შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბალთაზარი


31-12-2017, 17:07
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 336

თავი მეორე

მე ყველაფერს მოვუყვები ღმერთს შენს შესახებ



*****

დილის ოთხი საათი იქნებოდა როცა ნაცნობმა სურნელმა გამაღვიძა. თვალები მოვიფშვნიტე და ჯერ ისევ

ბურანში მყოფმა მიმოვიხედე სრულ წყვდიადში. არავინ ჩანდა, თუმცა ოთახში იმდენად მძაფრად იგრძნობოდა

ჩემთვის ესოდენ საყვარელი სურნელი, რომ დაუფიქრებლად ავანთე სინათლე და წამოვჯექი. ოთახში ნამდვილად

არავინ იყო. ჩემს ფერიას ალბათ ტკბილად ეძინა თავის ოთახში.
თავდაპირველად უჩვეულო შიშმა შემიპყრო. ფერია იქ არ იყო. აბა სურნელი საიდან მოვიდა?! რაღაცით

უმიზნოდ შეწუხებული წამოვდექი და შეშინებული თვალებით გავუყევი გზას მისი ოთახისაკენ. ფრთხილად,

უხმაუროდ შევაღე კარი და ჩემდა გასაოცრად მან ვერაფერი გაიგო, ისე შევედი.
როგორც მოწმენდილ ცას გადაეყრება ხოლმე ღრუბელი, ისე გამეცალა ყოველგვარი უსიამო შეგრძნება სხეულიდან. ვიგრძენი, უჩვეულო სითბო როგორ ავსებდა ჩემს სხეულს, ჩამეღიმა და ასე, ღიმილმორეული ჩავეშვი სავარძელში მის წინ.
ჩემს ანგელოზს ტკბილად ეძინა. ღაბუა სახეს მთვარის შუქი უნათებდა და მე კარგად შემეძლო გამერჩია

თითოეული ნაკვთი, თითოეული ემოცია, რომელიც მის სახეზე ირეკლებოდა.
არ ვიცი, ძვირასო მკითხველო, ოდესმე თუ გაგჩენია სურვილი და გქონია ბედნიერება იმისა დამტკბარიყავი

იმ მძინარე მშვენიერების ყურებით, ბედმა რომ მეორე ნახევრად გარგუნა, მაგრამ მინდა იცოდე, ცხოვრებაში

ამაზე ლამაზი წუთები აღარ გექნება, ამიტომ ეცადე, როცა კი გექნება საშუალება, არასდროს გაუშვა ეს

ბედნიერება ხელიდან. მე ნამდვილად ვიცი ბედნიერების ფასი. ვიჯექი სავარძელში იმ ადამიანის წინ, რომელიც

ცხოვრებაში ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა და შემეძლო საათობით დავმტკბარიყავი მისი

მშვენიერებით..
წარმოიდგინე, მკითხველო, კომუნისტური წყობილებასავით გონჯ, მუდმივად თავპირჩამომტირალ, ცივ,

გაყინულ ბეტონის ცხრასართულიან შენობაში, ზეცამდე ორი საფეხურით ადრე, პატარა, ფერად, ბავშვური

გემოვნებით მოწყობილ ოთახში წევს შენთვის ყველაზე ძვირფასი არსება, ვინც შეიძლება გაგაჩნდეს ცხოვრებაში,

მთელ ოთახში მისი თმების მათრობელა სურნელი ტრიალებს, მისით სუნთქავს ცივი ბეტონის კედლები, პატარა

კალენდარი, ბავშვობისდროინდელი საწერი მადიდა.. საწოლის პირდაპირ მდგარი უზარმაზარი სარკე მისი

სილუეტით ცოცხლობს, უიმედოდ შეყვარებულს ერთი ისღა ასლდგმულებს რომ სულ მასთანაა და აქ, პირველად

გაგირბენს გულში მტანჯველი ეჭვი იმისა რომ ის ერთადერთი საგანძური რაც ასე ძვირფასია შენთვის, მხოლოდ

შენ არ გეკუთვნის. აქვე, განა არ შეგძულდება ეს საზიზღარი სარკე თუნდაც იმისათვის რომ ის ყოველთვის

მასთანაა, სულ შეუძლია მისი ყურება და შენ კი.. მოვა დრო და უნდა წახვიდე.. მაგრამ ვგონებ

დავიკარგეთ, მკითხველო, განა ბალთაზარს შეუძლია უსიყვარულოდ სიცოცხლე?! არა და არა, ფეხსაც არსად

გავადგამ.. სარკის წინ ნაირნაირი პატარ პატარა სიამოვნებანი აწყვია ნებისმიერი ქალის გულისა: სუნამოები,

ტუჩის საცხები, ფერ უმარილი.. ჩემი მზეთუნახავი რომ იპრანჭება ხოლმე ჩემთვის და კიდევ იმ ასობით

გულღრძო არსებებისთვის სამსახურში.. როგორც მამაჩემი ამბობს ხოლმე, როგორც არ უნდა გაბოროტდეს

სამყარო, ჩემს ეგოიზმს ვერ გადააჭარბებს.. ოთახში ყველაფერი ნატიფი წესრიგითაა თავის ადგილზე

დალაგებული. სრული ჰარმონიაა. ამ ლამაზ, რომანტიკულ სიჩუმეს მხოლოდ ჩემი ლამაზმანის სიცოცხლით

მფეთქავი საწოლი არღვევს. ჩემმა ონავარმა ძილიც ისეთივე ბავშვური იცის, როგორიც გული აქვს. ხან ერთ

მხარეს იბრუნებს პირს, ხან მეორე მხარეს.. თბილ, ბედნიერ სახეზე ბავშვური, ტკბილი ღიმილი

დასთამაშებს, ხანდახან ლოყებს ბერავს, პატარა ფეხებს ლოგინში აბარტყუნებს ისე, თითქო ებუტებოდეს ვისმე,

ტუჩებს პატარა ბაჭიასავით სასაცილოდ აცმაცუნებს, მკლავებს გაშლის და ბალიშს ისეთი ძალით ეხუტება, ლამის

დაახრჩოს..
ჰო, ჩემი ფერია სიზმარშია. მოგიყვებოდი, სიზმარს, ჩემო მკითხველო, თუნდაც იმისთვის რომ მეჩვენებინა რამდენად ლამაზი სული აქვს სიყვარულს, მაგრამ მოდი, ნუ მოვპარავთ ოცნებას პატარა ფერიას, მივანებოთ ტკბილ ძილს და ისიც ვიკმაროთ რომ შეგვიძლია მისი ყურებით დავტკბეთ..
ოო, ეს კი მართლაც უდიდესი ბედნიერება იყო ჩემთვის. მთელი სხეული რაღაც ბურანისეულ, სასიამოვნო

ნისლში იყო გახვეული და მონუსხული მისი უღვთო მშვენიერებით, არც აპირებდა თვალი მოეწყვიტა მისთვის,

მაგრამ ეს გრძნობა ამაღლებულიყო ყოველივე მიწიერზე და თუმცა ჩემს წინ ეძინა, ფიქრადაც არ მომსვლია

რაიმეთი ჩირქი მომეცხო მისი ბავშვური უმანკოებისთვის.. ასეა, სიყვარული ბევრად მეტია ყველაფერ

მიწიერზე..
მას კი ისე ტკბილად ეძინა.. განთიადის პირველ სხივს გამოვყევი მისი ოთახიდან. არაფერი გაუგია.

ბედნიერებისგან თავბრუდახვეული ჩავიძირე უსასრულობაში.. მისი სახე და სურნელი არ მოსცილებია მთელ ჩემ

არსებას დიდ ხანს.. რომ გამოვერკვიე, გათენებულიყო. საათი ათის ნახევარს უჩვენებდა. გახარებული

წამოვხტი, სასწრაფოდ ჩავიცვი, მოვწესრიგდი და ამჯერად საზეიმოდ შევაბიჯე მის სამფლობელოში. კარის ხმაზე

ჩემმა ძილისგუდამ ცალი თვალი ზარმაცად გაახილა, გამიღიმა და ძილის შესაბრუნებლად გადაბრუნდა. აი ეგ კი

ყოვლად დაუშვებელი იყო. რატომ? იმიტომ რომ შემპირდა, დილით თმებზე მოგეფერებიო.
ქი, ქი, ქი, უყვარს ლაზის, როცა ფერია თმებზე ეფერება. ჰოდა ახლა მოფერების დროა. თუ დავაძინე,

მერე ვინღა მოეფერება ჩემს ხუჭუჭა კულულებს?! ვერავინ. ამიტომაც, დაუფიქრებლად დავიწყე მისი გაღვიძების

ოპერაცია, ერთადერთი რამ, რაც ფერიას არ აძინებს, ესაა ღუტუნი. მთელ ხმაზე კისკისებს და ნამდვილი

მხიარულებაა. ჰოდა ახლაც აკისკისდა.
- აუუ, ლაზი, კარგი რაა, ათ საათამდე მაინც დამაძინე, გთხოვ. მეძინება. - მეხვეწება კისკისით.
მის მუდარასთან უძლური ვარ. ზანტად ვდგები და ისევ სავარძელში ვკალათდები, ფერია კი, არ ვიცი ისე

სწრაფად როგორ ახერხებს, მაგრამ იძინებს. ახლა უკვე ეშმაკური ღიმილი ერეკლება მძინარე სახეზე,

დროდადრო ხელით მიშორებს, სიზმარში ვაწვალებ ისევ, ტუჩები ძალაუნებურად იმეორებენ მის თხოვნას და

რამის ჩავყლაპო ისეთი საყვარელია, მაგრამ მშვიდად ვზივარ. ზუსტად ათ საათზე იღვიძებს დაბარებულივით,

მიღიმის და ხელებს მიწვდის ჩასახუტებლად. ათ წუთში უკვე ჩემი კულულები მის თითებს ეთამაშება,

გაბადრულს თავი მის კალთაში მიდევს და ცამდე ბედნიერი ვუღიმი.
- რა იყო, გიჟო - ეცინება ჩემი ანთებული თვალების დანახვაზე, მოგწონს მოფერება? ლამაზი ვარ ხო?!

კარგია შენს ფერიასთან?! - თავს ვუქნევ და ლოყით ვეფერები - როდის უნდა გაიზარდო, ტუტუცო, როდის

- მსუბუქად ანჯღრევს ჩემს ისეც თავბრუდახვეულ სხეულს და მიცინის.
ოჰ, რა საოცნებო დილა იყო, როგორი დაუვიწყარი, უბედნიერესი დილა მთელი ჩემი არსებობის

ისტორიაში და ეჰ, ბედო მუხთალო.. რას გვერჩოდი, რად შეგშურდა ჩვენი ბედნიერება?! ისეთი ნაზად

მიღიმოდა იმ დილას, ისე თბილი იყო, ალერსიანი.. მერე.. შენთვის, ჩემო მკითხველო იმის ცოდნაც კმარა

რაც მოისმინე, ან კი რა იქნებოდა ჩემი ბედნიერება სულ რომ შენთვის მომეცა, რის ბალთაზარი ვიქნებოდი?!
ამიტომაც მცირე ხანს გონება დაასვენე და იქ გავაგრძელოთ, როცა ჩემი ფერია ჩემთვის ყავის მოსადუღებლად

წამოდგა, უღვთოდ მშვენიერი. სანამ ყავა ბუზღუნებდა, კომპიუტერი ჩართო და ფეისბუქზე შევიდა. დას

მოეწერა და ალბათ უპასუხებდა კიდეც, ჩვენი ყურადღება ერთი პომპეზური სათაურის მქონე სტატიას რომ არ

მიეპყრო. სტატია ელ ბავშვზე იყო რომელიც ოჯახთან ერთად მოკლეს და ასე ერქვა მე ყველაფერს

მოვუყვები ღმერთს შენს შესახებ. ავტორი ირწმუნებოდა ბავშვის უკანასკნელი სიტყვებია სიკვდილის წინო,

რომელიც მან მკვლელს უთხრა, მაგრამ მე პიარის საშუალებად უფრო მეჩვენა ვიდრე ბავშვის სიტყვებად. ერთი

სიტყვით არ დავიჯერე, თუმცა ფაქტმა ძალიან დამთრგუნა, მართლაც საზიზღარი მკვლელობა იყო.
-ლაზიი - მომეხვია ფერია და ვიგრძენი, ალმური ასდიოდა - რატომ უშვებს ღმერთი ასეთ რაღაცეებს?!
- არა ფერია - მივეფერე ხელზე - ეს ღმერთს არ დაუშვია, დამიჯერე
- მაგრამ - ობოლმა ცრემლმა დამისველა მხარი, ტიროდა ჩემი პატარა
- აი ნახავ, ისინი აუცილებლად დაისჯებიან, ღმერთი ასეთ რამეს არ აპატიებთ.
- მართლა დასჯის? - მომეხუტა ძლიერად
- კი, ჩემო, დასჯის
- ლაზიი, - უკვე ვიცოდი რაც სურდა და არაფრის გამო არ მიყვარდა ისე, როგორც გულკეთილობისა და

სამართლიანობის
- თუ ის არ დასჯის, ღმერთი.. აქ ცოტა შეყოყმანდა - შენ ხომ წაიყვან მათ? თვალებში ჩამხედა. რისხვა

უელავდა ქარვისფერ, ლამაზ დიდ თვალებში
- აუცილებლად, ჩემო, მე მათ დაუსჯელს არ დავტოვებ, არაფრის გულისათვის..
მთელმა სხეულმა შეიგრძნო ჰაროვანი და ყველაზე გულითადი მადლობა დედამიწაზე.. ალბათ ორიოდე წუთს

ტრიალებდა სამყარო ჩემს ირგვლივ და მე მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი, მისთვის ყველაფერს შევძლებდი.. მერე

კი ვიღაცამ თუ რაღაცამ გაბმულად დაუსტვინა..
-ყავა მზადაა - სიცილი აუტყდა ჩემი დაბნეული სახის დანახვაზე და სამზარეულოსკენ გაფრინდა...


*****

სანამ ჩემი ფერია ჩემთან იყო, მითუმეტეს იმ ბედნიერ დღეს, გულახდილი ვიქნები, არც მიფიქრია პირადად

დამესაჯა დამნაშავენი, უკიდურეს შემთხვევაში ჩემს მსახურს გავგზავნიდი, რადგან არ მსურდა ჩემს პატარას

ჩემთან ყოფნისას ეგრძნო ის სისხლის სუნი, რომელიც მუდამ ასდიოდა ხოლმე ჩემს აურას ვინმეს მოკვლის

შემდეგ, მაგრამ ახლა, როცა ასე მენატრებოდა, ეს თხოვნა ტვინში მიტრიალებდა, რა თქმა უნდა, მამა უარს

არასდროს მეტყოდა მათ დასჯაზე, მან ხომ მეორე საღამოსვე მთხოვა დამესაჯა მოძალადენი ჩემი სურვილისამებრ

და აი, დღემდე თავს ვიკავებდი მათზე ხელის დასვრისაგან.
ახლა კი, სისხლი მწყუროდა. აკლდამას გარედან არ იცავდნენ და ბუნებრივია, ვერავითარმა მატერიალურმა

მახემ ვერ ამცნო იქ დაბანაკებულთ მოსალოდნელი სასიკვდილო საფრთხე. ერთი ჩვევა დამყვა ძველი დროიდან,

როცა მინდა აგონიაში ჩავაგდო მსხვერპლი, ვაძლევ ნებას მხედავდეს.. საოცარი შეგრძნებაა როცა იცის,

ყველაფერი დასრულდა.. სიგიჟემდე ეშინია შენი, იბრძვის, მაგრამ არაფერი მკლავს, მე კი ნელ ნელა

ვუსწრაფებ სიცოცხლეს, თუმცა ერთი წესი გვაქვს, დამნაშავეს დანაშაული უნდა განემარტოს. მე ვაჩვენებ მათ,

ვინც მსხვერპლად შეეწირა მის დანაშაულს, რაც ენას ართმევს მსხვერპლს, ანუ ვეღარ ლაპარაკობს და მხოლოდ

ამის შემდეგ ვკლავ.
ახლაც, როგორც კი დამინახეს, ჰო, მხოლოდ მე, ვინაიდან ლაისტი ჩემ იარაღად იქცა, სებასტიანი

მანტიად, როგორც წმინდა რეგალიებს სჩვევიათ, პანიკაში ჩავარდნენ, ალაჰს მოუხმობდნენ და მესროდნენ

ყველაფერს, რაც გააჩნდათ. ბოლოს, როგორც იქნა მიყუჩდნენ.
ყველას რწმენა პატივსაცემია და თანასწორი, ამიტომ განაჩენს მათ ენასა და რელიგიურ წესზე აგებით

ვკითხულობთ.
- დიდ არს ალაჰი და მუჰამედია მოციქული მისი - ამ სიტყვებზე ენა ჩაუვარდათ - დიდია მისი წყალობა და

უწყის მან ყოველი ბოროტებაი დაფარული და მეცა, მსახური დიდისა ალლაჰისა მოვსულვარ თქვენთან, რამეთუ

მოგკითხოთ ცოდვანი თქვენნი საზარელნი და განმარისხებელნი.. - ერთ ერთ თავხედს, ეყო სიბილწე და

უდანაშაულობაც კი დაიჩემა სანამ დავასრულებდი. მაშინ სწორედ ის ეპიზოდი ვაჩვენე, სადაც მათ ალლაჰის

სახელი უხსენეს, მათ კი საკუთარი ღმერთი არად ჩააგდეს და დახოცეს აელები მისივე სახელით.
- მე ყველაფერს მოვუყვები ღმერთს შენს შესახებ - როცა ეს ტირილნარევი სიტყვები ჩაახრჩო ავტომატის

ხმამ და ჩვენებაც გაქრა, მათ განწირულ სახეებზე მხოლოდ ერთი ემოციის წაკითხვა იყო შესაძლებელი -

დავიღუპეთ
მომწვანო ცელი რიგრიგობით ცელავდა მათ სხეულებს, წინააღმდეგობა არავის გაუწევია, უმწეოდ

ფართხალებდნენ, ღრიალებდნენ, შველას ითხოვდნენ.. ამაო იყო ყოველივე.. სიკვდილის თასი პირთამდე

გაივსო ცოდვილთა სისხლით და.. დავისვენე.
- დიდი ხანია ასე არ გვიმხიარულია, მილორდ - გამიღიმა სებასტიანმა
- ჰო.. - უმიზნოდ დავცქეროდი მოკლულთა გვამებს
- ლაისტი სისხლიან სახეს იწმენდდა და კისკისებდა
- სისხლი მოიშორე, ალტმერ, ვბრუნდებით. მალე გათენდება და.. დავიღალე
საბრძანებელში უხასიათოდ მოვბრუნდი. სავსე თასს რაღაცნაირი ათვალწუნებით გავკარი ხელი და ავაყირავე.

სისხლით მოირწყო კვარცხლბეგი. სებასტიანი და ლაისტი ჩემ წინ იდგნენ. ღიმილი ორივეს გაექროთ სახიდან

და ბრძანებას ელოდნენ
დილის შვიდ საათამდე ოთხას ორმოცდაექვსი ადამიანი დაიღუპა..
საავადმყოფოს სუნმა შვიდ საათზე გამაღვიძა. პალატაში არავინ იყო. საშინლად მტკიოდა გული. სხეულზე

ნემსები აეხორხლათ, წვეთოვანის ორი ბალიში მედგა თავთან, გული აჭარელივით დახტოდა და რატომღაც პირში

საშინელი სისხლის გემო მქონდა.
საკუთარ თავს ჩადენილი ქველმოქმედებისთვის მადიანად შევუკურთხე და მძიმედ დავეშვი ბალიშზე, პულსი

ნელ ნელა ილეოდა და ბოლოს გულმა აჭარლობაც შეწყვიტა. პალატაში შემოსულ ექიმს პირველ რიგში ვკითხე
- ხომ არავინ მოსულა? - თავი გამამხნევებლად გააქნია უარის ნიშნად - ჯერ ადრიანი დილაა, შვილო,

მოვლენ..
რა იცოდა რომ მე ვისაც ველოდებოდი აღარასდროს მოვიდოდა, სამუდამოდ წასულიყო... ამოვიოხრე და

გავჩუმდი. ექიმი ნახევარ საათს ლაყბობდა იმაზე თუ როგორ ბედნიერ ვარსკვლავზე გავუჩნდი დედას, მეშვიდედ გადავურჩი სიკვდილს, დღეგრძელი ვიქნები, რომ ავდგები ლამაზმანები დამეხვევიან და მისთანანი და ბოლოს, როცა გაჩუმდა, პასუხად ერთადერთი წინადადება მივაგდე
- არ უნდა გადაგერჩინე, ექიმო, ცოდვაა ჩემი სიცოცხლე - გადაირია კაცი, ლამის მცემა ავადმყოფი, ეგეთი

სისულელე მეორედ რომ გავიგონო, როგორც კი ადგები ისე გცემ, ისევ აქ დაგაწვენენ უფრო დიდი ხნითო.
სულელი, არც იცოდა ვის ემუქრებოდა, თუმცა კი უდანაშაულო არასდროს მომიკლავს, მაგრამ იმ წამს ყველა

დამნაშავე იყო.
ზურგი შევაქციე გამავალს და კედელს მივაშტერდი.. გადავრჩი სიკვდილს, მაგრამ განა სიკვდილი მარტოობაზე

საშიშია?! ოო, ძალნო ციურნო, სად არის საწამლავი.. სასოწარკვეთილებას მუდამ პილატე მოჰყვება ჩემში და

ახლაც შემიპყრო. სანამ თვალებით საწამლავს ვეძებდი, ვერც კი შევამჩნიე, როგორ შემოფრინდნენ ჩემს პალატაში თეთრი ციცინათელები და ჩემი თვალების გასწვრივ კონუსისებურად განლაგდნენ. თვალმა შენიშნა სითეთრე, დაატყვევა სანახაობამ და მთელი გონება თეთრ კონუსში ჩაიძირა..
და აი, დიდი ხნის შემდეგ, პირველად, დღისით, ხილვა მქონდა...



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მოკლედ პირველი ნაწილი მინდა რა გამსაკუთრებით ბოლო თავი :( :( :(

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ანი ანი
მოკლედ პირველი ნაწილი მინდა რა გამსაკუთრებით ბოლო თავი :( :( :(


ახლა ქალაქში არ ვარ, რომ დავბრუნდები დავდებ blush

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მეორე ნაწილს აღარ აგრძელებ?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent