შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქიატრიული პალატა #7 (2)


29-12-2017, 12:29
ავტორი კლეოპატრრა
ნანახია 1 120

ლექცია იმაზე მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო ვიდრე ველოდი.დასრულებისას პროფესორი კეინი დაგვემშვიდობა და შემდეგი ლექცია ერთი კვირის შემდეგ დანიშნა.სტუდენტები ხმაურით წამოიშალნენ.
-პროფესორო კეინ მივმართე ფურცლებში გართულს
-დიახ , თავი ასწია სათვალე მოიხსნა და შემომხედა
-მადლობა ასეთი საინტერესო ლექციისთვის,იცით პათოფსიქოლოგიის დიდი ინტერესი მაქვს ამ თემაზე როდესაც გექნებათ სემინარი ან ლექცია სიამოვნებით დავესწრები.
-რა თქმა უნდა, შემდეგ კვირას ლექციის დასრულებისას გამახსენეთ და პათოფსიქოლოგიის ლექციების დღეებს გადავხედავ.
-გმადლობთ პროფესორო ვუთხარი და დავემშვიდობე.

კითხვისას ჩემი გონება გაიფანტა და მეხსიერებაში ბავშვობის კადრი გაცოხლდა,
დავიჭირე მამიკო თევზო დავიჭირე თითქოს მკაფიოდ ჩამესმა ჩემივე ხმა და თვალწინ დედაჩემის სახემ გაიელვა რომელიც მიღიმის, -ჩემი ყოჩაღი გოგო ამისთვის საჩუქარს იმსახურებ მესმის მამის ხმა და ბაფთიანი ველოსიპედს ვხედავ.
ეს ჩემი ყველაზე მძაფრი ყველაზე ტკბილი და ყველაზე მძიმე დღის მოგონებაა რომელიც ხშირად მახსენებს თავს.
ყველაზე თბილი ოჯახი გვქონდა მახსოვს კადრები და ვცდილობ რომ უფრო მეტად დავიმახსოვრო რომ არასოდეს დამავიწყდეს რა არის ბედნიერების შეგრძნება.
სიბნელეა მე მშობლების საწოლში ვწევარ ეს ყველაზე მეტად მიყვარს როცა მათ სითბოს და სიყვარულს უსაზღვროდ ვგრძნობ.ძილის დროა პატარა ეშმაკუნა მესმის დედის ხმა მერე ვგრძნობ მის სუნს სახესთან ბევრ კოცნას.ღამემშვიდობის დედიკო ნახევრად მძნარე კისერზე ვეხუტები და მამიკოს ხელში აყვანილი მივყავარ ჩემს ოთახში.
-დაიძინე პატარავ შუბლზე მკოცნის და ზეწარს მისწორებს.ხვალ მე და შენ წავალთ და ბევრს ვითამაშებთ პარკში მითხრა და შუქი ჩააქრო
-მამიკო კართან მისულს ვეძახი ჩვენ პარკში ტედის ხომ წავიყვანთ? წავიყვანთ მითხრა და კარი დახურა.
არვიცი რა დრო გავიდა მისი გასვლიდან მახსოვს ხმაური რომელმაც გამაღვიძა დედიკო ვიძახი ჩუმად შეშინებული, მამიკოო ხმა არ არის ტედის ყეფის ხმა მესმის და უცებ ისეც მიჩუმდა, ვერ ვიგებ რა ხმაურია შიშველი ტერფებით ვეხები იატაქს და საწოლის ქვეშ ვკანკალებ.
კარი ფრთხილად გავაღე და ქვევით ჩავიხედე შუქები ანთია ყველაფერი არეულია კიბის ბოლოს ტედის ვხედავ, ტედიიი ვეძახი და ჩავრბივარ კიბეზე ის კი წევს და არ ინძრევა ტედიი ხელს ვუსვავ, ტედი გაიღვიძე ის კი ისევ გაუნძრევლად წევს ვხედავ სისხლს და სწრაფად შევრბივარ მშობლების ოთახში მამიკოოო ტედი მამიკო მინდა რომ ვუთხრა ტედიზე,ფეხი წამოვკარი და დავეცი სიბნელეა, მამიკო ტედი ისევ ვიმეორებ და წამოდგომას ვცდილობ ვხედავ როგორ წევს იატაკზე მამა და მისკენ ვიხრები მამიკო გაიღვიძე....

-ევა ბიბლიოთეკაში წამოხვალ ჩამესმა ხმა და შევცბი, ევა შენ რა ტირი ისევ ჩამეკითხ კეტი
-არა სახლში უნდა წავიდე ვუთხარი და გავუღიმე,
-მოხდა რამე ცუდად გამოიყურები
-არა კეტი ყველაფერი რიგზეა ხვალ გნახავ ლექციზე ლოყაზე ვაკოცე და გარეთ გავედი.

მე 23 წლის ვარ და უკვე მეორე წელი მარტო ვცხოვრობ ამ ქალაქში.ჩემი მშობლების გარდაცვალებას 9 წლის შევესწარი,ძარცვის შედეგად მძარცველებმა ისინი მოკლეს.მე ბებიასთან და დეიდებთან ვიზრდებოდი.
ეს ერთადერთი მოგონებაა რაც უკავშირდება ჩემს ბავშვობას და მშობლებს ადრე ყოველ დღე მახსენდებოდა მკაფიოდ ვიმახსოვრებდი მერე ყოველ გახსენებაზე ბებოსთან მივრბოდი და ვტიროდი.ძაღლი არასოდე მყოლია ტედის შემდეგ, ბევრი შიში მქონდა რისი გადალახვაც მიჭირდა და რთული ფსიქოლოგიური პრობლემები რომელიც გავიარე უკვე დიდიხანია, ახლა ვეუფლები ამ პროფესიას, ძირითადად მხიარული ვარ პოზიტივს და სითბოს გავცემ, ვცდილობ შევიყვარო ყველა და ყველაფერი.
მე ევა მარტინესი ვარ ბავშვთა ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი #7 პალატიდან




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent