შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რიტა (თავი მეექვსე)


4-01-2018, 13:03
ავტორი TrustYourSoul
ნანახია 1 211

11.01.2012 16:58
გაუჩერებლად ცქმუტავს ერთ ადგილას,უკვე ნახევარი საათია ფანჯრიდან აკვირდება მომღიმარს,ცხენზე გამართული,რომ ზის და გაჯგიმული გადმოჰყურებს მოშორებით მდგარ ბიჭს, თან შიგადაშიგ თვალს მისკენ აპარებს,ვაჟის დაბერილი ძარღვებით გამოწვეულ ეგოისტურ სიამოვნებას ადვილად შეამჩნევდით სახეზე,ერთი ცუდი მოძრაობა და მიწას ენარცხება,ღია ფანჯარაში ხტება და ქეთოს ძახილით არღვევს მინდვრის სიმშვიდეს,გონება უცაბედად ებინდება,ქალის სისხლიან შუბლს და მუხლებს,რომ ხედავს,ხელში იტაცებს და უკან მოუხედავად ტოვებს გარშემო მყოფთ....მანქანაში სვამს,საჭესთან მჯდარი მინას წევს და ბიჭებს უბარებს დაგირეკავთო.
- ქეთო,ჩემო პატარა....აბა შემომხედე,მივალთ რაა.....აი ნახე მალე მივალთ ძაან - გაუჩერებლად ელაპარაკებოდა,ვინ იცის ამას მის დასამშვიდებლად თუ თავისი თავისთვის ამბობდა,განა ის არ იყო სახე სულ,რომ გაჰფითრებოდა და კანკალს აეტანა მთელი სხეული? წამით გამოხედავდა ხოლმე და თითქოს თვალებით ცდილობდა ენუგეშებინა,მანქანა ტყვიის სიჩქარით მიჰქროდა მაგისტრალზე ,მაგრამ ახლა მხოლოდ ქეთო აინტერესებდა,ის და მეტი არავინ,ახლა მისთვის მთავარი იყო რაც შეიძლება მალე შეემსუბუქებინა საყვარელი ქალის ტკივილები.....დიახ საყვარელი,რეზის ხომ ქეთო იმ გარდამავალი წამით უყვარდა,როცა გული წყვეტს და არა გონება,იმ გრძნობით რომლითაც ღმერთი გვაჯილდოვებს.
- დამეხმარეთ - 20 წუთში უკვე ბაკურიანის მთავარ საავადმყოფოში იყო,ფარფატა სხეული ხელში აეტაცებინა და მაქსიმალურად ცდილობდა მისთვის არაფერი ეტკინა.
- აქეთ ბატონო,რა დაემართა?
- ცხენიდან......ცხენიდან გადმოვარდა - ექთნის მითითებას დაჰყვა და 63 - ე პალატაში შეიყვანა,იქ გაჩერება აუკრძალეს,მიუახლოვდა შუბლზე ეამბორა და ექიმის დაჟინებული მოთხნოვით დატოვა იქაურობა,გარეთ გამოვიდა,ბაკურიანის გრილ ჰაერს ფილტვების დაპატრონების საშუალება მისცა,ტელეფონი ამოიღო და ტყუპს დაურეკა.
- რატი,მიხვედით? ჩვენც გამოსულები ვართ უკვე და სადღაც 15 წუთში მანდ ვიქნებით,რაო ექიმმა?
- მაცდი? წუთიც არ იქნება გასული რაც მოვედით,პალატაში ჰყავთ,მე არ დამრთეს გაჩერების უფლება,ცუდად იყო ძაან......და ის ლევანი,თვალით არ დამენახოს თორემ ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ
- კაი რა ისედაც ფერი არ ადევს სახეზე,შენი დამატება უნდა?
- მე გაგაფრთხილეთ - ესღა უთხრა,გათიშა, საავადმყოფოში შებრუნდა,პალატის წინ დადგა და ექიმის გამოსვლას დაელოდა.
- პაციენტის ვინ ბრძანდებით? იცით პირადი ინფორმაციის გაცემა აკრძალული გვაქვს და ახლობელი თუ არ ხართ...
- რატი გულბანი...პაციენტის საქმრო
- სასიამოვნია რატი,ხელის მსუბუქი მოტეხილობა აქვს ხოლო ქვედა კიდურს რაც შეეხება,ჩვენი ვარაუდობიდან გამომდინარე მოტეხილი უნდა იყოს,მაგრამ ზუსტ პასუხს რენდგენი გვიჩვენებს.
- კარგით,ნახვას როდის შევძლებ?
- არ შეიძლება ახლა მაგრამ საქმრო,რომ ხართ მხოლოდ ამიტომ 5 წუთით შეგიშვებთ - ახლაგაზრდა ექთანს თავის დაკვრით დაემშვიდობა და კარი ფრთხილად შეაღო,ფეხაკრეფით მიუახლოვდა მწოლიარეს,სკამი ახლოს მიაჩოჩა ჩამოჯდა და გოგონას ხელი ხელში მოიქცია,თან ნაზად შეახო ტუჩები.
- რატი - ღონე მიხდილმა ძლივს დააშორა ბაგეები ერთმანეთს.
- ჩუუ,არ შეიძლება შენთვის ზედმეტი ლაპარაკი - ცერა თითი შეახო ტუჩებზე და კონტურზე ფრთხილად გადაატარა,ერთხელ იგრძნო გოგოს მიმართ მსგავსი რამ,თინეიჯერობის ასაკში და ისიც სამუდამო აღმოჩნდა,თავის ფიქრებზე გაეღიმა,უფრო ახლოს მიჩოჩდა და ზღვისფერი თვალებით დააკვირდა - ექიმმა ხელის მსუბუქი დაზიანება აქვსო - მშვიდად დაიწყო,თითქოს არ უნდოდა ოთახში გამეფებული მყუდროება დაერღვია - ქვედა კიდურს რაც შეეხება მგონი მოტეხილიაო,მაგრამ ზუსტ პასუხს რენდგენის შემდეგ გვეტყვიან,შენ როგორ გრძნობ თავს?
- კარგად, გამაყუჩებელი გამიკეთეს და...ლეო სად არის? თავს დამნაშავედ იგრძნობდა და...
- ლეო? ვაა ასე დაახლოვდით?
- კი და ეს ირონია რა საჭიროა?
- ირონია? არა ქეთო,რა ირონია,მე ხო არ ვიდექი ქანდაკებასავით შენ,რომ ცხენიდან ჩამოვარდი
- მისი ბრალი არ ყოფილა,წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და...რატი იცოდე თუ ეჩხუბე - მსუბუქი ჩაცინება,ძარღვები უწინდებურად ებერება,თვალები ავისმომასწაებლად უელავს,მაგრამ ქეთოს მდგომარეობას ითვალისწინებს,დგება,ხელს ფრთხილად ადებინებს თავის ადგილზე და მშვიდად მაგრამ მაინც ირონიაშეპარული ხმით ამბობს - ზუსტად მაგისთვის მეცალა რა - პალატიდან გასული,ნაცნობ სახეებს,რომ ლანდავს კარგადააო ამბობს და საავადმყოფოსაც ტოვებს,მანქანაში ჯდება,თავს უკან აგდებს,თავში სულ ქეთოს სიტყვები უტრიალებს,''ლეო სად არის?'', '' მისი ბრალი არ ყოფილა'', იცოდე თუ ეჩხუბე'' - ამის დედა შევე*ი - საჭეს მაგრად არტყავს ხელს და დამეფიცება,იმ ღამით საავადმყოფოში მყოფი თითოეული ადამიანის ყურთასმენას მისწვდა საბურავების ჭრიალის გამაწრუელებელი ხმა.
------------------------------------------------------------------------------------------------
- რა მოუვიდა? - ჯერ კიდევ დერეფანში იყვნენ და ბოლომდე ვერ გააენალიზებინათ წუთის წინ მომხდარი.
- რავი,ნეტა იჩხუბეს?
- შევალ მე ქეთოს ვნახავ რა
- მეც,რომ შემოვიდე?
- მოდი სესი მოდი,სანამ ექთანმა მოგვისწრო
- მალე გამოდით რა..მეც მინდა მეგობრის მონახულება ცნობისთვის....თან რეზი და ქეთო?..ჰმმმ საინტერესოა - თვალებს აწვრილებს და ბიჭებს ავლებს მზერას,თვალი ცოტნეზე უშტერდება,კმაყოფილია ბიჭი მათი მორიგი კოცნით - უხ ხეპრე - დაუფიქრებლად სცდება და ყველას გაკვირვებულ მზერას,რომ იღებს ბუტბუტს იწყებს - ისა...ყავა,ყავა გინდათ? - სხარტად ხტება მითითებების შესასრულებლად და ბუფეტისკენ მიმავალს ისევ ცოტნე,რომ ედევნება თვალებს მომაბეზრებლად ატრიალებს.
- მარტო ვერ ამოვიტანდი? თუ მომიტაცებენ?
- ნწუ...ვერ გაბედავენ,იციან ვისიც ხარ - უცებ ჩერდება,ტრიალდება და ჩხუბისთის მომზადებული ბიჭის განიერ მხარ-ბეჭს ასკდება,ისიც მარდად ხვევს წელზე ხელს და სხეულზე იკრავს.
- რა თქვი?
- რა ვთქვი?
- უხ ცოტნე,საავადმყოფოში არ ვიყოთ განახებდი მე შენ რა,გამიშვი ხელი.
- .......
- ცოტნე ხელი მეთქი!.....ყველა ჩვენ გვიყურებს- მკლავზე ჩქმეტს,რეაგირება ნული, აბა რა გონია ამ მთასავით კაცისგან ერთი ჩქმეტით დაიძვრენს თავს?
- ცოტაც და დადნები - ცხვირს ცხვირზე უხახუნებს და თალებში აშტერდება - მე ეგ არ მაწყობს და ჰო კაი,წადი გიშვებ - ხელს უშვებს და მომღიმარი ისევ განაგრძნობს მის თვალიერებას.
________________________________________________________________________
- ასეთი ხიფათიანი როგორ ხარ გოგო? - დას უახლოვდება შუბლზე კოცნის და ლოგინზე უჯდება.
- რაო ექიმმა?
- რატი სადაა?
- ძმა მაინც არ ვიყო რაა,კაი მითხარი რაო ექიმმა და მერე რიტას შემოვუშვებ,რამდენიც გინდა ილაპარაკეთ.
- ოო აჩი,რაო და ხელის მსუბუქი დაზიანება მაქვს,ფეხზე კიდევ რენდგენის პასუხს ელოდებიან.
- კაი ხო, მე რაღას მიღრენ - დგება, გადის და რიტა შემოჰყავს.
- რა მოხდა,რანაირად შემომათრია იმან? ან თქვენ რა სახეები გაქვთ?
- რატი წავიდა? თუ გარეთაა?
- არაა,ჩვენ,რომ მოვედით მაშინ გამოვიდა პალატიდან,იჩხუბეთ?
- ხო - თავს ფანჯრისკენ აბრუნებს - უფრო სწორად მე არ მიჩხუბია,ლეოზე ვუთხარი რაღაც და ახტა მაშინვე
- გოგო ერთი შემომხედე აბა,მე შენზე და რატიზე არ უნდა მცოდნოდა?
- კაი რა რიტა,თვითონაც არ ვიცი რა ხდება და შენ რას მთხოვ?
- ისეთი ჩამქრალი თვალები ჰქონდა,სერიოზულად შემეცოდა
- აჰააამ მეც,ისე ლეოც კაი ლენჩი ვინმეა,ჩამოდგა იქ და რატი,რომ არ გადმომხტარიყო იდგებოდა ასე სულელივით
- მაგის რა ბრალია შენ კიდე,ვერ მიხვდა რა უნდა ექნა თან რატის ნაირად ხო არ უყვარს ჩვენი ქეთო - ეშმკაურად გადახედეს გოგონებმა ერთმნაეთს.
- ხოო,ძაან ნარცისობა კი გამომდის მაგრამ საშინლად არ ესიამოვნა ლეო,რომ ვუხსენე,სიყვარულით არ ვიცი,მაგრამ უეჭველი მოვწონვარ
- ხოდა მოვა დღეს და შემოირიგე,ახლა ის გვითხარი აქ რამდენი ხანი გაგაჩერებენ,რომ ტანსაცმელი მოგიტანოთ
- არ ვიცი,ჯერ ისიც არ იციან ფეხი მოტეხილია თუ ნაღრძობი,ერთ საათში გვეცოდინება პასუხებიო
- კაი მაშინ გავალთ ჩვენ და მითხარი ბუფეტიდან რა ამოგიტანო.
- არაფერი საავადმყოფოს საკვები არ მიყვარს
- ჰაა? აბა თვითონ გაგიკეთო?
- ოო სესიი,საცხობში მიყიდე რამე
- ჰო კაი,ბულკი თუ?
- აუ არაა,მაკდონალდსის საკვები მინდა ძაან
- აი ეგ ხარ რააა,მოგიტან ახლავე,კაი მე და სესი წავალთ ახლა ვიყიდით გემრიელობებს და ჩვენ დავრჩებით ხო ააქ?
- მე რატი მინდოდა,მაგრამ ეგ ისეთი გაბრაზებულია თქვენ დარჩეთ მირჩევნია.
-კაი წავედით ახლა.
პალატაში მარტო იყო,ბიჭებმაც მოინახულეს და ახლა რიტას და სესის ელოდებოდა,თან იმით ნასიამოვნებს რატიმ საქმროდ,რომ წარუდგინა თავი ექთანს ყველა ტკივლი განელებოდა,ექიმმაც ამცნო უკვე რენდგენის პასუხი,როგორც აღმოჩნდა ფეხი მოტეხილი ჰქონდა,თაბაშირი ერთი თვე უნდა ჰკეთებოდა,რაც შეეხება საავადმყოფოში დარჩენას სავალდებულო მხოლოდ ერთი კვირა იყო,ხოლო შემდეგ სახლშიც შეძლებდა მკურნალობის გაგრძელებას,შუა ფიქრებში იყო კარი რატიმ,რომ შემოაღო,გული აუჩქარდა,არ ელოდა.....დღეს მაინც არ ელოდა,წამოწევა სცადა,მაგრამ უშედეგოდ,ისევ ბალიშზე დაემხო.
- პიცა მოგიტანე - მაგიდაზე შემოაწყო პარკები და ამოლაგება დაიწყო - წვენი ფროთოხლისაც არის და ანანასისაც რომელი დაგისხა?
- ფორთოხლის და მადლობა...მიყვარს პიცა - ეცადა ცოტა გამოესწორებინა სიტუაცია მაგრამ ვაჟს ისევ მკაცრი და შეუალი ხმა ჰქონდა.
- ხო ვიცი,გარეთ არავინ არ იყო,ვინ რჩება შენთან?
- ბუფეტში ჩავიდნენ,რიტა და სესი უნდა დარჩნენ
- კარგია,ექიმმა რაო? - ამასობაში მორჩა ყველაფრის ამოლაგებას, სკამი ლოგინთან მისწია,დაჯდა და პიცა პირთან მიუტანა.
- რაო და ფეხი მოტეხილი გააქვსო,ერთი კვირა გავჩერდები აქ და დავბრუნდები შემდეგ თბილისში - გემრიელად მოკბიჩა და გამოტენილი პირით დაიწყო დუდღუნი,ხმა არ ამოუღიათ,ან რა იყო სათქმელი?ქეთო გემრიელად ილუკმებოდა,რატი კი მისი ცქერით ტკბებოდა,მხოლოდ მაშინ როცა ვახშმობა დაასრულა,წამოდგა ერთჯერად თეფშს და ჭიქას თავისი ადგილი მიუჩინა და კარისკენ დაიძრა - ხვალამდე ქეთო.
- ცოტნე
- რა? - უკვე კართან მდგარი შემოტრიალდა და იგივე ტონალობაში უპასუხა,თითქოს მოჰბეზრებოდაო ქალთან საუბარი.
- შენი აზრით ექთანი რას იფიქრებს,როცა გაიგებს ღამით ჩემთან მეგობრები რჩებიან და არა საქმრო? - გამარჯვებულის ღიმილი აიკრა სახეზე და თაფლისფერი თვალები მიანათა სახე წაშლილს.

მოგესალმებით ბავშვებოოო ❤ გილოცავთ ახალ 2018 წელს ❤ ეს წელი თქვენთვის ყოფილიყოს ყველაფერი კარგის დასაბამი ❤ გადავწყვიტე ეს თავი ქეთოსთვის და რეზისთვის მიმეძღვნა ❤ ფოტოზე არიან რეზი და ქეთო ❤ იმედია მოგეწონებათ ❤ ველი კომენტარეებს ❤




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent