ყავა არ მინდა წყალიც მეყოფა
ყავა არ მინდა წყალიც მეყოფა თქვენ მხოლოდ მთებში მაცხოვრეთ სადაც გზას ნამი ეტყობა იქ სადაც სული დავტოვე... სასახლე არ მსურს. ვიცხოვრებ ქოხში მთიულ ქმარსა და შვილებთან ერთად სულის წაბილწვას თბილისში მოვრჩი ჰოდა მივდივარ მე მთაში ღმერთთან. იქ სადაც სუნთქვა არ არის ძნელი იქ სადაც გული ბავშვივით ხარობს სადაც განთიადს ღიმილით ელი და ქალაქის მტვერს აღარც კი ნატრობ... იქ სადაც კაცი კაცობით ფასობს და ქალს ამშვენებს ჭრელი მანდილი იქ სადაც მთების სიო დაგათრობს ცვრიან ბალახზეც ფეხით გაივლი... ჰოდა რა მინდა ქალაქის მტვერში სადაც წაბილწეს რაც იყო წმინდა სადაც წაქცეულს დამადგეს ფეხი და ჩემს სიყვარულს ვერავინ მიხვდა. ყავა არ მინდა წყალიც მეყოფა თქვენ მხოლოდ მთაში მაცხოვრეთ სადაც გზებს ნამი ეტყობათ სადაც მე გული დავტოვე... /ანა ზეიკიძე/ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.