შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოტა რამ "იოს" შესახებ


30-12-2017, 15:22
ავტორი MoonDaughter
ნანახია 2 688

1) სახელი „იოანე“ ძველებრაულად ნიშნავს ღმერთის მიერ შეწყალებულს, სხვა მნიშვნელობით ღმერთის საჩუქარს. ამ სახელის განმარტება სიმბოლურად დაკავშირებულია იოს პერსონაჟთან.

2) „იო“ არის გალილეო გალილეის მიერ 1610 წელს აღმოჩენილი პლანეტა იუპიტერის თანამგზავრი. ის ყველაზე ახლოს არის პლანეტის დანარჩენ ოთხ თანამგზავრთან შედარებით და გამოირჩევა მძლავრი ვულკანური აქტივობით. ასტროლოგიური განმარტებით, პლანეტა იუპიტერი განსაზღვრავს ბედს, იღბალს გამარჯვებას, გამოცდილებას. ამასთანავე, სახელი „იო“ მითოლოგიაშიც გვხვდება. იო ბერძნული მითოლოგიის მიხედვით იყო, ძველი არგოსის მეფე და მდინარის ღმერთი. ასევე იო მაორის ტრადიციით იყო უზენაესი ღვთაება.

3) სახელი „ლეა“ ებრაულიდან მოდის და ნიშნავს სუსტს. სხვა მნიშვნელობით დაღლილს.

4) იოს პერსონაჟთან ტატუები დიდ დატვირთვას ატარებს. გულ-მკერდთან ტატუ, ესაა ის სფერო, რომლისკენაც ადამიანს კონკრეტული მიზანი ამოძრავებს. ესაა იდეოლოგია, ფილოსოფია, ან სიყვარული. ეს არის დაფარული, რომლისკენაც ქვეცნობიერად მიისწრაფვი. როგორც ვიცით, იოს გულ-მკერდზე ჯვარი ჰქონდა გამოსახული. ჯვარი უკვდავების სიმბოლოა. ზურგზე დახატული ტატუ - ესაა ადამიანის შთაბეჭდილება გარესამყაროზე. ეს ადამიანი ან მორცხვია, ან იდუმალი. ზურგზე დახატული ტატუ ადამიანის ცხოვრებაში არის წარსული, წარსულთან გამოთხოვება. ძირითადად იხატავენ იმ დროს, როდესაც ცხოვრების გარკვეულ ფაზას წარსულში ტოვებენ და იწყებენ ახალ ეტაპს. იოს ზურგი კი ბოლოს ფრთებმა დაამშვენა. :)

5) ფერები: ლეას კორპუსი არის მონაცრისფრო ვარდისფერი. ვარდისფერი ვნების საპირისპიროა. ეს არის წითელისა და თეთრის შერეული ფერი, რაც ასევე ნიშნავს მსუბუქ, შერეულ საზოგადოებას. ნაცრისფერი - ესაა ბოროტისა და კეთილის შერწყმა. ესაა პატივისცემაც და უპატივცემულობაც; ანგარებაც და უანგარობაც; სიყვარულიც და სიძულვილიც; მოწყენილობაც და მხიარულებაც. სიმბოლურად კორპუსის ფერი დაკავშირებულია მის მაცხოვრებლებთან, სადაც შერეული საზოგადოება ცხოვრობს, თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან მოსაწყენ, ერთფეროვან ხალხთან გვაქვს საქმე. / ლეას სახლი: იისფერი დივანი - იისფერი ესაა ქალური და მამაკაცური საწყისების შერწყმა. ესაა წინააღმდეგობათა ჰარმონია, ლეას დივანი კი გამოხუნებულია. თითქოს თანდათან ქრება მასში ეს წინააღმდეგობები და ერთ, კონკრეტულ იდეად ყალიბდება. ჭუჭყისფერი კარი - ეს უნდა ყოფილიყო თეთრი კარი, რომელიც სისუფთავესთან, სიფაქიზესთან და სიმშვიდესთან ასოცირდება, თუმცა კარი დაბინძურებულია, ჭუჭყიანია. საკუთარი სახე დაკარგული აქვს, წაბილწულია. ლეას სახლში ყველა ფერს საკუთარი სახე აქვს დაკარგული, ყველა ფერი ბურუსითმოცულია. ლურჯი პეჟო - ლურჯი ნდობა და სტაბილურობაა. ძლიერიცაა და მსუბუქიც. საქმიან და ენერგიულ დატვირთვასთან ერთად, ლურჯი ფარული დეპრესიაცაა. ლურჯი არ იტყუება, მაგრამ არც მის ნამდვილ სახეს აჩენს. სოციალურია, მაგრამ საკუთარ პიროვნულობას მალავს სოციუმისგან. ლურჯი გვამშვიდებს და ნდობას აღგვიძრავს. ლეა მოძრაობს ლურჯი მანქანით, თუმცა ლურჯ მანქანაში იმალება ბორდოსფერი ქოლგა, რაზეც ქვევით ვისაუბრებთ.

6) იოს სახლი: წითელი იატაკი, ბორდოსფერი ავეჯი, წითლად შეღებილი საიდუმლო კარი, ბორდოსფერი საწოლი - წითელი ესაა ვნების აღმძვრელი ფერი. წითელი ფერი ადამიანს თავბრუს ახვევს და გულს უჩქარებს. ეს ფერი ასოცირდება პირველობასთან, სიძლიერესთან, სიყვარულთან, სიმამაცესთან, ამპარტავნებასთან, სისხლთან, საშიშროებასთან, ომთან, ბრაზთან, რადიკალიზმთან, მსხვერპლთან, წამებასთან... ყველა ეს სიმბოლო კავშირშია იოს პერსონაჟთან. ამას ემატება ბორდოსფერი, ეს უფრო მუქი წითელია. თუ წითელი ამპარტავნება და საშიშროებაა, ბორდოსფერში ამ ყველაფერს ემატება ნიადაგი, რომ ეს ყველაფერი საიდანღაც მოდის. რომ ამ ყველაფერს რაღაც ბნელი მიზეზი აქვს. ლეას ქოლგაც მის ფარულ, მივიწყებულ, მაგრამ მაინც აქტიურ ხასიათს ატარებს. იოს ოთახი თეთრია. თეთრი ზემოთაღნუშნულთან ერთად სიფრთხილეცაა, უშიშროებაც და უსაფრთოებაც. იოს ოთაში უსაფრთხოება და საფრთხე ერთმანეთს ერწყმის. შავტარიანი დანები, შავი ტატუები იოს სხეულზე - ეს ფერი მოასწავებს სიკვდილს, სისასტიკეს, თუმცა ამასთანავე ესაა ჭკუა, გონიერება. ფარული ბოროტება, მიჩქმალული სისასტიკე. შავი ესაა ბოროტებისა და სიკეთის ჭიდილი.

7) იოს ზოდიაქო არის -მორიელი. სტიქია - წყალი; პლანეტა - პლუტონი. პლუტონი ყველაზე შორსაა დედამიწიდან და ამიტომ ის ყველაზე ნაკლებადაა შესწავლილი. წარმოადგენს საიდუმლოებებს, სიკვდილს, ტრანსფორმაციას, გარდასახვას, რადიკალიზმს რომლისგან თავის დაღწევა შეუძლებელია. პლუტონი მართავს ადამიანის დაფარულ ინსტიქტებს: ცდუნებებს, შიშს, მღელვარებას, სექსუალურ ენერგიას. პლუტონი სადისტ, მოძალადე, ღრმა, საკუთარ ნაჭუჭში მძრომიალე პიროვნებებს შობს. მორიელი პლუტონის შვილია - ესაა სიღრმეებისა და უკიდურესობების ნიშანი. მისი სამყარო - ეს კულისებია. მას შეუძლია მართოს, განკურნოს, ადამიანის ბუნება ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადაიყვანოს, თუმცა ამ შემთხვევაში ვხვდებით ბოროტ ცდუნებას, როცა იგი ამ ძალას ბოროტად იყენებს და ადამიანებს ანგრევს. ისაა აკრძალვების დამრღვევი, შეურიგებელი.

8) ლეას ზოდიაქო არის - კირჩხიბი. სტიქია-წყალი; პლანეტა - მთვარე. მთვარე ეს არის ემოციები, ქვეცნობიერი, ოჯახი და მასთან ურთიერთობა; ესაა რეაქციები, რეფლექსები, ჩვევები, ბავშვობა. მისი განვითარება მიბმულია მის ბავშვბაზე/ოჯახზე/დედაზე. უარყოფით გამოვლინებაში ახასიათებს სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევა. კირჩხიბი მთვარის შვილია - თანამგრძნობია იმდენად, რომ შეუძლია თავგანწირვა. ახასიათებს ილუზიებში დაკარგვა. კირჩხიბი პატივმოყვარეა, თუმცა არ არის ამპარტავანი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მისი ჩამოყალიბება ემოციებითა და ოჯახით ხდება, ამ მხრივ ცუდმა გამოცდილებამ ლეა მოჩვენებითი ამპარტავნებით წარმოგვიდგინა. ის არ სცნობს ლოგიკასა და ობიექტურ რეალობას. მიდრეკილია მაზოხიზმისკენ და თვითგანადგურებისკენ.

9) იოს გვარი შეირჩა ერთი ადამიანის საპატივსაცემოდ, რომელიც ძალიან ჰგავს იოს პერსონაჟს.

10) იოს ფრთები და ხმა - ამ მხრივ ჩემი ინსპირაციის წყარო გახლავთ ერთი ახალგაზრდა, რომელსაც სურდა ამ ფრთების დახატვა და რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

11) კლუბი, სადაც იო და ლეა ხვდებოდნენ მდებარეობს ამსტერდამში. კლუბის სახელია - Club NL, სადაც ბორდოსფერი განათებებია და წითელი ტყავის სავარძლებს, რომელში იო იჯდა ხოლმე თავის ლამაზმანებთან ერთად, ნამდვილად ნახავთ ამ კლუბში თუ მოხვდებით. :) ნაცნობი *ექს ოთახიც ამავე კლუბშია.

12) უბანი, სადაც პრეზიდენტის სახლია, რეალურად არსებობს თბილისში, დიდ დიღომში.

13) და ბოლოს, მსახიობმა Ash Stymestმა, რომელიც ჩემი მუზა იყო მთელი ისტორიის მანძილზე, იცის რომ ქართველმა გოგონამ მასზე ისტორია დაწერა. :)



№1  offline წევრი იოსეული

ეე, რა მაგარია kissing_heart
იცი შენ, როგორ მიყვარს ეს ისტორია და ახლა უფრო შემიყვარდა, რადგან დავინახე, როგორ დეტალებში, ზუსტად გქონდა გათვლილი მთელი ეს ამბავი. ყველა ფაქტი ჯაჭვივითაა დაკავშირებული ერთმანეთთან და ერთ უზუსტეს, უმაგრეს ისტორიას გვაძლევს.
ძალიან მაგარი ხარ შენ!
პ.ს. მაინტერესებს ძალიან, რა რეაქცია ჰქონდა ამ ბიჭს, როცა გაიგო, მასზე ისტორია რომ შეიქმნა, რა თქმა უნდა, როგორ გაიგო ისიც ძალიან საინტერესოა :))

 


№2  offline მოდერი MoonDaughter

იოსეული
ეე, რა მაგარია kissing_heart
იცი შენ, როგორ მიყვარს ეს ისტორია და ახლა უფრო შემიყვარდა, რადგან დავინახე, როგორ დეტალებში, ზუსტად გქონდა გათვლილი მთელი ეს ამბავი. ყველა ფაქტი ჯაჭვივითაა დაკავშირებული ერთმანეთთან და ერთ უზუსტეს, უმაგრეს ისტორიას გვაძლევს.
ძალიან მაგარი ხარ შენ!
პ.ს. მაინტერესებს ძალიან, რა რეაქცია ჰქონდა ამ ბიჭს, როცა გაიგო, მასზე ისტორია რომ შეიქმნა, რა თქმა უნდა, როგორ გაიგო ისიც ძალიან საინტერესოა :))

უღრმესი მადლობა, იოსეულო <3 <3 <3 ინსტაგრამზე მივწერე და 4 თვის შემდეგ მიპასუხა. რა მიპასუხა მაგას საიდუმლოდ შევინახავ. ნუ აქ არ დავწერ... :* <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ. ყველანაირი წვრილმანი დეტალებში გათვლილი გქონია. აღმაფრთოვანე, ბრავო!!!

 


№4  offline მოდერი MoonDaughter

Chikochiko
ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ. ყველანაირი წვრილმანი დეტალებში გათვლილი გქონია. აღმაფრთოვანე, ბრავო!!!

მადლობა ძალიან ძალიან დიდი <3

 


№5  offline მოდერი MoonDaughter

veroo
დიდ დიღომში ვცხოვრობ ვაიმეე როგორ გამიხარდა წავალ და ვნახავ იმ უბანს❤

ვერუნიიი <3 <3

 


№6  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
მე მიხვდა დეტალს *-*
მე მიხვდა და ისიც მიხვდება *-*
ბორდო, ბორდო, ბორდო...
სასწაული ხარ... ჩემი სასწაული, მავსებს და მაცარიელებ შენი ნაწერებით *-*

ჩემო <3

 


№7 სტუმარი სტუმარი shalo

MoonLady-MoonDaughter lezbebi xoar xart

 


№8 სტუმარი სტუმარი იოსეული

MoonDaughter
იოსეული
ეე, რა მაგარია kissing_heart
იცი შენ, როგორ მიყვარს ეს ისტორია და ახლა უფრო შემიყვარდა, რადგან დავინახე, როგორ დეტალებში, ზუსტად გქონდა გათვლილი მთელი ეს ამბავი. ყველა ფაქტი ჯაჭვივითაა დაკავშირებული ერთმანეთთან და ერთ უზუსტეს, უმაგრეს ისტორიას გვაძლევს.
ძალიან მაგარი ხარ შენ!
პ.ს. მაინტერესებს ძალიან, რა რეაქცია ჰქონდა ამ ბიჭს, როცა გაიგო, მასზე ისტორია რომ შეიქმნა, რა თქმა უნდა, როგორ გაიგო ისიც ძალიან საინტერესოა :))

უღრმესი მადლობა, იოსეულო <3 <3 <3 ინსტაგრამზე მივწერე და 4 თვის შემდეგ მიპასუხა. რა მიპასუხა მაგას საიდუმლოდ შევინახავ. ნუ აქ არ დავწერ... :* <3

მაგარია ძალიან, შენ მაგივრადაც მე გამიხარდა :დდ

 


№9  offline წევრი deep

უფრო მეტი გავიგე იოს შესახებ
საოცრება იყო
უფრო სიღრმისსეულად დაგვანახე ეს ისტორია
ვიცოდი რომ ყველაფერს თავისი სიმბოლიკა ექნებოდა და არც შევმცდარვარ
ბრავო
საოცრება ისტორიაა იო მართლა

 


№10  offline მოდერი MoonDaughter

deep
უფრო მეტი გავიგე იოს შესახებ
საოცრება იყო
უფრო სიღრმისსეულად დაგვანახე ეს ისტორია
ვიცოდი რომ ყველაფერს თავისი სიმბოლიკა ექნებოდა და არც შევმცდარვარ
ბრავო
საოცრება ისტორიაა იო მართლა

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა <3

 


№11  offline წევრი Timea25

იო-არის ისტორია,რომლოს ხელახლა წაკითხვა ყოველთვის მენდომება და ვიცი ვერასდროს შევძლებ.
კიდევ ერთხელ შენ მადლობა იოსთვის❤

 


№12  offline მოდერი MoonDaughter

Timea25
იო-არის ისტორია,რომლოს ხელახლა წაკითხვა ყოველთვის მენდომება და ვიცი ვერასდროს შევძლებ.
კიდევ ერთხელ შენ მადლობა იოსთვის❤

ვაიმეეე <3 <3 მადლობა შენ, ჩემო კარგო <3

 


№13  offline წევრი Mtirala

ინტრიგანი ხარ...
ახლა, დაინტრიგებული ვზივარ და ვფიქრობ Ash-მა რა გიპასუხა :))
ყველა დეტალი,
ყველა'ფერი იმდენ დატვირთვას ატარებს.
იოს გვარი ვერ გავიხსენე :(( უსირცხვილო მე.
ეს ისტორია აუცილებლად უნდა წაიკითხოს შენმა მუზამ,
Ash-მა...
დარწმუნებული ვარ,
ძალიან,
სიგიჟემდე მოეწონება.
მიყვარხარ
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№14  offline მოდერი MoonDaughter

Mtirala
ინტრიგანი ხარ...
ახლა, დაინტრიგებული ვზივარ და ვფიქრობ Ash-მა რა გიპასუხა :))
ყველა დეტალი,
ყველა'ფერი იმდენ დატვირთვას ატარებს.
იოს გვარი ვერ გავიხსენე :(( უსირცხვილო მე.
ეს ისტორია აუცილებლად უნდა წაიკითხოს შენმა მუზამ,
Ash-მა...
დარწმუნებული ვარ,
ძალიან,
სიგიჟემდე მოეწონება.
მიყვარხარ

უღრმესი მადლობა, ჩემო უსაყვარლესო <3 <3 <3 ინფორმაცია ძალიან გაკვრით მივაწოდე, ძირითადად ტექსტი სასიყვარულო იყო, რომ მიყვარს :დდ და სხვათაშორის გავუსვი ხაზი, რომ ისტორიის წერისას ჩემი მუზა იყო. უჰ, რავიცი, არამგონია მაგის ბედნიერება მქონდეს, რომ წაიკითხოს, მაგრამ ისიც საკმარისია, რომ უბრალოდ იცის. :) <3 ჰო, იოს გვარი მენაბდეა :დდ <3 გენაცვალე შენ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა <3

 


№15  offline წევრი მუნა

ვიცოდი რომ ლეა კირჩხიბი იყო . ვიცოდი იმიტომ რომ მე ვარ კირხიბი და კირჩხიბის დახასიათება ზუსტი იყო და ყველაზე კარგი ისაა რომ რეალურ პრობლემაზე დაწერე და არა ბაბულიკა ტიპებზე ❤️

 


№16  offline მოდერი MoonDaughter

მუნა
ვიცოდი რომ ლეა კირჩხიბი იყო . ვიცოდი იმიტომ რომ მე ვარ კირხიბი და კირჩხიბის დახასიათება ზუსტი იყო და ყველაზე კარგი ისაა რომ რეალურ პრობლემაზე დაწერე და არა ბაბულიკა ტიპებზე ❤️

❤️❤️❤️

 


№17  offline წევრი Lily Morgan

ღმერთო თითოეული დეტალის ასე გათვალისწინება...
ჯერ ასეთი არაფერი წამიკითხავს...
ემოციებში ვარ და ნეტა ოდესმე საერთოდ თუ დავაღწევ თავს ამ ემოციებს?!
სიტყვებით ვერ გამოვთქვამ ჩემს პატივისცემას და უკვე სიყვარულსაც(არ აქვს მნიშვნელობა არსებობს თუ არა სიყვარულის ცნება) შენდამი!..
და ხო იოც ძალიან მიყვარს! <3 <3 <3 <333

 


№18  offline მოდერი MoonDaughter

Lily Morgan
ღმერთო თითოეული დეტალის ასე გათვალისწინება...
ჯერ ასეთი არაფერი წამიკითხავს...
ემოციებში ვარ და ნეტა ოდესმე საერთოდ თუ დავაღწევ თავს ამ ემოციებს?!
სიტყვებით ვერ გამოვთქვამ ჩემს პატივისცემას და უკვე სიყვარულსაც(არ აქვს მნიშვნელობა არსებობს თუ არა სიყვარულის ცნება) შენდამი!..
და ხო იოც ძალიან მიყვარს! <3 <3 <3 <333

ეს ახლა რატომ ვნახე? მადლობა დიდი, უსაყვარლესო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent