ახალი წლის ჯადოსნობა (2)
თავი 2 ახალ წლამდე სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა და მარიამიც ისევე ემზადება როგორც ყველა. ახალი წელი განსაკუთრებით უყვარს, ყველაზე მეტად კი ის ახარებს, რომ მოთოვს და შეუძლია ამ სილამაზეს უყუროს. მისი საყვარელი ფერი ხომ თეთრია. უყვარს, როდესაც უყურებს როგორ თოვს თეთრად და გულში სითბო ეღვრება. შეიძლება თოვლი სიცივის ნიშანია, მაგრამ მარიამთან განსხვავებულადაა, თოვლი მისთვის სითბოა. ის მოვლენაა, როდესაც შეუძლია იფიქროს ყველაფერზე, იოცნებოს, დაგეგმოს და მის ცხოვრებაში ერთი ორი ჯადოსნობაც მოხდეს. განსაკუთრებულად უყვარს ახალი წლისთვის მზადება. ხალხური საჭმელები, სახლის მორთვა და რაც მთავარია ნაძვის ხე. სანამ მამა ცოცხალი ყავდა სახლში სამი ან ოთხი ნაძვის ხე სულ ედგათ. ერთი სამზარეულოში, მისაღებში და თავის ოთახში. ეს მოწონდა, რადგან ახალ წელს ყველაზე მეტ ხიბლს ნაძვის ხე მატებს. მარიამს ყოველთვის უყვარდა და ეხლაც უყვარს ახალი წლისთვის საყიდლებზე წასვლა. მამას, რომ ეტყოდა საყიდლებზე მივდივარო და ისიც რაც შეეძლო მეტ ფულს მიცემდა სიხარულისგან, მეცხრე ცაზე იყო და საჭირო იყო თუ არა ყველაფერს ყიდულობდა. ახალ ნაძვის ხეს, გირლანდებს, საჩუქრებს, პროდუქტებს და თოვლის ბაბუის ტანსაცმელსაც კი, მაგრამ წელს რატომღაც არ უხაროდა იმდენად, რადგან იცოდა ამ სახლში მის ნებაზე არაფერი იქნებოდა. ჩვენს მარიამს არაფერი, რომ არ ეზარება და ყველას დიდი სიამოვნებით ეხმარება ეს უკვე გავიგეთ, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ მისი ბიძაშვილები ისეთი კეთილებიც არ აღმოჩნდნენ როგორიც გვეგონა. მარიამის სიკეთეს ბოროტად იყენებდნენ. დღესაც, როდესაც დებს დედამ სია გადასცა და უთხრა, რომ მარიამს საახალწლოდ ამ ყველაფრის ყიდვაში უნდა დახმარებოდნენ, ორივემ მობეზრებულად გადაატრიალა თვალები და ძალაუნებურად დათანხმდა დედის თხოვნას. ლიამ დედას სია გამოართვა და ნიასთან ერთად ოთახში ავიდა. ერთი საათი დასჭირდათ გოგონებს, რომ მომზადებულიყვნენ, ლამაზად ჩაეცვათ და მაკიაჟიც გაეკეთებინათ. მარიამი კი უკვე დიდი ხანი იყო, რაც მოემზადა. ჩვეული ჯინსის შარვალი და თბილი ნაქსოვი ჯემპრი გადაიცვა და დედამისთან ერთად სამზარეულოში ტრიალებდა. მაკა ჭურჭელს რეცხავდა და მარიამს არიგებდა, რომ ზედმეტად არაფერი გაეკეთებინა, ზრდილობიანად მოქცეულიყო და სხვისთვის თავი არ მოებეზრებინა. მარიამიც როგორც დამჯერი შვილი ამ ყველაფერს ასრულებდა. რამდენიმე წუთში სამზარეულოში ლია და ნია შევიდა. -მარიამმ, წავედით თორე ვეღარ მოვასწრებთ.- უთხრა ლიამ. მარიამმაც თავი დაუქნია, დედას ლოყაზე აკოცა და გოგონებს გაყვა. პირველ რიგში სავაჭრო ცენტრში შევიდნენ, რომ პროდუქტები ეყიდათ, რადგან ფეხით იყვნენ სავაჭრო ცენტრამდე გზა ძალიან გაიწელა და იქ მისვლამდე ლია და ნია უკვე ძალიან დაიღალნენ. აბა რა იქნებოდა თითქოს წვეულებაზე მიდიოდნენ, ჩაიცვეს ორ მეტრიანი ფეხსაცმელები. მარიამი კი ლაღად გრძნობდა თავს და პირიქით უხაროდა ეს ყველაფერი. სანამ სავაჭრო ცენტრში შევიდნენ ნიამ გოგონები გააჩერა. -მარიამ, მე და ლიას ახლა რაღაც აუცილებელი საქმე გვაქვს, რომ არ წავიდეთ არ ივარგებს. შენ მანამდე იყიდე პროდუქტები და რომ მორჩები მესიჯი მოგვწერე რომელიმეს და ჩვენც აქ გავჩნდებით კარგი?- ჩამოასხაპუნა ნიამ. ლია კი გაკვირვებული უბრიალებდა დას თვალებს ეტყობა, არც მან იცოდა ამ ყველაფრის შესახებ. მარიამი იმწამსვე დაეთანხმა ნიას. სია გამოართვა გოგონებს და სავაჭრო ცენტრში შევიდა. ამ დროს კი ნიას გადაწყვეტილი ჰქონდა ლიასთან ერთად კლუბში წასულიყო. -მართალია ცოტა ადრეა, მაგრამ კლუბი ყოველთვის ღიაა. ასე, რომ შეგვიძლია წავიდეთ და ცოტა გავერთოთ- თქვა ნიამ. -გოგო შენ გაგიჟდი? დედა მოგვკლავს, მარიამიც მარტო დავტოვეთ.- ანერვიულდა ლია, მაგრამ ვინ უსმინა მას. ნიამ ტაქსი გააჩერა და ძალით ჩასვა შიგნით, შემდეგ კი ყველაზე ახლო კლუბში წავიდნენ. თბილისში ეს ერთადერთი სადღეღამისო კლუბია, მათ სახლთან შედარებით ახლოს მდებარეობს და არ ჭირდებათ გზაში ორი საათი სიარული. კლუბში შეაბიჯეს თუ არა ფეხი, იმწამსვე შეიგრძნეს ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი. ბევრი ხალხი არ იყო, მაგრამ მაინც საკმაოდ ერთობოდნენ. ლია და ნია ბართან დასხდნენ და ორმაგი ვისკი შეუკვეთეს. არცერთი იყო კარგი მსმელი, მაგრამ ცოტას მაინც ეტანებოდნენ. ორი ჭიქა დალიეს და ორივე და საცეკვაოდ გავიდა. მთელი დღე კლუბში გაატარეს და ისე გაექცათ დრო, რომ ვერც კი გაიაზრეს როგორ შემოაღამდათ. ამ დროს მარიამმა ყველაფერი იყიდა და ნავაჭრით კმაყოფილი გამოვიდა სავაჭრო ცენტრიდან. შებიდნებულიყო. ნია და ლია, რომ ვერსად დაინახა ტელეფონი ამოიღო და ლიას ნომერი აკრიბა. ერთი, ორი, სამი ზარი გავიდა, მაგრამ ის არ პასუხობდა, შემდეგ ნიას დაურეკა, მაგრამ არც ის იღებდა ტელეფონს. საკმაოდ ანერვიულდა. არ იცოდა რა ექნა. ბიცოლასთვის, რომ დაერეკა ლიას და ნიას ამბავს ვერ ეტყოდა, მაგრამ იმისიც ეშინოდა, რომ დედა ინერვიულებდა მასზე. პარკები სკამზე დაალაგა და ნერვიულად დაიწყო სიარული... ბოლოს იფიქრა შეიძლება გოგონები აღარ დამელოდნენ და პირდაპირ სახლში წავიდნენო, ამიტომ პარკები აიღო და ძლივძლივობით გაუდგა გზას. ტვირთი მძიმე ჰქონდა ამიტომ ნელა მიდიოდა. -ასე გვიან რას აკეთებ გარეთ?- უკნიდან ნაცნობი ბარიტონი მოესმა და ტანში გააჟრჟოლა. როგორ უნდოდა, რომ აღარ ენახა და აღარ გაეგონა მასზე არაფერი. ახლა კი მის უკან იდგა და დარწმუნებული იყო, რომ კვლავ ისევ ისეთი ცივი მზერით უყურებდა. ნელა შეტრიალდა ხმის პატრონისკენ და კვლავ ააკანკალა. როგორც ყოველთვის შავებში იყო გამოწყობილი. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და მარიამს ინტერესით შეცქეროდა. გუშინ უთხრა აღარსად გადამეღობოო, დღეს კი თვითონვე გადაეღობა. ნუთუ უთვალთვალებს? იქნებ ეს მხოლოდ ბედისწერაა? -გვიანია, წამო მანქანით გაგიყვან სახლამდე.- წარმოთქვა შედარებით მშვიდი ხმით. -მადლობა, მარტო წავალ.- უთხრა მარიამმა. შეძლო მოეშორებინა მისი მომხიბვლელი სხეულისთვის თვალი, პარკები აიღო და უკან გაბრუნდა. რამდენიმე ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული, რომ იგრძნო როგორ მოუჭირეს მკლავში ხელი. -რომ გეუბნები წამომყევითქო ესეიგი უნდა წამომყვე, მეორედ აღარ გავიმეორებ.- დაუღრიალა. მარიამმაც შეშინებულმა დაუქნია თავი და დაკარგული ლეკვივით აედევნა უკან. მალევე მივიდნენ მანქანასთან. ამ ვაჟბატონს შავი მერსედესი ჰქონდა. მარიამის პარკები უკანა სავარძელზე დააწყო, მარიამს კარი გაუღო, თვითონაც დაიკავა მძღოლის ადგილი და მანქანა დაქოქა. მთელი გზა არცერთს ამოუღია ხმა, მაგრამ მარიამის ტვინში ომი ჰქონდა გაჩაღებული. უცხო მამაკაცის გვერდით იჯდა მანქანაში და სახლში მიდიოდა... არ იცოდა საიდან გაიგო მისი მისამართი, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან აშინებდა. ჯერ ხომ ისეთი გამოხედვა აქვს, რომ ტანში გაგაჟრჟოლებს, მერე ისე უხეშად ექცევა მარიამს და თანაც ისე გამოსდის, თითქოს უთვალთვალებს. მარიამმა ჯერ მისი სახელიც კი არ იცის, მაგრამ იძულებულია მის ნებას დაემორჩილოს. მანქანა მარიამის სახლთან გაჩერდა. მარიამმა თავისი პარკები აიღო. -მადლობა.- ამოილუღლუღა და სახლისკენ შებრუნდა. -გნახავ.- გაიგონა უკნიდან ხმა და დარწმუნებული იყო, რომ ახლა ამ წამს ის იღიმოდა, იღიმოდა თვალისმომჭრელად. იშვიათად, მაგრამ მაინც. მის სიტყვაზე მარიამს გააკანკალა, მაგრამ არ შეიმჩნია. უკან არც მიუხედავს ისე შეაბიჯა სახლში. -დეე მოვედი...- დაიძახა და მისაღებ ოთახში შევიდა პარკებიანად. -მარიამ, დედი სად იყავი ამდენ ხანს. იცი როგორ ვინერვიულეთ?- შემოეგება დედა. ბიცოლა და ბიძიაც იქ ისხდნენ.. მაკამ შვილი გულში ჩაიკრა და რამდენიმე ცრემლიც გადმოცვივდა თვალებიდან, მაგრამ მისი მარიამი, რომ ჯანმრთელი და უვნებელი დაინახა გაუხარდა. -დე, მაპატიე რა რომ დავაგვიანე. ლიას და ნიას ველოდებოდი და შემაგვიანდა მაგიტო.- -რაა? ისინი სად არიან?- შეიცხადა ნატომ. -ბიცოლა ლიას და ნიას საერთო მეგობარი შეხვდა და თავისთან წაიყვანა ცოტახნით, არ ინერვიულო მალე მოვლენ.- დაამშვიდა მარიამმა. სიმართლეს ხომ არ ეტყოდა აბა. არც იცოდა სად იყვნენ მისი ბიძაშვილები. -კარგი შვილო, მოდი ეს პარკები სამზარეულოში შევიტანოთ.- მაკამ შვილს ტვიერთი გამოართვა და სამზარეულოს მაგიდაზე დააწყო. მარიამმა სწრაფად ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან და ორივე დას მიწერა რაც ხდებოდა, რომ შემდეგ არ დაბნეულიყვნენ. ნატომაც დაურეკა შვილებს და მათაც რათქმაუნდა თავი გამოიძვრინეს. ნახევარ საათში კი სახლში დაბრუნდნენ. -რატომ გაქვთ ალკოჰოლის სუნი?- რათქმაუნდა, მამუკა იგრძნობდა ამ ყველაფერს. გოგონები არც ისე მთვრალები იყვნენ, მაგრამ ცოტა მაინც ჰქონდათ დალეული. -მაა, გვაპატიე... გვანცამ ლიქიორი მოამზადა და ჩვენც გაგვასინჯა.- უთხრა ნიამ და მამიკოს მიუჯდა გვერდით, რომ დაემშვიდებინა. -კარგი წავალთ ჩვენ გამოვიცვლით და ვივახშმოთ მერე.- თქვა ლიამ და ნიასთან ერთად მარიამის ოთახში შევიდა. მარიამი თავის საყვარელ სავარძელში იჯდა და წიგნს კითხულობდა. -მარრ, მადლობა, რომ გადაგვარჩინე. გპირდები ასე აღარ განმეორდება. მიყვარხარ.- უთხრა ლიამ და გადაეხვია. მარიამმაც რათქმაუნდა აპატია მათ. ისეთი გული აქვს ასეთ უბრალოდ რაღაცეებს ადვილად ივიწყებს. თან არც წყენია. აფორიაქებული კი იყო მანამდე მომხდარით, მაგრამ ამასაც გადაიტანდა როგორმე. საღამოს ოჯახმა ერთად ივახშმა, შემდეგ კი საახალწლოდ "მარტო სახლში" ჩართეს გოგონებმა. პოპკორნი მოიმარაგეს და აგიზგიზებულ ბუხართან მოკალათებულებმა დაიწყეს ფილმის ყურება. პს: ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ ჩემი მოთხრობა. შეიძლება ცოტა პატარა თავებია, მაგრამ გპირდებით ყოველ ჯერზე გავადიდებ და ვეცდები, რომ ყოველდღე დავდო ახალი თავი. ველოდები თქვენს შეფასებას <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.