ვერძებს ქორწინების შანსი, ტყუპს ახალი სიყვარული, თევზებს კი გამდიდრება ელით - იუპიტერის ტრანზიტი სასწორში
ალბათ ნებისმიერმა, ვინც ასტროლოგიაში ასე თუ ისე ერკვევა იცის, რომ პლანეტები ცაზე გარკვეული ტრაექტორიითა და სიჩქარით მოძრაობენ. შესაბამისად, იწვევენ კიდეც მოვლენებს, ზოგჯერ კარგს, ზოგჯერ ცუდს, ზოგჯერ - ნეიტრალურს. წლევანდელი წლის მნიშვნელოვანი ტრანზიტი კი სულ ცოტა ხანში შევა ძალაში, ე.წ. "დიდი სიხარულისა" და წარმატების მომტანი პლანეტის - იუპიტერის ქალწულის ზოდიაქოდან, სასწორის ზოდიაქოში გადანაცვლებას უკავშირდება. იუპიტერისთვის სასწორის ზოდიაქო საკმაოდ "მშობლიური" გარემოა, რასაც ვერ ვიტყვით ქალწულის ზოდიაქოზე, რომელშიც ეს გულკეთილი პლანეტა უახლოესი ერთი წლის მანძილზე იყო განლაგებული. ქალწულის ზოდიაქო იუპიტერს ეკონომიურობას აიძულებდა, შესაბამისად, მისი სიკეთეები ესოდენ განვრცობილად არ მოქმედებდა კაცობრიობაზე. ამიერიდან კი, როცა იგი სასწორის ნიშანში დაიდებს ერთი წლით ბინას, მაქსიმალურად "მიხედავს" სახელოვნებო სფეროებს, სასიყვარულო ფრონტს და საერთაშორისო პოლიტიკურ სარბიელზე სიტუაციის ასე თუ ისე დარეგულირების ალბათობას. თუმცა, მარტო იუპიტერის იმედად მაინც ვერ იქნება კაცი. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელოთ და ამჯერად იმაზე მოგითხრობთ, კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს რა სიკეთეებით გაანებივრებს იუპიტერის ტრანზიტი სასწორში: ვერძის ცხოვრებაში იუპიტერს პარტნიორული თემის გააქტიურება მოაქვს. ეს შესაძლოა ქორწინების წელი იყოს ბევრი ვერძის ცხოვრებაში. ასევე გაიზრდება თქვენი კონტაქტების ბაზა და საჭირო ადამიანებსაც დაიმეგობრებთ, ძვირფასო ვერძებო. კუროების ცხოვრებაში სამუშაო სფეროს გაუმჯობესებას მოიტანს იუპიტერი. შესაძლოა ახალი სამსახურის დაწყების წინა პირობაც იყოს. ზოგადად სამუშაო ბევრი გექნებათ, ძვირფასო კუროებო და უშრომლად ნამდვილად არ მოიწყენთ. ტყუპთან იუპიტერს ახალი სიყვარულის, რომანის, ფლირტის დაწყების შანსები მოაქვს. ეს წელი ასევე შეიძლება ბევრი დაოჯახებული ტყუპისთვის იქცეს შვილის დაბადების სიხარულის განცდის პერიოდად. კირჩხიბებს იუპიტერი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების საბოლოოდ მოგვარებაში დაეხმარება. შესაძლოა ზუსტად ამ წელს შეიძინოს ბევრმა კირჩხიბმა თავისი ოცნების სახლი. ლომებს სწავლისა და თვითშემეცნებისთვის საუკეთესო პერიოდი უდგათ ამ წელს. არ არის გამორიცხული, რომ ზუსტად 2016-17 წლების მანძილზე შეცვალოთ მანქანა და იყიდოთ გაცილებით უფრო ძვირად ღირებული მოდელი. ქალწულებთან იუპიტერის ტრანზიტმა ფინანსების ზრდა უნდა მოიტანოს აუცილებლად. ეს შეიძლება იყოს ხელფასის მატება, ან რაიმე ტიპის დამატებითი შემოსავალი. მოკლედ, ძვირფასო ქალწულებო, უახლოესი ერთი წლის მანძილზე ცოტაოდენი თანხის გადანახვასაც მოახერხებთ. სასწორისთვის მიმდინარე ერთი წელი, იმიჯის ცვლილების ან პიროვნული პოპულარობის მომტანი იქნება. ბევრი სასწორი ზუსტად ამ წელს შეიცვლის ვარცხნილობას, ჩაცმის სტილს და ვიზუალურ მონაცემებს უკეთესობისაკენ. მისი პოპულარობა მოიმატებს სამსახურშიც. მორიელისთვის იუპიტერის ტრანზიტს სასწორში წინა წლების ნეგატივისაგან გათავისუფლების რეალური შანსი მოაქვს. ეს შეიძლება იყოს წელიწადი, როცა ჯანმრთელობის მხრივაც რეალური გაუმჯობესება დაეტყობა ბევრ მორიელს. მშვილდოსნისთვის მიმდინარე ერთი წელი ახალი მეგობრების შეძენისა და ჯგუფური კავშირების გაღრმავების წელია. ასეთ წლებში ბევრი მშვილდოსანი რეალურად გამოცდის და დააფასებს ჭეშმარიტი მეგობრობის ძალას. თხის რქისთვის იუპიტერს კარიერაში წინსვლის რეალური ალბათობა მოაქვს. ძალიან ბევრი თხის რქის ცხოვრებაში შესაძლოა უახლოესმა ერთმა წელმა, კარიერულ კიბეზე სერიოზული ტრამპლინის გაკეთების შანსი მოიტანოს. მერწყულისთვის უახლოესი წელიწადი უცხოეთთან და უცხოელებთან დაკავშირებული მომგებიანი კავშირების წელია. ეს კარგი წელი იქნება ასევე აკადემიური განათლების მისაღებად ან ემიგრაციისთვის. დაბოლოს, თევზები მიმდინარე წელს საკმაოდ სოლიდურად დაიწყებენ ფულის გამომუშავებას. ბევრ თევზს შეიძლება გაუმართლოს რისკიან ბიზნეს-ოპერაციებში. არც ის არის გამორიცხული, რომ ზუსტად წლევანდელ წელს შეიძინოთ უძრავი ქონება ან მომგებიანად დააბანდოთ კაპიტალი. |
ვერძებს ქორწინების შანსი ტყუპს ახალი სიყვარული თევზებს კი გამდიდრება ელით იუპიტერის ტრანზიტი სასწორში
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.