შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აუცილებლად მოვა სიყვარული თავი მეექვსე


4-01-2018, 00:03
ავტორი Mariami 1408
ნანახია 1 924

მხოლოდ და მხოლოდ კისრის ტკივილის საშვალებით ვცდილობ გამოფხიზლებას. საშინელ ტკვილს ვგრძნობ და ბუნდოვნად ვხედავ ყველაფერს. ვცდილობ ხელები ავამოძრაო თუნცა ისე მაქვს დაბმული რომ უბრალოდ თითის განძრევასაც ვერ ვახერხებ. ფეხზე წამოდგომაც არ შემიძლია სკამზე ვარ მიბმული დიდი თოკოთ. სადღაც დამწვარ ქარხანაში ვარ გარშემო კი მთლიანად სიბნელეა. თვალებს ცრემლები მიწვავს და თხელი სითხე ლოყებზე ჩამომდის.
ქარხნის კარი იღება და იქ ვიღაც კაცი შემოდის. ჩემი დანახვისას სახე ეცვლება და ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს სახეზე. მისი დანახვისას შევკრთი და კანკალი დავიწყე
-მართლაც ლამაზი გოგო ყოფილა შენთან ხომ არ გავერთო?
-ახლოს არ გამეკარო ნაგავო(კესო)
-მართლაც რომ ლამაზი ხარ-მითხრა ღიმილით და ჩემთან ახლოს მოიწია.
-დეგენერატო ბოსის ბრძანებით არ უნდა შვეხოთ-ამბობს ახლათ შემოსული მამაკაცი.
-თქვენ...რა..რაგინდათ ჩემგან-ძლივს გასაგონად ვლუღლუღებ.
-ცოტაც და გაიგებ ლამაზო-მეუბნები ერთი მამაკაცი
-ეხლავე გამიყვანეთ აქედან დამეხმარეთ-ვყვირივარ ბოლო ხმაზე. მეორე მამაკაცს დანა ამოაქვს ჯიბიდან და ჩემს ყელთან მოაქვს
-გოგონი თუარ გაჩუმდები გასწავლი ჭკუას-მითხარ და დანა ლავიწის ძვალზე დამისვა და სისხლმაც უცბად იფეთქა.
-აჰჰ-ამოვთქვი ტირილისგან და ცრემლები გადმოვაგდე თვალებიდან
-ხომ ხედავ ეხლა ჭკუას ისწავლი-მითხრა მამაკაცმა რომელიც აქამდე ჩუმად იდგა
-ვინ არის თქვენი უფროსი ამიხსენით ვინ არის რაუნდა ჩემგან-დავიწყე ყვირილი
-ლამაზო დამშვიდდი მალე მოვა ჩვენი უფროსი-მითხრა ადამიანმა რომელმაც ახლახან დანა გამისვა ძვალზე
-მე მომაკითხავს, მომაკითხავს დემეტრე და შემდეგ ნახავთ რა მოხდება-ამოვთქვი გამწარებულმა
-არა არა ტყუილი იმედები გაქვს
-ის მოვა მას მე ვუყვარვარ-ამ დროს კი კარი გაიღო და როგორც ჩანს მასში ამ ადამიანების ბოსი შემოვიდა. კარისკენ გავიხედე და დავინახე მასში მომღიმარი დათა ონიანი დავინახე
-ხომ გითხარი განანებ ყველაფერს ძ*კნათქო-მითხრა ეშმაკური ღიმილით და ჩემკენ დაიძრა...

《《დემეტრე》》
უკვე გაგიჟებამდე იყო მისული დემეტრე. მისი გოგონა მისი კესანე ვიღაცამ კაიტაცა და ვერ ნახულობს. მან ხომ ახლახან უთხრა რომ უყვარს მათ ხომ ჯერ ძალიან ცოტა ბედნიერი მოგონება აქვს კესანესთან. უყვარს მისი პატარა გოგო და ამბობდა რომ მუდამ დაიცავდა თუმცა ახლა ისიც არ იცის სად არის.
მეგობრები ამაოდ ცდილობდნენ მის დაწყნარებას. ბოლქვას სცემდა ოთახში და გამეტებით ურტყამდა მუშტებს კედლებს.
-არა გავგიჟდები აღარ შემიძლია-დაიღრიალა დემეტრემ
-კარგი დაწყნარდი დემტრე ვიპოვით(ალექსანდრე)
-ვერ დავწყნარდები გესმის ვერ დავწყნარდები ჩემი გოგო ჩემი სიცოცხლე თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს ჩემს თავს ვერ ვაპატიებ(დემეტრე)
-ყველაფერი კარგად იქნება მალე ვიპოვით მას(ნოე)
-არა აღარ შემიძლია უკვე ნერვიულობის პიკში ვარ-დაიღრიალა დემეტრემ. ამ დროს მისი ტელეფონი აწკრიალდა, უცხო ნომერი იყო აიღო და ნაცნობი ხმა მოესმა.დათა ონიანი ურეკვადა მას
-დემეტრე როგორ ხარ? ხომ არ მოგენატრა შენი კესანე?-გაისმა დამცინავი ბარიტონი ტელეფონში
-ხელი არ ახლო გაფრთხილებ-დაიღრიალა ბოლო ხმაზე გაბრაზებულმა დემეტრემ
-ვახლებ დიახაც ვახლებ უბრალოდ მინდა შენმა გოგომ გამოსათხოვა სიტყვა გითხრას-უთხრა დამცინავად დათამ. ცოტახანი სიჩუმე იყო შემდეგ კი გაისმა კესანეს ათრთოლებული ხმა
-დემეტრე აზრი არ აქვს ჩემს მოძებნას...მე მეშინია...მართლა მეშინია უბრალოდ... მინდა იცოდე რომ მიყვარხარ...სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ...ეს უნდა იცოდე სანამ ეს ცხოველი რამეს დამიშავებს ან სიცოცხლეს გამომასალმებს...მიყვარხარ მართლა მიყვარხარ...მინდა რომ ეს იცოდე-ტირილნარევი ხმით თქვა კესანემ და დათამაც ტელეფონი გათიშა.
-არა ამდწნს ვეღარ გავუძლებ არა ვერ გავუძლებ მის გარეშე სიცოცხლეს უნდა ვიპივო-თქვა ტირილამდე მისულმა დემეტრემ. უკვე 1 საათი გავიდა და ისევ არაფერია ცნობილი ისევ არაფერია ცნობილი გაგიჟებამდეა მისული დემეტრე. დრო უფრო და უფრო ამსხვრევს მას და ვერაფერს ახერხებს. ვერაფერს აკეთებს იმისთვის რომ მის პატარა გოგოს დაეხმაროს.
უეცრად გაისმა დემეტრეს ტელეფონისხმა მისი ამერიკელი ძმაკაცი გამომძიებელი იყო. უცბად უპასუხა უკვე გაცეცხლებამდე მისულმა დემეტრემ მაიკს
-რახება?(დემეტრე)
-მოკლედ ძალიან ბინძური წარსული აქვს ამ დათა ონიანს ძალიან საშიში ვიღცაა(მაიკი)
-კესანე სად არის?(დემეტრე)
-მისამართს ტელეფონით მოგწერ-უთხარ მაიკმა და ტელეფონი გათიშა. დემეტრემ მისამართის გაგებისთანავე აიღო ქურთუკი წინასწარ პოლიციასაც დაურეკა და ბიჭებიც თან გაიყოლა მისი გოგოს გადასარჩენად...

《《კესანე》》
დემეტრესთან ლაპარაკიდან 1 საათი გავიდა. ისევ ამ საშინელ ქარხანაში ვარ ისევ ამ დრგენერატ დათა ონიანთან ერთად
-მომავალში რა მელის?(კესო)
-თურქეთში წაგიყვან და ბორდრლში დაგაწყებინებ მუშაობას(დათა)
-ჯანდაბაშიც წასულხარ მაგას სიკვდილი მირჩევნია(კესო)
-ხომ გითხარი რომ განანებდი ყველაფერს?(დათა)
-დათა ხომ შეიძლება გამიშვა რა იქნება(კესო)
-ჩემი ცხოვრების განმალობაში უამრავი დანაშაული მაქვს ჩადენილი და ერთი პატარა გოგოს სიცოცხლე არაფერია ჩემთვის-თქვა დათამ და იარაღი ამოიღო თან ჩემს თავთან მოიტანა. ამ დროს ყველაფერი დამიტრიალდა თავში. ღმერთს ვთხოვდი რომ თუ მე არ გადამარჩენდა მაშინ დემეტრე მაინც ყოფილიყო კარგად. მასთან გატარებული ყოველი წამი მიდგება თვალ წინ და სიმწრის ცრემლები მომდის. ახლა ყველაზე მეტად მინდა რომ დემეტრე კარში შემოვიდეს თვალებს ვხუჭავ და კარის ხმაც ისმის. მასში დემეტრე და პოლიცია შემოდის.
-დააგდეთ იარაღი თორემ გესვრით-ისმის პოლიციის ხმა
-არ მომიახლოვდეთ თორემ ვესვრი-ყვირის დათა და იარაღი ახლოს მოაქვს ჩემთან. უეცრად ხელზე ვკბენ და სიმწრისგან იარაღი უვარდება პოლიციაც უცბად მოდის და ხელბორკილებს ადებს, ერთი კი ხელებს და ფეხებს მიხსნის. დამძიმებული ვდგები ფეხზე და დემეტრეს ვხედავ რომელიც ჩემსკენ მორბის. ნელნელა მეც ვადგამ ნაბიჯებს და მოსულს პირდაპირ ხელებში ვუვარდები. მიყურებს და ჩემს სახეს ხელებში იქცევს. მეც მის ტუჩებს გახარებული ვკოცნი და ვეხუტები.
ხელში ავყავარ და მანქანაში მსვავს. სახლში მალევე მივდივართ და იქაც ხელში აყვანილი შევყავარ.საძინებელში ავდივართ და მოსაცმელს მხდის ჩემი ჭრილობის დანახვისას კი სახე ეცვლება
-ეს იმან გიქნა?(დემე)
-კარგი რა დემე დაწყნარდი(კესო)
-როგორ მომნატრებია შენი დაძახებული დემე
-მე კი შენ
-მიყვარხარ კესანე და გთხოვ არასდროს წახვიდე(დემე)
-მეც მიყვარხარ დემე-ვეუბნები მისთვის გასაგებად და მის ხელებში მეძინება...


პს. ვიცი რომ პატარაა და ბოდიშს გიხდით უბრალოდ ძალიან ბევრი საქმე გამომიჩნდა ❤❤❤ ველი შეფასებებს



№1  offline წევრი marikuna18

აუ ძაან მაგარი იყო ველოდები შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი მარი ელ

ძალიან კარგიაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent