27(თავი პირველი)
შენთან შეხვედრა, აი, ამისთვის დავიბადე. შენ ხარ გასაღები, რომელიც ჩემთვის საჭირო ყველა კარს გააღებს. შენ ხარ ჩემი გაუხსნელი საქმე. მივიწყებული, ათასჯერ გადახედილი, თუმცა მაინც მტვრიანი თაროსათვის განწირული. ******************************************** barry white-my first, my last, my everything (ავტორის შენიშვნა: ყოველ თავს თან დართული ექნება გარკვეული სიმღერა, რაც ჩემი აზრით გარკვეულ კავშირში იქნება მასთან) ******************************************* ჩემი ქალაქი ყოველთვის უჩვეულო სიმშვიდით გამოირჩეოდა. „სელენიელი“ საქართველოს ყველაზე უსაფრთხო, მყუდრო და პატარა ნაწილს წარმოადგენდა. აქ ვიყავი დაბადებული, ყველაზე ჩვეულებრივ, სტერეოტიპულ ოჯახში და ვიყავი ყველაზე ჩვეულებრივი, სტერეოტიპული ბიჭი. წარმოდგენა არ მქონდა, რატომ გადავწყვიტე „სელენიელის“ პოლიციის განყოფილებაში დამეწყო მუშაობა. საერთოდაც, ჩვენთან სიტყვა „პოლიციელი“, სიტყვა „უსაქმურის“ ან „გარდაცვლილის“ სინონიმად ითვლებოდა. სამწუხაროდ, ამ სამსახურს ეს ორი უკიდურესობა გააჩნდა. დედაჩემი საშინლად განვარისხე, როდესაც ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მამის გზას დავადექი და ექსპერტ-კრიმინალისტიკის განხრით განვაგრძე სწავლა, მახსოვს როგორ მიყვიროდა, სახლში მისულმა, რომ განვუცხადე განყოფილებაში პრაქტიკანტად მოვეწყვე-მეთქი. „შენც მასავით დაამთავრებ, სხვისთვის განკუთვნილ ტყვიას შეეწირები და როცა ხის კუბოში ჩასვენებულ შენს სხეულს დავხედავ, საკუთარ თავს დავწყევლი, რომ ვერ გაგაჩერე, რომ საკურთხეველზე ვერცხლის ლანგრით დასვენებულ მსხვერპლად გაქციე კონსტანტინე! შენც სიკვდილი გელოდება! შენც უფსკრულისაკენ მიილტვი და ძალა არ მაქვს, რომ უკან დაგაბრუნო!“ დღემდე სამრეკლოს ზარივით რეკდა მისი სიტყვები. მაშინ მინდოდა ჩავხუტებოდი დედას, ნაადრევად დაბერებულ-დაპატარავეულ სხეულზე მომეხვია ჩემი ძლიერი მკლავები. სახეზე უდროოდ გაჩენილი ნაოჭები დამეკოცნა და მენუგეშებინა, თუმცა განაჩენივით ჩამესმა დედას ნათქვამი და ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ელენამ საკუთარი მომავალი დამიხატა, ბედისმწერლების წიგნში ამოიკითხა და ვეღარაფერი განვაწყვე, მხოლოდ ამოვიხვნეშე, ნუ ნერვიულობ დედა-მეთქი და ჩემს ოთახში ავედი. ბებია ცხარე ცრემლით ტიროდა, დედა აქვითინებული ჩაიკეცა. პოლიციის განყოფილებაში სრული მოწყენილობა სუფევდა. მხოლოდ ოცდასამი წლის ვიყავი, თუმცა მამაჩემის მეგობარმა, მაღალმა, ხმელ-ხმელმა და ყინულის ნატეხივით კაცმა, სოსომ, თავისი სათვალის ზემოდან ამომხედა და დაიბუბუნა: „მიხარია შენი გამოჩენა კონსტანტინე, კეთილი იყოს შენი ფეხი მამაშენთან!“ დაბნეულმა ვერაფერი მოვიფიქრე და თავი დავუქნიე. სამწუხაროდ, როგორც ავღნიშნე, სელენიელი საოცრად მშვიდი ქალაქი იყო. წვრილმანი ხულიგნობის გარდა არაფერი ხდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მუშაობისას არც ერთი მკვლელობის მომსწრე რ ვყოფილვარ. ვიმედოვნებდი, ასე მთელი დღეების ყავის სმაში გატარება არ მომიწევდა. ბოლოს ყელში ამომივიდა მეზობლის მანქანის გატაცებაზე, მაღაზიის მინისათვის კვერცხის დაშენაზე და მსგავსს ოხუნჯობაზე ოქმების წერა და სოსოს ნების წინააღმდეგ წავედი. ბოლო ათი წლის მანძილზე, ქალაქში სამი უცნაური მკვლელობა დაფიქსირდა, სამივე ერთნაირი დროის შუალედით, მკვლელის ხელწერითა და ალღოთი ვგრძნობდი, რომ მოკლულებს რაღაც საერთოც უნდა ჰქონოდათ. ასე თუ ისე, ეს საქმე დახურულად ითვლებოდა და თვით სოსომაც კი აიღო ხელი მის გახსნაზე. სამაგიეროდ მე გადავწყვიტე ჩემებურად გამომეძიებინა და არქივებში ქექვის, არარსებული მოწმეების ძებნისა და უსაფუძვლო ჩვენებების ჩხრეკის შემდეგ, „ჯილდოდ“ ის მივიღე, რომ გამწარებულმა სოსომ, უფლებამოსილება ჩამომართვა, ძალიან ჩამომაქვეითა და ისღა დამრჩენოდა, სელენიელის ღამის კლუბებში, ბარებსა და კაფე-ბარებში მევლო, კლუბური თუ ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლები დამეჭირა და აღმოჩენილი ნივთიერების კონფისკაცია მომეხდინა. ვგრძნობდი სოსო მაზოხისტურად ერთობოდა ჩემი ტანჯვით. ღამის ორ საათამდე მაჭრელებინებდა ფურცლებს ათასგვარი სისულელით, მსგავს დაწესებულებაში გადადგმულ ყოველ ნაბიჯს ლამის მეცნიერული სიზუსტით აღმაწერინებდა და ჩემი ჩასისხლიანებული თვალებით საოცრად კმაყოფილი იყო. ხარობდა დედაჩემიც, მისი რწმენით, ეს სამუშაო ნაკლებ ხიფათს მიქადდა, ვიდრე გაუხსელ საქმეებში ცხვირის ჩაყოფა. გარკვეულწილად ორივე ცდილობდა ჩემს დაცვას. უნდა ვაღიარო, ეს საქმიანობა მართლაც თითქმის მთლიანად იყო დაცლილი საფრთხისაგან. სულაც არ იყო ძნელი სასმელითა და აბებით გაჭყეპილი ადამიანებისაგან დამეცინცლა „ბარიგის“ ვინაობა და არც თავად „ბარიგის“ აყვანა წარმოადგენდა დიდი სირთულეს, ასიდან ოთხმოც შემთხვევაში ისიც ისეთივე გამოშტერებული იყო, როგორც მისი საქონლის მომხმარებლები. შესაძლოა სწორედ ამას ვერ ვიტანდი ჩემს საქმეში. სიმარტივეს. არანაირი თავგადასავილი, არანაირი ხიფათი, საშიშროება. ეს ყველაფერი „დეტექტივობანას“ თამაშს ჰგავდა, იმას რომელიც მე და სოსოს ვაჟმა, გოგამ მოვიფიქრეთ. მე რვა წლის ვიყავი, მაშინ როცა მამა „შერლოკ ჰოლმსიდან“ გვიკითხავდა ნაწყვეტებს და ჩვენც უსაზღვროდ აღფრთოვანებულნი ვუწოდებდით თავს „დეტექტივებს“. ამის მერე დიდი დრო გავიდა, აღარც რვის ვიყავი, აღარც მამა მყავდა, აღარც „შერლოკ ჰოლმსის“ ეგზემპლარი მქონდა, (ან დავკარგე ან სულაც დედამ დახია(რატომღაც ფიქრობდა, რომ თუ წიგნს დამიმალავდა, სისხლში გამჯდარ სურვილებსაც გამინელებდა)) რაც მთავარია, აღარც მე და გოგა ვამხანაგობდით. ბოლოს მამას დაკრძალვაზე ვნახე, ჩემზე ორი წლით უფროსი, თხუთმეტი წლის გოგა ცრემელებს ყლაპავდა და შავ კუბოს უაზროდ მიშტერებოდა. მე მობუზული, უხმოდ ვითხოვდი შველას. ბიჭი ვიყავი და ტკივილი გამოხატვა ტირილით მრცხვენოდა. მალევე სოსო მეუღლეს გაშორდა და გოგა დედასთან ერთად წავიდა სელენიელიდან. მე კი მსურდა დეტექტივი ვყოფილიყავი და არა რვა წლის ბავშვი, ის რომელსაც მამაც ჰყავდა, „დეტექტივი“ მეგობარიც და არც დედა არ იღვიძებდა ყოველღამე „გაიქეცი, ნიკო გაიქეცის“ ძახილით. ათი წლის განმავლობაში, ელენა გამუდმებით კიოდა, მამას უყვიროდა გაიქეციო. არასოდეს მოუყოლია, მაგრამ ვიცი მამას ხედავდა, მამას რომელიც მთელი ტანით გადაფარებოდა ჩემი ასაკის ბიჭს, რომელსაც მძარცველმა ოჯახი გაუწყვიტა და ახლა უკანასკნელი ტყვიით აპირებდა ისიც თან გაეყოლებინა. ეს ფსიქოლოგიური მომენტია, მკველმა ისედაც იცოდა თავისი მომავალი, უბრალოდ ზოგჯერ შურისძიება ტრიუმფია, რომელსაც უნდა მიაღწიო და მერე უკვე აღარაფერს აღარ ექნება აზრი. მძარცველი კი ადგილზევე ჩაცხრილეს, მაგრამ მამაჩემს ის ერთი ტყვია შიგ გულში მოხვდა. ვიცოდი ამ სიზრმის შინაარსი. ვიცოდი, რადგან მეც იგივე მესიზმრებოდა. დედას არასოდეს უთქვამს, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ის ბავშვი, ის ბიჭი სძულდა. ბიჭი, რომელსაც მამაჩემის წილი სიცოცხლე, მამაჩემის წილი გულისფეთქვა ჰქონდა მითვისებული. ბიჭი, რომელიც მამაჩემის ნაცვლად ცოცხლობდა. ***************************************************************************************************************************** -დილამშვიდობისა კონსტანტინე!-მზაკვრული ღიმილით მომეგება სოსო. -დილამშვიდობისა.-უხალისოდ მივუგე და კოლოფში ჩამოსხმული, როგორც ყოველთვის უშაქრო ყავა მოვსვი.-ჯანდაბა! ინა, მერამდენედ?!-უკმაყოფილოდ დავპრუწე ტუჩები და მოპირდაპირე მაგიდასთან მჯდარ ქერა, ცისფერთვალება გოგონას, რომელიც, თავისი ვიზუალით რომელიმე მოდურ ჟურნალს დაამშვენებდა ჯიქურ მივაშტერდი. -ვაიმე, დიდი ბოდიში, დიდი ბოდიში კონსტანტინე! მაპატიე, სულ მავიწყდება, კი არა და მერევა!-დაფაცურდა გოგონა და თავისი ყავა უყოყმანოდ გამომიწოდა. ინას, რომ შეყვარებული არ ჰყოლოდა, ალბათ ძალიანაც მომეწონებოდა, მაგრამ ისე თავდავიწყებით, ყურებამდე შეყვარებული ბრძანდებოდა, რომ შანსი საერთოდ არ მქონდა. თანაც ცოდვა გამხელილი სჯობსო და ინა ხანდახან წაუსულელებდა კიდეც. -არაუშავს, უბრალოდ შეამოწმე ხოლმე, თორემ მე უშაქრობა მომკლავს და შენ კიდევ დიაბეტი!-ვცადე გახუმრება, ყავა გამოვართვი, რამოდენიმე ყლუპი დავაგემოვნე და ნეტარებით გავიღიმე. -ბატონო სოსო, თქვენთან ფოსტით კონვერტი მოვიდა, მაგიდაზე დავტოვე.-მშვიდად მიუგო ინამ სოსოს და კაბინეტისაკენ ანიშნა, აწეული ჟალუზების გამო სამუშაო მაგიდა მშვენივრად მოჩანდა. -მადლობა ინა.-ზრდილობიანად უთხრა სოსომ და კარი გაიჯახუნა. -დღეს რას აკეთებ?-მივმართე ინას რომელიც ჩემს მაგიდაზე დასკუპდა. ალბათ ეს კითხვა ცოტა სხვანაირად ჟღერდა, თუმცა სინამდვილეში მისი გრაფიკი მაინტერესებდა. -გავისერინოთ?-დამეჯღანა.-კარგი, ვიხუმრე! არაფერს, როგორც ყოველთვის ოქმებს ვაწესრიგებ, ფაილებს ვახარისხებ, არქივებს ვანახლებ და სოსო ასლამაზიშვილს პერიოდულად ყავას ან ფუნთუშას ვაწვდი.-მხრები უგერგილოდ აიჩეჩა ინამ და მოვერცხლისფრო ქერა ნაწნავი გვერდზე გადაიგდო.- ჰმმ...დვალი...კონსტანტინე-ჩემს სახელს დაუწყო ძებნა.- დვალი, აი! კონსტანტინე,შენ კი ბევრი საქმე გაქვს, ჩემგან განსხვავებით აქედან ცხვირის გაყოფა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მოგიწევს. კლუბ „purpleroses”-ში მიდიხარ. სახელის გაგონებაზე დავიჭყანე. გამეგონა მაგ კლუბის შესახებ, მეორენაირად „ნარკომანთაბუნაგს“, ან „ნარკობუნაგს“ უწოდებდნენ. იქაურობა სავსე გახლდათ წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ხალხით და შიგნით შესვლა დიდად არ მეხალისებოდა. ყველა ბარი სასმლის სუნითაა გაჯერებული, თუმცა იქაურობა ყარდა, საზიზღარი მუსიკა, მყვირალა და გაუგებარი, ადამიანები, რომლებსაც პიროვნული სახე დაკარგული ჰქონდათ. მოკლედ სრული საგიჟეთი. თანაც იქიდან ნარკოტიკების გამოტანას აზრი არ ჰქონდა, მალევე ახალს იშოვნიდნენ, ამ „ოპერაციის“ დანიშნულებას ვერ ვხვდებოდი. -ჰო, მაგრად გავერთობი, სუფთა ჰაერი არ მოაკლდება ჩემს სასუნთქ გზებს.-ჩემი სკეპტიკური ტონის გაგონებაზე ინას კისკისი აუტყდა და თავისი სრულყოფილი, თეთრი კბილები მთლიანად გამოაჩინა. -ნუ წუწუნებ! შენ საკუთარი ნამოქმედარის აღწერა მაინც გიწევს და მე სულ სხვების ნაბოდვარს ვწერ! სელენიელში დეტექტივობა შეუძლებელია. ფაქტიურად, სოსოც კი არაფერს აკეთებს, ერთი ეგაა კარგი ხელფასი აქვს.-ინამ დანანებით ჩაილაპარაკა და მონიტორზე დააწკაპუნა. მართალი იყო, ვერ შეედავებოდი. ისე გული მწყდებოდა, რომ ინაზე მაღალი ხელფასი მქონდა, დიდად არც მე მიწევდა ნემსის ყუნწში გაძრომა. შეწუხებულმა დავცალე ჩემი ჭიქა. ****************************************************************************************************************** ტაქსიდან გადმოვედი. საერთოდ, საკუთარი მანქანით არ ვმოძრაობდი. ჯერ ერთი; გადარეულივით ვმართავდი ავტომობილს და სოსო დამემუქრა იმდენს ვიზამ მართვის მოწმობას ჩამოგართმევენო, თანაც ელენას განერვიულება არ მინდოდა. გარდა ამისა, არვინ იცის გაბოროტებულ ხალხს რა მოუვა თავში აზრად. მართალია მათ უმეტესობას მეორე დღეს ჩემი ვინაობაც არ ემახსოვრება, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ნარკომანის გონებას ვერ გააკონტროლებ. მაღაზიიის ვიტრინაში საკუთარი გამოსახულება დავლანდე. აჩეჩილი, სწორი შავი თმა გავისწორე და სპორტული ჟაკეტის კაპიშონი წამოვიფარე. ღრმად ჩავისუნთქე, ჯიბეში ტელეფონი და საგანგებო სიტუაციებისათვის განკუთვნილი(რომელთა მსგავსი სიტუაციაც დიდი ალბათობით არასოდეს შემექმენებოდა) რევოლვერი მოვსინჯე. ქუჩა გადავჭერი. ჩემს წინ “purpleroses” აღმართულიყო. ნეონის წარწერა იასამნისფრად ციმციმებდა და ვარდის გაუშლელი კოკორიც დამაბრმაველბლად კაშკაშებდა. შიგნიდან გულისამრევი ხმაური გამოდიოდა. შეიძლება მართლა სტერეოტიპული ვარ, ან ელექტრომუსიკა არ მომწონს. დედაჩემს, რომ ჰკითხო რეპის მოსმენას ისევ ეს სჯობია. თუმცა ელენას, რომ შეეძლოს მხოლოდ კლასიკურ მუსიკას მომასმენინებდა. ნარკოტიკები მძულდა. პრინციპში, უბრალო ბალახეულსა და მაღალი ხარისხის ჰეროინს შორის დიდი განსხვავებაა. აქურობა კი კოკაინის მომხმარებლებით იყო გატენილი. აი სელენიელის ერთადერთი „ბნელი მხარე“. „ნარკობუნაგში“ ვდურთე თავი. ნაბიჯის გადადგმა და ჩემი დაყრუება ერთი იყო. დინამიკებიდან ძარღვებში სისხლისგამყინავი კივილი გამოდიოდა. ყველაფერი იისფერ, ლურჯ და ვერცხლისფერ ფერებში იყო განათებული, თუმცა მალევე სისხლივით წითელი სხივებითა და რაღაც მძიმე, ლამის სატანური(სხვა სიტყვა ვერ მოვუძებნე მელოდიას რომელიც როკის, ელექტრო მუსიკის ან პოპის მსგავსი ოდნავადაც არ იყო, ვერც გოთურს დაუძახებდი) ღრიანცელით შეიცვალა. ბრბოში გავიკვლიე გზა. ფერების, გუგუნისა და ღრიალის შემზარავი კაკაფონია მოსასხამივით მომდევდა უკან. ადამიანები რაღაც უფორმო, უცხო ჯურის ფრინველებს მაგონებდნენ, ჭრელ-ჭრელ ფრთებს უმიზნოდ იქნევდნენ, ალისფერ თვალებს აბრიალებდნენ, იბრიცებოდნენ, ზუზუნებდნენ. მალე ყურები დამეხშო. ბარს მივუახლოვდი და მაღალ სკამზე ჩამოვჯექი. აქ ნაკლები ხალხი ტრიალებდა და თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი, თითქოს ამ ნარკომანების, სასოწარკვეითისა და უსასოობის ზღვაში ჩაძირულს თოკი გადმომიგდეს, რომელზეც ავბობღდი და თუ სრულიად არ გავეცალე, მათთან ერთად მაინც აღარ მიწევდა ტივტივი. სასმელი შევუკვეთე და თავის ხელში აყვანა ვცადე. მამაკაცური თავმოყვარეობა ამ აუტანელ, აყროლებულ ცომის გუნდასთან გმირულ შეჭიდებას მთხოვდა, მაგრამ, სინამდვილეში, აქედან წივილ-კივილით მსურდა გავარდნა. -საზიზღობაა არა?! ამას საერთოდ როგორ იტან?!-ჩამესმა მელოდიური, წვრილი ხმა. ინსტიქტურად შევტრიალდი და..ის დავინახე. ჩემსავით მაღალ სკამზე იჯდა,კაბის ჭრილიდან ფეხები მოუჩანდა, ეს უკანასკნელნიც მოხერხებულად შემოეწყო ზედ. მსგავსი გოგონა ჯერ არასოდეს მენახა. ისიც ლამაზი იყო როგორც ინა, თუმცა ყველა ნაკვთი დახვეწილი და კარგი ჰქონდა-არა ინასავით სრულყოფილი. კიდევ იყო მასში რაღაც ისეთი იდუმალი და ქარიზმატული, რაც გაიძულებდა მეორედ შეგეხედა და დაგემახსოვრებინა. -შენ არ გუბნები!-ჩემი გაფართოებული თვალების დანახვაზე გაეცინა. მივხვდი, ბარმენს მიმართავდა. -რა არის საზიზღრობა?!-უთხრა უჩვეულოდ დაბნეულმა ბიჭმა, ხელები უკანკალებდა. -არაფერი, დაივიწყე.-სახეზე უკამყოფილება გამოეხატა.-შენც ამათ საღორეში გაქვს დინგი ჩაყოფილი, გასაგებია.-ჩაიბურტყნა თავისთვის. ბარმენი მას აღარ უსმენდა, მე კი გავიგე. -რა იყო?-შემომიბღვირა. მერე ისევ გაიცინა, ახლოს გადმოჯდა და სახე გამომწვევად მომიტანა ახლოს.-პოლიციელო, ასეთი დაბნეული ნუ ხარ, თორემ ყველა ყველაფერს მიხვდება.-თავი უკან გასწია, ავაზასავით ცბიერი თვალებით იყურებოდა. არაბუნებრივად ლურჯი, მომელნისფრო თვალები ჰქონდა, განათებას დავაბრალე. უეცრად გავშრი და შეშინებულმა ლამის ჩემი მარტინი გავაგდე ხელიდან. -საიდან მოიტანე?-ხმის გაკონტროლება გამიჭირდა. -იარაღი დამალე.-ირონიულად მანიშნა უშნოდ ამოჩაჩული ჟაკეტის ქვეშ გამოწეულ რევოლვერზე. -ფუ შენი!-გავმწარდი და ისევ ისე ჩავჩურთე. -თან „კაიფში“ არ ხარ, რთული მისახვედრი არ იყო.-ძალიან მსუბუქად მესაუბრებოდა, ამის ფონზე უკან აწივლებული საზოგადოება უფორმო, აზელილ ცომის მასად მეჩვენებოდა. მხოლოდ ის იყო მკვეთრი და ხასხასა, სასიამოვნოდ თვალისმომჭრელი. კვლავ ლურჯ, იისფერ და ვერცხლისფერ სინათლეში ერთიანად ბრჭყვიალებდა. -არც შენ ხარ.-დაუფიქრებლად წამოვროშე. -არც უნდა ვიყო.-კატასავით მიმზერდა. -ლინზები გაქვს?-საერთოდ წამართვა აზროვნების უნარი. -არა.-უხერხულად შეიშმუშნა და სახე მომარიდა. მეგონა მომატყუა-მეთქი, მაგრამ არ გამიპროტესტებია. -რას აკეთებ „ნარკობუნაგში“?!-ინტერესით მკითხა. თვალები შავი ისრებით მოეხატა, ტუჩებზე მოყავისფრო, ბუნებრივი ფანქარი ესვა. ყვრიმალებიზე მუქად გადასდიოდა ჩრდილები , რაც კონტრასტულად ერწყმოდა თეთრად აბზინვარებულ კანს. სანამ ვფიქრობდი, თითების მკვეთრი, გველივით სხარტი მოძრაობით გაუკიდა სიგარეტის თეთრ ღერს, ვერცხლისფერი სანთებელა მხოლოდ წამით დავლანდე მის ლამაზ, თხელ თითებში. -რა საზიზღრობაა!-დაახველა და კვამლში გაეხვა. მერე ისევ გაიღიმა.-ამას რატომ უნდა მოასპობინო თავი?! ფუ! -ასე რატომ ეწევი?- პასუხის ნაცვალდ ისევ მე ვკითხე. მთლად ისეთი წინადადება ვერ გამომივიდა, როგორსაც ვაპირებდი. -შენ რატომ არ მპასუხობ?-გამიცინა და ისევ დაახველა. დაიმანჭა. -გამსაღებელი უნდა დავიჭირო და ნარკოტიკი წავართვა.-რატომ ვამბობდი ყველაფერს! რა ჯანდაბა მჭირდა?! -აზრი არ აქვს. -ვიცი.-მოუთმენლად ვუთხარი. პაუზა ჩამოვარდა. თითქოს ფსკერზე აღმოვჩნდი. -იმიტომ, რომ არ მინდა ყალბი ვიყო.-მომახალა და მომეჩვენა თითქოს დანაღვლიანდა. -რა?-დავიბენი. -ხომ მკითხე ასე რატომ ეწევიო, იმიტომ ვეწევი რომ მატყუარა ვარ, საკუთარ თავს ვატყუებ, მაგარი გოგოს ნიღაბს ვირგებ და ისე ვიქცევი თითქოს ეს ნაგავი მართლა მომწონს, თითქოს მისი კვამლი არ მახრჩობს და თითქოს ნიკოტინი საერთოდ არ მაზარალებს.-მხრები აიჩეჩა და ფრუტუნი განაგრძო. -გადააგდე, არ გიხდება.-პირადაპირ ვუთხარი. -ნარკობუნაგში...-შეფიქრიანდა- გოგონები ეწევიან . -თუ არ გინდა ყალბი იყო, მაშინ რატომ იქცევი ასე?-მომეჩვენა, რომ მორალს ვუკითხავდი. ვეღარ გამეგო:ტრადიციული მენტალიტეტი მქონდა თუ ლაპარაკის საღერღელი ამეშალა?! -იმიტომ, რომ აქ ტყუილისთვის მოვედი, ასეთ ადგილას სხვანაირი ხალხი არ დადის, ჰოდა არც მე მინდა აქ ვიჯდე ძალიან კეთილი და ჩემეული, რადგან აქაურობა საშინელებაა და ამ კლუბისათვის ჩემი სინამდვილე ყალბი იქნება.-მონდომებით მიხსნიდა და თვალებში უცნაური სხივი უკრთოდა, რაც ნეონის ნათურებისა და ჰალოგენის ბრალი ნამდვილად არ იყო. -კარგად ვერ გავიგე. მაინც ყალბი გამოდიხარ.-გულწრფელად მივუგე. -ყველა ადამიანი ყალბია.-დარწმუნებით მომახსენა.-აღარ შემიძლია, ჯანდაბას, ვიქნები ჩემეული, გავიგუდე!-ღერი ბუზღუნით დასრისა. მსუბუქად მაინც ბოლავდა.-რთულია გაანადგურო ის, რაც ათასობით ადამიანს ნელა, ნაწილ-ნაწილ სპობს.-პოეტურად აღნიშნა.-თუმცა, ადამიანებს ერთმანეთის განადგურება უფრო ეხერხებათ.-დაამატა შეფირიანებულმა.-ყველა უბედურების საწყისი ჩვენშია. -ყველა ყალბი არ არის. შენ ძალიან გულწრფელი ხარ.-ქადაგებას განვაგრძობდი. -გულწრფელობაც სიყალბეა, გარკვეულწილად.-მაინც თავისას მიერეკებოდა. -რადიკალისტი ხარ. -არა რეალისტი.-წარბები აათამაშა.-გინდა დაგეხმარო? -რანაირად?-გამიკვირდა. -მიყურე.-ეშმაკურად ჩაიჭიკჭიკა და შიფონის ლურჯ-იისფერი, მუხლს ქვემოთ კაბა შეისწორა. არც ისე ღრმა, მაგრამ ლამაზი დეკოლტე მოხდენილად ედგა. ზედმეტად იოლად ვენდე და დავუახლოვდი. ცოტათი პეპელას ვგავდი, ეს გოგონა სიკეთეს არ მომიტანდა, თუკი მისი ანუ სანთლის გარშემო ტრიალს განვაგრძობდი. ალბათ ნარკობუნაგის ბრალი იყო, თუმცა ჩემი დაბინდული გონებით ის თითქოს მართლაც ასხივებდა ბაც, მოვერცხლისფრო სინათლეს. ფრთაშეტრუსული, მტვრად ქცეული დავამთავრებდი. როგორც პეპელა. არა! როგორც ნემსიყლაპია. -ჰეი, შენ!-დაუძახა ბარმენს. ბიჭი კანკალებდა, ცივი ოფლი ასხამდა და მიტკალივით გაფითრებულიყო. -მ..ე.ე.?-სუნთქვას ამოაყოლა ბარმენმა. -ჰო, შენ!-გრაციოზულად გასწორდა სკამზე.-ვინ მოგცა ის რამაც ასეთ დღეში ჩაგაგდო?!-და აკანკალებული ხელებისაკენ ანიშნა. -რა..დ.. გინდ..ა? - ბავშვებს უნდა ვაჩუქო.-გაბეზრებით გადაატრიალა კატის თვალები.-შე იდიოტო, რად უნდა მინდოდეს, რათქმაუნდა იმისათვის რისთვისაც შენ და ამ ჯოჯოხეთში მყოფ არსებებს გინდოდათ!- ხმას ერთი ოქტავით უწია, დამაჯერებლად უთხრა. ბარმენი დაიბნა, ალბათ ახლა ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა ამ ექსცენტრული გიჟის ფილოსოფიური ტირადა. -ა.ი, იიმან..-გაჭირვებით დაანახა წითელთმიანი და ჟღალწვერიანი ბიჭი. გოგონა დაიჭყანა. მგონი მომეჩვენა, რომ მიტკალივით გაფითრდა. -მადლობა.-უთხრა მან და სკამიდან იოლად ჩამოხტა. ბარმენი ბუტბუტით მიიმალა სადღაც და ბოთლები ააწკარუნა. -უი, ეს აიღე!-და ჩემი ტელეფონი დამიდო ცხვირწინ ქალბატონმა . -რა?!-გაოცებულმა შევძახე. -თავიდან, რომ დაგელაპარაკე მაშინ ამოგაცალე.-უდარდელად დაიჟღურტულა. -სულ ასეთი ექსცენტრული ხარ? -ძირითადად, სულ ასეთი ყალბი ვარ.-მიპასუხა. სიმართლე, რომ ვთქვა, უკვე ყელში ამომდიოდა მისი გამოხტომები, მაგრამ, რატომღაც მსგავსი საქციელის უფლებას ვაძლევდი. -დამაცადე, ხმაურის გაეშე მოვაგვარებ ამ საქმეს.-ისე მომმართა, თითქოს მე ორიოდე წლის ბავშვი ვიყავი, როელსაც მშობლები არწმუნებენ, რომ ერთ ადგილას დგომითა და მოვლენების განვითარების წყნარად ცქერით ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს მათ, არადა ხიფათისაგან ბავშვის დაცვას ცდილობენ. -წარმუდგენელია.-საკუთარი თავის ლაჩრის ამპლუაში წარმოდგენამ გამაცხარა, ამიტომ მაქსიმალურად ცივად მივუგე. -მერწმუნე, ჩემთვის- არა.-თავმომწონედ განაცხადა. როგორც სჩანს, მისთვის ჩემი სიტყვები ჩალის ფასად იფრქვეოდა და ვითომ ცივი ტონი სულ ცალ წიხლზე ე**და. წარბები ირონიულად ავძგიბე, მაგრამ სანამ სარკასტულ, დამცინავ კომენტარს გავაკეთებდი, მანამდე გაქუსლა. დავაკვირდი რა ადვილად მიიკვლევდა გზას იმ ცომში. მის სხეულზე უდარდელად მოცეკვავე ნაჭერსაც კი დავაკვირდი, უზუსტო მოძრაობებიც საოცრად ჰგავდა გედისას და იმ თავისი მომხიბვლელი, მოქნილი ტანით თითქოს როკავდა. მხრებზე მბზინვარე, ტალღებად ჩამოშვებული მუქი ლურჯი თმები ეფინა. მუქი ლურჯი! უცნაურ, ისრიმისფერ და მოწმენდილ ცისფერს ირეკლავდა, არ მეჩვენებოდა. ვერცხლისფერი, ჰაეროვანი ფეხსაცმლით ისე დადიოდა, იფიქრებდით მიწას ფეხს არც კი აკარებსო. გონებაჩლუნგივით ვუყურებდი, სანამ ხალხში არ ჩაიკარგა და მერე ტორტმანით, ინსტიქტურად მივყევი უკან, თითქოს მისგან შორს ყოფნას ჩემი ორგანიზმი ეწინააღმდეგებოდა. -გამარჯობა!-ჩასძახა ყურში წითელთმიანს. ბიჭმა ხარბად აათვალიერა. -ის მინდა რაც იმ საწყალ ბარმენს მიეცი.-საოცრად მშვიდად ლაპარაკობდა. მისი სიმშვიდე მეც გადმომედო, თითქოს შინ ვიყავი, ბედნიერი, უდარდელი და ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო. -არამგონია კარგი გადაწყვეტილება იყოს შენთვის ლამაზო.- წითურს საზიზღარი, გულისამრევი ლაპარაკის მანერა ჰქონდა. იქნებ წამლის ზემოქმედება იწვევდა ამ გაწელილ სიტყვებს?! -ჭკუას ნუ მასწავლი.-მკვახედ მიახალა. -რამდენი გინდა?- საქმეზე გადავიდა ბიჭი. -რაც გაქვს სულ მომეცი. -ოჰოო, ამდენი მოგკლავს. -ზუსტად ეგ მინდა.-დამაჯერებლად მოიკვნიტა ტუჩი. -რატომ? -ჩემს საქმეში ცხვირს ყოფ, უკვე მეორედ!-გაავებული ვეფხვივით შეუღრინა. -თუ თვიმკვლელობისათვის გინდა, სულ რაც მაქვს ის ზედმეტიც კია.-მზაკვრულად შესცქეროდა.-გინდა გადაგაქფირებინო, ან სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაგიუმჯობესო?! -გინდა გაგინო?-სრული სერიოზულობით ჰკითხა გოგონამ.-რაც გაქვს მთლიანად მინდა, თუ შენს გარდა ვინმეს კიდევ აქვს ისიც მინდა. -მხოლოდ მე დამრჩა, მაგრამ რაში გჭირდება? -ცოტას მეგობრებს ვაჩუქებ, სამახსოვროდ. -მეგობრები თუ გყავს, სუიციდისაკენ რატომღა იხრები? -იმიტომ, რომ სინამდვილეში ვერცერთ მათგანს ვერ ვიტან და იმედი მაქვს უკან გამომყვებიან, თუმცა იქნებ შეწყვიტო ჩემთვის ფსიქოტერაპიის ჩატარება?!-ეშმაკურად გაუცინა. ჟრუანტელმა დამიარა, სასწაულად დამაჯერებელი, ცბიერ, ბნელეთის ანგელოზს ჰგავდა. -კარგი აიღე.-ეტყობა წითურსაც ჩემსავით დაახვია თავბრუ. -მოიცა! იდიოტო, ახლავე კი არ მინდა!-გააპროტესტა. -აბა? -იქნებ მაცადო. უეცრად, ანაზდად შებრუნდა და საპირფარეშოსკენ წავიდა. მობილური ეკრანი განათდა. „მეორე მხრიდან მოუარე, აუცილებლად გამომყვება და ყველაფერი ჩუმად ჩაივლის.“ სახტად დავრჩი, იგი ყოველთვის მისწრებდა ერთი ნაბიჯით, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი გონს. მის მითითებას მივყევი. მართლაც, ტუალეტის კართან ბიჭის მოგუდული ხმა გავიგე, უკვე გმირის ამპლუის მოსარგებად ვიყავი მზად, როცა შიგნით შევვარდი და დავინახე როგორ უსულოდ დაენარცხა ის იდიოტი თეთრ ფილაქანს. -თავში ჩაარტყი? მოკალი?-აზრზე ვერ მოვდიოდი. -ნუ გეშინია, ისეთ ადგილას ჩავცხე, რომ არაფერი მოუვა, გაითიშა. ნახევარი სააათი გვაქვს. -ჩემი ნომერი ჩაიწერე. -აჰამ -ეს კითხვა არ იყო. - არც ეს იყო პასუხი.-გველისფერმა ღიმილმა გადაჰკა.-ნუ სულელობ, ჩემის ჩაწერას არ გირჩევ, სიმბარათს მაინც დავამტვრევ. -რატომ? -ჩემი საქმეა. აი, ასე! ორაზროვანი პასუხები, უამრავი ქვეტექსტით. განყოფილებაში გადავრეკე. -მალე აქედან წაათრევენ.-ვანიშნე უგონოდ მყოფზე. -შენ არ მიგყავს? -არა, მე მისი წათრევა არ მევალება, ჯერ, ჩემს ვინაობას გავთქვამ და მეორეც- მეტი საქმე არ მაქვს!-მხიარულად შევძახე. -ანუ შეგიძლია გამომყვე? -რა ხდება? -უბრალოდ მიპასუხე!-ანერვიულებულმა დაიღრიალა. -კი! ჰაეროვნად გასხლტა კარში და წამში უკან დაბრუნდა. მხრებზე შიფონის, იმავე ფერის ბოლერო-მოსასხამი მოეგდო, რომელიც ვერცხლისფერი შესაკრავით დაემაგრებინა და მხარზე მოკიდებული სხეულის სიმძიმისაგან ფეხები ეკეცებოდა. -ეს?-თვალები დავაჭყიტე ბარმენის დანახვისას. -რაღაც შეეშალა და კვდება.-მავედრებელი თვალებით შემომხედა.-გთხოვ! -კარგი. ბიჭი ძირს ფრთხილად დასვა და სათადარიგო კარი გახსნა. -აქედან გავალთ.-ღიმილით მანიშნა ბნელეთისაკენ. -ეს არ გაიღვიძებს?-ვანიშნე წითელთმიანზე. -არ გაიღვიძებს.-მომიჭრა, თუმცა დაფიქრდა.-რომც გაიღვიძოს, ვერსად წავა. მერე მოხერხებულად აიწია კაბა მაღლა, მუხლს ზემოთ, სარჩული ჩამოახია და ონკანზე ორივე ხელით მიაბა. ყოველი შემთხვევისათვის ნაჭერი რამოდენიმეჯერ განასკვა. -მპუა!- ჰაეროვნად აკოცა თავის ნამოქმედარ კვანძს. ბარმენი ორივემ წავიღეთ(მაშინ ფაქტიურად უსოლო ჩვარს ჰგავდა). ის მანიშნებდა მიმართულებას, მე ბრმად მივყვებოდი. მალე ლამპიონებით გაბრწყინებულ ქუჩახე გავედით. ნუშისა და ატმის ხეები საამურად ყვაოდა , ჩახჩახა, ვარდისფერ ფურცლებს დაეფარა ასფალტი. -უჰ.-ამოიხვნეშა, ძირს დააგდო, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და დარეკა. -ალო, ადამიანი ვიპოვე, მამაკაცია, უგონოდაა არვიცი რა სჭირს, მისამართი „ნუშების ხეივანი“. იჩქარეთ, კვდება.-სულმოუთქმელად ჩასძახა მობილურს და ხმაში ცრემლი გაერია. ტიროდა. -ახლა უნდა წავიდეთ. ტელეფონი ძირს დააგდო, ქუსლით შესდგა და დალეწა. -აი, ესეც ასე! ჯანდაბა, მხოლოდ „კარტა“ უნდა დამემტვრია!-ისევ ცრემლები ჩამოსდიოდა. -რა გჭირს?-გაოგნებული, თევზივით პირდაფჩენილი შევცქეროდი. -არაფერი.-იცრუა. ნუშებს ამოვეფარეთ. სასწრაფო დახმარება მალე მოვიდა, მათ სიყტვებში „გადარჩებაც“გავარჩიეთ და ეს გოგოსთვის სრულიად საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა, რომ მწარედ აქვითინებულიყო. -უფრო ადრე უნდა დავხმარებდი!-ნერვიულად იხოკავდა სახეს. -გადარჩა!- ვითომ დავამშვიდე. სხვა ვერაფრის მოფიქრება ვერ შევძელი. -არ ვიცნობდი, მაგრამ ადამიანი იყო, და კინაღამ მოკვდა. ალბათ ოჯახი ჰყავდა, ნეტავ რით გაამართლებდენ მის სიკვდილს?! ის ადგილი მართლა ბუნაგია, ბოროტებისა და საზიზღრობის ბუნაგი!-ბრაზით სისინებდა და ჯიქურ მიიწევდა წინ. -დაწყნარდი, ყველაფერი რიგზეა!-ხიდის ქვეშ ვიყავით. -მე აქ ვრჩები. -გინდა სხლში წაგიყვანო?!-შევთავაზე. -შინ ვერ წამიყვან!-იმედგაცრუებულმა ჩაიღიმა -სახლში წაგიყვან, რა უნდა? -სახლში ჰო, მაგრამ შინ-ვერა! სახლი უბრალოდ შენობაა, მოფლაშული კედლები, ისინი ვერასოდეს გახდება ჩემთვის „შინ“. -რას გულისხმობ?-ისევ დავიბენი. -ოჯახის გარეშე სახლი ჰგავს ცარიელ ფუტლიარს.-სევდიანი, სარკისებური წყლით სავსე თვალები ჰქონდა. -ოჯახი არ ყავს?! ვწუხვარ.-ჩემს თავზე ნერვები მომეშალა. -ადამიანები ყოველთვის არ ნიშნავს ოჯახს.-ისევ ეს გაუგებრობა!-ოდესმე მიხვდები! კარგად იყავი, კონსტანტინე, მშვიდობით!-მხარზე დამკრა ხელი და იმ საოცარი გრაციით გაუჩინარდა ღამის წყვდიადში. ბნელეთის ანგელოზი. თუ დემონი?! ეს გოგონა გაუხსნელ საქმეს ჰგავდა. იგი რაღაც საიდუმლოს მალავდა, რომლის ამოსახსნელად მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებაზე მეტი რამ იყო საჭირო. იგი მართლაც გაუხსნელი საქმე იყო, დანაშაული, რომელსაც არაერთმა მოჰკიდა ხელი, მაგრამ დროთა განმავლობაში ხელჩასაჭიდის არქონამ მისი გახსნის სურვილი და შესაძლებლობა მოაშთო, თაროზე შემოდეს, საქაღალდეში ჩატენეს, მტვრით დაიფარა და ათასში ერთხელ თუ გადახედავდნენ ხოლმე. იდუმალი. სახიფათო. „მშვიდობით კონსტანტინე.“ მისთვის ჩემი სახელი არ მითქვამს. გაუხსნელი საქმე. აი, ვინ იყო გოგონა, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი. პ.ს ეს ახალი ისტორიაა, რომლის წერასაც საკმაოდ დიდი დრო და ენრგია შევალიე,. თუმცა საცდელი თავია და არ ვიცი, გავაგრძელო თუ არა. ამიტომ თქვენი ერთი კომენტარიც კი ძალიან მჭირდება. გთხოვთ იაქტიურეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.