ცუდი ბიჭის პატარა გოგო (20 თავი)
20 თავი ბიჭები ერთად იყვნენ სკვერში შეკრებილი და ნიაკოს ეძებდნენ. დემეტრე უკვე თავის თავს აღარ გავდა, თავზე დიდი კაპიშონი წამოცმული და თვალები სულ გასიებული, მას უკვე ორი ღამეა რაც არ ძინებია. სანდრო განადგურებულ იყო, უკვე იმის თავიც აღარ ჰქონდა თავის ყველაზე მთავარ მტერთან, რომ ეჩხუბა ან თუნდაც ეკამათა მაინც. -სანდრო, შენ და ბიჭები ამ შენობებს შეამოწმებთ გასაგებია? იარაღი ჯიბეში გქონდეთ და დახმარება თუ დაგჭირდებათ მოგვწერეთ ამბობს ლუკა და ცდილობს ყველა სავარაუდო შენობა და ადგილი შეამოწმონ სადაც ნიაკოს პოვნა შეიძლება -მე მარტო წავალ თქვა დემეტრემ და ადგილიდან წამოდგა ბიჭებმა ყველამ მას შეხედეს, რადგან მთელი საღამოა ხმა არ ამოუღია, რამდენიმეს დაავიწყდა კიდეც მანდ რომ იყო -დემეტრე, რას აპირებ? შენ ჩვენთან ერთად მოდიხარ ტყისკენ სახლები, რომ შევამოწმოთ უთხრა ლუკამ მკაცრად, იცოდა დემეტრე ახლა როგორ მდგომარეობაშიც იყო და ყველანაირად ცდილობდა მის გვერდით ყოფნას -ერთი რამის შემოწმება მინდა თქვა მან და წასვლას აპირებდა როცა სანდრომ დაილაპარაკა -გაითვალისწინე, რომ როცა მას ვიპოვით უკანასკნელი იქნება თქვენი შეხვედრა დემეტრემ არაფერი არ უპასუხა, უბრალოდ გაუღიმა.. დემეტრე მანქანიდან გადმოვიდა და საკმაოდ ნაცნობი ადგილის წინ დადგა, ეგრევე ძველი მოგონებები გაახსენდა რაც ამ ადგილთან აკავშირებს ხელები ჯიბეში ჩაილაგა და თავისი კაპიშონი თავზე წამოიცვა ნელნელა უახლოვდებოდა ამ ხმაურიან ადგილს და შესვლას აპირებდა, საერთოდ არ აინტერესებდა ის ორმეტრიანი რიგი რომელიც მის უკან იყო შესასვლელს უახლოვდებოდა როცა ვიღაცამ უკნიდან დაიჭირა -ეი შენ, აბა მოსაწვევი მაჩვენე! დიდმა კაცმა დაიჭირა დემეტრე და მისი სახე, რომ დაინახა ანერვიულებულმა ჰალსტუხის შესწორება დაიწყო -მოიცა.. შენ აქ რას აკეთებ? შენ შავ სიაში ხარ და ახლოს მოახლოებაც კი არ შეგიძლია ამ კლუბთან უთხრა ამ გოლიათმა კაცმა დემეტრეს და რაციით დაკავშირება დაიწყო დაცვასთან დემეტრე რომ გაეგდოთ, მაგრამ საწყამა კაცმა უცებ სისუსტე იგრძნო.. დემეტრემ ჯერ მუშტი უთავაზა სახეში შემდეგ კი მუხლი მოარტყა იმავე ადგილას -ამ სი***ებისთვის არ მცალია უხრა დემეტრემ და კლუბში შევიდა. დემეტრემ იმ ადამიანის ძებნა დაიწყო, რომელიც ერთადერთი იყო ვინც ნიაკოს პოვნას შეძლებდა მოცეკვავე სხეულებს ხელს კრავდა და ვ.ი.პ ზონაში მიდიოდა. კაპიშონი უკვე აღარ ეკეთა თავზე და ბევრმა ნაცნობმა გოგომ დემეტრესთან მისვლა და მისი შებმა სცადეს, მაგრამ დემეტრე საწყალ გოგოებს ისე უხეშად კრავდა ხელს ძლივს იკავებდნენ წონასწორობას წაქცევისგან, მაგრამ იმხელა ერთი ადგილი აქვთ არამგონია წაქცევის დროს რამე იგრძნონ.. ვ.ი.პ ზონაში შევიდა და ყველაზე დიდი სივრცე რომელ ოთახშიც იყო იქ შევარდა კარი შეამტვრია ფეხით და გოგოების ყვირილი მოყვა ამას, რომელიც ალექსის კალთაში იჯდნენ და სტრიპტიზს ცეკვავდნენ -დროზე დავაით აქედან ერთი სანდროს სიტყვა იყო და გოგოები ყვირილით გაიქცნენ ოთახიდან, ალექსი კი გაკვრივებული სახით უყურებდა დემეტრეს და დინამიკისკენ წავიდა მუსიკა, რომ გამოერთო ალექსი ნახევრად რუსი ნახევრად ქართველი კაცი იყო, დემეტრეს და მას ძალიან ცუდი ურთიერთობა აკავშირებთ უამრავი რაღაცის გამო. ალექსიმ ყოველყვის ყველაფერი იცის სად და როგორ ხდება, მას საკუთარი ბიზნესი აქვს გახსნილი და ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს მასზე, ამიტომ აბსოლიტურად ყველას იცნობს ქალაქში. დემეტრე ყოვეთვის ცდილობს ამ თაღლითი და მატყუარა ადამიანისგან თავი შორს დაიჭიროს, მაგრამ ახლა სხვა გზა არ ჰქონდა. ყველაფერს იზამდა თავის პატარა გოგო, რომ გადაერჩინა -ოჰ დემეტრე, ჩემი ძველი მეგობარი! სად დაიკარგე ამდენ ხანს დაილაპარაკა თავის უცნაური აქცენტით დემეტრემ საყელოში წაავლო ხელი და კედელს მიაჯახა -მომისმინე შე ბებერო, აქ ერთი საქმის გამო მოვედი უთხრა დემეტრემ -ჰოჰ, როგორც ვატყობ არ შეცვლილხარ დემეტერემ ნელნელა ხელი გაუშვა, მაგრამ თავი ისევ ამაყად ეჭირა -რაღაც მინდა გავიგო შენგან, ჩემი შეყვარებული გაიტაცეს და უნდა გაიგო ვინ იყო და სად არი თუ გინდა, რომ საკუთარ კლუბშივე არ მოგკლა უთხრა დემეტრემ და ნელნელა თავისი იარაღის ამოსაღებლად ემზადებოდა -ვახ, ანუ ეს სიმართლე ყოფილა? მართლა გამოჩენილა შენს ცხოვრებაში გოგო? ალბათ მაგარი ნაშა უნდა იყოს შენი ყურადღების მიბყრობა, რომ შეძლო დემეტრემ ამის გაგონებაზე ისევ მიაჯახა ალექსი კედელს, ძლივს იკავებდა თავს აქვე, რომ არ მოეღო მისთვის ბოლო. ალექსი რათქმაუნდა ძალით აკეთებდა ამ ყველაფერს, უყვარს როცა ერთდროს მისი მოსწავლე მასზე ბრაზდებოდა და მოკვლით ემუქრებოდა. ალექსი თავიდან ეხმარებოდა დემეტრეს თავისი საკუთარი კლუბის მშენებლობაში და ყველაფრის მოგვარებაში. მისი დამსახურება იყო ბევრი რამ რაც დემეტრეს გამდიდრებაში მოხდა, მაგრამ ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებდა შემდეგ მისი კონტროლი რომ შეეძლო. დემეტრე ყოველთვის ვერ იტანდა ამ მატყუარა კაცს და ცდილობდა რაც შეიძლება შორს ყოფილიყო მისგან -ოჰო, ვატყობ ყველაფერი სერიოზულია. ამას შენგან ნამდვილად არ მოველოდი შვილო, შენ ხომ სიყვარულის არასდროს გჯეროდა თქვა მან და თავი გაიქნია დემეტრემ ერთი ჩაისუნთქა და გაბრაზებულად ახედა მას -ბოლოჯერ ვიმეორებ, გამაგებინებ სად არი ჩემი გოგო თუ ამოვიღო იარაღი და მოგკლა აქვე!? კაცმა ჩაიცინა და ტელეფონი ამოიღო -ეს ყველაფერი უმარტივესია ჩემთვის შვილო, აი შენგან კი მხოლოდ ერთ რაღაცას მოველი დემეტრე მზად იყო თავის სიცოცხლეც კი მიეცა ოღონდ მისი პატარა გოგო ეპოვა -რა გინდა ბებერო? -40% შენი კლუბის თქვა მან და დემეტრემ დამცინავი მზერით შეხედა. ეგონა რამე სერიოზულს მოთხოვდა, მას კი მხოლოდ მისი ფული და წარმატება სჭირდება. დემეტრე დათანხმდა და ალექსიმ ვიღაცასთან ლაპარაკი დაიწყო. ნახევარი საათი იყო გასული როცა მისამართი გაიგო და ეგრევე ნიაკოსკენ გაექანა, თან ბიჭებს შეტყობინება გაუგზავნა. დემეტრე ამას არასდროს არ აღიარებს, მაგრამ მის თვალში პატარა ცრემლი გაჩნდა.. ~~~~ნიაკო~~~~ უკვე 24 საათი გავიდა რაც ამ ჯოჯოხეთში ვარ. აღარ შემიძლია აქ ყოფნა, ნეტა ახლა სახლში ვიყო და ჩემ თბილ საწოლში ვიწვე.. ხელები საშინლად მტკივა, ეს თოკი ისე საშინლად მაქვს მოჭერილი, რომ ალბათ ეხლა სულ გალურჯებული მექნება. ნეტა ანა რას აკეთებს ეხლა? ალბათ როგორ ნერვიულობს ჩემზე.. ან სანდრო როგორ არის? ან დემეტრე?... -უკაცრავად, მაგრამ საჭირო ოთახში მინდა გასვლა და რა გავაკეთო? ვუთხარი ჩემ წინ მჯდომ დაცვას აღარ შემიძლია, ვინმეს თუ არ დაველაპარაკე ალბათ სულ გავგიჟდები -ამას უყურეთ რა კიდე რო ბედავს ლაპარაკს თქვა მან და ჩემკენ წამოვიდა, მემგონი ხელები უნდა გამიხსნას.. იქნებ გაქცევა შევძლო! გასახსნელად დაიხარა, მაგრამ უცებ ძალიან დიდი ბრახუნის ხმა გავიგეთ ამ კაცს ჩემზე არანაკლებ შეეშინდა და ორივე შევხტით ძალიან მეშინია, რა ხდება? -ნიაკოოო მომესმა ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანის ღრიალი.. იმხელა ხმაზე დაიყვირა შეუძლებელი იყო ამის არ გაგონება -პატარა, სად ხარ? დაიყვირა ისევ მან, მესმის ჩხუბის ხმები, ალბათ დაცვებს ეჩხუბება -დემეტეე დავიყვირე რაც ძალა და ღონე მქონდა, თვალებიდან სიხარულის ცრემლებს ვყრიდი, არ მჯერა ახლა რაც ხდება!ეს ალბათ სიზმარია ხო? -ხმა ჩაკმინდე თქვა ამ კაცმა და რეალობაში დამაბრუნა ნატკენ ლოყაზე ხელი, რომ დამარტყა ახლა სიხარულის ცრემლები და ტკივილის ერთმანეთში აირიეს, მაგრამ მაინც უბედნიერესი ადამიანი ვარ დემეტრე ახლა აქ რომ არის -აქ შემოათრიეთ! კიდეკაი უკნიდან მივეპარე და ეს სკამი ჩავარტყი თორე ყველას გვერეოდა, უფროსი ალბათ მოგვკლავს შემოდის ერთერთი დაცვა კოჭლობით და დაბმულ დემეტრეს ჩემ გვერდით აგდებენ მე სკამზე ვიყავი დაბმული, მას კი ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული და ჩემ გვერდით დააგდეს -უფროსი გზაშია, თქვენ ადგილას სიცოცხლეს დავემშვიდობებოდი უკვე გვითხრა მან დამცინავი მზერით და ოთახიდან გავიდა -დემეტრე, გესმის ჩემი? ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.. ძლივს ჩემი დემეტრე ისევ ჩემს გვერდით იყო, მართალია დაბმული, მაგრამ ვიცი რომ ჩემ გადარჩენას შეძლებს -პატარა, კარგად ხარ? დემეტრე ცდილობდა გონს მოსულიყო, ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ არ გამოდიოდა -დ-დემეტრე! აქ ხარ ვთქვი და ხმამაღლა ტირილი დავიწყე, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ აქ რომ არის -დამშვიდდი პატარა, აქ ვარ და სულ შენს გვერდით ვიქნები! ესეთი რამ არასოდეს აღარ განმეორდება თქვა დემეტრემ და ცდილობდა განთავისუფლებას -დემეტრე ის ბიჭი ვინ არის ვინც მომიტაცა? რა უნდა ჩემგან! ვთვი ისევ ტირილით -გრძელი ისტორიაა მაგას მერე მოგიყვები, ჯერ აქედან უნდა გავაღწიოთ დემეტრე თოკს კედელზე უხახუნებდა რომ გახსნილიყო. მართალია დემეტრე ნაცემი იყო და ტუჩიდან სისხლი სდიოდა, მაგრამ როგორღაც მაინც ახერხებხა სიმპათიური რომ ყოფილიყო.. -ჩემი ძმაკაცები და შენი ძმა უკვე გზაში არიან, იმ ტიპის დანახვა ცხოვრებაში აღარასდროს მოგიწევს თქვა მან ღიმილით -ჩემი ძმა? გავხედე გაკვირვებული სახით -ერთად ვმუშაობდით შენი პოვნა რომ შეგვძლებოდა ჩემი ძმა და დემეთტრე? ეს რამე ხუმრობა? ამას ალბათ არასდროს დავიჯერებ სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავ -დემეტრე გაჩერდი მაგ თოკს ვერ გაწყვიტავ, ძალიან სქე.. სიტყვა არ მქონდა დამთავრებული დემეტრემ თოკი რომ გაწყვიტა -გიჟი ხარ ვუთხარი სიცილით და დემეტრეც ეგრევე წამოდგა ფეხზე ღიმილით წამოვიდა ჩემკენ და ვხედავდი, როგორ უცრემლიანდებოდა თვალები.. ესეთ დემეტრეს ნახვას თუ შევძლებდი ოდესმე არ მეგონა რამდენიმე წამი გავიდა, როცა დემეტრე მომშორდა და მის სახეზე ესეთი ცივი გამომეტყველება არასდროს არ მინახავს -ეს რა არის? თქვა მან და შევამჩნიე როგორ უყურებდა ჩემ ნაკაწრს ლოყაზე -დ-დემეტრე ჯანდაბა, სულ დამავიწყდა დემეტრე მეორე მხარეს იყო და ვერ ხედავდა ჩემ ნატკენს, ეხლა ალბათ გაგიჟდება და ნამდვილად მოკლავს ყველა სულიერს დედამიწაზე! -პატარა რა არის თქო მიპასუხე მითხრა მკაცრად ფეხზე წამოვდექი და მასთან მიახლოვება ვცადე. რამდენი ხანია ფეხზე არ დავმდგარვარ და ისეთი გრძნობა იყო თითქოს ჰაერში გაბმულ თოკზე დავდიოდი -იმ გოგოს სახეში შ-შევაფურთხე და სიბრაზისგან ეს მიქნა.. ასე თქვა, რომ შენი შეყვარებული იყო ძლივს ვლაპარაკობდი, დემეტრე ესეთი გაბრაზებული არასდროს არ მინახავს. უცებ ხმაური და სროლის ხმა გავიგონეთ, ალბათ ბიჭები მოვიდნენ -მისმინე, შენ აქ დარჩი ყველაფერს მოვაგვარებთ და გამოგიყვანთ ეს თქვა დემეტრემ და სასწრაფოდ ოთახიდან გავიდა, შემდეგ კი კარი ჩამიკეტა.. დემეტრე, რა სულელი ხარ! როგორ შეეძლო ჩემი აქ ჩაკეტვა, როცა ჩემი ძმა, მეგობრები და თვითონ გარეთ არიან და ჩხუბობენ. სკამი ავიღე და კარების შემტვრევა დავიწყე.. ვიცი დემეტრემ მითხრა აქ დარჩიო, მაგრამ გული რაღაცას ცუდს მიგრძნობს რამდენიმე ცდის შემდეგ ამ ძველმა კარებმა ვეღარ გაუძლო და ოთახიდანაც გამოვაღწიე. მიტოვებული სახლი იყო და მესმოდა ჩხუბის ხმები დაბლა სართულებიდან და ასევე გარედანაც ვცდილობდი ჩემი ძმა ან დემეტრე მეპოვა, როცა გასროლის ხმა გავიგონე.. პ.ს ჩემოო საყვარლებო <3 გილოვავთ ყველას წინასწარ, ძალიან მიყვარხართ ყველა <3 ეს ბოლო თავია 2017 წელს, შემდგი თავი კი 3-4 იანვარს დაიდება, ყველას წარმატებულ და უმაგრეს წელს გისურვებთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.