შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველას წინააღმდეგ (სრულად)


28-12-2017, 10:03
ავტორი naattii
ნანახია 9 383

-ლიკაააა,ადექი თორემ საუზმეც გაგიცივდა და სკოლაშიც დაგაგვიანდება_სულაც არ მინდოდა თვალების გახელა ისეთ მშვენიერ სიზმარს ვხედავდი, მაგრამ სხვა გზა მაინც არ მქონდა. სიზმრით ნასიამოვნები ღიღინით ავდექი, ჩემი მემგონი ერთადერთი კაბა გამოვიღე და სანამ ჩავიცვამდი სახე ჩამომეღვენთა, საშინლად არ მიყვარდა ამ კაბის ჩაცმა, რადგან როგორც სხვები ამბობდნენ ჩემი ''გრძელი'' ფეხების გამო მთელი დღე ყურადღების ცენტრში ვიყავი, რაც ასევე საშინლად არ მიყვარდა. დავარცხნილი თმა რა თქმა უნდა გავიშალე და როგორც ყოველთვის სარკეში ჩაუხედავად ჩავირბინე კიბეები.
-დე მამა სად არის?
-არ ვიცი შვილო ღამით არ დაბრუნებულა,ეტყობა კიდევ სამსახურში ჩაეძინა_თავი გადააქნია დედამ და ჭურჭლის დარეცხვას შეუდგა,დედა საშინლად მეცოდებოდა,რამდენიმე თვის წინ უსამართლოდ გამოაგდეს სამსახურიდან და სხვაგან ვერაფერი იპოვა, მამა კი ერთ-ერთ ფირმაში მუშაობდა და საათობრივად უხდიდნენ ამიტომ სახლში თითქმის ვეღარ ვხედავდით, გული
საშინლად მწყდებოდა მაგრამ მეთვითონ ვერაფრით დავეხმარებოდი ჯერ მხოლოდ 17 წლის ვიყავი და ერთადერთი რაც შემეძლო წერა იყო. დღიურიც მქონდა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩანახატები, მოთხრობები, ნოველები იმდენად ახლოს მიმქონდა გულთან თითქმის მათში ვცხოვრობდი,იმისიც კი მჯეროდა რომ ჩემს პრინცს ერთი დანახვით ვიცნობდი, მაგრამ ჯერ არ ჩანდა და მეც მორჩილად ველოდი.
-დედა მე პირდაპირ წავალ რა, არ მშია თანაც არ მიყვარს გოგოებს რომ ვალოდინებ, მიყვარხარ_ლოყაზე ვაკოცე და სახლიდან გამოვვარდი. სკოლა საკმაოდ შორს იყო ამიტომ ავტობუსით დავდიოდი, როგორც ყოველთვის დავჯექი თუ არა ჩემი ახალი ნოველის წერა განვაახლე, სწორედ საინტერესო ადგილას მივედი სადაც, როგორც იქნა მთავარმა გმირებმა ერთმანეთი იპოვეს და მათი სიყვარული კოცნით უნდა დაგვირგვინებულიყო, როცა უკან საშინელი სიგნალის ხმა გაისმა და თითქმის იმწუთას გვერდიდან ძალზედ მოდური მანქანა გამოვარდა,
დიდი სიჩქარით ჩაგვიქროლა და ფანჯრიდან ხელი აგვიწია. მაშინვე ვიცანი ვინც იყო. ჩვენი სკოლის ყველაზე ''სვეცკი'' და პოპულარული ბიჭი დათო, რომელსაც ფულიანი მამიკო ყავდა და სწორედ ამითი იყო მაგარი.სკოლის გაჩერებაც მოსულიყო და კიდევ კარგი რომ ამოვხედე თორემ აუცილებლად გავცდებოდი. გოგოები სკოლის შესასვლელთან მელოდნენ ესენი ჩემი საუკეთესო მეგობრები ანუკი და ნინი იყო. ერთმანეთის გარეშე არაფერს ვაკეთრბდით და ყველა განუყრელებს გვეძახდა.ერთმანეთის მოკიტხვა ვერ მოვასწარით სწორედ იმ დროას მოადგა სკოლას დათოს მანქანა, თუმცა დღეს მარტო არ იყო... მანქანიდან გადმოვიდა და რადგან სკოლის შესასვლელში ვიდექით ჩვენსკენ წამოვიდა:-გამარჯობათ გოგონებოო_და მომხიბლელად გაგვიღიმა, ალბათ ამ დროს სიხარულისგან უნდა გვეკივლა რადგან გაგვიმართლა და ნება იბოძა რომ მოგვესალმა მაგრამ სამივემ ამრეზით ავათვალიერეთ და გვერძე გავდექით რომ გაგვეტარებინა, სწორედ
ამ დროს გადმოვიდა მანქანიდან მისი თანმხლები... დიდი სიამოვნებით მექნებოდა პირი კიდევ დიდხანს დაღებული ანუკის მუჯლუგუნი რომარ მეგრძნო და ეთქვა რაღას უცდი წამოდიო.
დათოს სულაც არ გავდა,მასზე მაღალი იყო,გამხდარი,სულ ოდნავ მოგრძო თმებით და რაც ყველაზე მეტად მიყვარდა: მწვანე თვალებით. გვერდით გავლისას გამიღიმა და მოგვესალმა. დღეს პირველად ვხედავდი ეტყობა ახალი იყო, საცოდავი როგორ ''გაუმართლაა'' ეგრევე დათოს ხელში რომ ჩავარდა, თუმცა მივხვდი რომ ისიც დათოსავეთ მდიდარი და ფულიანი მამიკოს შვილი იყო და იმედგაცრუებულმა თავდახრილმა გავაგრძელე გზა. ბოლო გაკვეთილი სამივეს სხვადასხვა გვქონდა, ამიტომ მე როგორც პირველად გამოსულმა, სკოლის ეზოში ჩვენს საყვარელ ხესთან უნდა დამეცადა, იქვე „სკამეიკა“ იყო და თავისუფალ დროს ყოველთვის აქ ვატარებდით, ის იყო ჩამოვჯექი რომ სკოლიდან დათო გამოვიდა ახალ მოსწავლესთან ერთად და იქვე დამდგარ გოგონების
ჯგუფთან მივიდნენ, დათოს შეყვარებული მხარდამჭერთა გუნდის კაპიტანი იყო, ასევე ყველაზე პოპულარული გოგო სკოლაში და მის დანახვისთანავე კისერზე ჩამოეკიდა, შემდეგ კი მისი დაქალი ახალ მოსწავლეს გააცნო, ყველაფერი აშკარა იყო ამ საცოდავს უკვე გოგოც მოუძებნეს, გულში ჩამეცინა და თავი გადავაქნიე საშინლად მოსაბეზრებელი იყო ჩემთვის ამათი ვითომდა პოპულარობის გაგება და თვალისდევნება. ყველაზე ცუდი ის იყო რომ ეზოში მეტი არავინ იყო მათ გარდა ასე რომ მათთვის რომარ მეყურებინა ჩემი განუყრელი ჩანახატების რვეული ამოვიღე და წერა განვაახლე, არ ვიცი ასე როგორ ჩავიკარგე ჩემსავე გამოგონილ ისტორიაში რადგან როცა ამოვიხედე ეზო მოსწავლეებით გავსებულიყო,ჩემსკენ კი გოგოები მოდიოდნენ და რაღაცაზე გულიანად კისკისებდნენ.
-ლიკ შეხედე იმ საცოდაავს? ალბათ უკვე ნანობს აქ რომ გადმოვიდა_კიდევ ერთხელ გადაიხარხარა ანუკიმ და დათოსკენ გამახედა, ჩვენგან მოშორებით იჯდნენ, დათო სალომეს ჩახვეოდა და გამწარებული კოცნიდნენ ერთმანეთს, ახალ ბიჭს კი სალომეს დაქალი მიჯდომოდა გვერდით და როგორც ჩანდა ლაპარაკით ტვინს უბურღავდა რადგანაც საწყალი სახით აქეთ-იქეთ იხედებოდა და ზოგჯერ გახედავდა რომ უბრალოდ თავი დაექნია ან ეგრძნობინებინა რომ ვითომ უსმენდა. იმდენად სასაცილო სცენა იყო მეც კი სიცილი ამიტყდა, თუმცა რატომღაც საშინლად მომინდა დავხმარებოდი, ამიტომ არც კი დავფიქრებულვარ ისე გავემართე მისკენ,გაოცებულმა ანუკიმ ნინის გადახედა,მან მხრები აიჩეჩა და დამიძახეს მაგრამ უკან აღარ დამიხევია, პირდაპირ მათთან მივედი და მივმართე:
-შენ ახალი ხარ ხო? ბატონმა თამაზმა დამაბარა მასთან მიგიყვანო, მემგონი შენს საბუთებში ვერ გაარკვია რაღაც, თუ შეიძლება გამომყევი_ თავაზიანად გავუღიმე და შემოვბრუნდი თუმცა თავის დაღწევით გახარებული სანამ სიტყვას დავამთავრებდი მანამდე წამოხტა და უკან გამომყვა, სანამ სკოლაში არ შევედით არც გავჩერებულვარ და არც ხმა ამომიღია, ბოლოს მივუბრუნდი და ვუთხარი: -ნუ გეშინია არავითარი პრობლემა არაა საბუთებში, არც ვინმე გეძახის,უბრალოდ ისეთი საწყალი სახე გქონდა ...._ აღარ დავამთავრე და კიდევ ერთხელ ამიტყდა სიცილი
-ხო მივხვდი მაგრამ არც კი ვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა, მართლაც რომ გადამარჩინე თორემ სულ ცოტაც და... _ისიც ამყვა სიცილში_ ხო მე ლუკა მქვია _ ხელი გამომიწოდა და როცა ჩემი მივაგებე ისეთი სასიამოვნოდ თბილი ხელი დამხვდა მეც კი გავოცდი_მე ლიკა,სასიამოვნოა_მაგრამ ეხლა თუარ წავედი გოგონები მომკლავენ_ჩემი ხელი ისევ ხელში ჰქონდა, ფრთხილად ჩამოვართვი და გაღიმებული გამოვედი სკოლის შენობიდან. ხესთან კი გოგოები მიცდიდნენ რათქმაუნდა ცნობისმოყვარე თვალებით, გამეცინა რადგან ყველაფერი ზუსტად
სიტყვა-სიტყვით უნდა მომეყოლა.
სკოლიდან რა თქმა უნდა ერთად წამოვედით, ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობდით, მაგრამ ყოველთვის ანუკისთან ვიკრიბებოდით, გზაში ჩვენს დამარხულ საყვარელ ნივთებზე ვსაუბრობდით და ვერ ვწყვეტდით როდის უნდა დაგვებრუნებინა, მე ვიძახდი რომ სკოლის დამთავრების დღეს, ანუკი როდესაც რომელიმეს ვინმე შეგვიყვარდებაო, ნინი კი უბრალოდ გვიყურებდა და ჩვენს სისულელეებზე იცინოდა. როგორც იქნა სახლამდეც მივედით, ჩანთები მოვიხსენით და სანამ მეცადინეობას დავიწყებდით საჭმლის მომზადება გადავწყვიტეთ. მათემატიკა ყოველთვის მიჭირდა რადგან ყველაზე საძულველი საგანი იყო და ნინიც იტანჯებოდა როცა მიხსნიდა. როგორც იქნა დავალებებს მოვრჩით და დავიშალეთ სახლისკენ მიმავალმა რატომღაც გულდაწყვეტილმა გავიფიქრე, რომ ლუკა მეტჯერ აღარც გვიხსენებია. გოგოებისგან დამალული არასდროს არაფერი მქონია, მაგრამ ეხლა რა უნდა მეთქვა? რომ უბრალოდ ბიჭი დავინახე და მის მერე ვფიქრობ მასზეთქო? არანორმალურად ჩამთვლიდნენ რაშიც მართალია ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ მაინც უცნაურად ჟღერდა... სახლში მისულმა მაშინვე დღიური მოვიმარჯვე და ჩემი მხატვრული ლექსიკით იმ დღის აღწერა დავიწყე, დასასრულს როცა უკვე დღიური უნდა დამეხურა რატომღაც კიდევ ერთხელ გადავხედე და ღიმილით აღმოვაჩინე რომ თურმე მშვენიერი ჩანახატი გამომსვლია რასაც ''უცნაური გრძნობა'' ვუწოდე. უცნაური სიახლით აღფრთოვანებულს კი მალევე ჩამეძინა.

როგორც ყოველთვის არც დღევანდელი დილა გამოდგა გამონაკლისი და ღიღინით ავდექი, ავდექი არა წამოვფრინდი, მოვწესრიგდი თმა გავიშალე და საათს რომ შევხედე გაოცებისგან პირი დავაღე ასე ადრე ცხოვრებაში არ ავმდგარვარ, თანაც ჩემით გამეღვიძა, თავი გადავაქნიე და ქვემოთ ჩავედი, დედაც კი არ ამდგარიყო ჯერ, ამიტომ დრო ვიხელთე და გადავწყვიტე საუზმე მისთვისაც დამეხვედრებინა, როცა გაიღვიძა და ხალათ მოხვეულმა ქვევით გაშლილ მაგიდასთან ჩემი საყვარელი კარაქიანი პურით დამინახა, ჯერ თვალები მოიფშვნიტა ხომ არ მეჩვენებაო მერე კი დაბნეულმა ღიმილით მითხრა:
-ჯობია ავიდე ხო კარგად გამოვიძინებ თორე, რაღაცეები მელანდება უკვე_ გაეცინა და გვერდით მომიჯდა.
-დედა იცი რაღაც მინდა გთხოვო, შაბათს გოგონები კინოში მიდიან ახალ ფილმს უჩვენებენ, ძალიან გთხოვ შეიძლება წავიდეე???_ ამის გაგონებაზე დედამ ფრთხილად დადგა ჭიქა თეფშზე და აცრემლებული თვალებით შემომხედა:
-მაპატიე შვილო, ხომ იცი შენთვის არაფერს დავიშურებ მაგრამ არამგონია მამაშენს ახლა კინოს ბილეთის ფული ჰქონდეს, საყვარელო უნდა გაგვიგო_ ამ სიტყვებით ლოყაზე მომეფერა და როგორც შეეძლო გამიღიმა. მთელი არსებით შევძრწუნდი, არა იმაზე რომ წასვლა არ შემეძლო არამედ იმაზე რომ დახმარება არაფრით შემეძლო, რა სულელი ვიყავი საერთოდ რატომ ვეუბნებოდი, ტყუილად ვატკინე გული, წამოვდექი ჩავეხუტე და მხიარულად ვუთხარი:
-კარგი რა დედა, დიდი რამე კიდევ ერთი იდიოტური ფილმი იქნება_ჩანთას ხელი დავსტაცე და კარების დახურვისას დავინახე როგორ გადამწერა
პირჯვარი აცრემლებულმა. მთელი გზა ვფიქრობდი რითი შემეძლო დახმარება ჩემი მშობლებისთვის, მაგრამ იმის გარდა რომ არაფერიც არ შემეძლო ვერაფერი მოვიფიქრე, გოგოებისთვისაც კი არ გამივლია საშინლად გაღიზიანებული წავედი პირდაპირ სკოლაში. როგორც ყოველთვის ჩემი კაბა მეცვა რის გამოც სკოლის ეზოში შესულს რამდენიმემ დამისტვინა, ამან უარესად გამაღიზიანა.
სკოლის კარებთან ლუკა იდგა დათოსთან და სალომესთან ერთად, სალომეს დაქალი არსად ჩანდა ალბათ დამარცხება აღიარა თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად მაღელვებდა. მათ გვერძე ჩავლისას ლუკამ გამაჩერა და მომესალმა თუმცა ყველაფერზე გაღიზიალებულმა უხეშად მივუბრუნდი:
-რა იყო სტვენა აღარაა საკმარისი უკვე სხვა ეტაპზე გადახვედი?_უცებ ჩაწია ხელი და საოცრად მომხიბვლელი, მაგრამ ამავდროულად ნაწყენი სახით შემომხედა და მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა მაგრამ როცა დათომ ზურგზე ხელი მიარტყა და ვითომ ჩუმად ჩასძახა: -უჰუუუ, ხედავ რა ჩაგიტარა_ და სიცილი აუტყდა, ჩემი სინდისი ისევ სადღაც გაქრა და სკოლისკენ ვიბრუნე პირი. გაკვეთილებზე მოუსვენრად ვცქმუტავდი, ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა,ვგრძნობდი გოგოების გაოცებულ მზერასაც, მაგრამ ვიცოდი არაფერს მკითხავდნენ, ისინიც მიცნობდნენ და წინასწარვე იცოდნენ თუ რამის თქმას ვაპირებდი ისედაც ვეტყოდი. მთელი გაკვეთილების განმავლობაში მისი ნაწყენი მწვანე თვალები მოსვენების უფლებას არ მაძლევდნენ. შესვენებაზე, როცა ყველა კაფეტერიაში წავიდა, მე ეზოსკენ ვიბრუნე პირი გოგოებს კი დავუბარე ადგილი შემინახეთთქო. როგორც კი გარეთ გავედი მაშინვე დავინახე, ჩემს საყვარელ „სკამეიკაზე“ იჯდა და რვეულში რაღაცას წერდა. ბოდიშის მოხდას მიჩვეული არ ვიყავი, მითუმეტეს ბიჭთან ეს არასდროს დამჭირვებია, თუმცა უკან დასახევი გზა არ მქონდა. ღრმად ჩავისუნთქე და თავზე დავადექი.-იცი ჩემს ადგილას ზიხარ_გაკვირვებულმა ამომხედა და როცა მე შემხედა, თვალებში დაბნეულობა ამოვიკითხე,მე კი გულთბილად გავუღიმე... (1)
-მეგონა გაღიზიანებდი_რვეული უცებ დაკეცა და შეინახა, თავი საშინლად ვიგრძენი მაგრამ ვერც გაამტყუნებდი
-მაპატიე,შენი ბრალი არ იყო,უბრალოდ...
-უბრალოდ სხვებზე ნერვებმოშლილმა პირველივე შემხვედრზე გადმოანთხიე ყველაფერი_ გამეცინა რომ უთმელად გამიგო
-ჰო მართალი ხარ.
-მაშინ არაუშავს _და საშინლად მომხიბვლელად გამიღიმა._არ მეტყვი ასე რამ გაგაბრაზა?
-უბრალოდ საშინლად მაღიზიანებენ უტაქტო ადამიანები.._არ დამამთავრებინა ისე ჩამერთო:
-ლიკა იცი აქ მყოფი ყველა ბიჭი ერთნაირია,თავი ყველას მაგარი ჰგონია მაგრამ სინამდვილეში ყოველთვის ვიღაც ერთს ეთაყვანებიან,ბრბოა რომელთათვისაც ერთი თითის გატკაცუნება საკმარისია რომ დაიმორჩილო, არამგონია ასეთი ადამიანები ნერვების მოსაშლელად ღირდეს. მართლაც გაოცებული ვუყურებდი:
-იცი რომ განსხვავებული და ლამაზი ლექსიკა გაქვს?_გაეღიმა და ჩანთიდან ამოღებული რვეული ხელში შეათამაშა_ალბათ ჩემი გატაცების ბრალია. არ ვიცი რატომ, მაგრამ საშინლად აღელვებული წამოვხტი ფეხზე და წინ გაწეული ხელით შევეკითხე:
-არ მითხრა რომ წერ.
-აბა მოგატყუო?_გაეცინა და აწეულ ხელზე ხელ მოკიდებულმა გვერდით მიმისვა:
-მოიცა ასე აღელვებით რატო, შეენც?_სიცილით დავუქნიე თავი და გამიხარდა რომ ასეთი ადამიანი აღმოვაჩინე. მთელი შესვენება საუბარში გავატარეთ, სასაუბრო თემა რა თქმა უნდა წიგნები იყო, როცა ჩვენს საყვარელ წიგნებზე მივედით,დაუფიქრებლად დავასახელე ''ქარიშხლიანი უღელტეხილი'' რამაც მისი გაკვირვება გამოიწვია, თუმცა ჩემი ახსნის შედეგად ნამდვილად დამეთანხმა ნამდვილად შეუდარებელი ნაწარმოებიაო. მისი საყვარელი ნაწარმოები ''დორიან გრეის პორტრეტი'' აღმოჩნდა რაზეც ნამდვილად დავეთანხმე, ვცდილობდი დამეყოლიებინა რომ მისი ერთი ჩანახატი ან ნოველა წამეკითხა მაგრამ უარს მეუბნებოდა, იმდენად ბევრი წიგნი ჩამოთვალა რომ გამიკვირდა, მართალია მეც ხშირად ვიჯექი ბიბლიოთეკაში და ვკითხულობდი, მაგრამ არამგონია მასაც ასე გაეკეთებინოს, ამიტომ ცნობისმოყვარეობა გამოვიჩინე და შევეკითხე თუ საიდან ამდენი წიგნები, ჩვენი ქალაქის ბიბლიოთეკაში არასოდეს მენახა. ჩემს კითხვაზე თავიდან ჩაეცინა თუმცა შემდეგ დაძაბული ხმით რაც მთელი ჩვენი საუბრის მანძილზე არ გამიგონია ჩაილაპარაკა:
-არამგონია მამაჩემის შვილს წიგნის შოვნა გამიჭირდეს_თბილად გამიღიმა და როცა მორიგი კითხვის დასმა მოვინდომე დამასწრო_ოგონდ ახლა არა რა, და ჩვენც ისევ გადავეშვით ორივესთვის საყვარელ წიგნთა სამყაროში.ალბათ არც მოგვბეზრდებოდა ანუკი და ნინი რომარ წამოგვდგომოდა თავს:
-ქალბატონო მთელი გაკვეთილებია გეძებ შენ კი აქ ყოფილხარ_მხოლოდ შემდეგ გახედა ლუკას და მიესალმა.
-მთელი გაკვეთილებიი? მოიცა ახლა რა დროა?
ანუკის სიცილი აუტყდა და შემანჯღრია-უკვე სახლში წასვლის ქალბატონო. ლუკაც გაკვირვებული მიყურებდა, დარჩენილი გაკვეთილები საუბარში ისე გავატარეთ ვერცერთს შეგვიმჩნევია.
პასუხის გასაცემად პირი გავაღე როცა დათოს ყვირილი შემოგვესმა, ლუკას ეძახდა რომ სახში წასულიყვნენ,ლუკამ ოდნავ მოწყენილი სახით გამომხედა და დაგვემშვიდობა,შემდეგ კი ჩანთა გადაკიდებული წავიდა დათოს მანქანისკენ. მათი ეზოდან გასვლა და გოგონების დატაკება ერთი იყო, სიცილით კვდებოდნენ და თმას მიჩეჩავდნენ -აბა სწრაფად მოყევი ქალბატონო რა ხდება.
მათი განწყობა გადამედო და მთელი გზა მხიარულად მივუყვებოდით ქუჩას... საღამოს სახლში მისულმა როგორც იქნა ლოგინამდეც მივაღწიე, დღიური მოვიმარჯე და როცა მთელი დღის ამბებს ვწერდი მივხვდი რომ ყურებამდე ვიყავი გაღიმებული, ჩემ თავზე სიცილი ამიტყდა და ბალიშზე დამფხობილი სიცილით ვიგუდებოდი, თუმცა ვერ ვხვდებოდი რატომ ვიყავი ასე გამხიარულებული...

დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს,თუმცა თვალები გავახილე, ბალიში ჩავიხუტე და ძილის გაგრძელებას ვაპირებდი როცა საათს შევხედე და კისრიტეხით წამოვვარდი:
-ვაიმე, დედაა, რატო არ გამაღვიძე უკვე 11 საათია_ცალი ფეხსაცმლით ხელში ჩავუქროლე, მან კი გაოცებულმა გამომხედა
-კი მაგრამ სად გეჩქარება?
-როგორ თუ სად იქნებ ბოლო გაკვეთილებს მივუსწრო.
-ლიკა? ხომ კარგად ხარ დღეს შაბათია._ფეხსაცმლიანი ხელი გამიშეშდა და მოწყვეტით ჩავენარცხე დივანზე, ბოლოს კი სიცილი ამიტყდა
-ასე რამ დამაბნია? ნელა წამოვდექი და მთქნარებით ავედი კიბეებზე_დეე,დავიძინებ რა. პასუხი არც კი მომისმენია ისე გაუხდელად დავწექი და თითქმის მაშინვე განახლდა ჩემი სიზმარი ზუსტად ჩემი საყვარელი ადგილიდან...
შაბათ დღეს სახლში ვატარებდი დედასთან, საღამოს მამასთვის ერთად ვაკეთებდით ვახშამს, ეს ყოველთვის ასე იყო, დედასთან, როგორც უახლოეს მეგობრებთან ისე ვსაუბრობდი და მისგან დამალული არაფერი მქონდა, რა თქმა უნდა ლუკაზეც მოვუყევი, საუბრის ბოლოს დედამ გამომხედა და უცნაური თვალებით შემათვალიერა, თუმცა ვერ გავიგე რატომ, ბოლოს მამაც მოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ დაღლილი იყო ვახშამმა მაინც მხიარულად ჩაიარა, ვგიჟდებოდი როცა ყველანი ერთად ვიკრიბებოდით, ეს დღიურშიც შეინიშნებოდა, რადგან ყველგან შეიმჩნეოდა ჩემი მხიარული განწყობა.
კვირას მთელი დღე გაკვეთილების მომზადებას დავუთმე, თუმცა რა თქმა უნდა გოგოებსაც ველაპარაკე. საღამოს ცოტა არ იყოს მოვიწყინე, არ ვიცი რატომ მაგრამ ეს ცუდი განწყობა ვერაფრით მოვიცილე.
ორშაბათს როგორც ყოველთვის დედას ხმამ გამაღვიძა, წამოვიზლაზნე და იმის გაფიქრებაზე რომ ისევ ის კაბა უნდა ჩამეცვა თითქოს გული შემეკუმშა, მაგრამ მეორე წამს აღარ შევიმჩნიე, დიდი რამე, სხვებს უფრო მოკლეებიც ეცვათ. სააბაზანოში ვიყავი როცა დედამ დამიძახა, რომ ოთახში მელოდებოდა, გამიკვირდა და თითქმის მაშინვე გამოვედი, ხელში ცელოფანი ეკავა, რომელშიც ვერ ვხედავდი რა იდო, გამომიწოდა და მითხრა მალე გახსენი მაინტერესებს თუ მოგეწონებაო. გავხსენი თუარა კივილი დავიწყე, მართლაც ლამაზი და მოდური ჯინსის შარვალი იდო,
ზუსტად ისეთი როგორიც მომწონდა, ისე გამიხარდა დედას მოვეხვიე და ხტუნვა დავიწყე. როგორც იქნებოდა იმ საზიზღარ კაბას მოვისროლიდი. სახლიდან უაზროდ გახარებული გავედი, გოგოებმაც მომიწონეს ახალი შარვალი და სკოლისკენ წავედით, უკვე ორი დღე იყო არაფერი დამეწერა და ეს საოცრად მაწუხებდა, ამიტომ შესვენებაზე ჩემს საყვარელ ადგილას დავჯექით, ზურგით „სკამეიკის“ სახელურს მივეყრდენი და ფეხები შემოვიკეცე, გოგოებმა ჭორაობა განაახლეს მე კი წერა დავიწყე, მინდოდა ახალი სიყვარულის ისტორია დამეწერა თუმცა შუამდეც არ ვიყავი მისული როცა ვიღაცის ჩრდილი დამეცა. თავი ავწიე და ჩემდა უნებურად გამეღიმა:
-ლუკა როგორ ხარ?
-უკვე ძალიან კარგად, მაგრამ მარტო რატომ ზიხარ?
-აა,მარტო?_დაბნეულმა მიმოვიხედე, რადგან გოგოები გვერდით აღარ იჯდნენ, კაფეტერიის შესასვლელთან იდგნენ და სიცილით კვდებოდნენ თან ჩვენ გვიყურებდნენ. როცა გავხედე ნინიმ გამიცინა, ანუკიმ კი ლუკაზე მანიშნა და მოწონების ნიშნად ცერა თითი ამიწია. თავი გადავაქნიე და ლუკას ვანიშნე ჩამომჯდარიყო, მივხვდი რომ წინ კიდევ ერთი სასიამოვნო და სახალისო
საუბარი გველოდა, თუმცა ჩემი სურვილისდა მიუხედავად ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი რომ ზარის დარეკვა არ გამომრჩენოდა...
სკოლიდან წამოსული გოგოებს დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი, რატომღაც უეცრად საშინლად მომინდა დედასთან საუბარი, მინდოდა მისთვის დღეს მომხდარი ამბები მომეყოლა,ცოტათი გაუკვირდა ადრე რომ დამინახა თუმცა გაეხარდა და სადილის გაკეთებაში დახმარება მთხოვა. ერთად ვამზადებდით და მხიარული ვუყვებოდი ახალ ამბებს, გულიანად ვიცინოდით და მისგან რჩევებსაც ვიღებდი, გაცისკროვნებული სახით მიყურებდა და ვგრძნობდი, რომ მთელი გულით უხაროდა ბედნიერს რომ მხედავდა. დილით სანამ სკოლაში წავიდოდი რატომღაც დიდი ხნის განმავლობაში პირველად მომინდა ცოტათი თავი მომეწესრიგებინა და თავი ქალად მეგრძნო. სკოლაში მარტო მივედი, დღეს გოგონები არ იქნებოდნენ, დილით დამირეკეს ანუკის სიცხე ჰქონდა და ნინი უვლიდა, მე კი მაიძულეს წამოვსულიყავი. დავინახე შესასვლელთან ბიჭები შეკრებილიყვნენ, საშინლად არ მინდოდა გვერდით ჩავლა, მაგრამ სხვანაირად სკოლაში ვერ შევიდოდი, თანაც არც დაგვიანება იქნებოდა კარგი, ლუკა ალბათ უკვე მელოდა. ღრმად ჩავისუნთქე და კარისკენ წავედი, გავიგონე რომელიღაცამ როგორ მომაძახა გამარჯობა ლამაზოო თუმცა ნაბიჯი არ შევანელე და ამ დროს დათოს ხმაც გავიგონე:
-აცალე ახლა შენთვის არ ცალია პარლამენტარის შვილზე ჩალიჩობს_მერე კი ჩემსკენ გამოიხედა და როცა შემხედა რომ ვუყურებდი მომმართა_რა იყო შეაბი უკვე ლუკა თუ ჯერ ვერ მოახერხე?_მისი ხუმრობით აღფრთოვანებულმა ბიჭებმა სიცილი ატეხეს და ხელები მიარტყეს ერთმანეთს. საშინელ თავბრუსხვევას ვგრძნობდი არ მახსოვს როგორ მოვახერხე, რომ ისევ გავაგრძელე გზა და სკოლაში შევვარდი. უკნიდან მესმოდა როგორ საზიზღრად იცინოდნენ ისევ ჩემზე. ერთ-ერთ კლასში შევედი სადაც ვიცოდი რომ გაკვეთილები არ ტარდებოდა, ცრემლებს უკვე ვეღარ ვაჩერებდი და არ მინდოდა ამის გამო კიდევ მიმეცა ვინმესთვის დასაცინად საბაბი. კლასში შევედი და კარები უნდა მომეხურა როცა ლუკას ხელი ვიგრძენი:
-ლიკა რა გჭირს კარგად ხარ?_მართლაც შეშფოთებული სახით მიყურებდა, მაგრამ ახლა ვერაფერს ავუხსნიდი-ძალიან გთხოვ უბრალოდ მარტო დამტოვე_ამოვისლუკუნე და კარი მივხურე. კუთხეში ჩავიკეცე და მუხლებზე ხელებ მოხვეული პატარა ბავშვივით ავტირდი. როგორ მაკლდნენ გოგოები, მათი მოხვევა, დამშვიდება, რჩევების მოსმენა საოცრად მაკლდა და ამის გახსენებაზე ცრემლები უარესად წამომცვივდა. არ ვიცი იქ რამდენი ხანი ვიჯექი, მაგრამ უკვე მეოთხედ მესმოდა ზარის ხმა, ანუ ყველანი კაფეტერიაში წავიდოდნენ და შემეძლო მშვიდად წავსულიყავი, ცოტა ხანი შევიცადე და მხოლოდ შემდეგ გამოვაღე კარი, ადგილზევე გავშეშდი რადგან ზუსტად კარის მოპირდაპირე მხარეს კედელთან პირდაპირ იატაკზე იჯდა ლუკა და მელოდებოდა.
-საშინლად გამოიყურები_მისი ჭკუით დამამშვიდა და გამიღიმა. მეც კართან დავჯექი და პიდაპირ ვკითხე
-მამაშენზე რატომ არ მითხარი? თურმე საერთოდ არ გიცნობ_ჩემს შეკიტხვაზე თავი ჩახარა დაცოტა ხნით პასუხი არ გაუცია მაგრამ მერე უცებ ალაპარაკდა, ყურადღებით ვუსმენდი მეშინოდა რამე არ გამომრჩენოდა.
-მასთან კარგი ურთიერთობა არასოდეს მქონია, არასდროს აინტერესებდა მე რა მინდოდა, ყველაფერს მისთვის და მისი კარიერისთვის აკეთებდა, არასოდეს უკითხავს არც ჩემთვის და არც დედასთვის რა გვინდოდა, რაზე ვოცნებობდით. დედა მართლაც დიდხანს უთმენდა, თითქმის ყოველ საღამოს მესმოდა მათი
ოთახიდან ჩხუბის ხმა, მე კი თავზე ბალიშს ვიფარებდი და დაძინებას ვცდილობდი. ორი წლის წინ დედამ ვეღარ აიტანა და უთხრა რომ შორდებოდა, ამაზე თლად გადაირია_ჩაეცინა და ისე განაგრძო_კარიერის დანგრევის ეშინოდა, ცდილობდა სახლში ძალით დაეტოვებინა მაგრამ მის ტანჯვას ვერ ვუყურებდი და მე თითონ დავეხმარე გაქცევაში, მასზე ვგიჯდები, ამ ცხოვრებაში მის მეტი არავინ მყავს და ამიტომაც მიყვარს ყველაზე მეტად. დათოც მამაჩემმა გამომიძებნა, დათოს მამა მამაჩემის კომპანიონია და აწყობს რომ ჩვენც ახლოს ვიყოთ, მაგრამ მისდა სამწუხაროდ თითქმის არაფერში ვეთანხმები. ჯობია გვეყოს ჩემს ცხოვრებაზე საუბარი და ეზოში გავიდეთ,ცოტა გასეირნება არ გაწყენდა_წამოდგა და მომხიბვლელი ღიმილით გამომიწოდა ხელი.
რამდენიმე დღე ისე გავიდა ის ინციდენტი არც გამხსენებია, ერთმანეთთან ყოფნა მოგვწონდა და ორივეს ეს მიგვაჩნდა ყველაზე მნიშვნელოვნად, ზოგჯერ ძალიან მაოცებდა ჩემსავეთ ფიქრობდა და სანამ ვიტყოდი თითონ დამასწრებდა თქმას. ხესთან „სკამეიკას“ უკვე ჩვენს ადგილს ვეძახდი, რადგან ხშირად ვჯდებოდით იქ. მიკვირდა, რომ ბიჭები ხმას აღარ იღებდნენ, მაგრამ დათო რისი დათო იყო ვინმეს ბედნიერებისთვის ხელი რომ არ შეეშალა. ერთ დღესაც, როცა მე და ლუკა ჩვენს ადგილას ვიჯექით გავიგონე როგორ დაუძახა, მივდივარ და წამო გაგიყვანო, ლუკაც დამემშვიდობა და ტკბილი ღამე მისურვა, ბოლოს კი ჩაიცინა და ჩურჩულით თქვა:-იმედია მალე გავა რომ დილით ისევ გნახოო. დათოსკენ წავიდა მე კი მის სიტყვებზე გაღიმებულმა გვერძე გავიხედე რომ არ შეემჩნია. საკმაოდ შორს იდგა დათო მანქანასთან თუმცა მაინც გავიგონე როგორ უთხრა ლუკას სპეცილურად ხმამაღლა:
-რა გჭირს ტო მამაშენის შვილს, ცოტა აზრზე მოდი და შენი შესაფერისი გოგო იპოვე რა_და ამ სიტყვებით ბეჭზე წამოარტყა ხელი. სახეზე სისხლი მომაწვა და ვიგრძენი როგორ გავწითლდი, თუმცა სანამ რამეს მოვიმოქმედებდი დარტყმის ხმა გავიგონე, ლუკა წაქცეულ დათოს თავზე ადგა და ხმამაღლა ეუბნებოდა:
-მეორედ არ გაბედო შეურაცყოფის მიყენება, უკვე ყელში ამოხვედი. მერე ჩემსკენ წამოვიდა, ხელი მომკიდა და სკოლიდან გამოყვინა, გასვლისას კი სიცილით შემომხედა:
-რამდენი კვირაა უკვე ამის სურვილი მქონდა. უკან მიბრუნებულმა დავინახე როგორ შემოეხვია მანქანასთან ჩაკეცილ დათოს მისი ''გულშემატკივრები''. ჩემი
სახლისკენ მიმავალი ასე გრძელი გზა ლაპარაკში საოცრად მალე გავიდა,თვითონვე მიხვდა იმ დღეს რატომ ვტიროდი და გაბრაზებულმა ხელი მომუშტა:
-არა რა მეორე დარტყმასაც იმსახურებდა.
თუმცა მეორე წამს ისევ ხალისიანად გააგრძელა საუბარი. ბოლოს ჩემს სახლთანაც მივედით. ბევრჯერ მქონდა წარმოდგენილი როგორ მივიდოდით მე და ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ადამიანი ჩემთან სახლში და მას დედას გავაცნობდი, თუმცა ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო, ლუკასთან ასეთი ურთიერთობა არ მქონდა, თანაც მეშინოდა, რომ როცა ჩემს მოკრძალებულ და ღარიბულ სახლს
დაინახავდა, ჩემთან მეგობრობას აღარ მოისურვებდა და უკან მოუხედავად გაიქცეოდა. შემაშინებელი ფიქრები თავის გაქნევით მოვიშორე და დაძაბული ხმით შევეკითხე:
-გინდა შემოხვიდე? (2)

დავინახე როგორ გაცისკროვნებული სახით დამიქნია თავი,ღრმად ჩავისუნთქე და სახლის კარი შევაღე:-დედაა,მოვედი. სამზარეულოდან გამოვიდა და როცა ჩემთან ერთად ლუკა დაინახა მაშინვე მიხვდა ვინც იყო, მე დაძაბული ვიდექი როცა ლუკამ ხელი გაუწოდა და მიესალმა, დედამ კი გულთბილად გაუღიმა და შეიპატიჟა. პირდაპირ სამზარეულოსკენ წავედი,მადლობა ღმერთს წვენი მაინც
გვქონდა რომ გავმასპინძლებოდი, უკან მობრუნებულს კი დივანზე დამხვდნენ დამჯდარი და თბილად მოსაუბრენი. ტანში თბილმა ჟრუანტელმა დამიარა და გაღიმებული დავუჯექი დედას გვერდით.
ცოტა ხანში დედამ სადილად დაპატიჟა, ლუკამ გადმომხედა და სიამოვნებით დათანხმდა. სადილმაც კარგად ჩაიარა, როცა მამაზე მკითხა დედა შეიშმუშნა და ლუკაც მიხვდა რომ ეს არ უნდა ეკითხა, ამიტომ სასწრაფოდ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი, ბევრი ვიცინეთ, სხვადასხვა ისტორიები მოვყევით და ბოლოს წასასვლელად წამოდგა. ეზოში ჩავყევი მინდოდა გამეცილებინა. თითქმის
ქუჩაში გასული მომირუნდა და მომმართა:
-არც კი ვიცი მადლობა რითი გადაგიხადო,მართლაც არაჩვეულებრივი დედა გყავს,ასე კარგად თავი არასოდეს მიგრძვნია, მადლობა რომ დამანახე რას
ნიშნავს გყავდეს არაჩვეულებრივი ოჯახი_ლოყაზე მომეფერა და ქუჩაში გავიდა, მე კი კარებთან ვიდექი ჯერ კიდევ გაოგნებული...
დრო მალე გადიოდა თუმცა შეიძლება ეს ჩვენთვის იყო ასე...ორი კვირა ისე გავიდა ვერც შევამჩნიეთ, უკვე უახლოესი მეგობრები ვიყავით, დღიურში ჩემი ნაწერები მისით იწყებოდა და მთავრდებოდა. ყოველდღეს მასთან ერთად ვატარებდი,ჩემთან სტუმრობის შემდეგ კი ხშირად შემოივლიდა ხოლმე, დედასთან კარგი ურთიერთობა ქონდა და ჩვენთან ყოფნა სიამოვნებდა. ერთ დღეს
სკოლაში მოსვლა დააგვიანდა, ჩვენს სკამზე ვიჯექი როგორც ყოველთვის ფეხებ შემოკეცილი და ველოდებოდი, თან მის ნათხოვარ ახალ რომანს ვკითხულობდი რომელიც უსაზღვროდ მომწონდა.
გოგოებიც არ მოსულიყვნენ ჯერ და ყოველ წამს სკოლის შემოსასვლელისკენ ვიხედებოდი, ერთ გახედვაზეც დათოს მოვკარი თვალი, ვიღაც კარგად ჩაცმულ კაცს ესაუბრებოდა და უცებ დათომ
ჩემსკენ გამოიხედა, კაცმაც მის მზერას გამოაყოლა თვალი შემხედა და წარბები შეიჭმუხნა. ამ კაცს არ ვიცნობდი, მაგრამ ისეთი საშინელი მზერა ჰქონდა შევცბუნდი, ფეხზე წამოვხტი და კლასში შესული მივხვდი რომ მთელი გზა მირბენია. იმ დღეს ლუკა სკოლაში არ მოსულა... არც მომდევნო სამი დღე გამოჩნდა. უკვე მართლა შეშინებული ვაწყდებოდი ჩემი ოთახის კედლებს როცა
სახლის კარებზე კაკუნი გავიგონე, მაშინვე გავვარდი და გავაღე, ბოლომდე გაღება არ მაცალეს ისე შემოვარდნენ სახში. ლუკა იყო. ის იყო კითხვა დავაპირე სად დაიკარგეთქო რომ მომეხვია და ჩაიჩურჩულა:
-როგორ მომენატრე, რამდენი ხანია არ მინახიხარ. მასაც ნარბენი ქონდა. ძლივს დავსვი დივანზე და წვენი დავალევინე. ცოტა სული რომ მოითქვა და ჩემს
ცნობისმოყვარე თვალებს შეხედა გაეცინა თუმცა მივხვდი რომ სულაც არ ეცინებოდა, უბრალოდ ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე:
-ლუკა სად დაიკარგე?მალე შენზე ძებნას გამოვაცხადებდი.
-ჰმ, შენ რა ასე ნერვიულობ ჩემზე???ეს კარგია დავიმახსოვრებ_და გაღიმებულმა მოსვა წვენი.
-აღარ მომიყვები რა მოხდა?_როგორც იქნა დასერიოზულდა და გვერდით დამაჯინა.
-კარგი მოკლედ, დათომ ჩაგვიშვა, მამაჩემს უთხრა რომ შენთან ვმეგობრობ და რომ მის რეპუტაციას შევბღალავ და რომ მისი კარიერისთვის ცუდია და ბლა ბლა ბლა, შენ თვითონაც მიხვდები, მერე როგორღაც არ ვიცი როგორ მამაჩემმა გნახა, თუმცა მაგისი გაკეთება არ გაუჭირდებოდა და გადაჭრით მომთხოვა შენთან ურთიერთობის მოგვარება, მე კი მშვიდად ვუთხარი უარი, რასაც ვერ იტანს და ჭკუიდან გადადის ხოლმე. სწორედ მაშინ მოიფირქნა ვითომდა ჩემი დასჯა და ჭკუაზე მოყვანა და სახლში ჩამკეტა თუმცა შედეგს შენც ხედავ, როგორც იქნა გამოვექეცი.
-ვაიმე ლუკა ასე იოლად როგორ ლაპარაკობ, ახლა რა უნდა ქნა?
-არაუშავს, ის რა თქმა უნდა მის კარიერას კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ არ დააყენებს და ჟურნალისტებს უფლებას არ მიცემს ჟურნალებზე წააწერონ ''ცნობილ პარლამენტარს და მომავალ მერს ცოლის შემდეგ შვილიც გაექცა''. ეს მის კარიერას გაანადგურებს, ამიტომ ყველანაირად ეცდება სახლში დამაბრუნოს, მაგრამ აღარ ჩამკეტავს, მეც ვიცი როგორ უნდა დამუქრება.
-ლუკა იქნებ არ ღირს?იქნებ ჯობია დაეთანხმო?_იმის გაფიქრებაზე რომ ვეღარ ვნახავდი და ერთად ვეღარ გავატარებდით დროს გული საოცრად დამწყდა და ცრემლები რომარ დაენახა თავი დავხარე.
არადა ერთად ამდენი დრო გავატარეთ, ასე შევეჩვიეთ ერთმანეთს, ის ჩემთვის არამარტო მეგობარი, არამედ ყველაფერი იყო. უცებ ვიგრძენი როგორ მომადო თითი ნიკაპთან და თავი ამაწევინა:
-არავის მივცემ ჩვენი ურთიერთობის გაფუჭების უფლებას, როგორც იქნა ვიპოვე ადამიანი რომელსაც ჩემი ბოლომდე ესმის, იმედია საწინააღმდეგოს არ ფიქრობ...
-რა თქმა უნდა არა სულელო, მეც იგივე მინდოდა მეთქვა_და კიდევ ერთხელ მოვეხვიე, ყურში მისი ჩურჩული ჩამესმა_ახლა ჯობია დავბრუნდე, უბრალოდ აღარ შემეძლო რომარ მენახე, დროებით_ლოყაზე
მომეფერა და კარში გაუჩინარდა. ჩემდა უნებურად დამენამა ლოყები ცრემლებით...

ლუკა სკოლაში არც შემდეგ კვირაში გამოჩენილა. უკვე სერიოზულად ვღელავდი,თანაც საშინლად მენატრებოდა. გოგოებსაც თითქოს ჩამოვშორდი, მართალია სულ ჩემს გვერდით იყვნენ, მაგრამ ძირითადად ჩვენს სკამზე ვიჯექი, ისინი ლაპარაკობდნენ მე კი ვითომ ვუსმენდი, სინამდვილეში ჩვენს ერთად გატარებულ თითოეულ წამს უკვე მერამდენედ ვატრიალებდი ჩემს გონებაში ვერავინ დაითვლიდა. დათოს საშინელ რეპლიკებს უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი მარტო ის მაინტერესებდა გამეგო რა ხდებოდა, კარგად იყო თუ არა. დედაც კი ხვდებოდა რაღაც რიგზე რომ ვერ იყო თუმცა არაფერს მეკითხებოდა, იცოდა თუ რამის თქმა მენდომებოდა ისედაც ვეტყოდი. ერთხელაც სახლში მარტო ვიჯექი და
გადაშლილ წიგნს უაზროდ დავყურებდი, როცა კარზე ვიღაცამ დარეკა. დედა მეგონა რადგან პროდუქტების საყიდლად იყო გასული, თუმცა კართან გაღიმებული ლუკა დამხვდა. ვერც კი მივხვდი გახარებული ისე გადავეხვიე და ხელები მაგრად მოვხვიე, მანაც მთელი ძალით ჩამიკრა გულში და როგორც იქნა დილანდელი ოცნებაც ამიხდა. ძლივს გავუშვი ხელი რომ სახლში შემომეყვანა.
ჩემს გვერდით დავიჯინე, მანაც ხელი მომხვია და ცოტა ხანი უბრალოდ ერთად ყოფნით ვტკბებოდით, ბოლოს რათქმაუნდა მე ვეღარ მოვითმინე, თავი წამოვწიე და ყველაფრის მოყოლა ვთხოვე.
-იმ დღეს როცა სახლში დავბრუნდი, უკვე მისული დამხვდა, ამიტომაც გაიგო რომ გამოვიპარე და უფრო დასჯა გადაწყვიტა, გუშინ როგორღაც დედასთან დაკავშირება მოვახერხე, როცა ყველაფერი მოვუყევი ალბათ არ დამიჯერა რადგან ორი წუთი ხმა ვერ ამოიღო, თუმცა მამას ისიც კარგად იცნობს და რა თქმა უნდა ყველაფერი გაიგო. არ ვიცი რა ილაპარაკეს, მაგრამ როგორც ხედავ ჩიტივით თავისუფალი ვარ_და ჩემი საყვარელი ღიმილით გადმომხედა.
-კარგი რა ლუკა ეს ყველაფერი არც ასეთი იოლია, ახლა რას აპირებ, სად უნდა იცხოვრო ან სკოლაში დაბრუნდები?
-ჰაჰ ეხლა არ მითხრა მომენატრეო_და ენა დამანახა,მე კი სულელივით გამეღიმა და გავწითლდი.
-დედასთან ვცხოვრობ,სკოლასაც დავუბრუნდები, მაგრამ მალე უნდა მოვიფიქრო ცხოვრება როგორ გავაგრძელო, დედას მის ცხოვრებას ვერ დავუნგრევ, მამასთან არ დავბრუნდები, ამიტომ რამე სასწრაფოდ უნდა მოვიფიქრო, თუმცა ახლა ამაზე საფიქრელად ნამდვილად არ მცალია_და ხელები ისევ მაგრად მომხვია. დარჩენილი დრო საუბარში გავატარეთ,ვუყვებოდი რა ხდებოდა სკოლაში მისი არ ყოფნის დროს თუმცა ბევრი არაფერი ვიცოდი და არც იმის აღიარება მინდოდა, რომ სულ მასზე ვფიქრობდი. ბოლოს დედაც მოვიდა, ლუკას და ჩემი გახარებული სახის დანახვაზე შვებით ამოისუნთქა და ვახშმის მომზადებას შეუდგა, თუმცა ეს საქმე მე და ლუკამ გადმოვიბარეტთ და რატომღაც ნამცხვრის გამოცხობა გადავწყვიტეთ. მემგონი ამდენი არასდროს მიცინია, კრემის წასმის დროს ნამცხვრის მაგივრად ერთმანეთი დავკრემეთ, ბოლოს მოსასხამი შოკოლადით კი სახე გვქონდა მოთხვრილი. ბოლოსდაბოლოს როცა დედას დავუძახეთ და შემოვიდა გაოცებული გვიყურებდა,
ტანი და ტანსაცმელი მთლიანად ფქვილით, ხელები და ტუჩები კრემით, ხოლო სახე მთლიანად შოკოლადით გვქონდა მოთხვრილი და სიცილით ვიგუდებოდით. დედამ გული არ დაგვწყვიტა და ნამუშევარი მოგვიწონა, თუმცა რა თქმა უნდა არ დავუჯერეთ. ბოლოს უკვე რომ ჩამობნელდა, ლუკა მოწყენილმა გავაცილე, იმდენი ხანი არ მყავდა ნანახი გაშვება მიჭირდა. შემპირდა რომ დილით
სკოლაში ჩვეულებრივად მოვიდოდა და ამან ცოტათი დამამშვიდა.
დილით ხალისიანმა გავიღვიძე, ვიცოდი სულ ცოტაც და ისევ ვნახავდი. თმა შევიკარი, ჩანთას ხელი დავსტაცე და ღიღინით ჩავირბინე კიბეები, რაც დედას არ გამოპარვია და ღიმილით გამომაყოლა თვალი. ნახევარი გზა გავლილი მქონდა, როცა პირდაპირ ჩემს ფეხებთან შავმა ჯიპმა დაამუხრუჭა, შიშისგან შევხტი თუმცა გზა მაინც გავაგრძელე, ორი ნაბიჯიც ვერ გადავდგი , წინ უცნობმა გზა გადამიჭრა და თვალით მანქანისკენ მანიშნა. მე ჯიუტად გზის გაგრძელებას ვაპირებდი როცა ხელი მომკიდა და მანქანისკენ მიმაბრუნა:
-არავის უთქვამს არჩევანი გაქვსო.ჩაჯექი.
შიშისგან აკანკალებულმა ღრმად ჩავისუნთქე და თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი დროზეს ძახილით ისე შემტენეს მანქანაში. მიზეზს მერე მივხვდი, შევხედე როგორ მორბოდა შეშინებული და გამწარებული სახით ლუკა ლიკას ძახილით. აცრემლებულმა მივარტყი ხელი მანქანის მინას და შევხედე როგორ წაივლო ორივე ხელი ტავზე და იქვე ჩამოჯდა...
რამდენიმე საათში უკვე სახლთან ვიყავი.მანქანიდან თითქმის ძალით გადმომსვეს ვითომ იქ დარჩენის სურვილი მქონდა, სახლის წინ ლუკა შევამჩნიე, კიბეებზე იჯდა და მელოდებოდა. გული
სითბოთი ამევსებოდა რამდენიმე წუთის წინანდელი საუბარი რომ არ გამხსენებოდა. ჩემს დანახვაზე ფეხზე წამოხტა და გამოიქცა:
-ლიკა კარგად ხარ?რა უნდოდათ?მამაჩემი იყო?ხომარაფერი დაგიშავა?_და გადამეხვია. მისმა ჩახუტებამ იმოქმედა და თავი მაშინვე სახლში ვიგრძენი თუმცა მეორე წამს ხელი გავაშვებინე და ძლივს გავუღიმე, გონება და გული სხვადასხვას მეუბნებოდა და თავი გასკდომაზე მქონდა თუმცა კარგად უნდა დავფიქრებულიყავი.
-ლუკა მადლობა რომ დამელოდე და ჩემი ამბით ინტერესდები, მაგრამ ძალიან გთხოვ, საკმაოდ რთული დღე მქონდა და ჯობია ცოტა დავისვენო, სკოლაში შევხვდებით კარგი?_და რომარაფერი შეემჩნია
ძლივსძლიობით გავუღიმე. სახე მოექუფრა, თვალებში კი წყენა იკითხებოდა, საშინლად მინდოდა მოვხვეოდი დამემშვიდებინა და მეთქვა რომ არასოდეს მივატოვებდი მაგრამ არ შემეძლო. კარგად უნდა დავფიქრებულიყავი ჩემს გადაწყვეტილებაზე და რაც მთავარი იყო დედასთან უნდა მელაპარაკა.
-ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა, ვიცოდი რომ ბედნიერებას არ შემარჩენდა, მაგრამ სანამ წავალ, მინდა რაღაც გამოცადო და დაფიქრდე ღირს თუ არა ბრძოლა_ამ სიტყვებით მომიახლოვდა, თითქმის ცხვირებით ვეხებოდით ერთმანეთს. სუნთქვა გამიხშირდა, გული კი ისე საოცრად აძგერდა შემეშინდა არ გამსკდარიყო. არ ვიცი როგორ უნდა ავღწერო გრძნობა რაც მისი ტუჩების შეხებამ
გამოიწვია, თითქოს გული და დრო ერთად გაჩერდა, თითქოს,შუა გაზაფხულზე, დიდ ტრიალ მინდორზე ჩვენ ორნი ვიყავით, ხასხასა მწვანე მდელოზე უამრავი ფერად-ფერადი ყვავილი ყვაოდა და საოცარ სურნელებას აფრქვევდა, ლუკა კი საოცრად ნაზად და მთელი გრძნობით მკოცნიდა....
სახლის კარი გაბრუებულმა შევაღე, დედა არ დამხვდა და მაშინვე ჩემი ოთახისკენ წავედი, საღამოს ვთხოვე ნება მოეცა სკოლაში ცოტა ხნით არ წავსულიყავი. მიხვდა რომ რაღაც ხდებოდა ამიტომაც დამთანხმდა. 4 დღის განმავლობაში თითქმის არ ვცხოვრობდი, უაზროდ გაშტერებული ვიჯექი
ლოგინზე, ხელში გადაშლილი დღიური და კალამი მეკავა, თუმცა არაფრის დაწერა შემეძლო, როცა ფიქრს დავიწყებდი ის დაუვიწყარი წუთები მახსენდებოდა და ჩემი გონებაც მაშინვე ირთვებოდა.
ვგრძნობდი რომ ცოტა ხანიც და დედა ვეღარ გაუძლებდა ასე ყოფნას, თანაც იმან უფრო შეაშფოთა რომ ჩემს სანახავად მოსული ლუკა მოატყუა თითქოს სახლში არ ვიყავი, თუმცა ბოლო წამს
გადავიფიქრე და კიბეები სულმოუთქმელად ჩავირბინე, ჩემს დანახვაზე წარბები გახსნა და გამიღიმა:
-პირობა დაარღვიე, სკოლაში არ მოხვედი, მაპატიე მაგრამ მეტი ვეღარ გავძელი უნდა გავიგო რა ხდება.
-მესმის ლუკა ამიტომაც არ მინდა რამე დაგიმალო, ეს არცერთის ბრალი არაა, არ მინდა იფიქრო რომ შენზე გაბრაზებული ვარ, თანაც უნდა იცოდე როგორი მამაც გყავს. ხვალ სადმე შევხვდეთ კარგი?_ბოლოს დროზე და ადგილზე შევთანხმდით და ლოყაზე მოფერებით დამემშვიდობა. ჩემს ოთახში ასული ფანჯარაზე ჩამოვჯექი, მან ჩემ გამო ბევრი რამ დაკარგა, მამამისი ვერც კი ხვდებოდა
რამდენად ძლიერი გრძნობა გვაკავშირებდა და არც მე მივცემდი უფლებას ჩვენ შორის ჩამდგარიყო. თვალები დავხუჭე და თავი ისევ მდელოზე წარმოვიდგინე, ოღონდ ამჯერად ღამეში, ერთმანეთის
გვერდიგვერდ, ხელიხელჩაკიდებულები ვიჯექით და ცაზე უამრავი ვარსკვლავის ცქერით ვტკბებოდით. გამეღიმა რადგან მივხვდი, გულმა საბოლოოდ გაიმარჯვა... (3)
დილით ლუკასთან შესახვედრად დავიწყე მომზადება, თითქმის მთელი ღამე ვფიქრობდი როგორ უნდა მეთქვა ყველაფერი, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ მომზადებული სიტყვიდან
არცერთს ვეტყოდი. დედას კითხვებს თავი ავარიდე და სახლიდან გამოვედი, მასთანაც უნდა მელაპარაკა და ყველაფერი მომეყოლა, მაგრამ პირველ რიგში ლუკას უნდა სცოდნოდა... ცოტათი ადრე
მივედი, საოცრად ვნერვიულობდი და ადგილს ვერ ვპოულობდი.
-საერთოდ,პაემანზე ყველა გოგო იგვიანებს, მაგრამ შენ რა თქმა უნდა ყველასგან გამორჩეული ხარ, ერთადერთი და განუმეორებელი_ჩამესმა
უკნიდან ლუკას მხიარული ხმა და დაძაბულობაც თითქოსდა გაქრა, გაღიმებული მივბრუნდი და მოვეხვიე, თუმცა ახლა ამის დრო არ იყო. ხელი მოვკიდე და მინდორზე დავჯექით. დიდი სიტყვის
სათქმელად მოვემზადე:
-ძალიან გთხოვ, არ შემაწყვეტინო, ვეცდები ყველაფერი დეტალებში მოგიყვე და თუ რაიმე გამომრჩა როცა მოვრჩები მაშინ მკითხე_თავი დამიქნია და მივხვდი რომ
მთელი ყურადღებით მისმენდა_
-მოკლედ,როცა მანქანაში თითქმის ''ჩამტენეს'' მალევე მივხვდი რაც ხდებოდა, მითუმეტეს როცა შენ ისეთ მდგომარეობაში დაგინახე, მამაშენი შიგნით იჯდა,
სანამ ადგილამდე მივიდოდით ყურადღებით მათვალიერებდა და აშკარად ეტყობოდა გაოცება. ბოლოს მანქანა გაჩერდა, არ ვიცი სად ვიყავით მაგრამ გადმოსულები მეორე მანქანაში ჩავჯექით,
ეტყობა ის მანქანა უფრო უსაფრთხო იყო რადგან არ უნდოდა ტელევიზიით მისი მუქარა მოესმინათ, პირდაპირ სახელით მომმართა, ჩემზე აბსოლიტურად ყველაფერი იცოდა, თავიდან ტკბილად
მომართა, მითხრა რომ იცოდა როგორ უჭირდა მამას მარტო ჩვენი ოჯახის რჩენა, რომ უკეთეს სამსახურს იმსახურებდა, დედაც შეძლებდა საკმაოდ კარგი სამსახურის პოვნას. რა თქმა უნდა მივხვდი ამას რის ნაცვლადაც მპირდებოდა, მაგრამ მაინც ვკითხე რადგან მაინტერესებდა როგორ მეტყოდა. უბრალოდ მითხრა, უნდა მოვსულიყავი და მეთქვა რომ შენთან მეგობრობა არ მინდოდა, რომ
საშინლად არ მომწონდა, არ ვიცი მისთვის სულერთი იყო რითი აგიხსნიდი მაგრამ მეგობრები აღარ უნდა ვყოფილიყავით. როცა ჩემგან თავაზიანი უარი მიიღო და ვთხოვე უბრალოდ სახლში
დავებრუნებინე, ამ საუბარს დავივიწყებდი და არც არასდროს გავიხსენებდი წარბები მოექუფრა, საშინლად გაბრაზდა და მთელი ხმით დამიღრიალა რომ ამ პასუხის შემდეგ ასე ლმობიერი აღარ
იქნებოდა, მისი სახით დიდი მტერი შევიძინე და რომ მამაჩემმა უნდა ილოცოს რომ ამ სამსახურიდანაც არ გამოაგდონ. ვიცი რომ ეგოისტი არ უნდა ვიყო მაგრამ სხვანაირად არ შემიძლო, ამიტომ
ისევ მოჩვენებითი სიმშვიდით პირდაპირ სახეში შევხედე და ვთხოვე სახლში დავებრუნებინე და გაეკეთებინა ის რაც უნდოდა. ახლა როცა ეს ყველაფერი იცი დედასაც მოვუყვები, მინდა სანამ
რამე მოხდება ჩემი პოზიცია იცოდეს._თავი დავხარე და კალთაში ჩადებულ საკუთარ ხელებს დავაჩერდი.
-მიყვარხარ_ხავერდოვანი ხმით ჩაიჩურჩულა და ხელებზე თავისი ხელები მომკიდა,
ალბათ გული გამიჩერდა, გონებაში ისევ და ისევ ბრუნავდა მისი ნათქვამი ერთადერთი სიტყვა, სიტყვა რომელსაც თურმე საოცრად დიდხანს ველოდი, ბევრჯერ დამიწერია თუ რას გრძნობდა პერსონაჟი ჩემს მოთხრობებში რომელთაც იგივეს ეუბნებოდნენ, მაგრამ საერთოდ არ გავდა ჩემს მიერ აღწერილს. მითუმეტეს როცა ეს ადამიანი უფრო და უფრო გიახლოვდება და მთელი არსებითა
და გრძნობით გკოცნის... ვერასდროს შეძლებს ადამიანი ახსნას და გადმოცემას ეს გრძნობები თუ თვითონ არ გამოცადა, არ გამოცადა რას ნიშნავს გიყვარდეს. ალბათ ჩემს პასუხს საპასუხო კოცნით მიხვდა, რადგან მომეხვია და გულში ჩამიკრა. დღევანდელი ცხოვრებით ვცხოვრობდით და უბრალოდ ვაგრძელებდით ერთმანეთით ტკბობას, რადგან არცერთმა ვიცოდით როდემდე გვექნებოდა ამის
საშუალება. სახლში უაზროდ გაბრუებული და გაღიმებული შევედი, დედას დანახვაზე გამახსენდა რომ მასთან უნდა მელაპარაკა მაგრამ, ამ დროს მხოლოდ ოთახში ასვლა ბალიშის ჩახუტება მინდოდა. შუა კიბეზე ჩავიფრუტუნე გავჩერდი და უკან ჩამოვბრუნდი, ღრმად ამოვისუნთქე და დედას მივუბრუნდი:
-დედა,უნდა ვილაპარაკოთ.
ყველაფერი მოვუყევი,არაფერი გამომიტოვებია,შევამჩნიე რომ თვალზე ცრემლი მოადგა მაგრამ სულ სხვა რაღაც მითხრა:
-შვილო შენით ძალიან ვამაყობ,ზუსტად ისეთი გაიზარდე როგორიც მე
და მამაშენს გვინდოდა, არავის შეუშინდე და იბრძოლე იმისთვის რაც ბედნიერებას განიჭებს. არავის მისცე უფლება წაგართვას._შუბლზე მაკოცა და გამიღიმა. საშინლად გამეხარდა რომ
ჩემი მხარე დაიჭირა მოვეხვიე და ლოყები დავუკოცნე. დაწოლის წინ კი ხვალინდელ მძიმე დღეზე დავბრუნდი,სკოლაში უნდა დავბრუნებულიყავი...
სკოლას უდარდელად მივადექი,გოგოებს გუშინ ველაპარაკე და გაფრთხილებულები იყვნენ. თვალით ლუკას ძებნა დავიწყე მაგრამ ვერ ვიპოვე, საშინლად მომინდა მენახა და დავლაპარაკებოდი,
დათო და სალომე კაფეტერიასთან ისხდნენ და ერთმანეთით იყვნენ გართულები თუმცა არანაირი სურვილი მქონდა მივსულიყავი და ლუკა მომეკითხა. ბოლოს როგორც იქნა დავინახე, მაშინვე ჩემსკენ
წამოვიდა თანაც სერიოზული სახით:
-გუშინ მეც კარგი გაკვეთილი მივიღე, თითქმის იგივე დამუქრებებით ოღონდ ჩემზე და დედაზე, სხვათაშორის შენზეც._სკოლის შუა ეზოში ვიდექით და ყველამ
დაინახა როგორ მიარტყა მუჭი იქვე მდგომ ხეს.დათომაც გამოგვხედა და ნასიამოვნებმა ჩაიღიმა. შეშინებულმა გავხედე:
-ლუკა რა ვქნათ?
-არ ვიცი ლიკა არ ვიცი,პარლამენტარია, თანაც ბინძური , მაგხელა ძალაუფლება ჩვენ არ გვაქ. კარგი რამეს მოვიფიქრებ_ბოლოს ჩაიბუზღუნა და არც კი შემომხედა ისე შევიდა
სკოლაში, მე კი გარეთ გაოგნებული დამტოვა. ირგვლივ მყოფი სკოლელების მზერა მანამდე არ მომცილებია სანამ მეც სკოლაში არ შევედი. პირველივე შესვენებაზე მოვკარი თვალი თუმცა
მზერა ამარიდა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა. ვერ გავიგე რა ხდებოდა, ჯერ კიდევ გუშინ სიყვარულს მეფიცებოდა ახლა კი ლაპარაკიც არ უნდოდა? ბოლოს დიდ შესვენებაზე რადაც
უნდა დამჯდომოდა უნდა მეპოვა და ყველაფერი გამერკვია თუმცა სკოლის ეზოში გასულს ეს სურვილი დამეკარგა. მაშინვე თვალში სალომე და დათო მომხვდა, გვერდით კი სალომეს დაქალთან ერთად
სწორედ რომ ლუკა იჯდა და მხიარულად ესაუბრებოდა. ეტყობოდა კარგადაც ატარებდნენ დროს რადგან სალომეც და მისი დაქალიც მხიარულად კისკისებდნენ და მოწიწებით შესცქეროდნენ
''თავიანთ ბიჭებს''. საკმაოდ ახლოს ვიდექი ამიტომაც დათომ დამინახა და ლუკასაც გამოახედა მან კი ხელი ჩაიქნია და ვითომც არაფერი ისევ მათ მიუბრუნდათ. ვიგრძენი როგორ გავწითლდი სახეზე, ანიმაც და ნინიმაც სასწრაფოდ გამიყვანეს იქედან სანამ რამეს მოვიმოქმედებდი.
ასე არასდროს გამჭირვებია სკოლაში გაჩერება. ალბათ ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც ზარის
დარეკვისთანავე გავარდა გარეთ. სახლში შევედი და ამოვისუნთქე. თითქმის მერბინა და სულს ძლივს ვითქვამდი მაგრამ სულაც არ მაღელვებდა. დივანზე ჩამოვჯექი და ლოდინი დავიწყე როცა
უკანა ოთახიდან ფანჯრის გაღების ხმა მომესმა. გაღიმებული წამოვხტი ფეხზე და ოთახში შევირბინე...სწორედ იმ დროს ცდილობდა ფანჯრიდან შემოპარულიყო, ჩემს დანახვაზე გაეღიმა და
დამიძახა:
-აღარ დამეხმარები თუ აქ უნდა გავიჭეჭყო?_სიცილით მივედი და შემოვუშვი.(4)
-ვაიმე ლუკა არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა შენი სხვა გოგოსთან დანახვა.
-აბა ახლა მე მკითხე, საშინელება იყო, გამომიჭედა ყურები სისულელეებით, არა რა დღევანდელი დღისთვის ოსკარი გვეკუთვნის_სიცილი აგვიტყდა და სასტუმრო ოთახში გავედით. მაცივრიდან წვენი
გამოვიღე და დივანზე ჩამოვუჯექი.
-აბა ტვინიკოსა ხვალისთვის რა გეგმა გაქვს, ახალი გოგო უნდა იპოვო თუ მე დამავალებ ვინმეს შებმას ვითომ შენ საეჭვიანებლად?_კინაღამ წვენი გადაცდა
და შეშინებულმა გამომხედა.
-არც ისეთი ეჭვიანი ვარ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ჩვენ სკოლელ ვერცერთ ბიჭს ვერ გაგაკარებ, თორე ვინც არ უნდა იყოს რომ გაგიცნობს აუცილებლად შეუყვარდები.
_სიცილით მოვუჩეჩე თმები და შეპასუხება დავაპირე, მაგრამ თითის აწევით გამაჩუმა-ყველაზე მეტად შენ გენდობი მაგრამ გთხოვ რა ეხა საჩხუბრად მამაჩემიც გვეყოფა, დარჩენილ სკოლელ
ბიჭებსაც ნუ გადამკიდებ_ ენა გამომიყო და დამეჭყანა, მე ვითომ გავიბუსხე და ქვედა ტუჩი ამოვაბრუნე
-აჰაა ეგრე არაა, და რა იცი იქნებ მეც მომეწონოს_და მეც დავანახე ჩემი პაწაწინა
ენა
-აჰ მაგისი სულაც არ მეშინია, იმიტომ რომ ჩემსავეთ მაინც ვერავინ შეგიყვარებს და მართალია პასუხი არ გაგიცია მაგრამ შენივე ტუჩებმა გაგცა,ამიტოომ ....._ნელნელა ჩემსკენ გადმოიხარა და მეც ტუჩები შევაგებე, თუმცა მეორე წამს გასაღებების ხმა გავიგონეთ და სიცილით მოვშორდით ერთმანეთს, წამიც და დედა შემოვიდა. გაოცებულმა შემოგვხედა და ბოლოს ჩემსკენ
მობრუნდა:
-ლიკა რა ხდება?თქვენ ერთად ხართ?ამ წუთას მაღაზიიდან მოვდივარ და გამყიდველმა ვითომ ძაან დამწუხრებულმა, ირონიულად მითხრა რა ცუდია თქვენ შვილს პარლამენტარის ბიჭთან
რომ არაფერი გამოუვიდაო, რა ხდება?_მე და ლუკა ერთმანეთს გადავხედეთ და ხელები მივარტყით_ არიიიის გამოგვდის_ მე კი დედას მივმართე_ახლავე ყველაფერს აგიხსნი_ როცა მოვუყევით
გაეღიმა და თავის გადაქნევით გავიდა სამზარეულოში რამეს მოგიმზადებთო, ჩვენ კი იმითი გახარებულებმა რომ გეგმა მოქმედებდა აღნიშვნა გადავწყვიტეთ, მაგრამ მეორე წუთს ისიც გაგვახსენდა, რომ ჩვენი სადმე ერთად გამოჩენა ეხა სასაცილო იქნებოდა და რა თქმა უნდა ყველაფერი ჩაგვეშლებოდა. საღამოს უკვე შებინდებულზე მოწყენილმა გავაცილე, სკოლაში ვეღარ ვლაპარაკობდით და
საშინელება იყო მაგრამ გავუძლებდით. დილით სკოლაში გოგოებთან ერთად მივედი, ლუკა ისევ სალომეს დაქალ შორენკასთან ერთად იჯდა და ვითომ მხიარულად ელაპარაკებოდა. ჩემს დანახვაზე
მაინც ვერ მოითმინა და ორი წამით გამომხედა, თუმცა შორენკასთვის ესეც საკმარისი იყო, ვითომ გაებუტა. შესვენებაზე დერეფანში მარტო მივდიოდი თავდახრილი როცა წინ ვიღაცას მთელი ძალით
შევასკდი, არადა დარწმუნებული ვიყავი რომ არავინ იდგა, ლუკა აღმოჩნდა. სხვების დასანახად ვითომ ხმამაღლა წამოიძახა წინ იყურე რაო, ხელიდან გავარდნილი წიგნები აიღო ერთი ფურცლის გარდა
და გამეცალა. მივხვდი რატომაც დადგა ეს სპექტაკლი, ფურცელი ავიღე და უახლოეს კლასში შევვარდი. მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა ეწერა ''დათო რაღაცას ეჭვობს,ბოლომდე არ სჯერა''. ამოვიოხრე
და ნაკუწებად ქცეული ფურცელი იქვე ნაგვის ყუთში ჩავაგდე. ჯანდაბა, ეს დათო საკმაოდ ცბიერი იყო თუმცა, არა ჩვენზე მეტად. სასწრაფოს გოგოების მოსაძებნად გავიქეცი, რამე იდეა აუცილებლად
ექნებოდათ, მათაც როგორც ყოველთვის იმედი არ გამიცრუეს. ახალი იდეის მოსმენისას აღფრთოვანებულმა გამეღიმა.

დილით ლოგინიდან ცოტათი ადრე წამოვხტი, ჩემი საძულველი მოკლე კაბა ჩავიცვი, დღეს ჩემი გეგმისთვის გამომადგებოდა. თმის აწევის შემდეგ დედას ოთახში შევიპარე და მაკიაჟისთვის საჭირო
ნივთები ცოტა ხნით ''ვინათხოვრე''. ფეხზე ძველისძველი ცოტათი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ამოვიცვი და მზად ვიყავი. ასე სკოლაში არასდროს წავსულვარ მაგრამ ახლა მჭირდებოდა.
მაინტერესებდა როგორი ვიყავი მაგრამ გადაფიქრების შემეშინდა და სარკეს გვერდი ავუარე. სკოლასთან მისული, შესასვლელთან შევყოვნდი, თვალები დავხუჭე, ღრმად ჩავისუნთქე და ვითომ
გაღიმებული სახით შევაბიჯე ეზოში. სწორად ვფიქრობდი, ბიჭების ნახევარმა ვინც კი ეზოში იდგა გაოცებული სახით ამათვალიერეს, მე ვითომც არაფერი გზას ვაგრძელებდი და მათ რეაქციას
ყურადღებას არ ვაქცევდი, სამი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ლუკას მოვკარი თვალი, მართლაც რომ პირდაღებული მიყურებდა, მზერაში კი ერთი კითხვა ''რა ხდება'' იკითხებოდა. გულში გულიანად
გამეცინა რადგან მინდოდა სწორედ ასეთი მენახა,აღფრთოვანებული თვალებით და მოსიყვარულე მზერით თუმცა ამავდროულად გაკვირვებულიც. ბოლოს თავი გადააქნია თითქოს ფიქრები მოიშორაო
დათოს მიუბრუნდა. დათო მე მიყურებდა და სულაც არ აქცევდა ლუკას ყურადღებას. მეც სწორედ ეს მჭირდებოდა, სალომეს არ ყოფნით ვისარგებლე და თვალი ჩავუკარი რაზეც ღიმილით
მიპასუხა, გეგმის პირველი ნაწილი შესრულებული იყო. ვიცოდი დანარჩენს თითონ გააკეთებდა, ამიტომ სკოლაში მშვიდად შევაბიჯე... სამი გაკვეთილი ისე გავიდა არაფერი მომხდარა, დერეფნებში
სტვენას კი ყურადღებას არ ვაქცევდი, ვამჩნევდი ლუკას ჩემთან დალაპარაკება უნდოდა მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ბოლოს დიდი დასვენებაც მოვიდა, კლასიდან გამოვდიოდი როცა კარებთან სილუეტი
დავინახე და სულელივით გამეღიმა, თურმე სულ ადვილად შეგიძლია ბიჭი იქეთ შეაბა, მთავარი მონდომებაა...
-ვაა,დათო?ვინმეს ელოდები?კლასი ცარიელია_და საშინელი კევის ღეჭვით თითით კლასისკენ გავახედე თან მომხიბვლელად გავუღიმე. როგორც ჩანს იმოქმედა.
-არაა,შენ გელოდებოდი. არ გინდა ერთად წავიდეთ კაფეტერიაში?მე გეპატიჟები_და თვალი ჩამიკრა. როგორ მინდოდა იმ მომენტში კარგი სილა მიეღო.
-ვაახ,კაფეტერიში დათოსთან ერთად?არც ღირს უარის თქმა_და მხრები ავიჩეჩე. ასე თუ გავაგრძელებდი მალე ჩემი თავი შემზიზღდებოდა.

ცალკე მაგიდასთან დავჯექით, თუმცა სალომეს თვალი ვერ მოვკარი, ლუკა კი შორენკასთან ერთად იჯდა თუმცა ჩვენს დანახვაზე გაცეცხლებული წამოხტა და გარეთ გავარდა, ქალბატონიც უკან მიყვა.
დათო დიდი მოსაუბრე არ აღმოჩნდა, დიდი სიფრთხილიდ არჩევდა სიტყვებს და ისე მელაპარაკებოდა, ვერ ვგებულობდი რატომ თუმცა ვხვდებოდი რომ რაღაც ისე არ იყო. როგორც იქნა ზარიც დაირეკა
და ჩემი კლასისკენ წავედი. იმ დღეს მეტად აგარ შევუწუხებივარ.
როგორც იქნა სახლშიც წავედი, აღარ მეგონა ეს დღე თუ ოდესმე დამთავრდებოდა. ცოტაც და ლუკასაც ვნახავდი, მაგრამ რა თქმა უნდა არ გამიმართლა. ნახევარი საათით დააგვიანდა მოსვლა როცა უცხო
ნომრიდან მესიჯი მომივიდა.''მაპატიე ვიცი მაგვიანდება მაგრამ ვერ გამოვიპარე, ჯერ კიდევ სახლშია. როგორც კი წავა გამოვალ.მიყვარხარ''. საშინლად მომეშალა ნერვები, მაინდამაინც დღეს ვერ
შეძლო როცა უნდა გველაპარაკა და ჩემი გეგმები მეთქვა. გაღიზიანებული დავეყრდენი ჩემი ოთახის ფანჯარას და წინ ვიხედებოდი როცა ერთი აზრი დამებადა. მოპირდაპირე მხარეს არც ისე შორს
ძველისძველი დანგრეული ბინა მოჩანდა რომელშიც რა თქმა უნდა არავინ ცხოვრობდა და არც არავინ შედიოდა. ჩემს იდეაზე გამეღიმა, ტელეფონს ხელი დავსტაცე და უბრალოდ მისამართი დავწერე.
ქვემოთ ჩავირბინე და საკუჭნაოში შევყავი თავი, ძველი ცოცხი, რამოდენიმე ჩვარი და იატაკის საწმენდი ავიღე. დედას დავუბარე გავდივართქო და გარეთ გავვარდი, მის გაოცებულ სახეს კი
ყურადღება აღარ მივაქციე. დიდი ხანი მართლაც არ დამჭირდა, 10 წუთში უკვე იქ ვიყავი. პირველი სართული უცებ ავირბინე, დაბლა იყო და ვინმე თავისუფლად შემოიხედავდა ამიტომაც თავი
დავიზღვიე და მესამეზე ავირბინე, კარებები არც არსებობდა. ყველა ოთახი ერთმანეთში გადიოდა, თუმცა რატომღაც ერთი ოთახი ამოვიჩემე და შესვლისთანავე იატაკზე უაზროდ დაყრილ ნივთებს
ხელი წავავლე, მინდოდა ცოტათი ოთახისთვის დამემსგავსებინა. მხიარულად ვმუშაობდი და არც ვიღლებოდი, ჩვენი ბუნაგის აშენება საოცრად მსიამოვნებდა. არ ვიცოდი როდის მოახერხებდა მოსვლას
მაგრამ მინდოდა ცოტა მილაგებული დამეხვედრებინა. უკვე ცოცხზე ვიყავი გადასული როცა კარებში დავლანდე, არ ვიცოდი რამდენი ხნის მოსული იყო მაგრამ ჩუმად და ღიმილით მადევნებდა
თვალს, საშინლად მომხიბვლელი იყო მე კი დიდი ფართუკით, ხელებზე ხელთათმანებით, დამტვერილი და ცოცხით ხელში ალბათ საოცარი სანახავი ვიყავი. ბოლოს ოთახში შემოვიდა და ხელები მომხვია :
-აბა რა ხდება ხო მშვიდობაა?
-კი უბრალოდ ჩვენს ბუნაგს ვაშენებ, თანაც მარტო_არ მინდოდა გაწითლება შეემჩნია ამიტომ დავეჭყანე.
-რატო არ დამელოდე? ჩვენი იმიტომ ქვია რომ ერთად უნდა ავაშენოთ, თუ სხვა იგულისხმე უკვე ჩვენში?_უნდოდა ირონიულად გამოსვლოდა, მაგრამ ეჭვიანობა ვეღარ დამალა. გაბრაზებულმა ცოცხი
მოვუქნიე და ისიც სიცილით გახტა გვერძე.
-ლუკა სულარ მეცინება,ვერც კი წარმოიდგენ რა საშინელება იყო.
-ჰმ, შორენკას მერე არაფერი არ გამიკვირდება. საშინელიც კი აღარ არის. მაგრამ კაფეტერიაში რატომ გაყევი?ან საერთოდ ეგ როგორ მოახერხე?
-ქალების საკუთარი საიდუმლოებები გვაქ რასაც ვერასდროს გაიგებთ და ამიტომ არც ეცადო_თვალი ჩავუკარი და ზურგი შევაქციე, მინდოდა დროზე დამემთავრებინა მილაგება. უკნიდან დამეტაკა და
ხელში ამიყვანა. წრეზე მატრიალებდა და მის სიცილის ჩემი კივილი მოყვებოდა.
-არა წარმოდგენა მაინც თუ გაქვს დღეს რა ლამაზი იყავი?კიდევ კარგი, კარგი მსახიობი ვარ_ამაზე გაეცინა_და თავი მალევე მოვთოკე თორემ, ალბათ არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი. საოცარი იყავი_დაასრულა და სახე დამიჭირა, ტუჩები ისე ახლოს გვქონდა ცოტაც და ვაკოცებდი, მაგრამ თავში შურისძიების წყურვილმა ერთი აზრი ჩამაგონა. ცოცხი შევმართე და პირდაპირ ჩვენი ტუჩების
შორის ჩავთურთე, მე კი მოვასწარი გამოწევა მაგრამ ლუკამ მგონი მართლაც აკოცა ცოცხს და უცებ ხელები გამიშვა. ვიცოდი არ შემარჩენდა, ამიტომ ცოცხი იქვე მივაგდე და სიცილით გავვარდი
მეორე ოთახში, ისე გულიანად ვიცინოდი უკვე მუცელი მტკიოდა. ოთახიდან ლუკას არაადამიანური ღრიალი გავიგონე და თვალი მოვკარი როგორ დამედევნა. სიცილისაგან სირბილიც აღარ შემეძლო და
თანაც ფეხბურთის მოთამაშეს ნამდვილად ვერ გავასწრებდი. მალევე დამიჭირა და მისკენ მიმაბრუნა, ჩემი ბედნიერი სახის დანახვაზე მასაც გაეღიმა, მაგრამ მეორე წამს მაგრად,მთელი გრძნობით და საოცრად ვნებიანად მაკოცა. ცოტაც და თავს დავკარგავდი, მთლიანად ვიყავი გრძნობებში ჩაკარგული, როცა უცებ მომშორდა და თავზე იატაკის მოსაწმენდად გამზადებული წყალი გადამავლო.
ახლა მან დაიწყო სიცილი და მე ამომხდა არაადამიანური ღრიალი.
-ჰაჰ, ახლა უკვე ვიცი თურმე როგორ შეიძლება გაგართო და ყურადღება გადაგატანინო_დამეჭყანა და ჩვენს ოთახში შევიდა. ამას ასე არ დავტოვებდი. გავიქეცი და პირდაპირ ზურგზე შევახტი.
უცებ ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ მერე ხელები მომხვია და კარგად დამიჭირა რომ არ ჩამოვვარდნილიყავი. ნიკაპი ბეჭზე დავადე და ლოყა ლოყაზე მივადე. ასე დავქროდით უაზროდ ოთახებში
და სიცილით ბოლო ხმაზე გავჭყიოდით. ბოლოს საოცრად დაღლილები ჩემს ვითომ მოსუფთავებულ იატაკზე დავჯექით რომელიც ამ ომის შემდეგ ისევ ისეთი ბინძური იყო. ერთმანეთის შეხედვაზე ისევ აგვიტყდა სიცილი.
-იცი ყოველთვის ვწერდი ჩემს ნოველებში რომ, როცა ერთმანეთს შორდებოდნენ ამბობდნენ რომ ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლოთ. ეს ფრაზა ყოველთვის უაზროდ გადამეტებული მეგონა
მაგრამ რაც შენ გაგიცანი, ყოველდღე ერთად ვიყავით, აქ ასეთი ომი გავმართეთ, მართლა არ ვიცი უშენოდ როგორ უნდა გავძლო. მიყვარხარ. მართლა მთელი გულით მიყვარხარ._და თმა ყურზე გადამიწია. სუნთქვა შეკრული ვუსმენდი და არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა. ბოლოს გულზე მივეკარი და რომ შემძლებოდა მთელი ცხოვრება ასეც დავრჩებოდი მაგრამ უკვე საკმაოდ შებნელებულიყო
და ჯობდა წავსულიყავით. დავთქვით რომ ხვალ ამავე დროს აქ შევხვდებოდით და მთხოვა დათოსთან ძაან ახლოსაც არ მივსულიყაი. ჯანდაბა ხვალ სკოლა. სულარ მახსოვდა. სახლში მისული მალევე
დავწექი თუმცა ხვალინდელი დღის გახსენებაზე უსიამოვნოდ გამცრა. (5)
დილით იგევე აღარ გამიკეთებია,სრულიად ჩვეულებრივად წავედი სკოლაში. დათოსთვის ერთი დღეც საკმარისი ყოფილა,ყოველდასვენებაზე ვითომ ჩემ კლასელებთან ამორბოდა და ჩემს
დანახვაზე თვალს მიკრავდა. როგორც იქნა ერთ დასვენებაზე მოვიდა და სახლში გაცილება შემომთავაზა ან უნდოდა ერთად სადმე წავსულიყავით, რა თქმა უნდა თავაზიანი უარი ვუთხარი, ლუკას უნდა შევხვედროდი ჩვენს ბუნაგში. არ გამომივიდა.
-კარგი რა ლიკა, დავიჯერო ჩემზე მნიშვნელოვანი საქმეები გაქვს? _თვითკმაყოფილი ღიმილით გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. საზიზღარი.
-მაპატიე დათო დღეს მართლა არ შემიძლია.
-ნწ ნწ, არ გამოგივა, გაკვეთილების შემდეგ გასასვლელთან დაგელოდები, იცოდე არმოსვლა არც გაიფიქრო, მერე ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ. უბრალო რჩევად მიიღე_ თვალი ჩამიკრა და წავიდა. ჯანდაბა, ამის გადაკიდებაღა მაკლდა, ლუკას ვაწყენიებდი, დათოსთან დროის გატარების აზრიც დიდად არ მსიამოვნებდა, ლუკასთან მინდოდა. ჯანდაბა ჯანდაბა, გონებაში გულიანად შევიკურთხე და ტელეფონს დავწვდი. ლუკა იქვე იდგა ბიჭებთან ერთად როცა
ჩემი შეტყობინება მიუვიდა, სადაც ყველაფერს ვუხსნიდი. დავინახე როგორი სახით ჩააგდო ტელეფონი ჩანთაში და გაბრაზებული შევარდა სკოლაში. ეს ყველაფერი უკვე მაღიზიანებდა. გამოდიოდა რომ
დათოს ვიყენებდი, გასაგებია რომ გულზე არ მეხატება მაგრამ მე ასეთი არ ვარ, ადამიანების გამოყენება არ მჩვევია. თავი ხელებში ჩავრგე და ღრმად ამოვისუნთქე როცა კიდევ ერთი იდეა
მომაფიქრდა. ტელეფონს ხელი დავსტაცე და ლუკას მივწერე რომ მივიდოდი. სკოლის შემდეგ მართლაც დამხვდა, სამწუხარო იყო რომ მისი გეგმა უნდა ჩამეშალა. კარგა მანძილი გვქონდა გავლილი, ჩვეულებრივად ვლაპარაკობდით მაგრამ ის შეგრძნება არ მშორდებოდა თითქოს რაღაც ისე არ იყო. უცებ, როცა ტროტუართან ახლოს მივდიოდი ფეხი ჩამიცურდა და საშინლად გადამიბრუნდა. ცოტათი
წამოვიკივლე და ჩავიკეცე ფეხს ვეღარ ვადგამდი.
-ჯანდაბაა,როგორ მტკივა_და ამოვიკვნესე.
-ოხ ლიკა სიარულიც უნდა გასწავლო, ძალიან გტკივა?_თითქოს შეშფოთებული სახით დამხედა, გამიკვირდა მაგრამ რას დავეძებდი.
-აუ კი დათო, ასე სახლდამდე როგორ მივალ, ვაიმეეე
-როგორ და აი ასე_ხელი დამავლო და გულზე პატარა ბავშვივით მიმიხუტა, ხელი ჩემი დიდი პროტესტის მიუხედავად არ გაუშვია. ვაიმე ახლა რომ ლუკას დავენახე.
კიდევ კარგი სახლთან ახლოს ვიყავით თორე ასე ხელში აყვანილი ქუჩაში ნამდვილად ვერ მატარებდა. კარზე ზარი დარეკა და დედას შეკივლებაც გაისმა. დათომ ფრთხილად შემიყვანა და დივანზე დამსვა. მერე კი დედას მიუბრუნდა და გაეცნო.
-გამარჯობათ მე დათო ვარ, არ შეგეშინდეთ, საშიში არაფერია უბრალოდ ფეხი გადაუბრუნდა, ალბათ ორ დღეში გაუვლის. მერე კი მე მომიბრუნდა
-თავს გაუფრთხილდი_და ღიმილით გავიდა გარეთ. ის იყო დედამ კარები დაკეტა და შეშინებული სახით ჩემსკენ წამოვიდა რომ უცებ ფეხზე წამოვხტი და დავფაცურდი. ჩანთიდან წიგნები გადმოვყარე და ჩემი ოთახიდან ჩამოტანილი ნივთებით ავავსე. მე და ლუკამ გუშინ
გადავწვიტეთ ჩვენი ბუნაგი უფრო მოგვეწყო და ჩვენი ნივთებიც მიგვეტანა, ასე უფრო მივეჩვეოდით. როცა დედას გაკვირვებულ სახეს შევხედე მივხვდი რომ ვერაფერი გაიგო:
-დედა,ძალიან გთხოვ არ გამიბრაზდე მაგრამ მასთან ერთად ვერ წავიდოდი, ლუკა კი უკვე ბუნაგში მელოდება. გეფიცები ეს ყველაფერი არც მე არ მომწონს, ასე ნამდვილი ლიკა არ ვარ მაგრამ გპირდები ეს ყველაფერი დროებითია. ძალიან გთხოვ არ გამიბრაზდე._და მთელი ძალით მოვეხვიე.
-კარგი,ახლა წადი მაგრამ ეს საუბარი არ დამთავრებულა._თავი დავუქნიე და სახლიდან გავვარდი. ბინაში შესული ვიყავი როცა ჩვენი ბუნაგის კარებთან ლუკა დამხვდა და თვალების დახუჭვა მთხოვა. გამეცინა მაგრამ დავემორჩილე და ვიგრძენი ხელი რომ ჩამკიდა.
-აბა გაახილე_და აი სწორედ აქ მივიღე დამდვილი შოკი. ბუნაგს ვეღარ იცნობდით, უამრავი სხვადასხვა ფერის ნათურები,დიდი ხალიჩა და მასზე დაყრილი ასევე უამრავი პატარა და დიდი
პუფები, დაბალი პუფების შესაფერისი მაგიდა, ჩარჩოებში ჩასმული სურათები და არ ვიცი სხვა უამრავი რამ. ჩემი გაოცებული სახის დანახვაზე ხელი მომხვია:
-რას იტყვი?
-ვაიმე ლუკა რა ლამაზია,ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომწონს მაგრამ ახლა რომ ბუნაგი აღარ ქვია?
-ჰმ, კარგი რა ჩვენი ამბავი რომ ვიცი 15 წთში აქ ნამდვილად იქნება ბუნაგი_ამის თქმა და ერთ-ერთი პატარა პუფის თავში მოხვედრა ერთი იყო. ადვილად მივხვდი რასაც გულისხმობდა და მიიღო კიდეც ერთი წითელი საკმაოდ მოზრდილი ბალიში. უაზროდ ვიცინოდით დ ვმხიარულობდით. ბოლოს გასავათებულები იატაკზე მიმოფენილ პუფებსა და ბალიშებს ზემოდან დავაწექით და
დასასვენებლად მოვემზადეთ. თუმცა ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა:''დათო'' ეწერა ეკრანზე. ლუკას გვერდით დაგდებული ერთ-ერთი საცოდავი ბალიში გამეტებით შეასკდა კედელს.
-გისმენ დათო რა ხდება?
-გატყობ რომ გადაბრუნებული ფეხითაც კი საკმაოდ შეგძლებია დროის მხიარულად გატარება არა?_ჩაიცინა და ჩემს პასუხს დაელოდა, მე კი შეშინებულმა გავხედე ლუკას.
-მხიარულად?რას გულისხმობ?_არ ვიცოდი რა დაინახა ან რა გაიგონე, ნეტა სახლიდან მომყვებოდა?ჩემთვის შეშინებული ვფიქრობდი და პასუხს ველოდებოდი.
-იქნებ გარეთ გამოხვიდე?იმედია მარტო ხარ_და ჩუმად ჩაიცინა. როგორც ამბობენ მოოზრდილი ნერწყვი გადავყლაპე და ვუპასუხე_კი რა თქმა უნდა ახლავე გამოვალ.
ლუკა ჩემ გაშვებას არ აპირებდა მაგრამ ახლა ასე იყო საჭირო, დათოს ერთად არ უნდა დავენახეთ. ბოლოს ძლივს დავითანხმე და გასასვლელად წამოვდექი. ისეთი საწყალი თვალებით შემომხედა გამეღიმა თუმცა ოთახიდან გამოსული, შეშინებული ღრმად ვსუნთქავდი. ფეხს ოდნავ გვერდულად ვდგამდი ვითომ ისევ მტკიოდა, თუმცა თვითონ გაღიმებული დამხვდა.
-გეტყობა ფეხის ტკივილი აღარ გაწუხებს არა?
-ჰო ცოტათი გამიარა,ხო იცი უფროსებს თავისი მეთოდები აქვთ_და ნერვიულად გამეცინა
-ჰოო მართალი ხარ, მაგრამ აქ რას აკეთებ მარტო ხარ?
-ჰო აბა ვისთან ერთად უნდა ვიყო?_ვითომ გაკვირვებულმა შევხედე
-მაშინ ვითომ გენდობი და ლუკას მამასთან არ დავრეკავ სახშია თუ არა ხო?_და ჩემი შეშინებული სახის დანახვაზე გულიანად გაიცინა_როგორ მიყვარს სიურპრიზებიიი, არ ინერვიულო საიდუმლოს შენახვა ვიცი, ხვალ სკოლაში შევხვდებით, იცოდე უნდა გავისეირნოთ_სიცილით დამიქნია ხელი და წასასვლელად შებრუნდა, მე კი ასე გაოცებული დამტოვა.
-ძვირფასო, პირი დახურე თორემ რაც დავითვალე უკვე მე4 ბუზი შეგიფრინდა_ვერც კი მივხვდი ისე მომიახლოვდა. იდაყვი გვერძე მივარტყი და ამოვიკვნესე_რა დროს სიცილია,მგონი პრობლემა გვაქ.
ლუკას ყველაფერი მოვუყევი,ისიც ჩემსავეთ გაოცებული დარჩა ბოლოს კი აღიარა ალბათ არც ისეთი ცუდია როგორც გვეგონაო, თუმცა რატომღაც მეგონა რომ ყველაფერი ასე იოლად არ იქნებოდა.
მართალიც აღმოვჩნდი.
მეორე დღეს სკოლის შემდეგ დათოსთან ერთად სასეირნოდ წავედი, არაფერს იმჩნევდა ისევე მელაპარაკებოდა როგორც ადრე. მეც ვცდილობდი ცოტათი მაინც ვყოფილიყავი მხიარული. ბოლოს
როგორც იქნა შემომთავაზა სახლამდე მიგაცილებო. შვებით ამოვისუნთქე და თავი დავუქნიე. 5 წუთის შემდეგ მივხვდი რომ სახლის გზას არ მივყვებოდით, ჩემი უბნისკენ მივდიოდით მაგრამ
მაინც სხვა მხარეს. გავჩერდი და გაოცებულმა შევხედე, მიხვდა რაც მაინტერესებდა და თითონაც გაჩერდა.
-ნუ გეშინია შენს მოტაცებას არ ვაპირებ_მხრებზე ხელი მომხვია და წინ მიბიძგა.
ბოლოს მივხვდი საითაც მივყავდი. ჩვენი ბუნაგისკენ. შენობის წინ გაჩერდა და ცბიერად გაღიმებულმა გადმომხედა.
-არამგონია სახლში დიდხანს გაჩერებულიყავი ამიტომ დროის დაზოგვის
მიზნით პირდაპირ მოგიყვანე, არც ლუკაჩოს მოუწევს დიდხანს ლოდინი და ნერვიულობა_ჩემი სახის დანახვაზე სიცილი აუტყდა, მე კი საოცრად გაბრაზებულმა კბილებში გამოვცარი
-რა გინდა?
-ყველაფერს თავისი დრო აქვს ძვირფასო_თვალი ჩამიკრა და წავიდა.
გაბრაზებულმა იქვე დაგდებულ დიდ ქვას ფეხი მივარტყი თუმცა ნეტა რაზე ვფიქრობდი, აქეთ მეტკინა. ბოლოს ბუნაგში ავირბინე და ირგვლივ მიმოვიხედე:
-ლუკა რახდება შენ რა აქ გადმოსახლდი?
დაბნეულმა შემომხედა და ხელები გამოიშვირა მოსახვევად, მივხვდი რომ რამოდენიმე წუთში ახალ ამბავს გავიგებდი თუმცა არამგონია კარგი ყოფილიყო. (6)
მოწყენილი ჩამეხუტა და ხმას ვერ იღებდა...მეც მშვიდად მოვეხვიე და არაფერს ვეკითხებოდი, ვიცოდი როცა დამშვიდდებოდა თვითონ მომიყვებოდა. ბოლოს პუფზე დაჯდა და აღელვებულმა დაიწყო:
-დათომ მოგვატყუა, აქედან როცა წავედი მამაჩემი სახლში დამხვდა და მკაცრად დამელაპარაკა, თუ ამას დალაპარაკებად ჩავთვლით, მითხრა რომ ან ამ ყველაფერს მოვრჩები ან მასთან დავამთავრებდი ურთიერთობას_არ ვიცი რა სახით ვუყურებდი ამის თქმის დროს მაგრამ მოწყენილმა გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა_დამიჯერე ამად ღირხარ, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ხარ და არავის მივცემ უფლებას შენი თავი წამართვას. მიყვარხარ_მთელი ძალიტ მომეხვია და ჩემს თმებს დაუწყო თამაში. მე კი ასე იოლად შეგუებას არ ვაპირებდი, არც დათოს ვაპატიებდი ასე მოქცევას, უფლება არ ქონდა თვითონ გადაეწყვიტა სხვისი ცხოვრების ბედი. არ მინდოდა ლუკას რამე შეემჩნია ამიტომ საღამომდე თითქოს მშვიდად ვიყავი, საჭმელი გავუმზადე ერთადაც ვივახშმეთ და ბოლოს როგორც იქნა ბუნაგიდან წამოსვლა გადავწყვიტე. მისი იქ დატოვება საშინლად არ მინდოდა მაგრამ არც სხვა გზა მქონდა, მე იქ ვერ დავრჩებოდი დედა მომკლავდა, სახლშიც ვერ წავიყვანდი უარესად მომკლავდა... ბოლოს დასამშვიდობებლად ვაკოცე და ტკბილი ძილი ვუსურვე, სახლიდან გამოსულმა კი ტელეფონში დათოს ნომერი მოვძებნე და დავურეკე. მე თვითონაც გამიკვირდა ჩემი მტკიცე ხმა რომელიც ტელეფონში ჟღერდა. 15 წუთში მოვიდა. რა თქმა უნდა დამცინავი სახით:
-რა იყო ძვირფასო ასე მალე მოგენატრე_და ირონიული ღიმილით ჩემი კოცნა მოინდომა თუმცა არ ვიცი ამდენი ძალა საიდან მაგრამ იმდენად მაგარი სილა მიიღო სახეში გვერძე გადაიხარა. ხელი ლოყაზე მიიდო და გაცოფებულმა გამომხედა. სანამ რამეს მოიმოქმედებდა თითი სახის წინ მივუშვირე და მთელი ხმით დავიყვირე:
-ნაძირალა,ეგოისტი,შურიანი და უნამუსო ხარ, ეხა რომ იცოდე როგორ მძულხარ შენივე ფეხით წაეთრეოდი აქედან, მაგრამ შენ ხომ სინდისი არ გაგაჩნია, სხვისი ცხოვრების გამწარებით ხარ დაკავებული იმიტომ რომ საკუთარი არ გაგაჩნია, შეყვარებულიც კი მხოლოდ პოპულარობისთვის გყავს. მამაშენის ერთი იდიოტი ლაქია ხარ და მისთვის ყველაფერს გააკეთებ თუნდაც ეს შენს მეგობრებს ეხებოდეს. მეც კი ნაწილობრივ შენნაირი გამხადე იმიტომ რომ ადამიანი არასდროს გამომიყენებია და ასეთი სიტყვები არასდროს მითქვამს თუმცა შენი თავის გარდა ვერავის დააბრალებ რადგან შენთვითონ მაიძულე. იცოდი რომ ერთმანეთის გამო მე და ლუკა ყველაფერს გავაკეთებდით და ეს გამოიყენე და იცი რატომ? იმიტომ ეს სიყვარულია დათო, სიყვარული რომელიც შენ არ შეგიძლია და ვერც ვერასოდეს შეძლებ. მეცოდებიან ადამიანები რომლებსაც შენს გვერდით უწევთ ყოფნა და მიხარია რომ მე მათ რიცხვში აღარ შევდივარ_ბოლო სიტყვები ზიზღით ამოვთქვი და საოცრად გაოცებული სახით დავტოვე, ალბათ ჩემგან ამას არ ელოდა, თუმცა არც მე. სახლში მისული ლოგინზე დავენარცხე და ამდენი ფიქრით თავ ატკივებულმა ბალიში დავიფარე. არ ვიცი რატომ მაგრამ ოდნავ გულზე მომეშვა როცა ეს ყველაფერი ვთქვი და თამაში აღარ მომიწევდა. დილით ჩვეულებრივად წავედი სკოლაში, დათო არ დამინახავს ალბათ სკოლაში არ იყო, ოდნავ არ მომეწონა მაგრამ დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. რამოდენიმე დღე ისე გავიდა არ მოსულა. უკვე ვფიქრობდი სად იყო დაკარგული თუმცა მალევე გამოჩნდა და ჩვეულებრივად გაგრძელდა ყველაფერი. ჩემთან მოსვლას ვერ ბედავდა, მეც რა თქმა უნდა რაც შეიძლებოდა შორს ვიჭერდი თავს. ერთხელაც ბუნაგში ლუკას ველოდებოდი, უკვე ორი კვირა იყო გასული რაც არაფერი მომხდარა ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, მე და ლუკა თითქმის ერთად ვცხოვრობდით, დათოს აღარც ვეკარებოდი, დედასთანაც ასე თუ ისე შეთანხმებული ვიყავი და ვოცნებობდი რომ ცოტახანს კიდევ გაგრძელებულიყო ასეთი ''ბედნიერი'' ცხოვრება როცა ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა, სწორედ ამ დროს ლუკაც შემოვიდა.
გაღიმებულმა გავხედე და ხელის დაქნევით მივესალმე თან ტელეფონი მოვძებნე რომ მეპასუხა თუმცა როგორც კი დავხედე სხეული გამიშეშდა.ორი კვირის შემდეგ პირველად ეწერა ჩემი ტელეფონის ეკრანზე ''დათო''.
-რა ხდება ახალი ინტრიგა მოიგონე და მთავარი გმირი გჭირდება?_ჩემი მტკიცე ხმა მე თვითონვე მეუცხოვა, ლუკამ კი გაკვირვებულმა გამომხედა და ყური ტელეფონს მოადო რომ გაეგო რა ხდებოდა. ეტყობოდა ჩემმა ხმამ დააბნია, დაიბნა და ენა დაება...
-არა...მე...რადა...უბრალოდ....მე....
-გამოცნობანა ვითამაშოთ თუ ბოლოსდაბოლოს იტყვი რა გინდა?
-შენი ნახვა_როგორც იქნა ორი სიტყვის ტქმა მოახერხა გადაბმულად.
-რაა?შენ რა დამცინი?_ყურებს არ ვუჯერებდი ლუკა კი ხელ გამოწვდილი მელოდა როდის მივცემდი ტელეფონს თუმცა არ ვაპირებდი.
-არა,რადაც არ უნდა დამიჯდეს მაინც უნდა გნახო თუნდაც ბოლოჯერ,შემიძლია დაგემუქრო და ისე გამოგიყვანო მაგრამ ძალიან გთხოვ ამას ნუ მაიძულებ და უბრალოდ მარტო ქვემოთ ჩამოდი, სულ 5 წუთით მეტი არ მჭირდება.
ტელეფონი გავთიშე და ფეხზე წამოვდექი, ლუკა ისეთი სახით იდგა ვიცოდი იოლად ვერ გავიდოდი, იოლად კიარა ალბათ საერთოდ ვერ გავიდოდი თუმცა მისი სუსტი წერტილები ვიცოდი, ჩემდა საბედნიეროდ და მისდა საუბედუროდ. ეშმაკური ღიმილით მივუახლოვდი და ლოყაზე მოვეფერე, მერე სახე საოცრად ნელა მივუახლოვე და რბილად ვაკოცე, სამწუხაროდ არ ამყვა თუმცა ასე
იოლად არ დავნებდებოდი, ინტერესი მკლავდა რა უნდოდა დათოს. მეორე მცდელობაზე ალბათ თავი ვეღარ შეიკავა და ამყვა თუმცა ეს არ იყო უბრალოდ საპასუხო კოცნა, არ ვიცი რა უნდა დამერქვა, საოცრად ვნებიანად მკოცნიდა და 2 წამში დათოს სახელი არაფერს მეუბნებოდა თუმცა მალევე მივხვდი რა ხდებოდა, ჩემ ხრიკზე მისივე ხრიკით მპასუხობდა. სიცილით მოვწყდი მის ტუჩებს და ამჯერად მართლა გავუღიმე:
-ასე კარგად რომ მიცნობ უკვე პრობლემას მიქმნის_მანაც სიცილით მიპასუხა:
-შემიძლია იგივე გიპასუხო, თუმცა ახლა ამ ოთახიდან გასვლის იმედი შენს ადგილზე არ მექნებოდა_და საოცრად გამიღიმა. მოვეხვიე და ყურში ჩავჩურჩულე:
-სამწუხაროდ მართლა კარგად გიცნობ, მიყვარხარ, 5 წუთში აქ ვიქნები, არ მოიწყინო._ისევ ვაკოცე და კიბეები ჩავირბინე.
შემოსასვლელთან დათო დავლანდე მივუახლოვდი და პირდაპირ ვკითხე:
-რა გინდა?_მივხვდი რომ უარესად დაიბნა რადგან მისი ბუტბუტიდან მხოლოდ ოთხი სიტყვა გავიგონე
-მე....მინდა....პატიება....გთხოვოთ....
აი თურმე რას ნიშნავდა თვალების შუბლზე ასვლა,სწორედ ასე დამემართა
-შენ გინდა...რაა?
-ხო მინდა რომ მაპატიო, არამარტო შენ ლუკამაც, სხვათაშორის მამამისი ეძებს, მე უკვე დამკითხეს._და დამნაშავეს სახით გამომხედა. აი თურმე რატომ მოვიდა. ამაზე სულ გავცეცხლდი და შევკივლე
-შენ რა ჩაგვიშვი და აქ სინდისის დასამშვიდებლად მოხვედი?ასეთი არამზადა როგორ ხარ?_გაცოფებულმა შემომხედა, უცებ მომეჭრა, მხრებზე ხელები მაგრად მომიჭირა, ოდნავ შემანჯღია და ყვირილით დაიწყო:
-შენ რა ვერაფერს ხვდები?თუმცა რას მიხვდები შენ ხომ ჩემნაირი ცხოვრება არ გქონია, არ იცი როგორია მთელი ცხოვრება მამის ჩრდილში ყოფნა, არ იცი
როგორია როცა ყოველ საღამოს შენზე უარესი სიტყვებით მლანძღავენ, არ იცი როგორია როცა თითოეულ ნივთს გაყვედრიან და გაძახებენ რომ არ იმსახურებ, რომ მამის ღირსეული შვილი არ ხარ. ამ ყველაფერს ვერ ვხედავდი სანამ შენ არ გამოჩნდი, ვერ ვხედავდი და მეგონა ცხოვრება მქონდა სანამ შენ არ შემიყვარდი._არ ვიცი როგორი სახე მქონდა მაგრამ როგორც კი ლაპარაკი შეწყვიტა და შემომხედა მაშინვე ხელები გამიშვა, თითქოს ზედმეტი წამოცდაო ორი ნაბიჯით უკან დაიხია და წარბები შიწმუხნა. უკან გაბრუნებისას კი ჩუმად ჩაილაპარაკა :
-არაფერი მითქვამს,შეგიძლიათ ბედნიერებით დატკბეთ_და ისე ამათვალიერა თითქოს ბოლოჯერ მხედავდა.ბოლოს თვალებში ფრთხილად შემომხედა და წავიდა. გულთან თითქოს რაღაც ჩამწყდა...
არ ვიცი ის დღე როგორ გავძელი, ლუკა ხვდებოდა რომ რაღაც მოხდა მაგრამ ისიც იცოდა თუ თქმა მენდომებოდა ისედაც ვეტყოდი, ვხვდებოდი რომ ვერ ითმენდა მაგრამ სწორედ ამიტომ მიყვარდა ასე უაზროდ, ჩემს აზრს ყოველთვის პატივს ცემდა. დილით ჩვეულებრივად წავედი სკოლაში, ლუკა უკვე შესასვლელთან მელოდა. ხელი გადამხვია და სკოლისკენ გავემართეთ როცა დათოს მოვკარი თვალი
მის შეყვარებულთან ერთად იჯდა და ორივე მხიარულად იცინოდნენ. ცოტათი გამიკვირდა თუმცა ყველაფერს მივხვდი როცა შემომხედა და უცებ თვალი ამარიდა. არც მე შევიმჩნიე და ლუკას ჩურჩულიც გავიგონე:
-როგორც ჩანს ყველაფრისდა მიუხედავად ძველი დათო დაგვიბრუნდა. ოჰ რა ბედნიერებაა როგორ მაკლდა_სარკასტულად ჩაილაპარაკა და წასასვლელად მიბიძგა. უცებ გავჩერდი და გაკვირვებულმა შევხედე
-ყველაფრისდა მიუხედავად?რას გულისხმობ?_მოწყენილმა გაიღიმა_
-ძვირფასო არც ისეთი სულელი ვარ, ერთად საკმაოდ ბევრ დროს ატარებდით რაც ჩემი ბრალია და ჩემ თავს არასოდეს ვაპატიებ,ვიცი რომ გიყვარვარ, მაგრამ ის ბიჭია და ყველაფერი თავისთავად მოხდა. გუშინაც აღარ გკითხე არაფერი რადგან დაახლოებით ვიცი რასაც გეტყოდა დაწვრილებით კი როცა მოგინდება მომიყვები._ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე,მართლაც რომ უაზროდ მიყვარდა, თითონაც ყველაფერს მიხვდა სიტყვები ზედმეტი იყო მაგრამ სწორედ ამ დროს მომინდა მეთქვა
-მიყვარხარ....მართალია მეტს არავის გაუგონია მაგრამ თვალის კუთხით შევხედე როგორ წავიდა დათო სკოლის უკან... რამდენიმე დღემ მშვიდად ჩაიარა, ჩემი და ლუკას ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა, ძველი დათო დაბრუნდა თუმცა თითქმის ვერ ვხედავდი. მჯეროდა რომ როგორც იქნა მეღირსა ბედნიერად ცხოვრება მაგრამ თურმე ვცდებოდი.
ერთ დღესაც, მე და ლუკა სკოლიდან გამოვედით ყველა ეზოში იყო, როგორც იქნა ზაფხული მოდიოდა და კარგი ამინდის სახლში გატარება არავის უნდოდა, ჩვენც იქვე ბალახზე ჩამოვჯექით. უცებ
სკოლის ეზოსთან სამმა ერთნაირმა ჯიპმა დაამუხრუჭა, სანამ ვინმე რეაგირებას მოახდენდა ლუკასთან მოვარდნენ ხელი სტაცეს და მანქანისკენ გააქცუნეს. შოკისგან რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, მხოლოდ ლუკას ვყვიროდი, ის კი პასუხსაც ვერ მცემდა. მანქანაში ისე შეტენეს სულ ალბათ სამი წამი გავიდოდა. ცრემლები თავისთავად წამომივიდა, ამღვრეული თვალებით მიმოვიხედე
და დათოს შევხედე. ისიც მე მიყურებდა, თითქოს ჩემს ნათქვამს ელისო, მე კი ცრემლები მახრჩობდა და ვერ ვიკავებდი თუმცა როგორც იქნა ამოვილუღლუღე -ძალიან გთხოვ_და ისიც უცებ მივარდა მანქანას და შიგნით ჩამხტარმა ადგილს მოწყვიტა... (7)
(ლუკა)
სახლში წამიყვანეს, ვიცოდი რომ ეს დღეც დადგებოდა თუმცა ლიკაზე უფრო ვნერვიულობდი ალბათ საშინლად გაურკვევლობაში იყო. როგორღაც ფანჯარაში გავიხედე და უკან ნაცნობ მანქანას
მოვკარი თვალი, სახლამდე მოგვყვა მერე კი უცებ მოატრიალა და წავიდა, ოდნავ ამოვისუნთქე, ვიცოდი ლიკას გააგებინებდა. სახლში შემიყვანეს და პირდაპირ კაბინეტში შემიშვეს.
მამაჩემი მაგიდასთან იჯდა და საბუთებზე ხელს აწერდა. ამომხედა და ღიმილით მითხრა:
-როგორც იქნა პატივი დამდე და საკუთარი მამა მოინახულე.
-არამგონია სხვა არჩევანი მქონოდა.
-სწორია_გადაიხარხარა და უჯრა გამოაღო_მითუმეტეს როცა კიდევ დიდხანს ვერ მნახავ_და ამ სიტყვებზე ჩემს წინ საქაღალდე დააგდო. მართლაც რომ სიურპრიზი მელოდა ,შიგნით პასპორტი, ვიზა და ამერიკაში გასაფრენი ბილეთი იდო, კიდევ რომელიღაც უნივერსიტეტში ჩარიცხვის ფურცლები. ჯერ კიდევ ხმას ვერ ვიღებდი.
-მოემზადე ორ დღეში მიფრინავ, ხო კიდევ პირველი ის რომ ვეღარ გაიქცევი ეს ბიჭები არ მოგშორდებიან და მეორეც, ხვალ ერთ საათს მოგცემ რომ შენს საყვარელ შეყვარებულს თუ რასაც ეძახი იმას რომ დაემშვიდობო.
-ამერიკაში ვერ გამიშვებ, ასე ვერ მომექცევი_მუდარით ჩავილაპარაკე თუმცა ვიცოდი მის ქვად ქცეულ გულს ვერაფერი უშველიდა.
-არასრულწლოვანი ხარ, როგორც მინდა ისე მოვიქცევი, ვითომ არ მიცნობდე_ხელი აიქნია და მეც უცებ ჩემს ოთახში შემაგდეს. სასწრაფოდ ტელეფონი ამოვიღე და ლიკას ნომერი ავკრიბე.
ვიგრძენი როგორ მომაწვა გრძნობები როცა მისი შეშინებული ხმა გავიგონე. მისი ხმის, ტუჩების, თვალების გარეშე როგორ გამეძლო, ერთი წელი მის გარეშე როგორ მეცხოვრა? ვინმეს შესწევს ძალა მისი ცხოვრების გარეშე რომ იცხოვროს?
როგორც იქნა ლიკას ვნახავდი, თუმცა უკვე მეშინოდა, ვიცოდი როგორი სახითაც შემომხედავდა როცა სიმართლეს ვეტყოდი... ნეტა კარი საერთოდ არ გაეღო, ნეტა მიწისძვრა, ცუნამი ან რამე მომხდარიყო ოღონდ ეს სიტყვები არ მეთქვა. შეხვედრა ბუნაგში დავთქვით. ბიჭებმა მარტო იმ პირობით გამიშვეს რომ სისულელე არ ჩამედინა. სასაცილოდ სულაც არ მქონდა საქმე მაგრამ გამეცინა როცა შევხედე როგორ დადიოდა ოთახში ნერვიულად თითების მტვრევით. როცა გამომხედა თვალებზე ცრემლების კვალი კვლავ ემჩნეოდა, ესეც ჩემი ყველაზე სუსტი წერტილი...
(ლიკა)
ყურებს არ ვუჯერებდი, ვფიქრობდი ალბათ მომეჩვენათქო მაგრამ ისეთი შეწუხებული სახით მიყურებდა რთული იყო არ დაგეჯერებინა... ვერ წარმომედგინა როგორ უნდა წასულიყო, ვერ წარმომედგინა საერთოდ მის გარეშე.არ ვიცი როგორ მეყო ძალა ერთი შეკითხვა რომ დამესვა
-რამდენი ხნით?
-ერთი წლით_და თავი ჩახარა. მივხვდი რომ სხვა გამოსავალი არ იყო მაგრამ, ვაიმე ერთი წელი ეს ხომ ამდენი დროა. სახე ხელებში ჩავმალე და პუფზე დავჯექი. მომეხვია და ჩურჩულით პატიებას მთხოვდა. რა უნდა მეპატიებინა მას ხომ არაფერი დაუშავებია...
-ძალიან გთხოვ 1 საათში მომაკითხავენ, არ მინდა მთელი ამ დროის განმავლობაში ცრემლებით გხედავდე. ძალიან გთხოვ._მივხვდი რომ მართალი იყო. ერთი საათის შემდეგ ერთი წელი ვეღარ ვნახავდი და არამგონია ტირილისთვის ახლა მქონოდეს დრო... იატაკზე დავწექით, თავი გულზე დავადე და უბრალოდ სუნთქვას ვუსმენდი, ლუკა ჩემი თმებით თამაშობდა და ღიღინებდა. არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავით მაგრამ ბოლოს მისი მობილური აყვირდა. დაცვა იყო.შეატყობინეს რომ 10 წთში აქ იქნებოდნენ და ქვემოთ უნდა დახვედროდა. მობილური ისევ ჯიბეში ჩაიდო და მაგრად მომეხვია. ბოლოს გასწორდა და მხოლოდ თვალებში მიყურებდა. ვიცოდი რომ ჩემსავეთ არ უყვარდა როცა ბიჭი ტიროდა, ამას სისუსტედ მიიჩნევდა მაგრამ როგორ აგიხსნათ რაექცია როცა აცრემლებული თვალებით შემომხედა და ვიცოდი რომ ამ წუთში ამისი არ ცხვენოდა. უბრალოდ სხვანაირად არ შეეძლო.
-წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მიყვარხარ, გეფიცები შენ გარდა არაფერზე ვიფიქრებ, ყოველ წამს შენზე ფიქრში გავატარებ მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ. მითხარი რომ დამელოდები. მითხარი რომ მოუთმენლად დამელოდები._გამეღიმა,რა თქმა უნდა დაველოდებოდი, მოუთმენლად დაველოდებოდი.
-შენს გარდა ვისთან უნდა წავიდე, ეს გრძნობა ჩემზე ბევრად ძლიერია და არც სურვილი მაქვს სხვაგან წასასვლელი მქონდეს_მოვეხვიე და ხელს აღარ ვუშვებდი, ბოლოს გავანთავისუფლე რომ ბოლოჯერ მეკოცნა. მინდოდა ეს განსხვავებული დასამშვიდობებელი ყოფილიყო და ასეც იყო, ორივემ მთელი გრძნობა ჩავაქსოვეთ. ალბათ გამოგვივიდა რადგან ძლივს გავიგონეთ მანქანის სიგნალი. ლოყა ლოყაზე მომადო და ჩემი სურნელი შეისუნთქა. მეც იგივე გავაკეთე. თვალები მანამდე არ გაუხელია სანამ კარებთან არ მივიდა. ვიცოდი როგორ უჭირდა ამ კარებში გასვლა და ის უფრო მკლავდა რომ არაფრის გაკეთება შემეძლო. ფანჯარასთან მივირბინე რომ კიდევ ერთხელ დამენახა. სანამ მანქანაში ავიდოდა მანაც შემომხედა. გასამხნევებლად კოცნა გავუგზავნე და ღიმილით დავუქნიე ხელი. მანაც გამიღიმა და მანქანაში ავიდა თუმცა მანქანის ფანჯრიდანაც კი არ მაშორებდა თვალს. სანამ მანქანა ეზოდან არ გავიდა მის თბილ მზერას ვგრძნობდი....
არ ვიცი სახლში როგორ მივედი მაგრამ ვგრძნობდი ტირილისგან მხრები როგორ მითრთოდა, თავი საშინლად მტკიოდა და ირგვლივ ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი. სახლში შესული დედასკენ გავექანე და მოვეხვიე:
-წაიყვანეს დედა, მაინც წაიყვანეს, მაინც დაგვაშორეს_მხოლოდ ამას ვჩურჩულებდი და უფრო და უფრო ვეხვეოდი. ბოლოს დედამ დივანზე დამსვა თვალები და ლოყები შემიმშრალა თუმცა აზრი არ ქონდა ცრემლები ისევ და ისევ მდიოდა... ბოლოს ჩაი დამალევინა და ლოგინში ჩამაწვინა. ბალიშს მოვეხვიე და ისევ წამოვიდა ცრემლების ახალი ნაკადი. ცოტა ხანში გავიგონე როგორ დარეკეს ჩვენს კარებზე ზარი და როგორ გააღო დედამ.
-გამარჯობათ,შეიძლება ლიკა ვნახო?
ამ ხმის გაგონებაზე ცრემლების ნაკადი შემიწყდა და გაკვირვებული წამოვხტი ლოგინიდან.
უკვე წამომჯდარი ველოდი მის მოსვლას, იმდენად გამიკვირდა რომ ცრემლები თავისთავად შემიწყდა.კარები შემოაღო და ყოველგვარი ნიღბის გარეშე მომიჯდა გვერდით, წარმომედგინა ამდენი
ტირილის შემდეგ სახე და თვალები რას მიგავდა მაგრამ საერთოდ არ მანაღვლებდა. შეწუხებული სახით შემომხედა, რაღაცის თქმა უნდოდა თუმცა დაწყებას არ ჩქარობდა. ბოლოს მომბეზრდა ამდენი ხანი დუმილი და მე დავიწყე:
-გამიკვირდა აქ რომ ხარ...
-ვიცი,დამიჯერე შენი ასე ყურება ძალიან მიჭირს. მართლა ვწუხვარ, არ ვიცი ჩემზე რას ფიქრობ მაგრამ გეფიცები დღეს გავიგე.
-ვიცი დათო,და მადლობა რომ იმ დღეს დამეხმარე თუმცა ალბათ ყველაფერი დამთავრდა, რა თქმა უნდა ერთმანეთის სიყვარულს ვერავინ დაგვიშლის მაგრამ არამგონია სიყვარულს ამდენი გამოცდის
გაძლება შეეძლოს. თუმცა მე ჩვენი სიყვარულის ბოლომდე მჯერა, ვიცი რომ ერთმანეთთან მისასვლელად გზას ყოველთვის გამოვნახავთ.
-სწორედ ეგ მინდოდა მეთქვა, ვიცი რომ ლუკას მართლაც უყვარხარ ამიტომ უბრალოდ დააცადე. ცოტაც კიდევ გაატანიოს მამამის, სრულწლოვანი რომ გახდება მერე ვერაფერს დააძალებენ მთავარია მანამდე გაძლოთ.
-ამას რატომ აკეთებ?შენ ხო ვერ გვიტანდი?ახლა რატომ გვეხმარები თუ ესეც მორიგი ხრიკია?_პასუხის მოლოდინში ბალიში ჩავიხუტე და ფეხები შემოვიკეცე.დიდხანს არ მიპასუხა, ეტყობა ფიქრობდა რა ეთქვა.
-არ ვიცი,იმ კითხვაზე ვერ გიპასუხებ რაზე პასუხიც მეც არ მაქვს_მერე კი ჩურჩულით დაამატა_უბრალოდ ძალიან მინდა ბედნიერს გხედავდე_შემდეგ კი ფეხზე წამოხტა და ხელი გამომიშვირა
-არავითარი დეპრესიები ახლავე გარეთ წამოხვალ_გამეღიმა, ბალიშჩახუტებული ისევ ლოგინში შევძვერი და ჩემთვის ჩავიდუდღუნე_ მცდელობას არაუშავდა.
მადლობა ღმერთს რომ სკოლა მალე სრულდებოდა და სკოლაში არავინ დადიოდა ამიტომ დედამ უფლება დამრთო სახლში დავრჩენილიყავი და მეგლოვა, ოთახიდან არ გამოვდიოდი ტელეფონით ხელში ჩაბღუჯული ვიჯექი და ველოდი. ბოლოს აბაზანაში შესვლა გადავწყვიტე, კარადიდან ხალათი გამოვიღე და კარი უნდა დამეხურა რომ ხალათის ქვემოთ დადებულმა ნივთმა ჩემი ყურადღება მიიპყრო, ჩემი დღიური, ლუკას ნაჩუქარი ახალი დღიური რომელიც თითქმის ცარიელი იყო, აკანკალებული ხელით გამოვიღე და დავფიქრდი რამდენი ხანი არ მქონდა დაწერილი არაფერი. დრო ისე სწრაფად გარბოდა და ლუკასთან იმდენად დიდ დროს ვატარებდი უბრალოდ დრო არ მჩებოდა, თანაც ყველაფერს მას ვუყვებოდი და დღიურში ჩასაწერი არაფერი მქონდა. გახარებულმა ხალათი სადღაც
მოვისროლე, კალმით ხელში კი ლოგინის გვერდით ჩავჯექი კედელს მივეყრდენი და ახალი ისტორიის დასაწყებად მოვემზადე. ჩემი სახე ღიმილმა გაანათა,როგორც იქნა მივხვდი როგორ გადმომეცა ჩემი გრძნობები...
არ ვიცი ზუსტად როდის ჩამეძინა მაგრამ ისეთ მშვენიერ სიზმარს ვხედავდი გამოგვიძებას სიკვდილი მერჩივნა. აეროპორტში ვიდექი და ლუკას რეისის ჩამოსვლას ველოდი. ადგილზე ვცქმუტავდი რადგან 10 წუთით დაგვიანებით ჩამოვიდოდა და უკვე ვეღარ ვითმენდი. როგორც იქნაგამოაცხადეს რომ თვითმფრინავი უკვე დაჯდა და რამოდენიმე წუთშიც მეც ვნახავდი, აი ხალხი უკვე იწყებდა გამოსვლას და მეც ფეხის წვერებზე შემდგარი გაფაციცებით ვუყურებდი რომ რომელიმეში ლუკა ამომეცნო. აი როგორც იქნა დავინახე, ხელი უნდა დამექნია და დამეყვირა როცა....
ბალიშის ქვეშ მობილური ხმამაღლა აყვირდა და ვიბრაციამ უცებ წამომახტუნა ლოგინიდან. ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი როცა ვუპასუხე:
-გისმენთ
-ჩემი გოგო, გაგაღვიძე?მაპატიე პატარავ მაგრამ საშინლად მომენატრე და რომარ დამერეკა არ შემეძლო.
-ვაიმე ლუკა, როგორახარ? კარგად ჩაფრინდი? არა რა გამაღვიძე უბრალოდ წამოწოლილი ვიყავი, მაქ რა ხდება? როგორ მოეწყვე? ერთი კვირაა ჩასული ხარ უნიშიც იქნებოდი უკვე, როგორი კურსელები გყავს? ეხა არ მითხრა ლამაზი გოგოებიც არისო თუმცა ეჭვი არ მეპარება._უცებ მისმა სიცილმა გამაჩერა
-საყვარელო აბა ეხა ამოისუნთქე, დამშვიდდი ყველაფრის მოყოლას მოვასწრებ, შენი არ ვიცი და მე ყოველი წუთის შენთან ლაპარაკში გატარებას ვაპირებ, ნუ რომელსაც მოვახერხებ. ესეიგი კარგად ვარ, ჩაფრენითაც კარგად ჩავფრინდი, უნივერსიტეტშიც ვიყავი, იმხელაა კინაღამ დავიკარგე, კიდევ კარგი რუკა მომცეს და ყველფერს იოლად მივაგენი, ლამაზი გოგოებიც არიან რა თქმა უნდა, მაგრამ საბედნიეროდ მე ჩემი ის ერთი ულამაზესი გოგო უკვე ვიპოვე ამიტომ არანაირად მჭირდება სხვა. შენ როგორ ხარ?დათო ჭკვიანადაა?_ჩუმად დამისვა ბოლო შეკითხვა.
-კი ლუკა,სხვათაშორის ჭკვიანადაა, ჩემთანაც იყო მოსული ყველანაირად ცდილობს დამეხმაროს, სახლში დარჩენის უფლებას არ მაძლევდა, ნუ უშედეგოდ მაგრამ ეცადა გარეთ გავეთრიე...
-ჯანდაბა, სწორედ მაგისი მეშინოდა, ლიკა ძალიან გთხოვ....
-ვიცი ვიცი ფრთხილად უნდა ვიყო, მაგრამ შენც ხომ იცი საეჭვიანი არაფერი გაქვს, ხომ მენდობი?
-შენში ეჭვი არასოდეს შემეპარება, რა თქმა უნდა გენდობი და მჯერა შენი მაგრამ იმ გარეწარის არ მჯერა, არ მჯერა რომ ასე უცებ გადაიქცა ანგელოზად. უბრალოდ ფრთხილად იყავი კარგი?
-რა თქმა უნდა... ლუკა ხომ ხშირად დამირეკავ? ძალიან მენატრები _ასლუკუნებულმა ჩავილაპარაკე და საშინლად მომინდა ზუსტად ამ მომენტში მისი მწვანე თვალების დანახვა.
-მიყვარხარ, პირველ რიგში ეს დაიმახსოვრე, ნუ ტირი პატარავ დამიჯერე ეს ერთი წელი მალე გაივლის და ისევ ჩაგეხუტები... ჯობია აღარ გავაგრძელო თორემ...
-ჯობია წავიდე,ზემოდხსენებული პიროვნება მოვიდა_ცრემლების მოწმენდით ჩავიბუზღუნე და მეორე მხრიდან ოხვრაც მოყვა.
-კარგი პატარავ ერთ საათში დაგირეკავ. ფრთხილად იყავი. მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ და მოუთმენლად გელოდები. გკოცნი_ხმით კოცნის იმიტაცია გავაკეთე და მობილური ლოგინზე მივაგდე.თვალების წმენდით წამოვდექი რომ აღარ დამწითლებოდა და კარებს გავხედე
როდის შემოვიდოდა დათო თუმცა გაოცებული გავჩერდი. კარებში დათოსთან ერთად ანუკი და ნინი იდგა. მათი ფრთხილი სახეებით მივხვდი რომ ყველაფერი იცოდნენ და უკვე ორ წამში ორივეს ტირილით ვეხვეოდი.
რამოდენიმე წუთში უკვე ჩემს ლოგინზე ვიჯექით და ვლაპარაკობდით, თითქოს წამით დამავიწყდა ჩემი სადარდებელი თუმცა... არა... რატომ უნდა მოვიტყუო, არაფერიც არ დამვიწყებია, პირიქით უფრო მომინდა გოგოებისთვის ყველაფერი მომეყოლა ამიტომ დათო გარეთ გავიდა. წასვლის წინ მადლიერებით სავსე სახით შევხედე. თურმე როგორ მომნატრებია გოგოები...ორივე ანუკის ბებოსთან
იყვნენ, რამოდენიმე კვირის წინ ავად გახდა და მომვლელი არავინ ყავდა, რადგან გამოცდები უკვე დასრულებული გვქონდა სამივეს შეგვეძლო წასვლა. უნდა წავსულიყავით კიდეც მაგრამ ლუკასთან ერთი თვით დაშორება წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. გამეღიმა რადგან გამახსენდა რომ ეხლა ერთი თვით კიარა.... არა ამაზე არ უნდა მეფიქრა, უბრალოდ უნდა დავმტკბარიყავი
გოგონების მოსვლით. ბევრი ვიჭორავეთ, თუმცა არა ისინი ჭორაობდნენ სოფლელ ბიჭებზე საუბრობდნენ და ჩემს აყოლიებას ცდილობდნენ. ბოლოს ორივე გაჩუმდა და სანამ რამეს ვიტყოდი ანუკიმ უცებ მკითხა.
-შეგიძლია აგვიხსნა დათოს რა უნდა?_სახე ხელებში ჩავრგე და ამოვიდუდღუნე
-ოღონდ ეგ არა გთხოოოოვთ._ანუკიმ ჩაიხითხითა და სახე ამაწევინა.
-როგორ არა ქალბატონო სწორედაც რომ ეგ.
-მოკლედ რამოდენიმე ხნის წინ წამოცდა რომ შევუყვარდი მაგრამ ამ სიყვარულმა ცხოვრების შეხედულება შეუცვალა, მერე გაიქცა და სკოლაში ისევ ძველი დათო დაბრუნდა, როცა ლუკა ეზოდან გაიტაცეს ჩემ გამო გაყვა და გაარკვია სად მიიყვანეს რომ დახმარებოდა, რაც ლუკა წავიდა მის მერე გვერდიდან არ მშორდება და ცდილობს გამახალისოს, მოკლედ სიყვარული ამიხსნა._ერთიამოსუნთქვით ამოვთქვი და განაჩენის მოლოდინში გოგონებს გავხედე, ანუკის პირი ქონდა დაღებული ნინი კი ლოგინიდან წამოხტა ხელები ჩემ წინ აღმართა და ჩემსკენ მოახლოებული სახით მკითხა:
-მოიცა მოიცა რაოო?
საცოდავი თვალებით გავხედე და სანამ რამეს ვიტყოდი დამასწრო:
-ვაიმე ლუკა უკვე მეცოდები.სკამზე ჩამოჯდა და ხელი შუბლთან მოისვა. (8)
-კარგი,ახლა რა უნდა ვქნათ?
ამ კითხვის შემდეგ ყველაფერი ერთმანეთში აირია, ორივე ერთად ლაპარაკობდა თუმცა დამიჯერეთ არცერთის არ მესმოდა. როგორ მინდოდა ლუკა ზუსტად ახლა ჩემს გვერდით ყოფილიყო, ლოგინიდან წამოვდექი და კუთხეში გადავინაცვლე, იმ წუთში ცხოვრება უსამართლოდ მიმაჩნდა. ხელებზე დავიხედე, ხელებზე რომლებითაც სულ სულ ცოტა ხნის წინ ლუკას ვეხვეოდი, ახლა კი მხოლოდ ჩემი
სხეული დამრჩენოდა, საკუთარ თავს ვეხვეოდი და უდიდეს დანაკლის ვგრძნობდი. გულში... გონებაში... სამყაროში... სულ ცოტა ხნის წინ შემეძლო თავი მის მხარზე დამედო და მსოფლიოში ნებისმიერ განსაცდელს შევჭიდებოდი დღეს კი მხოლოდ მუხლები შემჩენოდა, ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ცრემლებით დამესველებინა. ოთხად მოკეცილს ორივე გვერდიდან ხელები მომეხვია
და ჩახუტება ვიგრძენი. უკვე ვტიროდი თუმცა ცრემლებმა იმატა, ასე ჩაძირულმა ამოვთქვი ის ტკივილი რაც მტანჯავდა:
-მენატრება, ღმერთო როგორ მენატრება, ყოველ წამს ერთად ვიყავით ყოველ წამს შემეძლო მოვხვეოდი ახლა კი ორი კვირაა არ მინახავს, სიცარიელე და მოგონებები დამრჩა, მხოლოდ სიცარიელე და მოგონებები, მენატრება_ამოვიქვითინე ბოლო სიტყვა და თითქოს ასე ლოდივით დამძიმებული გული სულ სულ ცოტათი შემსუბუქდა. შემსუბუქება უფრო დამეტყო როცა ჩემი ტელეფონის ხმა გავიგონეთ. ჩემს თვალებში ნაპერწკალი გამოჩნდა, რომელიც ეკრანის დახედვისას
გაიზარდა, მაიძულა გამეღიმა ცრემლები მომეწმინდა და ზარისთვის მხიარული ხმით მეპასუხა რადგან მისთვის ჩემი სევდა არ გადამედო. სწორედ ამიტომ მიყვარდა ასე უჩვეულოდ ეს ნაპერწკალი, მაიძულებდა უკეთესი გავმხდარიყავი მისთვის...
უკვე 6 თვე გავიდა რაც ტელეფონზე დამოკიდებული გავხდი, თითქოს შევეჩვიე რომ მხოლოდ მისი ხმა უნდა გამეგონა, გოგოები გვერდიდან არ მშორდებოდნენ ამიტომ ასე თუ ისე ვითმენდი. სხვა გზაც არ მქონდა... სკოლაში ძველი დათო დაბრუნდა, შეყვარებულიც ძველებურად ყავდა მაგრამ სკოლის მერე ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. გოგოებს ღიმილით გააგდებდა სახლიდან და მთელი საღამო ჩემთან იჯდა. ამ დროს ვერც ლუკას ველაპარაკებოდი და ყოველთვის სიჩუმე ჩამოწვებოდა როცა ვეტყოდი რატომ უნდა გამეთიშა და ცოტა ხანში დამერეკა. ეს ყველაფერი
მაღიზიანებდა მაგრამ როცა მაინც ველაპარაკებოდი დათო ურცხვად მიყურებდა და თითოეულ ჩემს სიტყვას უსმენდა, ზოგზე თავს მიქნევდა ზოგზე ეცინებოდა. აღარ ვიცოდი უკვე რა გამეკეთებინა არც მინდოდა მადლობის მაგიერ გამომელანძღა... რაც გოგოები გვერდიდან არ მშორდებოდნენ ბუნაგში მისვლას ვეღარ ვახერხებდი თუმცა გვიან როცა სახლში გავაგდებდი ჩუმად ვიპარებოდი. ყოველ ნივთს ყოველ კუთხე-კუნჭულს თავისი ისტორია ქონდა და ეს ყველაფერი მოსვენებას არ მაძლევდა. მხოლოდ აქ ვგრძნობდი თავს მშვიდად, ხან რომელ პუფზე ჩამოვჯდებოდი ხან რომელზე და ვიხსენებდი, აი აქ რომ ვიჯექით ამას ვლაპარაკობდით, უცებ გიჟივით წამოვხტებოდი სხვაგან გადავჯდებოდი და ჩემ თავს განვლილ ამბებს ვუყვებოდი. ჩემს სიცილს კი თან ცრემლები ახლდა, რომელიც მხოლოდ მაშინ წყდებოდა როცა ჩემი ტელეფონი დარეკავდა და იატაკზე გაწოლილი თვალებ დახუჭული ერთმანეთთან ლაპარაკით ვირთობდით თავს, წარმოვიდგენდით ვითომ ისევ ერთმანეთის გვერდით ვიყავით. ერთხელ როცა მობილური გვერდით მედო და ლუკას საუბარი ხმამაღალზე მქონდა ჩართული ერთ წამს მართლა მომეჩვენა გვერდით მყავსთქო თუმცა როგორც კი ხელი გადავწიე და სიცარიელე მომხვდა ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა ცრემლების თანხლებით.
ერთ საღამოს გოგოებთან ერთად დივანზე ვიჯექით როცა კარებზე კაკუნის ხმა გავიგონეთ. წიგნს ვკითხულობდი და ნინი უცებ წამოხტა ჩემს მაგივრად. მის მოუთმენლობაზე ჩამეცინა და კარებს გავხედე რატომღაც დათოს მოლოდინში, უკვე მიჩვეული ვიყავი რომ დღის ნებისმიერ დროს შეეძლო მოსვლა. ჩემდა გასაკვირად ფოსტალიონი იყო, გაოცებული წამოვდექი ფეხზე როცა ჩემი სახელი და გვარი გავიგონე, არ მეგონა თბილისში ფოსტალიონები კიდევ თუ იყვნენ. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა ღიმილით ამიხსნა და კონვერტი გამომიწოდა. ჯერ კიდევ გაოცებულმა გავხიე და და შიგნით ჩავიხედე. ფოტოები იყო. ამოვაძვრინე და თვალიერება დავიწყე, ნელნელა თვალები მიფართოვდებოდა. ასეთ რამეს ნამდვილად არ მოველოდი. ანუკამაც მოირბინა და ჩვენთან ერთად დაიწყო
თვალიერება. კონვერტი ხელიდან გამივარდა და ფოტოებიც მიყვა. 5 წუთში მაგიდასთან ვიჯექით და ამბავს განვიხილავდით. არა ისინი განიხილავდნენ და მე ჩუმად ვფიქრობდი.
-გარეწარი_ანუკიმ გაუბედავად და ჩემსკენ ყურებით თქვა._ენატრები არა?ეტყობა
-უნამუსო,არა ეს როგორ გაკადრა?_უცებ აყვა ნინიც_ამის გარდა ყველაფ....
-გაჩუმდით,ორივე გაჩუმდით_ჩემი მშვიდი ხმა მეთითონაც გამიკვირდა._გეტყობათ რომ არასდროს გყვარებიათ, ცხელ გულზე არაფრის გადაწყვეტას არ ვაპირებ, ყველაფერს თავისი ახსნა აქვს, ამიტომ დიდი სიამოვნებით მოვუსმენ მის ახსნას._სწორედ ამ დროს გაისმა ჩემი მობილურის ხმა და მაშინვე ვუპასუხე.
-პატარა როგორ ხარ?
-კარგად, შენ არ შეგეკითხები იგივეს იმიტომ რომ ვიცი დღეს კაფეში მშვენივრად რომ გაერთე._უცებ შეიკურთხა, ლუკასგან ასეთი სიტყვა პირველად გავიგონე ამიტომ იმაზე მეტად გავოცდი ვიდრე ფოტოების ნახვისას.
-ლიკა ძალიან გთხოვ მომისმინე, ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, გეფიცები არ ვიცნობ ვინაა, ჩემთვის ვიჯექი და გამოცდისთვის კონსპექტს ვაკეთებდი როცა არც კი მკითხა ისე მომიჯდა. პირველად ვხედავდი გეფიცები არც კი ვიცნობ, ყურადღებაც არ მიმიქცევია პასუხსაც კი არ ვცემდი, არც კი შემიხედავს, თითონ ლაყბობდა, ახალი დაბრუნებული ვარ საქართველოდან არც იქ ვიცნობ არავის და აქ რადგან ქართველი ვნახე შანს არ გავუშვებ ხელიდანო, საქართველოშიც მხოლოდ ერთ ბიჭს ვიცნობდი წესიერადო, ბოლოს ბეჭზე ხელის დადება და ლოყაზე მოფერება დამიწყო,
გეფიცები მაშინვე წამოვდექი და საერთო საცხოვრებელში წავედი, გთხოვ დამიჯერე_ბოლო სიტყვებში მუდარა გაისმა და სიჩუმე მოყვა.
-ლუკა ჩემთან გოგოები არიან, წესიერად მაინც ვერ დაგელაპარაკები, როცა დროს გამონახავ დამირეკე_და მაშინვე გათიშვა მინდოდა როცა ისევ ალაპარაკდა
-ლიკა უნდა დამიჯერო გეფიცები მიყვარხარ და არასოდეს გიღალატებ._გამეღიმა, წარმოვიდგინე ახლა როგორი მავედრებელი თვალები ექნებოდა. არ ვაპირებდი თუმცა:
-ვიცი და მჯერა. ძილინებისა._ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და გოგოებს ხელი დავუქნიე_არაფრის გაგონება არ მინდა პირველი, ორივე ჩემთან რჩებით და მეორე, სიტყვა არ გავიგონო ფოტოებზე. გამკიცხავი გამომეტყველებით გადააქნიეს თავი და უკან გამომყვნენ.
დილით ერთად ვისაუზმეთ, გასეირნებას ვაპირებდით როცა დათო მოვიდა... დღეს რაღაც შეცვლილი მომეჩვენა, თითქოსდა ირონიულად მიყურებდა თუმცა გაუკვირდა როცა მხიარულად მოვიკითხე. დაბნეულმა გადახედა გოგოებს. ამ დროს ლუკას ზარს ვუპასუხე. მასთან ვლაპარაკობდი როცა დათოს ხმა გავიგონე:
-მას რა ფოტოები არ მიუღია?
ამ სიტყვებით ყველაფერს მივხვდი,არ არსებობდა ამ ქვეყნად კეთილი დათო, მჯეროდა იმისი რაც მინდოდა რომ ყოფილიყო და არ ვაღიარებდი ჩემ შეცდომას. ამ სიტყვებზე კი არ ვიცი პირველად გამიჩნდა სურვილი ადამიანზე ძალადობის. გაბრაზება და ზიზღი გონებას მირევდა, უკვე მეორედ განვიცდიდი მის მიმართ ასეთ გრძნობას:
-ლუკა უნდა წავიდე მესამე მსოფლიო ომი დაიწყო_ჩავისისინე და მის შეძახილებს ყურადღება არ მივაქციე ტელეფონი გავთიშე და სამზარეულოში შევედი. კარი მაგრად მივიჯახუნე და დაწვრილებული თვალებით შევხედე.
მისმა ირონიულმა სახემ უარესად გამხადა.
-მორჩა დავიღალე, მემგონი დროა ის გითხრა რასაც იმსახურებ. თვალებში აქამდე ჩემთვის უცნობი ნაპერწკალი გამიჩნდა რომელიც თითონ
მალაპარაკებდა და უკან დახევის საშუალებას არ მაძლევდა. (9)
-როგორ გაბედე?_ჩახლეჩილი ხმით ძლივს ამოვილაპარაკე
-რა როგორ გავბედე საყვარელო?_ისეთი ირონიული ღიმილით აწია წარბები პასუხის მოლოდინში რომ მემგონი ჭკუიდან შემშალა. მაგიდიდან თეფში ავიღე და ყვირილით გავუქანე კედელს. ვერ ვიტანდი მის ირონიულ ღიმილს, საზიზღარ თვალებს და ჯიბრით გაჯერებულ გამარჯვებულის გამოხედვას.
-რომ იცოდე როგორ ვერ გიტან, თავიდანვე უნდა მივხვედრილიყავი რა ნაგავიც ბრძანდებოდი ღმერთო როგორ გენდობოდი_ჩემ თავზე გამწარებულმა ხელი მოვიქნიე და ახლა უკვე ანუკისთვის გამზადებული ჭიქა მოხვდა კედელს ისევ იმ ადგილას. ამის დანახვაზე ოდნავ შეშინებული თვალებით გამომხედა ალბათ მიხვდა რომ მთელი სამზარეულოს თავზე დალეწვა მქონდა გადაწყვეტილი და ხელი დამიკავა, სახე ახლოს მომიტანა და ჩუმად ჩაიჩურჩულა
-შეგახსენებ შენს სამზარეულოში ვართ არამგონია გინდოდეს ნივთების მტვრევა,ჰმმმ თუმცა ერთი კია_თავიდან ბოლომდე ამათვალიერა_გაბრაზებული უფრო ლამაზი და სექსუალური ხარ. ვერც კი ვიფიქრებდი ამ სიტყვებს რა მოყვებოდა. ისე გაშმაგებით მაკოცა მივხვდი ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი მთელი გრძნობა იყო ჩაქსოვილი. გაფართოებული თვალებით ვუყურებდი და მოშორებას ვცდილობდი თუმცა ამაოდ. ბოლოს ალბათ მობეზრდა მკერდზე მუშტების რტყმევა და ნაზი ამბორით დაასრულა. თვალის კუთხით ვხედავდი როგორ გახევებულები იდგნენ გოგონები კარებთან. დამიჯერეთ მეც ისე ვიყავი. ალბათ კიდევ დიდხანს მიყურებდა ასე იდიოტივით გაღიმებული დათო მუშტი რომარ შემეკრა და ყბაში რომარ მეთავაზებინა. იმდენად ძლიერად დავარტყი გადაქანდა და მაგიდას დაეყრდნო. ყბის ზელვით გაოცებულმა ამომხედა არ ვიცოდი რას მოელოდა მაგრამ მთელი ხმით ვიღრიალე:
-გაეთრიე და აღარასოდეს დაბრუნდე. მართლაც წავიდა და იმედი მქონდა არც დაბრუნდებოდა. სამზარეულოს კარი გავაღე და ჩემს ოთახში გავედი გოგოებიც ერთმანეთს მიყრდნობილები შემომყვნენ. არ ვიცი რა დამემართა მაგრამ როგორც კი სავარძელში ''ჩავენარცხე'' არანორმალური სიცილი ამიტყდა. ორ წამში გავიგონე როგორ ამყვა ორივე. არცერთმა ვიცოდით რატომ მაგრამ მუცლის ატკივებამდე ვიცინოდით.ასე სიცილში ავიღე მობილური და ეკრანს დავხედე. 9 გამოტოვებული ზარი ლუკადან და მეათედ სწორედ ახლა რეკავდა. მაშინვე შევწყვიტე სიცილი. ვიცოდი წინ მძიმე საუბარი გველოდა და ისიც ვიცოდი როგორ არ მოეწონებოდა ის რის თქმასაც ვაპირებდი...
-პარანოია მეწყება თუ მეჩვენება რომ მთავარი გამოტოვე?_ნერვიულად მოვიკვნიტე ტუჩი.
-მთავარი?აა ჰოო მთავარი...
-ლიკა რა ხდება?
-მაკოცა_ფანჯრის რაფაზე შემომჯდარმა გადავიხედე ფანჯარაში, არ მინდოდა ისევ ცრემლები წამომსვლოდა, თუმცა ყველაფერი მერჩივნა ოღონდ მისი მხრიდან ასეთი სიჩუმე არ ყოფილიყო. ბოლოს გავიგონე როგორ ღრმად ამოისუნთქა და ამ ყველაფერს როგორ მოყვა მსხვრევის ხმა. გამეღიმა რადგან ზუსტად ორი წამის წინ სიცილით მეუბნებოდა მის გამო თეფში ან ჭიქა როგორ გაიმეტეო.
-ახლა სად არი?
-არ ვიცი ხომ მოგიყევი რომ გავაგდე.
-კარგი უნდა წავიდე გვიან დაგირეკავ.
-არა ლუკა მოიცა, მითხარი მიბრაზდები?
-არა სულელო რატომ უნდა გაგიბრაზდე?
-იმიტომ რომ დამშვიდობებისას რაღაც დაგავიწყდა_პატარა გაბუტული ბავშვივით ჩავილაპარაკე. მივხვდი რომ გაეღიმა იმიტომ რომ შეცვლილი ხმით მიპასუხა
-მიყვარხარ პატარავ,ყოველ წამს შენზე ვოცნებობ, არ ინერვიულო სულ მალე გნახავ... გვიან დარეკვას ვერ მოვახერხებ ერთი საქმე უნდა მოვაგვარო. ტკბილად დაიძინე იმიტომ რომ მინდა დაგესიზმრო.
-თქმა არ მჭირდება ისედაც მესიზმრები. შენც ტკბილი ძილი და იცოდე რომ მეც მიყვარხარ.
ფანჯრის რაფიდან ჩამოვსრიალდი და მძიმედ ავიღე ხელში პიჟამო.სააბაზანოში შესვლისას ცრემლებს ვეღარ მოვერიე.არ იმჩნევდა მაგრამ იმდენად ვიცნობდი რომ მივხვედრილიყავი რაღაც ისე არ იყო....
უკვე სექტემბერი იწურებოდა...ლუკას ჩამოსვლამდე 4 თვე იყო დარჩენილი და უკვე ვეღარ ვუძლებდი. სკოლაში სიარული გაუსაძლისი გახდა,თანაც ყველაზე საშინელება აბიტურიენტობა იყო. ორმაგად მეცადინეობა, მასწავლებლები. დრო თითქმის არ გვრჩებოდა. ერთმანეთს სადმე როცა მივდიოდით გზიდან ვურეკავდით თუმცა მაინც ვახერხებდით ლაპარაკს. დათო ჩვენი ამბიდან ერთი კვირა ტუჩ-გახეთქილი დადიოდა. მიზეზად მთვრალი სახლში მისვლა და კარების მოხვედრა ქონდა. ეს რომ გავიგონე უკვე მე ჩამეღიმა ირონიულად. რა მემართებოდა მე ხომ ასეთი არ ვიყავი... თითქმის არ მეკარებოდა, მე როგორც ყოველთვის გოგონებთან ერთად ვიყავი, ის კი სკოლის პოპულარული ბიჭი იყო, აქედან გამომდინარე საერთოც არაფერი გვქონდა. მხოლოდ ხანდახან ვიჭერდი მის მზერას საერთო გაკვეთილებზე ისიც ორი ან სამი წამით. ლუკას ნაჩუქარ დღიურს ხელიდან არ ვუშვებდი, მემგონი მალე გავავსებდი კიდეც, ყოველთვის სადაც არ უნდა დაგენახეთ ყოველთვის ვწერდი. მალევე მოვიდა 21 ნოემბერი რომელიც არასოდეს დამავიწყდება, ჩემს საყვარელ დღეთ ითვლება. ზუსტად ერთ კვით ადრე ჩემს დაბადების დღემდე უცხო ენის მასწავლებელთან მივდიოდი როცა ლუკამ დამირეკა. თავიდან ჩვეულებრივად მელაპარაკა მაგრამ მივხვდი ხმაში მოუთმენლობა ეტყობოდა. ბოლოს როგორც იქნა მითხრა და გულიც გამიხეთქა
-ლიკაა ერთი სათხოვარი მაქვს.
-აბა გისმენ
-შენი დაბადების დღისთვის დიდი საჩუქარი მაქვს თუმცა ერთი მინუსიც აქვს._გამეცინა თუმცა დავსერიოზულდი არ მიყვარდა დიდი საჩუქრები.
-ხო იცი რომ არ მიყვარს როცა რამეს მჩუქნი
-ბუზღუნა იქნებ მოისმინო მაინც რა მინუსი აქვს?
-კარგი კარგი გისმენ
-შენ დაბადების დღეს აეროპორტში მოგიწევს წასვლა, იმდენად დიდია ფოსტით არ იგზავნება_გაეცინა და ჩემს რეაქციას დაელოდა. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა მაგრამ უცებ შუა გზაში გავჩერდი და კინაღამ ტელეფონი გამივარდა ხელიდან
-ჩემს დაბადების დღეზე....შენ...აეროპორტი....ვაიმე ლუკა რააა?შენ რა თბილისში ბრუნდები?ვაიმე არ მჯერა მითხარი რო არ მესიზმრება ერთ კვირაში გნახააააავ_ბოლო ფრაზა ბოლო ხმაზე ვიყვირე და სიცილი ამიტყდა როცა მივხვდი რომ იდიოტურად გამოვიყურებოდი. შუა ქუჩაში ვიდექი გავკიოდი და კინაღამ ცეკვა დავიწყე. ლუკაც მაშინვე ამყვა თუმცა უფრო მეტად ამიტყდა სიცილი როცა ხალხის რეაქციას შევხედე, ვიღაც ქალმა ბავშვი მეორე მხარეს დაიყენა და ხელი ჩაკიდა, ვიღაც მოხუცმა ბაბუმ თავის ქნევით ჩამიარა, მე კი ავადმყოფურად ვიცინოდი. სულარ მაინტერესებდა ვინ რას ფიქრობდა ის ჩამოდიოდა, ჩემთან ბრუნდებოდა, მეტს რას უნდა ქონოდა მნიშვნელობა?
-ვაიმე ლუკა როგორ გამოგივიდა?
-ძალიან იოლად, ერთი ლექტორია რომელსაც ძალიან მოვწონვარ, ორი დღის წინ მამაჩემს ველაპარაკებოდი, იცის რომ უნივერსიტეტი საქართველოში უნდა დავამთავრო, მეც გახსოვს რომ გითხარი ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელითქო, ვთხოვე ბოლო 3 თვის ექსტერნად დახურვის უფლება მოეცა, ისიც ახალგაზრდაა და მშვენივრად მიხვდა მიზეზს_ჩაიცინა და განაგრძო_თუმცა
გამოცდებით დამცხრილა 4 მაგივრად 11 ჩავაბარე და პირობა მომცა თუ ყველას ჩავაბარებდი ადრე წამოსვლის უფლებას მომცემდა. ალბათ მართლა მოვწონდი თორე ასეთი რაღაცეები იშვიათად ხდება, ექსტერნი ექსტერნია.
-ჰმმმ ვიმედოვნებ ლექტორი კაცი იყო თორემ უკვე ვეჭვიანოობ_გამეცინა და მოვიწყინე უნდა დავმშვიდობებოდი. უკვე მასწავლებლის კარებთან ვიყავი.
-კარგი პატარავ ოღონდ ახლა სასწავლ მასალაზე იფიქრე და არა ჩემს ჩამოსვლაზე, ნუ არც ისე მომწონს ეგ იდეა მაგრამ ეცადე მაინც_თითონაც გაეცინა და დამემშვიდობა. საღამომდე მიყვარხარ.
თვალებ მინაბულმა გავთიშე მობილური და მართლაც ვეცადე მთლიანად პროგრამაზე გადავრთულიყავი. და თქვენ გამოგივიდოდათ?
სახლში რამოდენიმე საათში დავბრუნდი, გოგოები უნდა მოსულიყვნენ უნარები ერთად უნდა განგვეხილა, ფუუ როგორ ვერ ვიტანდი ამ საგანს... მათემატიკა ჩემთვის საშინელებაზე უარესი იყო.
-დედააა, სახლში ვარ და საშინლად მშია, რა დაახვედრე შენს საყვარელ შვილს???_ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავიიი....არავინ გამომეპასუხა...უცნაური იყო დედა სახლიდან იშვიათად გადიოდა. მაცივარს ჩავუარე თუმცა ორ წამში უკან დავიხიე ორი ნაბიჯით შემოუბრუნებლად.
-ლიკა დღეს ერთ-ერთი ფირმიდან დამირეკეს და სამუშაო შემომთავაზეს. მაშინვე გავიქეცი ამიტომ შენი დახვედრა ვერ მოვახერხე. საჭმელი მაცივარშია. საღამომდე.
თვალებ გაფართოებული დავყურებდი ფურცელს და უაზროდ მიხაროდა. როგორც იქნა დედამაც იპოვა სამუშაო და სახლში მოწყენილი აღარ დამხვდებოდა. ფურცლით ხელში ყვირილით ავირბინე ჩემს ოთახში და ლოგინზე დავენარცხე. ერთი დღისთვის მეტისმეტი იყო,იმდენად ბედნიერი ვიყავი მეშინოდა ამდენი სიხარულისგან გულის შეტევა არ მიმეღო თუმცა არა. ახლა ნამდვილად არ მეცალა ინფაქტისთვის... (10)
27 ნოემბერი...როგორც იქნა...ვერ წარმოვიდგენდი რომ აეროპორტში ჯდომა და ლოდინი ასეთი რთული იყო. ან ნერვები მქონდა ცუდ დღეში ან რეისი იგვიანებდა. მამამისი თავიდანვე შევამჩნიე. გარეთ დაცვასთან ერთად იდგა, ალბათ როგორც კი გამოვიდოდა მაშინვე ძალით წაიყვანდა მაგრამ არ მადარდება, არაფერი მადარდებდა ამდენი ხნის შემდეგ როგორც იქნებოდა ვნახავდი, აი რა იყო ჩემთვის მთავარი. როგორც იქნა სასურველი რეისი გამოაცხადეს და გვაცნობეს რომ თვითმფრინავი მშვიდობიანად დაჯდა. უკვე ფრჩხილების კვნეტაზე გადავედი როცა დავინახე... გინდათ რეაქცია აგიღწეროთ? იმედის გაცრუებისთვის მაპატიეთ მაგრამ ვერ ავღწერ. ჩემი საყვარელი ნაბიჯებით მოაბიჯებდა, ჩემი საყვარელი თვალებით ირგვლივ ყველას ათვალიერებდა და დამეძებდა, როგორც კი დამინახა სახე ჩემმა საყვარელმა ღიმილმა გაანათა და უკვე სახლში ვიყავი. ასე ყურებამდე გაღიმებულები გავაგრძელებდით ალბათ ერთმანეთის ყურებას მაგრამ მოვიფიქრე და მისკენ მთელი ძალით გავიქეცი, მანაც ჩემოდანი ძირს დააგდო და ჩემს ჩასახუტებლად ხელები წინ გამოიშვირა, თუმცა მაღლა ამიტაცა, ხელებით ბეჭეებზე დავეყრდენი და ზემოდან დავყურებდი, პირდაპირ თვალებში. ჩემს უსაყვარელ ჭაობისფერ ლამაზ თვალებში. რამდენიმე დატრიალების შემდეგ როცა გიჟივით ვიცინოდი ძირს დამსვა და მომეხვია, სწორედ მაშინ მივხვდი როგორ მაკლდა მისი მოხვევა. გაშვება არ მინდოდა, მინდოდა სულ ასე დავრჩენილიყავით, ისე რომ ყოველ წამს მისი ტუჩების გემოს შეგრძნება შემძლებოდა. თურმე ესეც საოცრად მომნატრებია. არც ლოდინი დამჭირდა, მასაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა იგივე. ერთმანეთის სახის დანახვაზე სიცილი აგვიტყდა. ჩემოდანი აიღო მომეხვია და ისე წავედით გასასვლელისკენ თუმცა საქმე ნამდვილად არ გვქონდა სასაცილოდ. როგორც კი გავედით დიდი შავი ჯიპიდან მამამისი გადმოვიდა და ჩემდა საოცრად გასაკვირად გაღიმებული ჩვენსკენ წამოვიდა. ლუკამ არანაკლებ ჩემზე გაოცებულმა ჩემი მხრებიდან ხელი ჩამოიღო და მამამის მოეხვია. პირველად დავინახე ამ დროს ადამიანური გამომეტყველება მის სახეზე. ბოლოს ოდნავ მოშორდა და თავის დაკვრით მომესალმა.
-ამ დღეს არ ჩაგაშხამებთ ამიტო ორივე ჩაჯექით და მითხარით სად მიგიყვანოთ_მეგონა რაღაც მჭირდა და ეს სიტყვები მომესმა თუმცა ლუკამაც აშკარად გაიგონა. ანუ....
-არა მამა ტაქსით წავალთ. უბრალოდ თუ შეგიძლია ჩემოდანი სახლში წაიღე, ჩვენ კი ლიკას დაბადების დღე გვაქ აღსანიშნი, ყოველდღე ხომ არ ხდება ადამიანი 18ის_ბოლო სიტყვებზე
ღიმილით დამხედა და წინ მიბიძგა.თითონ საკმაოდ მოზრდილი ზურგჩანთა მოიგდო და ტაქსისკენ დავიძარით.
-არ წამოეგო, უბრალოდ უნდოდა გაეგო სად არის ჩვენი ბუნაგი_როგორც იქნა ყველაფერს მივხვდი.
გზიდან დედას დავურეკე, ყველაფერი იცოდა თუმცა კიდევ ერთხელ გავაფრთხილე რომ სახლში გვიან მივიდოდი. დიდი ძალისხმევის შედეგად დავითანხმე რომ სახლში გვიან მისვლის ნება მოეცა, ბოლოს დაპირებებით და დაფიცებით რომ ჯერ ბავშვები ვართ და სისულელეს არ ჩავიდენდით დამთანხმდა
როგორც იქნა ბუნაგშიც მივაღწიეთ. ზურგჩანთიდან უამრავი ნივთები ამოალაგა
უმეტესობა ჩემი საჩუქრები ხოლო დანარჩენი ჩვენი ბუნაგისთვის იყო განკუთვნილი.
-ახლა მინდა თვალები დახუჭო და ხელი წინ გამოსწიო_ღიმილით მითხრა და ჩემს წინ დაჯდა.მუჭში რაღაცას მალავდა...გამეღიმა მივხვდი რომ..
-ახლა რა მთავარ საჩუქარს მივიღებ?
-არაა, მთავარზე უკვე გითხარი არამგონია ჯერ მზად იყოთქო ამიტომ ეს მთავარს აშკარად ჩამორჩება, მაგრამ მაინც არაუშავს_მხიარულად გამიღიმა და კიდევ ერთხელ მთხოვა თვალების დახუჭვა.
სამაჯური იყო...თხელი უბრალო ჯაჭვი მაგრამ მარტო ეს არ იყო, ირგვლივ ჩამოკიდებული ჰქონდა სხვადასხვა პატარა ნივთები. თვალები გავახილე და დავხედე. ფერადი თვლებით იყო
მოჭედილი, ლუკამ ცოტათი აღელვებული ხმით დაიწყო:
-ეს პირველი სკამია, იმის სიმბოლო სადაც მოხვედი და პირველად დამელაპარაკე, ეს ციფრები 28 დღევანდელ დღეს შენს დაბადების დღეს ნიშნავს როდესაც როგორც იქნა ამდენი ლოდინის შემდეგ ისევ შეგხვდი, ეს ყვავილებია, ზუსტად ის ყვავილები რომლებიც ჩვენს ბუნაგში დაგახვედრე როცა პირველად მოვედით, ეს მობილურია, რომელიც უსიტყვოდ იტანდა ჩვენს საუბრებს 6 თვის განმავლობაში, ეს სახლია, ჩვენი ბუნაგი რომელსაც ერთ კვირაში ნამდვილად ჩვენი დაერქმევა_ამ დროს ჩაახველა მივხვდი რომ ახლა მთავარს იტყოდა თუმცა არ იყო საჭირო ისედაც იკვლევდნენ გზას ცრემლები ჩემს სახეზე_ეს კი გულია, ჩემი გული რომელიც სამუდამოდ შენ გაჩუქე და მინდა გჯეროდეს რომ მხოლოდ შენ გეკუთვნის.
არ ვიცოდი ოდესმე ასეთი ბედნიერება თუ მეღისებოდა, თვალებში შევყურებდი და მის სიყვარულს, სითბოს ვგრძნობდი. მართლა ვგრძნობდი რომ რასაც მეუბნებოდა სიმართლე იყო და მთელი გულით ვუყვარდი. მაგრამ ბოლოს ერთი გარემოება გამახსენდა და თვალებ გაფართოებულმა შევხედე
-შენ... მე ...მჩუქნი.... სახლს ...ჩემს დაბადების დღეზე?ჩვენს ბუნაგს?
-გითხარი რომ ჩემს გულს გჩუქნი შენ კი მხოლოდ სახლი დაგამახსოვრდა?თანაც შენ არ გჩუქნი,ჩვენი იქნება_გაეცინა და კუთხეში დაჯდა.
გონს ჯერაც ვერ მოვდიოდი,ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია ასეთი ბედნიერება რომ დამემსახურებინა.გვერდით მივუჯექი და ახლოს მივიწიე
-უკვე გითხარი როგორ მიყვარხარ?_ღმერთო მისი ღიმილი გულს მიჩერებდა...
-მგონი კი მაგრამ სიამოვნებით მოვისმენდი_მის პასუხზე გამეცინა და სიამოვნებით გავიმეორეთ აეროპორტში მომხდარი სცენა.
არ ვიცი რომელი საათი იყო მაგრამ დროს ვერ ვგრძნობდით, ვიჯექით და ყველაფერზე ვლაპარაკობდით რაც კი ერთმანეთის არ ყოფნაში მომხდარიყო. ბევრს ვიცინოდით და ერთმანეთს ვეხვეოდით. ვერ ვიჯერებდით რომ როგორც იქნა ისევ ერთად ვიყავით. ბოლოს სახლამდე მიმაცილა. მხოლოდ იმ იმედით შევედი სახლში რომ ვიცოდი ხვალ ჩემს დაბადების დღეს ჩვენს ბუნაგში წყნარად მხოლოდ ჩვენ ორნი ავღნიშნავდით. გამიკვირდა როცა სახლში შუქი დავინახე, დედას წესით უკვე უნდა სძინებოდა და მამა არამგონია სახლში ყოფილიყო. თუმცა ვცდებოდი, ვინმეს ხომ უნდა ჩაემწარებინა ჩემს ცხოვრებაში ასეთი საუკეთესო დღე. სახლში შესულმა მამა დავინახე და როცა ჩემსკენ შემობრუნდა მივხვდი კარგ ამბავს ნამდვილად არ გამაგებინებდა...

დილით ლოგინიდან ძლივს ავდექი, ძლივს გავიღვიძეთქო ვერ ვიტყვი, არც მძინებია. ჩაცმას მოვრჩი როცა მობილურის ხმა გავიგონე. რთული არ იყო მიხვედრა ვინც მირეკავდა. უამრავი პრობლემებისდა მიუხედავად მაინც ღიმილით ვუპასუხე :
-როგორ არის ულამაზესი იუბილარი დედამიწაზე?
-მადლობ კარგად, და მისი უსაყვარლესი შეყვარებული?
-უკვე სახლთან გელოდება.
-სახლთან?_შეშინებულმა დავავლე ხელი ჩანთას_მაშინ გამოვდივარ_მამას არაფრის დიდებით არ უნდა ენახა. კიბეებზე ჩამოვირბინე და დავინახე მამას ოთახში ეძინა. ქვემოთ ჩასული სანამ გარეთ გავიდოდი, ამოვიღმუვლე თავი უკან გადავაგდე და ორი წამით შევჩერდი. როგორ ვერ ვიტანდი როცა ლუკას უნდა დავლაპარაკებოდი ცუდ საკითხებზე, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა სცოდნოდა. გაღიმებული სახით მელოდებოდა, ისეთი საყვარელი იყო ავტომატურად გამეღიმა. უბრალოდ ხელი მომხვია და სკოლისკენ წავედით_გაკოცებდი შენს მეზობლებს ჭორაობა რომარ უყვარდეთ_ჩაიცინა და ზემოდან გადმომხედა. მე ახლა სხვა რამ უფრო მაინტერესებდა.
-ლუკა დღეს პირველი დღეა სკოლაში რაც ჩამოხვედი, რას აპირებ?
-რას უნდა ვაპირებდე? არაფერს, გაკვეთილებზე ჯდომას და შენს ყურებას_უცოდვილო თვალებით გადმომხედა.
-იცოდე დათო უკვე უკან მოვიტოვეთ, აღარ მინდა გახსენება, უბრალოდ დავივიწყოთ გთხოვ.
-უფროსის ბრძანება ჩემთვის კანონია_ხელი საფეთქელთან მიიდო და გაიჯგიმა თითქოს ჯარში ყოფილიყო, მის საქციელზე გამეცინა და მოვეხვიე_ხანდახან მაგიჟებ
-მეც სწორედ ეგ მინდა_სიცილით გადმომხედა და თვალი ჩამიკრა. (11)
როგორც იქნა სკოლაშიც მივაღწიეთ, დათო ჯერ არ ჩანდა სამაგიეროდ გოგოებმა მაშინვე მოირბინეს, ლუკა გადაკოცნეს და ჩამოსვლა მიულოცეს, მოყოლა დაიწყეს თუ როგორ აღარ მომიწევდა დღეში სამჯერ ბალიშის ცრემლებით დასველება და ასე შემდეგ მაგრამ როგორც კი ლუკას სახეს მოკრეს თვალი მაშინვე გაჩუმდნენ. აქედან მეც ვუბღვერდი როცა ზარის ხმა გაისმა.
სწორედ ამ დროს გავიგონე მანქანის ხმა და რატომღაც მივხვდი ვინ მოვიდოდა გვიან. პირველი გაკვეთილი მე და ლუკას ერთად არ გვქონდა ამიტომ გადმოიხარა უცებ რომ ეკოცნა და წასულიყო თუმცა სანამ წასასვლელად შებრუნდებოდა ჩემს გვერდით დათოს ხმა გაისმა:
-კაი რა ლიკ ეხა არ თქვა რომ ჩემი კოცნა უკეთესი არ იყო თორემ მხოლოდ მე კიარა სკოლის ნახევარი გოგონები არ დაიჯერებენ_ვითომ ირონიულად ტუჩის კუთხეში გაიცინა და ორივეს გადმოგვხედა, სწორედ აქ შეცდა, მაშინ შევამჩნიე ნამდვილი რეაქცია მის თვალებში რაც ჩვენი ერთად დანახვის დროს იგრძნო. ლუკას შეხედვა ვეღარ მოვასწარი იმიტომ რომ სანამ გავიხედავდი მისი მუშტით უკვე დათო ძირს ეგდო და სიცილისგან კვდებოდა.
-რა თქმა უნდა უნდა ცემო ის ადამიანი ვინამაც შენი საკუთარი შეყვარებულის ტუჩებით პირი ჩაიტკბარუნა, და მერე რა?არც თითონ უთქვამს დიდად უარი_და ისევ გააგრძელა უაზროდ სიცილი. თვალები დავხუჭე და ღმერთს ვევედრებოდი ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი ყოფილიყო, უკვე გაისმა სკოლის ეზოში მოსწავლეების ქირქილი და ჩუმი ჩაცინებები. რა თქმა უნდა სკოლის ახალი
საჭორაო თემა გავხდი... გული საშინლად მეტკინა მაგრამ მათ ჩხუბსაც ვერ ვუყურებდი ლუკა გამეტებით ურტყამდა მაგრამ არც დათო რჩებოდა ვალში. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ბოლო ხმაზე დავიღრიალე:
-გეყოფააათ,როგორ არ დაიღალეთ,გეყოფათ_ცრემლები წამომცვივდა და სკოლის უკან გავიქეცი. თვალის კუთხით შევამჩნიე როგორ მიაგდო ლუკამ დათო იქვე და მე უკან გამომყვა. ცრემლებს ვერ ვიჩერებდი ამიტომ სიარულსაც ვაგრძელებდი, ლუკაც მორჩილად მომყვებოდა უკან. ბოლოს სადღაც მდელოზე გავედი და ტირილით პირდაპირ ბალახებში ჩავჯექი. მალევე მომეხვია ლუკას ხელები. არაფერს მეუბნებოდა უბრალოდ მამშვიდებდა, მაგრამ ვეღარ გავძელი, უნდა მეთქვა.
-მამაშენმა მამაჩემი გამოაგდო_ცრემლი მოვიწმინდე და მის წინ გადავჯექი. ჯერ გაოცებულმა მიყურა მერე კი ხელები სახეზე ჩამოისვა.
-ოდესმე გვეღისება ორი დღით მაინც ნორმალურად ბედნიერები რომ ვიყოთ?
-არ ვიცი ლუკა არ ვიცი, საბენდიეროდ დედა მუშაობს თორე არ ვიცი რა გვეშველებოდა, ან ჩემს სწავლას რა ეშველება._თავი კალთაში ჩავუდე და ცალ გვერძე დაწოლილი ჩემს მუხლებს მოვეხვიე.
არ ვიცი ასე რამდენი ხანი ვიჯექით, არ გვინდოდა რამე გვეთქვა, უბრალოდ ერთად ვიჯექით. ბოლოს ლუკას მობილური აწკრიალდა. ეკრანის დანახვისას ჩაიფრუტუნა
-მამა რა გინდა?_თვალები დავხუჭე და არაფერი შევიმჩნიე, თუმცა როცა ვიგრძენი ლუკა როგორ დაიძაბა წამოვიწიე და სახეზე შევხედე, მართლაც დაძაბული იყო.
-ხომ იცი რომ ეგ საქმე და თუნდაც შენი კომპანია არ მაინტერესებს? განსაკუთრებით დღეს როცა გავიგე ხალხის გაშვება ისევ ისე კარგად რომ გამოგდის სამსახურიდან. მართლა? მპირდები და არ მომატყუებ?კარგი მოვდივარ_უკვე გაღიმებულმა ჩააბრუნა მობილური უკან ჯიბეში. ჩემი კითხვით აღსავსე მზერის შეხედვისას ჩაეცინა და მიპასუხა
-კომპანიაში პრობლემები აქ, რამოდენიმე წევრი უჩივის, ძალიანაც გამიხარდა და არც დახმარებას ვაპირებდი მაგრამ რაღაცეებს დამპირდა და მემგონი კარგი საჩუქარი გამომივა შენთვის
-კიდევ საჩუქარი?კარგი რა ლუკა ასე უნდა დამტოვო და არაფერი მითხრა?კარგი რაა_ტუჩები მოვკუმე და ქვედა ტუჩი ამოვაბრუნე, ჩემ სახეზე გაეცინა და გაბუტულ ტუჩებზე ტკბილად მაკოცა.
-საღამოს ბუნაგში შევხვდეთ კარგი?ყველაფერს მოგიყვები და შენს დაბ დღესაც ავღნიშნავთ. ხომ მოხვალ?
-რა თქმა უნდა მოვალ მაგრამ არც ასე იოლად გაგიშვებ_ჩემსკენ მოვწიე და ხელებით კისერზე მოვეხვიე, ჩემს ჩანაფიქრზე გაეცინა და კოცნა დამასწრო. ვერ ვიგრძენი როგორ გადამაწვინა ბალახზე და როგორ შეაცურა ხელი ჩემს თმებში,გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე როცა ჰაერი აღარ გვყოფნიდა და ვეღარ ვსუნთქავდით
-აი ახლა მართლა უნდა წავიდე თორემ_აღარ დაამთავრა და ცხვირზე მაკოცა. მეც გამეცინა და თავი დავუქნიე. წამომაყენა და ღიმილით მაკოცა კიდევ ერთხელ. -იცოდე არ დააგვიანო.
10 წუთის შემდეგ მივხვდი რომ დებილივით ისევ ისე გაღიმებული ვიდექი. ჩანთას ხელი მოვკიდე და სკოლისკენ წავედი. ჩემი და ლუკას სკამზე დავჯექი და თვალებ დახუჭული რამოდენიმე წუთის
წინ მომხდარ სცენას თვალწინ ვიტრიალებდი.გვერდით ვიღაცამ ჩაახველა. გავხედე და გავშეშდი.
-შენ რა ჭკუა სად დაკარგე?ჩემთან მოსვლას როგორ ბედავ?_იმით გათამამებულმა რომ ეზოში არავინ იყო, გვერდითაც კი მომიჯდა.
-დათო შენ რა ვერ გაიგე?წადი აქედან
-უკვე გავიგე მამაშენზე
-მადლობ რომ ისევ გამახსენე_გაბრაზებული წამოვდექი და წასვლა დავაპირე მაგრამ ხელი ჩამავლო და უკან დამაჯინა, ის იყო პირი გავაღე რომ გამეპროტესტებინა რომ დამასწრო
-უბრალოდ მომისმინე, მინდა დაგეხმარო, ბოდიშის მოხდას აზრი არ აქვს ვიცი არ დამიჯერებ, მაგრამ მართლა ვნანობ. ვიცი იდიოტივით ვიქცეოდი. უბრალოდ მაინტერესებს რამე იდეა გააქვს შენს მშობლებს რომ დაეხმარო?
-არა_თავი ჩავღუნე და ხელებში ჩავრგე_აზრზე არ ვარ._უცებ წამოდგა და თავი ამაწევინა._იცი რა ასე არ უნდა იჯდე,სულ გხედავ როგორ წერ შენს დღიურში, თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ შენ შეყვარებულსაც წერა უყვარს მემგონი რთული არაა დანარჩენის მოფიქრება_ადგა და თვალი ჩამიკრა_მომენატრა რაიმე ნორმალური წიგნის წაკითხვა და ღიმილით გამეცალა. რა თქმა უნდა, აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე, მართალია საკმაოდ რთული იქნება მაგრამ როცა რამე ასე გინდა შეუძლებელი არაფერია. გახარებული წამოვხტი და ბუნაგისკენ გავემართე, დარწმუნებული ვიყავი ლუკა უარს არ მეტყოდა. (11)
ლუკას არყოფნის პერიოდში ბუნაგში ბევრი რამ შევცვალე. მითუმეტეს გაყვანილობა წესრიგში იყო და სამზარეულოც და სააბაზანოც სრულიად მოვაწესრიგე.. ახლა მივხვდი რომ სწორადაც მოვქცეულვარ. ვიცოდი ტორტს თვითონ მოიტანდა ამიტომ გადავწყვიტე საჭმელი მომემზადებინა მითუმეტეს რომ ვიცოდი დააგვიანდებოდა და მშიერი მოვიდოდა. პირველ რიგში პიცის მომზადება დავიწყე პარალელურად კარტოფილის შეწვასაც ვაპირებდი, ვიცოდი ძალიან უყვარდა. სანამ კარტოფილს ავურევდი მაგიდა გავაწყვე, სანთლებს ვალაგებდი მობილურის ხმა რომ გავიგონე. დედა იყო.
-ლიკ სახლში გელოდები აუცილებლად უნდა მოხვიდე.
-აუ დედა კარტოფილს ვწვავ
-როგორც კი მოამზადებ მაშინვე მოდი.
დავთანხმდი რადგან დედა ასეთი არასოდეს მინახავს. 10 წუთში სახლისკენ მივდიოდი. სახლში შესულს დედა გაბადრული დამხვდა. ბედნიერი სახით მახარა მამაშენს სამსახურიდან დაურეკეს ბოდიში მოუხადეს და უკან დაბრუნება სთხოვესო. გახარებული გადავეხვიე კიდევ ერთი საჩუქარი მივიღე. დედა ჩემ გაშვებას არ ჩქარობდა, უამრავ სხვა თემაზე გადავიდა მე კი ვეხვეწებოდი რომ ლუკა უკვე მელოდებოდა და გავეშვი თუმცა არაუშავსო და ლაპარაკი განაგრძო. ბოლოს როგორც იქნა მობილურზე დაურეკეს და თვითონ ხმაც არ ამოუღია ისე გათიშა რამდენიმე წამში..
-სამსახურში მიბარებენ შენც გაგვიანდება აქ რატომ მიზიხარ აბა სწრაფად ლუკა არ ალოდინო _და ასე პირღია თითქმის გამომაგდო სახლიდან. სიცილით ვბრუნდებოდი ბუნაგისკენ და ვფიქრობდი კარტოფილის გათბობას მოვასწრებდი თუვერა ლუკასთვის, თუმცა არამგონია საჭმელი ნდომებოდა. იმდენად აინტერესებდა ჩემი რეაქცია დაძაბული მელოდა და როცა დამინახა როგორ სასიამოვნოდ გაოცებულმა ავიფარე პირზე ხელი ამოისუნთქა და დიდი თაიგულით ხელში ჩემსკენ წამოვიდა.. ოთახი სავსე იყო ჩემი საყვარელი ფერის ბუშტებით, ძლივს ჩავუარე მათ ლუკასთვის თაიგული რომ გამომერთმია, შუქი არ ენთო მხოლოდ ერთი პატარა, მრგვალი, უცნაური ფორმის ნათურა იყო, რომლიდანაც სხივებივით გამოდიოდა ფერები, მაგიდა გვერდით ქონდა გაწეული და ძირს ორი მოგრძო პუფი იდო.
-მოდი აქ_ხელი ჩამკიდა და პუფზე დავწექით,ზემოთ ახედვისას მივხვდი რატომ იყო ოთახი ჩაბნელებული და მხოლოდ ერთი ნათურა ენთო. მეგონა სახლს სახურავი აღარ აქვს და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ვწევართთქო. ასეთი სილამაზის სიტყვებით აღწერა მართლაც შეუძლებელია. გულზე თავი დავადე და ვუსმენდი როგორ გამეტებით უძგერდა, თითქმის მაშინვე ვიგრძენი როგორ მომხვია ბეჭებზე ხელი. თვალები დავხუჭე და ვიგრძენი რომ მთელი სხეულითა და გონებით განვიცდიდი ბედნიერებას. არ ვიცი რადმდენი ხანი ვიყავით ასე მაგრამ მეგონა რომ ლუკას ჩაეძინა, თუმცა ვგრძნობდი ცოტათი დაძაბულიც იყო. ალბათ მომეჩვენათქო გავიფიქრე და ისევ თვალდახუჭული ვაპირებდი ტკბობის გაგრძელებას როცა მისი ჩუმი ხმა ჩაჩურჩულებასავეთ გაისმა:-ცოლად გამომყვები?
უკვე თენდებოდა სახლისკენ გაცისკროვნებული სახით რომ მივდიოდი, ასე მეგონა ბეჭედს იმხელა სიკაშკაშე აქვს თვალს მიბრმავებსთქო.დედა მელოდა დივანზე დამჯდარი რომ გველაპარაკა, რა თქმა უნდა ლუკას მოკავშირე იყო:
-დე, რა უპასუხე?
-კაი რა დე, რას ვუპასუხებდი?_გაცისკროვნებულმა ავუფრიალე ხელი სახესთან_ დე იცი რა არის, ვერასდროს წარმოვიდგენდი 18 წლის თუ გავთხოვდებოდი, ხომიცი ყოველთვის პირველ რიგში სწავლა და კარიერა მინდოდა, მაგრამ ლუკამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, მივხვდი რომ ჩემი ადამიანია, წარმოიდგინე ასე პატარებმა რამდენი რამ გადავიტანეთ და მაინც ერთად ვართ.
-ვიცი შვილო, სწორედ ამიტომ იყო ჩემთან დასალაპარაკებლად რომ მოვიდა, სიხარულით დავუქნიე თავი, ვიცი რომ ყოველთვის ეყვარები შვილო, ვიცი რომ მასთან ბედნიერი იქნები.
-მადლობა დე. მადლობა რომ დაეხმარე და ყველაფერი ასე განსაკუთრებულად მოაწყვეთ_მოვეხვიე და გული აგვიჩუყდა.
-შენზე უკეთესი ვინ მყავს შვილო. დღეს არც მე ვარ შენზე ნაკლებად ბედნიერი, ჩემს ერთადერთ ქალიშვილს მისი სიყვარული ეწვია და თანაც ვიცი, როგორ მოგივლის და გვერდით დაგიდგება. ხო და მთავარი, მამაშენს მე მივხედავ_თვალი ჩამიკრა და დასაძინებლად გამიშვა, ბეჭედზე თვალის მოცილება არ შემეძლო, სულელივით გაღიმებული დავდიოდი წინ და უკან.
დილით მამა მელოდებოდა, უჩემოდ სამსახურში არ წასულა, სენტიმენტებით არასდროს გამოვირჩეოდით ძირითად დროს ხომ მუშაობას უთმობდა, დღევანდელი დღე განსხვავებული იყო. ცრემლ მორეული მომეხვია და ყურში მიჩურჩულა:
-შენით ვამაყობ შვილო, მიხარია რომ ზუსტად ისეთი გაგზარდეთ, როგორიც გვინდოდა ყოფილიყავი, მთელი გულით გისურვებ ყველაზე დიდ ბედნიერებას.
სკოლის ეზოში გაღიმებული შევედი, იმდენად ბედნიერი ვიყავი ირგვლივ არაფერს აღვიქვამდი. გოგოებიც შესასვლელში მიცდიდნენ,ყვირილით ჩამეხუტნენ და ბეჭედი მაჩვენებიეს, ძლივს დავაშოშმინე, არ მინდოდა ყველას ყველაფერი გაეგო.როგორც კი ლუკა შემოვიდა კივილის მეორე რაუნდი დაიწყეს და გადაეხვივნენ, ლუკამ გაუცინა და ხელი მომხვია:
-დიდი ხანია ასე კივიან?
-კიი რაც მოსული ვარ.
-ყოჩაღ შენ გაძლებას, მომენატრე_თვალებით მომეფერა და ხელი წელზე მომიჭირა.
-ოჰოოოჰ სასტავს გაუმარჯოს, რამეს ავღნიშნავთ?_ცივად დამიარა დათოს ხმამ.
-საშენოს არაფერს დათო, გაიარე.
-კაი რა ლუკა ძველი ძმაკაცობის ხათრით_ისე ნაგლად ჩაიხითხითა ლუკამ მაშინვე ხელი გამიშვა და დათოსკენ გაიწია. უცებ ჩავდექი შუაში და ლუკას ხელი მივადე.
-გთხოვ რა_მთავარი დამავიწყდა, დათომ ჩემს ბეჭედს თვალი მოკრა და გაოგნებულმა ამათვალიერა- თქვენ რა დაინიშნეთ? ცოლად მიყვები? _განრისხებული სახით შემეკითხა, პასუხს არც დაუცადა ისე გავიდა ეზოდან. გაოცებულმა გავაყოლე თვალი, ასე რატომ გაუკვირდა, ხომ იცოდა ერთად რომ ვიყავით? ასე გასაკვირია ჩვენი დანიშვნა? იმხელაზე იყვირა მთელმა ეზომ გაიგო და ყველა ჩვნ გვიყურებდა, ზოგი შურით, ზოგი გვილოცავდა, ზოგი ჩურჩულებდა. თავი ყველას ავარიდეთ და კლასისკენ წავედით. ბოლო ორი გაკვეთილიდან ლუკა წავიდა, მამამისს უნდა შეხვედროდა და დაგირეკავო გამაფრთხილა. გოგოებს ვუცდიდი დათომ არსაიდან გამოჩენილმა ხელი რომ მსტაცა:
-წამოდი სალაპარაკო გვაქ.
-დათო გააფრინე? რას აკეთებ მეტკინა გამიშვი
-წავედით_მანქანაში ძალით ჩამტენა და მეც გაოცებულმა გოგოებს გავხედე მიშველეთთქო, თუმცა მანქანა მაშინვე მოწყდა ადგილს.
-დათო ასე არ შეიძლება, ეს რა წესია, გააჩერე ახლავე.
-ლიკა დაწყნარდი შენ მოტაცებას არ ვაპირებ, ხომ გითხარი დალაპარაკება მინდა უბრალოდ.
-მერე ნორმალურად არ შეიძლებოდა გეთხოვა? თუ არ მიცნობ და უარს გეტყოდი? ადამიანურად მოპყრობა ისწავლე რა დათო._ჩემი ტელეფონი ამღერდა, ლუკა მირეკავდა.
-გისმენ ლუკა
-სკოლაში გამოგიარე და აღარ დამხვდი, ასე უცებ სად გამექეცი?
-დათოს გამოვყევი ლუკა, ოღონდ გთხოვ არ ინერვიულო, უბრალოდ დავილაპარაკებთ.
-ლიკა გადახტი_უცებ იყვირა დათომ
-რა ვქნაა? სად გადავხტე ადამიანო
-ლიკა რა ხდება?_ლუკა გააფთრებული ყვიროდა.
-მუხრუჭი აღარ იჭერს მანქანაა გაფუჭებული უნდა გადავხტეთ_დათო შეშლილი სახით იყურებოდა საქარე მინაში და ვხედავდი როგორ ცდილობდა დამუხრუჭებას. შიშიდან მობილური ხელიდან გამივარდა.
-კი მაგრამ დათო ასეთ ქვიან გზაზე ასეთი სიჩქარით ვერ გადავრჩებით
-შენით ვერ გავრისკავ, დამიჯერე ასეთი სიჩქარით რამეს თუ შევეჯახეთ მართლა არ გვაქ შანსი, კარი გააღე და სამზე ვხტებით._არ ვიცი ასე შეშინებულს რა ძალამ გამაღებინა კარი და გადმოხტომა მაიძულა, გონების გთიშვამდე მხოლოდ ლუკას ხმა მესმოდა ტელეფონიდან განწირული ჩემს სახელს რომ ყვიროდა. (12)
საზიზღამა სუნმა მომიყვანა გონს, ცხვირი უსიამოვნოდ შევიჭმუხნე, ღმერთო ჩემო ასე რა ყარდა? იმდენად მტკიოდა ყველაფერი და გაბრუებული ვიყავი სხეულის ვერცერთ ნაწილს ვგრძნობდი. ბოლოსდაბოლოს თვალი გავახილე და პირველი რაც დავინახე სითეთრე იყო. ჯანდაბა, საავადმყოფოში ვარ, ბოლოს მომხდარი მოვლენები აღმიდგა და თვალბი დავხუჭე ვაიმე ლუკა, როგორ ინერვიულებდა, ნეტა დათო თუ გადარჩა? ხელის აწევა მოვინდომე თუმცა იმდენი რაღაც მქონდა შეკვეხებული მარტო წამოკვნესება გამომივიდა, ჩემს ხმაზე ფანჯარასთან მდგარი საკმაოდ სიმპათიური ქალი შემობრუნდა და თვალები გაუბრწყინდა:
-როგორც იქნა საყვარელო, როგორ გვანერვიულე_ვერ ვიცანი, თუმცა თვალები მეცნო, ლუკასნაირი მწვანე ქონდა.
-ლუკა?
-აქაა, ვერაფრით ვაიძულე სახლში წასვლა_იქვე გაიშვირა ხელი და თავი გადავაბრუნე რომ დამენახა და ცრემლები წამომივიდა. დედაჩემის ბეჭზე თავი მიედო და ორივეს ასე ეძინა.
-თქვენ?
-მე ლუკას დედა ვარ ძვირფასო, ვწუხვარ ასე რომ გვიწევს ერთმანეთის გაცნობა, მაგრამ უბედნიერესი ვარ რომ გადავრჩით თორემ ორ შვილს ვკარგავდი_ ცრემლიანმა გადამისვა თავზე ხელი და ლუკასკენ წავიდა
-დე გაიღვიძე
-რაიყო დედა მილიცია მეძახის თუ ექიმი?_თვალები მოიფშვნიტა და მუხლებს დაეყრდნო, ასე უცებ როგორ დასუსტდა?
-ლიკა შვილო
-რა ლიკა დე, _ისევ გაბრუებული იყო რომ გამომხედა და თვალები გაუფარდოვდა გაღიმებული რომ დამინახა
-გაიღვიძე? როგორც იქნა_შეყვირა გახარებულმა, მაგრამ გაბრაზებულმა დაამატა_მეგონა გონზე მოსულს ვეღარ წაგეჩხუბებოდი. ტუჩები მოვკუმე
-ჰმ მეგონა ჩახუტებას და მოფერებას მივიღებდი, შენ კიდე მეჩხუბები_დედა გახარებული წამოხტა ჩამეხუტა თუმცა მალევე დაგვტოვეს მარტო მამაშენს დავუძახებო.
-მოფერებას? ლიკა დამცინი? წარმოგიდგენია მაინც რა დღეები გადავიტანე? როგორ შემეშინდა? სად მეძებნე ისიც კი არ ვიცოდი, შენ კიდე ამდენი ხნის ნერვიულების მერე მოფერებას მთხოვ, მოფერებას კიარა ერთი სული მაქ როდის წამოდგები რომ გცემო და ისევ აქ დაგაბრუნო._გაბრაზებულმა ჩამოისვა ხელები სახეზე და ჩამომიჯდა. ახლა დავაკვირდი, მოზრდილი წვერი, გაბურძგნული თმა, დაღლილი, ღამენათევი თვალები, ასეთი ლუკა არასდროს მენახა:
-ლუკა რამდენი დღეა მძინავს?
-10 ლიკა, მთელი ათი დღე, როცა არ ვიცოდით გაიღვიძებდი თუ არა.ახლა გესმის?_ცრემლებით ამევსო თვალები, ღმერთო ჩემო როგორ ინერვიულებდა, როლები რომ გაგვეცვალა და ჩემი თავი მის ადგილზე დამეყენბინა ალბათ გავაფრენდი. ცრემლები წამომივიდა და სახეზე მოვეფერე, როგორც იქნა გამიღიმა და ჩემი ხელი ლოყაზე მიიკრა.
-მაპატიე, წარმოდგენა არ მქონდა ასე თუ მოხდებოდა.
-ვიცი ლიკა ვიცი, უბრალოდ იმდენად მიყვარხარ წარმოდგენაც არ მქონდა უშენოდ როგორ მეცხოვრა, ამას არასდროს გაპატიებდი. ბოლოსდაბოლოს რა უნდოდა ამჯერად? რატომ არ განებებს თავს?
-ვაიმე დათო სულარ გამხსენებია, როგორაა გადარჩა?
-ჰმ, დათო იკითხე ხო, არაფერი უჭირს, მხოლოდ ხელი აქვს მოტეხილი.
-მოიცა და აბა მე რა მჭირს?
-ლიკა რა არ გჭირს, ხელი მოტეხილი, ფეხი ნაღრძობი, ტვინის შერყევა, ამასთან ორი ნეკნი ჩამტვრეული, რამაც შინაგანი სისხლდენა გამოიწვია და ერთი კვირა კომაში იყავი, ამას დამატებული 3 ოპერაცია._ძლივს ამოილაპარაკა და ფანჯარაში გაიხედა ცრემლები რომ დაემალა.
-რამე დამრჩა მთელი?_გაეღიმა და ნელა მომიახლოვდა
-ტუჩები_და ზედ დამაცხრა, ეტყობოდა მონატრება ისე მკოცნიდა, თუმცა ვინ აცალა. 2წამში გოგოები შემოცვივდნენ კივილით, ასეთი სცენის დანახვისას სულაც არ უგრძვნიათ უხერხულობა მაინც ისე ჩამეკვრნენ.
-რადგან თქვენ მოხვედით დაგაცლით ჭორაობას, მე პოლიციაში წავალ ამბავს გავიგებ და სახლშიც გავივლი გადავივლებ თორემ ექიმი აღარ შემომიშვებს _სიცილით გამომიგზავნა ჰაეროვანი კოცნა და გავიდა.
-ლიკა წარმოდგენა არ გაქვს რა დღეში იყო, აქ ცხოვრობდა, დედამისმა ნახევარი საათითაც ვერ წაიყვანა სახლში, რომ გაიღვიძოს და სახლში ვიყო ამ დროს თავს როგორ ვაპატიოო, მართლა ძალიან უყვარხარ_ორივე ისე მეხუტებოდნენ მაგრამ რატომღაც ანუკი ჩუმად იყო, ხმაც არ ამოუღია. 10 წუთში კარი გაიღო და ჩემ გაოცებას საზღვარი არ ქონდა დათო რომ გამოჩნდა, გოგოები ჩუმად გავიდნენ და მარტო დაგვტოვეს.
-ლიკა როგორ ხარ?
-ახლა არამიშავს, შენ?
-მეც კარგად, მაპატიე ამ დღეში ჩემ გამო ჩავარდი, ვიღაცას ჩემზე შურისძიება უნდოდა და შემთხვევით შენც აღმოჩნდი ამ ამბავში. მაპატიე კარგი?
-შენი ბრალი არაა დათო, იმედია მალე გაირკვევა ვინაა
-მეც მაგის იმედი მაქვს, ახლა კი მინდა მოკლედ გითხრა რისი თქმაც მინდოდა, ლუკას უკვე ვესაუბრე. მოკლედ მადლობა უნდა გითხრა, შენ გამომაფხიზლე და დამანახე სიყვარული როგორი უნდა იყოს, ამიტომაც შემიყვარდი, მაგრამ როცა გავიგე, რომ შენ და ლუკა დაინიშნეთ, სიმართლე გითხრა საერთოდ არ გამჩენია იმისი სურვილი დამეშორებინეთ, უბრალოდ შემშურდა, იმიტომ რომ მეც მინდა მქონდეს ისეთი რამ რაც თქვენ იპოვეთ.მეც მინდა ნამდვილი სიყვარული გამოვცადო და მგონია რომ ვიპოვე კიდეც_გამიღიმა მაგრამ ლაპარაკი ვერ დაასრულა ექიმი შემოვდა და ისევ დამამშვიდებელი გამიკეთა.
ერთ კვირაში სახლში გამომწერეს, მთელი თვე ადგომის უფლება არ მქონდა, რაც სწავლაში უკან მხევდა, მაგრამ არ ვნებდებოდი და სახლში ჩემთვის ვმეცადინეობდი, გოგოებიც მეხმარებოდნენ, ლუკა კი საერთოდ არ მშორდებოდა და ერთად ვმეცადინეობდით, მხოლოდ კომპანიაში თუ გაიქცეოდა მამამისთან. ისე მოხდა რომ მამამისს რაღაც დაჭირდა, კომპანიის ნახევარი ისე გადაუფორმა შვილს ლუკამ არიცოდა, ახლა კი კომპანიონებმა მისი ჩართვაც მოთხოვეს და ხმას არ იღებდა ოღონდ ლუკა გვერდით დადგომოდა. ერთხელ ლუკა შავ კლასიკურ-სპორტულ შარვალ კოსტუმში რომ გამომეცხადა და ძლივს ვიცანი, მაშინ მივხვდი როგორ სერიოზულად იყო საქმე. პირველი რაც გააკეთა, ჩვენი ბუნაგის მთლიანი კორპუსი შეისყიდა, გაარემონტეს და თავიდან გაყიდეს, მისი წყალობით მათი კომპანია სამშენებლო დარგშიც გავიდა. (13)

ერთი თვე მალე გავიდა, თაბაშირიც მომხსნეს და სწავლაც განვაახლე, კიდევ კარგი სახლში მეცადინეობით ბევრით უკან არ დავხეულვარ. როგორც იქნა ჩვენს ცხოვრებაშიც დადგა სიმშვიდე, ლუკას საჭიროების გამო მამამისი ჩუმად იყო, დათო ღიმილით და თავის დაკვრით გვესალმებოდა, ლუკა ჩემი ხშირი სტუმარი იყო, რემონტის გამო ბუნაგის ცოტა ხნით დავიწყება გვიწევდა. გოგოებთანაც ძველებურად ვიყავი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ რღაც რიგზე ვერ იყო. ანუკი ჩამოგვშორდა, მხოლოდ გაკვეთილებზე იყო ჩვენს გვერდით, იქაც სულ ტელეფონში იხედებოდა და არაფერს გვიყვებოდა. ქორწილზე ჯერ არ ვსაუბრობდით, ორივეს გამოცდები და უნივერსიტეტი გვქონდა წინ. ასე გავიდა რამდენიმე თვე, გაზაფხული იყო, უკვე ყვავილები ყვაოდა და ნელნელა ჰაერში სურნელიც იცვლებოდა.მე და ნინის ანუკი უკვე სერიოზულად გვაღელვებდა, ამიტომ ჩემთან დავიბარეთ. იქნებ და უბრალო ჭორაობით გამოვტეხოთთქო. ჩვენდა გასაოცრად მხიარულად დაგვთანხმდა და აქეთ გვითხრა, მეც მინდოდა დარეკვა საქმე მაქვსო. მოუთმენლად ველოდით მის მოსვლას, თურმე კიდევ კარგი მარტო ვიყავით სახლში, რა ვიცოდით რა სიურპრიზი გველოდა.
-ან, მე და ლიკა ვხვდებით, რომ რაღაც ხდება, არ გვინდა დავიშალოთ, იქნებ დავილაპარაკოთ, იქნებ ნაწყენი ხარ.
-არა არა, დამნაშავე ვარ, ვიცი, უბრალოდ ჩემი გრძნობისა და გადაწყვეტილების შემოწმება მინდოდა.
-გრძნობის? რა გადაწყვეტილებაზე ამბობ?
-შეყვარებული ვარ._ ჩუმად თქვა და ამოგვხედა. ყველაფერს ველოდით ამის გარდა.
-მერე ადამიანო მაგას გვიმალავდი? კაი რა არ გცხვენია? ჩემი და ლუკას ისტორია ლამის ერთად გადავიტანეთ და შენ სულ მარტო გინდოდა გადა.....
-დათოზე_აღარ დამამთავრებინა და ადგილზეც გამაშეშა. მეგონა მომესმა, ყურს დამაკლდა, მომეჩვენა და ლამის ყურის ექიმები გავივლე გონებაში ვისთან მივსულიყავი ნინი რომ ჩამოჯდა მძიმედ ლოგინზე.
-ანუკი გააფრინე? შენ რა დათოს არ იცნობ? არიცი როგორია? ვერ შეხედე რაები გამიკეთა?
-იცი რა ლიკა აი მაქ გაგაჩერებ, დათო ჩემი შეყვარებულია და პატივი ეცი, მე ის მიყვარს და მასაც ვუყვარვარ, აი ამიტომ გიმალავდით აქამდე, შენ ხომ ეგოისტი ხარ, ცოლად ლუკას მიყვები მაგრამ გულის სიღრმეში ისევ გინდა დათოს უყვარდე და კუდში გზდიოს. აი როგორი დაქალები ხართ._ხმამაღლა იყვირა და გასვლისას კარი გაიჯახუნა.
მე და ნინი ერთმანეთს გაოცებული ვუყურებდით, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდით:
-ლიკა ეს რა იყო?
-არ ვიცი ნინ, მისი ბედნიერება გამიხარდება მაგრამ დათოს არ ვენდობი, ვერ ვენდობი, გული რომ ატკინოს?
ორივეს საფიქრალი ვთქვი და ნინის მივუჯექი.
ამ დღის შემდეგ ურთიერთობის დამალვა აღარ უცდიათ, სკოლაშიც ვხედავდით ერთად. ანუკი არ გველაპარაკებოდა, როგორც კი დაგვინახავდა მეორე მხარეს ბრუნდებოდა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა უკვე. გაზაფხული იყო, მალე ბანკეტი გვექნებოდა, კაბების არჩევაც კი გვქონდა დაწყებული, მთელი 12 წელი ვოცნებობდით ამ დღეს როგორ გავატარებდით ახლა კი ასე უნდა შევხვედროდით? არავითარ შემთხვევაში. ნინი ჩემთან დავიბარე და ანუკისაც მკაცრად მოვთხოვე ამოსვლა. კიდევ კარგი უარი არ უთქვამს. თავდახრილი შემოვიდა და კარებთან აიტუზა.
-ანუკი....
-ლიკუ მაპატიე_დამასწრო და უცებ თავი ასწია_წარმოდგენა არ მაქვს ის სიტყვები საიდან მომივიდა, თვალსაც ვერ გისწორებ ისე მცხვენია, მაპატიე რა
-სულელო, იმ სიტყვებს რას დავეძებ მე შენზე ვდარდობ. მაპატიე, მაგრამ დათოს ვერ ვენდობი, შენ ჩემი და ხარ, გული რომ გატკინოს ჩემი ხელით ავკუწავ._აცრემლებული წამოვიდა და ჩამეხუტა: -არ მატკენს ლიკუ, კარგი ადამიანია და ვიცი რომ ვუყვარვარ, ერთად კარგად ვართ.
-ხოდა ჩვენც ეგ გვინდა სულელო_ნინი ორივეს მოგვეხვია და შერიგება აღნიშნა.
დრო სწრაფად გადიოდა, უკვე მაისი მოვიდა და ბანკეტის ციებ-ცხელება დაემატა გამოცდებს. კაბები უკვე მზად გვქონდა, მინდოდა ატმისფერი სადა და ნაზი კაბა შემეკერა მაგრამ დედაჩემმა არ დამაცადა, ყველას ეგ ფერი ეცმევა და თეთრი ან კრემისფერი შეიკერეო. ბოლოს დამითანხმა, ჩემი კაბა ღია კრემისფერი მოხდილი ზურგით და ცალ ფეხზე აჭრილი ატლასის იყო, ისე მქონდა ტანზე მომდგარი თითოეულ დეტალს ხაზს უსვამდა. რამდენიმე დღეც და სკოლის დამთავრებასაც ავღნიშნავდით. ლუკა ისე იყო დატვირთული ლამის შეხვედრას ოფიციალურად ვუნიშნავდი რომ მენახა, საღამოს ბუნაგში შემობანცალდებოდა დაღლილი ჩამეხუტებოდა და მოკითხვასაც ვერ ვასწრებდი ზოგჯერ ისე ეძინებოდა.
ბანკეტის დღე მალევე მოვიდა, ყველა ჩემიდან მივდიოდით, ამიტომ გოგოები დილიდანვე ამოვიდნენ, დედა გვეხმარებოდა და დათქმულ დროზე უკვე მზად ვიყავით.
-გოგოებო ნუკიმ მომწერა ფოტოებისთვის სამებაში ავდივართ და იქ შევიკრიბოთო.
-აუ ლუკა ჯერ შეხვედრაზეაა.
-მოდი მე დათოს დავურეკავ ის წაგვიყვანს და ლუკას დაურეკე პირდაპირ იქ მოვიდეს კაი?_ანუკიმ ყველა პრობლემა გადაწყვიტა და მეც თავი დავუქნიე. ჩემდა გასაკვირად დათო დაბარებულივით უკვე სადარბაზოსთან იდგა.
-აბა საით გამაქროლებენ ყველაზე ლამაზი გოგონები?_მხიარულად ჩამოსწია ფანჯარა და ანთებული თვალებით გახედა ანუკის_ულამაზესი ხარ. დავინახე როგორ გაწითლდა ანუკი და გადმომხედა, მაგრამ ჩემს გახარებულ სახეს რომ შეხედა ამოისუნთქა. მხიარულად მივდიოდით, გზაში წავმღერეთ კიდევაც, ხუმრობა ხომარიყო სკოლა დავამთავრეთ. ცოტა გაგვიჭირდა სამებაში ასვლა ამხელა ქუსლებზე და აქოშინებულმა ავიარეთ კიბეები. როგორც იტყვიან პირი დავაღე შესასვლელში გამოპრანჭულ მშობლებს და ლუკას დედას რომ შევხედე. ანუკი გვერდით ამომიდგა ნინისთან ერთად და გამიღიმა. ეკლესიისკენ მიბიძგეს, ყველა მე მიყურებდა და იღიმოდა. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა მანამ, სანამ ჩემი სიმპატიური საქმრო შესასვლელში სმოკინგით არ დავინახე და ანუკიმ თაიგული გამომიწოდა. არვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა. აი ასე უბრალოდ, მაგრამ მაინც გრანდიოზულად აქცია ლუკამ ჩვენი ბანკეტი ქორწილად. იყო ცრემლები, ბედნიერების, სიხარულის, იყო ცრემლის კოცნით მოწმენდა, იყო მილოცვები, ბუშტების გაშვება, ბედნიერი სახეთ ჩემი მშობლები და დათოზე აკრული ანუკი. იყო ულამაზესი დეკორაციით გაწყობილი დარბაზი, სადღეგრძელოები, ბევრი ცეკვა სიცილი და სიმღერა, და ორი ტორტი, ბანკეტის და ქორწილის.
ნახევარი საათით შევედი სახლში ბარგისთვის, უცებ რაც მომხვდა ხელში ის ჩავალაგე, ბუნაგი უკვე მოწყობილი გველოდა. შიშით შევკარი სპორტული ჩანთის ზმეიკა, დედამ ხელი რომ დამადო:
-ტყუილა ნერვიულობ დე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა შეყვარებულ ადამიანებში, მხოლოდ იმაზე იფიქრე როგორ გიყვარს უყვარხარ და ყველაფერი თავის ნებაზე მიუშვი. გადამეხვია და სადარბაზოსთან მომლოდინე ქმრისკენ გამიშვა.
ვნერვიულობდი, ორივე ვნერვიულობდით, თუმცა დედა როგორც ყოველთვის მართალი აღმოჩნდა, ყველაფერი თავისთავად და ბუნებრივად მოხდა, შედეგად დილით უბედნიერესმა გავიღვიძე ახლა უკვე ჩემი ქმრის გულზე ჩახუტებულმა.(14)
სახლში მხოლოდ ორი დღით ვჩერდებოდით, გამოცდები კარზე მოგვდგომოდა ვის ეცალა თაფლობის თვისთვის. მეორე დღეს ლუკას მაინც საბუთებთან დაჯდომა მოუწია, მე მომწყინდა და გამოღებულ მაცივარში წარმოსახვით ვფიქრობდი რა გამეკეთებინა. აჰაა ნამცხვარი შეიძლება. ნახევარ საათში სახლში ისეთი სუნი დატრიალდა ლუკაც შემოვიტყუე, თუმცა მხოლოდ მაშინ გავიგე მისი იქ ყოფნა სიცილს რომ ვერ იკავებდა. ცხვირ-პირი ფქვილში, ასევე წინსაფარი და გასაბრტყელებელით ხელში ვიდექი გაზქურასთან, თითქოს ნამცხვირ სფენას ვაშინებდი მოგხვდება თუ კარგად არ ამოფუვდებითქო.
-ვსო, აწი შენი გაბრაზების შემეშინდება_ხითხითებდა ლუკა და პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, კარზე ზარმა იხსნა. ასეთი ფორმით გავაღე და სტუმრებსაც სიცილი აუტყდათ:
-დედი რაუქენი ჩემ გოგოს მეორე დღეს უკვე გასაბრტყელებლით რომ დაგზდევს?_სიცილით გასძახა მაიკომ ლუკას და ჩამეხუტა. დედაჩემიც სიცილით შემოვიდა.
მალე გოგოებიც ამოვიდნენ და ლუკა ხელების აწევით გაგვეცალა:
-არც იმდენად მაგარი ვარ 4 ქალბატონს ერთად დაგიპირისპირდეთო და ოთახში გავიდა. ვიჭორავეთ ყავა დავლიეთ, დედამ რამდენიმე რჩევა მომცა და მარტოც დაგვტოვეს.
ორმა თვემ მალე გაირბინა, უკვე გამოცდაზე შევდიოდი და ნაერვიულობისგან მეშინოდა შეტევა არ დამმართნოდა. „კალიცოს“ ნერვიულად ვათამაშებდი სანამ დასაწერ თემას არ გადავხედე და ამოვისუნთქე. ამას ნამდვილად კარგად დავწერდი.
ასე თუ ისე გამოცდებმაც ჩაიარა და სულისშემხუთველი აგვისტოც დადგა. თბილისში უკვე სუნთქვაც კი შუძლებელი ხდებოდა. დილით ახალმა ამბავმა ისეთ ხასიათზე დამაყენა, გემრიელად გამოვეწყვე და ლუკასთან გავწიე. მხოლოდ კომპანიაში შესული მივხვდი როგორ პატივს სცემდნენ ლუკას, მე არავის ვიცნობდი მე კი ყველა მიცნობდა. მესალმებოდნენ ხელს მართმევდნენ, დაგვიანებით მილოცავდნენ და ქმრის კაბინეტამდე ლამის ფეხის წვერებით მდგომებმა მიმაცილეს. კარზე დავაკაკუნე და შევაღე:
-აი ვსო უთხარი თიკა უკვე გამოდისთქო, ბოლო ხელმოწერაც და ვსო_რომ გამეცინა მერე ამომხედა.
-ჩემი გოგოო, რა მოხდა ხო მშვიდობაა?_იმდენად გაუკვირდა ჩემი მისვლა მაშინვე ცუდი იფიქრა.
-რაიყო ქმარი მოვინახულე.
-შენს ქმარს საშინლად უყვარხარ_ჩემსკენ წამოვიდა და გმრიელი კოცნაც დავიმსახურე.
-ხოდა თუ უყვარვარ დამიმტკიცოს და გამასეირნოს, გთხოვ რა_ტუჩები გადმოვბურცე როგორც უყვარდა და კისრის კანი პატარა ბავშვივით გამოვუწიე.გაეცინა
-ასეთს უარი ვუთხრა? არადა ჯანდაბა შეხვედრა მაქვს. კარგი არაუშავს_თიკა_ხელი დააჭირა შავ აპარატს_გისმენთ ბატონო ლუკა_ სასწრაფოდ გავდივარ და ყველაფერი გადამიდე რა. ხელი აუშვა ისე რომ პასუხს არც დალოდებია. ჩანთა ავიღე და გამოსვლას ვაპირებდით გარედან ხმაური რომ გავიგონეთ, სწრაფად გავედით და პირზე ხელი ავიფარე. ჩემი „მამამთილი“ ხელბორკილებით გამოყავდათ კაბინეტიდან, მეორე მამაკაცთან ერთად, მათ უკან კი დათო გამოჩნდა განრისხებული თვალებით. მივხვდი მეორე მამამისი იყო, მაგრამ დათოს რეაქციამ გამაკვირვა, არცერთი წამით ეტყობოდა სინანული. ლუკამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ხელი ჩამჭიდა:
-ვიცოდი ასე დაამთავრებდა.
-რა მოხდა ლუკა?
-ყველაფერი გაირკვა, ჩემი და დათოს დახმარებით ორივეს საქმიანობა გამოვააშკარავეთ, როცა დათოს მოწონდი, ორივე შევიკარით, მე მამაჩემის წინააღმდეგ ის მამამისი, შედეგად კი ორივე საავადმყოფოში მოხვდით. ეს არცერთმა არ ვაპატიეთ და აი შედეგი._ღმად ამოისუნთქა და შუბლზე გადაისვა ხელი.
-წამო რა სამებაში ავიდეთ, ახლა სიმშვიდე მჭირდება._დათოს თავი დაუკრა და გზას გავუდექით.
ტაძარში მართლაც სიმშვიდე დაგვხვდა, ლუკა ლოცულობდა და ხელი არ შევუშალე, გარეთ დავდექი მოაჯირთან და თბილისს გადავხედე. მალე მომიახლოვდა. ლაპარაკი უმძიმდა და ხმას არცერთი არ ვიღებდით. მომეხვია და ვეღარ მოვითმინე.
-შენ მას არ გავხარ ლუკა.
-მაგრამ ის მამაჩემია და მისი სისხლი მაქვს, იქნებ ვარ და ვმალავ?
-არა, არც კი გაბედო და ეგ გაიფიქრო, შენ ვერასდროს გაწირავ საკუთარ შვილს ასე.
-ლიკა ისიც არვიცი როგორი მამა ვიქნები, ვიქნები კი კარგი? მე იმდენად ცუდი მყავდა არც კი ვიცი როგორია მამა გყავდეს, რომელსაც უყვარხარ. მაგალითი არავინ მყავს რომ მივბაძო.
-მიბაძვა არ გჭირდება ლუკა, როცა ხელში აიყვან და დაინახავ თვითონვე მიხვდები რისი გაკეთებაა საჭირო. თვითონ გასწავლის სიყვარულს.
-არვიცი ლიკა, იმედი მაქვს მართალი ხარ.
-უნდა ვიყო, იმიტომ რომ მოსამზადებლად რვა თვე დაგრჩა._გაღიმებულმა გადავხედე და რეაქციას დავაკვირდი. ვერ მიხვდა.
-რვა? რატო მაინდამაი....._უცებ შემომხედა, ჩემი გაღიმებული სახის დანახვაზე დარწმუნდა, რომ სწორად მიხვდა. ხმა ვეღარ ამოიღო, გიჟივით გაეცინა, თვალებში შიში, ბედნიერება, სიხარული ყველაფერი ერთად უკიაფებდა. მომეხვია და მაგრად ჩამიხუტა.
ორსულობამ უცებ ჩაიარა, უნივერსიტეტში სიარული არც მიჭირდა, მე ვსწავლობდი ლუკა მუშაობდა, ყოველდღე უფრო ვღიპუცდებოდი და ლუკაც ყოვედღიურად პანიკდებოდა. არ ვაწვალებდი, არც ცუდი ორსულობა მქონია და არც ღამე წამომიყენებია სურვილებისთვის. მხოლოდ ის იყო მარტო არსად მიშვებდა, რაცარუნდა საქმე ქონოდა ყოველთვის მივყავდი და არც სახლში დაჯენას მთხოვდა. ორივე პატიმარს 20-20 წლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა. ლუკას კი არცერთხელ მიუკითხავს მამამისისთვის ისევე როგორც დათოს. აღარავინ გვაწუხებდა და ჩვენი ცხოვრებაც მშვიდად მიედინებოდა. 2-3 კვირა მაშორებდა მშობიარობას, ლუკა უკვე სახლიდან მუშაობდა და მარტოს აღარ მტოვებდა, გოგოები და დათო ჩვენი ხშირი სტუმრები იყვნენ. დედაც ახლოს ცხოვრობდა და ყველანაირად მეხმარებოდა.
აპრილის შუა რიცხვები იყო კარზე ზარი რომ გაისმა. ისე ვიყავი დამრგვალებული ნელნელა მოძრაობაც მიჭირდა და მე გავაღებო ლუკამ დაიძახა. ჩემს წიგნზე ვმუშაობდი ოთახში გაღებულ კარებს ტირილი რომ მოყვა. აცრემლებული, თვალებ დასიებული და დაწითლებული ანუკი შემოვიდა ნინისთან ერთად და დივანში ჩავარდა. მე და ლუკამ ერთმანეთს გადავხედეთ და ხელი გავუწოდე წამომაყენეთქო. შეძლებისდაგვარად მივუჩოჩდი ანუკის და თავზე ხელი გადავუსვი:
-ან წყალი ხომარ გინდა?
-მართალი იყავი ლიკა, ღმერთო როგორი მართალი, მე კი როგორ გეჩხუბე, უსირცხვილოდ გაქციე ზურგი. სწორი იყავი არ უნდა მივნდობოდი, ალბათ ადამიანები მართლაც არიცვლებიან._ტირილი გააგრძელა და უფრო მომეხუტა.დავინახე როგორ შეკრა წარბები ლუკამ.
-დათო?
-ერთად ვიყავით კაფეში, ბართან რომ მივიდა, მისი ტელეფონი კი არ წყვეტდა ვიბრაციას.გეფიცები არც კი მიფიქრია რამე წამეკითხა, უბრალოდ ხელი მოვკიდე ხმა რომ გამომერთო და ეკრანს რომ შევხედე, გული გამისკდა, ათობით მესიჯი იყო, თანაც ვისგან წარმოიდგინე, შორენკასგან. თუ ხვდები ვისში გამცვალა?_ისევ ატირდა და ისევ დამადო თავი გულზე.
-კი მაგრამ.....
-აღარ მიხსენო ლუკა, მისი სახელიც კი არ მიხსენო_მეც ავტირდი ისე გულამოსკვნილი ტიროდა. სამივე ვცახცახებდით და ერთმანეთს ვეხუტებოდით. ამაზე ლუკა სულ გაგიჟდა ახლა შენთვის ნერვიულობა არ შეიძლებო და ტელეფონი ამოაძვრინა.
-სად ხარ ვაჟბატონო?_ასეთი მკაცრი ხმა ლუკადან არასდროს გამიგონია და შეშინებული წამოვდექი ფეხზე
-ფეხი არსად გაადგა_იგივე ტონით თქვა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. ხელით მანიშნა დაჯექიო და თავზე მაკოცა.
-მალე მოვალ.
-ლუკა არ გინდა, თავი დაანებე, ჩემ გამო არ ღირს ჩემი ბრალია._ანუკი ძლივს ლაპარაკობდა ისე ახრჩობდა ცრემლები. გული მეტკინა, რომ მივხვდი როგორ ყვარებია.
-რას ნიშნავს არ ღირს, თქვენ ჩემი ოჯახი ხართ, ვერავინ შეგეხებათ, თუნდაც ჩემი ძმაკაცი იყოს. მოსაცმლისთვის გავიდა მისმა ცივმა ხმამ ტვინში რომ დამარტყა. წარმოვიდგინე როგორ იჩხუბებდნენ და გამაცია, რამე რომ მოსვლოდათ რომელიმეს? რატომღაც ფეხები დამისველდა, მაგრამ ვერ გავიაზრე რატომ. ანუკიმ წამიერად შეწყვიტა ტირილი და ლუკასკენ გაიქცა, ნინი კი მე მომეხვია.
-ლუკა, ლუკა არ წახვიდე, ჩემი ნათლული ლუკააა. (15)
რამდენიმე საათში უკვე მე ვკიოდი და ვტიროდი ტკივილებიდან და ვცდილობდი პაწაწუნა არსებას ცხოვრების დაწყებაში დავხმარებოდი.
-რა ლამაზი გოგონა გყავთ-ახარეს დერეფანში ნერვიულად მოსიარულე ტრიოს და სამივე ჩემსკენ გამოემართა. ლუკა ბედნიერებისგან დაფრინავდა შვილი რომ ხელში ჩაუწვინეს და ისიც კი ვერ მოახერხა კარებში შემომავალი დათოსთვის მკაცრად გაეხედა. ლიკა სწორი იყო, შვილი ასწავლიდა როგორი მამაც უნდა ყოფილიყო.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
-ნიაა, შეგიძლია ანდრიას ჰალსტუხის გაკეთებაში დაეხმარო?
-კი დედიკო, უკვე ვუკეთებ.
-მამიკო შენ სად ხარ აბა?
-ვსო, მეც მოვედი_ ჰალსტუხის სწორებით შემოვიდა ლუკა ოთახში და ისევ პატარა ბავშვივით ამიჩქარა გული. რითი დავიმსახურე ასეთი სიყვარული?
-საყვარელო რა ლამაზი ხარ_კისერში მაკოცა რომ დავტუქსე.
-ლუკა ბავშვები_სწორედ ამ დროს შემოიყვანა ნიამ ხელჩაკიდებული ანდრია და ჩვენც მანქანისკენ გავემართეთ.
ქორწილში ლიმუზინით მივდიოდით, ანდრიამ რომ წუწუნი დაიწყო:
-რატომ უნდა მეკეთოს ნათლიას ქორწილში ჰალსტუხიი? მინდა მამიკოსავეთ ბანტი მქონდეეს.
-დე ჰალსტუხი უფრო ლამაზია, მამიკომ კი არ დაუჯერა დედიკოს და მიტომ უკეთია, თან ნახე როგორ გიხდება?
ცერემონიაზე მალე მივედით, ნიამ თავისი ქუჩქუჩა კაბით მედიდურად გააბიჯა ანუკისკენ და ხელები გაუშვირა, დიდი ქალივით ჩაეხუტა და მიულოცა, ღმერთო ის ხომ მხოლოდ 5 წლის იყო, ასე გაზრდა როდის მოასწრო? ანდრია კი მამას ეკონწიალებოდა ამიყვანეო და ლუკა საშველად მე მეძახდა, ის ხომ მეჯვარე იყო. შევყურებდი ბედნიერ ანუკის და დათოს და მიხაროდა რომ ყველა დაბრკოლება გადალახეს, რაღაცით მე და ლუკასაც გვგავდნენ, ჩვენსავეთ ბევრის დაპირისპირება გაიარეს, ლამის შორენკას დაგებულ მახეზეც კი წამოეგნენ მაგრამ სიყვარულმა სიმართლე მალე გამოამჟღავნა და დღეს ბედნიერი დღე ჰქონდათ. მიხაროდა რომ მათი სახეები სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავდნენ, ღიმილით ამომიდგა ნინი გვერდით და ანუკისკენ გავემართეთ, დღეს მისი დღე იყო....

2 წლის შემდეგ:
არიცოდა, ლიკას ვერ გაეგო რაზე უფრო ნერვიულობდა, ლუკასთვის რომ ახალი ამბავი ქონდა სათქმელი თუ წიგნის ფინალს რომ კითხულობდა ფანებისთვის. უკვე ორი კვირა იყო მისი წიგნი რომანების გაყიდვაში ლიდერობდა და პიარ-მენეჯერმა ურჩია ასეთი საღამო მოეწყო და წიგნზე ხელსაც მოუწერდა მსურველებს. ამ საღამომდე ლუკას დააფიცა, რომ წიგნს არ წაიკითხავდა.
შავი სადა, ელეგანტური კაბა ჩაიცვა ,რომელიც სინათლეე ოდნავ ბრწყინვდა.
-როგორ ახერხებ დღემდე მაოცებდე სილამაზით_კარებიდან ასევე ელეგანტურად გამოწყობილი ლუკა უმზერდა და დიდი ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა ცალ მხარეზე აჭრილ კაბაში ლიკას ფეხი ბოლომდე რომ გამოუჩნდა.
-ლუკა არ დაიხრჩვე _სიცილით გამოხედა და მისი მოახლოება არ შეიმჩნია.
-ვერასდროს გავძღები ვერც შენი ყურებით და ვერც შენი მოფერებით_ცხვირი კისერში გაუხახუნა და თვალები დაახუჭინა.
-ლუკა სახლში ორი ბავშვი გვყავს,_თუმცა მერე ვეღარც თვითონ მოთმინა და ტუჩები შეაგება. ტყუილი ყოფილა როცა ამბობენ სიყვარული მალე ქრებაო, ან დაქორწინება რამეს ცვლისო. ერთი დღეც კი არ გასულა რომარ ყვარებოდათ, მაშინაც კი როცა ერთმანეთს დახოცავდნენ და გაიბუტებოდნენ, მაშინაც გრძნობდნენ როგორ გიჟდებოდნენ ერთმანეთზე.
-წავიდეთ თორემ დაგვაგვიანდება, ბავშვები ანუკიმ წაიყვანა.
ანერვიულებული შევიდა წიგნის მაღაზიაში, უკვე ყველა მას ელოდა და ამან ნერვიულობა გაუორმაგა. აინტერესებდა როგორ მიიღებდა ლუკა, რას მიხვდებოდნენ დამსწრე მეგობრები.
წიგნი ხელში აიღო, მაღალ სკამზე ჩამოჯდა, ხალხს მიესალმა და გადაშალა, მზერით ლუკას მიეფერა ანდრია რომ ეჯდა კალთაში და მის გვერდით დიდი ქალივით მჯდარ ნიასაც შეავლო თვალი და დაიწყო.
„არიცოდა რითი დაიმსახურა ასეთი ბედნიერება, მას ხომ ერთადერთი ოცნება გააჩნდა, ქონოდა სიყვარულით სავსე ოჯახი და ბედნიერი ყოფილიყო, არასდროს უნატრია სიმდიდრე, სილამაზე, ან მსგავსი მატერიალური, მხოლოდ სიყვარულს ეძებდა და იპოვა კიდეც. ბედნიერმა ჩაიხუტა სიფრიფანა ფურცელი და საავადმყოფოს კიბეები ისე ბედნიერმა ჩამოირბინა ვერც კი მიხვდა, რომ ტიროდა“_ლუკა გაოცებული მიყურებდა და საავადმყოფოს ხსენებაზე წარბები შეკრა, აი რატომ არ ვაკითხებდი წიგნის ბოლო გვერდებს._“ფურცელი გზაში ისე ფრთხილად მიჰქონდა გეგონებოდათ არუნდოდა რამე დაშავებოდა. მანქანაში ყურებამდე გაღიმებული იჯდა, წარმოედგინა მისი საყვარელი ქმრის სახე ახალ ამბავს რომ ეტყოდა, ისევ რომ მოუწევდათ ორჯერ განცდილი ბედნიერების გამეორება, გეგმებს აწყობდა და საუკეთესო ამოირჩია, უბრალო საქმე ხომარ იყო? მესამედ უნდა ეთქვა ქმრისთვის რომ შვილს უჩენდა, მესამედ გახდიდა მამას, მესამე პატარა ეყოლებოდათ და მათი ოჯახი კიდევ უფრო გაიზრდებოდა. ვინ იცის წინ კიდევ რამხელა ბედნიერება ელოდა.“
კითხვა დაამთავრა ლიკამ და ხალხს ახედა, ყველა ტაშს უკრავდა გაღიმებული, ძლივს შეძლო ლუკასთვის შეეხედა, რომ რეაქცია ენახა, ლუკა კი იჯდა გაოცებული, ტაშის დასაკრავად გამოწეული ხელები გაშეშებოდა და გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ლიკას. ანდრია ფრთხილად ჩამოსვა და ცოლისკენ გაიქცა, არ შეეძლო არ ჩახუტებოდა, არ შეეძლო მუცელს არ მოფერებოდა და ლიკას სურნელი არ ეგძნო.
-ხედავ? შენი ცოლი ოჯახში გენდერულ თანასწორობას არღვევს_სიცილით უთხრა ლიკამ.
-არაუშავს, რამდენიმე წელში ისევ აღვადგენთ, ჩვენ ხომ ყოველთვის დიდი ოჯახი გვინდოდა_ და მოუთმენლად დაეწაფა ლიკას ტუჩებს_გმადლობ რომ მაბედნიერებ ლიკა.
ჩახუტებულმა ლუკას ბეჭიდან გადახედა ხალხს, ნინი ბოლო ხმაზე კიოდა, ხტუნავდა და ტაშს უკრავდა, ანუკისაც უნდოდა მიებაძა, მაგრამ რვა თვის მუცელი არ აძლევდა საშუალებას, არც შეშინებული დათო არაფერი დაგემართოსო და მხოლოდ კივილსა და ტაშის დაკვრას დაჯერდა, ნია კი ანდრიასთან ერთად გარბოდა დედისკენ რომ ჩახუტებოდა.
აცრემლებულმა ჩაიხუტა ორივე ლიკამ და ლუკას ხელებიც მაშინვე იგრძნო. თავი ვეღარ შეიკავა, როცა დათო ანუკი და ნინიც მოეხვივნენ და ტირილი დაიწყო. სწორედ ისეთი დიდი ოჯახი ყავდა როგორზეც ოცნებობდა...



№1 სტუმარი basketista

შოკ!!!შოკ!!!შოკ!!! scream რა იყო ეს!!! scream scream გავგიჟდი გადავირიე სასწაული ხარ. heart_eyes რა იყო ეს? anguished
მაგარი ხარ სიტყვები არ მყოფნის რომ ჩემი ემოცია გადმოვცე. kissing_heart ბრავო kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent