შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანუკი(22)


28-12-2017, 22:28
ავტორი sati
ნანახია 3 350

***
ანუკის ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა, ის შუა გზაზე იყო, ბაკურიანში მიდიოდა. ეგონა რომ ალექსანდრე რეკავდა, ტელეფონი ისე გამორთო რომ არც დაუხედავს მართლა ალექსანდრე იყო თუ არა. გზაში სულ ღაპაღუპით ჩამოდიოდა ცრემლები. არ ელოდებოდა რომ ესე ადვილად დაითანხმებდა მას ხელის მოწერაზე, რომ ტატო დაეხმარებოდა და არ გააჩერებდა, რომ რეზი ლიზის შეაჩერებდა. თავიდან ყველაფერი ესე ჰქონდა დაგეგმილი, ეგონა რომ უკეთ იგრძნობდა თავს, მაგრამ ოდნავაც არ უშველა შურისძიებამ. არც ლიზის სახის დანახვამ არ აგრძნობინა უკეთ და არც ალექსის. იცოდა რომ ახლა ყველა მის მოძებნას ეცდებოდა, ამიტომ ფანჯარა ჩაწია და ტელეფონი გადააგდო. თავის ძველ სახლში მივიდა, რომელიც კოტეჯს წააგავდა. დიდიხანი იქ არავინ ყოფილა, მაგრამ ანუკის უყვარდა იქაუურობა, სიმშვიდე... სიწყნარე. სულ დაავიწყდა ეს რას ნიშნავდა, როდესაც არავიზე და არფერზე არ ჰქონდა სანერვიულო. გაუთავებლად ტიროდა, ძლივს იხედებოდა თვალებიდან, ცოტაც და ალბათ მოსახვევში ავარიაში მოყვებოდა. მანქანა გააჩერა, თავი საჭეზე დადო და ტირილი დაიწყო.
-დებილი, არაკაცი! ცხოველი! იდიოტი! დამპალი! თვალთმაქცი! ორპირი! მოღალატე! ეგოისტი! არამზადა! ველური!
უკვე სუნთქვაც უჭირდა, ტირილსაც ვერ წყვეტდა.
-ღმერთო ესეთი რატო შემიყვარდა... ესეთი... ველური... ცხოველი...-ცოტახანში დამშვიდდა და გზა განაგრძო. მანქანიდან რომ გადმოვიდა იგრძნო რომ შესცივდა, დაავიწყდა თბილი ტანსაცმლის ჩადება. გაახსენდა როდესაც იგივე დაემართა ალექსანდრესთან ერთად.
***
-კიდე უფრო ნელა ვერა?-ანუკის ისე ციოდა ძლივს ლაპარაკობდა. ალექსმა პარკები ძირს დადო, კურტკა გაიხადა და ანუკის შემოაფარა, შემდეგ კარი გააღო. ანუკი გიჟივით შევარდა, ალექსს კი გაეცინა.
-შემდეგზე მომისმენ ალბათ და დამიჯერებ.
-ძაან სასაცილოა.
-მაცადე და დავნთებ ბუხარს-კარი დახურა, საჭმელები მაგიდაზე დადო და თბილი ადიალა გამოუტანა და დააფარა. შემდეგ კი ბუხრის დანთება დაიწყო.
-ალექსანდრე...
-რა?
-რატო დაშორდი ლიზის?
-შენთვის ეხლა ეს არანაირ მნიშვნელობას არ ატარებს.
-მაინც?
-ნუკი, მოდი ძალა საღამოსთვის მოიკრიბე, დაგჭირდება ლომკები რო დაგეწყება.
***
ის დღე რატომღაც ისე თბილად გაახსენდა... გაახსენდა ალექსანდრეს ზრუნვა, თბილი სიტყვები... ღამე ერთად რომ ეძინათ... რომ წამითაც არ შორდებოდა მას, თუ როგორ შეეშინდა როდესაც გაიღვიძა და ალექსანდრე არ დახვდა.
***
-ალექსანდრე! ხელი გამიხსენი. ალექსს!!! ჯანდაბა!-ცალი ხელით უჯრა გამოაღო, იქ მაკრატელი იპოვა და თოკის გაჭრა დაიწყო. შემდეგ წამოდგა და მისაღებში გავიდა, ფეხზე ძლივს იდგა, თან თავბრუ ეხვეოდა.
-ალექს!! არ მეცინება-უცებ სამზარეულოდან ხმა მოესმა და შეკრთა-ალექს?!! ვინ არის აქ?-თვალებიდამ ცრემლი წამოუვიდა-ალექსს!!
მოულოდნელად კარი გაიღო და ა,ექსანდრე შემოვიდა, ანუკი მაკრატელით შებრუნდა, არ ეგონა რომ ალექსი იქნებოდა. მაკრატელი ხელიდან გააგდო, ალექსს მივარდა და ჩაეხუტა.
-სად იყავი... სამზარეულოში ვიღაც არი-ალექსმა წესიერად ვერაფერი გაიგონა ანუკის ტირილში. არ ელოდა ანუკის ესეთ ქცევას.
-დამშვიდდი-ხელი მოკიდა, მის უკან დააყენა და სამზარეულოში გავიდა-ნუკი-გაკვირვებულმა შეხედა, რადგან იქ არავინ იყო-რაღაც მოგესმა-უკვე ანერვიულებული უყურებდა-მოგეჩვენა.
-სად იყავი-ძლივს წარმოთქვა.
-ტანსაცმელი გიყიდე. რა დაგემართა?
-არ...აფერი, აღარ წახვიდე გაუფრთხილებლად და ეს თოკები, საერთოდ მოაშორე...-ნელა გავიდა ოთახში და დაწვა. ალექსი ოთახთან მივიდა და კარს მიეყუდა.
-შენ ექიმს ველაპარაკე. აინტერესებდა შენი მდგომარეობა, ვიტამინები, ბოსტნეული და სითხე მიიღოსო.
-ჰო...
-ხვალ თუ უკეთ იქნები სათხილამუროდ წავიდეთ...
***
მიუხედავად ყველაფრისა მაინც არ ფიქრობდა რომ ზედმეტი მოუვიდა. პირიქით, თითქოს ალექსანდრე ამას იმსახურებდა, ლიზიც...
ცოტახანში გამოფხიზლდა და მიხვდა რომ საკმარისად დიდხანს იდგა რომ გაყინულიყო, მანქანიდან საჭმელები და ტანსაცმელი ძლივს გადმოიტანა და შიგნით შევარდა. სახლში არანაკლებ ციოდა, ორი ჯემპრი ჩაიცვა და ისევ გარეთ გაბრუნდა შეშის ასაღებად. ისე მოათრევდა ცოტაც და ალბათ ფეხზე დაეცემოდა. მაგრამ ის არ წუწუნებდა, მარტოობა ახლა ის იყო რაც მას ჭირდებოდა. ბუხარი დაანთო და დაქანცული დაჯდა დივანზე. ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
-რაო ბატონო ტატო, სად ბრძანდებით, ან ალექსანდრე? მორალს არავინ წამიკითხავს. სიმშვიდე, სიწყნარე. ამაზე უკეთესი რა შეილება იყოს... უკვე ჩემ თავს ველაპარაკები. ბრავო იმდენი მოახერხე ალექსს რომ გავგიჟდი კიდეც. სამაგიეროდ აქ ვინმე მაინც მისმენს, მაგალითად ბუხარი, კედლები, მაგიდა, შეშა, სკამი, ტელევიზორი, კარადა... სულ გარეკე ანუკი. სულ! და ვის გამო? ერთი... ერთი... ცხოველის გამო. არავინ არ შემოვარდება რომ შემაჩეროს? ალბათ ჯერ გზაში არიან. კარგი გაცდით ცოტახანი. ჯანდაბა, ტელეფონის გადაგდება არ იყო საუკეთესო იდეა. ეხლა რა ვაკეთო? ფული მაინც წამოვიღე? ა, ბარათი მაქვს. ხვალ სათხილამუროდ წავალ, ესე რომ მექაჩებოდი ალექს... ღმერთო სულ გავრეკე-სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა, გადასაფარებელი აიღო, გადაიფარა და დაიძინა.
დილით ელოდებოდა რომ ვინმეს უკვე ნაპოვნი ეყოლებოდა, მაგრამ არა. მარტო იყო. საათიც კი არ იცოდა რომელი იყო. წამოდგა, თვალები მოიფშვნიტა და ბუხართან მივიდა. შეშა დაამატა და ისევ თავიდან ააგიზგიზა. შემდეგ კი ყავის მოდუღება დაიწყო. ჩემოდანი გახსნა, კურტკა ამოიღო, ჩაიცვა და ყავასთან ერთად გავიდა გარეთ. ისევ მოუკიდა სიგარეტს, მაგრამ თითქოს ალექსანდრეს ხმა ჩაესმა...
,,საფერფლე ხარ?’’
-არა... გავგიჟდი?
,,თუ ესე გევასება ბიჩოკიც მოწიე და საერთოდ პირში ჩაიფერფლე’’
-ღმერთო აქაც არ მანებებს თავს.
,,არასდროს არ მოგეშვები’’
-გავგიჟდი? ვგიჟდები? რა მჭირს...
,,ალბათ’’
-მომშორდი... ნუღა მელაპარაკები.
,,გადააგდე და მოგეშვები’’
-მომშორდი თქო!!!!
გამვლელებმა ისე შეხედეს ანუკი სულ გაწითლდა.
-ცუდი ძაღლი!-თითქოს ძაღლს უყვიროდა რომელიც იქ არც მდგარა. ეს კიდე უფრო გიჟს ამგვანებდა. სიგარეტი მართლაც რომ გადააგდო და შიგნით შევიდა.
-რა მემართება... -ჩანთა და გასაღები აიღო და გავიდა, შემდეგ კი ბანკომატი მოძებნა და ფული გამოიტანა. ჯერ ტელეფონის საყიდლად წავიდა, საღამოს კი სათხილამუროდ. ბევრს შეიძლება მოსაწყენად მოჩვენებოდა დროის ამგვარი გატარება, მაგრამ ანუკის მარტოობაზე მეტად არაფერი უყვარდა. მონატრებული ყავდა სიმშვიდე, სიწყნარე და სიმარტოვე. როდესაც არავინ არ ეუბნება რა და როგორ გაატაროს, თუ როგორი უმაქნისია, უინტერესო და დაუმორჩილებელი. ესე შეეძლო ერთი კვირა, თვე ან საერთოდ წელი გაეტარებინა. სახლში რომ დაბრუნდა მიხვდა რომ ვერ იყო კარგად, სურდო ჰქონდა და ახველებდა. ისევ გასვლა სახლიდან კი ეზარებოდა, ჩაის გარდა არაფერი ჰქონდა რაც დაეხმარებოდა მოშუშებაში. ამიტომ ჩაი დალია და ისევ დასაძინებლად დაწვა. მაგრამ ამან არ უშველა და ღამით სიცხემ აუწია. დილით უკვე უკეთ გრძნობდა თავს, რომ გაიღვიძა წამოდგომა სცადა, მაგრამ მაშინვე ვიღაცამ შეაჩერა. რომ აიხედა ტატო და სანდრო დაინახა და მაშინვე შეკრთა.
-არ გველოდი ხო?-ტატომ შუბლზე ტილო დაადო.
ანუკიმ ისევ წამოდგომა სცადა, რათა დარწმუნებულიყო მართლა ისინი იყვნენ თუ არა.
-რო გირეკავენ არ გასწავლეს ტელეფონის აღება?-სანდროც მის წინ დაჯდა.
-როგორ მიპოვეთ?
-კარტიდან ფული მოხსენი, მამაშენმა გვითხრა.
-ალექსანდრეც აქ არის?
ტატომ და სანდრომ ერთმანეთს გადახედეს.
-არა, არ არის-ტატომ იქამდე უპასუხა სანამ სანდრო პირს გააღებდა.
-მე აქ ვრჩები, არ მინდა თბილისში. ზურა დამბრიდავს. აქაც კარგად ვარ.
-კი, ვხედავთ. თან რა კარგად უვლი შენ თავს-ტატომ მისი თმით დაიწყო თამაში და გაუღიმა.
-ვუვლი, აი ბუხარი დავანთე, კიდე საჭმელი მაქ.
-იმიტო ხარ კარგად. ვაფშე ხო გაგშორდა აქ გამოქცევა რაღა საჭირო იყო?
-ალოო? ზურა?
-მამაშენი ისე ცუდად გახდა შენთვის არ ეცალა.
-რა ჭირს?
-ისეთი არაფერი, წნევა აქ და წევს.
-წნევა ჰო? მე კიდე კინაღამ მოვკვდი. ამას კიდე წნევა აქვს! წამით ინერვიულა ჩემზე?!-ანუკი შეპყრობილივით წამოხტა-ვინ ინერვიულა ჩემზე?! ვინ გამაშორა იმ ველურ უბედურებას?! ვინ?!!
-დამშვიდდი-ტატომ ნელა დააწვინა ანუკი და ტილო ისევ შუბლზე დაადო.
-არ მინდა ეს იდიოტიზმი!-ანუკიმ მოიხსნა და ბუხარში შეაგდო-წნევა! ღმერთო რა მომხდარა.
სანდროს გაეღიმა.
-მე მეგონა უფრო უარესს მდგომარეობაში ვიპოვიდით, მაგალითად მთვრალს, ან პახმელიაზე, მარტო სიგარეტით შემოფარგლულა-ჩანთიდან პაჩკა ამოაცურა.
-სულ შენი იყოს-ანუკიმ მიახალა, რაზეც ორივემ გაკვირვებულებმა შეხედეს.
-ოჰ, კიდე გაქ თუ რა იყო?
-არ მჭირდება. სუნი აქ საშინელი.
-როდიდან.
-დაკითხვაზე ვარ?
-აშკარად ჩვენმა მოსვლამ გააღიზიანა. კაი აქ ვერაფერს ვიზამთ, წავედით.
-აუ რა კაია მიდიხართ.
-არა, შენც მოდიხარ-ტატო წამოდგა.
-სად ერთი?
-თბილისში.
-არა, ჩემი გეგმა ესეთია. შემდეგი სემესტრიდან ვეცდები წავიდე უნივერსიტეტში, ვეტყვი რომ აკადემიური მქონდა აღებული. შემდეგი სემესტრი კი ერთ თვეშია. ერთი თვე აქ ვიქნები, მერე გავფრინდები, ფული საკმარისად მაქვს.
-მაგას მერეც მოასწრებ. წავედით-ტატომ მისი წამოყენება სცადა.
-რა ხდება? რატო მექაჩებით ესე ძაან თბილისში?
ისევ ერთმანეთს გადახედეს.
-რა გადახედვებია ეს?-თვითონ წამოდგა და ორივეს გახედა.
-იმ საღამოს....
-რა იმ საღამოს ამოღერღოს რომელიმემ.
-იცი, ცოტა არ იყოს აუტანელი გახდი. იმ საღამოს მერე, როცა რაღაცას გეუბნებიან უნდა გააკეთო. ადექი და წადი მანქანაში, ჩვენ შენ ჩანთას მოვიტანთ და ჩავდებთ. გასაღებები ჩვენ გვაქვს, ეს იმ შემთხვევაში თუ ჩვენზე მალე გადაწყვეტ წასვლას. მორჩა მანქანაში!-ტატომ არ დააცადა სანდროს რაიმის მოყოლა ისე შეაწყვეტინა. ნუკიმაც ბევრი არ ალოდინა და სულ ბუზღუნით წავიდა მანქანაში.
-ესე არ შეილება, უნდა იცოდეს.
-გაიგებს მერე, ეხლა არ არის კარგად.
-ტატო, ამისთვის სწორი მომენტი არ არსებობს.
-ამ ყ*ის გამო ანუკიმ ბევრი რამ გადაიტანა. წარმოდგენაც არ მაქვს რას მოიმოქმედებს როდესაც ამ ყველაფერს გაიგებს, ძლივს დააღწია ამას თავი, ეხლა თავის თავს დააბრალებს ყველაფერს. და ყველაფერი თავიდან დაიწყება, ამჯერად კაცმა იცის რა იქნება, ნარკოტიკები თუ ისევ სასმელი.
-ესეთი ცუდი წარმოდგენა აქ მასზე? უბრალოდ უყვარს. იცი სიყვარული რას ნიშნავს? როდესაც ორ ადამიანს ისეთი კავშირი აქვთ ერთმანეთთან რომელსაც ვერ გაწყვეტ. ის ლიზი და ალექსი 5წელი იყვნენ ერთად მაგრამ ანუკის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს, რადგან ისე არ უყვარდათ ერთმანეთი. ეს ორი.. როგორც არ უნდა ეცადო, მაინც გაიგებს ამ ყველაფერს, ისევ დაუბრუნდება. დროა გაუშვა, აღარ არის ორი წლის. თვითონ შეულია გადაწყვიტოს როდის როგორ მოიქცეს.
-შენ? შენთვის უკეთესი არ არის რომ არ ნახოს?
-მე არ ვარ ეგოისტი, ჩემთვის უკეთესია რომ ანუკი ბედნიერი იყოს და მორჩა. თუ ეს ბედნიერება გულისხმობს მასთან ყოფნას, მე სხვა გზა არ ამქვს გარდა იმისა რომ მივცე ამის უფლება. შენ არ გაქვს იმის უფლება რომ ამ ყველაფერში ჩაერიო. ეს მისი ცხოვრებაა. დამთავრდა ტატო ის დრო როდესაც მის გამო ყველას ცემდი, აშინებდი, ცდილობდი ნებისმიერი საფრთხისგან აგერიდებინა. მესმის, უკეთესი გინდა მაგრამ მისთვის უკეთესი ახლა საავადმყოფოში მასთან ერთად ყოფნაა, თუ ამას არ მოისურვებს რათქმაუნდა ნება მისია, რაშიც ეჭვი მეპარება.
-შენნაირთან რატო არ არი.
-არ ვიცი.
-ძაან გიყვარს?
-ვერ წარმოიდგენ.
-პატივს გცემ, მე იგივეს არ გავაკეთებდი ანუკისთვის შენ ადგილზე. უბრალოდ დავიკიდებდი, შენ...
-რანარიად ლაპარაკობ ბიძაშვილზე.
-სხვა რამეს ვგულისხმობ. შენ ადგილზე, მე ამდენი ხანი არ მეყვარებოდა თქო. კაი წავიდეთ. გზაში ვეტყვი რა და როგორ.
ორივე გარეთ გავიდა.
-ჩაჯექი მანქანაში წავედით-ჩანთები ჩადეს საბარგულში, მაგრამ ანუკი არ გარყეულა.
-რას ნიშნავს ალექსანდრეს მდგომარეობა კრიტიკულია? რატო გწერს მამაჩემი რომ ალექსანდრეს მდგომაროება კრიტიკულია? რა ჭირს?- ხელში ტატოს ტელეფონი ეკავა.
-სხვის ტელეფონში ქექვა ცუდი ჩვევაა.
-ტატო არ მეცინება. რა ჭირს?
-გზაში მოგიყვებით, ჩაჯექი-სანდრომ მისი მანქანაში ჩასმა სცადა მაგრამ არ გამოუვიდა.
-დროზე მეტყვით თუ დავურეკო ზურას?
-გუშინ, როდესაც ალექსანდრე მანქანით გამოგეკიდა, გზა ჯვარედინზე გამოვარდა, წითელი რომ იყო ანთებული ვერ შეამჩნია და სატვირთოს შეეჯახა.
ანუკის ხმა ჩაწყდა და სახეზე გაფითრდა.
-რა... თ-ქვი?
-მთელი ღამე კომაში იყო...
მანქანის წინ ჩაიკუზა და ხელები სახეზე აიფარა.ორივე გაშეშებული იდგა, არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, მოულოდნელად ანუკი წამოხტა, ტატოს გასაღები წაართვა, მანქანაში ჩაჯდა და სანამ რომელიმე რეაგირებას მოახდენდა მანქანა დაძრა და თბილისში წავიდა. მოყინულ გზებზე მთელი სისწრაფით მიაქანებდა მანქანას. ცალი ხელით კი ზურას წერდა.
,,გამახსენე რომელ საავადმყოფოში ხართ?’’
ზურამაც მისამართი მიწერა, რადგან ტატო ეგონა.
,,ჩვენ ეხლა წამოვედით, ნინაც და გიოც წავიდნენ. მარტო დიტო დარჩა’’
შემდეგ ტელეფონი უკან გადააგდო და სიჩქარეს კიდე უფრო მოუმატა, რადგან უკან ტატო და სანდრო დაინახა. როგორც კი თბილისში ჩავიდა. მაშინვე საავადმყოფოში წავიდა.
-ალექსანდრე... -გვარი სულ გადაავიწყდა, ამ დროს დიტო დაინახა და მას მივარდა-რომელ პალატაშია?
-შენ საიდან გაიგე?
-რომელ პალატაშია მეთქი!!
-ჰოლის ბოლოში მარჯვენა მხარეს. მაგრამ... იქ...
აღარ მოუსმინა და პალატისკენ გაიქცა, ოთახში რომ შევიდა ლიზი დაინახა, ინვალიდის ეტლში იჯდა ალექსანდრეს საწოლის გვერდით.
-მოხვედი ხო?! შენი ბრალია ყველაფერი! შენ რომ არ გამოჩენილიყავი ჩვენ ცხოვრებაში ეს არაფერი არ მოხდებოდა!! მოახერხე და მაინც დაგვაშორე!! რა გქვია ამის შემდეგ?!! გინდა მითხრა რომ გიყვარს? მე მიყვარს! მთელი ღამე მის გვერდით გავატარე-უცებ მუცელზე მოიკიდა ხელი და ტკივილისგან სახე შეეკუმშა-ღმერთო... ოღონდ ეს არა...
ამ დროს დიტოც შემოვიდა, ექიმს დაუძახა და ლიზი გააყვანინა.
-ანუკი წამო გავიდეთ...
-არა. მარტო დამტოვე.
-ვერ დაგტოვებ, სახეზე ფერი არ გ...
-მარტო დამტოვე მეთქი!!
დიტო გარეთ გავიდა და კარი მოიხურა, ის კი მაშინვე ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო.
-ღმერთო რა გავაკეთე....-სუნთქვა გაუხშირდა, ხელები გაუოფლიანდა და თვალებში დაუბნელდა. განძრევა არ უნდოდა, პარალიზებული იყო, ისიც კი ეშინოდა რომ მის საწოლთან მისულიყო და ხელი ჩაეჭიდა. რადგან ხვდებოდა რომ ამის არანაირი უფლება არ გააჩნდა, მან ის მიატოვა, მისი ცოლი აღარ იყო, მასზე შური იძია, გული ატკინა... და გაანადგურა. ეს კი არანაირ სიამოვნებას არ ანიჭებდა. გული ეწვოდა... საკუთარ თავს ლანძღავდა და ნატრობდა ალექსანდრეს მაგივრად ყოფილიყო იმ საწოლში, ათას აპარატზე და მილზე შეერთებული. ნეტა ის მოხვედროდა ავარიაში, მისთვის ეს უფრო ადვილი იქნებოდა. სულ რომ მთელი ცხოვრება პარალიზებული დარჩენილიყო, ის ურჩევნოდა, ვიდრე ალექსანდრეს ესეთ მდგომარეობაში დანახვა. როგორც ჩანს იქ ჩაეძინა, რადგან თვალები რომ გაახილა უკვე საღამო იყო. ნელა წამოდგა და სავარძელზე გადაჯდა. ისევ ჩუმად იჯდა და უყურებდა. მერე ისევ დიტო შემოვიდა.
-საჭმელი მოგიტანე.
-არ მშია.
-მთელი დღეა აქ ზიხარ, სანდრო და ტატო მოვიდნენ... ნერვიულობენ.
-არავინ არ შემოუშვა-ცრემლები მოიწმინდა და დიტოს სერიოზული გამომეტყველებით შეხედა.
-თუ ალექსანდრე გიყვარს და ოდნავ მაინც ცემ პატივს, არც ერთი არ შემოუშვა. გევედრები. არ ვიცი დაცვას უთხარი ან რამე... ვიცი ამის უფლება აღარ მაქვს, მისი ცოლი არ ვარ... მაგრამ...
-ანუკი, როგორც კი წახვედი ის დოკუმენტები გადახია. არაფერი არ გამოგივიდა.
-რა ქნა?
ალექსანდრეს ჩანთიდან გადახეული და დანაკუწებული ფურცლები ამოიღო.
-დიტო გეხვეწები მარტო დამტოვე-არ უნდოდა ვინმეს ესეთ მდგომარეობაში ენახა.
-საჭმელს გიტოვებ და გეხვეწები ჭამე რამე...-ფურცლები და საჭმელი მაგიდაზე დადო და გავიდა. ანუკის გაეღიმა.
-არასდროს არ დამანებებ ალბათ თავს... -ცრემლები შეიკავა და ზევით აიხედა-არ მომშორდება...მართლა ვუყვარვარ?-ალექსანდრესთან გადადგა სკამი და მის გვერდით დაჯდა-მემგონი ყველაფერი გესმის. ამბობენ როდესაც ადამიანი კომაშია და მას ელაპარაკები, ყველაფერი ახსენდება. რა გელაპარაკო? არაფრის საშუალებას არ მაძლევ. ვერ გივიწყებ, ვერ გტოვებ... ვერაფერს ვერ ვაკეთებ ისე რომ შენ არ გამახსენდე, ან არ ჩამჩურჩულებდე ყურში რომ ეს არ გავაკეთო. სიგარეტი გადავაგდე. ეს როგორ გამოგდის? ტელეკინეზი თუ ტელეპატია თუ რა არის? როგორ შეგიძლია რომ ყველგან დამყვებოდე. თითქოს დანას მირტყავ, შენი საქციელებით შენ თავს მაშორებ, მე კიდე უკან ვბრუნდები. შენ სულ სხვა რამეს ამბობ, შენი საქციელები კი სხვას... იცი რა გეგმები მქონდა? უკვე გავაგზავნე აპლიკაცია უნივერსიტეტში, მიმიღეს, ვუთხარი რომ აკადემიური მქონდა აღებული.. ალბათ ჩემი ბედი სწავლა არ არის. მე არ უნდა ვიჯდე აქ, არანაირი უფლება არ მაქვს. აქ ლიზი უნდა იჯდეს. მე და შენ... ჩვენ ერთად ვერასდროს ვიქნებით. სულ ვტკენთ ერთმანეთს და ვანადგურებთ, შენ და ლიზი... კი თითქოს აბალანსებთ ერთმანეთს, მალე შვილიც გეყოლებათ. პატარა ალექსანდრე, რამე რო არ მოეწონება ხოლმე შენსავით დაიწყებს ღრიალს და ყველაფრის მტვრევას სანამ თავისას არ მიიღებს. შენ კი მემგონი შენი გაიტანე, აჰა, აქ ვარ. არავინ არ მიჭერს ძალით, მაგრამ ამით რა? ხო ხედავ რა მდგომარეობაში ხარ ჩემ გამო. ესე არ გამოვა. როგორც კი გამოფხიზლდები წავალ.... ვერ დავრჩები.. უნდა ... უნდა ვისწავლო...-ცრელმები წამოუვიდა თვალებიდან-კარიერ...ა უნდა ავიწყო. შენ, შენი ცხოვრებით იცხოვრებ, ოჯახი გეყოლება. ეს ... ზედმეტად კარგი ზღაპარი გამოდგა.. რომელიც არასდროს დამავიწყდება, რაც არ უნდა მოხდეს. თან შრამიც მაქვს-უცებ ხელებს დახედა და გაეცინა-რა დებილი ვარ...ბანალური.. მიყვარხარ... მაგრამ ვეცდები გადაგიყვარო. ადრეც მითქვამს, მეგონა რომ გამომივიდა... რომ თუ ჩემ სიტყვებს დავუჯერებდი, თუ მეთითონ დავიჯერებდი რომ აღარ მიყვარხარ... ესეც იქნებოდა და რომ სხვებიც დაიჯერებდნენ. მაგრამ არაუშავს... მეც მეყოლება ჩემი ოჯახი, ქმარი... შენ...
უცებ ალექსანდრეს გულის ცემა აჩქარდა და მონიტორმა დაიწყო საშინელი ხმის გამოცემა, ოთახში ექიმები შემოვარდნენ. ანუკი გიჟივით მივარდა.
-რა ჭირს... რა ემართება?!!
-ვინმემ გაიყვანეთ-ერთ-ერთმა ექიმმა ხელი მოკიდა და ძლივს გაიყვანა იქიდან.
-რა ჭირს?-დიტოც ანუკის მივარდა, მას ტატო და სანდრო გაყვნენ.
-გარეთ დაელოდეთ-შემდეგ ექიმი უკან გაბრუნდა.
-რა დაემართა?
-არ ვიცი!!! გული აუჩქარდა!! დამანებე...-დიტო უხეშად მოიშორა და გარეთ გავიდა.
-არ გაყვეთ-ტატო და სანდრო შეაჩერა, შემდეგ კი ერთ-ერთს დაცვის ბიჭებიდან ანიშნა რომ ჩუმად გაყოლილიყო და საავადმყოფოს ტერიტორიიდან არსად არ გაეშვა, ოღონდ ეს ისე მოეხერეხებინა რომ მას არ შეემჩნა. ამ დროს ექიმიც გამოვიდა პალატიდან.
-მდგომარეობა სტაბილურია, გული აუჩქარდა, მის ჯანმრთელობას ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება... მაგრამ აპარატზე დიდხანს ვერ იქნება შეერთებული, მის ოჯახის წევრებს უთხარით რომ ჩემთან შემოვიდნენ როდესაც მოვლენ. დროა სხვა ვარიანტებიც განვიხილოთ.
***
ანუკი თავისთვის იდგა გარეთ, შიგნით შესვლა არ უნდოდა, რადგან იქ ნინას და გიორგის უნდა შეხვედროდა... ეს კი ყველაზე ნაკლებად უნდოდა. ვერ გაუძლებდა ყვირილს იმაზე რომ ამ ყველაფერში ის იყო დამნაშავე... ოცნებობდა რომ დროზე გამოფხიზლებოდა ალექსანდრე, რომ წაასულიყო ამ ადგილიდან და ახალი ცხოვრება დაეწყო. იცოდა რომ ეგოისტურად ფიქრობდა, მაგრამ აღარ უნდოდა ესეთი ცხოვრება. ხან ალექსანდრე დარჩებოდა გულნატკენი და ნაწყენი, ხანა ნუკი... ორივე ძლივს გადაურჩა სიკვდილს ერთმანეთის გამო... ესეთი სიყვარული კი კარგს არავის არაფერს არ მოუტანდა. მალე მანქანა დაინახა საიდანაც დედამისი და მამამისი გადმოვიდნენ. ელენეს შვილის ესეთ მდგომარეობაში დანახვაზე გული დაეწვა. ანუკიც დედის დანახვაზე ატირდა და მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა.
-ჩემი ბრალია....ალექსანდრე კომაშია...
დედამისმა მისი შიგნით შეყვანა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, მანქანიც ვერ ჩასვა ამიტომ ისევ იქ მოუწიათ დარჩენა. ძლივს დაამშვიდა, შემდეგ შიგნით შევიდა და ჩაი გამოუტანა.
-ეს დაგამშვიდებს. არ გინდა სახლში წავიდეთ? დაისვენებ, გამოიძინებ, შემდეგ ალექსანდრეს სანახავადაც მოხვალ.
ანუკიმ ჩაი მოსვა და უპასუხა.
-არა, ვერ დავტოვებ.
-შიგნით მაინც შევიდეთ.
-არა... ყველაფერს ვაფუჭებ... რასაც ვეხები.
-არაფერს არ აფუჭებ, დე გეხვეწები შიგნით შევიდეთ ან სახლში წავიდეთ.
-ორი წუთი... შედი შენ.. და მოვალ...
-არა, აქ მარტო არ დაგტოვებ.
-დაცვაა, რომელიც დიტომ გამოაგზავნა... თითქოს ვერ შევამჩნევდი. შედი.
-კარგი-ელენე შიგნით შევიდა. ანუკი მანქანასთან მივიდა, დაცვაც თან გაყვა.
-დამშვიდდი არსად არ მივდივარ-კარი გამოაღო და ჩანთა გადმოიღო. იქიდან დამამშვიდებელი ამოიღო, დალია და მანქანაში დაჯდა, ჩაკეტა და უკან გადავიდა. საბარგულიდან ადიალა ამოიღო და გადაიფარა. დასვენება უნდოდა, ოღონდ ისე რომ არც საავადმყოფოში შესულიყო და რომ არც დაეტოვებინა აქაურობა. მიუხედავად იმისა რომ მთელი დღე ეძინა, დამამშვიდებელმა მაინც მოახერხა და დააძინა. რომ გაიღვიძა მანქანასთან დაცვა დახვდა. მის გარშემო იდგნენ.
-ღმერთო ძილსაც რო არ გაცლიან-წამოდგა და საათს დახედა. დილის ხუთის ნახევარი იყო, მანქანა გააღო და გადავიდა. მის გვერდით დიტოს მანქანა იდგა.
-ქალბატონო ანუკი, თქვენი მშობლები წავიდნენ, თქვენი მანქანის გაღება სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. გადმოგვცეს რომ როგორც კი გაიღვიძებდით სახლში წასულიყავით.
-ეხლა კიდე გადაეცი რო მაგრა . მე ჩემ ქმართან ვრჩები-ჩანთა გადმოიტანა და საავადმყოფოში შევიდა, ალექსის პალატასთან არავინ იყო, ესე იგი მისი მშობლებიც წასულიყვნენ. შიგნით შევიდა და სავარძელზე დაჯდა.
-რაღაცნაირი გავლენა გაქვს ჩემზე... რაც არ მესმის. თითქოს... არ ვიცი როგორ მაგრამ ყველაფერს ისე ვაკეთებ როგორც შენ გინდა. თითქოს ჩემით მანიპულირებ. დაჟე როდესაც ესეთ მდგომარეობაში ხარ.. ოღონდ ეხლა სიხარულისგან ინფაქტი არ დაგემართოს, თორე საერთოდ აღარ შემოვალ. წელი მტკივა მანქანაში ძილისგან. შენებს ვემალები გიჟივით, რადგან ვიცი რო დამნაშავე ვარ. 18წლის ასაკში თუ რადიკულიტით გარდავიცვლები შენი ბრალი იქნება. თუ რადიკულიტი დაავადება არაა? ... აი უნივერსიტეტში რო მევლო ეს მეცოდინებოდა! შენი და ზურას ბრალია. ალექსანდრე უზრდელობაა, რამე მაინც მიპასუხე. კარგი მაშინ პროსტა ლაპარაკს გავაგრძელებ. გაგლანძღავ და შენ მაინც ვერაფერს მიასუხებ.... ეგოისტი, ველური, ცხოველი, არადამიანი, არაკაცი, დამპალი, ქედმაღალი, პირველყოფილი, უაზრო არსება ხარ.... აშკარად სიტყვების ახალი მარაგი მჭირდება ხომ? მაინც არ გაიღვიძებ ხომ?... მძინარე მზეთუნახავი ხარ? უნდა გაკოცო რო გაიღვიძო? ფუ...ამდენზე არ წავალ. ჰა თუ გინდა ხელს მოგკიდებ რო დროზე გაიღვიძო-მასთან გადაჯდა და ხელი ჩაჭიდა-ნუ მძინარე მზეთუნახავოო? ალექსანდრეე?
-იქიდან გამომდინარე რომ კოცნაზე მეტზეც წასულხარ ჩემთან... ეს არ უნდა... გიჭირდეს...
-ალ....ა...-ანუკი ოთახიდან გავარდა და ექიმებს დაუძახა, თვითონ კი გარეთ გავიდა. სუნთქვა გაუხშირდა და პანიკაში ჩავარდა... საერთოდ არ ელოდებოდა მის გამოფხიზლებას... როდესაც ჩაიკეცა მასთან დაცვა მივიდა.
-კარგად ხართ? ექიმს დავუძახოთ?
-არ..-სიტყვებსაც ვერ ამთავრებდა.
-ექიმს დაუძახე-ერთ-ერთს უთხრეს და ისიც გაიქცა.
-არა... კარგად ვა....რ...
-არ ინერვიულოთ, ექიმი ეხლავე მოვა.
მართლაც ექიმი მაშინვე მოვიდა.
-რა ხდება?
-არ...აფეერი... უბრალოდ წნევამ ამიწია, ან დავიღალე. ბოდიშ...ი რომ შეგაწუხეთ.
-სახეზე ფერი არ გადევთ, ნაღდად კარგად ხართ?
-კი, კი... ბიჭებო დამეხმარეთ წამოდგომაში-წამოდგა და ექიმს მიუბრუნდა-მართლა კარგად ვარ. თან არაფერი მიჭამია, ალბათ ამის ბრალიც არის.
-ესე არ შეილება, თავს უნდა მიხედოთ, გინდათ ვინმეს დავურეკავთ?
-არა, არ არის საჭირო. დიდი მადლობა.
ექიმი უკან გაბრუნდა და ნერვები მოეშალა, რა ტყუილა გამომიყვანეს და დამახარჯინეს დროო.
-მადლობა ბიჭებო, მაგრამ კარგად ვარ. გეხვეწებით დიტოს უთხარით რომ არ მჭირდება დაცვა, სახლში მივდივარ.
ზუსტად ამ დროს გამოვიდა დიტო საავადმყოფოდან.
-ანუკი, ალექსანდრე გამოფხიზლდა.
-ვიცი, გადაეცი ჩემგან რომ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
-არ ნახავ?
-არა, სახლში წავალ. დავიღალე.
-მთელი დღეა აქ ხარ და ეხლა ნახვაც არ გინდა?
-დიტო, მე აქ იმისთვის მოვედი რომ დავრწმუნებულიყავი რომ ეგეც და ლიზაც კარგად არიან. მორჩა. რო გამოჯანმრთელდება და ჩამოვალ ამერიკიდან მერე განქორწინებაზეც დაველაპარაკები. მადლობა მზრუნველობისთვის. არ გამომყვეს არავინ-მანქანაში ჩაჯდა, ჯერ ალექსის და მის სახლში წავიდა, ნივთები ჩაალაგა და შემდეგ კი სახლში წავიდა. გასაღები ჯერ კიდევ ჰჰქონდა, გააღო და მისაღებში შევიდა. იქ სანდრო, ტატო, ზურა, ნინო და ელენე იჯდნენ , ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ. მის დანახვაზე ყველა გაჩუმდა.
-როგორ არის ალექსანდრე?-ძლივს ამოიღო ხმა ზურამ.
-გამოფხიზლდა...
-ნახე?-ნინომ კითხა.
-არა, წამოვედი.
-მოდი შემოგვიერთდი.
-მაპატიეთ...
-რა გაპატიოთ ნუკი?-ელენეს გაეცინა. ანუკის კი ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან.
-არავის არ გიმსახურებთ, ბოლო 6თვის განმალობაში ყველას ძაან ცუდად გექცეოდით... არავინ არ დაიმსახურეთ. მაპატიეთ რომ ესე შეგიშალეთ ხელი ეხლა... ყველა ისე ერთობოდით, იცინოდით... ჩემ დანახვაზე კი... თითქოს მონსტრი ვარ... ესეც არის. ბოდიში რომ ხელი შეგიშალეთ-ჩანთა დააგდო და სახლიდან გავიდა, სანდრო გაეკიდა და შეაჩერა. ანუკი მაშინვე ჩაეხუტა და ტირილი დაიწყო.მას არაფერი არ გაუკეთებია, უბრალოდ იდგა და ეხუტებოდა სანამ არ დამშვიდდა. ხვდებოდა რომ სიტყვებს აზრი არ ჰქონდათ.
-სანდრ...
-ვიცი.
-და...
-ეგეც ვიცი.
-მაპატიებ?
-კი-შუბლზე აკოცა და ისევ ჩაეხუტა-წადი და ნახე.
-არა... არა... ეხლა კარგად არის. გამოჯანმრთელდება... ლიზისთან ერთად იქნება, ოჯახი ეყოლება... მე აღარ ვჭირდები.
-გეყოფა სისულელეების როშვა. ხო იცი რო შენ უყვარხარ?
-ხოდა... მოუწევს რომ დამივიწყოს.
-ანუკი, რამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. ვხედავ რომ სიგიჟემდე გიყვარს, არავინ არ გააკეთებდა იმას რაც შენ გააკეთე. ლიზი არ გაშორდებოდა ალექსანდრეს შენ რო გეთხოვა, ერ დათმობდა...
-იმიტომ რომ უფრო უყვარს.
-არა, იმიტომ რომ არ შეეშინდებოდა დათმობა, თუ დარწმუნებული იქნებოდა რომ ალექსანდრეს უყვარდა და დაუბრუნდებოდა. შენ კიდე იცოდი რომ დაგიბრუნდებოდა, იმ მომენტში მას ისე უყურებდი როგორც ჩვეულებრივ ყოველდღიურ საგანს.
-სანდრო ჩემ გამო მოხვდა იმ ავარიაში, შეილება მთელი ცხოვრება პარალიზებული იყოს ჩემ გამო.
-და საავადმყოფოში უნდა იწვეს ამრტო? იმ ლიზისთან ერთად? შენ კიდე მანამდე კალიფორნიაში გაერთობი სანამ შენი ქმარი პარალიზებული წევს საავადმყოფოში და ვიღც გოგო რომელიც თითქოს მის შვილს ატარებს მუცლით უვლიდეს მას? ეგოიზმის პიკია და ანუკის რომელსაც მე ვიცნობ ამას არ გააკეთებდა.
ანუკიმ ცრემლები მოიწმინდა და უკან დაიხია.
-მემგონი ჯობს ბაკურიანში დავბრუნდე. აქ არავის ესმის ჩემი... თან ცოტახანი მარტო ყოფნა მჭირდება.
-ალბათ-სანდრო გატრიალდა და სახლში შევიდა.
-რა დავაშავე... რისთვის... რატო არ შემილია ნორმალური ადამიანივით ბედნიერი ვიყო...-ჩაიკუზა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო-სულ შენი აზრი. არ გისმენ-მოუკიდა და ის იყო უნდა მოეწია რომ დიტომ დაურეკა-როგორც ყოველთვის. ხო დიტო?
-სად ხარ?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-ალექსანდრე გთხოვს მოსვლას.
-უთხარი რო ქალაქიდან გავედი.
-ვერ ვეტყვი.
-რატო?
-მის პალატაში ვარ და სპიკერზე ხარ ჩართული.
-ადრე უნდა გაგეფრთხილებინე... ალექსანდრე... მთელი სულით და გულით გისურვებ გამოჯანმრთელებას. მაპატიე რომ ესე გამოვიდა...
-განქორწინების დოკუმენტების ასლი გაქ?-ალექსანდრეს ხრინწიანი ხმა გაისმა. ანუკი დადუმდა.
-რ... განქორწინების... დოკუმენტი? გან...ქორწინებაზე თანახმა ხარ?
-გაქვს თუ არა?
-მაქვს... ჯერ ... შენთვის ნერვიულობა არ შეილება. რო გამოჯანმრთელდები...
-ხოდა მოიტანე. არ მინდა გაწელვა.
-ეხლა? კაი... წამოვალ...-სახლში შევარდა, ოთახიდან დოკუმენტები გამოიტანა და მანქანაში ჩაჯდა. მაშინვე საავადმყოფოში წავიდა. და პირდაპირ ალექსანდრეს პალატაში შევიდა. უხერხულად იდგა კართან და არ იცოდა რა ექნა. ჯერ მოეკითხა თუ პირდაპირ განქორწინების დოკუმენტები მიეცა.
-როგორ ხარ?...
-კარგი შეკითხვაა. კარგად, შენ?
-მაპატიე...
-იქნებ დაჯდე მაინც. უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ვისვენებ.
ანუკი სავარძელზე დაჯდა. ქვევით იყურებოდა და ყველანაირად ცდილობდა თვალი აერიდებინა.
-იმის მერე რაც გააკეთე არ მიკვირს რატო არ გინდოდა აქ მოსვლა.
-ამაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ... არ მინდოდა რომ ესე დასრულებულიყო ყველაფერი.
-არა, რათქმაუნდა. მაგრამ გაშორება ხომ გინდოდა? სამწუხაროდ არ გამოვიდა-ალექსანდრე ოდნავ წამოჯდა-მე გადავხიე წინა დოკუმენტი, მაგრამ მივხვდი რომ ამას აზრი არ ჰქონდა. შენ მაინც აღარ გიყვარვარ ხომ?
-არა.
-ესე თავდაჯერებულად მე მეუბნები არას თუ იატაკს?
-ალექსანდრე...
-რა ანუშკი? უხერხულად გრძნობ თავს? ეს ყველაზე ცოტაა რასაც იმსახურებ.
-ვიცი რომ გაბრაზებული ხარ.... მაგრმ...
-არ ვარ გაბრაზებული. უარესებიც გამიკეთებია. უბრალოდ მომენტს ვიყენებ. შენ ხომ მლანძღე სანამ კომაში ვიყავი. რაღაც ახალი სიტყვა გისწავლია, ველური ხომ?
-გ-გესმოდა?
-აბა რა გეგონა? ხო ამბობდი რომ ადამიანი რომელიც კომაშია ყველაფერს ისმენს. მესმოდა თუ როგორ ლაპარაკობდი რომ მე და შენ მომავალი არ გვაქ, მერე რაღაც მე და ლიზის შვილზე... პატარა ალექსანდრეზე... იცი მაინც გამოგიჭირე ერთ რამეში. თქვი რომ გიყვარვარ, მაგრამ ეცდები რომ გადამიყვარო. რომ ადრე არ გამოგივიდა. ეხლა კიდე მატყუებ. მე არ მოვაწერ ამას ხელს სანამ არ დავრწმუნდები რომ მართლა აღარ გიყვარვარ.
-აქ რისთვისღა მომიყვანე?
-ჯერ მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ კარგად ხარ, ფხიზელი და კიდევ ორი ზედმეტი შრამი რომ არ გაქვს ხელებზე. მიხარია რომ მოწევა გადააგდე. თურმე შენზე გავლენა მქონია, მიხარია.
-ეხლა გამოხვედი კომიდან, ამდენი ენერგია საიდან?
-ეს ავარია, არაფერია იმ ტკივილთან რომელიც შენ მომაყენე იმ საღამოს.
-გეხვეწები, თითქოს შენ არ გინდოდა ლიზისთან ყოფნა.
-ლიზისთან ყოფნა რომ მნდომებოდა, დიდიხნის უკან გაგშორდებოდი. მე ხომ ეგოისტი ვარ? ყველას გავწირავდი ჩემი მიზნისთვის.
-საერთოდ ყველაფერი გესმოდა?
-კი.
-ანუ არ გინდა გაშორება.
-და შენ?
-ალექსანდრე, ჩამოყალიბდი.
-მე დიდიხანია ჩამოვყალიბდი, მეგონა შენც, მაგრამ იმის მერე ეჭვი მეპარება. ხო გეუბნები არ ვარ გაბრაზებული, მესმის რატომაც მოიქეცი ესე. დაგეხმარა? უკეთ გრძნობ თავს?
-გეყოფა...
-არა, ბოლომდე მოისმენ. როგორც მე მოვისმინე იქ ყველაფერი. მე ლიზი მივატოვე, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის რომ ჩემი პატიება შეგეძლო. მამაშენთან ჩემი ფეხით მივედი და ყველაფერი მოვუყევი, მილიონი ხალხის წინაშე დაჟე მაშინაც როდესაც ჩემ წინააღმდეგ იყავი განწყობილი და ესე მექცეოდი, მაშინაც კი იმას ვაკეთებდი რაც შენ გინდოდა. ჩუმად ვიდექი და ამ ყველაფერს ვისმენდი, რადგან იმედი მქონდა რომ ეს რამეში დაგეხმარებოდა, რომ საბოლოოდ დაგინახავდი ისეთს როგორიც ადრე იყავი. მხიარულს, სიცოცხლით სავსეს... არა. როგორც ჩანს არ დაგეხმარა ხომ? ნეტა რატომ?
-აღარ მინდა ამის მოსმენა.
-არა, მოისმენ-ალექსანდრემ საბანი გადაიხადა და ნელა სცადა წამოდგომა.
-არა, გაჩერდი. არ შეილება-მასთან მივიდა და ისევ საწოლში დაბრუნება სცადა, ალექსმა კი ხელი ჩასჭიდა.
-თვალ...
-ოღონდ ეგ არა. თვალებში ჩაგხედო და გითხრა რომ არ მიყვარხარ? და მერე მეტყვი რომ არ გჯერა და გატყუებ, მერე ვაკოცებთ ერთმანეთს და ამით დამთავრდება ყველაფერი? ალექსანდრე კიდე ვერ ხვდები რატომ მინდა გაშორება? ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ ტკივილს ვაყენებთ! ორივე საკუთარ თავზე ვფიქრობთ, სულ ვჩხუბობთ... ესე არაფერი გამოვა. მხოლოდ გავანადგურებთ ერთმანეთს, შეხედე სადამდე მიგვიყვანა ჩვენმა ურთიერთობამ?-სახელური აიწია და ხელებზე შრამი ანახა-შენ თავს შეხედე... დროა ცოტა გაიზარდო და ყველაფერს რეალურად შეხედო. შენ შვილი გეყოლება, ეს სათამაშო არ არის. შენი მთელი დროის დათმობა მათთვის მოგიწევს. მოდი ერთხელ მაინც არ ვიჩხუბოთ და ვცადოთ რომ შევთანხმდეთ რამეზე მაინც. ეს ორივესთვის საუკეთესო გამოსავალია. შეილება ეხლა ვერ გამიგო... ან საერთოდ ვერ გამიგო. მაგრამ ესე ჯობს... ყველა ხვდება ამას შენ გარდა. მე არ ვამბობ რომ არ მიყვარხარ... ეს ყველაზე დიდი ტყუილი იქნება. და ჩემი სიყვარული რას ცვლის? რომელ ფაქტს, რომ ერთმანეთს ვანადგურებთ თუ იმას რომ შენ შვილს ელოდები? გთხოვ. მოაწერე ხელი და დავასრულოთ ორივეს ტანჯვა. გემუდარები ალექსანდრე.
-მომეცი დოკუმენტები.
...



№1 სტუმარი სტუმარი nina

kaia xo kide dadebb male dade raa magaria dzaliann

 


№2 სტუმარი გეგა

მომეონა დ გთხოვ მალე დადე შემდეგი თავი

 


№3  offline წევრი sati

სტუმარი nina
kaia xo kide dadebb male dade raa magaria dzaliann

:/ no_mouth

 


№4 სტუმარი სტუმარი nina

sati
სტუმარი nina
kaia xo kide dadebb male dade raa magaria dzaliann

:/ no_mouth

???

 


№5 სტუმარი სტუმარი bells

როგორც ყოველთვის აღმაფრთოვანე ! შესანიშნავი იყო, თითოეული გრძნობა ზუსტად გქონდა გადმოცემული yum ველი შემდეგ თავს

 


№6 სტუმარი სტუმარი tamta

Magaria imedia dasasruli es araris

 


№7 სტუმარი სტუმარი Nina

Aii es ariss sapcrebaa❤️Shennxar saocreba❤️Kvela grdznoba roa gadmocemeluu vgijdebi shens istoriebze da saertod vgijdebi shenzee❤️Kvelaperi isea rogorc undaikos❤️Carmatebebii da maledadde❤️????

 


№8  offline მოდერი Eleniko13

საუკეთესო თავი იყო.
აი, ასეთი თავები რომ წერო სულ...
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

ძაან მაგარიაააა ისე ვითარდება როგორც მოველოდიიი დააშორე და მერე აღადგინე მათი ურთიერთობაა ორივე საოცრეებაა შენთან ერთაად:)

 


№10 სტუმარი gggg

Damtavrda tu ubralod 22 tavis mititeba dagaviwyda aq ar daamtavro tore chemi nervebi sheiryeva da asatianze amovyof tavs;-) ;-) :'( :'( O:-) O:-)

 


№11  offline წევრი sati

gggg
Damtavrda tu ubralod 22 tavis mititeba dagaviwyda aq ar daamtavro tore chemi nervebi sheiryeva da asatianze amovyof tavs;-) ;-) :'( :'( O:-) O:-)

გადაიტანეს მემგონი სხვაგან joy heart_eyes

 


№12 სტუმარი ana

velodebii xvaaal

 


№13 სტუმარი სტუმარი nutsa-mariam darbaidze

აუ ძაალიან მაგარია <3 აუ ალექსანდრე დაანუკი ისევ ერთად ამყოფე <3 ველოდები შემდეგ თავს <3 <3

 


№14  offline მოდერი ენემი

აუუუუ არ მინდა ეგ ორი მარტო, ერთად მინდა, მერე რა რომ ტკივილი მიაყენეს აქამდე ერთმანეთს, ახლა ხომ შეუძლიათ დაივიწყონ და ახალი ფურცლიდან დაიწყონ ყველაფერი. ლიზი ყველაფერს ართულებს და მშობიარობას გადაყვება მგონი joy joy #რასაზიზღარივარ joy . მოკლედ ანუკი და ალექსი ერთად მინდა მე პირადად. წარმატებები kissing_heart

 


№15  offline წევრი sati

ენემი
აუუუუ არ მინდა ეგ ორი მარტო, ერთად მინდა, მერე რა რომ ტკივილი მიაყენეს აქამდე ერთმანეთს, ახლა ხომ შეუძლიათ დაივიწყონ და ახალი ფურცლიდან დაიწყონ ყველაფერი. ლიზი ყველაფერს ართულებს და მშობიარობას გადაყვება მგონი joy joy #რასაზიზღარივარ joy . მოკლედ ანუკი და ალექსი ერთად მინდა მე პირადად. წარმატებები kissing_heart

არა მშობიარობა არ გადაყვება ... მაგრამ ალექსთან ერთად ოჯახი არასდროს ექნება. heart_eyes

 


№16  offline წევრი blondeangel631

არ დააშორო ერთმანეთ ალექსი და ანუკი ძალიან მაგარი წყვილია <3

 


№17 სტუმარი gggg

sati
gggg
Damtavrda tu ubralod 22 tavis mititeba dagaviwyda aq ar daamtavro tore chemi nervebi sheiryeva da asatianze amovyof tavs;-) ;-) :'( :'( O:-) O:-)

გადაიტანეს მემგონი სხვაგან joy heart_eyes

joy joy

 


№18 სტუმარი Ani

მაინტერესებს შემდეგი დღეს დაიდება თუ არ ველოდო ❤

 


№19  offline წევრი sati

Eleniko13
საუკეთესო თავი იყო.
აი, ასეთი თავები რომ წერო სულ...

მადლობაა heart_eyes kissing_heart

Ani
მაინტერესებს შემდეგი დღეს დაიდება თუ არ ველოდო ❤

შემდეგ თავში ვამთავრებ ამიტომ ოდნავ დიდ დროს წაიღებს. ან დღეს ან ხვალ დავდებ. შემდეგ კი მთლიანს.

 


№20 სტუმარი nsks

საუკეთესო იყოო....დადეერა დღესს

 


№21 სტუმარი სტუმარი ლილე

ძალიან ძალიან მაგარია ყველაზე მაგარითავია შემდეგს როდის დადებბ??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent