ცამდე და ცის იქით ღმერთამდე (2თავი
ნიაკოს ისე უნდოდა გაცინება,რომ სახეზე ადამიანის ფეერი არ ედო.ყველანაირად ცდილობდა ,რომ სიცილი არ წასკდომოდა და ბიჭებთან არ ახარხარებულიყო ბოლო ხმაზე.დემეტრეს შევხედე რომელიც გახედავდა ხოლმე ნიაკოს და იღიმოდა.უცებ ამოვაძვრინე ტელეფონი ჯიბიდან და მივწერე "მიდი სამზარეულოში გაიქეცი".როგორც კი წაიკითხა მაშინვე სამზარეულოში გავარდაა.ბიწების გაოცებულ მზერას სულაც არ მიაქცია ყურადღბა რადგან ეტყობოდა ,რომ ძალიან ცუდათ იყო. -ვნახავ რა მოუვიდა-ბიჭებს ვუთხარი და ოთახი დავტოვე.სამზარეულოში ,რომ შევედი ნიაკო მაგიდასთან იჯდა მარინა კი წყალს უსხამდა ჭიქაში.რომ დამინახა მაშინვე მკითხა. -რა მოუვიდა ამას? -იქ ვერ გაიცინა და აქ გამოვუშვი.-მოკლედ ავუხსენი და მათთან ერთად დავჯექი. -რატომ კი მაგრამ? -რატომ მარინა დეიდა და მოკლედ.თქვენ ხომ გაიცანით უკვე დემეტრე? -ხო როგორ არა შვილო მერე? -მერე ის,რომ ჩვენმა ანუკიმ დღეს გაიცნო ჩვენი დემეტრე უნივერსიტეტში და თან ხელებში ჩაუვარდა. -როგორ თუ ხელებში ჩაუვარდა?-დედაჩემი მე მომაშტერდა და პასუხს ელოდა,მოკლედ რა რეებს დააბრეხვებს ხოლმე ეს გოგო. -დედა უცებ შევეჯახე ნუ ღელავ. -მოკლედ რა შენ,ხომ ყველანაირად მოუხერხებელი ხარ.-ერთხელ მაინც თუ შვეეჯახები ვინეს,ან წავიქცევი მაშინვე მოუხერხებელი ვხდები,როგორც ადრე იყო.ამათ პირში ჩემი მტერი ჩავარდა. -კაი გეყოთ ახლა თქვენ ორს ჭორაობა,წამო ნია გავიდეთ თორემ სირცხვილია.-ნიას ხელს ვკრავდა კარებში ვაგდებ,ჯერ წყნარად მომყვებოდა უკან თუმცა რათ გინდა ცოტახანში სადღაც გაქრა.უკან ,რომ შევტრიალდი იქ არ დამიხვდა შმდეგ კი რაღაცის კნავილი გავიგე.აი ქვევით ,რომ დავიხედე ეს იყო სრული შოკი. ნიაკო შემოსასვლელის შავ-თეთრ ხალიჩაზე იყო გაშხლართული,ძალინაც კი უნდოდა ადგომ თუმცა უშედეგოდ.რაღაც კნავილის მსგავს ხმას უშვებდა პირიდან,ამის დანახვაზე კი სიცილი ამიტყდა.როგორც ჩანს ჩემისიცილი გიორგიმგაიგონა და ჩვენთან გამოვიდა.როდესაც ძირში დავარდნილი ნიაკო დაინახაოდნავ ჩტეხა ტუჩის კუთხე და გოგონა ხელში აიყვანა. -ანუკი,რატომ დასცინი შენ ჩემ პატარსა?-მისი ჭკუით მისაყვედურა. -სულაც არ ვარ მე შენი პატარა,და საერთოდ არ ვარ პატარა.-ნიაკო გაიბუსხა და განაგრძო გიორგის ხელებში ფართხალი. -ნიაკო გაჩერდი და ნუ ფართხალებ,პატარა კიდევ ხარ რადგან ბინაში ვერ გაგივლია ისე,რომ არ წაიქცე. -აუ გიო დამსვი ასე მე იქ არ შევალ. -მოგიწევს-მხოლოდ ეს უტხრა და ოთხში შევიდა.მეც უკან გავყევი და ჩემი ადგილი დავიკავე ნიაკომ კი დრო იხელთა და გიორგის ხელებიდან დაუსხლდა. საშინლება იყო როდესაც ბიწებმა ბიზნესზე დაწყეს ლაპარაკი რადგან არაფერი გვესმოდა არც მე და არც ნიაკოს.მთელი ამ დროსი მანძილზე ჩუმად ვისხედით და ვუსმენდით იმ იმედუთ ,რომ რამეს მაინც გავიგებდით თუმცა შენც არ მომიკვდე,ვერაფერს ვხვდებოდით.ბოლოს როგორც იქნა დაამთვრს საუბარი და ნიაკომ წამოიყვირა სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთო.ზოგჯერ მგონია ,რომ ეს გოგონა ჩემ თვში ზის.თუმცა რა გასაკვირია ის ხომ ჩემი საუკეთსო მეგობარია და მთელი ცხოვრება რაც ერთდ ვართ.იდეა ყველამ უცებ აიტაცა და თმაშიც მალე დავიწყეთ. ბოთლი ალექსანდრემ მოიტანა მანამდე კი ჩვენ იატაკზე მოვთავსდით კომფორტულად მოვთავსდით. პირევლი ნიაკომ დაატრიალა და ბოთლიც ვაკოზე შეჩერდა.როდესაც ბიჭმა მოქმედება წამოიყვირა მივხვდი ,რომ კარგი რაღააც არ ელოდა წინ. ნიაკომ მისი თაფლისფერი თვალებიტ გამომხედა რომელშიც ცეცხლი გიზგიზებდა და პატარა ეშმაკები თამაშობდნენ.იმ მომენტში ვაკო საშინლად შემეცოდა რადგან ვიცოდი,რომ სულაც არ ესლოდა კარგი დღე.ჩვენმა დაუნდობელმა ნიამ კიდევ ერთხელ გამომხედა და მთხოვა ,რომ ოთახიდან კაბა გამომეტანა.ბევრი თხოვნის მიუხედავად ბოლოს მაინც თავისი გაიტანა და ოთახიდან კაბიტ დავბრუნდი.ვაკოს ხელეში მივაჩეჩე და ოთახისკენ გზა ვუჩვენე სადაც უნდა გამოეცვალა.ცოტახანში კი ოთხიდან გამოვიდა ,ტანზე მომდგარი მუქი ლურჯი მთლიანი კაბა ეცვა მოკლე მკლავებით.მისი შემხედვარე ყველას სიცილი აგვიტყდა,დღეს მგონი ამდენი სიცილსგან ცუდათ გავხდები.შუა მისაღებში ტრიალებდა როდესაც კარები მამაჩემმა შემოაღო და თვალები კაკლლიოდენა გაუხდა.გაგიჯდა და ვერ გაეგო თუ რა ხდებოდა,ბოლოს როგორც იქნა მოიფიქრეს და თაზომ ყველაფერი აუხსნა.როდესაც უკვე ყველაფერი გაიგო ამოისუნთქა და დაგვტოვა.ბოლოს როგორც იქნა ვაკო ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა.ახლა მისი დატრიალების ჯერი იყო ,რომ დაატრიალა თაზაოზე გაჩერდა .იმანაც მოქმედებაო განაცხადა ამიტომაც მთელი ჭიქა ძმარის დალევა მოუწია.ძლივს დალია და ბოლოს როგორც იქნა ამოისუნთქა.თაზოს ბოთლი ჩემზე გაჩერდა ,არ ვაოირებდი რამე სიაულელე გამეკეთებია ამიტომაც სიმართლე ავირჩიე. -ყველაზე დიდი საიდუმლო რასაც შენ ძმას უმალავ.-დიდი ხანი ვფიქრობდი მეთქვა თუ არაა ბოლოს კი როგორც იქნა ხმა ამოვიღე, -გახსოვს 20 წლის ,რომ იყავი და ნენე,რომ შეგიყვარდა? -კი მერე -მერე იმ გოგომ მითხრა ,რომ შენი ძმა მომწონს და შეგიძლია რაიმე გააკეთოო? მე ვითხარი,რომ შენ შეყვარებული გყავდა და ვერაფრის გაკეთებას შევძლებდი.-იატაკს ვუყურებდი ,ხოლო როგრც კი მოყოლა დავამთვრე ჩუმათ გავაპარე ჩემი ძმისკენ თვლები რომელსაც სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. -რაკაი გოგოხარ ვერც კი წარმოიდგენ.-ეს,რომ თქვა მართლა ძალიან გავოცდი. -კი მაგრამ რატომ? -ეგ გოგო დიდი ბო*ი ვიღაცაა.-მოკლედ მომიჭრა დაბოთლისკენ მიმითითა.მეც ხელი დავავლე და ბოთლი დავატრიალე,რომელიც დემეტრეზე შეჩერდა. -სიმარტლე თუ მოქმედება? -მოქმედება.-დიდიხანი ფიქრის შემდეგ მოვიფიქრე,რომ უნდა ემღერა. -კარგი მაშინ "შენთვის"იმღერე-ისე არხეინად განვაცხადე რადგან დარწმუნებული ვიყავი,რომ არ ეცოდინებოდა თუმცა რა თმა უნდა ,ისეთი სასიამოვნო ხმით დაიწყო სიმღერა ,რომ კინაღამ იქვე დავდნი. -რა კარგათ მღერი-როგრც კი სიმღერა დაამთავრ მაშინვე ვერ დავმალე ჩემი აღბრთოვანება და შევაქე. -მადლობა-ისევ მიღიმის და ბოთლს ატრიალებს,რომლეიც გიორგიზე ჩერდება .ისიც სიმართლეო აამბობს და კითხვას ელოდება. -მიდი რა იმ გოგოს სახელი თქვი ვინც გულში გყავს ჩავარდნილი. -დადეშქელიანი ნაკუწებად გაგქცებ-მათ საუბარზე მეღიმებოდა თუმცა ღიმილი სახეზე შემახმა როდესაც მომტირალი ნიაკო დავინახე,ცრემლები სდიოდა თვალებიდან თუმცა მას ვერავინ ამჩნევდა რდგან ყველას გიორგიოს პასუხი აინტერესებდა მეც მომნტით ვისარგებლე და ჩემ ოთხში გავიყვანე. -ნიაკო რა გჭირს?-საწოლზე წამოწვა მეც მასთნ მივედი და თვი კალთაში ჩმიდო-გიყვარს არა? გიორგი გიყვარს? -ხო ნია,შემიყვარდა თუმცა ეს არ უნდა მომხდარიყო მე ის მაინც შემიყვარდა...იცი ?პირველად,რომ დავინახე ძალიან სიმპატიური მეჩვენა და რამოდენიმეკერ მასზე ფიქრიც დავიწყე თუმცა ჩემ თავს ამის უფლბა არ მივეცი რადგან მეგონა,რომ ვეღრ ვნახავდი...თუმცა,თუმცა შევცდი და თითქმის სულ შენთან ვნახულობდი...ნელ-ნელა შემიყვარდა,და გულში ჩვარდა...რამდენჯერაც ვცადე,რომ ეს გრძნობა უკუმეგდო არ გამოვიდა,პირიქით უფრო და უფრო გაძლიერდა...ვცდილობდი ,რომ ს არავისთვის მეთვა და მხოლოდ მე მცოდნოდა...ერთ წელზე მეტია რაც ვიცნობ და იცი როდის გავარკვიე და გამოვუტყდი ჩემ თავს ,რომ მიყვარს?..აი მაშინ ვიღაც სხვა გოგოსთან ერთდ ,რომ დავინახე ..იცი?..შენ იცი მე როგრო მეტკინა? ..ახლაც ძალიან მტკივა იმიტომ,რომთურმე მას სხვა უყვარს-ტიროდა და თან ცდილობდა ,რომ ელაპარაკა რაც არც თუ ისე კარგათ გამოსდიოდა.ვერც კი ვხვდებოდი,რომ ის გიორგიზე იყო შევარებული.და ამის შემდეგ მე მეგობარი მქია თნ საუკეთსო? ნიაკოს მალე ჩაეძინა ,საბანი გადავაფარე და მისაღებში გავედი. -ნიაკო სადაა? შენთნ ერთად ხომ იყო?-გიორგი ჩემთან მოვიდა და თვალებში ჩმაშტერდა. -მძიმე დღე ქონდა ამიტომაც ჩაეძინა.ხმა აღრ ამოუღია ისე შებრუნდა მე კიდე იქვე ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე იიმაზე თუ როგრო გამომეტეხ აგიორგი იმაში თუ ვინ უყვარს.არ შემიძლია,რომ ჩემი გოგო ასე იტანჯებოდეს.ფიქრებიდან,რიმ გამოვდი შევამჩნიე ,რომ გიორგი იქ არ იყო ამიტომაც მომენტიტ ვისარგებლე და მაშინვე ბიწებს ვკითხე. -გიორგის ვინ უყვარს? -ნიაკო-დემეტრე წყნარად მპასუხობს . -მადლობა,ამ ქვეყნად რამდენი ნიაკოა მე რავიცი რომელი უყვარს გიორგი. -კარგი რა ანა ,არადა ჭკვიანი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებ ,როგორ ვერ უნდა მიხვდე ,რომ შენ ნიაკოზეა ლაპარაკი-ეს,რომ მოვისმინე ძალიან გამიხარდა ესეიგი ჩემი გოგო აღრ დაიტანკება და ბედნიერი იქნება.ისე გამიხარდა ,რომ თურმ ჩემ წინ მჟდარ დემეტრესთან მივედი და ხელები მოვხვიე მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე როდესაც სხვებისგან შეუმჩნევლად ჩამჩურჩულა ყურში. -დღეს უკვე მეორედ გამაბედნიერე პატარა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.