შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი არსებობისთვის (სრულად) ნაწილი 1


27-12-2017, 03:19
ავტორი Aunt B.
ნანახია 11 294

დილით წვიმის შემაწუხებელმა ხმამ გააღვიძა.. თვალები გაჭირვებით გაახილა და წვიმისაგან დანამულ ფანჯრებს უკმაყოფილოდ გახედა. როგორ ვერ იტანდა ზამთრის აუტანელ დღეებს და ქალაქში თვეობით გამეფებულ სიცივეს..
გაბუსხული წამოდგა და როგორც შეეძლო სწრაფად მოირგო სიფრიფანა სხეულზე ფუმფულა ხალათი, რომ როგორმე ოთახში არსებული სიცივის შეგრძნება თავიდან აეცილებინა მაგრამ დაბალმა ტემპერატურამ თავისი მაინც გაიტანა და ელენესაც შეუბრალებლად უბიძგა კანკალისკენ..
ერთმა ყლუპმა ცხელმა ყავამ სასიამოვნოდ დაუარა სხეულში და კანკალით დაღლილი კუნთები წამიერად მოუდუნდა. კმაყოფილმა ჩაიღიმა საყვარელი სითხის სურნელით გაბრუებულმა და პატარა ყვითელ ფურცელზე ნაჩქარევად მიწერილ მისამართს დიდი ინტერესით დააჩერდა. ამ დღეს უკვე თითქმის ერთი კვირა ელოდა და ერთი სული ჰქონდა ქვეყნის ერთერთი ყველაზე გავლენიანი კომპანიის მფლობელს პირისპირ შეხვედროდა, რომ როგორმე ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებელი ფონდისთვის რაიმე მიზერული თანხის გაღებაზე მაინც დაეთანხმებინა. მილიონჯერ ჰქონდა გააზრებული როგორ შეიძლებოდა წარმართულიყო მათი საუბარი.. იმდენად სურდა პატარების დახმარება რომ ყველაფერზე იყო წამსვლელი მაგრამ რამდენად მომთხოვნი იქნებოდა მის მიმართ კომპანიის პრეზიდენტი?
ნაჩქარევად გაემზადა, აღელვებულმა დაავლო ხელი ფურცელს და ჩანთის წინა ჯიბეში დაუდევრად ჩაიჩურთა, თვალი კიდევ ერთხელ მოავლო პატარა ოთახს და კარი ფრთხილად გაიკეტა. გარეთ გამოსვლისას ერთიანად დაეჯახა აუტანელი სიცივე და ძლიერმა ქარმა თვალები ისე აუწვა რამდენიმე წამით ნაბიჯიც კი ვერ გადადგა, ბუზღუნით გააჩერა ტაქსი და მძღოლს მისამართი ცრემლების წმენდით უკარნახა, სავარძელზე შეძლებისდაგვარად კომფორტულად მოეწყო და კომპანიის „იდუმალ“ პრეზიდენტზე ჩაფიქრდა. ვერაფრით გაეგო ეს კაცი რატომ იყო ასეთი შეუვალი და რატომ ამბობდა ადამიანების, მითუმეტეს ბავშვების დახმარებაზე უარს. თვითონ რომ ამდენი ფული ჰქონოდა ალბათ არც არავისი თხოვნა დასჭირდებოდა ისე მოიძიებდა და მიაგნებდა ყველას ვისი დახმარებაც შეეძლო.. მაგრამ.. იქნებ ჰგონია რომ ვატყუებთ და თაღლითები ვართ ? საბოლოოდ მაინც გაამართლეს მისმა კეთილმა ფიქრებმა უცნობი მილიონერი და ოდნავ დამშვიდებულმა იმით, რომ ყველაფრის ახსნას ძალიან მარტივად შეძლებდა გაბედულად შეაღო უზარმაზარ ფლიგელში შემავალი რკინის მძიმე კარი. ქვის ფილებზე ქუსლების გამაღიზიანებელმა კაკუნმა თავგზა ისე აუბნია ვერაფრით გაარკვია საით უნდა წასულიყო, ბოლოს როგორც იქნა რეგისტრატორს მიაგნო და აღელლვებულმა ძლივს იკითხა სად შეიძლება ვნახო ალექსანდრე ტაბიძეო. ზედმეტად გადაპრანჭულმა ქერა გოგონამ ალმაცერად ამოიხედა და თმის ღერიდან ტერფამდე ირონიულად შეათვალიერა დაბნეულობისაგან აწითლებული ელენე.
- ბატონი ალექსანდრე შეხვედრაზეა, ვერ გაესაუბრებით! - მისთვის არც კი შეუხედავს ისე უპასუხა ქერამ და კლავიატურაზე რაღაცის ბეჭდვა განაგრძო. იმდენად ეწყინა მისი დაუფარავი უყურადღებობა ელენეს ცოტა დააკლდა რომ იქვე ტირილი არ დაიწყო მაგრამ როცა გაახსენდა აქ რისთვისაც იყო მაშინვე შეიკავა უკვე თვალზე მომდგარი ემოციები და ხელები ქერას მაგიდაზე დააწყო. მისთვის თვალი მანამ არ მოუშორებია, სანამ ვულგარულმა თოჯინამ კვლავ არ ინება გოგონასთვის ყურადღების მიქცევა.
- რამე გაუგებრად გითხარით ? - არც ამჯერად დაიშურა ირონია და ელენეს მზერა თავხედურად გაუსწორა.
- ალბათ მე აგიხსენით გაუგებრად ის, რომ ბატონი ალექსანდრე დღეს აუცილებლად უნდა ვნახო! - თვითონვე გაუკვირდა საკუთარი კატეგორიული და მომთხოვნი ტონი ელენეს. ქერამ უკმაყოფილოდ გამობურცა მუქი ქონტურით გადიდებული წვრილი ტუჩები და თვალები გადაატრიალა, ფეხზე ზლაზვნით წამოდგა და ელენეს ლიფტისკენ გაუძღვა.
- სულ ბოლო სართულზე დაელოდეთ კაბინეტთან, თუ ლოდინი დიდხანს მოგიწიათ მდივანს სთხოვეთ დახმარება - მოჩვენებითი ზრდილობით ჩამოურაკრაკა ალბათ უკვე ძალიან ბევრჯერ ნათქვამი ტექსტი და დასრულებისთანავე გაეცალა.
ამდენი ლოდინისგან დაღლილმა უკვე ისიც იფიქრა ხვალ ხომ არ მოვიდეო მაგრამ ფიქრი დასრულებული არც ჰქონდა აჩქარებული ნაბიჯების ხმა რომ მოესმა და იმედიანად გაიხედა მარჯვნივ, მაგრამ მოძრავი სამი უზარმაზარი ფიგურის დანახვაზე იმდენად აფორიაქდა კითხვის დასმაც კი ვერ გაბედა. სამმა მამაკაცმა გაცხარებული კამათით ჩაუქროლეს და ზუსტად იმ კარის უკან მიიმალნენ, რომელიც წესით ბატონი ალექსანდრეს კაბინეტი უნდა ყოფილიყო.
- ვინმეს ელოდებით? - სასიამოვნო ხმა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ შიშისგან შეხტა.
- მაპატიეთ.. უკაცრავად.. - უხერხულად შეიშმუშნა სასიამოვნო გარეგნობის შავგვრემანი გოგონა, ელენემ წამიერად შეათვალიერა და მისი ჩაცმულობიდან გამომდინარე გონებაში მაშინვე მდივნის პოზიციაზე განამწესა. იმით გახარებულმა, რომ ვიღაცისთვის რამის კითხვა მაინც შეეძლო სწრაფად დაივიწყა წუთისწინანდელი შეშინება და გოგონას ჩვეული ლაღი ღიმილით გაუღიმა.
- ხომ ვერ დაგეხმარებით ? ვინმეს ელოდებით? - მზრუნველად იკითხა მდივანმა და ელენეს პასუხის მოლოდინში რაღაცის გადასამოწმებლად წითელყდიანი წიგნაკი გადაშალა.
- იცით, მე ბატონ ალექსანდრესთან მინდა შეხვედრა.. თუ შესაძლებელია შესაძლებელია? - დაღლილმა ძლივს ამოთქვა და მომლოდინე თვალებით მიაჩერდა მის წინ მდგომს.
- კი, რა თქმა უნდა... სულ ცოტა ხნით დამელოდეთ, უბრალოდ თქვენი მოსვლის შესახებ გავაფრთხილებ.. და რა გადავცე კონკრეტულად რა საქმე გაქვთ?
- საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებით მინდა რაღაც ვთხოვო.. - უხერხულობისგან თავი ჩაღუნა და თითებს დაუწყო წვალება. მდივანი დროებით დაემშვიდობა და კარს იქით მიიმალა.. ელენე კი უფრო მეტად მოიცვა აღელვებამ.. თავადაც ვერ ხვდებოდა ასე რა ანერვიულებდა, დახმარებას თავისი თავის გამო ხომ არ თხოვდა? მაგრამ ასეთი მიზეზის გამოც კი საშინლად ეუხერხულებოდა ვინმეს შეწუხება, მითუმეტეს ისეთი პიროვნების, რომელსაც მანამდე არც კი იცნობდა.
- მობრძანდით, ბატონი ალექსანდრე გელოდებათ.. - მდივნის მშვიდმა ხმამ ფიქრები შეაწყვეტნა, წამოდგომისას ღრმად შეისუნთქა გრილი ჰაერი და აკანკალებული ხელი რკინის სახელურს შეახო. ცივი მეტალის შეხებისას ისედაც შემცივნულს უფრო მეტად ჩაეღვარა საძულველი სიცივე მთელ სხეულში და უსიამოვნო შეგრძნება კიდევ უფრო მეტად გაუძლიერდა კაბინეტში შესვლისას მისკენ ზურგით მდგარ სილუეტს რომ შეავლო თვალი.
- დაბრძანდით ! - ძარღვებშიც კი გაუყინა სისხლი შავი სილუეტის მკაცრმა ტონმა, მუხლები წამიერად მოეკვეთა და რომ არ წაქცეულიყო მისი „ბრძანება“ მაშინვე შეასრულა, გორგოლაჭიანი სავარძელი ოდნავ გამოაცურა და ფრთხილად ჩამოჯდა. განერვიულებულმა ვერაფრით მოუყარა სათქმელს თავი და ისევ ალექსანდრეს დაელოდა , იქნებ რამე მაინც ეკითხა მისთვის..
- ესე იგი ქველმოქმედება.. - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა გაყინულმა, უემოციო ხმამ და სილუეტს ფართო მხრები ირონიულმა სიცილმა აუთამაშა. - რატომ უნდა დავეხმარო ვინმეს? ან მოდი პირდაპირ მითხარით ამ საქმიდან პირადად თქვენ რამდენი შეგხვდებათ? - იმდენად მოულოდნელი იყო კითხვა, მისი დამოკიდებულება და ირონიული ტონი, რომ ელენემ რამდენიმე წუთის შემდეგ გაიაზრა მისი ნათქვამის მნიშვნელობა. დაუმსახურებულმა შეურაცყოფამ თვალები აუწვა და სიმწრისგან წამოსული ცრემლი გაბრაზებულმა პატარა მუჭით შეუმჩნევლად მოიწმინდა. როგორ მოუნდა ამ თავხედი მამაკაცისთვის სახეში გაერტყა მაგრამ კარგად იცოდა რომ ამას ვერ შეძლებდა. მაშინვე მიხვდა, რომ ამ კაცისთვის არაფრის ახსნას არ ექნებოდა აზრი და საკუთარ თავზე გაბრაზდა აქ მოსვლითაც კი რომ საშინლად დაიმცირა თავი.
- მე .. უნდა წავიდე.. - ძლივს ამოთქვა რამდენიმე სიტყვა და წამოდგომა დააპირა სილუეტი მისკენ რომ მიტრიალდა და გაკვირვებული პირდაპირ თვალებში ჩააცქერდა.
„გთხოვ ოღონდ ახლა არ იტირო რა , ოღონდ ახლა არა!“ მთელი არსებით თხოვდა საკუთარ თავს და ვერც ალექსანდრეს თვალებს აცილებდა თავისას. მამაკაცი იმდენად გაკვირვებული უყურებდა ამან კიდევ უფრო მეტად დააბნია. როგორც იქნა წამოდგა, უკაცრავად შეწუხებისთვისო დაიჩურჩულა და გასასვლელისკენ გაიქცა. აკანკალებული თითებით ძლივს შეეხო ლიფტის გამოსაძახებელ ღილაკს და დასველებულ ლოყაზე ხელის ზურგი ჩამოისვა. ვერც კი გაიაზრა იმდენად მოულოდნელად იგრძნო მკლავებზე მძიმე მარწუხები და შიშისგან კინაღამ გული გაუსკდა ვიღაცამ თავისკენ რომ შეატრიალა და ამ ვიღაცაში წუთის წინ მოლაპარაკე სილუეტი ამოიცნო. ალექსანდრეს გაბრაზებისგან ყბები უსაშველოდ დაჭიმვოდა, თვალები უფრო მეტად ჩაშავებოდა და ელენეს თაფლისფერ თვალებს არაფრით არ წყდებოდა. მძიმედ სუნთქავდა და ხელებს მის სიფრიფანა მკლავებს გამეტებით უჭერდა, მაგრამ შეშინებული ელენე საბედნიეროდ ტკივილსაც კი ვერ გრძნობდა. ლიფტის კარის გაღების ხმამ თითქოს ოდნავ გამოაფხიზლა, აფექტში მყოფმა სწრაფად ჩამოუშვა ხელები და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია..
- რა... გქვია ? - ხმაც კი საშინლად შეცვლოდა და უფრო ხრინწიანი ტემბრი მეტ სიმკაცრეს მატებდა.
- ელენე .. ელენე ძნელაძე - ვერც კი მიხვდა რატომ დაუკონკრეტა ასე, რამ გამოიწვია მისი აღელვება ან საერთოდ რა ხდებოდა მის თავს. შეშინებულმა თვალები დახუჭა და აღსასრულს გულგაჩერებული დაელოდა.
- თვალები.. გაახილე! - მძლავრად შეანჯღრიეს ძლიერმა ხელებმა და მანაც სასწრაფოდ შეასრულა ბრძანება. ალექსანდრემ კიდევ რამდენიმე წამით უყურა თვალებში , შემდეგ რაღაც ამოიბურდღუნა და მაშინვე გაბრუნდა უკან ისე, რომ გოგონასთვის აღარც შემოუხედავს. საკუთარ თავზე სიმწრით გაეღიმა როცა ლიფტის კარის დახურვისას თავი სამშვიდობოს იგრძნო, გარეთ გამოსვლისას ღმად ჩაისუნთქა ჰაერი და ცხოვრებაში პირველად ესიამოვნა წვიმის წვეთების სიგრილე.. ხარბად შეუშვირა სახე და გულიც თანდათად დაუმშვიდდა. ვეღარც სიცივეს გრძნობდა,არც შიმშილის შეგრძნება აწუხებდა, გონებაში სურათი დახატა როგორ იყო გახვეული თბილ პლედში და ჩაის სვამდა, სახლში ყოფნა ისე მოუნდა ახლა კინაღამ ამის გამო ატირდა. ტაქსი გააჩერა და როცა უკვე ნაცნობი შენობა და სადარბაზო გამოჩნდა საბოლოოდ დამშვიდდა, მაგრამ არც კი შეუმჩნევია მთელი გზა როგორ მოყვებოდა უზარმაზარი შავი “FORD”-ის მარკის ჯიპი..

***

მოაჯირს ხელს ისე უჭერდა, რომ სახსრების გაუსაძლისი ტკივილი უკვე გონებასაც კი უბინდავდა მაგრამ ჯიუტად არ ნებდებოდა და თითქოს ფიზიკურ ტკივილს სულიერი ქაოსის ჩასახშობად იყენებდა. არაფრით შორდებოდა „სიკეთის სხივჩამდგარი“ თაფლისფერი თვალების არაამქვეყნიური გამოსახულება და მთელ შინაგან სამყაროს დაუნდობლად უშფოთებდა. თავის მიზნებსა და სურვილებში ყოველთვის დარწმუნებულს ახლა ვერ გადაეწყვიტა მიეცა თუ არა ამ თვალებისთვის კიდევ დიდხანს მზერის უფლება.. რომ მიეცა, იცოდა თავს ვეღარასდროს დაანებებდა, ეს ყველაფერი თავისი სიმართლით გაჟღენთილ პირად სამყაროს რადიკალურად შეუცვლიდა მაგრამ თუ ასე არ მოხდებოდა მაშინ... მაშინ რა იქნებოდა თუ ერთხელ უკვე დაკარგულს ისევ დაკარგავდა? პირველად აშინებდა საკუთარი გაურკვევლობა .. არც მისი ვინაობა აინტერესებდა, არც ცხოვრების წესი, მხოლოდ ერთი რამ სურდა - დაუსრულებლად ეყურებინა მისი სიკეთით სავსე თაფლისფერი თვალებისთვის, რომელიც ასე გავდნენ..
- ალექსანდრე?! - კარი დაუკაკუნებლად შემოაღო რეზიმ და ნებართვას არც დალოდებია ისე შემოაბიჯა ოთახში. ასეთ მომენტებში რეზიმ ზუსტად იცოდა, რომ მისთვის არაფერი არ უნდა ეკითხა. ბავშვობის მეგობრები უკვე წლების მანძილზე ითავისებდნენ მის ტკივილს და ლაპარაკს გადაჩვეულ ალექსანდრეს უსიტყვოდ უგებდნენ. სხეული ისე დამძიმებოდა მოეჩვენა, რომ მთელი ენერგია შემობრუნებაზე დახარჯა, მისალმების ნიშნად მეგობარს ოდნავ გაუღიმა და მაგიდაზე გაშლილ ფოტოებს ყურადღებით დააცქერდა.
- უმცროსი გაგნიძეა .. - შავგვრემან ახმახზე მიუთითა რეზიმ და უკვე ინტუიციით წინასწარ ცნობილ მოსალოდნელ „ბრძანებას“ მაინც უდიდესი მოთმენით დაელოდა.
- სანამ ძმის ადგილსამყოფელს არ იტყვის მანამდე აწამეთ.. მერე მოკალით ! - სასტიკმა განაჩენმა ყურები დაუგუბა და რეზის მზერა ძლივს გაუსწორა, მეგობარის გამომეტყველებამ თითქოს მთელი ორგანიზმი წაუშალა.. როგორ ვერ იტანდა რეზი ასეთ მომენტებს, როცა დანამდვილებით იცოდა ალექსანდრეს რაღაც ძალიან უჭირდა მაგრამ დახმარება არ შეეძლო.. მისი დახმარება არავის შეეძლო!
- ნუ დარდობ.. აუცილებლად მივაგნებთ! - ზუსტად ის მოისმინა რისი მოსმენაც სურდა, მეგობრები არასდროს ღალატობდნენ .. ამაშიც არ შემცდარა, ცხოვრების მეგზურები ჯერ კიდევ ორი წლისამ ყველაზე სწორად შეარჩია. მადლობის ნიშნად მხოლოდ ოდნავ დაუკრა თავი, მის დუმილს მიჩვეულმა რეზიმ ოთახი დატოვა თუ არა კვლავ რამდენიმე წამისწინანდელ პოზიციას დაუბრუნდა და უკვე გამოღვიძებულ ქალაქს შურის თვალით გადახედა. გულწრფელად შურდა ამ პატარა კაცუნების, რომლებიც მეასე სართულიდან მინდვრის მწერებს უფრო გავდნენ.. ალბათ როგორი ფასეულობებისგან დაცლილი და ერთფეროვანი იყო მათი გაჭირვებული ცხოვრება.. როგორ სძულდა ადამიანები და უკვე როგორ უყვარდა თაფლისფერი თვალები, რომლებსაც ალბათ ჯერ კიდევ ეძინათ..

პალატის კარი გულდამძიმებულმა გამოიკეტა და მთელი ღამის შეკავებულ ცრემლებს უფლება მისცა მის ლოყებზე გზა მოენახათ. პალატის ფანჯრიდან უყურებდა პატარა გოგონას, რომელსაც მძიმედ სუნთქვისგან პატარა მხრები ძლივს აუდჩაუდიოდა და მშფოთვარედ ეძინა. ელენემ უკვე აღარ იცოდა რით დახმარებოდა, გონებაში მხოლოდ ექიმის სიტყვები უტრიალებდა „თუ ქიმიოთერაპიებს ერთ კვირაში ვერ დავიწყებთ, შანსი აღარ გვექნება“ და საშინლად ტანჯავდა უმოქმედობის აუტანელი შეგრძნება. საათს დახედა და წასვლის დროაო გაიფიქრა.. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ძლივს ნაპოვნი სამსახური საშუალებას არ აძლევდა პატარა გოგონასთან დღეც დარჩენილიყო. ცრემლები მუჭებით მოიწმინდა და კიდევ ერთხელ შეავლო ფანჯრიდან მძინარე პაციენტს მზერა..
- თქვენი შვილია? - ყურებს არ დაუჯერა ყინულივით ცივი ხმა მის მფლობელთან რომ დააკავშირა. შიშისგან გული აუჩქარდა და მარჯვნივ მდგარ ალექსანდრეს ფრთხილად გახედა, იმაში დასარწმუნებლად ხომ არ მელანდებაო, მაგრამ მისმა შუბლშეკრულმა სახემ და მტკიცე გამომეტყველებამ ეს იმედიც გაუქრო. მერე კითხვის შინაარსი გადახარშა და ძლივს მოახერხა პასუხის გაცემა
- არა.. მეგობარია - დაიჩურჩულა და აცრემლებულმა ისევ ფანჯარაში გაიხედა. ალექსანდრეს არ გამოპარვია როგორ შეცვალა მის თვალებში შიში გადამდებმა სითბომ და წამიერად გაუთბა ამდენი წლის განმავლობაში გაყინული გული.
ნერვები უკიდურესად მოუშალა მისმა უანგარო ალოგიკურმა ცრემლებმა და შუბლი კიდევ უფრო მეტად მოეჭმუხნა.
- რა ჭირს? - უინტერესოდ იკითხა და თვალები ელენეს მზერის ობიექტისკენ გადაიტანა. როგორ უნდოდა პატარა გოგონას სუსტ სხეულს მასშიც აღეძრა თანაგრძნობის მსგავსი ემოცია მაგრამ არაფერი უგრძვნია, მზერა ისევ პირვანდელ ობიექტზე დააბრუნა და პასუხს დაელოდა.
- ლეიკემია.. ქიმიოთერაპიები ჭირდება - დაღლილმა ამოისლუკუნა ელენემ და შეფარვით შეათვალიერა მოულოდნელი სტუმარი, რომელიც არაფრით ხსნიდა შუბლს და სიბრაზეშერეული აღელვება კიდევ უფრო მეტად უძლიერდებოდა.
- მისი მშობლები სად არიან? - იგივე ტონით იკითხა და ინტერესით ჩააჩერდა მისკენ შემობრუნებულ ცრემლებისგან გაღიავებულ თაფლისფერ თვალებს. ელენემ მის გამჭოლ მზერას ვეღარ გაუძლო და ისევ ფანჯრისკენ შებრუნდა, მისი ქცევით უკმაყოფილო ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა და მანაც იძულებით გაიმეორა გოგონას მოძრაობა.
- არავინ ყავს.. ბავშვთა სახლიდანაა .. - კიდევ ერთხელ გააკვირვა გოგონას ალოგიკურმა პასუხმა და იმდენად გაღიზიანდა, რომ არა წლების განმავლობაში გამომუშავებული თვითკონტროლი ალბათ ყველაფერს დალეწავდა.
- და შენ მისი მფარველი ანგელოზი ხარ? - დამცინავმა ტონმა შეცვალა ცივი ჟღერადობა და ელენეც წამიერად გაფითრდა. თვალები ბრაზით აევსო და თავბრუ დაეხვა.
- ფრთხილად! - შეუღრინა წაბარბაცებულს და რომ არ წაქცეულიყო გაყინული ხელი შეაშველა.
- ნუ მეხებით ! - და საერთოდ.. მიბრძანდეთ აქედან ! - მისი ხელი უხეშად მოიშორა და თვალდახუჭულმა თავი ცივ მინას მიაბყრო. ვერც კი გაიაზრა ისე ჩააფრინდა მის სუსტ მკლავებს ალექსანდრეს ხელები და ძვლების ტკივილი რომ იგრძნო თვალებიც მაშინ გაახილა..
- მე.. როცა მელაპარაკები.. თვალებს ნუ ხუჭავ ! - კბილებში გამოსცრა სიბრაზისგან აწითლებულმა ალექსანდრემ და ხელები უფრო მეტად მოუჭირა.
- მეტკინა .. - ამოიტირა გულგახეთქილმა ელენემ და მოსაშორებლად ოდნავ გაიბრძოლა.
- მითხარი რატომ აკეთებ ამას? როგორ ხარ ასეთი კეთილი ელენე რატომ გამომეცხადე მაინცდამაინც ახლა როცა თითქმის უკვე ყველაფერი მთავრდება? - გაურკვეველ კითხვებს თითქოს თავის თავს უსვამდა ალექსანდრე.
- არ ხართ ნორმალური.. გამიშვით რა - ბოლოს უკვე თხოვნაზე გადავიდა მისი მისუსტებული ხმა. ძლივს მოეგო გონს ალექსანდრე და ატკივებული თითები ფრთხილად მოაცილა მის მკლავებს. გოგონამ ტირილით დაიზილა ატკივებული ადგილები და ხმისამოუღებლად გაეცალა იქაურობას. დაღლილს არც თვალი გაუყოლებია, არც მოსაბრუნებლად გაყოლია.. არაფერს ჰქონდა აზრი და მაინც.. ელენესთვის მისმა უშინაარსო კითხვებმა მისთვის მთელი ცხოვრების აზრი დაიტია. ზუსტად იცოდა, რომ ახლა ყველაზე არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა მაგრამ რატომღაც მაინც ძალიან მოუნდა ამის გაკეთება. უაზროდ შეათვალიერა პატარა პაციენტი და მუშტები შეკრა.. მერე კი .. მერე გაუცნობიერებლად მიაკვლია მთავარი ექიმის კაბინეტს და ის გააკეთა რასაც ზუსტად იცოდა, რომ თავს ვერასდროს აპატიებდა.

---

სამსახურის შემდეგ დაღლილი ისევ საავამდყოფოს მიადგა, გეზი ნაცნობი პალატისკენ აიღო. ჩამოშვებულმა ჟალუზებმა უსიამოვნოდ ააფორიაქეს, მაგრამ როცა კარი შეაღო და ცარიელი საწოლი დაინახა რაღაცამ მთელი შიგნეულობა ჩაუწვა. რომ არ წაქცეულიყო კარს მიეყუდა და სახეზე ცივი ხელი ჩამოისვა.
- ელენე.. კარგად ხართ? - შორიდან ჩაესმა ნაცნობი ხმა და უკვე ტირილის პირას მისულმა გვერდით მდგომ ექიმს დაბნეულმა ახედა.
- ანიტა.. სად.. - ემოციებმა არაფრით გააგრძელებინეს სათქმელი..
- დამშვიდდი ელენე.. კარგადაა! ქიმიოთერაპიას უკეთებენ და დღეს ვერ ნახავ - ღიმილმა გაუნათა აღელვებულ ექიმს სახე და ელენე სკამზე ჩამოაჯინა.
- კი მაგრამ.. როგორ? მერე თანხა? - ალუღლუღდა დაბნეული და გახარებულმა კინაღამ ტაში შემოჰკრა.
- თანხა უცნობმა გადაიხადა.. სახელი და გვარი არ უთქვამს მაგრამ ცოტა უცნაური ტიპი იყო - გაკვირვება ვერ დამალა ექიმმა და ელენეს გამამხნვებლად ისევ გაუღიმა.
- როგორ გამოიყურებოდა? - დაეჭვებულმა იკითხა გოგონამ და როცა ექიმის მიერ „უცნობი ანგელოზის“ აღწერა ალექსანდრეს აღწერილობას ზუსტად დაემთხვა გულზე თითქოს რაღაც მოეშვა. ექიმს გაბედნიერებული დაემშვიდობა და იმედმიცემული გაემართა სახლისკენ. ოდნავ დამშვიდებულმა თვალებზე საშინელი სიმძიმე იგრძნო და ძვლებიც რომ ატკივდა მიხვდა რომ ისევ მაღალი სიცხე ექნებოდა. ბავშვობიდან ასე ემართებოდა, როცა რამეზე ძალიან ღელავდა ყოველთვის მაღალ ტემპერატურსთან უწევდა გამკლავება. სახლში მისვლისას ბურტყუნით მოიძია თერმომეტრი და პლედში თბილად გაეხვია. თავი ისე ჰქონდა დამძიმებული ახლა ვერც ალექანდრეზე იფიქრებდა და ვერც მის მოულოდნელ ქველმოქმედებაზე, ანიტა რომ კარგად იქნებოდა ბოლომდე ეს აზრიც ვერ გაიაზრა, ისე მოუდუნა ოდნავმა სითბოს შეგრძნებამ სხეული და ემოციური დღით დაღლილს ღრმად ჩაეძინა.

***

ვერაფერმა შეუმსუბუქა არასწორი საქციელის ჩადენით გამოწვეული დანაშაულის გრძნობა. ზუსტად იცოდა, მისი დანახვისთანავე მიხვდა, რომ ელენეს გამო არჩეული გზის შეცვლა მოუწევდა. უკვე იმასაც ნანობდა მისი თავიდან მოშორება რეზის ან ერეკლეს რომ არ სთხოვა. ელენეს არც კი უთხოვია ისე გადაწყვიტა მისი დახმარება. ზუსტად ეს აზრი უჭამდა შიგნიდან ყველაფერს და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. სწრაფად წამოდგა საწოლიდან და სეიფის გასაღების კომბინაცია შესაშური სისწრაფით გაიმეორა. იარაღს მაყუჩი ფრთხილად მოარგო, ტყვიების რაოდენობაც შეამოწმა და იქვე დაგდებულ გასაღებს აღელვებული გადაწვდა.
15 წუთი არც დაჭირვებია ელენეს სახლთან მისასვლელად, მანქანა ოდნავ მოშორებით გააჩერა და მტკიცე ნაბიჯებით გაემართა თაფლისფერ თვალებთან საბოლოოდ შესახვედრად.
ჯერ კიდევ ბურანში მყოფმა ფრთხილად გამოაღო კარი და სიცხისგან დაწითლებული თვალები ალექსანდრეს მშვიდად მსუნთქავ სხეულს შეავლო. რა თქმა უნდა ვერაფერს მიხვდა, იარაღზე ჩაბღაუჭებულმა მკვრივმა თითებმა სულ დააბნიეს მაგრამ არც ერთი წამით უგრძვნია შიში ან საფრთხე, რომელიც იმ მომენტში იმაზე უფრო მეტად რეალური იყო ვიდრე წარმოიდგენდა.
ალექსანდრემ კინაღამ პირი დააღო ელენეს აწითლებულ სახეს და გაბუტულ ტუჩებს ღიმილი რომ მოეფინა. გაკვირვებული ჩააშტერდა უკვე მისაკუთრებულ თაფლისფერ თვალებს და იქ ნაპოვნმა გოგონას მადლიერებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა მიღებულ გადაწყვეტილებაში. ამდენი წელი მხოლოდ იმას შეალია, რომ ყველასთვის საძულველს საკუთარი სიმართლით ეცხოვრა, ელენე კი იდგა და თავისი ღიმილით მის მიზნებს გაუცნობიერებლად ანადგურებდა. ალბათ მოკვდებოდა რომ ეღიარებინა მისი თვალებით ტკბობა რამხელა სიამოვნება იყო, ელენეს ახლა ხმა რომ ამოეღო საბოლოოდ გადაიფიქრებდა მის მოკვლას , მაგრამ...
- შემობრძანდით .. - მისმა მორიდებულმა და ალბათ გაციებისგან ოდნავ ჩახლეჩილმა ხმამ სხეულზე თითოეული ძარღვი მტკივნეულად დაუჭიმა და იარაღს ხელი უფრო მეტად მოუჭირა. მისი სიმშვიდით გაჟღენთილი ხმა რომ მოესმა უკვე ზუსტად იცოდა, რომ ვეღარ შეძლებდა, ცხოვრებაში პირველად ვერ შეძლებდა სასხლეტზე თითის გამოკვრას. დამძიმებული სხეული ძლივს დაიმორჩილა და უფრო ფართოდ გაღებულ კარში უცვლელი მკაცრი გამომეტყველებით შეაბიჯა. ჯიუტად არ იღებდა ხმას.. ელენეს რამე რომ ეკითხა ალბათ პასუხსაც კი არ გაცემდა იმდენად ჰქონდა ნერვები დაძაბული, მაგრამ როგორც იქნა მიხვდა, რომ ელენესთვის აქ მოსვლის მიზეზი აუცილებლად უნდა აეხსნა, წამის მეასედში ისიც კი გაიფიქრა სიმართლე ხომ არ ვუთხრაო მაგრამ იმდენად ათბობდა გოგონას მზერა, რომ მის თვალებში მადლიერების შიშით შეცვლა მაშინვე გადაიფიქრა. ამაზეც კი გაბრაზდა .. მანამდე არასდროს უგრძვნია მსგავსი გაორება, გაღიზიანებულმა მოაშორა ოდნავ ჩაწითლებულ თვალებს მზერა და მაგიდაზე უწესრიგოდ მიმოფანტულ ნივთებს შორის რატომღაც თერმომეტრი ამოარჩია და ძლივსშესამჩნევ ნიშნულს ყურადღებით დააკვირდა.
- ავად ხართ? - ყურები დაუგუბა საკუთარ ტონში განგაშის ბგერებმა.. ესღა აკლდა, ახლა უნებურად მის გამონერვიულობა, ისიც ვერ გაარკვია რატომ გადავიდა ისევ ოფიციალური მიმართვის ფორმაზე და მაინც მისი ცუდად ყოფნით აღელვებული მომლოდინე თვალებით მიაჩერდა მობუზულ ელენეს.
- მხოლოდ სიცხე მაქვს.. - ისევ ზრდილობიანად გაიღიმა და ალექსანდრეს ხელით ანიშნა სავარძელზე ჩამოჯექიო. – მადლობა ანიტასთვის რომ.. - დამფრთხალს სათქმელი გაუწყდა ალექსანდრეს ოთახის თვალიერაბაში გართული ინტერესიანი თვალები ისევ მასზე რომ შეჩერდნენ.
- რატომ გაქვთ სიცხე? - ადვილი შესამჩნევი იყო როგორ უჭირდა „მშვიდად“ საუბარი და მაშინვე მიხვდა რომ ზედმეტი არ უნდა ელაპარაკა.
- არ ვიცი .. - ოდნავ აიჩეჩა სუსტი მხრები და თვალი ალექსანდრეს ხელში ჩაბღაუჭებული იარაღისკენ ფრთხილად გააპარა მაგრამ მისმა დაჟინებულმა მბურღავმა მზერამ მაშინვე გაშიფრა. თლილმა თითებმა საშიში ნივთი ფრთხილად მოათავსეს ხის მინიატურულ მაგიდაზე და ისევ პატრონის მუხლზე გადაინაცვლეს.
- აქ ძალიან ცივა.. - გაღიზიანებულმა აღნიშნა და უკმაყოფილომ თავი გააქნია - რა თქმა უნდა გაცივდები! - წარმოდგენა არ ქონდა ამას რატომ ამბობდა, ფაქტს, რომ გოგონას ცუდად ყოფნა მასზე აუტანლად მოქმედებდა თითქოს შეეჩვია და მასზე ნერვიულობით გამოწვეული განცდები მოეწონა კიდეც.. მერე რა, რომ ყველაფერი აერია.. ახლა იჯდა და მის გაკვირვებისგან გაფართოებულ თვალებს უჩვეულოდ დამშვიდებული უყურებდა და ეს სიმშვიდეც საშინლად მოეწონა.
- დილით გადასახადის გადახდა დამავიწყდა და.. - უნებურად გაჩერდა, როცა ალექსანდრემ იარაღი ისევ ხელებში მოიქცია და მაყუჩის პროფესიონალურად მოხსნა დაიწყო. ერთიანად აიტანა შიშმა და უფრო მეტად მოიფუზა.
- გინდა გითხრა აქ რატომ ვარ? - ისე ამოხედა თავისი საქმე არ შეუწყვეტია, საქმიანად წამოდგა და რამდენიმე ნაწილად დანაწევრებული „საშიში ნივთი“ ჯიბეებში გაინაწილა, მერე კი ჯიბეებში უდარდელად ჩაიწყო ხელები და დამუნჯებულ ელენეს ინტერესით დააჩერდა. გოგონამ უარის ნიშნად თავი გააქნია და აღელვებულმა თითებს დაუწო წვალება. მერე კი მისი პატარა მტევნები გაყინულ ხელებში მოექცა და დაძაბული სხეული ფართო მკერდს მობუზული მიეკრა.. თხელ თმაზე ალექსანდრემ თითები ფრთხილად აასრიალა და როგორც იქნა ფილტვებს ჩასუნთქვის საშუალება მისცა.. მისი თმის გრილმა სურნელმა კინაღამ ჭკუიდან შეშალა, არც ელენეს გაურკვევლობა ადარდებდა, არც ის აინტერესბდა , რომ გოგონას უმოწყალოდ აბნევდა და აშინებდა.. ახალი ემოციებით და შინაგანი ევოლუციით იმდენად იყო გართული ეგოისტურად მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა. სიცხისგან გავარვარებულ შუბლს შეუმჩნევლად შეახო გაყინული ტუჩები და სიგიჟემდე ესიამოვნა მისი ქმედებით გამოწვებული აკანკალებული სხეულის მოძრაობა თავისაზე რომ იგრძნო. ელენემ ფრთხილად ამოაძვრინა მის მკერდზე თითები და გაშვებისკენ ოდნავ უბიძგა, მაგრამ მისით გართულ ალექსანდრეს ახლა ვერაფერს მიახვედრებდა. გაბრაზდა და ცოტათი ეწყინა კიდეც ასე უკითხავად და უნებართვოდ რომ მოიქცია მკლავებში მაგრამ იმდენად იყო მის მიმართ მადლიერების გრძნობით აღვსილი, რომ შეწინააღმდეგება გადაიფიქრა თუმცა ვერც მის უცნაურ ქცევას მოუძებნა ახსნა. იმდენ ხანს იდგნენ ასე ტერფები ეტკინა და სიცხისგან გაბრუებულს თავბრუ დაეხვა, თვალები მიელულა და თავი ალექსანდრეს მხარზე ფრთხილად ჩამოდო.
- თვალები არ დახუჭო ! - არ დააყოვნა მკაცრმა ბარიტონმა და ელენემაც ძლივს დააშორა ერთმანეთს სველი წამწამები.
- მეძინება .. - ბუზღუნით გააპროტესტა გოგონამ და შუბლი უკმაყოფილოდ შეჭმუხნა. მხოლოდ ახლა გაახსენდა ალექსანდრეს მაგიდაზე დატოვებული თერმომეტრი და გოგონას მათქვამი : „სიცხე მაქვს“. სახე ოდნავ დაუმშვიდდა და პატარა სხეული დანანებით მოიშორა.
- ცუდად ხარ? - პასუხის მოლოდინში გული გაუჩერდა და ფილტვებს ისევ შეუწვიტა ჟანგბადის მარაგი.
- არა.. უბრალო მეძინება.. - ისევ გაბუსხულმა ამოილაპარაკა და ტუჩები ლამაზად ააცმაცუნა.
- ელენე არ გინდა.. - კბილებში ძლივს გამოცრა და ფანჯრისკენ შებრუნებულს კვლავ გოგონას საყვარლად გაბუსული სახე გამოესახა.
- რა არ მინდა? - გულუბრყვილოდ იკითხა მისი გაუგებარი საუბრით მუდამ დაბნეულმა ელენემ.
- დაიძინე.. - წუთების შემდეგ გაისმა ალექსანდრეს სიმკაცრეშემოძარცვული უჩვეულოდ დამთბარი ხმა.
- და თქვენ? - როგორ ეტყობოდა ელენეს რომ გაკვირვებას ვეღარ მალავდა.
- მე აქ უნდა ვიყო! - კატეგორიულმა ტონმა შეწინააღმდეგების შანსიც კი გაუქრო გოგონას, ისე ჩაეძინა ალექსანდრეს მისთვის აღარც შეუხედავს...

***

სიბნელეში ოდნავ განათებულ ქუჩას უყურებდა და ელენეს რიტმული სუნთქვა სასიამოვნოდ ჩაესმოდა უფრო მეტად აღელვებულს. უკვე თენდებოდა წასვლა რომ მოუნდა, მანამდე გოგონას პირდაპირ ჩამოჯდა მაგიდაზე და მისი გამოსახულება კარგად შეისწავლა. თეთრი სიფრიფანა ხელები, მშვიდი საოცრად ლამაზი სახე და პატარა მხრები კარგად რომ აღიბეჭდა გონებამ მხოლოდ ამის შემდეგ მისცა თავს წასვლის უფლება…

&&&

ზიზღით უყურებდა ტკივილისგან დამანჭულ სისხლიან სახეს, უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ნატანჯი, ნაწამები სხეულის კრუნჩხვა და შურისძიების სურვილით ერთიანად მოცულს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა..
- კარგია რომ შენ ძმას არაფრად უღირხარ.. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო დიდხანს მომიწევდა შენი ცოცხლად დატოვება - დამცინავად ამოილაპარაკა და დაუფიქრებლად გამოკრა სასხლეტს.. მანამდე არ გაჩერებულა სანამ ტყვიები არ გამოელია. თითოეული ტყვიისგან გამოწვეული მამაკაცის უნებური მოძრაობები აუტანლად სიამოვნებდა.
- გეყოფა.. საკმარისია.. უკვე მკვდარია ! - რეზის სიტყვებმა უფრო მეტად ასიამოვნეს და კმაყოფილებისგან გაღიმებული გაემართა მანქანისკენ. ტრადიციულად თომას სახლისკენ აიღეს გეზი, ხმას არცერთი იღებდა. რეზი საქმიანად ათვალიერებდა საბუთებს და პარალელურად ფოტოებზე რაღაცეებს ნიშნავდა. ალექსანდრე ვერაფერზე ფიქრობდა, ვერაფერს გრძნობდა, თვალდახუჭული წარმოსახვაში ელენეს
თმას ეფერებოდა და უფრო მეტად უძლიერდებოდა მისი ნახვის სურვილი. წუთების წინ მომხდარი ამბის სიმძიმე მხოლოდ თომას ემჩნეოდა, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვერ შეგუებოდა ბავშვობის მეგობრის ყოფას და ბუნებით უსაზღვროდ კეთილს არ შეეძლო ბოლომდე ისეთივე ყოფილიყო , როგორიც მათ მიზნებს სჭირდებოდა... ალექსანდრეს გამომეტყველებას ყოველ 5 წუთში ერთხელ ამოწმებდა და საჭეს ნერვიულად უჭერდა თითებს. სახლში მისულები მისაღებში მოთავსდნენ და გონება ცოტაოდენი ალკოჰოლით გამოიფხიზლეს. რეზიმ შესაშური წესრიგით მოათავსა მინის მასიურ მაგიდაზე ფოტოები და მეგობრებს გამარჯვებული სახით გადახედა.
- ესეც უფროსი გაგნიძე ! - აღტაცების ღიმილი მოეფინა სახეზე და გაკვირვეულ სახეებს ამაყად მოავლო მზერა. სწრაფად გააცნო საქმის ვითარება, მთავარი სამიზნის ადგილსამყოფელი და სავარძელზე დაღლილი გადაწვა.

ისევ ვერაფერი თქვა.. ათი წლის მანძილზე ელოდა დღეს როცა მასზე ყველაფერი ეცოდინებოდა, მიზანთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა.. დასასრულის სურნელი იგრძნო მაგრამ გულიდან სიმძიმე მაინც არ მოეშვა, რაღაც მაინც აკლდა.. ვისკის ბოთლს ხელი დაავლო და ბიჭებს უთქმელად გაეცალა. უზარმაზარი ვერანდიდან მთელი ქალაქი ჩანდა, ყინვა ძვალშიც კი ატანდა მაგრამ ალექსანდრეს ესეც კი არააადამიანურად სიამოვნებდა. უკვე ცხადად წარმოიდგინა როგორ იყო მის წინ დაჩოქილი ერეკლე გაგნიძე, რეალურად აღიქვამდა შეშინებულ მზერას, ფანტაზიას მისი სახის დამახინჯებაც კი მოესწრო. ვერაფრით ახსნა საიდან ან როგორ ჩაანაცვლა ბოროტი სიმახინჯე ელენეს ანგელოზურმა ხატებამ. ელენე! აი რა აკლდა მის სრულყოფილ ბედნიერებას . მისი სიახმოვე ისე მოუნდა კუნთები მტკივნეულად დაეჭიმა, ბოთლი და ჭიქა მაგიდაზე დაალაგა და მოკამათე ბიჭებს უხმაუროდ შეუერთდა. ვერაფრით თანხმდებოდნენ მეგობრები როგორ უნდა ემოქმედათ, თომას როგორც ყოველთვის დაფიქრება და საქმის გააზრებულად მოგვარება ერჩია, რეზი კი
პრაგმატულად აზროვნებდა.. ვერ იტანდა ლოდინს და უნდოდა ყველაფერი მალე დაემთავრებინა. ორივემ ერთდროულად გახედა ალექსანდრეს და ორივემ ერთდროულად შეამჩნია მისი ბედნიერი მაგრამ მაინც თავშეკავებული ღიმილი.
- ელენე მინდა ! - კატეგორიული იყო მისი ტონი.. თომას ისტერიული ხარხარი აუტყდა, რეზიმ კი წაბლისფერი სითხით ჭიქა ბოლომდე შეავსო. მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იყო ელენე, რას წარმოადგენდა ან სად უნდა მოეძებნათ. მთავარი ის იყო, რომ ამდენი ხნის შემდეგ ალექსანდრეშიც გაიდგა ბედნიერებამ ფესვები და მის თვალებშიც გამოჩნდა სხივი, რომელიც პატრონის არა არსებობის, არამედ სიცოცხლის სიმბოლოდ ექცათ იმ საღამოს.

----

სამსახურში ასე არასდროს დაღლილა, აჩქარებით მოუყვებოდა სახლისკენ მომავალ ტროტუარს და ცდილობდა სიცივეს არ აყოლოდა. სადარბაზოსთან აპირებდა შეხვევას როცა ორივე მხრიდან ოფიციალურად ჩაცმული ორი ახმახი ამოუდგა.
- ელენე ბრძანდებით? - იკითხა ერთ ერთმა და თავის დაქნევა არც ჰქონდა დამთავრებული მანქანაში რომ აღმოჩნდა..

***
იმენად იყო შეშინებული, რომ მეტყველების უნარი საერთოდ დაეკარგა. უკვე ძალიან ბნელოდა როცა უსწორმასწორო გზიდან ტყისკენ გადაუხვიეს, მოკლე მანძილის გავლის შემდეგ გაჩერდნენ და რობოტივით მოძრავი ახმახები მანქანიდან სინქრონიულად გადალაგდნენ.
- ეს მოიხურეთ , აქ ცივა.. - საკმაოდ ზრდილობიანი იყო გამტაცებლის ტონი და ელენეც რატომღაც ოდნავ დამშვიდდა მაგრამ როგორც კი ნაძვების სასიამოვნო სურნელთან ერთად ტყის სიცივეც იგრძნო ერთიანად აუკანკალდა სუსტი სხეული. შავოსანმა თვითონ გაშალა გაურკვეველი პრინტის პლედი , ელენეს მზრუნველად მოახვია მხრებზე და ანიშნა გამომყევიო. შეშინებული აცეცებდა თვალებს და გარემოს გაუაზრებლად ზვერავდა, ისე იყო დაძაბული არც საოცრად ლამაზი გარემო და ხის პატარა სახლი შეუმჩნევია, იმასაც კი ვერ მიხვდა რომ ტბის პირას მიდიოდნენ. სხვა დროს და სხვა ვითარებაში ვინ იცის რამდენჯერ უოცნებია ასეთ ადგილას თუნდაც ერთი საათის გატარებაზე მაგრამ ახლანდელი გაურკვევლობა და მომავლის შიში ისე ტანჯავდა ვერაფრით ახერხებდა აზროვნებას. მის წინ ხის კარი რომ გაიღო და თბილ ოთახში შეიყვანეს ეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა და გულგახეთქილმა ისე დახუჭა თვალი არც კი შეუხედავს მისკენ ზურგით მდგარი სილუეტისთვის. კარის მიხურვის ხმაზე მის პირდაპირ აშკარა მოძრაობა იგრძნო, რომელსაც ნაბიჯების ხმა მოჰყვა და უცნობი სილუეტი ზუსტად მის წინ გაჩერდა.
- რამდენჯერ უნდა გთხოვო თვალებს ნუ ხუჭავ მეთქი! - ტრადიციულად მკაცრი იყო ნაცნობი ხმა მაგრამ ელენეს მასში შერეული სითბო არ გამოპარვია, მაშინვე დაჭყიტა თვალები და კმაყოფილებისგან სახეგაბადრულ ალექსანდრეს რომ წააწყდა ერთიანად მოუდუნდა დაძაბული სხეული და თვალებიდან ცრემლები წასკდა. ინსტიქტურად აიწია ფეხის წვერებზე და ალექსანდრეს კისერს ხელები ძლიერად მოხვია.
- როგორ შემეშინდა.. რატომ.. არ მითხრეს შენთან .. თუ მოვდიოდი? - სლუკუნით ამოილუღლუღა და სახე მის კისერში ჩარგო.
- მეგონა მიხვდებოდი.. - დანანებით ამოთქვა ალექსანდრემ და მონატრებული სხეული ფრთხილად მიიხუტა. - მომენატრე ელენე!
თვითონაც გაუკვირდა თავისი სიტყვების გულწრფელობა, ელენეს პასუხს არც დალოდებია ისე აიტაცა ხელში და ბუხართან მდგარ სარწეველა სავარძელში ჩაჟდა.
- უნდა გეთქვა.. რა არ ვიფიქრე.. მეგონა მომკლავდნენ .. - საყვედურებს არ წყვეტდა ელენე და თან გამეტებით ცდილობდა უხერხული მდგომარეობიდან თავის დაღწევას,
გადარჩენით გამოწვეული სიხარული წამში შეეცვალა გაბრაზებით და ცრემლები დაბღვერილმა მოიწმინდა. ისე გაამწარა მისმა უყურადღებობამ და თვითკმაყოფილმა გამომეტყველებამ რომ ერთიანად გაწითლდა.
- ახლავე გამიშვი ხელი ! - ისეთი კატეგორიული იყო აშკარად დაბნეულმა ალექსანდრემ ავტომატურად შეასრულა მისი სურვილი და ფეხზე წამომხტარ ელენეს გაურკვეველი მზერა მიაპყრო.
- რა მოხდა? - მისმა გულწრფელად გამოხატულმა გაკვირვებამ ელენეს პირი დააღებინა, თვითონაც წამოდგა და შუბლშეკრული დაუდგა გოგონას წინ. მართლა ვერაფერს ხვდებოდა, ელენესგან არაფერი ჭირდებოდა მისი სიახლოვის გარდა, ახალ შეგრძნებებში ჩაფლულს არც კი უფიქრია რომ შეიძლებოდა გოგონას სურვილის წინააღმდეგ წასულიყო მაგრამ ახლა მის სიბრაზისგან შეფაკლულ და ცრემლიან სახეს რომ უყურებდა რაღაც ძალიან არ მოსწონდა.. ვერ აიტანა რომ უნებურად აწყენინა, გულმა უგრძნო რომ რაღაც არასწორად გააკეთა. გონებაში გადახარშა რისი გაკეთება შეძლო და არჩევანი ბოდიშის მოხდაზე შეაჩერა.
- შეიძლება ბოდიში რომ მოგიხადო? მართლა არ მეგონა..
- რა არ გეგონა ალექსანდრე? ასე როგორ შეიძლება? იცი მაინც რა გადავიტანე? - უფრო მეტად გაბრაზდა გოგონა და თვალებზე მომდგარი ცრემლები ნერვიულად მოიწმინდა.
უფრო მეტად დაიბნა, იქნებ ყველაფერი რომ აეხსნა ასე მაინც დაემშვიდებინა მაგრამ ლაპარაკს გადაჩვეულს საუბრის დაწყება ძალიან გაუჭირდა. ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და მის დამშვიდებას დაელოდა თან გონებასი აზრები დაალაგა რა უნდა ეთქვა და როგორ ისე, რომ გასაგები ყოფილიყო.
- ელენე დაჯექი თუ შეიძლება! - ისევ გაუმკაცრდა ხმა და დამფრთხალმა გოგონამაც მაშინვე შეასრულა მისი ზრდილობიანი ბრძანება.
- ახლა არ უნდა ბრაზდებოდე, აქ იმიტომ მოგიყვანე რომ მინდა თავი კარგად იგრძნო და ჩემთან ახლოს იყო, მერე რა რომ არ გითხარი.. დამიჯერე არ უნდა ბრაზდებოდე - ისეთი სახით ხსნიდა ამ ყველაფერს ელენეს გაეცინა, ძალიან უცნაური რომ იყო ამას მისი დანახვისთანავე მიხვდა, მისი გულწრფელი აღიარებაც სათანადოდ დააფასა და ოდნავ დამშვიდდა. გადაწყვიტა ისევ თვითონ დაეთმო და ღიმილით თავი ოდნავ დაუქნია.
- არ ხარ ნორმალური! - ჩაიცინა და ოდნავ მიუახლოვდა გაქვავებულს სილუეტს, რომელსაც ელენეს „შემწყნარებლობამ“ მაშინვე გაუნათა სახე და თვალებშიც ძლივსშესამჩნევი კმაყოფილების სხივი აუკიაფდა. ისევ ფრთხილად შეეხო მის წელს და ამჯერად გულზე ისე მიიკრა რომ სავარძელს აღარ დაბრუნებია.
- როგორ გაგყინვია ცხვირი.. თმაც.. გცივა ხომ? - თავისთვის ჩურჩულებდა და ნაზად დაატარებდა ელენეს ბეჭებზე ხელს, რომელსაც სითბოსა და ალექსანდრეს სურნელით გაბრუებულს ფართე მკერდძე მიელულა თვალები.
უცნაური იყო მათი ურთიერთობა, ისეთივე უცნაური, როგორიც ალექსანდრეს მთელი განვლილი ცხოვრება მაგრამ ელენესთან რამდენიმედღიან ურთიერთობას ხელი არ შეუშლია მისთვის გარკვეულიყო გრძნობებში და ვერ მიმხვდარიყო მისთვის გოგონას არსებობის მნიშვნელობას.. სამაგიეროდ ელენეს ტანჯავდა გაურკვევლობა, ვერ მიხვდა რატომ გაუჩნდა ასეთი ნდობა სრულიად უცნობი მამაკაცის მიმართ, ქვეცნობიერი კარნახობდა, რომ სწორად იქცეოდა მაგრამ გონება მაინც ეწინააღმდეგებოდა. ყველაზე მეტად ის უკვირდა, რომ მის შეხებას ძალიან ნაცნობად აღიქვამდა და თან ძალიან სიამოვნებდა. მთელი არსებით მიენდო ალექსანდრეს მკლავებს და შედეგებზე ფიქრიც უნებურად შეწყვიტა .. საოცარმა სურნელმა უკვე თავბრუ რომ დაახვია ოდნავ მოშორდა და ეშმაკურად მოჭუტა თვალები.
- ახლა მითხარი სად ვართ და რატომ მომიყვანე აქ ? - ეშმაკურმა სიცილმა გაუნათა სახე და თვალების ფახურით ახედა შავ თვალებს.
- რა ლამაზი ხარ ელე! - ჯერ კიდევ თავის სტიქიაში მყოფმა ალექსანდრემ თითქოს ვერაფერი გაიგო, თითები ნაზად ჩამოუსვა ფითქინა სახეს და კმაყოფილმა თავისთვის ჩაიღიმა, მაგრამ მალევე კიდა გოგონას მოღრუბლულ სახეს თვალი და მაშინვე გაიაზრა მისი ნათქვამი.
- რატომ მოგიყვანე უკვე გითხარი, მინდა რომ თავი კარგად იგრძნო, ჩემთან იყო და უფრო უკეთ გაგიცნო - ღიმილით გაუმეორა წუთის წინ ნათქვამი და მეორე კითხვას მიუბრუნდა - სად მოგიყვანე მაგას ხვალ გაიგებ, უკვე ბნელა და ახლა ვერ გავისეირნებთ - სერიოზული გამომეტყველებით განაგრძო ახსნა და თან ისევ ბუხართან მდგარი სავარძლისკენ გაიწია, ელენე კომფორტულად მოათავსა თავ ის მუხლებზე და გოგონას დაძაბულობა არც კი შეიმჩნია ისე შეეხო ცხელი ტუჩებით მის ყელს.. - კიდევ გაქვს კითხვები?
- ძალიან ბევრი.. - გულწრფელად უპასუხა ელენემ მაგრამ ზუსტად იცოდა რომ ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხს ვერ მიიღებდა.
- კიდევ გცივა? - ტექნიკურად შეცვალა თემა და ელენეც მიხვდა რომ კითხვების დასმა ჯერჯერობით ეკრძალებოდა.
- არა.. არც მციოდა - თავი წამოყო, სიცილით დაამშვიდა და ჩაშავებულ თვალებს ყურადღებით დააკვირდა.
- აბა რატომ კანკალებდი? - ვერ მიხვდა ალექსანდრე..
- იმიტომ რომ შემეშინდა .. - აუხსნა გოგონამ და ისევ წამისწინანდელ ადგილას დააბრუნა თავი.
- ელენე ჩემი გეშინია? - ისევ აღელდა და პასუხის მოლოდინში გული გაუჩერდა.
- არა შენი არ მეშინია, უბრალოდ არ მეგონა რომ შენთან მოვდიოდით - გოგონას დეტალურმა განმარტებამ სუნთქვის ფუნქცია კვლავ აღუდგინა და გულმაც აჩქარებით განაგრძო ძგერა.
- კარგია .. - მრავალმიშვნელოვნად ჩაილაპარაკა თავისთვის და ისევ ახლადაღმოჩენილ განცდებში ჩაიძირა. ელენეც თითქოს ყველაფერს ხვდებოდა და ხმას არ იღებდა. ყველაფრის გააზრება ისევ თავიდან დაიწყო იმ განსხვავებით, რომ ახლა ელენეზეც დაფიქრდა. მანამდე მხოლოდ იმის გარკვევას ცდილობდა რა უნდა მოეხერხებინა თავისი თავისთვის, რას ფიქრობდა, რას გრძნობდა. მაგრამ დღევანდელმა მისმა საქციელმა გოგონა აშკარად გაანაწყენა და ეს ფაქტი ვერაფრით აიტანა. ახლა ისე მოუწევდა ფიქრი და მოქმედება, რომ მეორედ სიბრაზისა და შიშის კვალი მის თვალებში აღარ დაენახა. მისი ფიქრები და სურვილები რომ უნდა გამოეცნო გამომწვევ აზარტში შეიყვანა და ახალი თავსატეხით აღმოჩენილს სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა, უკვე ჩაძინებული ელენე ფრთხილად მაგრამ უფრო გამეტებით მიიხუტა და თვითონაც დახუჭა თვალები.

***

- აქაურობა ისეთი ლამაზია .. - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ელენე და თბილ ნაქსოვ ჟაკეტში ჩაფუთნილი სახეს ზამთრის მზეს გაღიმებული უშვერდა. ალექსანდრეს მისი პატარა ხელი გამეტებით ჩაებღუჟა და ვარდისფერი კანის სილამაზით გაკვირვებული სახის უნაკლო კონტურს თვალს ვერ წყვეტდა, ცერა თითით ეფერებოდა მისი ხელის ზურგს და საოცარი წამებით სრულად ტკბებოდა.
- აქაურობა სულ შენია? - ცნობისმოყვარეობა ვერაფრით იკმაყოფილებდა ელენე და ალექსანდრეც „გმირულად“ დიდი მოთმინებთ პასუხობდა თითქმის ყველა კითხვას.
- კი ჩემია.. ეს კოტეჯი მამამ თავისი ხელით ააშენა - მამის ხსენებისას იმწამსვე გაუმძაფრდა მიძინებული ემოციები და სხეულზე თითოეული ძარღვი მტკივნეულად დაეჭიმა. მისმა სუსხიანმა ხმამ ყველაფერი თქვა, ელენემ ირგვლივ ნერვიულად მიმოიხედა და ნაპირზე გამობმული ნავი მხსნელად მოეჩვენა.
- შეიძლება გავისეირნოთ ? - მისმა მორიდებულმა, წკრიალა ხმამ სიბრაზისგან დაბინდულ გონებას მტანჯველი კადრები გაუფანტა და ისევ თავისუფლად შეძლო სუნთქვა.
- დღეს ცუდი ამინდია ელენე, ქარია და გამიცივდები ! - ძლივს გაუღიმა და სუსტ მხრებზე ძლიერი მკლავი მოავლო. - ძალიან სუსტი ხარ ! - უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და წარბშეკრული გვერდიდან დააჩერდა.
- მე ბავშობიდან ასეთი ვარ .. - სიცილი ვერ შეიკავა მის სიამაყით მოღერებულ კისერზე და გვერდიდან მიიკრა.
- მომიყევი რამე შენს ბავშვობაზე - რატომღაც ეგონა, რომ რაიმე მხიარული ისტორიის მოსმენა მოუწევდა მაგრამ ელეს სევდიანმა ღიმილმა და მძიმე ტონმა თითქოს კანიც კი დაუკაწრა.
- ბავშვთა სახლში გავიზარდე, წარმოდგენა არ მაქვს ჩემი მშობლები ვინები არიან.. - თითქოს სასხვათაშორისოდ ყვებოდა თავის ისტორიას მაგრამ ალექსანდრეს არაფერი გამოპარვია - მერე 15 წლის რომ გავხდი ერთერთმა მასწავლებელმა თავისთან წამიყვანა.. ლია ბებომ .. - ქალის სახელი ისე ნაზად და თბილად წარმოთქვა მოხუცის მიმართ ავტომატურად უდიდესი პატივისცემით განეწყო მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა. – სამწუხაროდ ორი წლის წინ მანაც დამტოვა .. - სულ ოდნავ შეეპარა მის მზერას ცრემლი მაგრამ ალექსანდრესთვის ესეც საკმარისი იყო. ერთიანად შემოუტიეს ქაოსურმა გრძნობებმა და გოგონას გასამხნევებლადაც კი ვერაფერი უთხრა. ცხოვრებას ელენესთვის მასზე არანაკლები ტანჯვა და განსაცდელი მიეყენებინა მაგრამ გოგონას თვალები მაინც იტევდნენ ბედნიერებისა და სიკეთის სხივს, შეიძლება ალექსანდრეზე უფრო მეტი მიზეზიც ჰქონდა ყველაფერზე დაბოღმილიყო, ირგვლივ ყველა შეეძულებინა მაგრამ თითქოს განზრახ აპოვნინა განგებამ თავისი ხასიათის ანტიპოდი. ამდენი წლის განმავლობაში გულის ძალიან ღრმა ნაწილში წამიერად გაუელვა ეჭვმა რომ არასწორი გზა აირჩია.. გულდამძიმებული შებრუნდა სახლისკენ და ელენეც თან გაიყოლა, თავს პირობა მიცა რომ ამაზე სხვა დროს და სხვა ადგილას იფიქრებდა. ახლა მთელი არსებით უნდა შეეგრძნო ელენეს სიახლოვე და მისგან წამოსული სასიამოვნო იმპულსები.
იმ ღამითაც ჩუმად უყურებდა ელენეს მშვიდ სახეს, ძილს კიდევ უფრო მეტად რომ დაელაგებინა მისი ნაკვთები. მისთვის ყველაფრის მიცემა სურდა, მის გამო ალბათ მთელ სამყაროსაც კი უყოყმანოდ დაუპირისპირდებოდა მაგრამ მისი ქვეცნობიერი უწინდელზე ხშირად უტევდა სისხლიანი საძულველი სახის გახსენებით და თავის მოვალეობას დაუნდობლად ახსენებდა. ეგონა ყველაფერს შეძლებდა მაგრამ ჯერ ვერ ხვდებოდა, რომ მის არსებაში უკვე დაწყებული რევოლუცია მომავლის თითოეულ წამს თავისი სურვილის მიხედვით უკითხავად ცვლიდა...

მთელი გზა თავს ძლივს იკავებდა რომ არ ეტირა, ალექსანდრემ ისე თავხედურად მიატოვა არაფერი აუხსნია .. დილით გაღვიძებულს სახლი ცარიელი დახვდა , არც ბარათი, არც შეტყობინება.. ერთი სიტყვაც კი ! სიგიჟემდე აღიზიანებდა მძღოლის სერიოზული გამომეტყველება, რომელიც არაფრით არღვევდა დუმილს და ელენეს არცერთ კითხვას არ პასუხობდა. ბოლოს დანებდა , თავი დაორთქლილ მინას მიადო და ფიქრებში ჩაიძირა. რა აღარ გაიხსენა იმის გამო რომ ალექსანდრეზე გაბრაზება მოეშორებინა, ბოლოს ანიტა გაახსენდა და გული კინაღამ გაუსკდა ამდენ ხანს რომ არ მოიკითხა. გონებაში გეგმები დააწყო და გადაწყვიტა ზედმეტად არაფერზე ეფიქრა, მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა და მძღოლს ზრდილობის გამო დაემშვიდობა, სადარბაზოს კიბეებს ნაჩქარევად აუყვა... ზამთრის სუსხიანმა ჰაერმა თითები მალევე გაუყინა და გასაღები საკეტს წვალებით მოარგო, კარი რომ გააღო სახლში დატრიალებული სითბო სასიამოვნოდ მოელამუნა სახეზე და გაკვირვებულმა დაზვერა პატარა დერეფანი, თვალებით მალევე მიაკვლია კედელზე დაკიდებულ ახალთახალი გამათბობლის ერთერთ ნაწილს და გონებამაც მაშინვე ახსნა ყველაფერი. ალექსანდრეს ფარულმა მზრუნველობამ ბედნიერების ღიმილი მოჰგვარა, დილანდელი საქციელი წამებში აპატია და ყველა ოთახი გაბადრულმა მოიარა. მადლობის გადასახდელად დარეკვა ან შეტყობინების გაგზავნა მოუნდა მაგრამ მისი ნომერი არ იცოდა, გეგმები ცოტა ხნით გადადო, ყავა მოიდუღა და კმაყოფილი ჩაეშვა სავარძელში. ალექსანდრეზე ფიქრი მთელი საღამო არ მოშორებია, არც მეორე დღეს .. მესამე დღეც ისე გავიდა ერთხელაც კი არ შეხმიანებია. სამსახურსაც ვერ უდებდა გულს, გაფანტული აკეთებდა ყველაფერს და ღამეს ანიტასთან ათენებდა. პატარას გაუარესებულმა მდგომარეობამ ყველაფერი გადაავიწყა, დღითიდღე უფრო სუსტდებოდა პატარა სხეული, აღარც მისი ხალისიანი ხმა სიამოვნება ელენეს ისე როგორც რამდენიმე წლის წინ ანიტა ჯერ კიდევ 5 წლის რომ იყო, ექიმის კაბინეტიდან განადგურებული გამოვიდა და თვითონაც უკვირდა ნაბიჯების გადასადგმელად როგორ ჰყოფნიდა ძალა. ნაცნობ პალატას ჩაუარა მაგრამ შესვლა ვერ გაბედა, იცოდა რომ მომლოდინე თვალებს მეტად ვეღარ მოატყუებდა, შორიდან დაზვერა გოგონას გაფითრებული სახე და გასასვლელისკენ ნელი ნაბიჯებით გაემართა. ახლა მხოლოდ ალექსანდრეს დანახვა უშველიდა, არ აინტერესებდა რას იფიქრებდა, არც ის აინტერესებდა რომ ჩვეულებრივი სტანდარტული ურთიერთობის შემთხვევაში მამაკაცისკენ მსგავს ნაბიჯს არასდროს გადადგამდა მაგრამ მათი გრძნობები ყველაზე მართალი იყო და ზუსტად ამიტომ დღეს ალექსანდრე აუცილებლად უნდა ენახა!


&&&
გააფთრებული ყრიდა სამუშაო მაგიდიდან ყველაფერს და არაადამიანურად ღრიალებდა, კანზე თითოეული უჯრედი მტკივნეულად ეწვოდა, ტვინში თითქოს სათითაოდ არჭობდნენ წვრილ ნემსებს. თომა და რეზი უძრავად იდგნენ და გამიზნულად არ აჩერებდნენ სიგიჟის ზღვარზე მისულ მეგობარს.
„საქმე დახურეს!“ დაპროგრამებულივით იმეორებდა მისი გონება რეზის სიტყვებს და მანამდე მუდამ თავდაჭერილს ახლა საკუთარი ემოციების მოთოკვის მცდელობაც კი უჭირდა. ადამიანების მიმართ ზიზღი კიდევ უფრო მეტად გაუღრმავდა, მისი ტკივილი ისევ გათელეს, ისევ არაფრად ჩააგდეს.. სამართალს მაინც აღასრულებდა მაგრამ მთავარი ეს არ იყო, ვერაფრით დაუშვა როგორ შეეძლოთ საცოდავ ადამიანებს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ან რატომ აძლევდნენ მკვლელებს სიცოცხლის უფლებას..
- გასვიანი მომიყვანეთ! ახლავე! - არასდროს ყოფილა მისი ხმა ასეთი საშიში, დაუნდობელი და სასტიკი. რეზის და თომას გვერდი აუარა და კომპანიის შენობის ქვედა, მხოლოდ მათი საქმეებისთვის განკუთვნილი კაბინეტი გააფთრებულმა დატოვა...

***

დაღლილობისგან და ტირილისგან უკვე ფეხზე ვეღარ იდგა, დაქანცული ჩამოჯდა რკინის სკამზე , უიმედოდ გაიხედა დერეფნის ბოლოსკენ და მაინც იმედგაცრუებულმა თვალები დახუჭა და თავი ცივ კედელს მიაბჯინა. ალბათ ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე საათი გაატარა, ადგომის და წასვლის თავიც კი არ ჰქონდა, შორიდან რომ მოესმა მტკიცე ნაბიჯებს შერეული წვრილი ქუსლის ხმა წამწამები მძიმედ დააშორა ერთმანეთს და მარჯვნივ გაიხედა. ალექსანდრე მაშინაც კი არ უნახავს ასეთი გაბრაზებული საავადმყოფოში რომ იკამათეს, შორიდანვე გაარჩია მისი მომაკვდინებელი მზერა მაგრამ რაღაც ძალიან ეუცხოვა, აქამდე არასდროს შეშინებია მისი მაგრამ მისმა გამომეტველებამ თითქოს ნათლად დაანახა მისი რეალური სახე და ერთიანად მოიცვა აღელვებამ. ალექსანდრეს საზიზღარი ქერა მდივანი მოსდევდა და თან რაღაც საბუთებს აჩეჩებდა მაგრამ მას რეაქციაც კი არ ჰქონდა. პირდაპირ, თითქოს უსასრულობაში იყურებოდა და ვერც ელენეს სხეულს ამჩნევდა. ისე ჩაუქროლა არც კი შემოუხედავს. გაბრუებულმა უკანასკნელი ძალაც მოიკრიბა და ხმადაბლა მაგრამ გასაგონად დაუძახა:
- ალექს.. - ეგონა მოეჩვენა.. ისე სწრაფად შეჩერდა ქერამ თავი ვერ შეიკავა და მის ზურგს მთელი ძალით შეასკდა. ზიზღით შეხედა გადაპრანჭულ უგემოვნო თოჯინას და მზერა მის გვერდით მდგარ ელენეზე გადაიტანა. მთელი არსება შეძრა მისმა ჩაწითლებულმა თვალებმა და ნანერვიულებმა სახემ..
- ელენე.. შენ.. - ერთი ნაბიჯით დაფარა მათ შორის მანძილი და გოგონა მთელი ძალით მიიხუტა.. - რა მოხდა? ნუ ტირი.. ელე როგორ მომენატრე - აღელვებული ეფერებოდა და ცრემლებს ნაზად წმენდდა.
- იმდენი.. ხანია.. გელოდები.. მეც მომენატრე - ძლივს ამოთქვა უფრო მეტად ასლუკუნებულმა და მკლავები უღონოდ შემოხვია მის კისერს. მის ხმაში გარეულმა საყვედურმა მიახვედრა ალექსანდრე რომ მასთან კიდევ ერთხელ მოიქცა არასწორად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე მის ფიქრებში ელენეს ყველაზე დიდი ადგილი ეკავა მასთან მოქცევა ისევ შეეშალა. ახლა გააცნობიერა, რომ ელენესაც ისე ძალიან ესაჭიროებოდა მისი სიახლოვე როგორც თავად მას და სიგიჟემდე ესიამოვნა გოგონამ მონატრება მის ყელზე ტუჩების უნაზესი შეხებით რომ გამოხატა. მერე ისევ ერთიანად მოიცვა გბრაზებამ და კბილებში ავისმომასწავებლად გამოსცრა:
- რატომ არ მითხარი რომ ელენე მელოდებოდა? - გოგონას ზურგს უკან გადახედა მოთხაპნილ თოჯინას და თვალებში ისევ საშიში სიბრაზე ჩაუდგა.
- მე.. არ შეგაწუხეთ და ვიფიქრე.. - თავის მართლება ცადა ქერამ და ტუჩები უკმაყოფილომ მოპრუწა. გასაგებიაო, თავის დაქნევით ანიშნა და ელენეს სხეული ოდნავ წინ დაწია, საყვარელმა თაფლისფერმა თვალებმაც არ დააყოვნეს და მაშინვე გაუღიმეს. წელზე ხელი ნაზად შეუცურა და კაბინეტის კარისკენ ფრთხილად უბიძგა, მანამდე მსგავს საკითხებში მუდამ თავხედს ახლა რატომღაც ჯენტლმენობა მოუნდა და გოგონა კარში რომ შეატარა თავის ქმედებებზე ფიქრებშივე გაეღიმა. უცებ მოტრიალდა ქერასკენ და კიდევ ერთხელ აათვალიერა ზიზღით.
- აქ აღარ მუშაობ ! - მაშინვე დაავიწყდა წამის წინ ქალთან მოქცევის წესები და კარი ისე მიიხურა ქერას საპროტესტო გამოსვლას აღარ დალოდებია.
ელენე მოფუზული იდგა კაბინეტის შუაგულში, თითებს ნერვიულად იმტვრევდა და ტირილისგან დაღლილი ღრმად სუნთქავდა. ვეღარაფრით გაუძლო გულმა.. ისევ მკლავებში მოიქცია და სავარძლისკენ დაიძრა. აღარაფერი უკითხავს, პატარა მაგიდაზე მდგარი გამჭვირვალე ჭურჭლიდან წყალი ჩამოუსხა და დამშვიდება აცადა.
- რა მოხდა? - ფრთხილად შეაპარა და ხელზე თბილად მოეფერა. ელენემ წყალი კიდევ ერთხელ მოსვა და ჭიქა მაგიდაზე აკანკალებული ხელით დააბრუნა. ალექსანდრეს ისევ მიეკრა, მისი წამიერი მოშორებაც კი ყველაფერს შინაგანად უყინავდა.
- ანიტა... ძალიან ცუდად .. - ხმა ვეღარ დაიმორჩილა და ვერც სათქმელი დაასრულა მაგრამ ალექსანდრე ყველაფერს მიუხვდა, მძლავრად მიიხუტა და დამამშვიდებლად თავზე მოფერება დაუწყო.
- ამას მივხედავ ელენე.. არ ინერვიულო ! გეფიცები აუცილებლად მოვაგვარებ! - თვითონაც არ იცოდა რატომ პირდებოდა მსგავს რამეს მაგრამ ოღონდ ახლა აღარ ეტირა და ოღონდ დამშვიდებულიყო მის გამო არაფერზე დაიხევდა უკან. - ახლავე მოვაგარებ ელე აი ნახავ .. - გოგონას ზურგს უკან ტელეფონი მოიძია, მოკლე ტექსტური შეტყობინება სწრაფად გაგზავნა და თითები კვლავ ელენეს თმებში ახლართა. ორივეზე დამამშვიდებლად მოქმედებდა სიჩუმის წუთები. ერთმანეთისთვის ძალიან ბევრი რამე ჰქონდათ სათქმელი, ბევრი გასარკვევი, ერთმანეთზე იმდენი რამე არ იცოდნენ, მაგრამ ყველანაირ პასუხს ეს სიჩუმე ერჩიათ. ფრთხილად შეახო სურნელოვან თმას ტუჩები, მერე შუბლისკენ გადაინაცვლა და ფრთხილად ჩაუყვა სწორ პატარა ცხვირს ტუჩებისკენ, ცოტა ხნით შეჩერდა, რამდენიმე წამით სრულად შეიგრძნო მისი აჩქარებული სუნთქვა და ნაზად შეეხო მხურვალე ბაგეს. ტუჩებიდან ისევ ლამაზი ნაკვთებისკენ გაიწია და ყელიც მალევე გამოიკვლია, ალბათ დაუსრულებლად განაგრძობდა მის ფერებას უცებ სმენას ხმაური და რაღაცის დაცემის ხმა რომ არ მისწვდომოდა. ელენეს უცებ მოშორდა, ხელი პიჯაკის უკან გაიწვდინა და იარაღს მიაბჯინა, ელენეს გადაეფარა და ლოდინში სუნთქვაც კი შეწყვიტა. კარი რომ გაიღო ჯერ რეზის გინება მოისმა და კაბინეტში შემოგდებულ სისხში ამოსვრილ არსებაში ალექსანდრემ მოსამართლე ბაკურ გასვიანი ამოიცნო. გაბრაზებამ წამიერად ისე დაუბინდა გონება, რომ ოთახში ელენეს არსებობაც კი დაავიწყდა, მაგრამ როგორც კი თომას მზერა მის ზურგს უკან დაიჭირა კინაღამ გონება დაკარგა, ელენეს მსგავსი არასდროს არაფერი უნდა ენახა მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. შეშინებული კუთხეში დასჯილი ბავშვივით იდგა და დაბნეული აცეცებდა შიშჩამდგარ თვალებს. თომა მაშინვე ელენესთან გაჩნდა და კარისკენ ფრთხილად წაიყვანა, ალექსანდრეს მისთვის აღარ შეუხედავს, აუცილებლად ნახავდა მოგვიანებით და რაღაც რაღაცეებს აუხსნიდა , ახლა მხოლოდ „უსამართლო მოსამართლე“ აწუხებდა .. სწრაფად დაიხარა მისკენ და დასისხლიანებული სახე ორი თითით ააწევინა, ცოტაოდენი მორიდება, სინანული ან რაიმე მსგავსი რომ დაენახა მის თვალებში მართლა აპატიებდა, მაგრამ..

- რამდენი გადაგიხადეს? - ზიზღით იკითხა და იარაღი დაუმიზნა
-იმაზე ბევრად მეტი.. ვიდრე შენი .. დამპალი ოჯახი ღი.. - ერთმა გასროლამ ალექსანდრეს სული კიდევ უფრო მეტად დაამძიმა.. ყველაფერი ისევ წყვდიადმა მოიცვა მაგრამ წყვდიადში იმედის სხივად ელენეს ხატებამ გაიელვა.. ისევ ელენე, არსება რომელიც ყველაზე მეტად ჭირდებოდა მაგრამ გონებამ რამდენიმე წუთის წინანსელი მისი თვალები გაიხსენა, თვალები რომელიც იმედგაცრუებას და შიშს ერთდროულად იტევდა. მათი დაკარგვის საშიშროება ასე ნათლად რომ იგრძნო სუნთქვა გაუჭირდა, კიდევ რამდენიმე წამით უყურა თეთრ ფუმფულა ნოხზე სისხლის წითელ ლაქებს და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.. იცოდა რომ რეზი ყველაფერს მიხედავდა..

ვერც ცივმა ჰაერმა უშველა, ვერც მანქანის ზომაზე მეტად გადამეტებულმა სიჩქარემ, რომელსაც მთელი ღამე გაურკვეველი მიმართულებით მართავდა. რომელიღაც შუქნიშანზე გაჩერდა და აქამდე გზაზე კონცენტრირებულს რამდენიმე წამით მიეცა დაფიქრების საშუალება. წითელი ფერი მწვანემ შეცვალა მაგრამ უკვე ესეც ვეღარ აღიქვა, გონება მხოლოდ ერთ ალტერნატივას განიხილავდა. ახლა ელენესთან წავიდოდა და ყველაფერს ეტყოდა, ეტყოდა ისეთ რამეებს რაც მანამდე რეზისთვის და თომასთვისაც კი არ უთქვამს. თუ ელენე შეიყვარებდა უფლება ჰქონდა მასზე ყველაფერი ცოდნოდა, უფლება ჰქონდა ყველაფერი თავად გადაეწყვიტა... სასწრაფოდ მოტრიალდა უკან და გეზი თომას სახლისკენ აიღო, ელენე იქ ეგულებოდა...

---

ქუჩაზე ლამპიონის ბაცი განათების ქვეშ ერთი წარტილი ამოიჩემა და ჯიუტად არ აშორებდა თვალს. ხელები ისე მოეჭირა თითქოს მუცელში გაჩენილ ტკივილს ამით იამებდა. თომას ისე წამოყვა არაფერი უკითხავს, იმასაც არ დაკვირვებია სად იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ის უკვირდა, რომ შინაგანი ტკივილის მიუხედავად თავს მაინც მშვიდად გრძნობდა. კაბინეტში ნანახმა თითქოს რაღაც რაღაცეებში გაარკვია მაგრამ გონება რატომღაც მაინც ალექსანდრეს ამართლებდა. მერე ის საღამო გაახსენდა რამდენიმე კვირის წინ იარაღით ხელში რომ გამოეცხადა, საკუთარ თავზე გაბრაზდა ასე უბრალოდ რომ ენდო და ეჭვი არაფერში შეეპარა.. „მყუდროება“ ფეხის ფრთხილმა ნაბიჯებმა დაურღვია, რამდენიმე წამში მარჯვენა მხრიდან თომა ამოუდგა და ღვინის ბოკალი ღიმილით გაუწოდა.
- დალიე, ცოტას გაგამხნევებს.. - მისი ხმა ისეთი მშვიდი იყო ელენესაც ავტომატურად გადაედო, ფრთხილად გამოართვა და ერთი ყლუპი მოსვა. ღვინის სიმჟავე არ ესიამოვნა და სახე სასაცილოდ მოჭმუხნა. თომამ ღიმილით მიუჭახუნა ბოკალი და თვალი მეგობრულად ჩაუკრა. დიდხანს არცერთს ამოუღია ხმა, ასე იდგნენ და უხმოდ გაჰყურებდნენ უკვე გვარიანად დაბნელებულ ქალაქს.
- ელენე, წარმოდგენა არ გაქვს ალექსანდრესთვის რამდენს ნიშნავ.. - სიჩუმე ისევ თომამ დაარღვია, მისმა გულწრფელმა მზერამ ელენე ადვილად დარწმუნა ამ სიტყვების სიმართლეში. - ის სხვანაირია ელე, ვიცი რომ შეიძლება შენგან ძალიან ბევრს ვითხოვთ, კი.. მეც გთხოვ, რომ გაუგო.. იმიტომ, რომ მარტო შენ შეგიძლია მისი დახმარება.
- ვინ იყო ის კაცი? - წუთები მოანდომა მისი ნათქვამის გააზრებას და პირველად რაც მოაფიქრდა ის იკითხა.
- იმ კაცზე ნუ იფიქრებ, რაც მიიღო დაიმსახურა! დამიჯერე.. - გაღიზიანება დაეტყო თომას.
- რატომ უნდა დაგიჯეროთ? - გამომცდელი მზერა შეავლო ელენემ და უზარმაზარ მინას მარცხენა გვერდით მიეყრდნო უკეთ რომ დაკვირვებოდა მკაცრ სახეს.
- იმიტომ რომ.. იმიტომ რომ ალექსანდრეს უყვარხარ!..... არ უთქვამს არა? - ღიმილით დაამატა ელენეს გაფართოებული თვალების დანახვაზე და კიდევ ერთხელ მიუჭახუნა ბოკალი. - ელენე ვიცი რომ ჭკვიანი გოგო ხარ, თან ძალიან კეთილიც.. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ, უბრალოდ მოუსმინე და ნაჩქარევად არაფერი გადაწყვიტო.. შეიძლება არც არაფერი გითხრას მაგრამ როგორი ცუდიც არ უნდა იყოს მინდა იცოდე რომ ცამდე მართალია.. - ელენეს არაფერი უპასუხია, მხოლოდ თავი დაუქნა და ისევ ამოჩემებულ ადგილს მიაჩერდა პატარა ქუჩაზე. ძალიან დიდხანს ფიქრობდა თომას სიტყვებზე, მის ნათქვამ „უყვარხარ“-ს გონება უკვე მილიონჯერ უმეორებდა და თითოეულ ჯერზე სხეულის უმნიშვნელო ნაწილსაც კი უთბობდა. ცოტაოდენმა ღვინომ და მთელი დღის განმავლობაში დაგროვილმა ემოციებმა თავისი გაიტანეს, ალექსანდრეს საყვარელ თვალებს მალევე მოერია ძილი.. არ უნდოდა დაძინებოდა, მთელი აქ ყოფნის დროს ეგონა რომ აუცილებლად გამოჩნდებოდა, კარის ხმას გაიგებდა და უზარმაზარ ოთახში ალექსანდრე მძიმედ შემოაბიჯებდა მაგრამ შეცდა და შიგნიდან კიდევ უფრო მეტად ეტკინა სხეული. ფუმფულა სავარძელში მოიკუნტა და თვალები დახუჭა..

***

მიუხედავად იმისა, რომ დაღლილს ძალიან ღრმად ეძინა, რაღაცამ მისი აქ ყოფნა მიახვედრა.. მერე მისი თითების ნაზი შეხება იგრძნო თმაზე, ლოყაზე, თვალებზე.. რამდენიმე წამში ბაგეზე ტკბილი ტუჩებიც მოეწება.. თვალები არც გაუხელია ისე აყვა მონატრებულ ალერსს მაგრამ მალევე შეახსენა ცივმა გონებამ მომხდარი და შეშინებულმა მოიშორა მძიმე სხეული, მაგრამ ალექსანდრეს ტკივილიანმა სახემ მთელი სხეული აუწვა.
- მოდი ჯერ რაღაც რაღაცეები ამიხსენი.. - გამამხნევებლად გაუღიმა და ანიშნა, რომ არ უბრაზდებოდა. მისი რადიკალიზმით გაკვირვებულმა ალექსანდრემ თავის ქნევით ჩაიცინა და მისი თბილი ლოყა ხელის გულში მოიქცია. თითქოს მზერას მის სახეს უსწორებდა მაგრამ ვერაფრით ბედავდა თვალებში ჩაეხედა.. იცოდა, რომ იქ დაბუდებული სიკეთის ღირსი არ იყო, იცოდა რომ ელენეს შეეძლო არ ეპატიებინა მაგრამ ახლა ყველაფერი რომ არ მოეყოლა უბრალოდ დაიხრჩობოდა.. სახე გაუმკაცრდა, კბილები ერთმანეთს მთელი ძალით დააჭირა და მოპირდაპირე სავარძელში მძიმედ ჩაეშვა... რამდენიმე წუთი ხმა არ ამოუღია, არც ელენეს შეუშლია ხელი.. ხვდებოდა, რომ ახლა საუბრის დაწყება მთელი ნერვული სისტემის დაძაბვის ფასად უწევდა.
- მე მკვლელი ვარ ელე.. - ჰაერი მისმა სუსხიანმა ხმამ გააპო მაგრამ ელენემ მაინც დაიჭირა მისთვის დამახასიათებელი სითბოთი წარმოთქმული „ელე“. - მკვლელი ვარ მაგრამ ამას არ ვნანობ.. არასდროს ვინანებ! - ყბები ნერვიულად დაეჭიმა და მუშტები მოკუმა. - ზუსტად ათი წლის წინ იდეალური ცხოვრება მქონდა.. ჩემი პატარა ჯზახი ყვეკაფერს მერჩია და დღემდე ასეა.. კალათბურთი იყო ერთადერთი მიზანი, რომელზეც მეგონა რომ უარს ვერაფერი მათქმევინებდა მაგრა.. - მწარედ ჩაიცინა და შეკრულ მუშტებს დახედა. - პატარა ოჯახი მქონდა.. მამა კარგი ქირურგი იყო.. დედა დიასახლისი და 12 წლის ანა, ჩემი პატარა და.. იმ საღამოს ვარჯიშიდან გვიან დავბრუნდი, ერთ კვირაში ნიუ იორკში მივდიოდი NBA-სთვის სინჯები უნდა ამეღო.. კარი ღია დამხდა, სახლში ყველაფერი არეული იყო.. დედას და ანას სისხლიანი სხეულები მისაღებში ვიპოვე.. დედას თავში ესროლეს ტყვია, ანა.. ანას კი იმდენი ჭრილობა ჰქონდა.. - ალექსანდრე ხმას ვეღარ იმორჩილებდა , მთელი სხეული მოეცვა გაბრაზებას , ბოღმას, აუტანელ გრძნობებს.. ვეღარ გააგრძელებდა მისი გადაჯვარედინებული ხელები ელენეს ნაზ თითებს რომ არ გაეხსნა.. გოგონას ფეხები მოეკეცა და ალექსანდრეს მუხლებს შორის მოქცეოდა. მისმა შეხებამ, ცრემლიანმა თვალებმა შეშინებულმა სახემ ყველაფერი გადაფარა.. წელზე ხელები მოხვია და მთელი ძალით ჩაიკრა გულში. ელენე მის თმასი ხლართავდა პატარა თითებს და დამამშვიდებლად გაუგებარ სიტყვებს ჩურჩულებდა. ალექსანდრემ ფრთხილად აიყვანა ხელში და მუხლებზე დაისვა..
- მაპატიე .. არ მინდოდა შეგშინებოდა.. - მსიმა მზრუნველობამ ჭკუიდან გადაიყვანა ელენე.. სასწრაფოდ წამოყო თავი და ჯიუტად ჩააშტერდა შავ თვალებს.
- განაგრძე! - ასეთი მომთხოვნი მისი ტონი არასდროს ყოფილა, ალექსანდრემ კიდევ ერთხელ აკოცა, თავი მის მკერდზე დაადებინა და ჩუმად განაგრძო.
- ვერ აგიღწერ ელენე ეს რა იყო.. მედი მქონდა რომ რამეს შევცვლიდი.. რამით ვუშველიდი.. დედას პულსი რომ გავუსინჯე მივხვდი რომ ყველაფერი მაშინ დამთავრდა, მაგრამ ანა... ძალიან სუსტად მაგარმ მაინც ვიგრძენი მის პატარა ხელზე ფეთქვა.. მერე წესიერად არაფერი მახსოვს.. საავადმყოფომდე როგორ მივედით ან რაიმე მსგავსი.. ჩემი დის მდგომარეობის გასაგებად საოპერაციოსთან ვიდექი თვალი კარზე მიკრულ პატარა ხის ჯვარს მოვკარი.. ელენე მაშინ დავიფიცე, რომ თუ ჩემ პატარა დასაც წამართმევდა ღმერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი გავხდებოდი.. ურწმუნო არასდროს ვყოფილვარ მაგრამ მაშინ ღმერთმა უსამართლოდ მიმატოვა! რამდენიმე წუთში გავიგე რომ ჩემი გოგოს თვალებს ვეღარასდროს ვნახავდი.. რამდენიმე საათში მამას მკვლელობის ამბავიც გავიგე, საკუთარ კაბინეტში ისე მოკლეს არავის არაფერი დაუნახავს. - ელენე ადგილს ვეღარ პოულობდა, მისი ფეხებიდან ისევ ჩამოძვრა და მის წინ ჩაიმუხლა, უყურებდა მის მტკიცე სახეს, რომელზეც ალექსანდრეს უშრეტი ენერგია ნათლად ჩანდა, ყველაფრის მიზეზი, მისი მიზნები, ფიქრები.. ყველაფერი ისეთი ნათელი და საშინელი გახდა ლენემ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა ატირდა. გული მოუკლა ალექსანდრეს პირველად გამხელილმა ტკივილმა, ვერაფრით ხვდებოდა ერთ ადამიანს როგორ შეეძლოა ამდენი რამე დაეტია. გონებაში თომას სიტყვებს უპირობოდ დაეთანხმა, ალექსანდრე მართლა ცამდე მართალი იყო. მუჭებით მოიწმინდა ცრემლები და ისევ სმენად გადაიქცა.
- მაშინ თომა და რეზიც ჩემთან ერთად უნდა გამოფრენილიყვნენ ნიუ იორკში, მათი ოცნებაც დიდი კალათბურთი იყო მაგრამ გვერდიდან არცერთი მომცილებია.. ყველაფრის გარკვევა დავიწყეთ მაგრამ ყველაფერი ისეთი უცნაური და გასაიდუმლოებული იყო.. თომა ბავშვობიდანვე ძალიან ჭკვიანი იყო, ყველაფერი ზუსტად განსაზღვრა.. მიხვდა რომ გავლენის და ფულის გარეშე ვერაფერს შეძლებდით.. საერთო საქმე წამოვიწყეთ და ჩვენს კომპანიას დღეს შენც იცნობ.. ელენე თუ არ დამშვიდდები აღარ გავაგრძელებ - მოჩვენებით უსაყვედურა და ცრემლები ნაზად მოწმინდა მაგრამ გოგონა ვერაფრით დაამშვიდა. ბოლოს ისევ ტუჩები დაუკოცნა და ელენეც წამში გაინაბა.
- როგორ მომწონს ჩემი შეხებისას ასე რომ ინაბები .. - ყურთან უჩურჩულა და ტუჩებზე ცერა თითი გადაუსვა.
- სამაგიეროდ შენ გული გიჩქარდება .. - ტირილნარევი სიცილით ახარა ელენემ და მისი ხელის გული ლოყაზე მიიდო. - თუ გინდა აღარ გააგრძელო, არ მეწყინება - საყვარლად ააფახურა თვალები და პასუხის მოლოდინში გაირინდა. ალექსანდრემ უარის ნიშნად თავი ოდნავ გააქნია და ისევ დამძიმებული ხმით განაგრძო.
- 3 წლის წინ მამაჩემის მკვლელობის ამბავის დეტალები გაარკვია რეზიმ.. სამმა ნაბიჭვარმა იმიტომ მოკლა, რომ მათი საავადმყოფომდე გარდაცვლილი მამა ვერ გადაარჩინა, დედაჩემი და ჩემი პატარა ანაც იმიტომ მოკვდნენ ასე სასტიკად რომ .. - საუბარი ვერაფრით გააგრძელა იმდენად მოიცვა ბრაზმა , ელენე რომ არ შეეშინებინა გვერდით გაიხედა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. სახე ელენეს პატარა ხელებმა მოაბრუნებინეს, გოგონამ აიძულა თვალებში ჩაეხედა.. ისევ ის დაუმსახურებელი სიკეთის სხივი და ულამაზესი ელენე, რომელსაც ცრემლებიც კი უსაზღვროდ უხდებოდა.
- მიყვარხარ.. - მტკიცე იყო გოგონას ხმა და ალექსანდრეს ერთი წამითაც არ შეპარვია ეჭვი მის სიმართლეში. ისე ჩაიკრა გულში გოგონას სუნთქვა შეეკრა. - ჩემი სიცოცხლე ხარ ელენე! - ალექსანდრეს სიტყვებს არ ჰქონდა სტანდარტული, გადატანითი მნიშვნელობა, ელენე მისი ახალი სიცოცხლე, შეცვილი მიზანი იყო, რომლის შესანარჩუნებლად შეუძლებელს შეძლებდა.
- ახლა რაღაც უნდა გითხრა და იმედია ამ სიტყვას ამის მერე კიდევ მეტყვი ხოლმე.. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ელენეს მოუთმენლობაზე შეუმჩნევლად ჩაეღიმა.
- ელე ყველა დავხოცე თუკი მაშინდელ საქმეზე ვინმემ მცირეოდენი ქრთამიც კი აიღო, ექთნები, პოლიციელები, მოსამართლეები, გამომძიებლები. იმ სამი ნაბიჭვრიდან მხოლოდ ერთი გადამირჩა ცოცხალი და ვერაფრით მოვისვენებ სანამ არ მივაგნებ! მინდა რომ ეს იცოდე, უფლება გაქვს გადაწყვიტო მკვლელიუნდა გიყვარდეს თუ არა..
შენ არც კი იცი ჩემთვის ვინ ხარ .. მაშინ ჩემთან პირველად რომ მოხვედი და დამელაპარაკე მეგონა რომ მომეჩვენა, მერე შენი თვალებიც დავინახე და მივხვდი რომ ესეც რეალობა იყო. არ ვიცი როგორ , რანაირად მაგრამ ზუსტად მისნაირი ხმა და ზუსტად მისნაირი თვალები გაქვს.. ანასაც ასეთი ნათელი, თაფლისფერი მზერა ჰქონდა, ხმა კი შენსავით ნაზი და ბავშვური. ეს გავიაზრე თუ არა მაშინვე მივხვდი რომ ჩემში ყველაფერს შეცვლიდი, იმასაც მივხვდი რომ ვეღარ შეგეშვებოდი.. მერე საავადმყოფოში რომ გნახე და გავიგე როგორც გაიზარდე.. სულ მარტო, მშობლების გარეშე მაგრამ მაინც უსაზღვროდ კეთილი.. ვერ ვხვდებოდი როგორ შეგეძლო ყოფილიყავი ასეთი კარგი, როცა ცხოვრებამ ამდენი გამოგატარა.. მაშინ პირველად შემეპარა ჩემს ქმედებებში ეჭვი და ამან ისე გამაგიჟა შენი მოკვლაც კი ვიფიქრე.. მაშინ შენთან სახლში რომ მოვედი ხმა რომ არ ამოგეღო ამის გამკეთებელი ვიყავი კიდეც მაგრამ მერე ვეღარ შევძელი.. არ მინდა რომ ამან შეგაშინოს.. მაშინ ჯერ კიდევ რ ვიცოდი ჩემთვის რამდენს ნიშნავ... - ისევ მკლავებში მოიქცია უარესად ატირებული და თმაზე მოეფერა.
- შენთან ურთიერთობა ისე დავიწყე შენთვის არაფერი მიკითხავს, წინააღმდეგობა რომც გაგეწია თავს მაინც არ დაგანებებდი მაგრამ ეს სხვა თემაა.. ახლა მინდა რომ ამაზე შენთვითონ მიიღო გადაწყვეტილება , არ მაინტერესებს პასუხს რამდენ ხანში მივიღებ.. უბრალოდ მინდა, რომ თავს ჩემ გამო არაფერი დააძალო.. ელე ჩემი ცოლი უნდა გახდე! - მის რეაქციას ელოდა, იცოდა რომ გოგონას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდებოდა.. მის თვალებში თანხმობა უკვე ჩანდა მაგრამ მაინც ვალდებული იყო დრო მიეცა..
- მე.. მეე.. - რაღაცის თქმა დააპირა ელენემ მაგრამ ალექსანდრეს ტუჩებმა მარტივად გააჩუმეს.
- მერე ელე.. იფიქრე.. - ფერება არ შეუწყვეტია ისე „აუკრძალა“ ხმის ამოღება. კიდევ ძალიან ბევრი რამის თქმა და მოყოლა უნდოდა, ამდენი ბოლო ათი წლის განმავლობაში არასდროს ულაპარაკია. ყველაფრის აღიარებით სულიერად რაღაც შეუმსუბუქდა, მისი მძიმე ჯვრის ტარება უფრო მარტივი გახდა თითქოს, მაგრამ გოგონას მეტად ვეღარ ანერვიულებდა. ემოციებისგან, ტირილისგან და ნერვიულობისგან დაღლილს მის თმაზე მოთამაშე ალექსანდრეს თითები უფრო მეტად უღვივებდა ძილის სურვილს, მისი სურნელიც კი ისეთი გამაბრუებელი იყო თვალებთან ჭიდილს თავი ანება და ფართო მკერდზე მშვიდად მიეძინა. არცერთს შეუმჩნევია ოთახში ფეხაკრეფით შემოპარული თომა, რომელის სახეზეც ადვილად შეამჩნევდით გამოუთქმელ ბედნიერებას, რომელიც პირველად გრძნობდა მეგობრის ტანჯვის დასასრულის მოახლოვებას და თითქმის აშკარა, ხელშესახებ სიმშვიდეს. უკან უჩუმრად გამობრუნდა და რეზის ნომერი ისე აკრიფა მობილურისთვის არც დაუხედავს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბავიც რომ ყოფილიყო ახლა ალექსანდრეს ვერაფერში გარევდა, ვერაფრით ეტყოდა, რომ ნერგაძე ისევ გაექცათ და ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყოთ...

აღარც ახსოვდა ბოლოს ქუჩაში ღამით როდის ისეირნა, ახლა კი ელენეს სახლისაკენ მიმავალ გზას მასზე ხელგადახვეული ნელა მიუყვებოდა და გოგონას ტკბილ ხმას ღიმილით უსმენდა.
ელენე ბავშვობის მეგობრებზე და თავის სიცელქეზე ისტორიების მოყოლით არ იღლებოდა და ენას არ აჩერებდა.
- ელე რაზე ოცნებობ? - მოულონელად დაებადა კითხვა , უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ელენეს რაც არ უნდა ეთქვა უახლოეს მომავალში აუცილებლად შეესრულბინა. გოგონა სასაცილო მიმიკით ჩაფიქრდა და საჩვენებელი თითი აწია მოსაფიქრებელი დროის სათხოვნელად, მერე თითქოს რაღაც მოაფიქრდაო თვალები სიხარულით აუციმციმდა და კმაყოფილმა ახედა ინტერესისგან წარბებშეყრილ ალექსანდრეს.
- იცი, რომ ოცნება უკვე შემისრულე? - გაფართოებული შავი თვალების დანახვაზე წკრიალა ხმით გადაიკისკისა და თავის ნათქვამის გასამტკიცებლად თავი დამარწმუნებლად დააქნია.
- აბა განმიმარტეთ ქალბატონო ელენე !- მის ეშმაკობებზე ისევ გულიანად გაეღიმა და ცნობისმოყვარეობისგან სასიამოვნოდ გაღიზიანებულს თვალები უფრო მეტად დაუწვრილდა.
- მოკლედ.. ზამთარი ბავშვობიდან მეზიზღება.. ხოდა ბოლო დროს სულ იმას ვოცნებობდი რომ დილით გაღვიძებისას სითბო მეგრძნო.. შენი წყალობით ახლა ჩემთან ისე ცხელა თავი ჰავაიზე მგონია - ისევ გადაიკისკისა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ალექსანდრე , რომ თავისი მდგომარეობა, ცხოვრების რითმი, უსახსრობა დიდად არ უქმნიდა დისკომფორტს, მიუხედავად ყველაფრისა მაინც უპრობლემოდ ახერხებდა გაღიმებას და ბედნიერებას. - ხო, და კიდევ მეორე.. მაშინ ტბის სახლში რომ წამიყვანე იქაურობა ძალიან მომეწონა.. აი ზუსტად მასეთ სახლზე მიოცნებია ბევრჯერ...
- გინდა ხვალ წავიდეთ? - დასრულება არც აცადა ისე მიიხუტა და თმაზე ფრთხილად შეახო ტუჩები.
- კი მინდა მაგრამ.. - ელემ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და ალექსანდეს დამწუხრებულმა ახედა - სამსახურს რა ვიყო მერე?
- მაგას მე მივხედავ .. შენ მითხარი ხომ ნამდვილად გინდა?
- აბა ხომ არ მოვიტყუები ? - გაკვირვება ვერ დამალა ელენემ.
- არა უბრალოდ ვიფიქრე კიდევ არ გაბრაზდეს თქო - განუმარტა ალექსანდრემ და თმა აუჩეჩა. ახლა თვითონ გაიცინა გულიანად მის დაბღვერილ , გაბუტულ სახეზე და თავით სადარბაზოსკენ მიანიშნა.
- ანუ გადაწყდა, ხვალ ტბაზე მივდივართ! - ერთად ყოფნის მომავალმა დღემ ორივე მოხიბლა. ელენემ ოდნავ აიწია ფეხის წვერებზე და დამშვიდობების ნიშნად ნიკაპთან ნაზად აკოცა, მისი სურვილით გადარეულმა ალექსანდრემ კი სიცივისგან გაყინული სახე ხელებში უცებ მოიქცია და მის ტუჩებს გამეტებით დაეძგერა. გული რომ იჯერა ახლა მთელი სახე მოიარა და ბოლოს ისევ ნაზად მიიხუტა გულზე.
- როგორ გაყინულხარ... მიდი, გაიქეცი ! - პატარა ბავშვივით მისცა მითითება და თვალებგაფართოებულ ელენეს კიდევ ერთხელ მიანიშნა მიმიკური ჟესტით სადარბაზოსკენ.
- შენ არ ამოხვალ? - ეშმაკურად ააფახურა თვალები გოგონამ.
- ოხ ელე, ელე.. ახლა უკვე თბილა შენთან, მე აღარ გჭირდები... - ალბათ არასდროს მობეზრდებოდა მისი გამოწვევა და არასასიამოვნო სიტყვებით გაბრაზებული მოღრუბლული თვალები.
- შენთან სულ სხვაა .. - რატომღაც მოერიდა პირდაპირ ეთხოვნა ღამე თავისთან დარჩენა, არადა ახლა ყველაზე მეტად უნდოდა საღამო ერთად გაეტარებინათ. ალექსანდრე სურვილს ადვილად მიუხვდა, უსიტყვოდ გადახვია ხელი და გეზი სადარბაზოსკენ აიღო. ელენეს სურვილების გამოცნობა და მათი შესრულება უკვე პირად კანონად ექცია...

&&&

შეძლებისდაგვარად ჩაფუთნილი დასეირნობდა ტბის პირას და წყალში პატარა ქვებს ისვრიდა. აქ რამდენიმე საათის წინ მოიყვანეს დაცვის ბიჭებმა, დილით გაღვიძებულს ალექსანდრე წასული დახვდა, მოგვიანებით კი მისი ზარის მეშვეობით შეიტყო, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდათ დანიშნული და თხოვა ტბაზე დახვედროდა. უჩვეულოდ ბენდნიერი იყო, წყალზე არეკლილი ჩამავალი მზის სხივები თვალს ჭრიდა და ესეც უზომოდ სიამოვნებდა. მყუდროება სტვენისა და ყვირილის ხმამ დაუღვია, მალე თავისი სახელიც მოესმა და გაურკვევლობაში მყოფი უკან შემობრუნდა.. არც ისე შორი მანძილიდან მისკენ გამოქცეული ძაღლი და მისი მდევარი, დაცვის ბიჭებიდან ერთერთი დალანდა. ძაღლების არასდროს ეშინოდა, ვერ მიხვდა რატომ იკითხებოდა პანიკის ნიშნები დაცვის წევრის ხმაში. რუხი, მოზრდილი ტანის ძაღლი მალევე მიუახლოვდა და წინა თათებით ხახადაღებული შეახტა. მძლავრი დაჯახებისგან უკან დაიწია მაგრამ არც ახლა შეშინებია, ღიმილით ჩააფრინდა დიდ ყურებში და თამაშში აყვა. ალექსანდრესგან არასდროს გაეგო, რომ ძაღლი ყავდა - მითუმეტეს ასეთი.. მალევე მოუახლოვდათ სირბილისგან გულამოვარდნილი დაცვის წევრი, რომელიც აშკარად ძალიან დაღლილი და შეწუხებული ჩანდა.
- ქალბატონო ელენე.. არ შეგეშინდეთ.. ახლავე მოგაშორებთ .. - სული ძლივს მოითქვა და ძაღლის საყელოს მისაბმელი გამოაბა.
- არა , არაფერია.. არ მეშინია.. - დაამშვიდა აფორიაქებული ბიჭი და ისევ ძაღლთან თამაში განაგრძო.
- არა, არ გინდათ რა.. ძალიან ავია შეიძლება გიკბინოთ..
- არა, რას ამბობთ.. ხომ ხედავთ მოვწონვარ! - აშკარა ფაქტზე მიანიშნა ელენემ და დამამშვიდებლად გაუღიმა. - ძალიან გთხოვთ არ დააბათ, დამიტოვეთ რა. - დაცვა შეყოყმანდა, არც ელენესთვის უნდოდა უარის თქმა მაგრამ რაღაც მაინც აშფოთებდა.
- იცით, ბატონმა ალექსანდრემ რომ..
- ალექსანდრესთან მე მოვაგვარებ, არ იდარდოთ - სათქმელი ისე შეაწყვეტინა ბიჭმა გაპროტესტებაც კი ვეღარ გაბედა. თუ რამე დაგჭირდებათ აქვე ვიქნებიო , უთხრა და უკან მიმავალმა იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი მართლა რიგზე იყო დაეჭვებით რამდენჯერმე გამოიხედა უკან. ელენემ გვარიანად შეათვალიერა კანე კორსოს ჯიშის ძაღლი და მის საყელოზე ჩამოკიდებულ ვერცხლისფერ მედანიონს დააკვირდა, რომელზეც აშკარად მისი სახელი იყო დაწეილი. „ROXI“ - ხმამაღლა ამოიკითხა და ბედნიერმა გაუღიმა მისი სახელის მოსმენით აცქმუტებულ ძაღლს.
- ესე იგი როქსი.. ალექსანდრეს ერთად გავუბრაზდეთ შენი არსებობა რომ დამიმალა - შეთქმულივით გადახედა ინტერესით ყურებდაცქვეტილ ძაღლს და ისევ ყურებზე წაეთამაშა.

ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა, ვერაფრით გადადო კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი თათბირი და ამის გამო დილიდანვე უკიდურესად ჰქონდა დაძაბული ნერვები.. ვერც ბიჭებს ვერ უკავშირდებოდა, რომ როგორმე ელენესთან ყოფნისთვის უფრო მეტი დრო დარჩენოდა. თათბირის დასრულებისთანავე საჭეს მიუჯდა და ქალაქგარეთ, ტბის სახლისაკენ აიღო გეზი. კომპანიის ცივ კედლებს თავი დააღწია თუარა მაშინვე დაწყნარდა, რაც უფრო უახლოვდებოდა ელენეს უფრო მეტად იპყრობდა სიმშვიდის სასიამოვნო შეგრძნება, სარკეში ჩახედვისას იდიოტური ღიმილი რომ დააფიქსირა ისტერიული სიცილი აუტყდა, უჩვეულო სილაღე იგრძნო, სიმსუბუქის შეგრძნებასთან ერთად თითქოს ბედნიერებისაგან ადრენალინის მოზღვავებაც დააფიქსირა, გაზის პედალს ფეხი მძლავრად დააჭირა და ბოლომდე შეიგრძნო უცნაური ემოციებით გაჟღენთილი ახალი ყოველდღიურობა...

მანქანა დაუდევრად გააჩერა, სწრაფად გადმოვიდა და სახლისაკენ თითქმის სირბილით წავიდა. გონებაში უკვე წარმოიდგინა სავარძელში ჩამჯდარი კითხვაში გართული ელენე, მისი თმების სურნელიც კი შეახსენა წარმოსახვამ , კარი ღიმილით შეაღო მაგრამ წამების წინ წარმოდგენილი სცენის ნაცვლად ცარიელი ოთახი რომ დახვდა ცოტა ხნით გონზე ვერ მოვიდა. საშინლად არ ესიამოვნა ელენეს მოფერების გეგმა რომ ვერ განახორციელა, სახლს გვერდიდან შემოუარა და ტბის მხარეს განაგრძო მისი ძებნა. მზერამ ადვილად მიაგნო გოგონას სილუეტს , მაგრამ გონებამ ვერაფრით აღიქვა დანახული. ელენესთან ერთად რუხი ფერის უზარმაზარი სხეული რომ დალანდა ერთიანად დაუარა სიცივემ, კანი მტკივნეულად დაეჭიმა და ისეთი სისწრაფით წავიდა მათკენ ელენემ ვერც კი იგრძნო მისი მიახლოება. გოგონამ მხოლოდ მაშინ გამოხედა ალექსანდრემ მთელი ძალით რომ დაავლო ხელი ძაღლის საყელოს და ისე გამოითრია კინაღამ დაახრჩო, იქვე მაგრად მიაბა ხის ამოშვერილ ფესვზე და ელენეს გულგახეთქილი დააჩერდა. ყველაფერს ელოდა...ნაკაწრებს, ნაკბენებს, ტანსაცმელზე წითელ ლაქებს, მაგრამ მსგავსი ვერაფერი შენიშნა.. მხოლოდ საყვარელ თვალებში ჩამდგარიყო შიში ენიშნა.. ისე ძლიერად ჩაიხუტა ელენემ სუნთქვაც კი ვეღარ შეძლო, მერე ისევ მოიშორა ოდნავ და კარგად შეათვალიერა იმაში დასარწმუნებლად , რომ მართლა არაფერი ჭირდა. გოგონა რაღაცას ეუბნებოდა მაგრამ არაფერი ესმოდა, მის სმენას ვერც როქსის გამაყრუებელი ყეფა და წკმუტუნი აღწევდა.
- ნუ გეშინია.. აქ ვარ..ვერაფერს დაგიშავებს.. - თავისთვის ლუღლუღებდა და სახეს ნერვულად უკოცნიდა. ბოლოს ელენესგან წინააღმდეგობა იგრძნო, მკლავები ოდნავ შეუშვა და აღელვებული დააკვირდა საყვარელ თვალებს, რატომღაც იქ შიშს ან რაიმე ასეთს ელოდა თუმცა მსგავს ვერაფერს მიაგნო, ელენეს წარბები შეეკრა და გაბუტვის ნიშნად გამობუსხული ტუჩებით ცდილობდა ალექსანდრეს შემოტევის მოგერიებას. თავიდან იფიქრა შიშისგან შოკში იყო და ამიტომ ვერ იღებდა ხმას, მაგრამ მერე ელენეს გაღიზიანებული მაგრამ მაინც მშვიდი ხმა რომ მოესმა კიდევ ერთხელ დააღო გაოცებისგან პირი.
- ყველას რატომ გონია რომ რამე უნდა დამიშავდეს.. ძაღლს ვეთამაშებოდი ალექსანდრე ომში კი არ ვიყავი .. - სასაცილოდ აბუზღუნდა, ძლიერი მკლავებისგან ძლივსდახსნილი პატარა ხელები თეძოებზე შემოილაგა და ისევ მისკენ გააპარა მზერა. მაშინვე შემოუტია დანაშაულის შეგრძნებამ მის დაძარღვულ ყელს , ჩაწითლებულ თვალებსა და შეკრულ მუშტებს რომ დააკვირდა. ვერ მიხვდა რა იყო ძაღლთან ერთად ყოფნაში ასეთი ამაღელვებელი და სანერვიულო მაგრამ მიხვდა რომ ალექსანდრე მხოლოდ და მხოლოდ მის გამო იყო თითქმის სიგიჟის ზღვრამდე მისული და შეეცადა სიტუაცია განემუხტა.
- კარგი რა ალექს.. აი ნახე როგორ მოვწონვარ.. - შემრიგებლურად მისი საყვარელი ღიმილით გაიღიმა და როქსისკენ დაიძრა, მაგრამ უსიამოვნოდ ცივმა თითებმა წამში შემოაბრუნეს და ადგილზე მიალურსმნეს. ალექსანდრეს იმ სიგიჟის ზღვარისთვისაც გადაებიჯებინა, პირველად შეაშინა მისმა არაადამიანურმა გამომეტყველებამ, მისთვის ყოველთვის თბილად მომღიმარი თვალები ახლა ცეცხლს აფრქვევდნენ. ნანახმა მეტყველების უნარიც კი დაუქვეითა, თითები მის მკლავებს ისე ძლიერად უჭერდნენ ლამის ძვლებიც კი დაემსხვრიათ მაგრამ შეშინებული ამასაც კი ვერ გრძნობდა. დამამშვიდებლად რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ ალექსანდრეს ხმამ, ამქვეყნიურობას რომ არ ეკუთვნოდა, მაშინვე დაადუმეს.
- ელენე სულ გაგიჟდი? გინდა ჭკუიდან გადამიყვანო? რაღა მაინცდამაინც მხეცთან თამაში მოინდომე? შენ.. შენ.. ელენე გამაგებინე რაზე ფიქრობდი ? - იმხელა ხმაზე ღრიალებდა ბაქსიც კი შეშინებული მიაჩერდა გადარეულ პატრონს. ასეთ რეაქციას არაფრის გამო არ ელოდა. საშინლად ეწყინა, ვერაფრით გაუგო.. პირველად შეეშინდა, რომ ალექსანდრე მასთანაც თავისნაირი იქნებოდა, აი ისეთი ერთხელ კაბინეტში რომ ნახა - სასტიკი და შეუბრალებელი. ცრემლების შეკავება არც უცდია, დაუმსახურებელს ვერასდროს ვერაფერს იტანდა მაგრამ მისგან ყველაზე მეტად ეწყინა. როგორღაც გაინთავისუფლა თავი მტკივნეული მარწუხებისგან და მაშინვე სახლისკენ გაბრუნდა. იცოდა რომ ალექსანდრე არ გამოეკიდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ნაწყენი იყო, მასაც გაუგო.. იცოდა, ხვდებოდა, რომ ალექსანდრესთვის პრიორიტეტი მისი კარგად ყოფნა იყო და ეს სიგიჟემდე სიამოვნებდა მაგრამ მაინც ეწყინა, ეწყინა ის, რომ ასე გაუბრაზდა. ერთიანად შემოუტია ფიზიკურმა ტკივილმაც, თხელი მაისურის მკლავი ოდნავ აიწია და თვალები გაუფართოვდა სიწითლეები უკვე სილურჯეში რომ იწყებდა გადასვლას. იცოდა ეს რომ ალექსანდრეს ენახა თავს ვერასდროს აპატიებდა, სასწრაფოდ დაიფარა ისევ მკლავი და ტკივილისგან კარი ძლივს შეაღო. ისევ მათ საყვარელ სავარძელში ჩაჯდა, უკვე აპატია კიდეც მაგრამ მაინც, შინაგანად მაინც აიტანა შიშმა რომ აღარ იქნებოდა ყველაფერი ისე,იმიტომ რომ ერთხელ უკვე გადააბიჯეს ზღვარს, ერთმანეთს გაუაზრებლად, მიზერული მიზეზის გამო მაგრამ მაინც ატკინეს. ალექსანდრეს მოლოდინში სავარძელში თბილად მოიფუზა და ბუხარში დანთებული ცეცხლის ალს გაუშტერა თვალი. არ აინტერესებდა ჩაშლილი გეგმები, აუტანლად ატკივებული მკლავები .. მხოლოდ იმას იაზრებდა, რომ ყველაფერი ერჩია მასთან თუნდაც სულ პატარა უთანხმოებას... დიდი ხნით ლოდინი არც დაჭირვებია, მალევე ამოიცნო ალექსანდრეს მძიმე ნაბიჯების ხმა, კმაყოფილმა ჩაიღიმა და მის შემოსვლას მოუთმენლად დაელოდა...

---

მაშინვე მიხვდა რომ ყველაზე მეტად შეეშალა.. ელენეს აცრემლიანებულმა თვალებმა შინაგანად ერთიანად დააცარიელეს, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს სათითაოდ აცლიდნენ ორგანოებს. ახლა გააცნობიერა, რომ ასე უყვირა. ვერაფრით აიტანა საყვარელ თაფლისფერ თვალებში დანახული იმედგაცრულება, შიში და კიდევ რაღაც გაურკვეველი, რამაც ყველაზე მეტად შეძრა. ფრთხილად შეუშვა ხელი სუსტ მკლავებს და ძლივს მიმავალ თითქოს დაუცველ სხეულს დანანებით გააყოლა მზერა. არც ელენეს ჟესტი გამოპარვია, როგორ დაითვალიერა გოგონამ მკლავები. ტვინში სისხლი ჩაექცა რომ გააცნობიერა როგორ ატკინა სულიერადაც და ფიზიკურადაც. ღრმად ჩაისუნთქა ტბის ნოტიო ჰაერი და აუჩქარებლად გაუყვა ოდნავ სველ მიწაზე დარჩენილ მის პატარა ნაფეხურებს. გონებაში სიტყვებს ალაგებდა როგორ მოეხადა ბოდიში, როგორ აეხსნა რატომ ვერ შეიკავა თავი. ახლა რომ არ ჩახუტებოდა, რომ ვერ შემოერიგებინა ვერასდროს ვერაფრით გაამართლებდა თავის არსებობას. კარი რომ შეაღო და მის მომღიმარ თვალებს წააწყდა თავი კიდევ უფრო მეტად შეზიზღდა, ელენეს ისიც კი არ შეეძლო რამდენიმე წუთით მაინც დარჩენილიყო ნაწყენი. ყოველთვის იცოდა, მისი პირველი დანახვისთანავე მიხვდა რამხელა ფასი ჰქონდა მისთვის ამ პატარა გოგონას, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ ერთადერთი მიზეზი, მიზანი მისი არსებობის თაფლისფერი უსაყვარლესი თვალების ბედნიერება იყო..

არცერთს ამოუღია ხმა, ორივე თავის წილ დანაშაულს ხვდებოდა და თითქოს თვალებით აღიარებდნენ კიდეც. ალექსანდრე მოულოდნელად რომ წამოდგა და მეორე ოთახში გავიდა ელენემ კინაღამ ისევ ტირილი დაიწყო, მაგრამ რამდენიმე წუთში უკან დაბრუნებული რომ დაინახა სველი პირსახოცებით და ყინულით ხელში გაკვირვებულმა ააფახურა თვალები..
ალექსანდრემ უჩვეულოდ დასერიოზულებულმა ჩაიმუხლა მის სავარძელთან, ნაზად ჩამოაღებინა მკლავი ფეხიდან და ფრთხილად შეახო ტუჩები მის ხელის გულს. ისე აუწია მაისური მისთვის არ შეუხედავს, სილურჯეების დანახვისას ელენემ მის მზერაში ერთდროულად ამოიკითხა განგაში, მობოდიშება, საკუთარი თავის მიმართ ზიზღიც კი.. იცოდა რომ ასე მოხდებოდა, როგორმე რომ არ შეემსუბუქებინა მისთვის ტკივილი ვერაფრით აპატიებდა თავს.
- გეფიცები საერთოდ არ მტკივა! - საკმაოდ დამაჯერებლად წამოიძახა მაგრამ ამას არ უმოქმედია. ალექსანდრემ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თავი ჩაფიქრებულმა დააქნია. ისეთი სინაზით ადებდა ყინულებს, იმდენად ხელშესახები და ამოსაცნობი იყო მისი ტკივილი რომ ისევ ატირდა. სასწრაფოდ მოიცილა ყინულით გატენილი სველი მატერია და ატკივებული მლავები მის მხრებს შემოხვია. თავი საყვარელ ადგილას რომ დაიგულა და ალექსანდრეს სურნელი უფრო მძლავრად შეისუნთქა წამში დამშვიდდა, მაგრამ ცრემლები ვერაფრით მოიშორა. მის თმაზე და და ბეჭებზე მოსრიალე ალექსანდრეს თითებმა ყველაფერი დაავიწყეს.
- ასე ნუ ხარ რა.. ოღონდ ასე ცუდად ნუ ხარ .. - გაურკვევლად ლუღლუღებდა და მთელი ძალით ეკვროდა მის ფართე მკერდს და ვერაფრით მშვიდდებოდა. ალექსანდრემ მაშინვე აიყვანა ხელში და თავის სავარძელში მასთან ერთად ჩაჯდა. ისევ არაფერი უთქვამს, მხოლოდ თანხმობის ნიშნად ძლივსშესამჩნევად დაუქნია თავი და კვლავ მზრუნველად განაგრძო სილურჯეების ყინულით დაამება. არაფრით შეიყვანა ჩაძინებული ელენე საძინებელში, არ აინტერესებდა მთელი ღამე მოუხერხებელ სავარძელში ჯდომისგან დაბუჟებული კიდურები და სხეული, თითქოს სიამოვნებდა კიდეც..როცა რაღაც ძალიან უჭირდა, როცა ხვდებოდა რომ არასწორად იქცეოდა ყოველთვის ცდილობდა ფიზიკური ტკივილი აეტანა, იცოდა რომ სრული აფსურდი იყო მაგრამ თავს მაინც ასე უცნაურად სჯიდა. იმ წუთებში ელენეს შეხება, მშვიდი სუნთქვაც კი დაუმსახურებელი ეჩვენებოდა..
მომდევნო და დანარჩენი დღეები უფრო მეტად აუტანელი გახდა ელენესთვის. ძალიან ცდილობდა, რომ არ ეგრძნობინებინა მისთვის რამდენად ძლიერად ტკიოდა ხელები. თავიდან კიდურები რომ არ ემოძრავებინა და აუტანელი ტკივილი როგორმე გაეყუჩებინა ყავის დალევაზეც კი უარი თქვა, ფინჯანის ხელში აღებისას მისი აკანკალებული ხელი რომ არ დაენახა ალექსანდრესთვის მაგრამ მალევე მიუხვდა.
სასაცილოც ცდილობდა საჭმლის ჭამაშიც კი დახმარებოდა, ელენე ალბათ ყველაზე ბედნიერი იქნებოდა საშინლად დანაღვლიანებული გამომეტყველებაც რომ არ ყოფილიყო მისი სასიამოვნო ქცევის თანმდევი. შუბლი მხოლოდ მაშინ გახსნა როცა იმ უსიამოვნო ინციდენტიდან მეოთხე დილას ელენეს თითებმა გააღვიძეს, გოგონა ჩუმად შემოპარულიყო მის ოთახში, თან გამზადებული საუზმე შემოეტანა იმის ნიშნად, რომ უკვე კარგად იყო და ყველაფრის გაკეთება შეეძლო. ისე გააბედნიერა მისმა ბავშვურმა ეშმაკურმა ჟესტმა, რომ კოცნით კინაღამ დაახრჩო. ყველაფერი თითქოს გამოსწორდა, არაჩვეულებრივი ერთმანეთთან გატარებული ერთი კვირა ორივეს მეხსიერებაში იპოვნიდა ისეთ ადგილს, სადაც მხოლოდ დაუვიწყარ მოგონებებს ვინახავთ ხოლმე, მაგრამ ალექსანდრე ვეღარ იყო ისევ ისეთი ელენე „მხოლოდ ჩემსას“ რომ უწოდებდა. ადვილად ამჩნევდა რომ მისი ვითომ გულიდან წამოსული ღიმილიც კი მხოლოდ მის დასამშვიდებლად იყო.. აღარ იცოდა რა გაეკეთებინა თავი ასე ცუდად რომ არ ეგრძნო, გული ეწვებოდა ალექსანდრე თითქმის ყოველ წუთას რომ აკვირდებოდა უკვე ყავისფერშეპარუს ყოფილ სილურჯეებს და ნაზად უსვამდა გაყინულ თითებს.
- ალექსანდრე, იცოდე გავგიჟდები! - აღშფოთებულმა წამოიძახა, როცა როქსისა და ელენეს დაუჯერებელ სიახლოვეს განიხილავდნენ.
- ელე ეს თემა დახურულია ! არ გვინდა რა.. გაიგე, ასე ვერ ვენდობი.. - ცადა კიდევ ერთხელ აეხსნა გასაგებად და უკვე მრავალჯერ ნათქვამი სიტყვები კიდევ ერთხელ დამარცვლით გაიმეორა.
- ამას არ ვიძახი, ხომ შეგპირდი როქსის აღარ მივეკარები მეთქი.. - ისევ საყვარლად ამოიბუზღუნა და გაბუტულმა განზე გაიხედა.
- აბა რამ გადაგაწყვეტინა გაგიჟება, ელე ? - მის ვითომ გაბრაზებაზე გაეცინა და ცხვირზე წაეთამაშა.
- იცოდე თუ ისევ ასე უნდა იყო მართლა გავგიჟდები! მითხარი ხომ გინდა რომ კარგად ვიყო? ხომ ამბობ შენი ბედნიერება მინდა მხოლოდო? მაშინ ეცადე შენც ბედნიერი იყო და ყოველ წუთას ხელებს ნუ მიმოწმებ.. არ შეგიძლია უბრალოდ დაივიწყო და თავი ასე ცუდად არ იგრძნო? ჩემთვის მაინც ალექსანდრე ძალიან გთხოვ პირველ რიგში უბრალოდ შეწყვიტე საკუთარი თავის ტანჯვა რა, მართლა.. - იცოდა რომ ამაზეც კი გაებუსხებოდა მაგრამ ვეღარ მოითმინა არ ეკოცნა, უკვირდა როგორ ახერხებდა ელენე ყოფილიყო ყოველთვის ასეთი მართალი და თავისებური. მას თუ უნდოდა ბედნიერებასაც კი შეძლებდა .. ამას ელენეც ძალიან მარტივად მიხვდა. ეს კოცნა ალექსანდრეს ერთგვარ პასუხად აღიქვა და სახეზე ლაღი ღიმილი მოეფინა.
- ახლა როქსის ამბავზეც მოგთაფლავ და ეგ არის.. - ნიშნისმოგებით ჩაიცინა მაგრამ ალექსანდრე ისე სწრაფად დასერიოზულდა სასწრაფოდ დაამატა .. - კარგი ხო არ მინდა, არ მივეკარები!
- ნუ იბუტები ელენე.. შენ სხვა ძაღლს მოგიყვან და იმასთან ითამაშე ხოლმე.. ხომ გინდა? - ბედნიერებისგან წამიერად აივსო გოგონას თვალები, მაგრამ ვითომ გაბრაზებულის იმიჯი ჯიუტად არ მოიშორა და არაფერი თქვა. მთელი დღე ელოდა ალექსანდრე როდის გაუზიარებდა მისი შეთავაზებით გამოწვეულ აღფრთოვანებას მაგრამ გოგონა მაინცდამაინც ამ თემაზე დუმდა ჯიუტად...
ამდენი დღის გადაღლილი ვერ მიხვდა როდის ჩაეძინა. თვალები გაახილა და ხელებით მის მუხლებზე დაყრდნობილი ეშმაკურად მომღიმარი ელენე რომ დაინახა თითოეული უჯრედიც კი სასიამოვნოდ გაუთბა.
- ცუგას მართლა მომიყვან? - მოუთმენლად იკითხა და თავისივე სასაცილო ბავშვურობაზე თვითონვე აუტყდა სიცილი. ალექსანდრემ ყველაზე მეტად რომ უყვარდა ისე ჩაიხუტა, ძვლების სასიამოვნო ტკივილამდე..
- როცა მეტყვი ! - პირობა დაუყოვნებლივ მისცა და მოწყურებული დაეწაფა აწითლებულ ტუჩებს...

---

იმდენად არარეალური იყო აქ გატარებული ერთი კვირა, რომ თავადაც ძლივს იჯერებდა. მთლიანად ელენეთი მოცულს, ყველაფერი რომ დავიწყებოდა, რაღაც უმოწყალოდ უჭამდა გონებას. მარტივად აანალიზებდა, რომ ყველაფერთან დაბრუნება ამ ერთი კვირის მერე უფრო მეტად გაუჭირდებოდა მაგრამ მაინც.. მაინც ყველაფერს ერჩია მისი მომღიმარი, უმნიშვნელო ყურადღებითაც კი გაბედნიერებული თვალები..
ტბაზე ნავით მორიგი სეირნობისას უკან დაბრუნებულებს ნაპირზე თომა და რეზი რომ დახვდათ ერთიანად მოიცვა აღელვებამ..მათთან უკვე თვალებით საუბარს მიჩვეული ადვილად მიხვდა რომ ბედნიერი კვირა აქ დასრულდა და ელენე ისე მიიხუტა თითქოს მეგობრები მის წართმებას უპირებდნენ..

ოდნავ მოგვიანებით ყველაფერში გაერკვა, მეორე ოთახში ელენეს რომ არ ძინებოდა ყველაფერს უყოყმანოდ დალეწავდა, წამებში დაკარგა ერთი კვირის განმავლობაში ძლივსმოპოვებული სიმშვიდე.. ყველაფერი ან ძალიან მალე უნდა დაესრულებინა ან სამუდამოდ დაეკარგა...



№1  offline წევრი miyvarxar1992

❤❤❤❤kargi iyooo

 


№2  offline წევრი laviudanegra

კარგი იყო მომეწონა

 


№3  offline წევრი blondeangel631

ძალიან ემოციეური იყო ძალიან მომეწონა <3

 


№4 სტუმარი Daldoni

უუუჰჰჰჰ ძალიან მაგარია ემოციურად დატვირთული

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent