შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანუკი(21)


27-12-2017, 00:19
ავტორი sati
ნანახია 2 727

-ანუკი, ალექსანდრე ჩემი ბავშვის მამა... არ მინდა ბავშვი უმამოდ გაიზარდოს. ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარს... ყველაფერზე ვარ მისთვის წამსვლელი. 5წელია უკვე ერთად ვართ, ვიცი რომ მასაც ვუყვარვარ... ისიც ვიცი რომ ეხლა უზომოდ საშინლად გექცევი რომ ამას გთხოვ... მაგრამ თუ ოდნავ მაინც გიყვარს, გევედრები გაშორდი... ეხლავე არ დამთანხმდე... იფიქრ.ე.. მაგრამ ძალიან გთხოვ... მე წავალ...-ლიზი ადგა და გავიდა. ანუკი გაშეშებული იჯდა, ვერაფერს ვერ ამბობდა. არ ელოდებოდა, ლიზის მოსვლას. გარეთ გავიდა და მთლიანი პაჩკა სიგარეტი მოწია. მას წამითაც არ უფიქრია იმაზე რაც ლიზიმ უთხრა. არ იცოდა რა ექნა. არც იცოდა რა უნდა ეთქვა, მხოლოდ შემდეგ გააცნობიერა რომ როგორც კი ალექსანდრეს დაშორდებოდა ის ლიზისთან დაბრუნდებოდა. ამ დროს ტატო მივიდა სახლში და პირდაპირ უკანა ეზოში გავიდა, რადგან სახლის კარი ღია იყო.
-ანუკი, გადააგდე დროზე ეს რაღაც სანამ...
პასუხიც არ გაუცია.
-რა გჭირს? ანუკი, მიპასუხე-ჩაიკუზა და სიგარეტი გამოართვა, შემდეგ ოდნავ შემოარტყა სახეში. მან სიგარეტი გამოართვა და უხეშად უპასუხა.
-სრულწლოვანი ვარ, შენ კიდე ჩემი ძიძა არ ხარ, ამიტო წადი და დამანებე თავი.
ტატო მის გვერდით დაჯდა და სიგარეტი ისევ გამოართვა.
-სრულწლოვანი ხარ, მაგრამ არ იქცევი ისე როგორც სრულწლოვანს შეეფერება.
-ოღონდ შენი ნოტაციების გარეშე.
-რა მოხდა?
-გამოიცანი ვინ მოეთრა...
-ვინ?
მისკენ გაიხედა და გადაიფიქრა მოყოლა.
-არავინ, მამა არ არის სახლში, შეგილია წახვიდე-მეორე ღერი ამოიღო და მოუკიდა, მან კი ისევ გამოართვა და გადატეხა.
-შენი ქმარი ელაპარაკება მამაშენს. ყველაფერს უყვება.
-რას აკეთებს?
-ლიზიზე, მის შვილზე და საერთოდ ყველაფერზე.
-თავში ქვა უხლია-წამოდგა და შიგნით შევიდა, ტატოც არ მოეშვა და გაყვა.
-როგორც ჩანს კაცობა გადაუწყვიტავს. ვერ წარმოვიდგენ ზურა რა დღეში ჩავარდება ამ ყველაფერს რო გაიგებს.
-არაფერი არ მოუვა, მამასთვის ღალატი ახალი არაფერია. სულ ღალატობდა ელენეს.
-შენ კიდე ვერ ხვდები რო ნერვიულობენ შენზე?
-რო ენერვიულათ აქამდე გამაშორებდნენ. ამას მნიშვნელობა არ აქვს, უკვე მართლა . ალექსი დაინახავს ლიზის ნამდვილ სახეს, მამაჩემმა ყველაფერი გაიგო, ალექსანდრესაც შევუყვარდი, ჩემი საქმე აქ დამთავრებულია.
-რას გულისხმობ?
-მალე ნახავ, დღეს სტუმრები გვყავს, ხო მოხვალ?
-რამე ისეთ ხდება რაც მე არ ვიცი?
-მალე გაიგებ-წამოდგა და ოთახში გავიდა. წინ ყველაზე საინტერესო დღე ელოდა. არა მარტო მას, არამედ ყველა სტუმარს. საღამოს როგორც იქნა ალექსანდრეც მოვიდა, ცალი თვალი სულ ჩალურჯებული ჰქონდა. ანუკის ოთახის კარზე დააკაკუნა და შევიდა.
-მამაჩემმა შეგალამაზა? გიხდება, ლურჯი შენი ფერია.
-ყველაფერი მოვუყევი.
-მითხრა ტატომ.
-იმედია ეს რაღაცით მაინც დაგეხმარება...
-როგორ არა, დამეხმარა. ვერ წარმოვიდგენდი თუ ამ დონეზე გიყვარდი რომ მამაჩემს სიმართლეს გაუმხელდი.
-რატო მგონია რომ ირონიულად ლაპარაკობ?
ანუკი საწოლიდან წამოდგა და ალექსანდრესთან მივიდა.
-არ ვლაპარაკობ. შენ კიდე ლიზის ემაზე არასდროს მელაპარაკები. შენი აზრით რა მოხდდებდა როდესაც თქვენი შვილი დაიბდება?
-რა მოხდება და ფინანსურად დავეხმარები, ბავშვს კი ზოგჯერ წამოვიყვან ხოლმე ჩვენთან.
-მე კიდე ესე მგონია, შენ და ლიზის 5წლიანი ისტორია გაკავშირებთმ, როგორც კი ბავშვი გაჩნდება შენ წახვალ ლიზისთან, განაახლებთ თქვენ რომანს და მე დამივიწყებ.
-ესე არ მოხდება.
-ალექსანდრე, უმეტესი დროის გატარება ისედაც ლიზისთან მოგიწევს, ბავშვის გამო.
-ბავშვი ჩემთან იქნება.
-არა, იმის უფლებას არ მოგცემ რომ ბავშვი წაართვა. ისიც საკმარისა...
-ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. ამიტომ მეთითონვე მოვაგვარებ, ლიზის გონია რომ მე კიდე მაკავშირებს მასთან ბავშვის მეშვეობით, მაგრამ მხოლოდ ამ ბავშვის გამო ვხვდები მას. თუ გინდა ამიერიდან სულ ჩმთან ერთად იქნები როდესაც მასთან მომიწევს შეხვედრა, ანუკი, იმის უფლებას არ მოგცემ რომ დაიტანჯო ჩემი და ლიზის შეცდომების გამო. მამაშენს ველაპარაკე... და თუ შენ თანახმა ხარ, ჯვარი დავიწეროთ, გრანდიოზული ქორწილი გექნება, ამჯერად ნამდვილი. ყველაფერი გექნება, რასაც მოისურვებ.
-იცი... მოდი პასუხს დღეს საღამოს გეტყვი. ბევრი სტუმარი მოვა, მინდა ჩვენი ბედნიერება ყველას გავუზიაროთ.
ალექსანდრე ოდნავ ეჭვის თვალით უყურებდა ამ ყველაფერს, მაგრამ ეგონა რომ უბრალოდ ანუკის ემოციების გამოხატვა არ შეეძლო.
ნუკიმ მისი სახე ხელებში მოიქცია და მოწყვეტით აკოცა, შემდეგ კი თვალებში ჩახედა.
-მე შენ მიყვარხარ და მინდა ყველას გავაგებინო ამის შესახებ. წადი მოწესრიგდი, საღამოს გელოდები.
-ჯერ ლიზისთან უნდა გავიდე.. წამოხვალ?
-არა, გეხვეწები ნუღარ ახსენებ ამ ადამიანს ამ სახლში. დავიღალე.
-კარგი, მაპატიე...
-საღამოს 6-ზე.
-შენ არ მოდიხარ? რო მოემზადო.
-რაღაც ნაწილი ჩემი კაბების აქ არის, თუ არ მომეწონება გავალ ვიყიდი, აქ მირჩევნია დარჩენა.
-კაი, მიყვარხარ-აკოცა და წავიდა. ნუკიმ ლიზის ნომერი გაიგო და დაურეკა.
-ალო?
-ანუკი ვარ.
-გადაწყვიტე უკვე?
-დღეს საღამოს 6საათზე მოდი ჩემ სახლში, ალექსანდრეც აქ იქნება, მაშინ გეტყვი.
-ალექსანდრეს უთხარი?!
-კი, მაგრამ ისეთი რეაქცია არ ჰქონია. მკითხა შენ რას ფიქრობო, ხოდა მოდი დღეს და გეტყვი ყველაფერს.
-ტელეფონით ვერ მეტყოდი?
-არა, აქ უნდა იყო. ალექსანდრესთვის თუ ყველაფერზე ხარ წამსვლელი დღესაც მოხვალ აქ.
-კარგი.
-ძალიან კარგი-ანუკიმ გათიშა და ტელეფონი საწოლზე დააგდო. შემდეგ კი მომზადება დაიწყო. ნინის დაურეკა.
-ჰო ნუკი?
-დღეს საღამოს 6 საათზე უნდა იყოთ ჩემ სახლში, ყველას უთხარი რა.
-სანდროსაც?
ანუკი დაფიქრდა და რაღაცის გამოცდა გადაწყვიტა.
-და რატო არა?
-ხო იჩხუბეთ...
-შენ საიდან იცი?
-სანდრომ რეზის მოუყვა, რეზიმ მე.
-რას ფიქრობ, ზედმეტი მომივიდა?
-არა, იმსახურებდა.
-ისე, მემგონი შევეფერებით ერთმანეთს, უფრო მეტად ვიდრე მე ალექსანდრეს ხომ?
-არა,ღადაობ? შენ და ალექსანდრე უფრო შეფერებით ერთმანეთს, ერთნაირები ხართ.
-მაინც რითი?
-პირველ რიგში ალექსანდრეს უყვარხარ და რო ეცოდები მაგიტო არ არის შენთან.
-ვაუ...
-ხო, ცუდად გამომივიდა.
-მოკლედ მე და სანდროს დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ესეთ იდიოტობას როგორმე გადავიტან.
-კაი...
-რამე პრობლემაა?
-არა, რა პრობლემა. ეხლავე დავურეკავ.
-ჰოდა ძალიან კარგი, ერთი სული მაქვს როდის დადგება საღამო.
-რატო მგონია რომ რაღაც ჩაიფიქრე?
-იმიტომ რომ ეგრეა. მიდი და 6ზე აქ იყავით უკლებლივ ყველა-შემდეგ ნინისაც გაუთიშა. თითქოს ბედნიერი უნდა ყოფილიყო რადგან დღეს ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ მის სახეზე ღიმილი არ ჩანდა. სანდროსთან ნაჩხუბარი იყო, ტატოსთან ისევ იჩხუბებდა ამ საღამოს შემდეგ. ნინიზე ხომ ლაპარაკი არ იყო. იმის მერე რაც უნივერსიტეტში წავიდა, მათ ურთიერთობა გაუფუჭდათ. ყველაფერში ალექსანდრეს ადანაშაულებდა, ფიქრობდა რომ როგორც კი მასზე შურს იძიებდა ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდებოდა. ამაში დარწმუნებული იყო, მაგრამ რამდენად გაუმართლებოდა იმედები... არაფერი ისე არ უნდოდა როგორც ამ საღამოს დადგომა და ალექსანდრეს სახის დანახვა როდესაც ყველაფერს პირში მიახლიდა, მისი ახლობლების და ელიტის თვალწინ. ამ მომენტში არც სიყვარული და არც ალექსანდრეს გრძნობები არ ადარდებდა. მისთვის მხოლოდ ეს იყო მნიშვნელოვანი და მზად იყო ყველა გადაეთელა, ოღონდ თავისი გაეტანა. ამასთან ერთად მამამისზე შურის ძიებაც გამოუვიდოდა, მისი მეგობრების წინაშე შეარცხვენდა. შემდეგ ყველაფერი მზად ჰქონდა, ქალაქიდან აპირებდა გასვლას სანამ ყველაფერი არ მოგვარდებოდა. შემდეგი წლიდან უნივერსიტეტში ჩაბარება და საკუთარი კარიერის დაწყება. ყველას დაუმტკიცებდა რომ რამის მიღწევა შეეძლო. მას სწავლა არ უყვარდა, მაგრამ სკოლაში საუკეთესო შედეგებით ჩააბარა გამოცდები, მიუხედავად ამისა, ზურა მაინც ფიქრობდა რომ ანუკი მის კომპანიას ვერ გაუძღვებოდა ან რომ არ აინტერსებდა. რეალურად კი არასდროს მის მშობლებს არ ჰქონიათ მასთან სერიოზული საუბარი მომავალზე,ა რ უკითხავთ სად და რატომ უნდოდა ჩაბარება. უბრალოდ აძლევდნენ ფულს, თუ რამეს ვერ ჩააბარებდა მზად იყვნენ ეყიდათ მისთვის დიპლომი. ეს ეგონათ შვილის აღზრდა, ანუკი კი ზუსტად ესე გაიზარდა.ის მარტო ალექსისკენ იშვერდა თითს, თითქოს მარტო ის ყოფილიყო ეგოისტი და დამნაშავე. რეალურად მასშიც იყო ეგოიზმის ჩანასახი, რადგან იმ დღეს, იმ მომენტში, არც ლიზიზე, არც ზურაზე, არც ალექსანდრეზე და საერთოდ არავიზე არ ფიქრობდა, თავის თავის გარდა. საღამოსთვის ულამაზესი თეთრი კაბა ჩაიცვა, ფეხზე ქუსლიანები, ოდნავ მაკიაჟიც კი გაიკეთა. თმა კოსად შეიკრა, შემდეგ კი ბარგის ჩალაგება დაიწყო, იქ ბევრი არაფერი ჰქონდა, სახლშიც ვერ მოასწრებდა გასვლას. ყელზე ალექსანდრეს ნაჩუქარი ყელსაბამი გაიკეთა. ცოტახანში სტუმრებიც მოვიდნენ, ანუკის ერთი სული ჰქონდა როდის მოვიდოდნენ დანარჩენები. მისაღებში იდგა და სტუმრებს პირადად ხვდებოდა, ზურა და ელენე კი გაკვირვებულები უყურებდნენ, არ ჯეროდათ რომ მათი შვილი ესე გაიზარდა. მათ ეგონათ რომ ის თავაზიანი გახდა და ძლივს შეეგუა მის ბედს, მაგრამ ისინი ცდებოდნენ. წარმოდგენაც არ ჰქონდათ რა ელოდებოდათ წინ.
-დააგვიანე-ალექსანდრეს შესასვლელშივე შეეგება და აკოცა.
-დამნაშავე ვარ. საცობებია, მაგრამ ჯერ ყველა არ არის ხო მოსული?
-არა.
-ხო... დედაჩემი და ჩემი ძმა მოვიდნენ....
-არაუშავს-ნინა და გიორგი ალექსანდრეს უკან იდგნენ-გამარჯობა ქალბატონო ნინა, გიორგი-ორივეს ჩაეხუტა, შემდეგ კი გადაკოცნა-როგორ ხართ? შებრძანდით-ისეთი ღიმილი ეკერა სახეზე ვინმეს შეეშინდებოდა, იფიქრებდა რომ კაიფში იყო. ისინიც შიგნით შევიდნენ.
-ნუკი, კარგად ხარ?
-გადასარევად, უკეთესად არ ვყოფილვარ. შედი შენც, ნინის და სანდროს ველოდები.
-კაი-ალექსანდრეც შევიდა და ცოტახანში ლიზი დაინახა.
-მოხვედი...
-ამდენი ადამიანი რა საჭიროა?
-მერე აგიხსნი, აი ნინი და სანდროც მოვიდნენ. დროა დავიწყოთ-ყველა მისაღებში შეიყვანა და ოთახის დასაწყისში დადგა-ყურადღება თუ შეიძლება-არავინ არ მოუსმინა, მაშინ ალექსანდრე მივიდა დასახმარებლად.
-ორი წუთით თუ შეილება, ყურადღება. მე და ჩემ ცოლს გვინდა შეგატყობინოთ...
-ხომ, მადლობა ალექსანდრე. მე მინდა გითხრათ რომ ამ 5 თუ 6 თვის განმალობაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ალბათ ცოტა გავიზარდე კიდეც ვისწავლე რომ როგორ ცუდადაც არ უნდა იყოს საქმე ყველაფრის გამოსწორება შეილება, მე მეგონა რომ ამ ადამიანს ვერასდროს შევიყვარებდი. რადგან ის ხშირად ზედაც არ მიყურებდა-აქამდე ალექსანდრე ყველაფერს ღიმილით უსმენდა შემდეგ კი დაეჭვებულმა გადახედა ანუკის-სხვა უყვარდა. მათ დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდათ ერთმანეთთან, სხვათაშორის მისი ყოფილი შეყვარებულიც აი იქვე დგას კუთხეში. ლიზი გამოიხედე-ლიზი სირცხვილისგან გაწითლდა-ნუ გრცხვენია. ჯერ ხო არ ხართ ერთად. ხოდა, რისი თქმა მინდოდა. მე დიდიხანი ვიტანჯებოდი ამ სიყვარულის გამო. არ შემეძლო ამის ატანა. მას კი ფეხზე ეკიდა.
-ანუკი რას აკეთებ-ალექსანდრემ ხელი მოკიდა და მის გაყვანა სცადა, მაგრამ ადგილიდანაც ვერ დაძრა.
-მაცადე ორი წუთით-ერთი თვის განმალობაში თავის საყვარელთან დადიოდა, მე კიდე ამის ატანა მიწევდა, მიკვირს მაშინ რომ არ გაიგო ყველამ ყველაფერი.
-ანუკი უკვე ზედმეტი მოგდის-ალექსანდრეც წითლებოდა, მაგრამ სიბრაზისგან.
-ეს იყო ფარსი. ბიზნესს შეთანხმების პონტში. მე გავხდებოდი მისი ცოლი, მამაჩემი გადააფორმებდა კომპანიას ალექსანდრეზე.
ზურას სახე მთლიანად წაეშალა, ცუდად გახდა და ჩამოჯდა, ვერც ვერაფერი ვერ თქვა.
-მოიცადე მამა, ჯერ სად ხარ. დამამთავრებინე-იცით რა არის ყველაზე საშინელება აქედან? მამაჩემმა ყველაფერი იცის, მიუხედავად ამისა მაინც ...
-ანუკი!-ალექსანდრე მკლავში ჩაეჭიდა, მაგრამ ტატო მივარდა და მათ შუაში ჩადგა.
-ამას ბოლომდე მოისმენ-ტატო მიხვდა ანუკის ჩანაფიქრს და გაღიმებულმა გადახედა ხალხს.
-მიუხედავად ამისა მაინც არ იცვლის თავის აზრს. მაინც თანახმაა რომ ესეთი ადამიანის გვერდით გავატარო მთელი ცხოვრება. კარგი, ეს ეხლა არაფერ შუაშია. რისი თქმაც მინდა, გუშინ მოვიდა აი ეს გოგონა. ლიზი-ლიზი გასასვლელისკენ წავიდა, მაგრამ რეზიმ შეაჩერა.
-ორი წუთით გთხოვთ.
-და მთხოვა რომ თუ მიყვარდა ეს ადამიანი, გავშორებოდი, რომ მას, ალექსანდრეს და მათ შვილს, კი არ მოგესმათ, შვილს ეცხოვრათ ერთად. რომ მე უბრალოდ დამენებებინა თავი მათთვის, მაგრამ ლიზიმ არ იცოდა რომ ჩემ ქმარს ის აღარ უყვარდა. რომ ახლა მასაც ვუყვარვარ, ისე რომ ეს ყველაფერი მამაჩემს მოუყვა, მტკიცებულებას კი მის თვალებზე ხედავთ-ლურჯ ფინგალზე ანიშნა-მზად იყო ჩვენი ქორწინება გაენაღდებინა რადგან ასე ვთქვათ დაეკავშირებინა ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ. ალექსანდრე, შენ მართლა გეგონა რომ უბრალო სიტყვებით შეგეძლო ჩემი პატიების მოპოვება? არა, მე შენნაირ ადამიანთან არასდროს არ დავაკვშირებდი ურთიერთობას. შეილება მე შენზე უკეთესი არაფრით არ ვარ რადგან ამას ვაკეთებ. რადგან შურისძიება საუკეთესო გამოსავალი არ არის, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეთ, არც შენ და არც შენმა... აღარ ვიცი რა დავარქვა ამ ლიზის. მოკლედ რადგან ესე გიჟდები ლიზი რომ ცოლიანსაც არ ტოვებ, ისე განაგლდი რომ სახლში მომივარდი და გაშორება მომთხოვე, გამოდის რომ შენ უფრო გიყვარს. რეალურად, მე მივხვდი რომ სიყვარული სულ სხვა რამეა. რაც მე და ამ... ახალგაზრდას გვქონდა, იყო უბრალო გართობა. მე მთელი ცხოვრება წინ მაქვს და არ ვაპირებ თქვენ ორის გამო განადგურებას და ღრიალს ყოველ ღამე. წარმატებები, თქვენ და თქვენ პატარას. ალექსანდრე, მე ოფიციალურად გშორდები-განქორწინების დოკუმენტი ამოიღო-მოაწერე. მე უკვე მოვაწერე.
-ანუკი!-ტატო მძლავრად იჭერდა.
-დროზე მოაწერე-ტატომ ძალა დაატანა.
-წამო ვილაპარაკოთ-ალექსანდრეს ლამის ცრემლები წასკდა, ახლა ის იყო ანუკის ადგილზე. მასაც ისევე ტკიოდა როგორც მან ატკინა... ყველაფერს მიხვდა და იგრძნო... მაგრამ უკვე გვიანი იყო. ხედავდა რომ იმდენად გაენადგურებინა ეს საბრალო არსება რომ მასში გრძნობის ნასახიც კი არ ჩანდა.მაშინ გამოართვა დოკუმენტი და მოაწერა.
-ლიზი შენი იყოს, არ ვიცი ესეთი რაში გამოგადგება, აღარც უყვარხარ, მაგრამ ეხლა შენც გაიზიარებ ჩემ ტკივილს. ხო კინაღამ დამავიწყდა-ნინისთან მივიდა და ოდნავ ხმამაღლა უთხრა-მშვიდობაში გყავდეს სანდრო, კარგი არჩევანია, მაგრამ რამდენად ეყვარები ისევე როგორც შენ არ ვიცი. ან შეილება იმიტო იყოს შენთან რომ ეცოდებოდე. ყოველ შემთხვევაში აბა თქვენ იცით.
ანუკი ისე გავიდა სახლიდან რომ არავინ არ გაკიდებია, მხოლოდ როდესაც მანქანაში ჩაჯდა, დაინახა ალექსანდრე რომელიც სახლიდან გამორბოდა და მას ტატო და რეზი მისდევდნენ. ანუკის შეეშინდა და მანქანა დაძრა, ალექსანდრეც უკან გაეკიდა, მაგრამ მალევე დაკარგა მისი კვალი, ისეთი სისწრაფით მიდიოდა რომ გზაჯვარედინზე ვერ შეამჩნია წითელი რომ იყო ანთებული და გზა განაგრძო. მოულოდნელად კი სატვირთო გამოვარდა, მანქანის გაჩერება ვერ მოახერხა და შეეჯახა....
***
<3



№1 სტუმარი manana

იმედია ანუკის არ მოკლავ, ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად

 


№2  offline წევრი ))♡

Vaime vaimeee ver gavige aleksandres daejaxa satvirto tu anukis dasaertod am momentzr gawyveta iqneboda ??? Da axla unda davitanjo rodis dadeb??? :( ????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№3 სტუმარი სტუმარი სალი

აქ გაჩერება შეიძლებოდაა????????მალე დადე რა ძალიან მაგარიაა

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

ძაან მაგარი ხაარ:) ალექსი და ანუკი სუპეერ წყვილიიი:)

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აიიი ეგრეეეეეე იffff ასე უნდა ალექსანდრეს უხხ გული როგორ მომეფხანა რააა.... იმედია ახლა ანუკის არ მოკლავ რა...

 


№6 სტუმარი სტუმარი ანა

ალექსანდრე ცოტა არ იყოს და შემეცოდა,თუმცა ის რასაც პირველი თავის მერე ველოდი მოხდა და გადაფარა შეცოდება.ძლივს უთხრა ამ ნინის ის რასაც ამდენიხანი ველოდებოდი

 


№7  offline მოდერი ენემი

აქამდე შურისძიება მინდოდა მეც, მაგრამ ამის შემდეგ ვფიქრობ ანუკი და ალექსი მინდა ერთად ძალიან heart_eyes kissing_heart

 


№8  offline წევრი blondeangel631

არცერთი არ მოკლა და შეარიგე მაგარი წყვილია ანუკი და ალექსი <3

 


№9  offline მოდერი ენემი

Mziako mziako...
Wow axla gawyveta iqneboda? Dzalian magaria sityvebi ar myofnis tan ise dasrulda rom Ravi..adre vfiqrobdi rom aleqsandre gamosworda da mati ertad yofna mimdoda magram amis shemdeg sulac arminda isini ertad iyvnen jobia vinme sxva gamochndes vinc ar metanxmeba momitevet magram es chemi azria sjobs ase moxdes radgan aleqsandre ar imsaxurebs anukis ....
P.s male Dade shemdegi tavi maimteresebs istoriis ganvitareba <3 :)))

ძალიან ცდები. ალექსი გამოსწორდა და სწორედ ამიტომ უნდა იყონ ერთად, რადგან მასე რომ ვიფიქროთ ანუკიც არასწორად მოიქცა ასე რომ დაამცირა, ანუკიც დამცირებულად გრძნობდა თავს მაგრამ ამაზე არავინ იცოდა ოჯახის წევრების გარდა და ახლა მსხვერპლად მოაქვს თავი ყველასთან, მას რომ ალექსთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა თავიდანვე ასე არ იქნებოდა. მე მაინც მინდა ალექსი და ანუკი ერთად innocent

 


№10 სტუმარი gggg

Meti ekutvnisssss metiiiii au ar mokla ra aleksi:-D :-D :-D male dade ra

 


№11  offline წევრი sati

მსხვერ
ენემი
Mziako mziako...
Wow axla gawyveta iqneboda? Dzalian magaria sityvebi ar myofnis tan ise dasrulda rom Ravi..adre vfiqrobdi rom aleqsandre gamosworda da mati ertad yofna mimdoda magram amis shemdeg sulac arminda isini ertad iyvnen jobia vinme sxva gamochndes vinc ar metanxmeba momitevet magram es chemi azria sjobs ase moxdes radgan aleqsandre ar imsaxurebs anukis ....
P.s male Dade shemdegi tavi maimteresebs istoriis ganvitareba <3 :)))

ძალიან ცდები. ალექსი გამოსწორდა და სწორედ ამიტომ უნდა იყონ ერთად, რადგან მასე რომ ვიფიქროთ ანუკიც არასწორად მოიქცა ასე რომ დაამცირა, ანუკიც დამცირებულად გრძნობდა თავს მაგრამ ამაზე არავინ იცოდა ოჯახის წევრების გარდა და ახლა მსხვერპლად მოაქვს თავი ყველასთან, მას რომ ალექსთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა თავიდანვე ასე არ იქნებოდა. მე მაინც მინდა ალექსი და ანუკი ერთად innocent

რას აკეთებს? მართლა გგონიათ რომ ანუკის მსხვერპლად მოაქვს თავი და არ არის? ამდენი თავიდან შინაარსი მაინც ვერ გამოიტანეთ? .... ახსნაც კი არ მინდა თუ რატომ არის ანუკი მსხვერპლი რადგან ამას ვწერ უკვე 20თავია მაინც. თუ როგორ საშინლად ექცეოდა ალექსი.

[quote=gggg]Meti ekutvnisssss metiiiii au ar mokla ra aleksi:-D :-D :-D male dade r[quote=sati]მსხვერ[quote=ენემი][quote=Mziako mziako...]Wow axla gawyveta iqneboda? Dzalian magaria sityvebi ar myofnis tan ise dasrulda rom Ravi..adre vfiqrobdi rom aleqsandre gamosworda da mati ertad yofna mimdoda magram amis shemdeg sulac arminda isini ertad iyvnen jobia vinme sxva gamochndes vinc ar metanxmeba momitevet magram es chemi azria sjobs ase moxdes radgan aleqsandre ar imsaxurebs anukis ....
P.s male Dade shemdegi tavi maimteresebs istoriis ganvitareba <3 :)))[/quote]
ძალიან ცდები. ალექსი გამოსწორდა და სწორედ ამიტომ უნდა იყონ ერთად, რადგან მასე რომ ვიფიქროთ ანუკიც არასწორად მოიქცა ასე რომ დაამცირა, ანუკიც დამცირებულად გრძნობდა თავს მაგრამ ამაზე არავინ იცოდა ოჯახის წევრების გარდა და ახლა მსხვერპლად მოაქვს თავი ყველასთან, მას რომ ალექსთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა თავიდანვე ასე არ იქნებოდა. მე მაინც მინდა ალექსი და ანუკი ერთად innocent[/quote]
რას აკეთებს? მართლა გგონიათ რომ ანუკის მსხვერპლად მოაქვს თავი და არ არის? ამდენი თავიდან შინაარსი მაინც ვერ გამოიტანეთ? .... ახსნაც კი არ მინდა თუ რატომ არის ანუკი მსხვერპლი რადგან ამას ვწერ უკვე 20თავია მაინც. თუ როგორ საშინლად ექცეოდა ალექსი.[/quote]
და როგორ უნდა ჰქონდეს ადამიანთნა ურთიერთობა კარგი როდესაც ის სხვასთან ღალატობს და ცხოველივით იქცევა?... აღარ მინდა გავაგრძელო, მაგრამ ესეთ კომენტარებზე ვბრაზდები.

gggg
Meti ekutvnisssss metiiiii au ar mokla ra aleksi:-D :-D :-D male dade ra

არა მეტი არანაირად ეკუთვნის, შემდეგი თავიდან გამომდინარე და ისეც. ეს იყო რასაც იმსახურებდა. იმ საღამოს მხოლოდ ანუკის სიტყვებს იმსახურებდა, ის ავარია კი უკვე ზედმეტი იყო.

 


№12 სტუმარი სტუმარი bells

ჰჰჰ რაიყო ეს ??მოდი მეგიპასუხებ :-ეს იყო სასწაული, მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

 


№13  offline წევრი sati

სტუმარი bells
ჰჰჰ რაიყო ეს ??მოდი მეგიპასუხებ :-ეს იყო სასწაული, მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

heart_eyes

 


№14 სტუმარი gggg

Xo anu anukis sityvebi vigulisxme avaria ar migulisxmia

 


№15 სტუმარი btd

auuudadee raa

 


№16  offline წევრი sati

gggg
Xo anu anukis sityvebi vigulisxme avaria ar migulisxmia

ხო აი მანდ გეთანხმები. უბრალოდ შემეცოდა, ისედაც საცოდავად გამოიყურებოდა იქ რო იდგა და ამ ყველაფერს უსმენდა. თორე იმდენი რამის თქმა შეიძლებოდა რომ რავი..

 


№17 სტუმარი gggg

sati
gggg
Xo anu anukis sityvebi vigulisxme avaria ar migulisxmia

ხო აი მანდ გეთანხმები. უბრალოდ შემეცოდა, ისედაც საცოდავად გამოიყურებოდა იქ რო იდგა და ამ ყველაფერს უსმენდა. თორე იმდენი რამის თქმა შეიძლებოდა რომ რავი..
:-* :-* :-* :-* :-D :-D :-D

 


№18 სტუმარი ვდკ

vauu vgikdebii amistoriaaze da shenzeeccdzaaliannmagariaa dadee rra malee mouenlad velii

 


№19  offline მოდერი Eleniko13

გუშინ არ მეძინებოდა,
ხასიათზე არ ვიყავი და ვერც ფილმებს ვუყურე,
ვიფიქრე წავიკითხავ რამეს,
ნაკლებად დამაფიქრებელს და ნაკლებად
აზრის შემცველს და შემოვედი ფორლავზე.
ეს საიტი კრიზისულ სიტუაციებში არის პერფექტო.
ხოდა,
შემხვდა შენი ანუკი.
თან ვიფიქრე დიდია,
თან ვიფიქრე ადვილად წავიკითხავ და
მეთქი, ჩემი რა მიდის?
ჩავუჯექი. კი არადა, ჩავუწექი და წავიკითხე.
აი,
ხომ უკვე ოცდამეერთე თავზე ხარ და...
ერთ ადგილას დგახარ.
არც პროგრესი გქონია და
არც რეგრესი რომ როგორმე შეგაფადო ან
შევაფასო ეს ისტორია.
გაჭედილივით ხარ ოღონდ გამოძვრომას არც კი ცდილობ.
საინტერესოა იმ მხრივ რო გაფიქრებინებს ადამიანს,
ამის მერე ეს რას იტყვის და გააკეთებს.
მეტი არაფერი.
პერსონაჟები გყავს?
აი, ძააან ბანძად ისეთი როჟები,
საკუთარი თავის პატივისცემაც რომ არ აქვთ.
იქნებ შენ ვერ შექმენი უკეთესებად?
რავიცი, თან ისეთი მოკლეა,
დიალოგებიც და ვითარებებიც.
ხუთი წელი ორ წინადადებაში გადის.
ძალიან დაუხვეწავია,
არადა რა საინტერესო სიუჟეტია.
მე მოგვყვები მაინც,
მაინტერესებს რამეს თუ შეცვლი.
გუუდ ლაქ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent