შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოხუმსკი (7 თავი)


3-01-2018, 16:06
ავტორი tatiachelo
ნანახია 3 368

ბუხართან მდგომ ხის, სარწეველა სკამში ვიჯექი და წარბებ შეკრული ვუყურებდი გვერდით მყოფ სოხუმსკის.
-არა ამ სოფელში მეტი სახლი არ იდგა აქ, რომ არ მოვსულიყავით? ლევანს გავხედე, რომელიც ნიკას ელაპარაკებოდა.
-ნუ წუწუნებ.. ფეხზე წამოდგა მათე - თავი ამატკიე უკვე. თუ არ მოგწონს მიბრძანდი. ხელით კარისკენ მანიშნა.
-მაგდებ? აღშფოთებული წამოვხტი ფეხზე.
-კი.
-შენ ვინმე რამეს გეკითხება? შენი სახლი სულ არ არის.
-დიანა. კეკელიძის ეს ტონი არასდტოს მომწონდა. -მოისვენე.
-კიდევ მე მოვისვენო? ვერ გაიგე სახლიდან მაგდებს.
-უიმე რას ამბობ შვილო.. იმ წამს შემოსულმა გუკას ბებიამ შეიცხადა ჩემი ნათქვამი. -ვინ გაგდებს ბებიკო გარეთ?.. გამიღიმა ქალმა და თავზე ხელი გადამისვა. -შეილება ასეთი ლამაზი გოგოს გაბრაზება?
-აი ეს მაგდებს? სწრაფად ჩავუშვი
-პატარა ბავშვი. ჩაიბურტყუნა მათემ.
-მანჩო ეს დიანაა, ნანას შვილი. გუკა წამოდგა ფეხზე და ბებიამისს მოეხვია. ქალს ჯერ სახიდან ღიმილი გაუქრა, მერე სევდიანი თვალებით შემომხედა და ბოლოს იძულებით გაიღიმა. -იცი რა კაი გოგოა? გუკა მეც გადმომწვდა და მხარზე ხელი დამადო. მესიამოვნა მისგან ასეთი სიტყვები და ქმედება.
-კაი გოგო არა ის. ისევ ბურდღუნებდა მათე. ერთი შევუბღვირე და მოხუცს მივუბრუნდი.
-მიხარია თქვენი გაცნობა. ბოდიშით, რომ შეგაწუხეთ.
-რა შეწუხებაა.. ხელი ლოყაზე მომადო.. -ისედაც მარტო ვარ მთელი წლები, მიხარია თქვენი სტუმრობა. ახლავე გავშლი სუფრას და ვივახშმოთ.
-მეც მოგეხმარებით. სამზარეულოსკენ მიმავალს უკან გავყევი.
-მოგეხმარებით. გამომაჯავრა ვაჟბატონმა..ნეტა ნერვების დაგლეჯვის მეტი რამე თუ იცის?
ბოკუჩავას სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე და ასე გაღიმებული შევედი სამზარეულოში.
-აი ბებო ეს თეფშები დააწყვე მაგიდაზე. თაროზე დადებული თეფშები ავიღე და მაგიდაზე ლამაზად განვალაგე. მერე სხვა და სხვა კერძები დავაწყვეთ და სუფრაც შეივსო.
-მომეცით! მე დავჭრი. დანა გამოვართვი და ხაჭაპური ოთხად გავჭერი. -ქალბატონო მანჩო მე..
-რა დროს ჩემი ქალბატონობაა შვილო? გამიცინა- ბებო დამიძახე.
-კი მაგრამ..უხერხულობამ შემიპყრო.. -ნუ კარგით. მანჩო ბებო ვიცი რთულია თქვენთვის , თქვენი შვილის ადგილას გიორგის გვერდით ნანას, რომ ხედავთ და მერწმუნეთ არც ჩემთვის არის ადვილი ეს ქაოსი. ვწუხვარ თუ ჩემი "სტატუსით" გაწყენინეთ. არ მინდოდა გუკას სივრცეს გავკარებოდი. უბრალოდ უადგილო ადგილას აღმოვჩნდით, ასე დაუგეგმავად. თავდახრილი წავედი კარისკენ.
-დიანა. მოხუცის ხმამ გამაჩერა.
-გისმენთ. მისკენ შევბრუნდი.
-ძალიან კარგი გოგო ხარ.
-მადლობთ.
-ნანას და გიორგის ურთიერთობა თავად მათი საქმეა. არ მიყვარს ჩარევა იქ სადაც ჩემი ადგილი არ არის. ჩემი ქალიშვილის სიკვდილი რთულად გადაიტანა გიორგიმ, იმსახურებს ბედნიერებას. დავინახე მის თვალებში გამოსახული ტკივილი.
-შეიძლება, რომ ჩაგეხუტოთ?
-მოდი ბებია. გამიღიმა და ხელები გაშალა.
-კარგია გუკას თქვენ, რომ ყავხართ. დანაოჭებულ ლოყაზე ვაკოცე და მისაღებში გავედი. -ბიჭებო მოდით მზადაა უკვე ყველაფერი.
ყველამ გემრიელად ვივახშმეთ. გუკამ ჭაჭის არაყი შემოუტანა. მე ნამდვილად არ ვიყავი დალევის ხასიათზე, ამიტომ ვახშმის შემდეგ ჩემთვის განკუტვნილ ოთახში ავედი. ჩაძინებული ვიყავი კარების ხმამ, რომ გამომაღვიძა. თავი ძლივს ავწიე ბალიშიდან და მოქანავე შავ სილვეტს ცალი თვალით შევხედე. შეშინებულმა წამოვიკივლე.
-რა გაკივლებს გოგო? მათემ დანგრეული ქართულით მითხრა, რაც სასმლის დიდი რაოდენობის მიღებით იყო გამოწვეული. ფეხზე წამოვდექი და შუქი ავანთე.
-საკივლელი აბა რა არის? ოთახში შემომივარდი. წინ დავუდექი და წაქცევის პირას მყოფს ხელი მივაშველე.
-მეეე? გულზე საჩვენებელი თითი მიიდო.
-ხო შენ.. გამეცინა მის ქმედებაზე. -მათე ოთახი შეგეშალა აშკარად.
-არ შემშლია..ბანცალით წავიდა და მოწყვეტით დაეცა საწოლზე. დოინჯ შემორტყმული დავადექი თავზე და ზემოდან დავხედე ჭერს მიშტერებულ ბოკუჩავას.
-მათე, ახლა მაბრაზებ.
-მასე მეც მაბრაზებ. ოდნავ წამოწია თავი და მთვრალი ღიმილით გამიღიმა. რაღაცნაირად. სოხუმსკის მომაჯადოვებელი, თბილი ღიმილით.
-რატომ დალიე ადამიანო ამდენი?
-აბა ისე ვერ გაგაქრობდი გონებიდან.
-და რომ დალიე გამაქრე?
-რომ ვერ გაგაქრე, იმიტომაც შემოვედი აქ. გაიცინა, წამოჯდა, ხელი მაჯაში ჩამკიდა, თავისკენ დამქაჩა და საწოლზე ჩამომაჯინა. შუბლი შუბლზე მომადო და თვალები დახუჭა. რამდენიმე წუთით ასე ჩუმათ ვიყავით მერე უკან გამწია.
-მათე ვერ გამიგია რა გინდა?
-ახლა მხოლოდ შენთან ერთად ძილი. წელზე ხელი მომხვია და მის გვერდით დამაწვინა. ფეხსაცმელი გაიხადა, ზედაც გადაიძრო, შუქი ჩააქრო და საბანში შემოძვრა.
-ძაან ზედმეტებში გადადიხარ და ..
-ოღონდ ახლა არ გამიჭედო ისედაც გადახარშვა მიჭირს რასაც მეუბნები. ლოყაზე მაკოცა და თვალები დახუჭა. -ჩემი დიანა. ჩუმათ თქვა და თავისკენ მიმწია.
-მათე ბოკუჩავა თუ იძინებ დაიძინე. შევუბღვირე ეშმაკურად მომცინარს.
-ჩემი ბუზღუ.. მხარზე მაკოცა.
-მათე!
-ვსო.
დილით ლევანის ღრიალმა გამაღვიძა. თვალი გახელილი არ მქონდა საწოლში მყოფ ბოკუჩავას, რომ ეცა, ფეხზე წამოაგდო და ყელში სწვდა.
-ლევან რას აკეთებ? ხომ არ გაგიჟდი? ფეხზე წამოვხტი დაბნეული. -ლევან გაუშვი ხელი. მათეს ყელიდან ხელები ძლივს მოვაშორებინე და შუაში ჩავდექი. მე, რომ ამათვალიერა უფრო აფეთქდა და კიდევ გაიწია მათესკენ. გაოგნებულმა გავხედე ჯერ ბოკუჩავას, რომელიც საცვლის ამარა იდგა კედელთან და მერე მე ჩავაცოცე თვალები ჩემს სხეულზე და ლამის გადავირიე საცვლების ამარა, რომ ვიდექი. იმ წუთასვე გადავიცვი ძირს დაგდებული მათეს პერანგი.
-დიანა შენგან ამას ნამდვილად არ მოველოდი.. შენგან არა .. იღრიალა კეკელიძემ. -შე ნაბ*ჭვარო. მათეს მივარდა და სახეში დაარტყა.. ბოკუჩავა არ ინძრეოდა. მხოლოდ მე მიყურებდა. ხმაურზე ბიჭები შემოცვივდნენ და გაავებული ლევანი გააკავეს.
-რა ხდება ტო? გუკამ სოხუმსკის გახედა. მეც მას მივაპყარი მზერა.
-გუშინ ბევრი დავლიე... ხო და... მე და... ნუ მოკლედ მე და დიანა ერთად ვიწექით.
-რააა? ყველამ ერთად დავაღეთ პირი. ვატო და ნიკა ისეთი სახეებით იყვნენ ვერც ავღწერ. ლევანი და გუკა ხო საერთოდ. აი მე როგორ ვიყავი ეგეც არ ვიცი. გამოშტერებული ვუყურებდი წინ მდგომ მატყუარას, რომელიც ბრწყინვალედ ასრულებდა თავის როლს.
-ამის დედ.. შე.... შენ გოგო აზროვნებ ვაფშე? ხვდები რა გააკეთე? ლევანი მომვარდა და შემანჯღრია. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.. ერთადერთი რაც მსურდა ბოკუჩავას დახვრეტა იყო.
-მათე გეყო ღადაობა. ჯერ კიდევ შენარჩუნებული სიმშვიდით მივმართე.
-რა ღადაობა დიანა? ჩვენ მართლა ერ...
-მორჩითქო! დაასრულე ეს ბოდვა. ვუღრიალე წყობიდან გამოსულმა.
-რა ბოდვა გოგო? ჩემი თვალით მაინც არ მენახე ამ მდგომარეობაში. კეკელიძე ვერ წყნარდებოდა.
-მათე! ვიღრიალე მთელ ხმაზე.
-რა მათე? სიმართლეათქო. ჭინკებ ათამაშებული თვალებით გამომხედა.
-რა არის სიმართლე? შენ სულ შეიშალე?
-აი ესაა სიმართლე. საბანს დასწვდა და ძირს მოისროლა. ჯობდა ეს არ გაეკეთებინა. ყველას მზერა მიმართული იყო თეთრ ზეწარზე, რომელზედაც წითელი ლაქა იკვეთებოდა.
-ახლა რაღას იტყვი? გამარჯვებულის სახით გამომხედა და ამ ნაგავმა ისიც გაბედა, რომ გაეღიმა.
-მოგკლავ. მაშინვე მივარდი.
-არა ჯერ მე მოვკლავ და მერე შენც მიგაყოლებ. კეკელიძემ კიდევ ერთხელ ხია სიფათში ბოკუჩავას და კვლავაც ბიჭებმა გააშველეს.
რამდენიმე წუთით ყველა ჩუმათ იყო. ლევანი სიგარეტს ეწეოდა და რღაცაზე ფიქრობდა, გუკა მათეს უბღვერდა. ნიკა და ვატო ხმას ვერ იღებდნენ. მე საწოლზე არსებულ ლაქას დავჩერებოდი. ბოკუჩავა კი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ისევ იღიმოდა და სულ ფეხებზე ეკ*და გახეთქილი ტუჩი.
-ახლა მომისმინე. ლევანი სოხუმსკის წინ დადგა. - აქამდე რას და როგორ აკეთებდი მამენტ აღარ მანტერესებს. რაც გააკეთე შენ თვადაც იცი, რომ არასწორი იყო. ნაღდად არ გეკადრებოდა ასეთი მოქცევა. რაც შეიძლებოდა მშვიდად ლაპარაკობდა კეკელიძე - მოკლედ, დიანას ცოლად მოიყვან.
-რაა? მე ამას არ გავყვები.. რატომ არ გესმის, რომ იტყუება.
-შენ ჩუ.. შენი ხმა არ გავიგო. სართოდ მოკეტე. მიყვირა და ოთახიდან გავარდა... ბიჭებიც მას გაყვნენ..
ლევანს, ასე არასოდეს შემოუხედავს ჩემთვის. რაც არ უნდა გაბრაზებული ყოფილიყო არასოდეს მიყვირებდა.. ცრემლები გადმომცვივდა. ხმამაღლა ავტირდი.
-დინა.. მათე ჩემსკენ წამივიდა.
-არ გამეკარი.. მატყუარა. საზიზღარო. უაზრო. რაში გჭირდება ეს სპექტაკლი? მითხარი რაში?
-დიანა რა სპექტაკლი? ჩვენ ხო .....
-არ გააგძელო.. გაცოფებულმა შევხედე. -მე მაინც როგორ მაჯერებ ადამიანო მაგ სულელობას?. არაფერი არ მომხდარა.. არაფერი. შენ თუ სიზმარში გესიზმრა არ ვიცი, მაგრამ რეალობაში ძილის მეტი არაფერი იყო. არაფერი.. გესმის? არაფერი.. და მე შენი ცოლი არ ვიქნები. არასოდეს.
-მაგასაც ვნახავთ.. გაიცინა, მაგრამ ტუჩის ტკივილმა შეაწყვეტინა სიცილი და ხელი მტკივან ადგილას მიიდო. მაშინ დავაკვირდი მის ხელს. მაჯაში ჩავკიდე და ხელისგულზე დავხედე, რომელიც ჰორიზონტალურად აშკარად დანით ქონდა გაჭრილი. ავხედე, მერე ხელს დავხედე და ზეწარსაც შევავლე თვალი.
-ახლა გასაგებია, რატომაც არის ზეწარზე ლაქა.
-ჩემი ჭკვიანი. ძირს დაგდებულ შარვალს დასწვდა და ჩაცმა დაიწყო. -გიხდება ეგ პერანგი. გჩუქნი.
-არაფერი არ მინდა შენი. მაშინვე გავიხადე და მივუგდე.
-მართალი ხარ.. მასე უფრო კარგად გამოიყურები.
-ნუ მიყურებ. ძირს დაგდებული პლედი ავიღე და თითქმის შიშველ სხეულზე მივიკარი.
-აბა სხვა ვის უნდა ვუყურო? ჩემს მეუღლეს თუ არა?
-შეწყვიტე!
-ეგ არ გამოვა.
-მათე რა გინდა?
-შენი ცოლად მოყვანა..
-მერე გეთქვა.
-დამთანხმდებოდი?
-რა თქმა უნდა არა.
-ხო და მარტივად გადაწყდა.
-ხო მარტივად.. თითით ჩალურჯებებზე ვანიშნე.
-ვარდი უეკლოდ ვის მოუწყვეტია? გამიცინა..
-მათე გეხვეწები თქვი სიმართლე.
-არათქო. მკაცრად შემომხედა.
-ვერ გიტან.
-არაუშავს მე აგიტან. თავზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
ძალა გამოცლილი ჩამოვჯექი საწოლის კუთხეში და რამდენიმე წუთის მომხდარის გადახარშვა ვცადე. ჯერაც შოკში ვიყავი. მათეს ეს საქციელი მაგიჟებდა და ლევანის უნდობლობა მტკენდა..
შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი და მისაღებში ჩავედი. ბიჭები ისევ იგივე თემას განიხილავდნენ. მანჩო ბებო კი სამზარეულოში ფუსფუსებდა.
-მოდი აქ დაჯექი. ვატომ თავის გვერდით მანიშნა. მეც თავდახრილი წავედი მისკენ და დივანში ჩავსკუპდი.
-მათემ ყველაფერი აგვიხსნა.
-ხოო? გახარებული წამოვარდი ფეხზე..-უჰ .. კიდევ კაი.. აი ხო გეუბ....
-ვიცით, რომ ერთმანეთი გიყვართ.. გუკამ შემაწყვეტინა ჩემი ბედნიერება.
-რააა? ისეთი სიწრაფით მივატრიალე თავი მათესკენ, ლამის კეფა გადამტყდა.
-ხო ჩემო სიცოცხლე.. იმ წამსვე მომვარდა და მომეხვია.. ეს გაიძვერა.. ცინოკოსი.. მასხარა. -ყველაფერი ვუთხარი ბიჭებს, რომ ორივეს გვიყვარს ერთმანეთი და დაქორწინებას ისედაც ვაპირებდით.
-არაფ...
-ვიცი, რომ საიდუმლოდ გინდოდა შეგვენახა ჩვენი ამბავი, მაგრამ რას ვიზამთ პატარა? რახან ასე მოხდა ჯობია ყველას წინაშე ვაღიაროთ, რომ ერთმანეთზე სიგიჟემდე ვართ შეყვარებულები. მისკენ შემაბრუნა და თვალებში ჩამხედა, რასაც ქვია გამოშტერებულს.
-რა დონის ფანტაზიორი ხარ.. ჩავჩურჩულე და თავი გავაქნიე.. -ახლა მისმინეთ მე გეტ... ჭეშმარიტების გამხელაში ხელი ბოკუცავას ფაფუკმა ტუჩებმა შემიშალეს და სულ დამავიწყეს სათქმელი.
-კაი ტო.. მორჩით ახლა გავიგეთ, რომ გიყვართ ერთმანეთი.. გუკამ გაიცინა და ფეხზე ადგა.. -არ უნდა ავღნიშნოთ?
-ავღბიშნოთ აბა რა.. ვატო დაეთანხმა.
-გოგას ველაპარაკე.. ლევანი შემოვიდა შედარებით დამშვიდებული.
-რა ქენი? ლამის გული წამივიდა კეკელიძის სიტყვების გაცნობიერებისას.
-რაც საჭირო იყო ის... შენ მომზადება დაიწყე ჯობია და დროზე აბარგდით მივდივართ.. დღეს საღამოს მოხვალ და წესისამებ თხოვ, გოგას დიანას ხელს.. მათეს გახედა..
-ლევან მომისმინე მე უნდა აგი...
-არაფერი არ თქვათქო გითხარი უკვე.. უბრალოდ ადი ზევით და მალევე ჩამოდი, ბარგიც არ დაგავიწყდეს.
-არ მომისმენ?
-არაფერია მოსასმენი. მალე!
დაშოკილი ლასლასით წავედი მეორე სართულისკენ. ოთახში როგორ შევედი ისიც არ ვიცი, უბრალიდ კედელს მივუყვებოდი. ეს თამაში ცუდად მიდიოდა და ვატყობდი ბოკუჩავა კარგს არაფერს გამომტყუებდა. ოთახი მოვაწესრიგე, ჩემი ბარგი ავიღე და მისაღებში ჩავედი, ჩანთით ხელში. ბიჭები სამზარეულოში იყვნენ. ეზოში გავედი და სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. რამდენიმე წუთი ვიდექი და მოფარფატე თეთრ ფიფქებს ვადევნებდი თვალს, მერე სიცივემ ამიტანა და სახლში შევბრუნდი. ბუხართან ვიდექი ჩაფიქრებული მოულოდნელად მათე, რომ ჩამეხუტა.
-გაიწიე!
-ნუ ფართხალებ. ლოყაზე მომაკრო ტუჩები.
-შენ ბიჭო ძაან ზედმეტში რო გადახვედი ატყობ? იდაყვი ჩავარტყი გვერდში.
-ფუ ამის. ტკივილისგან მოიხარა.
-არ გამეკარო. სამზარეულოსკენ წავედი.
-ახლა მე მომისმინე. მაჯაში ხელი ჩამკიდა და კედელთან ამაყუდა.-მოგეკარები, ჩაგეხუტები და გაკოცებ კიდეც. უკვე ჩემად ითვლები და მოეშვი გოგოჩკურ წიკებს.
-მაგიჟებ ხო?
-ხო. გაეღიმა
-მზად ხართ უკვე? გუკა შემოვიდა მისაღებში სპორტული ჩანთით.-უი ბოდიში გავალ ახლავე. ჩვენი დანახვისას უკან სვლით წავიდა.
-მოიცა სად გახვალ. ბოკუჩავამ ხელი წელზე მომხვია და იმ წუთას შემოსულ ბიჭებს გახედა. -წავედით?
-ხო წავიდეთ. კეკელიძემ ისე თქვა ზედაც არ შემოუხედავს. -ვატო თქვენ ანუკისთან არ მიდიხართ?
-არა. ველაპარაკე და თვითონ ჩამოვლენ თან დღესვე. ახალი ამბით არიან გახარებულნი. ჩემკენ გამოაცოცა თვალები.
მანჩო ბებოს დავემშვიდობე, დავპირდი კიდევ გესტუმრებითთქო და სახლი დავტოვეთ..
-შენ ჩემთან ჯდები. მათემ ხელი დამავლო და გუკას მანქანაში ჩამსვა. სიტყვის თქმაც არ მაცადა. გუკამ გაიცინა და ნიკას მანქანაში ჩასკუპდა.
ერთი საათი გავიდა და ხმა არც ერთს ამოგვიღია. მე გარემოს ვუყურებდი მათე კი გზას. ჩაფიქრებული იყო. ჩემკენ გამოიხედა, საჭეს ხელი მაგრად მოუჭირა და სახეც დაემანჭა. ხელის გულზე არსებულ ჭრილობაზე მოხვეულ ბინტს დახედა. თვალი მისკენ გავაპარე.
-ეს რატო გააკეთე? სახეზე შევხედე და კარგად დავაკვირდი ჩალურჯებულ ლოყას და გახეთქილ ტუჩს.
-ასე მინდოდა.
-და ის არ გაინტერესებს მე რა მინდა?
-შენც ეს გინდა, უბრალოდ გოგოს სტილზე ხარ თუ არ მახვეწნინე ისე არ იქნება. მე კი არ მიყვარს დროის გაწელვა.
-რა დარწმუნებით ლაპარაკობ.
-დარწმუნებული ვარ და მაგიტო.
-მსახიობობაზე არ გიფიქრია? ცინიკურად გავხედე.
-კი, მაგრამ რაგბი ვარჩიე. ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-არ გამოგყვები.
-ვნახოთთქო გითხარი.
-ასე არ შეიძლება.
-როგორ არა?
-მათე სერიოზულად გეუბნები ეს უაზრობა დაასრულე. თქვი, რომ იხუმრე კარგად დადგი სპექტაკლი და მორჩა.
-არა.
-ბიჭო შენ ოჯახის შექმნა ცირკი ხომ არ გოგონია?
-არა.
-მათე!
-ნუ გამიტრაკე რა.. მოგიყვან ცოლად და ეს სპექტაკლიც დასრულდება შენ, როგორც უწოდებ.
-არ მოგყვები.
-არა?
-არა.
-კაი. მანქანა უკან მიაბრუნა.
-რას აკეთებ? შე არანორმალურო ახლავე მოაბრუნე მანქანა. მათე..
-ხო არ მომყვები? ხო და გიტაცებ.
-რეებს ბოდიალობ ადამიანო ახლავე მიაბრუნე მანქანა.
-ან მომყვები და მივდივართ ტბილისში, ან არ მომყვები და მივდივართ სამეგრელოში. მანქანა გააჩერა და გამომხედა. აბა რას იტყვი?
-არანორმალური ხარ.. უნამუსო.. საზიზრარი.. ვტიროდი და ხელებს ვურტყავდი გულმკერდზე.
-ანუ არ მომყვები? კაი.. მანქანა დაძრა და გზა გააგრძელა.
-მათე გთ..
-ნუ მთხოვ.. ან მთანხმდები და ჩემთან ხარ, ან არ მთანმხდები და ჩემთან ხარ..-ისე მე ორივე მაწყობს.. კიდევ რომ იცინის..
-მივბრუნდეთ თბილისისკენ.
-მომყვები?
-მივბრუნდეთ.
-მომყვებითქო?
-ჰო. სლუკუნით ვუთხარი და თავი მინას მივადე.
-ჭკვიანი გოგო. თავზე მაკოცა და მანქანა თბილისისკენ დაძრა.
-დამპალი ხარ. ტირილით ამოვთქვი და ცრემლები მუჭით მოვიწმინდე.
-ვიყო დამპალი. თავი ღიმილით დააქნია. -იქ რო ჩავალთ სცენები არ გამართო თორემ, დედის სულს გეფიცები მართლა წაგიყვან და თან ისეთ ადგილას გოგა კი არა მიქელა ვერ მოგაგნებს. გაიგე? გამომხედა . -ახლა კი ნუ ტირიხარ და დამშვიდდი. დამთბარი ხმით მითხრა, ჯიბიდან ერთჯერადი სალფეტკის შეკვრა ამოირო და გამომიწოდა.



№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

უჰ საზიზღარი მათე აქ რა ამბები დაატრიალა, მომწონს კი არა და მიყვარს ეს ვირი ბიჭი კი ჭკვიანურად დადგა ყველაფერი ძალიან მომეწონა იატორიის ასეთი განვითარება, იმედია შემდეგს მალე დადებ თორემ სული გამძვრება ინტერესით.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნატა

არ უნდა გაჰყვეს დიანა, მამამისთან თქვას სიმართლე, უფრო მაგარი იქნება

 


№3  offline წევრი Lover-Girl

წინა თავები არ წამიკითხია და არვიცი რა ხდებოდა, მაგრამ.. სხვა ისტორიის სანახავად შემოვედი საიტზე და ამას გადავაწყდი.. smile blush სათაური მომეწონა, smile ზოგადად მიყვარს მსგავსი მეტსახელები.. kissing_heart ძაან მომეწონა ეს თავი, სახალისო და საინტერესო იყო, მათეც ძალიან მომეწონა smile მოკლედ, ბევრი რო არ ვილაპარაკო, ძალიან კარგი ისტორია.. წავედი მე, ჩავუჯდე წინა თავებს...

 


№4 სტუმარი სტუმარი gega

male dade shendegi ra ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი Aaa

Es ra iko exla dz me rom mogvwons gvalodineb da tan tavebs gvipataraveb???

 


№6 სტუმარი სტუმარი nako

ბიჭოოო რა მამაძაGლი ვინმეა რაააა უყურე ძილში გაააძრო ყველაFერი მაგრად გამეცინააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent