ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი ( 4 თავი )
ცუდ ყოველთვის მოსდევს კარგი 4 თავი - ძაან მშიაა, გოგოებო დატრიალდით რა (გიგა) - სალ წამო გავაკეთოთ რამე - კაი წამო სამზარეულოში ძალიან ბევრი რამ გვქონდა ამიტომ არ გაგვჭირვებია საჭმლის მომზადება. ბლომადაც მოვამზადეთ და მრავალფეროვანი სუფრა გავაწყვეთ. ბიჭები გარეთ იყვნენ გასულნი და კალათბურთს თამაშობდნენ. - ბიჭებოო, საჭმელი მალე იქნება და მოემზადეეთ- გავძახე და ისევ შემოვბრუნდი როცა ალექსანდრემ დამიჭირა. - მე რომ საჭმელი ვერ გამაძღობს? - მისი მუქი თვალები რომ მაგიჟებდნენ ნათქვამი მაქვს, მაგრამ ღიმილი ცალკე იყო საოცრება. - და თქვენ რა მოგართვათ თქვენო ბრწყინვალებავ? ხელები შემოვხვიე კისერზე და ყელზე ნელა ვაკოცე. - ერთი გოგოს მსხვილი წითელი ტუჩები მჭირდება, მარწყვს რომ ჰგავს, თორემ დავიხრჩობი. - მაიმუნი ხარ ამხელა კაცი- მხარზე დავკარი ხელი და მოვიშორე. გაიცინა და კიბეებზე ავიდა ოთახისკენ. ყველამ ერთად ვისაუზმეთ და გარეთ გასვლა გადავწყვიტეთ. მალე იმ ფერდობზე ვიყავით საიდანაც თითქმის მთელი სოფელი ჩანდა. ჩვენთან ერთად რამოდენიმე ადგილობრივიც იყო წამოსული, მათ შორის ალექსანდრეს ყოფილი შეყვარებული. ვცოფდებოდი როცა ვამჩნევდი რომ ის გოგო ალექსანდრეს ყურადღების მიქცევას ცდილობდა. ამაზე კი ალექსანდრეს ეცინებოდა. დანარჩენებიც ამჩნევდნენ მაგრამ არაფერი უთქვამთ. სალიმ თვალი ჩამიკრა და მას შემდეგ ანდროსთან ერთად გაუჩინარდა. - წამოდი- ამაყენა და ტყისკენ მიბიძგა. - სად მივდივართ? - მოითმინე- გამიღიმა და უფრო სწრაფად წავიდა. ხელი მქონდა ჩაკიდული და უკან მივსდევდი. მალე შეჩერდა და შემობრუნდა. - აქ რა გვინდა? - შუა ტყეში ვიდექით. ირგვლივ მხოლოდ მაღალი ხეები იყო და ასევე მაღალი ბუჩქები. - ზემოთ აიხედე. დავემორჩილე და ხეზე პატარა ხის ქოხი დავინახე. თვალები ამენთო სიხარულისაგან, ისევ ალექსანდრეს მივუბრუნდი. ის კი გაღიმებული მიყურებდა და არაფერს ამბობდა. - ალექსანდრე - ქოხს ვათვალიერებდი, ასვლის სურვილი გამიჩდა და ალექსანდრემაც დროულად ამოღო ხმა. - ავიდეთ. რამოდენიმე წუთში ზევით ვიყავით და მთათა ხედს გავყურებდი. - ალექსანდრე ულამაზესიაა...- ხომ შეიძლებოდა რომ ესეთი ხედი მეც მენახა აქ, ან სხვაგან, სადმე. მაგრამ როცა ამას შენი საყვარელი ადამიანი განახებს, ემოციებს უფრო მძაფრად შეიგრძნობ. ისე როგორც ახლა მე. - მიხარია რომ მოგეწონა აქაურობა, სვანეთი , სოფელი. კიდევ ბევრი დღის გატარება მოგვიწევს აქ, ერთად. ჩვენ ორს, შემდეგ სამს, ოთხს, ხუთს ექვს... - ჰეი ძაან წახვედიი- სიცილით ვუთხარი და მისკენ შევბრუნდი. - რატოო? მე კიდე მინდა გაგრძელება. - მე ვერ გავქაჩავ მაგდენს და მეორე ცოლი გინდა?! - მე მხოლოდ შენგან მინდა შვილები- ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა. დაახლოებით ერთი საათი გავატარეთ ქოხში. ჩახუტებულები ვიჯექით და ხედს გავყურებდით. - რომანტიკოსი გამხადე ნინა- მითხრა მას შემდეგ რაც ჩემს თმებში ჩარგო თავი. - მე მომწონს რომანტიკოსი ალექსანდრე. - ძველი არ მოგწონდა?! - ძველიც მომწონდაა. - ეე ჩამოყალიბდი ეხლა, ვერ ვხვდები რომელი ვიყო. - ის იყავი რაც ხარ , აი აქ- მკერდზე დავადე თითი- მე ასეთი მიყვარხარ! - ჩემი ნინა- ჩემ ყელში ჩარგო სახე და რამოდენიმეჯერ ნაზად მაკოცა. მისი ცხელი ტუჩებიდან სიმხურვალე მთელ სხეულში გავრცელდა. მალე უკან დავბრუნდით. დანარჩენებს კოცონი დაენთოთ. ანდრო და სალი ისევ არ ჩანდნენ. უკვე ვნერვიულობდი. - სალიზე და ანდროზე ხომ არ იცი რამე? ვნერვიულობ. რამდენი ხანია წასულები არიან. - ნუ გეშინია, უსაფრთხოდ არიან. საბედნიეროდ მალე ისინიც დაბრუნდნენ. უკვე კარგა ხნის დაღამებული იყო და სახლში წასვლა გადავწყვიტეთ. გზაში კიდე ცალკე მომეშალა ნერვები. იმ გოგომ ლელამ ფეხი იღრძნო, დარწმუნებული ვარ ძალით ან საერთოდ არ ჰქონდა ნატკენი და თამაშობდა.იმანაც მომინდომა ალექსანდრეს ხელები მის წელზე. ორჯერ უფრო შემიყვარდა სანდრო როცა ხელი დასტაცა და მან აიყვანა ხელში. რამოდენიმე წუთში გვერდზე გადმომხედა და თვალი ჩამიკრა. აი რა ადამიანები მყავს, მე მქონია ბედი! ამაზე სალი გამახსენდა და მას გავხედე. უკვე ორივემ ვიცოდით რომ დღეს ჭორაობის დღე იყო. *** ცოტა ხანში ბიჭები მარტო დავტოვეთ და ჩვენ მეორე სართულზე ოთახში შევიკეტეთ. - დაიწყე - არა ჯერ შენ - ოოო კაი! ნუ მოკლედ მაგიჟებს და მაფრენს! - ამის მერე მომიყვა როგორ წაიყვანა ანდრომ ცხენებთან, თურმე შეუმჩნევია სალის ცხენების მიმართ სიყვარული. - აუ რა კაი იყო იციი?! ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ! - ეხლა შენ და მოვუყევი ხის ქოხზე. სხივჩამდგარი თვალებით მომშტერებოდა და შიგადაშიგ ყურებამდე იცინოდა. - ნინა, წარმოიდგენდი რომ ოდესმე ასეთი ბედნიერი იქნებოდი?- ზურგზე ვიწექით და ჭერს ავყურებდით. - მე? არასოდეს ახლა ერთმანეთის ყველაზე კარგად გვესმოდა. ორივე ყურებამდე ვიყავით შეყვარებული და ერთმანეთი გვიხაროდა. სვანეთში გატრებული დროის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით. ბიჭები საქმეებზე დარბოდნენ, მაგრამ მე და სალი ისევ თავისუფლები ვიყავით. - ნინაა ზღვაზე მინდა წასვლააა... - სახლში შემომივარდა და პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა ცივი ყავის გასაკეთებლად. - წავიდეთ, მეც მინდა. მაგრამ ჩვენ მარტო?- მეც მივყევი უკან და მაგიდასთან დავჯექი. - ჰო აბა ბიჭებს არ სცალიათ. ანდროს ვუთხარი უკვე და ვერანაირად მოვახერხებო. ალბათ ალექსანდრესაც არ სცალია, ესენი ხომ ერთად მუშაობენ ახალ პროექტზე. - კაი წავიდეთ მაშინ ჩვენ,- დამთავრებული არ მქონდა ჩემი ტელეფონი რომ ამღერდა. „ ქვევით გელოდები“ - სალ უნდა გავიდე. აქ დარჩი რა დღეს. - შენ თუ წახვალ მე რა მინდა აქ. ალექსანდრე გამოჩნდა და ვიღას ახსოვს საუკეთესო მეგობარი- თვალები გადაატრიალა და მისაღებში გავიდა. - რაებს ბოდავ?! - არაფერსაც არ ვბოდავ, ეგრეა! - შემომიბღვირა და ზურგი მაქცია. - სალ რა გჭირს?! - არაფერი სულელოო- სიცილი დაიწყო და თვალი ჩამიკრა- მიდი, გელოდება ის ბიჭი. - ოოო... ცუდი ხარ შენ! - კარგი შენც მეყოფი რაა! - ვერ ხარ დალაგებული, გავედი მე და მოვალ მალე. კიბეები სწრაფად ჩავირბინე. სადარბაზოსთან შავი ბეემვე იდგა, რათქმაუნდა ალექსანდრესი. სწრაფად ჩავჯექი და მას გავიხედე. ცოტა უხასიათოდ ჩანდა. - როგორ ხარ? - რავი კარგად. რამე მოხდა ? - არა უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა, არ შეიძლება ისე მოვიდე?- აშკარად გაღიზიანებული იყო, ყელზე ძარღვიც დაჭიმული ჰქონდა. - არა... უფრო სწორად კი... უბრალოდ სხვა რამეს ვგულისხმობდი. გამიკვირდა უფრო ადრე რომ არ დამირეკე. - გავიგე ზღვაზე მიდიხართ შენ და სალი. - ჰო ვაპირებთ. - თქმას არ აპირებდი? - კი უბრალოდ... - უბრალოდ არ იყო საჭირო- ჩემს მაგივრად დაასრულა სათქმელი. - არა. უბრალოდ სალიმ მეც ახლახანს მითხრა ამაზე. ვაპირებდი თქმას რათქმაუნდა. ღრმად ჩაისუნთქა და თავი საზურგეს მიადო. - რა მოხდა ალექსანდრე?! არამგონია ამის გამო იყო ასეთი გაღიზიანებული- ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და უკვე მეშინოდა. - მაპატიე, არაფერია. რაღაც პრობლემები მაქვს საქმეებში და ამის ბრალია. არ გინდა მთაწმინდაზე ავიდეთ. - ავიდეთ. იქ მისვლამდე ხმა არცერთი არ ამოგვიღია. მანქანიდან არც მერე გადმოვსულვართ. აქედანაც მშვენივრად ჩანდა თბილისის ხედი და უფრო სიმყუდროვეც იყო იქაურ კაფეებთან შედარებით, - არ გინდა მომიყვა რა მოხდა ასეთი? რა პრობლემები გაქვს? - გთხოვ ახლა არა. მხოლოდ სიმშვიდე მჭირდება და შენ- ხელი მომკიდა და კალთაში ჩამიჯინა. - მომენატრე- მხოლოდ ეს ერთი სიტყვა და შეერთებული ბაგეები, მისი ხელები ჩემს წელზე და ჩემი მის თმებში. მხოლოდ ეს გვჭირდებოდა ჩვენ ბედნიერებისთვის. იცით როგორი იყო ალექსანდრე? თუ რამე პრობლემა ჰქონდა არავის მოახვევდა მას თავს, იბრძოლებდა რომ მის საყვარელ ადამიანებს არ შეხებოდა ეს პრობლემა. ყველაფერი ეს მხოლოდ მას ეხებოდა. განსხვავებული იყო ალექსანდრე. ბევრი ისეთი თვისება ჰქონდა, რომლის გამოც შეიძლებოდა შეგშურებოდა კიდეც. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ რომ მიყვარს. ყველა ვინც იცნობს ამავეს ფიქრობს. და მე ბედნიერი ვარ! ბედნიერი ვარ რომ ის ჩემია… მე კი მისი! იმედია მოგეწონებათ. არ აქტიურობთ მაგრამ მაინც მიყვარხართ ♥ ჩემი ბრალია ეგ და არ გსაყვედურობთ /მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.