ერთხელ(თავი მეთერთმეტე, დასასრული)
ზოგჯერ ტაიმაუტს იღებ. რომელიც მთლიანად გცვლის. დაა, შემდეგ ყველაფერი ელვის სისრაფიტ ვითარდება. ************************************************************************************************************************************ სოფლამდე როგორღაც ჩავაღწიეთ. მთელი გზა მე და დემნას ერთნაირად გვეკიდა ცეცხლი და არვიცი რა ძალა გვაკავებდა, რომ ურთიერთი არ მიგვეხრჩო. როცო იმ დიმიტრის სახლს მივადექით, რატომღაც გადმოსვლის სურვილი გამიქრა. -რა იყო?-შემომიღრინა დემურიმ. -მაცადე, ვფიქრობ!-არც მე დავაკელი და ცოფიანი ბულდოგივით დავუკრიჭე კბილები. -რაზე ფიქრობ?! სულ მთლად გააფრინე შენ! -კარგი, ჰო ნუ ჯუჯღუნებ!-წავიწუწუნე და გადავედი.-შეგეძლო კარი მაინც გაგეღო. -ჯენტლმენობას ნუ მომთხოვ.-თვალები დრამატულად გადაატრილა. დიმიტრის სახლი ძალიან ლამაზ ფერდობზე მდებარეობდა. ჯერ კიდევ სიმწვანეშერჩენილ ხეებს გადავავლე თვალი და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. -მოგწონს?-უჩვეულო სინაზით მკითხა დემნამ. -განა შეიძლება აქაურობა არ მოგწონდეს?-გავიოცე. -ვინ იცის, იქნებ შეიძლება?!-გამეღრიჭა. -ჰო. ალბათ.-ჩავიბურდღუნე ჩემთვის. -შევიდეთ?-მანშნა მძიმე კარისკენ. მივაყურადე, ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. -იქნე ჯობს, რომ დავაკაკუნოთ?-ეჭვისთვალით შევხედე. თავი უხმოდ დამიქნია და დააკაკუნა. სიჩემე. -სხვა გზა არ გვაქვს.-მხრები ავიჩეჩე და შტურმთ შევაჭერი სახლში. -ჯანდაბა!-მომესმა ღრიალი. ლოლიტა და ნიკოლოზი ერთმანეთს გველთევზებივით გადაფსკვნოდნენ და კოცნიდნენ. ვაღიარებ, ცოტა გავაზვიადე, მაგრამ წყვილს სახლში, რომ შევუვარდი და სავარაუდოდ შესარიგებელი კოცნისას წავასწარი, ეს ნამდვილად უტყუარ ფაქტს წარმოადგენდა. -აქ რა სიკვდილი გინდათ?-დამიწივლა ლოლიტამ და სქელი, ნაბდისებური ჟაკეტი სტალინისეული მრისხანებით შეისწორა. ნიკოლოზმა ისეთი მზერა მომაპყრო, ლამის ანდერძის დაწერაზე ჩამაფიქრა. მშვიდობით, დღეო ნათელო! მხოლოდ წინდებს დავუტოვებ ელენეს, დანარჩენს, არაფერს ხელი არ დაედოს! -სიყვარულს ვუხსნი!-რიხიანად მოახსენა დემნამ და ისე მიმიხუტა, ვფიცავ ფილტვებში ჟანგბადის ნაკადმა შეწყვიტა მოძრაობა, ხოლო ძარღვებში სისხლის მიმოქცევა შესუსტდა. -ჰა?-ერთდროულად განვახცადეთ მე, ნიკიტამ და ლოლიტამ. -დიახაც, რაო, თქვენ თუ გინდათ რომანტიკა და კარგი გარემო, მე რა დავაშავე?!-განაწყენებულმა მიუგო დემნამ თვალებგადმოკარკლულ, ერთიანად გალურჯებულ ნიკას. -მოიცა, მოიცა, მოიცააა!-დაიღრიალა ლოლამ, რომელიც ასათიანის პაციენტივით ქაჩავდა თვალებს. გაჩეჩილ წითურ თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი და ცალი წარბის აწევით დაამატა.-შენ რა, ქეთი გიყვარს? -ვიცი, მე თვითონაც არ მჯერა, რომ ასე მოხდა.-გაეცინა დემურის. უნებურად სიმწრისაგან სახე დამემანჭა და თვალები ცრემლებით ამევსო. ამ სიტუაციიდან გამოსაძრომად შეთითხნილმა ტყუილმა გული მატკინა. -შემეშვი და სხვანაირად იღადავე!-გაბრაზებულმა დავიძვრინე თავი და გარეთ გავვარდი. დახშული კივილი ყურებში ჩამესმოდა, უხმო ქვითინმა კი სხეული ამიცახცახა. -ქეთი?!-უკან გამომყვა დემნა. -სხვა ვერაფერი მოიფიქრე?!-მაშინვე ვეცი.-რა საჭირო იყო? -მაგრამ მე სიმართლე ვთქვი. მართლა მიყვახარ.-გაოცდა ბიჭი. -რა?-აზროვნების უნარი წამერთვა. -რაც გაიგე. მე უბრალოდ მინდა, რომ ვცადოთ.-მომიახლოვდა. პირდაფჩენილი შევცქეროდი. ****************************************************************************************************************** *ორი მაჯლაჯუნა წლის შემდეგ* -დროზე!-ყურისწამღებად დავჭყივლე დემნას და ვერცხლისფერი კაბა მონდომებით გავისწორე.-ეს ოხერი ძონძი ესა!-დავამატე ეფექტურობისათვის. -მოვდივარ!-შესძახა ბიჭმა და ტუსტუსით ამედევნა უკან. -ვაგვიანებთ, დემნა ვაგვიანებთ!-გავცხარდი და ქლაჩი ნერვიულად ავათამაშე. -შენ ნუ ნერვიულობ! -ახლა, მანიაკივიტ არ მართო მანქანა თორემ გადვხტები.-დავემუქრე. -და კისერსაც მოიმტტვრევ!-ნიშნისმოგებით მითხრა. -იდიოტი.-ჩემთვის ვთქვი. ეკლესიაში გიჟებივით შევცვივდით და თეთრ კაბაში გამოწყობილი, წითური, თვალებბრიალა და გამგელებული პატარძლის სიფათი დავინახე. მღვდელმა იჭვნეულად შეგვათვალიერა. -ყველას გარეკილები ვგონივართ.-ჩავჩურჩულე. -ოჰ, შენც არ მყავდე დალაგებული. -ჩაიგდე ხმა! -ამ ერთხელ მაცვია სმოკინგი და იცოდე, ისედაც გაღიზიანებული ვარ! -ნუ იმუქრებიი. -ერთხელ ლოლას ადგილას შენ იდგები. -იოცნებე! -ჰმმ, არდა რა კარგი ბეჭედი ვიყიდე. -მოკეტე ადამიან...რააო?!-თვალები გამიფართოვდა. -გეხუმრე. ერთხელ მაპატიე. -ფუუ შე..-ლოლას თმისფერი დამედო. თვითონ ლოლა ნათურასავით ჩახჩახებდა წითლად. -რაღაც ძირს დავარდა.-მითხრა დემნამ. -იქნებ, ცხოვრებაში ერთხელ მომაწოდო?! -კი აბა! -გველაძუა!-დავიხარე და ფეხებთან დაგდებულ ბეჭედს დავწვდი. ისევ ხელიდან გამივარდა. -ეს?-გავშტერდი დემური გალანტურად დაიხარა და... -იქნებ, ამ ერთელ ცოლად გამომყვე?-შემომიღიმა მუხლებზე დამდგარმა. -სენ, რა მოიცაა...-გასუსულ ხალხს შევხედე. ნაზიბროლამ დაიქსუტუნ-სლუკუნა. -ისა.. ცოტა დროზე, თორემ ჯვრისწერა დაიწყება. -იქნებ, ამ ერთხელ დაგთანხმდე.-გავუცინე და თითზე წამოცმულ ბეჭედს დავხედე, შემდეგ კი სწრაფად ვაკოცე დემნას, სანამ გულში არ ჩამიკრა და ლოლამ არ დაგვიღიალა ვიწყებთო. *THE END* პ.ს ვიცი, რომ პატრაა, თუმცა ასე მქონდა გათვლილი. იმედია სუ სულ ოდნავ მაინც მოგეწონათ და ძალიან ბანალური არ მოგეჩვენათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.