შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი ( 6 თავი )


4-01-2018, 03:19
ავტორი CRAZY GIRL 2
ნანახია 2 238

ანდროს და სალის აეროპორტში შევხვდით. ბოლოჯერ ჩავისუნთქეთ მშობლიური ქვეყნის ჰაერი და თვითმფრინავში მოვთავსდით.
- ნუ ნერვიულობ - შეამჩნია ალექსანდრემ რომ ძალიან ვნერვიულობდი. ძალიან მაინტერესებდა და თან მანერვიულებდა ჩემი მშობლების რეაქცია როცა ალექსანდრეს შესახებ გაიგებდნენ.
- ყველაფერი კარგად იქნება. გპირდები- ჩემი ხელი მასში მოაქცია და თითებზე მაკოცა.
- ვიცი- დარწმუნებული ვიყავი რომ ალექსანდრე ყველაფერს გააკეთებდა ჩემთვის ამიტომ მივენდე და მის მხარზე მიყრდნობილმა დავიძინე.
როცა გამომეღვიძა, სამივეს ეძინა. ვუყურებდი მძინარე ალექსანდრეს და გული თვითმფრინავის გარეთ დაფრინოდა. შავთვალება, შავგვრემანი და მსხვილტუჩება. ტუჩებზე ვუყურებდი და თავს ძლივს ვიკავებდი რომ მეკოცა. არ მინდოდა გამეღვიძებინა.
ნახევარ საათში იტალიის ჰაერს ვსუნთქავდით. იტალია, ჩემი ოცნების ქალაქი. უსაზღვრო იყო ჩემი სიხარული როცა გავიგე რომ მშობლები აქ აპირებდნენ გადმოსვლას. რათქმაუნდა მძიმეც იყო ეს ჩემთვის, თვრამეტი წლის გოგოს თვის ძნელი მშობლებთან განშორება. მე მხოლოდ ის მიხაროდა რომ შემეძლო ჩემ ოცნების ქალაქში ჩასვლა მშობლებთან.
არ გეგონოთ რომ ჩემი ოცნებია ქალაქი მხოლოდ იტალიაა, ასევეა დუბაი და შანხაი. დიდი იმედი მაქვს რომ ახლო მომავალში სამივე მათგანში ნამყოფი ვიქნები.
ჩემი მშობლებისთვის არაფერი მითქვამს ჩვენი ჩამოსვლის შესახებ. სანამ შევხვდებით გაგაცნობთ, ნანა და დათო. ორი ჩემი ცხოვრება. ნანა- მკაცრი მაგრამ კარგი დედა. სულ ცდილობდა შენიშვნა მოეცა მაგრამ ალბათ ამიტომაა რომ თითქმის ყველაფერში გამეგება. დათო- ის კი ჩემი ადვოკატი იყო ნანასთან ყოველთვის. მახსოვს როგორ მიცავდა მასთან მაშინაც როცა არ ვიყავი მართალი, ხოლო შემდეგ როცა მარტო დავრჩებოდი მელაპარაკებოდა ჩემს შეცდომაზე და მარიგებდა.
სულ მალე მათ ვნახავდი და ალექსანდრეს და ანდროსაც გავაცნობდი.
მათ იცოდნენ რომ სალის შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ დღეს პირველად გაიცნობდნენ.
- საღამოს ყველა ერთად სასეირნოდ გამოვიდეთ. ( სალი)
- ხო მაგრამ ჯერ ნინას მშობლები უნდა გავახაროთ. ( ანდრო)
ბიჭები ჩანთებს ალაგებდნენ მანქანაში როცა სალიმ დამიმარტოხელა.
- ვნერვიულობ. წარმომიდგენია შენ რა დღეში ხარ! - აცქმუტებული დამიდგა წინ და ტუჩისკვნეტას მოჰყვა.
- ვნერვიულობ მაგრამ ვიცი რომ მათთან ყველაფერი კარგად გვექნება- და ბიჭებს გავხედე- ამიტომ არ ღირს. ჯობია დავწყნარდეთ.
- კარგი მართალი ხარ. - გაბრწყინებულმა გიღიმა და მანქანაში ჩაჯდა. მეც მივყევი, მალე კი ბიჭებიც მოთავსდნენ და გავუყებით გზას ჩემი მშობლების სახლამდე. მისვლამდე ხმა არცერთს არ ამოგვიღია.
მალე ორსართულიან თეთრ სახლსაც მივადექით. ალექსანდრემ გადასვლისთანავე ხელი ჩამკიდა, ასე წყვილებად მივადექით მთავარ კარებს.
ალექსანდრემ უხმოდ მაკოცა ხელზე და ზარი დარეკა. რამოდენიმე წამში კარები გაიღო და დედაჩემის გაოცებული სახეც დავინახეთ. არ შეუხედია ალექსანდრესთვის და ჩვენი ჩაკიდული ხელებისთვის. მიყურებდა და თვალებში აღტაცების ნაპერწკლები ენთებოდა.
- შვილო.... - მაგრად ჩამეხუტა და ცრემლები მოიწმინდა.
- კაი რა დე ტირილით მხვდები?
- ვაიმე გოგო გეთქვა მაინც მეგონა გავგიჟდი მონატებისგან. შემოდით, შემოდით... ვაიმე სალი შვილო, მაპატიე ვერ შეგამჩნიე- ახლა სალიზე გადავიდა და ისიც ჩაკოცნა.
- ნანა დეიდაა როფორ მომენატრეეთ თქვენ ვერ წარმოიდგენთ.
სალის მოშორდა თუ არა ალექსანდრეს და ანდროს გადახედა. შემდეგ კი ჩვენ მოგვიბრუნდა კითხვის თვალებით.
- დედა ეს ანდრიაა, სალის შეყვარებული. ჩვენ რომ გიყვებოდით- ეს ბოლო ჩუმად ვუთხარი რომ ანდროს არ გაეგო, მაგრამ შევამჩნიე რომ მაინც გაიგონა, თუმცა არ შეუმჩნევია.
- სალი რა კაი გემოვნება გქონია - გაიხუმრა დედამ მას შემდეგ რაც ანდრეა ხელზე ემთხვია, დედაჩემი კი როგორც ყოველთვის მოიხიბლა ამ საქციელით.
- თქვენ შვილსაც არ ჰქონია ნაკლები დეიდა.
ნანამ ჯერ მე გადმომხედა გაკვირვებული შემდეგ კი ალექსანდრეს.ჩემმა გულმა გაორმაგებულად დაიწყო ფეთქვა.
- დედა გაიცანი ალექსანდრე ჩემი...
- საქმრო- ჩემს მაგივრად დაასრულა ალექსანდრემ და მეც გაშტერებული დამტოვა. ჯერ არ გვისაუბრია ამ თემაზე და ცოტა გამიკვირდა. თუმცა არ დავმალავ რომ გულმა გახარებულად დაიწყო ცანცარი. ალექსანდრე კი ნანას ემთხვია ხელზე.
- ნინა... - ხმას ვერ იღებდა ნანა და ხან ერთს გვიყურებდა ხან მეორეს.
- ქალბატონო ნანა, ბოდიშს გიხდით რომ ასე შემოგეჭერით და აქამდე არაფერი გითხარით ამის შესახებ, მაგრამ უნდა იყვცოდეთ რომ მე ნინა მიყვარს. და ძალიან გთხოვთ ამ მხრივ მას ნუ ვანერვიულებთ. გპირდებით რომ არც თქვენ გექნებათ სანერვიულო.
- არანაირი ქალბატონო, უბრალოდ ნანა. - მოგვიანებით კი დაამატა- ან თუნდაც დედა.
დედა ორივეს ერთად მოგვეხვია.
- დედა მამა სად არის? - მისაღებში მისულმა მას მოვუბრუნდი და დივანზე დავჯექი ალექსანდრეა გვერდით.
- დათო ახლავე მოვა , მანამდე კი ნინა და სალი, გამომყევით და დამეხმარეთ, დათო აუცილებლად სუფრას მოითხოვს და აქედანვე დავიწყოთ მზადება. ბიჭები იმედია არ მოიწყენენ.
- რათქმაუნდა არა, მაგრამ ძალიან გთხოვთ არ არის საჭირო შეწუხება ( ანდრო)
- არ მაინტერესებს ორი სიძე მომივიდა და სუფრა უნდა გავაწყო მთელი იტალია მას შე ნატროდეს - როგორც ყოველთვის დედა ისევ თანამედროვედ ლაპარაკობს, და როგორც ყოველთვის ჩემს ოჯახს ისევ შენარჩუნებული აქვს მამა- პაპური „აქცენტები“.
ბიჭებს თვალი ჩავუკარით და სამზარეულოს მივაშურეთ სადაც ნანა დაგვხვდა ხელებგადაჯვარებული და მაგიდას მიყრდნობილი.
- როდიდან ქალბატონო?! - მე მომიბრუნდა წარბაწეული.
- აუ ნანა მეგონა იქ მორჩა ყველაფერი- შემოსასვლელზე მივუთითე და სალის გადავხედე შეწუხებული სახით.
- არაფერიც. მომიყვები ყველფერს.
- ანდროს ძმაკაცია, კარგი ბიჭია - სალის გადავხედე რომელმაც თავის ქნევით დამიდასტურა - და არაფერი არ მომხდარა. - ეხლა კმაყოფილი ხარ?
- სავსებით- გამიღიმა და სამზარეულოში დატრიალდა.
- აბა გაინძერით ზარმაცებო! დათოს მოსვლამდე უნდა მოვასწროთ.
უკვე ვასრულებდით სუფრის გაწყობას, როცა კარების ხმა გავიგეთ თუმცა არ გავსულვართ. გვინდოდა დათო პირდაპირ შეხვედროდა ბიჭებს.
- ნანაა! მოვედი. - მისი ძახილი გავიგეთ, თუმცა ნანამ თვალი ჩაგვიკრა და ოთახიდან არ გასულა. დათო მისაღებში შევიდა და გაკვირვებულმა დაიწყო თვალების ცეცება. ჯერ ალბათ იფიქრა სახლი ხოარ შემეშალაო და იქურრობა მოათვალიერე, მერე კი ისევ ნანას გასძახა.
- ნანაა! რა ხდება აქ?- ბიჭები გაღიმებულები უყურებდნენ და ხმას არ იღებდნენ.
ნანას მაგივრად მე და სალი გავედით მამასთან. უნდა გენახათ მისი სახე ჩვენს დანახვისას.
- ნინა... სალი... - უხმოდ მივუახლოვდით და ორივემ ჩავეხუტეთ. მაგრად შემოგვხვია ხელები და შუბლზე გვაკოცა.
- ჩემი პრინცესები! რატომ არ გვითხარით რომ ჩამოდიოდით?
- გვინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო.
- მამა ... ჩვენ... - სალის გავხედე რომელიც არანაკლებად ნერვიულობდა.
- ბატონო დავით, ანდრია გიგლემიანი- ხელი ჩამოართვა და შემდეგ სალის შემოხვია ხელი- სალის შეყვარებული.- შევამჩნიე სალის უფრო განერვიულებული სახე და აწითლებული ლოყები.
- აჰ... ესეგი შენ ხარ ანდრო. ნანა თქვენზე მიყვებოდა - ამის თქმა და ჩემი, სალის და ნანას თვალების ბრიალი ერთი იყო. ანდრომ უბრალოდ ჩაიცინა.
- და ეს მეორე ახალგაზრდა...
- მამა ეს ჩემი ... საქმროა- ღიმილით გავხედე ალექსანდრეს , რომელიც მომიახლოვდა და წელზე ხელი მომხვია.
- ალექსანდრე ჩანქსელიანი - მამას ხელი ჩამოართვა და წელზე ხელი მომიჭირა, მას შემდეგ რაც ჩემი სხეულის აკანკალება იგრძნო.
- ნანა შეგიძლია შენ მაინც გამარკვიო რა ხდება?!
- შენმა ქალიშვილებმა სიძეები ჩამოგიყვანეს სტუმრად - მხრებაჩეჩვით მოახსენა დედამაც და თვალი ჩაგვიკრა.
- აქ მოდი.
დედაც მიუახლოვდა და გვერდზე დაუდგა.
წარბებშეკრულმა დახედა ზემოდან.
- სუფრა მზადაა? - ყველამ ერთდროულად ამოვისუნთქეთ რაზედ დათოს გაეცინაა.
- რა თქმ უნდა.
- ჩემი ოქრო ხარ - ლოყაზე აკოცა და ტაში შემოჰკრა.
- მაშინ ჯობს სუფრას მივურხდეთ და იქ ვისაუბროთ თან.
ყველანი სუფრას მივუსხედით და შემდეგ წავიდა ჭორაობა ცალკე გოგოებს შორის, კაცებთან კი სმა და ქეიფი. ალექსანდრე და ანდრო არ იყვნენ მიჩვეულნი ბევრი ღვინის სმას რაზეც ჩვენ გვეცინებოდა ამაზე კი ისინი ბრაზობდნენ. იქით დათო პირდებოდა შეგაჩვევთო და ამაზე ნანა მძაფრდებოდა. მოკლედ სასიამოვნო გარემო იყო ჩვენ სახლში.
იმ დღეს არავის შეგვეძლო რომის დასათვალიერებლად წასვლა, ამიტომ ვამჯობინეთ დაგვესვენა და ხვალ გავსულიყავით. ნანამ წყვილებს ოთახები გაგვიმზადა, თუმცა მე და სალი არ ავედით სანამ ნანას არ დავეხმარეთ. ბიჭები კი მისაღებში ესაუბრებოდნენ დათოს. ვუყურებდით თუ რა კარგად ესაუბრებოდნენ ჩვენი ბიჭები მამას და გული სიამაყით გვევსებოდა. ამას ნანაც ამჩნევდა,ორივეს გვიხუტებდა და არჩევანს გვიწონებდა.
მოგვიანებით დასაძინებლადაც ავედით. ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ პრობლემა რომ წყვილები ერთად ვყოფილიყავით ამიტომ მაშინვე განვცალკევდით. მთელი ღამე ალექსანდრეს სურნელში გავატარე მასზე მიხუტებულმა და ვფიქრობდი რა უნდა ყოფილიყო ამაზე დიდი ბედნიერება, როცა ჩამეძინა, ისევ და ისევ ალექსანდრეს მკლავებში.

ამაზე დიდი ვერ მოვახერხე და ვიფიქრე რომ არაფერს ჯობდა ეს მაინც დამედო.
მადლობა იმ სასიამოვნო კომენტარებისთვის რომელიც წინა თავზე ვნახე. ძალიან მიხარია რომ მოგწონთ heart_eyes ახალი თავი მალე იქნება. wink




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent