შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

i want you!


29-12-2017, 00:49
ავტორი rainey
ნანახია 1 042

სულ სხვა იყო... იღიმოდა.. ძილშიც იღიმოდა მისი ყურება თითქოს დანაშაულიც იყო, როგორ შემეძლო მისი მზიანი სახისთვის შემეხედა?! ვერ ვბედავდი.. თითქოს ეს სხივი, რომელიც მაგიჟებდა, შეიძლებოდა გამქრალიყო..
გამოსავალი არ მქონდა, უნდა გამეღვიძებინა. ბიჭებს დანარჩენების გაღვიძება დავავალე და მე ეს ურთულესი საქმე ვიკისრე. საყვარლად უხეში და ბუზღუნა, რომ შეჭამ ისეთი ზოგჯერ ისე ვერ ვიტანდი.. რომ მაბრაზებდა მაგიტომ არა. აი, ეხლაც, არაფერს მიშავებს, ღრმა ძილშია, და მე მაღიზიანებს! ხო! არვიცი რატომ, მაგრამ.. უკიდურესი შეგრძნებაა.. არ ვიცი რა მოვუხერხო! ფიქრებ ისე სწრაფად უცვლიან ერთმანეთს ადგილს რომ ვერ მივმხვდარვარ რა გავაკეთო.... ვფიქრობ დავახრჩო, ოღონდ ნელა.. ჩემს მკლავებში.. ისე რომ მისი სუნთქვა მესმოდეს.. სხეულით მეკვროდეს.!.! ჩემი იყოს! თვალები ისე ახლოს ჰქონდეს ჩემთან რომ ვეღარ მხედავდეს, მკლავებით მის ლამაზ წელს ვეხებოდე და, ტუჩები, ტუჩები..... მოიცა მოიცა, სხვები მოემზადებოდნენ უკვე, უნდა გავაღვიძო, არადა რატომ არ ეღვიძება, როცა მე ვუყურებ..
- არ გეღვიძება, არა?! სახე ახლოს მივუტანე ისე, როგორც ვერ იტანს ხოლმე, ჩემგან.. აბა სხვისგან ხომ არა? რა სისულელეა! ახლა კი მიგრძნო, ხო კაი, სუნთქვა იგრძნო და ნელა გამოერკვა ძილბურანიდან. ზედა ტუჩის ზემოთ ტყლოშნით ვაკოცე და ისე სწრაფად მოვშორდი მის სახეს რომ ვერც გაერკვა ახალგაღვიძებული. ზოგადად მიჩვეული უნდა იყოს ჩემგან მსგავს ქცევებს. მაგრამ ვინაიდან ჩემი ჟესტის საპასუხო რეაქცია ვერ დავინახე, მივხვდი რომ ჯერ ბოლომდე არ გამოფხიზლებულიყო.
- ადექი, წავედითთ ვუთხარი და გაოგნებული მზერა რომ შევნიშნე, ახსნა დავუწყე.
- აუუ, ჯერ ადრეა, სანამ მოვემზადო.. ფეხზე არიან უკვე ბავშვები?
ძაან ადრეა-მეთქი, ვუთხარი და საბანი და ზეწარი ერთი მოქნევით გადავაძრე, მცივანას. (ვიცოდი პიჟამა ეცვა).
მაინც შემომიბღვირა. სარკეს დახედა, 2pm, შემომხედა უხერხულად, იცოდა რა სახითაც ვიდგებოდი.
ჩემდა გასაკვირად, წამოვარდა და სარკისკენ გაიქცა. როგორც მახასიათებს ხელი მკლავში ჩავავლე და მოვქაჩე. უკვე აღარც მეძალავებოდა, არ ჰქონდა აზრი, ნუ ზედმეტიც არ მომდიოდა, ძაან. ისეთი თვალებით ვუყურებდი უნდა დაბნეულიყო მარა არაფერი ეტყობოდა, მარტო ბრაზიანი თვალები, რაზეც ვგიჟდებოდი. რეაქცია არ ჰქონდა, მობეზრებული მზერით, წარბაწეული მიყურებდა, მიყვარს მისი წარბის თამაშები. ნუ გავუშვი, აბაზანისკენ გაიქცა, იმედია აქაც არ შემომყვებიო მომაძახა და შევარდა. ფრთხილად არ დაეცე-მეთქი ისეთი რაზგონი ჰქონდა აღებული. შემეშვიო გამომყვირა და უცებ ბრაგვანის ხმამ გამოაპო აბაზანის კარი. ტყვიასავით გავექანე კარისკენ და დახმარება ხომ არ გინდა-მეთქი შევყვირე, როცა კარი გაიღო და გაჩეჩილი და ცხვირჩამოშვებული შემეფეთა. მისი ,,ვარცხნილობით" გამოწვეული რეაქცია მაინც ექსპრესირდა ჩემს სახეზე და შავ თვალებზე გადაფარებული წარბები კვლავ შეიკოპა ჩემი დანახვისას.
სარკესთან მივიდა. მივყევი. სავარცხელის აღება დავასწარი. თმები უკან გადმოვუწიე. შევისუნთქე. დაბნეული მიყურებდა. გამიშვიო ხმადაბლა მითხრა.
- იცი, პატარა ბავშვივით ხარ ჩემთვის, მინდა სულ..
- ,,მომშორდი!" ხელის კვრით მომიშორა.
- ,,გინდა წავიდე?? გინდა საერთოდ ვეღარ მნახო? გინდა??? " ტყვიასავით მომხვდა მისი ნათქვამი ,,მომშორდი" და თვალებანთებული გავექანე მისკენ, შემოვაბრუნე და თვალებში ისე ჩავხედე, თითქოს მზერას ვექაჩებოდი. თვალები მასაც აწითლებული ჰქონდა, თავშეკავებით მიყურებდა და ჩემი ხელებისგან გათავისუფლებას ცდილობდა. ეს უკანასკნელნი უფრო გამეტებით მოვუჭირე ლოყებზე და ისედაც ბავშვური ღაწვები უფრო დაებუშტა. სქელი ტუჩები ადგილს მოსწყდა და მოეპრუწა. შეშინებული მიყურებდა მტკივნეული თვალებით.
- ,,გინდა?" სახე კიდევ უფრო ახლოს მივუტანე და ტუჩებთან ვეჩურჩულე. როგორ მინდოდა შევხებოდი, მაგრამ მის ფიცხი სახე უკან მხევდა. ჩემგან რა გინდაო, მითხრა. ისე ჩვილად და უმწეოდ მითხრა. ეხლა უკვე ვეღარ შევჩერდებოდი.. დავიხარე.. თუმცა სწრაფად, სხარტად გაითავისუფლა ჩემგან თავი. ვერ შევეხე, ბოლომდე. ვერ არა, არ, თუმცა მან ეს იცოდა, გამარჯვებულის აპლუაში მყოფი ჩემგან მოშორებდით, კარებთან დადგა.
- კაი მიდი წადი, ვაბშე რო არ გნახო ისე, წადი მიდი, წადი! ირონიანარევი ხმით მიმითითებდა გასასვლელისკენ..



№1  offline წევრი TrustYourSoul

დამაინტერესა,ველი შემდეგს <3

 


№2  offline წევრი rainey

წარსული კვდება...
დამაინტერესა,ველი შემდეგს <3

კაი)) :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent