(არა)ნორმალურად (არა)ჩვეულებრივი VI
ანდრეი აბაზანიდან ნახევრად შიშველი გამოვიდა.ისე იქცეოდა თითქოს არც არაფერი ხდებოდა უცნაური,ვცდილობდი თვალი ამერიდებინა მისთვის,მაგრამ როგორ გინდათ ასეთ უზადო სხეულს თვალი არ შეავლო?დროდადრო ჩუმად გავხედავდი,მაგრამ მაშინვე იჭერდა ჩემს გამოხედვას და გამიღიმებდა ხოლმე.დარწმუნებული ვარ ამას განგებ აკეთებდა. -წადი ყავა გამიკეთე!-მიბრძანა თითქოს მისი მოსამსახურე ვიყავი -არა! -რატომ? -არ მინდა და იმიტომ. -ჰოდა მე მინდა. -მეც მინდა რომ ჩაიცვა,მაგრამ შენ მხოლოდ პირსახოცშემოხვეული დატანტალებ სახლში -უკაცრავად,ეს ჩემი სახლია.თანაც არ ვიცოდი თუ ჩემი პირსახოცი ასე გაწუხებდა. -კი მაწუხებს! -მაშინ მოვიხსნი.-თქვა და პირსახოცს ხელი წაავლო. -არაააააააა!-ჩემს ისტერიკაზე გაეცინა და ისევ დაჯდა -არც ვაპირებდი,სულელო.-დაამატა სიცილის შემდეგ. პატარა ბავშვივით ჟელიბონების ჭამით ვირთობდი თავს,ყბა ლამს მომექცა იმდენი ვჭამე ის კი იჯდა და მიყურებდა,არაფერს ამბობდა უბრალოდ მიყურებდა და დროდადრო დამცინოდა. უკვე შებინდებულზე დამიძახა... -დღეს პაემანზე მივდივარ. -არ მაინტერესებს სადაც გინდა წადი. -ჰო ვხვდები რომ არ გაინტერესებს,მაგრამ შენი სახლში დატოვებაც არ მინდა... თუ გინდა წამოდი ჩვენთან ერთად.-შემომთავაზა ვითომდა თავაზიანად. -და მე რა ვქნა ორ გვრიტს გიყუროთ? -არა.. შენც წამოიყვანე ვინმე თუ გყავს. -ორმაგ პაემანს გულისხმობ? -კი ვგულისხმობ მაგრამ მეეჭვება ვინმე გყავდეს.-დამცინავად მითხრა მან. -საერთოდაც მყავს.-რატომ წამოვროშე არ ვიცი,ალბათ იმიტომ რომ დამცინა. -კარგი,დღეს რვა საათისთვის რესტორანში მოდით შენ და შენი „უფლისწული“-შანსს არ უშვებდა რომ არ დავეცინე. მე დიდ საგონებელში ჩავვარდი,ვინ უნდა წამეყვანა პაემაზნე.ანდრეი მართალი იყო მე ურთიერთობებს გავურბოდი,მაგრამ მან როდის დაკარგა ჩემს მიმართ ინტერესი?იქნებ არ დაუკარგავს? ან იქნებ დაიღალა ჩემი დევნით. ვფიქრობდი შესაძლო კანდიდათზე მაგრამ არავინ მახსენდებოდა.. ერთადერთი ვინც ყურადღებას იჩენდა ანდრეი იყო და ზურა,რომელიც გამუდმებით ცდილობდა ჩემთან ლაპარაკს,მაგრამ ეს უკანასკნელი ავტომატურად გამოირიცხა,რადგან მე თვითონ არ მინდოდა მასთან საუბარი... ანდრეი გადავწყვტე მარიამის გულის მოსაგებად ყოველგვარი გზა მომესინჯა.ყურადღებამ არ გაჭრა,ამიტომ ანუკას რჩევას მივყევი და სრული იგნორი ვცადე,შემდეგ კი ორმაგ პაემანზე დავპატიჟე.მაინტერესებდა რა ნაბიჯს გადადგამდა და ვის მოიყვანდა ვახშამზე. მე თავად ერთ დახვეწილ ქალბატონთან დავიწყე შეხვედრა,რომელსაც თავდავიწყებით ვუყვარდი.. ვიცი ბოროტულად გამომდიოდა მასთან,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. საღამოს რვა საათი სრულდებოდა,მე და ჩემი ახალი პარტნიორი ნატალი რესტორანში ვოისხედით.. ის გამუდმებით საუბრობდა,მე კი მარიამს ველოდებოდი.დარწმუნებული ვიყავი ამ საღამოსთვის განსაკუთრებულად მოემზადებოდა და ეცდებოდა ყველა მანდილოსანი დაეჩრდილა... ასეც მოხდა.. ჩვენკენ მარიამო მოაბიჯებდა.. მოკლე,თეთრი კაბით მოფრიალებდა,გაშლილი შავი თმა წელამზე სწვდებოდა.ირგვლივ არაფერი მესმოდა მხოლოდ მისი ქუსლების კაკუნი.. მის გვერდით კი ჩემთვის უცნობი მამაკაცი შევნიშნე,რომელმაც წელზე ხელი ისე შემოხვია,თითქოს ამით ყველას ამცნობდა „მარიამი ჩემიაო“.სიბრაზისაგან მუშტი შევკარი,ალბათ სახეც ამელეწა რადგან ნატალიმ ჩემს მზერას თვალი გააყოლა. -ბოდიში რომ დავაგვიანეთ.-უდარდელი ხმით თქვა მარიამმა და ჩემს წინ მდგარ სკამზე გრაციოზულად დაჯდა.-მე მარიამი ვარ.-ხელი გაუწოდა ნატალის -ნატალი. -ანდრეი ჩემი ოთახის მეზობელია,რომ გეუბნეოდი.-გახედა მის თანმხლებ მამაკაცს,შემდეგ მე შემომხედა.-ეს კი ნიკა არის . კერძები შევუკვეთეთ,მაგრამ მადა არ მქონდა.. ნატალი ცდილობდა სიტუაცია განემუხტა,მაგრამ უფრო და უფრო იძაბებოდა.მარიამი უდარდელი და გრაციოზული იყო.ვიფიქრებდი,რომ ვინმეს შეუთანხმდა და აქ ისე მოვიდნენ,მაგრამ ნიკა მას როგორც დამშეული მგელი კრავს ისე უყურებდა.რამოდენიმეჯერ ხელის შეხებაზე მარიამმა ისეთი სახით გახედა თითქოს ცოტაც და დაახრჩობდა.ცოტახანში მარიამი საპირფარეშოში გავიდა და დრო ვიხელთე. -სად გაიცანით ერთმანეთი,რა თქვი? -არ მითქვამს. -ჰოდა ახლა თქვი. -რატო იძაბები,ჩვენ სამსახურში გავცანით ერთმანეთი და მის შემდეგ ურთიერთობა გვაქვს. -რა სახის ურთიერთობა გაქვთ,მარიამს ჩემთვის არაფერი უთქვამს შენს შესახებ. -მარიამის შესახებ ყველაფერი იცი?-საუბარში ჩაერია ნატალი. -კი ნატალი მარიამზე ყველაფერი ვიცი,ის ჩემს სახლში ცხოვრობს და როგორც პატარა და ისე მყავს,ამიტომ ყველაფერი ვიცი... საკმარისია?-ხმის ტონი ჩემდა უნებურად შემეცვალა.მარიამი ჩემ დად ვერა და ვერ წარმოვიდგინე,ამაზე მოტყუებაც კი გამიჭირდა. -ხომ ხვდები რა ურთიერთობაც შეძლება ჰქონდეს ქალს და მამაკაცს?-თითქოს მიმანიშნა ნიკამ,მაგრამ ეს მინიშნება ჩემთვის საკმარისი არ იყო. -კონკრეტულად?-ვეცადე დაეზუსტებინა. -ანდრეი დავიჯერო ვერ ხვდები,რომ ნიკა სექსს გულისხმობს?-ისევ ჩაერია ნატალი. -დიახ,სწორედ რომ სექსს ვგულისხმობ.ასეთ ნაშას ხელიდან ვინ გაუშვებს?-თქვა თუ არა ნიკამ ფეხზე წამოვვარდი და საყელოში ხელ ჩავავლე უნდა დამერტყა როცა მარიამი მოვარდა. -რას აკეთებ,სულ შეიშალე?-ცდილობდა ხელი გამეშვა ნიკასთვის -ამ ნაგავს იცავ? -მას ნიკა ჰქვია და ჩემი შეყვარებულია,კეთილი ინებე და პატივი ეცი. -შეყვარებული? -კი, ანდრეი. -იცი რა თქვა?-მარიამმი ხელზე მიჭერდა რომ ნიკასთვის გამშვა და მეც გავუშვი. -რა თქვა ისეთი,რამაც ასე გაგაბრაზა. -ის რომ სექსი გაქვთ -მარიმმა გაბრაზებული,ანთებული თვალებთ გახედა ნიკას,რომელიც უდარდელი სახით იდგა,მაგრამ მისთვის არაფერი უთქვამს. -შენ რა გაწუხებს მე ვისთან მექნება სექსი და ვისთან არა,ეს ჩემი პირადია და შენ შენს ნატალის მიხედე.-ნიკას ხელი ჩაკიდა და სწრაფი ნაბიჯით გავიდნენ რესტორნიდან,სადაც ყველა ჩვენ გვყურებდა. მარიამი ნიკა ჩემი თანამშრომელი იყო,რომელსაც შევუთანხმდი შეხვედრაზე წამომყოლოდა,მაგრამ ყველაფერი ისე არია,რომ ალბათ ვერც ვერასოდეს დავალაგებდი.გავბრაზდი მაგრამ არა ნკაზე,არც საკუთარ თავზე არამედ ანდრეიზე,რომელიც ამგავრი თამაშემით თვითონაც გულს იკლავდა და მეც მანადგურებდა. ნიკასთვის არაფერი მითქვამს.რესტორნიდან გამოვედით თუ არა ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი. ყოველგვარი ხალისი,სიცოცხლის სურვილიც კი დავკარგე.დარწმუნებული ვიყავი ანდრეი ზედაც აღარ შემომხედავდა,თუ რა თქმა უნდა არ მიხვდა ჩვენს ტყუილს. დივანზე ვიჯექი და ცხელ შოკოლადს ვსვამდი,როცა სახლში ქარიშხალივით შემოიჭრა ანდრეი.არაფერი უთქვამს სწრაფი ნაბიჯით შევიდა საძინებელში.მინდოდა დავლაპარაკებოდი და უკან გავყევი. -შეიძლება?-ვიკითხე როცა კარები შევაღე. -უკვე შემოსული ხარ.რა გინდა?-გაღიზიანებული იყო,ზედაც არ მიყურებდა. -ლაპარაკი მინდა.-ძლივს შესამჩნევად ვთქვი. -შენი დანახვა და ხმის გაგონება არ მინდა.წადი შენს ოთახში და არ დავინახო ფეხი გამოადგა.-ამაზე უკვე მე ავშარდი. -როგორ მელაპარაკები?მე შენი ბავშვ ხო არ გგონივარ. -ბავშვი არა უტვინო ქათამი ხარ. -რატომ იმიტომ რომ შენთან არ დავწექი და ნიკა გამჯობინე? -მარიამ წყობილებდან ნუ გამომიყვან. -სულ ფეხებზე შენი წყობილება,შენ შეიძლება სექსი ვისთანაც გინდა იმასთან გქონდეს და მე არა? ან რა შენი საქმეა? -სულ გამოშტერდი გოგო? -შენ დაიგრუზე რომ შენთან არ ვწვები,მაგრამ შენს სახლში ვცხოვრობ.-უკვე დაცინვაზე გადავედი,რამაც კიდევ უფრო გააბრაზა ანდრეი. -თუ მოვინდომებ შენ ჩემითან დაწვები,მაგრამ არ მინდა. -ესეიგი არ გინდა..-ვთქვი და მკერდთან ღილი შევიხსენი -მიწვევ? -გწვევ.. -მაგრამ მე სხვისი ქალები არ მხიბლავს..-ისე შემომხედა თითქოს გულს ვურევდი. -რომ მოგენდომებინა შენ ვიქნებოდი.-ვთქვი და ისევ შევიხსენი შემდეგი ღილი. ანდრეი ცდილობდა თვალი აერიდებინა,მაგრამ ნაკლებად გამოდიოდა.ანდრეი ვნება ანთებული დამეტაკა და კეტელზე ავეკარი.ისე ვნებიანად მაკოცა რომ ლამის გონება დავკარგე,მაგრამ ანდრეი გონს მალევე მოეგო და უკან დაიხია. -მარიამ შენს ოთახში წადი! -რა მოხდა? -შენს ოთახში მეთქი. -არ წავალ.. -წახვალ.. -რატომ ? -რომ არ წახვიდე ისეთ რამე მოხდება,რაც არ მინდა. -იქნებ მინდა რომ მოხდეს,თანაც ეს ხომ ჩემთვის პირველი არ იქნება. -სულელი ხარ.მე ვიცი რომ შენს და იმ იდიოტს შორის არაფერი ხდება.შენ ისევ ქალშვილი ხარ და ასე იქნება ჩვენი ქორწილის პირველ ღამემდე.-სიცილი ვერ შევიკავე. -შენ კი იდიოტი ხარ.შენ რა ცოლად არაქალიშვილს არ მოიყვან? -მოვიყვან თუ არაქალიშვილი შემიყვარდება,მაგრამ ამჯერად მე ქალიშვილი მიყვარს. -აუცილებელია ამ თემაზე საუბარი? -არა! -მაშინ მე წავალ...-მეწყინა,რომ ჩემი ტყუილი არ დაიჯერა,ისიც რომ თითქმის შიშველს მთხოვა ოთახიდან გავსულიყავი. -წადი.. ოთხიდან გამოვედი და ჩემს საძინებელ ოთახში შევედი,ძალიან დაღონებული ვიყავი.ალბათ დასარჩენი რომ მქონოდა ანდრეიდან უყოყმანოდ წავიდოდი,მაგრამ ახლა ისევ მასტნა მიწევდა ცხოვრების გაგრძელება,საწოლზე ჩამოვჯექი და ავტირდი ჩემს საშინელ ცხოვრებაზე.უეცრად კარები გაიღო და ანდრეი დავინახე,რომელიც კარებში გაშეშებული იდგა და მიყურებდა,შემდეგ დიდი ნაბიჯებით ჩემკენ წამოვიდა და საწოლზე გადამაწვინა...... პ.ს მეგობრებო რას ფიქრობთ ისტორიაზე?ანდრეის და მარიამის წყვილიზე? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.