ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი ( 5 თავი )
სალის დაბადების დღეც მოახლოვდა. მეგობრებმა გადავწყვიტეთ რომ რესტორანში აღგვენიშნა. გვინდოდა ეს სალისთვის მოულოდნელი ყოფილიყო. ანდრომ ყველაფერი მოაწყო. ღამე თორმეტზე თავს დავადგებოდით შემდეგ კი რესტორანში გავიდოდით . მე მხოლოდ სალისთვის კაბის ყიდვა მევალებოდა. რადგანაც ბავშვობიდან ვიცნობდი და ზუსტად ვიცოდი მისი გემოვნების შესახებ ზუსტად „ მისი“ კაბა ვიყიდე. - აანთეთ ჩქარა! - ავანთებთ ბიჭო რა გააწყალე! რათქმაუნდა ნერვიულობდა ჩვენი ანდრო, კარებთან ვიდექით და სანთლებს ვერ ვანთებდით, ეშინოდა სალი არ გამოსულიყო ხმაურზე და ხმას არ გვაღებიმებდა. - ძლივს! - ანთებისთანავე დარეკა ზარი, საბედნიეროდ სალის არ ეძინა და მალევე გაგვიღო კარი. მაგრამ ხელში ნამტირალევი სალი შეგვრჩა. ყველას მიგვეყინა სახეზე ღიმილი, მხოლოდ სალი იდგა უკვე ბედნიერი. ანდროს უყურებდა ანთებული თვალებით. რა სულელია ჩემი სალიი... ალბათ, ეგონა რომ დაავიწყდა ანდროს მისი დაბადების დღე. ყველას ვანიშნე შევსულიყავით ბინაში. სალის გვერდზე ავუარეთ და მარტო დავტოვეთ წყვილი ტორტთან ერთად. - რა მოხდა ვერ მივხვდი- დადებილებული იდგა სანდრო მისაღებში და ხან ერთს გვიყურებდა ხან მეორეს. - რას დებილობ შე*ემა! რა ვერ მიხვდი ეგონა რომ დაავიწყდა და ეწყინა. ( გიგა) - ეს გოგოები... - თავის ქნევით გავიდა სანდრო სამზარეულოში. - შენმა დაქალმა როგორ იფიქრა რომ ეს დაავიწყდებოდა ანდროს?! - მხოლოდ ახლა ამოიღო ხმა ალექსანდრემ. - მართლა არ ვიცი. მალე კარის დაკეტვის ხმა გავიგეთ. ჩვენ უკვე დივნებზე ვიჯექით და ველოდებოდით ოთახში წყვილი როდის შემოვიდოდა. მაგრამ არავინ გამოჩენილა. სანდრომ გადმოგვხედა და მისაღებში გავიდა. რამოდენიმე წამში კი ტორტით ხელში დაბრუნდა. - გაიპარნენ- ადგილზე იდგა გაშეშებული და თვალებს დააცეცებდა. წამიც და ალექსანდრეს და ჩემი ტელეფონები ამღერდა. წერილი იყო წყვილისგან. „არ გავპარულვართ უბრალოდ მარტო გვინდა ყოფნა. არ გეწყინოთ „ ერთდროულად წავიკითხეთ ზუსტად ერთნაირი ტექსტი და ერთმანეთს გადავხედეთ. - რესტორანში მივდივართ! - ეს უკვე გიგა იყო, რომელიც მთელი ეს დრო გაშტერებული იჯდა და მხოლოდ ახლა გამოფხიზლებულიყო. მალე გავედით ყველანი რესტორნისკენ. დაჯავშნილი გვქონდა ადგილები , მაგრამ მხოლოდ ოთხი ვიყავით. მანქანიდან გადმოსვლისთანავე ვიგრძენი მზერა რესტორნის აივნიდან. ალექსანდრემ მაშინვე წელზე შემომხვია ხელი და რესტორნისკენ მიბიძგა. ალექსანდრეს კიდევ ერთი თვისება - მესაკუთე! - აუ თქვენ კი ხართ დაწყვილებული და მე და გიგამ რა ვქნათ?! - სიცილით შეიცხადა სანდრომ და მაგიდას მიუჯდა. - არაუშავს სანდრო.ნახე შენ რა გოგოები ავყაროთ ( გიგა) - ალექსანდრე გვაკლიხარ რა ( სანდრო) ალექსანდრემ მე გადმომხედა ღიმილით და ბიჭებს მიუბრუნდა. - სამაგიეროდ, მე არ მაკლია არავინ- მაგრად ჩამიხუტა და თავზე მაკოცა. - აუუ სად შეგვიძლიხაართ ( სანდრო ) - გიჟები ხართ! - სიცილით გავხედე ბიჭებს. - ჰეი ნახე ის გოგოები როგორ გვიყურებენ არ გინდა გავიდეთ?- წარბაწეულმა გადახედა სანდრომ გიგას. - წამო. - აბა გვრიტებო კარგი დრო გაატარეთ! - ასევე! მხოლოდ მე და ალექსანდრე დავრჩით. მე წვენს ვსვამდი ის კი ვისკს. - მეც მინდა დალევა! - სერიოზულად?!- ზემოდან გადმომხედა ჩემზე მიხუტებულმა. - კი! - კარგი მოვატანინებ. იგივე? - და მისს ჭიქაზე მიმანიშნა. - კი. ერთი ჭიქა, მეორე მესამე ... უკვე კარგად გასული ვიყავი მაგრამ ისევ ვაგრძელებდი. - ნინა ზედმეტად მთვრალი ხარ უკვე- ჩემს შეჩერებას ცდილობდა ალექსანდრე მაგრამ სულ ტყუილად. - არა! კიდე მინდა. არ გიყვარვარ ეგეთი? - მე ყველანაირი მიყვარხარ,- ჩემმა კითხვამ ცოტა გააბრაზა, ამან კი მე გამახარა. მისკენ შევბრუნდი და ტუჩები დავუკოცნე. ვისკის გემო ჰქონდა და თან მწვავდა. - სახლში წავიდეთ. ჩემთან. მანქანას ძალიან სწრაფად ატარებდა, ქუჩებიც ცარიელი იყო. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. გაჩერებისთანავე ჩემს კარებთან გაჩნდა რომ მომხმარებოდა, მაგრამ მთლად ასეთი მთვრალიც არ ვიყავი, და ამის საჩვენებლად ხელი არ მომიკიდია. ჩემით გადმოვედი და რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი. მხოლოდ გაიღიმა, წელზე მომხვია ხელი და სადარბაზოსაკენ წამიყვანა. სახლშიც შევაბიჯეთ. - ყავა გინდა? - მაშინვე სამზარეულოსკენ წავედი მაგრამ უკან მისი უარი მომესმა და ისევ გამოვბრუნდი. დივანზე იჯდა და მის გვერდით ადგილზე მიმითითებდა. ჩუმად ჩამოვჯექი და თვალები მას მივაპყრე. მისი თვალები ფანჯრიდან შემომავალ მთვარის სინათლეს ირეკლავდა და მაგიჟებდა. - რა კარგი ხარ! ჩემთვის ზედმეტად კარგი ხარ ნინა. - ალექსანდრე...- არ დამამთავრებინა მისმა ცხელმა ტუჩებმა , რომელიც ვნებიანად მიკოცნიდა ბაგეებს. თითები თმაში შემიცურა რამაც მეტად გამაგიჟა. ხელი კისერზე შემოვხვიე და კოცნაში ავყევი. ნელა დამაწვინა დივანზე და ზემოდან მომექცა. ყელზე გადავიდა და ლავიწის ძვლამდე კოცნით ჩაუყვა. გამოკვეთილ ძვალზე კბილები დამასო და ისევ განაგრძო კოცნა. ისეთი გრძნობა მქონდა თოთქოს ყველაფერი ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა, ყველაფერი გაქრა, ყველაფერი ჩვენი გრძნობების და გახურებული სხეულების გარდა. - ნინა...- კოცნა შეწყვიტა თუმცა არ მომშორებია. ისევ ისე ვიწექით და სუნთქვას ვირეგულირებდით. - მინდა შენი გავხდე- თვალებში ჩავხედე და მხრებზე შემოვხვიე ხელები. - მთვრალი ხარ ნინა. - არა არ ვარ. ხელი მომკიდა და საძინებელში შემიყვანა. თან ყელს მიკოცნიდა. საწოლზე დაწვა ჩემიანად და ზემოდან მომექცა ისევ. უფრო მომთხოვნად მიკოცნიდა მაგრამ რამოდენიმე წამში ისევ შეწყვიტა და თვალებში შემომხედა. შუბლზე ძარღვი ჰქონდა დაჭიმული, ყელზე კი არტერია. გვერდზე დამიწვა და ხელები მაგრად მომხვია. აღარაფერი მითქვამს, თავი მხარზე ჩამოვადე და სახე ყელში ჩავრგე. ღრმად ვსუნთქავდით და ორივე ვგრძნობდით ერთმანეთის გახშირებულ გულისცემას.მის სასიამოვნო სურნელში მალევე ჩამეძინა. - საუკეთესო დაბადების დღე მქონდა- გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა სალი და შიგადაშიგ ტელეფონისკენ გააპარებდა მზერას, ანდროს ზარს ელოდა. - გექნებოდა, ქალიშვილობა დაგიკარგვია გოგოს- უცუღლუტიათ და აი შედეგიც! მაიმუნები ეგენი! მაგრამ მე ვის რას ვეუბნევი, ჩემი რომ მახსენდება მთლიანად ვწითლდები ალექსანდრესთან, ის საზიზღარი კი ერთობა ამით. - ოოო... არ გადამაყოლო ახლა მაგას! - არაა ჩემო სიცოცხლეე... მიხარია რომ ასეთი ბედნიერი ხარ.- ჩავეხუტე და ლოყაზე ძალიან მაგრად ვაკოცე. - არ მეგონა ოდესმე ასეთი ბედნიერი თუ ვიქნებოდი, რაც მოხდა მას შემდეგ... - თვალები აუცრემლიანდა და ვეღარ დაასრულა. - არ გინდა. შენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ სალ.- სალის მშობლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ ორი წლის წინ. მას შემდეგ სულ ვეუბმები რომ ჩემთან გადმოვიდეს, რადგანაც არ მინდა თავი მარტო იგრძნოს იმხელა ბინაში, მაგრამ ვერ გადმომიყვანია. ანდროს გამოჩენის შემდეგ აღარ მეშინია მისი იქ დატოვების. სალის მშობლები და ჩემები დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდნენ, სანამ ჩემი მშობლები იტალიაში არ გადავიდოდნენ, მაგრამ არც მერე დაუკარგიათ კავშირი. მანამ სანამ ეს არ მოხდა. - რა კაია შენ რომ მყავხარ. - და მე? - ხელებგაშლილი შემოვიდა ანდრო ოთახში და უკან ალექსანდრე მოჰყვა. ყბასთან მაკოცა და წელზე შემომხვია ხელი. - შენ სხვა ხარ სულელო! - რას შვრებით დღეს? ( ანდრო) - რავი ჯერ არაფერი მოგვიფიქრია. ( სალი) - სწავლა როდის გეწყებათ? ( ალექსანდრე) - ერთი კვირა დაგვრჩა. - თქვენ არ გაქვთ საქმეები?- სალი - აღარ- ლოყაზე აკოცა ანდრომ და დივანზე დაჯდა. - აუ მაშინ სადმე წავიდეთ რა. - ჯინო ფერედაისშიი - აცქმუტუნდა სალი და ანდროს ლეკვის თვალებით გახედა. ანდროს ხმა არ ამოუღია, ეშმაკური მზერით გადახედა ალექსანდრეს. ჯინოში ვერ წავალთ - წელზე შემომხვია ხელი და ღიმილით დამხედა ზემოდან. - რატომ? რა ხდება? - იტალიაში მივდივართ. ოთხივე! ყურებს არ ვუჯერებდი. წამებში გავაანალიზე რომ თვეების უნახავ მშობლებს ვნახავდი. ალექსანდრე! ისევ ალესანდრე და მისი საოცრებები! როგორ არის ასეთი კარგი? როგორ შეუძლია იყოს. - ალექსანდრე- გაბრწყინებული ავყურებდი და სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს. - ხვალამდე დრო გვაქვს . - საიდან გაიგე?- მე სულელმა სხვა სიტყვები ვერ ვიპოვე და სისულელეს ვეკითხები. - სერიოზულად?! შენი მშობლების ადგილს ვერ გავიგებდი გეგონა? - სიცილით გააქნია თავი. უბრაალოდ მაგრად ჩავეხუტე და ყელზე ვაკოცე. მანაც შემომხვია ხელები. თითებით თმებზე მეფერებოდა და თან დივნისკენ მივყავდი. მუხლებზე დამისვა. თვალებში შევყურებდი ჩემს მომავალს და თან წარსულს ვიხსენებდი, რომ გამეგო რითი დავიმსახურე ეს ადამიანი. - ჩემი ოცნება ხარ ნინა! - მიყურებდა მისი ღრმა თვალებით და სულს მიფორიაქებდა. - ჩემი ხარ ალექსანდრე! - ერთმანეთის ტეჩებს ვაგემოვნებდით და ვაქრობდით ყველაფერს ჩვენს გარშემო. მხოლოდ ჩვენ ვარსებობდით, ერთმანეთისთვის! ამასობაში კი მეორე წყვილი უკვე მთაწმინდაზე იყო ასული და ჩახუტებულები გადაჰყურებდნენ მთელ თბილისს. არ აქტიურობთ მაგრამ მაინც არ მინდა ასე შევწყვიტო. დავასრულებ აუცილებლად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.