შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რიტა (თავი მეხუთე)


29-12-2017, 23:07
ავტორი TrustYourSoul
ნანახია 1 380

- იცი სულ მინ...- შებრუნებული იწყებს საუბარს, როცა ვგრძნობ,გონება სურვილს აშკარად ვერ ჯობნის,ჩემსკენ ვატრიალებ სხეულზე მარდად ვიკრავ და მის დაწყებულს ვასრულებ,ტუჩებზე ვნებიანად და მომთხოვნად ვეტანები.სისხლი ვენებში იყინება,გული მოძრაობას წყვეტს,როგორი ცივი და ამავდროულად თბილი ტუჩები აქვს,თმის ღერიდან, ტერფამდე მმუხტავს რაღაც ამოუცნობი ენერგია,ღვინის ბრალია?რატომ ვგრძნობ მჟავე ყურძნის გემოს?სუნთქვა მიძნელდება,მაგრამ მაინც ვერ ველევი სასურველს,ნელ-ნელა ვაშორებ ბაგეებს და ცხვირს ცხვირზე ვუხახუნებ,ცერა თითს ათრთოლებულ ტუჩებზე ვატარებ,ცივ ჟანგბადს, ფილტვების დაპატრონების უფლებას ვაძლევ,გზას შუბლისკენ მივიკვლევ და ახლა შუბლზე ვეწებები,ნეტავ რას გრძნობს?ისიც ჩემსავით გაურკვევლობაშია?
უცებ მშორდება,ნელ-ნელა უკან იხევს,თან ცინიკური ღიმილი გადაჰკვრია სახეზე, ჩუმად ვარ,არც კი ვიცი რა ვუთხრა,ზურგს მაქცევს და მშვიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ.
- რიტა - დაუკითხავად სცდება ბაგეებს,ჩერდება,ბრუნდება და მიყურებს.
- რა? - თვალებს მომაბეზრებლად ატრიალებს
- რა ცივი გოგო ხარ ,მე შენ გაკ... - ისევ მაწყვეტინებს,ამას მგონი არ ასწავლეს საუბარში ჩაჩრა,რომ უზრდელობაა.
- რა გინდა ცოტნე? მაკოცე,მეც აგყევი მორჩა, რამე სათქმელი გაააქვს?
- ხო მართლი ხარ,გაკოცე და ამყევი,რა უნდა მქონდეს სათქმელი? - არც მე ვიშურებ ირონიას
-არც არაფერი - ამთავრებს და ტრიალდება,უკან მივყვები,ჩანთას იღებს,სასტუმროდან გადის და გარეთ მდგარი ტაქსებიდან ერთ-ერთში ჯდება,მინას წევს და ქვემოდან მაკვირდება.
- ახლა ვფიქრობდი,ნაშუადღევს მომხდარ ფაქტზე და მგონი საბოლოოდ დავრწმუნდი,შენთვის ფლირტი ახალი ხილია, ჩემო ცოტნე - მიღიმის და ტაქსისტს მისამართს ეუბნება.
------------------------------------------------------------------------------------------------
9.01.2012 13:07
- ეგ გოგო სანამ ჭკუიდან არ გადაგიყვანს არ მოისვენებს ცოტნე - ნახევარ საათიანი ხარხარის შემდეგ, ძლივს აბამს სიტყვებს ერთმანეთზე.
- ვაა ნოე მორჩი? აჩის ველაპარაკე დღეს და ქეთო ხუთშაბათიდან შვებულებას იღებს და წავიდეთო,თქვენ წახვალთ და მე და რიტა ერთად ჩამოვალთ - ნოეს ხველება უტყდება,შემდეგ ისევ ხარხარი.
- შენ და რიტა? რა გინდა მაგ გოგომ მოგკლაას?
- აუ ნოე, ნუ ა*ურებ რა,ხო მე და რიტა,სანამ მაგ გოგოს ჩემ ფლირტზე აზრს არ შევაცვლევინებ იქამდე არ მოვისვენებ.
- ისე ცოტნე - უცებ სერიოზულდება,მეც რაიმე საინტერესოს მოლოდინში ბოკალს ვდებ და ვაშტერდები - მარტო მაგიტომ გსურს,რიტამ დაგიმშვენოს გვერდი,ბაკურიანისკენ მომავალს? - სიგარეტის კოლოფიდან ერთ ღერს აცურებს და ისევ ხარხარს იწყებს.
- შენ დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ხარ და რა იყო სესილი ცოლობაზე დაითანხმე?
- რამდენჯერ გითხარი მაგაზე ნუ ხუმრობ მეთქი! ისედაც სადაცაა გავაფრინო,შეიძლება ერთი წლის განმავლობაში გოგოს ცოლობას ყოველ მეორე ვახშამზე სთხოვდე და სწავლას იმიზეზებდეს? გამაგიჟა რა,გუშინ ვიჩხუბეთ, შენ მგონი სანამ კარიერას არ აიწყობ იქამდეც არ მაღირსებ ცოლს მეთქი
- მერე?
- მერე, რა მერე,ისეთი თვალებით მიყურებს ბრაზი მაშინვე გადამივლის ხოლმე,ან უარეს შემთხვევაში პატიებას მთხოვს და რომ გავჯიუტდები, ნახევარ საათში მე დავსდევ მაპატიე მეთქი.
- მერე ასეთ დღეში,რომ ხარ სიცილისთვის გცალია? რომ ამიკელი მთელი დღეა.....კაი ჰო,სერიოზულად არ მიიღო,აცადე ისწავლოს თუ საჭიროა აიწყოს ის კარაიერაც,ოცნება რელობად ხომ უნდა აქციოს? და მოიყვანე მერე ცოლად,ხომ არ გარბის?
- და მე ვუშლი ხელს ოცნების რეალობად ქცევაში? პირიქით ვცდილობ რაც შეიძლება ხელი შვეუწყო,მოკლედ მოვრჩეთ რა, მე სესილის ცოლად უეჭველი მოვიყვან და შენ რა გეშველება ერთი? - ბოროტულად ხითხითებს,დაიწყო ისევ.
- დაგენიძლავებოდი,რომელი უფრო ადრე მოიყვანდა ცოლად, მე რიტას თუ შენ სესილის მაგრამ ჯერ სრულიად დარწმუნებული არ ვარ გრძნობებში,მოკლედ დრო გვიჩვენებს რა,წავედი ახლა რიტას ორი საათით მოტაცების გეგმა უნდა დავსახო.
------------------------------------------------------------------------------------------------
9.01.2012 14:27
მინაზე ზანტად ეფინება ციდან გადმოსვრილი წვეთები,თბილა,მაგიდებს შორის დადის და შეკვეთებს იღებს,თავის მწვანე,დიდრონ თვალებს აქეთ-იქით აცეცებს და ცდილობს ყველა შეკვეთა დროულად აიღოს,მე არც კი მეკარება,უკვე ორი საათია არცერთ მიმტანს არ ვიკარებ მის გარდა,ეს იცის და მაინც ჯიუტად ჩემ სიახლოვეს არც კი იმზირება.
- ბატონო ცოტნე,კიდევ დიდხანს უნდა იჯდეთ ასე? - ვერ კი ვამჩნევ ისე მიახლოვდება და დოინჯ შემოტრტყმული მადგება თავზე.
- სანამ გუშინწინდელს არ გავიმეორებ - გუგები უფართოვდება - ჟოლოსფერ ტუჩებს საღებავს რატომ არასდროს არ აკარებ? იცი ასე უფრო მომთხოვნი,რომ არის?
- ფლირტის სწავლების გაკვეთილებზე ჩაეწერე? - სკამს მსუბუქი მოძრაობით წევს და მოპირდაპირე მხარეს მიჯდება - ვაღიარებ,მგონი ცოტა შედეგი გაქვს.
- ნწუ,თვითნასწავლი ვარ - მიმტანს ხელით ვანიშნებ მოვიდეს,ისიც მაშინვე ჩვენთან ჩნდება - ათწლიანი დაძველებით,ტკბილი როზე გასინჯული გაქვს რიტა?
- შენ როგორ ფიქრობ?
- ჰმმ,არაუშავს კიდევ ერთხელ დაგემოვნება არ გაწყენდა - ჯერ რიტას შემდეგ კი ჩვენ წინ მდგარ მიმტანს ვუყურებ - ტკბილი როზე ათწლიანი დაძველებით,ბოთლით მოგვიტანეთ და ტეტ-დე-მუანი.
- კარგით ბატონო.
- აბა?ტყუილად არ იჯდებოდი აქ ორი საათი,რასთან დაკავშირებით დაკარგეთ თქვენი ძვირფასი დრო?
- არ შეიძლება უბრალოდ გიყურო? - თვალს არ ვაშორებ,ფაქტია ეს უფრო აბნევს
- ღმერთო! ცოტნე ასე უცებ ყველაფერის წყალში ჩაყრა როგორ შეგიძლია? ქალის დაკერვის ყველაზე გაცვეთილი ფორმაა, არ შეიძლება უბრალოდ გიყურო? - მაჯავრებს და სახეს მანჭავს.
- მგონი შენ ფლირტში ძალიან გამოცდილი უნდა იყო არა?
- თუ ჩემს შებმას აპირებ არამგონია ჩემი სწავლება მართობული იყოს
- ისევ არ ეშვები ხო შენსას? დაგიმარცვლო? თვითნასწავლი ვარ მეთქი
- ჰმმ,სარკასტული ღიმილიღა და შეიძლება ხელებში ჩაგადნე....მერე? თვითნასწავლი,რომ ხარ,არ გამოგდის და აიყვანე რა ეს მასწავლებელი,არა მგონია ფინანსებში იჭედებოდე.
- ესეც თქვენი შეკვეთა,გემრიელად მიირთვით - თუ არ ვცდები ეს ის გოგოა,წინა შეხვედრაზე,რიტამ მკვლელი მზერით,რომ დააჯილდოვა.
- მადლობა ნინა - ბინგო! ეგაა,ბავშვობიდან კარგი მახსოვრობის უნარი მაქვს,რასაც ფლირტზე ვერ ვიტყვით არა ცოტნე? ეს ალტერ ეგო ხო ყველგან მიხტება რაა.
- მოკლედ სად გავჩერდით? - ბოკალს ვავასებ და წინ ვუდგამ - მასწავლებლის აყვანას მირჩევდი ხომ? ისე რიტა, იმ კოცნის შემდეგ დამჩემდა ერთი კითხვა - ვჩუმდები და ვაკვირდები,მწვანე ირისები,რაღაც საინტერესეოს მოლოდინში უფრო უფართოვდება - ღვინის გამო გქონდა მაშინ მჟავე ყურძნის გემო,თუ საერთოდ ასეთი გაქვს?
- თვითონ გარკვევაზე არ გიფიქრია? - გამომწვევად იკვნეტს ტუჩს და მაკვირდება.
- კი,ვფიქრობდი მაგრამ გვიანია უკვე,კოცნამდე ისევ ღვინო იპატრონებს შენს ტუჩებს....არაუშავს,დღევანდელ კოცნასაც როგორღაც გადავიტან და შემდეგზე,პირველი მე დავაგემოვნებ.
- აი დღეს ხომ მაკოცე და უკვე შემდეგისთვის აწყობ გეგმებს ხომ? როგორი სწრაფი ხარ ცოტნე?
- გარეთ ცივა,მოდი მოიცვი და გავისერინოთ - მანტოს ვიღებ და ვაწვდი,წამომდგარს წელზე ვავლებ ხელს,თათმანებს ვაწვდი და მსუბუქი ხელისკვირთ გამყავს გარეთ.
- რა გინდა? შენი ყურება არ მაკლდა და ახლა გარეთაც უნდა გავიყინო?- თვალებით მბურღავს,წინ მიმავალი ვტრიალდები და თვალებში ვაშტერდები,თან ნელ-ნელა ვუახლოვდები.
- რაო,რა თქვი,როგორი სულ სწრაფი ხარო? - არ ინძრევა,თითქოს ერთ ადგილს მიეყინა კოცნის მოლოდინშიო,ხო კოცნის,დარწმუნებული ვარ იცის რისთვისაც ვუახლოვდები.
- კაიი? - გაოცებულს სცდება - კაფეში ვერ მაკოცებდი,ამ ყინვაში,რომ არ გამოგეყვანე?
- მე ვერ ვერკვევი და მოდი თვითონ მიხვდი,აქ უფრო რომანტიული იქნებოდა და იმ თბილ,მყუდრო კაფეში?
- აშკარად,იმ თბილ,მყუდრო კაფეში ცოტნე!
- დავიჯერო ასე გცივა? - საკმარისად ვფარავ ჩვენ შორის მანძილს და წინ გაჯგიმული ვუდგები.
- აი,შენი თბილი ტუჩებით თუ გამათბობ იქნებ აღარ შემცივდეს......ცოტნეეეე,დავიტანჯე რა,ახლა უკან დავბრუ.... - ისევ იგივე გრძნობა,ერთი ის განსხვავებაა,რომ სიცივისგან ისედაც გაყინულიყო სისხლი,ერთი ხელი წელზე,მეორე კი კისერზე მაქვს შემოხვეული და მთელი სიამოვნებით ვკოცნი,გულს იმ პატარა ბიჭივით უხარია გოგოს პირველ კოცნას,რომ მოსტაცებს, როგორღაც ვწყდები მის ტუჩებს და სხეულზე უფრო ძლიერად ვიკრავ - ეს სხვა ღვინო იყო,მაგრამ შენ ტუჩებს ისევ მჟავე ყურძნის გემო აქვთ...
------------------------------------------------------------------------------------------------
11.01.2012
- ყინავს გარეთ - ხელებს ერთმანეთს ვუხახუნებ სითბოს შესანარჩუნელბად და შემოტანილ შეშას ბუხართან ვდებ.
- ეჰ ბაბუ,ქართველ ვაჟკაცს ყინვისთვისაც ვეღარ გაგიძლია? - ბაბუს გაკეთებულ კომენტარზე ყველას სიცილი გვივარდება, თვალს რიტასკენ ვაპარებ,იცინის და მე მიყურებს.უკვე ოთხი საათია რაც ბაკურიანში ვართ,ორი საათი დასასვენებლად გამოვიყენეთ,დარჩენილი დრო კი,ერთმანეთის შესახებ უფრო მეტის გასაგებად,იმით გახარებული,რომ ჩემი ტყუილით მე და რიტას ერთ ოთახში მოგვიწევდა ყოფნა,ბაბუაჩემის დაჟინებულმა მოთხოვნამ სიხარული სახეზე შემაყინა,თურმე აქ ეს მიუღებელია,რიტას სახე უნდა გენახათ,ეშმაკური ღიმილით მიკრავდა თვალს და თავისი ოთახისკენ ჩუმ-ჩუმად მიიწევდა,თან თავისთის მაგრამ უფრო ჩემ გასაგებად ბუტბუტებდა - აბა არ შეიძლებაო და წესებს ხომ ვერ შევეწინააღმდეგებით? ცოტახნით საცოლის გარშე მოგიწევს დაძინება საქმროვ.
-დღეს დავისვენოთ კარგად და ხვალ დაგათვალიერებინოთ აქაურობა თუ ახლა გავიდეთ?
- დღეეეს რაა, ახალგაზრდები ხართ რა დროს დასვენებაა,თან იქეთ ცხენი დავინახე და მგონი თქვენი უნდა იყოს ხოოომ?
- არა ქეთო,ჩვენი არაა მეზობლად ჰყავს ერთ ვაჟს,მოგეწონა ხომ? ისე უფრთხილდება,ჩემ შვილიშვილს კი არ გაქვს - ცოტნესკენ იხედება და კოპებს კრავს - რომ წავიდა ქალაქში და დაივიწყა ყველაფერი,ყინავს თურმე - გაბრაზებული აჯავრებს.
- ოხ თომააა აი,რომ არ გადმომწვდე ისე ვერა ხოო? ამის შემდეგ სულ შენთან ვიქნები და როგორ გამიძლებ ნახავ
- გაგიძლებს ცოტნე, გაგიძლებს, რაც ქვეშაფსია აგიტანეს,მოხერხდება ახლაც როგორღაც რა - უცებ ამბობს ნოე და მაშინვე უჩინარდება.
- ნოოოოეეეეეე - ვგრძნობ ფეხ ქვეშ როგორ მეცლება მიწა და კი არ მივრბივარ,მივფქრინავ ნოეს ოთახისკენ.
- ქვეშაფსია? - ჩუმად ბუტბუტებს სიცილისგან სახე აწითლებული რიტა
- აუ არ იციი? 4 წლამდე იფსამდა - ახლა თათა ერთვება საუბარში,იცის ძალიან მოხვდება ძმისგან,მაგრამ თავს მაინც ვერ იკავებს
- მოდი ბაბუ ამათ ყურადღებას ნუ მიაქცევ,გატყობ ძალიან გინდა შენ ცხენზე და ვეტყვი ლევანს,ისეთი კარგი მოჯირითეა გასწავლის შენც უცებ - თბილად ხვევს ქეთოს წელზე ხელს და კარისკენ უძღვება.
________________________________________________________________________
11.01.2012 15:58
გაუჩერებლად ცქმუტავს ერთ ადგილას,უკვე ნახევარი საათია ფანჯრიდან აკვირდება მომღიმარს,ცხენზე გამართული,რომ ზის და გაჯგიმული გადმოჰყურებს მოშორებით მდგარ ბიჭს, თან შიგადაშიგ თვალს მისკენ აპარებს,ვაჟის დაბერილი ძარღვებით გამოწვეულ ეგოისტურ სიამოვნებას ადვილად შეამჩნევდით სახეზე,ერთი ცუდი მოძრაობა და მიწას ენარცხება,ღია ფანჯარაში ხტება და ქეთოს ძახილით არღვევს მინდვრის სიმშვიდეს,გონება უცაბედად ებინდება,ქალის სისხლიან შუბლს და მუხლებს,რომ ხედავს,ხელში იტაცებს და უკან მოუხედავად ტოვებს გარშემო მყოფთ....
დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის,უბრალოდ მუზამ დაიგვიანა,ვიცი მშრალი თავია,არც კომენტარები,არც ნახვები,არ მოწონებები,თუ წინა თავები არ მოგწონდათ არამგონია ამან გამოიწვიოს დადებითი კომენტარები,მაგრამ რავიცი,ხო წინასწარ გილოცავთ ახალ წელს,ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს,ფოტოზეა ქეთო <3 იმედია მოგეწონებათ <3



№1 სტუმარი სტუმარი eni

Zalian mshralad wer.uemociod da titqos izulebit.tu gsurs mkitxveli gyavdes,shenc mtlianad unda daixarjo da ise wero,rom moutmenlad daelodos istoriis gagrzelebas.me yvela tavi ertad wavikitxe da Tu gaitvaliswineb rac davwere,dasrulebisas uketes komentars davdeb.ar gewyinos...

 


№2  offline წევრი TrustYourSoul

სტუმარი eni
Zalian mshralad wer.uemociod da titqos izulebit.tu gsurs mkitxveli gyavdes,shenc mtlianad unda daixarjo da ise wero,rom moutmenlad daelodos istoriis gagrzelebas.me yvela tavi ertad wavikitxe da Tu gaitvaliswineb rac davwere,dasrulebisas uketes komentars davdeb.ar gewyinos...

არაა საწყენი რა არის პირიქით,მე მიხარია როცა ვიღაც ასე უღრმავდება ნაშრომს და ცუდსაც ამჩნევს,წინა თავებს მართლა გულით ვწერდი,უბრალოდ ამ თავზე რა დამემართა არ ვიცი,მოკლედ მადლობა თუ კითხულობ და აუცილებლად გამოვასწორებ ყველაფერს❤❤

 


№3  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

პირიქით ეს თავი ძალიან მომეწონა! ❣ საყვარლობა იყო ♥♥♥ მართალია ცოტა ემოცია აკლია თავისებური თუმცა ამას შემდეგში გამოასწორებ ♥♥ ძაან მომწონს რიტა და ცოტნე ♥♥ ერთმანეთს ავსებენ ♥ იმედია აღარ დააგვიანებ ძალიან ♥ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს წაატებები ♥♥♥

 


№4  offline წევრი TrustYourSoul

ტკბილიწიწაკა
პირიქით ეს თავი ძალიან მომეწონა! ❣ საყვარლობა იყო ♥♥♥ მართალია ცოტა ემოცია აკლია თავისებური თუმცა ამას შემდეგში გამოასწორებ ♥♥ ძაან მომწონს რიტა და ცოტნე ♥♥ ერთმანეთს ავსებენ ♥ იმედია აღარ დააგვიანებ ძალიან ♥ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს წაატებები ♥♥♥

ტკბილოოო❤❤რიტა და ცოტნე მერე უფრო სიყვარულობები იქნებიან :33 მგონი ახლა აღარ დავაგვიანებ ხოლმე ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent