ანუკი(სრულად)
-არ არსებობს. მამა, შენ ადამიანებს როგორც საგნებს ან შენ მარიონეტკებს ისე უყურებ ხომ?! ბიზნესის გამო ესეთ რამეზე არ წავალ!-ოთახში ბოლთას სცემდა ალექსანდრე და თან გამალებით ხელებს იქნევდა ლაპარაკისას. ამავდროულად ცდილობდა ხმა არ აეწია რადგან მამამისის განრისხება არ გამოეწვია. -შენ არ გესმის ჩვენი მდგომარეობა. ყველა ინვესტორი დავკარგეთ შენი ძმის პროექტის გამო. -ხოდა იმან მოიყვანოს ცოლი, მე კიდე თავი დამანებეთ. ბიზნესი რომ წამოვიწყე ყველა დამცინოდით არაფერი გამოგივაო ეხლა მე მთხოვთ დახმარებას-ალექსანდრე არასდროს არ ტოვებდა იმის შესაძლებლობას რომ გაეხსენებინა რომ ყველაფერს თვითონ მიაღწია, და რომ ყველას ანახა რომ არ იყვნენ მართლები. -გეხვეწები ალექსანდრე, ერთი წელი იყავით ერთად და მერე... მერე... თუ გინდა გაშორდი ოღონდ მდგომარეობა მოგვარდეს კომპანიის. -არა მამა! არა და მორჩა! -ალექს, ძალიან დიდ ვალებში ვართ გადავარდნილები, ხო იცი რომ შვილის ბედნიერების ხარჯზე არასდროს... -შენ და გიორგი სულ თქვენზე ფიქრობთ!! წაეთრა ალბათ რომელიმე კაზინოში, წააგო დიდი ,,მაყუთი’’ და კომპანიას აახია ფული. ესეც შენი საამაყო შვილი მამა! როდის გეუბნებოდი გიორგი კომპანიას კარგს არაფერს მოუტანს მეთქი! მე ყველაფერს ჩემით მივაღწიე! შენ კიდე ცხოვრებაში არაფერში არ დამხმარებიხარ! და ყოველთვის ისე მიყურებდი როგორც იმედგაცრუებას. 19წლის ასაკში შენ გიორგის მიღწეული ჰქონდა ამდენი? ამხელა კაცია და რა სისულელეებს აკეთებს. -წყალი მომიტანე ორი წუთი....-ძლივს ამოისუნთქა ნოდარმა და სკამზე ჩამოჯდა. როდესაც ალექსანდრემ წყალი მოუტანა, ნოდარს ჭიქა ხელიდან გაუვარდა და უგონოდ დაეცა ძირს. *** ნოდარს ნერვიულობის გამო გულის შეტევა დაემართა. ექიმები დროულად მივიდნენ ადგილზე მაგრამ ის ვეღარ გადაარჩინეს. ალექსანდრეც ლამის გაყვა მამამისს. ის თავის თავს აბრალებდა ყველაფერს და შეიძლება საფუძვლიანადაც კი. მაგრამ ყველა ისტორიას აქვს ორი მხარე. ალექსანდრეს მოუწია დათანხმდება ამ ქორწინებაზე მამამისის კომპანისს გადასარჩენად. ერთი თვის შემდეგ კი ანუკის ოჯახს ესტუმრა. *** ანუკის პატარაობიდანვე ანებივრებდნენ.ყველაფერი ჰქონდა, სურვილებს წამებში უსრულებდნენ. უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და თითქმის ყოველდღე მათგან გამოგზავნილი საჩუქრები ხვდებოდა. ბარათებს არც კითხულობდა და საჩუქრებსაც არ ინახავდა. რადგან არც ერთი მათგანი არ აინტერესებდა. ანუკი დედისერთა იყო. ბატონ ზურას კი სულ ბიჭი უნდოდა, ანუკი რომ გაჩნდა ძალიან დაწყდა გული, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან მის ცოლს მეტი შვილის გაჩენა აღარ შეეძლო. ანუკისს ყველანაირად უფრთხილდებოდა. აი უკვე 18წლის ხდებოდა, მის საზღვარგარეთ სასწავლებლად აპირებდნენ გაშვებას, როდესაც ნოდარისგან შეთავაზება მიიღეს, რომ მათი შვილები დაექორწინებინათ და კომპანიები გაეერთიანებინათ. თავიდან ეს იდეა ანუკის დედას საერთოდ არ მოეწონა, ზურა კი დაფიქრდა, დაიწყო დადებითი მხარეების მოძებნა. იფიქრა ჯერ ანუკის შევახვედრებ იმ ბიჭსო, მაგრამ მალევე გადაიფიქრა რადგან იცოდა მისი შვილის სიჯიუტის ამბავი. მას ვერასდროს დააძალებდი იმის გაკეთებას რაც არ უნდოდა. ანუკი მშვიდი ადამიანი ყო, ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, მაგრამ როდესაც საქმე მის თავისუფლებას ეხებოდა ის გიჟს ემგვანებოდა, ყველას ურჩევნოდა ამ თემას არ შეხებოდა. ამიტომ პატარაობიდანვე ყველგან დადიოდა სადაც უნდოდა. მისი გალიაში გამოკეტვა ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა. ეს ანუკისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. მაგრამ ზურა ხედავდა რომ მის ქალიშვილს დიდად მისი ბიზნესი არ ადარდებდა, მის ამხელა კომპანის კი ჭირდებოდა მმართველი. ამიტომ გადაწყვიტა დათანხმებოდა ნოდარის შემოთავაზებას. საღამოს ანუკის უთხრეს რომ სტუმრები მოდიოდნენ და რომ მისი დასწრება აუცილებელი იყო. ისიც დათანხმდა და ვახშამზე ალექსანდრე, მისი ძმით და დედის თანხლებით მივიდა. -ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. ნოდარი ძალიან კარგი კაცი იყო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. -მადლობა ზურაბ.-მისმა ცოლმა მხოლოდ ეს უპასუხა და ანუკის მიუბრუნდა-გამარჯობა ანუკი-ნინამ იგი აათვალ-ჩაათვალიერა და მაგიდას მიუჯდა. ალექსანდრეს წამითაც არ შეუხედავს მისთვის ისე გავიდა მისაღებში და დედამისის გვერდით დაჯდა. ვახშამი ანუკის ზედმეტად მოსაწყენი ეჩვენა, ისინი სულ ბიზნესზე ლაპარაკობდნენ. ეს დიალოგი ძირითადად ზურას და გიორგის შორის იყო გამართული. დანარჩენები კი მათ უსმენდნენ. დრო და დრო ნინაც(ნოდარის მეუღლე) ჩაერთვებოდა ხოლმე საუბარში. ზურას ძალიან მოეწონა ალექსანდრე და შემდეგ მარტოც გაიყვანა მეორე ოთახში სალაპარაკოდ, რომ ყველაფერი აეხსნა. შემდგ ელენემ ანუკი გაიყვანეს და გიორგი მარტო დარჩა. -რა ხდება დედა?-ანუკიმ კითხა ისე რომ ტელეფონიდან თავი არ აუწევია. -ანუკი... ის ბიჭი, ალექსი, შენი მომავალი საქმროა. ანუკის გაეღიმა და დედამისს ისე ახედა თითქოს გიჟს უყურებდა. -აჰამ, კარგად იღადავე დე, მაგრამ მეჩქარება. გოგოები პაატასთან ადიან საგურამოში. უნდა წავიდე. -არ ვღადაობ ანუკი, მის ოჯახს ახლა რთული პერიოდი აქვს... -და მე რა შუაში ვარ? დაეხმაროს მამა. -ალექსი... წარმატებული ბიზნესმენია, ესეთი ახალგაზრდაა და რამდენს მიაღწია. თანაც სიმპატიურია დე... ადვილად შეეწყობით. -მოკლედ მე ეგ თქვენი ალექსი არანაირად არ მაინტერესებს, დაეხმარეთ თქვენ და მე საგურამოში მივდივარ. -ანუკი დე, გეხვეწები ერთხელ მაინც დაგვეხმარე რამეში. -რაში დედა ცოლად გავყვე ვიღაცა ალექსს?! თქვენ ხო კარგად ხართ? კარგი გაგება გქონიათ დახმარების-ჯერ კიდევ ეღიმებოდა რადგან ეგონა ამას არ გაუკეთებდნენ, რადგან ძალიან დიდ შეურაცხყოფად მიაჩნდა ეს ყველაფერი. ანუკის არასდროს არ უფიქრია ოჯახის შექმნაზე, მითუმეტეს ესეთ ასაკში. -ალექსი მამაშენის შემდეგ ჩვენი კომპანიის სათავეში უნდა ჩადგეს. რადგან მამაშენს მემკვიდრე არ ჰყავს... -მერამდენე საუკუნეში ვართ? ვინღა ათხოვებს შვილს იმაზე ვინც თვითონ უნდა? მე მკითხეთ საერთოდ მინდა თუ არა ქმარი? -დე, გეხვეწები, ხო იცი მამასთვის ეს რამდენს ნიშნავს. -ნუ გამაგიჟე დედა, რას მიკეთებ?... მოკლედ არ მცალია, ჩემ მომავია,,ლ’’ საქმროს გადაეცით რომ სხვა დროისთვის გადავდოთ ქორწილი-დედამისი გადაკოცნა ვითომც არაფერი მომხდარა და წავიდა. ელენემ სახეზე ფერი დაკარგა, არ იცოდა როგორ ეთქვა ეს ყველაფერი ქმრისთვის. ღონე მოიკრიბა და მისაღებში დაბრუნდა. -ელენე? სად არის ანუკი? -რაღაც... სასწრაფო საქმე ჰქონდა... მალე მოვა-ნაძალადევად გაიღიმა ელენემ. -რა საქმე, ელენე ყველაფერი აუხსენი?-ოდნავ ტონს აუწია ზურამ. -ავუხსენი... -მერე?-ნინაც ჩაერთო საუბარში და გამომცდელი ღიმილით შეხედა ელენეს. -ოდნავ გაუჭირდება გაგება მაგრამ... -რა არის აქ გაუგებარი? თუ ყველაფერი აუხსენით ალბათ ისიც უთხარით რომ ეს რაც შეილება მალე უნდა მოხდეს, ამაზე მნიშვნელოვანი რა გამოუჩნდა?-გიორგი წამოხტა. -გიო, დამშვიდდი-ალექსმა ახედა და ანიშნა დაბრუნდი ადგილზეო-ჩემი საცოლეა, მე მივხედავ. -აი ეს მესმის. სად წავიდა?-ელენეს მიმართა ზურამ -საგურამოში. -მოკლედ ჩათვალეთ რომ უკვე ჩემი ცოლია, ბეჭდები ყველაფერი მოგვარებულია. ხელის მოწერა ხვალ იქნება. დიდი მადლობა და ნახვამდის-ალექსი წამოდგა, დაავლო მის შემოსაცმელს ხელი და ეზოში გავიდა. ანუკი ჯერ კიდევ მანქანასთან იდგა და ეწეოდა. -სასიამოვნოა, ანუკი ხომ? აბა წავედით. -აა, ყველაფერი გადაწყდა. შენ ჩემი ახალი მძღოლი ხარ ხო?-სიბნელეში ანუკიმ ვერ გაარჩია ვის ელაპარაკებოდა. -დროზე ჩაჯექი, დედაშენისავით ორჯერ არ გაგიმეორებ. -აუ, შენც ხო? შენ რისთვისღა გჭირდები? ან რატო დათანხმდი, დედიკოს ბიჭი ხარ? -რა გინდა ხელით შეგეხო? დროზე ჩაჯექი რა. დავიღალე ხვეწნით. -ხელით შემეხო? ალექსანდრე, დაგავიწყდა ვის ელაპარაკები? -და შენ იცი ვის ელაპარაკები? მამაშენი ვეღარ გიშველის, უკვე ჩემი ცოლი ხარ. -სულ გააფრინეთ თქვენ ყველამ-ანუკიმ მისი მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა, ალექსი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და მანქანიდან გადმოათრია. -ხელები ე!! თავი ვინ გგონია!-ანუკიმ შეწინააღმდეგება სცადა მაგრამ მასთან შედარებით სუსტი იყო. -ხო გთხოვე ადამიანურად ჩაჯექი მანქანაში თქო. ორჯერ არ მიყვარს გამეორება-მანქანის კარი გააღო და შიგნით ჩასვა-ეხა გადმოხვალ აქედან, კიდე ერთხელ დააპირებ გაქცევას და შენ დაგერხევა. -მცემ? -მე არა. მარა მამაშენი რო გაიგებს ამ ყველაფერს ალბათ. -მამაჩემი ასი წელი არ დათანხმდებოდა ესეთ რამეს. -წადი და კითხე. ოღონდ ხვალ როდესაც ხელს მოვაწერთ. ეხლა კიდე დააყენე ტ*აკი მანქანაში. -წესიერად მელაპარაკე!! შენი ნაშა ხო არ გგონივარ?! -მაგას დამსახურება უნდა-მანქანის კარი მოხურა და თვითონაც ჩაჯდა. -შენ გგონია მე ესე ადვილად წამოგყვები ხო? -ოდესმე აჩერებ ენას? -მამაჩემს ვურეკავ. -ვისაც გინდა დაურეკე. -ჯერ პოლიციაში დავრეკავ. -წარმატებები, ბიძაჩემია უფროსი. -სხვა პოლიციაში დავრეკავ. -მიდი, დარეკე. საკმარისად მყავს ნაცნობები. ვითომ მე მინდა შენნაირი ცოლი. -უკაცრავად? -ენას არ აჩერებ, მამიკოს განებივრებული გოგო ხარ, ოჯახისთვის უბრალოდ დათმობაზე არ მიდიხარ. -უბრალოდ დათმობა ქმარია?!!!! -რა გაყვირებს!-ალექსმა მანქანა მოულოდნელად გააჩერა და გააფთრებულმა შეხედა ანუკის-კიდე ერთხელ გაბედე და ხმას აუწიე, რანაირად მელაპარაკები რადგან გოგო ხარ გგონია ბევრს მოგითმენ?!! არ მჭირდება შენნაირი ცოლი! არა! მაგრამ მე მივეცი სიტყვა მამაჩემს და მამაშენს! და მე ჩემ სიტყვას ყოველთვის ვასრულებ! ვის რაში ჭირდები? მე რო არ მომეყვანე ალბათ დარჩებოდი ესე! მადლობას უნდა უხდიდე მამაშენს რო მართლა ვიღაც ძველ ქუჩის ბიჭს არ გაგაყოლა! -მირჩევნია ვიღაც პიჟონს გავყვე ვიდრე შენნაირ ცხოველს. -აუ გოგოებმა რაღაც ახალი მოიფიქრეთ რა-გაეცინა ალექსს და ისევ საჭეს მიუბრუნდა-გამოვიდა ეს ცხოველი მოდიდან. ანუკი გაკვირვებული დარჩა მისი საქციელიდან. არასდროს არავინ დალაპარაკებია მსგავსი ტონით და სიტყვებით. პასუხსაც ვერ იფიქრებდა. უნდოდა გაეღო მანქანის კარი და გადამხტარიყო მაგრამ ვერ ბედავდა. იმედი ჰქონდა რომ ეს ყველაფერი უბრალო კოშმარი იყო, მამამისი ხვალ ბოდიშებით მიაკითხავდა და უკან წაიყვანდა სახლში. მაგრამ ეს მხოლოდ მისი ილუზიები იყო.. ზურას დიდი გეგმები ჰქონდა აწყობილი ალექსანდრესთვის. ცოტახანში ალექსმა მანქანა ორსართულიანი, კერძო სახლის წინ გააჩერა. მანქანიდან გადმოვიდა და ანუკის გაუღო კარი. -გადმოხვალ თუ ღამე აქ დაიძინებ? -ქორწილამდე ერთ სახლში არ ცხოვრობენ. -ეს არც არის ჩვენი სახლი. ჩემი მშობლების არი. ანუკი გადმოვიდა მანქანიდან და ალექსს შიგნით შეყვა. -და როდემდე ვაპირებთ ამ ყველაფრის თამაშს? ხვალ ხო მაინც გამიშვებ, ეს ალბათ მამაჩემმა გთხოვა ჩემი დაშინება ან რამე მსგავსი. -ხო, გაშინებ. სახელი გამახსენე? -ან...უკი-ალექსი მის ნერვებზე იწყებდა მოქმედებას და ეს ზედმეტად რთული იყო. ანუკი მშვიდი ადამიანი გახლდათ და მისი აღელვება ძალიან რთული იყო. ალექსის ნებისმისმიერი წინადადება მოქმედებდა მასზე. -რომელიმე ოთახი ამოირჩიე მეორე სართულზე. -მე აქ დიდხანს არ დავრჩები. ალექსმა ყურადღებაც არ მიაქცია და სამზარეულოში გავიდა. -ჯანდაბა... აქ ყველგან დაცვა დგას-ანუკიმ ტელეფონი ამოიღო და მის ერთ-ერთ დაქალს დაურეკა-ნინი, ახსნის დრო არ მაქ ეხა მისამართს მოგწერ და მანდ მოდი, ოღონდ მარტო არა, ბიჭებიც გამოიყოლე. -რა მოხდა? -მერე აგიხსნი, მარა დროზე უნდა მიშველო. -კაი, მომწერე მისამართი და თუ ვინმეს ეცლება მოვალთ. -თუ არა ნინი, დროზ... -ვის ელაპარაკები-ალექსი გამოვიდა სამზარეულოდან. -მამაჩემს შეილება?!-ოდნავ ხმას აუწია რომ თავდაჯერებულობა შემატებოდა მის ხმას. შემდეგ კი გათიშა და ნინის მისამართი მიწერა. -მეჯვარე აირჩიე-მოწყინდა და გადაწყვიტა ანუკისთან ლაპარაკით გაერთო თავი, მისთვის ეს გამოწვევა იყო. უნდოდა ანუკის ჭკუიდან გადაყვანა და გაბრაზება. სავარძელზე დაჯდა და მას მიაჩერდა. -არ დამჭირდება, რადგან არანაირი ქორწილი არ იქნება. -ქორწილი არა, ხელის მოწერა. კაი ვინმე ჩემი სამეგობროდან იქნება შენი მეჯვარე. -ალექსანდრე. -ალექსი. -ალექსანდრე, საყვარელო, აშკარად არ მიცნობ და არ იცი რამდენზე ვარ წამსვლელი ჩემის მისაღწევად. -უკვე ისე შეგიყვარდი რომ საყვარელოთი მომმართავ? ჩემი ტიპაჟი არ ხარ, არ მიყვარს მამიკოს განებივრებული გოგოები. -მე კიდე მშობლების ჩმორი. -მშობლების ჩმორი?-ალექსს გაეცინა. -მოდი გამოვიცნობ შენ ისტორიას. ეს ყველაფერი მამაშენის იდეა იყო რადგან თქვენი კომპანია კოტრდება, თავიდან როგორც მაჩო ისე აპირებდი მოქცევას და უარი თქვი მამაშენის შემოთავაზებაზე, ამ ყველაფრის საფუძველზე ამდენი ნერვიულობისგან მას ინფაქტმა დაარტყა, შენ კიდე დაპირდი რომ კომპანიას უშველიდი. გადაწყვიტე რადაც არ უნდა დაგიჯდეს ცოლად მომიყვანო. დაუჩმორდი შენ მშობლებს. მას აღარაფერი არ უპასუხია. წამოდგა, მის ქურთუკს დაავლო ხელი და სახლიდან გავიდა. -სად მიდიხარ?!!! ეეე!! ჩემთვის უკეთესი!!-ბოლო ხმაზე უყვიროდა, მაგრამ ის უკვე მანქანაში იჯდა. მალე ნინიც მოვიდა, რამოდენიმე ბიჭთან ერთად. -ნიიი-ანუკი კარიდან გავარდა მაგრამ დაცვამ დაიჭირა. -ბოდიშს გიხდით ანუკი, მაგრამ თქვენმა საქმრომ გვთხოვა რომ არსად არ გაგვეშვით. ნინი და დანარჩენები კი ანუკისკენ წავიდნენ. -ანუკი შიგნით შედით, უცხოების სახლში შემოსვლა არ შეილება. -ჩემი მეგობრები არიან. -ნაბრძანები გვაქვს რომ არავინ შემოვუშვათ. -ანი, იქნება და აგვიხსნა ვინ შენმა საქმრომ?-ნინიმ გაკვირვებულმა შეხედა. -სანდრო მიშველეთ რამე, ვერ წარმოიდგენთ რა გამიჩალიჩა მამაჩემმა. -უკაცრავად ბატონო... მაგრამ ჩვენ ანუკის უახლოესი მეგობრები ვართ სულ ორი წუთი გვინდა მასთან სალაპარაკოდ და შემდეგ წავალთ-სანდრომ მოლაპარაკება სცადა. -თუ არ დატოვებთ ტერიტორიას მოგვიწევს გარკვეული ზომების მიღება. -რა ოფიციალურები ვართ. სხვანაირად აგიხსნით, ამ გოგოს გამო თქვენ დაგხვრიტავენ, იცით ვინ არის საერთოდ მისი მშობლები? -გთხოვთ დატოვოთ ტერიტორია და ეს ბოლო გაფრთხილებაა. -ანუკი, რა უბედურებაა ეს? რა საქმრო ახსენი რამე წესიერად-სანდროს ყოველთვის განსაკუთრებული ჰქონდა ანუკისთან, ანუკის ის დიდად არ აინტერესებდა მაგრამ ბიჭებიდან ყველაზე ახლოს მასთან იყო, ზუსტად ეს იყო მიზეზი იმისა რომ სანდრო ესე ნერვიულობდა. ის მზად იყო ყველაფერზე წასულიყო-კაი იქნებ ესე მოვაგვაროთ-სანდრომ ჯიბიდან ფული ამოიღო. -სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორია. -ცხოველი... ნაძი*ალა-ანუკიმ ხმადაბლა ჩაილაპარაკა. -დედას შევ***ი, დავბრუნდებით ისევ. თუ რამე მაშინვე დარეკე-ნინიმ თქვა და მანქანისკენ წავიდა. -ნინი, ესე ტოვებ? იქნება გოგო მაინც შეუშვათ? -ნინი... ჩემი მეჯვარეა, ეხლავე დავურეკავ ალექსს და დაგიმტკიცებთ, დანარჩენებს ნუ შემოუშვებთ მაგრამ... ნინი. ხვალინდელი საკითხები უნდა განვიხილოთ. -დავურეკავთ და გავიგებთ. -ეხლა მნიშვნელოვან შეხვედრაზეა ჩემ მშობლებთან. თუ გინდათ დაურეკეთ... მაგრამ აქედან ისედაც ცუდ ხასიათზე წავიდა... თქვენი არჩევანია. დაცვის ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ნინი გაატარეს. -ნინი ხო იცი რაც უნდა გააკეთო-სანდრომ თვალი ჩაუკრა, ნინიმაც თავი დაუქნია და ანუკის შეყვა შიგნით. მაშინვე სანდროს დაურეკეს და სპიკერზე ჩართეს. -დღეს მამაჩემმა და დედაჩემმა მთხოვეს რომ სტუმრები მოდიან და აუცილებლად უნდა იყოო, მეც დავთანხმდი. ვიფიქრე მერე მაინც წავალ თქო, ვიღაც ალექსი და მაგის ოჯახი მომითრიეს, მერე სამზარეულოში გამიყვანა ელენემ და გინდა თუ არა ამ ბიჭს უნდა გაყვეო, მამა არ ყავსო, კომპანია რთულ მდგომარეობაშიაო, მამაშენსაც მემკვიდრე ჭირდებაო და უნდა გაყვე ცოლადო. -რა მოწიეს შენებმა ანი?-სანდროს ხმა გაისმა ტელეფონიდან. -მეც ეგეთი რეაქცია მქონდა სანდრექს, არაფერზე არ დავთანხმებულვარ, გარეთ გამოვედი, ეს მანიაკი გამომეკიდა და მანქანაში ჩამაგდო. მე ხო მიცნობ როცა პანიკაში ვვარდები, ერთ ადგილზე ვშეშდები. ეგრე მომივიდა და ვერაფერი ვერ გავაკეთე. ხვალ ვიწერთ ჯვარს... თუ ხელს ვაწერთ იუსტიციაში, ერთი ვიცი რო ხვალ მოვყავარ. დროზე მიშველე, ჩემებიც თანახმა არიან ამ ყველაფერზე. -კაი... არ არსებობს. ხო ხედავ როგორც იცავენ ჯერ მარტო სახლს და თქვენ რო ხვალ იუსტიციაში წახვალთ ხო ვაფშე. -ნინი გაჩუმდი ორი წუთი. რა ჩვენ არ გვყავს დაცვის ბიჭები თუ რა? ორჯერ უფრო მეტნი მოვალთ, იარაღის დათრევას რა უნდა. -ისე კაი იდეაა სან. -რა კაი იდეა, ხო არ გაგიჟდით. ვინმე რო დაჭრათ?-ნინი აღელდა და ანუკის გაოცებულმა შეხედა-ანი მესმის აქ დარჩენა არ გინდა და გეშინია მარა, იარაღით ვერაფერს მოაგვარებთ, ორი გავლენიანი ოჯახი, ამოგალპობენ ციხეში. -ნინ, მე ნაკლებად გავლენიანი ოჯახიდან ვარ? დაგავიწყდა? -არა... სან ნინი მართალია... ცოტა სარისკოა... ეხლავე უნდა გავიქცე. მანქანასთან ხართ? -ხო, აბა. არ წავსულვართ. რას აპირებ. -არ ვიცი... ფანჯარა რო გავტეხო და უკანა ეზოდან გამოვიქცე? -უკან არ ყავთ დაცვა? -აუ არ ვიცი. სანდრო გავაფრენ აქ ვერ დავრჩები. -არ ინერვიულო მოვიფიქრებთ რამეს. ხვალ იუსტიციაში რომელ საათზე მიდიხართ? -არ ვიცი. -ხოდა კითხე მაგ შენ ს*რ საქმროს რა როგორ, ანუკი ეხა ცვეტში ძაან გაბრაზებული ვარ აი ესე დებილივით რო წაყევი, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებ რო ფეხზე გკიდია დარჩები თუ არა, მაგაზე ვილაპარაკებთ მაშინ-მცირე პაუზის მერე გააგრძელა-როდესაც მაქედან წამოგიყვანთ. -ვიცი სან, ვერც მე ვხსნი რატო არ გავაკეთე მაშინ არაფერი... მარა ყველაფერს გეფიცები აქ დარჩენას სიკვდილი მირჩევნია. -კაი, მომწერე მერე რა როგორ, ვიცი არ გინდა მარტო დარჩენა, მარა შანსი არაა ნინი მაგ სახლში ვერ დარჩება. -ხო, გამოვალ ეხა... მარა ეს აქ როგორ დავტოვოთ, -რადგან მამამისმა იცის ყველაფერი, არამგონია რამე დაუშავოს, ყოველ შემთხვევაში სანამ მისი ცოლი არ არის, არანაირი უფლებები არ გააჩნია. სადაც ჯერ არაფერი გაუკეთებია, ამაღამაც არ იზამს. -აუ სან ძაან დიდი მადლობა. -მერე მეტყვი. ნინი, დროზე გამოდი თორე მო*ყნეს ტვინი ამათმა. -კაი გამოვდივარ. -ან, ხო იცი რო არ მინდა შენი დატოვება. -არ ინერვიულო, მოვიფიქრებ რამეს. ისეთი გიჟიც არ არის მგონი. სხვადასხვა ოთახებში ვიქნებით თან-ნინი წამოდგა და ანუკის ჩაეხუტა. -მეტი არ მინდა შეგეხოს, დან*რეული ექნება. -აუ გადაგედო ხო შენც ეს სანდროსგან. -ხო... კაი წავედი-ტელეფონი აიღო და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან. -დავრჩი მარტო. ამ სი*ს კარგ სცენას დავახვედრებ, წინა საქორწილო ღამეს. ანუკი მთელი ღამე ალექსის მოსვლას ელოდებოდა, გეგმა ჰქონდა მოფიქრებული თუ როგორ გაიქცეოდა, მაგრამ ალექსი არ ჩანდა. გახდა 12საათი. შემდეგ 3, მაგრამ ის მაინც არსად არ ჩანდა. ამ ლოდინში ანუკის სავარძელზე ჩამოეძინა. ალექსი ღამე სახლში არც მოსულა, დილამდე. -თუ გეძინება ადი ზევით-უხეშად უთხრა ანუკის და სამზარეულოში გავიდა-არ გესმის? ეს საძინებელი არაა-ყავა გაიკეთა და მისაღებში გავიდა-აქ ჩაგეძინა ღამე?-ანუკის ეძინა ამიტომ პასუხი არც გაუცია. ალქსმა ამოიოხრა, ყავა მაგიდაზე დადო, ანუკი კი ზევით აიყვანა და საწოლში ჩააწვინა, შემდეგ კი ქვევით დაბრუნდა. სამზარეულოში მისი ძმა საუზმობდა. -შენი საცოლე სადაა? -ძინავს-მასაც უხეშად უპასუხა. -ალექსს, სუ ესე უნდა მელაპარაკო? -აუ ნუ დაიწყე ეხა დილიდან-მაშინვე მისი გაჩუმება სცადა. -ღამე სახლში არ იყავი. -ქორწილის წინა ღამეს ერთობიან ხოლმე. -ალექსს, იმ გოგოს უნდა... გაშ... -ხმა არ ამოიღო. ჩემი ურთიერთობა ლიზისთან შენ არ გეხება. გასაგებია? -კაი სად ლიზი და სად ანუკი? პატარაობიდან ვიცნობ ანუკის, ესეთი ლამაზი და დახვეწილია და ეს შენი ლიზი 15წლისასაც არ გავს. რათ გინდა? თან ცოლი მოგყავს. -მოკეტე თქო!! მე ვინ მეყვარება შენი ტრ**ის საქმე არ არი! შენ გამო ჩავარდა ის ესეთ დღეში, ხოდა უყურე ეხლა მის წამებას. თუ ესე მოგწონდა ანუკი, შენთითონ შეგერთო ცოლად და ჩემთვის თავი დაგენებებინა, როგორც კი კომპანიის სათავეში ჩავდგები, შენ გაგათავისუფლებ. შენნაირები კომპანიას არ ჭირდება. -საკუთარ ძმას ესე მოექცევი? -აუ გეყოფა რა, დილიდან ნუ მი**ნავთ რა ტვინს. დედა სადაა, ჩამოვიდეს, გამლანძღოს როგორი ცუდი შვილი ყავს. მე თქვენი დედა აფეთქებული კომპანიისთვის რას არ ვაკეთებ და თქვენ იქით მლანძღავთ. -ალექს, რა გაღიზიანებს ესე ძაან?-დედამისიც გამოჩნდა. -ოჰ,ნინა შენზე ვლაპარაკობდი. შენ რა პრეტენზიები გაქ? მიდი მითხარი, ხასიათი მაინც არ გამომიკეთდება. -ხელის მოწერაზე არ დააგვიანოთ დღეს. 3 ზეა. -კიდე?-დამცინავი ღიმილით გახედა დედამისს. -ანუკის ტანსაცმელები მოვიტანე, მაგრამ მაინც კაბის საყიდლად უნდა წახვიდეთ, ხელს რომ მოაწერთ აქ სტუმრები გვეყოლება. -შენი აზრით ანუკის სტუმრებთან გაცნობა კაი იდეაა ნინა? ეგღა მაკლია სცენები მოაწყოს. -მამამისიც აქ იქნება, ვერ გაუბედავს მას ესეთ რამეს რომ შეარცხვინოს ამდენი ხალხის წინაშე. -როგორც იტყვით, დედა. -ანუკის უნდა მიხედო, რამე რო დაემართოს მამამისი არ გაცოცხლებს. ქმრის მოვალეობები უნდა შეასრულო. -ეხა სექსი რო უნდა გვქონდეს მაგას მინამიოკებ? ეგეც შენი გადასაწყვეტია? -რანაირად ელაპარაკები დედას, ცოტა აგივარდა ხო თავში?-გიორგი სკამიდან წამოხტა. ალექსს გაეცინა და გიორგისთან ახლოს მივიდა. -ყოველთვის მშობლების პათხალიმი იყავი, შენთითონ არაფერი არ შეგიძლია. საცოდავი ხარ გიუშ, ცოლიც კი არ გყავს, მთელი ცხოვრება ამხელა კაცი დედას ჭკუაზე აპირებ სიარულს?... მაშ წარმატებები. წავედი. -სად მიდიხარ?! ანუკი გააღვიძე, ისაუზმეთ და წაიყვანე კაბის ასარჩევად. -დედა, ანუკის კაბის ასარჩევად მე არ ვჭირდები. წაიყვანე შენ, მომავალი დედამთილი ხარ. -ალექსს! ეს უნდა გავდეს ნამდვილ ქორწინებას! გაბრაზებულია, არაუშავს, გადაუვლის და შეგიყვარდებათ ერთმანეთი. ადი, გააღვიძე შენი საცოლე და წადით კაბაზე! რა გინდა რომ მეც მამაშენივით დამემართოს? ეს გინდა ხომ?! -აუ ნინა, მაგიჟებთ, ამ დედა შვილს დილიდან რა ენერგია გაქვთ, რას სვამთ მეც მასწავლეთ. -ალექსს!! -ყავის დალევასაც რო არ დაგაცდიან-ალექსი ანუკისთან ავიდა-ადექი საქორწილო კაბა უნდა გიყიდოთ. ანუკი-ღრმად ამოისუნთქა და საწოლზე ჩამოჯდა-ადექი ანუკი-ოდნავ შეანჯღრია. -ჯანდაბა, რადგან აქ ვარ ესე იგი ეს ყველაფერი ნაღდად ხდება. -რამე მოწიე გუშინ? -იმედი მქონდა, დილით რომ გავიღვიძებდი შენ აღარ დაგინახავდი... და რომ ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო-ანუკი წამოდგა-რატო მაღვიძებ? რადგან შენი საცოლე ვარ ძილის უფლებაც არ მაქვს? -აუ ვითომ მე მინდა შენი მოყვანა და ამ კაბებზე სიარული. ადექი, ჩაიცვი და წავედით. -ესე აღვიძებენ საყვარელ საცოლეს? -როცა იქნები საყვარელი, მაშინ დაიმსახურებ ნორმალურ გაღვიძებას და საუზმეს საწოლში. -და იქნება და არ მინდა ამ კაბაზე წასვლა? და საერთოდ შენი ცოლობა. -არავის არ უკითხავს. ხელის მოწერა სამზეა, უკვე 1 დაიწყო, მერე სალონში ან სადმე გაგიყვან... ხო მეჯვარე ამოირჩიე? -არა, რადგან ეს ყველაფერი არარეალურია. -თუ შენ გინდა რომ 100კაცის წინ დღეს ძონძებში იდგე, შენი ნებაა. -კარგი... წავიდეთ. ოღონდ ერთი პირობით. -რა? -სტუმრები რო მოვლენ, მასკა გაიკეთე, ჩემი მეგობრებიც იქნებიან, საცოდავებს შეეშინდებათ. -ძალიან სასაცილოა, შენ პირი აიკარი, იმდენს ლაპარაკობ რომ თავი ამტკივდა. და საერთოდ დილით ესეთი ენერგია...-ალექსი წამოდგა და ოთახიდან გავიდა. -ჯანდაბა... ანუკიმ ტელეფონი აიღო და ნინის დაურეკა. -დღეს სამზეა, იუსტიციის სახლში. ეხა კაბაზე მივყავარ, მერე სალონში გაგიყვანო, იქნება და სალონიდან წამიყვანოთ? -მოიცა, სანდროს გადავურეკავ და გეტყვი. ხო კარგად ხარ? -კი... მარა ძაან მეშინია, ნინი მე ამას ცოლად არ გავყვები, თავს მოვიკლავ და არ გავყვები. მამაჩემს კიდე არ ვაცოცხლებ ამ ყველაფრის შემდეგ. -კაი, დამშვიდდი. არ ინერვიულო 10წუთში გადმოგირეკავთ. -კაი... გათიშა, წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. გადაწყვიტა ალექსისთვის ნერვების მოშლა ამიტომ გამომწვევად ჩაიცვა. მოკლე შავი მოტკეცილი ქვედაბოლო, შავი ტოპი, კეტები და თეთრი ჯინსის შემოსაცმელი ჩაიცვა. შემდეგ კი ქვევით ჩავიდა. -დილა მშვიდობის...ან...-ნინას ხმა ჩაუვარდა, გიორგი კი ანუკის მიაშტერდა. -რა გჭირთ?-ალექსი ზურგით იდგა და მხოლოდ მაშინ მიბრუნდა ანუკისკენ როდესაც მათი გაშტერებული სახეები შეამჩნია. ალექსს გაეცინა-ეს რა გაცვია? შენ პატარა დას მოპარე? მანქანაში რო ჩაჯდები შემოგასკდება ალბათ. -გოიმი რო ხარ ზუსტად მაგიტომ არ იცი რომ მოტკეცილი იუბკები მოდაშია-ანუკი სამზარეულოში გავიდა და ყავა დაისხა-გიო, მოდი შენი აზრი მაინტერესებს. შენი აზრით კარგად მაცვია? -მე... -არც გაბედო პასუხი-ალექსმა თვალები დაუბრიალა-ესე გინდა წამოსვლა? -ხო. -კაი, ბაზარი არაა შენი ნებაა. -ანუ მოგწონვარ?-ანუკი გატრიალდა. -ჩემ მოსაწონად თუ ჩაიცვი მაგრა შეცდი. არ მევასება ტრუსიკის სიგრძის კაბები. -შენ მოსაწონად არ ვიცმევ, მე სულ ესე მაცვია. -ჰომ... ბევრს ამბობს შენი ჩაცმულობა შენზე-ალექსმა დამცინავი ღიმილით გახედა და მისაღებში გავიდა-მანქანაში გელოდები. -ანა... ეს... არ არის შესაფერისი ტანსაცმელი... გარეთ გასასვლელად. -მე კიდე მგონია რომ სექსუალური ვარ ამ ტანსაცმელში. -ანუკი... ჯერ ხომ ბავშვი ხარ, 18ისაც არ გამხდარხარ... -ხო, ისე ლეგალურია 18ის რომ არ გავმხდარვარ და ძალით მაქორწინებთ? მე მეგონა ეს მარტო სოფლებში ხდებოდა, ისიც 19 საუკუნეში. რასაც მინდა და სადაც მინდა იქ ჩავიცმევ, და ვერავინ ვერაფერს აქ ვერ დამიშლის. ესეთი საცოლე გინდოდათ ხომ თქვენი შვილისთვის? ხოდა მიიღეთ-ანუკიც გავიდა და მანქანაში ჩაჯდა-ისე, დედაშენი კარგი დედამთილი ჩანს. არაფერზე არ აქვს პრეტენზია. -ექნება მალე. ჯერ ჩემი ცოლი არ ხარ ოფიციალურად. -მოვიფიქრე ვინც იქნება ჩემი მეჯვარე. და რამოდენიმე მეგობარიც მოვა. -აბა არარეალურიაო?-ანუკიმ აღარ უპასუხა, ალექსიც დიდხანს აღარ დალოდებია და მანქანა დაძრა. ერთ-ერთ უძვირეს მაღაზიაში მიიყვანა. მანქანიდან რომ გადმოვიდა ანუკიმ ქვედაბოლო ჩამოიწია, ისედაც ძალიან მოკლე იყო და მანქანაში სულ ზევით აეწია. ალექსმა ამაზე გაიცინა. -ჩემი ქურთუკი ხომ არ მოგცე რომ შემოიფარო? -რატო ვითომ? -ისე გკითხე-შემდეგ მაღაზიაში შევიდნენ, ანუკის ერთი სული ჰქონდა როდის ამოირჩევდა კაბას რომ დროზე წასულიყო სალონში და ენახა მეგობრები, ეს ქვედაბოლო კი საერთოდ ნერვებს უშლიდა. ალექსი ძალით წელავდა ყველაფერს, ერთობოდა ანუკის ესეთი სიტუაციით. ძალით აგზავნიდა მოსაზომებლად კაბების. ბოლოს როგორც იქნა იყიდეს კაბა და წამოვიდნენ. -რომელ სალონში მივდივართ? -რამე მნიშვნელობა აქ? -კი, ჩემ მეჯვარეს უნდა ვუთხრა, ისიც მოვა და ჩემთან ერთად გაიკეთებს მაკიაჟს. -რო მივალთ მიწერ. -შენც აქ იკეთებ რამეს? პრინციპში არაფერი გიშველის, მაგრამ ცდა ღირს. -არა, რაღაც საქმეები კიდეა მოსაგვარებელი, მესიჯით მომწერე სალონში რო იქნები ვინ მოდის, სია. დაცვამ რომ შემოუშვას. -ნომერი შე ჭკვიანო? ანუკის კითხვის გარეშე აიღო მისი ტელეფონი და ნომერი ჩაუწერა. -ალექსი და გული დავაწერე, ესე მიხვდები ხოლმე რომ შენი ქმარი რეკავს. -აჰამ, ოკ. -აუ რა ძიერსკები ვართ. ამ დროს ანუკის სანდრომ დაურეკე. -ო, ეს შენი ბოიფრენდია? ვუპასუხო? -მომეცი-დროზე გამოართვა და გათიშა. -რატო გაუთიშე? -ოფიციალურად ქმარი არ ხარ, არ ვარ ვალდებული ყველაფერი აგიხსნა. ისევ დაურეკა სანდრომ. -აიღე, ხედავ ნერვიულობს? -შენ საჭეს მიხედე-ანუკიმ აიღო-არ მცალია ეხლა, მერე გადმოგირეკავთ. -რა ხდება, ეგ სი*ი მანდ არი? -გადმოგირეკავ ცოტახანში. -ანუკი რა ხდება? -არაფერი. -სად მიდიხართ? მისამართი მითხარი? -მოგწერ მერე. -კაი. დროზე. შემდეგ გათიშა. ალექსს არც მოუსმენია მათი საუბარი ისე გააგრძელა მანქანის ტარება. -მოვედით. გადადი. -ჯენტლმენი ხარ. -ვიცი. მაგიტო წინასწარ გადავიხადე ყველაფერი, რაც გჭირდება ის გააკეთე, ოღონდ ესეთივე აღარ დაბრუნდე... და სახის ფერს გაუკეთე რამე, მკვდარს გავხარ. -იცი რა ხარ? -ცხოველი? ნათქვამი გაქვს. გადახვალ თუ გადაგიტანო? -გადავდივარ. ისე, ბოიფრენდებზე რო წავიდა საქმე, შენ გყავს შეყვარებული? -რაში გაინტერესებს? -იმავე მიზეზით რატომაც შენ. -შენ ეს არანაირად გეხება, ფორმალურად ცოლ-ქმარი ვიქნებით, მაგრამ ამაზე მეტის იმედი ნუ გექნება. და წინასწარ გაფრთხილებ, ნუ შეგიყვარდები. -რამხელა წარმოდგენა გაქვს შენ თავზე? -გადადი რა დროზე მანქანიდან. შენთვის გითხარი ეგ. -ცხოველი არა, მაგრამ ყ*ე ხარ-ანუკი მანქანიდან გადავიდა და კარი მიუჯახუნა. -უკაცრავად?!-ალექსი გამოეკიდა. -რაც გაიგე!! ყ*ე და სი*ი ხარ! ალექსი სახეზე სულ გაწითლდა სიბრაზისგან, ანუკის მიუახლოვდა, უნდოდა მხარში სწვდომოდა, მაგრამ თავი შეიკავა და უკან დაიხია. -რა ეხა ჩემ ცემასაც აპირებ? -აუტანელი ხარ-ალექსმა ხელი ჩაავლო და სალონში შეიყვანა-ფეხი არ გამოადგა აქედან. ზუსტად ათ წუთში დავბრუნდები. -აა, მენდობი და მტოვებ? -შენ გგონია აქ მარტო ხარ? ჩემი ბიჭები მთელ პერიმეტრს აკონტროლებენ. ორი მანქანა დადის აქ ჩემი. სცადე გაქცევა და წამებში დაგიჭერენ. შედი დროზე. ანუკიმ ხელი გააშვებინა და შიგნით შევიდა. ცოტახანში კი ნინი და სანდროც მოვიდნენ. -საან, ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია შენი ნახვა-ანუკი სკამიდან წამოხტა და სანდროს ჩაეხუტა-მიშველე, ცხოველია! -რა ქნა?-ნინიმ ჰკითხა. -ისე მექცევა როგორც.... როგორც... მოსამსახ... არ ვიცი როგორ მექცევა, მაგრამ... -მაგრამ რა ანუკი?-სანდრო სიცილს ძლივს იკავებდა-როგორც ცოლს? ეს რა გაცვია, ფორმა დაგიწესა?-ამაზეც სიცილი დაიწყო. -გეყოფა! აქ ყველგან მაგის დაცვის ბიჭები დადიან, შანსი არ მაქვს რო გავიქცე. იუსტიციის სახლიდან მოგვიწევს... ან... არ ვიცი... სანდრო, მე ამასთან არ დავრჩები. -არც გტოვებს არავინ. მოკლედ აი ტანსაცმელი გამოიცვალე, ნინის გაუცვალე, სათვალეები გაიკეთე, ნინი დარჩება შენი ტანსაცმლით, დანარჩენები აქ არიან და რო რამე ნინი მარტო არ იქნები. მე კიდე წაგიყვან. -სად? -ჩემთან, დაჩაზე. -კაი... წამო ნინი-ანუკი და ნინიმ ტანსაცმლები გაცვალეს, ანუკიმ თავზე ქუდი დაიფარა, სათვალე გაიკეთა და ჩუმად გაყვა სანდროს გარეთ. -აქეთ მხარეს დადექი, მაინც. -მანქანა სად დგას. -ოდნავ ქვევით ყოველი შემთხვევისთვის. -იმედი მაქ იმოქმედებს. ის 10წუთში აპირებდა მოსვლას. -მოვედით-სანდრომ მანქანის კარი გაუღო და ანუკიც ჩაჯდა. მალევე დაძრეს მანქანა. -არ მჯერა-ანუკიმ ამოისუნთქა-სანდრო... ძააან მიყვარხარ, არ მჯერა. -მეც. ცოტახანი დაჩაზე ვიყოთ, მერე ხო იწყებ სწავლას იმ უნივერსიტეტში, პირველი წლის გადახდილია და იქ წახვალ. ვერავინ ვერაფერს დაგაძალებს, მე შენთან ერთად ვიქნები. -აუ გენიოსი ხარ. აი მართლა, ძაააან დიდი მადლობა. -რამე ხო არ დაგიშავა? -არა... მარა... აუტანელია. პირს აღებდა და ვერაფერს სასიამოვნოს ვერ ამბობდა, ყველაფერზე ნერვები მეშლებოდა, დედა ხო ვაფშე ისეთი ყავს... ძმა გეგონება სირაქლემაა, ჩარგავს თავს ტელეფონში და ხმას არ იღებს, დედამისის ჩმორია. ეგეც და მაგის ძმაც. თან მემგონი შეყვარებული ყავს, და მე ესეთს უნდა გავყოლოდი? სხვა უყვარს.... მე რა ჯანდაბაში ვჭირდები? -მთავარია წამოგიყვანეთ. ბიჭებიც გვიან ამოვლენ. ტელეფონი გადააგდე. -რა? -ტელეფონი ყოველი შემთხვევისთვის გადააგდე. მეხსიერების ბარათი ამოიღე, დანარჩენი გადააგდე. ახალს გიყიდით მერე. -კაი...-ანუკიმ ბარათი ამოიღო, ფანჯარას ჩაუწია და ისროლა-არ მჯერა რო ესეთი რამის გაკეთება მიწევს... რა გამიკეთეს? -კაი დაიკიდე, ეხა აღარ მოგიწევს იმ ყ*ის ცოლობა. მოიყვანოს თავისი შეყვარებული. მეტი არ მინდა ხელი დაეკარებინა... -არა, სან. მაგის უფლებას მე არ მივცემდი-ანუკიმ გაუღიმა. როგორც იქნა მივიდნენ დაჩაზე. სანდროს წინასწარ ჰქონდა ანუკისთვის ყველაფერი მომზადებული. შეშა დაჩეხილი, საჭმელი ატანილი, თბილი საბნები და ტანსაცმელი. აბსოლიტურად ყველაფერი რაც საჭირო იყო, მას უკვე ნაყიდი ჰქონდა. -სან, ხო მოვა მერე ნინიც? მომწყინდება მარტო. -ხო, მეც ვიქნები ხოლმე აქ. მარა ზოგჯერ სამსახურის გამო მომიწევს ხოლმე ჩასვლა. ანუკი სანდროსთან მივიდა და ჩაეხუტა. -მართლა, ძაან მიყვარხარ. სანდრო წამით გაჩუმდა... დაიბნა, ვერ ხვდებოდა ანუკი როგორ სიყვარულს გულისხმობდა. ამიტომ არაფერი უპასუხია და უბრალოდ ხელი მოხვია წელზე. ანუკი და სანდრო... თან ერთად იყვნენ, თან არა... ვინმეს ანუკისთვის ხელი რომ დაეკარებინა სანდრო მოკლავდა, არ აპატიებდა. მაგრამ რომ გეკითხათ ერთად არ იყვნენ. ისე ბევრჯერ დაუჭერიათ ისეთ მომენტებში რომ აღარავინ დაუჯერებდა მათ ნათქვამს. სულ ერთმანეთზე მიხუტებულები დადიოდნენ, რომელიმეს რამე პრობლემა თუ შეექმენბოდა პირველი ერთმანეთს ურეკავდნენ. ანუკის მხოლოდ ერთი რამის თქმა შეეძლო სანდროზე, მასთან თავს კარგად, თავისუფლად და დაცულად გრძნობდა თავს. მისთვის ეს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ უყვარდა თუ არა... ამაზე პასუხს ვერ გაგცემდათ. -მეც-ჩუმად უპასუხა. -არა, სან... მართლა მიყვარხარ-ანუკიმ თავი აწია და თვალებში შეხედა-ვერ მიხვდი? -ხო, მეც-სანდროს გაეღიმა და შუბლზე აკოცა. -ეხა აღარ მოგვიწევს ყველასთვის ახსნა რატო ვართ ხოლმე სულ ერთად... -ხო. მარა, მოდი ჯერ დაველოდოთ სანამ ეს ყველაფერი გადაივლის, ეხლა ყველგან დაგიწყებენ ძებნას. ჩემზე ეჭვი რომ არ აიღონ მაგიტო მომიწევს ხოლმე თბილისში ყოფნა. -კაი. ნინის დავურეკავ. -ბუხარს დავანთებ მანამდე. ანუკიმ სანდროს ტელეფონი აიღო და ეზოში გავიდა, შემდეგ კი ნინის დაურეკა. -ნი, რა ქენი? -ეხა გამოვედით მე და რეზი, მალე ვიქნებით. მიხვედით? -კი. ხო არ მოსულა ის? -არ ვიცნობ სახეზე, მემგონი ეგ იყო. შემოვიდა, მეთქი ეგ არი თქო და ეხა ტანსაცმელში არ მიცნოს თქო, მალევე შემოსაფარებელი რო არი, ეგ ავიღე ვითომ პარიკმახერს ველოდებოდი. ვიღაცას ჰკითხა გოგო რო იყო ცოტახნის უკან შემოსულიო, აღგწერა, სად წავიდაო? იმათმა არ ვიცითო და გამწარებული, გინებით გავარდა. -აჰამ... ძაან კაი. ყოჩაღ, ოღონდ ტანსაცმელი დროზე გამოიცვალე, სადმე არ შეგხვდეთ. -გამოვიცვალე უკვე, რეზიმ მომიტანა. ისე რამ ჩაგაცმევინა ეს უმოკლესი კაბა? -ოოო... გრძელი ამბავია. დაიკიდე. დროზე მოდით. -რა ხმა გაქ? გეშინია იმის? -არა... მარა, ესე მგონია რო ეხა წუთი წუთზე ან მამაჩემი ან ეგ მომადგებიან და წამიყვანენ. -არ ინერვიულო, თუ გინდა მამაჩემის დაწვის ბიჭებს წამოვიყვან რამოდენიმეს. -არა, სანდროს ყავს წამოყვანილი 2 თუ 3, მარა... არ ვიცი... მაინც. ძაან გიჟია ეს... ხო, მე და სანდრო... ვართ ერთად რა. -შენ და ვიიიინ?!!!-ნინიმ ბოლო ხმაზე დაიყვირა მანქანაში, რეზის ხმაც გაისმა. -რა გაყვირებს ნინი-გაბრაზებულმა უპასუხა.. -ნუ დააყრუე. მე და სანდრო თქო. -როგორ? რა თქვა? -არაფერი... მე ვუთხარი მიყვარხარ თქო. -შეეენ? შენ რატო? -იმიტო რო სანდროს ბევრჯერ აქ ნათქვამი, შენი რჩევების გამო ყოველთვის ვესწერვებოდი და ვიცის გარდა არაფერს ვეუბნებოდი. -მართლა გიყვარს? -ხო... რავი? საყვარელია, ვუყვარვარ... -კაი... როგორც გინდა. -რა იყო? -არაფერი... -ნინი? -უბრალოდ, სიყვარული ეგ არ არი. სანდროს მართლა უყვარხარ და ტყუილად აწვალებ. კაი წავედი, მაღაზიაში გადავდივართ. -კაი, მიდი. შემდეგ ანუკიმ გათიშა და შიგნით შევიდა. -რაო ნინიმ? გამოასწრო? -არა, ის რო მივიდა კიდე სალონში იჯდა, რაღაცა მოვიფარე რო არ მიმხვდარიყო რამესო. მოკლედ მოვა და მოყვება ყველაფერს. -მოდი ცეცხლის დანთება უნდა გასწავლო. -ეგ კაცის საქმე არაა?-ანუკის გაეცინა. -რატო ვითომ? ქალს არ შეულია? -ვინ თქვა რო არ შეულია? -აბა მოდი და დაანთე. -უბრალოდ არ ვიცი... -ანუ აქედან დასკვნა? -სანდრო ჩემ გაყინვას აპირებ? -არა, საყვარელო ამას როგორ დავუშვებ. ეხლავე ჩაგეხუტები და გაგათბობ. -ჯერ ცეცხლი დაანთე, მერე ჩამეხუტე. -კაი. ეგრე ვიზამ-სანდრომ ცეცხლის დანთება დაიწყო. -სან, რო რამე... იარაღი გაქ? -მაწყენინე ან. რომელი გინდა სანადირო? თუ? -არა.. ისე გკითხე. მაინც. -დანაც მაქ, თუ ეს დაგამშვიდებს. და დაცვა გარეთ დგას. -ხო... -ვინ არი ესეთი რო ესე შეგეშინდა? -გიჟია, პირდაპირი გაგებით სანდრო. გიჟი. სანდრომ დაამთავრა ცეცხლის დანთება, პლედი აიღო, ანუკის გვერდით დაჯდა და მოახურა. ხელი გადახვია და ანუკიმაც მხარზე დაადო თავი. -ადრე რატო არ ვიყავით ერთად? -რავი... რაღაც პონტში ხო ვიყავით. -ხო, მარა ესე. -არ ვიცი, ალბათ სკოლის გამო... და რავი მაშინ რეალურად ყველაფერი მეკიდა. ეხლა ამ ყველაფრის მერე, მივხვდი რო ცხოვრება ძაან მოკლეა და ყველაფრის მოსწრება მინდა. -რამე ფილმს ვუყუროთ? -ფილმები არ მიყვარს, ხო იცი. -ხო. -უბრალოდ ესე ვიჯდეთ, ისე დავიღალე... ღამე არ მიძინია წესიერად. -კაი. ანუკის მართლაც რომ ჩამოეძინა სანდროს მხარზე. უცებ სანდროს მანქანის ძრავის ხმა მოესმა, იფიქრა ნინიაო, მაგრამ მანქანა ერთი არ იყო. არამედ 3. უცებ ჭიშკრის ბრახუნი გაისმა და ოთახში შემოვარდა ალექსი. -ანუკი!!!-ბოლო ხმაზე დაიყვირა, მაგრამ ანუკის მაინც არ გაღვიძებია. -ვინ ჩემი ყ*ე ხარ?!!!-ალექსი ეხლა სანდროს მიუბრუნდა. ალექსი ნელა წამოდგა. -მეტი რა მინდა ანუკის გაეღვიძოს აქვე გაგასხმევინებ ტვინს-სანდრომ ხელები გადაჯვარედინა და ალექსს გაუღიმა-არასრულწლოვანს რომ ძალით აყოლებენ ამხელა კაცზე, შენ პედოფილი ხარ? -მოკეტე!!! ვინ ვის გაასხმევინებს ტვინს ვნახავთ. ანუკი დროზე ადექი სანამ ძაღლივით გაგათრიე აქედან. -შენ რა დებილი ხარ? რო ძინავს ვერ ხედავ? -ვინ ხარ?! ანუკი არის ჩემი საცოლე და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. -ხელს არ ახლებ. -აუ გაათრიეთ ეს საცოდავი ბავშვი სანამ გავთიშე ცემისგან!!! დაცვა შემოვიდა ოთახში და სანდრო ძალით გაიყვანეს. -ანუკი! ანუკი!!-ალექსი ანუკის ანჯღრევდა მაგრამ მას ისე ღრმად ეძინა რომ ალბათ ბომბიც რომ ჩამოეგდო ვინმეს ვერ გაიღვიძებდა-იყოს ესე-ალექსმა ანუკი ხელში აიყვანა და სახლიდან გაიყვანა. -გაუშვი შე სი*ო!!!-ეხლა სანდრო უყვიროდა ალექსს. ალექსს კი უკვე ეკიდა ყველაფერი. -ყოჩაღ, ჩემთვის უკეთესია, ნაკლები ყვირილი იქნება-ალექსმა ანუკი მანქანაში ჩააწვინა და თვითონაც ჩაჯდა. ცოტახანში ანუკისაც გამოეღვიძა და ისტერიკაში ჩავარდა. -მანქან ა გააღე!!!! სანდრო!!! დამეხმარეთ!!! -დედა შევე*ი!-ალექსმა მანქანა გააჩერა და ანუკსიკენ მიტრიალდა-გეგონა გამექცეოდი ხომ?!! -არაკაცი ხარ !!! ყ*ე!!!! რათ გინდა ჩემნაირი ცოლი-ანუკიმ ტირილი დაიწყო-მე... არ მიყვარხარ... საჭმლის კეთება არ შემილია... გთხოვ გამიშვი... -აუ ეხა ცრემლების გარეშე თუ შეილება. მაგით ვერანაირად ვერ შემაცვლევინებ აზრს, მომყვები და მორჩა. მეც არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. გეყოფა. -ნაძი*ალა ხარ, ერთადერთი ესღა უთხრა და თავისთვის მანქნაის კუთხეში მიიყუჟა. მალე იუსტიციის სახლშიც მივიდნენ. -მეჯვარესთან მაინც დამარეკინე... -რო ისევ ოთხასი კაცი მომიგვზავნო? -არა... გთხოვ, დედას გეფიცები ნინის ვურეკავ, ჩემ დაქალს... -ხარ ღირსი იმის მერე რაც გააკეთე? -გთხოვ... -2წუთი გაქ და დროზე მოვიდეს... შენი ტელეფონი სად არი? -გატყდა.... ალექსმა ტელეფონი მისცა ანუკის და მანქანიდან გადავიდა, გარეთ ელოდებოდა. -ნინ. -რა ხდება რა ნომრიადან რეკავ? -მოკლედ... იმ ნაბი*ვარმა მიპოვა... იუსტიციაში ვართ... -ეხავე დავურეკავ სანდროს, ყველა თავის დაცვის წევრებს წამოიყვანს და... -არა... ნინ, აზრი არ აქ. ჩემებიც აქ არიან, სხვა გზა არ მაქვს... -ანუკი გაგიჟდი? მართლა მიყვები? -ბევრი დრო არ მაქვს, დროზე მოდი მეჯვარე მაინც იყავი. -გოგო, შენ მართლა ვერ ხარ ხო? რა არი ტ ვინის შერყევა მიიღე? -ნინი, შენ გარდა ახლობელი აღარავინ დამრჩა, გეხვეწები მოდი. -აბა სანდრო? -არ ვიცი ნინი, მაგრამ ვკვდები!!! მოხვალ თუ არა?!! -ახლოს ვარ, 5წუთში მანდ ვიქნები, არ ინერვიულო. ანუკიმ გათიშა, მანქანიდან გადავიდა და ალექსს ტელეფონი მისცა. -მალე მოვა? -ხო. -შენ მაიძულებ ესე მოვიქცე ანუკი, თორე მე თუ გახსოვს ცუდად არ შეგხებივარ. -ესე მხოლოდ არაკაცი იქცევა. -როგორც არ უნდა მაგინო და მლანძღო აზრს არ შევიცვლი. არაფერში შეგზღუდავ, სადაც გინდა იქ იარე, რაც გინდა ის ქენი, მაგრამ ცოლი ჩემი ხარ. როცა მე დაგირეკავ მხოლოდ მაშინ მოგიწევს მოსვლა. მაგრამ ვერ გაიქცევი, პირველი პერიოდი დაცვის გარეშეც არ ივლი. -ეს არის არაფერში არ მზღუდავ. -ამის მერე უნდა გენდო? ფაქტიურად სალონიდან გაიქეცი, 2წლის ბავშვივით. 2 წამი ვერ უნდა დაგტოვო მარტო? -შენ ეს 2 ძაან გევასება. მე თავმოყვარეობა გამაჩნია, თუ შენი ცოლი მერქმევა სხვას არ უნდა ხვდებოდე. -აბა რა გინდა შენთანე რთად ვიყო? -არა, უბრალოდ დამამცირებელია. რას იფიქრებს ხალხი? რო ვის გავყევი? მოღალატეს. -ხალხი ვერაფეარს ვერ გაიგებს. პირობას გაძლევ, იმანაც იცის რომ ხმა არ უნდა ამოიღოს. -აჰა, დაჟე შეთანხმდით უკვე. როგორ მაინტერესებს იმ გოგოს თუ გააჩნია თავმოყვარეობა. -იმ გოგოს ლიზი ჰქვია, და წესიერად ილაპარაკე. ჩემი შეყვარებულია. -მე საცოლე. -რა სტატუსიც არ უნდა გეკავოს ჩემ ცხოვრებაში, ლიზიზე მნიშვნელოვანი მაინც არ ხარ. -ამაზრზენი და საცოდავი ხარ. ნამდვილი სიყვარული გყავს და არ გინდა მასთან ყოფნა. მოდი... მამაჩემი კომპანიას გადმოგცემს.. და შემდეგ 1-2 წელიწადში გავშორდეთ. -არა. -რა? აბა მთელი ცხოვრება შენთან უნდა ვეგდო? -თითქოს მე მომწონს ეს იდეა. -რო არ მოგწონდეს აქამდე დამანებებდი თავს!! -ნუ ყვირიხარ, ისე ვ მანქანაში ჩაგაგდო? უცებ მანქანა გიჟივით შემოვარდა იუსტიციასთან, იქიდან ნინი გადმოვიდა და ჩემკენ გამოიქცა, დაცვა გამოეკიდა, ნინი ანუკის მივარდა და ჩაეხუტა. -როგორ ხარ? ალექსმა დაცვას ანიშნა ხელით დაანებეთო. -არ ინერვიულო, მოვიფიქრებთ რამეს-ჩუმად ჩასჩურჩულა-სანდრო კარგად არის. არ დავტოვებ მაგ სი*თანო. ანუკის ამ სიტყვებზე აეტირა, სანდრო გაახსენდა და მასზე დაიწყო ნერვიულობა. -არ გამაცნობ შენ მეჯვარეს? -ბატონო?-ნინი შემობრუნდა-მოდი დროზე მოაწერეთ ხელი, ნაღდად არ მაქვს სურვილი აქ ყოფნის, ანუკის გამო მოვედი. საერთოდ ნამუსიც არ გაქვს, რას აკეთებ! -ნინი... არაუშავს. იუსტიციის შესასვლელთან ანუკის და ალექსის მშობლები იდგნენ, მათთან ახლოს გიორგი და კიდე ორი ბიჭი. ნინიმ ანუკის ხელი ჩაავლო და შესასვლელისკენ წაიყვანა. -ნინი როგორ ხარ?-ელენე და ზურა მიესალმნენ ნინის. ნინიმ ზედაც არ შეხედა უბრალოდ მიესალმა და შიგნით შევიდა ანუკისთან ერთად, დანარჩენები ყველა უკან გაყვა. ნინი ალექსს ახლოსაც არ უშვებდა ანუკისთან, სანამ ოთახში არ შევიდნენ. ჯერ ალექსმა მოაწერა ხელი შემდეგ კი ანუკის მიცა. ანუკი ყოყმანობდა. -რა მოხდება რო არ მოვაწერო?-ანუკი მამამისისკენ გაბრუნდა-რა დამაძალებთ? საინტერესოა როგორ?-ანუკი იღიმოდა. -მოაწერ. -რატო ზურა? რატო უნდა მოვაწერო?-მამამისს ეს სიტყვები გულში ისარივით ჩაერჭო, ანუკის ზურათი არასდროს მიუმართავს. -მოგიწევს. თუ არადა სანდრო დაშავდება. -რა? სანდრო რა შუაშია?-ანუკის სახის გამომეტყველება შეეცვალა. -თავშია, ან მოაწერ, ან სანდრო...-მამამისმა გაუღიმა. ელენე თვალებშიც კი ვერ უყურებდა ანუკის, სულ ძირს ჰქონდა დახრილი თავი, ვერ იჯერებდა რომ საკუთარ შვილს ესეთ რამეს აკეთებინებდა. -არ მოვაწერ, არ მჯერა. მამამისმა მოულოდნელად იარაღი ამოიღო და ანუკის დაუმიზნა, ყველა შეკრთა და ოთახში სამარისებრი სიჩუმე დადგა. რომლის გაწყვეტაც მხოლოდ ელენემ შეძლო. -რას აკეთებ! ზურა რას?!!! შენი შვილია!! -ბატონო ზურა... მესმის, ანერვიულებული ხართ, მაგრამ იარაღი დაუშვით-ალექსი ნელა გადაეღობა ანუკის და უკან გაწია-ანუკი მოაწერს ხელს, ხო ანუკი?-ახლა მას შეუტრიალდა და მკვლელი მზერით შეხედა-ანუკი? -მოვაწერ...-ჩუმად ჩაილაპარაკა ანუკიმ. -გვიპასუხე!-მამამისმა კიდე ერთხელ დაიღრიალა. -მოვაწერ!!-ანუკიმ პასტა აიღო და ხელი მოაწერა შემდეგ კი ოთახიდან გიჟივით გავვარდა, ნინიმაც მოაწერა და მას გაეკიდა. -კაი დამშვიდდი, ან. -რა დავმშვიდდე ხედავ რა დღეში მაგდებენ?-ანუკი ცრემლებს ძლივს იკავებდა, მათ ალექსი გამოეკიდა. -დამტოვე ანუკისთან ორი წუთი. ნინი უსიტყვოდ გავიდა გარეთ. ალექსი ცოტახნით უყურებდა ანუკის, შემდეგ კი ცხვირსახოცი მისცა. -არ იყო დატენილი, არაფერს აპირებდა. მორჩა, წავიდეთ. ანუკიმ ცხვირსახოცი გამოართვა, ცრემლები მოიწმინდა და ქვევით ჩავიდა. საღამოს მართლაც რომ ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავდათ. ნინის და რეზის გარდა იქ ანუკის მეგობარი არავინ იყო, მიუხედავად იმისა რომ ყველამ თხოვა გვითხარი ვინც გინდა და მოვიდესო. მეორე სართულზე იყო ოთახში შეკეტილი და საწოლიდან არ დგებოდა. გვერდით ნინი ეჯდა. -ან, ნუ მაშინებ ადექი. მართლა ცუდად ხარ? -არა, ნინ ტყუილად. -გინდა სასწრაფოს გამოვიძახებ? -არ მინდა... დაღლილი ვარ, დავიძინებ. -ყველა შენ გელოდება, ჩმო რა ცოტახანი მაინც ქვევით, მამაშენი არ გააბრაზო. -თუ უნდა სულ მესროლოს და მომკლას, მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა და ალექსი შემოვიდა. -ო, ზრდილობიანიც ყოფილა-ანუკიმ ჩუმად ჩაილაპარაკა. -ნინი, ორი წუთი დამტოვე რა ანუკისთან. -შენი სახელიც ცოდნია, 10ქულა შენ. -დამიძახე რო რამე-ნინი გავიდა და ალექსი ჩამოჯდა საწოლზე. -ქვევით უნდა ჩამოხვიდე, სტუმრებს შენი გაცნობა უნდათ. -სამწუხაროა, მე არა. -ანუკი, გეყოფა ბავშვივით მოქცევა, თუ ეხლა ჩამოხვალ ქვევით... ხვალ არ ვიცი... დაქალთან ერთად გაგიშვებ მაღაზიაში. -შენ მართლა ბავშვი ხო არ გგონივარ? -ანუკი, რა გინდა მამაშენი ისევ იარაღით რო დაგადგეს? მიდი დროზე გამოიცვალე და წავიდეთ. -ქართულად არ გესმის? ისვე კარზე კაკუნი გაისმა და ამჯერად რეზი შემოვიდა. -ცოლს ველაპარაკები, გადი ორი წუთით გარეთ. -რეზი, შემოდი. დავამთავრეთ. ალექსი ადგა და გაბრაზებული გავიდა.- -რა გჭირს შენ? -რა მჭირს რეზი და ქმარი მყავს 17წლის ასაკში. -და? გასაგებია, მაგრამ გცემს? -არა. -გაგინებს? -არა. -ლოთია? -არ შემიმჩნევია. -სიღარიბეში გაცხოვრებს? -არა. -მაშინ? უკეთესი ვარიანტი იცი? -სანდრო. -ანუკი, ორივემ კარგად ვიცით რომ სანდრო არ გიყვარს და უბრალოდ პონტის გამო ხარ მასთან. -რეზი, ძალიან მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ. მაგრამ... გადი. -ჩამოდი ქვევით რა. -არა. -ანუკი, ხო იცი რო შემილია რო ჩაგიყვანო. -კაი გთხოვ, მართლა ცუდად ვარ. -ანუკიიი-რეზი საწოლზე ჩამოჯდა და ბოროტი ღიმილით გახედა ანუკის. -კაი! ხო! მოვდივარ, მარა, არ გაბედო ჩემი დატოვება. რეზი ქვევით ჩავიდა. ანუკისაც სხვა გზა არ ჰქონდა, ალექსის ნაყიდი კაბის მაგივრად სანდროს ნაჩუქარი ულამაზესი შავი კაბა ჩაიცვა. -ხო უნდოდათ რო ჩავსულიყავი. ხოდა მიყურონ ეხლა-შავი თავსაფარიც იპოვა, თავზე დაიბურა და ქვემოთ ჩავიდა. კიბეებზე ჩასვლისას ყველა ანუკის აშტერდებოდა. ანუკი კი მხოლოდ ალექსს უყურებდა რომელიც სიბრაზისგან პამიდორს დამსგავსებოდა. -რა მუსიკა და ხმაურია? მე აქ ვგლოვობ და თქვენ? რა ფერებში გამოწყობილხართ?! ხედავთ აქ რამე სახალისოს?! ეს არის საცოდაობა, მერამდენე საუკუნეში ვცხოვრობთ და კიდევ...-უცებ ალექსი ანუკის მივარდა და გადაეფარა. -ბოდიშს გიხდით, ანუკიმ ბევრი დალია და მთვრალია... დასვვენება სჭირდება, მადლობა ყველას მოსვლისთვის. -არა, ერთი წუთით ალექსს.... სიმა-ალექსმა პირზე ააფარა ხელი და ზევით აიყვანა. -რა გაცვია რა არი ეს!!! ან რეებს ბოდავ! გინდა რომ მამაშენმა მართლა დაგბრიდოს?! თუ ეგ არ დაბრიდავს მე დაგბრიდავ!!!-ამ დროს კარი გაიღო და მამამისი შემოვარდა. მან ანუკის სახეში გაარტყა და ის საწოლზე დაეცა. -შე უმადურო!!! ამდენი წლის განმალობაში ყველაფერს გისრულებდით!! ერთი რაღაცა გთხოვეთ და ეგეც ვერ შეასრულე!! შენთვის გავაკეთეთ!!! სწავლა შენ არ გინდა, არაფერი შენ არ გინდა!!! ქმარი და ოჯახი ერთადერთი გამოსავალი იყო შენთვის!!! ერთხელ მაინც გამოიყენე ტვინი!!! -ჩემ ცოლს მეორეჯერ ხელს აღარავინ შეახებს-ალექსი ანუკის გადაეფარა-ბატონო ზურა კიდევ ერთხელ ან იარაღს დაუმიზნებთ, ან გაარტყამთ და მე ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ. გასაგებია? -როგორ ბედავ!!! -ზურა!!!-ელენე ზურას დაედევნა და ოთახიდან ძლივს გაიყვანა. ანუკი იატაკზე იჯდა, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. ალექსი ისეთი გაბრაზებული აღარ ჩანდა. -ანუკი... ანუკიმ ოდნავ აწია თავი, მხოლოდ შემდეგ შეამჩნია რომ ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა. -ტუჩი გაქ გახეთქილი... -ალექსმა ხელსახოცი წყლით დაასველა და ანუკის მისცა. -არ მინდა... -ანუკი...-მან ღრმად ამოისუნთქა, ანუკი ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა-მესმის... ეს არ არის ისეთი ცხოვრება რომელზეც ოცნებობდი 17წლის ასაკში... მაგრამ დადებითი მხარეებიც აქვს ამ ყველაფერს. მე ისეთი მონსტრიც არ ვარ, თუ მომცემ იმის საშუალებას რო გენდო, სულ თავისუფალი იქნები. ანუკი ალექსისკენ გადაბრუნდა. -მპირდები? -გპირდები-ალექსმა ქვევით ჩასვლა დააპირა, მაგრამ ანუკიმ გააჩერა. -შეგილია დარჩე? -რა? -არ... შეგილია დარჩე? არ მინდა მარტო... ნინიც ალბათ წავიდა. -კაი, ერთი პირობით. -რა პირობით? -რამოდენიმე კითხვის დასმის საშუალებას მომცემ და სიმართლეს მიპასუხებ. -მეც. -იქით მიყენებ პირობებს? -არ გაწყობს? -კარგი-ალექსმა კარი მიხურა და საწოლზე ჩამოჯდა. -დავიწყო თუ დაიწყებ? -დაიწყე. -ჯენტლმენი. მხოლოდ სიმართლე. ლიზა გიყვარს? -ანუკი. -რა? შენთითონ თქვი მხოლოდ სიმართლეო. -ხო, მიყვარს. -რთული იყო ამის პასუხი? -ის ტიპი, ვინ იყო? -ვინ ტიპი? -ვისთან ერთადაც იყავი იმ სახლში. -სანდრო. -გასაგებია მაგრამ ვინ იყო? -ჩემი შეყვარებული. -რამდენი ხანია? -ეგ მეორე კითხვაა. შენ და ლიზი რამდენი ხანია ერთად ხართ? -მეოთხე წელია. -და აქამდე ცოლად არ მოგიყვანია?!! -ფიქრობდა რომ ადრეა. შენ და სანდრო? -ა... მე და სანდრო... რავი დიდიხანია... პატარაობიდან. -ვა... მერე აქამდე რატო არ გაყევი? -დიიიიმ, მეორე კითხვაა. -წეღან შენც მეორე დამისვი. -17ის ვარ. ეხლა მე, გამაცნობ? -ანუკი, მემგონი არასწორი იქნება. ლიზიმ ისედაც ბევრი აიტანა, ბევრი მის ადგილას დამშორდებოდა. -მე სანდროს გაგაცნობ. -სანდროს უნდა დაშორდე. -რა?! შენ შეგილია რო გყავდეს შეყვარებული მაგრამ მე არა? -ეს სულ სხვა საკითხია... მე და ლიზი... -რა სულ სხვა საკითხია?! ალექს, მთელმა ქალაქმა ილაპარაკოს რომ შენ ვიღაც ნა*ასთან დადიხარ და მე ესეთს გავყევი რომელიც პირველივე დღიდან მღალატობს? თან არც ვუყვარვარ? -არაფერს იტყვის, თავმოყვარეობა გააჩნია. -რომ გააჩნდეს.. -ანუკი, ძაან არ მინდა დღეს შენთან ჩხუბი, მემგონი დამეთანმხები რო ორივეს ძაან მძიმე დღე გვქონდა. მოდი ხვალ ვილაპარაკოთ ამაზე. -ისე იქცევი თითქოს 5წლის ვარ, როდესაც ჩვენ შორის 2 წელზე მეტი არ არის სხვაობა. -უფრო მეტია. -ჰა 3. -კიდე უფრო. -რა? რამდენი წლის ხარ? -24. -ვერ გავიგე?!!! -24-ალექსს გაეღიმა. -7წლით დიდი ხარ ჩემზე? -ხო. რამეს ცვლის? -ბევრ რამეს. არ გავხარ, მაქსიმუმ 20. ანუ როგორ, ბატონო ალექსანდრე, ესე უნდა მოგმართო? -რატო ეგრე? ეგეთ ბებერს ვგავარ? -კაი, კიდე ერთი კითხვა მაქვს და მორჩა. -რა კითხვა? -შვილიშვილი რო მოითხოვოს დედაშენმა დათანხმდები? -რა იყო შვილი გინდა?-ალექსმა სიცილი დაიწყო, რაზეც ანუკი გაწითლდა -მე არა, მაგრამ.. მემგონი დედაშენს უნდა შვილიშვილი. -მე ვეტყვი რო არ მინდა. -და ესე ადვილად დაგანებებს თავს? -მოდი თუ სხვა რამე გინდა, პირდაპირ მითხარი-ალექსი სიცილს ვერ წყვეტდა-ანუკი, ჯერ ბავშვი ხარ, ერთ ოთახშიც კი არ გვეძინება. უბრალო საყვარელი ბავშვი ხარ. ანუკის ეს სიტყვები გულში ისარივით ჩაერჭო, მაგრამ არ შეიმჩნია. მაშინვე შეიცვალა სახის გამომეტყველება და ალექსს ზედაც აღარ უყურებდა. -კაი, დავიღალე. შეგილია წახვიდე. -რა იყო, გაბრაზდი?-ალექსი უფრო ახლოს გადაჯდა. -არაფერზე არ გავბრაზებულვარ, შეგილია წახვიდე-უხეშად უპასუხა და ზურგი მიაქცია. -ანა. -ნუ მეძახი ანას. -მინდა და გეძახი. ანაა, ქალბატონო ანა, როგორ დავიმსახურო თქვენი პატიება? -მარტო დამტოვეთ, ალექსანდრე. -კაი, მართლა. -მეც მართლა ვამბობ. -კაი.. -შუქიც ჩააქრე. -ამ სამგლოვიარო კაბით დაიძინებ? -რა კაბით დავიძინებ შენ არ გეხება. ალექსს გაეცინა, ანუკის შუქი ჩაუქრო და ქვევით ჩავიდა. ნინის ძებნა დაიწყო და როდესაც იპოვა მასთან მივიდა. -რა გინდა? -ნინი ხო? -ხო. მერე? -აუ რა იყო, ხო არ მომყავხარ შენც ცოლად. რაღაც მინდა გთხოვო. ანუკი არი ძაან ცუდ ხასიათზე და დამეხმარე, რითი შეილება ოდნავ გავახალისო? -აა, ანუკი გადარდებს? -სადისტი ხო არ ვარ? არ მსიამოვნებს ესე რო არი. თან მამამისსაც ზედმეტი მოუვიდა. -მწვანე ჩაი და ნუტელა. -რაა? -ეს არი რითიც დაამშვიდებ და ამავდროულად გაამხიარულებ. მწვანე ჩაი ნერვებს უწყნარებს და ნუტელა კი სიგიჟემდე უყვარს. -და სხვა არაფერი? -არა, სხვა არაფერი. -საერთოდ? საჭმლის გარდა არაფერი. -სადმე წაიყვანე, სეირნობა უყვარს. -ეხა არ გამომყვება...კაი ვიცი რასაც ვიზამ. ალექსი მაღაზიაში წავიდა. მანამდე კი ნინი ანუკის ოთახში ავიდა. -ნინი, ვიძინებ. -ალექსს ველაპარაკე. -რა უნდოდა?-წამოჯდა და შუქი აანთო. -ანუკი ცუდ ხასიათზეა რითი გავართოო. -მერე რა უთხარი? -ნუტელა და მწვანე ჩაი თქო. -და იმედი აქ რო მაგით ხასიათზე მომიყვანს? ციხიდან გამათავისუფლოს და ჩემზე ბედნიერს ვერავის იპოვის. არც ამათი ფული და ბინა მინდა და არაფერი. სუ რო მათხოვრობა მომიწიოს მაინც ბედნიერი ვიქნები. თავისუფლება მაინც მექნება. -ნუ ლაპარაკობ ეგრე ანუკი. მამაშენი განერვიულებული იყო და მაგიტო... -ნინი, სულ რო ნუტელას მაღაზია გამიხსნას ტიპს არასდროს შევიყვარებ. -ეჭვი მეპარება. -ჰა? -როგორც კი ალექსი ვახსენე გიჟივით წამოვარდი. -ხო არ გაკლია? ორ დღეზე მეტი არც ვიცნობ. -რავი, აქამდე არავინ გადარდებდა. -არც ეხა მადარდებს.... ნუტელას საყიდლად წავიდა? -ესეც ვიცოდი. -ნინი, ნერვებს მიშლი. რეზი წავიდა? -არა, ქვევით არის მამაშენს ამშვიდებდა. კაი გიყვარს? -არა, საიდან მოიტანე? -გიცნობ, რო გინდოდეს დიდი ხნის უკან გაიქცეოდი, არც ცდილობ. -არ ვცდილობ? სალონი და დაჩა დაგავიწყდა? -უკეთესი შეგეძლო. -ჩემ გასაკრიტიკებლად ამოხვედი?- -არა უბრალოდ მინდა რო სიმართლე მითხრა, სანდრო არასდროს გიყვარდა, უბრალოდ იყენებდი. -ისე მართლა დამარეკინე რა სანდროსთან. -ანუკი, უცებ რო მოვიდეს? -არ მოვა, მომეცი რა ტელეფონი. -კაი, ოღონდ დროზე. მე კართან ვიდგები. ნინიმ ანუკის ტელეფონი მისცა და გავიდა. მან სანდროს დაურეკა.- -ნინი? -სან, მე ვარ. -ანუკი?! რა ქნა იმ სი*მა! -არაფერი. საერთოდ არ შემხებია, მართლა კარგად ვარ. პირიქით, შენ ხო კარგად ხარ? -მე კარგად ვარ, ეხლა ვლაპარაკობდით ბიჭები. მოვიფიქრებთ როგორ წამოგიყვანოთ მაქედან, უნივერსიტეტის საკითხს და ყველაფერს ვაგვარებ, მერე პასპორტები... და 18ის რო გახდები ქვეყნიდან წავალთ. უცხოეთში ვერც მოგვძებნის. -სან, ძაან მომენატრე. ამასობაში ალექსიც მოვიდა. მას ხელში უზარმაზარი დათვი ეკავა, რამოდენიმე პარკი. ანუკისთვის ახალი ტელეფონი ჰქონდა ნაყიდი, ამასთან ერთად ნუტელაც, შოკოლადი და ჩაი. ზევით ავიდა, შესვლას აპირებდა მაგრამ ნინიმ არ შეუშვა.- -ეხა დაიძინა არ გააღვიძო. -უბრალოდ შევუტან... -არა, კაი, ცოდოა რა ტირის. -მითუმეტეს, ნინი გამატარე ჩემი ცოლია. ალექსმა კარი გააღო და დაინახა გაბრწყინებული ანუკი. -მეც ძაან მიყვარხარ სანდრო. ანუკის არც დაუნახავს თუ როგორ შემოვიდა ალექსი, მხოლოდ კარის ბრახუნის შემდეგ გაიხედა და დაინახა იატაკზე დაგდებული სათამაშო დათვი და პარკები. -ანუკი აქ ხარ? -სანდრო... უნდა წავიდე, ნინის უნდა დავუბრუნო ტელეფონი მიდის. -კაი, მიყვარხარ. -ხო ვიცი... მეც. გაუთიშა, შემდეგ კი პარკები და დათვი აიღო და საწოლზე დადო. ამ დროს ნინიც შემოვიდა. -ტელეფონი მიყიდა და... რატო გავარდა ესე გიჟივით? -არ ვიცი, ალბათ ტელეფონზე რო ლაპარაკობდი ხელის შეშლა არ უნდოდა, და ესენი აქ დაგიტოვა? -არ ვიცი... წავალ ქვევით მადლობას მაინც გადავუხდი. ცუდად გამომივიდა. -გამოიცვალე მაინც. -სტუმრები მაინც წავიდნენ.ი-კაი. ანუკი ქვევით ჩავიდა და ალექსის ძებნა დაიწყო მაგრამ ის არსად ჩანდა. -ანუკი, ჩაალაგე ნივთები? -ჰა? რა?-ნინას გაუბრუნდა, რომელიც ძლივს შეამჩნია. -ახალ სახლში ხომ გადადიხართ და მზად გაქვს ყველაფერი? -რა ახალ სახლში? -თქვენ ხომ ცოლ-ქმარი ხართ, აქ ვეღარ დარჩებით. -ალექსი სად არის? -მანქანაში დებს ჩემოდნებს. -მე რო არ ვიცოდი არაფერი? -ალბათ დაავიწყდა თქმა. წადი ჩაალაგე. -ჩალაგებულია... არც ამომიღია გუშინ არაფერი. ალექსს უნდა დაველაპარაკო. ალექსი შიგნით შემოვიდა. -სად არის შენი ნივთები? -ზევით... ალექსი ზევით ავიდა და ანუკიც გაყვა. -ალექსანდრე, მადლობა იმ ყველაფრისთვის... -არაფრის-ოთახში შევიდა, ანუკის ნივთებს ხელი მოკიდა და ქვევით ჩაიტანა. შემდეგ ანუკიც გაიყოლა. მანქანაში ხმას არ იღებდა. -რამე მოხდა?-ანუკიმ კითხა. -არაფერი. -აბა რატო მექცევი ესე? მე მეგონა ძლივს ურთიერთობა დავალაგეთ თქო? მერე კიდე ახალ სახლზე არ მითხარი? -არ დაიღალე? ცოტახანი რო მოკეტო არ გინდა? ამ დროს ალექსს ლიზამ დაურეკა. ტელეფონისთვის არც კი შეუხედავს, ანუკიმ კი აიღო და ლიზას სურათი ნახა. -ლამაზია. -დადე-უცებ გამოართვა და ადგილზე დადო. -საყვარელიც-ანუკიმ ფანჯარაში გაიხედა-რატო არ უპასუხე? -საჭესთან ტელეფონზე არ ვლაპარაკობ. -ა... ხომ. რაღაც მინდოდა მეთხოვა... ხვალ ნინისთან ერთად მინდა სადმე გასვლა. -ვერა. -ვერა? -ან არა. -რატო? -რატო საყვარელო და თაფლობის თვე გვაქვს, რომელიმე ქვეყანაში წავალთ, მანამდე ი ყველაფერი უნდა მოვგვაროთ, შენი პასპორტიუ და ასე შემდეგ. როგორც კი 18ის გახდები წავალთ. -უნივერსიტეტი? ალექსს არაფერი უთქვამს. -უნივერსიტეტშიც აღარ მიშვებთ?!! -თ არა, ანუკი ამიერიდან დედიკო და მამიკოს არ ეკითხები სად და როდის წახვალ. მე ვარ შენი ქმარი და მე ვწყვეტ ყველაფერს. -აჰამ, მე არ მაქვს რაიმეს გადაწყვეტის უნარი? -შენი ასაკიდან და ტვინიდან გამომდინარე არა. -რა დავაშავე, ეგ მაინც ვიცოდე, რომ ესეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი. -მეც ხშირად ვეკითხები ხოლმე ჩემ თავს მაგას. -მალე მივალთ? -კიდე უფრო სულელურ შეკითხვას ვერ დასვამდი? 5წლის ხარ და გზაში იღლები? ანუკის აღარაფერი უპასუხია, იმდენად გაბრაზებული იყო ალექსის ესეთ დამცინავ პასუხებზე. თავს მართლა 5 წლის ბავშვად თვლიდა. ყოველი ალექსის წინადადება შეურაცყოფა იყო. ცოტაც და ალბათ მანქანის კარს გააღებდა და გადახტებოდა ოღონდ მისი ხმა აღარ გაეგო. როგორც იქნა მივიდნენ, ანუკი მანქანიდან გადმოვიდა, ალექსიც გადმოყვა. მანქანა ერთსართულიანი კერძო სახლის წინ იყო გაჩერებული. ალექსმა ბარგი გადმოიტანა და შიგნით შევიდა, მას თან დაცვა გაყვა უკან, ერთ-ერთმა ანუკის ანიშნა შიგნით შედიო, ისიც არ შეწინააღმდეგებია და ალექსს გაყვა, სანამ შესვლას მოასწრებდა ალექსმა ანუკი ხელში აიყვანა და შიგნით ისე შეიყვანა. -ტრადიციაა-ალექსმა მხოლოდ ეს უთხრა, შემდეგ კი დასვა. ანუკის არც არაფერი შეუმჩნევია. -ერთ ოთახში არ ვიქნებით, სულ რო დივანზე მომიწიოს დაძინება. -არ მოგიწევს, ბევრი ოთახია. აირჩიე. მე საქმეზე გავდივარ. -სად?-ყველანაირად ეცადა არ შეემჩნია ის ცნობისმოყვარება რომელსაც იმ წამს განიცდიდა. იცოდა რომ პასუხი ერთი იყო, შენი საქმე არ არის, ან არც არაფერი. რეალურად კი ანუკის გული კარნახობდა რომ ის ლიზისთან მიდიოდა. ალექსმა მართლაც რომ არაფერი უპასუხა და წავიდა. ანუკის თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და ოთახში შევარდა. საწოლზე წამოწვა და ხმადაბლა დაიწყო ტირილი სანამ არ ჩაეძინა. გვიან ღამით ალექსიც დაბრუნდა, ოთახების დათვალიერება დაიწყო, ანუკის ეძებდა, ბოლოს როდესაც იპოვა შიგნით შევიდა. -ანუკი, გძინავს?-ახლოს მივიდა და სახეზე შეხედა, მხოლოდ შემდეგ გააცნობიერა რომ ის ნამტირალები იყო. სახის გამომეტყველება შეეცვალა და წარბები შეჭმუხნა-ვითომ რა გაქ სატირალი... შეყვარებული ხო მაინც გყავს და... თუ დაშორდა-ჩუმად ჩაიბუტბუტა, შემდეგ საბანი გადააფარა და ოთახიდან გავიდა. ანუკის არაფერი არ გაუგია მისი ნათქვამიდან, რადგან მას ძალიან ღრმა ძილი ჰქონდა. დილით 12 საათი იქნებოდა როდესაც გაეღვიძა, ჯერ ადგომა არ უნდოდა, კიდე ვერ იჯერებდა რომ უკვე ქმარი ჰყავდა... ყოველ დღე ელოდებოდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი იქნებოდა. ვერ მოახერხა გაქცევა... ახლა გამომწყვდეული იყო გალიაში, თან ვისთან? ამის გახსენებაზე მოეშალა ნერვები და ცუდ ხასიათზე დადგა. მისი ჩემოდნიდან ხალათი ამოიღო და ოთახიდან გავიდა. ალექსი სამზარეულოში იყო, ტელეფონზე ლაპარაკობდა და ოთახში ბოლთას სცემდა. როდესაც ანუკი დაინახა კი გათიშა. -დილა მშვიდობის. მან კი არაფერი უპასუხა და ყავის მოდუღება დაიწყო. -დღეს, რაღაც ივენთი გვაქვს კომპანიაში, ყველა ცოლთან ან შეყვარებულთან ერთად მოდის. წამოხვალ? ანუკიმ პასუხის ნიშნად თავი გააქნია. თან ცდილობდა სახე ყველანაირად დაემალა, რადგან თვალები სულ ჩაშავებული ჰქონდა. -კაი გაერთობი, თან ახალ ხალხსაც გაიცნობ. მიდი რა. -არ მინდა. -კაი რა გჭირს? -ალექსს რას ელოდებოდი? რო ცოლად გამოგყვებოდი და ამ ყველაფერს შევეგუებოდი? რომ ისე მოვიქცეოდი ვითომ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ არ ვარ აქ გამომწყვდეული? რომ ცოლის მოვალეობებს შევასრულებდი და შენი მეგობრების წინაშე გაღიმებული ვივლიდი? ერთადერთი რამ რასაც ცხოვრებაში ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა, წამართვი. და ამას არასდროს არ გაპატიებ, არც შენ და არც ჩემ მშობლებს. ბრავო, გილოცავ, მიიღე რაც გინდა. ეხა სულ შენი ვარ-ყავა გაიკეთა და ოთახში გავიდა. ალექსმა იცოდა რომ ეს ყველაფერი რთული იქნებოდა, მაგრამ იმედოვნებდა რომ ანუკი ნელ-ნელა შეეგუებოდა იმ ამბავს რომ მისი ცოლი იყო. ამიტომ გადაწყვიტა დაეცადა და აღარ შეეწუხებინა ის ზედმეტი კითხვებით. მთელი დღე ანუკის არაფერი არ გაუკეთებია. უბრალოდ იწვა და კედელს აშტერდებოდა, არც ჭამდა, არც დგებოდა. და თითქმის სულ ტიროდა. ალექსი კი სხვა ოთახში იყო და სულ ერთი და იგივე ფრაზით ამშვიდებდა თავს ,,შეეგუება’’. საღამოს კი იმ ივენთზე წავიდა. ამ დროს ანუკის ნინიმ დაურეკა, მაგრამ მას არ უპასუხია. ისევ ისე იწვა და არაფერს აკეთებდა. ალექსი სახლში ისევ გვიან დაბრუნდა, ამჯერად ანუკისთან არ შეუხედავს ისე წავიდა დასაძინებლად. მეორე დღეს კი ანუკი საერთოდ არ გასულა ოთახიდან, ამაზე კი საერთოდ გადაეკეტა ალექსს, უკვე ბრაზდებოდა და მოთმინება ეწურებოდა. მისი მოთმინება ხანგრძლივი არ იყო. მაგრამ გადაწყვიტა იმ დღესაც არაფერი არ გაეკეთებინა. საღამოს უკვე მობეზრდა ესე წოლა, ისევ ხალათი შემოიცვა და სამზარეულოში გავიდა. იქ გიორგი და ალექსი იჯდნენ, რაღაცაზე გამალებით ბჭობდნენ. ანუკის არცერთისთვის არ შეუხედავს და საჭმლის კეთება დაიწყო. -რას აკეთებ?-ალექსმა ჰკითხა-კიდე დიდხანს აპირებ ესე გაბუტული სიარულს? ანუკი, ოდესმე ამოიღებ ხმას? -და შენ ოდესმე მოკეტავ?-ხმამაღლა დაუყვირა ანუკიმ ალექსს, რასაც გიორგის ღიმილი მოყვა. -წესიერად, რადგან ესეთ მდგომარეობაში ხარ არ ვაპირებ ამდენის მოთმენას. -ალექსანდრე, თქვენთან არ აქვს ლაპარაკს აზრი. -ჩემთან?-გიორგიმ გაიკვირვა. -ბატონ ალექსანდრეს მივმართე. -ეხლა თ-ებით მომმართავ? -ესეც თქვენ უნდა გკითხოთ? -ანუკი, სერიოზულად მიშლი უკვე ნერვებს. გეყოფა. -და მე რო მიშლი ნერვებს? ეგ არაუშავს ხო?-შემდეგ მაგიდასთან დაჯდა და ჭამა დაიწყო. -ორ დღეში ჰავაიზე მივდივართ. ანუკის არაფერი უპასუხია. -კაი მე მეჩქარება, თიკო დიდიხანია მელოდება სადღაც უნდა გავიდეთ. ზეგამდე ალბათ გნახავთ კიდე-ორივეს დაემშვიდობა და წავიდა. -წამო გავიდეთ და ვიყიდოთ რაღაცეები მგზავრობისთვის. -მე არაფერი არ მინდა. -კაი ანუკი არ დაიღალე? როგორც არ უნდა მეროჟო შენთითონ ხო ხვდები რო არაფერი არ გამოსწორდება? -როგორც არ უნდა ვიღიმო და კარგ ხასიათზე ვიყო მაინც არაფერი გამოსწორდება. -გამოსწორდება, ყოველთვის ღრიალი და ყვირილი არ მოგვიწევს და შენ იმას გააკეთებ რაც გინდა და მეც ყველგან გაგიშვებ. -აი როცა შენი სადმე გასაშვები არ ვიქნები მაშინ ყველაფერი გამოსწორდება. ჰავაიზე წადით შენ და მამაჩემი, უკეთ უგებთ ერთმანეთს ვიდრე მე და შენ-ადგა და ისევ ოთახში გავიდა. -დედა შევ***ი. ცოტახანში ალექსის ძმაკაცი მოვიდა. -დილიდან სვამ ალექს?-ალექსს ხელში ვისკი ეკავა. -აუ დიტო შენ მაინც ნუ შ**ეცი რა. -ესე უნდა ელაპარაკო შენ ძმაკაცს? -ტვინი მო**ნა დილიდან. -ვინ? -ვინ და ჩემმა ცოლმა. -აბა რა გეგონა, 17წლის ბავშვი რო მოგყავდა? -დიტო, თუ შენც ანუკივით უნდა წაიღო ტვინი, გასასვლელი იცი სადაა. დიტომ ჭიქა გამოართვა და ვისკი გადაასხმევინა. -ნერვოზი დაგემართება ესე. რა უნდა? -მთელი დღეები მეროჟება, არ მელაპარაკება, ვაფშე ოთახიდან არ გამოდის და მეთქი გავახარებ თქო, ჰავაიზე მივაქანებ შუა სამუშაო თვეში და ტიპმა არ მინდა არ წამოვალ, შენ და ზურა წადითო აი რა უნდა ელაპარაკო! დიტომ სიცილი დაიწყო. -კარგ დღეში ხარ. -ჰავაიზე როგორ არ უნდა უნდოდეს? -აი ესე. -ლიზის ჩემოდანში ჩასვამ და გვერდით სასტუმროში დატოვებ? -არ მომყავს. -ვაფშე რას ამბობს? -თავიდან ტვინი წაიღო როგორც იციან ხოლმე, ორი კვირა ხმას არ მცემდა. ბოლოს რავი რა ეტაკა, მნახეო და მერე ხმა არ ამოუღია აქედან არაფერზე. -ჰავაიზე რო გაიგებს არამგონია გაუხარდეს. -აუ აღარ მინდა რა არაფერი, ვაფშე წავალ ქვეყნიდან ჰავაიზე კი არა ავსტრალიაში და გიორგიმ მოიყვანოს ანუკი ცოლად. -ხოდა დაშორდი ლიზის. -დიტო რამდენს მალაპარაკებ, ხო იცი რო დილიდან არ მევასება ლაპარაკი. ჯერ გიორგი თავისი ბიზნესით, მერე ანუკი თავისი გაროჟილი სახით და შენ ნუღა მიმატებ. დიტო სიცილს ვერ წყვეტდა. -აუ გაა*ვი რა!! -კაი, კაი. მიდი ჩაიცვი და წავედით. -სად? -ალექსს, ღადაობ ხო? გუშინ ორასჯერ გკითხეთ ამოგვყვებოდი თუ არა წყნეთში საბასთან და ეხა...? -აუ სუ დამავიწყდა, ამას რა ვუყო? -გვითხარი ამოვიყვანო. იქ საბას შეყვარებული იქნება, ნატაც. -არაა ეს ეგეთი ტიპი, ვერც ერთს ვერ აეწყობა. -უკვე გაიცანი ხო? -დაქალი გავიცანი და სულ სხვანაირი ტიპია. მაგის ძმაკაციც. -აი როგორი? -ჩვენთან ვერ გაერთობა რა. თან პატარაა. -მაშინ დატოვე, მარა უეჭველი უნდა ამოხვიდე. -კაი მოვიფიქრებ რამეს. -ხო, ეხლავე. წადი და დაელაპარაკე. -აუ არა. მირჩევნია არ ამოვიდე, სხვა დროს მოვალ. -მე დაველაპარაკო? ალექსმა ამოიოხრა და ანუკის ოთახში გავიდა. ის ისევ საწოლში იცვა და ხელში ტელეფონი ეკავა. -დროზე გაემზადე წყნეთში მივდივართ. -არ მინდა. წადი შენ. -მემგონი არ მიკითხავს, დროზე. თუ არადა წამოხვალ ეგრე. -ვისთან მივდივართ? -ჩემ ძმაკაცთან. იქ სხვა გოგოებიც იქნებიან და გაიცნობ, მოკლედ დროზე. -ვრჩებით? -ხო. გაერთობი, მერე იქიდან წავიდეთ აეროპორტში და... -არ მინდა ჰავაიზე. სადმე სხვაგან წავიდეთ. -ჰავაიზე უკეთესს რას მეტყვი? -აქ დავრჩეთ და სადმე ქალაქგარეთ წავიდეთ. -მეღადავები ხო? სად წავიდეთ ქუთაისში თუ ბათუმში? -აი რატო მაინც და მაინც ქუთაისი და ბათუმი? გაუნათლებელი რო ხარ იმიტო გგონია რო ქუთაისში და ბათუმში არაფერი საინტერესო არ არი. გიყიდეს ალბათ შენც დიპლომი და კომპანიაშიც მამაშენის გამო მიგიღეს. წავიდეთ თუმდაც ბორჯომში. -და შენ არ გიტყდება? თაფლობის თვეს სად ატარებსო რას იტყვიან? -მაგრა , საკმარისია იმას რო ამბობენ რომ შენ გამოგყევი. ამაზე უარესს ვერაფერს იტყვიან. არ მინდა არსად წასვლა. -კაი ვაფშე დავრჩეთ თუ გინდა. მეც მეზარებოდა იქ წასვლა. -ხოდა ძაან კაი. -გადასარევი. -უკეთესი გადაწყვეტილება არ არსებობს. -შევთანხმდით. -შევთანხმდით. ალექსი ოთახიდან გავიდა და კარი მოაჯახუნა. ანუკის გაეღიმა და გაუხარდა რადგან იმას მიაღწია რაც უნდოდა. გრძელსახელოებიანი შავი მაისური, შარვალი და თეთრი კეტები ჩაიცვა. შემდეგ თმები დაივარცხნა, ოდნავ მაკიაჟიც გაიკეთა, ზურგჩანთა მოიკიდა და ქვევით ჩავიდა. -გამარჯობა. დიტო ხო? -კი. როგორ ხარ? -რავი ამის ხელში... შენ? -იგივეს ვიტყოდი. ალექსმა ანუკის ჩანთა გამოართვა და სამივე სახლიდან გავიდა. დიტო მანქანით იყო, მაგრამ ალექსმა ამდენი მანქანით რატო წავიდეთო ამიტომ დიტოს მანქანით წავიდნენ. გზაში კი რეზიმ დაურეკა. -ან, როგორ ხარ? -რავი. -სად ხარ ეხა? რო მოვიდეთ შეილება თუ? -წყნეთში ავდივარ, რამე მოხდა? -არა, სანდროს უნდოდა შენი ნახვა, რაღაცა მოიფიქრა და. -საღამოს დავურეკავ, თვითონ რატომ არ დარეკა?... ა მოიცა არ მიპასუხო. კაი რეზი, საღამოს დაგირეკავთ. ნინი თქვენთანაა? -კი, ჩვენ საგურამოში ავდივართ ხვალ. ნინი ხო მიდის და... -აუ ნინი ხვალ მიდის? სულ დამავიწყდა... აუ არ არსებობს. -და მე ზეგ. -კაი? ესე მალე ყველა? -შენც ხო 1-2კვირაში მიფრინავ. -ხო... ალბათ. აუ კაიიი, რამენაირად მოვახერხებ და ჩამოვალ ხვალ თქვენთან. კიდე ვინ მიფრინავს? -სანდრო. ანუკი წამით გაჩუმდა და დაფიქრდა. -აჰამ... კაი. წავედი.შემდეგ კი გათიშა. -ვინ იყო?-ალექსმა ისე იკითხა თითქოს მართლაც არ აინტერესებსო. უბრალოდ მოვალეობის მიზნით დიტოს წინ, თითქოს მართლა ანაღვლებდა ვის ელაპარაკებოდა ანუკი. -არავის საინტერესოს. -მაინც? -გამოძიების ბიურო ხარ? მემგონი არა. დიტომ რადიო ჩართო ბოლო ხმაზე, ამით ანიშნა ორივეს გაჩუმდითო. მთელი გზა მართლაც როგორც არ უნდა ნდომებოდათ რომ ერთმანეთთან ელაპარაკათ არ გამოსდიოდათ, თორე ისე დაჭამდნენ ერთმანეთს. როგორც იქნა მივიდნენ, ანუკიმ ზურგჩანთა აიღო და გადავიდა. -კარს დავკეტავ. -არა მეთითონაც დავკეტავ ალექსანდრე. -კაი გაიწიე და მომეცი ზურგჩანთა. -არაფერსაც არ მოგცემ, დამაკეტინე კარი. გაიწიე. -გეყოფათ!-დიტოს უკვე ყელში ჰქონდა ამოსული ამათი ჩხუბი-ცოლ-ქმარს კი არა კატას და ძაღლს გავხართ. ხო იცით რო აქ ყველას ცოლ-ქმარი გონიხართ, მიიკერეთ ღიმილი და ერთი დღით მაინც მოიტყუეთ თავები რო ვითომ გიყვართ ერთმანეთი. ამ დროს ვიღაც ბიჭები გამოვიდნენ ჭიშკრიდან. -ვააა, ვაა რა ხალხ...-საბა ანუკის დანახვაზე გაჩუმდა. ანუკის კი გაეცინა. -საბა? ეს შენი ძმაკაცია?-ანუკიმ სიცილი დაიწყო-რა დამთხვევაა არა? -რაა? იცნობ? საბას სახეს როდესაც შეხედა ანუკიმ გაჩუმდა. -მერე მოგიყვები, ვიღაცაში შემეშალა. სასიამოვნოა შენი გაცნობა. ანუკი შიგნით შევიდა ალექსი კი გაეკიდა. -საიდან იცნობ? -არაფერი, ესეც როგორც ნახევარი თბილისი დამსდევდა. ერთი პერიოდი დაჟე ერთად ვიყავით. -რააა? -ხო, რავი დასტოინი ჩანდა, მარა მერე მომბეზრდა და დავშორდი. -შენ და საბა? -ხო, ალექსანდრე დაყრუება გჭირს? ეხა ყავს მემგონი შეყვარებული, თუ საცოლე. აღარ დავინტერესებულვარ. -შენზე უფროსი როა ძაან თან არა? -შარშან ვიყავით ერთად. ხო 21ისაა? -მერე 5 წელი ანუკი. -17ის ვიყავი, რა პრობლემაა არ მესმის. ეჭვიანობ? -რატო უნდა ვიეჭვიანო, შეყვარებული ყავს და თან იცის რო ჩემი ცოლი ხარ. -რო არ ყავდეს იეჭვიანებდი? -რო მიყვარდე კი-ალექსმა გაიღიმა და შიგნით შევიდა. ანუკი კი გარეთ დაჯდა. მასთან კი დიტო მივიდა. -საბამ მომიყვა. -ჰომ. სიგარეტი მომეცი რა ერთი ღერი თუ გაქ? -ეწევი? რამდენის ხარ? -5ის. შეილება? -არასრულწლოვნებზე არ გაიცემა-დიტომ გაუღიმა-ისე მახსოვს საბა რო ვიღაც გოგოზე ძაან გაგიჟებული იყო და არ გვეუბნებოდა, როგორც ჩანს შენ ყოფილხარ. რატო დაშორდი? -არ მიყვარდა. საბასნაირი ბევრი იყო, ყველა ერთნაირი. -რითი? -არ ვიცი, ზედმეტად... ყურადღებიანი? უკვე ნერვები რო გეშლება ამ ყურადღებისგან. თან ეჭვიანობდა ყველაზე და ყველაფერზე. -ალექსი სხვანაირია. -რა შუაშია აქ ალექსანდრე. შენი ალექსანდრე პედოფილი ცხოველია. -არ არის ალექსანდრე ცუდი ადამიანი. უბრალოდ ცუდ სიტუაციაში მოგიწია მისი გაცნობა. -დიტო, შენი ძმაკაცია და ბუნებრივად იცავ. -ბევრი რამე ჯერ არ გესმის. -ეხლა დაამატე რო ბავშვი ვარ. გასაგებია დიდები ხართ, მაგრამ მეც დებილი არ ვარ. მე ვიცი რო ალექსს მხოლოდ ფულისთვის ვჭირდები. ფული რო კარგად აკეთოს და ჯიბეები ამოივსოს. მერე ლიზისთან ერთად იფრინოს ძვირიან კურორტებზე, დასასვენებლად. არარაფერი გაქვს ხო სათქმელი? იმიტომ რომ მართალი ვარ. მე კიდე ესეთი ცხოვრება არ მინდა. მარტო მინდა ყოფნა. დიტო უსიტყვოდ ადგა და წავიდა. ანუკიმ იქიდან ერთ-ერთ ბიჭს სიგარეტი გამოართვა, უკანა ეზოში დაჯდა და მოწევა დაიწყო. ნელ-ნელა აცნობიერებდა რომ მისი ცხოვრება ამიერიდან ესეთი იქნებოდა, მაგრამ შეგუება არ უნდოდა. მთელი ძალით ებრძოდა ამ ყველაფერს, მაგრამ უკვე გადაღლილი იყო. მისი ყველა გეგმა ჩაფლავდა, სულ რომ გაქცეულიყო ვისთან? სანდროს მალე მობეზრდებოდა ანუკის დევნა, ნინი მიდიოდა. რეზიც. თვითონ კი მარტო რჩებოდა. მამამისსაც კი აღარ უნდოდა. ნინი, სანდრო და რეზი ბოლო წვეთი იყო. ამ დროს მისკენ მიმავალი ალექსი დაინახა. -როდიდან ეწევი? ანუკიმ ცრემლი მოიწმინდა და ალექსს ახედა (მიწაზე იჯდა). -სულ ვეწეოდი. -არა, ნაპასს ძლივს არტყამ. გადააგდე, რათ გინდა. ჯერ ბავშვი ხარ. -აქ ხო ვარ, მეტი რა გინდა? თავი რო დამანებო შეგილია? თუ აქაც შენი წესებით უნდა ვიყო? -რატო არ გესმის.... კაი აზრი არ აქ შენთან ლაპარაკს. შიგნით შემოდი, გარეთ ცივა. -ეხლავე დე. -კაი-ალექსი გვერდით ჩამოუჯდა და სიგარეტი გამოართვა-არ გიხდება. საერთოდ თან. -მე რა მიხდება და რა... -გეყოფა, მართლა დავიღალე ამდენი ლაპარაკით. მუდმივი ყვირილით და შეწინააღმდეგებით, განქორწინების გარდა მითხარი რა გინდა. -თავი რო დამანებო, და ვიცხოვრო ისე თითქოს არ არსებობ. მე ვიქნები სახლში, შენ იმუშავე იარე ძმაკაცებში. -საზოგადოებაში უნდა ჩანდე რო ვინმემ ეჭვი არ შეიტანოს ამ ყველაფერში. გიორგის პროექტიც დახურვის გამო ისედაც საკმარისი სკანდალი იყო ატეხილი. -მაშინ არაფეირ არ მინდა. -ხვალ რო გაგიშვა დასამშვიდობებლად დაქალთან? ხო მიდის? ხოდა მიგიყვან, დაცვას დავტოვებ და მე წავალ. ანუკიმ თავი დაუქნია. -ოღონდ გეხვეწები აღარ მოწიო, იმ პონტში არა რო მავნებელია და რაღაც. არ მევასება გოგო რო ეწევა. ანუკი წამით გაჩუმდა, ალექსის თვალებს მიაშტერდა, მაგრამ უცებ გამოფხიზლდა და უხეშად უპასუხა: -ეგ ლიზის უთხარი-ისევ გამოართვა სიგარეტი, ადგა და სახლში შევიდა. იქ ერთმა გოგომ გააჩერა. -ეე, შენ ხო ალექსის შეყვარებული, ლიზი ხარ? ანუკიმ იმ მომენტში ყველაზე შეურაცყოფილად იგრძნო თავი. ესე არასდროს არავის არ დაუმცირებია როგორც იმ მომენტში იმ გოგომ ეს გააკეთა. ანუკი ეცადა ეს ყველაფერი გადაეყლაპა, გაუღიმა და მშვიდად უპასუხა. -ანუკი. ალექსანდრეს ცოლი-შემდეგ კი საბასკენ წავიდა. -ანუკი... არ ვიცოდი შენ... თუ ალექსანდრე გევასებოდა... -ხომ. მე არ ვიცოდი რო ალექსანდრეს ძმაკაცი იყავი. დამშვიდდი, არაფერი ზედმეტი არ მითქვამს. შეყვარებული გყავს ხო? -კი. -ის გოგო ხო არ არის ეხლა რომ შემეფეთა და ლიზი დამიძახა? -ხო.... ეკა. -ეკა. იცოდა რომ ალექსის ცოლი ვარ? -არა, გეფიცები. მეც არ ვიცოდი, რო შენზე იყო ლაპარაკი სანამ... -არა, რო მოვედი ხო გაიგო ვინც ვიყავი? -კი. -გასაგებია. აბა, წარმატებები ცხოვრებაში საბა-გაბრუნდა და ახლა დიტოს ძებნა დაიწყო, რადგან იქ არავის იცნობდა, მაგრამ ის ვერსად ვერ იპოვა და გარეთ გავიდა. ისევ უკანა ეზოში, კიდევ ერთი სიგარეტს მოუკიდა და მოწევა განაგრძო. ამ დროს კი რეზიმ დაურეკა. -ხო, დამავიწყდა გადმორეკვა... მანქანაში ალექსანდრე იჯდა. -მოდიხარ ხვალ? -კ-კი-ანუკის ნერვები ჰქონდა მოშლილი და ნებისმიერი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა და ხმაც უკანკალებდა. -რა გჭირს? -არაფერი. -კარგად გიცნობ, რამე მოხდა? -დაღლილი ვარ, ღამე არ მიძინია. -ნაღდად? -ჰო... იცი აქ ვინაა? საბა. -საბა? -აი ჩემი ყოფილი, რო დამსდევდა 1-2 თვე და სიყვარულებს მიხსნიდა და მერე... -ააა. ხო. გამახსენდა. ალექსმა იცის? -რო ერთად ვიყავით კი და რატო დავშორდით არა და რეალურად არც მინდა გახსენება. -მაგიტო ხარ ესე ცუდ ხასიათზე? -არა... კაი რა საბა, დიდიხანია დავიკიდე. სანდრო მანდ არი? -კი, მოიცა. რეზიმ სანდროს მისცა ტელეფონი. -ანუკი, რეზიმ მოვაო ხვალ. ძაან მაგარი რაღაცა მოვიფიქრეთ, ხვალ ვიცით როგორ უნდა ფაქტიურად მოგიტაცოთ. -როგორ? -რო მოხვალ მერე გეტყვით, ეხა ტელეფონში არ მინდა. როგორ ხარ? -რავი. -რაღაც საბაზე მომესმა, რა უნდა მანდ? -დაიკიდე, ქმარი მყავს აქ და ზედაც არ მიყურებს. -დამამშვიდე. მოკლედ ხვალ ეს ყველაფერი დამთავრდება. -წინაზეც ეგრე გვეგონა. სან, ღირს საერთოდ? რისთვის? -ეხა სერიოზულად ამბობ ამას? -რისთვის სანდრო? უცხოეთში მიდიხარ სასწავლებლად, მე კიდე... საერთოდ სულ სხვა ქვეყანაში, ერთად მაინც არ ვიქნებით. -ანუკი, დალიე რამე? -არაფერი არ დამილევია. უბრალოდ... რეალურად გეგმა არ გაქვს. აღარ ხარ პატარა რო ამას ვერ აცნობიერებდე. მამიკოს ფულებით ბევრს შეძლებ მაგრამ მარტო შენ არ გაქვს ფული და კავშირი საჭირო ადამიანებთან. შენთან ერთად რო მიპოვონ, წარმოდგენა არ გაქ მამაჩემმა რა შეიძლება დაატრიალოს. იმ დღეს დავრწმუნდი რაზე არის წამსვლელი და არ მინდა საფრთხეში ჩაგაგდო. შენთვისვე ჯობია მშვიდად წახვიდე და ახალი ცხოვრება დაიწყო-ანუკი თან ცხარე ცრემლებით ტიროდა მაგრამ ცდილობდა ხმაზე არ დატყობოდა. -არაფერი არ მომივა, მეც შემილია თავის დაცვა. -არა, სანდრო... არ მინდა ესეთი ცხოვრება, რომ უნდა ვირბინო ვიღაცისგან. -აბა ეგეთი ცხოვრება გინდა? გალიაში გამოკეტილი რო იყო? -მე არავინ არ მინდა. მინდა თავისუფლება, არც შეყვარებული, არც ქმარი და არც არაფერი. -ამას თუ სერიოზულად ამბობ, შეგილია ხვალ არც მოხვიდე-და ტელეფონი გაითიშა. ანუკი წამოდგა და ჭიშკრისკენ გაემართა, უნდოდა სიგარეტი ეყიდა, მაგრამ დაცვამ არ გაუშვა. -ალექსანდრეს გარეშე სამწუხაროდ ვერსად ვერ გაგიშვებთ. -აა, მე მითხრა ალექსმა და დამავიწყდა. მე გავიყვან-დიტომ მასთან მიირბინა-წამოდი ანუკი. -მარტო გავალ რა? ალექსმა ხო გაგაფრთხილა? -აა... კაი... ანუკი ეზოდან გავიდა და ქვევით ჩაუყვა გზას. ისე გაუხარდა. ახლა ყველაფრის გაკეთება შეეძლო. პირველი რაც თავში აზრად მოუვიდა ეს გაქცევა იყო, მაგრამ შემდეგ ნაბიჯების ხმა გაიგო და მიხვდა რომ უკან მიყვებოდნენ, და ეს სიხარული ისევ სევდაში გადავიდა. მალე მივიდა მაღაზიაში, ორი პაჩკა იყიდა და გამოვიდა. გზაში კი უკვე გახსნა და მოწევა დაიწყო. ანუკის აქამდე არასდროს არ ჰქონდა მოწეული. ალკოჰოლზე ხომ ლაპარაკი არ არის, მას ესეთი რაღაცეები არასდროს არ მოსწონდა და იმის გამო რომ ,,პოპულარული’’ იყო მაინც თავის აზრზე იდგა. და რასაც ყველა იმას არ აკეთებდა. გადაწყვიტა ცოტა გაესეირნა, რადგან ეზარებოდა იქ დაბრუნება, ამიტომ სახლს ძალიან გასცდა და ამდენ სიარულში შემოაღამდა კიდეც. უკანა გზას საერთოდ ვერ გააგნო, დაიღალა სიარულისგან და იქვე ქვაფენილზე ჩამოჯდა. -ჯანდაბა, არც იჭერს წესიერად რო დავრეკო ვინმესთან. დღეც ესეთი უნდა-მართლაც რომ ანუკის ბედზე მოულოდნელად წვიმა წამოვიდა-აჰამ! მეც მიყვარხააარ!-მაშინ წამოდგა და გზა განაგრძო, იქნება ვინმემ დაიწყოს ჩემი ძებნაო, მაგრამ არც არავინ გამოჩენილა. ალბათ სულ არავის ახსოვდა იგი. ბოლოს ისე დასველდა გადაწყვიტა ვინმესთან შევალ და ვთხოვ დახმარებასო. ტელეფონიც დამჯდარი ჰქონდა. პირველივე განათებულ სახლში შევიდა და დააკაკუნა. კარი დაახლოებით ანუკის ხელა გოგომ გააღო. -გამარჯობა? -გამარჯობა, იცით, ტელეფონი დამიჯდა და თუ შეგილია რომ დამარეკინოთ, ან თუნდაც ორი წუთით რომ დამატენინოთ და ტელეფონში ვნახო ნომერი. დავიკარგე და თან... წვიმს. სულ ორ ... -რა პრობლემაა, შემოდი. რა გქვია? -ანუკი. ანუკი შიგნით შევიდა. სახლი სავსე იყო ადამიანებით.რაღაც წვეულება ჰქონდათ გამართული. -მე თიკა მქვია, ეს ჩემი და ჩემი ძმის სახლია. რა ტელეფონი გაქ? აა, აიფონი? წამო ზევით მაქ დამტენი-თიკა ისე სწრაფად ლაპარაკობდა რომ ანუკის არც აცდიდა პასუხის გაცემა-რამდენი წლის ხარ? იქნები ესე 19? 20? -17 მაგრამ 18ის ვხდები. -აი დამტენიც-თიკამ ტელეფონი შეაერთებინა. -მადლობა. -ვისთან ერთად ხარ აქ? -ა...ქმართან. -აჰამ-თიკას არაფერი არ გაკვირვებია-ქუჩა არ იცი სადაც იყავი? -არა, მისი ძმაკაცის არი. -იქნება და მე ვიცოდე ვინაა? -საბა ვარდიაშვილი. -ააა, კიი. როგორ არა, პარალელურ ქუჩაზეა და ოდნავ ქვევით. მანქანით არის ძალიან ბევრი აქ მოსული, გინდა გაგიყვანენ? -არა, ზუსტად მითხარი როგორ და მეთითონ წავალ. -ამ წვიმაში? მოიცა, ყველა იცნობს აქ საბას. თითქმის სულ ერთად ვართ ხოლმე. ვაფშე შენმა ქმარმა ესე როგორ გამოგიშვა? -მაღაზიაში გავედი 2წუთით, მერე სეირნობა გადავწყვიტე და აი... შემომაღამდა, მერე ჩემ ბედზე წვიმა წამოვიდა და რავი. -კაი არ ინერვიულო, ჩამო მე გაგიყვან. -კაი, ესე შეგაწუხე ისედაც... -ოოო, თან საბასთანაც გადმოვალ. -სახლს მარტო დატოვებ? -რატო? ჩემი ძმა ხო აქ არის? -მადლობა... რაღაც პონტში ძაან უხერხულად ვგრძნობ თავს... -ნუ გრძნობ, წავედით-ტელეფონი გამოვაერთე და ქვევით ჩავედით. -თიკუუუშ, სად მიდიხარ? ეს შენი დაქალია? -ნუკი, ეს ჩემი შეყვარებული ირაკლია, ირაკლი გაიცანი ეს ანუკია. საბას დაქალი ყოფილა, მაგასთან იყო ამოსული და გზაში დაიკარგა. -საბას იცნობ? ჯიგარი ტიპია. მე დავჯდები საჭესთან შენ ნასვამი ხარ. -კაი წავედით. ანუკი, ირაკლი და თიკა სახლიდან გავიდნენ და მანქანაში ჩაჯდნენ. -დიდიხანია საბას იცნობ? -შეილება ესეც ითქვას... 2წელია, მაგრამ უკეთ ვიდრე ვინმე სხვა. -რატო? უეჭველი ერთად იყავით-თიკას გაეცინა. -ხო-ანუკიმ ჩუმად წარმოთქვა. -მერე ქმარს არ უტყდება?-თიკამ იკითხა. -ქმარს?-ირაკლიმ გაკვირვებულმა გახედა ანუკის-რამდენი წლის ხარ? -18ის. -რა იყო იკა? რო რამე ეხა არ მომიყვან? -გამომყევი და მოგიყვან. -ხო გამოგცადე, თორე ეხლა კი არ გამოგყვები. ანუკი ისე სწორი გააკეთე, სიყვარულმა ასაკი არ იცის. უბრალოდ დარწმუნებული უნდა იყო. რამდენი ხანია ერთად ხართ? -1 კვირაა რაც დავქორწინდით. -ეეე, გილოცავთ-ირაკლიმ და თიკამ ერთდროულად მიულოცეს-აი მოვედით. წამო ბარემ საბა ვნახოთ. ანუკიმ ჭიშკართან ალექსი, საბა და დიტო დაინახა. სამივეს რაღაცნაირი სახე ჰქონდათ, ალექსი აქეთ-იქით დადიოდა და რაღაცას ყვიროდა. როდესაც ანუკი გადმოვიდა მანქანიდან კინაღამ ყვირილი დაიწყო. -სად ჯანდაბაში იყავი?! ტელეფონი გაქვს გამორთული! ყველგან გეძებეთ და რა არ ვიფიქრეთ!!! ვაფშე გარტყმაში ხარ რა სად და როგორ არის?!! რამე რო მოგსვლოდა?!! -კაი, ორი წუთი ნუ უყვირიხარ, მემგონი საკმარისია. რო კითხო ჯერ როგორ არის? დაიკარგა და ჩვენთან შემოვიდა დახმარების სათხოვნელად-ირაკლი გადაეღობა ანუკის და თიკას-ვინ ხარ ვაფშე? -შენ ვინ ხარ?-ალექსს საერთოდ გადაეკეტა, დიტო და საბა რო არა, ალბათ ირაკლის ასხმევინებდა ტვინს ჭიშკარზე. -ალექსანდრე, გეყოფა. ესენი რო არა მე ალბათ აქ არც ვიქნებოდი. დავიკარგე, ტელეფონი დამიჯდა. საყვარელო ნუ ყვირიხარ, ხო იცი როგორ არ მევასება ეგრე რო აკეთებ-ანუკი ახლოს მივიდა და კისერზე შემოხვია ხელები. -კაი, შემოდით რა შიგნით-საბამ, თიკა, ირაკლი და დიტო შიგნით შეიყვანა. ანუკი მაშინვე მოცილდა. -სად იყავი-ამჯერად მშვიდად ჰკითხა, შემდეგ კი ანუკის ჩანთაში ორი პაჩკა სიგარეტი დაინახა და ისევ ნერვები აეშალა. -ანუკი... -ალექსანდრე, უზომოდ დავიღალე, სუ სველი ვარ, კიდე ნერვებ მოშლილი და ცნობისთვის ყვირილი მეც კარგად შემილია!!!! შემეძლო თავისუფლად გავქცეულიყავი მაგრამ აქ ვგდივარ და ცოლის როლს ვთამაშობ!! საკმარისია?!! ანუკიმ მხარი გაჰკრა და სახლისკენ გაიქცა, ოთახში შევარდა და კარი მიიჯახუნა. ალექსი ნელი ნაბიჯებით გაყვა, მიხვდა რომ ცუდად მოექცა. ოთახის კარი ნელა შეაღო. -მარტო დამტოვე. -ანუკი... მაპატიე. -აღარ მინდა ლაპარაკი. ალექსანდრე, მართლა ერთი თუ ორი კვირა გავიდა, მაგრამ ისე დავიღალე... რომ ვერ წარმოიდგენ. ყველაფერს ვაკეთებ როგორც მთხოვ, მაგრამ ეხლა მეც მაქვს სათხოვარი. ხალხის წინაშე, ვიქნები ცოლი როგორიც გინდა რომ ვიყო, მაგრამ სხვა დროს უბრალოდ არანაირი სურვილი არ მაქვს შენთან ლაპარაკის. -ხო შეგვილია რომ ვცადოთ.... -არა, არ შეგვილია. რადგან... შენ ხარ ის ადამიანი ვინც მე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ წამართვა ცხოვრებაში. დღეს, ეს 1საათიანი გასეირნება... ჩემთვის იყო ყველაზე დიდი შვება. თითქოს აქამდე ვიღაც მახრჩობდა და ჰაერი არ მყოფნიდა. ახლა კი... თითქოს ამოვისუნთქე, მოვედი თუ არა ისევ იგივე დაიწყო. ალექსანდრე... მეტი არაფერი არ მაქვს სათქმელი. ალექსანდრეს, ისე ცივად ამბობდა რომ ვიღაცას მართლა უცხოები ეგონებოდათ ერთმანეთი. ანუკი ზუსტად ამიტომ ეძახდა მას ესე, რადგან თვითონ უკვე მისი მიმართვა ახვედრებდა ალექსს მის სათქმელს. რომ არანაირი კავშირის გაბმა არ უნდოდა მასთან. -კარგი... არ ვიცოდი თუ ესე ძალიან გახრჩობდი. ხვალ წადი მეგობრებთან, საღამოს მოგაკითხავ სახლში დაგტოვებ... და შემდეგ უნდა წავიდე... რაღაც საქმეები გამომიჩნდა და მივლინებაში მივდივარ. რადგან ჩემთან ერთად ყოფნა არ გსურს შეგიძლია სახლში დარჩე-ალექსმა ოთახი დატოვა. ანუკის არც მოუსმენია ალექსის სიტყვები, საწოლში დაწვა და მალევე ჩაეძინა. დილით ადრე გაეღვიძა, ჩანთა ჩაალაგა და ქვევით ჩავიდა. მისაღებში ალექსანდრეს გარდა არავინ იყო, მას დივანზე ეძინა. ესე 8საათი იქნებოდა, იფიქრა ჯერ ადრეა ეს რო გავაღვიძო და მერე იმათ საგურამოში ეძინოთ მერე რა ვქნაო, ამიტომ გარეთ გავიდა და სიგარეტის მოწევა დაიწყო. ეს უკვე ცუდ ჩვევად დაიწყო, მაგრამ მას ეს ამშვიდებდა. ახლა სანდროზე დარდობდა, თუ როგორ აწყენინა. არადა ის ყველანაირად ცდილობდა ანუკის დაცვას და დახმარებას. ანუკი კი ვერ ხვდებოდა რა ძალა არ აძლევდა უფლებას რომ სანდროს დათანხმებოდა... მალე ალექსიც გამოვიდა. -წავედით? -ჯერ ადრეა. ძინავთ ალბათ. -კაი-ალექსი უკან გაბრუნდა. ანუკის გაუკვირდა მას სიგარეტზე რომ არაფერი უთქვამს, ან თუნდაც გუშინდელზე. შემდეგ შიგნით შევიდა და ალექსის საუბარი მოისმინა ლიზისთან. -ხო, დღეს საღამოს გამოგივლი და წავალთ... აუ ლიზა ნუ შემ*ემ გეხვეწები დილიდან. ვეტყვი, არაფერს არ ვმალავ... კაი... კაი მეც. შემდეგ კი გათიშა, ანუკი უკან გაბრუნდა, მიხვდა რომ ალექსს ლიზა მიყავდა მის მაგივრად თაფლობის თვეში. მიუხედავად იმისა რომ თავის თავს არწმუნებდა რომ ალექსი არ აინტერესებდა ეს ამბავი მაინც ისარივით ჩაესო გულში. კიდევ ერთი ღერი ამოიღო და მოუკიდა. უკვე თვითონ ვეღარ ამჩნევდა იმდენად ბევრს ეწეოდა. იმის შემდეგ ანუკი შიგნით არც შესულა. ალექსი კი დრო გამოშვებით ფანჯრიდან უყურებდა ხოლმე. -უნდა წავიდეთ, საღამოს აეროპორტში უნდა ვიყო, მანამდე სახლში უნდა გავიარო. მზად ხარ? ანუკის არც გაუხედავს მისკენ ისე დაუქნია თავი და მანქანაში ჩაჯდა. გზაში არცერთი არ იღებდა ხმას. ორივე ძალიან ჯიუტი იყო ამისთვის. ბოლოს ისევ ალექსმა გამოიჩინია ინიციატივა. -იქ სანდრო იქნება? -ალბათ. -ანუკი, დაშორდი. -შენ რო ლიზის დაშორდები მერე დავშორდები მე სანდროს. -ეს სულ სხვა რამ არის... -ესეც. შენ თუ ეცდები რამენაირად დამაშორო სანდროს, ისეთ სკანდალს ავტეხ, ყველას გავაგებინებ ლიზის შესახებ. -მე ხო მშვიდად და მუქარის გარეშე გელაპარაკები, ვერ ვხვდები ამ მომენტში რატო მელაპარაკები ესე? -მეც მშვიდად გელაპარაკები. არც გემუქრები გაფრთხილებ-როგორც იქნა გახედა-შენ როდესაც დაშორდები ლიზის, მერე დავშორდები მე სანდროს. ალექსს სიტყვები არ ჰქონდა, ვერც ხსნიდა რა იყო იმის მიზეზი რომ სანდროს და ანუკის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. მალე მივიდნენ, ანუკიმ ეზოში სანდრო, ნინი და რეზი დაინახა. ცეცხლი ჰქონდათ ანთებული, გარშემო ისხდნენ და კიდე პლედები ჰქონდათ შემოხვეული. თან ეწეოდნენ. ანუკი მანქანიდან გადმოვიდა და მათკენ გაიქცა. ჯერ რეზის ჩაეხუტა, შემდეგ კი ნინის. სანდრო გაბრაზებული იყო და ზედაც არ უყურებდა. ერთადერთი რაც თქვა უხეშად მისალმება იყო. -გამარჯობა ანუკი-ეს უთხრა და მოწევა განაგრძო. ალექსი კი მანქანასთან იდგა. -სან, შეილება ვილაპარაკოთ? -რაზე? -გამო რა ორი წუთი-სანდრო წამოდგა და სახლის გვერდით გავიდა, თან ანუკიც გაიყოლა. -გისმენ. -სან, მართლა მაპატიე... გუშინ ძაან ცუდად გელაპარაკე, უკეთესად უნდა ამეხსნა ეს ყველაფერი... მაგრამ შენთითონაც ხო იცი რო მართალი ვარ? ხო ხვდები რო მე და შენ ჯერ ეხლა დავიწყეთ ურთიერთობა... შენ სხვა ქვეყანაში იქნები, მე ქმარი მყავს... და... -მესმის. არაუშავს. -მაპატიებ? -არ გვინდა დღეს ჩხუბი. ხვალ უკვე მივფრინავ და არ მინდა ისე დაგემშვიდობო რომ შენზე ნაწყენი ვიყო. -არც მე. ანუკიმ აკოცა და ჩაეხუტა. ალექსმა ეს ყველაფერი დაინახა, მანქანა დაძრა და მთელი სისწრაფით წავიდა. მას ეს არც შეუმჩნევია. ორივე ერთად შიგნით შევიდნენ და ბუხართან დაჯდნენ. დანარჩენებიც იქ იყვნენ. -ვაა, ვაა. თქვენ ორი? როდიდან ერთი? მეთქი ქმარი ყაავს-ეს კიდევ ერთი ანუკის ძმაკაცი, ვაკო იყო. ვაკო სასტავში ყველაზე დიდი გახლდათ, 22ის. ის 6თვის განმალობაში ციხეში იჯდა. -შენ კიდე გამოგიშვეს?-ანუკიმ გადაკოცნა და სავარძელზე ჩამოჯდა. -რათქმაუნდა. მოვიხადე სამართლიანად. აბა, მე მამიკო ვერ მიშველის და-ვაკო სულ ესე ღადაობდა, რადგან მამამისთან რთული ურთიერთობა ჰქონდა. ისიც მდიდარი ადამიანების შვილი იყო, მაგრამ არ უყვარდა ამით ტრაბახი, და ყოველთვის ცდილობდა თვითონ გამომძვრალიყო მსგავსი სიტუაციებიდან. -მე ხო მიშველა რა, ვერ ხედავ რა დღეში ჩამაგდეს? -დრამის დედოფალად უნდა დაგნიშნონ. ნუკი, არ გცემს, ყველგან დაყავხარ, საჭმლის კეთებას და რეცხვას არავინ არ გაძალებს. მხოლოდ ერთს გთხოვს რო საზოგადოებაში ისე მოიქცე როგორც მისი ცოლი-ანუკიმ ნინის გაკვირვებულმა გახედა და ცოტა ეწყინა მისი სიტყვები. -რატო იცავ ალექსანდრეს? -აუ ჩემი, ეხა მთელი დღე ამ ალექსანდრეს უნდა გადამაყოლოთ?-სანდრომ ლამის დაიყვირა. -არა, სან-ანუკი ჩაეხუტა და აკოცა. -კაი, წამო სადმე ბარში გავიდეთ-ვაკო ფეხზე წამოდგა. -რა ბარი დაეტიე, ეხლა გამოხვედი. -აა, გასაგებია. ბოლო დღეა და ნუკისთან გინდა ყოფნა. იასნო. ხო არ დაგტოვოთ ჩვენ? რავიცი, სივრცე გჭირდებათ. სანდრომ ვაკოს ბალიში ესროლა, რაზეც ყველას გაეცინა. -რაა? ვერ ხედავთ? მიეწეპნენ ერთმანეთს-ვაკომ მაინც არ დაიშალა თავისი. -ნინ, რომელზე მიდიხარ?-ანუკიმ კითხა. -მე და სანდრო მივფრინავთ ერთად, 6ზე. -6ზე? ესე მალე? მეღადავებით? -ხო. -და რამდენი ხანი ვერ გნახავთ? -ზამთარში ჩამოვალთ, ალბათ-სანდრომ უპასუხა. -აუ და იქამდე მარტო უნდა ვიყო? კიდე კაი ის ცხოველი მაინც წავიდა. თავის პასიასთან ერთად. -პასია? -აუ ნუკი, გეფიცები ეხლავე წავალ რამდენჯერ უნდა ახსენო ეს ყ*ე? -კაი... ხო... მაპატიე. დამავიწყდა. უბრალოდ არ მინდა მარტო დარჩენა, ეხა ეს რო მიდის თქვენ მოხვიდოდით ხოლმე... და გავერთობოდი მარა... აუ გავაფრენ, წამიყვანეთ. -არ გააფრენ-გაღიმებული სახით უთხრა რეზიმ. -რატო ვითომ? -მე ვრჩები. -ჰაააა? -აკადემიურს ვიღებ, მუშაობას ვაპირებ კომპანიაში, მერე ვნახოთ. -არაააა, რეზიიი-ანუკი წამოხტა და რეზის ჩაეხუტა-არ მჯერაა. აუ ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე. მიყვარხაარ. ეხა თუ მეღადავები მოგკლავ. -არ გეღადავები-რეზის გაეცინა და ისიც ჩაეხუტა. -გეყოფათ-სანდრომ ჩაახველა-ნუკი... ნუკი თქო! -სანდრომ ქურთუკზე მოქაჩა ხელი და ისევ გვერდით დაისვა. -არ ინერვიულო ნუკი, ეს ხო წავა და მერე... -ძაან სასაცილოა. -სან, კაი, ხო იცი რო მაინც შენ მიყვარხარ-მიუბრუნდა და აკოცა. -ანუკი მე შენ გული მატკინე-რეზი სხვაგან გადაჯდა. -რეზი, აუ მაშინ ესენი ერთად წავიყვანოთ აეროპორტში და მერე ჩემთან გავიდეთ? -მე სად დამტოვე?-ვაკოც გამოხტა. -კაი, შენც წამოდი. -მე ც არ ვარ. -კაი გეყოფათ-ანუკიმ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ყველამ გაოგნებულმა შეხედა, ხმა კი არცერთს არ ამოუღია. -რას აკეთებ ნუკი?-ვაკოც კი პირდაღებული დარჩა. -რა?-ანუკი ვერ მიხვდა რაზე ეკითხებოდა და ისევ განაგრძო მოწევა. სანდრო დროზე მოვიდა გონზე, სიგარეტი გამოართვა და გადაუტეხა. -რა დღეში ხარ გოგო შენ?!-დაუღრიალა სანდრომ-როდიდან დაიწყვე ვაბშე მოწევა? -სანდრო ნუ ფსიხდები ესეთ სისულელეებზე. დავიწყე და რა მოხდა? ანუკი ყველაზე პატარა იყო სასტავში. ნინი 18 ის იყო, დანარჩენები კიდევ უფრო დიდები იყვნენ. ანუკიმ კიდევ ერთი ღერი ამოიღო, მაგრამ სანდრომ მთლიანი პაჩკა ამოაცალა ჯიბიდან და ბუხარში შეგადო. -კიდევ ერთხელ დაგინახავ რო ეწევი და ანუკი ბო*იშვილი ვიყო თუ არ მოგატეხო ხელები ძირში. ცხოვრებაში მსგავსი რაღაცა არ გაგიკეთებია და ეხლა მოგინდა ეს 14წლის გოგოსავით მოწევის დაწყება რადგან მოდაშია? -ანუკი მართლა რის გამო დაიწყე მოწევა? იმან გითხრა?-ნინიმ ჰკითხა. -აი ცვეტში ყველაზე შეილება წარმომედგინა მარა ანუკი, შენ იმენა ანგელოზი მეგონე-ვაკოს გაეცინა. -არ მაქ უფლება?-ანუკიმ იკითხა. -არა-რეზიმ, სანდრომ და ნინიმ ერთდროულად უპასუხეს.ა ნუკისაც გაეღიმა. -კაი ვიცი, ზრუნავთ და რაღაც. გასაგებია, მოდი ჩავთვალოთ რომ ვითომ აღარ მოვწევ. ამხანაგებო. სანდრო ფეხზე წამოდგა. -შენ გგონია გეღადავები? -კაი, სანდრო გეყოფა. რასაც უნდა იმას გააკეთებს, არც დედამისი ხარ და არც მამამისი. ნუ შეე*ით, არც მოსწონს უეჭველი გემო, ნაპასსაც ძლივს არტყამს, მალე გადააგდებს-ვაკო წამოდგა და სანდრო გარეთ გაიყვანა. -ნუკი, თუ გგონია რო ნერვებს ამშვიდებს, მაგრა ცდები-ეხლა ნინი მიუჯდა გვერდით. -კაი, არ მოვწევ მართლა ნუ შემე**თ. -ეხა გინებაც დაიწყო, სულ გაფუჭდი რა-რეზიმ ძლივს შეიკავა ღიმილი. თითქოს პატარა ბავშვს უყურებდა რომელიც ეხლა იწყებდა ცუდი სიტყვების სწავლას. ანუკის მსგავსი ქცევა არასდროს არავის შეუმჩნევია. ის სულ მშვიდი და ყველანაირად სუფთა ,,ბავშვი’’ იყო, მაგრამ აზროვნებით მას ბავშვს ვერავინ უწოდებდა. -რეზი რა გაცინებს? -არაფერი. შენი საქმის შენ იცი, მე ჩემი აზრი გითხარი. -კაი გვეყო, მართლა ჩვენ გითხარით რასაც ვფიქრობთ. შენი გადასაწყვეტია-ნინიმაც დაანება თავი. ანუკის ხასიათი ოდნავ გამოუკეთდა როდესაც დაინახა და იგრძნო მისი მეგობრების ზრუნვა და ღელვა. დიდიხანია ეს არავისგან არ უგრძვნია. არც მშობლებისგან და მითუმეტეს ალექსისგან. მთელი საღამო ერთად იყვნენ, სხვადასხვა ისტორიებს ყვებოდნენ, ვიდეოებს უღებდნენ ერთმანეთს იმ დღის დასამახსოვრებლად. ერთ-ერთ ვიდეოში ნუკი და ალექსი განცალკევებით იჯდნენ ყველასგან გარეთ ეზოში. ფაქტიურად ეძინათ, როდესაც ვაკო და რეზი მიეპარნენ და ყვირილით გააღვიძეს. შემდეგ კი აეროპორტში წავიდნენ. -არ მჯერა რო უკვე მიდიხართ. -არც ჩვენ-ნინი ანუკის ჩაეხუტა-უნდა დავრეგისტრირდეთ სან-ნინი დაემშვიდობა და წავიდა. -ჩვენ მანქანაში დაგელოდებით-ვაკო და რეზიც დაემშვიდობნენ და გავიდნენ. -მეზიზღება დამშვიდობება. თან... -თან? -ვშორდებით... -ან, ორივე კარგად ვხვდებით რო ერთად ისედაც ვერ ვიქნებოდით. შენ არ გიყვარვარ, თან მე სხვა ქვეყანაში მივდივარ და მემგონი ხვდები რო ურთიერთობები ესეთ სიტუაციაში დიდხანს არ გრძელდება. ანუკიმ ხმა ვერ ამოიღო. -მე და შენ ერთმანეთი არ გვიყვარს. უბრალოდ გვეზარებოდა ვინმეს მოძებნა. ერთმანეთს ვუგებდით და როგორც ამბობ ხოლმე ჩემთან ,,კომფორტულად და დაცულად’’ გრძნობდი თავს-ამ ბოლო სიტყვებზე სანდროს გაეცინა. -ხომ... -ამიტო მეზიზღება ამ ფრაზას რო ამბობენ ხოლმე, რა ყ*ეობა წინადადებაა. დავრჩეთ მეგობრებად. -მეც მეზიზღება ეს წინადადება... კიდე ის თქვი რო ჩემ გამო არ ვშორდებით. სან... ხო იცი რო მაინც მიყვარხარ? -მეც მიყვარხარ-სანდრო ჩაეხუტა და აკოცა-შენ ეხა შეილება ბევრ რამეს ვერ ხვდები, მაგრამ მე ვიცი რო უკვე ვიღაც გიყვარს. კიდე მეტს გეტყვი, ძაან დაიტანჯები და წინასწარ მინდა გითხრა რო ფრთხილად იყო. -რას გულისხმობ?-ანუკიმ თავი დახარა და გაწითლდა. -აწიე თავი, რა სისულელეზე წითლდები. ეგ ერთი და მეორე, მოწევა არ გიხდება. ჯერ მართლა ბავშვი ხარ. მიდი რა წასვლის წინ გაიღიმე, ვაფშე სულ დაღვრემილი სახით დადიხარ. მომენატრა ძველი ანუკი, რომელსაც არაფერი არ ადარდებდა. -ხომ... მეც მომენატრა-ანუკიმ გაიღიმა, სანდრომ ამჯერად გადაკოცნა და წავიდა. ანუკი უკან გაბრუნდა და მანქანაში ჩაჯდა. ბიჭებმა შეამჩნიეს ანუკის სახე და ერთმანეთს გადახედეს. -აუ, ნუკი მე ვერ წამოვალ. თიკა რამდენი ხანია არ მინახავს, ჩამქოლავს. -ხო, ანი, მეც ეხა მამაჩემმა დარეკა, ჩემ ძმას მანქანა ჭირდებდა და ვერ წამოვალ. -არაუშავს... დაცვას ვეტყვი და გამიყვანენ-ანუკი მანქანიდან გადავიდა და მეორეში გადაჯდა. სახლში მისული პირდაპირ ოთახში შევიდა და დაწვა. ალექსის მესიჯი დახვდა ტელეფონზე. ,,საჭმელი და ყველაფერი ნაყიდია, სადაც წახვალ დაცვა გამოგყვება, ყველაფერს მე მეტყვიან. ჭკვიანად’’ -შენი დედაც-ჩუმად ჩაილაპარაკა, ტელეფონი გადადო და დაიძინა. დილით გვიან გაიღვიძა, ტელეფონს რო დახედა 3გამოტოვებული ზარი ჰქონდა. 2 რეზისგან და 1 ნინისგან. არცერთისთვის არ გადაურეკავს, ცოტახანში კარზე კაკუნი გაიგო. ხალათი შემოიცვა და გასაღებად წავიდა. რომ გააღო რეზი დახვდა. -გირეკავდით ყველა, რატო არ აიღე?-ეს თქვა და შიგნით შევიდა-ვინმე არის? -არა... ეხლა გავიღვიძე. -ხო, არა. გუშინ ცოტა ცუდად იყავი მემგონი და ნინიმ რო თქვა არ აიღოო, მეთქი რამე ხო არ მოხდა თქო. -არა, კარგად ვარ... -დარწმუნებული ხარ? -აჰამ. უბრალოდ გადავიღალე, დღეს ნინასთან უნდა გავიდე. -დაგირეკა? -ხო, ალბათ ჭკუა უნდა დამარიგოს როგორც იციან ხოლმე ეს დედამთილებმა. რა გაუძლებს. -ხო იცი რამე თუ დაგჭირდა მე დამირეკე.ეხლა კომპანიაში უნდა გავიდე, პროსტა ნინიმ წაიღო ტვინი გადი ნახე, ცუდად ხო არ არიო. -არა, მართლა კარგად ვარ. უკვე უნივერსიტეტში არიან? -კი 1 საათია რაც ჩაფრინდნენ. ორივე ერთი და იგივე კამპუსში არიან. -კაია. -მე წავედი, მეჩქარება და საღამოს გამოდი. -ვნახოთ-რეზი წავიდა და ანუკი ოთახში შევიდა მოსამზადებლად. ნინასთან გადიოდა. თეთრი გრძელსახელოებიანი სვიტრი და შავი შარვალი ჩაიცვა. ტყავის კურტკა შემოიცვა და ნინასთან გავიდა. კარი გიორგიმ გაუღო. -როგორ ხარ ნუკი? -კარგად. სახშია ნინა? -კი, გელოდებოდა. -ელაპარაკე ალექსს? -შემომიშვებ? -ხო...-დაბნეულმა უპასუხა, ნუკი შევიდა და პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა. -დილამშვიდობის ნინა-ანუკიმ ჩანთა სკამზე დადო და ნინა გადაკოცნა. -დაჯექი, ისაუზმე? -არა, პირდაპირ აქ წამოვედი. რამე მოხდა? - ლაპარაკი მინდოდა. ყავას დალევ? -არა, მადლობა. -როგორ ხარ? -ა... კარგად? თქვენ? -მაშინ ალექსს რატო არ გაყევი? ანუკი, მემგონი შენ არ გესმის ამ სიტუაციის მთელი სერიოზულობა. ხალხი რას იფიქრებს? თაფლობის თვეში მარტო ალექსი რატო წავიდა? -ჯერ ეს ერთი, ალექსანდრეს საქმე გამოუჩნდა. -საქმე ლიზისთან ერთად? -უკაცრავად? -მემგონი იცი რომ ალექსს ვიღაც შეყვარებული ყავს. მე არ მომწონს ის გოგო, შენ ხარ მისი ცოლი და ალექსის გვერდით უნდა იყო. უნდა დააშორო ისინი, როგორც ცოლმა ეს არ უნდა აიტანო. ბოლოს და ბოლოს თავმოყვარეობა ხომ გაგაჩნია? -ბოდიშს გიხდით ნინა, მაგრამ მემგონი ეს მისი საქმეა, ვინ ეყვარება და ვინ არა მე არ მეხება. მე ამ ქორწინებაზე არც დავთანხმებულვარ. -იცი როგორ გავყევი ალექსის მამას? -არა. -ზუსტად ისე როგორც შენ ალექსანდრეს, ჩვენ ოჯახს ძალიან უჭირდა, დედაჩემს სასწრაფო ოპერაცია ჭირდებოდა, ნოდარის ცოლობა კი ერთადერთი გამოსავალი იყო. მე არ მინდოდა ქმარი, არც ოჯახი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. თავიდან არც მიყვარდა, მაგრამ შემდეგ... იცი როდესაც ადამიანთან დიდხანს ცხოვრობ, ეჩვევი და გიყვარდება. -ეს არ მოხდება. სამწუხაროდ-ანუკი ცდილობდა მაქსიმალურად თავაზიანი ყოფილიყო, რადგან არ უნდოდა ზედმეტი პრობლემები და თავის ტკივილი. -ლიზი ალექსანდრესთან ერთად არის რუსეთში. არაფერი არ იცი ამის შესახებ? ანუკი წამით დადუმდა. -ესეც ვიცოდი. -შეილება წავიდე? -ანუკი, მე მინდა რომ ორივე ბედნიერები იყოთ. მე ვხედავ რომ შენ უბედური ხარ, ვხედავ რომ ალექსიც უბედურად გრძნობს თავს. მის თავს აბრალებს მამამისის სიკვდილს... -ქალბატონო ნინა, მე ვწუხვარ ნოდარის სიკვდილის გამო, მაგრამ მე არაფრის გაკეთება არ შემილია. ალექსანდრეს ლიზა უყვარს, ეს მისი საქმეა. -მაგრამ შენ ის გიყვარს. -ცდებით. -დილით ალექსანდრეს დავურეკე, და ეს გოგონა იღებს ტელეფონს. როგორ ფიქრობ რა მხოდება როდესაც ხალხი გაიგებს რომ ის უკვე გღალატობს? -ქალბატონო ნინა, თქვენ როგორ გგონიათ, მე არ მყავს შეყვარებული? სამწუხაროდ, მე არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. ალექსანდრეს არჩევანი ლიზაა, თუ თქვენ რამე არ მოგწონთ შეგილიათ მას დაელაპარაკოთ, მაგრამ ჩემ ინტერესებშივეა რომ ხალხმა მალე გაიგოს რატომაც გავყევი ალექსს. ამას ჩემი დახმარების გარეშეც ახერხებთ მთელი ოჯახი. ამიტომ მე ხელს აღარ შეგიშლით. თუ მხოლოდ ეს იყო რისი თქმაც გინდოდათ, მაშინ თქვენის ნებართვით წავალ. იმედი მაქვს არაფერი არ გწყენიათ ჩემი ნათქვამიდან, თუ ესე არ არის მასინ მაპატიეთ-ანუკიმ ეს ყველაფერი ღიმილით უთხრა, წამოდგა, ჩანთა ხელში აიღო და ეზოში გავიდა. იქ წამით გაჩერდა და ჩაიკუზა. სუნთქვა გაუჭირდა, აღელვებული იყო, ესე თავდაჯერებულად თავი არასდროს არ დაუჭერია. ამ დროს მანქანა გაჩერდა სახლთან, იქიდან დიტო გადმოვიდა და ანუკისთან მივიდა. -კარგად ხარ?-ოდნავ აღელვებული სახით შეხედა. -ჰო... უბრ...ალოდ ორი წუთი... -წამო შიგნით შევიდეთ, წყალი დალიე, სახეზე ფერი არ გადევს. -არა, კარგად ვარ..-ანუკი წამოდგა-მანქანა მელოდება. -გინდა მე გაგიყვან? -არა, დიტო-შემდეგ მიხვდა რომ უხეშად გამოუვიდა და რბილად უპასუხა-მადლობა. -ალექსანდრეს ველაპარაკე, 2დღეში ჩამოვა. მოგიკითხა. -არ არის საჭირო ყალბი ტყუილები. რომ ელაპარაკე ვიცი, მაგრამ მე რომ ვკიდივარ მაგაში ეჭვი არ მეპარება-დიტოს არაფერი უპასუხია, უბრალოდ თავი დახარა და შემდეგ ისევ ანუკის შეხედა. მანაც არ დააყოვნა და ეზოდან გავიდა, მანქანაში ჩაჯდა და დატოვა იქაურობა. ამ ერთმა შეხვედრამ იმდენად ააღელვა, იმდენად აანერვიულა რომ ეს 2დღე ალბათ დასამშვიდებლად დასჭირდებოდა. უაზრო ნერვიულობა აუტყდა, ვერ ხვდებოდა რატომ და რის გამო. ან საერთოდ როგორ უნდა მოეშორებინა თავიდან ეს გრძნობა. საღამოს ვაკოს და რეზის დაურეკა, მარტო არ უნდოდა ყოფნა. მათაც ტკბილეული და დასალევი აიტანეს და ავიდნენ. ტკბილეული შესაბამისად ანუკისთვის, დასალევი კი მათთვის. მაგრამ ანუკიმ იმ საღამოს გართობა გადაწყვიტა. -დალევ?-ვაკომ ჭიქაში ლუდი დაუსხა. -ვაკო-რეზიმ ბოთლი გამოართვა-ძაან ბევრს უსხამ. -რეზი, ისედაც არ ვარ კარგ ხასიათზე, შენ ნუ დამიმატებ. -ნინასთან იყავი ხო? -ხო, მაგრამ ეგ არაფერ შუაშია. ნინის და სანდროს გარეშე რავი, ძაან დამაკლდნენ. -მადლიობა-ვაკოს გაეცინა-ჩვენც გვიყვარხარ, შენ გამო რა გეგმები გადავდეთ, აქ ამოვედით და... -რა გეგმები?-ანუკიმ კითხა. -რეალურად არც არაფერი-რეზიმ მაშინვე უპასუხა. -აუ რეზი, მიშველე რამე, თორე მართლა გავაფრენ-ანუკიმ ჭიქას მოკიდა ხელი, გადაიყუდა და წამებში ჩაცალა, შემდეგ კიდევ ერთხელ დაისხა. რეზი ანუკისთან გადაჯდა და მიიხუტა. -დედაშენი შეგვხვდა წეღან. -მერე?-უცებ წამოყო თავი დედამისის გაგონებაზე. -არაფერი, შენი მამიდაშვილი ჩამოსულა. დაელაპარაკე, იქნება და წამოვიდეს და ნახოსო, მამიდაშენიც აქ არი. -ამერიკაში არ იყო? -ხოდა დაამთავრა სწავლა და ჩამოვიდა. ჩვენ ვერ ვთხოვთ, არ დაგვიჯერებსო და შენ მოგისმენსო. -უეჭველი, ეხლავე გავიქცევი საყვარელ მამიდასთან. ჩააფურთხონ და რეზი მეორეჯერ არცერთის სახელი არ მიხსენო. დედა რომელიც ამას შვილს გაუკეთებს,.... იმას დედა არ ჰქვია, ბატონ ზურაზე ხო ლაპარაკი არ მაქვს. -კაი, დამშვიდდი. ტატო მაინც ნახე, მაგან რა დაგიშავა?-ვაკო და ტატო დიდიხნის მეგობრები იყვნენ, ანუკიმ ვაკო ზუსტად ტატოსგან გაიცნო. -არ ვიცი... -ნუკი, ხო კარგად გიცნობ. სანდროს და ნინის გამო ხარ ესე? -კი, რა იყო?-ანუკის ერთადერთი რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა იყო მსახიობობა. შეეძლო ისე მოეჩვენებინა თავი თითქოს მართლა არაფერი ადარდებდა, მაგრამ ყველაზე ახლო მეგობრები როგორებიც რეზი და ნინი იყვნენ, თუნდაც ტატო, წამებში არჩევდნენ როდის ამბობდა ის სიმართლეს ან ტყუილს. -რაც. რა მოხდა-ვაკომ ბოთლი აიღო და მოიყუდა. -ხვეწნა მაგრა გვეზარება მეც და ვაკოსაც. არ იტყვი? -არაფერია მოსაყოლი, მემგონი მირეკავენ-ანუკის ტელეფონი სამზარეულოში ჰქონდა შეერთებული დასატენად, ადგა და იქით გავიდა. ალექსი იყო. გაუთიშა და ოთახში გაბრუნდა. -ვინ იყო?-რეზიმ ჰკითხა. -ბატონი ალექსანდრე. -ნუ თუ ბატონია რატო უთიშავ?-ვაკოს უკვე მართლა დააინტერესა რა ხდებოდა. -ბატონი ყ*ე. ანუ მისი სახელი პირდაპირ ამას ნიშნავს. ლათინური სიტყვაა და... -გასაგებია-რეზიმ შეაჩერა-ანუ ალექსანდრეს გამო ხარ ესეთ ხასიათზე. ნინასთან იყავი... ნინა გელაპარაკა ალექსზე. გამოვიცანი? -შიერლოკი ხარ, გილოცავ-კიდევ ერთი ჭიქა დალია. -და რა უნდოდა? -აუ არაფერი, ხო ხვდები რო არ მინდა ამაზე ლაპარაკი? მაგიტო დაგირეკეთ რო ცოტა ხასიათზე მოვსულიყავი თქვენ კიდე დაკითხვას მიწყობთ. ეს დედა აფეთქებული ტელეფონი ხო არ მოკეტავს!!!-დაიღრიალა და სამზარეულოში გავიდა, გათიშა და საერთოდ გამორთო. შემდეგ შეწყვიტეს ალექსანდრეზე ლაპარაკი, ნუკის გასამხიარულებლად ბიჭებმა ტატოსთან დარეკვა გადაწყვიტეს. რომ ანუკისთვის სურპრიზი მოეწყოთ. მის მოსვლამდე გაძეგლებული იჯდა, ხან ეწეოდა და ხან ლუდს სვამდა. -ვინ არი, გააღეთ რა-კარზე კაკუნი გაისმა. რეზი წამოდგა და კარი გააღო. ოთახში კი ტატო შემოვიდა. -არ მოვენატრე, ტყუილად მოვედი?-ტატომ ხელები გაშალა, ანუკი გიჟივით წამოხტა, მივარდა და ჩაეხუტა-სიმაღლეში გაიზარდე ხო?-ტატო სულ პატარასავით ექცეოდა ხოლმე-დაბადების დღეზე რამოდენიმეჯერ თოჯინაც გიყიდე, მაგრამ ვერ გამოვაგზავნე, არ ვიცოდი კიდე თამაშობდი თუ არა, ეხლა მითხრეს ქმარიო და აი, სხვა რამე გიყიდე-ტატომ საჩუქარი მისცა, ანუკიმ მადლობა გადაუხადა და ისე რომ არ ჩაუხედავს გადადო. ისეთი მონატრებული ყავდა რო არაფერი არ აინტერესებდა. -რა გამიბუღეთ აქ ჩემი ბიძაშვილი. სიგარეტის სუნი ადის და ლუდის-ტატო ვაკოს გვერდით დაჯდა. ვაკომ და რეზიმ ერთმანეთს გადახედეს. -ჩვენ რას გვაბრალებთ, ბატონო ტატო. ჩვენ მხოლოდ ვსვამთ, და მისგან მოშორებით. აი ეს პატარა ქალბატონი კიჯ გვაბოლებს, დავიხრჩვით. -რას ბოდავს?-ტატომ ანუკის გახედა. -დაიკიდე-ნუკიმ უცებ ჩააქრო სიგარეტი, რაზეც რეზის გაეცინა. -ნუკი, არ ამიშალო ეხლა ნერვები. ეწევი? -არა, ეს ერთი-ორჯერ გავსინჯე. -იმედი მაქ, თორე ხო იცი როგორ არ მევასება ესეთი რაღაცეები. ვაფშე გოგოს... -ხო ვიცი, ვიცი. არ უხდება. მიდი რა დაურეკე ლილის ეგეც თუ აქაა და ამოვიდეს რა მოვიწყინე და ცოტა გავერთოთ რა. ლილი ტატოს შეყვარებული ჰქონდა, ის და ანუკი დაქალობდნენ. ლილის კიდევ ორი დაქაილ ამოყვა. შემდეგ ვაკომ მის ერთ ძმაკაცს დაურეკა. დინამიკებში მუსიკები ჩართეს, სასმელიც იქვე ჰქონდათ და ანუკისაც უკვე დავიწყებული ჰქონდა ნინასთან საუბარი. რამოდენიმე ჭიქის შემდეგ საერთოდ დათვრა და დივანზე მიეგდო. სანამ დანარჩენები ცეკვავდნენ ტატო გვერდით მიუჯდა, ხელიგ ადახვია და მიიხუტა. -ბევრი დალიე? ნუკიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ცოტახანში კარი გაიღო და ოთახში ალექსი შემოვიდა. -ნუკი? ანუკი!-ანუკის მივარდა-რა ხდება აქ?!-ხელი ჩაავლო და ისე სწრაფად წამოაყენა, ანუკის თავბრუ დაეხვა და ალექსის ხელებში ჩავარდა-ნუკი! შენ ვინ ხარ ვაბშე?-ტატოს მიუბრუნდა. -ნუკის მამიდაშვილი. ამ ჩხუბში ყველა წავიდა. მხოლოდ ალექსი, ტატო და ნუკი დარჩნენ. -ისა... ესენი... ჩემი მეგობრები არიიიანნნ. -ოთახში გავიყვან. -რა ოთახში გაიყვან, ნუკი ვინ არის ეს! ნუკი! -ჩემი მამიდაშვილია რა წაიღე ტვინი ალექსანდრე. რა ლამაზი თვალები გაქ?-მხოლოდ მაშინ გააცნობიერა ალექსმა რომ კიდე ხელებში ჰყავდა ჩაწვენილი და წამოაყენა-მოკლედ. ღამე მშვიდობის. ტატუუუშ, აი ძაან მომენატრე. მარა დავიღალე. ამ ძროხას არ წამოედო გასვლისაას. ტატო გადაკოცნა და ოთახში გავიდა. ალექსანდრეს ყურადღება არც მიუქცევია ტატოსთვის და ანუკის გაყვა ოთახში. -რო გირეკავ რატო არ იღებ ტელეფონს? -მართალი ხარ. ალექსანდრე. სწორია, ასი პროცენტით. -რეებს ბოდავ? რამე მოწიე? -რას მკადრებთ... მე ხომ ალექსანდრე... რა გვარი ხარ? ა, რა მნიშვნელობა აქვს. შენი ცოლი ვარ, ხოდა ისევე ვიქცევი როგორც ჩემი ქმარი. საყვარელო, მეძინება და მაგრა მეზარება შენთან ლაქლაქი-ანუკიმ ალექსს კარი ცხვირწინ. ალექსანდრეს აღარ დაუწყია ყვირილი, მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა ანუკისთან ლაპარაკს. ცოტახანში ანუკი ოთახიდან გამოვარდა და აბაზანაში შევიდა. ალექსანდრეც უკან გაყვა. -ნუკი-ანუკი ტვალეტთან იჯდა და გული ერეოდა. ალექსი მივიდა და თმა დაუჭირა. შემდეგ სამზარეულოდან წყალი მოუტანა-დალიე, წავალ ბორჯომს ამოგიტან. ესეც მოიქცა და ზუსტად 5წუთში სახლში იყო. ანუკი სამზარეულოში იჯდა, თან პლედი ჰქონდა შემოხვეული. ალექსანდრე როდესაც პირველად შევიდა სახლში, როდესაც ანუკის ფართი ჰქონდა მოწყობილი, უნდოდა რომ ბოლო ხმაზე ეღრიალა და ყველა სათითაოდ ეცემა და შემდეგ გაეყარა იქიდან. მაგრამ იმ მომენტში ანუკისთან ჩხუბი არ უნდოდა, პირიქით. სამზარეულოში შევიდა, ბორჯომი მაგიდაზე დადო და ჭიქა გამოიღო კარადიდან. თან ანუკის უყურებდა. -კაი ვიცი ეხა რო ტვინს წაიღებ, რო არ უნდა დამელია, რო შენი ცოლს ეს არ ეკადრება და ასე შემდეგ. თავი შენ გარეშეც მისკდება. -არაფერს არ ვამბობ. -ჰა? ბორჯომში ჩამისხი რაღაც? -არა, პირველად დალიე, მესმის. -ჰმ... იქნე...ბა და ადრეც დავლიე? -არ გეტყობა-ჭიქა გაუწოდა, ანუკიმაც გამოართვა და ოდნავ მოსვა. -საწამლავის გემო არ აქვს, ჯადო გაუკეთე? ვაფშე რატო ჩამოხვედი ესე ადრე? -მალე დავამთავრე საქმეები. ანუკიმ იცოდა რომ სხვა რამეში იყო საქმე, მაგრამ ლიზიზე ლაპარაკი არ უნდოდა. მთლიანი ძალა ეცლებოდა როდესაც ამაზე ფიქრს იწყებდა. არ უნდოდა იმის გაფიქრება თუ როგორ ამცირებდა ალექსი. ამაზე ფიქრის შემდეგ ისევ მოეღუშა სახე, ალექსანდრეს არც ეს გამოპარვია. -რამე მოხდა? თუ რატო დალიე? -არაფერი. -მაინც? -არაფერი, დავიღალე ძილინებისა. -ხვალ მამაშენთან უნდა გავიდეთ. -არა. -ანუკი. -არა და მორჩა. ყველა იქით ნუ მექაჩებით-შემდეგ ოთახში გავიდა და საწოლში დაწვა. ალექსანდრე აღარ გაყოლია, არ უნდოდა მასთან ჩხუბი. ეს საღამო პირველი შემთხვევა იყო როდესაც ესე მშვიდად ილაპარაკეს ერთმანეთთან. ალექსანდრემ დილით კარზე დაუკაკუნა ნუკის და ისე შევიდა. -რა ოხრობა გინდა... -დაბადების დღეს გილოცავ. -უი... დღეს... -კი-ფოდნოსით საუზმე შეუტანა და გვერდით მაგიდაზე დაუდგა. -ხომ... მადლობა. -არაფრის. ადექი რო ისაუზმებ, რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო. -დაჯექი და მითხარი. თან შევჭამ-ანუკი წამოდგა და ფოდნოსი მუხლებზე დაიდო-აბა? -არ მინდა რა შენთან ჩხუბი. მამაშენმა დარეკა, ხვალ თქვენთან გამოვალთო, შენი დაბადების დღის პონტში. ანუკიმ წვენი აიღო და დალია. -რისი წვენია? გემრიელია. -ნუკი. -ნუკი რა ალექსანდრე? მე მაინც არ მეკითხები მინდა თუ არა, რაც გინდა ის ქენი, მაგრამ ჩემი დაბადების დღე რომ მაინც შემარგოთ შეილება? არ მინდა არც ერთის დანახვა. თუ გინდა ესე გადაეცი. ალექსანდრე ჩაფიქრდა. -კაი-და ოთახიდან გავიდა. ანუკიმ ტელეფონს დახედა და ნახა მესიჯი სანდროსგან. ,,დღეს უსაყვარლესი ადამიანის დაბადების დღეა, ძაალიან ძალიან მიყვარხარ ნუკი, ჩემი საჩუქარი რეზის აქვს, მოგიტანს დღეს. ჩემო სიცოცხლე, არ მოიწყინო’’-სანდრო. ანუკის გაეღიმა და პასუხიც მიწერა. ,,სან მადლობაა’’ შემდეგ ნინის გამოტოვებული ზარი და უზარმაზარი მესიჯი დახვდა, უცებ კი ისევ მან დაურეკა. -გილოოოცაავ, ვერ წარმოიდგენ უკვე როგორ მენატრები სიიიხ, აი იმხელა ტექსტი მოგწერე თუ არ წაიკითხე გირახუნებ თავში. უკვე 18ის ხარ, არ მჯერა. საუკეთესო კლუბში წადით დღეს შენ და ბიჭები. გავიგე რო ტატო ჩამოვიდა, რაღა ჩემ ჯინაზე, ისევ ლილისთან არი? -მადლობა ნინ, წავალთ. არ წამიკითხავს ჯერ ტექსტი და კი ტატო ისევ ლილისთნ არი. და კი მეც ძააან მომენატრე. -რას შვება ის შენი ქმარი? -რავი, დილით საუზმე გამიმზადა და ფოდნოსით შემომიტანა, ამაგდო 10საათზე. მერე კიდე ალბათ რამე ჩამიყარა, რო გავებრუებინე. -საუზმეო? ჩამოვიდა? -კი, საქმეები აღარ ჰქონდა. რეალურად ხო ვიცი რაშიცაა საქმე. ალბათ დედამისმა დაურეკა ან ლიზის მობეზრდა იქაურობა. -შენ დაბადების დღეზე მაინც ნუ იფიქრებ ამ ლიზიზე. -სანდრო როგორაა? -რავი რაც ჩამოვედით არ მინახავს. მემგონი გაიცნო უკვე ვიღაცეები. -ვიღაცეები? -ხო. -გოგო ვინმე? -რა მნიშვნელობა აქვს? -ა...რანაირიი. ისე ვიკითხე. -კაი წავედი,აბა შენ იციი. დამირეკე და მომიყევი მერე ყველაფერი. -კაი. ანუკი წამოდგა, ხალათი შემოიცვა და ოთახიდან გავიდა. -ეს დალიე-ალექსანდრემ ტაბლეტი გაუწოდა. -რა დამაძინებელია რო მომიტაცო და მამაჩემთნ წამიყვანო ხო? -თავის ტკივილისთვის არი. ანუკიმ გამოართვა და დალია. -და წადი ჩაიცვი, დიტო აპირებს მოსვლას. -ხალათი მაცვია, რა იყო? -ანუკი. -უიმე, კაი ხო. -ნუკი, ესეთ რთულ რამეს ვითხოვ? ანუკი ოთახში გავიდა. ცოტახანში კი დიტო მოვიდა. -სად არი იუბილარი? -ოთახში, გამოვა მალე. -ლიზა დააშოშმინე? -არ ვიცი, ტვინი მოტ*ნა უნდა გავიცნოო. მაგის გამო მტოვებო. ანუკის დაბადების დღე ვაფშე არ მახსოვდა, არ გამოვიდოდა ისე რო არ ჩამოვსულიყავი. ვუთხარი დარჩი და 2დღეში დავბრუნდები თქო. -გითხარი, დაშორდი თქო. ალექსანდრეს არაფერი უპასუხია, კარადიდან ვისკი გამოიღო და ჭიქაში დაისხა, შემდეგ კი უცებ გადაკრა. ცოტახანში ანუკიც გამოვიდა. თეთრი, მოკლე კაბა ეცვა, სახეზე კი ოდნავ ტონალური ეცვა. -გილოცავ ნუკი-დიტომ გადაკოცნა და საჩუქარი მისცა. -მადლობა დიტო-ანუკიმაც გადაკოცნა, საჩუქარი ოთახში შეიტანა და ისევ გამოვიდა-ტატო უნდა მოვიდეს ეხა ცოტახანში, მერე კლუბში ან სადმე გამიყვანენ ესენი. საღამოს ვიქნები. -უნდა გახვიდე?-ალექსმა გაკვირვებულმა შეხედა. -ხო, საღამოს გვიან მოვალ რა. დაცვა გამომაყოლე თუ ესე არ მენდობი. -კაი... -ალექს, შენ არ მიყვები?-დიტომ იცოდა რომ ანუკის არ უნდოდა ალექსანდრეს იქ ყოფნა, მაგრამ ალექსი შეეცოდა. რადგან ნუკის გამო მიატოვა ლიზი. -აუ მეზარება, წავიდნენ ბავშვები გაერთონ და მერე მოვა. -ბავშვები, აჰამ. შენზე მეტი ტვინით. -ნუკი, მე არ დამპატიჟებ?-დიტომ ჰკითხა. -ამ ცხოველის გარეშე თუ მოხვალ წამოდი. -არა, ამ ცხოველის გარეშე არსად არ დავდივარ. თან შენი ქმარია, სასარგებლოა თქვენი ერთად გამოჩენა ბიზნესისთვის. -ნუ თუ ესე ძალიან უნდა, წამოვიდეს. -იცი რა, არსად... დიტომ არც დააცადა ალექსს წინადადების დამთავრება. ცოტახანში კარზე კაკუნი გაისმა. ანუკი კარისკენ გაიქცა, გააღო და ტატოს გადაეხვია. -ჩემი დიდი გოგოო-ტატო ისევ პატარასავით ექცეოდა, ჩაეხუტა, თმები აუჩეჩა და შიგნით შევიდა-გამარჯობა-მიესალმა და ისევ ანუკის მიუბრუნდა-რა ნაცნობი კაბა გაცვია. -ხო ერთმა მაჩუქა-გაეცინა-დალევ რამეს? -არა, აირჩიე რომელ კლუბში წავალთ-ორივე სავარძელზე დაჯდნენ. -არ ვიცი, ადრე არ ვყოფილვარ... -ვის ატყუებ ძაან გთხოვ, სურათები მაინც არ გედოს. ვითომ მე არ ვიცი? -ხო... არა, მართლა შენ ამოირჩიე.სადაც ბანძი ხალხი და სიტუაცია არ იქნება. -მე როდის წამიყვანიხარ ბანძ ადგილას. კაი, მოვიფიქრებ და მოგწერ. ვინები მოგყავს? -რეზი, ვაკო უეჭველი თორე ტვინს წაიღებს, ალბათ თავისი შეყვარებულით, მერე....ხო შენ და ლილი, ალექსანდრე, დიტო, საბაც, რავი და მაგის შეყვარებული. ალექსანდრე დიტოს ელაპარაკებოდა და როდესაც საბაზე გაიგო გაჩუმდა. -აუ ეკე არ მინახვას საუკუნეა, აქ არი? -კი, 1კვირა კიდე იქნება მერე მიდის. დავურეკო? -ხოო, ძაან მომენატრა. -კაი. ნუკი, მე ხო ვაფშე ყველაფერს მოგიწყობ მაგრამ მეც მაქ სათხოვარი. -რაც გინდა ის მთხოვე. გისმენ. ალექსანდრეს ამაზე კიდე უფრო მოეშალა ნერვები. -ვიცი რო ძაან ცუდ პონტში ხარ მშობლებთან, მარა შანსი არაა რო დღეს არ ნახო. -შანსი არაა-ანუკი წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა, მაგრამ ტატომ ისევ გააჩერა. -ნუკი, 1საათით, დედაჩემს ელაპარაკე იმათ ვაფშე ნუ გასცემ ხმას, მარა 1 საათით მაინც გავიაროთ რა კლუბიდან, ან კლუბამდე. ბოლოს და ბოლოს შენი მშობლები არიან. -ტატო, არ არსებობს. -ანუკი, რამე მითხოვია შენთვის? -ა.. -ხოდა, ეხა გთხოვ. -კაი. ჯანდაბას. მარა დედაშენი უეჭველი უნდა იყოს. ალექსანდრე ლამის აფეთქდა, დიტო კი სიცილით კვდებოდა. ტატომ მათკენ გაიხედა და ისევ ანუკისთნ მივიდა. -კაი წავედი მეჩქარება, ლილის უნდა გავუარო და მერე მოვიფიქრებთ სად უნდა წავიდეთ. ჭკვიანად-შუბლზე აკოცა და წავიდა. -ჭკვიანადო ნუკიი-ალექსანდრეს გაეცინა. ნუკიმ ყურადღება არც მიაქცია. -კაი მეც წავედი, საღამომდე ანუკიი-გადაკოცნა და წავიდა. -ისე მე ორი საათი რო გთხოვდი რო შენები გენახა და არ დამთანხმდი? -და? -ტატოს ესე მალე დათანხმდი. -მერე? -დედა შე*ეცი ნუკი ჩემ ნერვებზე თამაშობ? -ნუ იგინები ჩემი თანდასწრებით, ეგ ერთი. მეორეც მე არავის ნერვებზე არ ვთამაშობ, მთხოვა ადამიანურად. და ამას არ მოვუტაცებივარ და ცოლად არ მოვუყვანივარ, არ მიკონტროლებს რას, სად და როგორ ვაკეთებ. მე ადრეც გითხარი და ეხლაც გიმეორებ, რო არ ვაპირებ დამორჩილებას. არც შეგეგუები, არც შემიყვარდები, საერთოდ თითს არ გავანძრევ შენ გამო. გესმის? -დარწმუნებული ხარ?-ალექსი უფრო ახლოს მივიდა და წელზე შემოხვია ხელი. -შენ ცოტა ბევრი მოგივიდა დალევა-ანუკის გაეცინა და ისიც ახლოს მივიდა ალექსთან, ხელი სახეზე მოკიდა და უფრო ახლოს მიიზიდა. შემდეგ კი ყურში ჩასჩურჩულა-ფრთხილად იყავი, ლიზიმ არ გაგიგოს ეხლა რასაც აკეთებ-გაეცინა და მაშინვე მოშორდა. ალექსი კი ერთ ადგილზე იდგა. *** საღამოსთვის ისევ ის თეთრი კაბა ჩაიცვა, ძალიან მოსწონდა. ოდნავ მაკიაჟი გაიკეთა, ფეხზე ქუსლებიანი ჩაიცვა, ხელზე საქორწინო ბეჭედი გაიკეთა, რომელსაც ძალიან იშვიათად ხმარობდა და ოთახიდან გავიდა. -მზად ვარ-ანუკიმ ალექსს გაუღიმა. ალექსანდრე წამით გაშეშდა, ანუკის თვალიერებას შეუდგა, შემდეგ უცებ მოვიდა გონს და ანუკისთან მივიდა. -ეს ჩემგან-საჩუქარი გაუწოდა. -ჯაჭვია უეჭველი ხო? რო მიმაბა საწოლს და ვაფშე სუ აქ ვიყო, ვალაგო, საჭმელი გიკეთო... -დაახლოებით. ყელსაბამია,მაგრამ თუ გინდა ჯაჭვი დაუძახე. ანუკიმ ნელა ამოიღო პატარა ყუთი, გახსნა და გაეღიმა. -მართლა ყელსაბამი ყოფილა. -დამდებ პატივს და ამ საღამოს გაიკეთებ? -გიჟი ხარ? კლუბში? -ხომ. კლუბის მერე, შენებმა გვთხოვეს რომ რესტორანში წავსულიყავით. -კაი, მარა მე ერთი საათი შეგპირდით. მერე გავიკეთებ, მართლა მომეწონა. მადლობა. მაგრამ გვეჩქარება-ანუკიმ ეს ყველაფერი ისე უთხრა როგორც ნებისმიერს რომელიც საჩუქარს ჩუქნიდა დაბადების დღეზე. და არა ისე როგორც ქმარს. ალექსმა კარი გააღო და ორივე კლუბში წავიდნენ. ალექსმა საერთოდ დაახურინა, რომ მხოლოდ ანუკი, მისი მეგობრები და თვითონ ყოფილიყვნენ. ტატოს სურპრიზის გაკეთება სურდა და სხვებიც დაპატიჟა, ანუკის უახლოესი მეგობრები, ბევრი მისი კლასელიც იყო. ბევრი იმ საღამოს არ დაულევია, ბოლომდე ისიამოვნა, შემდეგ კი ყველა დაიშალა, ალექსი და ანუკი კი ზურასთან წავიდნენ. უკვე გვიანი იყო, მაგრამ ალექსმა თხოვა ცოტახნით მაინც გავიდეთო. ანუკისაც ეზარებოდა მასთან კამათი და დათანხმდა. -ანუკი, როგორ მომენატრე-მამიდამისი კარებშივე შეეგება და ჩაეხუტა-გილოცავ ჩემო გოგო. -მადლობა, ნინო. მარტო შენ გამო თუ არ მოვედი დღეს რა. და შენი შვილის გამო. მიუხედავად იმისა რო ძმაკაცებთან ერთად სადღაც წავიდა და დამტოვა. -ბევრი დალია? -არ ვიცი, ნინო. -კაი, შენ ალექსი ხარ ხომ?-ნინომ მხოლოდ ეს უთხრა და გატრიალდა. ის ანუკის მხარეზე იყო. ანუკი და ნინო ყველაზე ახლოს იყვნენ, პატარაობიდანვე გიჟდებოდა ანუკი მამიდამისზე, რადგან სხვა ნათესავებიდან ვერავინ უგებდა. შიგნით როდესაც შევიდნენ, ბევრი ხალხი დახვდათ. იუბილარის დანახვაზე ყველამ არეულად გილოცავს ყვირილი დაიწყო, თან ტაშის დაკვრა. ანუკის თვალებში ცეცხლი აენთო, სულ ერთი საათით აპირებდა მოსვლას, სტუმრების კი არა მშობლების ნახვაც არ სურდა. მაშინვე გასასვლელისკენ წავიდა, მაგრამ ალექსმა ხელი ჩასჭიდა. -სად მიდიხარ?-ჯერ მშვიდად ჰკითხა. -სადაც! ხელი გამიშვი! -ხო შევთანხმდით რომ ერთი საათი დარჩებოდი? -არ შევთანხმებულვართ ოთხას ადამიანზე!! -ნუ ყვირიხარ!-ალექსმა ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა და კარი მიიხურა-არ ვიცოდი თუ ვინმე იქნებოდა, არაფერი არ უთქვამთ შენებს. ხო ხედავ შენმა ტატომაც არ იცოდა. -ალექსანდრე, აქ მე არ დავრჩები. -დარჩები, თან როგორ დარჩები. ყველას სათითაოდ მიესალმები, მადლობას გადაუხდი მოსვლისთვის, საჩუქრებს ღიმილით გამოართმევ! და მოიქცევი ისე როგორც ჩემ ცოლს შეეფერება. -და თუ არა? -დამიჯერე, მაგის გაგება ნაღდად არ გინდა. -ალექსანდრე, ძაან გთხოვ წავიდეთ. -ამის დედა შევე*ი! ანუკი! არ არის საკმარისი ერთხელ ნათქვამი? ორჯერ არ გავიმეორებ. ძალით გაგათრიო როგორც ორი წლის ბავშვი?!!! რატო მაიძულებ?!-კედელთან მიიყვანა და მიაბჯინა, შემდეგ ხელი უფრო მაგრად მოუჭირა-რადგან შუბლზე იარაღს არ გადებ როგორც მამაშენი აკეთებს, არ ნიშნავს რომ მასზე ნაკლები ვარ. მეტიც. ეხლა დროზე, გახვალ იმ ოთახში, თუ არადა ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ. -რას იზამ მცემ? -ანუკი!!!-იმხელაზე დაიღრიალა ალბათ ყველა სტუმარმა გაიგო. ანუკის შერცხვა, ხელი უხეშად მოაშორებინა და ოთახიდან გავიდა, ალექსიც თან გაყვა. ანუკი მართლაც ყველას მიესალმა, მადლობა გადაუხადა მოსვლისთვის და ასე შემდეგ... მხოლოდ მამამისს ახლოსაც არ გაკარებია. ყველანაირად ცდილობდა თავი შორს დაეჭირა. -ანუკი, ვერ დავიჯერებდი შენ თუ ალექსანდრე ბექაურს გაყვებოდი. მე და შენი ძმა ალექს, პატარაობიდან ერთად ვიზრდებოდით, არა მგონია გახსოვდე-ანუკის მამის ბიძაშვილთან ლაპარაკი ჰქონდა გაბმული ალექსს. დაახლოებით 25 წლის გოგონა იქნებოდა, მართლაც გიორგისთან ერთად იზრდებოდა. ამ ოჯახს კარგად იცნობდა, დიდიხანი ალექსზე ჰქონდა თვალი დადგმული. ანუკიმ დაინახა როგორ შესციცინებდნენ ერთმანეთს და მათთან მივიდა. მას ქეთისთან კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონდა. -ალექს, დავიღალე. წავიდეთ რა. -ცოტახანიც, თურმე მამაშენის ბიძაშვილი ჩემ ძმას იცნობდა. -ხომ? არ ვიცოდი. -ისე, რაღაცნაირად არ უხდებით ერთმანეთს. მაგრამ სიყვარული ხომ ყველაფერია. მართლა გიყვართ ხომ ერთმანეთი? -რა არ გჯერა?-ანუკიმ გამომწვევად შეხედა ქეთის. -როგორ არა... მაგრამ რავიცი აბა. მიდი, აკოცე რა. ბავშვი ხო აღარა ხარ, დღეს უკვე 18წლის გახდი. -ხალხში, ესეთი ქცევა მიუღებელია-ანუკიმ ღიმილით და მშვიდად უპასუხა. -შენი დაბადების დღეა, ხალხი გაგვიგებს-ალექსმაც გაუღიმა. ანუკიმ ლამის ძვლები ჩაუმტვრია ისე გაჰკრა იდაყვი. -სწორს ამბობს, ნუ თუ არ გიყვარს... გასაგებია. ან არ გქონიათ სიახლოვე... მაგრამ რა ჩემი საქმეა. -გეთანხმები ქეთი, არანაირად არ არის შენი საქმე, მაგრამ ერთს გეტყვი. მე და ალექსს თავდავიწყებით გვიყვარს ერთმანეთი-ცოტაც და ანუკიც ალბათ რამეს გადაამტვრევდა ქეთის თავზე. ალექსი მიხვდა და ხელი ხელში გაუყარა, ოდნავ მოუჭირა, რომ დამშვიდებულიყო. -ნუნუკა, ჩემო ცხოვრება. -რა ნუნუკ....-ანუკის უკვე ყელში ჰქონდა ეს ყველაფერი ამოსული, ალექსი კი ერთობოდა-ხო საშიკო? -ჩვენ ხომ თავდავიწყებით გვიყვარს ერთმანეთი, მოდი დავივიწყოთ რომ აქ ვართ და მივეცეთ გრძნობებს. ქეთი უკვე უხერხულად გრძნობდა თავს, რადგან ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. უნდა გახარებოდა ალექსის ესეთი რეაქცია თუ პირიქით? -ხომ... მე დაგტოვებთ. -არ არის საჭირო, ქეთი. მე დავიღალე, დაცვას ვეტყვი და წავალ. ნახვამდის საყვარელო-ხელი მოაშორებინა და გარეთ სირბილით გავიდა. უკვე სუნთქვა აღარ შეეძლო. იმდენად აღელვებული და გაბრაზებული იყო. სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო. -ყ*ე-ჩაიკუზა და ტირილი დაიწყო-ადრე თუ გვიან მაინც აგებს პასუხს... ყ*ე.... ამ დროს ალექსანდრეც გამოვიდა. -ანუკი, რა გჭირს? საყვარელო? -მთელი არსებით მეზიზღები. მეზიზღება ყველაფერი... რაც შენ გეხება. შენი სუნთქვაც მაღიზიანებს... იმდენად ამაზრზენი ხარ ჩემთვის.. ალექსანდრე გაშეშდა, ვერ მიხვდა რატომ გამოიწვია მასში ესეთი გაღიზიანება. -წეღან ქეთის... გამო გაბრაზდი?-ოდნავ გაეღიმა-ანუკი, ხო ვღადაობდი. -არა... მეზიზღები. შენ წამართვი ყველაფერი. თავისუფლება... სანდრო... მეგობრები... შენ გამო ოჯახს არ ველაპარაკები. რა საჭიროა ეს თვალთმაქცობა? ყოველ დღე მიდიხარ ლიზისთან, ტყ*ავ, მერე მოდიხარ ჩემთან ვითომ გაინტერესებს როგორ ვარ. ხან ლიზის ტკენ გულს... ხან... რაც გინდა ის გააკეთე, არ იყავი ვალდებული რომ ჩამოსულიყავი ჩემ დაბადების დღეზე, არავის არ უთხოვია. ჯანდაბაშიც გზა გქონია-წამოდგა, სახე მოიწმინდა და მანქანისკენ წავიდა, მაგრამ ალექსმა ხელი ჩაავლო, მისკენ შემოაბრუნა და მოულოდნელად აკოცა. ანუკიმ მაშინვე მოახდინა რეაგირება, მოიშორა თავიდან, შიგნით შევარდა და მის ძველ ოთახში შეიკეტა. ალექსანდრე არ გაკიდებია, გარეთ იდგა. ანუკი სიმწრისგან ტიროდა, მაგრამ ალექსანდრეს არც ერთი წამი არ უნანია. იცოდა რომ ეს უბრალოდ ანუკის ბავშვური გამოხტომა იყო. იმ მომენტში მას თავის შეკავება არ შეეძლო, როდესაც ანუკი ესეთი უსუსური დაინახა... -ანუკი, კარი გააღე. ნინო ვარ. ანუკიმ კარი გააღო და ისევ საწოლში დაწვა. -მამიდა, რა დაგემართა? ანუკიმ არაფეირ უპასუხა. -მეზიზღება-მხოლოდ ეს თქვა და ტირილი განაგრძო-მთელი გულით... მეზიზღება. ნინომ კარი მიიხურა და ანუკის გვერდით ჩამოჯდა საწოლზე და გაეღიმა. -ალექსანდრე ხომ? -ნუ მიხსენებ მის სახელს-თავი ბალიშში ჰქონდა ჩარგული და ტიროდა. -მამიდა, მე მაინც რატო მატყუებ? ან შენ თავს? -ამაზრზენი... უტაქტო... ცხოველი... -გინდა ამაღამ აქ დარჩი? შენებს ვეტყვი რომ ჩაგეძინა. არამგონია წინააღმდეგი იყოს რომელიმე. ანუკიმ პასუხის ნიშნად თავი დაუქნია. -როგორც ადრე ვაკეთებდით ხოლმე, მოვიტან კომპიუტერს, ტკბილეულს და ფილმს ვუყუროთ ხომ? გამოგიკეთებს ხასიათს. ამაზეც არაფერი უპასუხია, ისევ თავი დაუქნია. -და სახე ჩამოიბანე, მაკიაჟი სულ აგეთხაპნა. მიდი-ნინო წამოდგა და ოთხიდან გავიდა. უცებ ანუკის ტელეფონზე დაურეკეს. ალექსი იყო. ანუკიმ ტელეფონი გამორთო და აბაზანაში შევიდა. სახე ჩამოიბანა და ოთახში გამობრუნდა. მონატრებული ჰყავდა მისი ოთახი, სადაც უფრო მეტ დროს ატარებდა ვიდრე გარეთ. ფანჯრის რაფაზე შემოჯდებოდა, ესე შეეძლო საათობით ყოფილიყო. სიმშვიდე უყვარდა. არ შეეძლო ხმაურის ატანა. გარეთაც მარტო უნდოდა ხოლმე სეირნობა, მაგრამ არავინ აძლევდა უფლებას. ახლა კიდევ უფრო ჩაკეტილად გრძნობდა თავს. ყველას ემორჩილებოდა, ყველაფერს უსრულებდა... ხვდებოდა რომ ნელ-ნელა კარგავდა იმ ყველაფერს რითიც ცხოვრობდა. ენერგია რომელიც ამ ყველაფერთან გამკლავებაში ეხმარებოდა იცლებოდა, მის აღდგენას კი უფრო მეტი დრო დაჭირდებოდა ვიდრე ანუკის წარმოედგინა. ცოტახანში მამიდამისიც შემოვიდა. ჯერ ფილმს უყურეს, შემდეგ მთელი ღამის განმალობაში ლაპარაკობდნენ სხვადასხვა თემებზე. გვიან ღამით კარზე კაკუნი გაისმა და ტატო შევიდა. -არაა, სახე რატო გაქ დასიებული ჩემო ცხოვრება?-ფეხზე გაიხადა და ანუკის გვერდით წამოწვა. -დაანებე თავი, ჩემ ლამაზ გოგოს. -ვინ თქვა რო ლამაზი არაა? უბრალოდ ერთი შეგეშალა ნინო, ეს ჩემი ლამაზი გოგოა. -აბა კიი. -აბა, რაზე ლაპარაკობთ? შენი ქმარი გინდა დავჭრა? მანქანით გადავუარო? ამოირჩიე, თუ ვცემო. აა ვაფშე მოვაჭ... -ტატო. გეყოფა-ნინომ გააჩერა-ისე ვლაპარაკობდით. -აუ დარჩით რა ორივე დღეს აქ-ანუკიმ თხოვა-დილამდე ან რავი. არ მინდა მარტო ყოფნა. -ვინ გტოვებს, ადრე გახსოვს, მე და შენ რო ჩუმად პატარა სახლს ვაწყობდით, საბნებისგან და ბალიშებისგან და რო ვლაპარაკობდით, დილამდე. ნინო, შენ რო შემოდიოდი და ტვინი მიგქონდა, დროზე დაიძინეთო. -როგორ არ მახსოვს. დილამდე მართლაც ლაპარაკობდნენ, სანამ ტატოს და ანუკის არ ჩაეძინათ. ნინომ ორივეს გადააფარა საბანი და შემდეგ თავის ოთახში გავიდა. *** ანუკიმ რომ გაიღვიძა, ტატოს ისევ ეძინა. ეცადა ჩუმად წამომდგარიყო, მაგრამ ტატოს გაეღვიძა. -გაიღვიძე?-ტატომ მძინარე ხმით ჰკითხა. -აჰამ... 1-ია. -აუ ჩემი-ტატო ნელა წამოდგა-დამაგვიანდა... -დღეს არ წახვიდე რა. -რა არ წავიდე, სკოლა ხო არაა-ტატო ადგა და ფეხზე ჩაცმა დაიწყო-შენ დაიძინე, მემგონი ყველაზე გვიან შენ დაიძინე. -არ მეძინება. ტატო გაჩერდა. -რა გააკეთა არ მეტყვი? -არაფერი-ანუკიც ადგა. -ნაღდად? ხო იცი რო მაინც გავიგებ. -მეზიზღება ეს წინადადება. ესე მგონია რაღაც საშინელი მაკონტროლებელი უფროსი ძმა ხარ. - არ ვარ? -ტატო. -რა ტატო? ნუკი, ამას ესე არ დავტოვებ. მეთითონ წავიდე და ვკითხო რა მოხდა? -არაფერი, ჩვენთვითონაც მოვგვარდებით. მადლობა. ტატო მასთან მივიდა და შუბლზე აკოცა. -ხო იცი რო შენთვის ვაკეთებ არა ამას, რატო მიბრაზდები. -ვიცი. არ გიბრაზდები. -მაშინ გამოდი და ერთად ვისაუზმოთ. -აჰამ... -ნუკი, არ შემილია როდესაც ესეთ ხასიათზე ხარ. გინდა დავრჩე? -არა, წადი. ნინის დავურეკავ. კარგად ვარ. -მართლა? -კი, მართლა. ტატო გავიდა და კარი გაიხურა. ნუკიმ ტელეფონი აიღო და ნინის დაურეკა. -გვიანია ძაან? -არა, კაკრას სანდროა ჩემთან ერთად. მოყევი აბა ყველაფერი. -ნინ... -რა გჭირს?-რა ხდება? იქიდან გაისმა სანდროს ხმა. -გადი სხვაოთახში და ისე დამელაპარაკე. -მოვალ ეხა სან-ნინი ოთახიდან გავიდა და გააგრძელა ლაპარაკი. -გუშინ... კლუბის მერე გამოვედით ჩემებთან. იქ სტუმრები დაგხვდნენ, მოკლედ ამეშალა ნერვები და მე და ალექსმა ვიჩხუბეთ, რო გამოვედით გარეთ ვიჯექი და სიგარეტს ვეწეოდი. არ მახსოვს რეები ვუთხარი, მთვრალი ვიყავი, ალბათ ისიც, მაგრამ ბოლოს მაკოცა... მე სახეში გავარტყი და გამოვიქეცი... -ანუკის ცრემლები წამოუვიდა. -გაარტყი? -ხო... -ანუკი, შეგიყვარდა? ანუკის არაფერი უპასუხა, უბრალოდ ტიროდა. -ანუკი, არაა. შეყვარებული ჰყავს, დაიტანჯები. -ხო.. ვიცი...მაგრამ გუშინ იმხელა იმედი მომეცა... -ძაან გთხოვ. ის იმ გოგოს არ დაშორდება. რაც არ უნდა მოხდეს. -ვიცი-ამაზე კიდე უფრო აეტირა. -სად ხარ ეხა? -მშობლების სახლში, იქით ხო ვაბშე არ მინდა გასვლა... ნინ დავიღალე... ერთი თვეც არ გასულა და უკვე სიკვდილი მინდა. -ნუ სულელობ, ანუკი მანდ არ ჩამომიყვანო. დამშვიდდი, წადით შენ და ტატო სადმე, ან ბიჭები, გაისეირნეთ. წყნეთში ან საგურამოში ადით. გაერთობი, დაიკიდებ მაგას. ვინმეს გაიცნობ. -ვის გავიცნობ ნინი!! ქმარი მყავს!-ამაზე კიდევ უფრო აეტირა-ამ ყველაფრის დედაც... -ნუკი... -დაიკიდე, მეგონა რჩევას მომცემდი და მხარს დამიჭერდი. შევცდი.-ნუკიმ ტელეფონი გათიშა, ცრემლები მოიწმინდა, ხალათი შემოიცვა და მისაღებში გავიდა.ყველა მაგიდასთან იჯდა და ლაპარაკობდნენ. -ნუკი, დე რა მოხდა?-ელენემ ჰკითხა. მან არაფერი უპასუხა. -ნათია, გეხვეწები რამე მომიტანე რა-მათ მზარეულს საუზმის გამოტანა სთხოვა და მაგიდასთან დაჯდა. მამამისი ოდნავ დაბნეული უყურებდა. -რამე... მოხდა?-ეს უთხრა და მაშინვე სხვა მხარეს გაიხედა. თითქოს პასუხს არც ელოდა. -არაფერი-მშრალად უპასუხა, შემდეგ ნათიამ საჭმელი მიუტანა და ჭამა დაიწყო. -ნუკი, გინდა დღეს საყიდლებზე გავიდეთ?-ნინომ ჰკითხა. -არა, ნინო. სახლში უნდა დავბრუნდე. აქ ტანსაცმელებიც არ მაქვს. -რაღაცეები დარჩა აქ შენი-ელენემ უთხრა. -ძალიან კარგი, ჩაალაგე. წავიღებ. -ანუკი, დე როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი... რას აპირებ? სულ ესე იქნები? -რას ვაპირებ. კარგი კითხვაა. ალბათ წავალ თოკს ვიყიდი და თავს ჩამოვიხრჩობ. მამამისმა ხელი დაჰკრა მაგიდას და ყველა შეხტა ანუკის გარდა. -სიტყვები შეარჩიე დედაშენთან ლაპარაკისას. -დედაჩემთან? რომელი დედა გაუკეთებს ამას შვილს?!! რომელს გეგონათ გაპატიეთ? ! -ნუკი-ტატომ ოდნავ მკაცრი ხმით დაუძახა და მკვლელი თვალებით შეხედა-დამშვიდდი. -დავმშვიდდე?!-ანუკი წამოდგა, ოთახში შევიდა, გამოიცვალა და გარეთ გავიდა. ალექსის დაცვის მანქანა იქ იდგა. ჩაჯდა და სახლში წავიდა. იქ ალექსანდრე და მისი რამოდენიმე ძმაკაცი დახვდა. ანუკის გასაღები ჰქონდა, კარი გააღო და შიგნით შევიდა. -გამარჯობა-ეს თქვა და მის ოთახში გავიდა. -ჯანდაბა-ალექსანდრემ სასმელი მაგიდაზე დადო. -ეს სახლში არ იყო?-დიტომ ჰკითხა. -გუშინ ვიჩხუბეთ... -რა ქენით?-მისმა მეორე ძმაკაცმა ლაშამ ჰკითხა. -აუ არ ვიცი, ვაკოცე, და გამარტყა. -შენ შ*გ ხო არ გაქ? ლიზას მაინც დაშორდი ტეხავს. -ლაშა, ნუ ტ*ნავ ტვინს. შენ გარეშეც არ მელაპარაკება, გუშინ სახლშიც არ გამომყვა. ისე ხო მიადვილდებოდა ამის გაკონტროლება და ეხლა ხო ვაბშე. დან*რეული მაქ. იქიდან ლიზა და ეხლა ანუკიღა მაკლდა. -როდესაც ტვინით იფიქრებ და არა შენ... -დიტო-ლამის დაუყვირა ისე აეშალა ნერვები-ვიცი. -გიყვარს თუ რას ერჩი? -არა, რა მიყვარს. საყვარელი ბავშვია, უბრალოდ, გუშინ არ ვიცი რა მეტაკა. მთვრალი ვიყავი და პროსტა გამოვცადე, მაინტერესებდა. -გაინტერესებდა? და ეს რო ანუკის გრძნობებზე თამაშია არა?!-ახლა დიტომ დაიწყო ყვირილი-როგორ ექცევი, აზრზე მოდი ალექსანდრე. მართლა ბავშვია, და არ იმსახურებს შენგან ესეთ მოქცევას-დიტო წამოდგა და გასასვლელისკენ გავიდა. -აუ მოიცა დარჩი რა. -რო მოხვალ გონზე მერე ვილაპარაკოთ. ლაშა წამოდი, მე გაგიყვან-ლაშა და დიტო წავიდნენ. ალექსანდრე კი მარტო დარჩა. ძალა მოიკრიბა და ანუკის ოთახთან მივიდა, ის იყო უნდა დაეკაკუნებინა რომ გადაიფიქრა და საერთოდ წავიდა. მთელი დღე არ გამოჩენილა.როდესაც მოვიდა ანუკი და ვაკო დახვდა მისაღებში. ანუკი ვაკოს იყო მიხუტებული და ერთმანეთში ლაპრაკობდნენ. მის დანახვაზე ორივე გაჩუმდა. -საღამო მშვიდობის-ალექსი მიესალმა და ოთახში გავიდა. -მემგონი ჯობია წავიდე. -არა, ღადაობ? ეხა უნდა დამტოვო? -დაელაპარაკე რა-თან მისი თმებით თმაშობდა-ნუ იქცევი 2 წლის ბავშვივით, თითქოს ადრე არავისთვის გიკოცნია. -ვაკო, ორი საათი რაც გიხსენი ვერაფერი ვერ გაიგე? -თუ უყვარხარ, იმასაც დაშორდება. გეყოფა ჭირვეულობა. -მაგიტო დაგირეკე შენ, რეზი დამამშვიდებდა, ნინიმ ვაფშე დაიკიდეო. შენ ვიცოდი რო იმენა აზრზე მომიყვანდი. -ხოდა ძაან კაი. ნუ წუწუნებ, მიდი. -მერე დაველაპარაკები-ანუკიმ სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო-და კიდე იმიტო რო სიგარეტზე არ მეუბნები არაფერს. -მეთქი იმიტო დამირეკა, ჩემი ნახვა უნდოდა თქო... -ეგეეც-ანუკის გაეცინა-ხო, ანუ ც არა. ჯერ მაგიტო დაგირეკე. -კაი, მართლა წავედი. -მიდი-ვაკო ადგა და წავიდა. შემდეგ ალექსიც გამოვიდა ოთახიდან. ანუკის არაფერი არ უთქვამს ტელეფონი აიღო და ტატოს მიწერა. ,,რას შვები?’’ ,,სამსახურში ვარ ჯერ კიდევ. შენ?’’ ,,ალექსანდრე მოეთრა და ვზივართ დებილებივით’’ ალექსანდრემ ვისკი დაისხა, მისაღებში შევიდა და სავარძელში ჩაჯდა. შემდეგ მანაც ტელეფონი ამოიღო. ,,რატო?’’ ,,ა, უი. დაიკიდე’’ ,,რა დავიკიდო?’’ ,,იმუშავე, ხვალ მოგიყვები’’ ,,კაი. არ დამავიწყდება იცოდე’’ ,,მიდი’’. -ხვალ ბაკურიანში მივდივართ. -არა. -გკითხე? ანუკი ადგა და ოთახში გავიდა, ალექსანდრეც უკან გაეკიდა. -რა იმ კოცნის გამო გადამაყოლე?! რა იყო ცხოვრებაში ბიჭისთვის არ გიკოცნია ტო?-ალექსანდრეს გაეცინა-რა დაგემართა? ენა გადაყლაპე? ანუკი სიბრაზისგან სულ გაწითლდა, ოთახიდან გააგდო და კარი მთელი სიმწრით მოიჯახუნა. ალექსანდრე წამით კართან შეყოვნდა შემდეგ ისევ წავიდა, ამჯერად ლიზისთან. ლიზი ცალკე ცხოვრობდა, ამიტომ ალექსი მთელ თავისუფალ დროს მასთან ატარებდა. -რატო დაბრუნდი?-ლიზიმ აკოცა და შიგნით შემოუშვა-ცოლუშკამ გაგაბრაზა? ალექს, ხო იცი ორ მე საყვარლის პონტში არ გეყოლები. რამდენჯერაც გაგაბრაზებს იმდენჯერ ვერ მოხვალ ჩემთან. -ლიზი, ნუ მიგაქ ტვინი. ისე მოსვლა არ შეილება? -როგორ არა. კაი რა გჭირს, რა სახე გაქ? ალექსი სავარძელში ჩაჯდა. -მოდი რა ჩემთან-ლიზი მივიდა და კალთაში ჩაუჯდა-აი ხო იცი რო შენზე მეტად არავინ არ მიყვარს. -ვიცი, მეც. -ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ შენ რო მყავხარ, ვაფშე არავინ არ აიტანდა ამდენს რასაც შენ. -მაგაში მართალი ხარ, მაგრამ დაიკიდე ეხლა ეგ-ლიზიმ თმაში ხელი შეუცურა, შემდეგ მისი სახე ხელებში მოიქცია და აკოცა. *** 1თვის განმალობაში ანუკი ალექსს, მხოლოდ დილით და საღამოს ხედავდა, როდესაც იღვიძებდა და როდესაც დასაძინებლად მიდიოდა. ერთმანეთს ხმასაც არ ცემდნენ. ანუკის კი არავინს ნახვის სურვილიც კი არ ჰქონდა. ანუკი განადგურებული იყო. ხმა სულ გაუბედურებული ჰქონდა, დღეში მთლიან პაჩკა სიგარეტს ეწეოდა. ზოგჯერ სასმელსაც ამატებდა, გარეთ არ გადიოდა. ალექსანდრე კი ისე იქცეოდა თითქოს ეს არც ადარდებდა. ზოგჯერ საღამოს სახლში არც კი ბრუნდებოდა, დაცვისთვის კი ნაბრძანები ჰქონდა რომ ანუკის სანამ გაუშვებდნენ გარეთ ის გაეფრთხილებინათ და თან გაყოლოდნენ. ყოველ დღეს ლიზასთან ერთად ატარებდა. ერთ საღამოსაც ტატომ მოაკითხა. კარი ჩამოუღო სანამ ანუკიმ არ გააღო. ტატო გაოგნებული უყურებდა ანუკის. თვალები ჩაშავებული ჰქონდა, სახე სულ წითელი, ფერი არ ედო. შიგნით შევიდა და კარი მოიხურა. -ანუკი.. რა ხდება. -არაფერი. დალევ?-ანუკი სამზარეულოში გავიდა და ვისკი დაისხა. -რა დავლევ, შენ სვამ? -დიდი ამბავი-შემდეგ მისაღებში სავარძელზე ჩამოჯდა და ვისკი გადაიყუდა. ტატო წინ დაუჯდა. -მისმინე, თუ რამე პრობლემა გაქ, დაგეხმარები. მითხარი რა ხდება? -არაფერი არ ხდება. ძაან კარგად ვგრძნობ თავს, შენ? -ნუკი, ნერვებს ნუ მიშლი. რას გავხარ, ერთი თვეა არავის არ უნახიხარ, სვამ, სახლში ხარ ჩაკეტილი. რა მოხდა? რა გავაკეთო ალექსანდრეს დავურეკო? -ალექსანდრე მამაჩემია? -შენი ქმარია!-ტატო წყობიდან გამოვიდა-დღესვე დაველაპარაკები მამაშენს და ვეტყვი რა მდგომარეობაშიც ხარ. -აი ეგ არ გინდა-ანუკიმ უცებ დადო ჭიქა მაგიდაზე-არ არის საჭირო. -რატო? -იმიტო. გადასარევად ვგრძნობ თავს. და საერთოდ შემდეგზე დარეკე სანამ მოხვალ. რადგან არ გავდივარ გარეთ ესე იგი არავის ნახვა არ მინდა. -ოდესმე მაინც მოდის სახლში?-ვაკო არანაირ ყურადღებას არ აქცევდა, რადგან ხვდებოდა რომ ანუკი ამ სიტყვებს მართლა არ გულისხმობდა. -ზოგჯერ, საღამოობით. -წავედით. -სად? -სახლში, აქ არ დარჩები. -გეყოფა რა ტატო. მამა მომკლავს ესე რო დამინახავს. -არ არის, მივლინებაში, ეგეც და დედაშენიც. მარტო მე და ნინო ვართ. რამდენიც არ უნდა ილაპარაკო აქ არ დაგტოვებ. დროზე ჩაიცვი. -ტატო, მართლა კარგად ვარ, აღარ დავლევ, პროსტა ცოტახანი დასვენება მჭირდებოდა. -ანუკი, დროზე-ტატომ ხელი ჩასჭიდა, ააყენა და ოთახში შეიყვანა-ჩაალაგე რაც გჭირდება, მანქანაში გელოდები. -დაცვა არ გამომიშვებს. -ჩემი დაცვაც თან მყავს-ტატომ გაუღიმა და გავიდა. ანუკის სხვა გზა არ ჰქონდა, ტატო რაღაცას რო ამბობდა აღარ იცოდა გადაფიქრება. ჩანთა ჩაალაგა და გარეთ გავიდა. შემდეგ კი ტატოს მანქანაში ჩაჯდა. ტატო ძლივს უყურებდა ანუკის, არ შეეძლო მისი ესეთ მდგომარეობაში ნახვა. -გინდა რამე? მაღაზიაში უნდა გადავიდე. -სიგარეტი. -გინდა რამე? -ხო გითხარი, სიგარეტი. -ანუ არაფერი. ანუკის გაეცინა. -კიდე ორი წლის ბავშვივით მექცევი. -როდესც მოიქცევი როგორც 18წლისას შეეფერება, მერე ვილაპარაკებთ. -მადლობა. როდის შემეძლება დაბრუნება სახლში? -როდესაც პატრონი მოგაკითხავს. მარტო იმ სახლში არ დარჩები. მალე მივიდნენ. ტატომ ანუკის ჩანთა გადმოიღო მანქანიდან და შიგნით შეიტანა. ორივეს კართან ნინო შემოეგება. -დედა...ანუკი რა დაემართა? -ამის ... ქმარს ჰკითხე-ტატო შიგნით შევიდა. -შემოდი, ეხლავე მოგხედავ. ჯერ სახე ჩამოვიბანოთ-ნინომ ხელი მოჰკიდა და შიგნით შეიყვანა. სახე ჩამობანა, სუფთა ტანსაცმელი მისცა, შემდეგ კი ვახშამი მოუმზადა. ვახშმისას ტატოც და ნინოც ხმას არ იღებდნენ. -გეყოფათ, ჯერ ცოცხალი ვარ. -ანუკი, შვილო, რატო იტანჯავ თავს? -ნინო, აბა რა ვქნა? გაშორების უფლებას ვინ მომცემს. უკვე შევეგუე, ეს არის ჩემი ცხოვრება. -მე დაველაპარაკები მამაშენს, ყველაფერს ავუხსნით, არა მგონია იმ გოგოზე იცოდეს-ნინომ უთხრა-მას ეგონა პატიოსან ბიჭს აყოლებდა შვილს.- -შეცდა. -ნუკი,აბა რას აპირებ? მთელი ცხოვრება ლოთობას, სახლში მარტო ჯდომას დამერე ალბათ სიგარეტიდან სხვა რამეზე გადახვალ, პირდაპირ ხომ არ მოგიტანო? -ტატო გეყოფა-ნინომ შეაჩერა-შენ გარეშეც ვერ არის ეს ეხლა კარგად, დაისვენებს, ცოტა გონზე მოვა. ეხლავე მოგიტან ყავას. ნინო ოთახიდან გავიდა. -ტატო, შენ გგონია აქ რო მომიყვანე რამე შეიცვლება? -მე ერთი ვიცი რო შენ სუ გამოდებილდი და ის შენი ქმარი შეგიყვარდა. ანუკის ჩანგალი გაუვარდა ხელიდან. -რა ... შემიყვარდა. თავი რას მიარტყი. -შენთვის მისი ესეთი ქცევა ტანჯვაა, მირჩევნია არ იცოდე როდის სად არის და როდის მოდის სახლში. სანამ გონზე არ მოვა არც ის და არც შენ, აქ იქნები. და ზურას ჩამოსვლამდე თუ არ მოხდება ეს ყველაფერი, მერე ერთად დაველაპარაკებით მამაშენს. ანუკი გაწითლდა, არაფერი უპასუხა. შერცხვა, როდესაც გაიგო რომ ტატომ ყველაფერი იცოდა. -ტატო... მე... -ტყუილად წითლდები-ტატოს გაეღიმა-ეს ტრაგედია არაა. -ხო... არ არის. შემდეგ ნინომ ყავა შემოიტანა და ისევ გავიდა. ანუკიმ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. -ძაან გთხოვ არ დაიწყო. ცოტახანი მაცადე-ანუკიმ თხოვა-და ნოტაციების გარეშე. -არც ვაპირებდი. დარწმუნებული ვარ შენთითონაც იცი ყველაფერი რაც უნდა მეთქვა. -მართალი ხარ, ვიცი. ანუკი ვახშმის შემდეგ ოთახში გავიდა, როდესაც სანდრომ დაურეკა. ერთი თვის განმალობაში რამოდენიმეჯერ სცადა დაკავშირება, მაგრამ ანუკი არ პასუხობდა. როგორც იქნა აიღო. -როგორ ხარ. -რავი. შენ? -რადგან მიპასუხე. და ღირსად ჩამთვალე. რამე ხდება? -არც არაფერი, შენკენ? -არ ვიცოდი, თუ ესე სერიოზულად იყო ყველაფერი. ნინიმ კი მითხრა უყვარს თუ რაღაცო, მარა ისე რო ერთი თვე ვაფშე არავის არ უნახიხარ. -იქნება და ფეხმძიმედ ვარ და გარეთ არ მინდა გასვლა?-ანუკის გაეცინა. -ხო ეგეც ვიფიქრე, მაგრამ მირჩევნია მაგაზე არ ვიფიქრო-სანდროსაც გაეცინა. -სან, ძაან მომენატრე. შენ გარდა არავის არ ესმის ჩემი. როდის ჩამოხვალ? -ახალი წლებისთვის. -მანამდე არა? -გამოცდები მაქ, პირიქით ჩამოდი. -ეხლავე, ჯერ სახლიდან ოდესმე გავალ და ვნახოთ. -მიხარია რო ცოცხალი ხარ. კაი წავედი, მოგწერ მერე. -კაი. -მიყვარხარ და გადი გარეთ, თორე ვამპირი გახდები. -კაი, მეც-გათიშა და დასაძინებლად დაწვა. მეორე დღეს ანუკის იმედი ჰქონდა რომ ალექსანდრე დახვდებოდა მისაღებში, რომ მის წასაყვანად იყო მოსული მაგრამ შეცდა. მაშინ გადაწყვიტა ცოტახნით გადაეტანა ყურადღება და მართლა გასართობად წასულიყო. ვაკოს დაურეკა და მასთან ერთად ავიდა საბასთან წყნეთში. -თვით ანუკი, ხოლო ალექსანდრე კი არსად ჩანს. ქმარი სად დაგეკარგა სიხარულო?-საბა ღიმილით შეეგება ანუკის. -რავი, მეც მაინტერესებს-გადაკოცნა და ჩაეხუტა. -დავურეკო, ვცემო შენ გამო? -შეყვარებულს მიხედე. -ვაკო, გამოგიშვეს-საბას გაეცინა. -აბა როგორ, იქ მე არ გავჩერდებოდი. წამო შევიდეთ. როგორც ყოველთვის საბასთან ბევრი ხალხი იყო, ანუკიმ იქ სასმელიც იპოვა და სიგარეტიც. მეტი არაფერი არ უნდოდა, სასმელს მოკიდა ხელი და უკანა ეზოში გავიდა. ღამით იქ აპირებდა დარჩენას. სიგარეტს მოუკიდა და მოწევა დაიწყო. 2თვის უკან თავში აზრად არ მოუვიდოდა რომ ესეთ სიტუაციაში იქნებოდა. რომ მოწევას დაიწყებდა, დალევას, ქმარი რომ ეყოლებოდა და რომ შეუყვარდებოდა ვინმე. ეს რომ ვინმეს ეთქვა, ძალიან მაგრა დასცინებდა. ახლა კი საერთოდ არ ეცინებოდა. ალექსანდრე მისი პირველი სიყვარული იყო, ანუკის კი ბოლო ეგონა. ისე თავდავიწყებით უყვარდა. ნატრობდა რომ რამე მაინც ჰქონოდა გასახსენებელი... მომენტი როდესაც ალექსანდრე მის მიმართ თბილი და რომანტიული იყო, მაგრამ არა. მისგან მხოლოდ ცუდი რამეები ახსოვდა. ყველაზე ცუდად კი ის საღამო ახსოვდა, როდესაც ალექსი მის ოთახში შევიდა. და ისე ელაპარაკა თითქოს არაფერი მომხდარა. შემდეგ კი ყველაზე საწყენი სიტყვები ჰქონდა. ალექსანდრემ გადასარევად იცოდა ანუკის გრძნობების შესახებ, და ზუსტად ამით მანიპულირებდა. ცოტახანში ერთ-ერთი ბიჭი გამოვიდა სახლიდან და უკანა ეზოში გავიდა. -მე მეგონა მარტო მე მიყვარდა აქ ყოფნა. ანუკიმ ბიჭს ახედა და იცნო, ეს ვაკოს ძმაკაცი ნიკა იყო. -ჰომ... -კაი რა სახე ჩამოგტირის. -არ ჩამომტირის, სასმელია ბანძი-ანუკის გაეცინა. -გინდა რამე უკეთესი მოგცე? -მაინც? ნიკამ ჯიბიდან პატარა პაკეტი ამოიღო და ანუკის მიაწოდა. -ეს რა არის? -მაშინვე დაგეხმარება გართობაში, პროსტა არ თქვა რო მე მოგეცი. ვაკო დამბრიდავს. ალკოჰოლთან ერთად არ მიიღო. -ნარკოტიკს მტენი? -რავი, არ გინდა? -ადრე უარს გეტყოდი, ეხლა . -კაი, შევედი მე, წამოხვალ? -ცოტახანში. -კაი. ანუკიმ პაკეტიდან ტაბლეტი ამოიღო, პირში ჩაიდო და სასმელი მიაყოლა. ნიკას ტყუილი არ უთქვამს ანუკი მართლა ხასიათზე მოვიდა, სახლში შევიდა, ხალხში შეერია და ცეკვა დაიწყო. ისეთ კარგ ხასიათზე იყო რომ მაგიდაზე ცეკვავდა. ვაკოს თავიდან გაუხარდა რომ ანუკი ძლივს ხასიათზე დადგა, მაგრამ შემდეგ დაფიქრდა და ანუკისთან მივიდა. მაგიდიდან ჩამოიყვანა და ჩუმ ადგილას გაიყვანა. -ნუკი, შემომხედე-ნუკი ისეთ ენერგიაზე იყო ერთ ადგილზე ძლივს ჩერდებოდა. -წამო, ვიცეკვოთ, არ გინდაა-ნუკიმ ვაკოს ხელები მოკიდა და ცეკვა დაიწყო. ვაკომ კი გააჩერა და მისი სახე ხელებში მოიქცია, შემდეგ კი თვალებში ჩახედა. -რა ჯანდაბა დალიე? -ჰა? ნუ... კოკაკოლა რაღაცით, მერე ვისკი, მერე... აღარ მახსოვს. ვაკო, წამო რა ვიცეკვოთ. -ანუკი, დაფიქრდი ვინმემ მოგცა რამე წამალი? -წამალი? ნიკამ რაღაცა ძაან კაი მომცა, შენც ცადე აჰა-ანუკიმ პაკეტი ამოიღო ჯიბიდან და ვაკოს გაუწოდა. -ამის დედ.... აქ დარჩი-ვაკო შიგნით შევიდა-ნიკა!!-ისიც გარეთ გამოათრია-შენ შ*გ ხო არ გაქ?! ანუკის წამალი რა პონტში მიეცი?! -დამშვიდდი, როდიდან გახდი ესეთი წესიერი? ცოტა გაერთობა სახე ჩამოსტირის. -გაერთობა?! რამე რო მოუვიდეს იცი რა დატრიალდება? წარმოდგენა გაქ ვისი შვილია?!! დედა შევე*ი. გააფრთხილე მაინც რო სასმელი არ მიეყოლებინა? -კი. -როდის მიეცი. -2 საათის უკან მემგონი, ვაკო გეყოფა, შენც მოგცემ თუ ესე გინდა. ვაკომ მუშტი გაარტყა სახეში, ანუკის მიუბრუნდა, ხელი ჩაავლო და ოთახში აიყვანა. -ვაკოო, რა საყვარელი ხარ. შენ შეყვარებულს გაუმართლა, აი მე კი არა. ჩემ ქმარს შეყვარებული ყავს, მაგრა ვკიდივარ. მამაჩემმა იარაღი დამადო შუბლზე... ა... -ნუკი, თავბრუ გეხვევა?-ოთახში შეიყვანა და საწოლში ჩააწვინა. -არა, მარა... მეძინება. დავიღალე. შენ? ვაკომ ისევ თვალებში ჩახედა. -გაიხსენე, სასმელი მიაყოლე წამალს? ანუკის არაფერი უპასუხია, თვალები ეხუჭებოდა. -ნუკი, არ დაიძინო და მიპასუხე. -ჰმ.. -არაფერი არ უთქვამს, რადგან ჩაეძინა. -ნუკიი!-ვაკომ ოდნავ შემოარტყა სახეში-ნუკი გამოფხიზლდი. ნუკი! *** ნუკის საავადმყოფოში გაეღვიძა. უცებ შეეშინდა, ვერ მიხვდა რა ხდებოდა, წამოხტა და კარს ეცა. შიგნით ტატო და ვაკო შევიდნენ. -ნუკი, რატო ადექი? -გამატარე... რა ჯანდაბა... -ნუკი დამშვიდდი, დაწექი და ყველაფერს აგიხსნი-ტატომ ვაკოს ანიშნა გარეთ დამელოდეო. ვაკოც გავიდა. ტატომ ნუკი ხელში აიყვანა და ლოგინში დააწვინა. -რა ხდება? -რა დალიე გუშინ? -არ მახსოვს... საბასთან ვიყავი... მერე გამოვედი და აღარაფერი მახსოვს. -ექიმებმა რაღაც ნარკოტიკი აღმოაჩინეს შენ სისხლში. -ნარკოტიკი? თავი რას მიარტყი ტატო? რა ნარკოტიკი? მაქსიმუმ ბევრი დავლიე და იმიტომ მომიყვანეს აქ. ტატომ ღრმად ამოისუნთქა. -ტატო, არ გჯერა ჩემი? -მე ვიცი რო ძაან გაგივიდა თავს. ნარკოტიკებთან გაქ პრობლემა? -კაი, დაუშვად ერთხელ დავლიე. აუცილებლად ნარკომანი ვარ? ტატო 18წლის ვარ და არა 2ის. რასაც მინდა იმას გავაკეთებ, გესმის? არ მჭირდება ძიძა. ვინ დაგირეკა? ა... ვაკომ.ვაკო ნომერ პირველი ნარკომანია! იქნება და თვითონ მომცა? -გეყოფა სხვაზე გადაბრალება. დახმარება გჭირდება. -დახმარება გჭირდება შენ, საქმე არ გაქ გარდა იმისა რომ ჩემ ცხოვრებაში ჩაერიო? სადაც ჩემ მშობლებს ვკიდივარ, იქაც შენ უნდა დამიკიდო. როდის გამომწერენ ამ ჯანდაბა საავადმყოფოდან. -ანუკი. -ანუკი რა? ტატო დაუძახე ექიმს, გადასარევად ვგრძნობ თავს და აქ არ დავრჩები. ამ დროს ალექსანდრე შემოვიდა. -გადაწყვიტე ხო მოსვლა? შენი ცოლი სიკვდილს გადარჩა!! შენ რო არა აქ არც იქნებოდა!!! -ტატო, გადით ორივე გარეთ. და იქ იჩხუბეთ-ანუკი მეორე მხარეს გადაბრუნდა. -ჩემ ცოლთან მინდა ლაპარაკი. -გაგახსენდა რო გყავს ხო? -ტატო-ანუკიმ ანიშნა გადიო. ალექსანდრე შიგნით შევიდა და გვერდით დაუჯდა. -ნუკი, შემომხედე-ნუკი ადგილიდანაც არ დაძრულა, მაშინ მეორე მხრიდან მივიდა- გინდოდა? ანუკის გაეცინა. -რატო უნდა მომეკლა თავი? შენ გამო? დიდი წარმოდგენა გაქვს თავზე. -მაშინ როდიდან დაიწყე ნარკოტიკების ყლაპვა? ან სმა? -დიდიხანია. ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა. -დამოკიდებული ხარ? -არა. -და უნდა დაგიჯერო? -ალექსანდრე, წადი ლიზისთან. -არსად არ წავალ, სანამ არ გავიგებ რა გჭირს. არ მეუბნები? კარგი, კლინიკაში საკმარისი ექიმები და ფსიქოლოგებია, იმათ დაელაპარაკები. -რააა? -არავის არ ელაპარაკები, იქნებ ფსიქოლოგს მაინც დაელაპარაკო. -ჩემი თანხმობის გარეშე ვერსად ვერ დამაწვენთ. -არც არის საჭირო, შენი ქმარი ვარ. ვიტყვი რომ იმ მდგომარეობაში არ ხარ რომ შენთითონ შეგეძლოს რამის გადაწყვეტა. -რატო მიკეთებ ამას? საკმარისად არ გამინადგურე ცხოვრება? შენ გეგონა მე ყოცელ დღე სახლში ვიჯდებოდი როგორც დამჯერი ცოლი სანამ შენ ლიზისთან ატარებდი ყოცელდღეს? მე შენგან არაფერს ვითხოვ, ნურც შენ მომთხოვ გულახდილობას და სიმართლის თქმას. ალექსანდრე წამით დაფიქრდა, წამოდგა და კართან მივიდა. -ექიმებს ვეტყვი და ჩემ მოსვლამდე აქედან ვერავინ გაგიყვანს-ალექსანდრე ოთახიდან გავიდა. ანუკის თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. -რატო არ მოვკვდი?-ძლივს წარმოთქვა ეს სიტყვები და ტირილი დაიწყო. იმ მომენტში სიკვდილს ნატრობდა, შემდეგ საწოლიდან წამოდგა და შარვალში იმ პაკეტის ძებნა დაიწყო. -ამას ეძებ?-ვაკო იყო შემოსული, ხელში მისი სიგარეტის პაჩკა და წამალი ეჭირა.-მომეცი. -რათ გინდა ეს?-ტაბლეტი ამოიღო პაკეტიდან. -რა მნიშვნელობა აქვს? ვაკომ ტაბლეტი მაგიდაზე დადო, ბოთლი აიღო და იქამდე ურტყა სანამ არ დაფშვნა,შემდეგ ტვალეტში შეიტანა, ჩაყარა და ჩარეცხა. -ვაკო, გეხვეწები სიგარეტი მაინც მომეცი. -დიდიხანი მეც შენნაირად ვიყავი, მარა დამეხმარნენ და დღეს არაფერზე არ ვარ დამოკიდებული. ეს შენ არაფერში არ დაგეხმარება. ანუკიმ სახეზე აიფარა ხელები და ისევ ტირილი დაიწყო. -ანუკი, დაწექი საწოლში და დაელოდე ალექსანდრეს. -ნეტა მოვმკვდარიყავი. ვაკო ადგომაში დაეხმარა და ლოგინში დააწვინა. შემდეგ კი ოთახიდან გავიდა. ანუკის ძალა ჰქონდა გამოლეული, ამიტომ დიდიხნის ტირილის შემდეგ ჩაეძინა. ალექსანდრე მხოლოდ გვიან დაბრუნდა და ანუკის პალატაში შევიდა. საწოლის გვერდით დაუჯდა. საკუთარი თავი ეზიზღებოდა, ესეთ მდგომარეობაში რო ჩააგდო ანუკი. მისი ხელი, თავის ხელებში მოიქცია. -ლიზის დავშორდი. მესმის ეს ყველაზე ცოტაა რისი გაკეთებაც შემილია. არ მეგონა თუ ესეთ მდგომარეობამდე მიგიყვანდი-ჩურჩულით უთხრა-ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება. დილით ანუკის სკამზე ჩაძინებული ალექსანდრე დახვდა. ხელი ისევ მის ხელებში ჰქონდა მოქცეული, ნელა გამოაცალა და წამოდგა. ალექსანდრეს მაშინვე გაეღვიძა. -რა გინდოდა აქ-ანუკიმ ცივად ჰკითხა. -რო არ გაქცეულიყავი-ალექსს გაეღიმა-ექიმებმა იმაზე მეტი ალკოჰოლი აღმოაჩინეს შენ ორგანიზმში ვიდრე მე დამილევია მთელი ცხოვრების განმალობაში. მე კიდე მიკვირდა ვისკი სად ქრებოდა. -ნოტაციები უნდა წამიკითხო? -აი როგორ მოვიქცევით, წავალთ სახლში. სადაც ალკოჰოლს ახლოსაც არ გაეკარები, არც სიგარეტს და ნარკოტიკებზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. თუ შენ ეს ერთი კვირა გაძლებ ამ ყველაფრის გარეშე, კლინიკაშ არ დაგაწვენ. -შენ წახვალ და მე ისევ დავლევ. -მცდარი ინფორმაცია გაქვს. -რა? დაშორდი ლიზის? -შენთვის ამას რამე მნიშვნელობა აქვს? -არა. -თანახმა ხარ? თუ დაგტოვო აქ. -არჩევანი მაქვს? -ან კლინიკა, ან სახლი. -რამე შუაში. -ანუკი. -კაი, ჯანდაბას. -ჩაიცვი, მე გარეთ დაგელოდები-ალექსანდრე ოთახიდან გავიდა. ანუკი წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. შემდეგ ჩანთა მოიკიდა და გარეთ გავიდა. ალექსანდრე ექიმთან ლაპარაკობდა, გამოწერის დოკუმენტებს ხელი მოაწერა და ანუკისთან მივიდა. ხელი მოკიდა და გარეთ გაიყვანა, მანქანაში ჩასვა და სახლში წაიყვანა. -ანუკი, ღიმილი იცი? თუ გასწავლო. შემომხედე-ალექსანდრე დაეჯღანა და ანუკის გაცინებას ეცადა. ანუკიმ ღიმილი ვერ შეიკავა-გინდა ბაკურიანში ავიდეთ ეს დღეები? იქ არც მოგინდე ა არაფერი, სუფთა ჰაერი, თხილამურები. ანუკიმ მისკენ გაიხედა და თვალებში ჩახედა. წამით ეგონა რომ ალექსანდრე შეიცვალა, მაგრამ მაშინვე მიხვდა რაც ხდებოდა. -არავის შეცოდება არ მჭირდება. წადი და შეურიგდი ლიზის, მას უფრო ჭირდები ვიდრე მწ-უკვე სახლთან იყვნენ, ანუკიმ მანქანის კარი გააღო და გადავიდა. ალექსანდრე გადავიდა მანქანიდან და ანუკის ოთახში შევიდა. -რატო არ მანებებ თავს?! საკმარისი გააკეთე უკვე. შენ რომ არა არასოდეს ვიქნებოდი ესეთ მდგომარეობაში. შენი შეცოდება არ მჭირდება!!!-ანუკიმ ბოლო ხმაზე დაიღრიალა-გაეთრიე!!! -არა. მოგწონს თუ არა მე აქ ვიქნები, იქამდე სანამ უკეთესად არ გახდები. არანაირად არ მეცოდები. მე რეალურად გკითხე რადგან ვიცოდი რომ არ მეკითხა ისტერიკებს მოაწყობდი რომ არ გინდოდა. გინდა თუ არა, მივდივართ. სუ რო შენი ძალით თრევა მომიწიოს წაგათრევ. ჯერ ხო იმ სი*ს მოვძებნი ვისგანაც წამალი იყიდე თუ რაც ქენი, მერე დილერი რო არ გეყოლება ვნახავთ როგორ იქნები. ანუკის გაეცინა. -დილერიო. არ გჯერა ჩემი. ალექსანდრე ნარკომანი არ ვარ! ცხოვრებაში ერთხელ გადავწყვიტე გართობა და ამომადინეთ ყელში. -შენ მიეჩვე თავნებობას, ხოდა მე გადაგაჩვევ. აქამდე ბევრი გითმინე, ვფიქრობდი შეეგუება თქო. -შევეგუებოდი რას ალექსს?!! შენ და ლიზის ურთიერთობას? -იმას რომ ვერ მოიქცევი ისე როგორც გინდა. ლიზას დავშორდი, თუ ამის გამო იქცეოდი ესე, ახლა შეგიძლია შეწყვიტო. მე ამ ქორწინებისთვის გავიღე მსხვერპლი, შენც გაწირე შენი სიჯიუტე და ნახავ რომ ყველაფერი ესე საშინლად არ არის. ეხლა რომ გამიადვილო საქმე დროზე თქვი ვისგან აიღე ნარკოტიკი. ანუკი საწოლზე ჩამოჯდა და ღრმად ამოისუნთქა. ვერ მალავდა სიხარულს იმ ფაქტის მიმართ რომ ალექსანდრე ლიზას დაშორდა. ამაზე მას ძალაუნებურად გაეღიმა. -რა გაცინებს?-ალექსანდრე ლამის აფეთქდა. ანუკი წამოწვა. -იმედია კარგი დეტექტივი ხარ,თუ არადა დიდიხანი მოგიწევს ჩემი დილერის მოძებნა. ალექსანდრე უფრო ახლოს მივიდა. -ეს ტატომ უნდა იცოდეს. -ხოდა წადი და კითხე.დიდიხანია შენინახვა უნდა. -ან ვაკომ. ანუკის ხმა არ ამოუღია. -ბინგო, გამოვიცანი, ეგ ხო ყოფილი ნარკომანია, ძმაკაცები ბევრი ეყოლება დილერი. ისღა დამრჩენია რომ საბას ვკითხო ვაკოს ძმაკაცებიდან იქ ვინ იყო და მერე ვაკოს ის ტიპი სად არის-ალექსანდრეს გაეღიმა. -ალექსანდრე, რა ჯანდაბაში გჭირდება ის ტიპი? არ ვაპირებ მასთან დარეკვას, დილერიც არ არის. ისე მომცა, გასართობად. -შენ რეალურად ვერ აცნობიერებ რა შეილებოდა მოგსვლოდა იმ დღეს ხომ? -ვიცი და არანაირი მიზეზი არ მქონდა აქ დასარჩენად. ალექსი ხელში წვდა და მაშინვე წამოაყენა. -გაიმეორე? ანუკის გამომეტყველება შეეცვალა. -კიდე ერთხელ გაიმეორე რისი თქმაც გინდოდა. -არაფრის.. -ერთ საათში გავდივართ-ალექსანდრე ოთახიდან გავიდა. ანუკიმ ჩანთა გახსნა და ტელეფონის ძებნა დაიწყო. მაგრამ ვერ იპოვა. -ალექსანდრე, ჩემი ტელეფონი შენ გაქ?-ანუკი მისაღებში გავიდა, ალექსი კი იქ არ დახვდა. მაშინ ოთახში შებრუნდა და საწოლზე წამოწვა, ცოტახანში კი ჩაეძინა. ალექსანდრეს მისი გაღვიძება არ უნდოდა ამიტომ როდესაც მოვიდა ხელში აიყვანა და ის იყო უნდა გაეყვანა რომ ანუკის გაეღვიძა და ალექსი მოიშორა. -შენ ცუდად ხო არ ხარ?! სად მიგყავარ!! -ხო გითხარი, ერთ საათში მზად იყავი თქო. -მე გითხარი, არ მოვდივარ თქო. თან არაფერი არ ჩამილაგებია. -ეგ შენი ბრალია. ალექსანდრემ ხელი მოკიდა და გარეთ გაიყვანა, შემდეგ კი ძალით ჩასვა მანქანაში. ანუკი გაბრაზებული იყურებოდა ფანჯარაში. -გეყოფა, ოდესმე კარგ ხასიათზე ხარ? -როდესაც შენ არ ხარ ჩემთან ერთად. -რაღაც ეჭვი მეპარება-ალექსანდრეს გაეღიმა. ანუკის მაშინვე პარანოია დაეწყო. ეგონა რომ ალექსმა ყველაფერი იცოდა მისი გრძნობების შესახებ, ამიტომ გადაწყვიტა მაშინვე შეეცვალა თემა. -ჩემი ტელეფონი შენ გაქ? -კი. -დამიბრუნე. -ექიმის რეკომენდაციით ვაფშე კლინიკაში უნდა იწვე. ტელეფონს მიიღებ მაშინ როდესაც დავრწმუნდები რო ლომკები არ გაქ. -ალექსანდრე, ორი თვე შეუწყვეტავად ვსვამდი და ვეწეოდი, ლომკები რათქმაუნდა მექნება. -ხოდა რო დაგიმთავრდება მერე მოგცემ. კაროჩე უკვე დამღალე, კიდევ ერთხელ რამეზე დაიწუწუნებ და დაბრუნდები კლინიკაში. ანუკის ამაზე კიდე უფრო აეშალა ნერვები. ამ დროს ალექსს ტელეფონზე დაურეკეს, ანუკის ლიზი ეგონა და ამაზე ხო საერთოდ გაგიჟდა. -ხო დიტო?-სპიკერზე ჩართო. -სად ხარ? -ბაკურიანში მიმყავს ანუკი, ხასიათს უხდებაო სუფთა ჰაერი. -აბა ანუკის მამიდაშვილს რო ველაპარაკე კლინიკაშიო. რა ჭირდა? -საბასთან რო იყო, ვიღაცამ ნარკოტიკი მისცა ამანაც დებილივით დალია და თან სასმელი მიაყოლა. ალკოჰოლიც ძაან ბევრი ჰქონდა მიღებული. ექიმმა კლინიკაშ დააწვინეო, მე ექიმები შემეცოდნენ ამის ხელში და წამოვიყვანე. -ალექსანდრე, შენ როგორ დაეხმარები.ლომკები ექნება, ძაან ცუდად იქნება. ჯობია კლინიკაში მიიყვანო. -დიტო, სპიკერზე ხარ და ანუკიც მანქანაშია-ალექსანდრეს გაეღიმა და გაბრაზებულ ანუკის გახედა-გაგიბრაზდა დიტო. -და ეხა მეუბნები ამას. -არაუშავს, ამაზე უარესი მაინც არაფერი გითქვამს. -აუ ეხა ორივე ერთად მიტევს. -მეც ამოვალ, თეამ ტვინი წაიღო წამიყვანეო, სად გაჩერდებით? -ჩემ სახლში, აბა სასტუმროში წავიყვანო? -ა ხო. კაი. -დარეკე რო ჩამოხვალ. -კაი-დიტომ გათიშა. -აი დიტოს დაც ამოდის და გაერთობით, ერთად ითამაშებთ. -ალექსანდრე რის მიღწევას ცდილობ? რომ ნერვები ამიშალო? გილოცავ გამოგდის. -აუ ჩემი, ანუკი მთელი ცხოვრება ესე თუ აპირებ მოქცევას მეთითონ დავიბრიდავ თავს. გამხიარულდი რა ცოტა. -მადლობა მინიშნებისთვის. ამის შემდეგ ხმა არცერთს არ ამოუღია. სახლში მისვლისთანავე ანუკი მანქანიდან გადმოვიდა და სახლისკენ წავიდა. ალექსმა საჭმელი გადმოიტანა და ანუკის გაყვა, რომელიც ხელებს ითბობდა. -კიდე უფრო ნელა ვერა?-ანუკის ისე ციოდა ძლივს ლაპარაკობდა. ალექსმა პარკები ძირს დადო, კურტკა გაიხადა და ანუკის შემოაფარა, შემდეგ კარი გააღო. ანუკი გიჟივით შევარდა, ალექსს კი გაეცინა. -შემდეგზე მომისმენ ალბათ და დამიჯერებ. -ძაან სასაცილოა. -მაცადე და დავნთებ ბუხარს-კარი დახურა, საჭმელები მაგიდაზე დადო და თბილი ადიალა გამოუტანა და დააფარა. შემდეგ კი ბუხრის დანთება დაიწყო. -ალექსანდრე... -რა? -რატო დაშორდი ლიზის? -შენთვის ეხლა ეს არანაირ მნიშვნელობას არ ატარებს. -მაინც? -ნუკი, მოდი ძალა საღამოსთვის მოიკრიბე, დაგჭირდება ლომკები რო დაგეწყება. -მამაჩემმა იცის? -არა, ისე უნდა მეთქვა. -არა, არ უთხრა. -რატო? -არ უთხრა და მორჩა. ეგონება რო დამოკიდებული ვარ. -არ ხარ? -ალექსანდრე. -კაი გპირდები რო არ ვეტყვი, პროსტა რატო არ უნდა ვუთხრა მითხარი. -ეს არავინ იცის ოჯახჯს წევრების გარდა. მამაჩემს პრობლემები ჰქონდა... ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან... ერთი პერიოდი კი კლინიკაშიც იწვა. რო გაიგოს პირდაპირ კლინიკაში გამაგზავნის. -მამაშენს? -ხომ, ყველასთვის ნათქვამი ჰქონდა რო ამერიკაში იყო. -კაი, გშია? -ააამ... -სუპს გავაკეთებ. -საჭმლის კეთება იცი?-ანუკიმ გაკვირვებულმა შეხედა. -კი-ბუხარი დაანთო და სამზარეულოში გავიდა. ანუკიმ ადიალა მოიფარა და ალექსანდრეს გაყვა. -ვა, კუდი გამომეზარდა? ანუკი სკამზე ჩამოჯდა. -მაინც რა მოხდა? ხო გიყვარდა? -ანუკი გეყოფა-ალექსანდრემ მშვიდად უპასუხა-მოდი ეს ერთი კვირა ვეცადოთ რო ჩხუბის გარეშე გავატაროთ. -კაი. ტელეფონი მათხოვე ორი წუთით რა, ტატოს დავურეკავ და ვსო. ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა. -გრძელი და დამღლელი კვირა მელოდება. -მაშინ ტვინს წაგიღებ, პრინციპში ტვინი არ გაქ... რა უნდა ელაპარაკო ესეთ გაუნათლებელ არსებას. -ხოდა ნუ მელაპარაკები-ალექსანდრემ გაუღიმა და ანუკიც გაჩუმდა-ჩემ პირადულზე მაგრა გევასება ლაპარაკი და შენსაზე არაფერს მეტყვი? -გააჩნია. -აქამდე რაც მსმენია ყველა შენ დაგდევდა, და მხოლოდ სანდრო იყო შენი შეყვარებული? -მე და სანდრო ერთად არც... ამ დროს კარი დიტომ და თეამ შემოაღეს. -ვააა, ჩამოხვედი?კაკუნი იცი?-ალექსანდრეს გაეცინა-მაინც ცოლთან ერთად ვარ. -ანუკი, როგორ ხარ?-დიტომ ანუკი გადაკოცნა. -კარგად. -თეა ეს ანუკია, ალექსანდრეს ცოლი, ანუკი ეს ჩემი და თეაა და მალე თუ არ წავიყვან მის დაქალებთამ ბუხარში შემაგდებს. -სასიამოვნოა-ანუკიმ გაუღიმა. -კაი გაიყვანე და დაბრუნდი მერე-ალექსანდრემ უთხრა. -აბა რას ვიზამ-დიტო და თეა წავიდნენ. -რას ამბობდი?-ალექსმა ჰკითხა. -არაფერს. -სანდროზე მიყვებოდი. -გადავიფიქრე, ოთახში გავალ და დამიძახე. -არ ჩაგეძინოს. ანუკი ოთახში გავიდა და საწოლზე წამოწვა. სანდროზე მოყოლა არ უნდოდა, რადგან ალექსანდრე ლიზის შესახებ არ უყვებოდა. ცოტახანში ალექსის დაძახების გარშე გავიდა საჭმელად. -მზად არი-ალექსმა ბარის მაგიდაზე დაუდო თეფში, პური და ყველი-საღამოსთვის ნამცხვარიც გვაქ. -ჰო, კაია-ანუკიმ ჭამა დაიწყო. -ერთი მაინც კაია, ჭამაზე მაინც არ მიყენებ პრეტენზიებს. -კაი ხელი გაქ. -ჰა? -ან მზარეული უნდა გამოსულიყავი, გემრიელია. -გვიანი არ არის, რესტორანს გავხსნი, შენ ოფიციანტი იყავი... არა ისეთი სახით შეხცდები ხალხს რომ არავინ მოვა და ბანკროტი დავრჩები. -ალექსანდრე, ერთხელ გითხარი კომპლიმენტი, ნუ აგივარდა. -მე ბოდიში-ალექსმაც ჭამა დაიწყო-სანდროზე რატო არ მიყვები? -მე და სანდროს ურთიერთობა ძნელი ასახსნელია. ნახევარი სიტყვიდან ესმის ჩემი, ადვილას ვუგებთ ერთმანეთს, არ მოგვწონდა როდესაც რომელიმე სხვასთან იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ერთად ვყოფილიყავით, მასთან თავს დაცულად და კომფორტულად ვგრძნობდი. რეალურად კი არ გვიყვარდა ერთმანეთი ისე როგორც შეყვარებულებს... მოკლედ ძნელი ასახსნელია. -ანუ გიყვარს? -მიყვარს, მეგობარზე მეტად, მაგრამ შეყვარებულზე ნაკლებად.ამიტომ გითხარი ძნელი ასახსნელია, მაგრამ სანდროსნაირად ვერავინ მიგებს. ამიტომ არასდროს გვიჩხუბია. -სანდროს რო ეთქვა სიგარეტი გადააგდეო? -სანდრომ რო იცოდეს რა მოხდა, შეილება ხმაც არ გამცეს. ამიტო მინდოდა ტატოსთან ლაპარაკი. -მიპასუხე. -არ ვიცი, ვეცდებოდი. დამეხმარებოდა. ლიზის რო ეთხოვა რო მე გამშორებოდი? -ლიზი მაგას არ მთხოვდა, იციოდა რატომაც ვაკეთებდი ამას. -და რო ეთხოვა? -ავუხსნიდი ყველაფერს. -თუ არ გაგიგებდა. -დავშორდებოდი, მამაჩემის თხოვნა ჯფრო მნიშვნელოვანია. -რადგან ლიზის არ შეუსრულებდი, ალბათ ჩემზე ლაპარაკიც არაა. -გაშორება გინდა? -რატო არ უნდა მინდოდეს. ალექსს გაეღიმა. -რა? -არაფერი-ისევ გაეღიმა. ანუკიმ დაამთავრა ჭამა, შემდეგ თეფში გარეცხა. ამ დროს დიტოც მოვიდა. -დატოვე თეა? -კი, აბა წავიდეთ სათხილამუროდ? -რა სათხილამუროდ, არაფერი არ ჩაალაგა და ტანსაცმელი არ აქ. გაიყინება. -აქ დედაშენის ტანსაცმელი ხო არი რაღაცეები თბილი. მიეცი და წავიდეთ. -წამოხვალ?-ალექსანდრემ ანუკის გახედა. -არა, დავიღალე. -მაშინ ვერც მე წამოვალ, მარტო ვერ დავტოვებ. -კაი, ლაშას ვკითხავ. -ლაშაც აქ არი? -კი, ზაზაც. სასტუმროში არიან. -მე რატო არ მითხრეს? -ერთი თვის განმალობაში გაქრით შენ და შენი ცოლი და იმიტო. ჰა, წამოხვალ? -არა, წადი შენ. სასტუმროში დარჩები იმათთან? -კი. ხვალ გამოგივლით-დიტო ისევ წავიდა. -ჩემ გამო ერთი კვირა სახლში უნდა იჯდე? -ვინ თქვა რო აქ სულ სახში იჯდები? დღეს კაი მესმის გადაიღალე, ხვალ გავალთ გარეთ. ჰაერისთვის ჩამოგიყვანე და არა დასაძინებლად. -აჰამ, ცოტა თავბრუ მეხვევა, ალბათ უძილობისგან. -წამო დაგეხმარები გასვლაში-ალექსანდრემ წამოაყენა და ოთახში გაიყვანა, ადიალაზე მეორეც გადააფარა რომ არ შესციებოდა-დამიძახე რო რამე. -დარჩი რა, რამეზე მელაპარაკე. -ალბათ უკვე ბოდვაც დაიწყე რადგან ესეთ რამეს ამბობ. -ალბათ. ალექსანდრე მის გვერდით დაჯდა საწოლზე. -დაა... ტელეფონი სულ ორი... -ანუკი, რამდენჯერააც არ უნდა მთხოვო პასუხი იგივე დარჩება. -აუ... -ტელევიზორს ჩავრთავ, რამეს უყურე. -რამე ფილმი ჩართე. ტელევიზორი ჩართეს და ფილმის ყურება დაიწყეს. ალექსანდრე გვერდით მიუწვა. ცოტახანში კი ორივეს ჩაეძინა. ანუკის გვიან ღამით გაეღვიძა, შფოთავდა, სახე სულ ოფლიანი ჰქონდა, ჩუმად წამოდგა და მისაღებში გავიდა. ჩანთა გადაქექა და ძლივს იპოვა ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო, გარეთ გავიდა და მოწევა დაიწყო.. ხელები სულ უკანკალებდა, სიგარეტი არ შველოდა, ორგანიზმი ალკოჰოლს თხოვდა. ცოტახანში ალექსიც გამოვიდა, მას იმედგაცრუებული სახე ჰქონდა. -ანუკი, რას აკეთებ? -მე...-კანკალით შემოუბრუნდა-ალექსს, ძაან ცუდად ვარ. ესეც არ მშველის-სიგარეტი პირში სწრაფად ჩაიდო და მოქაჩა, ალექსმა კი მაშინვე გამოართვა და გადატეხა. -მე შენ გაგაფრთხილე, საიდან გაქ სიგარეტი? -ჩანთაში მქონდა. ალექსანდრემ ხელი ჩაავლო და შიგნით შეიყვანა, კარი გასაღებით ჩაკეტა და ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ ჩანთა აიღო და ყველაფერი გადმოიღო. -რას ეძებ? -სიგარეტს. -ერთი ღერი მქონდა. -ამის მერე შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა-ალექსანდრემ ჩანთა გადადო, ისევ წვდა ხელში და ოთახში შეიყვანა, შემდეგ კი საწოლში ჩააწვინა, თვითონ კი სკამზე დაჯდა. -ეხლა დარაჯივით უნდა გეჯდე ალბათ. ანუკი მის არცერთ სიტყვას არ უსმენდა ისე ცუდად გრძნობდა თავს, თვალებს ძლივს ახელდა. -ალექსანდრე... -რა? ანუკი უცებ წამოხტა და ღებინება დაეწყო, ალექსანდრემ მაშინვე ვედრო გაუწოდა და თმები დაუკავა. -წყალს მოგიტან-გავიდა და წყლის ბოთლით დაბრუნდა-უკეთ ხარ? მან თავი გააქნია, ბოთლი გამოართვა და წყალი დალია. -ეცადე რო დაიძინო. მთელი ღამე არც ერთს არ მოუხუჭავს თვალი, ყოველ ორ წუთში ერთხელ ანუკი ცუდად ხდებოდა, თან ბოდავდა. დილით როგორც იქნა ანუკის ჩაეძინა. ალექსს მაშინაც არ უფიქრია ძილი, ყავა მოიდუღა და დალია. ამ დროს დიტოც მოვიდა. -აბა. როგორ ხართ? -მთელი ღამე აღებინებდა და ბოდავდა. ეხლა დაიძინა. -ესე ცუდადაა? -ერთი თვის განმალობაში შეუწყვეტავად სვამდა. როგორ გგონია? -ალექსს, კიდე უფრო უარესად იქნება, კლინიკაში დაეხმარებიან. -არ წამომყვება, ისტერიკებს მოაწყობს . აქაც კარგად მივხედავ,სუ რო დაბმა მომიწიოს. -მოგიწევს, ვერ წარმოიდგენ რა ცუდად შეილება იყოს. წვეთი ალკოჰოლიც არ შეილება. -ვიცი, ვერც მიიღებს. -მიდი დაიძინე თუ გინდა და მე აქ ვიქნები, რო გაიღვიძებს გეტყვი. -ნაღდად? -კი, მიდი. -პროსტა ტელეფონი არავითარ შემთხვევაში არ მისცე, გარეთ არ გაუშვა. არანაირი სიგარეტი. და ვაფშე იწვეს. დიტოს გაეცინა. -როგორ ნერვიულობ. -მოკეტე, სერიოზულად გეუბნები. -გავიგე. ალექსანდრემ ყავას თავი დაანება და დასაძინებლად წავიდა. ნუკის ისევ ღებინება დაეწყო, წამოდგა და აბაზანაში გავიდა. დიტო ოთახის კართან მივიდა და დააკაკუნა. -ნუკი, დიტო ვარ. კარგად ხარ? ანუკი გამოვიდა და სახლის კარისკენ წავიდა. -სად მიდიხარ. -გარეთ, აღარ შემიძლია. -ნუკი, მოიცადე, დაწექი რა, ალექსმა.. დიტოს არ მოუსმინა, კარს დაეჯაჯგურა და გააღო, დიტოც გაეკიდა. -ალექსს-დიტომ დაიღრიალა და ნუკის გაეკიდა, ალექსანდრეც წამოხტა და გარეთ გაიქცა. მალევე მოასწრო მისი დაჭერა, მიუხედავად იმისა რომ ნუკი საშინლად ეწინააღმდეგებოდა, ტიროდა და ხელებს ურტყამდა. ძლივს შეიყვანა ისევ შიგნით, სავარძელზე დაჯდა და ხელებით ეკავა სანამ არ დამშვიდდა. -ნუკი გეყოფა-ალექსანდრემ მკაცრად უთხრა-არსად არ წახვალ, იქნები აქ და მორჩა. მიგაბა საწოლს? მაინც არავის უსმენდა და შეწინააღმდეგებას აგრძელებდა. -დიტო, უჯრაში თოკი დევს. -ალექს, თავი რას მიარტყი? მართლა უნდა მიაბა? -გააკეთე რაც გითხარი-ალექსანდრემ ისევ ხელში აიყვანა და ოთახში საწოლზე დააწვინა, ხელები კი საწოლის კიდეზე მიუბა. -გამიშვი!!-ბოლო ხმაზე უყვიროდა, სახეზე სულ წითელი იყო სიმწრისგან, ამასთან ერთად ტიროდა. -დიტო გადი გარეთ დამელოდე-ალექსანდრემ კარი მოიხურა და მასთან ახლოს მივიდა, მისი სახე ხელებში მოიქცია და მის დამშვიდებას ეცადა. -რო დამშვიდდები მერე მოგხსნი. კლინიკაში ამდენს არავინ მოგითმენდა. ეხა მოგიტან ჩაის, ოდნავ დაგამშვიდებს და დაიძინებ. მაინც არაფერს უსმენდა, ყველაფერზე თავს აქნევდა და გათავისუფლებას ცდილობდა, თითქოს ჩიტი ყოფილიყო გალიაში. ალექსანდრემ ჩაი გაუკეთა და ოთახში შევიდა, სახე ისევ დაუჭირა და ამჯერად მკაცრად უთხრა. -ან დალევ, ან გადაგასხამ და წავალ დიტოსთნ ერთად სათხილამუროდ, მერე ესე დარჩები მარტო, გაწყობს? შემომხედე!! ნუკი გაჩერდა და ალექსანდრეს შეხედა. მართლაც ჩაიმ იმოქმედა, როგორც იქნა დამშვიდდა და ჩაეძინა. ალექსმა ცალი ხელი გაუხსნა, მეორე კარგად გაუკვანძა რომ არ გაეხსნა და დიტოსთან გავიდა. კარი ისევ ჩარაზა და სამზარეულოში დაჯდა. -ეს კვირა ძილი არ მიწერია-ყავის მოდუღება დაიწყო. -მე გირჩიე. -კლინიკაში ვერ გაძლებს, აქ მე ვაკონტროლებ. -იქ მთელი ექიმების და ფსიქოლოგების ჯგუფი მუშაობს ესეთ ადამიანებზე. -დიტო, როგორმე გავუმკლავდები. -ვხედავ. -ორი დღეც და უკეთ იქნება. -შენ მიზეზიც კი არ იცი რატო დაიწყო სმა. ტატოს ველაპარაკე, ესე ერთ თვეზე მეტია რაც არი. -და რატო? -ალექსანდრე თავს იდებილებ? უყვარხარ. ალექსანდრეს გაეცინა. -კი, კი. ბოლო დონეზე მლანძღავს და გაუნათლებელს მეძახის. თან ის სანდრო უყვარს მგონი. საყვარელი ბავშვია არც იცის რა უნდა. -ბავშვი ხარ შენ. გინდა თქვა რომ არანაირი გრძნიბა არ გაგაჩნია ანუკის მიმართ? -აუ ბიჭო, კიი. პროსტა ანუ რავი რა-ხმა დაიწვრილა და გოგოსავით დაიწყო ლაპარაკი-გეყოფა რა დიტო. -ტატო ყველაზე ახლოს არი ნუკისთან. არ იტყუება. -რას ვიზამთ, მოუწევს რომ გადამიყვაროს. -და შენც გადაიყვარებ? -მე მიყვარს ლიზი დიტო, ანუკი... როგორც გითხარი... -საყვარელი ბავშვია. ძაან გულს ტკენ, ადრე თუ გვიან ამოუვა ყელში ეს ყველაფერი. -მე რა გავაკეთო, ძალით შევიყვარო? -რატო დაშორდი ლიზის. -ტვინს ჭამდა. -4წელი, სიგიჟემდე გიყვარდა. ჩმორივით ყველაფერს უსრულებდი და უცებ? გადაგიყვარდა? -მომბეზრდა. -ანუ გადაგიყვარდა, გამოჩნდა ნუკი. -დიტო, ფსიქოლოგობა არ გიფიქრია? წადი რა ბიჭებთან გაერთობი. მე ბავშვი მყავს მოსავლელი, ვერსად ვერ წამოვალ. ეგენიც არ მოიყვანო აქ, ხო ხედავ როგორცაა. -კაი, თუ დახმარება დაგჭირდება დამირეკე. -აუცილებლად. პირველი შენ დაგირეკავ. *** ანუკის საღამოს გაეღვიძა, წამოდგომა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.შემდეგ დახედა ხელს. -ალექსანდრე! ხელი გამიხსენი. ალექსს!!! ჯანდაბა!-ცალი ხელით უჯრა გამოაღო, იქ მაკრატელი იპოვა და თოკის გაჭრა დაიწყო. შემდეგ წამოდგა და მისაღებში გავიდა, ფეხზე ძლივს იდგა, თან თავბრუ ეხვეოდა. -ალექს!! არ მეცინება-უცებ სამზარეულოდან ხმა მოესმა და შეკრთა-ალექს?!! ვინ არის აქ?-თვალებიდამ ცრემლი წამოუვიდა-ალექსს!! მოულოდნელად კარი გაიღო და ა,ექსანდრე შემოვიდა, ანუკი მაკრატელით შებრუნდა, არ ეგონა რომ ალექსი იქნებოდა. მაკრატელი ხელიდან გააგდო, ალექსს მივარდა და ჩაეხუტა. -სად იყავი... სამზარეულოში ვიღაც არი-ალექსმა წესიერად ვერაფერი გაიგონა ანუკის ტირილში. არ ელოდა ანუკის ესეთ ქცევას. -დამშვიდდი-ხელი მოკიდა, მის უკან დააყენა და სამზარეულოში გავიდა-ნუკი-გაკვირვებულმა შეხედა, რადგან იქ არავინ იყო-რაღაც მოგესმა-უკვე ანერვიულებული უყურებდა-მოგეჩვენა. -სად იყავი-ძლივს წარმოთქვა. -ტანსაცმელი გიყიდე. რა დაგემართა? -არ...აფერი, აღარ წახვიდე გაუფრთხილებლად და ეს თოკები, საერთოდ მოაშორე...-ნელა გავიდა ოთახში და დაწვა. ალექსი ოთახთან მივიდა და კარს მიეყუდა. -შენ ექიმს ველაპარაკე. აინტერესებდა შენი მდგომარეობა, ვიტამინები, ბოსტნეული და სითხე მიიღოსო. -ჰო... -ხვალ თუ უკეთ იქნები სათხილამუროდ წავიდეთ-ალექსანდრე ნებისმიერი გზით ცდილობდა მის ალაპარაკებას-სანამ არ ვიყავი, რას აკეთებდი? -ეხლა ავდექი. ალექსანდრე მისაღებში გავიდა, კარადა გამოაღო და ბოთლები შეამოწმა. ეგონა რომ ანუკიმ დალია. -სუპს გაგიცხელებ, ხილიც მოგიტანე. როგორ ხარ? -დიტო და თეა წავიდნენ? -გუშინ წავიდა თეა. არ გახსოვს? -წეღან აქ არ იყვნენ? -ანუკი, კიდე დაბოლდი? რა მოწიე, ყველაფერი გადავქექე, აქ არაფერი არ მაქ მსგავსი. -ალბათ შემეშალა, არ მშია, დავიძინებ-ადიალა გადაიფარა და დაიძინა. ალექსანდრემ არ მოუსმინა, სუპი გაუცხელა და ოთახში შეიტანა. -ხო გითხარი არ მშია თქო. გვერდით დაუჯდა და სუპი მაგიდაზე დადო. -ალექსს, ძაან გთხოვ დაღლილი ვარ. -მე გაჭმევ. ანუკიმ ღრმად ამოისუნთქა. -არ... კოვზი აიღო და პირთან მიუტანა. -ძაან ცხელი არაა-თავისი ხელით ბოლომდე აჭამა. შემდეგ ანუკიმ ისევ ძილი განაგრძო. ცოტახანში კარზე კაკუნი გაისმა, ტატო იყო. კარი ალექსანდრემ გაუღო. -სად არის? -ოთახში, შემოდი. მისაღებში გავიდნენ სალაპარაკოდ. -ეხა საუკეთესო დრო არ არის ნუკის სანახავად. -მე გადავწყვიტავ როდის ვნახო ნუკი. დაახმარება ჭირდება, საუკეთესო კლინიკებია, ფული მემგონი არცერთს არ გაკლიათ. -შენ ეს გინდა შენი ბიძაშვილისთვის? დეტოქსიკაცია აუცილებლად კლინიკაშკ არ უნდა ხდებოდეს. -უკვე დაეწყო ბოდვები? სცადა გაქცევა? და დეპრესია? -ტატო, მეთითონ მივხედავ. -სად არის ანუკი. -ძინავს-ტატო ოთახისკენ წავიდა, მაგრამ ალექსანდრემ შეაჩერა-საკმარისად არი განერვიულებული, შენ დანახვაზე უფრო გაჯიუტდება და დაბრუნება მოუნდება, ისედაც ძლივს დაიძინა. ტატომ ხელი მოაშორებინა და ოთახში შევიდა, ანუკის მაშინვე გაეღვიძა. -სან? მოხვედი? გელოდებოსი-ანუკის გაეღიმა. -ტატო ვარ. -სან... ტატო ახლოს მივიდა. -ტატო-საწოლიდან წამოხტა და ტატოს ჩაეხუტა-ჩემ წასაყვანად მოხვედი? ხო?-ისეთი გახარებული სახე ჰქონდა როგორც პატარა ბავშვს რომელმაც დიდიხნის შემდეგ პირველად ნახა მშობელი. ტატომ ნელა გააშვებინა ხელები და ანუკის დააკვირდა, შემდეგ კი ალექსანდრეს მიუბრუნდა-4დღე. არც მეტი არც ნაკლები-ტატო სწრაფი ნაბიჯებით გავიდა გარეთ, ანუკი წამოხტა და გაეკიდა. -ტატო!!! -ანუკი-ალექსდრემ ამოიოხრა, ცალი ხელი წელზე მოკიდა და ოთახში დააბრუნა. -მომშორდი!! -რა დღეში ხარ შენ?!! ამოვიდა ყელში, მართლა დაბმა უნდა მიწევდეს შენი? არ ხარ პატარა, უნდა გესმოდეს სიტუაციის სერიოზულობა!! არაუშავს, მე გასწავლი ჭკუას. დაეგდები და ფეხს არსად გაადგამ. სულ რო შენი სანდრო, ოჯახი და სპეცრაზმი მოვიდეს, აქედან ვერავინ წაგიყვანს. გასაგებია?!! ორივე გაჩუმდა. მოულოდნელად ალექსანდრემ ანუკი მისკენ მიიზიდა და აკოცა. მან მაშინვე მოიშორა თავიდან და სახეში გაარტყა. ამჯერად ისე ძლიერად რომ ალექსს ტუჩი გაუხეთქა. პასუხად კი ღიმილი მიიღო. -მერამდენეჯერ ამის დედაც-ოთახიდან გავიდა და სახე ჩამოიბანა, ანუკი წამოდგა და გაყვა. -კლინიკაში მინდა წასვლა. -ჰა? -რაც გაიგე, კლინიკაში მინდა დაწოლა. -საწოლი აქაც არი, აქ დაწექი. -ალექსანდრე, აუცილებლად ჭიქები უნდა ვამსხვრრიო, ალკოჰოლი მოვიპარო რო კლინიკაში წამიყვანო?!! -არსად არ წახვალ, ჭიქების მსხვრევას ეხა მე დავიწყებ თუ შენთითონ არ დამშვიდდები. -ესე ვერასდროს მოვრიგდებით. გევედრები ტატოს დაურეკე, საუკეთესო კლინიკაში მომაწყობს. რატო მექცევი ესე. -მე გექცევი? მე გაგიხეთქე ტუჩი? -ძაან გეტკინა?-ანუკის ხმა დაურბილდა, ალექსს კი გაეცინა. -არა. სერიოზულად მკითხე ხო? ანუკი უფრო ახლოს მივიდა, ბამბა აიღო და ტუჩზე დაადო. შემდეგ კი აკოცა, ალექსანდრე წამით მოშორდა. -ეხლა მე უნდა გაგარტყა. -მოკეტე-ალექსანდრემ ხელში აიყვანა და საძინებელში გაიყვანა, შემდეგ კი.... მთელი დღე ერთად იწვნენ, ვერცერთი ვერ იღებდა ხმას, სანამ ლიზის დარეკილმა არ დაარღვია მთლიანი იდილია. -რა გინდა?... ბაკურიანში ვარ... როდის?... გამოვდივარ-გათიშა, გიჟივით დაიწყო გასაღებების ძებნა , როდესაც იპოვა შემოტრიალდა და ანუკის უთხრა. -კლინიკა კაი იდეაა, ტატოს დავურეკავ, მოვა და წაგიყვანს. მეჩქარება. გავიდა და კარი ჩაკეტა, ანუკი კარს მივარდა და ჯაჯგური დაუწყო. -ალექსს!! ესე ვერ მომექცევი!!!-მაგრამ ალექსანდრე დიდიხნის წასული იყო. ანუკი ჩაიკუზა და ტირილი დაიწყო, ვერ იჯერებდა რომ ალექსანდრემ გამოიყენა და შემდეგ ლიზისთან წავიდა-ცხოველი!!-შემდეგ,აბაზანაში შევიდა და მისი ავსება დაიწყო. შემდეგ ჩაწვა და ... ცოტახანში ტატოც მივიდა, სახლში შევიდა და ანუკის ძებნა დაიწყო. -ანუკი,სად ხარ?! -ოთახში შევიდა, შემდეგ აბაზანის კარზე დააკაკუნა-ანუკი? აქ ხარ? მიპასუხე. ანუკი მიპასუხე თორე შემომტვრევა მომიწევს. ნუკი!-ტატომ კარი შეამტვრია... *** ანუკიმ ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ მისი გადარჩენა მაინც შეძლეს. ტატო მთელი ღამე არ მოშორებია ანუკის გვერდიდან, ვაკოც და რეზიც ავიდნენ მის სანახავად, ისინც ანალოგიურად ტატოსთან ერთად იყვნენ მთელი ღამე. მას ერთადერთი რამ უნდოდა, დაეჭირა ალექსანდრე და სიკვდილამდე ეცემა, ანუკიზე მეტად მას არავინ არ უყვარდა. და მის და დედის გარდა არც არავინ ჰყავდა. ანუკი რომ გამოფხიზლდა სამივე ოთახში დახვდა. -ჯანდაბა-ხელები სახეზე აიფარა-ჯანდაბა, რატო... რატო არ წამიყვანე ღმერთო-მოიკრუნჩხა და ტირილი დაიწყო. სამივე გაოგნებული უყურებდა, ბოლოს ერთ-ერთს მოუვიდა თავში აზრად რომ ექიმისთვის დაეძახებინა, შემდეგ დამამშვიდებელი გაუკეთეს და ისევდაეძინა. -ამის დედა შევე*ი. სადამდე მიიყვანა-ტატოს ლამის თვითონ წასკდა ცრემლები-ანუკიზე სიცოცხლით სავსე ადამიანი არ არსებობდა, ნაბი*ვარი. -დაწყნარდი, აგებს ყველაფერზე პასუხს, პირობას გაძლევ-ვაკომ დამშვიდება სცადა. -ტატო, სანდროსთან არაფერი წამოგცდეს, ხო იცი რა იმპულსიურიცაა, სისულელეს გააკეთებს. ამ დროს ალექსანდრე ლიზასთან ერთად იყო თბილისში და არაფრის გარტყმაში არ იყო. არ იცოდა რომ ანუკი საავადმყოფოში იწვა, თან რის გამო. როგორც იქნა დილით ანუკი გამოფხიზლდა, ისინი კიდევ ოთახში იყვნენ, უბრალოდ ამჯერად რეზის გარდა ყველას ეძინა. -როგორ ხარ?-ჩუმად ჰკითხა. ანუკიმ არაფერი უპასუხა, უბრალოდ ფანჯარაში იყურებოდა-ექიმს დავუძახებ-წამოდგა და ექიმი შემოიყვანა, ამ ხმაურზე დანარჩენებსაც გაეღვიძათ. ექიმმა ბიჭებს პალატა დაატოვებინა, რადგან ნუკისთან მარტო უნდოდა საუბარი. -ანუკი, მე გია მქვია. როგორ გრძნობ თავს? ის უბრალოდ ფანჯარაში იყურებოდა და ხმას არ იღებდა. -გესმის ჩემი?-ექიმმა საწოლს მოუარა და მეორე მხრიდან დადგა-ანუკი? მაშინ ანუკიმ თავი გაასწორა და კედელს მიაშტერდა. -ჩვენ გავესაუბრეთ უკვე შენ ახლობლებს და ისინი თანხმიბას აცხადებენ შენ გადაყვანაზე სპეციალურ დაწასებულებაში, კლინიკაში სადაც დაგეხმარებიან. მხოლოდ შენი თანხმობა არის საჭირო. ნუკი? ვიცი რომ გესმის ჩემი. -სად უნდა მოვაწერო ხელი. ექიმი არ ელოდებოდა მის ესეთ სწრაფ თანხმობას. მაგრამ მაინც არ დაბნეულა და დოკუმენტები მიაწოდა, ანუკიმ ხელი მოაწერა და დაუბრუნა. -კლინიკაში დავრეკავთ და შენთვის ადგილს გაამზადებენ. ცოტახანში კიდევ შემოვალ-ექიმი გავიდა, ჰოლში ბიჭები ელოდებოდნენ და მის დანხვაზე გიჟებივით მიცვივდნენ. -როგორ არის? -თანახმაა კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებაზე, ახლა ადგილს გაამზადებენ და გადაყვანა დღესვე მოხდება. -მისი ნახვა შეიძლება? -სამივე ერთად არ შეხვიდეთ. მხოლოდ ერთ-ერთს შეგიძლიათ. ოღონდ მისთვის ნერვიულობა არ შეილება. -ტატო მიდი-რეზიმ და ვაკომ თითქმის ერთხმად თქვეს. ტატოც არ შეყოვნებულა და ოთახში შევიდა. მას უჭირდა ანუკის თვალებში ყურება, თავს დამნაშავედ გრძნობდა რომ თავის დროზე არ წაიყვანა იქიდან. ანუკი ამჯერად მშვიდად იყო. საწოლში აღარ იწვა, უკვე ტანზე ეცვა და უბრალოდ სავარძელზე იჯდა. -ისა... როგორ ხარ-წამით შეხედა და ისევ დახარა თავი. -შენი აზრით? -ნუკი, მე... -დაიკიდე, არავის ბრალი არ არის. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, სამწუხაროდ იმდენად სუსტი ვარ რომ ც არ გამომივიდა. -ნუ ლაპარაკობ ეგრე, არ მეგონა რომ ესე ცუდად იყო ყველაფერი. მამაშენს დაველაპარაკებ და გაშორდებით. -შენ გგონია ეს რამეს უშველის? ტატო მე ის მიყვარს. მას კიდე სხვა უყვარს, ამას რას უზამს მამაჩემი? აზრი არ აქვს მასთან ლაპარაკს. -მე არ მოგცემ იმის უფლებას რომ ამ.. არსებასთან ერთად იცხოვრო. -სამწუხაროდ შენ არ წყვიტავ ამას. -ხო... როგორც ჩანს საერთოდ ამომშალე შენი ცხოვრებიდან, ისევე როგორც სხვები. ერთი მაინც მახარებს, კლინიკიდან არ გამოგიშვებენ სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდები. ამაზე მე ვიზრუნებ, კიდე შენ საყვარელ ქმარზე, ერთ-ორ საათში გვერდით პალატაში მოგიწვენენ-ტატო ოთახიდან გავიდა. ანუკის ნერვიც არ შეტოკებია. პირიქით გაეღიმა. ამ დროს ექიმი შემოვიდა. -მანქანა გარეთ გელოდება. -აჰამ. ამ დროს კარი გაიღო და ალექსანდრე შემოვიხა. -კიდე კაი-ეს თქვა და ამოისუნთქა, თითქოს მორბოდაო. -უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებით. -ანუკის ქმარი. -კარგით, 2წუთს მოგცემთ დასამშვიდობებლად-ექიმი გავიდა. -რისთვისო? -კლინიკაში ვწვები. -არსად არ წვები. ნუკი.. რატო გააკეთე ეს? -ავად ვარ, ფსიხი ვარ, არ ვიცი. იქნებ იმიტომ რომ ჯერ გამომიყენე და მერე ლიზისთან წახვედი, არ გიფიქრია? შენ მე სათამაშო გგონივარ...რაც გინდა ის იფიქრე, მაგრამ ესეთ ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია. მინდა რომ შენგან რაც შეილება შორს ვიყო, გულს მტკენ, მანადგურებ, სიცოცხლის სურვილს მართმევ და ამას ვერ ხვდები. ეგოისტი ხარ. საკუთარ თავზე ფიქრობ, შენ გარშემო მყოფები კი გკიდია, მე მივიღე ის ფაქტი რომ შენი ცოლი უნდა გავმხდარიყავი, ბოლომდე ვცადე დამორჩილება, მაგრამ შენგან საპასუხო რეაქცია არ მქონია. დებილივით შემიყვარდი, შემიყვარდი რადგან მეგონა შენ შეცვლას შევძლებდი, იმ ეგოიზმს მაინც მოვსპობდი რომელიც შენში არის დამკვიდრებული. თვითონ კითხვასაც რომ მისვამ თუ რატო გავაკეთე ეს, მიუთითებს იმ ფაქტზე რომ არაკაცი ხარ. ვერ ხვდები რა გააკეთე ისეთი რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა. არ თვლი რომ შეცდომა დაუშვი. ესე მგონია გული ამომგლიჯეს და დაწვეს. ნებისმიერ ადამიანს ჰკითხე, ესეთი არასდროს ვყოფილვარ. თბილისში რამდენი ბიჭი მეფიცებოდა სიყვარულს, მაგრამ ყველას უარს ვეუბნებოდი. შეიძლება ესე არ უნდა გამეკეთებინა, მართლა მომეძებნა მათში ის ვინც მარტლა შემიყვარებდა და არ მიღალატებდა. ეს ჩემი შეცდომაა, ალბათ ჯერ პატარა ვარ და არ გამეგება ცხოვრების, და იმიტომ დამემართა ესეთი რამ. მოკლედ შენთან საუბრის სურვილიც კი დამეკარგა. მიყვარხარ, მაგრამ არ ინერვიულო, ვეცდები რომ გადაგიყვარო. ნახვამდის-ადგა და ოთახიდან გავიდა. ალექსანდრე გაშეშებული დარჩა, ადგილიდან ვერ დაიძრა, უნდოდა გაკიდებოდა, მაგრამ რაღაც არ აძლევდა საშუალებას. თავს არაკაცად თვლიდა და ესეც იყო. აქამდე არც კი წარმოედგინა როგორ ტკენდა ანუკის გულს... მაგრამ როდესაც ეს სიტყვები მოისმინა, სიმართლეს ჩაწვდა, მიხვდა რომ მამამისს ჰგავდა, რომ მისგან არაფრით განსხვავდებოდა. ისიც სათამაშოებივით ექცეოდა ხალხს. როდესაც მობეზრდებოდა, სხვას პოულობდა. მიხვდა რატომაც არ თხოვა ნოდარიმ გიორგის ცოლის მოყვანა, რადგან ის არცერთს არ ჰგავდა. რომ გიორგი სიყვარულისთვის ყველაფერს გააკეთებდა. ნოდარიმ კი იცოდა რომ ალექსანდრე დათანხმდებოდა. *** ალექსს აღარ შეეძლო ამდენის ატანა. ერთი თვის განმალობაში ანუკისგან არაფერი არ სმენია, მის ოჯახში მისვლაც კი რცხვენოდა. ერთ დღესაც ანუკის მამამ დაურეკა და ვახშამზე დაპატიჟა. ალექსანდრე მაშინვე დათანხმდა, იმ პირობით თუ იქ ანუკის ნახავდა. მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი აღარ იყო კომპანია, რადგან უკვე აღარ ჰქონდათ პრობლემები, პირიქით ესეთი წარმატებულები არასდროს ყოფილან. საღამოს ალექსი მათ ოჯახს ეწვია, შიგნით შეიპატიჟეს და მაგიდასთან დასვეს. -ანუკი არ იქნება?-ალექსანდრემ იკითხა. -მეგობრებთან ერთად იყო გასული, დღეს დაბრუნდა კლინიკიდან და მოენატრა-ელენემ ძალით გაუღიმა. ცოტახანში კარიც გაიღო და ანუკი სანდროსთან, ნინისთან, რეზისთან და ვაკოსთან ერთად შემოვიდა ოთახში. თან ერთმანეთში ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ. სანდრომ ანუკის გადახვია ხელი და ისე შევიდნენ შიგნით. -გამარჯობა ბატონო ზურა, ქალბატონო ელენე-სანდრო თავაზიანად მიესალმა ორივეს. -გამარჯობა სანდრო... ანუკი, შვილო წამოდი სამზარეულოში დამეხმარე-ელენემ თხოვა. -ბოლოს ეგ რომ მთხოვე დედა, მახსოვს ალექსანდრეს გამაყოლე. ეხლა რაღა უნდა მთხოვო ბავშვი? მამამისმა ძალით გაიცინა. -რას არ იტყვის ხოლმე. ანუკი გაყევი დედაშენს. -მოვალ ეხლავე-სანდროს უთხრა და დედამისს გაჰყვა. -ხომ იცი რომ ალექსანდრე უნდა მოსულიყო? მეგობრები რატო მოიყვანე. -უკაცრავად? მე გითხარით რომ ამ ცხოველს არ შევურიგდებოდი. -ამას არავინ გეკითხება! დღესვე გაყვები მას სახლში! და ამაზე ხმა არ ამოიღო. -პრობლემები აღარ აქვს კომპანიას, რა საჭიროა ჩემი ამ ოჯახში ყოფნა? -მამაშენის კომპანიის მმართველი ეგ იქნება. რადაგნ მემკვიდრე არ ყავს. -ეხლიავე დედა. თუ გინდა რომ მეორეჯერ ვენები არ გადავიხსნა ეს აღვირახსნილი ცხოველი ზოოპარკში დააბრუნეთ. ჩემი მეგობრები აქ იმდენი ხანი იქნებიან რამდენიც მე მინდა-ანუკი ისევ გავიდა მისაღებში-დედაჩემი ვახშამზე გპატიჟებთ. ხო გშიათ? ყველა მიხვდა ანუკის ჩანაფიქრს და ერთხმად დათანხმდნენ. სანდრო და ვაკომ ანუკი შუაში მოიქციეს, ისე დასხდნენ. სანდრომ ზურას ბიზნესზე გაუბა ლაპარაკი,ასევე უნივერსიტეტზ, თუ რას ასწავლიდნენ და ასე შემდეგ. -ანუკი, შეილება გარეთ დავილაპარაკოთ?-ალექსმა სთხოვა. ხოლო ანუკიმ ხმამაღლა უპასუხა. -ვერ ხედავ რო ვჭამ? რა გინდა, აქ მითხარი. ჩემ ოჯახთან დასამალი არაფერი არ მაქვს. კლინიკაში მასწავლეს რომ გულწრფელად ლაპარაკზე უკეთესი არაფერი არ არის. ჩემი ფსიქოლოგი ამბობს რომ დიდ მიღწევებს ვაკეთებ. ვაკო და ნინი კინაღამ დაიხრჩვნენ სიცილისგან ანუკის სიტყვებზე, რეზიმ ნინი ძლივს მოასულიერა. სანდრო კი ცდილობდა სერიოზულობა შეენარჩუნებინა. აი ალექსანდრესთვის ჯობდა არავის შეეხედა ისეთი სახე ჰქონდა. -უკვე გვიანია-ალექსანდრე წამოვა. -ხო წადი, დედაშენი გელოდება ალბათ, მომიკითხე და ჩამიკოცნე-ანუკიმ გაუღიმა, ამჯერად სანდრომაც ვეღარ შეიკავა სიცილი. -ანუკი გაგაცილებს-ზურამ უთხრა. ამას ვეღარ შეეწინააღმდეგებოდა ამიტომ წამოდგა და მორჩილად გაყვა ალექსანდრეს გარეთ. -ბატონო ალექსანდრე, რამით გაწყენინეთ? -არ არის საჭირო ესეთი ქცევა. მესმის რო საშინლად მოგექეცი, მაგრამ..;. -მაგრამ რა? ამას არ იმსახურებ? ისეთს იმსახურებ რომ სიტყვებით ვერ ავღწერ. შენთვისვე ჯობია რომ გაშორება მოსთხოვო მამაჩემს თორე ისეთ ცხოვრებას მოგიწყობ რომ სიკვდილი შენთითონ მოგინდება. აღარ ვაპირებ თითოეულ შენ ყვირილზე ბღავილს, ოთახში ჩაკეტვას და ასე შემდეგ. მეც შემილია ყვირილი, გამოვცადოთ? -ახალი გამოსული ხარ კლინიკიდან, მეგობრები მოგენატრა. დღეს აქ დაგტოვებ, მაგრამ ხვალ დავბრუნდები და უსიტყვოდ გამომყვები. მერე ვინ ვის როგორ ცხოვრებას მოუწყობს ვნახავთ. -ოჰოო, კარგი. გავითვალისწინებ. -ანუკი მაპატიე, არ უნდა მეთამაშა შენი გრძნობებით. -მართალი ხარ. ლიზის რო ნახავ არ დაგავიწყდეს მიულოცე ჩემგან, დიდი და ჯანმრთელი შვილი გაგეზარდოთ. -შენ საიდან გაიგე? -ალექსანდრე, მე როდესაც გითხარი რომ მთელი თბილისი დამსდევდა, ამას სრული სერიოზულობით გეუბნებოდი. ყველას დაქალს, დას, ბებიას და დედას ვიცნობდი. კლინიკაში რომ მოვხვდი მეორე დღესვე გავიგე-ანუკიმ გაუღიმა-წარმატებები, მამიკო. ისე მამაჩემსაც დააინტერესებს ეს ყველაფერი, ზუსტად დღეს ვაპირებდი მოყოლას. -ხმას არ ამოიღებ. -თორე? თორე რა? -არც არაფერი-ალექსანდრე ხვდებოდა რომ ესეთ მდგომარეობაში არ ღირდა ნუკის აგრესიაზე პასუხი, არამედ პირიქით. დაეცადა სანამ თვითონ დამშვიდდებოდა. ამიტომ უბრალოდ გატრიალდა და მანქანაში ჩაჯდა. -ეგრეც ვიცოდი!! არაფრის მაქნისი ხარ!! შენ შეყვარებულსაც ვერ იცავ!-ნუკიმ ბოლო ხმაზე დაიღრიალა, მას კი არც ამაზე ჰქონია რეაქცია. მანქანა დაძრა და წავიდა. სახლიდან სანდრო გამოვიდა. -ნუკი, წამო შიგნით შევიდეთ. -ყველაფერზე პასუხს აგებს, სანდრო ყველაფერს ვფიცავარ, პასუხს აგებს. -აგებს, წამო შევიდეთ შიგნით. შენთვის ნერვიულობ ა არ შეილება. მეორე დღეს ალექსანდრე მის წასაყვანად დაბრუნდა. მანქანა გარეთ დააყენა და სახლში შევიდა. -საღამო მშვიდობის ბატონო ზურა. ანუკის წასაყვანად მოვედი, მზად არის? -ეხლავე დავუძახებ-ანუკი! ანუკი! ანუკი ოთახიდან გამოვიდა, უკან სანდრო მიჰყვებოდა. -მზად ხარ? -რისთვის? -როგორ თუ რისთვის? ალექსანდრე შენ წასაყვანად მოვიდა. -სად? -ანუკი!-მამამისს უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა-სახლში! -უკვე აქ ვარ, მა ალბათ წამლების დალევა დაგავიწყდა. -მზად არის, მადლობა ბატონო ზურა. თუ შეილება რომ მარტო გავესაუბრო. გაბრაზებული მამამისი ოთახიდან გავიდა. -სანდრო, გთხოვ შენც დაგვტოვე. -ეხლიავე წავა-ანუკიმ უპასუხა-კაი სანდრო, მადლობა. ამ ცხოველს როგორმე გავუმკლავდები-გადაკოცნა და სანდროც წავიდა. -წავედით. -მე შენთან ერთად არსად არ მოვდივარ. -კიდე ერთხელ გეუბნები, წავედით. როგორც ჩანს მამაშენისთვის არაფერი მოგიყოლია. -სხვა გეგბმები მაქვს შენს თაობაზე. -ხოდა განახორციელე რომ დავბრუნდებით. დროზე წავედით. -არა, მეთქი. -მაინცდამაინც უნდა გაგათრიო აქედან? შეგარცხვინო ყველას წინაშე და მიწაზე გაფორთხიალო? ხო ხვდები შენთითონ რომ მაიძულებ-ალექსანდრემ საკიდიდან მისი კურტკა მოხსნა და გაუწოდა-ჩაიცვი და წავედით. -ინანებ. -ვინანებ იმას რასაც ეხლა გავაკეთებ თუ დროზე არ წამოხვალ. -მუქარა მეც შემილია. -ვაიმე გავიგე ანუკი, ძალიან შემეშინდა დროზე ჩაიცვი და წავედით, მთელი ღამე არ მაქვს იმისთვის რომ შენ გევედრო დაბრუნებაზე. გაშორება არ მოხდება, როგორც არ უნდა გინდოდეს. როგორც იქნა დათანხმდა, ქურთუკი შემოიცვა და გარეთ გაყვა. ცოტახანში კი სახლშიც მივიდნენ. -მამაშენს ველაპარაკე გუშინ, სანამ მოხვიდოდი. რაღაც წამლების ფურცელი მომცა, უნდა გავიდე ვიყიდო. კიდე ფსიქოლოგზე მითხრა, რომ კვირაში ერთხელ ივლის. და რო არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააცდინო სესიები. -შენ გარეშეც ვიცი. -კაია თუ იცი, აღარ მომიწევს შეხსენება და 2წლის ბავშვივით მოვლა. დაცვა გარეთ დგას, ისე რომ იცოდე ყოველი შემთხვევისთვის-ალექსანდრე წავიდა, მაშინ ნუკი სამზარეულოში შევიდა და საჭმლის კეთება დაიწყო თავისთვის. ცოტახანში კი სანდრომ დაურეკა. -ხო სან? -გაყევი? -სხვა გზა მქონდა? მამაჩემის წინაშე არ მინდოდა სკანდალის აგორება. მაგრამ ამან მიყუროს, სანდრო ჯერ კიდევ არ იცი რამდენზე ვარ წამსვლელი რო მთელი ცხოვრება დავუნგრიო, ისე როგორც მომექცა თვითონ. -ნუკი, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. დაივიწყე, საერთოდ დაელაპარაკე ზურას, მოუყევი ყველაფერი, დარწმუნებული ვარ უარს არ გეტყვის. -ეგ ყველაფერი თავისთავად მოხდება, მაგრამ მოგვიანებით. როდესაც ამასთან დავამთავრებ ყველაფერს. -გიჟივით ნუ ლაპარაკობ. -არა, არაფერს არ დავუშავებ. პირიქით... მოკლედ ყველაფერს წავართმევ ისე რომ ვერც მიხვდეს ეს როგორ მოვახერხე. როგორც თვითონ წამართვა ყველაფერი... -ანუკი, კლინიკაში დაგაბრუნო? -სანდრო, გეყოფა. პირველი ადამიანი უნდა იყო რომელიც უნდა მეხმარებოდეს ამაში. სანდრომ ღრმად ამოისუნთქა და ჰკითხა ის რისი გაგებაც არ უნდოდა. იცოდა რომ ინანებდა პასუხის გაგებას, რადგან შემდეგ ამ ყველაფრის თანამონაწილე უნდა გამხდარიყო. *** დილით როდესაც ანუკიმ გაიღვიძა, ხალათი შემოიცვა და სამზარეულოში გავიდა. იქ ალექსანდრე იჯდა ტელეფონში აკეთებდა რაღაცას. -ყავა უნდა მოვიდუღო, გინდა?-ჰკითხა ალექსს. მან კი გაკვირვებულმა ახედა, ვერ ხვდებოდა რა იყო მისი თავაზიანობის მიზეზი. -კი. შემდეგ ისევ ჰკითხა. -შაქრით? -ორი კოვზი-უკვე ეგონა რომ რამის ჩაყრას აპირებდა. როდესაც ყავა გაკეთდა, ალექსს მოუტანა და პირისპირ დაუჯდა. -ნორმალური გამოვიდა? მან თავი დაუქნია. -ალექსს, შენთან მინდა ლაპარაკი. -რაზე? -მესმის ჩემი საქმე არ არის, მაგრამ რას აპირებ? -რას ვაპირებ? -ლიზის ხო შენი შვილი ეყოლება. -და? -რა და, არ აპირებ რო დაეხმარო? -მოდი ამ თემაზე ნუ ინერვიულებ, მეთითონ მოვაგვარებ. -არ ვნერვიულობ, ლიზი მეცოდება ესეთი ადამიანის ხელში. როგორ აპირებ მის დახმარებას? -ფულით ნუკი რა კითხვებს სვამ? -მარტო ფულით დახმარება გგონია შენ მამობა, მადლობა ღმერთს მე შენგან არასდროს დავფეხმძიმდები. ალექსს, შენი გვარი უნდა მისცე, ხალხს როგორ აუხსნი ამ ყველაფერს? -თუ შენ თავმოყვარეობაზე ნერვიულობ... -ვაიმე, არაფერზე არ ვნერვიულობ. თავმოყვარეობა დიდიხნის უკან დავკარგე როდესაც თავის დროზე არ წავედი აქედან და დედაშენს არ დავუჯერე. ისე ნინამ იცის? -არა და არც არის საჭირო. გვარს მივცემ, ვიტყვი რომ დიდიხნის უკან მოხდა ეს ყველაფერი. -დრო? მე და შენ 3 თვეზე მეტია რაც ერთად ვართ. იქამდე დაუშვად ხო უნდა გაგვეცნო ერთმანეთი, ლიზის ჯერ მუცელიც არ გაზრდია. -ანუკი, ეგ შენი სადარდებელი არ არის. მართლა არ მინდა ცუდად გითხრა რამე ამიტომ მოეშვი ლიზის და ჩემ შვილს. -მე უბრალოდ დახმარება მინდა. -და საიდან ესეთი კეთილშობილება ლიზის მიმართ? -არსაიდან. მე უბრალოდ ბავშვზე ვნერვიულობ რომელსაც ისიც ეყოფა რომ შენ მამამისი იქნები-წამოდგა, ალექსანდრეს ყავა გამოაცალა და გადაასხა. -რისთვისღა აადუღე? -იმედი მქონდა ტვინს გაგიხსნიდა. არ გამოვიდა. ბავშვი საგანი არ არის. -შენ დედაჩემი ხარ ვერ გავიგე? შვილი გყოლია და გამოცდილებიდან მეუბნები ამ ყველაფერს? -არა, ღმერთმა დამიფაროს შენნაირი შვილი მყავდეს. და ვაფშე ყველა დაიფაროს. ძაან მეცოდება ნინა შენ ხელში. მოკლედ დავიღალე, ტვინი ამტკივდა შენთან ლაპარაკით. მივდივარ. -სად მიდიხარ?-ალექსმა უცებ შეკრა წარბები და ანუკის გახედა. -ნინი და სანდრო უნდა ვნახო. -არ მსიამოვნებს შენ და სანდროს ურთიერთობა. -ეხა მოკეტე, შენ შვილი გყავს ლიზისგან. და ჩემ და სანდროს მეგობრობაზე ხმა არა გაქ ამოსაღები. -აუ ჩემი, ესღა მაკლდა. ჭამე და ისე წადი, ხო გთხოვე არ მაიძულო ყოველდღე გახსენო წამლები თქო. -მახსოვდა, რომ არც გეთქვა-ანუკიმ პური აიღო, ჩაკბიჩა და შემდეგ წამალი მიაყოლა-დამშვიდდი? ხო არ შეამოწმებ გადავყლაპე თუ არა. მადლიობა-ოთახში გავიდა და ჩაცმა დაიწყო. ალექსანდრეს გაეცინა, ისევ ისეთი ანუკი დაბრუნდა. თავიდან შეეშინდა ესეთი თავაზიანი რომ ნახა, მაგრამ მხოლოდ შემდეგ მიხვდა ამის მიზეზს. რომ ანუკის ლიზის სიტუაცია აინტერესებდა. ცოტახანში ოთახიდან გამოვიდა. თეთრი დახეული ჯინსები და შავი ზედა ეცვა. ფეხზე კი კეტები. ქურთუკს ხელი დაავლო და ალექსთან მივიდა. -იცი, მე მაინტერესებს როგორია შენი ლიზა. ოღონდ მართლა. არ გამაცნობ? -არ დამთახნმდება. -რატომ? -თავმოყვარეობა აქვს. -ანუ მე არ მაქვს? -არა,... ანუ გაქ, მაგრამ ლიზი ამას შეურაცყოფად ჩათვლის. შენ ცოლი ხარ, ის კიდე.. მოკლედ არა. -ალექსს, მე დახმარება მინდა. -თუ დახმარება გინდა მაშინ წადი მეგობრებთან და დაიკიდე ჩემი პრობლემებია. -უბრალოდ როგორც ცოლს მინდოდა დახმარება, კაი დაიკიდე. წავედი-ლოყაზე აკოცა და წავიდა. ალექსი საგონებელში ჩავარდა, იფიქრა სულ გაგიჟდაო, ან ჩემი ნერვების მოშლას აპირებსო, მაგრამ ბევრი აღარ უფიქრია, რადგან ლიზიმ დაურეკა. -ხო ლიზი? -რა ხო? დაგავიწყდა ექიმთან რო მივდივართ? -რა გვინდა ექიმთან? -რა რა გვინდა ალეექს? ბავშვის გამო. ანალიზები უნდა ავიღო და ეხოსკოპია უნდა გავიკეთო. -მერე გაიკეთე, ფული გინდა? -ალექს! შენც უნდა წამოხვიდე. -მე რატო? -ვაიმე იმიტო რო შენი შვილიც არის. -აუ კაროჩე... -არ გინდოდა შვილი და დაგეტია შარვალში... -კაი, გეყოფა. მოვალ. -და ანუკი? -რა ანუკი? -ჩემ შვილს ნაბი*ვარი უნდა ეძახონ? არ გაშორდები? -ლიზი, მანდ გაწყვიტე, თორე ძაან ვიჩხუბებთ და შენთვის ნერვიულობა არ შეილება. მოვდივარ. ალექსანდრემ გათიშა ტელეფონი და წავიდა. *** -ძაან ცუდი გეგმაა, ანუკი შურისძიება არაფერს არ მოგცემს. -ნინი, დავიღალე. ყელში ამოხვედით ყველა ვაბშე. არაფერს არ მოგცემს! და ალექსი რა ჯანდაბას მაძლევს?! ნორმალურ, მშვიდ თუ თავისუფალ ცხოვრებას?! მთელ თბილისში გავარდა უკვე ჭორი რო ლიზაკუნა ფეხმძიმედაა. მე არ მაქვს პრეტენზია რო ლიზი უყვარს, 4წელია ერთად არიან ჩემამდეც უყვარდა, მე იმაზე მაქვს პრეტენზია რო მათ შვილი ეყოლებათ, და ეს ხო ვაფშე დიდიხნის განმალობაში იქნება გარჩევის საგნად. თან არც მალავს! ამ ლიზისაც არ უტყდება ვიღაცის საყვარელი როა. ვიღაც მაინც მიხვდებოდა რო ცოლ-ქმარი არ ვართ, როგორც წესი და რიგია. იციან რო ლიზისთან დიდიხანი იყო, ჩემთან? ჩემზე რო არავინ არაფერი იცოდა? მე უფრო ვგავარ საყვარელს ვიდრე ის. და ნერვები მეშლება. რო მალავდეს ხმას არ ამოვიღებდი. მაგრამ დავიღალე. თან სერიოზულად დავიღალე. ღმერთო ეხა სიგარეტი ან ლუდი მომცა... -აბა, ეხლავე. მოგატეხავ ხელებს ძირში-სანდრო წამოფრინდა. -ხო აი სანდრო ერთი თვე მაგისთვის ვიწექი კლინიკაში რო ეხა თავიდან დავიწყო. უბრალოდ მინდა და რა გავაკეთო. არ ვაპირებ არაფერს. -მაინც არ მომწონს ეს გეგმა, სხვანაირად შეგვეძლო შური გვეძია. -სანდროსთან არ მინდა გავიმეორო ის რაც მან გააკეთა, მარა მემგონი მოვყევი ხო? ყველამ იცის უკვე. ამას არ ვაპატიებ. -კაი ნინი დაანებე, დაიკიდებს მალე და მორჩა. -არა, სანდრო. არ დავიკიდებ. დამიჯერე მე ამას არ შევარჩენ. გავშორდები, თავისუფალი ვიქნები და კომპანიის ერთ პროცენტსაც ვერ მიიღებს. ოღონდ მანამდე კარგად გავერთობით. ნინიმ ღრმად ამოისუნთქა. -შენთვისვე ვამბობ. -დამეხმარები თუ არა? -დაგეხმარები, რათქმაუნდა პროსტა... -ვსო, ეგ მინდოდა რომ მომესმინა. თქვენც მიხვდებით ხოლმე როცა საჭიროა მსახიობობა. კაროჩე, სან შენ იმედზე ვარ დღეს. -კაი, ჯანდაბას. *** საღამოს ალექსანდრე ანუკიზე ადრე მივიდა სახლში. ცოტახანში ყვირილი გაიგო, ნუკის ხმას გავდა, მაგრამ სხვისი ხმაც ესმოდა... ვიღაც ბიჭის. ალექსი წამოდგა და გარეთ გავიდა, დაინახა თუ როგორ გამალებით ჩხუბობდა ნუკი სანდროსთან. -ნუკი შენთვის ვამბობ!!! მერე ისევ შენ უნდა იყო ცუდად!!! -მომშორდი! რადგან ამაში არ მეხმარები ანუ სხვა არაფერში არ უნდა მქონდეს შენი იმედი. წადი და ეკოცნავე ეხლა შენ თხათას თუ რაც ქვია. იმას ხო უსრულებ ყველაფერს! ის რო ეჭვიანობს ჩემზე ვაფშე აღარ მნახო! გული არ ეტკინოს! -შენ უფრო ეჭვიანობ თათაზე ვიდრე თათა შენზე. -შენზე? მემგონი კარგად იცი რო არ მიყვარხარ, სულ რომ მიყვარდე დავიღალე უკვე ამ ცალმხრივი სიყვარულებით და ტანჯვებით. -თათა რატო გარიე, ისევ თემას ცვლი. ნუკი... -არა, მორჩა. აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, წადი. -კაი არ გინდა... -წადი! გაეთრიე!! ეს ყოველთვის ადვილად გამოგდიოდა!-სახლში გიჟივით შევარდა, ალექსანდრეს მხარი გაკრა და ოთახში შეიკეტა. ისიც არ შეყოვნდა, სახლში შებრუნდა და მას გაეკიდა. -კარი გამიღე. , გესმის? კარი გამიღე. -მოშორდი!! ჯანდაბაშიც გზა გქონიათ ორივეს! -იცოდე კარს ჩამოვიღებ და ფულს შენ გადაიხდი ხელოსნის. დროზე!-იქამდე უკაკუნა სანამ როგორც იქნა არ გაუღო. როგორც კი კარი გაიღო ანუკი ალექსანდრეს ეცა და ჩაეხუტა. თან ტიროდა. ცოტახანი დაბნეული იდგა, მაგრამ შემდეგ მანაც შემოხვია წელზე ხელები. -რა მოხდა, რაზე იჩხუბეთ? -არაფერზე...-მძიმედ სუნთქავდა და ძლივს იკავებდა თავს ტირილისგან. -კაი, დამშვიდდი. წამო ჩაის გაგიკეთებ... ან არ ვიცი.. გეხვეწები არ იტირო. ნუკიმ ცრემლები მოიწმინდა და სამზარეულოში გაყვა. -არ მომიყვები რა მოხდა? -რაღაცაზე ვიჩხუბეთ. -ეგ მეც მივხვდი მაგრამ შუა ქუჩაში რა გაყვირებდათ. -არ მინდა ამაზე ლაპარაკი. -შეყვარებული ჰყავს?-წამით შეხედა და შემდეგ ყურადღება ისევ ჩაიზე გადაიტანა. თითქოს დიდად არ აინტერესებდაო. -ხო, მაგრამ ეგ არაფერ შუაშია. -აბა? -ალექსანდრე არ მინდა მეთქი ამაზე ლაპარაკი. -კაი, დამშვიდდი-ალექსანდრემ ჩაი გაუწოდა. -მადლობა. -გაგიჭირდა კლინიკაში? -არა. რეზი და ვაკო მნახულობდნენ ხოლმე. -ტატო? -ტატო იმის მერე არ მინახავს, რამდენჯერაც დავურეკე არ აიღო. -რამე მოხდა? -დაახლოებით ვხვდები რაც ჭირს, მარა არაუშავს. მერე დაველაპარაკები... ალექსს, რაღაც უნდა გთხოვო. -რა? -დღეს მამაჩემის კომპანია წვეულებას აწყობს, ყოველ წელს დავდიოდი. ყოველთვის მე და სანდრო მივდიოდით ერთად, ერთადერთხელ წავედი საბასთან ერთად. სანდრო თავის შეყვარებულთან ერთად მიდის, არ ვიცი შეილება ლიზისთან ერთად მიდიოდი შენც... მაგრამ მარტო წასვლა არ მინდა... -ხო, წაგიყვან, არა მე და ლიზი ეგეთ ადგილებში ერთად არ დავდივართ-ალექსი მის სახეს აკვირდებოდა და ცდილობდა გამოეცნო ანუკის ჩანაფიქრი, მაგრამ უშედეგოდ. რომელ საათზეა? -ეხა... ცოტახანში? -ეხლა? -რამე პრობლემაა? -არა... კაი მიდი ჩაიცვი და წავიდეთ. -მადლობაა-ოთახში გაიქცა და კარი მოიხურა. ალექსმა ტელეფონი აიღო და ლიზის დაურეკა. -მოდიხარ ბუუ? -რაღაც საქმეები გამომიჩნდა. -რა საქმეები?! -კომპანიაში ლიზი, ვერ მოვალ. -ალექსს? სერიოზულად ამბობ? ადრე არ გიჩნდებოდა ესეთი საქმეები. -ეხლა მიჩნდება! -ბავშვის გამო ხო? ბავშვი არ გინდა... -ლიზი,გეყოფა. ხვალ დილით მოვალ., რო გაიღვიძებ უკვე მანდ ვიქნები. მიდი , მიყვარხარ-პასუხს არც დაელოდა და გათიშა, ანუკიმ ეს ყველაფერი მოისმინა. ალექსმა ტელეფონი დატოვა სამზარეულოში და გავიდა ჩასაცმელად. მასაც ეს უნდოდა, ოთახიდან გამოვიდა, მისი ტელეფონი აიღო და ლიზის მიწერა , ვითომ ალექსისგან, რომ წვეულებაზე პატიჟებდა, შემდეგ მისამართიც მიწერა და წაშალა მესიჯი. ოთახში გაბრუნდა და ჩაცმა დაიწყო. -წავედით?-ალექსი გამოვიდა ოთახიდან და ანუკის მიუკაკუნა. -ეხლავეე-როგორც კი ოთახიდან გამოვიდა ალექსი მიაშტერდა. მას შავი ულამაზესი ოდნავ მოღებული, მოტკეცილი შავი კაბა ეცვა. -ხომ... -რა ხომ? ალექსანდრე, სად იყურები? აქ ვარ-ანუკის გაეცინა და თავი ააწევინა-მემგონი ორი ბავშვი არ გჭირდება. -მყავს, მეორე შენ ხარ ან იყავი... კაი წავედით?-უცებ გამოფხიზლდა, ანუკის ხელი მოკიდა და გარეთ გაიყვანა. ორივე მანქანაში ჩაჯდა და წვეულებაზე წავიდნენ. ხალხის სახეები უნდა გენახათ როდესაც ეს ორი შენობაში შევიდნენ. ერთმანეთს ისე უხდებოდნენ როგორც არავინ. ალექსანდრემ დიდი ხნის განმალობაში პირველად ჩაიცვა კოსტუმი. ყველა მათ მიჩერებოდა. ანუკის მამა კი ამაყად იდგა, ოდნავ გაოცებულიც იყო რომ ორივე ერთად მოვიდა როდესაც მის შვილს გაგონებაც არ უნდოდა ალექსის სახელის. დიტოც გაკვირვებული უყურებდა მათ. სანდრო იქ იყო, მაგრამ არა თათასთან ერთად. არამედ ნინისთან. ისიც ნუკის აჩერდებოდა, პირველად ენახა ესეთ ლამაზ და გამომწვევ კაბაში. ცოტახანში მამამისი გამოფხიზლდა და მათთან მივიდა. -მიხარია რო მოხვედით, წამოდით, უნდა წარგადგინოთ-ოთახის შუაში გაიყვანა და ხმამაღლა თქვა-მეგობრებო, თანამშრომლებო, დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან ჩემი შვილი არის ჩემ გვერდით, მის ქმართან ერთად. ესენი არიან ჩვენ... ალექსანდრე არ უსმენდა, გარშემო მყოფებს აკვირდებოდა, თუ როგორ აჩერდებოდნენ მათ. ხალხში ლიზი შეამჩნია, რომელსაც თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ტირილს ძლივს იკავებდა. ალექსს არაფრის გაკეთება არ შეეძლო, რადგან ზურას არ უნდა დაენახა ისინი ერთად, მხოლოდ მაშინ მიხვდა ანუკის ესეთი თავაზიანობის მიზეზს. როგორც იქნა ზურამ დაამთავრა ლაპარაკი, შემდეგ კი მის შვილს და ალექსს მიუბრუნდა. -თქვენ გაგიმარჯოთ-ზურა თითქოს რაღაცას ელოდებოდაო სანამ უყურებდა. ანუკი მიხვდა, ალექსანდრეს სახეზე ხელი მოკიდა და მოწყვეტით აკოცა. როდესაც ალექსანდრე გონზე მოვიდა ლიზა აღარსად არ ჩანდა. მის საძებნელად გადაწყვიტა წასვლა, მაგრამ ზურამ შეაჩერა და ცალკე დაუწყო ლაპარაკი. -ვამაყობ შენით, როგორ მოახერხე რომ აქ მოიყვანე? -ხო... თვითონ მთხოვა. ზურა, ორი წუთით დაგტოვებთ. -არა, შენთან ბიზნესზეც მაქვს სალაპარაკო. კომპანიის 40%-ის შენ სახელზე გადმოფორმება მინდა, ჩემი... -ბატონო ზურა, მართლა მეჩქარება. ეხლავე დავბრუნდები-შენობიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა და პარკინგისკენ აიღო გეზი. ზუსტად მის მანქანასთან იდგა ლიზა. -აქ რა გინდოდა?-ალექსმა ჰკითხა. -მე რა მინდოდა?! მეფიცებოდი რომ თქვენს შორის არაფერი იყო! ჩვენ შვილს იფიცებდი ალექსს დღეს! ეხლა მოვდივარ და რას ვხედავ... -როგორ მოხვედი? -ნუ ისულელებ თავს, ყველაფერი კარგად იცი. -ლიზა, ეს უბრალო დადგმა იყო, ხალხისთვის. -თავიდანვე ისე შემოხვედით, ისე შესციცინებდით ერთმანეთს თვალებში... მე გოგო ვარ და ვიცი როდესაც გოგოს მოსწონს ბიჭი, თუ როგორ უყურებს მას. ანუკის შენ უყვარხარ, და მემგონი შენც არ ხარ მის მიმართ გულგრილი. -რეებს ბოდავ, ხო იცი რო.. -არ ვიცი, უფროსწორად აღარ ვიცი-ლიზამ ცრემლები მოიწმინდა. ალექსანდრე მიუახლოვდა და წელზე შემოხვია ხელი. -ჩემი ბრალია, ადრე უნდა დაგშორებოდი. შვილს მარტო გავზრდი, ჩემ გვარს მივცემ. საერთოდ წავალ და ვერ ნახავ. -გეხვეწები წამო სადმე გავიდეთ და მშვიდად დავილაპარაკოთ. ეხა ანერვიულებული ხარ, თან ჰორმონებიც... -არ მაქვს სურვილი შენთან ლაპარაკის. ყოველ შემთხვევაში ეხლა. -დაცვას გამოგაყოლებ რომ სახლამდე მიგიყვანონ. -არაფერი არ მჭირდება. გთხოვ მომეშვი და მაცადე ცოტახანი... საერთოდ არ გიტყდება? იმ გოგოსთან? მას მემგონი მართლა უყვარხარ შენ კიდე მე თუ გიყვარვარ ანუ იმას ეთამაშები? ამის მერე რა ადამიანი ხარ. -აუ ეხა შენ არ დამიწყო რა, ვითომ გეცოდება. -მეცოდება ალექსს! კაცმა იცის შენ გამო რეები გადაიტანა!! და ჩემ გამო... ჯანდაბა... -ლიზა. -არ მომეკარო. რაც გინდა ის ქენი, შენი დანახვაც არ მინდა-მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ალექსანდრე გიჟივით შევარდა შიგნითდა ნუკი მოძებნა. -მივდივართ. -რატო? -ლიზის შენ დაურეკე? -ლიზი აქ არის? -თავს ნუ იდებილებ-უცებ ხელი ჩაავლო. -ალექსანდრე რეებს ლაპარაკობ, ლიზის სულ რო ნდომებოდა სტუმრების სიაში არ ეწერა ვერც მოვიდოდა. -თუ შენ არ ჩაამატე. -ვაუ, ბრავო. წამით მაინც დაფიქრდი იმაზე რომ მე ლიზის აქ ყოფნა არ მაწყობდა? რომ თავმოყვარეობას ბოლომდე გამინადგურებდა? რო ყველას თვალში დამცირებული ვიქნებოდი? და თან აქ მედიაა, სკანდალი ატყდებოდა. წარმოდგენა არ გაქ რა ამაზრზენი ხარ, ალბათ გაგიტყდა ლიზამ ერთად რო დაგვინახა და შენც პირდაპირ დაიწყე დამნაშავის ძებნა, რეალურად კი არასდროს არ უშვებ იმ ფაქტს რომ რაღაც შენ გააკეთე არასწორად. იცი, მე მეცოდება შენი შვილი, რადგან ესეთი მამა ეყოლება. -გეყოფა, მივდივართ. -აი მე არსად არ მივდივარ, შენ ჯანდაბაშიც გზა გქონია, ძლივს მამასთან ნორმალური ურთიერთობა დავამყარე-ოფიციანტმა გამოიარა, ანუკი ხელი დაავლო ჭიქას, მაგრამ ალექსანდრემ გამოართვა და ისევ ფოდნოსზე დადო. -ეს...-დაეზარა ნოტაციების კითხვა, ხელი ჩაავლო და გარეთ გაიყვანა-აქ მარტო უნდა დაგტოვო რო ლოთად დამიბრუნდე სახლში? ეხლავე, სულ მაგ ჭკუაზე ვარ. -ერთი ჭიქა არაფერს არ შვება. -ძაან მეზარება ლექციების კითხვა, ხვალ გათენდება მერე იმდენს წაგიკითხავ რამდენსაც გინდა. და ბოდიშსაც მოგიხდი. -ბოდიშს დღესაც მივიღებდი. -კარგი ანუკი, მაპატიე. მაპატიე ყველაფრისთვის, არ მეგონა თუ ესე გტკენდი გულს, იმ ბავშვის გამოც მაპატიე, მერე დღევანდელისთვის, საღამო რომ ჩაგიშალე. და საერთოდ ყველაფრისთვის. ესეთი ბოდიში მოსულა? -მოსულა არა, ძველი ბიჭი ხარ? მიღებულია, მაგრმა გულწრფელი რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა. კაი დაიკიდე-ანუკი მანქანაში ჩაჯდა და სახლში წავიდნენ. გზაში როგორც ყოველთვის არცერთს არ ამოუღია ხმა, ისევ რეზის დარეკილმა დაარღვია სიჩუმე. -ხო რეზი? -წახვედი ესე მალე? -ჰო. -იმოქმედა? -შენც გითხრეს ხო? ნინის ენას პირში ვერ გააჩერებინებს ადამიანი. დაახლოებით. ეხა მანქანაში ვარ მერე მოგიყვები. -კაი, სხვა რამის გამო გირეკავ. ტატო ვნახეთ, ეხა მოვიდა. -ჰაა? -ხო, მამაშენს ელაპარაკება. -ჯანდაბა... უნდა დავბრუნდე. -არა, ხვალ დაელაპარაკე. ეს ისე გითხარი, რო გეგონა რო უცხოეთში იყო წასული. -ცოტახნით მაინც რო დავრჩენილიყავი. -აქ მაინც ვერ დაელაპარაკებოდი, სუ ბიზნესმენებთან ერთად ზის. ჩვენ წამითაც ვერ დაველაპარაკეთ. -ხო... აუ ოღონდ ხვალ ეგ დამაჭერინა და. -კაი წავედი, აბა შენ იცი. -კაი, მიდი-შემდეგ გათიშა. -რა ხდება? -ტატო დაბრუნდა. კომპანიაშია, მამაჩემს ელაპარაკება. ცოტახნით რო დავრჩენილიყავი ხო დავიჭერდი არა. -ხვალ დაელაპარაკები. -ნეტა ვიცოდე რატო არ მელაპარაკება... ალექსანდრე დაახლოებით ხვდებოდა მიზეზს, მაგრამ არ უნდოდა ეთქვა. მას ეგონა რომ ტატო იმ სურათის შემდეგ რაც ბაკურიანში ნახა... ოდნავ შოკირებულ მდგომარეობაში იყო და ასევე ნაწყენი იყო ანუკიზე ესეთი რამ რო ჩაიდინა. ან თვითონ ალექსზე რადგან მის გამო მოხდა ე ს ყველაფერი და ანუკი კიდე მასთნა იყო. ბევრი ვერსია ჰქონდა, მაგრმა ამ თემაზე ლაპარაკს ერიდებოდა მასთან. ამიტომ ჩუმად იჯდა და უბრალოდ უსმენდა. ცოტახანში სახლშიც მივიდნენ, ორივე სამზარეულოში შევიდა რადგან შიოდათ. -მე გავაკეთებ რამეს. -შენ? იცი რამის კეთება ვაფშე? -... კარტოფილის. -კაი, ოღონდ არ დაწვა. -კარტოფილი გვაქ?-ანუკიმ მაცივარი გამოიღო. -ისე კარტოფილს მაცივარში არ ვინახავთ... -ხო, აქ ტყემალს ვეძებდი... -რათ გინდა, ჯერ ხო მზად არ არი. -აუ გეყოფა, ვიცი როგორც უნდა გავაკეთო. ხო, ოღონდ კარტოფილი არ გვაქვს. რამეს ვჭამთ სახლში ოდესმე? -არა. რამე მაინც არი? -კვერცხი. გეხვეწები ყიყლიყოს შეგიწვავ რა. -რა ყიყლიყოს კვერცხი შეწვი ან გამოიწიე და მე მაცადე. -აუ ძაან გთხოვ, იცი რა გემრიელიაა. -ვიცი, ნაჭამი მაქვს. -რა იყო ზედმეტად დიდი ხარ რო ყიყლიყო ჭამო? -კაი გააკეთე. -იმედია პური მაინც გვაქ-ანუკიმ საჭმლის კეთება დაიწყო. -ჩვენ ამ თემაზე არ გვილაპარაკია. მე სულ გვერდით არ გეყოლები რო სასმელის დალევის უფლება არ მოგცე... -არც არის საჭირო, იქ ვიღადავე არც ვაპირებდი დალევას. -ეგრეც რო არ ყოფილიყო, იმედი მაქ რო შენთითონ აცნობიერებ ყველაფერს. მართლა იმიტო არ გეუბნები რო აი რაღაც აგიკრძალო. უბრალოდ. -გინდა დამაჯერო რო ჩემზე ნერვიულობ. არ არის საჭირო. საკმარისად მყავს ადამიანები რომლებიც ჩემზე ნერვიულობენ. -რა საჭიროა ყოველთვის ესეთი სწერვობა? ანუკი უცებ შემოუბრუნდა, სახეში მიაჩერდა და ოთახში გავარდა. -ალექსანდრე ყველაფერს სულ როგორ უნდა აფუჭებდე-თავში ხელი წამოირტყა და გაზთან მივიდა-იქნებ გამოსწორება ვცადო... საჭმლის კეთება დაამთავრა, მაცივარში ძლივს იპოვა რაღაც წვენი, ჭიქაში დაუსხა. შემდეგ კი ეს ყველაფერი ფოდნოსზე დადო. ძალა მოიკრიბა და მის ოთახთან მივიდა და დააკაკუნა. -ყიყლიყო გაგიკეთეე. ... -მაპატიე? ბოდიში, ნუკიი. გამიღე რა კარი დამეღალა ხელები. -გადაიტან. -უკვე მელაპარაკები პროგრესია. მაშინ კართან დავჯდები და ისე დაგელაპარაკები. ფოდნოსი ძირს დადო და დაჯდა. -გეთანხმები ეგოისტი ვარ. -გააგრძელე... -სულ ესეთი ვიყავი. -გააგრძელე... -რა გინდა რო ჩემ გრძნობებზე და ბავშვობის იმედ გაცრუებებზე გელაპარაკო? ეს საკმარისი არ არის? -ნუ აფუჭებ ყველაფერს. გააგრძელე და შემოგიშვებ. -ბავშვობაში ყურადღების ცენტრში სულ გიორგი იყო, რადგან პირველი შვილი გახლდათ. ყველა მის სწავლაზე და განვითარებაზე ზრუნავდა. მე ბაღშიც არ მივლია, პირველი წელი სკოლის გავაცდინე. რადგან არც ახსოვდათ რომ უნდა შევსულიყავი და როდესაც გაიგეს უკვე გვიანი იყო. სადაც არ უნდა წავსულიყავით სულ გიორგის აქებდნენ, რომ ესეთი ჭკვიანი იყო. ბოლოს ბიზნესმენი გამოვიდა. მე როდესაც ეს წინადადება წამოვწიე მთელმა ოჯახმა დამცინა. თქვეს რომ მე მაჟორი ვიყავი, რომ რა მინდოდა, სანამ ფულს მაძლევდნენ მშვიდად და წყნარად უნდა დავმჯდარიყავი. ნოდარიმ მითხა რომ არც არის საჭირო რო იმუშაოო, მთავარია ზედმეტი პრობლემები არ შეგვიქმნა მე და შენ ძმასო. მაშინ მართლა ერთი წელი მაჟორივით ვიქცეოდი... ნარკოტიკები, სასმელი... გეფიცები შენზე უარესი ვიყავი, რამოდენიმეჯერ ავარიაში მოვყევი, კლუბიდან მაგდებდნენ, შუა ღამეს პოლიციაში უწევდათ ჩემ მშობლებს მოსვლ ა და ასე შემდეგ. შემდეგ ლიზას შევხვდი, რომელიღაც კლუბში. ორივე კაიფში ვიყავით, დიდიხანი ერთად დავდიოდით. ერთ დღეს მოვიდა და მითხრა რომ გადააგდო ეს ყველაფერი და თუ მინდოდა რომ მასთან ერთად ვყოფილიყავი, მეც უნდა დამენებებინა თავი, მაშინ ლიზიც დავიკიდე, მაგრამ თავს არ მანებებდა და საბოლოოდ თავი დავანებე ამ ყველაფერს. -ანუ დიტომ გცემა. -ხო რა... მაშინვე უნივერსიტეტების ძებნა დავიწყე, სადაც დაფინანსების ძებნას შევძლებდი. რამოდენიმეში გავაგზავნე და მიმიღეს. მამა გაბრაზდა და მითხრა რომ მის კომპანიაში მუშაობის უფლებას მაინც არ მომცემდა. მე არ მოვუსმინე და მაინც წავედი, ისე გამოვიდა რომ ლიზაც იქ მოეწყო.. მაშინ ეს ბედისწერად მიგვაჩნდა. -ეხლა? -უკვე ეჭვი მეპარება. შეილება ლიზა ჩემ გადასარჩენად იყო მოვლენილი... მოკლედ 4წლის განმალობაში საქართველოში ფეხი არ ჩამომიდგამს. რო ჩამოვედი როგორღაც მოვახერხე და მუშაობა დავიწყე. ფინანსებს რომ ვამოწმებდი, გიორგის ანგარიშზე შევამჩნიე რაღაც უცნაური. რომ შევამოწმე აღმოჩნდა რომ კომპანიის ფულებს იპარავდა მისი ვალების დასაფარად და ამის გარდა კომპანიასაც თავისი პროექტის წარუმატებლობის გამო დიდი ვალი დაადო. როდესაც მამაჩემს ვუთხარი არ დამიჯერა და ჩხუბი დამიწყო, რომ მე გავაფუჭე ყველაფერი, რომ ჩემ მოსვლამდე ყველაფერი კარგად იყო. ნინაც აჰყვა, ბოლოს მაინც დავუმტკიცე, მაგრამ აზრი? მისი შეცდომების გამოსწორებაც არ იკადრა, მაშინ დაუკავშირდნენ მამაშენს, მოილაპარაკეს, მე უარზე ვიყავი, ძაან ხმამაღლა ვჩხუბობდით და არ ვიცი ეს ჩემ გამო მოხდა თუ ასაკის გამო.. მაგრამ შემდეგ გარდაიცვალა. დანარჩენი იცი, 1 თუ 2 თვის შემდეგ შენ მოგიყვანე, რადგან მამას პირობა მივეცი. ანუკიმ კარი გააღო და ალექსანდრეს გვერდით დაჯდა. -მთელი ცხოვრების განმალობაში, ვცდილობდი რომ მამაჩემი რაღაცით გამეხარებინა. მინდოდა რომ მეამაყა, არ ვამბობ რომ არ ვუყვარდი, მაგრამ არასდროს არ შევუქებივარ... სკოლაში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, მხოლოდ იმიტომ რომ ის გამეხარებინა. სწავლა კი ძაან მეკიდა. 16 წლის განმალობაში ერთ ზეიმზე, სპეკტაკლზე, თამაშზე, ვარჯიშზე, რაიმე წრეზე, ბაღში.. არსად არ მოსულა. სულ თავის კომპანიას მიჩიჩინებდა. სულ ტატოს იხმარებდა ხოლმე, მე ახლოსაც არ მიშვებდა, რადგნა გოგო ვიყავი. სულ მაგრძნობინებდა თითქოს მე არ ვუნდოდი და იმედი ჰქონდა გაცრუებული რო ბიჭის მაგივრად მე გავუჩნდი. ვერ წარმოიდგენ როგორ მტკენდა ეს გულს. მის გამოხედვაში ჩანდა, უბრალოდ გამოხედვაში... რომ მე შეცდომა ვიყავი. მას რომ ვყვარებოდი, ესე არასდროს არ მომექცეოდა. ბევრჯერ მქონია ეჭვი რომ ნამდვილი მამა არ იყო, მაგრამ გარეგნობით ვგავდით, რაღაც ქცევებში... ამიტომ მარტო შენ არ გქონია ალექსს მსგავსი ცხოვრება. მარტო შენ არ გიზის ჩონჩხი კარადაში. და მარტო შენ არ გაქვს საიდუმლო. დღეს მინდოდა რომ ეს სიამაყე დამენახა მის თვალებში, რომ გავუმართლე იმედები. ეს არ გამართლებს, არ ამართლებს იმ ფაქტს რო ეგოისტი ხარ. -შენ არ ხარ?-ალექსანდრე უფრო ახლოს მიიწია ნუკისთან. -არა... ალექსს, ლიზი... -ლიზი დამშორდა. -ეს არ არის სწორი-ალექსანდრემ მისი სახე ხელებში მოიქცია, ანუკი წამიერად შეცდა და აკოცა, მაგრამ მაშინვე უკან გაიწია-არ გვინდა. -მე მინდიხარ...- ალექსანდრემ გააჩუმა და აკოცა. ანუკიც აღარ წეშინააღმდეგებია, ნელ-ნელა წამოდგნენ და ოთახში გავიდნენ. ცოტახანში ორივე იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა რომელშიც ბაკურიანში მოხვდნენ. ამჯერად ალექსანდრეს არ დაუტოვებია ანუკი. პირიქით ერთად ჩაეძინათ. დილით კი რაღაც ხმაურმა გააღვიძათ, დიტო იყო. -აუ დიტოა... გასაღები აქ. -ჰმჰმ... -რაღაც წაიბურდღუნა და გადაბრუნდა. -მეც მიყვარხარ საყვარელო-ალექსანდრე წამოდგა, ხალათი შემოიცვა და გავიდა. -ანუკი სახლში არ არი?-დიტომ ჰკითხა. -არი. -აბა ერთ ოთახ... ოუ.. ვააა, მოგილოცოთ? აბა ლიზი? -მოკეტე რა, რას მოხვედი ესე ადრე? გასაღები არ უნდა მომეცა საერთოდ. -ესე ადრე? ბატონო ლექსო 2საათია უკვე. კომპანიაში დაგაგვიანდა. ზურამ გამომიშვა. -სულ გავითიშე. -არა უშავს, გაპატიებს. დამღლელი ღამე გქონდა. -დიტო, გაა*ვი. -ეხლავე, დროზე მოდი. მთელი კომპანია შენ გელოდება. -ხოდა მელოდონ. -ლექსო. -ლექსოს ნუ მეძახი, ეგ ერთი, მეორე მოვალ, მერე კიდე გაა*ვი თქო გითხარი. -მივდივარ ხო-დიტო ადგა და წავიდა. ალექსმა ყავა დაადგა და ნუკისთან გავიდა. ტანსაცმელს ხელი მოკიდა და ჩაცმა დაიწყო. -სად მიდიხარ... -კომპანიაში, დამაგვიანდა. -რომელია... -პირველი. -კაი, პაკა. -ადექი რა შენც, ისაუზმე, ან თუ გინდა მალე მოვაგვარებ და ერთად გავიდეთ სადმე. -ხო... ეგრე იყოს...-ალექსმა აკოცა და გავიდა. ანუკიმ თვალები დააჭყიდა, ვერ მიხვდა რა მოხდა. მას ეს მხოლოდ ერთჯერად ღამედ მიაჩნდა. წამოხტა და ნინის დაურეკა. -ალო? -ნინ, სახლში ხარ? -კი. -გამოვალ რა, ოღონდ რამე გაქ თუ ამოვიტანო? -კი ყველაფერი მაქ. -კაი, მოვდივარ. -რამე მოხდა? -მოგიყვები. გათიშა, ისიც მალე წამოდგა და ჩაიცვა. გასაღებით ჩაკეტა კარი და ეზოში გავიდა. -დილა მშვიდობის ქალბატონო ანუკი. -მე მივდივარ. -ჩვენ წაგიყვანთ. სად? -როგორც ყოველთვის... ჯანდაბა. მისამართს გზაში გეტყვით-მანქანაში ჩაჯდა და ნინისთან ავიდა, ის სანდრო, რეზი და ტატო იყვნენ. ნუკი გაკვირვებული დარჩა ტატოც რო იქ იყო. -ვაა, გაიღვიძე?-რეზიმ გადაკოცნა. -ნინ, აუ... გამო რა ორი წუთი გარეთ ვილაპარაკოთ. -რას გვიმალავ?-სანდრომ გამომწვევად შეხედა, ანუკი თვალებში ვერც ერთს ვერ უყურებდა ნინის გარდა. -კაი რა გჭირს, გავიდეთ. ტატოს კი წარბიც არ შეურხევია, მისკენაც კი არ გაუხედავს. თავისთვის იჯდა და ხან სანდროს ელაპარაკებოდა და ხან რეზის. ესენი კი გარეთ გავიდნენ. -რა ხდება?-ნინიმ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. -მოკლედ... მე და ალექსანდრე... -სექსი გქონდათ?!!!!-ნინიმ იმხელაზე დაიკივლა რომ მთელმა სახლმა გაიგო. ანუკიმ თავში შემოირტყა ხელი და გამწარდა. -შენ მატორზე ხაარ?! რა გამიკეთე-სახეზე აიფარა ხელები ისე გაბრაზდა. -აუ... ბოდიში უეჭველი არ გაუგიათ... -ნინი, დებილი ხარ. იცი? -აუ, ღადააობ? ძლიივს. არავინ არ იცოდა იმის შესახებ რაც ბაკურიანში მოხდა, 1-2 გამონაკლისის გარდა. -ამის მერე არაფერს მოგიყვები. -მარა შენი გეგმა? -ნუ... ესეც ერთ-ერთი კომპონენტია. -კიდე შენსას აწვები ხო? -ნინი, კი. იმიტომ გვქონდა სექსი რომ გუშინ დაშორდა ლიზის. ყოველთვის ესე აკეთებს, როდესაც მას შორდება ჩემთან მოდის.ეხლა ჭკუას ისწავლის. -რო დაფეხმძიმდე? -არ დავფეხმძიმდები. ეგეთი დებილიც არ ვარ. ამისგან ბავშვი არ მინდა. დამიჯერე, როდესაც დავამთავრებ, გაშორებას თვითონ მომთხოვს. -და დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა? -ნუ მისვამ ესეთ დებილურ კითხვებს. ინტერვიუს იღებ? უბრალოდ მინდოდა რომ მომეყოლა... -მოდი აღიარე რო შენ გეგმაში არ შედიოდა. -არ შედიოდა, მომაწევინე-ნინის გამოართვა სიგარეტი-არ შედიოდა... -ნაპასი ჩაარტყა და გააგრძელა-მაგრამ არც ხელს არ უშლის. -ოხ ანუკი... -ისე, სანდრო რატო არ იყო გუშინ თათასთან ერთად? -თათას არ ეცალა. დაიჯერა თქვენი ჩხუბი? -კი. ისე კაი მსახიობი გამოდგა სანდრო. მართლა იჩხუბეს მან და თათამ? -არ ვიცი, ისე დიდიხანია ერთად არ დადიან. და არც შეეფერებიან ერთმანეთს. -ალბათ, არ დავკირვებივარ. მე და ალექსანდრე ხო შევეფერებით ერთმანეთს რა. ამ დროს ტატოც გამოვიდა, წასვლას აპირებდა, ანუკის წამით შეხედა და გავიდა. მას კი სანდრო გამოყვა. -ამის კონფისკაციას მოვახდენ-სიგარეტი წაართვა და გადატეხა. შემდეგ კი ისიც წავიდა. -ჯანდაბა. ტატომ ყველაფერი გაიგო... -რა დარწმუნებული ხარ? -ესღა მაკლდა. ნინი ისედაც ხმას არ მცემს რამდენი ხანია... ეხლა ეს. რო გაიგოს რას ვაპირებ საერთოდ ცოცხალს არ დამტოვებს. უკვე კლინიკაში კი არა საგიჟეთში გამაგზავნის, და ამჯერად მშობლებსაც ეტყვის. -არაფერს არ იზავს, მაქსიმუმ ისევ არ დაგელაპარაკოს. -ნეტა მარტო ეგ ქნას და ხმა თუ ამოვიღო. -კაი, დამშვიდდი. წამო ყავას დაგალევინებ, ისაუზმებ და მერე წესიერად მოყვები ყველაფერს. ნუკი შიგნით შეყვა, რეზიც იქ იჯდა. სამივე სამზარეულოში შევიდა.რეზიმ ყველაფერი გაიგო, მაგრამ არ იმჩნევდა, რადგან არ უნდოდა ანუკის შერცხვენა. -რატო წავიდნენ სანდრო და ტატო? ან ვაფშე ტატო ორი წუთით ვერ დატოვე? -კომპანიაში მიდიოდა, შენი ქმარი მივიდა და. -უნდა ცემოს? -არა, მამაშენმა დაურეკა. ყველას კრიბავს ვინც იქ მუშაობს. -აა. ხომ.. -პრინციპში, მეც მეჩქარება. მერე შემოვივლი, აბა თქვენ იცით-ორივე გადაკოცნა და წავიდა. -მოყევი. -არაფერი, ვიჩხუბეთ... სწერვა თუ რაღაც მიწოდა, ვცდილობდი კარგად მოვქცეოდი და ამაზე ნერვები ამეშალა და ოთახში გავედი. შემდეგ თავისი რაღაცეების მოყოლა დაიწყო, ოჯახში ჰქონდა პრობლემები. გიორგიზე ჰქონდათ სულ აქცენტი გაკეთებული, ეს ეკიდათ. შეილება ამის გამო არის ეგოისტი. კიდე ბევრი რამე მოყვა, მაგრამ რეალურად არც მახსოვს. -მოგიყვა? თავისი ბავშვობა? ნუკი... უყვარხაარ. -არ ვუყვარვარ, არავინ არ უყვარს საკუთარი თავის გარდა. ის საწყალი ბავშვიც კი რომელიც მალე დაიბადება. -ძაან შორს წახვალ, ლიზის ხო უკვე დააშორე. -ვის მხარეზე ხარ? -და ალექსანდრეს რო დაშორდები ამით რა? -განვთავისუფლდები, თავმოყვარეობას დავიბრუნებ. -ხალხი ილაპარაკებს ალექსანდრე თვითონ გაშორდაო, იმდენად აუტანელი გახდა ანუკიო. -ჯერ იმაზე ილაპარაკებენ რასაც მე გავუკეთებ. ეგეც რო არა, თვითონ ეცოდინება სიმართლე. სხვისი აზრი არ მაინტერესებს. -მაშინებ. -ძაან კაი. მე დიდიხანი ვუთმენდი ამ ცხოველს და მაგის საყვარელს ამ ყველაფერს. მე ისე ვიქცევი როგორც ნებისმიერი ცოლი, დააშორებდა თავის ქმარს საყვარელთან. -ჰო, რა ვიცი. შენი საქმის შენ იცი. ამ დროს ანუკის ტელეფონზე ალექსმა დაურეკა. -ალო? -სად ხარ? -რავი, ნინისთან. -მანდ მოვიდე? დავამთავრე აქ ყველაფერი. -ესე მალე? აბა ტატო და სანდრო მანდ წამოვიდნენ. რეზიმ ყველა მანდ არისო. -არა, რა ყველა. მარტო მე და მამაშენი. გამოდის რეზიმ მოატყუა, ტატომ და სანდრომ ყველაფერი გაიგეს და არც ერთს არ ჰქონდა სურვილი იქ დარჩენის. -ჯანდაბა... -რამე მოხდა? -არა, შემეშალა რაღაცა. -მოვიდე? ხო ვაპირებდით გასვლას საჭმელად? -აა, არა. ნინი შეყვარებულს დაშორდა და ცოტა ცუდად არის. დღეს ღამე შეილება აქ დავრჩე. -კაი, დაცვას ვეტყვი რო წამოვიდეს მაშინ. -კაი. მიდი. შემდეგ გათიშა. -ეხა რა ჩაიფიქრე? -უნდა შევამოწმო. -რა? -ხო გონია რო დღეს არ ვიქნები, მაინტერესებს სახლში იქნება თუ ლიზისთან. -დამიჯერე არ გინდა პასუხის გაგება. -ნინი! უკვე ნერვებს მიშლი. -კარგი ჩუმად ვარ. -ეხლა შემდეგი პრობლემა. ადექი ტატოსთან უნდა გავიდეთ. ანუ ჩემ სახლში. -მე როგორ წამოვალ? ალექსს რო უთხარი რო ცუდად ვარ და აქ იქნები? -საიდან გაიგებს? ვინ ეტყვის? -მამაშენი? -მერე ვეტყვი რო მინდოდა ცოტა გონზე მომეყვანა, ჩემთან ყველაზე კარგად გავერთობოდით თქო. -კაი-ორივემ დაავლო ჩანთას ხელი და გარეთ გავიდნენ. -აუ, მანქანა ჩემმა ძმამ რო წაიყვანა. -ფეხით გავიდეთ. ისე შორს არც არის. ჩანთები აიღეს და ნუკის სახლში წავიდნენ. ტატო მართლაც რომ იქ დახვდათ, მამამისთან ერთად იჯდა მისაღებში და ლაპარაკობდნენ. -ვინ მოსულაა, ალექსანდრეც აქ არი შვილო?-ნუკიმ გადაკოცნა მამამისი და დაჯდა, ნინიც ანალოგიურად მოიქცა. -არა, ნინისთვან ვაპირებდით დარჩენას მაგრამ აქ მომინდა ხო არაა პრობლემა? -არა, რას ამბობ. ეხა ვეტყვი ნათიას რო ყველაფერი გაამზადოს-ზურა წამოდგა და ოთახიდან გავიდა, ტატოც აპირებდა გაყოლას, მაგრამ ნინიმ შეაჩერა. -მოიცა, მე გავალ. ნათიას მივეხმარები, თან დავიღალე და დავიძინებ-შემდეგ კი ოთახში გავიდა. -ტატო, რა ხდება? -რა ხდება? -რატო არ მელაპარაკები. -საიდან მოიტანე? -ერთი თვე რო გირეკავდი არ იღებდი ტელეფონს, ტატო რა დაგემართა? -და შენ? -მე? -კაროჩე, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქ. -ვერ გავიგე რა ხდება ამიხსენი? -ამას ახსნა არ ჭირდება. როგორ შეგილია იყო იმ .... იმ ადამიანთან რომელმაც ესე გატკინა გული? ნუკის რომელსაც მე ვიცნობდი, თავმოყვარეობა გააჩნდა, და არავის არ უჩმორდებოდა. ეხლა კი... შენ იცი ეგ გოგო რო ფეხმძიმედ არის?! ერთხელ უკვე მიგიყვანა სუიციდამდე! მეორეჯერაც გინდა? მოგეწონა კლინიკაში?! -ტატო... -ტატო რა?! ამიხსენი რა გინდა ალექსანდრესთან? ოღონდ არ მითხრა რო გიყვარს, სულ დაკარგე ხო თავმოყვარეობა?! მამაშენს რატო არ ეუბნები?! -ძნელი ასახსნელია... -ზუსტად, აი ამიტომ არ აქვს შენთან ლაპარაკს აზრი-ტატომ ისევ წასვლა დააპირა, მაგრამ ანუკიმ ხელზე მოქაჩა. -გეხვეწები, ახსნის გარეშე არ მენდობი? რადგან ჯერ კიდევ არ დავტოვე ესე იგი მიზეზი მაქვს. -მხოლოდ, მე შენი მიზეზები არ მესმის. ადრე ყველაფერს ვიგებდი, გეხმარებოდი, ეხლა... საერთოდ ვერ გცნობ. სრულიად საწინააღმდეგო ხარ იმ ადამიანის რომელსაც მე ვიცნობდი. -რატო ტატო? ერთხელ დავუშვი შეცდომა! მაპატიე რო ჩემი ცხოვრების დამთავრება მოვინდომე!? მაპატიე რო შემიყვარდა ვიღაც, უფრო ემტად ვიდრე შენ! სად იოყავი როდესაც გაიგე რომ ვიღაცას მაყოლებდნენ?! რატო არ გადმოხტი და არ დამიცავი?! ჩემი ბრალი არ არის. ეს არც ჩემი არჩევანი არ ყოფილა. არჩევით არ უყვარდებათ. როგორი საშინელი ადამიანიც არ უნდა იყოს, რა გავაკეთო?! მიყვარს! -ხოდა მაგას ვამბობ. არ აქვს აზრი შენთან ლაპარაკს და სურვილიც არ მაქვს. არ მინდა ჩხუბი, 1თვე დამრჩა და ისევ უცხოეთში მივდივარ. არც შენ დაიტანჯები, საერთოდ თუ იტანჯები და არც მე-ტატომ ხელი გააშვებინა და გავიდა. შემდეგ ნუკი ოთახში შევიდა. -არაფრის გაგება არ უნდა! წარმოუდგენელი ადამიანია! ეგოისტია! არ უნდა იმ ფაქტის გააზრება რომ მასზე მეტად ვიღაც შემიყვარდა. სანდროსთან რო ვიყავი პრობლემა არ ჰქონდა. -ხო მარა იცოდა რო შენ და სანდრო მაინც დაშორდებოდით. -ჰა? -კაი, ნუკი. არ უყვარდი ისე ძაან რო შეყვარებულის პონტში ყოლოდი. -რაა? -აუ... არ უნდა მეთქვა-ნინი წამში გაჩუმდა. -გაიმეორე? -უნივერსიტეტში რო ვიყავით... მაშინ მითხრა რო არ უყვარდი ისე როგორც შეყვარებული, უბრალოდ შეეცოდე მაშინ და ... -შევეცოდე?! ვინმეს შესაცოდს ვგავარ?! ნაგავი... ამპარტავანი საცოდაობა, ღმერთო როგორ ვენდე... ეხლავე დავურეკავ. -არა, არ გინდა. გეხვეწები მომკლავს. ანუკი, გევედრები. -აბა ესე შევარჩინო? -ეხლა არ დაურეკო... ძაან გთხოვ. -ნინი, მართლა გამაჩნია იცი თავმოყვარეობა? სულ არ დამიკარგავს! ყველა მიყენებს.აშკარად ეს ჩემი სიდებილის გამოა. ყველას ყველაფერს ვპატიობდი და ჩემთვის ,,მშვიდად’’ ვიჯექი. ვაი იმ ადამიანის ბრალი რომელიც კიდე აღმოჩნდება რომ ჩემ ზურგს უკან ლაპარაკობს. ურჩევნია გამასწროს. ნინის სახე შეეცვალა და ანუკის ვეღარ უყურებდა. მან მაინც არ მოუსმინა და ტელეფონი აიღო, შემდეგ კი სანდროს დაურეკა. -ხო ანუკი? -რას შვები? -რავი, ეხა მივედი სახლში. -რაღაც რო გკითხო ჩემი თავი დაიფიცე, რომ სიმართლეს მეტყვი. -არ მჭირდება დაფიცება, ისედაც სულ სიმართლეს ვამბობ. -ნინის მართლა უთხარი რო არ გიყვარდი? და პროსტა შეგეცოდე და იმიტო იყავი ჩემთან? სანდროს გაეცინა. -ისევ სასმელზე შეჯექი? თუ ეხა ნარკოტიკები. -არ მეცინება. -კაი, როდის ვუთხარი, ნინი დამალაპარაკე. -არა, მთხოვა რო არ მეთქვა. სანდრო უკვე აღარ იცინოდა, პირიქით ნერვები აეშალა. -მართლა ნინიმ გითხრა ეგ? -ხო, უნივერსიტეტში რო ვიყავითო. ერთი რამ დაიმახსოვრე, რომ ამას არასდროს გაპატიებ. შეილება იმდენად მიყვარხარ რომ ვერც შური ვიძიო და ვერაფერი ვერ გაგიკეთო. მაგრამ ხმა თუ ოდესმე გაგცე.. სანდრო შეილება ყველასგან წარმომედგინა მსგავსი რამ, დაჟე ტატოსგან, ან რეზისგან, მაგრამ აი შენგან. რავი. ბრავო. სულ მეგონა რომ ერთმანეთთან რაღაც კავშირი გვქონდა. სიტყვები არ მყოფნის, იმდენად მატკინა გული-ცრემლები ჩამოდიოდა ღაპაღუპით და სიტყვებს ძლივს გამოთქვამდა. -სად ხარ? -არ აქ მნიშვნელობა, ნახვამდის-გაუთიშა და უცებ ჩაიკუზა. ცრემლები ძლივს შეიკავა. სანდრო კი რეკვას აგრძელებდა, მაგრამ ის უთიშავდა, ბოლოს ისე აეშალა ნერვები ტელეფონი ისროლა, უცებ მანქანა შემოვიდა ეზოში და მას მოხვდა. ეს ალექსანდრე იყო, მანქანიდან გადმოვიდა და ტელეფონი აიღო.ანუკი მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. ისიც გაკვირვებული უყურებდა, საერთოდ არ ელოდებოდა აქ ანუკის დანახვას, მითუმეტეს ესეთ მდგომარეობაში. -რა გჭირს? *** ორივე შიგნით შევიდა, ცოტახანში კი ანუკიც დამშვიდდა. -რა მოხდა? აქ რატო ხარ? -მე და ნინი წამოვედით-სახიდან ცრემლები მოიწმინდა და ჩაის დალევა დაიწყო-აქ გვირჩევნოდა. -და რა დაგემართა? -არაფერი, ისე, რაღაცაზე ამეშალა ნერვები და. -ტატოს გამო? -ხო, ჩემთან ლაპარაკი არ უნდა. დღეს ლამის დავუჩოქე. ალექსანდრე გამომწვევად უყურებდა, ჯერ აკვირდებოდა და ელოდებოდა თუ როდის იტყოდა სიმართლეს. შემდეგ გაუღიმა და მისი ხელი, თავის ხელებში მოიქცია. -კიდე გაგიმეორებ შეკითხვას, ამჯერად სწორ პასუხს ველოდები. -ალექსანდრე, მაპატიე, მაგრამ ეს შენ აღარ გეხება. -ანუ არ მეტყვი? მაშინ როგორ დაგეხმარო? -საქმე გქონდა მამაჩემთან? -ტატოსთან. -რააა? დაგირეკა? -ხო..-ტატოს არ დაურეკავს ალექსანდრესთვის, მან ნუკის მოატყუა, რადგან ნამდვილი მიზეზის თქმა არ უნდოდა-მითხრა რომ იჩხუბეთ, უნდოდა რო მოვსულიყავი, მარტო რო არ დარჩენილიყავი. -არა, ტატო ამას არ იზამდა. -ხო ხედავ როგორ უყვარხარ, შენ კიდე გეგონა რო ფეხზე ეკიდე. -ხო... არ ველოდი. რეალური მიზეზი კი ის იყო, რომ ალექსანდრე ხედავდა თუ როგოე იტანჯებოდა ანუკი ტატოს გარეშე და უნდოდა დახმარებოდა, მასთან მისულიყო და დალაპარაკებოდა, ყველაფერზე იყო წამსვლელი მისთვის. -დარჩები ღამე აქ, თუ წამოხვალ? ამ დროს ნინიც გამოვიდა. -უი, ალექსანდრე. როგორ ხარ?-ნინი ვერ ხვდებოდა უნდა შეშინებოდა ეომ მან ყველაფერი გაიგო თუ.. -შენ? თუ რამეში დაგჭირდა დახმარება, ჩემი იმედი გქონდეს. -ხო..-ნინიმ ნუკის დაბნეული სახით გადახედა-ჩემმა ძმამ დამირეკა, მთხოვა მოდი რაღაც საქმე მაქვსო. უნდა წავიდე. -კაი, არაუშავს. მიდი-ერთმანეთი გადაკოცნეს და ნინიც წავიდა. -აბა? კიდე დარჩები აქ? -შენც დარჩი. -რატო, სახლი არ გვაქ? -ისე, რა. ჩემებსაც უკეთ გაიცნობ. -დიტო და საბა უნდა გამოსულიყვნენ დღეს, წამო რა გაერთობი. -ალექსანდრე, ხშირად გთხოვ რამეს? -რადგან ესე კატეგორიულად მთხოვთ ჩემო ქალბატონო. ეხლავე დავურეკავ-აკოცა და გარეთ გავიდა დასარეკად. -შვილო? ანუკი? დედა-ელენე გაკვირვებული უყურებდა შვილს-თქვენ რა.. -ხო, ელენე. შენ საწყალ შვილს სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა რომ ესეთი მოღალატე და ორპირი ადამიანი შეეყვარებინა. -გიყვარს? -არა, ელენე ისე ვკოცნი. ჰობი მაქვს. -რატო მეჩხუბები ანუკი? -არ გეჩხუბები. ბოდიშს ვიხდი ესეთი საუბრისთვის. ალექსანდრე და მე აქ ვრჩებით საღამოს-ანუკი ადგა და გარეთ გავიდა, როდესაც ალექსის საუბარი მოისმინა ლიზისთან. -ლიზი, ეხლა ვერ მოვალ. თუ ესე ცუდად ხარ სასწრაფო გამოიძახე... მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვარ. დრო იყო ანუკის გეგმის მეორე ფაზაზე გადასულიყო, და კეთილი გოგოს როლი ეთამაშა. როდესაც ალექსანდრე ლაპარაკს მორჩა მასთან მივიდა. -რა ხდება? -ლიზი იყო... -რა მოხდა? -მუცელი ტკივა, სულ აღებინებს და ვერ არის კარგად. -უი? წადი მერე, ექიმი გამოუძახე ცუდად არ გახდეს. -მერე შენ? -ჩემი დანახვა არ ესიამოვნება ლიზის... მე გენდობი, და ვიცი რომ არაფერი მოხდება თქვენ შორის. -არ მჯერა, რომ ამას შენ მეუბნები. -ხომ, რას ვიზამთ. ბავშვმა რაღა დააშავა. -ძაან მიყვარხარ-უცებ აკოცა, პასუხს არც დაელოდა და მანქანაში ჩაჯდა.ვინმეს შეიძლება ჰგონებოდა რომ ანუკიზე ამ სიტყვებმა რამენაირად იმოქმედა. მაგრამ ცდებით. მისი ნერვიც არ შეტოკებულა, არც უფიქრია რამენაირად ეპასუხა ამაზე. ხვდებოდა რომ ყველაფერი ფანტასტიურად გამოდიოდა. ამ გეგმის დასასრულიც ახლოს იყო, საბოლოოდ გათავისუფლდებოდა და დაშორდებოდა მას. გეგმა მოსწონდა, მაგრამ დასასრულში ეჭვი ეპარებოდა... ბოლომდე არ იყო დარწმუნებული რომ მასთან გაშორებას გადაიტანდა მიუხედავად იმისა თუ როგორ ატკინა გული. ალექსანდრე სახლში გვიან დაბრუნდა, ოდნავ მთვრალი იყო, ხელში ყვავილები ეჭირა. კარი არავინ გაუღო, სანამ ნუკის არ გაეღვიძა კაკუნზე და არ გავიდა. -ჩემ საყვარელ და კეთილ ცოლს-ყვავილები ლამის სახეში მოარტყა, ისე სწრაფად შეაჩეჩა ხელებში და აკოცა. -შენ რა მთვრალი ხარ?-მას გაეღიმა ალექსის ესეთ ქცევებზე. -სიყვარულისგან. -ლიზი როგორ არის? -ელიზაბედი? გადასარევად, ნორმალურია ეს ყველაფერიო. მაგრამ ჩემი სიყვარული შენდამი... -ალექსანდრე, ჩემებს ძინავთ , გეხვეწები ცოტა ხმადაბლა. -რატომ? რატომ არ მპასუხობ? არ გიყვარვარ? -წამოდი შიგნით. -ჯერ მიპასუხე-ალექსანდრე დასერიოზულდა და ფეხზე ძლივს სწორად დადგა. შემდეგ კი სერიოზული გამომეტყველებით ჩახედა ანუკის თვალებში, თმა ყურზე გადაუწია და მისი სახე ხელებში მოიქცია. -რა გიპასუხო, შენთითონაც იცი. -არა, მინდა მოვისმინო. მიყვარხარ. -ხო... მეც . -შენც რა? აქ კი ემოციები მოაწვნენ, ეს იყო მისი დიდიხნის ოცნება, რომ ალექსისგან ეს სიტყვები მოესმინა, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერს გაუფუჭებდა. ხვდებოდა რომ მოუწევდა ემოციებისთვის აყოლა. ბოლოს მაინც თავი შეიკავა და ხმადაბლა უპასუხა. -მეც მიყვარხარ. ალექსანდრემ მასთან მიიზდა და აკოცა, მან კი უცებ გააჩერა. -ჩემი მშობლები. -ხოდა წავიდეთ ოთახში. -არა, ალექსს, მთვრალი ხარ, მეც დაღლილი ვარ. -ცოლო-თითი მიადო ტუჩებთან და გააჩუმა-შშ. ჩუმად წავიდეთ ოთახში. -ოთახში არა, სამზარეულოში ყავა უნდა გაგიკეთო-ანუკიმ სამზარეულოში გაიყვანა და ყავის მოდუღება დაიწყო. ალექსმაც ნელ-ნელა გამოფხიზლება დაიწყო. -მაპატიე... არ უნდა მოვსულიყავი შენთან მთვრალი. -არაუშავს-ოდნავ ცივად უპასუხა. -სულ დამავიწყდა. სვამ წამლებს? -კი-თავისთვისაც გაიკეთა ყავა და მის წინ დაჯდა-საავადმყოფოში დატოვე ლიზა? -ხო. თავის და მოვიდა და იმასთან ერთად არის. ნუკი, ვერ წარმოვიდგენ როგორ გატკინე გული... და შენ ვერ წარმოიდგენ ყოველდღე როგორ ვნანობ ლიზისთან ურთიერთობის გაგრძელებას... არაკაცი ვარ. -გეყოფა. არ გვინდა ამაზე. -არა, გვინდა. მე რომ თავის დროზე შემეჩერებინა ყველაფერი, ეს არ მოხდებოდა. შენ ისევ ისეთი სიცოცხლით სავსე იქნებოდი. -ეხლა კარგად ვარ. -არ ხარ, ხომ ვხედავ, დღითი დღე როგორ გიჭირს. რაღაც ხდება და არ მეუბნები, გაცდი რამდენ ხანსაც გინდა. მაგრამ ადრე თუ გვიან მოგიწევს მითხრა რა გჭირს. თუ ჩემ გამოა, მაპატიე, რაც გინდა ის მთხოვე ყველაფერს შეგისრულებ. ოღონდ შენი ღიმილი დავინახო, გულწრფელი და არა ისეთი როგორიც შენი მშობლების და სტუმრების წინაშე გაქვს ხოლმე მიკერილი სახეზე. თითქოს ყოველ დღე უფრო ცუდად ხდები, რაღაცა გჭამს შიგნიდან... -ალექსანდრე...-ამდენად კარგად აღარ შეეძლო მსახიობობა, ვერ ეტყოდა რომ კარგად იყო, ვერ მოატყუებდა ამდენს. რომ გასულიყო, ალექსანდრესაც ამ ყველაფერში ეჭვი შეეპარებოდა-ესე მგონია, ყველას და ყველაფერს ვკარგავ. ტატო... სანდრო... მე და ნინიც ამ ბოლო დროს რაღაც ვეღარ ვეწყობით. მხოლოდ ეს არის. -მეტი არაფერი? -არა. -ნაღდად? -ჰომ. მე აღარ დავლევ ყავს. დავიღალე. ხვალ ზურასთან სტუმრები მოდიან. უნდა დავიძინო. შენ არ წამოხვალ? -ცოტახანში შემოვალ. -კაი-ძლივს ამოისუნთქა და ოთახში შევიდა. ხვდებოდა რომ ბოლომდე დამაჯერებელი არ იყო, მას ეგონა რომ ამ ყველაფრის დამალვა კარგად გამოსდიოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს უკვე მის ძალებს აღემატებოდა. თავს იტყუებდა რომ ლიზის და ალექსანდრეს ბავშვი არ ადარდებდა, არც მისი გრძნობები ალექსის მიმართ. ახლა სულ მარტო უწევდა ამ ყველაფერთან გამკლავება, და ხვდებოდა რომ ნელ-ნელა იმსხვრეოდა, რომ შიგნიდან კვდებოდა. დილით საწოლზე წერილი დახვდა. ,,მე და მამაშენს კომპანიაში რაღაც საქმე გამოგვიჩნდა. 3ისთვის ვიქნები. თუ გინდა სახლში წადი , ან მანდ დარჩი, მაგრამ რომ გაიღვიძებ მომწერე. მიყვარხარ. -ალექსანდრე’’ წერილი ხელუხლებელი დატოვა, ხალათი შემოიცვა და მისაღებში გავიდა. სახლში სრული სიჩუმე იდგა, როგორც ჩანდა ყველა სამსახურში იყო. მაშინ ჩანთიდან სიგარეტის გაუხსნელი პაჩკა აიღო, იქიდან ერთი ღერი ამოაცურა და უკანა ეზოში გავიდა. მოუკიდა და მოწევა დაიწყო. მხოლოდ ამით თუ დაიმშვიდებდა ნერვებს, იცოდა რომ სასმელს თუ გაეკარებოდა ვერ მოიშორებდა, ეს კიდე ადვილი მოსაშორებელი მიაჩნდა. 3 ღერის შემდეგ, შებრუნდა და ტანსაცმელი ჩაიცვა. შემდეგ სუნამო დაისხა რომ სუნი გამქრალიყო. ცოტახანში კი მანქანის ხმა გაიგო, იქიდან სანდრო გადმოვიდა და სახლთან მოვიდა. კარზე კაკუნი გაისმა. ანუკის გაღება არ უნდოდა, ამიტომ ჩუმად დაჯდა და მის წასვლას დაელოდა. -ანუკი ვიცი რომ აქ ხარ, ტატოს ველაპარაკე. კარი გააღე! ამოიოხრა, კართან მივიდა და გააღო. -რა გინდა? -შემომიშვებ? კარისგან გამოიწია და ანიშნა შემოდიო. შემდეგ კი კარი ჩაკეტა. -არ ვიცი ნინიმ რა და რატო გითხრა, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მითქვას მისთვის. ანუკი რამდენი წელია გიცნობ, ძაან კარგად იცი რომ მიყვარხარ და არასოდეს არ ვიტყოდი შენზე მსგავს რამეს. -ნინის რაში უნდა დაჭირვებოდა ტყუილი? მესმის სანდრო, შეგეცოდე იფიქრე რა დღეშიაო, ცოტათი დავეხმარები, ვითამაშებ გმირის როლს და მერე მაინც მივდივარ უცხოეთში და დავშორდებიო. ზა ადნო ცოტა გაირთობდი თავს. არ არის პრობლემა, არ ვბრაზდები. -არაფერი მსგავსი არ მიფიქრია. მოდი დავურეკოთ ნინის და თვითონ მითხრას ყველაფერი პირში. -არ მჭირდება. რაც არ უნდა ყოფილიყო... შენი დანახვაც არ მინდა. -გეხვეწები მომისმინე... მე და ნინი თვეში ერთხელ თუ ვნახავდით ერთმანეთს, ცხოვრებაში მსგავს რამეს არ ვიტყოდი შენზე. თუ გახსოვს შენ დამშორდი და არა მე შენ? -ერთადერთი რამ რაც სწორად გამიკეთებია ამ ცხოვრებაში. გეხვეწები წადი, ალექსანდრე უნდა მოვიდეს და არ მინდა აქ გნახოს. -ეხლა ერთად ხართ ხომ? ამ ყველაფრის მერე? -ეგ შენ არ გეხება. -და... არ ველოდებოდი. ვიცოდი რომ გიყვარდა, მაგრამ თუ ამ დონემდე დავარდებოდი. -ნახვამდის სანდრო. -ერთი რამ მაინტერესებს, გეგმა ალექსანდრეზე შურისძიება იყო, თუ მისი შეყვარება და შვილების გაჩენა? ამაზე არაფერი უპასუხია. -ძალიან წელავ. ესე იგი ისევ გიყვარს. მე იცი ვინ მიყვარს? -თათა. გავიგე და არც მაინტერესებს. -მართლა ეგრე გგონია? ამდენი წელია მიცნობ და ბოლომდე მაინც...ანუკი ერთადერთი ხარ ვინც ოდესმე მყვარებია. სამწუხაროდ შენგან საპასუხო გრძნობები არასდროს მიმიღია. ბედნიერებას გისურვებ, მოახერხე ისე რომ ალექსანდრეს შეუყვარდი. წარმატებები ცხოვრებაში, არ მეგონა თუ ესე დავამთავრებდით. -არც მე. სანდრო გაბრუნდა და წავიდა. *** ანუკის დასვენება უნდოდა, იმდენად გადაღლილი იყო ყველაფრისგან რომ ცოტაც და გაგიჟდებოდა. ცოტახანში კი ისევ კაკუნი გაისმა, კართან მივიდა და დაიყვირა. -სანდრო აღარ მინდა მეთქი ლაპარაკი! -ლიზი ვარ. უცებ სახეზე გათეთრდა, რა უნდოდა ლიზის მასთან? ალექსს ხომ არ მოუვიდა რამე? ხო არ შერიგდნენ და ლიზი გამოაგზავნა ამის სათქმელად? იმდენმა აზრმა გაუელვა თავში რომ კარის გაღება სულ გადაავიწყდა. -შემომიშვებ? უცებ გააღო კარი და გამოშტერდა. -ერთი წამით, არ გეყო ის ფაქტი რომ ჩემ ქმართან ერთად იწექი, მერე დაფეხმძიმდი, შენთან დარბის ყოველ დღე საავადმყოფოებში და ეხლა აქ მივარდები?! სულ დაკარგე თავმოყვარეობა? -გეხვეწები, ორ წუთს წაგართმევ. -არ მჯერა... ღმერთო... კარგი შემოდი. მისაღებში შევიდნენ და დაჯდნენ. -მესმის... ძალიან ცუდად მოგექეცით მე და ალექსი. -ალექსანდრეს აქ ნუ ჩარევ, შენ უნდა დაშორებულიყავი თავის დროზე. -ხო... მინდა ბოდიში მოგიხადო იმ ტკივილისთვის რაც მოგაყენე... მე არ ვიცოდი რომ... -პირდაპირ საქმეზე გადადი, შეცოდება არ მჭირდება. მოთმინების ფიალა მეწურება. -ანუკი, ალექსანდრე ჩემი ბავშვის მამა... არ მინდა ბავშვი უმამოდ გაიზარდოს. ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარს... ყველაფერზე ვარ მისთვის წამსვლელი. 5წელია უკვე ერთად ვართ, ვიცი რომ მასაც ვუყვარვარ... ისიც ვიცი რომ ეხლა უზომოდ საშინლად გექცევი რომ ამას გთხოვ... მაგრამ თუ ოდნავ მაინც გიყვარს, გევედრები გაშორდი... ეხლავე არ დამთანხმდე... იფიქრ.ე.. მაგრამ ძალიან გთხოვ... მე წავალ...-ლიზი ადგა და გავიდა. ანუკი გაშეშებული იჯდა, ვერაფერს ვერ ამბობდა. არ ელოდებოდა, ლიზის მოსვლას. გარეთ გავიდა და მთლიანი პაჩკა სიგარეტი მოწია. მას წამითაც არ უფიქრია იმაზე რაც ლიზიმ უთხრა. არ იცოდა რა ექნა. არც იცოდა რა უნდა ეთქვა, მხოლოდ შემდეგ გააცნობიერა რომ როგორც კი ალექსანდრეს დაშორდებოდა ის ლიზისთან დაბრუნდებოდა. ამ დროს ტატო მივიდა სახლში და პირდაპირ უკანა ეზოში გავიდა, რადგან სახლის კარი ღია იყო. -ანუკი, გადააგდე დროზე ეს რაღაც სანამ... პასუხიც არ გაუცია. -რა გჭირს? ანუკი, მიპასუხე-ჩაიკუზა და სიგარეტი გამოართვა, შემდეგ ოდნავ შემოარტყა სახეში. მან სიგარეტი გამოართვა და უხეშად უპასუხა. -სრულწლოვანი ვარ, შენ კიდე ჩემი ძიძა არ ხარ, ამიტო წადი და დამანებე თავი. ტატო მის გვერდით დაჯდა და სიგარეტი ისევ გამოართვა. -სრულწლოვანი ხარ, მაგრამ არ იქცევი ისე როგორც სრულწლოვანს შეეფერება. -ოღონდ შენი ნოტაციების გარეშე. -რა მოხდა? -გამოიცანი ვინ მოეთრა... -ვინ? მისკენ გაიხედა და გადაიფიქრა მოყოლა. -არავინ, მამა არ არის სახლში, შეგილია წახვიდე-მეორე ღერი ამოიღო და მოუკიდა, მან კი ისევ გამოართვა და გადატეხა. -შენი ქმარი ელაპარაკება მამაშენს. ყველაფერს უყვება. -რას აკეთებს? -ლიზიზე, მის შვილზე და საერთოდ ყველაფერზე. -თავში ქვა უხლია-წამოდგა და შიგნით შევიდა, ტატოც არ მოეშვა და გაყვა. -როგორც ჩანს კაცობა გადაუწყვიტავს. ვერ წარმოვიდგენ ზურა რა დღეში ჩავარდება ამ ყველაფერს რო გაიგებს. -არაფერი არ მოუვა, მამასთვის ღალატი ახალი არაფერია. სულ ღალატობდა ელენეს. -შენ კიდე ვერ ხვდები რო ნერვიულობენ შენზე? -რო ენერვიულათ აქამდე გამაშორებდნენ. ამას მნიშვნელობა არ აქვს, უკვე მართლა . ალექსი დაინახავს ლიზის ნამდვილ სახეს, მამაჩემმა ყველაფერი გაიგო, ალექსანდრესაც შევუყვარდი, ჩემი საქმე აქ დამთავრებულია. -რას გულისხმობ? -მალე ნახავ, დღეს სტუმრები გვყავს, ხო მოხვალ? -რამე ისეთ ხდება რაც მე არ ვიცი? -მალე გაიგებ-წამოდგა და ოთახში გავიდა. წინ ყველაზე საინტერესო დღე ელოდა. არა მარტო მას, არამედ ყველა სტუმარს. საღამოს როგორც იქნა ალექსანდრეც მოვიდა, ცალი თვალი სულ ჩალურჯებული ჰქონდა. ანუკის ოთახის კარზე დააკაკუნა და შევიდა. -მამაჩემმა შეგალამაზა? გიხდება, ლურჯი შენი ფერია. -ყველაფერი მოვუყევი. -მითხრა ტატომ. -იმედია ეს რაღაცით მაინც დაგეხმარება... -როგორ არა, დამეხმარა. ვერ წარმოვიდგენდი თუ ამ დონეზე გიყვარდი რომ მამაჩემს სიმართლეს გაუმხელდი. -რატო მგონია რომ ირონიულად ლაპარაკობ? ანუკი საწოლიდან წამოდგა და ალექსანდრესთან მივიდა. -არ ვლაპარაკობ. შენ კიდე ლიზის ემაზე არასდროს მელაპარაკები. შენი აზრით რა მოხდდებდა როდესაც თქვენი შვილი დაიბდება? -რა მოხდება და ფინანსურად დავეხმარები, ბავშვს კი ზოგჯერ წამოვიყვან ხოლმე ჩვენთან. -მე კიდე ესე მგონია, შენ და ლიზის 5წლიანი ისტორია გაკავშირებთმ, როგორც კი ბავშვი გაჩნდება შენ წახვალ ლიზისთან, განაახლებთ თქვენ რომანს და მე დამივიწყებ. -ესე არ მოხდება. -ალექსანდრე, უმეტესი დროის გატარება ისედაც ლიზისთან მოგიწევს, ბავშვის გამო. -ბავშვი ჩემთან იქნება. -არა, იმის უფლებას არ მოგცემ რომ ბავშვი წაართვა. ისიც საკმარისა... -ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. ამიტომ მეთითონვე მოვაგვარებ, ლიზის გონია რომ მე კიდე მაკავშირებს მასთან ბავშვის მეშვეობით, მაგრამ მხოლოდ ამ ბავშვის გამო ვხვდები მას. თუ გინდა ამიერიდან სულ ჩმთან ერთად იქნები როდესაც მასთან მომიწევს შეხვედრა, ანუკი, იმის უფლებას არ მოგცემ რომ დაიტანჯო ჩემი და ლიზის შეცდომების გამო. მამაშენს ველაპარაკე... და თუ შენ თანახმა ხარ, ჯვარი დავიწეროთ, გრანდიოზული ქორწილი გექნება, ამჯერად ნამდვილი. ყველაფერი გექნება, რასაც მოისურვებ. -იცი... მოდი პასუხს დღეს საღამოს გეტყვი. ბევრი სტუმარი მოვა, მინდა ჩვენი ბედნიერება ყველას გავუზიაროთ. ალექსანდრე ოდნავ ეჭვის თვალით უყურებდა ამ ყველაფერს, მაგრამ ეგონა რომ უბრალოდ ანუკის ემოციების გამოხატვა არ შეეძლო. ნუკიმ მისი სახე ხელებში მოიქცია და მოწყვეტით აკოცა, შემდეგ კი თვალებში ჩახედა. -მე შენ მიყვარხარ და მინდა ყველას გავაგებინო ამის შესახებ. წადი მოწესრიგდი, საღამოს გელოდები. -ჯერ ლიზისთან უნდა გავიდე.. წამოხვალ? -არა, გეხვეწები ნუღარ ახსენებ ამ ადამიანს ამ სახლში. დავიღალე. -კარგი, მაპატიე... -საღამოს 6-ზე. -შენ არ მოდიხარ? რო მოემზადო. -რაღაც ნაწილი ჩემი კაბების აქ არის, თუ არ მომეწონება გავალ ვიყიდი, აქ მირჩევნია დარჩენა. -კაი, მიყვარხარ-აკოცა და წავიდა. ნუკიმ ლიზის ნომერი გაიგო და დაურეკა. -ალო? -ანუკი ვარ. -გადაწყვიტე უკვე? -დღეს საღამოს 6საათზე მოდი ჩემ სახლში, ალექსანდრეც აქ იქნება, მაშინ გეტყვი. -ალექსანდრეს უთხარი?! -კი, მაგრამ ისეთი რეაქცია არ ჰქონია. მკითხა შენ რას ფიქრობო, ხოდა მოდი დღეს და გეტყვი ყველაფერს. -ტელეფონით ვერ მეტყოდი? -არა, აქ უნდა იყო. ალექსანდრესთვის თუ ყველაფერზე ხარ წამსვლელი დღესაც მოხვალ აქ. -კარგი. -ძალიან კარგი-ანუკიმ გათიშა და ტელეფონი საწოლზე დააგდო. შემდეგ კი მომზადება დაიწყო. ნინის დაურეკა. -ჰო ნუკი? -დღეს საღამოს 6 საათზე უნდა იყოთ ჩემ სახლში, ყველას უთხარი რა. -სანდროსაც? ანუკი დაფიქრდა და რაღაცის გამოცდა გადაწყვიტა. -და რატო არა? -ხო იჩხუბეთ... -შენ საიდან იცი? -სანდრომ რეზის მოუყვა, რეზიმ მე. -რას ფიქრობ, ზედმეტი მომივიდა? -არა, იმსახურებდა. -ისე, მემგონი შევეფერებით ერთმანეთს, უფრო მეტად ვიდრე მე ალექსანდრეს ხომ? -არა,ღადაობ? შენ და ალექსანდრე უფრო შეფერებით ერთმანეთს, ერთნაირები ხართ. -მაინც რითი? -პირველ რიგში ალექსანდრეს უყვარხარ და რო ეცოდები მაგიტო არ არის შენთან. -ვაუ... -ხო, ცუდად გამომივიდა. -მოკლედ მე და სანდროს დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ესეთ იდიოტობას როგორმე გადავიტან. -კაი... -რამე პრობლემაა? -არა, რა პრობლემა. ეხლავე დავურეკავ. -ჰოდა ძალიან კარგი, ერთი სული მაქვს როდის დადგება საღამო. -რატო მგონია რომ რაღაც ჩაიფიქრე? -იმიტომ რომ ეგრეა. მიდი და 6ზე აქ იყავით უკლებლივ ყველა-შემდეგ ნინისაც გაუთიშა. თითქოს ბედნიერი უნდა ყოფილიყო რადგან დღეს ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ მის სახეზე ღიმილი არ ჩანდა. სანდროსთან ნაჩხუბარი იყო, ტატოსთან ისევ იჩხუბებდა ამ საღამოს შემდეგ. ნინიზე ხომ ლაპარაკი არ იყო. იმის მერე რაც უნივერსიტეტში წავიდა, მათ ურთიერთობა გაუფუჭდათ. ყველაფერში ალექსანდრეს ადანაშაულებდა, ფიქრობდა რომ როგორც კი მასზე შურს იძიებდა ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდებოდა. ამაში დარწმუნებული იყო, მაგრამ რამდენად გაუმართლებოდა იმედები... არაფერი ისე არ უნდოდა როგორც ამ საღამოს დადგომა და ალექსანდრეს სახის დანახვა როდესაც ყველაფერს პირში მიახლიდა, მისი ახლობლების და ელიტის თვალწინ. ამ მომენტში არც სიყვარული და არც ალექსანდრეს გრძნობები არ ადარდებდა. მისთვის მხოლოდ ეს იყო მნიშვნელოვანი და მზად იყო ყველა გადაეთელა, ოღონდ თავისი გაეტანა. ამასთან ერთად მამამისზე შურის ძიებაც გამოუვიდოდა, მისი მეგობრების წინაშე შეარცხვენდა. შემდეგ ყველაფერი მზად ჰქონდა, ქალაქიდან აპირებდა გასვლას სანამ ყველაფერი არ მოგვარდებოდა. შემდეგი წლიდან უნივერსიტეტში ჩაბარება და საკუთარი კარიერის დაწყება. ყველას დაუმტკიცებდა რომ რამის მიღწევა შეეძლო. მას სწავლა არ უყვარდა, მაგრამ სკოლაში საუკეთესო შედეგებით ჩააბარა გამოცდები, მიუხედავად ამისა, ზურა მაინც ფიქრობდა რომ ანუკი მის კომპანიას ვერ გაუძღვებოდა ან რომ არ აინტერსებდა. რეალურად კი არასდროს მის მშობლებს არ ჰქონიათ მასთან სერიოზული საუბარი მომავალზე,ა რ უკითხავთ სად და რატომ უნდოდა ჩაბარება. უბრალოდ აძლევდნენ ფულს, თუ რამეს ვერ ჩააბარებდა მზად იყვნენ ეყიდათ მისთვის დიპლომი. ეს ეგონათ შვილის აღზრდა, ანუკი კი ზუსტად ესე გაიზარდა.ის მარტო ალექსისკენ იშვერდა თითს, თითქოს მარტო ის ყოფილიყო ეგოისტი და დამნაშავე. რეალურად მასშიც იყო ეგოიზმის ჩანასახი, რადგან იმ დღეს, იმ მომენტში, არც ლიზიზე, არც ზურაზე, არც ალექსანდრეზე და საერთოდ არავიზე არ ფიქრობდა, თავის თავის გარდა. საღამოსთვის ულამაზესი თეთრი კაბა ჩაიცვა, ფეხზე ქუსლიანები, ოდნავ მაკიაჟიც კი გაიკეთა. თმა კოსად შეიკრა, შემდეგ კი ბარგის ჩალაგება დაიწყო, იქ ბევრი არაფერი ჰქონდა, სახლშიც ვერ მოასწრებდა გასვლას. ყელზე ალექსანდრეს ნაჩუქარი ყელსაბამი გაიკეთა. ცოტახანში სტუმრებიც მოვიდნენ, ანუკის ერთი სული ჰქონდა როდის მოვიდოდნენ დანარჩენები. მისაღებში იდგა და სტუმრებს პირადად ხვდებოდა, ზურა და ელენე კი გაკვირვებულები უყურებდნენ, არ ჯეროდათ რომ მათი შვილი ესე გაიზარდა. მათ ეგონათ რომ ის თავაზიანი გახდა და ძლივს შეეგუა მის ბედს, მაგრამ ისინი ცდებოდნენ. წარმოდგენაც არ ჰქონდათ რა ელოდებოდათ წინ. -დააგვიანე-ალექსანდრეს შესასვლელშივე შეეგება და აკოცა. -დამნაშავე ვარ. საცობებია, მაგრამ ჯერ ყველა არ არის ხო მოსული? -არა. -ხო... დედაჩემი და ჩემი ძმა მოვიდნენ.... -არაუშავს-ნინა და გიორგი ალექსანდრეს უკან იდგნენ-გამარჯობა ქალბატონო ნინა, გიორგი-ორივეს ჩაეხუტა, შემდეგ კი გადაკოცნა-როგორ ხართ? შებრძანდით-ისეთი ღიმილი ეკერა სახეზე ვინმეს შეეშინდებოდა, იფიქრებდა რომ კაიფში იყო. ისინიც შიგნით შევიდნენ. -ნუკი, კარგად ხარ? -გადასარევად, უკეთესად არ ვყოფილვარ. შედი შენც, ნინის და სანდროს ველოდები. -კაი-ალექსანდრეც შევიდა და ცოტახანში ლიზი დაინახა. -მოხვედი... -ამდენი ადამიანი რა საჭიროა? -მერე აგიხსნი, აი ნინი და სანდროც მოვიდნენ. დროა დავიწყოთ-ყველა მისაღებში შეიყვანა და ოთახის დასაწყისში დადგა-ყურადღება თუ შეიძლება-არავინ არ მოუსმინა, მაშინ ალექსანდრე მივიდა დასახმარებლად. -ორი წუთით თუ შეილება, ყურადღება. მე და ჩემ ცოლს გვინდა შეგატყობინოთ... -ხომ, მადლობა ალექსანდრე. მე მინდა გითხრათ რომ ამ 5 თუ 6 თვის განმალობაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ალბათ ცოტა გავიზარდე კიდეც ვისწავლე რომ როგორ ცუდადაც არ უნდა იყოს საქმე ყველაფრის გამოსწორება შეილება, მე მეგონა რომ ამ ადამიანს ვერასდროს შევიყვარებდი. რადგან ის ხშირად ზედაც არ მიყურებდა-აქამდე ალექსანდრე ყველაფერს ღიმილით უსმენდა შემდეგ კი დაეჭვებულმა გადახედა ანუკის-სხვა უყვარდა. მათ დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდათ ერთმანეთთან, სხვათაშორის მისი ყოფილი შეყვარებულიც აი იქვე დგას კუთხეში. ლიზი გამოიხედე-ლიზი სირცხვილისგან გაწითლდა-ნუ გრცხვენია. ჯერ ხო არ ხართ ერთად. ხოდა, რისი თქმა მინდოდა. მე დიდიხანი ვიტანჯებოდი ამ სიყვარულის გამო. არ შემეძლო ამის ატანა. მას კი ფეხზე ეკიდა. -ანუკი რას აკეთებ-ალექსანდრემ ხელი მოკიდა და მის გაყვანა სცადა, მაგრამ ადგილიდანაც ვერ დაძრა. -მაცადე ორი წუთით-ერთი თვის განმალობაში თავის საყვარელთან დადიოდა, მე კიდე ამის ატანა მიწევდა, მიკვირს მაშინ რომ არ გაიგო ყველამ ყველაფერი. -ანუკი უკვე ზედმეტი მოგდის-ალექსანდრეც წითლებოდა, მაგრამ სიბრაზისგან. -ეს იყო ფარსი. ბიზნესს შეთანხმების პონტში. მე გავხდებოდი მისი ცოლი, მამაჩემი გადააფორმებდა კომპანიას ალექსანდრეზე. ზურას სახე მთლიანად წაეშალა, ცუდად გახდა და ჩამოჯდა, ვერც ვერაფერი ვერ თქვა. -მოიცადე მამა, ჯერ სად ხარ. დამამთავრებინე-იცით რა არის ყველაზე საშინელება აქედან? მამაჩემმა ყველაფერი იცის, მიუხედავად ამისა მაინც ... -ანუკი!-ალექსანდრე მკლავში ჩაეჭიდა, მაგრამ ტატო მივარდა და მათ შუაში ჩადგა. -ამას ბოლომდე მოისმენ-ტატო მიხვდა ანუკის ჩანაფიქრს და გაღიმებულმა გადახედა ხალხს. -მიუხედავად ამისა მაინც არ იცვლის თავის აზრს. მაინც თანახმაა რომ ესეთი ადამიანის გვერდით გავატარო მთელი ცხოვრება. კარგი, ეს ეხლა არაფერ შუაშია. რისი თქმაც მინდა, გუშინ მოვიდა აი ეს გოგონა. ლიზი-ლიზი გასასვლელისკენ წავიდა, მაგრამ რეზიმ შეაჩერა. -ორი წუთით გთხოვთ. -და მთხოვა რომ თუ მიყვარდა ეს ადამიანი, გავშორებოდი, რომ მას, ალექსანდრეს და მათ შვილს, კი არ მოგესმათ, შვილს ეცხოვრათ ერთად. რომ მე უბრალოდ დამენებებინა თავი მათთვის, მაგრამ ლიზიმ არ იცოდა რომ ჩემ ქმარს ის აღარ უყვარდა. რომ ახლა მასაც ვუყვარვარ, ისე რომ ეს ყველაფერი მამაჩემს მოუყვა, მტკიცებულებას კი მის თვალებზე ხედავთ-ლურჯ ფინგალზე ანიშნა-მზად იყო ჩვენი ქორწინება გაენაღდებინა რადგან ასე ვთქვათ დაეკავშირებინა ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ. ალექსანდრე, შენ მართლა გეგონა რომ უბრალო სიტყვებით შეგეძლო ჩემი პატიების მოპოვება? არა, მე შენნაირ ადამიანთან არასდროს არ დავაკვშირებდი ურთიერთობას. შეილება მე შენზე უკეთესი არაფრით არ ვარ რადგან ამას ვაკეთებ. რადგან შურისძიება საუკეთესო გამოსავალი არ არის, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეთ, არც შენ და არც შენმა... აღარ ვიცი რა დავარქვა ამ ლიზის. მოკლედ რადგან ესე გიჟდები ლიზი რომ ცოლიანსაც არ ტოვებ, ისე განაგლდი რომ სახლში მომივარდი და გაშორება მომთხოვე, გამოდის რომ შენ უფრო გიყვარს. რეალურად, მე მივხვდი რომ სიყვარული სულ სხვა რამეა. რაც მე და ამ... ახალგაზრდას გვქონდა, იყო უბრალო გართობა. მე მთელი ცხოვრება წინ მაქვს და არ ვაპირებ თქვენ ორის გამო განადგურებას და ღრიალს ყოველ ღამე. წარმატებები, თქვენ და თქვენ პატარას. ალექსანდრე, მე ოფიციალურად გშორდები-განქორწინების დოკუმენტი ამოიღო-მოაწერე. მე უკვე მოვაწერე. -ანუკი!-ტატო მძლავრად იჭერდა. -დროზე მოაწერე-ტატომ ძალა დაატანა. -წამო ვილაპარაკოთ-ალექსანდრეს ლამის ცრემლები წასკდა, ახლა ის იყო ანუკის ადგილზე. მასაც ისევე ტკიოდა როგორც მან ატკინა... ყველაფერს მიხვდა და იგრძნო... მაგრამ უკვე გვიანი იყო. ხედავდა რომ იმდენად გაენადგურებინა ეს საბრალო არსება რომ მასში გრძნობის ნასახიც კი არ ჩანდა.მაშინ გამოართვა დოკუმენტი და მოაწერა. -ლიზი შენი იყოს, არ ვიცი ესეთი რაში გამოგადგება, აღარც უყვარხარ, მაგრამ ეხლა შენც გაიზიარებ ჩემ ტკივილს. ხო კინაღამ დამავიწყდა-ნინისთან მივიდა და ოდნავ ხმამაღლა უთხრა-მშვიდობაში გყავდეს სანდრო, კარგი არჩევანია, მაგრამ რამდენად ეყვარები ისევე როგორც შენ არ ვიცი. ან შეილება იმიტო იყოს შენთან რომ ეცოდებოდე. ყოველ შემთხვევაში აბა თქვენ იცით. ანუკი ისე გავიდა სახლიდან რომ არავინ არ გაკიდებია, მხოლოდ როდესაც მანქანაში ჩაჯდა, დაინახა ალექსანდრე რომელიც სახლიდან გამორბოდა და მას ტატო და რეზი მისდევდნენ. ანუკის შეეშინდა და მანქანა დაძრა, ალექსანდრეც უკან გაეკიდა, მაგრამ მალევე დაკარგა მისი კვალი, ისეთი სისწრაფით მიდიოდა რომ გზაჯვარედინზე ვერ შეამჩნია წითელი რომ იყო ანთებული და გზა განაგრძო. მოულოდნელად კი სატვირთო გამოვარდა, მანქანის გაჩერება ვერ მოახერხა და შეეჯახა.... *** ანუკის ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა, ის შუა გზაზე იყო, ბაკურიანში მიდიოდა. ეგონა რომ ალექსანდრე რეკავდა, ტელეფონი ისე გამორთო რომ არც დაუხედავს მართლა ალექსანდრე იყო თუ არა. გზაში სულ ღაპაღუპით ჩამოდიოდა ცრემლები. არ ელოდებოდა რომ ესე ადვილად დაითანხმებდა მას ხელის მოწერაზე, რომ ტატო დაეხმარებოდა და არ გააჩერებდა, რომ რეზი ლიზის შეაჩერებდა. თავიდან ყველაფერი ესე ჰქონდა დაგეგმილი, ეგონა რომ უკეთ იგრძნობდა თავს, მაგრამ ოდნავაც არ უშველა შურისძიებამ. არც ლიზის სახის დანახვამ არ აგრძნობინა უკეთ და არც ალექსის. იცოდა რომ ახლა ყველა მის მოძებნას ეცდებოდა, ამიტომ ფანჯარა ჩაწია და ტელეფონი გადააგდო. თავის ძველ სახლში მივიდა, რომელიც კოტეჯს წააგავდა. დიდიხანი იქ არავინ ყოფილა, მაგრამ ანუკის უყვარდა იქაუურობა, სიმშვიდე... სიწყნარე. სულ დაავიწყდა ეს რას ნიშნავდა, როდესაც არავიზე და არფერზე არ ჰქონდა სანერვიულო. გაუთავებლად ტიროდა, ძლივს იხედებოდა თვალებიდან, ცოტაც და ალბათ მოსახვევში ავარიაში მოყვებოდა. მანქანა გააჩერა, თავი საჭეზე დადო და ტირილი დაიწყო. -დებილი, არაკაცი! ცხოველი! იდიოტი! დამპალი! თვალთმაქცი! ორპირი! მოღალატე! ეგოისტი! არამზადა! ველური! უკვე სუნთქვაც უჭირდა, ტირილსაც ვერ წყვეტდა. -ღმერთო ესეთი რატო შემიყვარდა... ესეთი... ველური... ცხოველი...-ცოტახანში დამშვიდდა და გზა განაგრძო. მანქანიდან რომ გადმოვიდა იგრძნო რომ შესცივდა, დაავიწყდა თბილი ტანსაცმლის ჩადება. გაახსენდა როდესაც იგივე დაემართა ალექსანდრესთან ერთად. *** -კიდე უფრო ნელა ვერა?-ანუკის ისე ციოდა ძლივს ლაპარაკობდა. ალექსმა პარკები ძირს დადო, კურტკა გაიხადა და ანუკის შემოაფარა, შემდეგ კარი გააღო. ანუკი გიჟივით შევარდა, ალექსს კი გაეცინა. -შემდეგზე მომისმენ ალბათ და დამიჯერებ. -ძაან სასაცილოა. -მაცადე და დავნთებ ბუხარს-კარი დახურა, საჭმელები მაგიდაზე დადო და თბილი ადიალა გამოუტანა და დააფარა. შემდეგ კი ბუხრის დანთება დაიწყო. -ალექსანდრე... -რა? -რატო დაშორდი ლიზის? -შენთვის ეხლა ეს არანაირ მნიშვნელობას არ ატარებს. -მაინც? -ნუკი, მოდი ძალა საღამოსთვის მოიკრიბე, დაგჭირდება ლომკები რო დაგეწყება. *** ის დღე რატომღაც ისე თბილად გაახსენდა... გაახსენდა ალექსანდრეს ზრუნვა, თბილი სიტყვები... ღამე ერთად რომ ეძინათ... რომ წამითაც არ შორდებოდა მას, თუ როგორ შეეშინდა როდესაც გაიღვიძა და ალექსანდრე არ დახვდა. *** -ალექსანდრე! ხელი გამიხსენი. ალექსს!!! ჯანდაბა!-ცალი ხელით უჯრა გამოაღო, იქ მაკრატელი იპოვა და თოკის გაჭრა დაიწყო. შემდეგ წამოდგა და მისაღებში გავიდა, ფეხზე ძლივს იდგა, თან თავბრუ ეხვეოდა. -ალექს!! არ მეცინება-უცებ სამზარეულოდან ხმა მოესმა და შეკრთა-ალექს?!! ვინ არის აქ?-თვალებიდამ ცრემლი წამოუვიდა-ალექსს!! მოულოდნელად კარი გაიღო და ა,ექსანდრე შემოვიდა, ანუკი მაკრატელით შებრუნდა, არ ეგონა რომ ალექსი იქნებოდა. მაკრატელი ხელიდან გააგდო, ალექსს მივარდა და ჩაეხუტა. -სად იყავი... სამზარეულოში ვიღაც არი-ალექსმა წესიერად ვერაფერი გაიგონა ანუკის ტირილში. არ ელოდა ანუკის ესეთ ქცევას. -დამშვიდდი-ხელი მოკიდა, მის უკან დააყენა და სამზარეულოში გავიდა-ნუკი-გაკვირვებულმა შეხედა, რადგან იქ არავინ იყო-რაღაც მოგესმა-უკვე ანერვიულებული უყურებდა-მოგეჩვენა. -სად იყავი-ძლივს წარმოთქვა. -ტანსაცმელი გიყიდე. რა დაგემართა? -არ...აფერი, აღარ წახვიდე გაუფრთხილებლად და ეს თოკები, საერთოდ მოაშორე...-ნელა გავიდა ოთახში და დაწვა. ალექსი ოთახთან მივიდა და კარს მიეყუდა. -შენ ექიმს ველაპარაკე. აინტერესებდა შენი მდგომარეობა, ვიტამინები, ბოსტნეული და სითხე მიიღოსო. -ჰო... -ხვალ თუ უკეთ იქნები სათხილამუროდ წავიდეთ... *** მიუხედავად ყველაფრისა მაინც არ ფიქრობდა რომ ზედმეტი მოუვიდა. პირიქით, თითქოს ალექსანდრე ამას იმსახურებდა, ლიზიც... ცოტახანში გამოფხიზლდა და მიხვდა რომ საკმარისად დიდხანს იდგა რომ გაყინულიყო, მანქანიდან საჭმელები და ტანსაცმელი ძლივს გადმოიტანა და შიგნით შევარდა. სახლში არანაკლებ ციოდა, ორი ჯემპრი ჩაიცვა და ისევ გარეთ გაბრუნდა შეშის ასაღებად. ისე მოათრევდა ცოტაც და ალბათ ფეხზე დაეცემოდა. მაგრამ ის არ წუწუნებდა, მარტოობა ახლა ის იყო რაც მას ჭირდებოდა. ბუხარი დაანთო და დაქანცული დაჯდა დივანზე. ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. -რაო ბატონო ტატო, სად ბრძანდებით, ან ალექსანდრე? მორალს არავინ წამიკითხავს. სიმშვიდე, სიწყნარე. ამაზე უკეთესი რა შეილება იყოს... უკვე ჩემ თავს ველაპარაკები. ბრავო იმდენი მოახერხე ალექსს რომ გავგიჟდი კიდეც. სამაგიეროდ აქ ვინმე მაინც მისმენს, მაგალითად ბუხარი, კედლები, მაგიდა, შეშა, სკამი, ტელევიზორი, კარადა... სულ გარეკე ანუკი. სულ! და ვის გამო? ერთი... ერთი... ცხოველის გამო. არავინ არ შემოვარდება რომ შემაჩეროს? ალბათ ჯერ გზაში არიან. კარგი გაცდით ცოტახანი. ჯანდაბა, ტელეფონის გადაგდება არ იყო საუკეთესო იდეა. ეხლა რა ვაკეთო? ფული მაინც წამოვიღე? ა, ბარათი მაქვს. ხვალ სათხილამუროდ წავალ, ესე რომ მექაჩებოდი ალექს... ღმერთო სულ გავრეკე-სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა, გადასაფარებელი აიღო, გადაიფარა და დაიძინა. დილით ელოდებოდა რომ ვინმეს უკვე ნაპოვნი ეყოლებოდა, მაგრამ არა. მარტო იყო. საათიც კი არ იცოდა რომელი იყო. წამოდგა, თვალები მოიფშვნიტა და ბუხართან მივიდა. შეშა დაამატა და ისევ თავიდან ააგიზგიზა. შემდეგ კი ყავის მოდუღება დაიწყო. ჩემოდანი გახსნა, კურტკა ამოიღო, ჩაიცვა და ყავასთან ერთად გავიდა გარეთ. ისევ მოუკიდა სიგარეტს, მაგრამ თითქოს ალექსანდრეს ხმა ჩაესმა... ,,საფერფლე ხარ?’’ -არა... გავგიჟდი? ,,თუ ესე გევასება ბიჩოკიც მოწიე და საერთოდ პირში ჩაიფერფლე’’ -ღმერთო აქაც არ მანებებს თავს. ,,არასდროს არ მოგეშვები’’ -გავგიჟდი? ვგიჟდები? რა მჭირს... ,,ალბათ’’ -მომშორდი... ნუღა მელაპარაკები. ,,გადააგდე და მოგეშვები’’ -მომშორდი თქო!!!! გამვლელებმა ისე შეხედეს ანუკი სულ გაწითლდა. -ცუდი ძაღლი!-თითქოს ძაღლს უყვიროდა რომელიც იქ არც მდგარა. ეს კიდე უფრო გიჟს ამგვანებდა. სიგარეტი მართლაც რომ გადააგდო და შიგნით შევიდა. -რა მემართება... -ჩანთა და გასაღები აიღო და გავიდა, შემდეგ კი ბანკომატი მოძებნა და ფული გამოიტანა. ჯერ ტელეფონის საყიდლად წავიდა, საღამოს კი სათხილამუროდ. ბევრს შეიძლება მოსაწყენად მოჩვენებოდა დროის ამგვარი გატარება, მაგრამ ანუკის მარტოობაზე მეტად არაფერი უყვარდა. მონატრებული ყავდა სიმშვიდე, სიწყნარე და სიმარტოვე. როდესაც არავინ არ ეუბნება რა და როგორ გაატაროს, თუ როგორი უმაქნისია, უინტერესო და დაუმორჩილებელი. ესე შეეძლო ერთი კვირა, თვე ან საერთოდ წელი გაეტარებინა. სახლში რომ დაბრუნდა მიხვდა რომ ვერ იყო კარგად, სურდო ჰქონდა და ახველებდა. ისევ გასვლა სახლიდან კი ეზარებოდა, ჩაის გარდა არაფერი ჰქონდა რაც დაეხმარებოდა მოშუშებაში. ამიტომ ჩაი დალია და ისევ დასაძინებლად დაწვა. მაგრამ ამან არ უშველა და ღამით სიცხემ აუწია. დილით უკვე უკეთ გრძნობდა თავს, რომ გაიღვიძა წამოდგომა სცადა, მაგრამ მაშინვე ვიღაცამ შეაჩერა. რომ აიხედა ტატო და სანდრო დაინახა და მაშინვე შეკრთა. -არ გველოდი ხო?-ტატომ შუბლზე ტილო დაადო. ანუკიმ ისევ წამოდგომა სცადა, რათა დარწმუნებულიყო მართლა ისინი იყვნენ თუ არა. -რო გირეკავენ არ გასწავლეს ტელეფონის აღება?-სანდროც მის წინ დაჯდა. -როგორ მიპოვეთ? -კარტიდან ფული მოხსენი, მამაშენმა გვითხრა. -ალექსანდრეც აქ არის? ტატომ და სანდრომ ერთმანეთს გადახედეს. -არა, არ არის-ტატომ იქამდე უპასუხა სანამ სანდრო პირს გააღებდა. -მე აქ ვრჩები, არ მინდა თბილისში. ზურა დამბრიდავს. აქაც კარგად ვარ. -კი, ვხედავთ. თან რა კარგად უვლი შენ თავს-ტატომ მისი თმით დაიწყო თამაში და გაუღიმა. -ვუვლი, აი ბუხარი დავანთე, კიდე საჭმელი მაქ. -იმიტო ხარ კარგად. ვაფშე ხო გაგშორდა აქ გამოქცევა რაღა საჭირო იყო? -ალოო? ზურა? -მამაშენი ისე ცუდად გახდა შენთვის არ ეცალა. -რა ჭირს? -ისეთი არაფერი, წნევა აქ და წევს. -წნევა ჰო? მე კიდე კინაღამ მოვკვდი. ამას კიდე წნევა აქვს! წამით ინერვიულა ჩემზე?!-ანუკი შეპყრობილივით წამოხტა-ვინ ინერვიულა ჩემზე?! ვინ გამაშორა იმ ველურ უბედურებას?! ვინ?!! -დამშვიდდი-ტატომ ნელა დააწვინა ანუკი და ტილო ისევ შუბლზე დაადო. -არ მინდა ეს იდიოტიზმი!-ანუკიმ მოიხსნა და ბუხარში შეაგდო-წნევა! ღმერთო რა მომხდარა. სანდროს გაეღიმა. -მე მეგონა უფრო უარესს მდგომარეობაში ვიპოვიდით, მაგალითად მთვრალს, ან პახმელიაზე, მარტო სიგარეტით შემოფარგლულა-ჩანთიდან პაჩკა ამოაცურა. -სულ შენი იყოს-ანუკიმ მიახალა, რაზეც ორივემ გაკვირვებულებმა შეხედეს. -ოჰ, კიდე გაქ თუ რა იყო? -არ მჭირდება. სუნი აქ საშინელი. -როდიდან. -დაკითხვაზე ვარ? -აშკარად ჩვენმა მოსვლამ გააღიზიანა. კაი აქ ვერაფერს ვიზამთ, წავედით. -აუ რა კაია მიდიხართ. -არა, შენც მოდიხარ-ტატო წამოდგა. -სად ერთი? -თბილისში. -არა, ჩემი გეგმა ესეთია. შემდეგი სემესტრიდან ვეცდები წავიდე უნივერსიტეტში, ვეტყვი რომ აკადემიური მქონდა აღებული. შემდეგი სემესტრი კი ერთ თვეშია. ერთი თვე აქ ვიქნები, მერე გავფრინდები, ფული საკმარისად მაქვს. -მაგას მერეც მოასწრებ. წავედით-ტატომ მისი წამოყენება სცადა. -რა ხდება? რატო მექაჩებით ესე ძაან თბილისში? ისევ ერთმანეთს გადახედეს. -რა გადახედვებია ეს?-თვითონ წამოდგა და ორივეს გახედა. -იმ საღამოს.... -რა იმ საღამოს ამოღერღოს რომელიმემ. -იცი, ცოტა არ იყოს აუტანელი გახდი. იმ საღამოს მერე, როცა რაღაცას გეუბნებიან უნდა გააკეთო. ადექი და წადი მანქანაში, ჩვენ შენ ჩანთას მოვიტანთ და ჩავდებთ. გასაღებები ჩვენ გვაქვს, ეს იმ შემთხვევაში თუ ჩვენზე მალე გადაწყვეტ წასვლას. მორჩა მანქანაში!-ტატომ არ დააცადა სანდროს რაიმის მოყოლა ისე შეაწყვეტინა. ნუკიმაც ბევრი არ ალოდინა და სულ ბუზღუნით წავიდა მანქანაში. -ესე არ შეილება, უნდა იცოდეს. -გაიგებს მერე, ეხლა არ არის კარგად. -ტატო, ამისთვის სწორი მომენტი არ არსებობს. -ამ ყ*ის გამო ანუკიმ ბევრი რამ გადაიტანა. წარმოდგენაც არ მაქვს რას მოიმოქმედებს როდესაც ამ ყველაფერს გაიგებს, ძლივს დააღწია ამას თავი, ეხლა თავის თავს დააბრალებს ყველაფერს. და ყველაფერი თავიდან დაიწყება, ამჯერად კაცმა იცის რა იქნება, ნარკოტიკები თუ ისევ სასმელი. -ესეთი ცუდი წარმოდგენა აქ მასზე? უბრალოდ უყვარს. იცი სიყვარული რას ნიშნავს? როდესაც ორ ადამიანს ისეთი კავშირი აქვთ ერთმანეთთან რომელსაც ვერ გაწყვეტ. ის ლიზი და ალექსი 5წელი იყვნენ ერთად მაგრამ ანუკის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს, რადგან ისე არ უყვარდათ ერთმანეთი. ეს ორი.. როგორც არ უნდა ეცადო, მაინც გაიგებს ამ ყველაფერს, ისევ დაუბრუნდება. დროა გაუშვა, აღარ არის ორი წლის. თვითონ შეულია გადაწყვიტოს როდის როგორ მოიქცეს. -შენ? შენთვის უკეთესი არ არის რომ არ ნახოს? -მე არ ვარ ეგოისტი, ჩემთვის უკეთესია რომ ანუკი ბედნიერი იყოს და მორჩა. თუ ეს ბედნიერება გულისხმობს მასთან ყოფნას, მე სხვა გზა არ ამქვს გარდა იმისა რომ მივცე ამის უფლება. შენ არ გაქვს იმის უფლება რომ ამ ყველაფერში ჩაერიო. ეს მისი ცხოვრებაა. დამთავრდა ტატო ის დრო როდესაც მის გამო ყველას ცემდი, აშინებდი, ცდილობდი ნებისმიერი საფრთხისგან აგერიდებინა. მესმის, უკეთესი გინდა მაგრამ მისთვის უკეთესი ახლა საავადმყოფოში მასთან ერთად ყოფნაა, თუ ამას არ მოისურვებს რათქმაუნდა ნება მისია, რაშიც ეჭვი მეპარება. -შენნაირთან რატო არ არი. -არ ვიცი. -ძაან გიყვარს? -ვერ წარმოიდგენ. -პატივს გცემ, მე იგივეს არ გავაკეთებდი ანუკისთვის შენ ადგილზე. უბრალოდ დავიკიდებდი, შენ... -რანარიად ლაპარაკობ ბიძაშვილზე. -სხვა რამეს ვგულისხმობ. შენ ადგილზე, მე ამდენი ხანი არ მეყვარებოდა თქო. კაი წავიდეთ. გზაში ვეტყვი რა და როგორ. ორივე გარეთ გავიდა. -ჩაჯექი მანქანაში წავედით-ჩანთები ჩადეს საბარგულში, მაგრამ ანუკი არ გარყეულა. -რას ნიშნავს ალექსანდრეს მდგომარეობა კრიტიკულია? რატო გწერს მამაჩემი რომ ალექსანდრეს მდგომაროება კრიტიკულია? რა ჭირს?- ხელში ტატოს ტელეფონი ეკავა. -სხვის ტელეფონში ქექვა ცუდი ჩვევაა. -ტატო არ მეცინება. რა ჭირს? -გზაში მოგიყვებით, ჩაჯექი-სანდრომ მისი მანქანაში ჩასმა სცადა მაგრამ არ გამოუვიდა. -დროზე მეტყვით თუ დავურეკო ზურას? -გუშინ, როდესაც ალექსანდრე მანქანით გამოგეკიდა, გზა ჯვარედინზე გამოვარდა, წითელი რომ იყო ანთებული ვერ შეამჩნია და სატვირთოს შეეჯახა. ანუკის ხმა ჩაწყდა და სახეზე გაფითრდა. -რა... თ-ქვი? -მთელი ღამე კომაში იყო... მანქანის წინ ჩაიკუზა და ხელები სახეზე აიფარა.ორივე გაშეშებული იდგა, არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, მოულოდნელად ანუკი წამოხტა, ტატოს გასაღები წაართვა, მანქანაში ჩაჯდა და სანამ რომელიმე რეაგირებას მოახდენდა მანქანა დაძრა და თბილისში წავიდა. მოყინულ გზებზე მთელი სისწრაფით მიაქანებდა მანქანას. ცალი ხელით კი ზურას წერდა. ,,გამახსენე რომელ საავადმყოფოში ხართ?’’ ზურამაც მისამართი მიწერა, რადგან ტატო ეგონა. ,,ჩვენ ეხლა წამოვედით, ნინაც და გიოც წავიდნენ. მარტო დიტო დარჩა’’ შემდეგ ტელეფონი უკან გადააგდო და სიჩქარეს კიდე უფრო მოუმატა, რადგან უკან ტატო და სანდრო დაინახა. როგორც კი თბილისში ჩავიდა. მაშინვე საავადმყოფოში წავიდა. -ალექსანდრე... -გვარი სულ გადაავიწყდა, ამ დროს დიტო დაინახა და მას მივარდა-რომელ პალატაშია? -შენ საიდან გაიგე? -რომელ პალატაშია მეთქი!! -ჰოლის ბოლოში მარჯვენა მხარეს. მაგრამ... იქ... აღარ მოუსმინა და პალატისკენ გაიქცა, ოთახში რომ შევიდა ლიზი დაინახა, ინვალიდის ეტლში იჯდა ალექსანდრეს საწოლის გვერდით. -მოხვედი ხო?! შენი ბრალია ყველაფერი! შენ რომ არ გამოჩენილიყავი ჩვენ ცხოვრებაში ეს არაფერი არ მოხდებოდა!! მოახერხე და მაინც დაგვაშორე!! რა გქვია ამის შემდეგ?!! გინდა მითხრა რომ გიყვარს? მე მიყვარს! მთელი ღამე მის გვერდით გავატარე-უცებ მუცელზე მოიკიდა ხელი და ტკივილისგან სახე შეეკუმშა-ღმერთო... ოღონდ ეს არა... ამ დროს დიტოც შემოვიდა, ექიმს დაუძახა და ლიზი გააყვანინა. -ანუკი წამო გავიდეთ... -არა. მარტო დამტოვე. -ვერ დაგტოვებ, სახეზე ფერი არ გ... -მარტო დამტოვე მეთქი!! დიტო გარეთ გავიდა და კარი მოიხურა, ის კი მაშინვე ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო. -ღმერთო რა გავაკეთე....-სუნთქვა გაუხშირდა, ხელები გაუოფლიანდა და თვალებში დაუბნელდა. განძრევა არ უნდოდა, პარალიზებული იყო, ისიც კი ეშინოდა რომ მის საწოლთან მისულიყო და ხელი ჩაეჭიდა. რადგან ხვდებოდა რომ ამის არანაირი უფლება არ გააჩნდა, მან ის მიატოვა, მისი ცოლი აღარ იყო, მასზე შური იძია, გული ატკინა... და გაანადგურა. ეს კი არანაირ სიამოვნებას არ ანიჭებდა. გული ეწვოდა... საკუთარ თავს ლანძღავდა და ნატრობდა ალექსანდრეს მაგივრად ყოფილიყო იმ საწოლში, ათას აპარატზე და მილზე შეერთებული. ნეტა ის მოხვედროდა ავარიაში, მისთვის ეს უფრო ადვილი იქნებოდა. სულ რომ მთელი ცხოვრება პარალიზებული დარჩენილიყო, ის ურჩევნოდა, ვიდრე ალექსანდრეს ესეთ მდგომარეობაში დანახვა. როგორც ჩანს იქ ჩაეძინა, რადგან თვალები რომ გაახილა უკვე საღამო იყო. ნელა წამოდგა და სავარძელზე გადაჯდა. ისევ ჩუმად იჯდა და უყურებდა. მერე ისევ დიტო შემოვიდა. -საჭმელი მოგიტანე. -არ მშია. -მთელი დღეა აქ ზიხარ, სანდრო და ტატო მოვიდნენ... ნერვიულობენ. -არავინ არ შემოუშვა-ცრემლები მოიწმინდა და დიტოს სერიოზული გამომეტყველებით შეხედა. -თუ ალექსანდრე გიყვარს და ოდნავ მაინც ცემ პატივს, არც ერთი არ შემოუშვა. გევედრები. არ ვიცი დაცვას უთხარი ან რამე... ვიცი ამის უფლება აღარ მაქვს, მისი ცოლი არ ვარ... მაგრამ... -ანუკი, როგორც კი წახვედი ის დოკუმენტები გადახია. არაფერი არ გამოგივიდა. -რა ქნა? ალექსანდრეს ჩანთიდან გადახეული და დანაკუწებული ფურცლები ამოიღო. -დიტო გეხვეწები მარტო დამტოვე-არ უნდოდა ვინმეს ესეთ მდგომარეობაში ენახა. -საჭმელს გიტოვებ და გეხვეწები ჭამე რამე...-ფურცლები და საჭმელი მაგიდაზე დადო და გავიდა. ანუკის გაეღიმა. -არასდროს არ დამანებებ ალბათ თავს... -ცრემლები შეიკავა და ზევით აიხედა-არ მომშორდება...მართლა ვუყვარვარ?-ალექსანდრესთან გადადგა სკამი და მის გვერდით დაჯდა-მემგონი ყველაფერი გესმის. ამბობენ როდესაც ადამიანი კომაშია და მას ელაპარაკები, ყველაფერი ახსენდება. რა გელაპარაკო? არაფრის საშუალებას არ მაძლევ. ვერ გივიწყებ, ვერ გტოვებ... ვერაფერს ვერ ვაკეთებ ისე რომ შენ არ გამახსენდე, ან არ ჩამჩურჩულებდე ყურში რომ ეს არ გავაკეთო. სიგარეტი გადავაგდე. ეს როგორ გამოგდის? ტელეკინეზი თუ ტელეპატია თუ რა არის? როგორ შეგიძლია რომ ყველგან დამყვებოდე. თითქოს დანას მირტყავ, შენი საქციელებით შენ თავს მაშორებ, მე კიდე უკან ვბრუნდები. შენ სულ სხვა რამეს ამბობ, შენი საქციელები კი სხვას... იცი რა გეგმები მქონდა? უკვე გავაგზავნე აპლიკაცია უნივერსიტეტში, მიმიღეს, ვუთხარი რომ აკადემიური მქონდა აღებული.. ალბათ ჩემი ბედი სწავლა არ არის. მე არ უნდა ვიჯდე აქ, არანაირი უფლება არ მაქვს. აქ ლიზი უნდა იჯდეს. მე და შენ... ჩვენ ერთად ვერასდროს ვიქნებით. სულ ვტკენთ ერთმანეთს და ვანადგურებთ, შენ და ლიზი... კი თითქოს აბალანსებთ ერთმანეთს, მალე შვილიც გეყოლებათ. პატარა ალექსანდრე, რამე რო არ მოეწონება ხოლმე შენსავით დაიწყებს ღრიალს და ყველაფრის მტვრევას სანამ თავისას არ მიიღებს. შენ კი მემგონი შენი გაიტანე, აჰა, აქ ვარ. არავინ არ მიჭერს ძალით, მაგრამ ამით რა? ხო ხედავ რა მდგომარეობაში ხარ ჩემ გამო. ესე არ გამოვა. როგორც კი გამოფხიზლდები წავალ.... ვერ დავრჩები.. უნდა ... უნდა ვისწავლო...-ცრელმები წამოუვიდა თვალებიდან-კარიერ...ა უნდა ავიწყო. შენ, შენი ცხოვრებით იცხოვრებ, ოჯახი გეყოლება. ეს ... ზედმეტად კარგი ზღაპარი გამოდგა.. რომელიც არასდროს დამავიწყდება, რაც არ უნდა მოხდეს. თან შრამიც მაქვს-უცებ ხელებს დახედა და გაეცინა-რა დებილი ვარ...ბანალური.. მიყვარხარ... მაგრამ ვეცდები გადაგიყვარო. ადრეც მითქვამს, მეგონა რომ გამომივიდა... რომ თუ ჩემ სიტყვებს დავუჯერებდი, თუ მეთითონ დავიჯერებდი რომ აღარ მიყვარხარ... ესეც იქნებოდა და რომ სხვებიც დაიჯერებდნენ. მაგრამ არაუშავს... მეც მეყოლება ჩემი ოჯახი, ქმარი... შენ... უცებ ალექსანდრეს გულის ცემა აჩქარდა და მონიტორმა დაიწყო საშინელი ხმის გამოცემა, ოთახში ექიმები შემოვარდნენ. ანუკი გიჟივით მივარდა. -რა ჭირს... რა ემართება?!! -ვინმემ გაიყვანეთ-ერთ-ერთმა ექიმმა ხელი მოკიდა და ძლივს გაიყვანა იქიდან. -რა ჭირს?-დიტოც ანუკის მივარდა, მას ტატო და სანდრო გაყვნენ. -გარეთ დაელოდეთ-შემდეგ ექიმი უკან გაბრუნდა. -რა დაემართა? -არ ვიცი!!! გული აუჩქარდა!! დამანებე...-დიტო უხეშად მოიშორა და გარეთ გავიდა. -არ გაყვეთ-ტატო და სანდრო შეაჩერა, შემდეგ კი ერთ-ერთს დაცვის ბიჭებიდან ანიშნა რომ ჩუმად გაყოლილიყო და საავადმყოფოს ტერიტორიიდან არსად არ გაეშვა, ოღონდ ეს ისე მოეხერეხებინა რომ მას არ შეემჩნა. ამ დროს ექიმიც გამოვიდა პალატიდან. -მდგომარეობა სტაბილურია, გული აუჩქარდა, მის ჯანმრთელობას ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება... მაგრამ აპარატზე დიდხანს ვერ იქნება შეერთებული, მის ოჯახის წევრებს უთხარით რომ ჩემთან შემოვიდნენ როდესაც მოვლენ. დროა სხვა ვარიანტებიც განვიხილოთ. *** ანუკი თავისთვის იდგა გარეთ, შიგნით შესვლა არ უნდოდა, რადგან იქ ნინას და გიორგის უნდა შეხვედროდა... ეს კი ყველაზე ნაკლებად უნდოდა. ვერ გაუძლებდა ყვირილს იმაზე რომ ამ ყველაფერში ის იყო დამნაშავე... ოცნებობდა რომ დროზე გამოფხიზლებოდა ალექსანდრე, რომ წაასულიყო ამ ადგილიდან და ახალი ცხოვრება დაეწყო. იცოდა რომ ეგოისტურად ფიქრობდა, მაგრამ აღარ უნდოდა ესეთი ცხოვრება. ხან ალექსანდრე დარჩებოდა გულნატკენი და ნაწყენი, ხანა ნუკი... ორივე ძლივს გადაურჩა სიკვდილს ერთმანეთის გამო... ესეთი სიყვარული კი კარგს არავის არაფერს არ მოუტანდა. მალე მანქანა დაინახა საიდანაც დედამისი და მამამისი გადმოვიდნენ. ელენეს შვილის ესეთ მდგომარეობაში დანახვაზე გული დაეწვა. ანუკიც დედის დანახვაზე ატირდა და მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. -ჩემი ბრალია....ალექსანდრე კომაშია... დედამისმა მისი შიგნით შეყვანა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, მანქანიც ვერ ჩასვა ამიტომ ისევ იქ მოუწიათ დარჩენა. ძლივს დაამშვიდა, შემდეგ შიგნით შევიდა და ჩაი გამოუტანა. -ეს დაგამშვიდებს. არ გინდა სახლში წავიდეთ? დაისვენებ, გამოიძინებ, შემდეგ ალექსანდრეს სანახავადაც მოხვალ. ანუკიმ ჩაი მოსვა და უპასუხა. -არა, ვერ დავტოვებ. -შიგნით მაინც შევიდეთ. -არა... ყველაფერს ვაფუჭებ... რასაც ვეხები. -არაფერს არ აფუჭებ, დე გეხვეწები შიგნით შევიდეთ ან სახლში წავიდეთ. -ორი წუთი... შედი შენ.. და მოვალ... -არა, აქ მარტო არ დაგტოვებ. -დაცვაა, რომელიც დიტომ გამოაგზავნა... თითქოს ვერ შევამჩნევდი. შედი. -კარგი-ელენე შიგნით შევიდა. ანუკი მანქანასთან მივიდა, დაცვაც თან გაყვა. -დამშვიდდი არსად არ მივდივარ-კარი გამოაღო და ჩანთა გადმოიღო. იქიდან დამამშვიდებელი ამოიღო, დალია და მანქანაში დაჯდა, ჩაკეტა და უკან გადავიდა. საბარგულიდან ადიალა ამოიღო და გადაიფარა. დასვენება უნდოდა, ოღონდ ისე რომ არც საავადმყოფოში შესულიყო და რომ არც დაეტოვებინა აქაურობა. მიუხედავად იმისა რომ მთელი დღე ეძინა, დამამშვიდებელმა მაინც მოახერხა და დააძინა. რომ გაიღვიძა მანქანასთან დაცვა დახვდა. მის გარშემო იდგნენ. -ღმერთო ძილსაც რო არ გაცლიან-წამოდგა და საათს დახედა. დილის ხუთის ნახევარი იყო, მანქანა გააღო და გადავიდა. მის გვერდით დიტოს მანქანა იდგა. -ქალბატონო ანუკი, თქვენი მშობლები წავიდნენ, თქვენი მანქანის გაღება სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. გადმოგვცეს რომ როგორც კი გაიღვიძებდით სახლში წასულიყავით. -ეხლა კიდე გადაეცი რო მაგრა . მე ჩემ ქმართან ვრჩები-ჩანთა გადმოიტანა და საავადმყოფოში შევიდა, ალექსის პალატასთან არავინ იყო, ესე იგი მისი მშობლებიც წასულიყვნენ. შიგნით შევიდა და სავარძელზე დაჯდა. -რაღაცნაირი გავლენა გაქვს ჩემზე... რაც არ მესმის. თითქოს... არ ვიცი როგორ მაგრამ ყველაფერს ისე ვაკეთებ როგორც შენ გინდა. თითქოს ჩემით მანიპულირებ. დაჟე როდესაც ესეთ მდგომარეობაში ხარ.. ოღონდ ეხლა სიხარულისგან ინფაქტი არ დაგემართოს, თორე საერთოდ აღარ შემოვალ. წელი მტკივა მანქანაში ძილისგან. შენებს ვემალები გიჟივით, რადგან ვიცი რო დამნაშავე ვარ. 18წლის ასაკში თუ რადიკულიტით გარდავიცვლები შენი ბრალი იქნება. თუ რადიკულიტი დაავადება არაა? ... აი უნივერსიტეტში რო მევლო ეს მეცოდინებოდა! შენი და ზურას ბრალია. ალექსანდრე უზრდელობაა, რამე მაინც მიპასუხე. კარგი მაშინ პროსტა ლაპარაკს გავაგრძელებ. გაგლანძღავ და შენ მაინც ვერაფერს მიასუხებ.... ეგოისტი, ველური, ცხოველი, არადამიანი, არაკაცი, დამპალი, ქედმაღალი, პირველყოფილი, უაზრო არსება ხარ.... აშკარად სიტყვების ახალი მარაგი მჭირდება ხომ? მაინც არ გაიღვიძებ ხომ?... მძინარე მზეთუნახავი ხარ? უნდა გაკოცო რო გაიღვიძო? ფუ...ამდენზე არ წავალ. ჰა თუ გინდა ხელს მოგკიდებ რო დროზე გაიღვიძო-მასთან გადაჯდა და ხელი ჩაჭიდა-ნუ მძინარე მზეთუნახავოო? ალექსანდრეე? -იქიდან გამომდინარე რომ კოცნაზე მეტზეც წასულხარ ჩემთან... ეს არ უნდა... გიჭირდეს... -ალ....ა...-ანუკი ოთახიდან გავარდა და ექიმებს დაუძახა, თვითონ კი გარეთ გავიდა. სუნთქვა გაუხშირდა და პანიკაში ჩავარდა... საერთოდ არ ელოდებოდა მის გამოფხიზლებას... როდესაც ჩაიკეცა მასთან დაცვა მივიდა. -კარგად ხართ? ექიმს დავუძახოთ? -არ..-სიტყვებსაც ვერ ამთავრებდა. -ექიმს დაუძახე-ერთ-ერთს უთხრეს და ისიც გაიქცა. -არა... კარგად ვა....რ... -არ ინერვიულოთ, ექიმი ეხლავე მოვა. მართლაც ექიმი მაშინვე მოვიდა. -რა ხდება? -არ...აფეერი... უბრალოდ წნევამ ამიწია, ან დავიღალე. ბოდიშ...ი რომ შეგაწუხეთ. -სახეზე ფერი არ გადევთ, ნაღდად კარგად ხართ? -კი, კი... ბიჭებო დამეხმარეთ წამოდგომაში-წამოდგა და ექიმს მიუბრუნდა-მართლა კარგად ვარ. თან არაფერი მიჭამია, ალბათ ამის ბრალიც არის. -ესე არ შეილება, თავს უნდა მიხედოთ, გინდათ ვინმეს დავურეკავთ? -არა, არ არის საჭირო. დიდი მადლობა. ექიმი უკან გაბრუნდა და ნერვები მოეშალა, რა ტყუილა გამომიყვანეს და დამახარჯინეს დროო. -მადლობა ბიჭებო, მაგრამ კარგად ვარ. გეხვეწებით დიტოს უთხარით რომ არ მჭირდება დაცვა, სახლში მივდივარ. ზუსტად ამ დროს გამოვიდა დიტო საავადმყოფოდან. -ანუკი, ალექსანდრე გამოფხიზლდა. -ვიცი, გადაეცი ჩემგან რომ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. -არ ნახავ? -არა, სახლში წავალ. დავიღალე. -მთელი დღეა აქ ხარ და ეხლა ნახვაც არ გინდა? -დიტო, მე აქ იმისთვის მოვედი რომ დავრწმუნებულიყავი რომ ეგეც და ლიზაც კარგად არიან. მორჩა. რო გამოჯანმრთელდება და ჩამოვალ ამერიკიდან მერე განქორწინებაზეც დაველაპარაკები. მადლობა მზრუნველობისთვის. არ გამომყვეს არავინ-მანქანაში ჩაჯდა, ჯერ ალექსის და მის სახლში წავიდა, ნივთები ჩაალაგა და შემდეგ კი სახლში წავიდა. გასაღები ჯერ კიდევ ჰჰქონდა, გააღო და მისაღებში შევიდა. იქ სანდრო, ტატო, ზურა, ნინო და ელენე იჯდნენ , ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ. მის დანახვაზე ყველა გაჩუმდა. -როგორ არის ალექსანდრე?-ძლივს ამოიღო ხმა ზურამ. -გამოფხიზლდა... -ნახე?-ნინომ კითხა. -არა, წამოვედი. -მოდი შემოგვიერთდი. -მაპატიეთ... -რა გაპატიოთ ნუკი?-ელენეს გაეცინა. ანუკის კი ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან. -არავის არ გიმსახურებთ, ბოლო 6თვის განმალობაში ყველას ძაან ცუდად გექცეოდით... არავინ არ დაიმსახურეთ. მაპატიეთ რომ ესე შეგიშალეთ ხელი ეხლა... ყველა ისე ერთობოდით, იცინოდით... ჩემ დანახვაზე კი... თითქოს მონსტრი ვარ... ესეც არის. ბოდიში რომ ხელი შეგიშალეთ-ჩანთა დააგდო და სახლიდან გავიდა, სანდრო გაეკიდა და შეაჩერა. ანუკი მაშინვე ჩაეხუტა და ტირილი დაიწყო.მას არაფერი არ გაუკეთებია, უბრალოდ იდგა და ეხუტებოდა სანამ არ დამშვიდდა. ხვდებოდა რომ სიტყვებს აზრი არ ჰქონდათ. -სანდრ... -ვიცი. -და... -ეგეც ვიცი. -მაპატიებ? -კი-შუბლზე აკოცა და ისევ ჩაეხუტა-წადი და ნახე. -არა... არა... ეხლა კარგად არის. გამოჯანმრთელდება... ლიზისთან ერთად იქნება, ოჯახი ეყოლება... მე აღარ ვჭირდები. -გეყოფა სისულელეების როშვა. ხო იცი რო შენ უყვარხარ? -ხოდა... მოუწევს რომ დამივიწყოს. -ანუკი, რამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. ვხედავ რომ სიგიჟემდე გიყვარს, არავინ არ გააკეთებდა იმას რაც შენ გააკეთე. ლიზი არ გაშორდებოდა ალექსანდრეს შენ რო გეთხოვა, ერ დათმობდა... -იმიტომ რომ უფრო უყვარს. -არა, იმიტომ რომ არ შეეშინდებოდა დათმობა, თუ დარწმუნებული იქნებოდა რომ ალექსანდრეს უყვარდა და დაუბრუნდებოდა. შენ კიდე იცოდი რომ დაგიბრუნდებოდა, იმ მომენტში მას ისე უყურებდი როგორც ჩვეულებრივ ყოველდღიურ საგანს. -სანდრო ჩემ გამო მოხვდა იმ ავარიაში, შეილება მთელი ცხოვრება პარალიზებული იყოს ჩემ გამო. -და საავადმყოფოში უნდა იწვეს ამრტო? იმ ლიზისთან ერთად? შენ კიდე მანამდე კალიფორნიაში გაერთობი სანამ შენი ქმარი პარალიზებული წევს საავადმყოფოში და ვიღც გოგო რომელიც თითქოს მის შვილს ატარებს მუცლით უვლიდეს მას? ეგოიზმის პიკია და ანუკის რომელსაც მე ვიცნობ ამას არ გააკეთებდა. ანუკიმ ცრემლები მოიწმინდა და უკან დაიხია. -მემგონი ჯობს ბაკურიანში დავბრუნდე. აქ არავის ესმის ჩემი... თან ცოტახანი მარტო ყოფნა მჭირდება. -ალბათ-სანდრო გატრიალდა და სახლში შევიდა. -რა დავაშავე... რისთვის... რატო არ შემილია ნორმალური ადამიანივით ბედნიერი ვიყო...-ჩაიკუზა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო-სულ შენი აზრი. არ გისმენ-მოუკიდა და ის იყო უნდა მოეწია რომ დიტომ დაურეკა-როგორც ყოველთვის. ხო დიტო? -სად ხარ? -რა მნიშვნელობა აქვს? -ალექსანდრე გთხოვს მოსვლას. -უთხარი რო ქალაქიდან გავედი. -ვერ ვეტყვი. -რატო? -მის პალატაში ვარ და სპიკერზე ხარ ჩართული. -ადრე უნდა გაგეფრთხილებინე... ალექსანდრე... მთელი სულით და გულით გისურვებ გამოჯანმრთელებას. მაპატიე რომ ესე გამოვიდა... -განქორწინების დოკუმენტების ასლი გაქ?-ალექსანდრეს ხრინწიანი ხმა გაისმა. ანუკი დადუმდა. -რ... განქორწინების... დოკუმენტი? გან...ქორწინებაზე თანახმა ხარ? -გაქვს თუ არა? -მაქვს... ჯერ ... შენთვის ნერვიულობა არ შეილება. რო გამოჯანმრთელდები... -ხოდა მოიტანე. არ მინდა გაწელვა. -ეხლა? კაი... წამოვალ...-სახლში შევარდა, ოთახიდან დოკუმენტები გამოიტანა და მანქანაში ჩაჯდა. მაშინვე საავადმყოფოში წავიდა. და პირდაპირ ალექსანდრეს პალატაში შევიდა. უხერხულად იდგა კართან და არ იცოდა რა ექნა. ჯერ მოეკითხა თუ პირდაპირ განქორწინების დოკუმენტები მიეცა. -როგორ ხარ?... -კარგი შეკითხვაა. კარგად, შენ? -მაპატიე... -იქნებ დაჯდე მაინც. უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ვისვენებ. ანუკი სავარძელზე დაჯდა. ქვევით იყურებოდა და ყველანაირად ცდილობდა თვალი აერიდებინა. -იმის მერე რაც გააკეთე არ მიკვირს რატო არ გინდოდა აქ მოსვლა. -ამაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ... არ მინდოდა რომ ესე დასრულებულიყო ყველაფერი. -არა, რათქმაუნდა. მაგრამ გაშორება ხომ გინდოდა? სამწუხაროდ არ გამოვიდა-ალექსანდრე ოდნავ წამოჯდა-მე გადავხიე წინა დოკუმენტი, მაგრამ მივხვდი რომ ამას აზრი არ ჰქონდა. შენ მაინც აღარ გიყვარვარ ხომ? -არა. -ესე თავდაჯერებულად მე მეუბნები არას თუ იატაკს? -ალექსანდრე... -რა ანუშკი? უხერხულად გრძნობ თავს? ეს ყველაზე ცოტაა რასაც იმსახურებ. -ვიცი რომ გაბრაზებული ხარ.... მაგრმ... -არ ვარ გაბრაზებული. უარესებიც გამიკეთებია. უბრალოდ მომენტს ვიყენებ. შენ ხომ მლანძღე სანამ კომაში ვიყავი. რაღაც ახალი სიტყვა გისწავლია, ველური ხომ? -გ-გესმოდა? -აბა რა გეგონა? ხო ამბობდი რომ ადამიანი რომელიც კომაშია ყველაფერს ისმენს. მესმოდა თუ როგორ ლაპარაკობდი რომ მე და შენ მომავალი არ გვაქ, მერე რაღაც მე და ლიზის შვილზე... პატარა ალექსანდრეზე... იცი მაინც გამოგიჭირე ერთ რამეში. თქვი რომ გიყვარვარ, მაგრამ ეცდები რომ გადამიყვარო. რომ ადრე არ გამოგივიდა. ეხლა კიდე მატყუებ. მე არ მოვაწერ ამას ხელს სანამ არ დავრწმუნდები რომ მართლა აღარ გიყვარვარ. -აქ რისთვისღა მომიყვანე? -ჯერ მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ კარგად ხარ, ფხიზელი და კიდევ ორი ზედმეტი შრამი რომ არ გაქვს ხელებზე. მიხარია რომ მოწევა გადააგდე. თურმე შენზე გავლენა მქონია, მიხარია. -ეხლა გამოხვედი კომიდან, ამდენი ენერგია საიდან? -ეს ავარია, არაფერია იმ ტკივილთან რომელიც შენ მომაყენე იმ საღამოს. -გეხვეწები, თითქოს შენ არ გინდოდა ლიზისთან ყოფნა. -ლიზისთან ყოფნა რომ მნდომებოდა, დიდიხნის უკან გაგშორდებოდი. მე ხომ ეგოისტი ვარ? ყველას გავწირავდი ჩემი მიზნისთვის. -საერთოდ ყველაფერი გესმოდა? -კი. -ანუ არ გინდა გაშორება. -და შენ? -ალექსანდრე, ჩამოყალიბდი. -მე დიდიხანია ჩამოვყალიბდი, მეგონა შენც, მაგრამ იმის მერე ეჭვი მეპარება. ხო გეუბნები არ ვარ გაბრაზებული, მესმის რატომაც მოიქეცი ესე. დაგეხმარა? უკეთ გრძნობ თავს? -გეყოფა... -არა, ბოლომდე მოისმენ. როგორც მე მოვისმინე იქ ყველაფერი. მე ლიზი მივატოვე, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის რომ ჩემი პატიება შეგეძლო. მამაშენთან ჩემი ფეხით მივედი და ყველაფერი მოვუყევი, მილიონი ხალხის წინაშე დაჟე მაშინაც როდესაც ჩემ წინააღმდეგ იყავი განწყობილი და ესე მექცეოდი, მაშინაც კი იმას ვაკეთებდი რაც შენ გინდოდა. ჩუმად ვიდექი და ამ ყველაფერს ვისმენდი, რადგან იმედი მქონდა რომ ეს რამეში დაგეხმარებოდა, რომ საბოლოოდ დაგინახავდი ისეთს როგორიც ადრე იყავი. მხიარულს, სიცოცხლით სავსეს... არა. როგორც ჩანს არ დაგეხმარა ხომ? ნეტა რატომ? -აღარ მინდა ამის მოსმენა. -არა, მოისმენ-ალექსანდრემ საბანი გადაიხადა და ნელა სცადა წამოდგომა. -არა, გაჩერდი. არ შეილება-მასთან მივიდა და ისევ საწოლში დაბრუნება სცადა, ალექსმა კი ხელი ჩასჭიდა. -თვალ... -ოღონდ ეგ არა. თვალებში ჩაგხედო და გითხრა რომ არ მიყვარხარ? და მერე მეტყვი რომ არ გჯერა და გატყუებ, მერე ვაკოცებთ ერთმანეთს და ამით დამთავრდება ყველაფერი? ალექსანდრე კიდე ვერ ხვდები რატომ მინდა გაშორება? ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ ტკივილს ვაყენებთ! ორივე საკუთარ თავზე ვფიქრობთ, სულ ვჩხუბობთ... ესე არაფერი გამოვა. მხოლოდ გავანადგურებთ ერთმანეთს, შეხედე სადამდე მიგვიყვანა ჩვენმა ურთიერთობამ?-სახელური აიწია და ხელებზე შრამი ანახა-შენ თავს შეხედე... არაფერი გამოვა. -მომეცი დოკუმენტები. ერთ ადგილზე გაიყინა, ხმა ვერ ამოიღო.. -დაყრუვდი? აქ არ გაქვს? -აქ მაქ...-ჩანთიდან ამოიღო და მიაწოდა კალამთან ერთად. მან მაშინვე მოაწერა და ანუკის მისცა. -მოაწერე. კალამი ფურცელს დაელოდა და ისევ გაიყინა, ამ დროს დიტო შემოვიდა. -დიტო დაგვტოვე ორი წუთით. -ალექსს, მნიშვნელოვანია. -რა? დიტომ ანუკის შეხედა. -თქვი რაც გინდა. -ლიზი... მუცელი მოეშალა. ორივე გაჩუმდა, ალექსანდრემ თავი ხელებში ჩარგო, ნუკი კი პანიკაში ჩავარდა, ყველაფერი ძირს დააგდო და პალატიდან გაიქცა. ეგონა რომ ვიღაც მისდევდა და 15წუთის განმალობაში გაუჩერებლად მირბოდა. ბოლოს დაიღალა , სადაც იყო იქვე ბალახზე დაჯდა და კანკალი აუტყდა. -რატო... რისთვის... ნუთუ საკმარისად არ ვეწამე, რატო ღმერთო, ის მაინც რა შუაში იყო. ბავშვმა რა დააშავა-ხელები სულ უკანკალებდა, არა მარტო ხელები, არამედ მთლიანი სხეული. ტირილი უნდოდა, მაგრამ თვალებიდან ცრემლები აღარ მოდიოდა. ყვირილი უნდოდა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. ადგომა უნდოდა, სხეული კი არ ემორჩილებოდა. გული გაეყინა და საკუთარი თავი შეზიზღდა, უნდოდა მიწა იქვე გახსნილიყო და ჩაეთრია. ვერ ეგუებოდა იმ აზრს რომ საკითარი ეგოიზმის გამო ბავშვს... სიცოცხლე წაართვა. ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებდა, ამდენ რამეს ვეღარ გაუძლო, დაივიწყა ის ერთი თვე, თუ როგორ უჭირდა დამოკიდებულებასთან გამკლავება... დაიკიდა და ბარში წავიდა. მთელი ღამე იქ გაატარა, გათიშვამდე სვამდა, ბოლოს მართლაც გული წაუვიდა.ზედმეტად ბევრი დალია, ბარის მეპატრონემ პოლიცია და სასწრაფო გამოიძახა. ანუკიმ როდესაც გაიღვიძა საავადმყოფოში ამოყო თავი. არაფერი არ ახსოვდა წინა ღამიდან, თვალებიდან ძლივს იხედებოდა და ხელები ისევ უკანკალებდა. ოთახის ფანჯრიდან ხედავდა დედამისს და ტატოს რომლებიც ექიმს ელაპარაკებოდნენ, ცოტახანში კი სამივე მასთან შევიდნენ. -გამარჯობა ანუკი, როგორ ხარ? -როგორ მოვხვდი აქ? -ბარში იყავი, ბევრი დალიე და ბარმენმა სასწრაფო გქმოგიძახა, საბედნიეროდ აქ გადმოგიყვანეს და მაშინვე შემატყობინეს შენი მოსვლა. დალევას დაუბრუნდი? -ოღონდ ლექციების გარეშე, თავი მისკდება. -მემგონი გახსოვს რა რთულია დამოკიდებულენასთან გამკლავება? რა მოხდა? -სრულწლოვანი ვარ, კლინიკაში ძალით ვერავინ დამაწვენს, მე კარგად ვგრძნობ თავს, არც დამოკიდებული ვარ და არც ფსიხი. თუ დაამთავრეთ შეილება წავიდე? -იქნებ დაფიქრდე? შეილება იმდენი ხანი არ დაგჭირდეს, თუ ეს მხოლოდ პირველად ხდება... -არა, უბრალოდ გადავიღალე. მორჩა. -აქ რომ დროულად არ მოეყვანე, ვერ გადარჩებოდი, გესმისეს რამდენად სერიოზულია? -არა, რადგან უბრალოდ დავლიე, გავითიშე და თქვენც ერთი ამბავი ატეხეთ. უმძიმესი კვირა მქონდა, გადავიღალე. ყველა ლექციევს მიკითხავდა, ვისკი კი ჩუმად იყო და ტვინი არ მიქონდა. შეილება წავიდე? -ეს არ არის ის თემა, რაზეც ხუმრობენ. -არ ვხუმრობ, ღმერთო ამიერიდან რამდენჯერაც დავლევ აქ უნდა მომათრიოთ და ლექციები მიკითხოთ? თითქოს თქვენ არავის მსგავსი არაფერი მოგსვლიათ. მე აქ დარჩენას არ ვაპირებ, როგორც ვიცი ძალით პაციენტის საავადმყოფოში დატოვების უფლება არ გაქვთ-ანუკიმ მხოლოდ შემდეგ შეამჩნია რომ გადასხმას უკეთებდნენ, ნემსი მოიხსნა, ტანსაცმელი აიღო და აბაზანში შევიდა გამოსაცვლელად. -ესე ადვილად გაუშვებთ?-ელენე ექიმს მიუბრუნდა თვალ აცრემლიანებული. -ძალით აქ ვერავინ დატოვებს, მას არ სურს გამოჯანმრთელება. -კიდევ ერთხელ დაელაპარაკეთ, რომელ ალკოჰოლიკს უნდა გამოჯანმრთელება და სასმელისთვის თავის დანებება?-ტატოც ჩაერთო საუბარში-წინაზე დაგთანხმდათ რადგან სხვა გზა არ ჰქონდა, ახლა კი სულ სხვა სიტუაციაა, აღარავის უსმენს. უმართავი გახდა, ამ ბოლო დროს ყველაფერზე ჩხუბობს. მასთან ლაპარაკი შეუძლებელი გახდა. იქნებ არ ვიცი... ვინმე ფსიქოლოგი ვინც კლინიკაში მუშაობდა და შედარებით ახლოს იყო ანუკისთან ის დაალაპარაკოთ? -ვნახავ რისი გაკეთება შემილია, როგორც კი რამეს გავიგებ დაგიკავშირდებით, მანამდე ეცადეთ რომ სულ მხედველობაში გყავდეთ და რომ წამლები სვას. როგორც ჩანს დიდიხანია თავი დააანება, ამ ყველაფერთან ერთად ნერვებიც სუსტად აქვს. -რამეს უნდა მოვაწერო ხელი თუ შემილია წავიდე?-ანუკი გამოვიდა აბაზანიდან. -აი აქ-საავადმყოფოდან გაეწერა და გარეთ გავიდა, მას ტატო გაეკიდა. -სახლში გაგიყვან. -არ მინდა. არ მივდივარ. -აბა სად მიდიხარ? -ალექსანდრესთან საავადმყოფოში ჩემი ჩანთა დამრჩა. -გაგიყვან, მანქანით ვარ. -რომ მთელი გზა ლექციები მიკითხო. არა. -არ ვიტყვი არაფერს. -მაშინ წავიდეთ-მანქანაში ჩაჯდნენ და საავადმყოფოში წავიდნენ, იქ როგორც ყოველთვის დიტო იყო. ტატომ მარტო არ გაუშვა და შიგნით შეყვა. -როგორ ხარ? გუშინ...-დიტო მათ მიუახლოვდა. -კარგად, შეგილია ჩემი ჩანთა და რაც დამრჩა გამომიტანო? ეხლა არ მინდა მისი ნახვა. -კარგი-დიტო ალექსანდრეს ოთახში შევიდა და ყველაფერი გამოუტანა. -მადლობა-ანუკიმ წასვლა დააპირა მაგრამ მან შეაჩერა-შეილება ორი წუთით ცალკე ვილაპარაკოთ?-მან ტატოს ახედა, ისიც მიხვდა და მაშინვე გაეცალა. -ნუკი, ხო იცი რო შენი ბრალი ა არის ლიზის რომ მუცელი მოეშალა? -არა, მართალი ხარ შენია ხომ? თუ ნინასი? იქნებ გიორგისი? -ექიმმა თქვა რომ ლიზის სუსტისხეული ჰქონდა, მშობიარობას მაინც გადაყვებოდა, ვიტამინებს არ იღებდა და სტრე... -და სტრესი. ძაან დავიღალე და არავისთან არ მინდა ლაპარაკი. მხოლოდ ერთი კითხვამაქვს, ალექსანდრე როგორაა? რას ამბობენ ექიმები? -რომ ესეთი რამ იშვიათობაა, ესეთი ტრამვის შემდეგ ადამიანები კომიდან 1დღეში არ გამოდიან, მის ესეთ სწრაფ გამოჯანმრთელებაზე ხო ლაპარაკი არ არის. პარალიზებული არ არის, სიარული შეულია. თუ ყველაფერი ესე კარგად წავა 5-6დღეში გამოწერენ. -კარგია, ლიზი? როგორაა? -არ ვიცი... არ მინახავს, მაგრამ მისი მთელი ოჯახი იქ არის. -ალექსანდრე ოთახში არ არის ხომ? დიტომ არაფერი უპასუხა. -არაუშავს, ლიზის ჭირდება მისი მხარდაჭერა.. და კიდე რაღაც უნდა გთხოვო, არ თქვა რომ აქ მნახე. -არ ვიტყვი, მაგრამ შენ მეტყვი რა გჭირს. სახე დასიებული გაქ, თვალები ჩასისხლიანებული ისე როგორც... -ისე როგორც რა? -დალიე? -სუნმა გამცა და არა თვალებმა. -ანუკი... -კარგად ვარ, უბრალოდ გადავიღალე,არ თქვა... გევედრები მინდა რომ დავასრულო ,ასთან ურთიერთობა. -შენ თუ კითხულობ ის როგორ არის, მას რატომ არ უნდა ჰქონდეს უფლება რომ შენ გიკითხოს? -დიტო, დავხურეთ თემა. გპირდები აღარ მოვალ აქ და არ მოგაწყენ თავს. -რას გულისხმობ? -1კვირაში ამერიკაში მივფრინავ, აქ აღარ შემილია დარჩენა, უნდა წავიდე... და ახალი ცხოვრება დავიწყო. დოკუმენტები ჩანთაშია? -ესე მალე? -ხო, ჩადე? -კი. მაგრამ ჯერ სწავლაც არ დაწყევულა, ახალი წელიც არ დამდგარა... რა გინდა იქ? -ქალაქს გავეცნობი, დავისვენებ, ვეცდები ჭკუიდან არ შევიშალო, თუ ხედავ აქ ეგ არ გამომდის. -შენ 3რაღაც მთხოვე, მე მეორე თხოვნა მაქვს, ჩემთან ერთად ყავას დალევ და ცოტახნით ვილაპარაკებთ. -ეგ უკვე ორი თხოვნაა. -ხოდა ამის მეტს არც მე გთხოვ არაფერს. აპარატიდან ყავა აიღეს და გარეთ გავიდნენ სალაპარაკოდ. -არ გეგონოს რო ლექციების კითხვას ვაპირებ. რაღაც მინდა მოგიყვე. ადრე... ძააან ადრე მიყვარდა ერთი გოგო, ვერ წარმოიდგენ თან როგორ... ვგიჟდებოდი, ჭკუა მეკეტებოდა. -კაი, ვინ იყო?-ანუკის გაეცინა. -გეტყვი. ერთად 6წლის განმალობაში ვიყავით... მაგრამ მისგან ისეთივე სიყვარული არ შემიმჩნევია. მე იმდენად მიყვარდა რომ ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფოდა, შემდეგ კი გამოჩნდა სხვა. მითხრა რომ ჩემზე მეტად უყვარდა, თთქოს ზუსტად იცოდა რომ მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდებოდა ეს ადამიანი. და ეს ალექსი იყო. -მოიცა... ლიზიზე ლაპარაკობ? -ხო. ლიზი ჩემი შეყვარებული იყო, მაგრამ როდესაც მითხრა რომ ალექსანდრე უყვარდა... დავშორდი. -ალექსთან ამის მერე კიდე მეგობრობ? -ალექსთან ვმეგობრობ 2 წლიდან ანუკი, ლიზის გამოც კი არ მივატოვებდი ესეთ ძმაკაცს. -ეხაც გიყვარს? -არა. როგორც კი ეგ მითხრა, დავივიწყე. -ესე ადვილად? -არ მითქვამს რომ ადვილი იყო-ყავა მოსვა და ანუკის გახედა-ალექსანდრე რთული ადამიანია, თუ ერთხელ გაუგებ, ყოველთვის გაუგებ. ეს ბევრს არ გამოსდის. ლიზი მისი ერთადერთი სიყვარული იყო, გამიკვირდა ესე მალე რომ დაივიწყა. მართლა უყვარხარ, კარგად ვიცნობ. ერთადერთი მიზეზი რატომაც მოაწერა ხელი ამას, იყო ის ორმ იმედი ჰქონდა რომ გადაიფიქრებდი. -სამწუხაროა, რადგან არ გადავიფიქრებ. ბილეთები ნაყიდია, ყველაფერი მზად მაქვს. -მაშინ მოაწერე ხელი. -მივალ სახლში და მოვაწერ. -აქ მოაწერე, რატო უნდა გაწელო?-დიტომ გამომწვევად შეხედა. -მტკიცებულება გინდა იმის რომ აღარ მიყვარს? რომ მინდა გაშორება? ეხლავე-ჩანთიდან დოკუმენტები ამოიღო და წამში მოაწერა ხელი-დამშვიდდი?-წამოდგა და მანქანასთან მივიდა-ჩემი მანქანით წავალ. -ესეთ მდგომარეობაში არ გაგიშვებ მარტო. -შენი გასაშვები არ ვარ, არც დედაჩემი ხარ და არც მამაჩემი-ჩანთიდან გასაღები ამოიღო და მანქანა გააღო, ტატომ კი კარი დაუხურა და წინ გადაუდგა. -რატო იქცევი ესე აუტანლად? -რატო იქცევი მამაჩემივით? რატო მიგაქ ტვინი? მეც ბევრს ვიტან იცი? -ვეღარ გცნობ. -არც არის საჭირო, მალე წავალ და ვეღარ მნახავ. -რა გჭირს? თავისუფალი ხარ, ქმარსაც გაშორდი, რა ხდება? -თავს არ მანებებს არავინ, აი ის ხდება. ადვილად მსხვრევადი ჭურჭელივით მექცევით, ყველგან კუდში დამყვებით, ყველა ელოდება როდის დავიმსხვრევი რომ თავიდან აწყობაში დამეხმაროს. არ დავმსხვრეულვარ, გადასარევად ვგრძნობ თავს, ეხლა შეგილია გაიწიო და დამანებო თავი. მარტო ყოფნა მინდა და როცა ამას ვამბობ, ამას ვგულისხმობ-მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. გზაში საგონებელში ჩავარდა, აღარ იცოდა სად წასულიყო. სახლში ნაღდად ვერ წავიდოდა, ლექციები და ერთი ამბავი... ბაკურიანში ისევ იპოვიდნენ, ამიტომ მის და ალექსანდრეს სახლში მოუწია წასვლა. ეს იყო ის დღეები რომელეც ოცნებობდა. საკმარისი დრო ჰქონდა რომ ეფიქრა ამ ყველაფერზე, წესიერად შეეფასებინა სიტუაცია და მიეღო გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა მაინც არაფერი გამოუვიდა. ორი არჩევანი ჰქონდა, ან ლოგიკურად უნდა ემსჯელა, ან მისი გულისთვისის მიენდო ყველაფერი.ანუკი ყოველთვის ლოგიკას ირჩევდა, რადგან აქამდე არავინ არ შეყვარებია. ეს დღეები უბრალოდ სახლში იჯდა და ფიქრობდა, მილიონ არგუმენტს იგონებდა რატომ არ შეეძლო აქ დარჩენა, მაგრამ ვერ ერთს ვერ ამართლებდა. ტელეფონი გამორთული ჰქონდა, გარეთ არ გადიოდა, რამოდენიმეჯერ ტატომ მიაკითხა, მაგრამ კარი არ გაუღო. არც გარყეულა თითქოს სახლში არ იყო. ყველგან ეძებდნენ, მას კი არ უნდოდა რომ ვინმეს ეპოვა. ერთხელაც საღამოს როდესაც მისაღებში იწვა და ნახევრად ეძინა, კარის ჩხაკუნი გაიგო, გიჟივით წამოხტა, სამზარეულოში გავარდა და დანას დასტაცა ხელი. მაგრამ მალევე გაიგო ნაცნობი ხმა, ეს ალექსანდრე იყო. -რას აკეთებ?-გაკვირვებულმა შეხედა. -ვიცი აქ არ უნდა ვიყო, უბრალოდ ყველგან მეძებენ, ხვალ მივფრინავ, ეხლავე წავალ. -არსად არ გაგდებ, შენი სახლიც არის, მე მაინტერესებს დანა რისთვის გინდა. -მეგონა ვიღაც ცდილობდა შემოსვლას.. -გასაგებია. მე მეორე საძინებელში დავიძინებ. -ალექსანდრე... მე არ მინდოდა რომ ლიზის ეს დამართნოდა... მაპატიე. -ბოდიშს რატო მიხდი? -ავარია... ამან იმოქმედა ლიზიზე... -შენ იჯექი იმ სატვირთოს საჭესთან? -არა, მაგრამ მე რომ არ წავსულიყავი, შენ მანქანით არ გამომეკიდებოდი... და შემდეგ არ... მოხდებოდა ეს ყველაფერი. -როგორც გავარკვიე სატვირთოსთან არ მჯდარხარ, ლიზის არ გაკარებიხარ, ამიტომ ბოდიშს ტყუილად მიხდი. მეზარება ლაპარაკი, დაღლილი ვარ-თითოს ანუკის ანუგეშებდა, მაგრამ იმდენად ცივად ელაპარაკებოდა რომ გულს ტკენდა. ოთახში შევიდა და ისიც მარტო დარჩა. მაშინ ტელეფონი ჩართო და სანდროს მიწერა. ,,ხვალ მივფრინავ... 3საათზე... არ მინდა ისე წავიდე რომ შენ არ დაგემშვიდობო... თან ნაჩხუბრები ვართ. მე დიდიხნით მივდივარ და... იმედი მაქვს მოხვალ’’ ტელეფონი სავარძელზე დადო და სამზარეულოში გავიდა, ყავის მოდუღება დაიწყო, როდესაც მესიჯის ხმა გაიგონა. ,, მეც ხვალ მივფრინავ.სად ხარ?’’ მაშინვე დასტაცა ხელი და უპასუხა. ,,მე და ალექსანდრეს სახლში’’ ,,გამოხვალ, თუ მოვიდე?’’ ,,გამოვალ’’ ოთახში შევიდა ყველაფერი გაამზადა ხვალინდელი ფრენისთვის, ბარგი ჩაალაგა, ჩანთა ოთახში დატოვა და ისევ მისაღებში დაბრუნდა. სახლის და მანქანის გასაღები აიღო და წავიდა. სანდროს ვაკის პარკში შეხვდა. -ერთი კვირაა გეძებთ, ტატო იყო მანდ მოსული, მარა არავინ დახვდა. -კარი არ გავუღე. ძაან მომენატრე სან. -ვიცი-ხელი-ხელ გადახვეულები დადიოდნენ, ვინმეს შეყვარებულებიც კი ეგონებოდა-ნინი რამდენი ხანია არ მინახავს, რას შვება? -არც მე არ მინახავს. -რატო? -იცი რატომაც. -არა, არ ვიცი. ამიხსნი? -ჩვენი დაშორება უნდოდა, სანდრო ამას არ ვაპატიებ. -ნინის შეილება გაუგო, ჩემი არ შეყვარება შეუძლებელია. მე ხომ ესეთი სიმპატიური, მზრუნველი და სიმპატიური ვარ. -ძაან სასაცილოა. -ანუკი, პატარა ბავშვებივით იქცევით, ბიჭის გამო დაქალს კარგავ? სისულელეა. -ნინი გიყვარს? -კი, ყოველთვის მიყვარდა, ისევე როგორც ნებისმიერი დაქალი. -კარგი გასაგებია რომ უყვარხარ, ამაზე არ მოვკლავდი, მაგრამ ჩვენი დაშორება რა საჭირო იყო? თან იცოდა რომ ალექსან... არ აქვს მნიშვნელობა. ესე არასდროს მოვექცეოდი საყვარელ ადამიანს. -ყველა საყვარელ ადამიანს უფრთხილდები, შენ ხომ ესეთი ხარ. -რატო ლაპარაკობ ესე? -ანუკი, დაკვირვებიხარ რა მდგომარეობაში ხარ? როგორ შეგილია ილაპარაკო ესე ნინიზე, როდესაც ალექსანდრეს ექცევი ესე. -მის მხარეზე ხარ? -არა, მე შენი ქმრის ფანი არ ვარ. მაგრამ შენ ის გიყვარს და მაინც ისე ექცევი როგორც მტერს. -მე და ნინის საქციელებს ნუ ადარებ ერთმანეთს. -მართალი ხარ, რაც შენ გააკეთე... -შენ ჩემი მეგობარი ხარ, არ უნდა განმსაჯო, პირიქით უნდა დამიჭირო მხარი. წარმოგიდგენია როგორ მიჭირს ხვალ გაფრენა? და ყველაფრის ესე დატოვება? ტატოს არ უნდა ჩემთან საუბარი, როგორც ზრდასრულ ადამიანს. მექცევა თითქოს მისი 5წლის შვილი ვიყო, ნინიზე ლაპარაკი არ მაქვს. რეზი იმ საღამოს მერე არც მინახავს... ვაკო საერთოდ იმის მერე რაც საავადმყოფოში მოვხვდი პირველად. -პირველად? იყო მეორედ? -აქვს ამას მნიშვნელობა? -კი. -იყო, მაგრამ უკეთ ვარ. -ბილეთები ნაყიდი გაქ? -კი. -ესე არ შეილება, გიყვარს. -გადავიყვარებ. სანდრო გესმის რა გავუკეთე? ჩემ გამო... ავარიაში მოყვა, შვილი დაკარგა, შეილება მომკვდარიყო...ჩვენ ერთმანეთს ვანადგურებთ, ვამსხვრევთ. ის ჩემი სისუსტეა, მე კიდე არ მინდა მქონდეს სუსტი წერტილი. -ვის და რას ცდილობ რომ დაუმტკიცო? რომ ძლიერი ხარ? რომ არ იმსხვრევი? ხოდა მომისმინე არ ხარ ძლიერი და არ იქნები სანამ პრობლემებს პირისპირ არ შეხვდები. გაქცევა ამერიკაში არ გიშველის. და ეხლა არ თქვა რომ სწავლის წყურვილი გაქვს, ალექსანდრემ დაამტკიცა რომ უყვარხარ, კი შეილება აქამდე ცუდად გექცეოდა, მაგრამ შენც გიყვარს... -როგორ შეგილია... მე ხომ ვიცი რომ... და შენ მაინც ალექსანდრესკენ მიბიძგებ. -ჩემი მხრიდან ეს ეგოიზმი იქნება, კი მინდა რომ ერთად ვიყოთ, მაგრამ არა ისე რომ შენ სხვა გიყვარდეს. თუ ოდესმე მართლა მიხვდები რომ მე ალექსანდრეზე უკეთესი ვარ-ამაზე ორივეს გაეცინა-და ჩემთან იქნები, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იარსებებს, მაგრამ აქამდე მირჩევნია მასთან იყო, პირველად გიყვარს ვიღაც. ესეთი არასდროს არ მინახიხარ, სუსტი, ადვილად მსხვრევადი, ყველაფერი გწყინს, ალბათ მარტო მასთან თუ ხარ გაღიმებული და მხიარული... ძალით იტანჯავ თავს, მოგწონს მსხვერპლის როლი. სანამ არ გაერკვევი ამ ყველაფერში, სულ ესეთი იქნები. სხვა კონტინენტზე გაქცევა არ დაგეხმარება, იქ უფრო დაიტანჯები რომ ვერ ნახავ, სულ მარტო იქნები უცხო ადამიანებთან. -შენც ხომ მოდიხარ. -მე სულ გვერდით ვერ გეყოლები. ეს არასწორი არჩევანია. -მე არავის არ ვირჩევ. -სხვანაირად ჩანს როდესაც ჩემთან ერთად მოდიხარ ამერიკაში. ეგ იცის? -არ აინტერესებს. ნინი მოდის? -აკადემიური აიღო. -რა ქნა? რატო? -აბა გამოიცანი. ეს ის არის რაზეც გელაპარაკებოდი, დროა გადალახო შენი სულელური სიჯიუტე, თუ გინდა რომ ტატო ისე მოგექცეს როგორც ზრდასრულს, თუ გინდა რომ მარტო არ იყო, თუ გინდა რომ ალექსანდრეს შეურიგდე. ესეც რომ არ გააკეთო, ეს სიჯიუტე ხელს შეგიშლის მომავალში. -რას მირჩევთ სიყვარულის ექიმო? არ გესმის... -ყველაფერი ძაან კარგად მესმის, აღარაფერი არ გიშლით ხელს ერთად ყოფნაში. ადრე ლიზის იმიზეზებდი ეხლა იმას რომ ანადგურებთ ერთმანეთს. -სანდრო, მე მგონია რომ შენთან ამ თემაზე ლაპარაკი, ჩემი მხრიდან საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის. -აბა რაზე ვილაპარაკოთ? რა კარგია რომ ხვალ ის დღეა როდესაც შენი ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომას დაუშვებ? -ნუ ადრამატი... რაც ქვია. -კარგი მოდი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. შამპუნები მოგაქვს? -სანდრო-ანუკის გაეცინა-გეყოფა. -უნდა წავიდე, სახლში მელოდებიან. შენებმა იციან ხვალ რომ მიდიხარ? -არა, არც არის საჭირო. მინდა რომ ესე მშვიდად წავიდე, რომ ჩამოვალ ალბათ დავიწყებული ექნებათ რომ ესე მოვიქეცი. სანდრომ ამოიოხრა, გადაკოცნა და ჩაეხუტა. -იმედია ხვალამდე გონზე მოხვალ. მანქანით ხარ თუ გაგიყვანო? -მანქანით. -კაი. ანუკი ცოტახნით კიდევ დარჩა პარკში, მიუხედავად იმისა რომ გვიანი იყო. არ უნდოდა სახლში მისვლა და ესეთ ემოციურ მდგომარეობაში ალექსანდრეს ნახვა, რადგან იცოდა რომ თავის ლოგიკას უღალატებდა ... მთელი ღამე დაბოდიალობდა, მხოლოდ დილის 6საათზე მივიდა სახლში. კარი ჩუმად გააღო და შიგნით შევიდა. მისაღებში დიტო, ტატო და ალექსანდრე იჯდნენ. -რა ხდება? -სანდრომ გვითხრა რო გნახა, მერე მე აქ წამოვედი შენთან სალაპარაკოდ და არ დამხვდი. შენებმა ყველგან დარეკეს მაგრამ არსად არ იყავი-ტატომ უპასუხა. -და რა საჭირო იყო აქ მოსვლა? -სად იყავი? -ტატო, როგორც გითხრა სანდრომ, მასთან ერთად ვაკის პარკში. -და მერე?-ეხლა დიტომ დაუსვა კითხვა. -ჩემ ყოფილ ქმარს ესაჭიროება დასვენება, რო დაადექით დილიდანვე. ღამე მშვიდობის. -იქნებ წესიერად მაინც დაელაპარაკო, ბოლოს და ბოლოს ნერვიულობდა და შენ გამო ღამე გაათენა-ალექსანდრეც ჩაერთო საუბარში. -ნუ ერევი ძალიან გთხოვ. -არ გააცილებ მაინც? -ეხლავე. ტატო წამო გაგაცილო-ტატო წამოდგა და თვითონ გავიდა-დამშვიდდი? მაპატიე რომ ჩემ გამო ღამის გათენება მოგიწია, შეგეძლო უბრალოდ გეთქვა რომ აქ არ ვიყავი და წავიდოდა. -და სად იყავი? -ალექსანდრე ესე ძაან გაინტერესებს? გარეთ. აკმაყოფილებს ეს პასუხი შენ კითხვას? -დიტო მარტო დაგვტოვე. დიტოც წამოდგა და წავიდა. -თუ... ლაპარაკი ... მაპატიე რომ ჩემ გამო ღამის გათენება მოგიწია, დღეს მივდივარ და აღარ მოგიწევს ჩემი ატანა. -სად წახვალ? -სასწავლებლად, უცხოეთში. -დღეს? -ხო, მაგიტო ვიყავი სანდროსთან ერთად გასული, ერთად მივფრინავთ დღეს. -მაგაზე არ მინდოდა ლაპარაკი, უბრალოდ ძაან შეიცვალე. -და? -არ იყავი ესეთი. აგრესიული. -ადრე შენც მიყვარდი, ბევრი რამე იცვლება. -ოღონდ ამ შენი თავის დაცვის მექანიზმის გარეშე. არავინ არ გიტევს. -შენც შეიცვალე. -შენ იცი რაც არის ამის მიზეზი. -ცუდი იდეა იყო აქ დარჩენა. -დაჯექი. -დავჯდე? ძაღლს ვგავარ? -დაჯექი და მომისმინე. შეილება შენი ქმარი აღარ ვარ, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ნამდვილად მაქვს შენთან ლაპარაკის უფლება. დაჯექი. -კარგი, მაინტერესებს რისთვის უნდა დავჯდე. ალექსანდრემ კარი ჩაკეტა და ანუკის წინ დაჯდა. -დაიწყე გელოდები. -რა დავიწყო? -რისთვის მთხოვე დაჯდომა? -შენი ყურებით ვტკბები. შენ უნდა დაიწყო. აბა რა იყო ისეთი მნიშვნელოვანი რომ შუა ღამეს წახვედი სანდროს შესახვედრად? -რა იყო, ეჭვიანობ? -არა, მაინტერესებს. -ჩვენ ერთად არ ვართ. -მახსოვს. ისე გეკითხები. -არაფერი, ნაჩხუბარი ვიყავი ყველასთან და სანდროსთან მაინც მინდოდა ლაპარაკი. -და რატო ხარ ყველასთან ნაჩხუბარი. -ჩემი ფსიქოლოგობა გადაწყვიტე? -კი, რადგან ფსიქოლოგთან სიარული შეწყვიტე, წამლებს აღარ იღებ, სმა დაიწყე. რომ არ მოსულიყავი, შენი მამიდაშვილი პოლიციაში რეკავდა, მე საავადმყოფოებში უნდა დამეწყო შენი ძებნა. -რა თქმა უნდა მოგიყვეს... -მე კიდე მაბოლებდი თითქოს ყველაფერს თავი დაანებე. -მაშინ ესეც იყო. -რამ შეგაცვლევინა აზრი? ანუკიმ თავი დახარა , არ უნდოდა მის თვალებში ჩახედვა. -ჩემი ავარია? -არა. -ვინმესთან კიდე იჩხუბე? -ფსიქოლოგი არ მჭირდება-ანუკი წამოხტა, მაგრამ ალექსანდრე გადაეღობა. -ამჯერად არ გაგიშვებ, მაშინ შეილება უზარმაზარმა სატვირთომ გადაგარჩინა, ეხლა კი არსად არ წახვალ-ხელი ჩასჭიდა და მასთან მიიზიდა-რა მოხდა? თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, სახის დამალვას ცდილობდა და მისი მკლავებისგან გათავისუფლებას, მაგრამ არ გამოსდიოდა. -ლიზის გამო? შემომხედე. მის ერთ სიტყვასაც არ უსმენდა, ცდილობდა დროზე დაეღწია თავი, ოცნებობდა ჩანთისთვის ხელი დაევლო და გაქცეულიყო, რადგან ხვდებოდა რომ ცოტაც და უკვე გატყდებოდა. -ანუკი შემომხედე-ალექსანდრე წყნარად და მშვიდად ელაპარაკებოდა. ბოლოს ნიკაპზე მოკიდა ხელი და თავი ზევით ააწევინა. -გეყოფა-ჩუმად უთხრა-გემუდარები არ გინდა. მომეცი საშუალება რომ წავიდე. ალექსმა თავი გააქნია. -მე ხომ ვიცი რომ არ გინდა. -მინდა, ყველაფერზე მეტად მინდა. გევედრები... ახლოს მიიზიდა და აკოცა. -ალექსანდრე... -წასვლა გინდა? არა იქამდე სანამ ამ ყველაფეს არ გეტყვი. მიყვარხარ, ყველაფერზე მეტად. ყველანაირი ბარიერი გადავლახე, შენთვის ყველაფერი გავაკეთე. შეუძლებელი ჩემთვის არაფერი არსებობს. ჩემთვის ჩვენი სიყვარული საკმარისია, შენ კიდე ვერ მიხვდი რომ არ მანადგურებ და არც ტკივილს მაყენებ. არც კი არა, ვერ. ანუკი მე ველოდებოდი მსგავს საქციელს და არ გადანაშაულებ არაფერში იქიდან რაც მოხდა. ჩემი ავარია, შენთან არანაირ კავშირში არ იყო. არც ლიზის ბავშვი. შენ მე არ მანადგურებ, არამედ თავიდან მაწყობ. ჩვენ ერთმანეთს ვაწყობთ თავიდან, ვცდილობთ მოვაშორებინოთ ის მავნე თვისებები რომლებიც ხელს გვიშლის ცხოვრებაში. საკმარისია ერთი წუთით დაგტოვო, იგივე გემართება რაც ადრე გჭირდა. იგივე ჩემზე. მე შენ უკეთესს მხდი. ამის მერე კიდევ გინდა წასვლა?-კიდევ ერთხელ აკოცა და ხელები გაუშვა-წადი-კართან მივიდა და გაუღო-მიდი. ანუკი ოთახში შევიდა, ჩანთა გამოიტანა, გახსნა და რაღაცის ძებნა დაიწყო. -რას ეძებ? წადი! ხო გინდოდა? ჩანთიდან განქორწინების დოკუმენტები ამოიღო. -მიყვარხარ. გადაყვარებაზე ლაპარაკი არის უბრალო ზღაპარი. შეილება უბრალოდ მეშინია, იმის წარმოდგენა რომ.. შეიძლება ბედნიერი ვიყო. ვქმნი ზედმეტ პრობლემებს და ალბათ ბარიერებს, რადგან დავრწმუნდე რომ ეს ამად ღირს. ვერ ვიტყვი რომ იქ არ წასვლით დიდ მსხვერპლზე მივდივარ. შენი დაკარგვა არ მინდა... თუ არაფერი გამოვა,... შეილება ზედმეტად ნეგატიური ვარ, ან არ ვიცი ეს რა არის. მაგრამ მეშინია გესმის? იმ ავარიის შემდეგ ყველაფრის მეშინია, ესე მგონია ნებისმიერ მომენტში რაღაც დაგემართება და დაგკარგავ, ამას კი ვერ გადავიტან. არასდროს არავინ არ მყვარებია, არც მეგონა თუ ადამიანს შეულია ისე უყვარდეს რომ ყველა და ყველაფერი ეკიდოს. ისე ძლიერად მიყვარხარ რომ მეშინია გესმის? რომ იგივეთი არ მიპასუხებ. მივეჩვიე რომ მარტო ვარ და შენ სულ სხვაგან ხარ. მართალი ხარ, ერთმანეთს ვაწყობთ თავიდან... მე მინდა შენთან ერთად ყოფნა, თუ ამ ყველაფრის მერე შენ მართლაც ჩემ გვერდით ხარ... მე მჯერა რომ ერთად ვიქნებით ბოლომდე. უბრალოდ გევედრები, თუ ლიზი გიყვარს ეხლავე მითხარი, აღარ მინდა ამდენი ტანჯვა და ტკივილი. მემგონი ორივემ დავიმსახურეთ ბედნიერება. ალექსანდრე გაჩუმებული იდგა და უსმენდა. -ეს არ არის საკმარისი? ... კარგი წავალ-ჩანთა გადაიკიდა და გიჟივით მივარდა კარს, ალექსანდრემ დოკუმენტები გამოართვა და გადახია. -ერთხელ უკვე გავაკეთე, მეორეჯერაც არ გამიჭირდა-წელზე ხელი შემოხვია, მისკენ მიიზა და აკოცა-მარტო ჩემი ხარ. სანდრო... მადდრო თუ ვინცა რ უნდა მოგიახლოვდეს, შემთხვევით მოყვება ავარიაში. ისე ცნობისთვის. არანაირ ამერიკაში არ წახვალ, თუ გადაწყვეტ, მაშინ ერთად წავალთ. ანუკი თავს უქნევდა, ყველაფერზე თანახმა იყო, მის ხელებში დადნა. ყველაფერი დაივიწყა, წამით არც უფიქრია რამეზე შეწინააღმდეგებოდა. ბედნიერი იყო რომ როგორც იქნა ყველაფერი გამოვიდა. ალექსანდრემ მის თმასთან დაიწყო თამაში და თვალებში ჩახედა. -მისმენ? -ყველაფერზე თანახმა ვარ, რაც არ უნდა თქვა. ყველაფერს გავაკეთებ. მაპატიე? ის ყველაფერი... -დიდიხანია გაპატიე. რომ არ მეპატიებინა, აქ არ იქნებოდი. შენ? -მეც გაპატიე... -ანუ აღარ შემაგდებ სატვირთოს ქვეშ?-ორივეს გაეცინა. -ვეცდები-ანუკიმ სახეზე ხელები მოკიდა და აკოცა-ამ კარიდან რომ გავსულიყავი, აღარ გამომეკიდებოდი? -როგორც მაშინ თქვი საავადმყოფოში, მე ვერ მომიშორებ. ისევე როგორც მე ვერ გიშორებ შენ, ყველგან მხვდები. -ალექსანდრე, მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ, ანუკი... ამის შემდეგ სულ ერთად იყვნენ. ანუკი უნივერსიტეტში წავიდა, ალექსანდრე გაყვა და იმ ქვეყანაში მისი კომპანიების ქსელი გახსნა. მთელი ოჯახი მათ გამო იქ გადაბარგდა. ყველა ერთად ცხოვრობდა, ანუკი უნივერსიტეტის ბოლო კურსზე დაფეხმძიმდა. და პატარა ბიჭი გააჩინა. ერთად დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ, როგორც ყველა ზღაპარი მთავრდება... ისე დამთავრდა ესეც. მაგრამ ყოველთვის არის ის ერთი ადამიანი რომელიც ჰეპი ენდით ვერ ამთავრებს. სანდრო იმ დღეს დიდხანს ელოდა ანუკის აეროპორტში, სანამ რეისმა არ გაასწრო ვერც მიხვდა რომ ანუკიმ ალექსანდრე აირჩია. მაგრამ მაინც ანუკის გარდა სხვა გოგო არასდროს არ შეყვარებია. მისი ერთგული დარჩა, მიუხედავად იმისა რომ ანუკი მას აღარ ნახულობდა და ურთიერთობაც არ ჰქონდათ. **** ვიცი ოდნავ ბანალური გამოვიდა. ზოგადად ჰეპი ენდები არ მიყვარს, მაგრამ ეს ორი ისე ეწამა რომ შემეცოდნენ. ზოგადად ანუკის ადგილას რო ვყოფილიყავი ალბათ სანდროს ავირჩევდი, რადგან ... არ ვიცი რატომ, ალბატ იმიტომ რომ არასდროს უღალატებდა, სულ მის გვერდით იქნებოდა, ამდენად არც დაიტანჯებოდა. მათ შორის არჩევნის გაკეთება რომ დამჭირვებოდა, დაფიქრების გარეშე სანდროს ამოვირჩევდი, მაგრამ ანუკის სხვა უყვარდა. ზოგადად ესეა, როდესაც ადამიანთან დიდხანს ცხოვრობ, ერთ სახლში, ერთად ჭამთ, ერთად იღვიძებთ... ეჩვევი და გიყვარდება. ბევრ შემთხვევაში ესეა. ესეც რომ არ ყოფილიყო, სანდრო და ანუკი ერთად ვერასდროს იქნებოდნენ, რადგან... მოკლედ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. თქვენი აზრი მაინტერესებს რომელთან გირჩევნოდათ რომ დარჩენილიყო. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.