ბატონო ლევან,როგორ ხართ?-კარებთან ანდრეი დავინახე,რომელიც „მანტოს“ იხდიდა.. ისე ელეგანტურად გამოიყურებოდა რომ სიამოვნებისაგან გამეღიმა.-ხომ არ დავაგვიანე საყვარელო?-დამინახა თუ არა ანდრეიმ,როლი მოირგო,ჩემთან მოვიდა და კისერში მაკოცა.-ერთიანად ამაკანკალა.
-აარა.. -ვუპასუხე ასეთივე აკანკალებული ხმით.
მთელი საღამო ანდრეი არ მომშორებია,დივანზე გვერდით მიმისვა და ვეღარ დავაღწიე თავი მის ძლიერ ხელებს.ჩემი მშობლები კი სიხარულით შემოგვციცინებდნენ თვალებში.ბევრი ვისაუბრეთ,უფრო სწორად კი ანდრეიმ და ჩემმა მშობლებმა ისაუბრეს მე კი განაბული ვიჯექი.
-შვილებო დღეს დარჩით..-გვთხოვა ბებიამ,მე უარის თქმას ვაპირებდი მაგრამ ანდრეიმ დამასწრო.
-დიდი სიამოვნებით დავრჩებით.-თვალები დავუბრიალე და ვუჩქმიტე,მაგრამ მან გამიღიმა და ცალი წარბი ზემოთ ასწია.
ძალიან დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა,ამიტომ საძინებელში შევედი,ჩემი საყვარელი მოკლე მაისური ჩავიცვი და დავწექი,მხოლოდ ამის შემდეგ გამახსენდა რომ ანდრეიც ამ ოთახში დაიძინებდა,ამიტომ სასწრაფოდ წამოვვარდი და ქვედა საღამურს დავუწყე ძებნა,მაგრამ დარწმუნებული ვიყავი მსგავსი რამ არასდროს მქონია.ვერც დედას დავუძახებდი და ვთხოვდი მოეტანა..
-კარგად გამოიყურებდი.-ოთახი ლამის თავდაყირა დავაყენე და მე საცვლითა და მაისურით ვიდექი შუა ოთახში ,სწორე ამ დროს შემოვიდა ანდრეი.
-მადლობა.-მაისურს დავუწყე ჩამოქაჩვა და საწოლისაკენ წავედი,მაგრამ ანდრეიმ საშუალება არ მომცა.
-რაც არ უნდა დაქაჩო ეგ მაისური მაინც არ დაგრძელდება.-მომღიმარი სახით მითხრა.
-ანდრეი რა გინდა?
-მე რაც მინდა არამგონია ამისათვის შენ მზად იყო.-ისევ მომღიმარი სახით მათვალიერებდა.
-ზედმეტი ხომ არ მოგდის?
-არამგონია.-ანდრეიმ გზა გამითავისუფლა და მე დავწექი.
ანდრეი აბაზანაში შევიდა და თავი მოიწესრიგა,შემდეგ ოთახში დაბრუნდა და საბანი ფრთხილად გადასწია,ეგონა მეძინა.. ტანსაცმელით ჩემს გვერდით დაიძინა..
დილით რომ გავიღვიძე ანდრეიზე ჩახუტებული ვიყავი,მასაც ჰქონდა ხელი შემოხვეული..
იმ დილით გავაცნობიერე რომ ერთმანეთის მიმართ გულგრილი არ ვიყავით,განსაკუთრებით კი ის.
ვფიქრობ თავიდანვე ჰქონდა სიმპათიები ჩემს მიმართ,რადგან მასთან ცხოვრება შემომთავაზა,შემდეგ ოთახი დამითმო, ყოველდღე საუზმე, სადილი და ვახშამი მასზე იყო დამოკიდებული მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა.კიდევ ძალიან ბევრი წვრილმანი,რომელიც ერთიანობაში საკმაოდ სასიამოვნო იყო და ბოლოს ესეც დაემატა..როცა ვუთხარი პაემანზე მივდიოდი დაიძაბა და გამომყვა,შემდეგ კი პატივისცემის ნიშნად ჩაცმულმა დაიძინა ჩემთან ჩახუტებული.
-დღეს საოცრად ანათებ,რა ხდება?-აღნიშნა ანდრეიმ,როცა სახში დავბრუნდით.
-მნიშვნელოვანი არაფერი.-ვიუხერხულე რატომღაც ნამდვილი პასუხის გაცემა.
-და.. უმნიშვნელო.?
-კარგად ითამაშე ჩემს მშობლებთან ჩემი ქმრის როლი.
-აჰამ.. მაგას გულისხმობ?..-ჩაილაპარაკა თავისთვის თითქოს არც უნდოდა გამეგონა-იქნებ არც ვთამაშობდი?..-ამ კითხვისას ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა,ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი და თალებში მიყურებდა,რატომღაც დავიბენი
-რას გულისხმობ?-ნერწყვი იმხელა ხმაზე გადავყლაპე რომ დარწმუნებული ვარ მანაც გაიგონა,მაგრამ არაფერი შეიმჩნია და თითქოს ჩემს თვალებში რაღაცას ეძებდა,ცდილობდა წაეკითხა ჩემი აზრები.
ძალიან მაბნევდა ანდრეი.მისი სიმპატიურობა,საუბრის სტილი,მანერები და უცებ ჩემთან ისე ახლოს არის ხოლმე რომ მინდა ჩავეხუტო,უბრალოდ ჩავეხუტო და გულზე თავი დავადო,ესეც საკმარისი იქნება ასე მგონია.. არავის გაგჩენიათ მსგავსი გრძნობა? ადამიანს იცნობდე დიდი ხნის მანძილზე და უცებ აღმოაჩენ რომ შენ ის გჭირდება,იმისთვის რომ დაეყრდნო ან უბრალოდ იგრძნო მისი არსებობა შენს გვერდით. როცა მას ხედავ თვალებს ხუჭავდე და თავს მის გვერდით წარმოიდგენდე და სუნთქვა გეკვრებოდეს.. აი სწორედ ასე ვარ მის გვერდით.
ცოტაც და ალბათ ყველაფერში გამოვუტყდებოდი,ცოტაც და ალბათ ვაკოცებდი,ცოტაც და თავს დავკარგავდი,მაგრამ კარებზე ისევ ზარის ხმა გაისმა.. ანდრეიმ ისე შემათვალიერა სანამ კარების გასაღებად წავიდოდა,თითქოს აბაზრზენი ვყოფილიყავი მისთვის,ნესტოებდაბერილმა ანდრეიმ უკან გადადგა ნაბიჯი.. შემდეგ მეორე.. კიდევ ერთი და შებრუნდა.
ვერ მივხვდი ახლა,ამ წამს რა დავაშავევ არადა ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა.უკან გავყევი,რომ მენახა ვინ მოვიდა.
კარებთან ისევ ის ლამაზმანი იდგა,მომხიბვლელ კაბაში გამოწყობილი და თავბრუდამხვევად ნაზად დაიწყო საუბარი.ანდრეიმ მოსაცმელი აიღო და უკანმოუხედავად გაყვა ლამაზმანს



№1 სტუმარი თაკუნა

აუუ რაკაი გოგოხარ ინტიმიც დაამატე ცოტა

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ისევ იგივე -_- მოვლენები ელვისისწრაფით გავარდა.... თავიდან რა მაგრად დაიწყე რა... ასე ერთ წამში მიხვდა რო ის რაღაცას გრძნობდა და ესეც ესეა ასე წამში :/ და რაღა უნდა მოხდეს?! ყოფილი ქმარი გამოჩნდეს ჩხუბი ატყდეს თუ რა?! იმენა ტიპს ვაფშე არ იცნობს არც არასოდეს გამოუმჟღავნებიათ ერთმანეთისთვის არაფერი და ჰოპ და შემიყვარდა რაარი?!მითუმეტეს იმასაც ამბობს ეს გოგო რო ქმართან შეხვედრა არ მინდა იმიტორო გრძნობები მაქ და შეილება ვაპატიოო?! ეჰჰ

 


№3  offline მოდერი The Dreamer

ანი ანი
ისევ იგივე -_- მოვლენები ელვისისწრაფით გავარდა.... თავიდან რა მაგრად დაიწყე რა... ასე ერთ წამში მიხვდა რო ის რაღაცას გრძნობდა და ესეც ესეა ასე წამში :/ და რაღა უნდა მოხდეს?! ყოფილი ქმარი გამოჩნდეს ჩხუბი ატყდეს თუ რა?! იმენა ტიპს ვაფშე არ იცნობს არც არასოდეს გამოუმჟღავნებიათ ერთმანეთისთვის არაფერი და ჰოპ და შემიყვარდა რაარი?!მითუმეტეს იმასაც ამბობს ეს გოგო რო ქმართან შეხვედრა არ მინდა იმიტორო გრძნობები მაქ და შეილება ვაპატიოო?! ეჰჰ


ისტორიის ავტორი ალბათ გაგვაცნობს ჩანაფიქრს ზუსტად ვერ გეტყვით რა მოხდება და როგორ მე მხოლოდ მომდევნო თავი მაქვს წაკითხული და სავარაუდოდ მკითხველის მოლოდინი უნდა გაამართლოს მადლობა რომ კითხულობთ <3

 


№4 სტუმარი სტუმარი lia

Kარგი ისტორიაა.გამეხარდა მეორე ტავი რომ დავინახე დადებული❤❤❤

 


№5 სტუმარი Nitro

ანი ანი კარგი კრიტიკი ხარ ;)

ანი ანი
ისევ იგივე -_- მოვლენები ელვისისწრაფით გავარდა.... თავიდან რა მაგრად დაიწყე რა... ასე ერთ წამში მიხვდა რო ის რაღაცას გრძნობდა და ესეც ესეა ასე წამში :/ და რაღა უნდა მოხდეს?! ყოფილი ქმარი გამოჩნდეს ჩხუბი ატყდეს თუ რა?! იმენა ტიპს ვაფშე არ იცნობს არც არასოდეს გამოუმჟღავნებიათ ერთმანეთისთვის არაფერი და ჰოპ და შემიყვარდა რაარი?!მითუმეტეს იმასაც ამბობს ეს გოგო რო ქმართან შეხვედრა არ მინდა იმიტორო გრძნობები მაქ და შეილება ვაპატიოო?! ეჰჰ


ანი ანი კარგი კრიტიკი ხარ ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent